Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 579

კარვიდილი – CARVEDOLOLUM – КАРВЕДИЛ

საერთაშორისო სახელწოდება:

CARVEDILOL

მწარმოებელი: სს “გრინდექსი”,  რიგა, ლატვია.

ძირითადი ფიზიკო–ქიმიური მახასიათებლები:

6,25 მგ-იანი ტაბლეტი- მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, მოყვითალო ფერის, მუქი ყვითელი ჩანართებით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.

12,5 მგ-იანი ტაბლეტი – მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ღია ვარდისფერი, მუქი ვარდისფერი ჩანართებით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.

25 მგ-იანი ტაბლეტი  – მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.

შემადგენლობა გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები.

1 ტაბლეტი შეიცავს 6,25; 12,5 ან 25 მგ კარვედილოლს.

დამხმარე ნივთიერებანი. ლაქტოზას მონოჰიდრატი (Pharmatose 90M), მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH 102), კროსპოვიდონი (Polyplasdone XL), კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, უწყლო (Aerosil 200), მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი E 172(6,25 და 12,5 მგ-იან ტაბლეტებში), რკინის წითელი ოქსიდი E 172 (12,5 მგ-იან ტაბლეტებში).

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალფა- და ბეტა- ადრენორეცეპტორების ბლოკატორი.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა (დიურეზულებთან, დიგოქსინთან და აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად).

მიღების წესი და დოზირება.

შიგნით მისაღებად, სითხის საკმარისი ოდენობის მიყოლებით.

არტერიული ჰიპერტენზიისას – 12,5 მგ ერთხელ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდეგ – 25 მგ დღეში ერთხელ, დოზის შესაძლო თანდათანობითი გადიდებით, სულ მცირე, 2 კვირის ინტერვალით მაინც. მაქსიმალური დოზა 50მგ ერთჯერადათ ან ორ მიღებაზე.

სტენოკარდიისას – 12,5 მგ ერთხელ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდეგ – 25 მგ დღეში 2-ჯერ (მაქსიმუმი – 100 მგ-მდე, გაყოფილი ორ მიღებაზე).

გულის ქრონიკული უკმარისობისას (სათითურას პრეპარატებით, დიურეზულებით და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით შერჩეული მკურნალობის ფონზე) – იწყებენ 3,125 მგ-დან 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ (კარგი ამტანობის შემთხვევაში) ამ დოზას ზრდიან 6,25 მგ-მდე 2-ჯერ დღეში, შემდეგ – 12,5 მგ-მდე 2-ჯერ დღეში (85 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის დროს მაქსიმალური დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-ჯერ დღეში, 85 კგ-ზე მეტი მასის დროს კი – 50 მგ-ს 2-ჯერ დღეში).

თუ მკურნალობა წყდება 2 კვირაზე მეტი ხნით, მაშინ მისი განახლება ისევ 3,125 მგ იწყება დოზის შემდგომი მომატებით.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა;

* გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (ΙV ფუნქციური კლასი NYHA-ს მიხედვით), II და III ხარისხის გულის AV ბლოკადა, გამოხატული ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, კარდიოგენური შოკი.

* არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 85 მმ ვწყ. სვ.-ზე ნაკლები);

* ღვიძლის უკმარისობა;

* ბრონქული ასთმა;

* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე (არაა დადგენილი უსაფრთხოება და ხმარების ეფექტურობა);

* სიფრთხილით უნდა ვიხმაროთ ბრონქოსპაზმური სინდრომის, ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვების ემფიზემის, პრინცმეტალის სტენოკარდიის, დიაბეტის ან ჰიპოგლიკემიის, ჰიპერთირეოზის, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადების, ფეოქრომოციტომის, დეპრესიის, მიასთენიის, ფსორიაზის, თირკმლის უკმარისობის დროს;

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოჩამოთვლილი დაავადება აცნობეთ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე!

სიფრთხილე:

სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ხმარობენ კონტაქტურ ლინზებს (ცრემლდენის შემცირების გამო).

მოხსნა უნდა განხორციელდეს თანდათანობით (“მოხსნის” სინდრომის განვითარების თავიდან ასაცილებლად), რამოდენიმე დღის განმავლობაში (განსაკუთრებით, გულის იშემიური დაავადებით ავადმყოფებში).

სინათლეზე შენახვისას შესაძლებელია ტაბლეტების  ფერის შეცვლა. შეიძლება შეინიღბოს თირეოტოქსიკოზისა და ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

პედიატრიულ პრაქტიკაში კარვედილოლის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ მოიპოვება.

ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში ანესთეზიოლოგი უნდა იყოს გაფრთხილებული კარვედილოლით ადრე ჩატარებული მკურნალობის შესახებ.

მკურნალობის ფონზე გულის უკმარისობის პროგრესირებისას უნდა გავზარდოთ დიურეზულების დოზა;

თირკმლების უკმარისობისას დოზას არეგულირებენ თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობასთან დამოკიდებულებაში. მკურნალობის პერიოდში უნდა  გამოირიცხოს ეთანოლის მოხმარება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

იგი აძლიერებს ინსულინისა და სულფანილშარდოვანას წარმოებულების (ერთდროულად ნიღბავს ან ასუსტებს რა ჰიპოგლიკემიის სიმპტომების გამოხატვას, ამცირებს რა ღვიძლის გლიკოგენის დაშლას გლუკოზამდე), ჰიპოტენზიური პრეპარატების (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების, თიაზიდური შარდმდენების, ვაზოდილატატორების) მოქმედებას.

სიფრთხილით ხმარობენ ანტიარითმიულ პრეპარატებთან (მატულობს ბრადიკარდიისა და მიოკარდიუმის დათრგუნვის რისკი) და  კალციუმის ნელი არხების ბლოკატორებთან ერთად: მატულობს ბრადიკარდიისა და AV ბლოკადის რისკი (დილთიაზემი), მძიმე ჰიპოტენზიისა და გულის უკმარისობის რისკი (ნიფედიპინი და შესაძლოა ნისოლდიპინი), ასისტოლია, მძიმე ჰიპოტენზია და გულის უკმარისობა (ვერაპამილი).

ამ პრეპარატების ინტრავენური შეყვანა უკუნაჩვენებია კარვედილოლით მკურნალობის ფონზე.

პრეპარატი ზრდის დიგოქსინის შემცველობას სისხლის შრატში. საგულე გლიკოზიდებთან ერთად შასაძლოა AV ბლოკადა და ბრადიკარდია. სისტემური სანარკოზო საშუალებები აძლიერებენ მის უარყოფით ინოტროპულ და ჰიპოტენზიურ ეფექტებს.

ფენობარბიტალი და რიფამპიცინი აჩქარებენ მეტაბოლიზმს და ამცირებენ კარვედილოლის კონცენტრაციას პლაზმაში.

მიკროსომული დაჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) აძლიერებს მის  ეფექტს. დიურეზულები  და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები აძლიერებენ  კარვიდილის ჰიპოტენზიურ ეფექტს.

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე შეატყობინეთ ექიმს იმ პრეპარატებზე, რომელსაც იღებთ!

განსაკუთრებული მითითებები:

თუ პრეპარატის მიღების დროს აღინიშნება  დაღლილობა ან თავბრუსხვევა არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების  და მექანიზმების მართვა.

პაციენტებმა ლაქტოზის აუტანლობით უნდა იცოდნენ, რომ 1 ტაბლეტი შეიცავს 50მგ (6.25მგ ტაბლეტი), 100მგ (12.5მგ ტაბლეტი) და 200მგ (25მგ ტაბლეტები) ლაქტოზას.

თუ პაციენტს დაავიწყდა დროზე კარვიდილის მიღება, იგი მან დაუყონებლივ უნდა მიიღოს. თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, დოზა არ ორმაგდება. საჭიროა გაგრძელდეს პრეპარატის მიღება დანიშნულებისამებრ, ჩვეული ინტერვალებით.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული შემცირება (სისტოლური წნევა – 80 მმ. ვწყ. სვ. და უფრო ქვემოთ), ბრადიკარდია (50 ნაკლები წუთში), სუნთქვითი ფუნქციის მოშლა (მათ შორის, ბრონქოსპაზმი), გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, გულის გაჩერება.

მკურნალობა: კარდიოტონური საშუალებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვის ორგანოთა სისტემის, ასევე თირკმლების ფუნქციის მონიტორინგი.

