Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 578

კასტაგნუსი – CASTAGNUS – КАСТАГНУС

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს :

აქტიური ნივთიერება : Agni casti fructus extractum siccum – 45 მგ

( DER ნედლეულისა და ექსტრაქტის შეფარდება 7-13:1, ეთანოლი 60 მ / მ , ნატიური ექსტრაქტი 10%,გლუკოზა 90%);

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი;

1. რა არის და რისთვის გამოიყენება პრეპარატი კასტაგნუსი

კასტაგნუსის ტაბლეტები , ასტიმულირებენ რა დოფამინურ რეცეპტორებს, ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი პროლაქტინის დონეს, იწვევენ ჰიპერპროლაქტინემიით დაკავშირებული სიმპტომების შემცირებას: პრემენსტრუალური დაძაბულობის სინდრომი და მენსტრუალური ციკლის დარღვევები .

გამოყენების ჩვენება:

– მენსტრუალური ციკლის დარღვევა B ( ყვითელი სხეულის დროებითი ან მუდმივი ჰიპოფუნქციით გამოწვეული მენსტრუაცია და მენსტრუალური ციკლი, რაც ვლინდება ჭარბი სისხლდენით ან ციკლის პერიოდში ხშირი დამატებითი სისხლდენით ).

– პრემენსტრუალური დაძაბულობის სინდრომი (სიმპტომები, რომლებიც ვლინდება უშუალოდ მენსტრუაციის წინ : მტკივნეულობით და მკერდის შებერილობის შეგრძნებით ( მასტოდინია ), ემოციური წონასწორობის დარღვევით, შაკიკისებური თავის ტკივილით, სახის, ხელებისა და ტერფის მიდამოს შეშუპებით ).

2. პრეპარატი კასტაგნუსის გამოყენებამდე

პრეპარატი კასტაგნუსი არ გამოიყენება ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში .

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში .

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა :

პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ, არ ზღუდავს ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებს, არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

შეატყობინეთ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო , მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული საშუალების შესახებ ,რომელსაც თქვენ იყენებდით ახლო წარსულში .

პროგესტერონის ან გესტაგენის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ ( მაგ .: პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები) შეიძლება გააძლიეროს პრეპარატის მოქმედება.

3. როგორ გამოიყენება კასტაგნუსი

პერორალურად, 60 კგ – მდე წონის მქონე პაციენტები იღებენ 1 ტაბლეტს, 60 კგ – ზე მეტი წონის მქონე კი – 2 ტაბლეტს, დილით, 90 დღის განმავლობაში.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს დარღვევები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრიდან და ალერგიული რეაქციები კანის მხრივ.

5. შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ .

პრეპარატის შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 250C.

შეფუთვის ფორმა: #10 ტაბლეტი ბლისტერში , 3 ბლისტერი შეფუთვაში .

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე

6. სხვა ინფორმაცია

მწარმოებელი: სამკურნალო ბალახების ვროცლავის საწარმო ,, გერბაპოლი “”

კასოდექსი – CASODEX – КАСОДЕКС

საერთაშორისო დასახელება:

BICALUTAMIDE

მწარმოებელი: ASTRAZENEKA

მოქმედი ნივთიერება: ბიკალუტამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგი საშუალება, ანტიანდროგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

1 ტაბ.

ბიკალუტამიდი ……………….50 მგ

1 ტაბ.

ბიკალუტამიდი………….      150 მგ

 

ვრცლად კალუმიდი

კარტანი – CARTAN – КАРТАН

საერთაშორისო დასახელება:

L-CARNITINE

მწარმოებელი: DEMO S.A., საბერძნეთი

მოქმედი ნივთიერება: L-კარნიტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პერორალური ხსნარი: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

L-კარნიტინი            …………………100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლი 70%-იანი ხსნარი, მეთილპარაბენი E218, ნატრიუმის საქარინი.

1 მლ

საინექციო ი/მ და ი/ვ ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.

L-კარნიტინი …………………………200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მარილმჟავა Q.S pH-ის დასარეგულირებლად, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან a-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია ატფ-ის სახით.

კარტანი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწრობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხის, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.

კარტანი ავლენს ანაბოლურ მოქმედებას, თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.

კარტანი ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.

კარტანი აუმჯობესებს სუსტი და დღენაკლული ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად შეიწოვება,Cmax მიიღწევა 3 სთ-ის შემდეგ, თერაპიულ დონეს ინარჩუნებს 9 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი აღწევს ყველა ქსოვილში, მაღალი კონცენტრაციით გროვდება კუნთებსა და მიოკარდიუმში; ექსკრეცია წარმოებს თირკმელების საშუალებით, გამოიყოფა შეუცვლელი სახით (80%-ზე მეტი 24 სთ-ის განმავლობაში).

ჩვენებები:

  • ახალშობილთა ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები;
  • ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია;
  • რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში,
  • პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ბავშვები;
  • ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები;
  • სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე;
  • კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა);
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია;
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში;
  • ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები;
  • პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები;
  • თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე;
  • ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები;
  • მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია);
  • სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).

მიღების წესი და დოზირება:

პერორალური ხსნარი პოლიპროპილენის ამპულაში ინიშნება 30 წუთით ადრე ჭამამდე, აუცილებელია გაზავდეს სითხეში (წყალი ან ხილის წვენი). დღიური დოზა განისაზღვრება ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით:

  • ბავშვებში 2 წლამდე:                             150 მგ/კგ წონაზე;
  • 2-დან 6 წლამდე;                                   100 მგ/კგ წონაზე;
  • 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში:      დღიური დოზა 2-3 გ.
  • ჰემოდიალიზის დროს:                                                2-4 გ.
  • სტენოკარდია და პოსტინფარქტული მდგომარეობა:       2-6 გ დღეში.
  • ბავშვებში:                                                                 50-100 მგ/კგ წონაზე;
  • მოზრდილებში:                                                           1-3 გ დღეში.

კარტანით მკურნალობას იწყებენ 1 გ-დან დღეში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 გ-მდე დღე-ღამეში.

