Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 560

ლანტოროლი – LANTOROL – ЛАНТОРОЛ

საერთაშორისო დასახელება:

Lansoprazole

მწარმოებელი: “UNIPHARMA”, El Obour City, Cairo, Egypt.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები.

აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები: მქრქალი ცისფერი თავსახური/თეთრი კორპუსი, ზომა #1, შეიცავს თეთრ ან მოყვითალო-მოთეთრო გრანულებს.

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ლანსოპრაზოლი …………………….   30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი, საქაროზა, კალციუმის კარმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის კარბონატი მსუბუქი, ჰიპრომელოზა E-5, მეტაკრილის მჟავას L30D კოპოლიმერი, პროპილენგლიკოლი, ცეტილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოლისორბატ-80, კოპოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

წყლულის საწინააღმდეგო საშუალება.

პროტონული ტუმბოს სპეციფიკური ინჰიბიტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლანტოროლი– წყლულის საწინააღმდეგო საშუალება, პროტონული ტუმბოს (H+-K+-ატფ-აზას) სპეციფიკური ინჰიბიტორია. ლანსოპრაზოლი მეტაბოლიზდება კუჭის პარიესულ უჯრედებში აქტიურ სულფონამიდურ წარმოებულებამდე, რომლებიც ახდენენ H+-K+-ატფ-აზას სულფჰიდრული ჯგუფების ინაქტივაციას. ამის შედეგად წარმოებს მარილმჟავას სინთეზის საბოლოო სტადიის ინჰიბირება, რაც განაპირობებს კუჭის ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის შემცირებას გამღიზიანებლისაგან დამოუკიდებლად.

ლანტოროლი თრგუნავს Helicobacter pylori ზრდას და ზრდის სხვა პრეპარატების ანტიჰელიკობაქტერულ აქტივობას.

შიგნით მიღებისას აბსორბცია მაღალია. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1,5-2,2 საათის შემდეგ.

ჩვენებები:

•    კუჭისა და თორემტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

•    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, დაკავშირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებასთან, სტრესული წყლულები;

•    გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს-დაავადება, სიმპტომური მკურნალობა რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს;

•    ეროზიული ეზოფაგიტის მკურნალობა;

•    Helicobacter pylori ი-ს ერადიკაცია (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში);

•    პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით;

•    ქრონიკული გასტრიტის, კუჭის მომატებული მჟავიანობით, გამწვავების სტადიაში;

•    არაწყლულოვანი დისპეფსია.

უკუჩვენებები:

•    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;

•    საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ავთვისებიანი წარმონაქმნები;

•    ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე;

•    ორსულობის პირველი ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, მადის მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა.

ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ: თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე.

სხვა: ერთეულ შემთხვევებში – გრიპისმაგვარი სინდრომი, მიალგია.

გამოყენების წესი და დოზირება:

ლანტოროლი მიიღება შიგნით, დაუღეჭავად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

კუჭისა და თორემტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება: ინიშნება 30 მგ/დღეში. მკურნალობის კურსი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების შემთხვევაში შეადგენს 2-4 კვირას, ხოლო კუჭის წყლულოვანი დაავადებისას – 4-8 კვირას.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, დაკავშირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებასთან: რეკომენდებული დოზაა 30 მგ/დღეში, მკურნალობის კურსი: 4-8 კვირა. კუჭის და თორემტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკა აასს-ების მიღებასთან დაკავშირებით მომატებული რისკის მქონე პაციენტებში: 15 მგ/დღეში 12 კვირამდე ხანგრძლივობით.

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს-დაავადება (რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა): ინიშნება 30 მგ/დღეში 4-8 კვირის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს ახანგრძლივებენ კიდევ 8 კვირით.

რეფლუქს-ეზოფაგიტის სიმპტომური მკურნალობა: ინიშნება 15 მგ/დღეში, მკურნალობის კურსი – 8 კვირამდე.

რეფლუქს-ეზოფაგიტის შემანარჩუნებელი თერაპია: 15 მგ/დღეში 8 კვირის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს ახანგრძლივებენ კიდევ 8 კვირით, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა.

Helicobacter pylori-ს ერადიკაცია: მიიღება 30 მგ 2-ჯერ დღეში ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.

პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები ზოლინგერ-ელისონის       სინდრომის ჩათვლით: პრეპარატის საწყისი დოზაა 30 მგ 2-ჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში დოზა იზრდება 120 მგ-მდე დღე-ღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

ქრონიკული გასტრიტი კუჭის მომატებული მჟავიანობით გამწვავების სტადიაში:  ინიშნება 30 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი – 2-3 კვირა.

არაწყლულოვანი დისპეფსია: ინიშნება 15-30 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში, მკურნალობის   კურსი – 2-3 კვირა.

