Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 570

კლოფელინი-დარნიცა – CLOPHELINUM-DARNITSA – КЛОФЕЛИН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

CLONIDINUM

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: კლონიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცენტრალური ალფა-2 ადრენომიმეტიკი; იმიდაზოლინის წარმოებული; ანტიჰიპერტენზიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

კლონიდინი ………… 0.15 მგ

 

ვრცლად ქლოფაზოლინი

კლოფელინი – CLOPHELIN – КЛОФЕЛИН

საერთაშორისო დასახელება:

CLONIDINE

მწარმოებელი: HALYCHPHARM JSC

მოქმედი ნივთიერება: კლონიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცენტრალური ალფა-2 ადრენომიმეტიკი; იმიდაზოლინის წარმოებული; ანტიჰიპერტენზიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

კლონიდინი ………… 0.75 მგ

ვრცლად კლონიდინი

კლოფაზოლინი – CLOPHASOLIN – КЛОФАЗОЛИН




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

კლოტრიმაზოლი – CLOTRIMAZOLE – КЛОТРИМАЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

CLOTRIMAZOLE

მწარმოებელი: Medana Pharma S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: კლოტრიმაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკოზური პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის 1%: ფლაკონში 15 მლ

1 მლ 1 ფლ

კლოტრიმაზოლი ………………..       10 მგ 150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

იზოპროპილის მირისტატი, 100 მლ-მდე უწყლო ეთანოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლოტრიმაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდგეო საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. პრეპარტი მცირე დოზებში ავლენს ფუნგისტატურ მოქმედებას (Epidermophyton spp.,Trichophyton spp., Microsporum spp.). მის მიმართ მგრძნობიარეა საფუარას მსგავსი სოკოები, ობის სოკოები, დიმორფული სოკოები. პრეპარატი მაღალ კონცენტრაციებში ავლენს ფუნგიციდურ, აგრეთვე სუსტად გამოხატულ ანტიბაქტერიულ მოქმედებას.

კანიდან შეწოვა არ აჭარბებს 1%-ს. ლორწოვანიდან – 3%-ს.

ჩვენებები:

  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი;
  • ონიქომიკოზი;
  • თავის, ტანის, საზარდულის მიდამოს, ხელისგულის და ფეხის ტერფის დერმატომიკოზები;
  • ტრიქოფიტია;
  • შემომსალტველი ლიქენი და ერითრაზმები.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის რამდენიმე წვეთი შეიზილება კანის დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში. მწვავე სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა გრძელდება 4 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ალერგიული რეაქციები: წვა, ქავილი, კანის გაღიზიანება, ეპიდერმისის აქერცვლა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

პრეპარატის გამოყენება თვალის მიდამოში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

* 11 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

* ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ლაქტაციის პერიოდში ინიშნება სიფრთხილით.

ჭარბი დოზირება:

ჰიპერდოზირება ნაკლებად სავარაუდოა პრეპარატის მცირე აბსორბციის უნარის გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გარეგანი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან, ასევე დექსამეტაზონთან ერთდროული გამოყენება ამცირებს პრეპარატის ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

კლოსტილბეგიტი® – CLOSTILBEGYT® – КЛОСТИЛБЕГИТ®

საერთაშორისო დასახელება:

CLOMIFENE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC., უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: კლომიფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანტიესტროგენული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

კლომიფენ ციტრატი ……….   50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ჟელატინი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლოსტილბეგიტი ხელს უწყობს ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მიერ გონადოტროპული ჰორმონების გამოყოფის სტიმულაციას.

ზომიერ ესტროგენულ მოქმედებასთან ერთად, კლოსტილბეგიტს ახასიათებს გამოხატული ანტიესტროგენული ეფექტი. აღნიშნული თვისების გამო პრეპარატი “აძევებს” ბუნებრივ ესტროგენს რეცეპტორებიდან და აქვეითებს უკუკავშირის ეფექტს.

ჩვენებები:

  • პრეპარატის აქტიური ნივთიერება ესტროგენების ანტაგონისტია, რომელიც ახდენს ოვულაციის სტიმულირებას.
  • გამოიყენება ქალებში უშვილობის ზოგიერთი სახის სამკურნალოდ და ორსულობის ინდუქციისთვის.
  • პრეპარატი, ასევე გამოიყენება მენსტრუალური ფუნქციის დარღვევის ზოგიერთი სახის სამკურნალოდ.
  • კლოსტილბეგიტი შეიძლება გამოიყენებოდეს ოლიგოსპერმიის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა მკაცრად ინდივიდუალურია, ვინაიდან ეფექტი დამოკიდებულია საკვერცხეების მგრძნობელობაზე (რეაქტიულობაზე). შენარჩუნებული მენსტრუალური ციკლის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ციკლის მე-5 დღიდან (ან ადრეული ოვულატორული: ფოლიკულური ფაზის მე-13 დღეს 12 დღეზე ნაკლები ხანგრძლივობით). ამენორეის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დღეს.

მკურნალობის I კურსი: 50 მგ 5 დღის განმავლობაში საკვერცხეების რეაქციის კონტროლით, კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების საშუალებით. ჩვეულებრივ, ოვულაცია ხდება ციკლის მე-11 და მე-15 დღეებს შორის.

მკურნალობის II კურსი: მკურნალობის I კურსის წარუმატებლობის შემთხვევაში ინიშნება II კურსი: კლოსტილბეგიტი – 100 მგ ყოველდღიუად 5 დღის განმავლობაში, დაწყებული შემდეგი ციკლის მე-5 დღიდან. ოვულაციის არ არსებობის შემთხვევაში საჭიროა იგივე კურსის განმეორება (100 მგ-ით). 3-თვიანი შესვენების შემდეგ შესაძლებელია დამატებითი 3-თვიანი კურსის ჩატარება დადებითი ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში, მკურნალობის შემდგომ გაგრძელებას არ აქვს აზრი. მკურნალობის I კურსის განმავლობაში მიღებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 750 მგ-ს.

საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომისას ჰიპერსტიმულაციისადმი ტენდენციის გამო, საწყისი დოზა უნდა იყოს შემცირებული (25 მგ დღე-ღამეში).

პოსტკონტრაცეპტიული ამენორეის შემთხვევაში ინიშნება 50 მგ დღე-ღამეში, ხუთდღიანი კურსი.

ოლიგოსპერმიის დროს ინიშნება 50 მგ დღეში 6 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ხშირი გვერდითი მოვლენები: ალები, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, მხედველობის დარღვევა (ფოტოფსიები, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ფოტოფობია), სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა მენჯისა და მუცლის ღრუს ორგანოების ტკივილი, დისმენორეა, აციკლური სისხლდენა, საკვერცხეების გადიდება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები: ყაბზობა, ფაღარათი, დაღლილობა, დაძაბულობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, დეპრესია, უძილობა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ალერგიული დერმატიტი, თმის შექცევადი ცვენა, მადის გაძლიერება, წონის მომატება ან დაკლება, საშოს სიმშრალე, შარდის გამოყოფის გაძლიერება ან ხშირი შარდდენა.

