Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 571

კლონაზეპამი – CLONAZEPAM – КЛОНАЗЕПАМ

საერთაშორისო დასახელება:

CLONAZEPAM

მწარმოებელი: Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: კლონაზეპამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი ბენზოდიაზეპინის ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

კლონაზეპამი …………….      2 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს აქვს გამოხატული კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ასევე ცენტრალური მიორელაქსაციური, ანქსიოლიზური, სედატიური და საძილე მოქმედება. მოქმედების მექანიზმს განაპირობებს ცნს-ში გამა-ამინობუტირატის შემაკავებელი გავლენის გაძლიერება.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 80%. ნახევარგამოყოფის პერიოდი 23 საათია. გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • ბავშვთა და მოზარდთა ეპილეფსია (უპირატესად აკინეტიური, მიოკლონური, გენერალიზებული სუბმაქსიმალური გულყრა, საფეთქლის არისა და ფოკალური გულყრა);
  • პაროქსიზმული შიშის სინდრომები, შიშის მდგომარეობი ფობიების დროს, მაგალითად: აგორაფობია (არ ინიშნება 18 წლის ქვევით);
  • ფსიქომოტორული აგზნება რეაქტიული ფსიქოზების ფონზე.

მიღების წესი და დოზირება:

დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შერჩევა მკაცრადაა განსაზღვრული ექიმის მიერ. შესაბამისი თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მკურნალობის დაწყება მცირე დოზებით და შემდეგ თანდათანობით დოზის გაზრდა შესაბამისი თერაპიული ეფექტის მიღებამდე.

ეპილეფსია

მოზრდილები: საწყისი დოზა შეადგენს 1.5 მგ/დღე-ღამეში გაყოფილი 3 მიღებაზე. საჭიროა დოზის თანდათანობით გაზრდა 0.5-1 მგ-ით ყოველი 3 დღის შემდეგ. შემანარჩუნებელი დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად თითოეული ავადმყოფისათვის და დამოკიდებულია თერაპიულ ეფექტზე (ჩვეულებრივ 4-8 მგ/დღე-ღამეში 3-4 მიღებაზე).;

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ-ს.

ბავშვები: საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ/ დღე-ღამეში (0.5 მგ 2-ჯერ მიღებაზე), შეიძლება დოზის თანდათანობით გაზრდა 0.5 მგ-ით ყოველი 3 დღის შემდეგ დამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტის მიღწევამდე.

შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა შეადგენს:

0-დან 1 წლამდე – 0.5-1 მგ;

1-დან 5 წლამდე – 1-3 მგ;

5-დან 1- წლამდე – 3-6 მგ.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებში შეადგენს 0.2 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში.

პაროქსიზმული შიშის სინდრომი:

მოზრდილები: საშუალო დოზა შეადგენს 1 მგ/დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 4 მგ.

ბავშვები: პაროქსიზმული შიშის სინდრომის დროს 18 წლამდე ასაკის ბავშვებში კლონაზეპამის მიღების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

  • ხანშიშესულ ავადმყოფებში (65 წლის ზევით) აუცილებელია სიფრთხილე კლონაზეპამის მიღებისას. წონასწორობის დარღვევისა და დაქვეითებული მამოძრავებელი უნარის მქონე ავადმყოფებში რეკომენდებულია დოზის შემცირება.
  • ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევისას აუცილებელია კლონაზეპამი დაინიშნოს სიფრთხილით. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
  • სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ავადმყოფებში კლონაზეპამმა შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანის სეკრეციის გაძლიერება და სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვა. ამის გამო აუცილებელია სიფრთხილე კლონაზეპამის დანიშვნისას.

არ შეიძლება პრეპარატის უეცარი მოხსნა, ყოველთვის აუცილებელია დოზის თანდათანობით შემცირება ექიმის კონტროლით.

პრეპარატის უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, ხასიათის ცვლილება, ფსიქიური დარღვევები. განსაკუთრებით საშიშია ხანგრძლივი ან მაღალი დოზით მიმდინარე თერაპიის უეცარი შეწყვეტა, ამ დროს მოხსნის სინდრომი უფრო მკვეთრად არის გამოხატული. კლონაზეპამის ხანგრძლივი გამოყენებისას ვითარდება ტოლერანტობა პრეპარატის მიმართ.

ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა სისხლის პერიოდული გამოკვლევები, ღვიძლის ფუნქციური სინჯები. კლონაზეპამით მკურნალობისას და მკურნალობის დამთავრებიდან 3 დღის განმავლობაში იკრძალება ალკოჰოლის მიღება.

გვერდითი მოვლენები:

– კლონაზეპამით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ხშირი არასასურველი ეფექტები: ძილიანობა, თავბრუსხვევა, მოძრაობის კოორდინაციის მოშლა, დაღლილობა;

– მეხსიერების დაქვეითება, ნერვული აღგზნებადობა, დეპრესია, ზემო სასუნთქი გზების კატარალური ანთება, ნერწყვის სეკრეციის იმომატება;

– იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს: მეტყველების მოშლა, ათვისების უნარის დაქვეითება, ემოციური ლაბილობა, ლიბიდოს დაქვეითება, დეზორიენტაცია, ყაბზობა, მუცელში ტკივილები, მადის დაქვეითება, კანის ალერგიული რეაქციები, კუნთოვანი ტკივილები, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ხშირი შარდვა, მხედველობის დარღვევა, ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის ტრანსამინაზების (ალატი და ასპატი) და ტუტე ფოსფატაზების მომატება;

– პარადოქსული რეაქციები: ფსიქომოტორული აღგზნებადობა, უძილობა.

პარადოქსული გამოვლინებებისას საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყდეს მკურნალობა.

– კლონაზეპამის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ წამლის უეცარი მოხსნისას ვითარდება წამლისმიერი დამოკიდებულება და აბსტინენციის სინდრომი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნრობელობა ბენზოდიაზეპინების მიმართ;

* სუნთქვის ცენტრალური დარღვევები და სხვადასხვა გენეზის სუნთქვის უკმარისობის მძიმე ფორმები;

* გლაუკომოს დახურულკუთხოვანი ფორმა;

* მიასთენია;

* ცნობიერების დარღვევა;

* ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის მიღება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ სიტუაციაში, როცა დედის მხრიდან არის მისი დანიშვნის აბსოლუტური ჩვენება, ხოლო სხვა უფრო უსაფრთხო ალტერნატიული პრეპარატის გამოყენება ვერ ხერხდება ან უკუნაჩვენებია. კლონაზეპამით მკურნალობისის აუცილებელია თავის შეკავება ძუძუთი კვებისაგან.

განსაკუთრებული მითითებები:

* მკურნალობის პროცესში და პრეპარატის მოხსნიდან 3 დღის განმავლობაში  არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, გაურკვეელი მეტყველება, მძიმე შემთხვევებისას – ცნობიერების დარღვევა და კომა.

სიცოცხლისათვის საშიშია: კლონაზეპამის მოხმარება ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების მქონე სხვა პრეპარტებთან და ალკოჰოლთან ერთად. მწვავე მოწამვლისას საჭიროა ღებინების პროვოცირება, კუჭის ამორეცხვა.

ჰიპერდოზირებისას მკურნალობა სიმპტომურია:   სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი (სუნთქვა, პულსი, არტერიული წნევა).

სპეციფიკურ ანტიდოტს წარმოადგენს ფლუმაზენილი (ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების ანტაგონისტი).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– კლონაზეპამის დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ს ზე აძლიერებს ყველა მსგავსი მოქმედების მქონე პრეპარატი: საძილე (ბარბიტურატები), ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური პრეპარატები, ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ნარკოტიკული ანალგეტიკები.

– მსგავსი მოქმედება გააჩნია ეთილის სპირტს. კლონაზეპამით მკურნალობისას ალკოჰოლის გამოყენებამ გარდა ცნს-ზე სუმირებული დამთრგუნველი ზემოქმედებისა შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული რეაქციები: ფსიქომოტორული აღგზნება, აგრესიული ქცევა ან პათოლოგიური თრობის მდგომარეობა.

პათოლოგიური თრობა არ არის დამოკიდებული ალკოჰოლის დოზაზე და სახეობაზე.

– კლონაზეპამი აძლიერებს იმ პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც ამცირებენ ჩონჩხის კუნთების ტონუსს.