ღვიძლის უკმარისობისას და ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა იწყება განახევრებული დოზებით, თანდათან იზრდება რეკომენდებულ დოზამდე, მაგრამ არა უმეტეს 30 მგ-ისა დღე-ღამეში.

დოზის გადაჭარბება:

მონაცემები ჰიპერდოზირების შესახებ არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ლანსოპრაზოლი ამცირებს (10%-ით) თეოფილინის კლირენსს.

სუკრალფატი 30%-ით ამცირებს ლანსოპრაზოლის ბიოშეღწევადობას (აუცილებელია 30-40 წუთიანი ინტერვალის დაცვა ამ პრეპარატების მიღებათა  შორის).

შესაძლებელია ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ Р450-ს ფერმენტული სისტემის მონაწილეობით.

რეკომენდებულია ანტაციდების მიღება ლანტოროლის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 1 საათის შემდეგ, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ პრეპარატის შეწოვა ორგანიზმში.

პრეპარატებთან, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის გარემოს рН–ზე, ერთდროული გამოყენებისას (მაგალითად, კეტოკონაზოლი), ლანტოროლმა შეიძლება შეცვალოს მათი აბსორბცია.

პრეპარატი შეთავსებადია ანტიპირინთან, დიაზეპამთან, იბუპროფენთან, ინდომეტაცინთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან, ფენიტოინთან, პრედნიზოლონთან, პროპრანოლოლთან, ვარფარინთან.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს კუჭსა და საყლაპავში ავთვისებიანი პროცესის არსებობა, რადგან პრეპარატის მიღებამ შესაძლოა შენიღბოს სიმპტომები და გადაავადოს დიაგნოზის დადგენა.

სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

პრეპარატის გამოყენება  ორსულობის II  და III ტრიმესტრში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში მიზანშეწონილია ლაქტაციის შეწყვეტა.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატ ლანტოროლის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა:

10 კაფსულა  ბლისტერზე. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად – მუყაოს კოლოფში.

7 კაფსულა  ბლისტერზე. 2 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად – მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტით (II ჯგუფი).

ლანტიგენი B – LANTIGEN B – ЛАНТИГЕН B

შემადგენლობა:
1მლ სუსპენზია შეიცავს შემდეგი ბაქტერიების ანტიგენურ ექსტრაქტს: Streptococcus pneumoniae 3 63,2 A.U. ტიპის; Streptococcus pyrogenes A 126,2 A.U. ჯგუფის; Staphylococcus aureus 79,6 A.U; Haemophilus influenzae b 50,2 A.U. ტიპის; Klebsiella pneumoniae 39,8 A.U.

დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 80, ქლორჰექსიდინის დიაცეტატი, თიმეროსალი, გაწმენდილი წყალი.

გამოშვების ფორმა:

Per os მისაღები წვეთები, 18 მლ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ბაქტერიული ლიზატი.

ჩვენებები:

ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა (რინიტი, რინოფარინგიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი).

უკუჩვენებები:

* შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ხმარებისას უკუჩვენებები არ არის ცნობილი.

მიღების წესი:

აუცილებელია წვეთები პირში დაყოვნდეს გარკვეული დროით, სასურველია ენიშ ქვეშ, გადაყლაპვის გარეშე, რათა საშუალება მიეცეს სუსპენზიას გავრცელდეს ორო–ფარინგეალური ლორწოვანის  სანერწყვე სეკრეტში რათა  ხელი შეეწყოს პრეპარატის აბსორბციას.

ჩვილ ბავშვებში ლანტიგენი B შეიძლება გამოყენებულ იქნას ძილის დროს წვეთების ტუჩებს შორის ჩაწვეთებით.

სასურველია, გარდა სუბლინგვალური გამოყენებისა გაფართოვდეს შეხების არეალი და ლანტიგენი B– ს ერთი –ორი წვეთი გამოიყენოთ ცხვირის თითოეულ ნესტოში ღამით ძილის წინ.

ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

მექანიზმებისა და მანქანა–დანადგარების მართვაზე გავლენა არ არის ცნობილი.

დოზირება:

3 თვიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: ან 15 წვეთი დილით,  სასურველია ჭამამდე, ან 7 წვეთი (ნახევარი დოზა) დილით და 7 წვეთი საღამოთი ძილის წინ.

10 წელზე უფროსი ასაკი ბავშვები და მოზარდები: 15 წვეთი (ერთი დოზა) დილით, უმჯობესია ჭამამდე და 15 წვეთი (ერთი დოზა) საღამოთი ძილის წინ.

მკურნალობის ციკლი:

მკურნალობის ერთი კურსი მოითხოვს:

–მოზრდილებისთვის 2 ბოთლის და 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის 1 ბოთლის გამოყენებას, შესაბამისი დოზირებით.

მკურნალობის კურსი 2–3 კვირა.

