Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 574

კილოკილერი – KILOKILLER – КИЛОКИЛЛЕР

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოებელი: Ponroy Vitarmonil Industrie, საფრანგეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები # 42

კილოკილერი “დილა”

აქტიური ნივთიერება რაოდენობა/ ერთეული

ვიტამინი E 10 მგ

ვიტამინი C 60 მგ

ვიტამინი B1 1,4 მგ

ვიტამინი B2 1,6 მგ

ვიტამინი B3 18 მგ

ვიტამინი B6 2 მგ

ვიტამინი B9 200 მკგ

ვიტამინი B12 1 მკგ

ვიტამინი B8 0.15 მგ

ვიტამინი B5 6 მგ

მწვანე ყავის ექსტრაქტი 20 მგ

ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტი 20 მგ

იფნის ექსტრაქტი 20 მგ

კოლას კაკლის ექსტრაქტი 20 მგ

მატეს ექსტრაქტი 20 მგ

ცინოროდონის ექსტრაქტი 20 მგ

სამფერა იის ექსტრაქტი 20 მგ

ალუბლის ღეროს ექსტრაქტი 20 მგ

გრაკლას ექსტრაქტი 20 მგ

მწვანე ჩაის ექსტრაქტი 20 მგ

დამხმარე ნივთიერებები

ლიმონის მჟავა 900 მგ

სორბიტოლი 746 მგ

ნატრიუმის ბიკარბონატი 600 მგ

არომატიზატორი 130 მგ

პოლიეთილენის გლიკოლი 80 მგ

საქარინი 8 მგ

საერთო მასა 2,8 გრ

“კოლოკილერი” “შუადღეს”

აქტიური ნიაქტიური ნივთიერება რაოდენობა/ ერთეული

ვაშლის ძმარი 150 მგ

ვაშლის პექტინი 120 მგ

ციტრუსის პექტინი 120 მგ

გუარის ფისი 120 მგ

დამხმარე ნივთიერებები

სორბიტოლი 727 მგ

ლიმონის მჟავა 700 მგ

ნატრიუმის ბიკარბონატი 600 მგ

არომატიზატორი 100 მგ

პოლიეთილენის გლიკოლი 80 მგ

საქარინი 18 მგ

კარამელის ფერი 12 მგ

სილიციუმი 2 მგ

რიბოფლავინის ფერი 0,5 მგ

საერთო მასა 2,75 გრ

“კილოკილერი” “საღამო”

აქტიური ნივთიერება რაოდენობა/ ერთეული

ქრომი (ქრომქლორი) 25 მგ

ანანასის ექსტრაქტი 50 მგ

კაკაოს ექსტრაქტი 50 მგ

ფორთოხლის ქერქის ექსტრაქტი 50 მგ

პაპაიას ექსტრაქტი 50 მგ

ყურძნის წვენის ექსტრაქტი 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები

ლიმონის მჟავა 920 მგ

სორბიტოლი 824 მგ

ნატრიუმის ბიკარბონატი 600 მგ

არომატიზატორი 105 მგ

პოლიეთილენის გლიკოლი 85 გრ

ასპარტამი 15 გრ

საერთო მასა 2,75 გრ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

“კილოკილერი” რეკომენდებულია ცხიმების ცვლის ეფექტური რეგულაციისთვის 24 საათის განმავლობაში

“კილოკილერი” “დილა”- განდევნის ცხიმებს.

ზეთისხილის, მწვანე ჩაის და ყავის ერთობლივი მოქმედება ეხმარება ცხიმების შემცირებას და ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯებს.

ცინორხორდონის, ველური იაჟუჟნას და ალუბლის ყუნწის ექსტრაქტები აძლიერებენ დრენაჟს და ტოქსინების გამოყოფას. ხელს უწყობენ ცხიმოვანი ქსოვილის გაფილტვრას და ამცირებენ “ფორთოხლის კანის” ეფექტს.

“კილოკილერი” “დილა” კვებავს ორგანიზმს მასში შემავალი 10 ვიტამინის დახმარებით.

“კოლოკილერი” “შუადღე”-ამცირებს ცხიმების შეწოვას.

ციტრუსისა და ვაშლის პექტინების ნაზავი ხელს უშლის ცხიმების და შაქრის შთანთქმას.

ვაშლის ძმარი ამცირებს ცხიმების მარაგს, აიოლებს საჭმლის მონელებას, რაც ხვეწავს სილუეტს.

“კოლოკილერი” “შუადღე” ამცირებს კვებათა შორის მცირე წახემსების სურვილს და ასტიმულირებს კალორიების ათვისებას.

“კილოკილერი” “საღამო”-წვავს ცხიმებს.

ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი ქრომი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას. პაპაიას ექსტრაქტი ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას ცხიმოვან ქსოვილებში. კაკაოს და ფორთოხლის ქერქის ექსტრაქტები ახდენს თერმოგენეზის სტიმულირებას, აძლიერებს ცხიმების წვას და ხელს უშლის მათ დაგროვებას. ანანასის და ყურძნის ექსტრაქტები აუმჯობესებს სისხლის მიკრო-ცირკულაციას.

მიღების წესები და დოზები:

“კილოკილერი” “დილა”: 1 აბი გახსნილი 1 ჭიქა წყალში საუზმის მიღების დროს.

“კილოკილერი” “შუადღეს”: 1 აბი გახსნილი 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ½1/2 საათით ადრე სადილამდე.

“კილოკილერი” “საღამოს”: 1 აბი გახსნილი 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ ვახშმის წინ.

