საერთაშორისო დასახელება:
KETOTIFEN
მწარმოებელი: GMP
მოქმედი ნივთიერება: კეტოტიფენი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
კეტოტიფენი ……….. 1 მგ
საერთაშორისო დასახელება:
KETOTIFEN
მწარმოებელი: GMP
მოქმედი ნივთიერება: კეტოტიფენი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
კეტოტიფენი ……….. 1 მგ
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.
1 ტაბლეტი შეიცავს :
აქტიური ინგრედიენტები :
| იზოლეიცინის ალფა – კეტოანალოგი ( DL – მეთილ -ოქსო -2- კალციუმის ვალერინატი ) …………. | 67 მგ |
| ლეიცინის ალფა – კეტოანალოგი ( მეთილ -4- ოქსო -2-კალციუმის ვალერინატი ) ……………… | 101 მგ |
| ფენილალანინის ალფა – კეტოანალოგი ( ოქსო -2-ფენილ -3- კალციუმის პროპიონატი ) ……………… | 68 მგ |
| ვალინის ალფა – კეტოანალოგი ( მეტალ – ოქსო -2-კალციუმის ბუტირატი ) ……………………. | 86 მგ |
| მეთიონინის ალფა – ჰიდროქსიანალოგი ( DL -ჰიდროქსი -2- კალციუმის მეთილბუტირატი ) ………….. | 59 მგ |
| L – ლიზინის მონოაცეტატი ………………………………………. | 105 მგ |
| L – თრეოტინი ……………………………………………………. | 53 მგ |
| L – ტრიპტოფანი …………………………………………………. | 23 მგ |
| L – ჰისტიდინი …………………………………………………… | 38 მგ |
| L – თიროზინი ……………………………………………………. | 30 მგ |
სხვა ინგრედიენტები :
| სიმინდის სახამებელი ………………………………… | 44.0 მგ |
| პოვიდონი ……………………………………………. | 6.0 მგ |
| ტალკი ………………………………………………… | 19.57 მგ |
| სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური ……………… | 4.4 მგ |
| მაგნიუმის სტეარატი …………………………………. | 15.0 მგ |
| მაკროგოლი 6000 …………………………………… | 12.8 მგ |
| ხსნადი პოვიდონი ……………………………………. | 43.2 მგ |
ტაბლეტის გარსი :
| ტალკი ………………………………………………………………………. | 9.10 მგ |
| მაკროგოლი 6000 …………………………………………………………. | 1.48 მგ |
| ინოლინი ყვითელი (E104) ……………………………………………….. | 0.72 მგ |
| მეთილმეტაკრილატის, დიმეთილამინოეთილმეტაკრილატის აბუტილმეტაკრილატის სოპოლიმერი ( ეუდრაჰიტი E 12.5) …………….. | 5.9 მგ |
| ტრიაცეტინი …………………………………………………………………. | 0.43 მგ |
| ტიტანის დიოქსიდი …………………………………………………………. | 7.4 მგ |
| ტაბლეტში აზოტის საერთო შემცველობა …………………………………… | 36 მგ |
ტაბლეტში კალციუმის შემცველობა
1.25 მმოლ = 50 მგ
აღწერა
მოგრძო , ორმხრივ ამობურცული, შემოგარსული, ყვითელი ფერის ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
თირკმლების უკმარისობის სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი. ახდენს უცვლელი ამინომჟავების სრული მარაგის უზრუნველყოფას აზოტის მინიმალური შეყვანით . ამინომჟავების კეტონური ანალოგები ორგანიზმში ფერმენტაციულად ტრანსამინირდებიან შესაბამის L – ამინომჟავებად, ამასთან ახდენენ შარდოვანას დაშლას. პრეპარატი ხელს უწყობს აზოტშემცველი ცვლის პროდუქტების უტილიზაციას , ცილების ანაბოლიზმს შრატში შარდოვანას კონცენტრაციის იმავდროული შემცირებით. ამცირებს სისხლში კალიუმის , მაგნიუმისა და ფოსფატის კონცენტრაციებს . პრეპარატის სისტემატური გამოყენებისას აღინიშნება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესება . რიგ შემთხვევებში , ხერხდება დიალიზის ჩატარების გადავადება .
