Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 563

კრეონი – KREON – КРЕОН

საერთაშორისო დასახელება:

PANCREATIN

მწარმოებელი: SOLVAY PHARMA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფერმენტული პრეპარატი; აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

1 კაფს.

პანკრეატინი ………………………  150 მგ

მინიმალური ფერმენტული აქტივობით:

ლიპაზა ……………………     10 000 სე

ამილაზა……………………       8 000 სე

პროტეაზა …………………..      600 სე

 

ვრცლად პანკრეატინი(დოზირება ინდივიდუალური)

კრეზამი 25000 – KREZAM 25000 – КРЕЗАМ 25000

საერთაშორისო დასახელება :

PANCREATINE

მწარმოებელი: შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი”,საქართველო.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

300მგ კაფსულა #10

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 300 მგ პანკრეატინს, ფერმენტული აქტივობით:

ლიპაზა ………………………………….. 25000 ს.ე. (Ph. Eur.)

ამილაზა ………………………………….18000 ს.ე. (Ph. Eur.)

პროტეაზა ………………………………. 1500 ს.ე. (Ph. Eur.)

კაფსულა შეიცავს პანკრეატინს ნაწლავში ხსნადი მინიმიკროსფეროების სახით, რომელიც მდგრადია კუჭის წვენის მოქმედებისადმი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფერმენტული პრეპარატი, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. პრეპარატის შემადგენელი ფერმენტები – ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა ხელს უწყობენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელებასა და წვრილ ნაწლავში მათ შემდგომ სრულ აბსორბციას.

კრეზამი 25000-ის კაფსულა სწრაფად იხსნება კუჭში, გამოთავისუფლდება ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული მინიმიკროსფეროები, ერევიან ნაწლავის შიგთავსს და თანაბრად გადანაწილდებიან მასში. მინიმიკროსფეროების წვრილ ნაწლავში მოხვედრის შემდეგ, ირღვევა მათი ნაწლავში ხსნადი გარსი, ხდება ლიპოლიზური, ამინოლოზური და პროტეოლიზური აქტივობის მქონე ფერმენტების გამოთავისუფლდება, რაც უზრუნველყოფს ცხიმების, სახამებლისა და ლიპიდების დეზინტეგრაციას.

ლიპაზა ჰიდროლიზის გზით შლის ცხიმებს ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად, ამილაზა – ნახშირწყლებს დექსტრინად და შაქრად, პროტეაზა – ცილებს.

ჩვენებები:

კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობისას ჩანაცვლებითი თერაპიის სახით:

– მუკოვისციდოზი;

– ქრონიკული პანკრეატიტი;

– პანკრეატექტომია;

– კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე;

– სიმსივნით განპირობებული სადინარების ობსტრუქცია (მაგ.: კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის საერთო სადინარის ობსტრუქცია;

– შვახმან-დაიმონდის სინდრომი;

– ასაკოვანი პაციენტები.

საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის დროს სიმპტომური თერაპიის სახით:

– ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) შემდგომი პერიოდი;

– კუჭის ნაწილობრივი რეზექცია (ბილროტ-I/II);

– ტოტალური გასტრექტომია;

– დუოდენო- და გასტროსტაზი;

– ბილიარული ობსტრუქცია;

– ქოლესტაზური ჰეპატიტი;

– ღვიძლის ციროზი;

– წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია;

– წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა.

პრეპარატი გამოიყენება ასევე:

– საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად პაციენტებში ნორმალური კუჭ-ნაწლავის ფუნქციით, მაგრამ არასწორი კვების რეჟიმით;

– მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადების მიზნით.

მიღების წესები და დოზები:

პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმისა და დიეტის შემადგენლობის მიხედვით.

რეკომენდებულია პრეპარატის ერთჯერადი დოზის ნახევარი ან მესამედი დაინიშნოს ჭამის წინ, ხოლო დანარჩენი – უშუალოდ ჭამის დროს.

კაფსულები ან მინიმიკროსფეროები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. გაძნელებული ყლაპვის შემთხვევაში (პატარა ბავშვებში და ასაკოვან პაციენტებში) კაფსულები ფრთხილად უნდა გაიხსნას, მინიმიკროსფეროები შეერიოს თხევად საკვებს ან სითხეს და უნდა მიიღონ მომზადებისთანავე. დაუშვებელია მინიმიკროსფეროების საკვებთან ან ისეთ სითხესთან შერევა, რომელთა მჟავიანობა მეტია 5,5-ზე, რადგან ამ შემთხვევაში ხდება მიკროსფეროების გარსის დარღვევა, რომელიც იცავს მას კუჭის წვენის მოქმედებისგან.