უკუჩვენება:

* არ არის დადგენილი

შენახვის პირობები:

შენახვის პირობები: გრილ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე

კიდოფენი – KIDOFEN – КИДОФЕН

საერთაშორისო დასახელება:

IBUPROFEN

მწარმოებელი : შპს აფლოფარმი, პოლონეთი. S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

100მგ/5მლ 100მლ სიროფი მინის ფლაკონში.

5მლ შეიცავს 100მგ იბუპროფენს (Ibuprofenum)

დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 80, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის ნატურალური არომატიზატორი 72VP 100გ/100, ვანილის არომატიზატორი AR 0345, ფორთოხლის ყვითელი, საქაროზა, გლიცერინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი ტიპი C, გამოხდილი წყალი.

ჩვენებები:

პრეპარატი კიდოფენი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს იბუპროფენს, რომელიც წარმოადგენს პროპიონის მჟავას წარმოებულს. ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება. მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (ასას).

პრეპარატი კიდოფენი ნაჩვენებია:

სხვადასხვა წარმოშობის მომატებული ტემპერატურისას (აგრეთვე ვირუსული ინფექციებისას, პოსტვაქცინალური რეაქციებისას).

მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობის, სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის დროს:

• თავის ტკივილები, ყელის და კუნთების ტკივილი, მაგალითად ვირუსული ინფექციებისას;

• კუნთოვანი, სახსროვანი ან ძვლოვანი ტკივილები, გამოწვეული მოძრაობის ორგანოების დაზიანებით (გადატვირთვა, ღრძობა);

• რბილი ქსოვილების დაზიანებით გამოწვეული, ოპერაციისშემდგომი ტკივილები;

• კბილის ტკივილი, ტკივილი სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ტკივილი გამოწვეული კბილების ამოჭრით;

• თავის ტკივილი;

• ყურის ტკივილი შუა ყურის ანთების დროს

პრეპარატი კიდოფენი განკუთვნილია გადაუდებელი გამოყენებისთვის. თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან ძლიერდება, ან ჩნდება ახალი სიმპტომები, უნდა მიმართონ ექიმს.

მიღების წესები და დოზები:

გამოყენებამდე უნდა შეანჯღრიონ. შეფუთვაზე მიკრულია ნიშანი, რომელიც აადვილებს პრეპარატის დოზირებას.

ბავშვის ასაკი/წონა

ერთჯერადი დოზა

იბუპროფენის მაქსიმალური დღეღამური დოზა

3-6 თვე/5-7,6კგ

2,5მლ (50მგ)

3-ჯერ 2,5მლ (3ჯერ50მგ=150მგ)

6-12 თვის/7,7-9კგ

2,5მლ (50მგ)

3-4ჯერ დღეში 2,5მლ (3-4ჯერ დღეში 50მგ=150მგ ან 200მგ)

1-3წელი/10-15კგ

5მლ (100მგ)

3-ჯერ 5მლ (3ჯერ 100მგ=300მგ)

4-6 წელი/16-20კგ

7,5მლ (150მგ)

3-ჯერ 7,5მლ (3ჯერ 150მგ=450მგ)

7-9 წელი/21-29კგ

10მლ (200მგ)

3-ჯერ 10მლ (3-ჯერ 200მგ=600მგ)

10-12 წელი/30-40კგ

15მლ (300მგ)

3-ჯერ 15მლ (3ჯერ 300მგ-900მგ)

6 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ კიდოფენის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

პრეპარატი კიდოფენი განკუთვნილია გადაუდებელი გამოყენებისთვის. თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან ძლიერდება, ან ჩნდება ახალი სიმპტომები, უნდა მიმართონ ექიმს.

პრეპარატის გამოყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება 3 დღეზე დიდი ხნის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატმა კიდოფენმა, ისევე როგორც სხვა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება.

არახშირი: დისპეფსია, ტკივილი მუცელში, გულისრევა, თავის ტკივილი, ჭინჭრის ციება და ქავილი.

იშვიათი: დიარეა, შებერილობა, შეკრულობა, ღებინება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნება, გაღიზიანება და გამოფიტვის შეგრძნება, შეშუპება.

სხვა გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც მითითებული არ არის, უნდა მიმართონ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება:

პრეპარატ კიდოფენის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

• მომატებული მგრძნობელობა იბუპრომის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, აგრეთვე სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

• იმ პირებში, რომლებსაც აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ აღინიშნა ალერგიის სიმპტომები სურდოს, ჭინჭრის ციების ან ბრონქული ასთმის სახით;

• პირებში კუჭის წყლულოვანი დაავადებით ან გულის უკმარისობით;

• პირებში, რომლებიც იღებენ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის COX-2 ინჰიბიტორებს.

• ორსულობის III ტრიმესტრი;

• ჰემორაგიული დიათეზის მქონე პირებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.

პრეპარატ კიდოფენის გამოყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში უკუნაჩვენებია.

ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აღწევს რძეში. რადგან არ არსებობს მონაცემები იბუპროფენის მავნე გავლენაზე ძუძუთა ბავშვებზე, კვების შეწყვეტა აუცილებელი არ არის ხანმოკლე დროით ტკივილის ან ცხელების დროს სამკურნალო დოზებით იბუპროფენის გამოყენებისას.

განსაკუთრებული მითითებები:

სამკურნალწამლო პრეპარატი შეიცავს საქაროზას. პაციენტებმა, რომლებშიც გამოვლენილია შაქრის რომელიმე სახეობის აუტანლობა, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა:

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღებისას სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში ან უფრო იშვიათად: დიარეა, აგრეთვე ხმაური ყურებში, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა. მძიმე მოწამვლა მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ვლინდება ძილიანობით, იშვიათად აგზნებით და დეზორიენტაციით, ან ძილად მივარდნით. ჭარბი დოზირებისას აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, ღებინების გამოწვევა და სასწრაფოდ ექიმის გამოძახება.

