Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 581

კაპტი – CAPT – КАПТ

საერთაშორისო დასახელება:

CAPTOPRIL

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი,საქართველო

მოქმედი ნივთიერება: კაპტოპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 5 ბლისტერი.

1 ტაბ.

კაპტოპრილი ………..           12.5 მგ

1 ტაბ.

კაპტოპრილი…………………..25 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კაპტი წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორს, რომელიც ხელს უშლის ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ II-ად, რაც თავის მხრივ თრგუნავს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან შრეში ალდოსტერონის სეკრეციას.

კაპტი ხელს უშლის ანგიოტენზინ I-ის პროდუქციას, რომელსაც გააჩნია ძლიერი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება. ამის გამო კაპტი ამცირებს სისხლძარღვთა სისტემურ წინააღმდეგობას, გლომერული ფილტრაციის სიჩქარის ცვლილებების გარეშე ზრდის სისხლის მიმოქცევას თირკმელებში. ამცირებს წნევას მარჯვენა პარკუჭსა და სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, ხელს უშლის გულის უკმარისობის პროგრესირების პროცესს. არ იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ კაპტი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 75% გადადის სისხლში და მიღებიდან ერთ საათში აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას. საკვები ამცირებს წამლის შეწოვას 30-40%-ით, ამის გამო პრეპარატი მიიღება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე.

დაახლოებით 25-30% უკავშირდება პალზმის ცილებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 სთ-ს, კაპტი მეტაბოლიზდება ღვიძლში. შეწოვილი დოზის 95% ელიმინირდება ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით, აქედან 50% უცვლელი სახით, ხოლო დანარჩენი – აქტიური მეტაბოლიტების სახით. თირკლის ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, რის გამოც საჭიროა დოზის შემცირება.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა;
  • დიაბეტური ნეფროპათია;
  • მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:

არტერიული ჰიპერტენზია: მსუბუქი/საშუალო სიმძიმის ჰიპერტონული დაავადების დროს კაპტით მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ-ს 2-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის თანდათანობითი გაზრდა ყოველ 2 კვირაში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ-ს 2-ჯერ დღეში.

მძიმე ფორმის ჰიპერტონული დაავადების დროს კაპტით მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ-ს 2-ჯერ დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 50 მგ-ს სამჯერ დღეში.

გულის ქრონიკული უკმარისობა: კაპტით მკურნალობა იწყება ექიმის მკაცრი კონტროლით, საწყისი დოზა შეადგენს 6.25 მგ-ს სამჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მეთვალყურეობით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 25 მგ-მდე სამჯერ დღეში (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 150 მგ).

დიაბეტური ნეფროპათია: რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შედაგენს 75-100 მგ-ს, გაყოფილს 2-3 მიღებაზე.

მიოკარდიუმის ინფრაქტის შემდგომი პერიოდი: კაპტით მკურნალობის დაწყება შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან მესამე დღეს, მკურნალობა იწყება 6.25 მგ დოზით 2-3-ჯერ დღეში. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება.

კაპტის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგანაც არ არსებობს კლინიკური მონაცემები პრეპარატის პედიატრულ პრაქტიკაში გამოყენების შესახებ.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი, მშრალი ხველა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, გემოს შეგრძნების დარღვევა, პირის სიმშრალე, აფთოზური სტომატიტი.

კანის მხრივ: ქავილი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია, სისხლში შარდოვანას, აზოტისა და კრეატინინის მომატება.

იდიოსინკრაზია: ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია.

ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, აციდოზი.

სისხლის შედედების სისტემის მხრივ: იშვიათად ნეიოტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ანემია.

უკუჩვენებები:

*აგფ ინჰიბიტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან პროგრესირებადი აზოტემიით მიმდინარე ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი;

* ჰიპერკალემია;

* ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია;

* აორტის სტენოზი;

* კვინკეს შეშუპება;

* პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

არ არის რეკომენდებული კაპტით მკურნალობა აორტის სტენოზის დროს, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში. სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ბილატერალური არტერიების სტენოზის დროს.

