Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 590

ინდოვაზინი – INDOVASIN – ИНДОВАЗИН

საერთაშორისო დასახელება:

INDOMETHACIN; TROXERUTIN

მწარმოებელი: BALKANPHARMA-TROYN, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ინდომეტაცინი+ტროქსერუტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ტკივილდამაყუჩებელი, ანგიოპროტექტული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 45 გ

1 გ

ინდომეტაცინი …….    ……..30 მგ

ტროქსერუტინი ……            20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კარბომერი, მაკროგოლი, ნატრიუმის ბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ეთილის სპირტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინდოვაზინი წარმოადგენს კომბინირებულ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატს გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოკინეტიკა:

არ მოიპოვება მონაცემები.

ჩვენებები:

  • ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანთებითი დაავადებები (მათ შორის ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, სინოვიტი);
  • ვენების ქრონიკული უკმარისობა;
  • ვენების ვარიკოზული გაფართოვება, რომლის თანმხლებია ტკივილი და შეშუპება;
  • ვენების ვარიკოზული გაფართოებით გამოწვეული ტროფიკული დარღვევები;
  • ტრავმული წარმოშობის სისხლჩაქცევები;
  • იმობილიზაციის შემდგომი მდგომარეობა.

მიღების წესი და დოზირება:

გელი (1-2) სმ ხელის მსუბუქი მოძრაობით დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციების სახით იშვიათად აღინიშნება გამონაყარი, ჰიპერემია, ურტიკარია, ქავილი.

უკუჩვენებები:

*კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;

*უცნობი ეტიოლოგიის სისხლის შედედების სისტემის დარღვევა;

*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

*პრეპარატისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად.

თავიდან უნდა ავიცილოთ პრეპარატის არასასურველი კონტაქტი თვალთან, ლორწოვან გარსსა და ღია ჭრილობებთან.

პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში:

პრეპარატის 14 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი:

პრეპარატის 10 დღეზე მეტი ხნით გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი (ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა).

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ინდოვაზინი სიფრთხილით ინიშნება ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდულ სხვა პრეპარატებთან, ანტიბიოტიკებთან და ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

ინდივან 400 – INDIVAN 400 – ИНДИВАН 400

საერთაშორისო დასახელება:

INDINAVIR

მწარმოებელი: CIPLA

მოქმედი ნივთიერება: ინდინავირი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული საშუალება; პროტეაზის ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

ინდინავირი …………   400 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტივირუსული საშუალება, პროტეაზას ინჰიბიტორი. აქტიურია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მიმართ. ახდენს ვირუსული პროტეაზას ინჰიბირებას სპეციფიკურ რეცეპტორებთან შეკვრის გზით, რაც ხელს უშლის ვირუსული პოლიპროტეინების წარმოქმნას და იწვევს არააქტიური ვირუსული ნაწილაკების ფორმირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღებისას სწრაფად აბსორბირდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 0.5–1.1 სთ–ში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება  – 60%. კუმულაცია უმნიშვნელოდ არის გამოხატული.

მეტაბოლიზდება ჟანგვის გზით და გლუკურონის მჟავასთან წარმოქმნის 7 მეტაბოლიტს. ინდინავირის 20%–ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.

T 1/2 შეადგენს 1.5–2.2 სთ.

ჩვენებები:

დაავადებები გამოწვეული ადამიანის უმუნოდეფიციტის ვირუსით მოზრდილ პაციენტებში, არ აქვს მნიშვნელობა ღებულობდა თუ არა ანტირეტროვირუსულ საშუალებას (ანტირეტროვირუსულ საშუალებებთან კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით).

დოზირების რეჟიმი:

მოზრდილებში შიგნით მისაღებად – 600–800მგ. ყოველ 8 საათში. ინდინავირის დოზა ერთნაირია როგორც მონოთერაპიისას, ისე სხვა ანტირეტროვირუსულ საშუალებებეთან კომბინაციაში.

გვერდითი მოქმედება:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ტკივილი მუცელში, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, გემოვნების დარღვევა, ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება, ჰიპერბილირუბინემია.

