Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 568

კოკარნიტი – COCARNIT – КОКАРНИТ

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, აშშ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილების ენერგომომარაგების და მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: შეფუთვაში ლიოფილიზირებული ამპ. 3 ც. გამხსნელთან ამპ. 3 ც. კომპლექტში.

1 ამპ.

ადენოზინტრიფოსფატი ……………………..10 მგ

კოკარბოქსილაზა………………………………..50 მგ

ციანოკობალამინი (ვიტ.B12) …………..       500 მკგ

ნიკოტინამიდი ………………………………….20 მგ

გამხსნელის 1 ამპულა შეიცავს:

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ადენოზინტრიფოსფატის თერაპიული ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მდგომარეობს სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებაში გულის კუნთის სისხლით უკეთ მოსამარაგებლად და მისი დაშლის შედეგად (ფოსფატის რადიკალის გამოთავისუფლება) მიღებული ენერგიით მიოკარდიუმის მომარაგებაში.

კოკარბოქსილაზა კომერფენტია, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინისგან. იგი ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას ორგანიზმის ცალკეულ ფუნქციებზე, უმეტესად ცვლით პროცესებზე; კოენზიმის სახით მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან ცვლაში. აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ტროფიკას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზებას.

ციანოკობალამინი მონაწილეობს ტრანსმეთილირების პროცესში, წყალბადის ტრანსპორტში, მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების, ქოლინის წარმოქმნის პროცესებში; მონაწილეობს ერითროციტების ფორმირებაში. ვიტ B12 ავლენს დადებით ეფექტს ნერვული სისტემის ფუნქციაზე, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, მონაწილეობს იმ ფერმენტების სინთეზში, რომლებიც აუცილებელია მიელინის გარსში შემავალი ლიპოპროტეიდების პროდუქციისათვის.

ნიკოტინამიდი არეგულირებს ფოსფორილირების პროცესებს და წყლისა და ელექტროლიტების მეტაბოლიზმს. ნიკოტინამიდის ფარმაკოლოგიური მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე განპირობებულია მისი სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ეფექტით.

ჩვენებები:

  • ნევრიტები და სხვადასხვა გენეზის ნევრალგიები;
  • რადიკულიტი, ლუმბაგო;
  • მიალგია, იშალგია;
  • ბურსიტები და ტენდინიტები;
  • გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები და კარდიომიოპათიები;
  • პერნიციზიონული ანემია;
  • დიაბეტური ნეიროპათია, ანგიოპათია, რეტინოპათია;
  • ორსულთა ტოქსიკოზი, ნაყოფის ჰიპოქსია;
  • ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

კოკარნიტის 1-2 ამპულა ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ექიმის დანიშნულებისამებრ შეჰყავთ კუნთებში. ხსნარის მომზადების შემდეგ იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ.

უკუჩვენებები:

* კოკარნიტი უკუნაჩვენებია თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

განსაკუთრებული მითითებები:

ამპულა არ გამოიყენება, თუკი შეიცვლება მომზადებული ხსნარის წითელი ფერი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

კოკარბოქსილაზა (აქტიური ნივთიერება) – COCARBOXYLASE – КОКАРБОКСИЛАЗА

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს, კოფერმენტს, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინიდან. იგი ორგანიზმის ცალკეულ ფუნქციებზე ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას. პრეპარატი ნივთიერებათა ცვლის პროცესში მონაწილეობს კოენზიმის სახით. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების ცვლაში, კერძოდ მონაწილეობს კეტომჟავების ჟანგვით დეკარბოქსილირების პროცესში (პიროყურძნის მჟავა, ალფა-კეტოგლუტარის მჟავა და ა.შ.) გლუკოზის დაშლის პენტოზოფოსფატურ ციკლში. პრეპარატი ორგანიზმში აქვეითებს რძისა და პირყურძნის მჟავას დონეს, აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას, აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ტროფიკას, ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზაციას.

ჩვენებები

  • გამოიყენება დიაბეტური გენესის და რესპირატორული აციდოზის, ფილტვებისა და გულის უკმარისობის დიაბეტური და ღვიძლის კომის, ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების, სისხლმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის, პერიფერიული ნევრიტების, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს, რომლებიც მოითხოვენ ნახშირწყლების ცვლის გაუმჯობესებას;

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი შეყავთ კუნთებში, იშვიათად კანქვეშ და ვენაში.