მუკოვისციდოზი:

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად სხეულის წონის მიხედვით.

საწყისი დოზა 4 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს ლიპაზას აქტივობაზე გადაანგარიშებით – 1000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე ყოველი ჭამის დროს, ხოლო 4 წლის ზემოთ – 500 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე ყოველი ჭამის დროს.

მისაღები დოზის რეგულირება ხდება დაავადების სიმპტომების გამოხატულების, სტეატორეის კონტროლით და სწორი კვებითი რეჟიმის შენარჩუნებით.

პაციენტების უმეტესობისათვის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში.

დოზირება სხვა მდგომარეობების დროს, რომელთაც თან ახლავს კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობა:

დოზირება ხდება პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით – საჭმლის მონელების უკმარისობის და საკვებში ცხიმის შემცველობის მიხედვით.

ძირითად კვებასთან (სადილი, საუზმე, ვახშამი) ერთად პრეპარატის მისაღები დოზა მერყეობს 20000-დან 75000-მდე ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზაზე გადაანგარიშებით, ხოლო მსუბუქი კვების შემთხვევაში – 5000 – 25000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზაზე გადაანგარიშებით.

ჩვეულებრივ პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 10000 – 25000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა ძირითად კვებასთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში შასაძლებელია დოზის გაზრდა სტეატორეის შემცირებისა და კარგი კვებითი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.

ჩვეულებრივ, პაციენტმა საკვებთან ერთად უნდა მიიღოს არანაკლებ 20000-50000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლენა, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ყაბზობა, დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, პერიანალური არის გაღიზიანება. პანკრეატინის დიდი დოზით ხანგრძლივად მკურნალობისას ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერურიკოზურია, ჰიპერურიკემია.

უკუჩვენება:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

* მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში;

* ღვიძლის მძიმე ფორმის დაავადებები სისხლში ბილირუბინის მაღალი დონით;

* მექანიკური სიყვითლე;

* ნაღვლის ბუშტის ემპიემა;

* ნაწლავის გაუვალობა;

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

უსაფრთხოების ზომები:

კრეზამი 25000-ის კაფსულები და/ან მინიმიკროსფეროები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.

პრეპარატით ხანგრძლივად მკურნალობის დროს მუკოვისციდოზით დაავადებული ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში მუკოვისციდოზით, რომლებიც მკურნალობენ პანკრეატინის დიდი დოზით. უსაფრთხოების მიზნით, მსხვილი ნაწლავის დაზიანების თავიდან აცილების გამო, პაციენტებში მუკოვისციდოზით რეკომენდებულია მუცლის ღრუს ყველა გამოვლენილი სიმპტომის ან ცვლილების კონტროლი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ პაციენტი დღე-ღამეში იღებს 10000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე მეტ დოზას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფერმენტული პრეპარატების გამოყენების უსაფრთხოების არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, პრეპარატი აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი შედეგი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე ან ბავშვზე გავლენის უარყოფით რისკს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ჰიპერურიკურია და ჰიპერურიკემია.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.

პრეპარატის უარყოფითი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გამოვლენილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფერმენტული პრეპარატებისა და რკინისა ან ფოლის მჟავას შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღებისას ქვეითდება ამ უკანასკნელთა შეწოვა.

ჰისტამინის H2 რეცეპტორის ბლოკატორებთან, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებსა და ანტაციდებთან ერთდროული მიღებისას ქვეითდება პანკრეატინის ეფექტურობა.

პრეპარატი ზრდის პარაამინოსალიცილის მჟავას, სულფონამიდებისა და ანტიბიოტიკების აბსორბციას.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი.

ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტის გარეშე!

კრალონინი – CRALONIN – КРАЛОНИН

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1.1 მლ შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Crataegus D2 …………………..          0.1 მლ

Spigelia anthelmia D1 …………..        0.1 მლ

Kalium carbonicum D2…………….      0.1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას,  რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები.

ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებელია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • კორონარული სისხლმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა (გულის ქრონიკული იშემიური დაავადება), სხვადასხვა გენეზის ტკივილები გულის არეში, ინფექციურ-ტოქსიკური მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა;
  • “ხანდაზმულთა” გული (გულის მუშაობის ფუნქციური სისუსტე), გულის ფუნქციის ნევროგენული მოშლილობები, გულის არეში მჩხვლეტავი და სხვა ხასიათის ტკივილები (გულის იშემიური დაავადების პროფილაქტა).

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

ჭარბი დოზირება:

დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ყოველი პაციენტისთვის  ინდივიდუალურად.

მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში 1 ამპულა ყოველდღიურად (შეიძლება 6-8 საათში ერთხელ), სხვა შემთხვევებში 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ – ვენაში, კუნთებში ან კანქვეშ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავსებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგა დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

კრალონინ ტროპფენი – CRALONIN TROPFEN – КРАЛОНИН ТРОПФЕН

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გულის კუნთის მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ

Crataegus …………………….      70 მლ

Spigelia anthelmia D2 …………     1 მლ

Kalium carbonicum D3………….    1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს, ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ნაჩვენებია სიმპტომთა კომპლექსის შესაბამისად, რომელთა კუპირებისთვის რეცეპტურის ცალკეული კომპონენტები გამოიყენება:
  • “ხანდაზმულთა” გული;
  • გულის მუშაობის ფუნქციური სისუსტე;
  • გულის ფუნქციის ნევროგენური მოშლილობები;
  • გულის არეში მჩვლეტავი და სხვა ხასიათის ტკივილები (გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა).

მიღების წესი და დოზირება:

დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად.

ჩვეულებრივ, ხანგრძლივი თერაპიისას, ინიშნება 2-10 წვეთი 3-ჯერ დღეში.

მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში 10 წვეთი ყოველ 15 წუთში დაავადების საწყის სტადიაზე (ამ დოზირებით წამლის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ექიმის კონტროლის გარეშე არ შეიძლება).

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თვაისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა  და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

კოფეინ-ნატრი ბენზოატი-დარნიცა – COFFEIN –BENZOATE SODIUM- DARNITSA – КОФЕИН-БЕНЗОАТ НАТРИЯ ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

COFFEINUM-NATRII BENZOAS

მწარმოებელი: DARNITSA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფსიქომასტიმულირებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 10%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

კოფეინ-ნატრიბენზოატი …………..100 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ძირითადად როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი.

ზრდის მოძრაობის აქტივობას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ამცირებს დაღლილობასა და ძილიანობას. პრეპარატის მოქმედება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია უმაღლესი ნერვული საქმიანობის სახეობაზე.

ახასიათებს დოზადამოკიდებული ეფექტები. დიდი დოზებით კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული უჯრედების დაზიანება.

ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიყოფა. ჯანმრთელ ადამიანებში 0.1 გ კოფეინის შიგნით მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.9-5.3 სთ.

ჩვენებები:

ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს ცნს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაწევის დროს, მდგომარეობებში, რომლებსაც ახასიათებს ძლიერი დაღლილობა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, ვეგეტატიური და ძილის დარღვევები, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმების (შაკიკი), თავის ტკივილის დროს (სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავასთან). პრეპარატი ინიშნება ორგანიზმის რეზერვების მობილიზების საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური და ფიზიკური შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, ძილიანობის აღმოსაფხვრელად. ბავშვებში ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ენურეზის დროს.

გამოყენების წესი და დოზები:

ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი ინიშნება შიგნით. პრეპარატის დოზები ინდივიდუალურად შეირჩევა. მიიღება დღეში 2-3-ჯერ. ერთჯერადი დოზა მოზრდილებში ჩვეულებრივ შეადგენს 0.1-0.2 გ; 5-14 წლის ბავშვებში შინაგანად ინიშნება 0.025-0.1 გ 2-3-ჯერ დღეში. უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი – 0.5 გ, დღე-ღამის – 1.5 გ.

ჭარბი დოზირება: აღინიშნება აგზნებადობა, თავბრუსხვევა, გახშირებული სუნთქვა, ღებინება, კანკალი.

პრეპარატით მოწამვლის შემთხვევებში კუჭი ირეცხება აქტივირებული ნახშირის ნარევით.