გამოყენების ჩვენებები:
ცილა – ენერგეტიკული უკმარისობა , მოზრდილებსა და ბავშვებში 3 წლის ასაკიდან ისეთი დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა , რომლებიც გამოწვეულია შეცვლილი ცილოვანი მეტაბოლიზმით თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს და რაციონში ცილების შეზღუდვისას . ძირითადად გამოიყენება იმ პაციენტებში , რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლების ქრონიკული უკმარისობა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით 25 მლ / წთ – ზე ნაკლები , რაც არ გამორიცხავს მის გამოყენებას 25მლ / წთ – ზე მაღალი გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარისას .
უკუჩვენებები:
* ჰიპერკალციემია , ამინომჟავების ცვლის დარღვევა , მომატებული მგრძნობელობა . მემკვიდრეობითი ფენილკეტონურიის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება , რომ პრეპარატი შეიცავს ფენილალანინს .
გამოყენების წესი და დოზები:
განკუთვნილია შიგნით მისაღებად. მოზრდილებსა და ბავშვებში 3 წლის ასაკიდან გამოიყენება 1ტაბლეტი სხეულის მასის 5 კგ – ზე დღე – ღამეში ან 0.1 გ / კგ სხეულის მასაზე . თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, მიიღება დღეში 3- ჯერ ჭამის დროს. ტაბლეტი დაუღეჭავად უნდა გადაიყლაპოს .
გამოყენების ხანგრძლივობა:
კეტოსტერილი ინიშნება მთელი იმ პერიოდის განმავლობაში , ვიდრე აღინიშნება გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის დონე 25 მლ / წთ – ზე დაბლა. წინა დიალიზურ პერიოდში რეკომენდებულია საკვებში დღეში არა უმეტეს 40 გ ცილის შემცველობა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ხარისხის გათვალისწინებით . დიალიზზე მყოფ პაციენტებში ცილის მოხმარება უნდა მოხდეს მიღებული სტანდარტების მიხედვით .
– ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისათვის ( სხეულის მასა 70 კგ ) შეადგენს 4-8 ტაბლეტს დღეში 3- ჯერ;
– ჩვეულებრივი დოზა ბავშვებისათვის – 1 ტაბლეტი სხეულის მასის 5 კგ – ზე დღე – ღამეში;
– 3-10 წლის ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული ცილის შემცველობა საკვებში – 1.4-0.8 გ / კგ სხეულის მასაზე დღე -ღამეში;
– ბავშვებისათვის 10 წლის ასაკიდან – 1.0-0.6 გ / კგ სხეულის მასაზე დღე – ღამეში .
გვერდითი ეფექტები:
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალციემია. ამასთან რეკომენდებულია D ვიტამინის მიღების შემცირება. თუ აღინიშნება ჰიპერკალციემიის შენარჩუნება, უნდა შემცირდეს კეტოსტერილის, აგრეთვე კალციუმის სხვა წყაროების დოზები.
განსაკუთრებული მითითებები:
არასაკმარისია გამოცდილება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ. კეტოსტერილი მიიღება ჭამის დროს მისი უკეთ შეწოვისა და სათანადო ამინომჟავებად გადაქცევის მიზნით. აუცილებელია სისხლის შრატში კალციუმის დონის რეგულარული კონტროლი. საჭიროა საკვების საკმარისი კალორიულობის უზრუნველყოფა.
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
▪ კალციუმის შემცველი პრეპარატების იმავდროულად დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალციუმის დონის მომატება.
▪ კეტოსტერილის გავლენით ურემიული სიმპტომების შემცირების გამო, იმავდროულად დანიშნული ალუმინის ჰიდროქსიდის დოზა შესაბამისად უნდა შემცირდეს .
▪ ნაწლავებში აბსორბციის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, კეტოსტერილთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული ისეთი პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ კალციუმთან რთულად ხსნადი ნაერთების წარმოქმნა
( მაგ . ტეტრაციკლინები , ქინოლონები , რკინის , ფტორისა და ესტრამუსტინის შემცველი პრეპარატები ).
▪ კეტოსტერილისა და მსგავსი პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 2 საათი .
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები . 20 ტაბლეტი ალ / პვქ ბლისტერში . 5 ბლისტერი ალ / პვქ პაკეტში . მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ , სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში .
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისიანობის ვადა;
3 წელი .
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაიცემა ექიმის რეცეპტით ).