ალები წყდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. შეიძლება აღინიშნებოდეს საკვერცხეების კისტოზური გადიდება, განსაკუთრებით შტეინლევენტალის სინდრომისას. საკვერცხეები შეიძლება გადიდდეს 4-8 სმ-მდე; ასეთ შემთხვევებში საჭიროა სხეულის ბაზალური ტემპერატურის კონტროლი და მკურნალობის შეწყვეტა ტემპერატურის ორფაზიანი მრუდის გამოვლენისას.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის აქტიური ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;

* ორსულობა;

*ღვიძლის დაავადება ან მისი ფუნქციის მოშლა;

* საკვერცხეების კისტა (საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის გარდა);

* ჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითება;

* ფარისებრი ჯირკვლის ან თირკმელზედა ჯირკვლიის ფუნქციის დარღვევა;

* გაურკვეველი წარმოშობის სისხლდენა;

* მხედველობის დარღვევა (ახლახან განვითარებული ან აღნიშნული ანამნეზში);

* ახალწარმონაქმნები.

ორსულობა და ლაქტაცია:

* დაორსულების შემდეგ საჭიროა კლოსტილბეგიტის შეწყვეტა.

კლომიფენი გამოიყოფა დედის რძეში. მისი მიღება ძუძუთი კვების დროს საჭიროებს რისკისა და სარგებელის ზედმიწევნით ანალიზს.

განსაკუთრებული მითითებები:

* საჭიროა ღვიძლის ფუნქციის, ჰორმონალური სტატუსისა და გონადოტროპინების შარდით ექსკრეციის კონტროლი, რეკომენდებულია სრულყოფილი გინეკოლოგიური გამოკვლევა კლოსტილბეგიტის დანიშვნამდე.

* პაციენტმა ექიმის რეკომენდაციით უნდა ჩაიტაროს ღვიძლის ფუნქციის რეგულარული გამოკვლევები და საკვერცხეების ზომების კონტროლი. ეს საკონტროლო გამოკვლევები მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

* მკურნალობა უნდა წარიმართოს მხოლოდ გინეკოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

* მუცლის არეში ტკივილის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. იგი განსაზღვრავს პრეპარატის შემდგომ მისაღებ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

* პრეპარატ კლოსტილბეგიტით მკურნალობის წარმატებულად დასრულების შემდეგ შეიძლება დაინიშნოს პროგესტერონი.

* თითო ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზის 100 მგ-ს. ეს უნდა გათვალისწინებულ იქნას ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში.

* ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ ჭამამდე.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: მკურნალობის კურსის დასაწყისში შესაძლებელია მხედველობის დაქვეითება, ამიტომ არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ვაზომატორული წამოხურებები, მხედველობის დარღვევა (მხედველობის სიმახვილის დარღვევა, სცინტილირებადი სკოტომა), საკვერცხეების ზომაში მატება და მენჯისა და მუცლის ღრუს ორგანოების ტკივილი.

აქტიური ნივთიერების მოხსნის შემდეგ რეკომენდებულია შემანარჩუნებელი მკურნალობა.

მონაცემები დიალიზის საშუალებით პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნის შესახებ არ არის.

კლოსტილბეგიტის მიღების დავიწყებისას: არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

კლოპიქსოლი® დეპო – CLOPIXOL® DEPO – КЛОПИКСОЛ® ДЕПО

საერთაშორისო დასახელება:

ZUCLOPENTHIXOL

მწარმოებელი: H.LUNDBECK, დანია

მოქმედი ნივთიერება: ზუკლოპენტიქსოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ზეთოვანი ხსნარი კუნთქვეშა შეყვანისათვის: 1 მლ შუშის ამპულა 1 ტიპის, შეფუთვაში 1 და 5 ც.

1 მლ

ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი ……….           200 მგ

საინექციო ზეთოვანი ხსნარი კუნთქვეშა შეყვანისათვის: 1 მლ შუშის ამპულა 1 ტიპის, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი ……………..500 მგ

დამხმარე ნივთიერება: ტრიგლიცერიდები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლოპიქსოლ დეპო წარმოადგენს ანტიფსიქოზურ საშუალებას (ნეიროლეფსიური), რომელიც ნაწარმოებია თიოქსანტენისგან.

კლოპიქსოლ დეპოს გააჩნია გამოხატული ანტიფსიქოზური და სპეციფიკური შემაკავებელი მოქმედება. არასპეციფიკური სედატიური ეფექტი სუსტდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში.

ნეიროლეფსიური საშუალებების ანტიფსიქოზური მოქმედებას, როგორც წესი, უკავშირებენ დოფამინური რეცეპტორების ბლოკადას, რომელიც სავარაუდოდ, იწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რომელშიც ჩართულია სხვა მედიატორული სისტემებიც. კლოპიქსოლ დეპოს სპეციფიკური შემაკავებელი მოქმედება განსაკუთრებით კარგ შედეგებს იწვევს ფსიქოზური ავადმყოფების მკურნალობისას, რომლებსაც აწუხებთ აჟიტაცია, მოუსვენრობა, აგრესიულობა.

კლოპიქსოლ დეპოს თერაპიული მოქმედება გაცილებით პროლონგირებულია კლოპიქსოლთან შედარებით. ეს საშუალებას იძლევა ჩატარდეს კლოპიქსოლ დეპოთი უწყვეტი ანტიფსიქოზური მკურნალობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტთათვის, რომლებიც არ ასრულებენ ექიმს დანიშნულებას. კლოპიქსოლ დეპო ხელს უშლის ხშირი რეციდივების განვითარებას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პაციენტის მიერ პერორალური პრეპარატების მიღების შეწყვეტასთან.

ფარმაკოკინეტიკა:

კლოპიქსოლ დეპოს ფარმაკოკინეტიკურმა და კლინიკურმა გამოცდამ აჩვენა, რომ კლოპიქსოლ დეპოს გამოყენება განსაკუთრებით მიზანშეწონილია 2-4 კვირის ინტერვალით. შეყვანის შემდეგ ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი ფერმანენტურად იხსნება აქტიურ კომპონენტ ზუკლოპენტიქსოლად და დეკანოვის მჟავად. სისხლის შრატში ზუკლოპენტიქსოლი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს ინექციის შემდეგ კვირის ბოლო პერიოდში. ირიბი კონცენტრაცია ექსპონენციალურად კლებულობს გამოყოფის პერიოდთან ერთად, რომელიც უდრის 19 დღეს, რაც ასახავს დეპოსგან განთავისუფლების სისწრაფეს. ზუკლოპენტიქსოლი უმნიშვნელოდ აღწევს პლაცენტარული ბარიერის გავლით და მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ ნეიროპელტიკური აქტიობა და გამოიყოფა, ძირითადად განავალთან და ნაწილობრივ შარდთან ერთად.

კლოპიქსოლ დეპოს ფარმაკოკინეტიკური დოზა 200 მგ 2 კვირაში ერთხელ ექვივალენტურია კლოპიქსოლ დეპოს 25 მგ-იანი პერორალური დოზის 2 კვირის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური მოშლილობები, განსაკუთრებით ჰალუცინაციებთან, პარანოიდულ ბოდვასთან და ცნობიერების მოშლილობასთან ერთად, ასევე აჟიტაციური მდგომარეობისას გაძლიერებული მოუსვენრობისა და აგრესიულობისას.

