Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 589

ინსტენონი – INSTENON – ИНСТЕНОН

საერთაშორისო დასახელება:

ETAMIVAN; ETOFYLLINE; HEXOBENDINE

მწარმოებელი: NYCOMED AUSTRIA GmbH, ავსტრია

მოქმედი ნივთიერება: ჰექსობენდინი+ეტამივანი+ეტოფილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ჰექსობენდინის დიჰიდროქლორიდი …….         20 მგ

ეტამივანი …………………………………………     50 მგ

ეტოფილინი ………………………………………….60 მგ

შემოგარსული ტაბლეტები ფორტე: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ჰექსობენდინის დიჰიდროქლორიდი ………….   60 მგ

ეტამივანი…………………………………………….100 მგ

ეტოფილინი ……………………………………….   60 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ჰექსობენდინის დიჰიდროქლორიდი ………….   5 მგ 10 მგ

ეტამივანი………………………………………………25 მგ 50 მგ

ეტოფილინი ………………………………………….50 მგ 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინსტენონი კომბინირებული პრეპარატია. პრეპარატის აქტიური კომპონენტები ნერვული სისტემის იშემიური და ჰიპოქსიური დაზიანების პათოგენეზის სხვადასხვა რგოლზე ერთდროულად, ერთი მიმართულებით მოქმედებს.

ეტამივანი გამოხატულ დადებით მოქმედებას ახდენს თავის ტვინის ღეროს რეტიკულური ფორმაციის ადაპტაციურ შესაძლებლობებზე. ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა იშემიური ინსულტი, პოსტჰიპოქსიური ენცეფალოპათია, ტრავმა, ინტოქსიკაცია, ეტამივანი რეტიკულური ფორმაციის აქტივაციის ხარჯზე ახდენს თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა-ღეროვანი სტრუქტურების ნეირონული კომპლექსის ფუნქციური მდგომარეობის ნორმალიზებას.

ჰექსობენდინი ზრდის გლუკოზისა და ჟანგბადის უტილიზაციას ანაერობული გლიკოლიზისა და პენტოზური ციკლების აქტივაციის ხარჯზე. ასეთ აქტივაციას ადგილი აქვს მხოლოდ იშემიისა და ჰიპოქსიის პირობებში, როცა ირღვევა ჟანგვითი ფოსფორილირების აერობული ციკლი. ანაერობული ჟანგვის სტიმულაცია იძლევა ენერგეტიკულ სუბსტრატს მედიატორების, ნეიროტრანსმიტერების სინთეზისა და ცვლისათვის, სინაფსური გადაცემის აღდგენისათვის, რომლის დეპრესიაც, ნეირონების მემბრანების დესტრუქციასთან ერთად წარმოადგენს ცნობიერებისა და ნევროლოგიური დარღვევების წამყვან პათოგენეზურ მექანიზმს თავის ტვინის იშემიისა და ჰიპოქსიის დროს. გარდა ამისა, ჰექსობენდინი იწვევს ცერებრული და კარდიალური სისხლის მიმოქცევის აუტორეგულაციის ფიზიოლოგიური მექანიზმების სტაბილიზებას, რაც დაკავშირებულია ინტრაკრანიალური არტერიოლებისა და კაპილარების რეცეპტორულ აპარატზე ლაქტატისა და პირუვატის (ანაერობული გლიკოლიზის პროდუქტები) ზემოქმედებით.

ეტოფილინი ააქტიურებს მიოკარდის მეტაბოლიზმს გულის წუთმოცულობის გაზრდის გზით, რაც ხელს უწყობს იშემიის მოსაზღვრე ზონების სისხლძარღვებში პერფუზიული წნევის მომატებას. ამავე დროს სისტემური არტერიული წნევა არ იცვლება. ნერვულ სისტემაზე ამგზნები მოქმედება ვლინდება ქერქქვეშა წარმონაქმნების, შუატვინისა და ღეროვანი ცენტრების და ბირთვების (სასუნთქი, სისხლძარღვთა მამოძრავებელი, ვგეტატიური რეგულაციის ცენტრების, ასევე ქალა-ტვინის ბირთვების, უპირველეს ყოვლისა – ცთომილი) სტიმულირებაში.

იშემიური ინსულტის, დახურული ქალა-ტვინის ტრავმის მქონე ავადმყოფებისთვის ინსტენონის დანიშვნისას აღინიშნება პაციენტის დარღვეული ცნობიერების აღდგენა, ნევროლოგიური დარღვევების რეგრესია, ვეგეტატიური სფეროს აქტივაცია.

ფარმაკოკინეტიკა:

კვლევები ინსტენონის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების შესასწავლად ჩატარებული არ არის.

