Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 572

კლინდამიცინი – CLINDAMYCIN – КЛИНДАМИЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბიოტიკი ლინკოზამინების ჯგუფიდან. თერაპევტულ დოზებში მიკრობულ უჯრედზე ბაქტერიოსტატიკურად მოქმედებს; მისი ზეგავლენით უჯრედში ცილის სინთეზი ირღვევა. გამოირჩევა ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედებით გრამდადებით მიკროორგანიზმებზე, როგორიცაა: აერობული კოკები -Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis – მათ შორის პენიცილინაზას პროდუცენტი შტამებიც ?Streptococcus spp., Streptococcus pneumoniae ჩათვლით (Enterococcus faecalis გარდა); აერობული არასპორწარმომქმნელი ბაქტერიები – Corynebacterium diptheriae ანაერობული სპორწარმომქმნელი ბაქტერიები – Clostridium spp; კლინდამიცინი აქტიურია ზოგიერთი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართაც, როგორიცაა: ანაერობული სპორწარმომქნელი ბაქტერიები -Bacteroides spp., Fusobacterium spp.,  და აგრეთვე Mycoplasma spp. კლინდამიცინი არ მოქმედებს სოკოებზე ვირუსებზე უმარტივესებზე (ტოქსოპლაზმების გარდა).

კლინდამიცინისადმი მდგრადობა მიკროორგანიზმებში მნიშვნელოვანი დაყოვნებით ვითარდება (სხვა ანტიბიოტიკებთან შედარებით).

ჩვენებები

სისტემური გამოყენებისათვის: კლინდამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მათ შორის –

  • პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა, ოსტეომიელიტი, ენდომეტრიტი, ადნექსიტი, პერიტონიტი;
  • ჩირქოვანი ინფექცია კანში, რბილ ქსოვილებსა და ჭრილობებში; პერიტონიტისა და აბსცესების პროფილაქტიკა მუცლის ღრუში ნაწლავების ტრავმისა ან პერფორაციის შემთხვევაში (ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში);
  • როგორც სარეზერვო ანტიბიოტიკი პენიცილინისადმი მდგრად სტაფილოკოკებისა და სხვა გრამდადებითი მიკროორგანიზმების რეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში.

ადგილობრივი გამოყენებისათვის:

  • კლინდამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინოზები.
  • გარეგანი გამოყენებისათვის ჩვეულებრივი ფერიჭამია.

დოზირების რეჟიმი

ინდივიდუალურია. ზრდასრულებში შიგნით მისაღები დოზაა 150-450 მგ 4-ჯერ დღეღამეში.

– კუნთებში – 1.2-2.7 გ/დღეღამეში, განაწილებული 3-4 შეყვანაზე; მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 4.8 გ.

– კუნთებში ინექციით ერთჯერადად 600 მგ-ზე მეტი დოზის შეყვანა არაა რეკომენდებული.

– ვენაში წვეთოვანი გადასხმით 600-900 მგ შეყავთ; ვენაში შესაყვანი მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 1,2 გ, ხოლო გადასხმის სიჩქარე არაუმეტეს 30 მგ/წუთში. მკურნალობის კურსი 10-14 დღეა.

– შიგნით მისაღები დოზა 1 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის დღეღამეში 8-25 მგ/კგ-მდეა 3-4 მიღებაზე განაწილებული.

– ბავშვებს, რომელთა სხეულის წონა 10 კგ-მდეა, უნიშნავენ 37.5 მგ 3-ჯერ დღეღამეში.

– პარენტერალურად ახალშობილებში შეჰყავთ 15-20 მგ/კგ დღე-ღამეში; 1 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 20-40 მგ/კგ დღეღამეში 3-4 მიღებაზე განაწილებული.

ინტრავაგინალურად თითო დოზა შეყავთ ძილის წინ, მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღე.

გარეგანი დანიშნულებით – დაზიანებული ზედაპირი იფარება პრეპარატით 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცელში, ფაღარათი. შიგნით მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ეზოფაგიტის მოვლენები; იშვიათად – შექცევადი ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია; თირკმლის ფუნქციის მოშლა, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის დროებითი მატება. მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღების შედეგად ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარებაა მოსალოდნელი.

უიშვიათესად – ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ექსფოლიატიური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება, ცხელება; აღწერილია ანაფილაქსიური შოკის ერთეული შემთხვევებიც).

ვენაში მაღალ დოზებში შეყვანის შედეგად მოსალოდნელია ფლებიტის განვითარება. ვენაში სწრაფმა შეყვანამ შეიძლება არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუ და ზოგადი სისუსტე გამოიწვიოს, ხოლო კუნთებში შეყვანამ – ინფილტრატი, აბსცესები.

ადგილობრივი ხმარების შედეგად მოსალოდნელია ცერვიციტი, ვაგინიტი ან ვულვოვაგინალური გაღიზიანება.

გარეგანმა ხმარებამ შეიძლება ადგილობრივი გაღიზიანება და კონტაქტური დერმატიტი გამოიწვიოს. შეზღუდული სისტემური აბსორბციის გამო შესაძლებელია სისტემური გვერდითი მოვლენებიც განვითარდეს, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი.

უკუჩვენებები

ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებში მკვეთრი გადახრები, ორსულობა, ლაქტაცია, ჭარბი მგრძნობელობა კლინდამიცინისა ან ლინკომიცინისადმი.

განსაკუთრებული მითითებები

♦ სიფრთხილით იყენებენ ანამნეზში მითითებული კუჭ-ნაწლავის არხის დაავადებათა შემთხვევაში;

♦ ფსევდომემბრანოზული კოლიტი შეიძლება განვითარდეს როგორც კლინდამიცინით მკურნალობის პროცესში, ისე მკურნალობის დამთავრებიდან 2-3 კვირის შემდეგაც.

♦ ნაწლავის პერისტალტიკის შემაკავებული პრეპარატების მიღება დაუშვებელია.

♦ კლინდამიცინი ბენზილის სპირტს შეიცავს, რომელმაც უდღეურ ბავშვებში შეიძლება შეხუთვის სინდრომი და შედეგად – სიკვდილიც გამოიწვიოს.

♦ არაა რეკომენდებული კლინდამიცინის გამოყენება ნერვ-კუნთოვანი გადაცემის შემაფერხებელ პრეპარატებთან ერთდროულად.

♦ ინტრავაგინალურად სხვა ინტრავაგინალურ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება არაა მიზანშეწონილი.