მოზრდილებში ინიშნება დოზით 50-100 მგ-ის ოდენობით ერთხელ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებული დოზა შესაძლებელია შევიყვანოთ განმეორებით. მკურნალობის კურსი შეადგენს ჩვეულებრივ 15-30 დღეს.

ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება დოზით – 25-50 მგ ერთხელ დღეში (ასაკის მიხედვით).

შაქრიანი დიაბეტის დროს (აციდოზი, კომა) სადღეღამისო დოზა შესაძლებელია შეადგენდეს 0.1-1 გ-ს.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები

უკუჩვენებები

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

კოკარბოქსილაზა აძლიერებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონულ მოქმედებას.

კოკარბოქსილაზა – COCARBOXYLASE – КОКАРБОКСИЛАЗА

საერთაშორისო დასახელება:

COCARBOXYLASE

მწარმოებელი: Pharmaceutical Compani JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილების  მეტაბოლიზმის, ენერგოუზრუნველყოფის გამაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შემამცირებელი პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის დასამზადებლად:

ამპულაში, შეფუთვაში 3 და 5 ც. გამხსნელთან (ამპულაში 2 მლ) კომპლექტში

1 ამპ.

კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი ……….  50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კოკარბოქსილაზა წარმოადგენს კოფერმენტს, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინიდან.

მას გააჩნია მარეგულირებელი ზემოქმედება ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებზე ძირითადად ცვლის პროცესებზე. იგი მონაწილეობას იღებს ცვლის პროცესებში კოენზიმის სახით; განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლების ცვლაში, კერძოდ, კეტომჟავების ჟანგვით დეკაბორქისილირებაში (პიროყურძნის, ალფა-კეტოგლუტარის და სხვა), ასევე გლუკოზის პენტოზოფოსფატურ დაშლაში. პრეპარატი იწვევს ორგანიზმში რძის და პიროყურძნის მჟავების კონცენტრაციის შემცირებას, აუმჯობესებს გლუკოზის ათვისებას. იგი იწვევს ნერვული ქსოვილის ტროფიკის გაუმჯობესებას, ხელს უწყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზაციას.

ჩვენებები:

  • დიაბეტური აციდოზი;
  • ფილტვ-გულის უკმარისობის დროს სუნთქვითი აციდოზი;
  • დიაბეტური და ღვიძლის კომა;
  • ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა;
  • გულის იშემიური დაავადება, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა;
  • პერიფერიული ნევრიტები;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
  • სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ ნახშირწყლების ცვლის პროცესის გაუმჯობესებას.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში, იშვიათად – კანქვეშ, ან ინტრავენურად.

დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 50-100 მგ-ს ერთხელ დღეში. თუ საჭიროა შესაძლებელია აღნიშნული დოზის განმეორებითი შეყვანა.

დოზა ბავშვებისათვის – 25-50 მგ ერთხელ დღეში (ასაკის შესაბამისად).

მკურნალობის კურსი შეადგენს 15-30 დღეს.

შაქრიანი დიაბეტის დროს (აციდოზი, კომა) დღეღამური დოზა შეადგენს 100 მგ-ს -1 გ-ს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

* კოკარბოქსილაზა აძლიერებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონურ მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

კოზაარი – COZAAR – КОЗААР

საერთაშორისო დასახელება:

LOSARTAN

მწარმოებელი: MERCK SHARP & DOHME IDEA, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ლოზარტანი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზინ II ტიპის რეცეპტორების სპეციფიკური ანტაგონისტი, ანტიჰიპერტენზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 7 და 28 ც.

1 ტაბ.

ლოზარტანი ……….  25 მგ

1 ტაბ.

ლოზარტანი …………50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანგიოტენზინ II (AT1) ტიპის რეცეპტორები ლოკალიზებულია მრავალ ქსოვილში და გააჩნიათ მნიშვნელოვანი ბიოლოგიური აქტივობა (ვაზოკონსტრიქცია და ალდოსტერონის გამოთავისუფლება).

პრეპარატი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი-კარბოქსილის მჟავა აინჰიბირებს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურ ეფექტს. იგი ამცირებს საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას და გულზე პოსტდატვირთვას, რაც იწვევს სისტემური არტერიული წნევის დაქვეითებას და აგრეთვე წნევის შემცირებას სისხლმიმოქცევის მცირე წრეში. პრეპარატის ეფექტი გრძელდება 24 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ კოზაარის საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ ერთხელ დღეში. მაქსიმალური ჰიპერტენზული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 3-6 კვირის შემდეგ. ზოგ შემთხვევაში საჭიროა დოზის გაზრდა 100 მგ-მდე დღეში.