მწარმოებელი:
” პეკინ ფრეზენიუს კაბი ფარმასიუტიკალ კო ., ლტდ “; ჩინეთი .
საერთაშორისო დასახელება:
KETOPROFEN
მწარმოებელი: Medicom International, იტალია
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
10% აეროზოლი 25მლ ფლაკონი # 1
პრეპარატის 1 გ შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს:
კეტოპროფენს …………… 100 მგ
არააქტიურ ინგრედიენტებს: პროპილენგლიკოლს 100.00 მგ, იზოპროპანოლს 80.00 მგ, NAT 8539 100.00 მგ, სოიოს ლეციტინს 76% 75.00 მგ, უწყლო ეთანოლს 25.00 მგ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატს 5,7 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდს 15,5 მგ, პიტნის ზეთს 1,5 მგ, გაწმენდილ წყალს 594,8 მლ
აღწერა:
გამჭირვალე მოყვითალო ხსნარი იზოპროპილის სპირტის და პიტნის სუნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კეტოპროფენი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანალგეზიური მოქმედება.
კეტოპროფენი თრგუნავს ციკლოოქსიგენაზის აქტივობას, რაც ხელსუწყობს ქსოვილებში პროსტაგლანდინების (PgF2a, PgE2) წარმოქმნის დაქვეითებას. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება უფრო მაღალი აქვს ვიდრე ასპირინს.
ფარმაკოკინეტიკა:
ჩაატარეს კლინიკურ კვლევა მოხალისეებზე – კეტოპროფენის 150 მგ სპრეის სახით გამოყენებისას (სპრეის 3 მლ შეესაბამება 300 მგ კეტოფროფენს) ზურგის არეში.
პლაზმაში ნივთიერების მაქსიმალურმა კონცენტრაციამ საშუალოდ შეადგინა 103 მგ/მლ, Tmax 14 საათი. დოზის მხოლოდ 4.15% დაექვემდებარა სისტემურ აბსორბციას, პლაზმაში თავისუფალი კეტოპროფენის რაოდენობა არ აღემატა გამოყენებული დოზის 0.13%. ზემოთ აღნიშნულმა ფარმაკოკინეტიკურმა გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ პლაზმაში კეტოპროფენის კონცენტრაცია არ აღწევს იმ დონეს, რომელიც იწვევს სისტემური გვერდითი ეფექტების წარმოქმნას. ასეთი გამოყენებისას გვერდითი ეფექტები წარმოიქმნება გაცილებით უფრო იშვიათად, ვიდრე პრეპარატის 50-200 მგ-ის პერორალური მიღების შემდეგ. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატის მინიმალური შეწოვადობა არ მოქმედებს მის უსაფრთხოებაზე.
ახალი პრეპარატის კეტოსპრეის სპრეის, გარეგანი გამოყენებისათვის, შესაბამისმა ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა და კეტოპროფენის შეფასების მეთოდების მთელმა სპექტრმა არ გამოავლინა რაიმე სახის ტოქსიკოლოგიური გამოვლინება, მისი შემოთავაზებული მეთოდით გამოყენების შემთხვევაში. აშკარაა, რომ ადგილობრივი გამოყენებისათვის გამიზნული წამლის ახალ ფორმას არ გააჩნია რაიმე სახის ტოქსიკოლოგიური ეფექტები, ხოლო შესაბამისი გამოყენების შემთხვევაში პრეპარატის სისტემური კონცენტრაცია არ აღწევს ტოქსიკურ დონეს. დამატებით სპეციალური გამოკვლევისას დამტკიცდა პრეპარატის ახალი ფორმის კარგი ათვისებადობა.
ჩვენებები:
მიღების წესები და დოზები:
ექიმის სხვა რეკომენდაციების არ არსებობის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის გამოყენება 2-3-ჯერ, სამი ან ოთხი კანზედა გამტვერვის სახით, სპრეის დიდი რაოდენობით შესხურებით დაზიანებულ მონაკვეთზე და მის ირგვლივ და მასაჟის გაკეთებით.
დღე-ღამის განმავლობაში შესაძლებელია არა უმეტეს 18 შესხურებისა, ე.ი., არა უმეტეს კეტოპროფენის 360 მგ-ს გამოყენება. აღნიშნული დოზა არ უნდა იქნას გადაჭარბებული.