მიღების წესი და დოზირება:

კლოპიქსოლ დეპო შეიყვანება ღრმად კუნთქვეშ საჯდომის არეში გარე ზემოთა ოთხკუთხედში (ადგილობრივად ადვილად შეითვისება). ინექციებს შორის ინტერვალი და დოზირება უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.

კლოპიქსოლ დეპო 200 მგ/მლ: მხარდამჭერი მკურნალობისას დოზირების დიაპაზონი, როგორც წესი, შეადგენს 200-400 მგ (1-2 მლ) ყოველ 2-4 კვირაში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს უფრო დიდი დოზები ან ინექციებს შორის უფრო ხანმოკლე ინტერვალები. თუ კუნთქვეშ შესაყვანი ხსნარის მოცულობა (200 მგ/ მლ) აღემატება 2-3 მლ-ს, მაშინ სასურველია გამოიყენოთ უფრო მაღალი კონცენტრაციის ხსნარი (კლოპიქსოლ დეპო 500 მგ/მლ).

კლოპიქსოლ დეპო 500 მგ/მლ: როგორც წესი შეიყვანება 250-750 მგ (0.5-1.5 მლ) ყოველ 1-4 კვირაში.

კლოპიქსოლით ან კლოპიქსოლ-აკუფაზით პერორალური მკურნალობიდან გადასვლისას კლოპიქსოლ დეპოთი მხარდამჭერ მკურნალობაზე უნდა იხელმძღვანელოთ შემდეგი სქემით: პერორალური კლოპიქსოლიდან კუნთქვეშა კლოპიქსოლ დეპოზე გადასვლისას:

დღიური პერორალური დოზა კლოპიქსოლის (მგ) X 8 = კუნთქვეშა კლოპიქსოლ დეპო (მგ)-ს 2 კვირაში.

პაციენტებმა უნდა განაგრძონ პერორალურად კლოპიქსოლის მიღება ინექციის შემდგომი პირველი კვირის განმავლობაში, მაგრამ შემცირებული დოზით.

კუნთქვეშა კლოპიქსოლ-აკუფაზიდან კუნთქვეშა კლოპიქსოლ დეპოზე გადასვლა:

კლოპიქსოლ-აკუფაზის ბოლო ინექციასთან ერთდროულად უნდა დაინიშნოს კუნთქვეშა კლოპიქსოლ დეპო 200-400 მგ (1-2 მლ). კლოპიქსოლ დეპოს განმეორებითი ინექციები უნდა ჩატარდეს 2 კვირაში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იქნას გამოყენებული უფრო დიდი დოზები ან ინექციებს შორის ნაკლები ინტერვალები.

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარება, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე. უმრავლეს შემთხვევაში ისინი კორიგირდება დოზირების შემცირებით და/ან ანტიპარკინსონური პრეპარატების დანიშვნით. მაგრამ დასახელებული პრეპარატების რეგულარული პროფილაქტიკური გამოყენება არ არის რეკომენდებული. იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი თერაპიისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს დაგვიანებული დისკინეზია. ანტიპარკინსონული პრეპარატები არ აუქმებენ მის სიმპტომებს. რეკომენდებულია დოზირების შემცირება, ან თუ ეს შესაძლებელია, თერაპიის შეწყვეტა.

ფსიქიკური მოქმედების მხრივ: ძილიანობა საწყის სტადიაზე.

ვეგეტატიური ნერვული სისტემისა და გულისა და სისხლძარღვების სისტემის მხრივ: სიმშრალე პირის ღრუში, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება, ყაბზობა, ტაქიკარდია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა.

ღვიძლის მხრივ: იშვიათად შეიმჩნევა მცირე ცვლილებები ღვიძლის სინჯებში.

უკუჩვენებები:

* ალკოჰოლით მწვავე მოწამვლა, ბარბიტურატებით და ოპიატებით;

* კომატოზური მდგომარეობა.

* კლოპიქსოლ-დეპო არ უნდა დაენიშნოს ორსულ ქალებს ან ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები: კლოპიქსოლ დეპო სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს კრუნჩხვითი სინდრომით, ქრონიკული ჰეპატიტით და გულის სისხლძარღვების დაავადებების შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს) წარმოადგენს იშვიათ, მაგრამ შესაძლებელ გართულებას ლეტალური შედეგით ნეიროლეფსიურების გამოყენებისას. ანს-ის ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს: ჰიპერტენზია, კუნთების რიგიდობა და ცნობიერების დარღვევა, რომლებსაც თან სდევს ვეგეტატური ნერვული სისტემის (ლაბილური არტერიული წნევა, ტაქიკარდია, გაძლიერებული ოფლიანობა) დისფუნქცია. პრეპარატის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტის გარდა აუცილებელია გამოყენებულ იქნას სასიცოცხლო ფუნქციის ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები და სიმპტომატური მკურნალობა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ძილიანობა, ჰიპო- ან ჰიპერთერმია, ჰიპოტენზია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები შოკი, კომა.

მკურნალობა: სიმპტომატიური და შემანარჩუნებელი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს კუჭის გამორეცხვა, რეკომენდებულია სორბენტის გამოყენება. უნდა იქნას გამოყენებული ზომები, რომლებიც მიმართული იქნება, სასუნთქი, გულისა და სისხლძარღვების სისტემის მოქმედების მხარდასაჭერად. არ არის სასურველი  ადრენალინის გამოიყენება, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება; კრუნჩხვები შეიძლება შეჩერდეს დიაზეპამით, ექსტრაპირამიდული სიმპტომები კი ბიპერიდენით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კლოპიქსოლმა შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლის სედატიური მოქმედება.

ბარბიტურატების და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ინჰიბიტორების მოქმედება.

არ არის რეკომენდებული კლოპიქსოლის დანიშვნა გუანეტიდინთან და მსგავსი მოქმედების საშუალებებთან ერთად, რადგანაც ნეიროლეფსიურებმა შეიძლება შეამცირონ მათი ჰიპოტენზიური მოქმედება.

კლოპიქსოლმა შეიძლება დააქვეითოს ლევოდოპისა და სხვა ადრენერგული საშუალებების მოქმედება,

მეტოკლოპრამიდთან და პიპერაზინთან კომბინაცია კი ზრდის ექსტრაპირამიდული სიმპტომების გაზრდის საშიშროებას.

კლოპიქსოლ დეპო შეიძლება შეურიოთ კლოპიქსოლ-აკუფაზას, რომელიც შეიცავს იმავე სახით ზეთს Viscoleo.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: კლოპიქსოლ დეპო 200 მგ/მლ – 3 წელი; კლოპიქსოლ დეპო 500 მგ/კ/ – 4 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

კლოპიქსოლი® – CLOPIXOL® – КЛОПИКСОЛ®

საერთაშორისო დასახელება:

ZUCLOPENTHIXOL

მწარმოებელი: H. LUNDBECK, დანია

მოქმედი ნივთიერება: ზუკლოპენტიქსოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 100 ც.