♦ ორსულობის პერიოდში კლინდამიცინის ვაგინალური კრემის გამოყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია დასაშვები.

კლინდამიცინი – CLINDAMICIN – КЛИНДАМИЦИН

საერთაშორისო დასახელება:

CLINDAMYCIN

მწარმოებელი: HEMOFARM D.D

მოქმედი ნივთიერება: კლინდამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 16 ც.

1 ტაბ.

კლინდამიცინი …………..     150 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 2 ც.

1 მლ 1 ამპ.

კლინდამიცინი ………….      150 მგ 300 მგ

 

ვრცლად კლინდამიცინი(დოზირება, მიღების წესი ინდივიდუალური)

კლიმონორმი – KLIMONORM – КЛИМОНОРМ

საერთაშორისო დასახელება:

ESTRADIOL VALERATE; LEVONORGESTREL

მწარმოებელი: JENAPHARM

მოქმედი ნივთიერება: ესტრადიოლის ვალერატი+ლევონორგესტრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ესტროგენისა და გესტაგენის შემცველი კომბინირებული პრეპარატი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 21 ც.

1 დრაჟე

ესტრადიოლის ვალერატი  …………     2 მგ

ლევონორგესტრელი          ………..   150 მკგ

 

ვრცლად კლიმონორმი

კლიმოდიენი – KLIMODIEN – КЛИМОДИЕН

საერთაშორისო დასახელება:

ESTRADIOLVALERATE; DIENOGEST

მწარმოებელი: SCHERING AG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ესტრადიოლის ვალერატი+დიენოგესტი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ესტროგენისა და გესტაგენის შემცველი კომბინირებული პრეპარატი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

ესტრადიოლის ვალერატი            ……………..2 მგ

დიენოგესტი              ……………………………2 მგ

დამხმარე ნითიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, საქაროზა, გლუკოზის ხსნარი, კალციუმის კარბონატი, პოვიდონი, მაკროგოლ 35000, კარნაუბის სანთელი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლიმოდიენი შეიცავს ესტროგენს ესტრადიოლ ვალერატის სახით, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნება ბუნებრივ 17-b-ესტრადიოლად და მძლავრ სინთეზურ გესტაგენსდიენოგესტად.  დიენოგესტი წარმოადგენს კარგად გამოხატული ანტიანდროგენული ეფექტის მქონე ნორტესტერონის ერთადერთ დერივატს.

ესტრადიოლ ვალერატი ქალის ორგანიზმში ავსებს მენოპაუზის პერიოდში ესტროგენებით გამოწვეულ დეფიციტს და ხელს უწყობს კლიმაქსის პერიოდში ფსიქოემოციური და ვეგეტატური სიმპტომების ეფექტური მკურნალობის პროცესს (როგორიცაა: ალები, გაძლიერებული ოფლდენა, ძილის დარღვევა, აგზნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი); კანისა და ლორწოვანი გარსების ინვოლუციები. განსაკუთრებით შარდსასქესო სისტემის ლორწოვანის (შარდის შეუკავებლობა), საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გაღიზიანება, ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს.

დიენოგესტი ხელს უშლის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას, საშოდან გამოწვეულ სისხლდენებს და ამცირებს მის ატროფიას.

კლიმოდიენის მიღება ხელს უწყობს სისხლში დაბალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეიდების კონცენტრაციის შემცირებას და მაღალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეიდების კონცენტრაციის ზრდას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად მატულობს მათ შორის თანაფარდობა. იგი იწვევს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას, რაც ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს ქალებში მენოპაუზის პერიოდში.

კლიმოდიენი შარდში ზრდის ვაზოდილატაციის მარკირების მაჩვენებლებს. ესტრადიოლ ვალერატის მონოთერაპიასთან კლიმოდიენის პირდაპირი შედარებით დადგინდა, რომ დიენოგესტი არ ამცირებს აღნიშნულ ეფექტს.

ესტრადიოლი ხელს უშლის ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული ძვლის მასის შემცირებას პოსტმენოპაუზის პერიოდში. იგი ძირითადად დაკავშირებულია ოსტეოკლასტების ფუნქციის დათრგუნვასთან და ძვალში მიმდინარე პროცესების რემოდელირებით ძვლის წარმოქმნასთან. კლიმოდიენის აღნიშნული ეფექტის დადასტურება წარმოებს ტუტე ფოსფატაზას, პირიდინოლინისა და დეზოქსიპირიდინოლინის ჯვარედინი კოლაგენური ჯგუფების ტიპის ძვლის სპეციფიკური მარკერების მაჩვენებლების განსაზღვრით.

კლინიკური გამოკვლევებით დადგენილია, პოსტმენოპაუზის პერიოდში უძილობით შეპყრობილ ქალებში, კლიმოდიენი აუმჯობესებს ძილს.

ფარმაკოკინეტიკა:

ესტრადიოლის ვალერტი

აბსორბცია: პერორალურად მიღებისას ესტრადიოლის ვალერატი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება. აბსორბციის დროს სტეროიდული ეთერი იშლება ესტრადიოლად და ვალერიანის მჟავად. შემდგომში ესტრადიოლის დიდი რაოდენობა მეტაბოლიზდება (მაგ. ესტრონამდე, ესტრიოლამდე და ესტრონ სულფატამდე). ესტრადიოლ ვალერატის პერორალურად მიღებისას შეიწოვება ესტრადიოლის მხოლოდ 3-6%. ტაბლეტის მიღებიდან 60 წთ-ის ინტერვალში, ესტრადიოლის შრატისმიერი მაჩვენებელი სწრაფად მცირდება და აღწევს საშუალო კონცენტრაციას, რომელიც შეადგენს დაახლოებით 18 პგ/მლ-ს. შემდგომში ესტრადიოლის შრატისმიერი მაჩვენებელი თანდათან იზრდება.

განაწილება: 2 მგ ესტრადიოლის ვალერატის მიღებისას, სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება 30-60 წთ-ის განმავლობაში. შრატისმიერი კონცენტრაცია პიკს აღწევს 2-10 სთ-ის შემდეგ. ესტრონისა და ესტრადიოლის შემდეგი თანაფარდობით 4:1. ესტრადიოლი უკავშირდება სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ ალბუმინებს და გლობულინებს. ესტრადიოლის თავისუფალი ფრაქცია შრატში დაახლოებით 1-1.5%-ია, ხოლო სასქესო ჰორმონების გლობულინ შემაკავშირებელი ფრაქცია კი ტოლი – 30-40%-ის. ესტრადიოლის განაწილების მოცულობის კოეფიციენტი მისი ვენაში ერთჯერადი შეყვანისას შეადგენს დაახლოებით 1 ლ/კგ.