გვერდითი მოვლენები:
დღემდე სპრეი კეტოსპრეის გამოყენებისას რაიმე გვერდითი ეფექტი არ აღნიშნულა. გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება:
* დადგენილი ჰიპერმგრძნობიარობა სამკურნალო საშუალების რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
გამოყენება შესაძლებელია
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის ხანგრძლივმა გარეგანმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიბილიზაცია, ამ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სათანადო მკურნალობის ჩატარება.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატ კეტოსპრეის გამოყენებისას სისხლდენის დროს. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ჭრილობიდან სისხლდენის დროს, ღია ჭრილობაზე ან ინფიცირებული ჩირქოვანი ჭრილობისას.
ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატის გამოყენება ავტომანქანისა და სხვა რთული მექანიზმების მართვის უნარზე გავლენას არ ახდენს.
ჭარბი დოზირება:
არ არის აღნიშნული
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ამჟამად არ არის რეგისტრირებული.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ტემპერტურაზე რომელიც არ აღემატება 25oC
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი
არ შეიძლება პროდუქტის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოთ.
საერთაშორისო დასახელება:
KETOROLAC
მწარმოებელი: OM BIOTEC
მოქმედი ნივთიერება: კეტოროლაკი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.
1 ტაბ.
კეტოროლაკი………. 10 მგ
საერთაშორისო დასახელება:
KETOROLAK
მწარმოებელი: GMP, საქართველო
მოქმედი ნივთიერება: კეტოროლაკი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
კეტოროლაკი ………………… 10 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კეტოროლი წარმოადგენს არანარკოტიკულ ანალგეტიკს, გამოხატული ტკივლგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგაციული თვისებებით.
კეტოროლის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებითა და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით. პრეპარატის სისტემური ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება მნიშვნელოვნად აღემატება ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. არ ახასიათებს სედატიური ეფექტი, არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და არ ახდენს გავლენას ფსიქომოტორულ რეაქციებზე.
ფარმაკოკინეტიკა:
კეტოროლი პერორალურად მიღებისას სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. 0.01 გ პრეპარატის მიღებისას მისი Сmax აღინიშნება საშუალოდ 44 წთ-ში; კეტოროლის 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი განიცდის ორგანიზმში ბიოტრანსფორმაციას და ელიმინირდება ძირითადად თირკმელების საშუალებით.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
დოზირება წარმოებს ინდივიდუალურად ტკივილის სინდრომის სიძლიერის მიხედვით.
პრეპარატის ტაბლეტირებული ფორმის მიღების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7 დღე.
გვერდითი მოვლენები:
დისპეფსიური მოვლენები, გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი; ძილიანობა, თავბრუსხვევა; თირკმელის მწვავე უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციული ნეფრიტი, შრატში კრეატინინისა და შარდოვანას მომატება; სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა; კანზე გამონაყარი.
უკუჩვენებები:
კეტოროლის დანიშვნის უკუჩვენებებია:
* პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა;
* 16 წლამდე ასაკი;
* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში);
* ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
* ანამნეზში სისხლის შედედების დარღვევა;
* „ასპირინული“ ასთმა;
* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა).
განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენები და ეროზიულ-წყლულოვანი დააავადება,
* ღვიძლის, თირკმელებისა და ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა,
* გულის ქრონიკული უკმარისობა,
* ბრონქული ასთმა, ბრონქოობსტრუქციული სინდრომი,
* ანგიონევროზული შეშუპება.
* სისხლის შემადედებელი ფუნქციის დარღვევისას კეტოროლი ინიშნება თრომბოციტების რაოდენობის მუდმივი კონტროლის ქვეშ.
* პრეპარატი არ ინიშნება პრემედიკაციის მიზნითა და სამეანო პრაქტიკაში ტკივილგამაყუჩებლის სახით.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზის ერთჯერადად მიღების შემდეგ განვითარებული სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ჰიპერვენტილაცია, პეპტიური წყლულისა და/ან ეროზიული გასტრიტის განვითარება, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– კეტოროლი შეუთავსებადია ლითიუმის პრეპარატებთან, პენტოქსიფილინთან, პრობენეციდთან, ანტიკოაგულანტებთან და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან კომბინაციაში.