ხანდაზმულებში 75 წლის ასაკის ზევით: საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ დღეში.

თირკმელების ფუნქციის დარღვევისას: საშუალო სიმძიმის თირკმელების უკმარისობისას (თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს 25-50 მლ/წუთში) ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეიძლება შეადგენდეს 50 მგ-ს, ხოლო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე ხარისხის თირკმლების უკმარისობა (ანუ, თუ კრეატინინის კლირენსი

პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზული საშუალებების მაღალ დოზებს: რეკომენდებულია კოზაარის დოზის შემცირება 25 მგ-მდე დღეში ერთხელ.

ღვიძლის უკმარისობის დროს: რეკომენდებულია დაბალი დოზებით მკურნალობა.

კოზაარი შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ანტიჰიპერტერზულ საშუალებებთან ერთად, საკვებთან ან მის გარეშეც.

გვერდითი მოვლენები:

თავბრუსხვევა, ორთოსტატული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის სახის, ტუჩების, ხორხის და/ან ენის შეშუპება), ჭინჭრის ციება, დიარეა, შაკიკი, ქავილი, მიალგია, ურტიკარია; ზოგჯერ ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

უკუჩვენებები:

* კოზაარი უკუნაჩვენებია ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში და პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* არ არის მონაცემები კოზაარის გამოყენების შესახებ ორსულებში. ცნობილია, რომ პრეპარატი მოქმედებს რენინგ-ანგიოტენზინურ სისტემაზე, II და III ტრიმესტრში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დეფექტი ან ზოგ შემთხვევაში სიკვდილიანობაც, ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატის მიღება სასტიკად აკრძალულია. ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

* პაციენტებში დეჰიდრატაციით (რომლებიც იღებდნენ დიურეზული საშუალებების მაღალ დოზებს), კოზაარით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია.

* საჭიროა მკურნალობის დაწყებამდე დეჰიდრატაციის კორექცია ან მკურნალობის დაწყება დაბალი დოზით.

* ფარმაკოლოგიური კვლევები მიუთითებენ, რომ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ციროზი, კოზაარის კონცენტრაცია პლაზმაში მომატებულია, ამიტომ რეკომენდებულია მისი დაბალი დოზების დანიშვნა.

* პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ რენირ-ანგიოტენზინურ სისტემაზე, შესწევთ უნარი გაზარდონ შარდოვანას დონე სისხლში და შრატის კრეატინინი თირკმელების ბილატერალური სტენოზის ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს. ამ შემთხვევებში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

* კოზაარი გამოიყენება კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას აღინიშნება არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია, ვაგუსის სტიმულაციის გამო შეიძლება განვითარდეს ბრადიკარდია.

კოზაარი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ მოიპოვება მონაცემები სხვა წამლებთან მისი კომბინირებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ. ფარმაკოკინეტიკურ კლინიკურ კვლევებში გამოყენებული იყო ჰიდროქლორთიაზიდი, დიგოქსინი, ვარფარინი, ციმეტიდინი, კეტოკონაზოლი და ფენობარბიტალი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

კოვონია ყელის სპრეი – COVONIA throat sprey – КОВОНИЯ спрей для горла

მწარმოებელი: THornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული შემადგენლობის ადგილობრივი ანტიბაქტერიული და ანალგეზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი-სპრეი: ბოთლში ტუბით 30 მლ

შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები:

გლუკონატი – 0.2% w/v

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – 0.05% w/v

დამხმარე ნივთიერებები:

მენთოლი, ევკალიპტოლი, გლიცეროლი (E422), ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავა (E330), ეთანოლი და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვინაიდან სპრეი შეიცავს ქლორჰექსიდინს როგორც ანტისეპტიკურ-ანტიბაქტერიულ საშუალებას და ლიდოკაინს, როგორც ადგილობივ საანესთეზიოს, იგი მოქმედებს ანტიბაქტერიულად და ახასიათებს საანესთეზიო თვისებები.

ჩვენებები:

  • კოვონია ყელის სპრეი ხსნის მტკივნეული, გაღიზიანებული ანგინის სიმპტომებს. არ შეიცავს შაქარს და შეიძლება მისი გამოყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. თანდართული ცხელებით მიმდინარე ბაქტერიული ინფექცია საჭიროებს დამატებით მკურნალობას (რჩევისათვის მიმართეთ ექიმს).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 3-5 შესხურება 6-10-ჯერ დღეში.