მეტაბოლიზმი: ეგზოგენური ესტრადიოლის ვალერატიდან ეთერის გამონთავისუფლების შემდეგ პრეპარატის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ენდოგენური ესტრადიოლის ბიოტრანსფორმაციის გზით; ესტრადიოლი მეტაბოლიზმს განიცდის ძირითადად ღვიძლში, აგრეთვე ნაწილობრივ ნაწლავებში, თირკმელებში, ჩოჩხის კუნთებში. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს ესტრონის, ესტრიოლის, კატექოლესტროგენების, აგრეთვე სულფატური და ჩამოთვლილი ნივთიერებების გლუკურონიდული კონიუგატების წარმოქმნას, რომლებიც ესტრადიოლთან შედარებით ხასიათდებიან უფრო დაბალი ესტროგენული აქტივობით, ან აბსოლუტურად არააქტიურნი არიან.

ელიმინაცია: ესტრადიოლის ვალერატის ერთჯერადი დოზით პერორალურად მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში ესტრადიოლის შრატისმიერი მაჩვენებელი მცირდება დაახლოებით 10 პგ/მლ-მდე. ესტრადიოლის საერთო შრატისმიერი კლირენსი მისი ვენაში ერთჯერადი დოზით შეყვანისას მერყეობს 10-30 მლ/წთ/კგ-ის ფარგლებში, ესტრადიოლის გარკვეული ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად და განიცდის ღვიძლში და ნაწლავებში რეცირკულაციას. ესტრადიოლის მეტაბოლიტები გამოიყოფიან სულფატების და გლუკურონიდების სახით შარდთან ერთად.

წონასწორული კონცენტრაცია: ესტრადიოლის საშუალო მაჩვენებლები სისხლის შრატში მისი მრავალჯერადი მიღებისას დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მისი ერთჯერადი დოზით შეყვანისას. ესტრადიოლის კონცენტრაცია შრატში საშუალოდ მერყეობს 40 პგ/ლ-დან (მინიმალური მაჩვენებელი) 90 პგ/ლ-მდე (მაქსიმალური მაჩვენებელი). ესტრონის კონცენტრაცია დაახლოებით 7-ჯერ, ხოლო ესტრონ სულფატის კონცენტრაცია – დაახლოებით 150-ჯერ უფრო მაღალია, ესტრადიოლის კონცენტრაციასთან შედარებით.

კლიმოდიენით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ესტრადიოლის და ესტრონის მაჩვენებლები უბრუნდებიან თავიანთ საწყის მნიშვნელობებს 2-3 დღეღამის განმავლობაში.

დიენოგესტი

აბსორბცია: პერორალურად მიღებისას დიენოგესტი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება.

დიენოგესტის შრატისმიერი კონცენტრაციის პიკი აღინიშნება პირველივე სთ-ში მისი ერთჯერადი დოზით შეყვანისას და შეადგენს დაახლოებით 54 პგ/მლ-ს. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მისი პერორალურად მიღებისას შეადგენს დაახლოებით 90%-ს.

განაწილება: დიენოგესტი უკავშირდება შრატისმიერ ალბუმინებს და არ უკავშირდება ჰორმონ შემაკავშირებელ გლობულინს, ან კორტიკოსტეროიდშემაკავშირებელ გლობულინს. სტეროიდის საერთო რაოდენობის დაახლოებით 10% იმყოფება თავისუფალ მდგომარეობაში, ხოლო 90% – არასპეციფიკურ კავშირში იმყოფება ალბუმინებთან.

მეტაბოლიზმი: დიენოგესტი მთლიანად მეტაბოლიზდება უპირატესად ჰიდროქსილირების გზით და აგრეთვე ჰიდროგენიზაციის, კონიუგირების და არომატიზაციის გზით, ენდოკრინულად არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.

ელიმინაცია: დიენოგესტის შრატისმიერი მაჩვენებელის შემცირება წარმოებს ორ ფაზად. ბოლო ფაზისათვის დამახასიათებელი ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 11 სთ-ს. იგი არ ექსკრეგირდება შეუცვლელი სახით. მისი მეტაბოლიტები ძირითადად ელიმინირდებიან თირკმელების საშუალებით. ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში კლიმოდიენის პერორალურად მიღებისას მისი საერთო კლირენსი შეადგენს 3,2 ლ/სთ-ში.

წონასწორული კონცენტრაცია: დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს გლობულინშემაკავშირებელი სასქესო ჰორმონები. პრეპარატის ყოველდღიურად მიღების დროს დიენოგესტის შრატისმიერი მაჩვენებელი იზრდება დაახლოებით 1.3-ჯერ და წონასწორულ კონცენტრაციას აღწევს მენსტრუალური ციკლის პირველი ნახევრის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული კლიმაქტერული დარღვევების ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ქალებში (მენოპაუზის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ).

მიღების წესი და დოზირება:

კლიმოდიენით მკურნალობის დაწყება შეიძლება, თუ უკანასკნელი მენსტურაციიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი, ვინაიდან კლიმოდიენის გამოყენება პერიმენოპაუზის პერიოდში მნიშვნელოვნად ზრდის საკვერცხეების ჰორმონული აქტივობით გამოწვეული არარეგულარული პროფუზიული სისხლდენის განვითარების რისკს. თუ ქალი არ იღებდა კომბინირებულ ჰორმონჩანაცვლებით პრეპარატებს, თერაპია შეუძლია დაიწყოს ნებისმიერ დღეს.

თუ ქალი იღებდა კომბინირებულ ჰორმონჩანაცვლებით პრეპარტებს, კლიმოდიენი ენიშნებათ მკურნალობის სქემით გათვალისწინებული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის ბოლოს.

კლიმოდიენს იღებენ უწყვეტად 1 ტაბლეტს დღეში, დაუღეჭავად დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად ერთსა და იმავე დროს.

გამოტოვებული ტაბლეტის მიღება.

თუ მორიგი ტაბლეტის მიღების დაგვიანება 24 საათზე ნაკლებია, ტაბლეტის მიღება საჭიროა გახსენებისთანავე. შემდეგი ტაბლეტი ქალმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს.

პრეპარატის მკურნალობის რამდენიმე დღით შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული სისხლდენები საშვილოსნოდან.