– ნორმოვოლემიის მქონე პაციენტებში იგი იწვევს ფუროსემიდის დიურეზული ეფექტის შემცირებას.
– აგფ-ის ინჰიიტორებთან კომბინაციაში იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევის შესაძლებლობა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-200C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.
საერთაშორისო დასახელება:
KETOPROFEN
მწარმოებელი: LEK, სლოვენია
მოქმედი ნივთიერება: კეტოპროფენი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პროპიონმჟავას წარმოებული.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კეტონალი კაფსულები: ფლაკონში 25 ც.
1 კაფს.
კეტოპროფენი …………… 50 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მცენარეული ზეთი, სოიოს ზეთი ჰიდროგენიზირებული, ფუტკრის ცვილი, ჟელატინი, გლიცეროლი, სორბიტოლი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი.
კეტონალი ფორტე შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
კეტოპროფენი ……………….. 100 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, პოვიდონი, სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, ლაქტოზა სიტო 200, ჰიდროქსიპროპილმეთილცულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 400, ცისფერი საღებავი ინდიგოტინი (E132), ტიტანის დიოქსიდი, კარნაუბის ცვილი.
კეტონალი რეტარდი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
კეტოპროფენი …………………150 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა.
კეტონალი დუო კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
კეტოპროფენი ………………..150 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოლისორბატი 80, ეუდრაჟიტი RS (მეტაკრილმჟავას სოპოლიმერი), ეუდრაჟიტი RL 30D (მეტაკრილმჟავას სოპოლიმერი), ტრიეთილციტრატი, ტალკი, რკინის ოქსიდი (ყვითელი) E172, კოლოიდური კაჟბადის ორჟანგი უწყლო.
კაფსულის გარსი: ჟელატინი, საღებავი ცისფერი ინდიგოტინი E132 ტიტანის დიოქსიდი E171.
კეტონალი საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 ამპ.
კეტოპროფენი ……………… 100 მგ
სხვა იგრედიენტები:
პროპილენგლიკოლი, ეთანოლი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი.
კეტონალი კრემი 5%: ტუბში 30 გ
1 გ
კეტოპროფენი ……………. 50 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მეთილჰიდროქსიბეზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, იზოპროპილმირისტატი, თეთრი ვაზელინი, პოლიეთილენგლიკოლი-45-დოდეცილგლიკოლი (ელფაკოსი), ცხიმოვანი მჟავების სორბიტანის ეთერი (არლაცელი), მაგნიუმის სულფატი, გასუფთავებული წყალი.
კეტონალი გელი 2.5%: ტუბში 50 გ
1 გ
კეტოპროფენი ……………………25გ.
სხვა ინგრედიენტები:
კარბოპოლი, ეთანოლი (96%) ლავანდას ეთერზეთი, ტროლამინი, გასუფთავებული წყალი.
კეტონალი სუპოზიტორიები: შეფუთვაში 6 ც.
1 სუპ.
კეტოპროფენი ……………….. 100 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მყარი ცხიმი, მიგლიოლი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდენო და სიცხის დამწევი მოქმედება.
მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას შექცევად ბლოკირებასთან, რაც იწვევს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას. გარდა ამისა, კეტოპროფენი ახდენს ფერმენტ ლიპოოქსიგენაზას ინჰიბირებას, გააჩნია ანტიბრადიკინინული აქტივობა, ასტაბილიზებს ლიზოსომურ მემბრანებს, იწვევს ნეიტროფილების აქტივობის მნიშვნელოვან დაქვეითებას რევმატიდული ართრიტის მქონე პაციენტებში.
კეტოპროფენის გამოხატული ანალგეზიური მოქმედება განპირობებულია ორი მექანიზმით: პერიფერიულით (პროსტალგანდინების სინთეზის დათრგუნვით გამოწვეული) და ცენტრალურით (ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით განპირობებული).
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: შიგნით მიღებისას კეტოპროფენი სწრაფად და საკმარისად სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა აღემატება 90%-ს. Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ.
განაწილება: სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 99%-ს, უპირატესად ალბუმინთან, კეტოპროფენი კარგად აღწევს სინოვიალურ სითხეებსა და შემაერთებელ ქსოვილებში. სინოვიალურ სითხეებში მნიშვნელოვანი კონცენტრაციის დონეები მიიღწევა 100 მგ კეტოპროფენის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
მეტაბოლიზმი და გამოდევნა: კეტოპროფენი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.