ჭარბი დოზირებისას დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს!

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სინკოპეს მდგომარეობა, კუნთების სისუსტე (უფრო ხშირად, მკურნალობის დასაწყისში), ძილის დარღვევა, დეპრესია, პარესთეზიები.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატური ჰიპოტენზია, სტენოკარდია, AV ბლოკადა, იშვიათად –”ხანგამოშვებითი” კოჭლობა, პერიფერიული სისხლმიმოქცევის ოკლუზიური  სახის მოშლილობანი, გულის უკმარისობის პროგრესირება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, მუცლის ტკივილები, დიარეა ან ყაბზობა, ღებინება, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.

შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევები, შეშუპებები.

ალერგიული რეაქციები: კანის ალერგიული რეაქციები (ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), ფსორიაზული გამონაყარის გამწვავება, ცემინება, ცხვირის დაცობა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი (წინასწარგანწყობილ პაციენტებში)

სხვა: გრიპისმაგვარი სინდრომი, ტკივილები კიდურებში, ცრემლის გამოყოფის შემცირება, სხეულის მასის ზრდა.

შენახვის პირობები:

მშრალ, ბნელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებულ ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის ვადა: 3 წელი

გაცემის პირობები: ექიმის რეცეპტით.

კარდურა – CARDURA – КАРДУРА

საერთაშორისო დასახელება:

DOXAZOSIN

მწარმოებელი: PFAIZER, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: დოქსაზოზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება (ალფა-ადრენობლოკატორები).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

დოქსაზოზინი (მეზილატის სახით) ……..          2 მგ

1 ტაბ.

დოქსაზოზინი (მეზილატის სახით) ………….     4 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის გლიკონატის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის  სტეარატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს დოქსაზოზინი, რომელიც კონკურენტული მექანიზმით ახდენს ვაზოდილატატურ მოქმედებას პოსტსინაფსური ალფა1-ადრენორეცეპტორების სელექტიური ბლოკადის შედეგად.

არტერიული ჰიპერტონიით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის მიღება იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას. ამ ეფექტის განვითარებას უკავშირებენ სისხლძარღვებში ლოკალიზებული ალფა1-ადრენორეცეპტორების სელექტიურ ბლოკადას და სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას. დღე-ღამეში ერთი ტაბლეტის მიღების შედეგად მიიღწევა მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიური ეფექტი, რომელიც შენარჩუნებულია მთელი დღის განმავლობაში და შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში. არტერიული წნევა ქვეითდება თანდათანობით. პრეპარატის ეფექტი აღინიშნება ჩვეულებრივ პრეპარატის მიღებიდან 2-6 სთ-ის შემდეგ.

არტერიული ჰიპერტენზიით შეპყრობილ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ აღნიშნული პრეპარატით, არტერიული წნევა იდენტური იყო როგორც მოსვენებულ, ასევე მუშა მდგომარეობაში. არასელექტიური ალფა1-ადრენობლოკატორებისაგან განსხვავებით, აღნიშნული პრეპარატით ხანგრძლივი დროით მკურნალობისას პრეპარატის მიმართ ტოლერანტობა არ ვითარდება. ამავე დროს, შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარებისას პლაზმაში რენინის აქტივობის მომატება და ტაქიკარდია გვხვდება იშვიათად.

პრეპარატი ახდენს დადებით გავლენას სისხლის ლიპიდურ პროფილზე, მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას საერთო ქოლესტერინთან შედარებით და მნიშვნელოვნად აქვეითებს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის რაოდენობას. ამიტომ პრეპარატს გააჩნია უპირატესობა დიურეზელ და ბეტა- ადრენობლოკატორებთან შედარებით, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ზემოთ აღნიშნულ პარამეტრებზე. პრეპარატის ერთდროული მოქმედება არტერიულ წნევასა და ლიპიდურ სპექტრზე მიუთითებს გულის იშემიური დაავადების განვითარების შემცირების რისკზე.

პრეპარატით მკურნალობა იწვევს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის რეგრესს, თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას და ქსოვილოვანის პლაზმინოგენის წინამორბედის გააქტივებას. ამის გარდა პრეპარატი აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას იმ პაციენტებში, რომლებსაც იგი დარღვეული აქვთ.

აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა, იმ პაციენტებში, რომლებიც შეპყრობილნი არიან არტერიული ჰიპერტონიით, იწვევს ერექციის დარღვევას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან შედარებით, კარდურას მიმართ პაციენტებს გააჩნიათ ნაკლები ჩივილები ერექციის დარღვევის მხრივ. პაციენტებში, რომლებიც შეპყრობილნი არიან წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა იწვევს უროდინამიკის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასა და დაავადების სიმპტომების განვითარების შემცირებას. პრეპარატის ზემოთ აღნიშნულ მოქმედებას უკავშირებენ ალფა-ადრენორეცეპტორების სელექტიურ ბლოკადას, რომელიც განლაგებულია წინამდებარე ჯირკვლისა და შარდის ბუშტის კაფსულასა და სტრომაში.

დადგენილია, რომ პრეპარატი წარმოადგენს ალფა1. ადრენორეცეპტორების 1A ქვეტიპის ბლოკატორს, რომლებიც შეადგენენ დაახლოებით 70%-ს ყველა იმ ქვეტიპში, რომლებიც ლოკალიზებულია წინამდებარე ჯირკვალში. სწორედ ამით არის განპირობებული წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიიით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის დადებითი მოქმედება.

პრეპარატის შემანარჩუნებელი ეფექტი და უსაფრთხოება დადგენილია ამ უკანასკნელის ხანგრძლივი დროით მიღებისას (მაგ. 4. თვემდე). In vitro კვლევების შედეგად დადგენილ იქნა 6171 – ჰიდროქსიმეტაბოლიტების ანტიოქსიდანტური თვისება 5 მკმ კონცენტრაციით.

ფარმაკოკინეტიკა:

თერაპიული დოზით პერორალურად მიღების შედეგად პრეპარატი კარგად შეიწოვება. სისხლში მისი კონცენტრაციის პიკი აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის პლაზმის ცილებს 90%-ით უკავშირდება. იგი აქტიურ ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში და მხოლოდ 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით. პრეპარატის პლაზმიდან გამოყოფა 2 ფაზად მიმდინარეობს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 22 სთ-ს, რაც საშუალებას იძლევა პრეპარატი მივიღოთ დღე-ღამეში ერთხელ.

პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია, ან თუკი ისინი იღებენ ციმეტიდინს, ამ შემთხვევაში შესაძლოა დაირღვეს პრეპარატის ბიოტრანსფორმაციის პროცესი.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია: პრეპარატი შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც პირველი რიგის საშუალება არტერიული წნევის საკონტროლოდ. იმ შემთხვევაში თუ პრეპარატით მონოთერაპიისას არ იქნება მიღწეული სასურველი შედეგი, საჭიროა ამ უკანასკნელის კომბინაცია თიაზიდის ჯგუფის დიურეზელ საშუალებებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან ან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან.
  • წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია: პრეპარატი გამოიყენება შარდის შეკავებისას და სხვა სიმპტომების მკურნალობისას, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან. ამ დიაგნოზით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის მიღების შემდეგ არტერიული წნევა უმნიშვნელოდ იცვლება.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება როგორც  დილას, ასევე საღამოს.

არტერიული ჰიპერტონია: პრეპარატის დოზა ვარირებს 1-16 მგ/დღე-ღამეში; მკურნალობა რეკომენდებულია 1-2 კვირის განმავლობაში. მომდევნო 1 ან 2 კვირის შემდეგ დოზა შესაძლოა გავზარდოთ დღე-ღამეში 2 მგ-მდე. იმისათვის, რომ მიღწეული იქნას არტერიული წნევის სასურველი დაქვეითება, დღეღამური დოზა საჭიროა გავზარდოთ თანდათანობით, თანაბარი ინტერვალის დაცვით 4 მგ-მდე; 8 მგ და 16 მგ დოზის მომატება წარმოებს 1-2 კვირის ინტერვალის შემდეგ. ჩვეულებრივი  რეკომენდირებული დოზაა 2-4 მგ დღეში ერთხელ.

პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ თირკმლების ფუნქცია, პრეპარატი მიიღება ჩვეულებრივი დოზით.