გვერდითი მოვლენები:

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ხშირად (>1%) – მენსტრუაციათაშორის სისხლდენები; ენდომეტრიუმის გასქელება, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ტკივილი, ვულვოვაგინიტები; იშვიათად (

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა, გადაღლილობა, ხასიათის შეცვლა; იშვიათად – უძილობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია; იშვიათად – თრომბოფლებიტები, ვენური თრომბოზები, მოძრაობის დროს ვენების გაყოლების არეში ტკივილი, არტერიული ჰიპოტენზია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გამა-გლუტამინტრანსფერაზას აქტივობის მომატება; იშვიათად – ყაბზობა, გასტრიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად – გაძლიერებული ოფლდენა, ეგზემა, ეგზანთემა, აკნეს მსგავსი დერმატიტი, თმის ცვენა.

სხვადასხვა: სხეულის მასის ცვლილება, ალები, რძიანა, იშვიათად – ქვედა კიდურების შეშუპება, კუნთების კრუნჩხვები, ლიბიდოს შეცვლა, მომატებული მგრძნობელობა, სისხლში ლიპიდების და შაქრის მაჩვენებლების ცვლილებები, ანემია, დისპეფსია. მხედველობის დაქვეითება, მადის შეცვლა, დეპრესია, სოკოვანი ინფექციები, სისხლის ლაზმაში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლა, საშვილოსნოს მიომის ზომების გაზრდა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში არსებული ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან;

* სარძევე ჯირკვლის დადგენილი ან სავარაუდო კიბო;

* ჰორმონდამოკიდებული კიბოს წინა დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები ან ეჭვი მათზე;

* ღვიძლის სიმსივნეები ანამნეზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი);

* ღვიძლის მძიმე დაავადებები;

* ღრმა ვენების თრომბოზი გამწვავების სტადიაში, თრომბოემბოლიები ან უტყუარი ცნობები აღნიშნული დაავადებების შესახებ წარსულში;

* მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემია.

განსაკუთრებული მითითებები:

კლიმოდიენს არ გააჩნია ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი.

იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაცეპცია აუცილებელია, იყენებენ არაჰორმონულ მეთოდებს (რითმული და ტემპერატურული მეთოდების გამოკლებით).

ვენური თრომბოემბოლია: ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების შედეგად დადგენილია,  რომ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე ხშირად ადგილი აქვს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკს – ღრმა ვენების თრომბოზს ან ფილტვის არტერიის ემბოლიას. ამიტომ ქალებში ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დანიშვნა, ვენური თრომბოემბოლიის რისკის ფაქტორის გათვალისწინებით იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც პაციენტისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი სჭარბობს პრეპარატის მოქმედების პოტენციურ რისკს. ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორი მოიცავს ინდივიდუალურ და ოჯახურ ანამნეზს ვენური თრომბოემბოლიების შემთხვევების შესახებ (ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები ახლო ნათესავებში, შედარებით ახალგაზრდა ასაკში მიუთითებს დაავადების მიმართ გენეტიკურ მიდრეკილებაზე) და ძლიერ სიმსუქნეს. ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი ასაკთან ერთად იზრდება. „დიდი“ გეგმიური და ტრავმული ოპერაციებით ან მასიური ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი იმობილიზაციის შედეგად შესაძლებელია ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის დროებითი გაზრდა. ამ შემთხვევაში სასურველია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროებითი შეწყვეტა.

ენდომეტრიუმის კიბო: ესტროგენებით ხანგრძლივი მონოთერაპიის შედეგად იზრდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზის ან კარცინომის განვითარების რისკი. გამოკვლევებით დადგენილია, რომ გესტაგენების დამატებითი გამოყენებით მცირდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კიბო.

სარძევე ჯირკვლის კიბო: ქალებში, რომლებიც 5 წლის და მეტი ხნის მანძილზე იღებდნენ ჰორმონჩანაცვლებით პრეპარატებს, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის მეტა-ანალიზით გამოვლინდა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის უმნიშვნელო მატება. მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი უცნობია. დაავადების განვითარების შედარებითი რისკი იზრდება მკურნალობის გახანგრძლივებით (2.3%-ით). მომატებული რისკის თანდათან შემცირება ხდება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ პირველი 5 წლის განმავლობაში. ქალებში, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შედეგად განვითარებული სარძევე ჯირკვლის კიბო, ძირითადად ლოკალური თვისებით ხასიათდება, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ ჰორმონჩანაცვლებით პრეპარატებს.

ღვიძლის სიმსივნეები: იშვიათად სასქესო ჰორმონების გამოყენების შედეგად ვითარდება ღვიძლის სიმსივნეები. მუცლის არეში ძლიერი ტკივილების, ღვიძლის გადიდების, ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების განვითარება. საჭიროა გათვალისწინებული იქნას დიფერენციული დიაგნოზის დროს.

ნაღვლის ბუშტის დაავადებები: ნაღვლის ბუშტის დაავადებების მიმართ მიდრეკილების მქონე ზოგიერთ ქალებში, ესტროგენებით მკურნალობის შედეგად ძლიერდება ნაღვლის ლიტოგენობა.

სხვადასხვა დაავადებები: შაკიკის მსგავსი ან უჩვეულოდ ძლიერი ხასიათის თავის ტკივილის, აგრეთვე თავის ტვინში თრომბოზით გამოწვეული ინსულტის სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა.

* ქალებში, ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის დროს აღინიშნება არტერიული წნევის უმნიშვნელოდ მომატება, კლინიკურად წნევის მნიშვნელოვნად მომატებას ადგილი აქვს იშვიათად. ამის გამო, ზოგიერთ შემთხვევებში ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე, კლინიკურად მნიშვნელოვნად მდგრადი არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის შეწყვეტა.

* შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევა, მათ შორის ჰიპერბილირუბინემია, დუბინ-ჯონსონის ან როტორის სინდრომი. ამ დროს საჭიროა ღვიძლის ფუნქციის ხშირი და პერიოდოული კონტროლი. ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების აქტივობის გაუარესების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

* მარეციდივებელი ქოლესტაზური სიყვითლის ან ქოლესტაზით გამოწვეული ქავილის შემთხვევაში, რომლებიც წარმოიქმნებიან პირველად ორსულობის, ან სასქესო ჰორმონების შემდგომი გამოყენების შედეგად, საჭიროა ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა.