–გაძლიერების მიზნით – ერთი ბოთლი მოზრდილებში და ნახევარი ბოთლი 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში, შესაბამისი დოზირებით.

–ცივ სეზონზე პროფილაქტიკის მიზნით, მკურნალობის დაწყება ხდება ცივი პერიოდის დადგომასთან ერთად და მეორდება 3 ან 4 თვის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

შემთხვევები დოზის გადაჭარბების შესახებ არ არის.

გვერდითი მოქმედება:

სიმპტომების დროებითი გაუარესება შეიძლება მოხდეს პირველი მიღების შემდეგ, რაც ჩვეულებრივ იშვიათია და უმნიშვნელო ხასითის. თუმცა პაციენტმა ექიმს უნდა აცნობს გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ.

გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. გამოყენების წინ შეანჟღრიეთ;

სუსპენზიაში ნალექის წარმოქმნა მის ეფექტურობას არ ამცირებს;

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი:

BRUSCHETTINI s.r.l. – Genoa, იტალია.

ლანსორი – LANSOR – ЛАНСОР

საერთაშორისო დასახელება:

LANSOPRAZOLE

მწარმოებელი: SANOVEL PHARMACEUTICAL PRODUCTS IND

მოქმედი ნივთიერება: ლანსოპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 4 და 28 ც.

1 კაფს.

ლანსოპრაზოლი ………….   30 მგ

 

ვრცლად ლანი–30

ლანსოპრაზოლი – LANSOPRAZOLE – ЛАНСОПРАЗОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლანსოპრაზოლი წარმოადგენს H+, K+,ატფაზას სპეციფიურ ინჰიბიტორს, რომელიც თავის ფარმაკოლოგიური თვისებებით წააგავს ომეპრაზოლს. იგი ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას ე.წ. პროტონული ტუმბოს ფერმენტ H+/ K+,ატფაზას  სპეციფიკური ინჰიბირებით, კუჭის პარიეტული უჯრედების სეკრეტორულ ზედაპირზე ზემოქმედების შედეგად.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 0.75-1.15 მგ/ლ და აღინიშნება მისი პერორალური მიღებიდან 1.5-2.2 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 85%-ს. პრეპარატი ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზმს პირველადი გავლისას და ელიმინირდება ნაღველით და შარდით. იგი იშლება ორ მეტაბოლიტად: ლანსოპრაზოლის სულფონად და ჰიდროქსილაზოპრაზოლად. ლანსოპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3-1.7  საათს. მისი 97-99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატის ანტიბაქტერიული ეფექტი H. pylori-ის მიმართ ხელს უშლის პეპტიური წყლულის განვითარებას იმ ორგანიზმების დეზაქტივაციის გამო, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კუჭის წყლულის რეციდივი.

ჩვენებები

  • პეპტიური წყლული;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი ინიშნება დილით ჭამის წინ დოზით 30 მგ.

პაციენტები 12-გოჯა ნაწლავის წყლულით აგრძელებენ მკურნალობას 4-6 კვირის განმავლობაში, ხოლო კუჭის წყლულით და რეფლუქს-ეზოფაგიტით დაავადებულები – 8 კვირას. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 15 მგ-ს. ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს რეკომენდებული საწისი დოზა შეადგენს 60 მგ-ს ერთხელ დღეში, რომელიც ინიშნება ინდივიდუალურად კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

120 მგ-ზე მეტი დოზა ინიშნება რამოდენიმე მიღებისათვის.

გვერდითი მოვლენები

ჩვეულებისამებრ ყველაზე ხშირია გასტროინტესტინალური ჩივილები, კერძოდ დიარეა, რომელიც აღენიშნებათ 3.2% პაციენტებს. სხვა გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევასთან, ცვლილებებთან კანის მხრივ, აგრეთვე აღინიშნებოდა ფარინგიტი, რინიტი, ხველება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, დაღლილობა და ძილიანობა. სხვა ეფექტები გამოიხატება ანორექსიით, ყაბზობით, პროტეინურიით,  დერმატოლოგიური რეაქციებით და სხვა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* კუჭის კიბო;

* აქლორჰიდრია;

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მოსალოდნელი დადებითი მოქმედება დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. დადგენილი არ არის გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში. ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატურია და შემანარჩუნებელი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ლანსოპრაზოლი განიცდის მეტაბოლიზმს ციტოქრომ P450 სისტემის მეშვეობით. მისი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ამ სისტემით, როგორიცაა ვარფარინი, ანტიპირინი, ინდომეტაცინი, იბუპროფენი, ფენიტოინი, პროპრანოლოლი, პრედნიზოლონი ან დიაზეპამი, აღწერილი არ არის.

ლანსოლი – LANSOL – ЛАНСОЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

LANSOPRAZOLE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ლანსოპრაზოლი      

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

1 კაფს.