1 ტაბ.

ზუკლოპენტიქსოლი

(დიჰიდროქლორდის ფომით) ………..  2 მგ

ზუკლოპენტიქსოლი

(დიჰიდროქლორიდის ფორმით) ………10 მგ

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლოპიქსოლი წარმოადგენს ანტიფსიქოზურ საშუალებას (ნეიროლეფსიური), რომელიც ნაწარმოებია თიოქსან-ტენისგან.

ნეიროელეფსიური საშუალების ანტიფსიქოზურ მოქმედებას, როგორც წესი, უკავშირებენ დოფამინური რეცეპტორების ბლოკადას, რომელიც სავარაუდოდ იწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რომელშიც ჩართულია სხვა მედიატორული სისტემებიც.

კლოპიქსოლს გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანტიფსიქოზური და სპეციფიკური შემაკავებელი მოქმედება. კლოპიქსოლმა შეიძლება გამოავლინოს გარდამავალი დოზადამოკიდებული, სედატიური ეფექტი. თერაპიის დასაწყისში (ანტიფსიქოზურ მოქმედებამდე) სედატიური ეფექტის სწრაფი განვითარება წარმოადგენს დიდ უპირატესობას მწვავე ფსიქოზების მკურნალობისას. ტოლერანტობის მომენტი პრეპარატის არასპეციფიკური სედატიური ეფექტის მიმართ მალე დგება. კლოპიქსოლის სპეციფიკური სედაციური მოქმედება განსაკუთრებით დადებითია იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აწუხებთ აჟიტაცია, მოუსვენრობა, აგრესიულობა.

ფარმაკოკინეტიკა:

ზუკლოპენტიქსოლის ბიოშეღწევადობა მისი პერორარული მიღებისას შეადგენს დაახლოებით 44%-ს. სისხლის შრატში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 4 საათის შემდეგ. ზუკლოპენტიქსოლი უმნიშვნელოდ აღწევს პლაცენტარული ბარიერის გავლით და მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ ნეიროლეფსიური აქტიობა და გამოიყოფიან, ძირითადად განავალთან და ნაწილობრივ შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 20 საათს.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური მოშლილობები, განსაკუთრებით ჰალუცინაციებთან, პარანოიდულ ბოდვასთან და აზროვნების მოშლილობასთან ერთად, ასევე აჟიტაციური მდგომარეობისას, გაძლიერებული მოუსვენრობისა და აგრესიულობისას;
  • მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მანიაკალური ფაზა;
  • გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელსაც თან სდევს ფსიქომოტორული აგზნება, აჟიტაცია და მოქმედების სხვა დარღვევები;
  • სენილური ჭკუასუსტობა, რომელსაც თან სდევს პარანოიდული იდეები, ცნობიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, ქცევის დარღვევა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზები ინდივიდუალურად უნდა იქნას შერჩეული თითოეული პაციენტისათვის, მისი მდგომარეობის შესაბამისად. როგორც წესი, თავდაპირველად უნდა დაინიშნოს მცირე დოზები, რომლებიც შემდგომ სწრაფად უნდა გაიზარდოს ოპტიმალურ ეფექტურ დონემდე კლინიკური ეფექტის შესაბამისად.

შიზოფრენიის მწვავე შეტევის, ან სხვა მწვავე ფსიქოზური მოშლილობების დროს, გამოხატული აჟიტაცია და მანია: პრეპარატი ინიშნება როგორც წესი 10-50 მგ დღეში.

გამოხატული მოშლილობებისას და საშუალო სიმძიმის მდგომარეობებისას საწყისი დოზა 20 მგ/დღეში აუცილებლოიბს შემთხვევაში იზრდება 10-20 მგ-თი 2-3 დღის შუალედით დღეში 75 მგ-მდე და მეტი.

ქრონიკული ფსიქოზური მდგომარეობების შიზოფრენიისას და სხვა ქრონიკული ფსიქოზების დროს დოზა შეადგენს 20-40 მგ/დღეში.

ოლიგოფრენიით დაავადებული პაციენტების შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება როგორც წესი – 6-20 მგ/დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 25-40 მგ-მდე დღეში.

პაციენტებში გამოხატული აჟიტაციითა და ცნობიერების დარღვევით – სენილური დარღვევებით: პრეპარატი ინიშნება როგორც წესი – 2.6 მგ/დღეში (სასურველია მიღებული იქნას საღამოს) აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 10-20 მგ-მდე დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარება, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე. უმრავლეს შემთხვევაში ის კორიგირდება დოზირების შემცირებით და/ან ანტიპარკინსონური პრეპარატების დანიშვნით, მაგრამ დასახელებული პრეპარატების რეგულარული პროფილაქტიკური გამოყენება არ არის რეკომენდებული. იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი თერაპიისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს დაგვიანებული დისკინეზია. ანტიპარკინსონული პრეპარატები არ აუქმებენ მის სიმპტომებს. რეკომენდებულია დოზირების შემცირება, ან თუ ეს შესაძლებელია, თერაპიის შეწყვეტა.

ფსიქიკური მოქმედების მხრივ: ძილიანობა საწყის სტადიაზე.

ვეგეტატიური ნერვული სისტემის, გულისა და სისლხლძარღვების სისტემის მხრივ: სიმშრალე პირის ღრუში, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება, ყაბზობა, ტაქიკარდია, ორტოსტატიკური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა.

ღვიძლის მხრივ: იშვიათად შეიმჩნევა მცირე ცვლილებები ღვიძლის სინჯებში.

უკუჩვენებები:

* ალკოჰოლით მწვავე მოწამვლა, ბარბიტურატებით და ოპიატებით; კომატოზური მდგომარეობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* კლოპიქსოლმა შეიძლება იმოქმედოს ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ამიტომ თერაპიის დასაწყისში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იმ დრომდე, სანამ არ იქნება განსაზღვრული მკურნალობაზე პაციენტის რეაქცია.

* ხანგრძლივი თერაპიისას აუცილებელია ჩატარდეს პაციენტის მდგომარეობის დეტალური კონტროლი. განსაკუთრებული სიფრთხილით კლოპიქსოლი უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც აწუხებს კრუნჩხვითი სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი და გულისა და სისხლძარღვების დაავადებები.

* კლოპიქსოლის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ორსულობისას და ძუძუთი ბავშვის კვებისას.

* ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს) წარმოადგენს იშვიათ, მაგრამ შესაძლებელ გართულებას ლეტალური შედეგით ნეიროლეფსიურების გამოყენებისას. ანს-ის ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდობა და ცნობიერების დარღვევა, რომლებსაც თან სდევს ვეგეტატური ნერვული სისტემის (ლაბილური არტერიული წნევა, ტაქიკარდია, გაძლიერებული ოფლიანობა) დისფუნქცია. პრეპარატის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტის გარდა აუცილებელია გამოყენებულ იქნას სასიცოცხლო ფუნქციის ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები და სიმპტომატური მკურნალობა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ძილიანობა, ჰიპო-ან ჰიპერთერმია, ჰიპოტენზია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, შოკი, კომა.