გვერდითი მოვლენები:

– პრეპარატის მიღებისას არტერიული ჰიპერტონიის დროს აღინიშნება ორთოსტატული რეაქციები ან არასპეციფიური რეაქციები, თავბრუსხვევის ჩათვლით. აგრეთვე აღინიშნება თავის ტკივილი, დაღლილობა, შეშუპება, ასთენია, ძილიანობა, ღებინება, რინიტი.

– ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება შარდის შეუკავებლობა. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერტონია, პრეპარატის მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტაქიკარდიას, გულმკერდის არეში ტკივილის, მიოკარდიის ინფარქტის განვითარებას, თავის ტვინში სისხლისმიმოქცევის დარღვევას და არითმიას.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ქინაზოლინების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ პრეპარატი აღნიშნული პერიოდში ექიმის კონსულტაციით მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური შედეგი აჭარბებს შესაძლო რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ თირკმელების ფუნქცია.

კარდურას არ გააჩნია გვერდითი მეტაბოლური ეფექტები, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით, აგრეთვე მარცხენა პარკუჭის უკმარისობით, პოდაგრით დაავადებულ პაციენტებში და ხანდაზმულებში.

პრეპარატის მიღება უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ტრანსპორტის მართვის უნარზე განსაკუთრებით მკურნალობის დასწყისში.

ბავშვებში პრეპარატის მიღების გამოცდილება არ არსებობს.

ჭარბი დოზირება:

იმის გამო, რომ პრეპარატის შეკავშირება ცილებთან მაღალია, ჭარბი დოზირების კორეგირებისათვის დიალიზი არ არის რეკომენდებული.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

In vitro კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პრეპარატი არ მოქმედებს ცილების- დიგოქსინთან, ვარფარინთან, ფენიტოინთან ან ინდომეტაცინთან კავშირზე.

პრეპარატს არ ახასითებს ურთიერთქმედება მისი კომბინირებისას თიაზიდურ დიურეზულ  საშუალებებთან, ფუროსემიდთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ანტიბიოტიკებთან, პერორალურ ჰიპოგლიკემიურ და ურიკოზული საშუალებებთან, აგრეთვე ანტიკოაგულანტებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

კარდოვალი – CARDOVAL – КАРДОВАЛ

სავაჭრო სახელწოდება : კარდოვალი / Cardoval

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერე ბა) comb. drug;

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები ; ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები

მწარმოებელი ფირმა: VALENTIS

მწარმოე ბელი ქვეყანა:  ლიტვა

გამოშვების ფორმა: კაფსულა

შემადგენლობა:

ერთი კაფსულის შემადგენლობაში შედის :

• მაგნიუმი 40მგ (73,7მგ მაგნიუმის ოქსიდი)

• მწვანე ჩაის ექსტრაქტი (Camellia sinensis) – 10 მგ

• ვიტამინი B6 – 2 მგ

• ნივრის ზეთი (Allium sativum) – 0,16მგ

კომბინაციაში გააჩნიათ სინერგიული მოქმედება და უფრო მკვეთრად გამოხატული ეფექტი, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე. კუნელის ექსტრაქტის

ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებია:  აცეტილქოლინი, ფლავონოიდები, ორგანული მჟავები, ვიტამინი C, კაროტინი, სელენი და სხვა

ორგანიზმისათვის სასარგებლო ნივთიერებები.

კუნელის ექსტრაქტი კარდიომატონიზირებელი საშუალებაა. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კორონარულ სისხლშარღვებში. იცავს მიოკარდიუმს იშემიისგან. აუმჯობესებს გულის კუმშვით ძალას. ხსნის სიმძიმის შეგრძნობას გულის არეში და ამცირებს ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს.

კუნელის ექსტრაქტი არეგულირებს არტერიულ წნევას, გააჩნია ანტიარითმიული ეფექტი.

მაგნიუმი – ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი მიკროელემენტია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მისი დამამშვიდებელი და

სპაზმოლიზური ეფექტი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

პირიდოქსინი (ვიტ. B6) – მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, იგი ამცირებს მიოკარდიუმის ს ჰიპოქსიას, აძლიერებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მის შეღწევას უჯრედებში.

მწვანე ჩაის ექსტრაქტი- არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს.

ნივრის ზეთი – ახასიათებს ანტიმიკრობული, ჰიპოლიპიდემიური და თრომბოლიზური მოქმედება.

ფარმაკოლოგიური თვისებე ბი

კარდიოპროტექტორული მოქნედება :

• აუმჯობესებს კორონარულ სისხლისმიმოქცევას და შესაბამისად მოიკარდიუმის იშემიური უბნების სისხლმომარაგებას

• პრეპარატის ხანგრძივი მიღების ფონზე გერხდება გულის ქრონიკული უკმარისობის პროგრესირება

• ამცირებს მარცხენა პარკუჭის დისტროფიას მიოკარდიუმის ინფარქტ გადატანილ პაციენტებში

• ამცირებს საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას

ანგიოპროტექტორული მოქმედება:

• გააჩნია ანტიათეროგენული და ანტიოქსიდანტური მოქმედება

• გააჩნია ანტიათეროგენული და ანტიოქსიდანტური მოქმედება

• ამცირებს თრონბოციტების აგრეგაციას

ჩვენებები:

• გულის იშემიური დაავადება

• გულის ქრონიკული უკმარისობა

• კარდიომიოპათია

• არითმია

• ანგიონევროზი

• ჰიპერტონია

• ათეროსკლეროზი

მიღების წესები და დოზები:

1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, ჭამის დროს.

კარდოგრელი® – CARDOGREL ® – КАРДОГРЕЛ ®

საერთაშორისო დასახელება:

CLOPIDOGREL

მწარმოებელი: სანდოსი პრაივეტ ლიმიტედი, ინდოეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები; ანტიაგრეგანტები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

75მგ ტაბლეტი # 30

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელს ბისულფატის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალჩანაცვლებული და ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი; გარსი: ოპადრაი ვარდისფერი: მელანი შტამპისათვის: ოპაკოდი S -1-27794 შავი.

ჩვენებები:

კარდოგრელის ტაბლეტის მოქმედი ნოვთიერება არის კლოპიდოგრელი. ის ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება. თრომბოციტები – სისხლის პატარა უჯრედებია, რომლებიც სისხლის შედედებისას ეწებებიან ერთმანეთს (ამ პროცესს თრომბოზი ეწოდება). ხელს უშლიან რა ამ შეწებებას, ანტითრომბოციტული სამკურნალო პრეპარატები ამცირებენ სისხლის შენადებების წარმოქმნის ალბათობას.

კარდოგრელი გამოიყენება არტერიებში თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისათვის. თრომბების წარმოქმნამ, ანუ ათეროთრომბოზმა შეიძლება გამოიწვიოს ათეროთრომბოზული გართულებები (როგორებიცაა ინსულტი, გულის შეტევა ან სიკვდილი)

კარდოგრელი ნაჩვენებია ათეროთრომბოზული გართულებების თავიდან აცილებისათვის პაციენტებში:

– მიოკარდიუმის ინფარქტით (რამდენიმე დღიდან 35 დღემდე), იშემიური ინსულტით (7 დღიდან 6 თვემდე) ან პერიფერიული არტერიების დადგენილი დაავადებებით.

პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით:

– მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის აწევის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის არა-Q-ინფარქტი), ჩათვლით პაციენტებისა და სტენტის ჩადგმით კანქვეშა კორონარული ჩარევის შემდეგ, კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან (ACA).

– მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST სეგმენტის აწევით კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან (ACA) პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მედიკამენტოზურ თერაპიას თრომბოლიზური თერაპიის ჩვენების არსებობისას.

მიღების წესები და დოზები:

ყოველთვის მიიღეთ კარდოგრელი ზუსტად ექიმის ინსტრუქციის მიხედვით.

გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილისას, მკურნალობის დასაწყისში ექიმმა შეიძლება დანიშნოს კარდოგრელი 300 მგ (75 მგ-იანი 4 ტაბლეტი) ერთჯერადად.

შემდეგ, ჩვეული დოზა შეადგენს 75 მგ ერთხელ დღეში პერორალურად, კვებისგან დამოუკიდებლად, რეგულარულად, დღის ერთიდაიმავე მონაკვეთში. კარდოგრელის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალი ექიმის დანიშნულებაზე.