– თამბაქოს მოხმარებისას მცირდება კლონაზეპამის ეფექტი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

კლომიფენი – CLOMIFENE – КЛОМИФЕН

საერთაშორისო დასახელება:

CLOMIFENE

მწარმოებელი: CP Pharmaceuticals Ltd Wrexham UK

მოქმედი ნივთიერება: კლომიფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიესტროგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

კლომიფენი ………………. 50 მგ

 

ვრცლად კლოსტილბეგიტი

კლომეზოლი ვაგინალური სუპოზიტორია – CLOMEZOL Vaginal suppositories – КЛОМЕЗОЛ Суппозитории вагинальные

აქტიური ნივთიერება:

Clotrimazole, Metronidazole, Neomycin Sulfate

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური სანთლები, თეთრი ან თეთრი მოყვითალო ფერით.

მეტრონიდაზოლი ……………….. 500მგ

კლოტრიმაზოლი …………………. 150მგ

ნეომიცინის სულფატი ………… 200მგ

დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი – 80, ადიპინის მჟავა, ლაურილსულფატი, ვაზელინის ზეთი, ნახევრად სინთეტური  გლიცერიდები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი, ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპროტოზოული მოქმედებით, რაც განპირობებულია შემადგენელი კომპონენტებით. პრეპარატის შემადგენლობა შერჩეულია ისე, რომ საიმედოდ მოხდეს ქალის სასქესო გზების დაავადებების მრავალი ცნობილი გამომწვევის ზრდისა და გამრავლების დათრგუნვა. პრეპარატი უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება საშოს ლორწოვანიდან და არ ახდენს მნიშვნელოვან სისტემურ ზემოქმედებას ორგანიზმზე.

ჩვენებები:

  • ვაგინიტები ბაქტერიალური, ტრიხომონადული, სოკოვანი ან შერეული ეთიოლოგიის;
  • საშოს სუპერინფექციის პროფილაქტიკა კორტიკოსტეროიდებით, იმუნოსუპრესორებით, ციტოსტატიკებით, ანტიბიოტიკებით მკურნალობისას; ინვაზიური პროცედურების ჩატარებამდე ან მის შემდეგ და გინეკოლოგიური ოპერაციებისას (აბორტი,  საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, ჰისტეროგრაფია, ენდომეტრიუმის ბიოფსია, საშოსშიგა სპირალის ჩადგმა).

მიღების წესი და დოზირება:

სანთელს ათავისუფლებენ კონტურული შეფუთვიდან და საშოში შეყავთ ღრმად მწოლიარე მდგომარეობაში.

მოზრდილებში მწვავე ვაგინიტისას – თითო სანთელი 2–ჯერ დღეში (დილით და საღამთი), 1–2 დღის მანძილზე, შემდეგ თითო სანთელი საღამოთი 6–8 დღის მანძილზე.

ქრონიკული ვაგინიტისას – თითო სანთელი საღამოთი 8–10 დღის მანძილზე. პროფილაქტიკისათვის – 1 სანთელი საღამოთი 7–10 დღის მანძილზე.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი.

ჭარბი დოზირება:

არ არის ცნობები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას.

დექსამეტაზონი მაღალ დოზებში თრგუნავს კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და სულფანილამიდები იწვევენ პრეპარატის მოქმედების პოტენცირებას.

მკურნალობისას უკუნაჩვენებია ალკოჰოლური სასმელები.

ორსულობა და ლაქტაცია:

სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვაზე და პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებაზე:

არ ახდენს გავლენას.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, 15–250 C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშული ვადის გასვლის შემდეგ.

კლოვირექსი – KLOVIREX – КЛОВИРЕКС

საერთაშორისო დასახელება:

ACICLOVIR

მწარმოებელი: MUSTAFA NEVAZAT ILACH SANAYI

მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული (შიდს-ის გარდა) საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

აციკლოვირი ………. 200 მგ

 

ვრცლად ზოვირაქსი

კლოვეიტი 0,5მგ მალამო – CLOVATE 0,5 mg oinment – КЛОВЕЙТ 0,5 г мазь

საერთაშორისო დასახელება:

CLOBETASOL

მწარმოებელი: Jelfa S.A. პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: კლობეტაზოლის პროპიონატი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო 0.05%: ტუბში 25 გ

1 გ

კლობეტაზოლის პროპიონატი …………    500 მკგ

ვრცლად დერმოვეიტი

კლოდიფენი თვალის წვეთები – CLODIFEN EYE DROPS – КЛОДИФЕН ГЛАЗНЫЕ КАПЛИ

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, აშშ

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები: საწვეთურიანი ფლაკონი 5 მლ

1 მლ

ნატრიუმის დიკლოფენაკი ………  1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

თიომერსალი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ბორატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლოდიფენის თვალის წვეთები შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმის – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება გააჩნია.