პრეპარატ კიდოფენის დოზის გამოტოვებისას

საჭირო არ არის ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

მკურნალობის გაგრძელება საჭიროა დოზირების დაცვით.

ისეთი შეგრძნებისას, თითქოს პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, უნდა მიმართოთ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

პრეპარატ კიდოფენის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. არ შეიძლება მაცივარში შენახვა. არ შეიძლება გაყინვა.

კვამატელი მინი – QUAMATEL MINI – КВМАТЕЛ МИНИ

საერთაშორისო დასახელება:

FAMOTIDINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTR

მოქმედი ნივთიერება: ფამოტიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

1 ტაბ.

ფამოტიდინი ………. 10 მგ

 

ვრცლად კვამატელი (დოზირება ინდივიდუალური)

კვამატელი – QUAMATEL – КВАМАТЕЛ

საერთაშორისო დასახელება:

FAMOTIDINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: ფამოტიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორი, კუჭისა და 12-გოჯანაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

1 ტაბ.

ფამოტიდინი ………  20 მგ

1 ტაბ.

ფამოტიდინი ………. 40 მგ

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 5 ფლ. და 5 ამპ. გამხსნელი

1 ფლ.

ფამოტიდინი ………. 20 მგ

გამხსნელი: ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი 0.9%, ამპულაში 5 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფამოტიდინი თრგუნავს კუჭში მარილმჟავას ბაზალურ და გასტრინით, ჰისტამინით და ნაკლებად აცეტილქოლინით სტიმულირებულ სეკრეციას.

საკვები ან ანტაციდური პრეპარატების ერთდროულად გამოყენება გავლენას არ ახდენს ქვამატელის შეწოვის პროცესზე. ტაბლეტების პერორალურად მიღებისას პრეპარატის მოქმედების ეფექტი იწყება 1 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 10-12 სთ-ის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:

ფამოტიდინის ბიოშეღწევადობა მისი პერორალური მიღებისას შეადგენს 40-45%-ს, პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი – 2.3-3.5 სთ-ს, ხოლო კრეატინინის კლირენსისას 10 მლ/წთ-ში უფრო ნაკლები მაჩვენებლის დროს – 20 სთ-ს. პრეპარატის 30-35% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.

ქვამატელის ვენაში ინექციის დროს პრეპარატის მოქმედების ეფექტი იწყება პირველი 30 წთ-ის განმავლობაში. პრეპარატის 65-70% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.

ჩვენებები:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭის სეკრეტორული ფუნქციის გაძლიერებით გამოწვეული ეროზიული ეზოფაგიტი, კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
  • კუჭის წყლულის რეციდივების პროფილაქტიკა;
  • კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დრო (მენდელსონის სინდრომი).

მიღების წესი და დოზირება:

შემოგარსული ტაბლეტები:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს ჩვეულებრივ ინიშნება 20 მგ 2-ჯერ დღეში ან 40 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ. მკურნალობის კურსი ძირითადად გრძელდება 4-8 კვირა.
  • წყლულის რედიცივიდის პროფილქატიკა – 20 მგ დღეში ერთხელ ძილის წინ.
  • კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი – 20 მგ 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს 6 კვირის განმავლობაში, ეზოფაგიტის დროს – 20-40 მგ 2-ჯერ დღეში 12 კვირის განმავლობაში.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:

  • პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეოებაზე. საწყისი დოზა ძირითადად შეადგენს 20 მგ-ს ყოველ 6 სთ-ში. პრეპარატის მიღება წარმოებს კლინიკურად დადგენილი დროის განმავლობაში.
  • კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს – 40 მგ საღამოს ოპერაციის წინ. და/ან დილას ოპერაციის წინ.

ინექციები:

  • იყენებენ მხოლოდ მძიმე შემთხვვებში, ან მაშინ, როდესაც ტაბლეტების მიღება შეუძლებელია. ვენაში ინექციის სახით პრეპარატის ძირითადი დოზა შეადგენს 20 მგ-ს 2-ჯერ დღეში (ყოველ 12 სთ-ში).

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:

  • საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ვენაში, ყოველ 6 სთ-ში ერთხელ. შემდგომში პრეპარატის დოზა დამოკიდებულია მარილმჟავას სეკრეციაზე და ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე.
  • კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკისათვის ზოგადი ანესთეზიის დროს. ანესთეზიის დაწყებამდე ვენაში შეჰყავთ 20 მგ პრეპარატი ოპერაციის დღეს ან არანაკლებ 2 სთ-ით ადრე ოპერაციის დაწყებამდე.

ვენაში ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს. ვენაში წვეთოვანი ინექციის დაწყებამდე საჭიროა ფლაკონში არსებული ფხვნილის გახსნა 5-10 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში და პრეპარატის ნელი ინექცია 2 წთ-ის განმავლობაში, ხოლო ვენაში ინფუზიის დროს საჭიროა ფლაკონის შიგთავსის გახსნა 100 მლ 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარში. ვენაში ინფუზია წარმოებს 15-30 წთ-ის განმავლობაში. პრეპარატის ხსნარის მომზადება ხდება უშუალოდ მისი გამოყენების წინ. გამოყენებისას ვარგისია პრეპარატის მხოლოდ სუფთა და გამჭვირვალე ხსნარი. გახსნილი საინექციო ხსნარი ინახება 250C ტემპერატურაზე, არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში.