ცნს–ის მხრივ:

ასთენია, მომატებული დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰიპერსთეზია, ძილის დარღვევა.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ:

ნეფროლითიაზი, ჰემატურია, პროტეინურია;

დერმატოლოგიური რეაქციები:

ქავილი, კანის სიმშრალე;

სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ:

ჰემოლიტური ანემია;

სხვა: ლიმფადენოპათია.

უკუჩვენებები:

ინდინავირის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისას პრეპარატის  მიღება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა დედისათვის სავარაუდო  სასარგებლო შედეგი სჭარბობს ნაყოფზე  შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების საკითხი.

განსაკუთრებული მითითებები:

ინდინავირით მკურნალობისას პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია ადექვატური რაოდენობით წყლით დატვირთვაზე, ნეფროლითიაზის გამოსარიცხად. ღვიძლის არასაკმარისი ფუნქციონირების გამო ნაჩვენებია ინდინავირის დოზის შემცირება.

უსიმპტომო ჰიპერბილირუბინემიის დროს არ არის საწირო ინდინავირის დოზის შემცირება, ამ დროს ბილირუბინის მნიშვნელობა თანდათან უბრუნდება ნორმას.

ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ინდინავირისა და რიფაბუტინის ერთდროული მიღებისას ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მატულობს.

კეტოკონაზოლთან მიღებისას ინდინავირის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მატულობს.

ინდინავირის მიღება არ შეიძლება ტერფენადინთან, ასტემიზოლთან, ციზაპრიმიდთან, მიდაზოლამთან და თიაზოლამთან ერთად, რადგანაც CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატების მეტაბოლიზმის დათრგუნვა და გულის რითმის დარღვევა.

რადგანაც რიფამპიცინი წარმოადგენს CYP3A4 ძლიერ ინდუქტორს შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ინდინავირის კონცენტრაციის შემცირება (ინდინავირისა და რიფამპიცინის კომბინაცია არ არის რეკომენდირებული) .

ინდაფონი რეტარდი – INDAFON RETARD – ИНДАФОН РЕТАРД

საერთაშორისო დასახელება:

INDAPAMIDE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ინდაპამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გახანგრძლივებული მოქმედების ჰიპოტენზიური (თიაზიდის მსგავსი დიურეტიკი) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ინდაპამიდი ………………….. 1.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სულფონამიდის წარმოებული ჰიპოტენზიური (დიურეზული) საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებით ინდაპამიდი ახლოს დგას თიაზიდურ დიურეტიკებთან, რომელთა მოქმედებაც დამყარებულია ნეფრონის მარყუჟის კორტიკალურ სეგმენტში ნატრიუმის, ქლორის და ნაკლებად – კალიუმისა და მაგნიუმის იონების უკუშეწოვის ინჰიბირებაზე. აღნიშნული იწვევს დიურეზის გაძლიერებას და საბოლოოდ – ინდაპამიდის ჰიპოტენზიურ ეფექტს. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის არტერიების კედლების ელასტიურობას და ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას.

პრეპარატი ხელს უწყობს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას.

ინდაფონი რეტარდის მიღების ხანგრძლივობა არ მოქმედებს ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაზე.

პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება პირველი კვირის ბოლოდან და მაქსიმუმს აღწევს სისტემატური მიღებიდან 3 თვის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:

ინდაფო რეტარდის აქტიური ნივთიერება – ინდაპამიდი თანდათანობით გამოთავისუფლდება და პრეპარატის 1 ტაბლეტის (1.5 მგ) ერთჯერადად მიღების შემდეგ Cmax მიიღწევა 12 საათში.

პლაზმის ცილებს უკავშირდება 79%. სისხლის პლაზმაში ინდაპამიდის მუდმივი კონცენტრაცია მიიღწევა რეგულარული მიღებიდან 7 დღის შემდეგ. ინდაპამიდი ორგანიზმში განიცდის ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა არააქტიური მეტაბოლიტების სახით, ძირითადად შარდის გზით – 70% და ფაკალური მასებით – 22%. ?? შეადგენს 14-24 სთ-ს (საშუალოდ 18 სთ).