ლანსოპრაზოლი……………   30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლანსოლი ბენზიმიდაზოლიდან წარმოებული პრეპარატია, რომელიც აქვეითებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას. ლანსოპრაზოლი კუჭის პარიეტალურ უჯრედებში მეტაბოლიზირდება და ახდენს სულფონჰიდრილური ჯგუფების H+-K+-ატფ-აზის ინაქტივაციას, რითაც აბლოკირებს მარილმჟავს წარმოქმნის ბოლო სტადიას. ამცირებს პეპსინის გამომუშავებას, განსაკუთრებით პრეპარატის ძილის წინ მიღებისას. კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციის გაუმჯობესებითა და ბიკარბონატების სეკრეციის გაზრდით, ახორციელებს დაცვით ფუნქციასაც. ლანსოლი არ მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე, მაგრამ ახასიათებს ანტიჰელიკობაქტერიული აქტივობა.

ლანსოლის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 1.5-2.2 სთ-ის განმავლობაში. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციას, მაგრამ არ  იწვევს მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევას. ლანსოლი მეტაბოლიზირდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.

ჩვენებები:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
  • სტრესული წყლულები;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კუჭის ლორწოვან გარსში Helicobacter pylori-ის აღმოჩენისას.

მიღების წესი და დოზირება:

  • 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და სტრესული წყლულების შემთხვევაში ინიშნება 30 მგ დღეში (ერთ მიღებაზე დილით), 2-4 კვირის განმავლობაში.
  • კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს ინიშნება 30 მგ დღეში, 4-8 კვირის განმავლობაში. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 60 მგ-მდე დღეში.
  • კუჭის ლორწოვანში Helicobacter pylori-ის -აღმოჩენისას ინიშნება 30 მგ 2-ჯერ დღეში ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, ამოქსიცილინი) კომბინაციაში, 10-14 დღის განმავლობაში.
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მჟავიანობის 10 მმოლ/სთ-ში დონის მიღწევამდე.

გვერდითი მოვლენები:

დიარეა, მუცლის ტკივილი, იშვიათად – შეკრულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ფარინგიტი. რინიტი, კანზე გამონაყარი, დეპრესია, მიალგია.

უკუჩვენებები:

* პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა;

* ორსულობა, ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

* მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ საჭიროა ენდოსკოპიური კვლევის ჩატარება ავთვისებიანი წარმონაქმნების გამოსარიცხად, რადგან ლანსოლით თერაპიამ შესაძლებელია დაავადების კლინიკური სურათის წაშლა გამოიწვიოს.

* სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის უკმარისობის შემთხვევვაში.

* ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროჟანგის შემცველი ანტაციდები ინიშნება ლანსოლის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.

* ლანსოლი არ ახდენს გავლენას დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ვარფარინის, პრედნიზოლონის, ფენიტოინისა და თეოფილინის მეტაბოლიზმზე. პერორალურ კონტრაცეპტივებთან კომბინაციაში არ იწვევს ენდოგენური ჰორმონების დონის ცვლილებას.

* ლანსოლის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში შესწავლილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ლანი-30 – LAN-30 – ЛАН-30

საერთაშორისო დასახელება:

LANSOPRAZOLE

მწარმოებელი: ITAS PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: ლანსოპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 კაფს.

ლანსოპრაზოლი ………….. 30 მგ

(ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული გრანულების სახით).

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, კალციუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალციუმის კარბონატი, ჰიპრომელოზა E5, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, პოლისბორატი 80, დიეთილფთალატი, ტიტანის დიოქსიდი(E171), გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლან-30 წარმოადგენს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებას.

იგი H+– K+ ატფაზას სპეციფიკური ინჰიბიტორია; მეტაბოლიზდება კუჭის პარიესულ უჯრედებში აქტიურ სულფონამიდურ წარმოებულებამდე, რომლებიც ახდენენ H+-K+ -ატფ-აზას სულფჰიდრილური ჯგუფების ინაქტივაციას. ამდენად ლანსოპრაზოლი აბლოკირებს მარილმჟავას სინთეზის უკანასკნელ სტადიას და ამცირებს კუჭის წვენის ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას, გამღიზიანებლის ბუნებისგან დამოუკიდებლად. გააჩნია მაღალი ლიპოფილურობა, ადვილად აღწევს და კონცენტრირდება კუჭის პარიესულ უჯრედებში, გააჩნია ციტოპროტექტული მოქმედება, ზრდის კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციას და ბიკარბონატების სეკრეციას. მარილმჟავას პროდუქციის შეფერხება 30 მგ დოზაზე შეადგენს 80-97%.

პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. მაინჰიბირებელი ეფექტი იზრდება გამოყენების პირველი 4 დღის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა აღემატება 24 სთ-ს. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მჟავიანობა 39 სთ-ის განმავლობაში რჩება ბაზალური დონის 50%-ის ქვემოთ, სეკრეციის რიკოშეტული ზრდა არ აღინიშნება.