  • თირკმელების უკმარისობის დროს 30 მლ/წთ-ში უფრო ნაკლები კრეატინინის კლირენსის არსებობისას, აუცილებელია პრეპარატის სადღეღამისო დოზის (როგორც პერორალურად მიღებისას, აგრეთვე ვენაში ინექციის დროს) შემცირება 20 მგ-მდე, ან პრეპარატის ცალკეული დოზების მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა 36-48 სთ-მდე.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად – ცხელება, თავის ტკივილი. გადაღლილობა, ყაბზობა, დიარეა, ალერგიული რეაქციები, არითმია, ქოლესტაზური სიყვითლე, სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, კუნთების და სახსრების ტკივილი, გარდამავალი ფსიქიური დარღვევები, ბრონქოსპაზმი, ალოპეცია, ფერიმჭამელები, ქავილი, კანის სიმშრალე, ყურებში შუილი, გემოს შეგრძნების დაკარგვა.

ინექციის ადგილზე შესაძლებელია გაღიზიანება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ფამოტიდინის და სხვა ჰისტამინური H2 რეცეპტორების ბლოკატორების მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

* ჰისტამინური H2 -რეცეპტორების ბლოკატორებით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ჰისტოლოგიური გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესის არსებობა. ვინაიდან ამ დროს მოსალოდნელია სიმპტომატიკის შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება. ქვამატელი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია. ამ დროს საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია.

ჭარბი დოზირება:

ადგილი აქვს გვერდითი მოვლენების სიმპტომების უფრო მკვეთრ მანიფესტირებას.

ამ დროს საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური ან შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ქვამატელი გავლენას არ ახდენს ციტოქრომ P450 ფერმენტულ სისტემაზე, მაგრამ კუჭის pH-ის მომატებით შესაძლებელია ერთდროულად მიღებული კეტოკონაზოლის შეწოვის შემცირება.

შენახვის პირობები:

ტაბლეტები ინახება 15-300C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მომზადებული საინექციო ხსნარი ინახება 15-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა – 24 სთ.

 

კვადრიცა H ფორტე – QUADRICA H forte – КВАДРИЦА H форте

საერთაშორისო დასახელება:

LISINOPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი

მოქმედი ნივთიერება: ლიზინოპრილი+ჰიდროქლოროთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ლიზინოპრილი …………………….   20 მგ

ჰიდროქლოროთიაზიდი…………..   25 მგ.

 

ვრცლად კვადრიცა H (დოზირება ინდივიდუალური)

კვადრიცა H მიტე – QUADRICA H mite – КВАДРИЦА H МИТЕ

საერთაშორისო დასახელება:

LISINOPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი

მოქმედი ნივთიერება: ლიზინოპრილი+ჰიდროქლოროთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ლიზინოპრილი ………………..  10 მგ

ჰიდროქლოროთიაზიდი …….. 12.5 მგ

 

ვრცლად კვადრიცა H (დოზირება ინდივიდუალური)

კვადრიცა H – QUADRICA H – КВАДРИЦА H

საერთაშორისო დასახელება:

LISINOPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი,საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ლიზინოპრილი+ჰიდროქლოროთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ლიზინოპრილი  ………………..    20 მგ

ჰიდროქლოროთიაზიდი ………    12.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი. მაგნიუმის სტეარატი, საღებავი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კვადრიცა H წარმოადგენს კომბინირებულ ჰიპოტენზიურ საშუალებას.

მის შემადგენლობაში შედის აგფ ინჰიბიტორი (ლიზინოპრილი, რომლეიც ხასიათდება ჰიპოტენზიური მოქმედებით) და თიაზიდური დიურეზული საშუალება (ჰიდროქლოროთიაზიდი).

ლიზინოპრილი თრგუნავს ანგიოტენზინ I–დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას. ლიზინოპრილის მოქმედების ფონზე მცირდება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, პრე- და პოსტდატვირთვა გულზე. იზრდება გულის წუთმოცულობა მისი შეკუმშვათა სიხშირის ცვლილების გარეშე, მცირდება არტერიული წნევა.

ჰიდროქლოროთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი. იგი ამცირებს ნატრიუმის, ქლორისა და წყლის იონების რეაბსორბციას ნეფრონის დისტალურ არხებში, ზრდის კალიუმის, მაგნიუმისა და ბიკარბონატის იონების გამოყოფას, იწვევს კალციუმის იონების ორგანიზმში შეკავებას.

ფარმაკოკინეტიკა:

ლიზინოპრილი:

პერორალური მიღებისას ლიზინოპრილი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 20-50%. პრეპარატის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 7 სთ-ში. იგი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 სთ-ს. ლიზინოპრილი გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.

ჰიდროქლოროთიაზიდი:

პერორარულად მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება ჰიდროქლოროთიაზიდის 60-75%. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე. Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 1.5-3 სთ-ში. მისი 40-70% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ჰიდროქლოროთიაზიდის 50-75% გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით, ხოლო 11.4-24.5% – ნაწლავების საშუალებით.

ლიზინოპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ავლენს გამოხატულ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს, ვიდრე ცალკე აღებული თითოეული მათგანი.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულური);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (პაციენტებში სტაბილური ჰემოდინამიური მაჩვენებლებით, პირველ დღეებში);
  • სხვადასხვა გენეზის შეშუპების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

კვადრიცა H ინიშნება დღეში ერთხელ დილას, სასურველია ერთსა და იმავე დროს. დოზირების დროს აუცილებელია თითოეული აქტიური კომპონენტის შესაბამისი დოზის შერჩევა. ესენციური ჰიპერტენზიის დროს რეკომენდებულია 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე ერთხელ დღეში. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელის ფუნქციის დარღვევა და კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ-ია, პრეპარატი გამოიყენება ცალკეული კომპონენტის დოზის ტიტრირების შემდეგ.