  • ჰემოდიალიზის დროს:                    2 გ ერთჯერადად (პროცედურის შემდგომ).
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: 100-200 მგ/კგ წონაზე დღეში 2-ჯერ მიღებაზე ან პირველი 48 სთ-ის განმავლობაში წარმოებს პრეპარატის უწყვეტი მიღება, შემდგომი დოზის 2-ჯერ შემცირებით.

გვერდითი მოვლენები:

კარტანის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად. შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

კარტანი შეიძლება დაინიშნოს ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

განსაკუთრებული მითითებები:

* კარტანის მიმართ შეჩვევა არ ვითარდება, რადგან L-კარნიტინი ორგანიზმში არსებული ბუნებრივი ნივთიერებაა.

* დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ინსულინით და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით, კარტანის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, ამ დროს რეკომენდებულია გლუკოზის დონის რეგულარული მონიტორინგი და აუცილებელია ანტიდიაბეტური მკურნალობის კორექცია.

ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და სხვა სამართავ ტექნიკურ საშუალებებზე: კარტანი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვასა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატზე ჭარბი დოზირების შემთხვევები არაა გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სხვა ანაბოლური საშუალებები აძლიერებენ კარტანის მოქმედებას. – გლუკოკორტიკოსტეროიდები ხელს უწყობენ პრეპარატის დაგროვებას ქსოვილებში (გარდა ღვიძლისა);

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

კარსილი – CARSIL – КАРСИЛ

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 80 ც.

1 დრაჟე

ბაყაყურა(silimarin) ………..  35 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რძის შაქარი, ხორბლის სახამებელი, სორბიტი, გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი, ნატრიუმის ბიკარბონატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კარსილს ახასიათებს ჰეპატოპროტექტორული და ანტიოქსიდანტური მოქმედება.

ჰეპატოპროტექტორული ეფექტი განპირობებულია სტრუქტურული და ფუნქციური ცილების და ფოსფოლიპიდების სინთეზის სტიმულაციით, აგრეთვე ჰეპატოციტების რეგენერაციის დაჩქარებით. ანტიოქსიდანტური ეფექტი განპირობებულია ღვიძლში ბიოფლავონოიდების ურთიერთქმედებით თავისუფალ რადიკალებთან და მათი განეიტრალებით; ამგვარად, წყდება ლიპიდთა ზეჟანგური ჟანგვის პროცესი და ჩერდება ღვიძლის უჯრედული სტრუქტურების შემდგომი რღვევა.

ჩვენებები:

  • ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, დისტროფია, ციროზი;
  • გადატანილი ჰეპატიტის შემდეგ ღვიძლის ლიპიდური დისტროფია;
  • ღვიძლის დაზიანება სხვადასხვა ეტიოლოგიის ინტოქსიკაციის დროს;
  • პროფილაქტიკური საშუალება ჰეპატოტოქსიური პრეპარატების გამოყენების დროს;
  • ღვიძლის ალკოჰოლური, სხივური და ტოქსიური დაზიანება.

მიღების წესი და დოზირება:

დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევაში პრეპარატი მოზრდილებში მიიღება პერორალურად 1 დრაჟე 3-ჯერ დღეში.

დაავადების მძიმე ფორმის დროს შეიძლება დოზის გაზრდა 2-ჯერ.

მკურნალობის კურსი გრძელდება არანაკლებ 3 თვე. როგორც პროფილაქტიკური საშუალება ინიშნება 2-3 დრაჟე დღე-ღამეში.

ბავშვთა ასაკში სადღეღამისო დოზა შეადგენს 5 მგ/კგ გაყოფილს ორ მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები:

დისპეპსიური ჩივილები; მცირედ დიურეზის გაძლიერება; იშვიათად არსებული ვესტიბულური დარღვევების გაღრმავება, რაც პრეპარატის მოხსნისთანავე ქრება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, თუ მოსალოდნელი საშიშროება აღემატება პრეპარატის მიღებით გამოწვეულ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

კარსილის გამოყენება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებით გამოწვეული შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მნიშვნელოვანი კლინიკური ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

კარმინატივუმი ბებინოსი – KARMINATIVUM BABYNOS – КАРМИНАТИВУМ БЕБИНОС

მწარმოებელი: DENTINOX, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტეორიზმისა და ყაბზობის სამკურნალო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები: ფლაკონში 30 მლ

დიდი კამას (32%), ქინძის (20%), გვირილას ფოთლების (20%) მაღალკონცენტრირებული თხიერი ნაყენი.

პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, კონსერვანტებსა და საღებავებს.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში ყაბზობით მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების და მეტეორიზმის დროს. იგი მიიღება როგორც განზავებული, ასევე განუზავებელი სახით.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვილ ბავშვებში ინიშნება 3-6 წვეთის ოდენობით დღეში 3-ჯერ;

1 წლის ასაკის ზევით ბავშვებში – 6-10 წვეთი 3-ჯერ დღეში;

სასკოლო ასაკის ბავშვებში -10-15 წვეთი 3-ჯერ დღეში, როგორც განუზავებელი, ასევე განზავებული სახით (მაგალითად ჩაისთან ერთად). გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კანის ან სასუნთქი გზების მხრივ ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება, თუ არ არის ცნობილი სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) მიმართ მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენების წინ ფლაკონი აუცილებლად უნდა შევანჯღრიოთ. ფლაკონი უნდა გვეჭიროს ვერტიკალურ მდგომარეობაში და უნდა დავაწვეთოთ ჩაის კოვზზე ან ჩავაწვეთოთ მაგალითად ჩაით სავსე ბოთლში. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ალკოჰოლის რაოდენობა მცირეა და უარყოფითად არ მოქმედებს ჩვილი ბავშვების მდგომარეობაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3.5 წელი.

ფლაკონის გახსნიდან 1 წლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

კარმეტადინი – CARMETADIN – КАРМЕТАДИН

საერთაშორისო დასახელება:

TRIMETAZIDINE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიმეტაზიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური პრეპარატი. მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდი მოდიფიცირებული გამოთავისუფლებული ფორმით          35 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ჰიდროფოსფატი, პოვიდონი(K30), ჰიპრომელოზა (K-100M), ჰიდროქსილპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

გარსის შემადგენლობა:

ჰიპრომელოზა(E15), ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კარმეტადინი სტენოკარდიის საწინააღმდეგო კარდიოლოგიური სამკურნალო საშუალებაა. ჰიპოქსიურ და იშემიურ უჯრედებში ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ხელშეწყობით ტრიმეტაზიდინი ახდენს უჯრედშიდა ატფ-ის შემცირების პრევენციას, რაც უზრუნველყოფს იონური ტუმბოების ნორმალურ ფუნქცინიორებასა და ნატრიუმ-კალიუმის იონების ტრანსმემბრანულ ცვლას უჯრედების ჰომეოსტაზის შენარჩუნებით.