სეკრეტორული აქტივობა აღდგება მე-3-4 დღეს ლანსოპრაზოლის მიღების დამთავრების შემდეგ. მისი მოქმედება ზოლინგერ-ელისონის სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში გახანგრძლივებულია.

ლასოპრაზოლს არ გააჩნია ანტიქოლინერგული ან ჰისტამინის H2-რეცეპტორების ბლოკატორის თვისებები.

პრეპარატი ზრდის პეფსინოგენის კონცენტრაციას სისხლის შრატში და ამცირებს პეფსინის პროდუქციას. ხელს უწყობს კუჭის ლორწოვან გარსში სპეციფიკური LgA-ს წარმოქმნას Helicobacter pylori-ს მიმართ და თრგუნავს მათ ზრდას, აუმჯობესებს სხვა სამკურნალო საშუალებების ანტიჰელიკობაქტერიულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა:

ლანსოპრაზოლი არამდგრადია მჟავე არეში და იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მისი დაშლა კუჭში და გაიზარდოს მისი ბიოშეღწევადობა, პრეპარატი გამოიყენება ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული გრანულების სახით.

ლანსოპრაზოლი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციასა და ბიოშეღწევადობას, მაგრამ არ იწვევს მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევას. 30 მგ ლანსოპრაზოლის პერორალური მიღებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (0.75-1.15 მგ/ლ) აღინიშნება 1.5-2.2 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის 97.77-99.4% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3-1.7 სთ-ს. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელების (14-23%) და ნაწლავების საშუალებით.

ღვიძლის უკმარისობის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში ლანსოპრაზოლის გამოყოფა შენელებულია.

ჩვენებები:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტი, ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების მიღებასთან, სტრესული წყლულები;
  • Helicobacter pylori -თან ასოცირებული კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობშაი);
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება:

  • 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში ინიშნება 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში 2-4 კვირის განმავლობაში.
  • კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს – 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4-8 კვირის განმავლობაში.
  • რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს ინიშნება 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4-8 კვირის განმავლობაში.
  • რეფლუქს-ეზოფაგიტის რეციდივების პროფილაქტიკისათვის – 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვემდე).
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან – 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4-8 კვირის განმავლობაში.
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რეციდივების პროფილაქტიკისათვის – 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში.
  • Helicobacter pylori -ს ერადიკაციის დროს – 30 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში 7-14 დღის განმავლობაში.
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, ბაზალური სეკრეციის დონის საფუძველზე (ბაზალური სეკრეციის დონე არ უნდა აღემატებოდეს 10 მმოლ/სთ-ს). პრეპარატის საწყისი დოზაა 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში, აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა იზრდება (120 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს რამდენიმე მიღებაზე).

პრეპარატი ინიშნება პერორალურად, დილით ჭამამდე. კაფსულა მიიღება მთლინად (არ უნდა დაიღეჭოს ან გაიხსნას).

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში; იშვიათად – დიარეა ან ყაბზობა, ხანგრძლივი მიღებისას – ატროფიული გასტრიტი; ცალკეულ შემთხვევებში – არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰიპერბილირუბინემია.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი;

იშვიათად – შეუძლოდ ყოფნა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა.

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ხველება, ფარინგიტი, რინიტი, ზემო სასუნთქი გზების ინფექცია, გრიპის მსგავსი სინდრომი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია (ჰემორაგიული გამოვლინებებით); ცალკეულ შემთხვევებში – ანემია.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე; ცალკეულ შემთხვევებში – ფოტოსენსიბილიზაცია, მულტიფორმული ერითემა.

სხვა: იშვიათად – მიალგია, ალოპეცია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ორსულობის პერიოდი (განსაკუთრებით I ტრიმესტრი);

* ძუძუთი კვების პერიოდი;

* კუჭ-ნაწლავის ავთვისებიანი წარმონაქმნები.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

* მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ საჭიროა ენდოსკოპიური კონტროლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობის გამოსარიცხად, რადგან ლანსოპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომატიკის მასკირება და დიაგნოსტიკის გაძნელება.

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში.

* არ არის რეკომენდებული ლანსოპრაზოლის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში შეზღუდულია.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: აღწერილი არ არის.

მკურნალობა: რეკომენდებულია დაკვირვება, შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ლანსოპრაზოლი განიცდის მეტაბოლიზმს ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემის მეშვეობით. კლინიკური მონაცემები მის არსებით ურთიერთქმედებაზე სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ამ სისტემით, როგორიცაა ანტიპირინი, დიაზეპამი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, პერორალური კონტრაცეპტივები, ფენიტოინი, პრედნიზოლონი, პროპრანოლოლი, ვარფარინი, აღწერილი არ არის.