ჩვენებები:

  • თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და ასაკობრივი ხასიათის დაავადებები;
  • ტვინის სისხლით მომარაგების უკმარისობის ნარჩენი მოვლენები;
  • ინსულტის შემდგომი მდგომარეობები;
  • თავის ტვინის ფუნქციური დარღვევებით გამოწვეული თავბრუსხვევა.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე ცერებრული იშემიისა და ჰიპოქსიის დროს: პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად წვეთოვანი ნელი ინფუზიის სახით დოზით 2 მლ (1 ამპ.) 5% 200 მლ გლუკოზის ან ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად. მიღების ჯერადობა – 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 დღეს ან შეიძლება გაგრძელდეს კლინიკურ გაუმჯობესებამდე. ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ინსტენონის პერორალური ფორმებით.

სხვა შემთხვევებში:  პრეპარატი პარენტერალურად ინიშნება 1 ამპულა (2 მლ) კუნთებში ან წვეთოვანი ნელი ინფუზიის სახით დოზით 2 მლ (1 ამპ,) 5% 200 მლ გლუკოზის ხსნართან ერთად. მიღების ჯერადობა – 1-2-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.

ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ინსტენონის პერორალური ფორმებით.

ქრონიკული ცერებრული უკმარისობის დროს : პრეპარატი ინიშნება დოზით 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ან ინსტენონი ფორტეს 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა ინსტენონი ფორტეს 5 ტაბლეტამდე) 6 კვირის განმავლობაში. ტაბლეტის მიღება ხდება ჭამის დროს ან შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია: გარდამავალი ტაქიკარდია,  ასევე სახის ჰიპერემია, უმნიშვნელო თავის ტკივილი (სწრაფი ინტრავენური შეყვანისას).

უკუჩვენებები:

*ქალასშიდა წნევის მომატება;

*თავის ტვინში სისხლჩაქცევა;

*მომატებული აგზნებადობა და კრუნჩხვითი სინდრომი;

*მგრძნობელობის მომატება პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

*საჭიროა სიფრთხილის დაცვა ათეროსკლეროზით გამოწვეული საძილე არტერიის სტენოზის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

უსაფრთხოების მიზნით ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინსტენონის მიღება საჭიროა ექიმის ინდივიდუალური დანიშნულების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:

ზოგიერთ შემთხვევაში სწრაფი ინტრავენური შეყვანისას შეიძლება დაქვიეთდეს არტერიული წნევა, ამიტომ 1 ამპულის შეყვანის ხანგრძლივობა 3 წუთზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.

მკურნალობის პერიოდში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების გაძლიერებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება, შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, ტაქიკარდია, სახის ჰიპერემია. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა დოზის შემდგომი შემცირებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ინსტენონისა და აცეტილსალიცილის მჟავის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელის ანტიაგრეგაციული მოქმედების გაძლიერება.

– ინსტენონისა და კოფეინის დიდი დოზით ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ინსტენონის სამკურნალო ეფექტის დაქვეითება (ინსტენონის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით ყავისა და ჩაის მიღება).

შენახვის პირობები:

ტაბლეტები ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

საინექციო ხსნარი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 2-8C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ინსომნის ბეიბი – INSOMNIS Baby – ИНСОМНИС БЭБИ

სავაჭრო სახელწოდება: ინსომნის ბეიბი / INSOMNIS Baby

საერთაშორისო დასახელება: (აქტიური ნივთიერე ბა ) comb. drug;

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
შემადგენლობა:

პრეპარატის 17 წვეთის შეიცავს

პასიფლორა (Passiflora incarnata) …………………………………………………. 30 მგ.,

ბარამბო (Melissa oficinalis) …………………………………………………………… 12,5 მგ.,

კატაბალახას ფესურის ექსტრაქტი (Valerianae rhizomata) …………….. 8,5 მგ.,

მაგნიუმის ლაქტატი………………………………………………………………………. 5,94 მგ.

ვიტამინი B6 ………………………………………………………………………………….. 0,07 მგ.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები → ფიტოპრეპარატები
ფარმაკოლოგიური თვისებები:

Insomnis baby® – მცენარეული სედატიური პრეპარატია. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების გზით აღადგენს ფიზიოლოგიურ ღრმა ძილს; ხელს

უწყობს ემოციური სტრესის, გაღიზიანების, დაძაბულობის მოხსნას;
გააჩნია ძილისმომგვრელი ეფექტი;
Insomnis baby ® ხელს უწყობს მადის მომატებას;

აქვს სპაზმოლიზური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ჩვენებები:

• ნერვული და ემოციური დაძაბულობა

• ნევროზი, ფსიქოსომატური დარღვევები, ნევროზულობა

• მღელვარება, სტრესი, უძილობა, მოუსვენარი ძილი (მათ შორის კოშმარული სიზმრებით დარღვეული ძილი)

• მიდრეკილება კრუნჩხვისადმი

• ისტერია, დეპრესია

• ბავშვთა ჰიპერაქტიურობის სინდრომი

• საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმი, სლოკინი

მიღების წესები და დოზები:

0-6 თვე: 3 – 5 წვეთი 2-ჯერ დღეში;

6-12 თვე: 10 წვეთი 2-ჯერ დღეში;

1-3 წელი: 20 წვეთი 2-3_ჯერ დღეში;

3-7- წელი: 30 წვეთი 2-3_ჯერ დღეში;

შესაძლებელია წვეთების გახსნა მცირე რაოდენობის წყალსა ან წვენში.