კარმეტადინი ახდენს გულში ენერგეტიკული მეტაბოლიზის ოპტიმიზებას ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის ნაწილობრივი შეფერხებით გრძელჯაჭვიანი 3-კეტოაცილ CoA-თიოლაზას (3-კათ) ინჰიბირების ხარჯზე. ეს იწვევს გლუკოზის დაჟანგვის გაძლიერებას და ხელს უწყობს გლიკოლიზსა და გლუკოზის დაჟანგვას შორის საუკეთესო თანაფარდობის აღდგენას, რითაც უზრუნველყოფს მიოკარდიუმის იშემიისაგან დაცვას. ტრიმეტაზიდინი ასევე ხელს უწყობს მემბრანული ფოსფოლიპიდების ცვლასა და მემბრანაში მათ ჩართვას, რაც მემბრანას იცავს დაზიანებებისაგან.

პრეპარატის სტენოკარდიის საწინააღმდეგო თვისებები დაფუძნებულია უპირატესი ენერგეტიკული სუბსტრატის – ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის გადართვით გლუკოზის დაჟანგვაზე.

კარდიოლოგიაში:

სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებზე კონტროლირებულმა დაკვირვებებმა გამოავლინა, რომ ტრიმეტაზიდინი:

– ზრდის კორონარულ რეზერვს, ამით ახდენს ფიზიკური დატვირთვებით გამოწვეული იშემიის განვითარების პრევენციას, დაწყებული მკურნალობის მე-15 დღიდან;

– ზღუდავს სისხლის წნევის მკვეთრ ცვალებადობას გულის შეკუმშვათა სიხშირის არსებითი ცვლილებების გარეშე;

– მნიშვნელოვნად ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს;

– იწვევს ნიტროგლიცერინის მიღებათა მნიშვნელოვნად შემცირებას.

ოტოლარინგოლოგიაში:

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ტრიმეტაზიდინი:

– ეფექტურად მოქმედებს თავბრუსხვევის შეტევების ხარისხზე, ხანგრძლივობასა და სიხშირეზე (ტრიმეტაზიდინი მოქმედებს თავის იშემიის საწინააღმდეგო ეფექტისა და აგრეთვე, ვესტიბულური ნეირონების ტოქსიურობისაგან დაცვის ხარჯზე, რაც ექსიტოტოქსიური ამინომჟავების სიჭარბითაა განპირობებული).

– კარმეტადინის ზემოქმედებით მცირდება ყურებში შუილის ინტენსივობა და პერიოდულობა და შესაბამისად, რეციდივები:

– ერცეფციული სიყრუის დროს პრეპარატი უზრუნველყოფს აღქმული დიაპაზონის გაზრდას დეციბელებში და ამცირებს სმენის პრობლემებს.

ოფთალმოლოგიაში:

ბრმა და ორმაგი ბრმა მეთოდით კვლევებმა აჩვენა, რომ ტრიმეტაზიდინი:

– ზრდის იშემიის მიმართ  მგრძნობიარე ელექტრორეტინოგრამის b-ტალღის ამპლიტუდას. ავადმყოფებში სისხლძარღვების ქორიორეტინული დარღვევებით კარმეტადინი ხელს უწყობს ბადურას ფუნქციური აქტივობის აღდგენას.

– აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილესა და მხედველობის არეს, რაც განპირობებულია ტრიმეტაზიდინის დადებითი მორფოლოგიური ცვლილებებით, განსაკუთრებით კი, ყვითელი ლაქის ასაკობრივი დეგენერაციული ცვლილებებისას.

ფარმაკოკინეტიკა:

აქტიური სუბსტანციის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების უნარის ხარჯზე, კარმეტადინს გაუმჯობესებული ფარმაკოკინეტიკური პროფილი გააჩნია, რაც პრეპარატის სტაბილურ ეფექტურობას უზრუნველყოფს.

პერორალური მიღების შემდეგ ტრიმეტაზიდინის მაქსიმალური კონცენტრაცია ვლინდება მიღებიდან საშუალოდ 5 საათში. 24 საათის შემდეგ, პლაზმური კონცენტრაცია რჩება იმ დონეზე, რომელიც აღემატება ან ტოლია მაქსიმალური კონცენტრაციის 75%-ს 11 საათისათვის.

კარმეტადინის სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან არა უმეტეს მე-60 საათისათვის. ტრიმეტაზიდინის ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებზე საკვების მიღება არ მოქმედებს. გადანაწილების მოცულობა შეადგენს 4.8 ლ/კგ-ზე; ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი დაბალია და in vitro 16%-ს უდრის. ტრიმეტაზიდინი უპირველესად შარდთან ერთად გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით.

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 7 საათს შეადგენს ახალგაზრდა მოხალისეებში და 12 საათს – 65 წელზე უფროსი ასაკის პირებში.

ჩვენებები:

კარდიოლოგია:

  • გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა; სტენოკარდიის შეტევების პრევენცია მონოთერაპიაში ან სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში.

ოტოლარინგოლოგია:

  • იშემიური წარმოშობის კოხლეარულ-ვესტიბულური დარღვევების მკურნალობა: თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპაკუზია.

ოფთალმოლოგია:

  • ქორიორეტინული დარღვევები იშემიის ელემენტებით.

მიღების წესი და დოზირება:

კარმეტადინი მიიღება შემდეგნაირად:

1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში (დილას და საღამოს) ჭამის დროს, დაღეჭვის გარეშე, წყლის მიყოლებით.

პრეპარატის მიღება ხდება ხანგრძლივად. კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის სქემა 3 თვეში შეიძლება გადაიხედოს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი კარგად აიტანება, ზოგჯერ შესაძლებელია უმნიშვნელო გვერდითი ეფექტების გამოვლენა;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, გულისრევა.