უკუჩვენებები:

ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი უკუნაჩვენებია აგზნებადობის, უძილობის, არტერიული წნევის გამოხატული მომატების, ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებების დროს, ხანდაზმულებში და 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, გლაუკომის დროს.

სიფრთხილე გამოყენებისას:

ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლოა წარმოიქმნას ფსიქიკური დამოკიდებულება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატი შეთავსებადია საგულე გლიკოზიდებთან, ატროპინთან, ბრონქოლიზურებთან, ანალგეზურებთან, ბრომიდებთან. არ არის შეთავსებადი მაო-ს ინჰიბიტორებთან. წარმოადგენს ნარკოზის, საძილე და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებების ანტაგონისტს.

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატის გამოყენებისას (განსაკუთრებით ხანგრძლივი) შესაძლოა განვითარდეს უძილობა, შფოთვა, ღებინება, გულისრევა, გულისცემა.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები: რეცეპტით.

კოფეინ-ბენზოატის ნატრიუმი – COFFEIN -BENZOATE SODIUM – КОФЕИН-БЕНЗОАТ НАТРИЯ

საერთაშორისო დასახელება:

CAFFEINE

მწარმოებელი: BIOPHARM

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფსიქომასტიმულირებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 20%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

კოფეინის-ნატრიუმის ბენზონატი ………      200 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ძირითადად როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი.

ზრდის მოძრაობის აქტივობას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ამცირებს დაღლილობასა და ძილიანობას. პრეპარატის მოქმედება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია უმაღლესი ნერვული საქმიანობის სახეობაზე.

ახასიათებს დოზადამოკიდებული ეფექტები. დიდი დოზებით კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული უჯრედების დაზიანება.

ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიყოფა. ჯანმრთელ ადამიანებში 0.1 გ კოფეინის შიგნით მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.9-5.3 სთ.

ჩვენებები:

ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს ცნს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაწევის დროს, მდგომარეობებში, რომლებსაც ახასიათებს ძლიერი დაღლილობა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, ვეგეტატიური და ძილის დარღვევები, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმების (შაკიკი), თავის ტკივილის დროს (სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავასთან). პრეპარატი ინიშნება ორგანიზმის რეზერვების მობილიზების საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური და ფიზიკური შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, ძილიანობის აღმოსაფხვრელად. ბავშვებში ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ენურეზის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი ინიშნება შიგნით. პრეპარატის დოზები ინდივიდუალურად შეირჩევა. მიიღება დღეში 2-3-ჯერ. ერთჯერადი დოზა მოზრდილებში ჩვეულებრივ შეადგენს 0.1-0.2 გ; 5-14 წლის ბავშვებში შინაგანად ინიშნება 0.025-0.1 გ 2-3-ჯერ დღეში. უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი – 0.5 გ, დღე-ღამის – 1.5 გ.

ჭარბი დოზირება: აღინიშნება აგზნებადობა, თავბრუსხვევა, გახშირებული სუნთქვა, ღებინება, კანკალი.

პრეპარატით მოწამვლის შემთხვევებში კუჭი ირეცხება აქტივირებული ნახშირის ნარევით.

უკუჩვენებები:

ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი უკუნაჩვენებია აგზნებადობის, უძილობის, არტერიული წნევის გამოხატული მომატების, ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებების დროს, ხანდაზმულებში და 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, გლაუკომის დროს.

სიფრთხილე გამოყენებისას:

ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლოა წარმოიქმნას ფსიქიკური დამოკიდებულება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატი შეთავსებადია საგულე გლიკოზიდებთან, ატროპინთან, ბრონქოლიზურებთან, ანალგეზურებთან, ბრომიდებთან. არ არის შეთავსებადი მაო-ს ინჰიბიტორებთან. წარმოადგენს ნარკოზის, საძილე და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებების ანტაგონისტს.

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატის გამოყენებისას (განსაკუთრებით ხანგრძლივი) შესაძლოა განვითარდეს უძილობა, შფოთვა, ღებინება, გულისრევა, გულისცემა.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები: რეცეპტით.