კაპტი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება კოლაგენოზებით დაავადებულ პაციენტებში, ნეიტროპენიისა და აგრანულოციტოზის განვითარების რისკის გაზრდის გამო. ასევე იმუნოდეპრესანტებით მკურნალობისას, განსაკუთრებით თირკმლის პათოლოგიებით მიმდინარე დაავადებების დროს.

კაპტის დიდი დოზებით მკურნალობისას საჭიროა შარდში ცილების კონტროლი, რადგან პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს აზოტისა და კრეატინინის დონის გარდამავალი მომატება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება:

კაპტით ჰიპერდოზირება ვლინდება ჰიპოტენზიით, შოკით, ბრადიკარდიით, წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევით.

არტერიული წნევის ნორმალიზებისათვის საჭიროა ინტრავენურად პლაზმის შემცვლელი ხსნარების ინფუზია, შრატის ელექტროლიტებისა და კრეატინინის რეგულარული კონტროლი.

ჰიპერდოზირების დროს კაპტი ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ერთდროული გამოყენებისას კაპტი აძლიერებს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედებას, განსაკუთრებით დიურეზულ საშუალებებთან და ანგლიობლოკატორებთან კომბინაციაში.

– მინიმალური სინერგული ეფექტი ვლინდება ბეტა-ბლოკატორებთან კომბინაციაში.

– ჰიპერკალემიის განვითარების საშიშროების გამო პრეპარატი არ ინიშნება კალიუმის შემნახველ შარდმდენებთან ერთად (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი).

– კაპტი აძლიერებს პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ეფექტს.

– ნიტრატებთან კომბინაციაში საჭიროა მათი დოზის შემცირება.

– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ინდომეტაცინი, ასპირინი) ამცირებენ კაპტოპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტს.

– ალოპურინოლთან და პროკაინამიდთან კომბინაციაში კაპტმა შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. თირკმლებიდან მისი გამოყოფის შეფერხების გზით პრობენეციდი ზრდის კაპტის კონცენტრაციას სისხლში.

– ლითიუმის მარილებთან კომბინაციაში იზრდება ლითიუმის კონცენტრაცია და მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე.

– იმუნოდეპრესანტებთან კომბინაციაში იზრდება ჰემატოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.

– კაპტით მკურნალობის შედეგად ზოგადი ანესთეზიით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციების დროს შეიძლება განვითარდეს არტერიული ჰიპოტონია, რისი კორექციაც შესაძლებელია პლაზმის შემცველი პრეპარატების საშუალებით.

– არ არის მიზანშეწონილი კაპტით მკურნალობის პროცესში ალკოჰოლური სასმელების მიღება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

კაპსიკამი – KAPSIKAM – КАПСИКАМ

სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელი: ს.ს. “ტალინის ფარმაცევტული ქარხანა”, ესტონეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო გარეგანი გამოყენებისათვის

1 გ მალამო კაპსიკამი® შეიცავს:

დიმეთილსულფოქსიდი ……….. 50 მგ

რაცემულ ქაფური ………………. 30 მგ

სკიპიდარი ……………………….. 30 მგ

ბენზილნიკოტინატი …………… 20 მგ

ნონივამიდი  ……………………..  2 მგ

სხვა კომპონენტები:

ემულგირებადი ცეტოსტეარილის სპირტი  (A ტიპი), ნატრიუმის ცეტილსთეარილსულფატი, პოლისორბატ 80, ბრონოპილი და გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მალამო კაპსიკამი® პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილების დროს.

პრეპარატი შეიცავს ნივთიერებებს, რომელთაც გააჩნიათ სისხლძარღვების გამაფართოვებელი და მგრძნობიარე ნერვული დაბოლოვებების გამაღიზიანებელი მოქმედება, რის გამოც იგი ახდენს ადგილობრივ გამაღიზიანებელ, გამახურებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

ჩვენება:

  • პრეპარატი  გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და გამახურებელი საშუალება სახსრებისა და კუნთოვანი ტკივილის დროს.

სიფრთხილე:

მალამო კაპსიკამი®  არ დაიტანება დაზიანებულ კანზე. ძლიერი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად არ უნდა მოხვდეს ლორწოვან გარსზე და თვალში.

ხმარების წინ რეკომენდებულია მალამოს მცირე ოდენობით დატანა კანზე მგრძნობელობის დასადგენად.