კანის საფარველის მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისას პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ჩვენებების მიხედვით და სარგებელი/ რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ. ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის საბაზისო თერაპიისათვის, მაგრამ არა სტენოკარდიის შეტევების კუპირებისათვის. საწყისი თერაპიის სახით მისი გამოყენება, როგორც არასტაბილური სტეოკარდის ასვე მიოკარდის ინფარქტის დროს, ნაჩვენები არ არის.

* ხანდაზმული ასაკის პირთა მკურნალობისათვის პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არაა.

* კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არაა პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომელთაც კრეატინინის კლირენსის მაჩვენებელი 15 მლ/წთ-ზე ნაკლები აქვთ, ასევე პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევებით.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატი არ მოქმედებს.

ჭარბი დოზირება:

ფართო თერაპიული დიაპაზონი მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევებს ნაკლებად სავარაუდოს ხდის.

ჭარბი დოზის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითება და შედეგად, არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება და სახის კანის ჰიპერემია.

ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალობა ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს. გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით, ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მონაცემები არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

კარლონ პლიუსი – KARLON PLUS – КАРЛОН ПЛЮС

საერთაშორისო დასახელება:

Enalapril maleate, Hydrochlorthiazide

შემადგენლობა:

კარლონ პლიუსის ყოველი ტაბლეტი შეიცავს:

ენალაპრილ მალეატი ……………… 20 მგ

ჰიდროქლორთიაზიდის …………. 12.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კარლონ პლიუს ტაბლეტი წარმოადგენს ენალაპრილ მალეატის, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას. ის თიაზიდური ჯგუფის შარდმდენია. კომბინაციაში გამოყენებისას, ენელაპრილ მალეატსა და ჰიდროქლორთიაზიდს დამატებითი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გააჩნიათ.

მოქმედების მექანიზმი:

ენალაპრილი ძლიერი, ხანგრძლივად მოქმედი პრეპარატია, რომელიც ანგიოტენზინ გარდამქმნელ ფერმენტს აინჰიბირებს და გამოიყენება ჰიპერტენზიისა და გულის შეგუბებითი უკმარისობის მკურნალობაში.

მისი მოქმედების მექანიზმი ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბირებას ეფუძნება, რომელიც ხელს უწყობს არააქტიური ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნას ანგიოტენზინ II-ად, რომელიც ძლიერი ვაზოკონსტრიქტორია და ალდოსტერონის სეკრეციას ასტიმულირებს.

ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბირება აქვეითებს ანგიოტენზინ II-ის პლაზმურ დონეს, რომელიც თავის მხრივ იწვევს ვაზოპრესორული მოქმედებისა და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ალდოსტერონის სეკრეციის შემცირება სუსტია, ის მსუბუქად ზრდის შრატში კალიუმის დონეს. პაციენტებში, რომლებიც ენალაპრილსა და თიაზიდ-წარმოებულ შარდმდენებს ღებულობენ, შრატში კალიუმის დონე უცვლელი რჩება. ანგიოტენზინ II-ის დათრგუნვა იწვევს პლაზმაში რენინის აქტივაციის მომატებას უარყოფითი უკუმექანიზმის მეშვეობით.

ენალაპრილი ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა, რომელიც ეფექტურია პაციენტებში რენინის როგორც მაღალი, ასევე დაბალი დონით.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მონოთერაპიას ენალაპრილის რეკომენდებული დოზით იტარებენ, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება შემცირდეს დოზებს შორის ინტერვალის ბოლოსკენ, ეს იშვიათია ენალაპრილ მალეატისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციური თერაპიის დროს.

ფარმაკოკინეტიკა და მეტაბოლიზმი: პერორალური მიღების შემდეგ, ენალაპრილ მალეატის დაახლოებით 60-70% შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. აბსორბციის შემდეგ, ღვიძლში გარდაიქმნება ენალაპრილატად, უფრო ძლიერ ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორად. ენალაპრილ მალეატის ერთი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, შრატში ენელაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 საათში. ენელაპრილატი უკავშირდება პლაზმის ცილებს 50-60%-ით. ენელაპრილატის ნახევრად დაშლის პერიოდი 11 საათია. პრეპარატის 6% შარდში გამოიყოფა, ხოლო 33% განავალში ენალაპრილისა და ენალაპრილატის სახით.

ფარმაკოდინამიკა: ენალაპრილ მალეატის დანიშვნა პაციენტებში მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ჰიპერტენზიით იწვევს წნევის დაქვეითებას, როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ პოზიციაში, ჩვეულებრივ ორთოსტატული კომპონენტის გარეშე. სიმპტომატური პოსტურალური ჰიპოტენზია იშვიათია პაციენტებში, რომლებიც მხოლოდ ენალაპრილით მკურნალობენ, თუმცა შეიძლება განვითარდეს ჰიპოვოლემიურ პაციენტებში, რომლებიც შარდმდენებს ღებულობენ.

გამოკვლეული პაციენტების უმრავლესობაში, ენალაპრილ მალეატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ერთ საათში იწყება, წნევის მაქსიმალური შემცირება მიიღწევა ოთხიდან ექვს საათში.

რეკომენდებული დოზების მიღებისას, ენალაპრილ მალეატის მონოთერაპიის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ნარჩუნდება სულ ცოტა 24 საათის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტში ეფექტი შეიძლება შემცირდეს დოზებს შორის ინტერვალის ბოლოს; ეს უფრო იშვიათად აღინიშნებოდა ენალაპრილ მალეატისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციური თერაპიის დროს.

ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის ოპტიმალურ დაქვეითებას ენალაპრილით თერაპიის რამდენიმე კვირა სჭირდება.

ენალაპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი თერაპიისას. ენელაპრილის სწრაფი მოხსნა არ არის დაკავშირებული არტერიული წნევის სწრაფ მომატებასთან.

ჰემოდინამიკური კვლევების დროს პაციენტებში ესენციური ჰიპერტენზიით, ენალაპრილით გამოწვეული არტერიული წნევის შემცირებას თან ახლდა პერიფერიული არტერიული რეზისტენტობის შემცირება გულის წუთმოცულობის გაზრდით და გულისცემის სიხშირის ცვლილებების გარეშე. ენალაპრილ მალეატის მიღების შემდეგ, თირკმელში სისხლის მიმოქცევა მატულობს; გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე არ იცვლება. მოქმედება მსგავსია პაციენტებში რენოვასკულარული ჰიპერტენზიით.