კოფანოლი – KOFANOL – КОФАНОЛ

აქტიური ინგრედიენტები :

ძირტკბილას მშრალი ექსტრაქტი ……………………. 27,5 მგ

მენთოლი ბრ . ფ  …………………………………….. 10 მგ

ევკალიპტის ზეთი ბრ . ფ ………………………….. 100 მკგ

ანისულის ზეთი ბრ . ფ  …………………………..   100 მკგ

პიტნის ზეთი ბრ . ფ ……………………………….   50 მკგ

წიწაკის ზეთი ბრ . ფ  ……………………………..    50 მკგ

ფიჭვის ზეთი  ……………………………………..    25 მკგ

ძლიერი ეფექტის მქონე   საწუწნი ტაბლეტები ხველების საწინააღმდეგოდ, უზრუნველყოფს სწრაფ გაუმჯობესებას ყელის ანთების, გაციებისა და ხველებისას.

დოზირება:

მოზრდილებისა და ბავშვებისთვის: ნელა უნდა მოწუწნონ 1 ან 2 ტაბლეტი დღეში 4- ჯერ. 24 საათის განმავლობაში. არ შეიძლება 8 საწუწნ ტაბლეტზე მეტის მიღება.

გაფრთხილება: თუ ტკივილი არ ქრება და სიმპტომები 2 დღეზე დიდხანს გრძელდება, აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ, ბაშვებისაგან დაცულ ადგილას,  +8-+150C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი

კორტოპი – CORTOP – КОРТОП

საერთაშორისო დასახელება:

CARVEDILOL

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: კარვედილოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბეტა- და ალფა1-ადრენობლოკატორი. ჰიპოტენზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

კარვედილოლი ………….      6.25 მგ

1 ტაბ.

კარვედილოლი……………..12.5 მგ

1 ტაბ.

კარვედილოლი …………….25 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მიოკარდიუმის ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადის შედეგად აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს და გულის წუთმოცულობას.

ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკირებით პრეპარატი იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების  გაფართოებას და საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებას. ამის შედეგად მცირდება გულზე პრე- და პოსტდატვირთვა, მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილება და მიოკარდიუმის იშემიის განვითარების ალბათობა (ანტიანგინალური ეფექტი).

მარცხენა პარკუჭის დარღვეული ფუნქციის ან სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს კორტოპი დადებითად მოქმედებს ჰემოდინამიკურ მაჩვენებლებზე, აუმჯობესებს მარცხენა პარკუჭის ზომებს და განდევნის ფრაქციას.

ფარმაკოკინეტიკა:

კარვედილოლი მიღების შემდეგ სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 1 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 30%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება 98-99%. ახასიათებს “პირველადი გავლის” ეფექტი. კარვედილოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოიქმნება ბეტა-ადრენობლოკატორული თვისებების მქონე მეტაბოლიტები. საშუალო T1/2 შეადგენს 6-10 საათს. კარვედილოლი ძირითადად ნაღვლის გზით გამოიდევნება.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია (მონო- და კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
  • სტაბილური სტენოკარდია;
  • მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის უკმარისობა.

მიღების წესი და დოზირება:

არტერიული ჰიპერტენზიის დროს მოზრდილებში პრეპარატის საწყისი დღიური დოზა შეადგენს 12.5 მგ-მ ერთ მიღებაზე ან განაწილებული 2 მიღებაზე (6.25 მგ 2-ჯერ დღეში) 7-14 დღის განმავლობაში. შემდეგ ინიშნება 25 მგ დღეში ერთხელ დილით ან 12.5 მგ 2-ჯერ დღეში. საჭიროებისას 14 დღის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა.

სტაბილური სტენოკარდის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ-ს 2-ჯერ დღეში, 7-14 დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა 25 მგ-მდე 2-ჯერ დღეში. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 2 კვირიანი ინტერვალებით მაქსიმალური დოზით – 100 მგ/დღეში განაწილებული 2 მიღებაზე (50 მგ 2-ჯერ დღეში) მიღწევამდე.

ასაკოვან პაციენტებში მაქსიმალური დღიური დოზა 50 მგ-ია  (25 მგ 2-ჯერ დღეში).

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის უკმარისობის დროს დოზირება ინდივიდუალურია. საწყისი დოზა შეადგენს 3.125 მგ 2-ჯერ დღეში, პირველი 2 კვირის განმავლობაში. პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია 2 კვირიანი ინტერვალებით. მაქსიმალური დღიური დოზა 85 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში  შეადგენს 25 მგ-ს, ხოლო 85 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში – 50 მგ-ს განაწილებული 2 მიღებაზე.

პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

პრეპარატის მოხსნის აუცილებლობისას დოზას ამცირებენ თანდათანობით 1-2 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია (ნაკლები 55 დარტყმა/წთ), ორთოსტატული ჰიპოტენზია; იშვიათად – გულის წასვლა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), AVბლოკადა (დოზის შერევისას), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები (კიდურების გაცივება), შეშუპება, მკერდის არეში ტკივილი.

ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); იშვიათად – დეპრესია, ძილის დარღვევა, პარესთეზიები.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქოსპაზმი (წინასწარგანწყობილ პაციენტებში);

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის არეში ტკივილი;

იშვიათად – ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ცვლილებები.

სისხლმბადი სისტემის მხრივ ერთეულ შემთხვევაში – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად – ჰიპერგლიკემია, ჰიპერქოლესტერინემია, წონაში დაკლება.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: დიზურია.

სხვადასხვა: მიალგია, ართრალგია, პირის სიმშრალე, ცრემლის გამომუშავების დაქვეითება. მძიმე გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა.

უკუჩვენებები:

* ბრონქული ასთმა;

* ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დააადებები;

* ღვიძლის გამოხატული ფუნქციური დარღვევები;

* ბრადიკარდია (

* II და III ხარისხის AV ბლოკადა;

* დეკომპენსირებული გულის უკმარისობა;

* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (მათ შორის სინოატრიალური ბლოკადა);

* გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (ა/წ სისტოლური მაჩვენებელი ნაკლები 85 მმ.ვწყ. სვ.-ზე);

* პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში კარვედილოლი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისთვის მოსალოდნელი შედეგი აჭარბებს ნაყოფზე უარყოფითი გავლენის რისკს;

* რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში კარვედილოლის კლინიკური გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. კარვედილოლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების  აუცილებლობისას, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

* თერაპიის დასაწყისში და პრეპარატის დოზის მომატებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა (განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში გულის უკმარისობით ან კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში), რადგან შესაძლოა არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება გამოიწვიოს. ასევე, სიფრთხილით გამოიყენება პრინცმეტალის სტენოკარდიის დროს, რადგან შესაძლებელია ტკივილის განვითარება გამოიწვიოს.

* კარვედილოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებით, რადგან შესაძლოა დაავადების მიმდინარეობის დამძიმება გამოიწვიოს.

* გულის შეკუმშვათა სიხშირის 55 დარტყმა/წთ-მდე შემცირებისას საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

* პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით და დაბალი არტერიული წნევით (სისტოლური ა/წ ნაკლები 100 მმ.ვ.წყ.სვ.-ზე), გულის იშემიური დაავადებით, სისხლძარღვთა დიფუზური ცვლილებით და/ან თირკმლის ფუნქციური უკმარისობით, კორტოპის დანიშვნისას საჭიროა თირკმლის ფუნქციური მაჩვენებლების ლაბორატორიული კონტროლი და მათი გაუარესების შემთხვევაში პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა.

* კორტოპისა და კალციუმის არხების ბლოკატორების (ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის), ასევე I კლასის ანტიარითმიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, საჭიროა ა/წ და ეკგ-ის კონტროლი. კორტოპის მკურნალობის ფონზე ამ პრეპარატების ვენაში შეყვანა არ შეიძლება.

* კორტოპმა შესაძლოა თირეოტოქსიკოზის სიმპტომების შენიღბვა გამოიწვიოს.

* კორტოპი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, რადგან კარვედილოლმა შესაძლოა ჰიპოგლიკემიის ადრეული ნიშნების წაშლა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი და საჭიროებისას ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია.

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ფსორიაზით დაავადებულებში, რომლის მიმდინარეობა ადრე სხვა ბეტა-ბლოკერების გამოყენების გამო გამწვავდა, ასევე პაციენტებში, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს იყენებენ (ცრემლის გამომუშავების შემცირების გამო).

* კორტოპი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ფეოქრომოციტომით. ასეთ დროს თერაპიის დაწყებამდე პაციენტებს ალფა-ადრენობლოკატორებს უნიშნავენ.

* კლონიდინით და კორტოპით კომბინირებული თერაპიის მოხსნის დროს, კორტოპი უნდა მოიხსნას პირველი და რამდენიმე დღით ადრე კლონიდინის დოზის თანდათანობით შემცირებამდე.