უკუჩვენებები:

მალამო კაპსიკამი®  არ გამოიყენება კანის დაავადებების, კანის საფარის მთლიანობის დარღვევის და მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. თუ თქვენ გაგაჩნიათ რომელიმე ზემოაღნიშნული სიმპტომი, აუცილებლად აცნობეთ ექიმს!

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

არ გააჩნია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის დროს, პრეპარატის უსაფრთხოებაზე კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, არ გამოიყენება. შეატყობინეთ ექიმს ორსულობაზე და ბავშვის ძუძუთი კვების შესახებ!

მიღების წესი და დოზირება:

გამახურებელი ეფექტის მისაღებად სპორტსმენებში: 2-3 გრამი მალამო კაპსიკამი აპლიკატორის მეშვეობით დაიტანება და შეიზილება კუნთოვან მიდამოში კანის სუსტ გაწითლებამდე. ვარჯიშის შემდეგ მალამო უნდა ჩამოიბანოს გრილი წყლით.

ტკივილის შესამსუბუქებლად: მტკივნეულ ადგილას მალამო დაიტანება 1-3გ ოდენობით დღეში 2-3-ჯერ (ტკივილის ინტენსიობის მიხედვით), რის შემდეგაც აფიქსირებენ ნახვევით გამახურებელი ეფექტის გასაძლიერებლად.

მკურნალობის კურსის დროს რეკომენდებულია 1-2 ტუბი (50-100 გ) მალამოს გამოყენება.

ყოველი პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია ხელების დაბანა საპნითა და ნელ თბილი წყლის მეშვეობით.

დაავადების სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში მიიღეთ ექიმის კონსულტაცია

ჭარბი დოზირება:

მალამოს დიდი დოზით დატანების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს კანის გაწითლება, მსუბუქი გარდამავალი ქავილი ან წვის შეგრძნება.

მალამოს შემთხვევითი ჩაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

გვერდითი მოვლენები:

მალამო კაპსიკამი®-ს შემადგენელი რომელიმე კომპინენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში მოსალოდნელია ქავილი, შეშუპება და ურტიკარია. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მისი გამოყენება და ჩამოიბანოს მალამო კანიდან. აღნიშნული ნიშნები პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 8-12 საათის შემდეგ ქრება.

გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით, ხმარების წინ, რეკომენდირებულია მალამოს მცირე ოდენობით დატანება კანზე მგრძნობელობის დასადგენად. გვერდითი მოვლენების გამოჩენისას მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:

მალამო კაპსიკამი ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. არ შეინახოთ მაცივარში და საყინულეში. ინახება  ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად).

კანეფრონი H – CANEPHRON H – КАНЕФРОН H

მწარმოებელი ქვეყანა და ფირმა: Bionorica, გერმანია.

პრეპარატის ფორმა: 20 დრაჟე ბლისტერში, 3,4 ბლისტერი შეფუთვაში.

ხსნარი – 50მლ და 100მლ ფლაკონები.

შემადგენლობა:

1 დრაჟე შეიცავს:

ასისთავა 18 მგ;

ცისკარას ფესვები 18 მგ;

როზმარინის ფოთლები 18მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის კარბონატი, ჟელატინი, გლუკოზას სიროფი, სტეარფინის მჯავა, პოლივიდონი, სორბიტი, საქაროზა, რიბოფლავინი, მაგნიუმის სტარატი.

წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტი:

100გრ შეიცავს:

ასისთავა 0,6გრ

ცისკარას ფესვები 0,6 გრ

როზმარინის ფოთლები 0,6 გრ

გაწმენდილი წყალი 71,9 გრ

ეთანოლის შემცველობა 16,0-19,5%.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტური, ანტისეპტიური და დიურეტული მოქმედების. აუმჯობესებს თირკმელების მიერ აზოტის გამოყოფის ფუნქციას.

ჩვენება:

ცისტიტი, პიელონეფრლონეფრიტი (მათ შორის ორსულობის დროს, ექიმის რეკომენდაციით), გლომერულონეფრიტი, ნეფროუროლითიაზი (პროფილაქტიკა).

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა  პრეპარატის მიმართ, კუჭის წყლულოვანი დაავადება.

სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების დროს.

გვერდით მოვლენები: ალერგიული რექციები.

სიფრთხილის ზომები:

პრეპარტის გამოყნება დასაშვებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებებში. და გათვალისწინებული უნდა იყოს რომ ერთი  დრაჟე შეიცავს 0,04  პურის ერთეულს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას.

დოზირების რეჟიმი:

დრაჟე: 2-2 დრაჟე 3-ჯერ დღეში.

წვეთები:
მოზრდილები: 50წვეთი 3-ჯერ დღეში;

სასკოლო ასაკის ბავშვები: 25 წვეთი 3-ჯერ დღეში;

სკოლამდელი ასაკის ბავშვები: 15 წვეთი;

ჩვილები: 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.

 

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ პრეპარტის მიღება უნდა გაგრძელდეს 4-6 კვირის მანძილზე.

პრეპარატის მიღების გზა:
პერორალური. დრაჟე მიიღება დაუღეჭავად მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. ხსნარი იხსნება მცირე რაოდენობის წყალში. ბავშვებში შესაძლებელია ნებისმიერ ხსნართან ერთად მიღება პრეპარატის მწარე გემოს შესარბილებლად.

 

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა : 3 წელი.

კანდიბენე – CANDIBENE – КАНДИБЕНЕ

საერთაშორისო დასახელება:

CLOTRIMAZOLE

მწარმოებელი: MERCKLE

მოქმედი ნივთიერება: კლოტრიმაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკოზური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 1%: ტუბში 30 გ

1 გ

კლოტრიმაზოლი ……….     10 მგ

ხსნარი 1%: ფლაკონში 40 მლ

1 მლ

კლოტრიმაზოლი ………….10 მგ

ვაგინალური ტაბლეტები: შეფუთვაში 6 ც.

1 ტაბ.

კლოტრიმაზოლი ………….100 მგ

ვაგინალური ტალეტები: შეფუთვაში 3 ც.

1 ტაბ.

კლოტრიმაზოლი ………….200 მგ

 

ვრცლად კლოტრიმაზოლი (მიღების წესი, დოზირება ინდივიდუალური)

კანამიცინი (აქტიური ნივთიერება) – KANAMYCIN – КАНАМИЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიციდულად. აქტიურია Mycobacterium tuberculosis მიმართ. პრეპარატს ახასიათებს მაღალი ბაქტერიციდული აქტივობა რიგი გრამუარყოფითი აერობების მიმართ: Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Proteus spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Providencia spp.,  ასევე ზოგიერთ გრამდადებით მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp.

ჩვენებები

  • ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით,
  • ტუბერკულოზი.

დოზირების რეჟიმი

არატუბერკულოზური ინფექციის დროს მოზრდილებში კუნთებში ან ინტრავენურად 500 მლ ყოველ 8-12 საათში ერთხელ. სადღეღამისო დოზა 1-1.5 გ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 1 გ. ინტერვალი შეყვანის შორის 12 საათი. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 2 გ. მკურნალობის კურსი – 5-7 დღე.

ბავშვებში პრეპარატი შეყავთ მხოლოდ კუნთებში, მაქსიმალური დღეღამური დოზა – 15 მგ/კგ 2-3-ჯერ დღეში.

ტუბერკულოზის დროს მოზრდილებში – 1 გ ერთხელ დღეში; ბავშვებში – 15 მგ/კგ.

პრეპარატი შეჰყავთ ყოველდღე 6 დღის განმავლობაში, მე-7 დღეს – შესვენებით. მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად.

პლევრის და სახსრის ღრუში შეყავთ 10-50 მლ 0.25% ხსნარი.

პერიტონეალური დიალიზის ჩატარებისას პრეპარატის 1-2 გ იხსნება 500 მლ სადიალიზო სითხეში. თირკმელების უკმარისობის დროს საჭიროა დოზის შემცირება და შეყვანებს შორის ინტერვალების გაზრდა.

გვერდითი მოვლენები

ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება სმენის ნერვის ნევრიტი, მიკროჰემატურია, ალბუმინურია.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

* სმენის ნერვის ნევრიტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ შეიძლება კანამიცინის დანიშვნა სტრეპტომიცინთან, მონომიცინთან, ნეომიცინთან, გენტამიცინთან, ფლორიმიცინთან.