ჰიდროქლორთიაზიდი

მოქმედების მექანიზმი: ჰიდროქლორთიაზიდი თიაზიდწარმოებული შარდმდენია, რომელიც ჰიპერტენზიისა და შეშუპების სამკურნალოდ გამოიყენება. მისი მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია მის მოქმედებაზე თირკმლის დისტალურ მილაკებზე, რომელიც ამცირებს ნატრიუმისა და ქლორიდის იონების რეაბსორბციას და ამის შედეგად წყლის რეაბსორბციასაც. ამას შეიძლება თან ახლდეს კალიუმის, ბიკარბონატებისა და მაგნიუმის ექსკრეცია.

ამავდროულად, თიაზიდური ჯგუფის შარდმდენებს შეიძლება ჰქონდეს ჰიპოტენზიური ეფექტი, რომელიც დაკავშირებული იქნება პერიფერული რეზისტენტობის ნაწილობრივ შემცირებასთან. ამ ჯგუფის შარდმდენებმა შეიძლება სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები გააძლიერონ.

ფარმაკოკინეტიკა და მეტაბოლიზმი: პერორალური მიღების შემდეგ, ჰიდროქლორთიაზიდი საკმაოდ სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა დაახლოებით 65-70%-ია. პლაზმაში მისი ნახევრად დაშლის პერიოდი 5.6-დან 14.8 საათამდეა. მისი შარდმდენი ეფექტი იწყება პერორალური მიღებიდან 2 საათის განმავლობაში, და მაქსიმალურ დონეს დაახლოებით 4 საათში აღწევს და 6-დან 12 საათამდე ნარჩუნდება. ჰიდროქლორთიაზიდის მეტაბოლიზმი არ ხდება. მიღებული დოზის სულ ცოტა 61% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში.

ჩვენებები:

კარლონ პლიუს ტაბლეტი ნაჩვენებია ჰიპერტენზიის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებისთვისაც შესაფერისია კომბინაციური თერაპია.

უკუჩვენებები:

კარლონ პლიუს ტაბლეტი უკუნაჩვენებია ენალაპრილ მალეატის, ჰიდროქლორთიაზიდის ან სულფონამიდწარმოებული პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში; პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება აქვთ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორით მკურნალობასთან დაკავშირებით და პაციენტებში ანურიით.

გაფრთხილება/უსაფრთხოების ზომები:

ენელაპრილ მალეატი

ჰიპოტენზია: გაურთულებელ ჰიპერტენზიულ პაციენტებში, ჭარბი ჰიპოტენზია იშვიათად არის ნაჩვენები. თუმცა, პაციენტებში მძიმე ჰიპოვოლემიითა და ჰიპონატრიემიით, რომლებიც დიდი რაოდენობით შარდმდენებს ღებულობენ და დიალიზზე იმყოფებიან, ჰიპოტენზია არის ენელაპრილის მიღების შესაძლო შედეგი.

პაციენტებს გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობით თირკმლის თანხმლები უკმარისობით ან მის გარეშე, ჭარბი ჰიპოტენზია შეიძლება განვითარდეს, რასაც თან ახლავს ოლიგურია, პროგრესული აზოტემია, და იშვიათად, თირკმლის მწვავე უკმარისობა და სიკვდილი.

ასეთი პაციენტების მონიტორინგი საჭიროა თერაპიის პირველი 2 კვირის განმავლობაში და ენალაპრილის და/ან შარდმდენის დოზის მომატების შემთხვევაში.

იგივე ზომები უნდა იქნეს მიღებული პაციენტებში გულის იშემიური დაავადებისა და ცერებროვასკულური დაავადების დროს, ვინაიდან არტერიული წნევის მკვეთრმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ცერებროვასკულური შეტევის განვითარება.

ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ პოზიციაში, და საჭიროების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. დროებითი ჰიპოტენზია არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.

ანგიონევროზული შეშუპება: პაციენტებში, რომლებიც ანგიოტენზინ გარდამქმნელიფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობენ, ენელაპრილის ჩათვლით, აღინიშნებოდა სახის, კიდურების, ენის, ტუჩებს, სახმო ნაპრალის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. ასეთ შემთხვევებში პრეპარატი სასწრაფოდ უნდა მოიხსნას და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა და მონიტორინგი. თუ შეშუპება მხოლოდ კისრითა და ტუჩით შემოიფარგლება, ასეთ შემთხვევაში ეს მოვლენები მკურნალობის გარეშეც გაქრება. თუმცა ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც ხორხის შეშუპებასთან არის დაკავშირებული შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. თუ ჩართულია ენა, სახმო ხვრელი და ხორხი, აუცილებელია შესაბამისი მკურნალობა, როგორიც არის კანქვეშ ეპინეფრინის ხსნარის 1:1000 (0.3-0.5 მლ) შეყვანა და სასუნთქი გზების გათავისუფლება, ვინაიდან ამ ორგანოების ჩართვამ შეიძლება ობსტრუქცია გამოიწვიოს.

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი: პაციენტებში თირკმლისა და კოლაგენური სისხლძარღვოვანი დაავადებებით, აგრანულოციტოზისა და ნეიტროპენიის შესაძლო განვითარების გამო, უნდა განხორციელდეს სისხლის თეთრი უჯრედების რეგულარული კონტროლი.

თირკმლის დისფუნქცია: პაციენტებში გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობით, რომელთა თირკმლის ფუნქციები დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე, ენალაპრილით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ოლიგურია, პროგრესული აზოტემია და იშვიათად თირკმლის უკმარისობა და სიკვდილი. პაციენტებში თირკმლის ცალმხრივი ან ორმხრივი არტერიული სტენოზით, მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს მონიტრინგი. პაციენტებში ჰიპერტენზიით ან გულის უკმარისობით, სისხლში შარდოვანას ან შრატში კრეატინინის დონემ შეიძლება მოიმატოს განსაკუთრებით.

ჰიპერკალიემია: მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერკალიემიის განვითარების საშიშროება შედარებით იშვიათია ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთობლივი გამოყენებისას, კარლონ პლიუს ტაბლეტის მიღებისას სიფრთხილეა საჭიროა იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა თირკმლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, კალიუმის შემნახველი შარდმდენები, კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილები, რომლებიც ჰიპერკალიემიას იწვევენ.