თირკმლის უკმარისობის მსუბუქი ფორმის დროს ლიზინოპრილის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5-10 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი რეკომენდებული დოზებით მიღებისას ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდით მოვლენებს აქვს გარდამავალი ხასიათი და როგორც წესი, არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, დაღლილობა, ძილიანობა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულის რევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დისპეფსია, ანორექსია;

სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის მაჩვენებლების შემცირება, ცალკეულ შემთხვევაში ედს-ის მომატება;

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალემია და/ან ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია, ჰიპომაგნემია, ჰიპოქლორემია, ჰიპერკალცემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ტოლერანტობის დაქვეითება გლუკოზის მიმართ, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მაჩვენებლების მატება (განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულური ჰიპერტენზიის ფონზე).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

* ანგიონევროზული შეშუპება აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს;

* თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, ანურია, აზოტემია, ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია;

* პირველადი ალდოსტერონიზმი;

* აორტის სტენოზი და სისხლის მიმოქცევის დაბრკოლება;

* გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობა;

* ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია;

* შაქრიანი დიაბეტი.

*პრეპარატის გამოყენება ბავშვებში დაუშვებელია.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

* ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა წყლის და ელექტროლიტების დანაკარგის კომპენსირება.

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, პოდაგრისა და შაქრიანი დიაბეტის დროს; *სალურეზული საშუალებებით და ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.

* კვადრიცა H-ით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.

* ჰიდროქლოროთიაზიდმა შესაძლებელია გამოიწვიოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, რაც ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექციას მოითხოვს, ინსულინის პრეპარატების ჩათვლით. კვადრიცა H-ით მკურნალობის დასაწყისში, სწრაფი ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა დიურეზული საშუალებებით მკურნალობის შეწყვეტა მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე.

* პრეპარატი მკურნალობის დასაწყისში იწვევს გადაღლილობის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას, რაც ზემოქმედებას ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებებით მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ვლინდება არტერიული ჰიპოტენზია, პირის სიმშრალე სისუსტე, ძილიანობა, ოლიგურია, ტაქიკარდია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას – სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ლიზინოპრილისა და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), აგრეთვე კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში). აღნიშნული კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.

– ლიზინოპრილის და დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სინერგიული ჰიპოტენზიური ეფექტი.

– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ პრეპარატის ჰიპოტენზიურ მოქმედებას. კვადრიცა H-მა შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში – შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.

– ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული გამოყენება ვაზოდილატაციურ საშუალებებთან, ბარბიტურატებთან, ფენოთიაზიდთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, აძლიერებს პრეპარატის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება:

– ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, საგულე გლიკოზიდებთან, ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან, არადეპოლარიზაციული ტიპის მიორელაქსანტებთან, ამანტადინთან, კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებთან, კალციტონინთან, ქოლესტირამინთან, კონტრაცეპტივებთან, ალკოჰოლთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

კვადრიცა – QUADRICA – КВАДРИЦА

საერთაშორისო დასახელება:

LISINOPRIL

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი,საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ლიზინოპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება. აგფ ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ლიზინოპრილი ……………   10 მგ

1 ტაბ.

ლიზინოპრილი…………       20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, საღებავი კარმოიზინი (კვადრიცა 10), ტიტანის დიოქსიდი (კვადრიცა 20).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კვადრიცა წარმოადგენს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს, რომელიც ხასიათდება ჰიპონტეზიური მოქმედებით. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას. ლიზინოპრილის მოქმედების ფონზე მცირდება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, პრე- და პოსტდატვირთვა გულზე, იზრდება გულის წუთმოცულობა მისი შეკუმშვათა სიხშირის ცვლილების გარეშე, მცირდება არტერიული წნევა.

ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 24 სთ-ს.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ლიზინოპრილი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 20-50%. პრეპარატის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 7 სთ-ში. იგი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 სთ-ს. ლიზინოპრილი გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულური);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგნელობაში);
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი პაციენტებში სტაბილური ჰემოდინამიური მაჩვენებლებით, პირველ დღეებში).
  • დიაბეტური ნეფროპათია.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს:

საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი – 20 მგ-ს დღეში ერთხელ, მაქსიმალური დღიური დოზა – 40 მგ-ს.

ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა და წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა. პრეპარატის სრული თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს:

ლიზინოპრილით მკურნალობა იწყება მცირე დოზით. მის შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5-20 მგ/დღეში. გულის უკმარისობის დროს შესაძლებელია ლიზინოპრილის, დიურეზული საშუალებების და გლიკოზიდების კომბინაცია.

თირკმლის უკმარისობის დროს:

პრეპარატის საწყისი დოზა განისაზღრვება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დგინდება არტერიული წნევის მაჩვენებლებით (თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალიუმის და ნატრიუმის კონტროლით).

კვადრიცა ინიშნება დღეში ერთხელ დილას, ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.

გვერდითი მოვლენები:

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულის რევა, ღებინება;

სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის მაჩვენებლების შემცირება, ცალკეულ შემთხვევაში ედს-ის მომატება;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალემია, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მაჩვენებლების მატება (განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულური ჰიპერტენზიის ფონზე).