კანამიცინი – KANAMYCIN – КАНАМИЦИН

საერთაშორისო დასახელება:

KANAMYCIN

მწარმოებელი: KIEVMEDPREPARAT

მოქმედი ნივთიერება: კანამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი; ამინოგლიკოზიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 10 მლ, გამხსნელთან (ამპულაში 5 მლ) კომპლექტში

1 ფლ.

კანამიცინის სულფატი …………..   1 გ

 

ვრცლად კანამიცინი (მიღების წესი, დოზირება ინდივიდუალური)

კანაზოლი – KANAZOL – КАНЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

KETOCONAZOLE

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: კეტოკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 2%: ტუბში 40 გ

1 გ

კეტოკონაზოლი …………..    20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, პოლისორბიდი 60, იზოპროპილი, პოლისორბიდი 80.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კანაზოლი წარმოადგენს სინთეზურ იმიდაზოლდიოქსოლანის წარმოებულს, იგი ხასიათდება ფუნგიციდური და ფუნგისტატური მოქმედებით დერმატოფიტების, საფუარების, დიმორფული სოკოების და ეუმიცეტების მიმართ. პრეპარატი აინჰიბირებს სოკოს უჯრედის მემბრანაში ერგოსტეროლის ბიოსინთეზს და ხელს უწყობს სხვა ლიპიდური კომპონენტების შემადგენლობის ცვლილებას სოკოს მემბრანაში, რითაც ხორციელდება მისი ფუნგიციდური ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა:

კრემის გამოყენების დროს კეტოკონაზოლი პრაქტიკულად არ განიცდის სისტემურ აბსორბციას, ხანგრძლივი გამოყენების დროს მისი კონცენტრაცია სისხლში არ განისაზღვრება.

ჩვენებები:

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სოკოვანი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა:

  • კანისა და რქოვანას სოკოვანი დაავადებები;
  • სისტემური მიკოზები;
  • დასუსტებულ ავადმყოფებში სოკოვან დაავადებათა პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი დაიტანება დაზიანებულ უბანზე  თხელ ფენად დღეში 3-ჯერ.

გვერდითი მოქმედებები:

არ მოიპოვება მონაცემები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

კამპტო – CAMPTO – КАМПТО

საერთაშორისო დასახელება:

IRINOTECAN

მწარმოებელი: RHONE-POULENC RORER

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ალკალოიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 2 მლ

1 მლ 1 ფლ.

ირინოტეკანი ………….     20 მგ 40 მგ

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 5 მლ

1 მლ 1 ფლ.

ირინოტეკანი …………….  20 მგ 100 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მცენარეული წარმოშობის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ახდენს იმუნოდეპრესიულ მოქმედებას. სპეციფიური ინჰიბიტორია დნმ–ტოპოიზომერაზა I, არღვევს დნმ–ის რეპლიკაციას. ციტოსტატიკური აქტიობა დამოკიდებულია დროზე და სპეციფიურია S ფაზისთვის.

ჩვენებები:

ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზირებული კოლორექტალური სიმსივნე (როცა 5–ფტორურაცილი უეფექტოა).

მიღების წესი და დოზირება:

ვენაში წვეთოვნად 30–90წთ–ის მანძილზე 3 კვირაში 1–ჯერ.   საშუალო დოზა – 350მგ/კვ.მ. პრეპარატის საჭირო მოცულობას ხსნიან 250მლ 0.9% NaCl–ის ან 5%–იან დექსტროზას ხსნარში და კარგად ურევენ. თუ პირველი ინფუზიის შემდეგ ვითარდება უსიმპტომო ნეიტროპენია (ნეიტროფილების რიცხვი –500მკლ–ზე ნაკლები), ნეიტროპენია ცხელებასთან და ინფექციურ გართულებასთან ერთად (ნეიტროფილების რიცხვი – 1 ათასი/მკლ), მძიმე დიარეა, მაშინ დოზას ამცირებენ 300მგ/კვ.მ–მდე,

მითითებული გართულებების განმეორებით განვითარების შემდეგ –  250მგ/კვ.მ–მდე. მკურნალობას არ აგრძელებენ მანამ, სანამ პერიფერიულ სისხლში ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს 1.5 ათას/მკლ.