კარდოგრელის მიღების შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს თუ დაგეგმილია რაიმე ქირურგიული ოპერაციის ჩატარება (მათ შორის სტომატოლოგიური).

გვერდითი მოვლენები:

ყველა სხვა წამლის მსგავსად, კარდოგრელმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველაში.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნეთ:

– ცხელება, ინფექციის ან გამოხატული დაღლილობის ნიშნები. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის იშვიათ შემცირებასთან.

– ღვიძლის დაზიანების ნიშნები, როგორებიცაა კანის და/ან თვალების სიყვითლე, იზოლირებულად ან კომბინაციაში კანქვეშა სისხლჩაქცევებით წითელი წერტილების სახით, და/ან გონების დაბინდვით (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”)

სხვა გვერდითი მოვლენები:

შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან ხშირია (ვლინდება 10 პაციენტიდან > 1-ში):

– სისხლდენები, მაგალითად, სისხლჩაქცევა, ჰემატომა (უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევა კანქვეშ), ცხვირიდან სისხლდენა, სისხლი შარდში, სისხლდენები კუჭში ან ნაწლავებში. ზოგჯერ აღინიშნებოდა სისხლჩაქცევები თვალში, თავში, ფილტვში ან სახსარში.

შემდეგი გვერდითი მოვლენები ხშირია (ვლინდება 10 პაციენტიდან > 1-ში):

– ფაღარათი, ტკივილი მუცელში, კუჭ-ნაწლავის აშლილობა ან გულძმარვა.

შემდეგი გვერდითი მოვლენები არახშირია (ვლინდება 100 პაციენტიდან

– თავის ტკივილი, თავბრუ, ტაქტილური მგრძნობელობის დარღვევა;

– კუჭის წყლული, გულისრევა, ღებინება. შეკრულობა, გაზების ჭარბი წარმოქმნა კუჭში და ნაწლავებში;

– კანზე გამონაყარი და ქავილი.

შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (ვლინდება 1000 პაციენტიდან

– თავბრუ;

შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (ვლინდება 10000 პაციენტიდან

– არტერიული წნევის დაქვეითება;

– გემოს დარღვევა;

– სუნთქვის გაძნელება, ზოგჯერ ხველასთან დაკავშირებული;

– ანთება პირის ღრუში (სტომატიტი);

– ტკივილი სახსრებში ან კუნთების ტკივილი;

– ცხელება;

– გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, პირის ღრუს შეშუპება, ბუშტუკები კანზე ან კანის ალერგია;

– სიყვითლე ან ძლიერი ტკივილი მუცელში წელის ტკივილებით ან გარეშე;

– გონების დაბინდვა ან ჰალუცინაციები.

გარდა ამისა, ექიმმა შეიძლება გამოავლინოს ცვლილებები სისხლის ან შარდის ანალიზებში.

კარდოგრელის მიღების ფონზე ხანგრძლივი სისხლდენის არსებობისას.

ტრავმის ან სხეულის დაზიანების შემდეგ სისხლდენა შეიძლება ჩვეულზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ეს წამლის მოქმედებასთან არის დაკავშირებული. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებისას (მაგალითად პარსვისას) ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. თუმცა რაიმე ეჭვის არსებობისას, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”)

უკუჩვენება:

* ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) კლოპიდოგრელის ან კარდოგრელის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* ისეთი დაავადებების არსებობა, რომელთაც თან ახლავს სისხლდენები, მაგალითად კუჭის წყლული ან სისხლჩაქცევები ტვინში;

* ღვიძლის მძიმე დაავადებები;

თუ თვლით, რომ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე გეხებათ თქვენ ან რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს რჩევისათვის.

თუ ქვემოთ მოყვანილი ნებისმიერი მდგომარეობიდან გეხებათ თქვენ, კარდოგრელის ტაბლეტების მიღებამდე ანდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს:

* სისხლდენის განვითარების საშიშროების არსებობა, მაგალითად:

• დაავადებები შინაგანი სისხლდენების რისკით (მაგალითად კუჭის წყლული);

• დარღვევები სისხლის მხრივ შინაგანი სისხლდენებისადმი მიდრეკილებით (სისხლჩაქვევები ორგანიზმის ნებისმიერ ქსოვილში, ორგანოსა თუ სახსარში);

• ახლად გადატანილი მძიმე ტრავმა;

• ახლად გადატანილი ქირურგიული ჩარევა (მათ შორის სტომატოლოგიური);

• შვიდი დღის განმავლობაში დაგეგმილი ქირუგიული ჩარევა (მათ შორის სტომატოლოგიური);

– თუ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში აღინიშნებოდა აღინიშნებოდა შედედება თავის ტვინის არტერიებში (იშემიური ინსულტი);

– თუ ღებულობთ სხვა მკურნალობას (იხ. “სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება”);

– თირკმლების ან ღვიძლის დაავადებები.

კარდოგრელის ტაბლეტების მიღების დროს

– უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის (მათ შორის სტომატოლოგიური) შესახებ;

– მდგომარეობის განვითარებისას, რომელსაც თან ახლავს ცხელება ან კანის ქვეშ სისხლჩაქცევების განვითარება წითელი წერტილების სახით, გაურკვეველი გამოხატული დაღლილობით, ცნობიერების დაბინდვით, კანის ან თვალების სიყვითლით ან მათ გარეშე. ასევე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს (“იხ. გვერდითი მოვლენები”).

– თუ გაიჭრით ან დაარტყამთ რამეს, სისხლდენა შეიძლება ჩვეულზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ეს თქვენი წამლის მოქმედებასთან არის დაკავშირებული. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებებისას (მაგალითად პარსვისას) ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. თუმცა, რაიმე ეჭვის არსებობისას, მაშინათვე დაუკავშირდით ექიმს (იხ. “გვერდითი მოვლენები”).

– ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის გაკეთება.

– ისეთი მოვლენების შემჩნევისას, რომელიც აღწერილია “გვერდით მოვლენებში” ან რომელიმე გვერდითი მოვლენის დამძიმებისას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კარდოგრელი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

თუ ორსულად ხართ, ან ეჭვობთ ორსულობის არსებობას, მაშინ კარდოგრელის მიღებამდე უნდა უთხრათ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ თქვენ დაორსულდით კარდოგრელის მიღების დროს, დაუყოვნებლივ მიმარტეთ ექიმს, ვინაიდან კლოპიდოგრელის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.

ძუძუთი კვების დროს, მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, განაგრძოთ კარდოგრელის მიღება თუ ძუძუთი კვება.

ნებისმიერი სხვა წამლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.

განსაკუთრებული მითითებები:

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა

ნალებად შესაძლებელია, კარდოგრელმა დაარღვიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ახლო მდებარე სასწრაფო დახმარების განყოფილებას, ვინაიდან არსებობს სისხლდენის განვითარების საშიშროება.

თუ დაგავიწყდათ კარდოგრელის დოზის მიღება, უბრალოდ მიიღეთ მომდევნო ერთჯერადი დოზა ჩვეულ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ნუ შეწყვიტავთ მკურნალობას თვითნებურად. პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი საკითხის არსებობისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ზოგიერთმა წამალმა შეიძლება ზეგავლენა იქონიოს კარდოგრელზე და პირიქით. ნებისმიერი სხვა წამლის გამოყენების შესახებ, ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

კარდოგრელთან არ არის რეკომენდებული ვარფარინის (სისხლის შედედების დამაქვეითებელი პრეპარატი) გამოყენება.

თქვენ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ღებულობთ არასტეროიდული ანთების პრეპარატს, რომელიც ჩვეულებრივად გამოიყენება ტკივილის და/ან ანთების სამკურნალოდ კუნთების ან სახსრების დაავადებებისას, ასევე თუ ღებულობთ ჰეპარინს ან სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას სისხლის შედედების შესამცირებლად.

გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილის შეგრძნებისას (არასტაბილური სტენოკარდია ან გულის შეტევა), ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კარდოგრელი კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან, ნივთიერება, რომელიც წარმოდგენილია ბევრ წამალში ტკივილისა და ცხელების შესამცირებლად. აცეტილსალიცილის მჟავას ერთჯერადი გამოყენება (არა უმეტეს 1000 მგ 24 საათიან პერიოდში) მთლიანობაში არ უნდა ქმნიდეს პრობლემებს, თუმცა სხვა ვითარებაში ხანგრძლივი გამოყენება განხილულ უნდა იქნეს თქვენს ექიმთან.