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ,
  • ანგიონევროზული შეშუპება აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს;
  • თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, აზოტემია, ჰიპერკალემია;
  • პირველადი ალდოსტერონიზმი;
  • აორტის სტენოზი და სისხლის მიმოქცევის დაბრკოლება, კვინკეს შეშუპება;
  • პრეპარატის გამოყენება ბავშვებში დაუშვებელია.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბება იწვევს არტერიულ ჰიპოტენზიას.

მკურნალობა: წყლისა და ელექტროლიტების ბალანსი აღდგენა, საჭიროებისას – სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ლიზინოპრილისა და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებებით (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), აგრეთვე კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში). აღნიშნული კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლიის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.

– ლიზინოპრილის და დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სინერგიული ჰიპოტენზიური ეფექტი.

– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებს კვადრიცას ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

– კვადრიცამ შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში – შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

*პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და II ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

* ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა წყლის და ელექტროლიტების დანაკარგის კომპენსირება.

* პრეპარატი განსაკუთრებით სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, სალურეზული საშუალებებით და ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.

* კვადრიცათი მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

კვადრიპინი – QUADRIPIN – КВАДРИПИН

საერთაშორისო დასახელება:

LISINOPRIL; AMLODIPINE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი,საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ლიზინოპრილი+ამლოდიპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აგფ ინჰიბიტორი და კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი. კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ლიზინოპრილის დიჰიდრატი …………..  5 მგ

(დიზინოპრილის ეკვივალენტური)

ამლოდიპინის ბეზილატი …………………5 მგ

(ამლოდიპინის ეკვივალენტური)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული  ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ლიზინოპრილს და ამლოდიპინს.

ლიზინოპრილი:

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი, რომელიც ხასიათდება ჰიპოტენზიური მოქმედებით. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას. ლიზინოპრილის მოქმედების ფონზე მცირდება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, პრე- და პოსტდატვირთვა გულზე, იზრდება გულის წუთმოცულობა მისი შეკუმშვათა სიხშირის ცვლილების გარეშე, მცირდება არტერიული წნევა.

ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 24 სთ-ს.

ამლოდიპინი:

წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორს. პრეპარატი ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვების გლუვ კუნთოვან უჯრედებში და იწვევს რეზისტენტული არტერიოლების დილატაციას და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას, სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას, გულზე პოსტდატვირთვის შემცირებას. იგი აგრეთვე აფართოებს მსხვილი კალიბრის კორონარულ სისხლძარღვებს და კორონარულ არტერიოლებს ინტაქტურ და იშემიურ უბნებში, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგებას.

ფარმაკოკინეტიკა:

ლიზნოპრილი:

პერორალური მიღებისას ლიზინოპრილი აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს

20-50%. პრეპარატის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 7 სთ-ში. იგი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 სთ-ს. ლიზინოპრილი გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.

ამლოდიპინი:

პერორალური მიღებისას ამლოდიპინი სრულად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 64%-ს.  მისი Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ. მისი 95% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 31-დან 48 სთ-მდე.

მიღებული დოზის 60% გამოიყოფა თირკმელებით, მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება:

  • არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულური);

    გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);

  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (პაციენტებში სტაბილური ჰემოდინამიური მაჩვენებლებით, პირველ დღეებში);
  • გულის იშემიური დაავადება – სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდია.
  • დიაბეტური ნეფროპათია.

მიღების წესი და დოზირება:

კვადრიპინი ინიშნება 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. უეფექტობის შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე.

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები:

ლიზინოპრილი:

ცნს–ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება;

სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის მაჩვენებლების შემცირება, ცალკეულ შემთხვევაში ედს-ის მომატება;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალემია, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მაჩვენებლების მატება (განსაკუთრებით თირკმლის  დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულური ჰიპერტენზიის ფონზე).

ამლოდიპინი:

მკურნალობის დროს შესაძლოა აღინიშნოს წვივების შეშუპება, თავის ტკივილი, იშვიათად: დაღლილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გულისრევა, სახის ჰიპერემია.

მაღალი დოზით დანიშვნისას: არითმია, ჰიპოტენზია, ქოშინი, იშვიათად -ღრძილების ჰიპერპლაზია.

უკუჩვენება:

ლიზინოპრილი:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ანგიონევროზული შეშუპება აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, აზოტემია, ჰიპერკალემია, პირველადი ალდოსტერონიზმი, აორტის სტენოზი და სისხლის მიმოქცევის დაბრკოლება, კვინკეს შეშუპება.

ამლოდიპინი:

*ამლოდიპინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ჰიპოტენზია.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში დაუშვებელია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ლიზინოპრილი:

– ლიზინოპრილისა და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), აგრეთვე კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში). აღნიშნული კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.

– ლიზინოპრილის და დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ადიტიური (ერთმანეთის გამაძლიერებელი) ჰიპოტენზიური ეფექტი.

– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ კვადრიპინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

ლიზინოპრილმა შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში –  შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.

ამლოდიპინი:

– ამლოდიპინის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, განსაკუთრებით ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ჰიპოტენზიურ და ანტიარითმიულ საშუალებებთან, შესაძლოა აღინიშნოს მათი ურთიერთქმედება.

ამლოდიპინისა და ციმეტიდინის  ერთდროულად მიღებისას მისი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება.

ჭარბი დოზირება:

ლიზინოპრილი:

დოზის გადაჭარბება იწვევს არტერიულ ჰიპოტენზიას.