დიკლოფენაკის მოქმედების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს გავლენა არაქიდონის მჟავას ცვლაზე და პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ანთებისა და ტკივლის პათოგენეზში. ადგილობრივი გამოყენებისას იგი ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს არაინფექციური ეტიოლოგიის ანთებითი პროცესების დროს.

ჩვენებები:

  • მიოზის ინჰიბირება კატარაქტის გამო ჩატარებული ოპერაციის დროს;
  • ანთებითი პროცესები კატარაქტის გამო ოპერაციისა და თვალის კაკალზე სხვა ქირურგიული ჩარევების შემდეგ;
  • ცისტოიდური მაკულური შეშუპების პროფილაქტიკა ოპერაციამდე და მის შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია ბროლის ამოღებასთან და ხელოვნური ინტრაოკულური ლინზის იმპლანტაციასთან;
  • თვალის წინა კამერის არაინფექციური ბუნების ანთებითი პროცესები (ქრონიკული არაინფექციური კონიუნქტივიტი);
  • პოსტტრავმული ანთებითი პროცესები თვალის კაკლის გამჭოლი და არაგამჭოლი ჭრილობების დროს (როგორც დამატება ადგილობრივი ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიასთან).

მიღების წესი და დოზირება:

ოპერაციის წინ მიოზის განვითარების პროფილაქტიკისათვის: 1 წვეთი კლოდიფენი 5-ჯერ 3 საათის განმავლობაში.

ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა ოპერაცის შემდგომ პერიოდში: 1 წვეთი 3-ჯერ ოპერაციის დასრულებისთანავე, შემდეგ 1 წვეთი 3-5-ჯერ დღეში მკურნალობისათვის საჭირო დროის განმავლობაში.

სხვა ჩვენებები: 1 წვეთი 4-5-ჯერ დღეში მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით; ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება მხოლოდ ჩვენებათა საგულდაგულოდ შემოწმებისა და ოფთალმოლოგიურ გამოკვლევის შემდეგ შეიძლება. როგორც წესი, თვალის წვეთები კლოდიფენი რამდენიმე კვირაზე ხანგრძლივად არ გამოიყენება. ხანგრძლივი გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით შეიძლება.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შემდეგი არასასურველი ეფექტები აღინიშნება: მსუბუქი წვა და/ან მხედველობის სიმახვილის დროებითი დაქვეითება უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ, ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის დიკლოფენაკზე.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკ ნატრიუმის მიმართ.

* როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმეგდო საშუალებები, კლოდიფენი თვალის წვეთები უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებშიც აცეტილსალიცილის მჟავა და ციკლოოქსიგენაზის სხვა ინჰიბიტორები, მათ შორის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ახდენენ ბრონქული ასთმის შეტევების განვითარების, ურტიკარული გამონაყარის ან მწვავე რინიტის გამოვლინების პროვოცირებას.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის დროს ნატრიუმის დიკლოფენაკის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს, მისი გამოყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები:

* კლოდიფენის თვალის წვეთების გამოყენებამდე აუცილებელია საკონტაქტო ლინზების მოხსნა და მათი ხელახლა გაკეთება მხოლოდ 30 წუთის გასვლის შემდეგ.

* ინფექციის არსებობის ან მისი განვითარების შესაძლებლობის შემთხვევაში იმავდროულად უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა (მაგალითად, ანტიბიოტიკები).

* კლოდიფენის თვალის წვეთების ინსტილაციის შემდეგ, მხედველობის სიმახვილე შესაძლოა დროებით დაქვეითდეს, ამიტომ მანქანის ტარება ან მექანიზმებთან მუშაობა 10-15 წუთის განმავლობაში კლოდიფენის თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

საჭიროების შემთხვევაში, კლინიკური ჩვენებების არსებობისას, შეიძლება კლოდიფენის თვალის წვეთების კომბინირება გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველ თვალის წვეთებთან. ამ დროს აპლიკაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არა ნაკლები 5 წუთისა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ფლაკონის გახსნიდან პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

კლოდიფენი – CLODIFEN – КЛОДИФЕН

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, აშშ

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 3 მლ., შეფუთვაში 5 ც.