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ინდაფონის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტონია

დოზირების რეჟიმი:

ინდაფონი რეტარდი ინიშნება დღეში ერთხელ თითო ტაბლეტი (1.5 მგ), უპირატესად დილას.

გვერდითი მოვლენები:

წყალ-მარილოვანი ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ძალზედ იშვიათად – ჰიპერკალციემია.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და გლუკოზის შემცველობის გაზრდა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია ორთოსტატური ჰიპოტენზია.

კნტ-ის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა.

ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამოვლინებები კანის მხრივ.

ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი.

უკუჩვენებები:

*თირკმლისა ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

*ღვიძლის ენცეფალოპათია;

*ჰიპოკალიემია;

*ინდაპამიდისა და სულფონამიდის წარმოებულებისადმი ჰიპერმგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

*ინდაფონ რეტარდის დანიშვნა ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული, მათ შორის ფიზიოლოგიური შეშუპების მოსახსნელადაც. ინდაპამიდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამდენად მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.

განსაკუთრებული მითითებები:

– შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია გლუკოზის დონის კონტროლი (განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის დროს).

– პაციენტებში შარდმჟავას მაღალი დონით აღინიშნება ნიკრისის ქარის (პოდაგრა) შეტევების რაოდენობის ზრდა.

– ინდაფონ რეტარდით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია დისემინირებული წითელი მგლურას გამწვავება. ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის მქონე პაციენტებში თიაზიდურმა დიურეტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტა.

– თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობისას ძირითად რისკს წარმოადგენს სწრაფად განვითარებული ჰიპოკალიემია. საყურადღებოა, რომ მათ შესაძლებელია გამოიწვიონ კალციუმის იონების ორგანიზმში შეკავება, რაც უმნიშვნელო და დროებით ჰიპერკალციემიას იწვევს. გამოხატული ჰიპერკალციემია შესაძლებელია ადრე არადიაგნოსტირებული ჰიპერპარათირეოიდიზმის შედეგი იყოს.

– ინდაფონი რეტარდით მკურნალობის დროს საფაღარათო საშუალებების დანიშვნის აუცილებლობისას უნდა შეირჩეს პრეპარატი, რომელიც არ მოქმედებს ნაწლავების პერისტალტიკაზე.

– ინდაფონი რეტარდი არ იწვევს ფსიქომოტორული რეაქციების დარღვევას. თუმცა, არტერიული წნევის დაქვეითებისას ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური რეაქციების გამოვლინება (განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში რამდენიმე ჰიპოტენზიური საშუალებით ერთდროულად მკურნალობის დროს). ამ შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციების შენელება.

ჭარბი დოზირება:

ინდაპამიდს, მაღალი დოზითაც კი, არ ახასიათებს ტოქსიკური მოქმედება.

დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია წყალელექტროლიტური ბალანსი (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია) დარღვევა, გულისრევა, ღებინება, არტერიული ჰიპოტენზია, კრუნჩხვა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, პოლიურია ან ოლიგურია გარდამავალი ანურიაში (ჰიპოვოლემის შედეგად).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ინდაპამიდის ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მატება გამოიწვიოს. ასტემიზოლთან, ბეპრიდილთან, ერითრომიცინთან (ინტრავენურად), პენტიმიდინთან, სულტოპრიდთან, ტერფენადინთან, ვინკამინთან, ქინიდინთან, დიზაპირამიდთან, ამიოდარონთან, ბრეტილიუმთან, სოტალოლთან კომბინაციაში იზრდება torsades de pointes ტიპის გულის რითმის დარღვევის განვითარების ალბათობა.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (სისტემური გამოყენების) აქვეითებენ ინდაფონი რეტარდის ჰიპოტენზიურ ეფექტს, ხოლო ბაკლოფენი, იმიპრამინის ტიპის ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აძლიერებენ ინდაპამიდის ჰიპოტენზიურ მოქმედებას. პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება ჰიპოკალიემია გამოიწვიონ (ამფოტერიცინი B, გლუკო- და მინერალოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაკტიდი, საფაღარათო საშუალებები) ინდაფონ რეტარდთან კომბინაციაში ზრდიან ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს.