საკვები და სასმელები:

კარდოგრელი გამოიყენება საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.

შენახვის პირობები და ვადები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25º C ტემპერატურის პირობებში.

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ბოლო ვადად ითვლება აღნიშნული თვის ბოლო დღე.

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.

კარდირატი – CARDIRAT – КАРДИРАТ

საერთაშორისო დასახელება:

CARVEDILOL

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი,საქართველო

მოქმედი ნივთიერება: კარვედილოლი        

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბეტა- და ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი

1 ტაბ.

კარვედილოლი ………………..6.25 მგ

1 ტაბ

კარვედილოლი………….      12.5 მგ

1 ტაბ.

კარვედილოლი …………..     25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (კარდირატი 6.25 და 25), სიმინდის სახამებელი, შემომგარსავი ნივთირებების ნარევი Tabcoat TC Brown ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171) რკინის ოქსიდი წითელი (E172) (კარდირატი 6.25), Instacoat SOL (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითრზინი (E127)  (კარდირატი 12.5) და Tabcoat TC White (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი(E171),  (კარდირატი 25).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კარდირატს გააჩნია კომბინირებული არასელექტიური ბეტა- და ალფა1-ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელი, აგრეთვე ანტიოქსიდანტური მოქმედება. მისი სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტი განპირობებულია ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკირებით, რის შედეგად პრეპარატი ამცირებს პერიფერიულ წინააღმდგეობას. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადით იგი აქვეითებს რენინგ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის და პლაზმის რენინის აქტივობას ორგანიზმში სითხის შეკავების გარეშე.

კარდირატს არ გააჩნია შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობა და პროპრანოლოლის მსგავსად ახასიათებს მემბრანომასტაბილიზებელი თვისებები. კარდირატი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ამცირებს თავისუფალი რადიკალების წაომოქმნას.

პრეპარატის ბეტა- და ალფა-მაბლოკირებელი თვისებების კომბინაცია განაპირობებს მის შემდეგ მოქმედებას:

არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში არტერიული წნევის დაქვეითება არ ხასიათდება საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის მომატებით, რაც შესაძლოა აღინიშნოს ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას. მცირდება გულის შეკუმშვათა სიხშირე, არ ირღვევა თირკმლის ფუნქცია და სიმხლის მიმოქცევა. პერიფერიული სისხლის მიმოქცევაში ცვლილებები არ ვითარდება. ამიტომ იშვიათად აღინიშნება გაცივების შეგრძნება კიდურებში, რასაც ხშირად ადგილი აქვს ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობისას.

გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში კარვედილოლს ახასიათებს იშემიის საწინაღმდეგო და ანტიანგინალური ეფექტი, რომელიც შენარჩუნებულია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას. ჰემოდინამიკის შესწავლამ პრეპარატის ერთჯერადი გამოყენების შემდგომ პერიოდში, გამოავლინა, რომ კარვედილოლი ამცირებს პრე- და პოსტდატვირთვას.

მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის ან სისხლის მიმოქცევის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში პრეპარატის გამოყენებისას ვლინდება მისი დადებითი ზემოქმედება. იგი აუმჯობესებს სისხლის განდევნის ფრაქციას და ამცირებს მარცხენა პარკუჭის ზომებს.

მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების თანაფარდობა რჩება ნორმალური, ელექტროლიტების კონცენტრაცია შრატში არ იცვლება.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება 1 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 25% და არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან. ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას ბიოშეღწევადობა 80%-ით მატულობს ღვიძლში “პირველი გავლის” ეფექტის შემცირების გამო.

კარვედილოლის 98-99% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

პრეპარატის სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-10 სთ-ს.

კარვედილოლი ძირითადად ელიმინირდება ნაღვლითა და განვლით. მცირე ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • ესენციური ჰიპერტენზია (მონო- და კომბინირებული თერაპიის სახით);
  • სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია;
  • მიოკარდიუმის იშემია ტკივილის გარეშე;
  • მარცხენა პარკუჭის იშემიური დისფუნქცია;

იშემიური ან კარდიო მიოპათიური გენეზის სისხლის მიმოქცევის მსუბუქი, საშუალო სიმძიმის ან მძიმე უკმარისობა (დიგიტალისის პრეპარატებთან, დიურეზულ საშუალებებთან და აგფ-ინჰიბიტორებთან კომბინაციაში).

მიღების წესი და დოზირება:

ესენციური ჰიპერტენზია: მოზრდილებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ ერთხელ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდგომ – 25 მგ ერთხელ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა იზრდება ორკვირიანი ინტერვალით და აღწევს მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას – 50 მგ-ს ერთ ან ორ მიღებაზე.

სტენოკარდია: მოზრდილებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ 2-ჯერ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდგომ – 25 მგ 2-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა იზრდება ორკვირიანი ინტერვალით და აღწევს მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას – 100 მგ გაყოფილი ორ მიღებაზე. ხანდაზმულ ავადმყოფებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ გაყოფილი ორ მიღებაზე.

სისხლის მიმოქცევის უკმარისობა: დოზის შერჩევა წარმოებს ინდივიდუალურად. საწყისი დოზა შეადგენს 3.125 მგ 2-ჯერ დღეში პირველი ორი კვირის განმავლობაში. პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა იზრდება ორკვირიანი ინტერვალით 6.25 მგ-მდე 2-ჯერ დღეში. შემდეგ – 12.5 მგ 2-ჯერ დღეში, შემდგომ – 25 მგ 2-ჯერ დღეში. 85 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ავადმყოფებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 25 მგ 2-ჯერ დღეში, 85 კგ-ზე მეტი 50 მგ 2-ჯერ დღეში.

პრეპარატის მიღება წარმოებს წყლის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით და არ არის დაკავშირებული კვებასთან. თუმცა გულის უკმარისობის დროს უმჯობესია მისი მიღება ჭამის დროს, რაც აფერხებს წამლის შეწოვას და ამით მცირდება ორთოსტატული რეაქციების განვითარების რისკი.

გვერდითი მოვლენები:

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); იშვიათად – დეპრესია, ძილის დარღვევა, პარესთეზიები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია ორთოსტატული ჰიპოტენზია, შეშუპება; იშვიათად – ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (დოზის შერჩევის პერიოდში), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა (კიდურებში გაცივების შეგრძნება), ხანგამოშვებითი კოჭლობის სიმპტომების ან რეინოს სინდრომის გამწვავება; ცალკეულ შემთხვევებში – გულის უკმარისობის პროგრესირება.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქული ასთმა (მიდრეკილ ავადმყოფებში); იშვიათად – ცხვირის გაჭედილობა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში;

იშვიათად – ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

სისხლის სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.

სხვა – კიდურების ტკივილი, იშვიათად – პირის სიმშრალე, შარდვის გაძნელება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IV კლასი NYHA მიხედვით), რომელიც საჭიროებს ინოტროპული პრეპარატების ინტრავენურ შეყვანას;

* ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ბრონქოსპასტიკური კომპონენტით. ბრონქული ასთმა;

* II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;

* ბრადიკარდია (

* კარდიოგენული შოკი;

* ღვიძლის დაზიანების კლინიკური მანიფესტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

* კარდირატის მიღება ორსულობის დრო უკუნაჩვენებია, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

კარვედილოლი და მისი მეტაბოლიტები გადადიან დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ავადმყოფებში დადგენილი არ არის.

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ბრონქოსპასტიკური სინდრომის, ქრონიკული ბრონქიტის,  ფილტვის ემფიზემის, პრინცმეტალის სტენოკარდიის, შაქრიანი დიაბეტის ან სხვა ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის, ჰიპერთირეოზის, პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებების, ფეტოქრომოციტომის, დეპრესიის, მიასთენიის, ფსორიაზის, თირკმლის უკმარისობის დროს.

* მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის დოზის მომატებისას შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება და ორთოსტატული რეაქციები. შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ავადმყოფებში, გულის უკმარისობისას, დიურეზული საშუალებების გამოყენებისას ან კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს. თირკმლის უკმარისობით, გულის იშემიური დაავადებით, პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიებით, დაბალი არტერიული წნევით და/ან გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი. თირკმლის ფუნქციის გაუარესებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

* ბეტა-ადრენობლოკატორების დანიშვნამ ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიები, ფსორიაზი და ანაფილაქსიური რეაქციები, შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გართულება, ხოლო პრინცმეტალის სტენოკარდიისას – ტკივილის პროვოცირება. აგრეთვე პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია მგრძნობელობის დაქვეითება კანის ალერგიული სინჯებისადმი. პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირეოტოქსიკოზის და ჰიპოგლიკემიის ადრეული სიმპტომების შენიღბვა.

* პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კარდირატს, აუცილებელია სიფრთხილე უარყოფითი ინოტროპული მოქმედების საანესთეზიო პრეპარატების (ეთერი, ციკლოპროპანი, ტრიქლორეთილენი) გამოყენების შემთხვევაში. ფართო ქირურგიულ ჩარევამდე  რეკომენდებულია პრეპარატის თანდათანობითი მოხსნა.

* ფეტოქრომოციტომით დაავადებულებში თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია ალფა-ბლოკატორების დანიშვნა.

* ავადმყოფებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს უნდა გაითვალისწინონ ცრემლდენის შემცირების შესაძლებლობა.

* პრეპარატის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია.

* თუ აუცილებელია კარდირატითა და კლონიდინით კომბინირებული თერაპიის შეწყვეტა, პირველ რიგში უნდა მოიხსნას კარდირატი, ხოლო შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში – კლონიდინი, დოზის თანდათანობითი შემცირებით.

* კარდირატით მკურნალობის ფონზე ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები ინტრავენურად არ ინიშნება არტერიული წნევის შესაძლო შემცირებისა და გულის რითმის დარღვევების გამო.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, სუნთქვის დარღვევა (მათ შორის ბრონქოსპაზმი), გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, გამტარებლობის დარღვევა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. აუცილებლობისას ატარებენ სიმპტომურ თერაპიას, შეჰყავთ ადრენორეცეპტორების აგონისტები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ზოგიერთმა ანტიჰიპერტენზიულმა, ანტიარითმიულმა, ანტიანგინალურმა პრეპარატებმა, სანარკოზე პრეპარატებმა, სხვა ბეტა-ბლოკატორებმა (მათ შორის, რომლებიც გამოიყენება თვალის წვეთების სახით), მაო-ს ინჰიბიტორებმა, სიმპათოლიზურმა საშუალებებმა (რეზერპინი) და საგულე გლიკოზიდებმა კარდირატთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიონ მისი მოქმედების პოტენცირება.

– ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინი ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის შემცირება, ხოლო ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ციმეტიდინი) კომბინაციაში შესაძლებელია სისხლის პლაზმაში კარვედილოლის კონცენტრაციის მომატება.

– დიგოქსინთან ერთდროული გამოყენებისას კარდირატმა შეიძლება გამოიწვიოს მისი კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.

– პრეპარატის ჭვავის რქის ალკალოიდებთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაუარესება. კარდირატმა შეიძლება გამოიწვიოს ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.

შენახვის პირობები:

პრეპარტი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:     3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

კარდიომაგნილი – CARDIOMAGNYL – КАРДИОМАГНИЛ

საერთაშორისო დასახელება: ACETYLSALICYLIC ACID; MAGNESIUM HYDROXIDE

მწარმოებელი: NYCOMED DANMARK, AS, დანია

მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა+მაგნიუმის ჰიდროქსიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ანტიაგრეგანტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გარსით დაფარული, თეთრი ფერის, გულის ფორმის ტაბლეტები: ფლაკონში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

აცეტილსალიცილის მჟავა    ……………………75 მგ

მაგნიუმის ჰიდროქსიდი   ………………………15.2 მგ

გარსით დაფარული, თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, განივი ცალმხრივი ნაჭდევის მქონე ტაბლეტები ფორტე: ფლაკონში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

აცეტილსალიცილის მჟავა            ……………………150მგ

მაგნიუმის ჰიდროქსიდი   ……………………….30.39 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, 15 მეთილ-ჰიდროქსიპროპილ-ცელულოზა, ტალკი, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აცეტილირების რეაქციის გზით აცეტილსალიცილის მჟავა ახდენს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზის შეუქცევად ინჰიბირებას და სელექტიურად აქვეითებს აგრეგაციული მოქმედების მქონე A2-თრომბოქსანის სინთეზს. კარდიომაგნილის შემადგენლობაში შემავალი მაგნიუმის ჰიდროქსიდი იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს აცეტილსალიცილის მჟავას ზემოქმედებისაგან.

ფარმაკოკინეტიკა:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აცეტილსალიცილის მჟავა (ამს) პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება. მისი ნახევარგამოყოფობის პერიოდი დაახლოებით 15 წუთია, რადგანაც იგი ესთერაზების მონაწილეობით სწრაფად ჰიდროლიზდება სალიცილის მჟავად (სმ) ნაწლავებში, ღვიძლსა და პლაზმაში. სმ-ს ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 სთ-ია, მაგრამ იგი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ამს-ის დიდი დოზით შეყვანისას (3.0 გ-ზე მეტი) ფერმენტული სისტემების გაჯერების შედეგად. ამს-ს ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს, მაგრამ ეს სიდიდე გარკვეულწილად მერყეობს, რადგან იგი ესთერაზების ზემოქმედებით განიცდის პრესისტემურ ჰიდროლიზს (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი, ღვიძლი) და გარდაიქმნება სმ-ად. სმ-ის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80-100%-ს; მაგნიუმის ჰიდროქსიდის გამოყენებული დოზები გავლენას არ ახდენს ასმ-ის ბიოშეღწევადობაზე.

ჩვენებები:

იმ დაავადებების პროფილაქტიკა, რომელსაც თან ახლავთ თრომობოციტების მომატებული აგრეგაცია:

  • თრომბოზები და ემბოლიები;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • არასტაბილური სტენოკარდია;
  • შაკიკი;
  • იშემიური ინსულტი;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • ოპერაციები (ოპერაციის შემდგომი პერიოდი) სისხლძარღვებზე (აორტაკორონარული შუნტირება, ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა კანის გზით).

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტებს ყლაპავენ მთლიანად, საჭიროების შემთხვევაში აყოლებენ წყალს. ტაბლეტი შეიძლება შუაზე გატყდეს, დაიღეჭოს ან წინასწარ დაიფშვნას, სურვილისამებრ.

მოზრდილებისთვის რეკომენდებულია: პროფილაქტიკის მიზნით პირველ დღეს 150 მგ/დღეში, შემდეგ კი – 75 მგ/დღეში; მკურნალობის მიზნით – 150 მგ/დღეში.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრალურ მიდამოში. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები:

* ხანმოკლე პერიოდის წინ გადატანილი სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;

* ხანმოკლე პერიოდის წინ გადატანილი სისხლჩაქცევა თავის ტვინში;

* თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება ან სისხლდენებისადმი მიდრეკილება;

* ჰემოფილია;

* ჰემორაგიული დითეზი;

* ჰიპოპროთრომბინემია;

* ასმ-თი ან სალიცილატებით გამოწვეული ბრონქული ასთმა ან ალერგია;

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში);

* თირკმელების უკმარისობა;

* ორსულობა (I და II ტრიმესტრი);

* ლაქტაციის პერიოდი;

* ერითროციტების გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი;

* ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის I და II ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში კარდიომაგნილის გამოყენება უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

ანამნეზში კუჭის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებს პრეპარატი ენიშნებათ სიფრთხილით უკუჩვენებების გათვალისწინებით.

არ არის გამოვლენილი კარდიომაგნილის გავლენა ავტომობილის მართვასა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე.

ჭარბი დოზირება:

საშიში დოზა: მოზრდილებისთვის – 150 მგ/კგ სხეულის მასაზე.

ჰიპერდოზირების სიმპტომებია: ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, მოუსვენრობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა და პირღებინება (ხანდახან სისხლით), გახშირებული სუნთქვა ან სისხლდენის დროის გახანგრძლივება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს გულის მუშაობის დარღვევა და ძალიან იშვიათად კი, შესაძლოა ფილტვების შეშუპება განვითარდეს. ჰიპერდოზირების ნებისმიერი სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და უჩვენეთ მას წამლის შეფუთვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– კარდიომაგნილის დიდი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერება და პრობენეციდის ურიკოზული მოქმედების ინჰიბირება.