მკურნალობა: სიმპტომატიური და შემანარჩუნებელი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს კუჭის გამორეცხვა, რეკომენდებულია სორბენტის გამოყენება. უნდა იქნას გამოყენებული ზომები, რომლებიც მიმართული იქნება სასუნთქი, გულისა და სისხლძარღვების სისტემის მოქმედების მხარდასაჭერად. არ არის სასურველი ადრენალინის გამოყენება, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება. კრუნჩხვები შეიძლება შეჩერდეს დიაზეპამით, ექსტრაპირამიდული სიმპტომები კი ბიპერიდენით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ქიმიურად შეუთავსებადი კომბინაციები დადგენილი არ არის.

– კლოპიქსოლმა შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლის სედატიური მოქმედება, ბარბიტურატების და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ინჰიბიტორების მოქმედება.

– არ არის რეკომენდებული კლოპიქსოლის დანიშვნა გუანეტიდინთან და მსგავსი მოქმედების საშუალებებთან ერთად. რადგანაც ნეიროლეფსიურებმა შეიძლება შეამცირონ მათი ჰიპოტენზიური მოქმედება.

– კლოპიქსოლმა შეიძლება დააქვეითოს ლევოდოპისა და სხვა ადრენერგული საშუალებების მოქმედება,

– მეტოკლოპრამიდთან და პიპერაზინთან კომბინაცია კი ზრდის ექსტრაპირამიდული სიმპტომების გაზრდის საშიშროებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბ. 2 მგ – 2 წელი.

ტაბ 10 მგ, – 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

კლოპიქსოლ-აკუფაზი® – CLOPIXOL-ACUPHASE® – КЛОПИКСОЛ-АКУФАЗ®

საერთაშორისო დასახელება:

ZUCLOPENTHIXOL

მწარმოებელი: H.LUNDBECK, დანია

მოქმედი ნივთიერება: ზუკლოპენტიქსოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ზეთოვანი ხსნარი კუნთქვეშა შეყვანისათვის: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი ……………        50 მგ

საინექციო ზეთოვანი ხსნარი კუნთქვეშა შეყვანისათვის: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი …………..        50 მგ 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლოპიქსოლ-აკუფაზი წარმოადგენს ანტიფსიქოზურ (ნეიროლეფსიურ) საშუალებას, რომელიც ნაწარმოებია თიოქსანტენისგან.

ნეიროლეფსიური საშუალების ანტიფსიქოზურ მოქმედებას, როგორც წესი, უკავშირებენ დოფამინური რეცეპტორების ბლოკადას, რომელიც სავარაუდოდ იწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რომელშიც ჩართულია სხვა მედიატორული სისტემებიც.

კლოპიქსოლ-აკუფაზს გააჩნია გამოხატული ანტიფსიქოზური და სპეციფიკური შემაკავებელი მოქმედება. კლოპიქსოლ-აკუფაზმა შეიძლება გამოავლინოს გარდამავალ დოზაზე დამოკიდებული სედატიური ეფექტი. სედატიური ეფექტის სწრაფი განვითარება თერაპიის დასაწყისში (ანტიფსიქოზური მოქმედების დაწყებამდე) ძალიან ეფექტურია მწვავე ფსიქოზებისას. არასპეციფიკური სედატიური ეფექტი ვლინდება 2 საათის შემდეგ, აღწევს მაქსიმუმს დაახლოებით 8 საათის შემდეგ, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად მცირდება და სუსტი რჩება განმეორებითი ინექციებისას. ტოლერანტობა არასპეციფიკური სედატიური ეფექტის მიმართ მალე დგება. კლოპიქსოლის სპეციფიკური სედაციური მოქმედება განსაკუთრებით კარგ შედეგებს იწვევს ფსიქოზური ავადმყოფების მკურნალობისას, რომლებსაც აწუხეთ აჟიტაცია, მოუსვენრობა, აგრესიულბა.

კლოპიქსოლ-აკუფაზი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ფსიქოზების დაწყებითი მკურნალობისათვის გამწვავებულ ფაზაში და აგრეთვე მანიაკალური მდგომარეობების დროს. კლოპიქსოლ-აკუფაზის ერთჯერადი ინექცია უზრუნველჰყოფს  გამოხატული და სწრაფად შემცირებად ფსიქოზურ სიმპტომატიკას. ინექციის მოქმედების ხანგრძლივობაა 2-3 დღე. როგორც წესი საკმარისია ერთი ან ორი ინექცია, რის შემდეგადაც პაციენტი შეიძლება გადაყვანილ იქნას პერორალური საშუალებით მკურნალობაზე ან დეპო-ფორმებზე.

კლოპიქსოლ-აკუფაზი განსაკუთრებით ეფექტურია ფსიქოზით დაავადებული ავადმყოფების მკურნალობისას, რომელთაც აწუხებთ აჟიტაცია, მოუსვენრობა ან აგრესია.

ფარმაკოკინეტიკა:

ინექციის შეყვანის შემდეგ ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი პერმანენტურად იხსნება აქტიურ კომპონენტ ზუკლოპენტიქსოლად და ძმრისმჟავას წარმოქმნით.

სისხლის შრატში ზუკლოპენტიქსოლი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს ინექციის შემდეგ 24-48 საათში (საშუალოდ 36 საათში). შემდგომში კონცენტრაცია ნელ-ნელა კლებულობს  და ინექციის შემდეგ 3 დღეში უტოლდება მაქსიმალური კონცენტრაციის ერთ მესამედს. ზუკლოპენტიქსოლი უმნიშვნელოდ გაივლის პლაცენტარულ ბარიერს და მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ ნეიროლეფსიური აქტივობა და გამოიყოფიან, ძირითადად განავალთან, და ნაწილობრივ შარდთან ერთად.

ჩვენებები:

  • მწვავე ფსიქოზების მანიაკალური მდგომარეობებისა და გამწვავების ფაზაში ქრონიკული ფსიქოზების საწყისი მკურნალობისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

კლოპიქსოლ-აკუფაზი შეჰყავთ ღრმად კუნთებში საჯდომის არეში გარე ზემოთა ოთხკუთხედში. ადგილობრივად ადვილად შეითვისება. დოზირება უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.

კუნთებში ინექციის რეკომენდებული მოცულობა შეადგენს 1-3 მლ (50-150 მგ). აუცილებელობის შემთხვევაში განმეორებითი ინექციები უნდა ჩატარდეს 2-3 დღის ინტერვალით. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დაენიშნოს დამატებითი ინექცია 24-48 საათის შემდეგ პირველი ინექციიდან.

შემანარჩუნებელი თერაპია უნდა გაგრძელდეს კლოპიქსოლის პერორალური მიღებით ან კლოპიქსოლ დეპოს კუნთებში შეყვანით, შემდეგის გათვალისწინებით.

კლოპიქსოლით პერორალურ მკურნალობაზე გადასვლისას: კლოპიქსოლ-აკუფაზას ბოლო ინექციის შემდეგ (100 მგ-იანი ინექციები) 2-3 დღეში, პაციენტს უნდა დაენიშნოს ყოველდღიური 40 მგ-იანი დოზა, შეძლებისდაგვარად რამდენიმე მიღების შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 10-20 მგ-ით ყოველ 2-3 დღეში 75 მგ-მდე დღეში ან მეტით.