კეტოპროფენის T1/2 – 1.6-1.9 სთ. გამოიყოფა თირკმლებით, 1%-ზე ნაკლები კი-ფეკალიებთან ერთად.
ჩვენებები:
სისტემური გამოყენებისათვის:
გარეგანი გამოყენებისათვის:
მიღების წესი და დოზირება:
კაფსულები და ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს.
პარენტერალური თერაპიის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს რამდენიმე დღეს. აუცილებელი ეფექტის მიღწევის შემედგ პრეპარატი ინიშნება კაფსულის, ტაბლეტის ან სუპოზიტორიის ფორმით.
გელი: მკურნალობის ხანგრძლივობა -14 დღე ან მეტი (ექიმის კონსულტაციის შემდეგ).
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცელში, დიარეა, ღებინება; იშვიათად – სისხლდენა კნტ-დან.
ცნს-ის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ხმაური ყურებში.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ქავილი, ურტიკარია.
ადგილობრივი რეაქციები: სუპოზიტორიების გამოყენებისას – წვის შეგრძნება, ტენეზმები.
სხვა: ტრანზიტორული დიზურია, ასთენია.
უკუჩვენებები:
* კნტს-ის დაავადებები გამწვავების ფაზაში;
* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
* თირკმლის ფუნქცის გამოხატული დარღვევები;
* დარღვევები სისხლის მხრივ (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, სისხლის შედედების სისტემის დარღვევები);
* ორსულობის III ტრიმესტრი;
* ლაქტაცია;
* ჰემოროი და პროქტიტი (სუპოზიტორიები);
* 14 წლამდე ასაკის ბავშვები;
* კეტოპროფენის, აცეტილსალცილმჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ანამნეზში ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის გამონაყარი ან რინიტი, რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილმჟავას მიღებით).
ორსულობა და ლაქტაცია:
გამოკვლევები კეტოპროფენის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ ჩატარებულა.
კეტონალის გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის არსებულ რისკს.
* კეტონალის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში (განსაკუთრებით 36 კვირის შემდეგ) უკუნაჩვენებია საშვილოსნოს ტონუსზე შესაძლო ზეგავლენის გამო.
* ლაქტაციის პერიოდი: კეტონალის გამოყენების აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს საკითხი ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ.
განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის მოშლისას
* ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას,
* ბრონქული ასთმის, რინიტის, ურტიკარიის, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის პოლიპების,
* გულის უკმარისობის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში.
* სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო კეტონალის მიღებისას შემდეგ პრეპარატებთან ერთად: აცეტილსალცილმჟავა ან სხვა არასტეორიდული
ანთების საწინააღმდეგო საშუალებები,
* ლითიუმის პრეპარატები,
* ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები,
* დიურეტიკები,
* მეტოტრექსატი,
* ანტიდიაბეტური პრეპარატები.
* კეტონალის კრემის და გელის გამოყენებისას პაციენტი უნდა მოერიდოს პრეპარატის მოხვედრას დაზიანებულ ზედაპირზე, ღია ჭრილობებზე, თვალებში და სხვა ლორწოვან გარსებზე. მკურნალობის პერიოდში აკრძალულია ალკოჰოლის მოხმარება.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ პირებმა, რომელთა საქმიანობა მოითხოვს სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს (ავტომობილების მართვა, მუშაობა მექანიზმებთან).
ჭარბი დოზირება:
ამჟამად არ არსებობს მონაცემები კეტონალის ჰიპერდოზირების შესახებ. შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას ნაჩვენებია სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ვინაიდან კეტოტიფენი მნიშვნელოვნად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს კეტონალთან ერთად გამოყენებისას უნდა შემცირდეს ანტიკოაგულანტების, დიფენილჰიდანტოინის ან გოგირდის შემცველი პრეპარატების დოზები.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 250C.
შემოგარსული ფორტე ტაბლეტების, რეტარდი ტაბლეტების, კაფსულების, სუპოზიტორიების ვარგისიანობის ვადა 5 წელია, ხოლო საინექციო ხსნარის – 3 წელი.
შემოგარსული ტაბლეტები ფორტე, ტაბლეტები რეტარდი, კაფსულები, საინექციო ხსნარები და სუპოზიტორიები გაიცემა რეცეპტით.