* ქალები სისხლში ტრიგლიცერიდების მაჩვენებლების ზომიერი მომატებით საჭიროებენ სპეციალურ მეთვალყურეობას, რადგან ჰორმონ ჩანაცვლებითი პრეპარატების მიღება დაკავშირებულია სისხლში ტრიგლიცერიდების მაჩვენებლების ზრდასთან, რაც ზრდის მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკს.

* ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია გავლენას ახდენს გლუკოზის ინსულინორეზისტენტობაზე და ტოლერანტობაზე. მიუხედავად ამისა, როგორც წესი, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს აუცილებელი არ არის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ავადმყოფების მკურნალობის სქემის შეცვლა. ამის გამო საჭიროა შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილი ქალების ხშირი მეთვალყურეობა.

* ზოგიერთ პაციენტებში ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შედეგად ადგილი აქვს საშვილოსნოდან პათოლოგიური სისხლდენის განვითარებას. მკურნალობის ფონზე ხშირი, ან პერსისტირებული პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან წარმოადგენს ჩვენებას ენდომეტრიუმის გამოსაკვლევად.

* ესტროგენების ზემოქმედებით შესაძლებელია საშვილოსნოს მიომის ზომაში მომატება. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

* მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებულია აგრეთვე ენდომეტრიოზის რეციდივის შემთხვევაში.

* პროლაქტინომაზე ეჭვის შემთხვევაში, ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დიაგნოზის გამორიცხვა.

* ზოგიერთ შემთხვევებში ადგილი აქვს ქლოაზმის განვითარებას, განსაკუთრებით წარსულში ორსულთა ქლოაზმის დროს. ქლოაზმის მიმართ მიდრეკილ ქალებს ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესში ეკრძალებათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მზეზე ყოფნა. საჭიროა აგრეთვე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან თავის შეკავება.

* ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესში საჭიროა ეპილეფსიით, სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი დაავადებებით, ბრონქული ასთმით, პორფირიით, ოტოსკლეროზით, სისტემური წითელი მგლურათი, ქორეით შეპყრობილი ავადმყოფების სისტემატური კონტროლი.

* კლიმოდიენის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე იმ პირებში, რომელთა მუშაობაც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

* ჰორმოჩანაცვლებითი მკურნალობის დაწყებამდე ან მის განმეორებამდე ქალებში რეკომენდებულია გულდასმით საერთო სამედიცინო და გინეკოლგიური გამოკვლევების ჩატარება (სარძევე ჯირკვლების და ცერვიკალური ლორწოს ციტოლოგიური გამოკვლევის ჩათვლით), საჭიროა ორსულობის გამორიცხვა.

* გარდა ამისა, საჭიროა სისხლის შედედების სისტემის მხრივ დარღვევების გამორიცხვა. პერიოდულად ტარდება საკონტროლო გამოკვლევები.

ჭარბი დოზირება:

აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტა.

– ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი პრეპარატების (მაგ. ანტიმიკრობული და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა: ჰიდანტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი და რიფამპიცინი) ხანგრძლივი გამოყენებით ადგილი აქვს სასქესო ჰორმონების კლირენსის გაძლიერებას და მათი ეფექტურობის შემცირებას. იგივე თვისებებით ხასიათდებიან აგრეთვე ტოპირამატი და გრიზეოფულვინი. ჩვეულებრივ, ფერმენტების აქტივობის მაქსიმალური მომატება აღინიშნება არაუგვიანეს 2-3 კვირის შემდეგ ჩამოთვლილი პრეპარატების მიღებიდან და გრძელდება 4 კვირის განმავლობაში მათ მიღების შეწყვეტის შემდეგ.

– ზოგიერთ ანტიბიოტიკებთან (მაგ. პენიცილინებთან და ტეტრაციკლინებთან) ესტრადიოლის კომბინაციით, იშვიათად ადგილი აქვს პრეპარატის აქტივობის დაქვეითებას.

– ის პრეპარატები, რომლებიც განიცდიან არსებით კონიუგაციას (მაგ. პარაცეტამოლი), ნაწლავებში შეწოვის პროცესში კონიუგაციის სისტემის კონკურენტული ინჰიბირებით აძლიერებენ ესტრადიოლის ბიოშეღწევადობას.

– ცალკეულ შემთხვევებში, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებით გლუკოზის ტოლერანტობაზე, იცვლება მოთხოვნილება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებზე და ინსულინზე.

– ალკოჰოლი ზრდის ესტრადიოლის კონცენტრაციას სისხლში.

– სასქესო სტეროიდების მიღება გავლენას ახდენს ღვიძლის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. ფარისებრი ჯირკვლის თირკმელზედა ჯირკვლების და თირკმელების ფუნქციაზე, აგრეთვე პლაზმის სატრანსპორტო ცილების აქტივობაზე, როგორიცაა: კორტიკოსტეროიდშემაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდურ-ლიპოპროტეინის ფრაქციები, ნახშირწყლების ცვლის, კოაგულაციის და ფიბრინოლიზის მაჩვენებლებზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

კლიმაქტოპლანი ნ – KLIMAKTOPLAN N – КЛИМАКТОПЛАН N

მწარმოებელი: Deutsche Homöopathie-Union, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი #100

1 ტაბლეტში შედის:

აქტიური კომპონენტები: Cimicifuga D2 (ციმიციფუგა) – 25 მგ; Sepia D2 (სეპია) – 25 მგ;, Ignatia D3 (იგნაცია) – 25 მგ; Sanguinaria D2 (სანგვინარია) – 25 მგ;

დამხმარე კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი

აღწერა

ბრტყელცილინდრული ტაბლეტები ღია რუხი ან რუხი ნაჭდევით, დამახასიათებელი სუნის გარეშე. იშვიათად, ტაბლეტები შესაძლოა დაწინწკლული იყოს.

ჩვენებები:

კლიმაქტერული პერიოდი, რომლის დროსაც წამოხურებები, გაძლიერებული ოფლიანობა, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, ქავილი, ნერვული დაძაბულობა, ძილის დარღვევა აღინიშნება.

მიღების წესები და დოზები:

მიიღება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან სადილის მიღებიდან საათნახევრის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს.

თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.

პრეპარატის კარგი მიმღებლობის დროს კლიმაქტოპლანი N- ის მიღება შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათად შესაძლოა, პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ აუტანლობის რეაქციები გამოვლინდეს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰომეოპათიური წამლების მიღებისას შესაძლოა დროებითი პირველადი გაუარესება აღინიშნოს. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გამოვლენილი არ არის.