1 ამპ.

ნატრიუმის დიკლოფენაკი ……     75 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ბენზილის სპირტი, მანიტოლი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიკლოფენაკი მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.

დიკლოფენაკის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინებისა და ანთების გამომწვევი სხვა ფაქტორების სინთეზის დათრგუნვასთან. სახსროვანი სინდრომისას დიკლოფენაკი ხსნის ანთებასა და ტკივილს, ამცირებს დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას.

ჩვენებები:

კლოდიფენი – საინექციო ხსნარი – გამოიყენება მწვავე, ძლიერი ტკივილის სინდრომების დროს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  • ხერხემლისა და სახსრების ანთებით-დეგენერაციული დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი – ბეხტერევის დაავადება, სპონდილოართრიტები, სპონდილოართროზები, ოსტეოართროზი);
  • ტკივილის სინდრომები ხერხემლის მხრივ;
  • სახსრისირგვლივი რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებები;
  • მწვავე პოდაგრული ართრიტი;
  • პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილი ანთებისა და შეშუპების თანხლებით;
  • შაკიკი;
  • თირკმლის და ნაღვლის კოლიკა.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას, ადგენს მკურნალი ექიმი მდგომარეობის სირთულისა და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებების გათვალისწინებით.

კლოდიფენის ხსნარი კუნთებში ინექციისათვის: ჩვეულებრივ, მკურნალობის დასაწყისში გამოიყენება ერთჯერადად დოზით 75 მგ (1 ამპულა), ან მაქსიმალურად 150 მგ (2 ამპულა) დღე-ღამეში მხოლოდ მოზრდილებში იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია სწრაფი თერაპიული ეფექტის მიღება. ჩვეულებრივ, კლოდიფენის ინექციები ინიშნება 1-5 დღის განმავლობაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტები დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. მიღებული დოზის სიდიდეზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ ვითარდება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, იშვიათად აღინიშნება უმადობა, სპაზმები მუცლის არეში, მუცლის გადავსების შეგრძნება, წყლულის განვითარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც იშვიათ შემთხვევაში იწვევს სისხლიანი განავლის სპონტანურ წარმოქმნას;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:

ზოგჯერ – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად ძილის დარღვევა, აგზნებადობა.

კანის მხრივ: იშვიათად აღინიშნება ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. ინექციების ადგილებში შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი გვერდითი ეფექტები (წვის შეგრძნება).

თირკმელების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია, ჰემატურია და თირკმელების დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი,  ნეფროზული სინდრომი). ამიტომ აუცილებელია თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

ღვიძლის მხრივ: ზოგჯერ ადგილი აქვს შრატში ტრანსამინაზების დონის მომატებას. ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

სისხლის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.

შესაძლოა აღინიშნოს დიკლოფენაკის მიმართ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შემდეგი სიმპტომების სახით: სახის, ენის და ყელის შეშუპება, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის მაჩვენებლების მომატება.

უკუჩვენებები:

* დიფლოკენაკის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

* ორსულობის III ტრიმესტრი;

* 18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

კლოდიფენის გამოყენება შესაძლებელია ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებისას:

* ინდუცირებული პორფირია;

* ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრი;

* ძუძუთი კვების პერიოდი;

ექიმის კონტროლი განსაკუთრებით საჭიროა:

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების და/ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებით-წყლულოვანი დაავადებების დროს (წყლულოვანი კოლიტები, კრონის დაავადება) ანამნეზში;

* თირკმლის დაავადების მქონე ავადმყოფებში;

* გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის დროს;

* ასაკოვან პაციენტებში;

* უშუალოდ მძიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ; დიდი სიფრთხილით კლოდიფენი შეიძლება გამოყენებულ იქნას ასთმით დაავადებულებში, ალერგიული („თივის“) სურდოს, ცხვირის ლორწოვანის პოლიპების დროს, ასევე აასს-ის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში, რომელთაც გააჩნიათ ასთმის შეტევის, კვინკეს შეშუპების და ჭინჭრის ციების წარმოქმნის საშიშროება.