თუ მისი გამოყენება ხდება დანიშნულების მიხედვით, მაშინ ჰიპერდოზირების რისკი მინიმალურია. თუ შემთხვევით მოხდა დოზის გადაჭარბება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სპრეის გამოყენების წესი ნაჩვენებია გამოყენების ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები იშვიათ შემთხვევებში ვითარდება:  ალერგიული რეაქციები, კბილების და ენის ფერის შეცვლა და კანის მგრძნობელობის მომატება.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი მოვლენები განვითარდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებისას;

* 12 წლამდე ასაკის მოზარდებში;

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან სხვა რომელიმე ამიდების ჯგუფის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული ექიმის დანიშნულების გარეშე.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება: მძიმე ფორმის ანგინის ან თუ დაავადების ხანგრძლივობა 2 დღეზე მეტია ან მიმდინარეობს ცხელებით, გულისრევით ან ღებინებით;

* თუ პაციენტი ღებულობს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს: ბეტა-ბლოკერებს ან სხვა ანტიარითმულ საშუალებებს (მაგ. პროპრანოლოლი ან მექსილეტინი); წყლულის სამკურნალო პრეპარატები (მაგ., ციმეტიდინი); შარდმდენ საშუალებებს, როგორიცაა აცეტოზოლამიდი, მარყუჟოვანი დიურეზულები ან თიაზიდები; ანტიეპილეფსიური საშუალებები (მაგ. ფენიტოინი ან სხვა ბარბიტურატები). სპრეის შემადგენლობაში შემავალი ლიდოკაინი შეიძლება შევიდეს ამ პრეპარატებთან რეაქციაში.

* არ გამოიყენება თუ ანამნეზში აღინიშნება მკვეთრად გამოხატული ალერგია. არ გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდით უწყვეტად ან განმეორებითად.

* თითოეული სპრეის 5 მლ შეიცავს 1.75 გ ეთანოლს. ეთანოლი შეიძლება საზიანო იყოს ღვიძლის დაავადების, ალკოჰოლიზმის, ეპილეფსიის ან თავის ტვინის დაზიანების ან დაავადების დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრეპარატის ეფექტის ცვლილება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

კოვონია ღამის ფორმულა – COVONIA night time formula – КОВОНИЯ вечерная формула

მწარმოებელი: THornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული შემადგენლობის ხველის დამაწყნარებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ორალური ხსნარი: ბოთლში 150 მლ

5 მლ

დექსტრომეთორფანის ჰიდრობრომიდი……………..      6.65 მგ

დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი …………………….10.0 მგ

ნატრიუმის ბენზოატი ……………………………………      6.0 მგ

გლიცეროლი …………………………………………………    0.5 მლ

სორბიტოლი …………………………………………………….0.8 გ

ალკოჰოლი …………………………………………………….. 7.3%.

სხვა ინგრედიენტები: ეთანოლი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, პოვიდონი K30, ლიკაზინი 80/55 (ჰიდროგენირებული გლუკოზის სიროფი), ნატრიუმის საქარინი, წიწაკის ნაყენი (წიწაკის ეთერზეთი), მენთოლი, პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), მაკროგოლ ცეტოსტეარილის ეთერი, კარამელი, შავი მოცხარის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კოვონია ღამის ფორმულა შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს: დექსტრომეთორფანის ჰიდრობრომიდს, რომელიც ამცირებს ხველებას და დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდის (ანტიჰისტამინური), რომელიც ხელს უწყობს ცხვირის შეშუგებებითი პროცესის ალაგებას.

ჩვენებები:

საღამოს პერიოდში სიმპტომურად ხსნის არაპროდუქტიულ ხველებას და გაციებასთან დაკავშირებულ შეგუბებით პროცესებს.

მიღების წესი და დოზირება:

მიღების წესი:

პერორალური გამოყენებისთვის: გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ.

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: 15 მლ ხსნარი ძილის წინ, საჭიროებისამებრ, განმეორებითი დოზის მიღება შესაძლებელია 6 საათის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ, გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად: ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, კუჭის ფუნქციური დარღვევები.

უკუჩვენებები:

* არ არის რეკომენდებული წამლის მიღება პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიულობის, ღვიძლის ფუნქციური დარღვევების, პროდუქტიული ხველების, ასთმის ან სასუნთქი სისტემის სხვა გართულებების, მაო-ს ინჰიბიტორების ბოლო 2 კვირის მანძილზე მიღების შემთხვევაში ან ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. თუ სიმპტომები შენარჩუნდა, საჭიროა ექიმის ინფორმირება.