კლოპიქსოლ დეპოთი მკურნალობაზე გადასვლისას: კლოპიქსოლ-აკუფაზას ბოლო ინექციის შემდეგ (100 მგ-იანი ინექციები) უნდა იქნას შეყვანილი კლოპიქსოლ დეპოს, 200 მგ/მლ, 200-400 მგ (1-2 მლ). კლოპიქსოლ დეპოს განმეორებითი ინექციები უნდა განმეორდეს ყოველ 2 კვირაში. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია პრეპარატის უფრო დიდი დოზის გამოყენება ან ინტერვალების შემცირება.

კლოპიქსოლ-აკუფაზი და კლოპიქსოლ დეპო შეიძლება შევურიოთ ერთმანეთს ერთ შპრიცში და ნაერთი დაინიშნოს. როგორც ერთი ინექცია. კლოპიქსოლ დეპოს მომდევნო ინექციები და ინტერვალები ინექციებს შორის უნდა დაინიშნოს პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარება განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე. უმრავლეს  შემთხვევაში ისინი კორიგირდება დოზირების შემცირებით და/ან ანტიპარკინსონური პრეპარატების დანიშვნით. მაგრამ დასახელებული პრეპარატების რეგულარული პროფილაქტიკური გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ვეგეტატური ნერვული სისტემის მხრივ: შესაძლებელი სიმშრალე პირის ღრუში და აკომოდაციის დარღვევა. იშვიათად ადგილი აქვს შარდვის დარღვევებს.

გულისა და სისხლძარღვების სისტემის მხრივ: შესაძლებელია ორთოსტატური თავბრუსხვევა და ტაქიკარდია. ორთოსტატურ ჰიპოტენზიას იშვიათად აქვს ადგილი.

ღვიძლის მხრივ:   იშვიათად შეიმჩნევა მცირე ცვლილებები ღვიძლის სინჯებში.

უკუჩვენებები:

* ალკოჰოლით, ბარბიტურატებით და ოპიატებით მწვავე მოწამვლა, კომატოზური მდგომარეობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* კლოპიქსოლ-აკუფაზი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც აწუხებს კრუნჩხვითი სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი და გულისა და სისხლძარღვების დაავადებები.

* კლოპიქსოლ-აკუფაზმა შეიძლება იმოქმედოს ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ამიტომ თერაპიის დასაწყისში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იმ დრომდე, სანამ არ იქნება განსაზღვრული მკურნალობაზე პაციენტის რეაქცია.

* კლოპიქსოლ-აკუფაზის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ორსულობისას და ძუძუთი ბავშვის კვებისას.

* ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს) წარმოადგენს იშვიათ, მაგრამ შესაძლებელ გართულებას ლეტალური შედეგით ნეიროლეფსიური საშუალებების გამოყენებისას. ანს-ის ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდობა და ცნობიერების დარღვევა, რომლებსაც თან სდევს ვეგეტატური ნერვული სისტემის (ლაბილური არტერიული წნევა, ტაქიკარდია, გაძლიერებული ოფლიანობა), დისფუნქცია.

პრეპარატის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტის გარდა აუცილებელია გამოყენებულ იქნას სასიცოცხლო ფუნქციის ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები და სიმპტომატური მკურნალობა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ძილიანობა, ჰიპო- ან ჰიპერთერმია, ჰიპოტენზია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, შოკი, კომა.

მკურნალობა: სიმპტომატური და შემანარჩუნებელი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს კუჭის გამორეცხვა, რეკომენდებულია სორბენტის გამოყენება. უნდა იქნას გამოყენებული ზომები, რომლებიც მიმართული იქნება, სასუნთქი, გულის და სისხლძარღვების სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

არ არის სასურველი ადრენალინის გამოყენება, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება. კრუნჩხვები შეიძლება მოიხსნას დიაზეპამით, ექსტრაპირამიდული სიმპტომები კი ბიპერიდენით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– კლიპიქსოლ-აკუფაზმა შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლის სედატიური მოქმედება, ბარბიტურატების და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ინჰიბიტორების მოქმედება;

– არ არის რეკომენდებული კლოპიქსოლ-აკუფაზის დანიშვნა გუანეტიდინთან და მსგავსი მოქმედების საშუალებებთან ერთად, რადგანაც ნეიროლეფსიურებმა შეიძლება შეამცირონ მათი ჰიპოტენზიური მოქმედება.

– კლოპიქსოლ-აკუფაზმა შეიძლება დააქვეითოს ლევოდოპისა და სხვა ადრენერგული საშუალებების მოქმედება.

–  მეტოკლოპირამიდთან და პიპერაზინთან კომბინაცია კი ზრდის ექსტრაპირამიდული სიმპტომების გაზრდის საშიშროებას.

კლოპიქსოლ-აკუფაზი შეიძლება შეურიოთ კლოპიქსოლ დეპოს, რომელიც შეიცავს იმავე სახის ზეთს Viscoleo.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის მეთოდი – რეცეპტით.

 

კლოპიდონი – CLOPIDON – КЛОПИДОН

საერთაშორისო დასახელება:

კლოპიდოგრელი;
მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, ღია ვარდისფერი, შემოგარსული ტაბლეტი;

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

კლოპიდოგრელის ბისულფატს …………….. 75 მგ კლოპიდოგრელის ეკვივალენტურს;  
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი;
ტაბლეტის გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი წითელი (E 172 ).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი..

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლოპიდონი სელექტიურად აინჰიბირებს ადენოზინდიფოსფატის შეკავშირებას თრომბოციტების თანამოსახელე რეცეპტორებთან და GPIIბ/IIIა კომპლექსის აქტივობას ადენოზინდიფოსფატის ზემოქმედების ქვეშ, რაც იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას. კლოპიდოგრელი აგრეთვე აინჰიბირებს სხვა აგონისტებით გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას, რაც განპირობებულია გამოთავისუფლებული ადფ-ის მეშვეობით თრომბოციტების აქტივობის დათრგუნვით. ის შეუქცევადად უკავშირდება თრომბოციტის ადფ-რეცეპტორებს. აქედან გამომდინარე, ანტიაგრეგაციული ეფექტი გრძელდება თრომბოციტების სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში (7-10 დღე) და მათი ნორმალური ფუნქცია აღდგება მხოლოდ თრომბოციტების განახლების შემდგომ.
კლოპიდონის მიღების პირველივე დღიდან აღინიშნება თრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვნად დათრგუნვა. მკურნალობის მსვლელობაში პრეპარატის რეგულარულად მიღებისას მაინჰიბირებელი ეფექტი თანდათან ძლიერდება და აღწევს მაქსიმალურ შედეგს 3-7 დღის შემდეგ. თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის საშუალო დონე 75 მგ დღიური დოზის მიღებისას შეადგენს 40-60%-ს. მკურნალობის შეწყვეტიდან საშუალოდ 5 დღის შემდეგ თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო უბრუნდება საწყის დონეს. პრეპარატი აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს. ათეროსკლეროზული დაზიანებისას ხელს უშლის ათეროთრომბოზის განვითარებას პროცესის ლოკალიზაციისაგან დამოუკიდებლად (თავის ტვინის, გულის ან პერიფერიული სისხლძარღვები).