* პრეპარატით მკურნალობისას იზღუდება ალკოჰოლის გამოყენება.

* კარვედილოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი.

* პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ყურადღების მოდუნება და ფსიქომოტორული რეაქციების შენელება.

* კორტოპი იწვევს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედების პოტენცირებასა და ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების გაძლიერებას.

* საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში კარვედილოლი იწვევს AV გამტარობის შენელებას.

* ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან (მაგ: რიფამპიცინი) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა სისხლის პლაზმაში კარვედილოლის კონცენტრაციის შემცირება, ხოლო ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებთან (მაგ. ციმეტიდინი) – კარვედილოლის კონცენტრაციის მატება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

კორსოდილი 0.2% – CORSODYL 0.2% – КОРСОДИЛ 0.2%

მწარმოებელი: GlaxoSmithKline Consumer Healthcare

აღწერა:

აქტიური ნივთიერება – ქლორჰექსიდინ ბიგლუკონატი 0.2% გამოიყენება ღრძილების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

კორსოდილი ანტიბაქტერიული ხსნარია, რომელიც ეწინააღმდეგება კბილის ნადების წარმოქმნას.

ჩვენება:

  • გინგივიტი;
  • პაროდონტიტი;
  • აფთოზური სტომატიტი და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზიები
  • პირის ღრუს სოკოვანი დაავადებები;
  • ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ქსოვილების უკეთესი რეგენერაციის მიზნით.

შემადგენლობა:

ქლორჰექსიდინ ბიგლუკონატი 0.2%

გამოყენების წესი:

 

10 მლ დღეში 2 –ჯერ გამოსავლებად 1 წუთის მანძილზე.

კორსოდილის შემადგენლობაში დამატებული პიტნის ზეთი, რაც ანიჭებს სავლებს კარგ საგემოვნო თვისებას.

 

გაფრთხილება:

ნაჩვენებია გამოყენება ორსულებში.

მოცულობა:

300 მლ ფლაკონი.

კორსიზი – CORSIZ – КОРСИЗ

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე და სედატიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 10 ბლისტერი.

1 ტაბ.

ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი ……..         8.2 მგ

ფენობარბიტალი ……………………………………………….      7.5 მგ

პიტნის ზეთი …………………………………………………….     0.58 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბეტა-ციკლოდექსტრინი, კარტოფილის სახამებელი, ტაბლეტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კორსიზი წარმოადგენს სედატიურ, სისხლძარღვთა გამაფართოებელ, სპალმოლიზურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობის შემცირებას. პრეპარატს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, იგი აადვილებს ბუნებრივი ჩაძინების პროცესს.

ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი ხასიათდება სედატიური და სპაზმოლიზური მოქმედებით, ჭარბ დოზებში ამჟღავნებს მსუბუქ საძილე ეფექტსაც.

ფენობარბიტალს გააჩნია სედატიური და სუსტი სპაზმოლიზური მოქმედება.

პიტნის ზეთი რეფლექტორულად აფართოებს სისხლძარღვებს და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • ნევროზი, აგზნებადობა, უძილობა, მათ შორის ჩაძინების გაძნელება;
  • ნეიროცირკულატორული დისტონია;
  • ტაქიკარდია;
  • არამკვეთრად გამოხატული კორონაროსპაზმი;
  • ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადია;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების სპაზმი, გამოწვეული ნეიროვეგეტატიური აშლილობით.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირების და მკურნალბის რეჟიმის ხანგრძლივობის დადგენა ხდება მკურნალი ექიმის მიერ, თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად.

მოზრდილებში, როგორც წესი, ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ტაქიკარდიისა და კორონაროსპაზმის დროს ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე.

გვერდითი მოვლენები:

კორსიზი ხასიათდება კარგი ამტანობით. პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროსაც კი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, კანის ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები შექცევადია და დოზის შემცირებასთან ან მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად ადვილად გაივლის.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ ინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის გამოყენებისას აკრძალული ალკოჰოლის მიღება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგაგნ, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.

მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია:

კორსიზს სპეციფიკური ანტიდოტი არ გაჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– კორსიზი აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ნეიროლეფსიური საშუალებების, ტრანკვილიზატორების, ალკოჰოლის მოქმედებას.

– ვალპროის მჟავით მკურნალობის დროს კორსიზის მოქმედება ძლიერდება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

Don`t copy text!