ინდაპამიდის საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია მათი ტოქსიკური მოქმედების გაძლიერება (აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის და ეკგ მაჩვენებლების კონტროლი).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

ინდაპი – INDAP – ИНДАП

საერთაშორისო დასახელება:

INDAPAMIDE

მწარმოებელი: PRO. MED. CS. P RAHA, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ინდაპამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიურეზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

ინდაპამიდი ……………         2.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინდაპი წარმოადგენს არათიაზიდურ, სულფანილამიდური ჯგუფის შემცველ შარდმდენ საშუალებას მოქმედების საშუალო სიძლიერით.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია.

დოზირების რეჟიმი:

2.5 მგ (1 კაფსულა) ერთხელ დღეში წყლის მიყოლებით, კაფსულის დაღეჭვის გარეშე.

შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში სხვა ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან (ბეტა-ბლოკატორებთან, კალციუმის ნელი არხების ბლოკატორებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან).

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, დისკომფორტი ან ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; სისუსტე, სწრაფად დაღლა, ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, იშვიათად – ორთოსტატული ჰიპოტენზია.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

*თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლა;

*ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;

*შაქრიანი დიაბეტი დეკომპენსაციის სტადიაში;

*პოდაგრა;

*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

– ხანგრძლივი გამოყენებისას ან ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება დარღვევები ელექტროლიტური ბალანსის მხრივ, მათ შორის ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი. ეს დარღვევები აღინიშნება ავადმყოფებში გულის უკმარისობით, თირკმელების დაავადებით, ღვიძლის ციროზით, ღებინების და დიარეის დროს, ასევე პირებში, რომლებიც იმყოფებიან უმარილო დიეტაზე. ინდაპის გამოყენებისას მცირდება შარდმჟავას ელიმინაცია ორგანიზმიდან, რაც იწვევს ლატენტური პოდაგრის გამწვავებას.

– ინდაპის, საგულე გლიკოზიდების და კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს. ასევე შეიძლება გაიზარდოს მაგნიუმის გამოყოფა შარდით, რაც იწვევს ჰიპომაგნიემიას.

-ინდაპის და ლითიუმის პრეპარატების ერთდული გამოყენება იწვევს ლითიუმის ტოქსიკური ეფექტის მომატებას მისი რენული კლირენსის შემცირების გამო.

პრეპარატის კარგი ამტანობა და გამოყენების უსაფრთხოება განაპირობებს მის მიღებას ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით და თანმხლები პათოლოგიით: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შაქრიანი დიაბეტით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით, ჰიპერლიპიდემიით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ინდაპამიდი – INDAPAMIDE – ИНДАПАМИД




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ინგლისური მარილი 25გ – მაგნიუმის სულფატი – Magnezii Sulfas 25 g – Магнезия (магния сульфат)

გენერიული დასახელება :

მაგნიუმის სულფატი

შემადგენლობა: მაგნიუმის სულფატი  ………  25 გ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპაზმოლიზური, საფაღარათო საშუალება .

აღწერა:

მწარე გემოს უფერო , გამჭვირვალე კრისტალებია ,.

ჩვენება :

  • გამოიყენება, როგორც საფაღარათო,  ნაღვლმდენი,   სპაზმოლიზური საშუალება. ასევე, როგორც ანტიდოტი, ბარიუმის მარილებით ინტოქსიკაციის დროს .

უკუჩვენება:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა .

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები .

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება, როგორც საფაღარათო საშუალება, მიიღება პერორალურად , ჭამამდე 30 წუთით ადრე, მოზრდილებში – 10-30 გ  1/2 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი .

ჭარბი დოზა :

აღწერილი არ არის .

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან :

დადგენილი არ არის .