პაციენტებში, ანამნეზში მძიმე ასიმპტომური ნეიტროპენიით (500/მკლ–ზე ნაკლები), ცხელება ან ინფექცია დაკავშირებული ნეიტროპენიასთან , აუცილებელი დოზის შემცირება.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, ძვლის ტვინის ფუნქციის მძიმე დათრგუნვა (ნეიტროპენია – 1.5 ათასი/მკლ– ზე ნაკლები, თრომბოციტოპენია), ჰიპერბილირუბინემია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ქრონიკული ენტერიტი, ნაწლავური გაუვალობა.

სიფრთხილით:

ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დარღვევა (მათ შორის, მიმდინარე სხივური ან ქიმიოთერაპიის ფონზე), მწვავე ინფექციური დაავადება ვირუსული, სოკოვანი  ან ბაქტერიული ბუნების (მათ შორის, ჩუტყვავილა შემომსალტველი ლიქენი), ღვიძლის უკამრისობა, სხივური თერაპია (ანამნეზში მუცლის ღრუს ან მენჯის მიდამოში); ლეიკოციტოზი;

პაციენტები , რომელთანაც კარნოვსკის ინდექსი შეადგენს 50%, მატულობს დიარეის განვითარების რისკი;

ფილტვების დაავადება, სუნთქვის უკმარისობა;

ასაკი (ხანშიშესული), ბავშვთა ასაკი (უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი).

გვერდითი მოვლენები:

სისხლის მიმოქცევის ორგანოების მხრივ: შექცევადი ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ღებინება, გულისრევა, იშვიათად – სტომატიტი, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა.

ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი.

ქოლინერგული სინდრომი: ადრეული დიარეა, ტკივილი მუცელში, კონიუნქტივიტი, რინიტი, არტერიული წნევის დაქვეითება, ოფლიანობა, შემცივნება, თავბრუსხვევა, აკომოდაციის სპაზმი, ცრემლდენა, ჰიპერსალივაცია (შეყვანისას ან შეყვანიდან პირველი 24 საათის მანძილზე).

სხვა: ქოშინი, კუნთების უნებლიე კუმშვა, კრუნჩხვა, პარესთზია, ასთენია, ალოპეცია, ცხელება (ინფექციისა და მძიმე ნეიტროპენიის გარეშე).

ადგილობრივი რეაქციები: რეაქცია შეყვანის ადგილზე. თხიერი განავლის გაჩენისთანავე ინიშნება დიდი რაოდენობით ელექტროლიტების შემცველი სითხის მიღება. ანტიდიარეული მკურნალობა ლოპერამიდით – 2 მგ ყოველ 2 საათში და  უკანასკნელი თხიერი განავლიდან 12 სთ–ის მანძილზე. მაგრამ არა უმეტეს 48 საათისა.

მძიმე დიარეის განვითარებისას (თხიერი განავლის 6 ეპიზოდზე მეტი დღეში, ნაწლავის კოლიკა, ტენეზმები ღებინებასთან ერთად, ცხელება) მკურნალობა წარმოებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

დიარეისას (6 ეპიზოდზე ნაკლები თხიერი განავალი დღეში) პროფილაქტიკის მიზნით ნიშნავენ ფართო სპექტრის პერორალურ ანტიბიოტიკებს.

მწვავე ქოლინერგული სინდრომის განვითარებისას კანქვეშ შეყავთ 0.25მგ ატროპინის სულფატი. ანამნეზში ქოლინერგული სინდრომის არსებობისას რეკომენდებულია საპროფილაქტიკოდ ატროპინის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობა ტარდება სპეციალიზებულ საავადმყოფოში, რომელსაც სხვადსხვა პროფილის განყოფილებები აქვს, კვალიფიციური ონკოლოგის მეთვალყურეობით.

თერაპიას წყვეტენ დაავადების პროგრესირებისთანავე.

ავადმყოფებში ჰიპერბილირუბინემიით აღინიშნება მძიმე და ფებრილური ნეიტროპენიის რისკის განვითერება.