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა და განაწილება: კლოპიდონის განმეორებით მიღებისას დოზით 75 მგ კლოპიდოგრელი სწრაფად აბსორბირდება. თუმცა მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში საკმაოდ უმნიშვნელოა და მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგაც არ ისაზღვრება (0.025 მკგ/ლ). კლოპიდოგრელი  და მისი ძირითადი მეტაბოლიტი შექცევადად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (98% და 94% შესაბამისად).
მეტაბოლიზმი: კლოპიდოგრელი სწრაფად ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში. მისი ძირითადი მეტაბოლიტი არის კარბოქსილმჟავას წარმოებული, რომელიც  წარმოადგენს არააქტიურ მეტაბოლიტს და შეადგენს მოცირკულირე შენაერთის 85%-ს. კლოპიდონის 75 მგ დოზის განმეორებით მიღებებისას  მისი ძირითადი მეტაბოლიტის Cmax სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 3 მგ/ლ და აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ. 
კლოპიდოგრელის გამოყენებისას დოზით 50-150 მგ მისი ძირითადი მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკამ აჩვენა ხაზოვანი დამოკიდებულება. 
გამოყოფა: პრეპარატის მიღებული დოზის თითქმის 50% გამოიყოფა შარდით  და დაახლოებით 46% – განავალით 120 სთ-ის განმავლობაში.  
ერთჯერადად და განმეორებით მიღებისას ძირითადი ცირკულირებადი მეტაბოლიტის T1/2 შეადგენს 8 სთ-ს.
მძიმე ხარისხის თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში კლოპიდონის 75 მგ მიღების შემდეგ ძირითადი მეტაბოლიტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უფრო დაბალია (კრეატინის კლირენსი 5-15 მლ/წთ), ვიდრე საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობისას.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკისათვის, მათ შორის: 
– გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის (რამდენიმე დღიდან 35 დღემდე), იშემიური ინსულტის შემდგომ პერიოდში (7 დღიდან 6 თვემდე პერიოდი) ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადების დროს; 
– მწვავე კორონარული სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში ST სეგმენტის სიმაღლეში მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q – კბილის გარეშე), აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში; 
– მწვავე კორონარული სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში ST სეგმენტის სიმაღლეში მომატებით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი), აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში, რომლებსაც უტარდებათ მედიკამენტური მკურნალობა თრომბოლიზური თერაპიის შესაძლო გამოყენებით. 
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ერთხელ დღეში, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად, დოზით 75 მგ. მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში ST სეგმენტის სიმაღლეში მატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q – კბილის გარეშე) პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად, საწყისი დამტვირთველი დოზით 300 მგ, შემდგომში – ერთხელ დღეში 75 მგ-ის ოდენობით (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში დოზით 75-325 მგ დღეში). ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზით გამოყენება დაკავშირებულია სისხლდენის წარმოშობის საშიშროებასთან, რეკომენდებული დოზა უნდა იყოს არა უმეტეს 100 მგ-სა. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ფორმალურად დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები:
ზოგადი სიმპტომები: ტკივილი გულმკერდის არეში, გრიპის მსგავსი 
სიმპტომები, დაღლილობა, ასთენია;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, პარესთეზიები, კრუნჩხვა, ჰიპერესთეზია, ნევრალგია;
გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გენერალიზებული ან პერიფერიული შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გულის წასვლა, გაძლიერებული გულისცემა;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ზედა სასუნთქი გზების ანთება, ქოშინი, რინიტი, ბრონქიტი, ხველა, პნევმონია, სინუსიტი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გემოს შეგრძნების დარღვევა, კუჭის წყლულის პერფორაცია, ჰემორაგიული გასტრიტი, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰეპატიტი, ღვიძლის სტეატოზი; 
ძვალ–კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრალგია, ტკივილი ზურგის არეში, ართრიტი, ართროზი;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ანემია (აპლასტიური ან ჰიპოქრომული), აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია;
სისხლის შედედების სისტემის მხრივ: ექსტრავაზაცია, სისხლდენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საშარდე გზებიდან, ოპერაციის შემდგომი ჭრილობებიდან, ფილტვებიდან, სისხლიანი ხველა, სისხლჩაქცევა სახსრებში, თვალში, ქალაშიდა სისხლჩაქცევა, ჰემოთორაქსი, თრომბოციტოპენიური პურპურა;
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ეგზემა, კანის წყლულები, ბულოზური დერმატიტი, ერითემატოზური გამონაყარი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება; 
მხედველობის სისტემის მხრივ: კატარაქტა, კონიუნქტივიტი;
შარდ–სასქესო სისტემის მხრივ: შარდგამომყოფი გზების ინფექციები, ცისტიტი, მენორაგია;
სხვა: იშვიათად – მაღალი ტემპერატურა, სისხლის კრეატინინის მომატება.