ჰომეოპათიური პრეპარატების მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობას არ გამორიცხავს.

კლიმაქტო-რიცი – KLIMAKTO-Ritz – КЛИМАКТО-Риц

საერთაშორისო დასახელება:

BLACK COHOSH EXTRACT

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრე-, მენო- და მენოპაუზის პერიოდში ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

ციმიციფუგას (Black cohosh) მშრალი სტანდარტიზირებული ექსტრაქტი 40 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლიმაქტო-რიცი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია.

ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები – ფიტოესტროგენები ორგანოსელექციური, ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება. პრეპარატს ახასიათებს კომპლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს პრე- და მენოპაუზის პერიოდში, ასევე ოვარიოექტომიის შემდეგ.

ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები უერთდებიან ჰიპოთალამუსის ესტროგენულ რეცეპტორებს (მოქმედებს ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-საკვერცხეების სისტემაზე,) ამცირებს ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემცირება იწვევს პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების თავიდან აცილებას, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ერთდროულად, მალუთეინზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციის გაძლიერებით.

პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში.

ჩვენებები:

ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, და მენო- და პოსტმენოპაუზის პერიოდში:

  • სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურება);
  • გაძლიერებული ოფლიანობა;
  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • მომატებული გაღიზიანებადობა;
  • ხასიათის ლაბილობა;
  • ძილის დარღვევა;
  • გულისცემის გაძლიერება.

მიღების წესი და დოზირება:

კლიმაქტო-რიცი ინიშნება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საღამოს.

კაფსულები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, წყალთან ერთად.

პრეპარატის მიღება დასაშვებია ხანგრძლივად, მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად – ეპიგასტრალური არის გარდამავალ ტკივილი, პრეპარატის კომპონეტებისადმი ალერგიული რეაქცია. ძალიან იშვიათად – დაჭიმულობის შეგრძნობა სარძევე ჯირკვლებში, წონის მატება, მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი.

უკუჩვენებები:

* ესტროგენდამოკიდებული სიმსივნე;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა,  ექიმის განმეორებითი კონსულტაციის გარეშე, არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვასა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებაზე.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის სხვა საშუალებებზე ურთიერთგავლენის შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

კლიმაქსანი ჰომეოპათიური – Climaxan homeopatic – Климаксан гомеопатический

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ჰომეოპათური კომპლექსური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გინეკოლოგიაში პრემენოპაუზური და პოსტმენოპაუზური პერიოდის სიმპტომების კუპირებისთვის. ხსნის ჰორმონალურ დისბალანსთან დაკავშირებულ ვეგეტოსისხლძარღვოვან დარღვევას; ავლენს ზომიერ სედატიურ მოქმედებს.

გამოყენების ჩვენება:

ფსიქიური და ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევა, ასოცირებული პრემენოპაუზური და პოსტმენოპაუზურ პერიოდთან (მომატებული ოფლიანობა, გაღიზიანებადობა, გულისცემის შეგრძნება, „ალები“ თავისა და ყელის მიადამოში, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ემოციური ლაბილობა).

მიღების წესი:

მიიღება თითო (1) ტაბლეტი (ერთჯერადი დოზა) 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს). ტაბლეტი არ იღეჭება და არ იყლაპება მთლიანი სახით, დაყოვნდება პირში სრულ გადნობამდე.

მკურნალობის ხანგრძლიობა ინდივიდუალურია, დაახლოებით 30-60 დღე.

მენოპაუზური სინდრომის მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში სიმპტომების კუპირებისთვის მიიღება თითო (1) ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.

2-3 კვირის შემდეგ შესაძლებელია კლიმაქსანით მკურნალობის კურსის  გამეორება.

გვერდითი მოქმედება:

რეკომენდებულ დოზებში მიღების შემთხვევაში არ არის ცნობები გვერდითი მოქმედების გამოვლინებაზე.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა კლიმაქსანი ინგრედიენტებზე. არ არის ნაჩვენები ბავშვებში გამოყენება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

აუცილებლობისას შესაძლებელია სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენება, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ არ არის.

ჭარბი დოზირება:

შემთხვევითი დოზის გადაჭარბება იწვევს საჭმლის მონელების დარღვევაში ცვლილებებს.

გამოშვების ფორმა:

თეთრი ან თითქმის თეთრი ტაბლეტები, ბრტყელცილინდრული ფორმის, შეფუთვაში 20 ტაბლეტი

შენახვის პირობები:

შენახვის ვადა 3 წელი. ინახება ორიგინალური შეფუთვით მშრალ ადგილზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 25 გრადუს ტემპერატურაზე.

შემადგენლობა:

აქტიური კომპონენტები: (1 ტაბლეტი): сimicifuga, аpis, lachesis.

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა.

დამატებით:

ჰომეოპათური კლიმაქსანის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა, რაც უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა  ლაქტოზას დეფიციტით (მათ შორის თანდაყოლილი) და მალაბსორბციის სინდრომით. არ ინიშნება ბავშვთა ასაკში. არ არის შესწავლილი პრეპერატის გავლენა ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე, (რომლებიც სწრაფ რეაქციას მოითხოვს) ,ამიტომ სიფრთხილით მიღებაა საჭირო.

პრეპარატის გამოყენების წინ კონსულატაცია გაიარეთ ექიმთან!

კლიმარა – CLIMARA – КЛИМАРА

საერთაშორისო დასახელება:

ESTRADIOL

მწარმოებელი: ScheringGnbH & CO.Production KG

FOR Schering AG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ესტრადიოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ესტროგენული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სალბუნი (ესტადიოლის ტრანსდერმული სიტემა) ფართობით 12.5 კვ.სმ. შეფუთვაში 4 ც.

1 სალბუნი

ესტრადიოლი ………            3.9 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცხოვრების გარკვეული პერიოდის შემედგ ყოველი ქალის ორგანიზმში იწყება საკვერცხეებში ესტროგენების წარმოქმნის დაქვეითებით მიმდინარე პროცესები, რაც იწვევს მათი დეფიციტით გამოწვეულ სხვადასხვა გართულებებს, სანამ არ მოხდება ამ მდგომარეობის მიმართ ორგანიზმის ადაპტაცია.