– პრეპარატი ამცირებს თეოფილინის კლირენსს 10%-ით. ერთდროული გამოყენებისას ლანსოპრაზოლი მოქმედებს იმ პრეპარატების pH-დამოკიდებულ აბსორბციაზე, რომლებიც მიეკუთვნებიან სუსტი მჟავების ჯგუფს და ფუძეებს.

– სუკრალფატი 30%-ით ამცირებს პრეპარატის ბიოშეღწევადობას.

– ერთდრული გამოყენებისას ანტაციდები თრგუნავენ ლანსოპრაზოლის აბსორბციას (ანტაციდები ინიშნება ლან-30 მიღებამდე 1 სთ-ით ადრე ან პრეპარატის გამოყენებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ);

– პრეპარატი თრგუნავს ამპიცილინის, დიგოქსინის, კეტოკონაზოლის, რკინის მარილების, ციანოკობალამინის შეწოვის პროცესს.

შენახვის პირობები:

პრეპატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ლანზოპტოლი – LANZOPTOL – ЛАНЗОПТОЛ

საერთაშორისო დასახელება:

LANSOPRAZOLE

მწარმოებელი: კრკა , დ . დ ., ნოვო მესტო , სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ლანსოპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი
გამოშვების
ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 14 ც.

1 კაფს.

ლანსოპრაზოლი ……….      30 მგ

ვრცლად აპრაზოლი

ლანზედინი – LANZEDIN – ЛАНЗЕДИН

მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი: BIOFARMA, Turkey

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლანზედინი მიკროპილატური კაფსულები 30 მგ #14

1 კაფსულა შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მოქმედების მექანიზმი: ლანსოპრაზოლ ბენზიმიდაზოლის ნაერთი მიეკუთვნება ანტისეკრეტორული ნივთიერებების ჯგუფს. ლანსოპრაზოლი ამცირებს კუჭის პარიეტული უჯრედების სეკრეტორული მემბრანის პროტონულ ტუმბოს H+K+ -ATF -აზას აქტივობას და აბრკოლებს წყალბადის იონების გამოყოფას და მათ შეღწევას, რის შედეგადაც ვითარდება კუჭის მჟავიანობის პროცესების ხანგრძლივი ბლოკადა. პროტონის შეწოვა წარმოადგენს მარილმჟავას სინთეზის ბოლო ეტაპს. ამგვარად, ლანსოპრაზოლი ახდენს კუჭის წვენის ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის ინჰიბირებას.

ლანზედინი მოთავსებულია მიკროპილატურ კაფსულაში ნაწლავში ხსნადი გრანულების სახით. ლანსოპრაზოლის აბსორბცია იწყება მხოლოდ გრანულების კაფსულიდან გამოყოფის შემდეგ.

ლანსოპრაზოლი შეწოვის შემდეგ მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1.7 საათის შემდეგ, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 80 %-ს. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.5 (±0.5) საათს. ლანსოპრაზოლის შეწოვიდან 30 წუთის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციის და “კონცენტრაციის დრო” ფართობის მაჩვენებელი (AUC) 50%-მდე მცირდება.

საკვების მიღება ცვლის მის აბსორციას.

ხსნადობა: ლანსოპრაზოლი იდენტიფიცირდება პლაზმაში 0.05-5.0 მკგ/მლ კონცენტრაციებში. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 97%-ს.

მეტაბოლიზმი: ლანსოპრაზოლი ღვიძლში განიცდის ინტანსიურ მეტაბოლიზმს და გარდაიქმნება სულფონილური და სულფონური ჯგუფის 2 მეტაბოლიტად ლანსოპრაზოლის ჰიდროქსილირების გზით. მეტაბოლიტები ხელს არ უწყობენ ანტისეკრეტორულ აქტივობას. ლანსოპრაზოლის პარიეტული უჯრედების H+K+ –ATF მოქმედების შედეგად წარმოშობილი 2 აქტიური მეტაბოლიტი არ ხვდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ლანსოპრაზოლის სისხლის პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი მისი ანტისეკრეტორული ეფექტის ხანგრძლივობაზე არ მოქმედებს. ნახევარგამოყოფის მიმდინარეობის 1 საათის მიუხედავად ანტისეკრეტორული აქტივობა გრძელდება 24 საათზე მეტს. ამგვარად, H+K+ –ATF -ის აქტივობის პერიოდი გრძელდება 30-48 საათს.

ელიმინაცია: პერორალურად მიღებული ლანსოპრაზოლი ორგანიზმიდან მთლიანად გამოიყოფა აქტიური მეტაბოლიტების სახით – 1/3 ნაწილი შარდით, 2/3 განავლით. ღვიძლის დაავადებების დროს “კონცენტრაცია-დრო” მაჩვენებლის ქვეშ ფართობი (AUC) მნიშვნელოვნად იზრდება. ღვიძლის კომპენსირებული დაავადებების დროს პრეპარატის Cmax იზრდება.