* იმის გამო, რომ კლოდიფენის დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრსუხვევა და დაღლილობის შეგრძნება, ცალკეულ შემთხვევებში ირღვევა ავტომობილის მართვის უნარი. ეს მოვლენები ძლიერდება პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებისას კლოდიფენისათვის დამახასიათებელი ტიპიური კლინიკური სურათი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კლოდიფენის და შემდეგი პრეპარატების ერთდროული მიღებისას:

– დიგოქსინის, ფენიტოინის ან ლითიუმის შემცველი პრეპატების გამოყენებისას შეიძლება დაქვეითდეს პლაზმაში ამ სამკურნალო საშუალებების დონე;

– დიურეტიკებისა და ჰიპოტენზიური საშუალებების გამოყენებისას შეიძლება შესუსტდეს მათი ეფექტი;

– კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან კომბინირებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია;

– სხვა აასს და გლუკოკორტიკოიდების გამოყენებისას მატულობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების წარმოქმნის რისკი, – აცეტილსალიცილის მჟავის გამოყენებისას ქვეითდება სისხლში დიკლოფენაკის კონცენტრაციის დონე;

– ციკლოსპორინის გამოყენებისას შესაძლოა მოიმატოს ამ უკანასკნელის ტოქსიურმა ზემოქმედებამ თირკმელებზე;

– ანტიდიაბეტური საშუალებების გამოყენებისას შესაძლოა განვითარდევს ჰიპო- და ჰიპერგლიკემია. პრეპარატების ასეთი კომბინაციის დროს აუცილებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი;

– მეტოტრექსატის მიღებამდე 24 საათით ადრე ან გვიან შეიძლება გაიზარდოს მეტოტრექსატის კონცენტრაცია და გაძლიერდეს მისი ტოქსიური ზემოქმედება;

– ანტიკოაგულანტების გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შედედების რეგულარული კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

კლიონი – KLION – КЛИОН

საერთაშორისო დასახელება:

METRONIDAZOLE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული. ანტიმიკოზური ადგილობრივი გამოყენების საშუალება გინეკოლოგიაში

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი 0,5%: ფლაკონში 100 მლ, შეფუთვაში 1 და 10 ც.

1 მლ 1 ფლ.

მეტრონიდაზოლი ………………….   5 მგ 500 მგ

 

ვრცლად მეტრონიდაზოლი

კლიონ დ 100 – KLION D100 – КЛИОН D100

საერთაშორისო დასახელება:

METRONIDAZOLE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული. ანტიმიკოზური ადგილობრივი გამოყენების საშუალება გინეკოლოგიაში

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მეტრონიდაზოლი ……………..   100 მგ

მიკონაზოლის ნიტრატი ……….  100 მგ

 

ვრცლად ტრიხოპოლი

კლინდაცინ T – CLINDAMICIN T – КЛИНДАМИЦИН T

საერთაშორისო დასახელება:

CLINDAMYCIN

მწარმოებელი: Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: კლინდამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი 1%: ტუბში 30 გ

1 გ

კლინდამიცინი (ფოსფატის სახით) ………..         10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, იზოპროპანოლი, გასუფთავებული წყალი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლინდამიცინი ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია. ახდენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას, თუმცა მაღალ კონცენტრაციებში ავლენს ბაქტერიოციდულ ეფექტს. პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. In vitro პირობებში კლინდამიცინი ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:

გრამდადებითი ბაქტერიები: Staphilococcus aureus, Staphilococcus epidermidis, Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Streptococcus durans, Streptococcus bovis. clostridium tetani, Clostridium perfringens, clostridium diphteriae (არსებობს მდგადი შტამები).

გრამდადებითი ანაერობული ბაქტერიები: Peptococcus sp., Peptostreptococcus sp., Eubacterium sp., Propionibacterium sp., Bifidobacterium sp., Lactobacillus sp.

გრამუარყოფითიბაქტერიები: ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების უმეტესობა მგრძნობიარეა კლინდამიცინის მიმართ, ამავდროულად აერობული გრამუარყოფითი ბაქტიერები, როგორც წესი, მდგრადნი არიან.

უმარტივესები: Plasmidium vivax, Toxoplasma gondii, Pneumocystis carini.

პაციენტთა უმრავლესობაში, პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას კლინდამიცინი შრატსა და შარდში არ განისაზღვრება.