ხველა: ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს მშრალი და პერსისტული ხველა. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ეს მდგომარეობა ალაგდება.

ქირურგია/ანესთეზია: მნიშვნელოვანი ქირურგიული ოპერაციებისა და ჰიპოტენზიური საშუალებებით ანესთეზიის დროს, ენელაპრილს შეუძლია დათრგუნოს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნა, რისი მიზეზიც არის რენინის კომპენსატორული გამოყოფა. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში მისი მკურნალობა შეიძლება მოცულობის შემავსებლებით.

ჰიდროქლორთიაზიდი

პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, თიაზიდური ჯგუფის შარდმდენების გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. თიაზიდურმა შარდმდენებმა შეიძლება ხელი შეუწყონ აზოტემიის განვითარებას. პაციენტებში ღვიძლის დარღვეული ფუნქციით, სიფრთხილეა საჭიროა ვინაიდან ელექტროლიტური ბალანსის ნებისმიერმა ცვლილებამ შეიძლება დააჩქაროს ღვიძლისმიერი კომის განვითარება.

თიაზიდური ჯგუფის შარმდენების მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა, როგორიცაა ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი და ჰიპერკალციემია. ვინაიდან ენალაპრილი ამცირებს ალდოსტერონის წარმოქმნას, ჰიდროქლორთიაზიდით გამოწვეული კალიუმის დანაკარგი მცირდება კომბინირებული თერაპიის დროს.

თიაზიდური ჯგუფის შარმდენებით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერგლიკემია, რაც საჭიროებს ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზირების რეგულირებას.

გამოყენება ბავშვებში:

ვინაიდან კარლონ პლიუს ტაბლეტის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში არ არის დადგენილი, მისი გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

კარლონ პლიუს ტაბლეტის მიღება არ შეიძლება ორსული ქალებისათვის, ვინაიდან აგფ ინჰიბიტორს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის ან ჩვილის დაავადება და სიკვდილი, ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში გამოყენების დროს.

ენალაპრილი, ენალაპრილატი და თიაზიდური შარდმდენები გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურ ბავშვებში გვერდითი მოვლენების შესაძლო განვითარების გამო, გადაწყვეტილება უნდა გაკეთდეს, რომელი ჯობია ძუძუთი კვების თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტა, მხედევლობაში უნდა მივიღოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედისათვის ეს პრეპრატი.

გვერდითი მოვლენები:

კარლონ პლიუს ტაბლეტი კარგად აიტანება. პაციენტების უმრავლესობაში, გვერდითი მოვლენები მსუბუქი და გარდამავალია და არ საჭიროებენ მკურნალობის შეწყვეტას. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია თავბრუ, თავის ტკივილი, სისუსტე და ხველა. სხვა იშვიათი გვერდითი მოვლენებია:

–  კარდიოვასკულარული სისტემა: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ძლიერი გულისცემა, ტაქიკარდია

–  კუჭ-ნაწლავის სისტემა: გულისრევა, ღებინება, დისპეპსია, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფერმენტებისა და შრატის ბილირუბინის დონის მომატება

–  ნერვული სისტემა: უძილობა, გაღიზიანებადობა, პარესთეზიები, ძილიანობა

–  საშარდე სისტემა: სისხლში შარდოვანასი და კრეატიტინინის დონის ტრანზიტორული მომატება, საშარდე ტრაქტის ინფექცია

–  კანი: გამონაყარი, სიწითლე

–  სხვა: გულმკერდის ტკივილი, გულის წასვლა, ქოშინი, წელის ტკივილი, ართრალგია, ოფლიანობა, იმპოტენცია, დაქვეითებული ლიბიდო, ხმაური ყურებში, ანგიონევროზული შეშუპება, სპაზმები კუნთებში, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დონის შემცირება.

წამლებთან ურთიერთქმედება:

ენალაპრილ მალეატი

პაციენტებში, რომლებიც შარდმდენებით მკურნალობენ, ენალაპრილით მკურნალობის დაწყების შემდეგ არტერიული წნევა შეიძლება ძალიან დაქვეითდეს. ასეთი ეფექტი შეიძლება შევამციროთ მარილის მიღებით ან შარმდენებით მკურნალობის შეწყვეტით. თუ შარმდენებით მკურნალობის შეწყვეტა შეუძლებელია, მაშინ უნდა მოხდეს პაციენტის სათანადო მონიტორინგი.

ვინაიდან ენელაპრილისა და კალიუმის შემნახველი შარდმდენების ან კალიუმის მარილების ერთად მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია, ამიტომ აუცილებელია შრატში კალიუმის დონის ხშირი კონტროლი.

ვინაიდან ლითიუმისა და აგფ ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ლითიუმით ინტოქსიკაცია, აუცილებელია ლითიუმის დონის ხშირი კონტროლი.

ჰიდროქლორთიაზიდი

ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან და ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან ერთობლივი გამოყენებისას შესაძლებელია ორთოსტატული ჰიპოტენზიის გაძლიერება.

ანტიდიაბეტური პრეპარატების (როგორც პერორალური საშუალებები და ინსულინი) ერთობლივი მიღება საჭიროებს ანტიდიაბეტური დოზირების მოწესრიგებას.

ვინაიდან ნაღვლის მჟავების შემაკავშირებელი ნივთიერებებს (ქოლესტირამინი და კოლესტიპოლი) შეუძლიათ ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვის დაქვეითება, მათი კომბინაციაში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

თიაზიდურმა დიურეტიკებმა შეიძლება ლითიუმით ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, რისი მიზეზიც არის ლითიუმის თირკმლის კლირენსის შემცირება.

კორტიკოსტეროიდებისა და ATCH (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის) გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტური დარღევევები, განსაკუთრების ჰიპოკალიემია.

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ღებულობენ, თიაზიდური შარდმდენების ანტიჰიპერტენზიული ეფექტურობა შეიძლება შესუსტდეს.