ჩვენებები:

  • კუჭისა და თორმეთგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტი ;
  • Zolinger Ellison –ის სინდრომი;
  • Helicobacter pylori –სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.

დოზირება:

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ინიშნება 30 მგ (1 კაფს.) დღეში ×1. საშუალოდ მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 8 კვირა.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ინიშნება 30 მგ (1 კაფს.) დღეში ×1. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა საშუალოდ 4 კვირა.

Helicobacter pylori –ს ერადიკაციის მიზნით გამოიყენება კომბინირებულად:

სამმაგი თერაპია: ლანზედინი 30 მგ (1 კაფს.) დღეში ×2.

კლარითრომიცინი 500 მგ დღეში ×2.

ამოქსიცილინი 1 გრ დღეში ×2.

საშუალოდ მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 10-14 დღე.

ორმაგი თერაპია: ლანზედინი 30 მგ (1 კაფს.) დღეში ×3.

ამოქსიცილინი 1 გრ დღეში ×3.

საშუალოდ მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 14 დღე.

გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს მოკლევადიანი პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 30 მგ (1 კაფს.) დღეში ×1, 8 კვირის განმავლობაში. საჭიროებისამებრ, მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს 8 კვირით.

ეროზიული ეზოფაგიტის დროს საშუალო დოზაა – 30 მგ (1 კაფს.) დღეში ×1.

პათოლოგიური ჰიპერსეკრეციის და Zolinger Ellison სინდრომის დროს დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. საწყისი დოზაა 60 მგ (2 კაფს.) დღეში ×1. საჭიროებისამებრ დოზა შეიძლება გაიზარდოს 90 მგ.-მდე (3 კაფს.)

თუ დღე-ღამის დოზა აღემატება 120 მგ, საჭიროა მისი 12 საათიანი ინტერვალით – ×2 მიღება. ზოგ შემთხვევაში Zolinger Ellison სინდრომის სამკურნალოდ ლანზედინის მიღება შესაძლებელია 4-ჯერ დღეში.

ხანდაზმულ ავადმყოფებში და თირკმლის ფუნქციის მოშლის დროს ლანზედინის დოზირება არ საჭიროებს კორექციას.

ლანზედინის დანიშვნა შესაძლებელია ანტაციდებთან ერთად.

უკუჩვენებები:

ლანსოპრაზოლის ანდა ლანზედინ -ის შემცველობაში არსებული სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მიღება ორსულობის დროს:

საცდელი გამოკვლევების დროს ლანსოპრაზოლის ტერატოგენული ეფექტი გამოვლენილი არ იქნა. ორსულ ქალებში აღნიშნული კვლევები არ ჩატარებულა, შესაბამისად ორსულ ქალებში მხოლოდ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელის გათვალისწინებით და ნაყოფზე მოქმედების პოტენციური საფრთხის გათვალისწინებით შეიძლება მისი გამოყენება (B კატეგორია).

მიღება ლაქტაციის პერიოდში:

ლანსოპრაზოლის დედის რძეში მოხვედრის შესაძლებლობის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ამგვარად, ლაქტაციის დროს ბავშვის დედის რძით კვებისაგან თავის შეკავება საჭირო არ არის.

პედიატრიული გამოყენება:

ლანსოპრაზოლის ბავშვებში მიღების საშიშროებისა და ეფექტურობის შესახებ ცნობები არ არის.

გერიატრიული გამოცდილების გამოყენება:

ხანდაზმულ პირებში ლანსოპრაზოლის კლირენსის შემცირების მიუხედავად მისი კონსენტრაცია არ იცვლება. ამგვარად იგი დოზის კორექციას არ საჭიროებს.

გამოყენება ღვიძლის დაავადებების დროს:

ღვიძლის დაავადებების დროს ლანსოპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი და “კონცენტრაცია-დრო” მრუდის ქვეშ ფართობი (AUC) იმატებს. ამგვარად, თუ გამოვლინდა ღვიძლის ფუნქციების მკვეთრი მოშლა, უნდა მოხდეს ლანზედინის დოზის შემცირება.

მექანიზმების და სატრანსპორტო საშუალებების მოქმედების წესი:

ლანსოპრაზოლი არ ახდენს ზემოქმედებას ნერვული სისტემაზე, ყურადღების კონცენტრაციაზე, ფსიქომოტორული ფუნქციებზე და რეაქციებზე. ამგვარად, პროსანის მიღების დროს მექანიზმების და სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე რაიმე ზეგავლენა არ აღინიშნება.

გვერდითი მოვლენები:

1%-ზე ნაკლები სიხშირით შესაძლებელია აღინიშნოს: ანორექსია, ყაბზობა, დისპეფსია, პირის ღრუს სიმშრალე, ართრალგია, ქავილი, გულყრა, მიალგია.