– კარდიომაგნილი აძლიერებს მეტოტრექსატის, ქლორპროპამიდის, ანტიაგრეგანტებისა და ფიბრინოლიზური საშუალებების მოქმედებას და აინჰიბირებს სპირონოლაქტორის მოქმედებას.

– ანტაციდები და ქოლესტირამინი აქვეითებს პრეპარატის შეწოვას. ზემოთჩამოთვლილი პრეპარატების კარდიომაგნილთან ერთდროული მიღების აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

კარდიოლოპინი® – CARDILOPIN® – КАРДИЛОПИН®

საერთაშორისო დასახელება:

AMLODIPINE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ამლოდიპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური, ანტიჰეპერტენზიული (კალციუმის ნელი არხების მაბლოკირებელი) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი

1 ტაბ.

ამლოდიპინი………….2.5 მგ

(ამლოდიპინის ბეზილატის სახით 3.475 მგ)

1 ტაბ.

ამლოდიპინი…………..5 მგ

(ამლოდიპინის ბეზილატის სახით 6.95 მგ)

1 ტაბ.

ამლოდიპინი……….. 10 მგ

(ამლოდიპინის ბეზილატის სახით 13.9 მგ)

დამხმარე ინგრედიენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელის გლუკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმი კოლოიდური უწყლო.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის არხების ბლოკატორს, რომელიც ხელს უშლის გულის კუნთის უჯრედებში და სისხლძარღვების გლუვ მუსკულატურაში (არტერიოლებში) კალციუმის იონების შეღწევას, რაც იწვევს გულზე პოსტდატვირთვის შემცირებას, ჟანგბადზე მისი მოთხოვნილების დაქვეითებას, სისხლძარღვების რელაქსაციას, პერიფერიული წინააღმდეგობის და არტერიული წნევის დაქვეითებას.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია: მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში;
  • სტაბილური სტენოკარდია ან ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია): ცალკე ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მკურნალობისას ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს და მიიღება დღეში ერთხელ. პაციენტის მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია დოზის 10 მგ-მდე გაზრდა.

ამლოდიპინის დოზა არ საჭიროებს კორექციას მისი თიაზიდების ჯგუფის დიურეზულ საშუალებებთან, b-ადრენობლოკატორებთან ან ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას.

ხანდაზმულ და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ჩვეულებრივ დოზებში.

პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია, ამლოდიპინის დოზა უნდა შემცირდეს (დღეში 2.5 მგ-მდე), ვინაიდან აღნიშნულ პაციენტებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია მიღებული დოზით: შეშუპება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეული არ არის მიღებული დოზით: თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ძილიანობა.

სხვა გვერდითი მოვლენები: კანზე გამონაყარი, ღრძილების ჰიპერპლაზია, დისპეფსია, ასთენია, ართრალგია, მიალგია, კუნთების სპაზმი, სექსუალური ფუნქციის (ლიბიდოს) დაქვეითება (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში), დისპნოე, ქავილი, პოლაკიურია.

ძალიან იშვიათად მოსალოდნელია ღვიძლის ფუნქციის დაზიანება, სიყვითლე, მულტიფორმული ერითემა, გინეკომასტია.

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ კორონარული დაავადების მძიმე ოკლუზიური ფორმა, უვითარდებათ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ შეიძლება გამოყოფილ იქნას ძირითადი დაავადების მიმდინარეობისგან: პროგრესირებადი სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია (წინაგულების ფიბრილაცია და ასევე პარკუჭოვანი ტაქიკარდიაც).

უკუჩვენებები:

* დიჰიდროპირიდინთან და/ან მასში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული არასაკმარისი კვლევების გამო;

* არასტაბილური სტენოკარდია;

* აორტის კლინიკურად გამოხატული სტენოზი;

*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

კლინიკური კვლევების არასაკმარისი მონაცემების გამო, ამლოდიპინის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იღებენ ეფექტურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, საჭიროა მოსალოდნელი რისკისა და სარგებლიანობის შეფასების მიხედვით.

* იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია პრეპარატის გამოყენება, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

* ამლოდიპინის გამოყენება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს და მის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

* ამლოდიპინის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი ჰიპერტონული კრიზის დროს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: ამლოდიპინის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა, ამიტომ პაციენტებმა,  რომლებიც იღებენ აღნიშნულ პრეპარატს საჭიროა თავი შეიკავონ ისეთი სამუშაოების შესრულებისგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

აღინიშნება პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოვება აგრეთვე, რეფლექსური ტაქიკარდია.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. იმის გამო, რომ ამლოდიპინი შეიწოვება ნელა, ამიტომ ეფექტურია კუჭის ამორეცხვა. იმ შემთხვევაში, როდესაც ვითარდება არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, აგრეთვე გულისა და სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნება. მკურნალობა სიმპტომურია.

ამლოდიპინი კარგად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ამიტომ ჰემოდიალიზის ჩატარება არ არის ეფექტური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ამლოდიპინის ერთდროული გამოყენება თიაზიდების ჯგუფის დიურეზულ საშუალებებთან, b-ადრენობლოკატორებთან, ხანგრძლივად მოქმედ ნიტრატებთან, ნიტროგლიცერინის სუბლინგვალურ პრეპარატებთან, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურად მისაღებ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან უსაფრთხოა.

– კლინიკური კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ამლოდიპინი არ ცვლის სისხლის შრატში დიგოქსინის კონცენტრაციასა და მის კლირენს თირკმელებში.

– ციმეტიდინისა და ამლოდიპინის ერთდროული გამოყენებისას არ იცვლება ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკა.

– In vitro კვლევებმა ცხადყო, რომ ამლოდიპინი არ მოქმედებს ადამიანის სისხლის პლაზმის ცილებთან დიგოქსინის, ფენიტოინის და ინდომეტაცინის შეკავშირებაზე.

– ამლოდიპინი ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცებში გავლენას არ ახდენს ვარფარინის მოქმედებით გამოწვეულ პროთრომბინის დროის ცვლილებაზე.

– გრეიფრუტის წვენი უმნიშვნელოდ ზრდის სისხლის შრატში ამლოდიპინის კონცენტრაციას, რაც არ იწვევს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს სისხლის არტერიული წნევის მხრივ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

 

 

კარდიო ფორსი – CARDIO FORS – КАРДИО ФОРС

საერთაშორისო დასხელება:

ACETYLSALICYLIC ACID

მწრმოებელი: ავერსი-რაციონალი,საქართველო

მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (ჰეპარინის გარდა)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: აცეტილსალიცილის მჟავა

ნაწლავში ხსნადი შემოგარსული ტაბლეტები:

ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი

1 ტაბ.

აცეტილსალიცილის მჟავა…………………………….75 მგ

1 ტაბ.

აცეტილსალიცილის მჟავა …………………………..150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი WINCOAT-WT-N-01256 BROWN: ჰიპრომელოზა, ტრიაცეტინი, საღებავები – ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი ყვითელი  (E 172),  რკინის ოქსიდი წითელი  (E 172)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კარდიო ფორსი წარმოადგენს ანტიაგრეგანტულ საშუალებას. აცეტილსალცილის მჟავა ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას შეუქცევადად ინჰიბირების გზით იწვევს თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვას, რაც აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას და ამცირებს სისხლის შედედების უნარს.

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი მდგრადია კუჭის წვენის მოქმედების მიმართ, აქედან გამომდინარე მცირდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3 სთ-ში. პრეპარატის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს 80-85%-ს, დოზის მომატებით პლაზმის ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხის 50%-მდე მცირდება.

აცეტილსალიცილის მჟავა განიცდის ნაწილობრივ მეტაბოლიზმს ღვიძლში, ნაკლებად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.

გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, როგორც შეუცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით.

პრეპარატის ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის pH-ზე.

ჩვენებები:

  • არასტაბილური სტენოკარდია;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკა;
  • მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;
  • ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკა;
  • თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა, მათ შორის მრავალი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში (სისხლძარღვებზე, გულზე ოპერაციის, მათ შორის აორტო-კორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი).