ვარგისიანობის ვადა :

3 წელი

შენახვის პირობები :

ინახება ოთახის ტემპერატურაზე .

გაცემის წესი : გაიცემა ურეცეპტოდ

შეფუთვა :

25 გ   პოლიეთილენის პაკეტებში

მწარმოებელი :
შპს “ ნობელფარმი ”

იმუტონი – IMMUTONE – ИМУТОН

რეკომენდებულია: მოზარდებისა და მოზრდილთათვის იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებისა და ოქსიდაციური სტრესისგან დაცვისათვის.

რას წარმოადგენს იმუტონის კაფსულა? იმუტონი არის ზვიგენის ღვიძლის ქონი, რომელიც მდიდარია ალკოქსიგლიცეროლებით და არ შეიცავს მინარევებს. ალკოქსიგლიცეროლები აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებენ სისხლში ჭარბი ქოლესტერინის შემცველობას, აუმჯობესებენ მხედველობას, ძველ-სახსართა სისტემის ჯანმრთელობას და აფერხებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას. HealthAid-ის იმუტონისთვის ზვიგენი ღვიძლის ქონი გრენლანდიის სანაპიროების ოკეანის სუფთა წყლებიდან მოპოვებული ზვიგენებისგან მიიღება.

იმუტონის კაფსულა სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს: იმუნიტეტის გაძლიერება და ინფექციებისაგან დაცვა ჯანმრთელი გულის, სისხლძარღვების და ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნება სახსრების გაჯანსაღება სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება ან წონაში დაკლება კანის ტონუსის გაძლიერება და დაბერების პროცესის შენელება სიმსივნური დაავადებების თავიდან აცილება.

შედეგი:
ვირუსული, სოკოვანი, ბაქტერიული ინფექციებით ავადობის შემცირება, არტერიული წნევის მოწესრიგება, სახსრებში ანთების, ტკივილის, მოძრაობის შეზღუდვის შემცირება, ენერგიის მატება, სიმსივნის გამომწვევი ფაქტორების მიმართ ორგანიზმის გამძლეობის მატება, კანის და ლორწოვანი გარსების დატენინება და გაჯანსაღება.

ხარიხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას.

შემადგენლობა ერთი კაფსულა შეიცავს (საშუალოდ): რდნ %

ზვიგენის ღვიძლის ქონი (საშუალოდ 20% ალკილგლიცეროლს შეიცავს) 1000მგ

* რდნ: რეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად)

* რდნ: რეკომენდებული დღიური ნორმა დადგენილი არ არის

გამოყენების წესი: მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი კაფსულა დღეში საკვებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორ კაფსულამდე შეიძლება გაიზარდოს.

უკუჩვენება: ცნობილი არ არის.

შენახვის წესი:
შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

HEALTHAID LTD, HealthAid House, Marlborough Hill, ჰაროუ, მიდლსექსი HA1 1UD, დიდი ბრიტანეთი.

იმუნორიქსი – IMUNORIX – ИМУНОРИКС

მწარმოებელი: იტალია

საერთაშორისო დასახელება:

pidotimod

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნომოდულატორები; სინთეტური წარმოშობის პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

400მგ/7მლ ორალური ხსნარი ფლაკონი #10

გამჭვირვალე, წითელი-იისფერი სითხე ტყის კენკრის სუნით.

სამკურნალო ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარი

1 ფლაკონი

აქტიური ნივთიერება:

პიდოტიმოდი ……………….  400.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:ნატრიუმის ქლორიდი 5,6 მგ. ნატრიუმის საქარინატი 5 მგ. დინატრიუმის ედეტატი 3.5მგ. ტრომეტამოლი pH 6,5-მდე. ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 10.3 მგ. ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის 1,6 მგ. სორბიტოლი 70% 2500 მგ.

ხილის არომატიზატორი (ტყის კენკრის სუნით) 21,0 მგ, საღებავი ანტოციანინი 5.6 მგ, მეწამული საღებავი (პონსო 4R) 0,5 მგ, გაფილტრული წყალი 7მლ-მდე.