პოსტმენოპაუზის პერიოდში ესტროგენების უკმარისობის და მისი თანხმლები სიმპტომების სწრაფი და ეფექტური კუპირება შესაძლებელია ესტროგენული ჰორმონის რეგულარული შეყვანის საშუალებით.

ესტრადიოლი ქალის ორგანიზმში, ავსებს მენოპაუზის პერიოდში ესტროგენებით გამოწვეულ დეფიციტს და ხელს უწყობს კლიმაქსის პერიოდში ფსიქოემოციური და ვეგეტატური სიმპტომების ეფექტური მკურნალობის პროცესს. ესტრადიოლი კლიმარას სალბუნიდან გამონთავისუფლდება თანდათან. იგი განიცდის რეზორბციას სისხლში კანიდან (ტრანსდერმულად). ტრანსდერმული სისტემა ხელს უწყობს სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის მუდმივი  და სტაბილური მაჩვენებლების შენარჩუნებას.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: კლიმარას პლასტირის კანზე აპლიკაციის შემდეგ შეიწოვება 50 მკგ დღეში, ამასთან მისი კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 35 პგ/მლ-ს.

განაწილება: პრეპარატის განმეორებითი გამოყენებისას ესტრადიოლის კუმულაციური ეფექტი არ აღინიშნება.

მეტაბოლიზმი: ესტრადიოლი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლირდება, თუმცა განიცდის ღვიძლისგარეშე (ნაწლავებში, თირკმელებში, ჩონჩხის კუნთებში, სამიზნე ორგანოებში) მეტაბოლიზმსაც. წარმოიქმნება ესტრონი, ესტრიოლი, კატექოლესტროგენები, აგრეთვე მათი კონიუგატები (სულფატები და გლუკურონიდები). ესტრადიოლ/ესტრონის შეფარდება ერთის ტოლია, რაც შეესატყვისება ცხოვრების რეპროდუქცილი პერიოდის ადრეულ ფოლიკულარულ ფაზას.

ელიმინაცია: ესტრადიოლის საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 15-30 მლ/წთ/კგ-ს. ესტრადიოლი მეტაბოლიტების (სულფატები და გლუკურონიდები) სახით ძირითადად შარდით გამოიყოფა. მეტაბოლიტების მცირე ნაწილი გამოიყოფა ნაღველით და ერთვება ჰეპატოენტერალურ ცირკულაციაში.

ჩვენებები:

  • ბუნებრივი ან ქირურგიული ჩარევით (მხოლოდ არასიმსივნური დაავადებების დროს) ინდუცირებული კლიმაქტერული დარღვევების (მათ შორის ვეგეტო-სისხლძარღვოვანი, ფსიქოემოციური, უროგენიტალური) ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ქალებში;
  • პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის თავიდან აცილება.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია სრული სამედიცინო და გინეკოლოგიური  გამოკვლევების ჩატარება (სარძევე ჯირკვლების და ცერვიკალური ნაცხის ციტოლოგიის ჩათვლით) და ორსულობის შესაძლებლობის გამორიცხვა. უსაფრთხოების მიზნით აღნიშნული გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია მკურნალობიდან დაახლოებით ყოველი 6 თვის განმავლობაში.

დამცავი აპკის მოცილების შემდეგ, საჭიროა კლიმარას მოთავსება წებოვანი ზედაპირით სხეულის კანის მშრალ ზედაპირზე. კლიმარას სალბუნის მოთავსება სარძევე ჯირკვლებზე ნებადართული არ არის. პრეპარატის აპლიკაციის ადგილის შეცვლა წარმოებს კვირაში ერთხელ. კანის აღნიშნული ადგილი არ უნდა იყოს ცხიმიანი, დაზიანებული ან გაღიზიანებული. პრეპარატის მოთავსება წელზე, ტანსაცმლით გამოწვეული ხახუნის გამო, რაც იწვევს სალბუნის მოქმედების შესუსტებას,  რეკომენდებული არ არის. სალბუნის გახსნის და დამცავი აპკის მოცილების შემდეგ საჭიროა პრეპარატის სწრაფად მოთავსება კანზე. იმისათვის, რომ სალბუნი კარგად მიეკრას კანს, განსაკუთრებით კი მისი გვერდითი ნაწილი, საჭიროა თითებით მისი მჭიდროდ დაფიქსირება 10 წამის განმავლობაში.

სალბუნის შეცვლა წარმოებს კვირაში ერთხელ, სალბუნის ადექვატურად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია აბაზანის მიღება. მის მოცილება კანიდან შესაძლებელია ცხელი წყლის მეშვეობით.

იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო კანიდან ხდება სალბუნის მოცილება, საჭიროა 7 დღიანი მკურნალობის პერიოდის დარჩენილ დღეებში ახალი სალბუნის მოთავსება.

სალბუნის შეცვლა წარმოებს კვირაში ერთხელ, მკურნალობა წარმოებს უწყვეტი ან ციკლური რეჟიმით (სამკვირიანი კურსის შემდეგ კეთდება შესვენება 1 კვირა).

ესტროგენებით მონოთერაპია შესაძლებელია პაციენტებში საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ. ყველა დანარჩენ შემთხვევებში, ენდომეტრიული ჰიპერპლაზიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა პროგესტაგენის შესაბამის დოზებში შეყვანა, ყოველი თვე, 10-12 დღის განმავლობაში. უწყვეტი თერაპიისას გესტაგენის შეყვანა შეიძლება როგორც თვის დასაწყისში, ასევე თვის ბოლოს.

საჭიროა მკურნალობის რეგულარულად განმეორება დაახლოებით 4 კვირიანი ინტერვალებით.

მკურნალობის ციკლური (3 კვირიანი) რეჟიმის შერჩევისას პროგესტაგენის შეყვანა წარმოებს ბოლო 10-12 დღიანი ციკლის განმავლობაში. მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენები ჩვეულებრივ შესაძლებელია განვითარდეს პროგესტაგენის შეყვანიდან 2-3 დღის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

ხშირად ადგილი აქვს კანის გაღიზიანებას აპლიკაციის ადგილზე.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: საშვილოსნოდან სისხლდენის ხასიათის შეცვლა, პროფუზული სისხლდენები, სისხლიანი გამონადენი, საშვილოსნოს ლეიომიომის ზომებში გაზრდა, ცერვიკალური სეკრეციის მხრივ დარღვევები.

სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ტკივილი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, მეტეორიზმი, ქოლესტაზური სიყვითლე.

კანის მხრივ რეაქციები: ქლოაზმები ან მელანოდერმია, ერთეულ შემთხვევებში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, გენერალიზებული გამონაყარი.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა.