დოზირება და გამოყენების მეთოდები:

კარლონ პლიუს ტაბლეტი პერორალურად მიიღება. მისი მიღება შეიძლება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. თუ არ არის ექიმის რაიმე განსაკუთრებული დანიშნულება, სასურველია შემდეგი დოზირების გამოყენება:

–    პაციენტები თირკმლის ნორმალური ფუნქციით: კარლონ პლიუსის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

–    პაციენტები თირკმლის დარღვეული ფუნქციით: პაციენტების კრეატინინის კლირენსით 30-80 მლ/წთ, კარლონ პლიუსის ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის ½ ტაბლეტი დღეში ერთხელ. თუ კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია, მაშინ კარლონ პლიუს ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

კარლონ პლიუს ტაბლეტის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, აუცილებელია პაციენტზე სათანადო ზედამხედველობა, და უნდა დაიწყოს სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. შეიძლება პირღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა; თერაპიული მიდგომა გულისხმობს ჰიპოტენზიის, ელექტროლიტური ბალანსის და დეჰიდრატაციის კორექციას.

ენელაპრილატის ორგანიზმიდან გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზის მეშვეობით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ 25ºC-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში, თავის ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

კარლეტონი – CARLETON – КАРЛЕТОН

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

L – კარნიტინი

მწარმოებელი: Contract Pharmacal Corporation, USA

ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალება, ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრემეტაბოლური საშუალება.

L-კარნიტინი – ბუნებრივი ნივთიერებაა, B ჯგუფის ვიტამინების მონათესავე. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში როგორც გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების (პალმიტინის და სხვა) გადამტანი ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც ეს მჟავები ექვემდებარებიან დაჟანგვის პროცესს ადენოზინტრიფოსფორ მჟავას და აცეტილ-KoA-ს წარმოქმნით. აუმჯობესებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, ზრდის კუჭის და ნაწლავების წვენის სეკრეციას და ფერმენტატულ აქტივობას, აუმჯობესებს საკვების შეთვისებას, ამცირებს სხეულის ჭარბ წონას და ამცირებს ცხიმის შემცველობას კუნთებში. ზრდის მდგრადობას ფიზიკური დატვირთვების მიმართ, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტატაციდოზის ხარისხს, ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ ხარჯვას და ზრდის მის მარაგს ღვიძლში და კუნთებში. ახდენს ანაბოლურ და ლიპოლიტურ მოქმედებას, ახდენს მომატებული ძირითადი ცვლის ნორმალიზებას ჰიპერთირეოზის დროს, წარმოადგენს რა თიროქსინის ნაწილობრივ ანტაგონისტს.

ფარმაკოკინეტიკა:

კარგად შეიწოვება ნაწლავებში, სისხლის პლაზმაში კონცენტრაცია აღწევს მაქსიმუმს 3 საათის შემდეგ და ნარჩუნდება თერაპიულ დიაპაზონში 9 საათის განმავლობაში. ადვილად აღწევს ღვიძლში, მიოკარდში, შედარებით ნელა – კუნთებში. გამოიყოფა თირკმელებით, უპირატესად აცილური ეთერების სახით.

გამოყენების რეკომენდაცია:

• ნერვული ანორექსიის სინდრომი;

• გადატანილი დაავადებებისა და ქირურგიული ჩარევების შემდეგ აღდგენით პერიოდში;

• ინტენსიური ფიზიკური დატვირთვები, სპორტული წრთვნები (შრომისუნარიანობის, ამტანობის ასამაღლებლად, დაღლილობის შესამცირებლად);

• დაქვეითებული სეკრეტორული ფუნქციით ქრონიკული პანკრეატიტის  და ქრონიკული გასტრიტის დროს;

• კანის დაავადებების კომპლექსური თერაპია (ფსორიაზი, სებორეული ეგზემა, კერობრივი სკლეროდერმია და დისკოიდური წითელი მგლურა);

• ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია (მსუბუქი ფორმები);

• ნევროლოგიური გამოვლინებები თავის ტვინის სისხლძარღვოვან, ტოქსიკურ და ტრავმატულ დაზიანებისას;

• დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს კარნიტინის უმარისობა ან მისი მომატებული დაკარგვა (მიოპათიები, კარდიომიოპათიები, მიტოქონდრიალური დაავადებები, მემკვიდრეობითი დაავადებები თანმხლები მიტოქონდრიალური უკმარისობით) – მისი დეფიციტის შესავსებათ კომლექსური თერაპიის შემადგენლობაში;

• პედიატრიულ პრაქტიკაში (3 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ): დღენაკლული ბავშვების, ახალშობილების, რომლებსაც გადატანილი აქვთ მშობიარობის ტრამვა ან ასფიქსია, სამკურნალოდ; ბავშვებისათვის მოდუნებული წოვითი რეფლექსით და სხეულის მასის დაბალი მატებით; დაქვეითებული კუნთების ტონუსით, მოძრაობითი და ფსიქიკური ფუნქციების არასაკმარისად განვითარების დროს, ასევე ამ დარღვევების პროფილაქტიკის მიზნით “რისკის ჯგუფის” ბავშვებში; ზრდის შეფერხებისა  და სხეულის მასის ნაკლებობის შემთხვევაში 16 წლამდე ასაკე ბავშვებში და მოზარდებში.

გამოყენების წესი და დოზირება:

კარლეტონი ტაბლეტი 500მგ, მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე,

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 75მგ/კგ წონაზე დღე-ღამის განმავლობაში. ერთ ან ორ მიღებაზე განაწილებით.

12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში და მოზრდილებში კარლეტონის საწყისი დოზაა 500-1000მგ დღე-ღამის განმავლობაში; ერთ ან ორ მიღებაზე განაწილებული.

მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილებში არის 3-4გ. სამ ან ოთხ მიღებაზე განაწილებით.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქად გამოხატული დისპეფსიური მოვლენები.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.

* გლუკოკორტიკოიდები ხელს უწყობენ ქსოვილებში L-კარნიტინის  დაგროვებას (ღვიძლის გარდა), სხვა ანაბოლიკები აძლიერებენ ეფექტს.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15ºC-დან 25ºC-მდე.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

კარიპაზიმი – CARIPAZIM – КАРИПАЗИМ

მწარმოებელი: ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი. საქართველო.

აქტიური ნივთიერება:

პაპაინი, რომელსაც ტროპიკული მცენარე პაპაიასგან ღებულობენ. პაპაიას (Carica papaya) სამშობლო ცენტრალური ამერიკაა. პაპაია მდიდარია ფერმენტებით, ვიტამინებითა და მონერალებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმენტი – პაპაინი, რომელსაც პროტეოლიზური აქტივობა აქვს.