შეფუთვის ფორმა:

პერორალური მიღების ხსნარი 400 მგ; 7მლ- III გამჭვირვალე ტიპის შუშის ფლაკონში, რომელიც დაცულია პოლიეთილენის საცობით და დალუქულია პლასტმასის სახურავით, რომელიც აღჭურვილია პირველი გახსნის საკონტროლო მექანიზმით. 10 ერთდოზიანი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში, რომელზეც აღინიშნება პერფორაცია გახსნის ადგილას.

ფარმაკოდინამიკა:

პიდოტიმოდი ასტიმულირებს და არეგულირებს უჯრედულ და ჰუმორულ იმუნიტეტს იმუნოდეფიციტის პირობებში; T-უჯრედულ იმუნიტეტზე მოქმედებით აძლიერებს ბუნებრივი ქილერების აქტივობას და ასტიმულირებს ფაგოციტოზს. მოქმედება ჰუმორულ იმუნიტეტზე – პიდოტიმოდი ზრდის ციტოკინების გამომუშავებას.

ფარმაკოკინეტიკა:

მოხალისეებზე განხორციელებულმა ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა გამოავლინა შეწოვის მაღალი დონე მისი პერორალური მიღებისას. ბიოშეღწევადობა შეადგენს 45%-ს, ნახევარგამყოფის პერიოდი – 4 საათს.

ჩვენებები:

იმუნომაკორეგირებული თერაპია ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისა და საშარდე გზების ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

მიღების წესები და დოზები:

მოზრდილებში:

800 მგ პიდოტიმოდი (2 ფლაკონი) 2-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ, 15 დღის განმავლობაში. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა და დოზები შეიძლება კორექტირდეს დაავადების სიმპტომების სიმძიმისა და გამოხატულების მიხედვით. კურსის ხანგრძლივობა არაუმეტეს 90 დღისა.

ბავშვებში 3 წლის ზემოთ:

400 მგ პიდოტიმოდი (1 ფლაკონი) 2-ჯერ დღეში (საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ), 15 დღის განმავლობაში.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა და დოზები იცვლება დაავადების სიმპტომების ციმძიმისა და გამოხატულების მიხედვით. კურსის ხანგრძლივობა არაუმეტეს 90 დღე.

დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 800 მგ-ს პერორალურად ბავშვებისათვის 3 წლის ზემოთ და შესაბამისად 1600 მგ-ს მოზრდილებისათვის.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღების ფონზე შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლინდა ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული ეფექტები, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში  ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომით ანამნეზში არსებული ალერგიული რეაქციებით.

გავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

არ მოქმედებს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს იმ საშუალებების ეფექტურობაზე, რომელიც თრგუნავს ან ასტიმულირებს ლიმფოციტების ფუნქციურ აქტივობას.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა: 3 წელი.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით.

იმუნოლოკალი – IMMUNOLOCAL – ИМУНОЛОКАЛ

სავაჭრო დასახელება :

იმუნოლოკალი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება :

დექსამეტაზონი + ფურაზოლიდონი + ქლორფენირამინი

Dexamethasone+Furazolidon+Chlorpheniramine

წამლის ფორმა : ვაგინური სუპოზიტორია

შემადგენლობა :

ერთი სუპოზიტორია შეიცავს :

აქტიური ნივთიერებები :

დექსამეტაზონ ფოსფატნატრიუმი     0.5 მგ

ფურაზოლიდონი                    5.0 მგ

ქლორფენირამინის მალეატი          25.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები : ვიტეპსოლი – H15

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, H1 -ჰისტამინმაბლოკირებელი, ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ფარმაკოდინამიკა :

იმუნოლოკალი ადგილობრივი მოქმედების კომბინირებული პრეპარატია; გამოიყენება გინეკოლოგიურპრაქტიკაში. პრეპარატი ხასიათდება ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრით (იმუნომამოდულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიპროლიფერაციული და სხვ.) პრეპარატიმუნოლოკალს აქვს კარგად გამოხატული იმუნომამოდულირებელი ეფექტი.