მკურნალობა – წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას -სიმპტომური თერაპია.

ამლოდიპინი:

შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული ვაზოდილატაცია და არტერიული ჰიპოტონია.

მკურნალობა -კუჭის ამორეცხვა, ვაზოკონსტრიქციული საშუალებების გამოყენება. საჭიროებისას -სიმპტომური თერაპია.

კალციუმის არხების ბლოკირების თავიდან ასაცილებლად ინტრავენურად შეყავთ კალციუმის გლუკონატი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I  და  II ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

გამოყენების თავისებურებები:

ლიზინოპრილი:

ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა წყლის და  ელექტროლიტების  დანაკარგის კომპენსირება.

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, სალურეზული საშუალებებით და ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.

ამლოდიპინი:

პრეპარატი მკურნალობის დასაწყისში იწვევს გადაღლილობის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას,  რაც ზემოქმედებას ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

იმ შემთხვევაში, თუ კი პაციენტი გამოტოვებს მისაღებ დოზას, არ არის რეკომენდებული მისი დამატებით მიიღება, არამედ საჭიროა მკურნალობის ჩვეულებრივი რეჟიმის გაგრძელება.

კვადრიპინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით.

 

კვადიმაქსი – KVADIMAX – КВАДИМАКС

საერთაშორისო დასახელება:

CEFPODOXIME

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ცეფპოდოქსიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მესამე თაობის ცეფალოსპორინები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი ………….  100 მგ

(ცეფპოდოქსიმის ეკვივალენტური)

1 ტაბ.

ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი……….      200 მგ

(ცეფპოდოქსიმის ეიკვივალენტური)

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, გასუფთავებული ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კვადიმაქსი წარმოადგენს ცეფალოსპორინების ჯგუფის ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკს პერორალური გამოყენებისათვის. მას გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება, რომელიც განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. ცეფპოდოქსიმი მდგრადია მრავალი მიკროორგანიზმის ბეტა-ლაქტამაზას მოქმედების მიმართ. 
კვადიმაქსს გააჩნია აქტივობა გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ:
Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes; 
გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis, Haemophilus influenzae, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Neisseria gonorrhoeae (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით).
in vitro გამოკვლევების მონაცემებით კვადიმაქსის მიმართ მგრძნობიარენი არიან გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიები: Streptococcus agalactiae,  Streptococcus spp. C, F და G ჯგუფები, Citrobacter diversus, Klebsiella oxytoca, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Haemophilus parainfluenzae, Peptostreptococcus magnus, მაგრამ პრეპარატის კლინიკური ეფექტი მათ მიმართ არ არის დადგენილი. 
პრეპარატი არ არის აქტიური D ჯგუფის Streptococcus spp.; მეტიცილინის მიმართ რეზისტენტული Staphylococcus spp.; Staphylococcus saprophyticus;  J და K ჯგუფებისCorynebacterium; Pseudomonas spp., მათ შორის Pseudomonas aeruginosa; Listeria monocytogenes; Acinetobacter baumanii; Enterobacter-ის მრავალი შტამის; Clostridium difficile და Bacteroides spp. მიმართ. 
კვადიმაქსი, როგორც ფართო სპექტრის ეფექტური ანტიბიოტიკი, იდეალურია მრავალი ინფექციის სამკურნალოდ, განსაკუთრებით სხვა ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ მიკროორგანიზმების რეზისტენტობის განვითარების დროს.

ფარმაკოკინეტიკა:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბციის შემდეგ ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი განიცდის ჰიდროლიზს, რის შედეგადაც წარმოიქმნება მისი აქტიური მეტაბოლიტი – ცეფპოდოქსიმი. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს. ცეფპოდოქსიმის დაახლოებით 30% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება კვადიმაქსის 100 მგ-იანი ტაბლეტის მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ და შეადგენს 1.4 მკგ/მლ-ზე, 200 მგ-იანი ტაბლეტის მიღებისას – 2.2 მკგ/მლ-ზე. Cmax-ის მაჩვენებელი იზრდება ტაბლეტის საკვებთან ერთად მიღებისას. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-4 სთ-ს. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება. 
პრეპარატის გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელების საშუალებით 12 სთ-ის განმავლობაში.
კვადიმაქსის 100 მგ და 200 მგ-იანი ტაბლეტების მიღებისას 14.5 დღის განმავლობაში სისხლის პლაზმის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები შეუცვლელი რჩება, რაც იმის მანიშნებელია, რომ პრეპარატი არ განიცდის კუმულირებას.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: სტრეპტოკოკური ფარინგიტი/ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი, მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, რომლის გამომწვევ მიკროორგანიზმებს შორის არის H.  influenzae ( ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების გამოკლებით), S. pneumoniae და H. influenzae-თი (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით) გამოწვეული პნევმონია;
  • კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები, მათ შორის ფურუნკულოზი, პარონიქია, ფოლიკულიტი;
  • სქესობრივი გზით გადამდები მწვავე გაურთულებელი ინფექციები: რექტალური გონოკოკური ინფექცია (ქალებში), ურეთრისა და საშვილოსნოს ყელის გონორეა;
  • შარდგამომყოფი სისტემის მწვავე გაურთულებელი ინფექციები: ცისტიტი, პიელონეფრიტი.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის აბსორბციის გასაძლიერებლად რეკომენდებულია კვადიმაქსის ტაბლეტის მიღება საკვებთან ერთად.