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა და კაცებმა მკაცრად უნდა დაიცვან კონტრაცეფციის წესები როგორც მკურნალობის დროს, ისე მკურნალობის შეწყვეტიდან 3 თვის მანძილზე. დიარეა, განვითარებული ციტოსტატიკების ფონზე, ვითარდება პრეპარატის შეყვანიდან 24 სთ–ის შემდეგ 5 დღის მანძილზე.

მკურნალობის დროს პერიფერიული სისხლის ყოველკვირეული კონტროლია საჭირო.

პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ფლაკონის გახსნისთანავე. გამხსნელის შერევის შემდეგ პრეპარატი სტაბილური რჩება 12 სთ–ის მანძილზე 15–250C ტემპერატურაზე ან 24 სთ 2–80C ტემპერატურაზე.

მკურნალობისას სიფრთხილეა საჭირო ავტომანქანის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაობის შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ურთიერთქმედება:

სამკურნალო საშუალებები, რომელიც თრგუნავს სისხლწარმოქმნას, აძლიერებენ ლეიკოპენიისა და თრომბოციტიპენიის განვითარების რისკს. სხივური თერაპია აღრმავებს მიელოდეპრესიის ხარისხს. გლუკოკორტიკოსტეროიდები ამაღლებენ ლიმფოციტოპენიის და ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკს (განსაკუთრებით ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით ან გლუკოზის აუტანლობით).

დიურეტიკებს შეუძლიათ დიარეის და ღებინების შემდეგ განვითარებული დეჰიდრატაციის გაღრმავება.

იმუნოდეპრესანტები (მათ შორის, აზატიოპრინი, ქლორამბუკოლი, გლიკოკორტიკოსტეროიდები, ციკლოფოსფამიდი, ციკლოსპორინი, მერკაპტოპურინი, მურომონაბ–CD3) ინფექციური გართულებების განვითარების რისკს ზრდიან.

პრეპარატის გამოყენებისას ცოცხალ ან ინაქტივირებული ვირუსის ვაქცინასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს ვაქცინის ვირუსის რეპლიკაცია (ვაქცინის გვერდითი ეფექტის გაძლიერება) და დაქვეითდეს ანტისხეულების გამომუშავება (აუცილებელია იმუნიზაციაზე უარი პრეპარატის მიღებიდან 3–12 თვის მანძილზე).

კამისტად ბეიბი – KAMISTAD Baby Gel – КАМИСТАД БЭБИ ГЕЛЬ

მწარმოებელი: STADA Arzneimittel AG, 61118 ბად ვილბელი, გერმანია

გელი, რომელიც გამოიყენება კბილების ამოჭრისას. როდესაც პირველი კბილები ამოიჭრება ჩვილი ხდება გაღიზიანებული, ტირის, ვერ იძინებს და ცოტას ჭამს.

„კამისტად ბეიბი“ დაეხმარება თქვენს პატარას:

სუფთა თითით ან ბამბიანი ჩხირით ნაზად წაუსვით ბარდისხელა რაოდენობის გელი ჩვილის ღრძილებს 2-3-ჯერ დღეში და მსუბუქად დაამასაჟეთ. ამის გაკეთება უმჯობესია, როდესაც პატარას უკვე აჭამეთ და ლოგინში აწვენთ დასაძინებლად.

•    გვირილის ნაზი და მკურნავი ზემოქმედება

•    იცავს მგრძნობიარე ღრძილებს

•    აგრილებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს

•    თაფლის სასიამოვნო გემოთი

•    არ შეიცავს შაქარს

კამელოტი – CAMELOT – КАМЕЛОТ

საერთაშორისო დასახელება:

MELOXICAM

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: მელოქსიკამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

მელოქსიკამი……………..       7.5 მგ

1 ტაბ.

მელოქსიკამი …………………15 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენოლის მჟავას წარმოებული, განეკუთვნება ოქსიკამედის ჯგუფს.

ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ამასთან, პროსტაგლანდინების სინთეზს თრგუნავს უპირატესად ანთების კერაში, ვიდრე კუჭის ლორწოვანასა და თირკმლებში, რაც განპირობებულია ცოგ-2-ის შერჩევითი ინჰიბირებით.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მელოქსიკამის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება. პრეპარატის 7.5 მგ დოზის მიღების შემდეგ Cmax მიიღწევა 4-6 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. სინოვიალურ სითხეში მელოქსიკამის კონცენტრაცია პლაზმის კონცენტრაციის 50%-ს შეადგენს.