5% კრემის და 2.5% გელის ფორმით პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: DARNITSA, უკრაინა
მოქმედი ნივთიერება: კეტოროლაკი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასეტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: კონტურულ შეფუთვაში 10X10 ც.
1 ტაბ.
კეტოროლაკის ტრომეტამინი ………… 0.01 გ
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, მიკროსკრისტალური ცელულოზა, პოლიპლაზდონი-XL-10, მაგნიუმის სტეარატი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ან ოდნავ მოყვითალო ფერის ტაბლეტები.
საინექციო ხსნარი 3%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 ამპ.
კეტოროლაკის ტრომეტამინი …………. 30.0 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი 4.35 გ, ტრილონ ბ-1.0 გ, ბენზილის სპირტი 15.0 მლ, პოვიდონი 60.0 გ., პროპილენგლიკოლი 100 გ, 0.5 ტრომეტამინის ხსნარი pH 7.35-მდე, საინექციო წყალი 1 ლ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციკლოოქსიგენაზა1-ის დათრგუნვის შედეგად პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დაქვეითებით, აგრეთვე ტკივილისა და ანთების სხვა მედიატორების წარმოქმნის შემცირებით. იგი არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, არ ახდენს სედატიურ და ანქსიოლიზურ მოქმედებას. პრეპარატი არ იწვევს წამლისმიერ დამოკიდებულებას და არ ახასიათებს მოხსნის სინდრომი. იგი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, რის გამოც შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის დრო.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დგება მისი მიღებიდან დაახლოებით 30 წთ-ის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების ხანგრძლივობა ტაბლების მიღების შემთხვევაში შეადგენს 4-6 სთ-ს, ხოლო ინექციის შემთხვევაში – 8-12 სთ-ს.
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 სთ-ს, ხოლო ხანდაზმულებში ხანგრძლივდება 7 სთ-მდე. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფის პერიოდი იზრდება, ხოლო ღვიძლის ფუნქციის მოშლისას პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება, თუმცა სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო და ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირედ იმატებს.
ჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ტკივილის ქრონიკული სინდრომის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად – ტკივილის სინდრომის გათვალისწინებით.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა პერორალურად – 60 მგ, პარენტერალურად – 90 მგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 7 დღისა ტაბლეტირებული ფორმის მიღების შემთხვევაში და არა უმეტეს 5 დღისა – ინექციის შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღებისას ცალკეული პაციენტებში აღინიშნება:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე დისპეფსია, გულისრევა, ტკივილი ეგიპასტრიულ მიდამოში, იშვიათად – მეტეორიზმი, ბოყინი, ღებინება, ყაბზობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, და/ან უძილობა, დეპრესია, აგზნებადობა, ნერვული მოშლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;
საშარდე სისტემის მხრივ: ხშირი შარდვა, ჰემატურია, ოლიგურია, აღწერილია თირკმლის ფუნქციის მწვავე უკმარისობა;
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: სისხლჩაქცევების განვითარება, ოპერაციისშემდგომი სისხლდენა, ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენის დროის გახანგრძლივება;
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება.
უკუჩვენებები:
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების ფაზაში ან ანამნეზში, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (შრატის კრეატინინი 442 მკმ/ლ-ზე მეტი),
* ჰიპოვოლემია. დეჰიდრატაცია,
* ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი,
* სისხლის შედედების დარღვევა, ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი სისხლდენის რისკი, კუჭ-ნაწლავიდან და/ან ქალატვინიდან სისხლდენა და ჰემოსტაზის დარღვევა,
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია 16 წლამდე ასაკის მოზარდებში, აგრეთვე კეტოლონგისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება 65 წლის ასაკის ზევით პაციენტებში, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევისას (შრატის კრეატინინი 170-442 მკმოლი/ლ), გულის ქრონიკული უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, ბრონქული ასთმის და ბრონქოობსტრუქციული სინდრომის შემთხვევაში, აგრეთვე ხანდაზმულებსა და იმ პირებში, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
* აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება ნარკოტიკულ ანალგეზიურ საშუალებებთან კომბინაციაში, ამასთან მათი დოზა შესაძლებელია შევამციროთ.