უკუჩვენება:
* მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობა;
* მწვავე სისხლდენა (მაგალითად, პეპტიური წყლულისას ან ქალაშიდა სისხლჩაქცევისას) და დაავადებები, რომლებიც განაპირობებენ მის განვითარებას (კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული გამწვავების სტადიაში, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ტუბერკულოზი, ფილტვის სიმსივნე, ჰიპერფიბრინოლიზი); 
* ორსულობა;
* ლაქტაციის პერიოდი;
* ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე (გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის);
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისა და მასში შემავალი კომპონენტებისადმი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
– კლოპიდოგრელის და ვარფარინის ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან მომატებულია სისხლდენის რისკი. 
კლოპიდონის და გლიკოპროტეინ IIბ/IIIა ინჰიბიტორების ერთდროულად დანიშვნა მოითხოვს სიფრთხილეს.
– აცეტილსალიცილის მჟავა არ ცვლის კლოპიდოგრელის მაინჰიბირებელ ეფექტს თრომბოციტების ადფ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე, მაგრამ კლოპიდონი აძლიერებს აცეტილსალიცილის მოქმედებას თრომბოციტების კოლაგენ-მაინდუცირებელ აგრეგაციაზე. მათი ერთობლივი გამოყენებისას უნდა დავიცვათ სიფრთხილე. მხოლოდ მწვავე კორონარული სინდრომისას ST-სეგმენტის სიმაღლეში მომატების გარეშე რეკომენდებულია კლოპიდოგრელის და აცეტილსალიცილის მჟავას ხანგრძლივი ერთდროული გამოყენება (1 წლამდე). 
– კლოპიდონი ჰეპარინთან და სხვა თრომბოლიზურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას (არსებული კვლევითი მონაცემების მიხედვით) არ ცვლის არც ზოგად მოთხოვნილებას მათზე, არც მათ მოქმედებას სისხლის შედედების პროცესზე. ასევე არც ჰეპარინი არ ცვლის კლოპიდონის მაინჰიბირებელ ეფექტს. თუმცა ამ კომბინაციის უსაფრთხოება დღემდე დადგენილი არ არის, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე.
– კლოპიდოგრელის და ფიბრინ-სპეციფიკური ან ფიბრინ-არასპეციფიკური თრომბოლიზური პრეპარატების და ჰეპარინის ურთიერთქმედების უსაფრთხოება ერთობლივად გამოყენებისას შესწავლილი იქნა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში. კლინიკურად საყურადღებო სისხლდენის სიხშირე ანოლოგიურია იმისა, რომელიც აღინიშნება ამ პრეპარატების (თრომბოლიზური პრეპარატების და ჰეპარინის) აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროული გამოყენებისას.
– კლოპიდონის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას საჭიროა სიფრთხილე.
– კლოპიდოგრელის ატენოლოლთან, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის მაინჰიბირებელ პრეპარატებთან, სისხლში ქოლესტერინის დამწევ საშუალებებთან, ნიფედიპინთან, დიგოქსინთან, ფენობარბიტალთან, ციმეტიდინთან, ესტროგენებთან, თეოფილინთან ერთდროული გამოყენებისას კლინიკური ურთიერთქმედებები გამოვლენილი არ არის.
– კლოპიდონის ერთდროულად გამოყენებისას პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან იზოფერმენტის CYP2C9 მონაწილეობით (ფენიტოინი, ტოლბუტამინი), კლოპიდოგრელი აინჰიბირებს ამ ფერმენტის აქტივობას, ამიტომ შესაძლებელია აღნიშნული პრეპარატების კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.
– ანტაციდები არ ახდენენ გავლენას კლოპიდოგრელის შეწოვაზე.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: სისხლდენის დროის გახანგრძლივება და მის შედეგად გამოწვეული გართულებები.
მკურნალობა: სისხლდენის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი თერაპია. აუცილებლობისას გახანგრძლივებული სისხლდენისას სწრაფი კორექციისათვის რეკომენდებულია თრომბოციტური მასის გადასხმა. სფეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:
მონაცემების არარსებობის გამო კლოპიდონის დანიშვნა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.

გამოყენების თავისებურებები:
მკურნალობის პერიოდში სისხლდენისა და ჰემატოლოგიური გვერდითი ეფექტების გამოვლენისას საჭიროა ჰემოსტაზის მაჩვენებლების კონტროლი.
თუ კლოპიდონი მიიღება კომბინირებულად აცეტილსალიცილის მჟავასთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ჰეპარინთან, გლიკოპროტეინის IIბ/IIIა ინჰიბიტორთან ან ფიბრინოლიზურ საშუალებებთან, ასევე პაციენტებში სისხლდენის მომატებული საშიშროებით (ტრავმების, ქირურგიული ჩარევის და სხვა პათოლოგიური მდგომარეობებისას) სისხლის ანალიზი უნდა გაკეთდეს მკურნალობის პირველივე კვირის განმავლობაში.
ქირურგიული ჩარევის საჭიროებისას პაციენტი ვალდებულია აცნობოს მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს  კლოპიდოგრელის გამოყენების შესახებ და კლოპიდონით მკურნალობა უნდა შეწყდეს 7 დღით ადრე.

კლოპიდოგრელის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია თრომბოციტოპენიური პურპურის განვითარება, რომელიც ხასიათდება თრომბოციტოპენიით და მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემიით, ნევროლოგიური დარღვევებით, თირკმლების დისფუნქციით ან ჰიპერთერმიით.
თრომბოციტოპენიური პურპურა წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას, პლაზმაფერეზის ჩათვლით.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის (ST სეგმენტის სიმაღლის მომატებით) დროს კლოპიდოგრელით მკურნალობის დაწყება ინფარქტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.
მონაცემების არარსებობის გამო მწვავე იშემიური ინსულტის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
თირკმლების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში საკმარისი კვლევების არარსებობის გამო პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰემორაგიული დიათეზი.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

კლონიდინი – CLONIDINE – КЛОНИДИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი მიეკუთვნება ვაზომოტორული ცენტრების ტონუსის დამაქვეითებელ ანტიჰიპერტენზულ საშუალებას. იგი ახდენს გამოხატულ ჰიპოტენზიურ მოქმედებას, რომელიც განპირობებულია სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის, გულის შეკუშვის სიხშირის შემცირებით და მისი სისტოლური მოცულობის დაქვეითებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი რეალიზდება თავის ტვინის შემაკავებელი სტრუქტურის პოსტსინაფსური ალფა2-ადრენორეცეპტორების სტიმულაციით, სიმპათიკური  ნერვული სისტემის მედიატორის გამოყოფის შემცირებით და გულზე და სისხლძარღვებზე ეფერენტული სიმპათიკური იმპულსაციის მოქმედების დაქვეითებით. პრეპარატის ვენაში სწრაფი ინექციის დროს შესაძლებელია არტერიული წნევის ხანმოკლე მომატება, რომელიც განპირობებულია სისხლძარღვების პოსტსინაფსური ალფა1-ადრენორეცეპტორების სტიმულაციით. იგი ასევე ავლენს გამოხატულ სედატიურ მოქმედებას.

ჩვენებები

  • პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტონიის, ჰიპერტონული კრიზის სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად. იგი ინიშნება საწყისი დოზით 75 მკგ 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზას თანდათანობით ზრდიან საშუალო სადღეღამისო დოზამდე – 450-600 მკგ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 300 მკგ-ს, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო – 2.4 მგ. ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ცერებროვასკულური დარღვევები, ინიშნება საწყისი დოზით 37.5 მკგ 3-ჯერ დღეღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლიობა დგინდება ინდივიდუალურად, რომელიც საშუალოდ შეადგენს 1-2 თვეს. ჰიპერტონული კრიზის კუპირებისათვის კლონიდინი შეჰყავთ ვენაში ან კუნთებში დოზით 150 მკგ.

გვერდითი მოვლენები

პირის ღრუს სიმშრალე, ცხვირის სუნთქვის გაძნელება, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, ფსიქიური და მოტორული რეაქციების სიჩქარის შენელება. იშვიათად – ნევროზული მდგომარეობა, მოუსვენრობა, ყაბზობა, კუჭის წვენის სეკრეციის დაქვეითება, დეპრესია, ბრადიკარდია, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია. პრეპარატის ვენაში შეყვანისას შესაძლებელია ორთოსტატული ჰიპოტენზია.

უკუჩვენებები

* დეპრესია;

* თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი;

* პერიფერიული არტერიების მაობლიტირებელი დაავადებები;

გამოხატული სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

* II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;

*  პრეპარატისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენება;

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.

♦ პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზის განვითარება (მოხსნის სინდრომი).

♦ პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა შევიკავოთ იმ სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

♦ ორთოსტატული ჰიპოტენზიის პროფილაქტიკისათვის კლონიდინის ვენაში შეყვანის და მის შემდეგ 1.5-2 სთ-ის განმავლობაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს წოლით მდგომარეობაში.

Don`t copy text!