მელოქსიკამი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება არააქტიურ მეტაბოლიტებად. მელოქსიკამის T1/2 20 საათია.

იგი ორგანიზმიდან თირკმლების და ნაწლავის გზით თითქმის თანაბარი პროპორციით გამოიყოფა.

ღვიძლის და თირკმლების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობა არსებითად არ მოქმედებეს მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე.

ჩვენებები:

  • სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (ართროზი, ოსტეოართროზი);
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • მაანკილოზებელი სპონდილიტი.

მიღების წესი და დოზირება:

რევმატიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს პრეპარატი ინიშნება დღეში 15 მგ, დადებითი თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება დღეში 7.5 მგ-მდე.

ისტეოართროზის დროს დღიური დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს, საჭიროებისას დასაშვებია დოზის გაზრდა 15 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა 15 მგ-ია.

გვერდითი ეფექტების გამოვლინების მაღალი რისკის პაციენტებში მკურნალობა იწყება 7.5 მგ-ით დღეში.

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, ან რომელთაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, პრეპარატი ინიშნება 7.5 მგ-დღეში. თირკმლების ფუნქციას უმნიშვნელო ან ზომიერი დაქვეითების დროს (კკ 25 მლ/წთ-წე მეტი) დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ტაბლეტები ინიშნება ჭამის დროს წყალთან ერთად, დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა, დიარეა, ეზოფაგიტი, სტომატიტი; იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (პაციენტებში “ასპირინული ტრიადით”).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მატება, შეშუპება, წამოხურება.

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ძილიანობა.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციების ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები.

ალერგიული რეაქციები: ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:

* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;

* ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;

*თირკმლების უკმარისობა (ჰემოდიალიზის ჩატარების გარეშე);

* ორსულობა, ლაქტაცია;

* ბავშვთა და 15 წლამდე მოზარდთა ასაკი;

* მელოქსიკამის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ (მათ შორის სალიცილატებისადმი) მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადების, ასევე ანტიკოაგულანტებით მკურნალობის დროს.

* პეპტიური წყლულის გაჩენის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში, ასევე კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მელოქსიკამის მიღების შეწყვეტა.

*პაციენტებში შემცირებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით და დაქვეითებული თირკმლის პერფუზიით, მელოქსიკამმა შესაძლოა თირკმლის უკმარისობის კლინიკური გამოხატულება გამოიწვიოს, რაც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ამ გართულების რისკის ჯგუფის პაციენტებს განეკუთვნებიან პაციენტები დეჰიდრატაციის ნიშნებით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, ღვიძლის ციროზით, ნეფროზული სინდრომით, თირკმლების კლინიკურად გამოხატული დაავადებებით, ასევე, პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და ქირურგიული ოპერაციების შემდგომ აქვთ გაუწყლოვანების ნიშნები.

* ღვიძლის ტრანსამინაზების ან სხვა ფუნქციური მაჩვენებლების მყარი და მნიშვნელოვანი მატებისას საჭიროა მელოქსიკამის მოხსნა და შესაბამისი საკონტროლო ტესტების ჩატარება. მელოქსიკამი სიფრთხილით გამოიყენება ასაკოვან პაციენტებში თირკმლის, ღვიძლის და გულის ფუნქციების დარღვევის მაღალი ალბათობით.

* პრეპარატის მიღებისას, გვერდითი მოვლენების სახით თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლინებისას, რეკომენდებულია მანქანის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებისგან დროებით თავის შეკავება.

* მელოქსიკამი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში მელოქსიკამის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების დროს: აღინიშნება აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი და ანტაგონისტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მელოქსიკამის და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტრეოიდული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებების და სისხლდენის განვითარების რისკი;

-ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში – სისხლდენის განვითარების რისკი;

-მეტოტრექსატთან ერთად – მიელოდეპრესიის გაძლიერება;

– დიურეზულ საშუალებებთან – თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი;

– ციკლოსპორინთან – ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

Don`t copy text!