* კეტოროლაკმა შესაძლოა გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო – თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების გამო (როგორც წესი, სადღეღამისო დოზით 120 მგ 5 დღის განმავლობაში). აცეტილსალიცილის მჟავასაგან განსხვავებით, აღნიშნული ეფექტი შექცევადია – თრომბოციტების ფუნქცია აღსდგება ორგანიზმიდან კეტოროლაკის გამოყოფიდან 24-48 საათში.
* არ მოქმედებს თრომბოციტების რაოდენობასა და შედედების პროთრომბინულ დროზე.
* პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული პრემედიკაციისათვის. აგრეთვე ტკივილგამაყუჩებლად მეან-გინეკოლოგიაში.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუჭის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ჰიპერვენტილაცია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– პრეპარატის ერთდროული გამოყენება პენტოქსიფილინთან, ანტიკოაგულანტებთან და დექსატრანთან ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.
– ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან კომბინაციამ შესაძლოა გაზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი (განსაკუთრებით ჰიპოვოლემიით შეპყრობილ პაციენტებში).
– პრეპარატი ზრდის მეტოტრექსატის, ციკლოსპორინის ტოქსიკურობასა, არასეტროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და გლუკოკორტიკოიდების გასტროტოქსიკურ მოქმედებას;
– ლითიუმის მარილებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მატება.
– პრობენეციდისა და პრეპარატის კომბინაციისას სისხლის პლაზმაში იზრდება კეტოლონგის კონცენტრაცია და ხანგრძლივდება მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
საერთაშორისო დასახელება:
KETOROLAC
მწარმოებელი: GENOM BIOTECH
მოქმედი ნივთიერება: კეტოროლაკი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტერიოდული ანთების საწინაღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
კეტოროლაკის ტრიმეთამინი …… 30 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
სოკოვან დააავადებათა საწინააღმდეგო საშუალება გამოირჩევა ფუნგიციდური და ფუნგისტატიკური აქტივობით რიგი სოკოების მიმართ, როგორიცაა ფერადი ლიქენის (ქატოსებრი ლიქენის) გამომწვევი Pityrosporum orbiculare, რიგი დერმატოკიმოზების გამოწვევი სოკოები (Trichophyton spp., Epidermophyton flocosum, Microsporum spp) კანდიდოზის გამომწვევი (Candida spp.) და აგრეთვე სისტემური მიკოზების გამომწვევი სოკოები (Cryptococcus spp.,) აქტიურია აგრეთვე გრამდადებითი კოკების მიმართაც Staphylococcus spp., Streptococcus spp, მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ერგოსტეროლის სინთეზზე ინჰიბიტორულ (დამთრგუნველ) ზეგავლენასთან, რის შედეგადაც მიკროორგანიზმების მემბრანაში ლიპიდური შედგენილობა ირღვევა.
ჩვენებები
დოზირების რეჟიმი
შიგნით მისაღები დოზები ზრდასრულებისა და 30 კგ მეტი მასის ბავშვებში 200-400 მგ ფარგლებშია დღეღამეში.
ბავშვებში: 30 კგ ნაკლები მასის შემთხვევაში, სადღეღამისო დოზაა 4-8 მგ/კგ. პრეპარატს ერთჯერადად იღებენ საკვებთან ერთად.
გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის დოზირების რეჟიმი ჩვენებაზე და სამკურნალო ფორმაზეა დამოკიდებული.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, თავის ტკივილი, თავბრუ, ძილის დარღვევა, ფოტოფობია, პარესთეზიები, თრომბოციტოპენია, ეკზანთემა. უიშვიათესად – თმის გაცვენა, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი), გინეკომასტია, დაქვეითებული ლიბიდო, ოლიგოსპერმია, ართრალგია, ცხელება.
უკუჩვენებები
* მკვეთრი გადახრები ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებში;
* ორსულობა, ლაქტაცია;
* ჭარბი მგრძნობელობა კეტოკონაზოლისადმი.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პერორალური მიღების შემთხვევაში პერიფერიული სისხლის სურათის და ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი აუცილებელია.
♦ თუ კანის დაავადების სამკურნალოდ გლუკოკორტიკოიდები იყო გამოყენებული, ავადმყოფს კეტოკონაზოლი მხოლოდ 2 კვირის შემდეგ დაენიშნება.