ჩვენებები:

  • Propionibacterium acnes  გამოწვეული ჩვეულებრივი ფერიმჭამელა, ასევე კანის სხვა ინფექციები, გამოწვეული კლინდამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის გამოყენება აუცილებელია ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: პრეპარატის კლინდაცინ T-ს გელი თხელ ფენად დაიტანება დასნებოვნებულ მონაკვეთებზე დღეში 2-ჯერ. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა, დაახლოებით 4-8 კვირას შეადგენს.

12 წლამდე ასაკის ბავშვები: კლინდაცინ T-ს გელის გამოყენების უსაფრთხოება განსაზღვრული არ არის.

ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმულ პაციენტებში აუცილებლობას არ წარმოადგენს დოზირების ცვლილება.

დოზირება თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში: პრეპარატის გამოყენებისას ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით პრეპარატის დოზირების შეცვლა საჭირო არ არის.

იმ შემთხვევაში თუ პაციენტს პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი, ან სუსტი ეჩვენება, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

ნებისმიერი სხვა პრეპარატის მსგავსად კლინდაცინ T-ს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა:

– კანის გაღიზიანება, ქავილი, წვა, ერითემა პრეპარატის წასმის ადგილას, კონტაქტური ალერგიული დერმატიტი იშვიათად გამოვლინდა.

– იშვიათად მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დისპეფსიური სიმპტომები.

– დიარეის, ფსევდომემბრანული კოლიტის, მუცლის ტკივილის, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევების გამოვლინების შესაძლებლობა ადგილობრივი გამოყენებისას სპორადიულად აღინიშნება.

– სანერწყვე ჯირკვლების ანთება, გამოწვეული გრამუარყოფითი ბაქტერიების მიერ, ადგილობრივი გამოყენებისას სპორადიულად აღინიშნება.

სხვა გვერდითი მოქმედებების განვითარებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები:

* ავადმყოფებში ჰიპერმგრძნობელობით კლინდამიცინის, ლინკომიცინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

* პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებისათვის კრონის დაავადებით, წყლულოვანი კოლიტით ან ანტიბიოტიკებით თერაპიის შემდგომი კოლიტით ანამნეზში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. კლინდაცინ T-ს ორსულებში დანიშვნა შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. კანის ზედაპირიდან პრეპარატის აბსორბციის შესაძლებლობის გამო, კლინდამიცინის დანიშვნა მეძუძური დედებისათვის არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები:

* კლინდაცინ T-ს გამოყენებამდე აუცილებელია თვალების, ლორწოვანი გარსების, ასევე დაზიანებული კანის დაცვა პრეპარატთან კონტაქტისაგან. შემთხვევით დაზიანებულ კანზე ან თვალების კონიუნქტივზე გელის მოხვედრისას უნდა მოხდეს ამ ადგილის ამორეცხვა დიდი რაოდენობით ოთახის ტემპერატურის წყლით.

* პრეპარატის მიმართ ალერგიის სიმპტომების (ქავილი, გამონაყარი) განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მისი მოხსნა.

* კლინდაცინ T გამოყენების შემდეგ კანის ადგილობრივი გაღიზიანების გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია მისი გამოყენების შეწყვეტა.

* კლინდამიცინი, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, კანის ზედაპირიდან სისხლში შეიწოვება სისტემური მოქმედების გამოწვევით, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება გამოიწვიოს დისბაქტერიოზის განვითარება (ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით). თუ პრეპარატის გამოყენების დროს განვითარდა დიარეა, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

* პრეპარატის გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთა მუშაობა: ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება გამოვლენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა. ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ოთახის ტემპერატურის წყლით გელის ჩამობანა და შემდეგ პრეპარატის რეკომენდებული რაოდენობის წასმა.

პრეპარატის, კლინდაცინ T-ს, დოზის გამოტოვება: თუ პრეპარატის გამოყენება არ მოხდა დანიშნულ დროს, ხოლო შემდეგ მიღებამდე საკმაოდ დიდი დროა, პრეპარატის გამოყენება აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად ან უნდა მოხდეს პრეპარატის რეგულარულად გამოყენება რეკომენდაციების შესაბამისად.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად დოზის გაორმაგება არ შეიძლება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს ბოლო ხანებში გამოყენებული პრეპარატების შესახებ, მათ შესახებაც კი, რომლებიც რეცეპტის გარეშე გაიცემა.

კუნთების ტონუსის შემამცირებელ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას კლინდამიცინს შეუძლია მათი მოქმედების პოტენცირება. მათი ერთად გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

Don`t copy text!