დექსამეტაზონი სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია – ფუროპრედნიზოლონის მეთილირებულიწარმოებული. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი დაკავშირებულია ეოზინოფილების მიერ ანთებისმედიატორის გამოთავისუფლების დათრგუნვასთან, ლიპოკორტინების წარმოქმნის ინდუცირებასთან დაჰიალურონის მჟავას გამომყოფი პოხიერი უჯრედების შემცირებასთან, კაპილარების განვლადობისშემცირებასთან და უჯრედის მემბრანების სტაბილიზაციასთან. პრეპარატის ანტიალერგიული ეფექტიგანპირობებულია ცირკულირებადი ბაზოფილების რაოდენობის შემცირებით, რაც იწვევს ალერგიისმედიატორების გამოყოფის დათრგუნვასა და   ეფექტორულ უჯრედებზე მათი გავლენის შემცირებას.

ფურაზოლიდონი ანტიმიკრობული საშუალებაა, ნიტროფურანების წარმოებული. აქტიურიაგრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკრობების მიმართ, Trichomonas spp., Giardia lamblia. სუსტადმოქმედებს ჩირქოვანი და ანაერობული ინფექციის გამომწვევებზე. მიკროორგანიზმების მდგრადობავითარდება ნელა. ახდენს MAO-ს ბლოკირებას. ნიტროფურანები არღვევენ მიკროორგანიზმებისუჯრედული სუნთქვის პროცესებს, თრგუნავენ სამნახშირბადიან მჟავათა ციკლს (კრებსის ციკლი), აგრეთვე თრგუნავენ მიკროორგანიზმების სხვა ბიოქიმიურ პროცესებს, რის შედეგადაც ხდება მათიგარსების ან ციტოპლაზმური მემბრანის რღვევა.

ქლორფენირამინი H1 – ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი, აქვს ალერგიის საწინააღმდეგომოქმედება, ამცირებს ადგილობრივ ექსუდაციურ გამოვლინებებს, შეშუპებასა და საშოს ლორწოვანიგარსის ჰიპერემიას; ამცირებს ქავილის შეგრძნებას.

ფარმაკოკინეტიკა :

მონაცემები პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე არ არის წარმოდგენილი.

პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის, სისტემური აბსორბაციის შესახებმონაცემები არ არის.

ჩვენება :

იმუნოლოკალი გამოიყენება ზრდასრულებში ინფექციურ – ანთებითი დაავადებების კომპლექსური  თერაპიის დროს ქალებში ASA ანტისხეულების ლოკალური სტატუსის შესამცირებლად და ზედა სასქესოგზებში, ცერვიკალურ არხსა და ენდომეტრიუმში სპერმატოზოიდების შესაღწევად. ამცირებს ქალისგენიტალურ ტრაქტში იმუნოლოგიური შეუთავსებლობის – იდიოსინკრაზიის ფაქტორს. ნაჩვენებიაბაქტერიული ვაგინიტებისა და ვაგინოზების სამკურნალოდ.

უკუჩვენება :

უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს ; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გაფრთხილება :

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.

გვერდითი ეფექტი :

არ არის დადგენილი

გამოყენება და დოზები :

პრეპარატი იმუნოლოკალი გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომპლექსური მკურნალობისდროს :

– ავტოიმუნური დაავადებების კომპლექსური მკურნალობის დროს ქალებშიანტისპერმული ანტისხეულების მაღალი მაჩვენებლის   დროს გამოიყენება ვაგინალურად,პირველი ხუთი დღის განმავლობაში თითო სანთელი დილა – საღამოს;

– პროფილაქტიკური კურსის სახით ქალებში, ვაგინალურად ერთი სანთელი საღამოს,ათი დღის განმავლობაში.

დაავადების ქრონიკული ფორმების მკურნალობის დროს პრეპარატი კარგად შეთავსებადია სხვასამკურნალო საშუალებებთან ( ვაგინალური ტაბლეტები, ლინიმენტები ).