მიღების წესები და დოზირება:

კარდიო ფორსის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს ან დაიფშვნას) მიიღება ჭამის წინ, დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში: პირველ დღეს შეადგენს 150 მგ-ს დღე-ღამეში, შემდეგ – 75 მგ-ს დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, რკინადეფიციტური ანემია (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფარული სისხლდენით განპირობებული);

სასქესო სისტემის მხრივ: მენსტრუაციის გახანგრძლივება;

ალერგიული რეაქციები: ბროსქოსპაზმი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი, მიდრეკილების მქონე პაციენტებში – ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირება.

ძირითადად კარდიო ფორსი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობებლობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ: ჰემორაგიული დიათეზი;

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, გამწვავების ფაზაში; მიდრეკილება სისხლდენისადმი, სისხლის შედედების დარღვევა, ჰემოფილია;

* ნეფროლითიაზი;

* ასპირინის ტრიადა;

* გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

* თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა;

* ორსულობა (განსაკუთრებით I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი;

* 18 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

* კარდიო ფორსი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში,

* ანამნეზში – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის, ბრონქული ასთმის (რადგანაც აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირება ასთმით დაავადებულ პაციენტებში), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების ან სისხლდენების დროს.

* აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობაც კი ამცირებს შარდმჟავა მარილების გამოყოფას ორგანიზმიდან, რაც პოდაგრის შეტევის მიზეზი შეიძლება გახდეს.

* პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ანტიკოაგულანტებთან.

* კარდიო ფორსის მაღალი დოზით მიღებისას ვითარდება ჰიპოგლიკემიური ეფექტი, აქედან გამომდინარე პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს. პრეპარატის დოზის გადაჭარბების დროს იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

* სიფრთხილეა საჭირო ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, ვინაიდან დიდია სისხლდენის განვითარების რისკი.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა, რადგანაც პრეპარატი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, შუილი ყურებში, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა.

მკურნალობა: ღებინების ხელოვნურად გამოწვევა, გააქტივებული ნახშირის მიღება, აუცილებლობისას ტარდება მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კორექცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– კარდიო ფორსი აძლიერებს ანტიკოაგულანტების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, მეტოტრექსატის, ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას.

– გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება პრეპარატის ულცეროგენული მოქმედების ალბათობა, იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკი.

– გლუკოკორტიკოიდებისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგანაც მკურნალობის დროს სალიცილატების დონე სისხლში დაქვეითებულია, გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ კი შესაძლებელია სალიცილატებით დოზის გადაჭარბების განვითარება.

– კარდიო ფორსისა და იბუპროფენის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

– აცეტილსალიცილის მჟავა აქვეითებს დიურეზული (სპირინოლაქტონი, ფუროსემიდი) და ურიკოზული საშუალებების მოქმედებას (ზემოთ აღნიშნული პრეპარატებისა და კარდიო ფორსის კომბინირების აუცილებლობისას, საჭიროა მიღებებს შორის 1-3 სთ-იანი ინტერვალის დაცვა).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

კარდილოპინი – CARDILOPIN – КАРДИЛОПИН

გენერიული დასახელება:

AMLODIPIN

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS LTD,  უნგრეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2,6 მგ; 5 მგ ან 10 მგ ამლოდიპინს. (ამლოდიპინის ბესილატის სახით შესაბამისად 3.475მგ, 6.95მგ ან 13.90მგ.)

არააქტიური ინგრედიენტები: მიკროკლისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელის გლუკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმი კოლოიდური უწყლო.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის არხების ბლოკატორი.

ჩვენება:

  • არტერიული ჰიპერტენზია: მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში;
  • სტაბილური სტენოკარდია ან ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია): ცალკე ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან ერთად.

უკუჩვენება:

* დიჰიდროპირიდინთან და/ან მასში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული არასაკმარისი კვლევების გამო;

* არასტაბილური სტენოკარდია;

* აორტის კლინიკურად გამოხატული სტენოზი;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

ამლოდიპინის გამოყენება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს და მის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული.

ამლოდიპინის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი ჰიპერტონული კრიზის დროს.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:

კლინიკური კვლევების არასაკმარისი მონაცემების გამო, ამლოდიპინის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იღებენ ეფექტურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, საჭიროა მოსალოდნელი რისკისა და სარგებლიანობის შეფასების მიხედვით.

იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია პრეპარატის გამოყენება, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

მიღების წესი და დოზირება:

არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მკურნალობისას ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს და მიიღება დღეში ერთხელ. პაციენტის მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია დოზის 10 მგ-მდე გაზრდა. ამლოდიპინის დოზა არ საჭიროებს კორექციას მისი თიაზიდების ჯგუფის დიურეზულ საშუალებებთან, β-ადრენობლოკატორებთან ან ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას.

ხანდაზმულ და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ჩვეულებრივ დოზებში.

პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია ამლოდიპინის დოზა უნდა შემცირდეს (დღეში 2,5 მგ-მდე), ვინაიდან აღნიშნულ პაციენტებში პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:

ამლოდიპინის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ აღნიშნულ პრეპარატს საჭიროა თავი შეიკავონ ისეთი სამუშაოების შესრულებისგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ამლოდიპინის ერთდროული გამოყენება თიაზიდების ჯგუფის დიურეზულ საშუალებებთან, β-ადრენობლოკატორებთან, ხანგრძლივად მოქმედ ნიტრატებთან, ნიტროგლიცერინის სუბლინგვალურ პრეპარატებთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურად მისაღებ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან უსაფრთხოა.

კლინიკური კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ამლოდიპინი არ ცვლის სისხლის შრატში დიგოქსინის კონცენტრაცციასა და მის კლირენსს თირკმელებში.

ციმეტიდინისა და ამლოდიპინის ერთდროული გამოყენებისას არ იცვლება ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკა.

in vitro კვლევებმა ცხადყო, რომ ამლოდიპინი არ მოქმედებს ადამიანის სისხლის პლაზმის ცილებთან დიგოქსინის, ფენიტოინის და ინდომეტაცინის შეკავშირებაზე.

ამლოდიპინი ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცებში გავლენას არ ახდენს ვარფარინის მოქმედებით გამოწვეულ პროთრომბინის დროის ცვლილებაზე.

გრეიფრუტის წვენი უმნიშვნელოდ ზრდის სისხლის შრატში ამლოდიპინის კონცენტრაციას, რაც არ იწვევს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს სისხლის არტერიული წნევის მხრივ.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია მიღებული დოზით: შეშუპება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეული არ არის მიღებული დოზით: თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ძილიანობა.

სხვა გვერდითი მოვლენები: კანზე გამონაყარი, ღრძილების ჰიპერპლაზია, დისპეფსია, ასთენია, ართრალგია, მიალგია, კუნთების სპაზმი, სექსუალური ფუნქციის (ლიბიდოს) დაქვეითება (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში), დისპნოე, ქავილი, პოლაკიურია.

ძალიან იშვიათად მოსალოდნელია ღვიძლის ფუნქციის დაზიანება, სიყვითლე, მულტიფორმული ერითემა, გინეკომასტია.

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ კორონარული დაავადების მძიმე ოკლუზიური ფორმა, უვითარდებათ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ შეიძლება გამოყოფილ იქნას ძირითადი დაავადების მიმდინარეობისგან: პროგრესირებადი სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია. (წინაგულების ფიბრილაცია და ასევე პარკუჭოვანი ტაქიკარდიაც)

ჭარბი დოზირება:

აღინიშნება პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოვება, აგრეთვე, რეფლექსური ტაქიკარდია.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. იმის გამო, რომ ამლოდიპინი შეიწოვება ნელა, ამიტომ ეფექტურია კუჭის ამორეცხვა.

იმ შემთხვევაში, როდესაც ვითარდება არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, აგრეთვე, გულისა და სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნება. მკურნალობა სიმპტომურია.

ამლოდიპინი კარგად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ ჰემოდიალიზის ჩატარება არ არის ეფექტური.

გამოშვების ფორმა:

3 ბლისტერი, თითო ბლისტერზე 10 ტაბლეტი, მოთავსებული მუყაოს ყუთში.

ვარგისიანობის ვადა:

ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

არ უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ,.

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე

კარდილი – CARDIL – КАРДИЛ

საერთაშორისო დასახელება:

DILTIAZEM

მწარმოებელი: ORION CORPORATION

მოქმედი ნივთიერება: დილტიაზემი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის არხების ბლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ფლაკონში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

დილტიაზემი ………………60 მგ

ვრცლად დილტიაზემი

Don`t copy text!