ლანზა – LANZA – ЛАНЗА

საერთაშორისო დასახელება:

LANSOPRAZOLE

მწარმოებელი: GENOM BIOTECH

მოქმედი ნივთიერება: ლანზოპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს. შეფუთვაში 2 ც.

1 კაფს.

ლანზოპრაზოლი ………….   30 მგ

 

ვრცლად აპრაზოლი

ლანატოზიდი C (აქტიური ნივთიერება) – LANATOSIDE C – ЛАНАТОЗИД С

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლანატოზიდი C წარმოადგენს ბალანოვანი სათითურასაგან მიღებულ საგულე გლიკოზიდს.  იგი ხასიათდება კარდიოტონული მოქმედებით. პრეპარატი ზრდის გულის შეკუმშვის ძალას, მის სიჩქარეს და წუთმოცულობას, ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ახანგრძლივებს დიასტოლას, ამცირებს გულის გამტარებლობას.

გულის ქრონიკული უკმარისობით შეპყრობილ ავადმყოფებში პრეპარატი ამცირებს ვენურ წნევას, აძლიერებს დიურეზს, ამცირებს შეშუპებებს და ქოშინს.

ვენაში შეყვანისას პრეპარატის მოქმედება იწყება 10 წთ-ის შემდეგ და ეფექტი მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს 2 სთ-ის შემდეგ.

პრეპარატი ხასიათდება შედარებით მცირე კუმულაციური თვისებით.

ჩვენებები

  • გულის ქრონიკული უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, ქრონიკული ფილტვისმიერი გული;
  • მოციმციმე არითმიის ტაქისისტოლური ფორმა, პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის დოზის განსაზღვრა წარმოებს ინდივიდუალურად დაავადების კლინიკური სურათის, პრეპარატის მიმართ პაციენტის მგრძნობელობის და კლინიკური ეფექტის დინამიკის შესაბამისად.

მოზრდილებში პარენტერულად ინიშნება: სწრაფი დიგიტალიზაციის ჩატარებისას – კუნთებში ან ვენაში დღეღამური დოზით 1.4 მგ, გაყოფილი 2 შეყვანაზე; ნელი დიგიტალიზაციის მიზნით – კუნთებში ან ვენაში 0.8 მგ-მდე დღეღამური დოზით, გაყოფილი 3 შეყვანაზე.

ეფექტის მიღწევისას გადადიან შემანარჩუნებელ მკურნალობაზე – ვენაში ან კუნთებში შეყავთ 0.4 მგ-მდე პრეპარატი დღეში.

შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით პრეპარატი ინიშნება 1 მგ-მდე დღეღამური დოზით, გაყოფილი 2 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები

ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, არითმია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა და დელირიები, მხედველობის დაქვეითება;

იშვიათად თრომბოცტიტოპენია, კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები

აბსოლუტური: გლიკოზიდური ინტოქსიკაცია, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შედარებითი: მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარაქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ჰიპერტროფული სუბაორტული სტენოზი, იზოლირებული მიტრალური სტენოზი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია.

WPW სინდრომი, გულის ტამპონადა, ექსტრასისტოლია.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატით გამოწვეული ინტოქსიკაციის წარმოქმნის ალბათობა იზრდება ჰიპოკალიემიის, ჰიპომაგნიემიის, ჰიპერკალციემის, ჰიპერნატრიემიის ჰიპოთირეოზის, გულის მკვეთრად გამოხატული დილატაციის, ფილტვისმიერი გულის, მიოკარდიტის დროს.

ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარების დროს (გულისრევა, ღებინება, ბრადიკარდია, ექსტრასისტოლია, ბიგემინია, მხედველობის დარღვევა) საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა რამოდენმე დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომში მისი გაგრძელება მცირე დოზებში.

გლიკოზიდური ინტოქსიკაციის შედარებით მკვეთრად გამოხატული ნიშნების დროს რეკომენდებულია 2-4 გ კალიუმის (კალიუმის მარილების – ქლორიდის და ასპარაგინატის სახით), ანტიარითმიული პრეპარატის (დიფენინი) და გლუკოზის 5%-იანი ხსნარის ვიტამინებთან (B1,B6,C) ერთად დანიშვნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– ლანატოზის C-ს კომბინაციით კალციუმის პრეპარატებთან, სიმპათომიმეტურ და დიურეზულ საშუალებებთან იზრდება გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი.

– პრეპარატის კომბინაციით ქინიდინთან, ვერაპამილთან, ნიფედიპინთან, სპირონოლაქტონთან (შედარებით ნაკლებად) იზრდება ლანატოზიდ C-ს კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

– ანტაციდები ამცირებენ პრეპარატის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, ამიტომ საჭიროა ლანატოზიდის დოზის გაზრდა, ხოლო ანტაციდებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ საჭიროა პრეპარატის საწყისი უმცირესი დოზით დანიშვნა.

Don`t copy text!