განსაკუთრებული მითითებები:

* დაწესებულ დოზას არ გადააჭარბოთ.

* ბავშვებში 12 წლის ასაკის ქვემოთ არ არის რეკომენებული.

სიფრთხილის ზომები:

ვინაიდან წამლის მიღების დროს შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, სიფრთხილით ინიშნება მანქანისა და მექანიზმების მართვის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: გაუხსნელად  3 წელი.

 

კოვონია საინჰალაციო წვეთები – COVONIA vapour drops – КОВОНИЯ для ингаляции

მწარმოებელი: THornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული შემადგენლობის დეკონგენსტანტი ადგილბრივი გამოყენებისათვის ოტორინო.ლარინგოლოგიაში

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინჰალაციო წვეთები: ბოთლში 15 მლ

შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები:

მენთოლი – 17.5% w/v

პიტნის ზეთი – 0.2% v/v

სხვა ინგრედიენტები: ევკალიპტის ზეთი Ph Fur, ცერცვის ზეთი BPC 1973 ლავანდის არომატული ზეთი HSH , ინდუსტრიული სპირტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კოვონია წვეთები არის საინჰალაციო სითხე, წარმოდგენილია ბოთლში, რომელიც შეიცავს 15 ან 30 მლ სითხეს. შეიცავს მენთოლს და პიტნის ზეთს, რომელიც ცხვირის გაჭედვის შეგრძნებას ხსნის.

ჩვენებები:

  • კოვონია წვეთები გამოიყენება სურდოს, ჭინჭრის ციების და ცხვირის გაგუდვის სიმპტომების მოსახსნელად.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდლებში, ხანდაზმულებში და ბავშვებში 3 თვის ასაკის ზევით: შეასხურეთ ცხვირსახოცს და შეისუნთქეთ.

ბავშვებში 3 თვის ასაკის ქვემოთ კოვონია წვეთები არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შეთხვევებში: ჰიპერმგრძნობელობა გამოხატული ალერგიით. ასეთი სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს წამლის მიღება და გატარდეს შესაბამისი ზომები ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციის მიხედვით.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

* ახალშობილებში 3 თვემდე;

* სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში 3 თვის ასაკის ზემოთ, რადგან მენთოლმა შეიძლება გამოიწვიოს სპაზმი და კოლაფსი;

* პრეპარატის თვალებზე მოხვედრა; პრეპარატის პერორალური და პარენტერალური მიღება;

* სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

მკურნალ ექიმს აცნობეთ ხართ თუ არა ორსული ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გარკვეული რაოდენობის ან ბოთლში არსებული მთელი დოზის შემთხვევითი გადაყლაპვისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

კოვონია ამოსახველებელი მიქსტურა მენთოლით – COVONIA mentholated cough mixture – КОВОНИЯ отхаркивающая микстура с ментолом

მწარმოებელი: THornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული შემადგენლობის ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ორალური ხსნარი: ბოთლში 150 მლ

5 მლ

ლევომენთოლი…………………………………..     4.0 გ

ზღვის ხახვის ნაყენი …………… ……………….   0.6 მლ

ძირტკბილას თხევადი ექსტრაქტი ……………     0.125 მლ

საქაროზა ……………………………………………   1.53 გ

გლუკოზა …………………………………………..    0.18 გ

ალკოჰოლი ………………………………………….. 7.7%.

სხვა ინგრედიენტები:

პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, წიწაკის ნაყენი (წიწაკის ეთერზეთი, ეთანოლი), ლიქვიდ გლუკოზა, მაგნეზიუმ ალუმინის სილიკატი, სოდიუმ მეთილ-, ეთილ და პროპილ- ჰიდროქსიბენზოატი (E219, E215, E217), გლიცეროლი (E422), კარამელი (E150) და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კოვონია ამოსახველებელი მიქსტურა მენთოლით შეიცავს ზღვის ხახვს და ძირტკბილას, რომლებიც მიეკუთვნებიან ამოსახველებელ პრეპარატთა ჯგუფს. პაციენტებში პროდუქტიული ხველებით (ხველა ნახველით) ხელს უწყობენ ნახველის გამოყოფას და ამოხველებას. მენთოლი ხსნის შეგუბებით მოვლენებს პროდუქტიული ხველების და ბრონქიტის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალური გამოყენებისათვის: გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ.

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: 5 მლ ან 10 მლ ხსნარი.