ჭარბი დოზირება :

ჭარბი დოზირების საშიშროება დგება არამიზანმიმართული გამოყენებისას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

იმუნოლოკალი კარგად შეთავსებადია ყველა იმ სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენებააღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ (ანტიბიოტიკები და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები )

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს :

არ არის რეკომენდებული

გამოშვების ფორმა :

#10 1.6 გრ სუპოზიტორია ბლისტერზე, მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები :

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ბნელ ადგილზე,4 – 10 ° C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა :

12 თვე გამოშვების თარიღიდან.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობა : ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი :     შ. პ. ს.,, გეომედი ”

მისამართი :        ქ. თბილისი, გოთუას ქ. #3

იმუნო-რიცი – IMUNO-Ritz – ИММУНО-РИЦ

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული კომბინირებული იმუნოსტიმულატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

ექინაცეას (Echinacea purpurea) მშრალი ექსტრაქტი      ………………..30 მგ

უნკარიას (Uncarea tomentosa) მშრალი ექსტრაქტი       ……………….250 მგ

ჰავაურ სპირულინას (Spirulina Havais) მშრალი ექსტრაქტი   ………….160 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იმუნო-რიცი მცენარეული იმუნოსტიმულატორია ანტიოქსიდანტური და ზოგადმატონიზირებელი მოქმედებით. ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, მიმდინარეობის ხანგრძლივობას და განმეორების სიხშირეს, ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება.

იმუნო-რიცის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.

ექინაცეას ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. პრეპარატის შემცველი პოლისაქარიდები ზრდიან ლეიკოციტებისა და მაკროფაგების ფაგოციტოზის უნარს, გლიკოპროტეიდები ასტიმულირებენ ინტერლეიკინ-1-ის, ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას. ექინაცეას მოქმედი ნივთიერებების კომპლექსი ხელს უწყობს T-ჰელპერების ფუნქციების გაუმჯობესებას და B-ლიმფოციტების პლაზმურ უჯრედებში ტრანსფორმაციას.

უნკარიას მოქმედება ძირითადად განპირობებულია მასში ალკალოიდების, გლიკოზიდების, ტრიტერპენებისა და ფლავონოიდების არსებობით. ხასიათდება ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული და სუსტი ჰიპოტენზიური თვისებებით. T-ლიმფოციტების და მაკროფაგების აქტივაციის, იმუნოგლობულინების სპექტრის ნორმირებისა და ლეიკოციტების ფაგოციტოზის უნარის გაზრდის ხარჯზე იწვევს იმუნური სისტემის მსუბუქ სტიმულაციას. მოქმედებს უჯრედული იმუნიტეტის დონეზე.

ჰავაური სპირულინა მტკნარი წყლის ლურჯ-მწვანე მიკროწყალმცენარეა, რომელიც შეიცავს ცილას, უჯერ ცხიმოვან მჟავებს, გამა-ლინოლენის მჟავას, ბეტაკაროტინს, ვიტამინ B12-ს, მაკრო და მიკროელემენტებს, ქლოროფილს. ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ენტეროსორბიული და ზოგადმატონიზირებელი თვისებები. ასტიმულირებს T- ლიმფოციტების გამომუშავებას.

ჩვენებები:

გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით:

  • გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანხმლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
  • ორგანიზმის საერთო გადაღლა;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის, ციტოსტატიკური, იმუნოდეპრესიული და სხივური თერაპიის შემდგომი პორიოდი.

დოზირების რეჟიმი:

მოზრდილებში იმუნო-რიცი ინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

3-6 წლის ასაკის ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში ერთხელ;

6-12 წლის ასაკის ბავშვებში – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა – არა უმეტეს 6-8 კვირა.

რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ.

კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირეოდენ სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს.

უკუჩვენებები:

*პროგრესირებადი სისტემური დაავადებები: ტუბერკულოზი, ლეიკოზები, აუტოიმუნური დაავადებები, გავრცელებული ათეროსკლეროზი;

*პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

*იმუნო-რიცი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

ჭარბი დოზირება:

შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

იმუნო-რიცის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

Don`t copy text!