სხვადასხვა: სხეულის წონის ცვლილება, შეშუპება, პორფირია, ლიბიდოს შეცვლა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* საშვილოსნო, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები;

* ენდომეტრიოზი;

* ღვიძლის მძიმე დაავადებები;

* ღვიძლის სიმსივნეები, მათ შორის ანამნეზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი);

* თრომბოემბოლიები (მათ შორის ანამნეზში);

* სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე მძიმე შაქრიანი დიაბეტი;

* ნამგლისებრ-უჯრედული ანემია;

* ლიპიდური ცვლის დარღვევა;

* ორსულობით გამოწვეული ჰერპესი, ოტოსკლეროზი, სიყვითლე ან ქავილი.

პრეპარატის მკურნალობის შეწყვეტის მიზეზები: შაკიკის მსგავსი ან ძლიერი ხასიათის თავის ტკივილები მხედველობის და სმენის დარღვევა, თრომბოფლებიტის ან თრომბოემბოლიის პირველადი სიმპტომები (მაგ. კიდურებში ძლიერი ხასიათის ტკივილები, ან შეშუპებები, უცნობი ეტიოლოგიის მქონე მწვავე ტკივილები სუნთქვის ან ხველების დროს), ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის არეში, მოსალოდნელი ოპერაციები (6 კვირით ადრე), იმობილიზაცია, სიყვითლე, ჰეპატიტი, ქავილი, ეპილეფსიური კრუნჩხვები, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება, ორსულობა.

ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორი მოიცავს: ინდივიდუალურ და ოჯახურ ანამნეზს ვენური თრომბოემბოლიების შემთხვევების შესახებ (ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები ახლო ნათესავებში, შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მიუთითებს დაავადების მიმართ გენეტიკურ მიდრეკილებაზე) და ძლიერ სიმსუქნეს. ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი ასაკთან ერთად ზრდება.

„დიდი“ გეგმიური და ტრავმული ოპერაციებით ან მასიური ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი იმობილიზაციის შედეგად შესაძლებელია ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის დროებითი გაზრდა. ამ შემთხვევაში სასურველია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროებითი შეწყვეტა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნებადართული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

* იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაცეპცია აუცილებელია, იყენებენ არაჰორმონულ მეთოდებს (კნაუს-ოგინოს და ტემპერატურული მეთოდების გამოკლებით).

* ზოგიერთ პაციენტებში კლიმარას გამოყენების დროს ადგილი აქვს საშვილოსნოდან პათოლოგიურ სისხლდენებს. ამ დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

* აპლიკაციის ადგილზე კანის გაღიზიანების (მაგ. პერსისტიული ერითემა ან ქავილი) შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და ზოგჯერ აღნიშნული მეთოდით მკურნალობის შეწყვეტა.

* ესტროგენებით ხანგრძლივი მონოთერაპიის შედეგად იზრდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის ან კარცინომის განვითარების რისკი. გამოკვლევებით დადგენილია, რომ გესტაგენების დამატებითი გამოყენებით (ძირითადად თვეში 10-12 დღის განმავლობაში) მცირდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კიბოს განვითარების საშიშროება.

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ შაქრიანი დიაბეტით, არტერიული ჰიპერტონიით, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით, ოტოსკლეროზით, ეპილეფსიით, ტეტანიით, მცირე ქორეით, პორფირიით, გულის უკმარისობით, ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობით, შაკიკით შეპყრობილ პაციენტებს.

* პრეპარატით ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიების და კეთილთვისებიანი მიომების, აგრეთვე ანამნეზში სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

* სასქესო ჰორმონების გამოყენების შედეგად იშვიათად ვითარდება ღვიძლის სიმსივნეები. მუცლის არეში ძლიერი ტკივილები, ღვიძლის გადიდება ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების განვითარება, რომლებიც ხანმოკლე დროის მონაკვეთში თავისით არ ქრება, საჭიროა გათვალისწინებული იქნას დიფერენციული დიაგნოზის დროს.

* სალბუნის გამოყენებისას კანზე, ხშირი ადგილობრივი ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის გამოყენების დროებით შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ბარბიტურატების, ფენილბუტაზონის, ჰიდანტოინის და რიფამპიცინის რეგულარულად მიღების შემთხვევაში, რომლებიც აქვეითებენ კლიმარას ეფექტურობას, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

–  ცალკეულ შემთხვევებში, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს გამოყენებული საშუალებები ცვლიან გლუკოზის მიმართ ტოლერანტობას, რის გამოც იცვლება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებზზე და ინსულინზე მოთხოვნილება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი;

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით;

 

კლიმაკტ-ჰეელი – KLIMAKT-HEEL – КЛИМАКТ-ХЕЕЛЬ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კლიმაქტერიული გართულებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

1 ტაბ.

Sanguinaria D3 …………….30 მგ
Sepia D4 ……………………30 მგ
Sulfur D4 …………………..30 მგ
Ignatia D4 ………………….30 მგ
Cedron D4 …………………30 მგ
Stannum D12 ……………..60 მგ
Lachesis  D12 ……………..90 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლიმაქტ-ჰეელი არ გამოიყენება როგორც ჰორმონალური პრეპარატების შემცვლელი. ის ბიოლოგიურ მასტიმულირებელ ზეგავლენას ახდენს საკვერცხეებსა და ორგანიზმის შიდასეკრეტორულ მაკონტროლებელ სისტემებზე.

ჩვენებები:

  • კლიმაქტერულ პერიოდში არსებული ვეგეტატური დარღვევები, როგორიცაა ტაქიკარდია, საყლაპავის ფუნქციური სპაზმი, ნეიროვეგეტატური სიმპტომები (დისტონიები), ზოგადი გამოფიტვა, ნევროზები, დეპრესიები, მელანქოლიური გუნება-განწყობა;
  • კრაუროზი.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

არ არის დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

კლიაცილი – CLIACIL – КЛИАЦИЛ

საერთაშორისო დასახელება:

PHENOXYMETHYLPENICILLIN

მწარმოებელი: HOECHST MARION ROUSSEL

მოქმედი ნივთიერება: ფენოქსიმეთილპენიცილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პენიცილინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი: ფლაკონში

1 ფლ.

ფენოქსიმეთილპენიცილინი ………..  300000 სე

 

ვრცლად ფენოქსიმეთილპენიცილინი

Don`t copy text!