5-12 წლის ასაკის ბავშვებში: 5 მლ ხსნარი. საჭიროებისამებრ განმეორებითი დოზის მიღება შესაძლებელია ყოველ 4 საათში ერთხელ. დაწესებულ დოზას არ გადააჭარბოთ.

არ არის რეკომენდებული ბავშვებში 5 წლის ასაკის ქვემოთ. სიმპტომების შენარჩუნების ან გაუარესების შემთხვევაშიი, საჭიროა ექიმის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ, გვერდითი მოვლენები ვითარდება ძალზედ იშვიათად; ალერგიული რეაქციები, სისხლში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება და ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება.

განსაკუთრებული მითითებები:

წამალი არ გამოიყენება:

* წამლის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიულობის, გულის რომელიმე დაავადების დროს;

* წამლის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა: თუ პაციენტი ღებულობს კარბენოქსოლონს, თიაზიდებს ან სხვა შარდმდენ საშუალებებს, რადგან შესაძლებელია წამალთაშორისი ურთიერთქმედების განვითარება;

* ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა რჩევები:

წამალი შეიცავს ალკოჰოლს, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების ეფექტზე და გამოიწვიოს სწრაფი რეაგირების დაქვეითება მანქანისა და მექანიზმების მართვის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: გაუხსნელად – 3 წელი.

 

კოენზიმ კომპოზიტუმი – COENZYME COMPOSITUM – КОЭНЗИМ КОМПОЗИТУМ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილთა მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი ამპულაში 2.2 მლ შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Acidum ascorbicum Д6 ……………………………5 მლ
Thiaminum hydrochloricum Д6 ………………….1 მლ
Pyridoxinum hydrochloricum Д6 ……………….1 მლ
Natrium riboflavinum phosphoricum Д6 ………1 მლ
Nicotinamidum Д6 …………………………………3 მლ
Acidum citricum Д8 ……………………………….1 მლ
Acidum cis-aconiticum Д8 ……………………….1 მლ
Acidum fumaricum Д8 ……………………………1 მლ
Acidum alpha-ketoglutaricum Д8 ………………1 მლ
Acidum DL-malicum Д8 ………………………….1 მლ
Acidum succinicum Д8 …………………………..1 მლ
Barium oxalsuccinicum Д10 ……………………1 მლ
Natrium diethyloxalaceticum Д6 ……………….1 მლ
Natrium pyruvicum Д8 …………………………..1 მლ
Cysteinum Д6 ……………………………………..1 მლ
Pulsatilla pratensis Д6 …………………………..1 მლ
Hepar sulfuris Д10 ……………………………….1 მლ
Sulfur Д10 ………………………………………….1 მლ
Adenosinum triphosphoricum Д10 …………….1 მლ
Nadidum Д8 ……………………………………….1 მლ
Magnesium oroticum Д6 ………………………..1 მლ
Cerium oxalicum Д8 ……………………………..1 მლ
Acidum alpha-liponicum Д6 …………………….1 მლ
Beta vulgaris conditiva Д4 ………………………1 მლ
Coenzymum A Д8 …………………………………1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოკსიოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათ მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის  ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ბლოკირებული ფერმენტული სისტემების სტიმულაცია და ფუნქციის ნორმალიზაცია დეგენერაციული დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კუნთებში ან კანქვეშ.

პრეპარატის კანქვეშა ინექციისას მასში ვიტამინების შემცველობის გამო შესაძლებელია ინექციის ადგილას უმნიშვნელო ტკივილი.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

კოენზიმ Q 10 (უბიქინონი) – COENZYME Q 10 (ubiquinone) – КОЭНЗИМ Q 10 (УБИХИНОН)

მწარმოებელი: პოლონეთი, HASKO-LEK

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აბები შეფუთვაში 30 ცალი, 1 ტაბ შეიცავს 30 მგ უბიქინონს

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი–ანტიოქსიდანტი, მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებში უჯრედულ დონეზე, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აძლიერებს ცხიმების დაწვის პროცესს, აქვს გამოხატული დეზინტოქსიკაციური მოქმედება, აჩქარებს შეხორცების პროცესს.

ჩვენება:

  • სტენოკარდია, არითმია, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ათეროსკლეროზი, პაროდონტოზი, გინგივიტი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა (სპორტსმენებში), ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსი.

დოზირება:

რეკომენდებული დოზა დღეში 30-60-90მგ, მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია კომპლექსურ თერაპიასთან ერთად, საშუალოდ 1-3 თვე.


უკუჩვენება
:

* ასაკი 12 წლამდე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

Don`t copy text!