  • 13 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში კვადიმაქსი ინიშნება: 
    ფარინგიტის, ტონზილიტის, მწვავე ბრონქიტის დროს: 100 მგ 12 სთ-ში ერთხელ 5-10 დღის განმავლობაში;
  • მწვავე სინუსიტის, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების, პნევმონიის დროს: 200 მგ 12 სთ-ში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში;
  • კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციების დროს: 400 მგ 12 სთ-ში ერთხელ 7-14 დღის განმავლობაში;
  • სქესობრივი გზით გადამდები მწვავე გაურთულებელი ინფექციების დროს: 200 მგ ერთჯერადად;
  • შარდგამომყოფი სისტემის მწვავე გაურთულებელი ინფექციების დროს: 100 მგ 12 სთ-ში ერთხელ 7 დღის განმავლობაში.

როდესაც თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 40 მლ/წთ-ზე, ზრდიან ინტერვალს მიღებებს შორის, რაც შესაბამისად იწვევს სადღეღამისო დოზის შემცირებას: თუ კრეატინინის კლირენსია 39-10 მლ/წთ, პრეპარატის ერთჯერადი დოზა მიიღება 24 სთ-ში ერთხელ, ხოლო თუ კრეატინინის კლირენსი ღვიძლის ფუნქციის დარღვევა დოზის შეცვლას არ მოითხოვს.

როდესაც ცნობილია მხოლოდ შრატის კრეატინინის კონცენტრაცია, კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა შესაძლებელია შემდეგი ფორმულით:

მამაკაცები:

 

 

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ)

 

=

 

სხეულის მასა  (კგ)  х (140 – ასაკი)


72 х შრატის კრეატინინის კონცენტრაცია (მგ/100 მლ)

ქალები:

 

 

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

=

0.85 х ფორმულის მიხედვით გამოთვლილ მაჩვენებელზე.

გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, პარესთეზიები; 
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული კოლიტი; 
ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: გარდამავალი გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, იშვიათად – მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, პურპურა, შრატისმიერი დააავადება; 
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: თრომბოციტოზი, ჰემოგლობინის დაქვეითება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზისა და ჰემოლიზური ანემიის ერთეული შემთხვევები, ნეიტროპენია, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას; სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და კრეატინინის დონის უმნიშვნელო მატება, ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის და/ან ბილირუბინის მაჩვენებლის გარდამავალი მატება;
სხვა: ზოგადი სისუსტე.

უკუჩვენება:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან ცეფალოსპორინების ჯგუფის სხვა ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ადექვატური და სათანადოდ კონტროლირებადი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობის პერიოდში კვადიმაქსი გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში. 
* კვადიმაქსი გადადის დედის რძეში,  ამიტომ მისი გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გამოყენების თავისებურებები:
5 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

ხანგრძლივი მკურნალობისას (10 დღეზე მეტი) აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი. ნეიტროპენიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

თუ პაციენტს პენიცილინისა და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ გააჩნია მომატებული მგრძნობელობა, მაშინ კვადიმაქსის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, შესაძლო ჯვარედინი ალერგიული რეაქციის განვითარების მაღალი ალბათობის გამო.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

კვადიმაქსით მკურნალობისას შესაძლოა აღინიშნოს კუმბსის დადებითი რეაქცია.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში კოლიტის არსებობისას.

დიარეის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა, რომელიც შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას, რაც მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას და შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპიის დანიშვნას (მაგ. ვანკომიცინი).
კვადიმაქსის გამოყენების დროს შესაძლებელია პრეპარატის მიმართ მიკროორგანიზმების რეზისტენტობის ჩამოყალიბება და სუპერინფექციის განვითარება.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ბენედიქტის, ფელინგის ან სპილენძის შემცველი სხვა რეაქტივით შარდში გლუკოზის შემცველობის განსაზღვრისას შეიძლება აღინიშნოს ცრუ დადებითი რეაქცია, ამიტომ გლუკოზურიის განსაზღვრა ხდება მხოლოდ ფერმენტული მეთოდით გლუკოზოოქსიდაზას გამოყენებით.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს საჭიროა თავბრუსხვევის განვითარების რისკის გათვალისწინება.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა. განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია, განვითარდეს ენცეფალოპათიური მოვლენები, რომლებიც ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა.

სპეციფიკური ანტიდოტი კვადიმაქსის მიმართ არ არსებობს. ტარდება შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობა. მძიმე ტოქსიკური რეაქციისას შესაძლებელია ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

–  ანტაციდები (მაგ. ნატრიუმის ბიკარბონატი, ალუმინის ჰიდროქსიდი) და H2- ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორები (მაგ. რანიტიდინი) კვადიმაქსთან ერთდროული გამოყენებისას აქვეითებენ პრეპარატის ბიოშეღწევადობას, რის გამოც მათი მიღება რეკომენდებულია ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ.

– კვადიმაქსმა შესაძლოა გააძლიეროს კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტების მოქმედების ეფექტი და დააქვეითოს ესტროგენების ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება.

– პრობენეციდი თრგუნავს ცეფპოდოქსიმის გამოყოფას თირკმელების საშუალებით, რაც ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

– პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ამინოგლიკოზიდებთან და/ან ძლიერ დიურეზულ საშუალებებთან ერთად. კვადიმაქსის გამოყენება ნეფროტოქსიკური მოქმედების მქონე პრეპარატებთან ერთად საჭიროებს თირკმლის ფუნქციის მკაცრ კონტროლს.

– პერორალური ანტიქოლინერგული საშუალებები ზრდის სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს, მაგრამ არ მოქმედებს მის აბსორბციაზე.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
1.5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

 

Don`t copy text!