პაპაიას რძისებრი წვენის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ცისტეინური პროტეინაზები: საკუთრივ პაპაინი, ქიმოპაპაინი A, ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზა A და პეპტიდაზა B.

პაპაინის გამოიყენება:

ნევროლოგიაში, ნეიროქირურგიაში, რევმატოლოგიაში, კომბუსტოლოგიაში, ქირურგიაში, ტრავმატოლოგია – ორთოპედიაში, ოფთალმოლოგიასა და სტომატოლოგიაში.

პრეპარატ კარიპაზიმზე კვლევები ჩატარებულია ბურდენკოს სახ. ნეიროქირურგიის სასწავლო – კვლევით ინსტიტუტში, პრიოროვის სახ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტში, ნოვოკუზნევკის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ოფთალმოლოგიის კათედრაზე, თბილისი I საავადმყოფოს ტრავმატოლოგია – ორთოპედიულ კლინიკაში ”სინთეზი”, კონიაშვილის სახელობის თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სასწავლო კვლევით ინსტიტუტში, თბილისის სამედიცინო აკადემიის სტომატოლოგიის კათედრაზე, თბილისის თერმულ დაზიანებათა და დამწვრობის ცენტრში.

ჩვენება:

– ხერხემლის ოსტეოქონდროზი;

– მალთაშუა ხრტილების (დისკოების) თიაქარი (მათ შორის კისრის მალების, რაც იწვევს ვერთებრო – ბაზილარულ უკმარისობას);

– დისკოგენური რადიკულიტი;

– შმორლის თიაქარი;

– ცერებრალური (მათ შორის ოპტოხიაზმური და სპინალური არაქნოიდიტები);

– სახის ნერვის ნევრიტი;

– მსხვილი სახსრების ართროზი – ართრიტები;

– მხარისა და ბეჭის პერიართრიტი;

– თითების პოსტტრავმული კონტრაქტურები (დიუპიუტრენის)

– III ხარისხის დამწვრობა;

შერჩევითად მოქმედებს ნეკროზულ ქსოვილებზე, იწვევს ფუფხის მოცილების დაჩქარებას, ქსოვილებში ტემპერატურის მომატებას, მათ გამოშრობას და უსისხლო, უმტკივნეულო გაწოვას აქტიური ქირურგიული ჩარევის გარეშე.

– ჭრილობები (ძნელად შეხორცებადი, ჩირქოვანი), ტროპიკული წყლულები. კელოიდური ნაწიბურები;

იწვევს გრანულაციური ქსოვილის გათავისუფლებას ჩირქოვან-ნეკროზული ნარჩენებისაგან. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

სახსრების ანთების გავრცელებულ გართულებად ითვლება ქრონიკული ართრიტი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. ინფექციურ-ანთებითი პროცესების შედეგად ვითარდება კონტრაქტურები, რომლებიც იწვევენ დეგენერაციულ ცვლილებებს და შეხორცებების ჩამოყალიბებას სახსრის შიგნით და მოძრაობის მკვეთრად შეზღუდვას.  მტევნის აპონევროზის და კანქვეშა უჯრედისის დეგენერაციულ ცვლილებებს მივყავართ დაქვეითებამდე (კონტრ. დიუპიუტრენის);

კარიპაზიმით მკურნალობა იძლევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და მოძრაობის აღდგენას სახსარში.

გამოყენების წესი და დოზები:

დამწვრობებზე და ინფიცირებულ ჭრილობებზე კარიპაზიმს 0,5%, 1% და 2% ხსნარების სახით იყენებენ ფუფხის სისქის შესაბამისად, ხსნარები მზადდება ხმარების წინ, 0,5-იანი ნოვიკაინის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარებზე. პრეპარატის ხსნარით გაჟღენთილ საფენს ადებენ დამწვრობის ზედაპირზე და ტენგაუმტარ ნახვევს აფარებენ ერთდროულად სხეულის ზედაპირის 30% ამუშავებენ. ნახვევს უცვლიან ერთხელ დღეში ან ერთხელ ორ დღეღამეში, ამასთან აშორებენ დანეკროზებულ ქსოვილებს. მკურნალობის კურსი 4-დან 12 დღემდეა.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის, კელოიდური ნაწიბურების, ნევრიტების და ა.შ, დროს კარიპაზიმი ელექტროფორეზული მეთოდით შეჰყავთ.

პრეპარატის გამოყენება სტაციონარულ და ამბოლატორულ პირობებშიცაა დასაშვები.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, რომელიც ქავილითა და ტემპერატურის მომატებით გამოიხატება.

უკუჩვენებები:

დაუშვენელია კარიპაზიმის კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში შეყვანა; არ შეიძლება კარიპაზიმის გამოყენება მწვავე ანთების პირობებში, აგრეთვე დისკოს თიაქრის სეკვესტრაციისა და ხერხემლის არხისკენ სეკვესტრის გადაადგილების შემთხვევაში (ფორამენალური მდებარეობა).

გამოშვების ფორმა:

კარიპაზიმი დაფასოებულია ფლაკონებში, 100მგ თითოეულში 350 პროტეოლიზური ერთეული. სტერილური.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას +2 +8ºC-მდე ტემპერატურაზე.

კარიერი მემანტინი – CARRIER MEMANTINE – МЕМАНТИНА ГИДРОХЛОРИД

შემადგენლობა:

თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს :

მემანტინის ჰიდროქლორიდი …………………….  10.00 მგ ,

დამხმარე ნივთიერებები : ცელაქტოზა – 214.80 მგ , ლაქტოზა – 12.20 მგ , ნატრიუმის კროსკარმელოზა – 4.00 მგ, ტალკი – 5.00 მგ , მაგნიუმის სტეარატი – 1.60 მგ , ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა – 2.30 მგ, პოვიდონი – 0.35 მგ , ტიტანის დიოქსიდი – 3.10 მგ , ნატრიუმის საქარინი – 0.15 მგ, პოლიეთილენგლიკოლ 6000 – 1.0 მგ , პროპილენგლიკოლი – 0.50 მგ ,

მწარმოებელი: CASASCO laboratories SAIC, Buenos Aires Argentina

ვრცლად აკატინოლ მემანტინი

Don`t copy text!