უკუჩვენება:

იდიოსინკრაზია (ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

• პრეპარატი მოწოდებულია ბავშვების სამკურნალოდ, არ შეიცავს სპირტს და მღებავ ნივთიერებებს;

• Insomnis baby® მოწოდებულია საწვეთურიანი ყავისფერი მინის ბოთლით.

შენახვის პირობები და ვადები:

• შეინახეთ მშრალ, ბნელ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 25 °C -ზე დაბალ ტემპერატურაზე

• არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: წვეთები 30 მლ.
აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ

 

 

ინსადოლი – INSADOL – ИНСАДОЛ

მწარმოებელი: EXPANPHARMA, შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო ფიტოთერაპიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.

1 ტაბ.

Zea mays L-ის ფრაქციის სტანდარტირებული ექსტრაქტი …………    35 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინსადოლი პაროდონტიტის სამკურნალო პრეპარატია. ის ამცირებს ტკივილს და სისხლდენას ღრძილებიდან, ასტიმულირებს პაროდონტიტის დროს ალვეოლური წანაზარდების ძვლოვანი ქსოვილის ოსტეოგენეზს.

ფარმაკოკინეტიკა:

ინსადოლის მოქმედება მისი კომპონენტების ერთდროული მოქმედების შედეგია, ამიტომ პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესწავლა შეუძლებელია. მარკერებით და ბიოლოგიური კვლევით ვერ ხერხდება მეტაბოლიტების დადგენაც.

ჩვენებები:

  • პაროდონტის დაავადება (პაროდონტიტი).
  • ქრონიკული გინგივიტი.

მიღების წესი და დოზირება:

გინგივიტის დროს რეკომენდებულია 2-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ან 1 ჩაის კოვზი დღეში ერთხელ 3 კვირის განმავლობაში.

პაროდონტიტის დროს 1 თვე 2-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ან 1 ჩაის კოვზი დღეში ერთხელ, შემდგომი 2 თვე და მეტი 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ან ჩაის კოვზი დღეში.

ტაბლეტები ინიშნება საკვების მიღებამდე წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.

უკუჩვენებები:

*პაროდონტის დაავადება გამწვავების ფაზაში;

*ღრძილების გამოხატული ჰიპერპლაზია;

*ორსულობა;

*ლაქტაცია;

*პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

*პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ინსადოლის ტერატოგენობის შემსწავლელი კვლევა არ არის ჩატარებული.

განსაკუთრებული მითითებები:

პაროდონტიტის ქირურგიული მკურნალობის შემთხვევაში ინსადოლი ინიშნება  ოპერაციის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარტი ინახება 20-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტი – 3 წელი;

ხსნარი – 5 წელი.

 

 

ინოკლიმი® – INOCLIM® – ИНОКЛИМ®

საერთაშორისო დასახელება:

Soy isoflavones (GMO-free)

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH  INTERNATIONAL , INNOTERA CHOUZY

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიკლიმაქტერული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 რბილი კაფსულა შეიცავს:

სოიოს ექსტრატი მინიმუმ 40%-იანი იზოფლავონების შემცველობით 100.0 მგ., მზესუმზირის ზეთი 137.0 მგ., ჰიდროგენიზირებული სოიოს ზეთი 15.0 მგ, სოიოს ლეციტინი 3.0 მგ, თევზის ჟელატინი 69.2 მგ, გლიცერინი 43.3 მგ, სიმინდის სახამებელი 9.6 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) 4.8 მგ, რკინის ოქსიდი წითელი (E172) 0.07 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინოკლომი შეიცავს სოიოს იზოფლავონებს: გენისტინს და დაიდზინს. იზოფლავონებს ახასიათებთ ესტროგენების მსგავსი სტრუქტურა და მოლეკულური მასა, რაც აძლევთ მათ შესაძლებლობას შერჩევითად იმოქმედონ (87%) სისხლძარღვთა კედლის, თავის ტვინის, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლების, ძვლოვანი ქსოვილის b-რეცეპტორებზე, რითაც ახედნენ ესტროგენებისათვის დამახასიათებელი მექანიზმების პოტენცირებას და კლიმაქტერული სიმპტომების ინტენსიობის შემცირებასა და თავიდან აცილებას.

ჩვენებები:

  • ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული კლიმაქტერული სიმპტომების თერაპია ქალებში პრე- და მენოპაუზის პერიოდში (ალები, მომატებული ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა, ძილის დარღვევა, ნერვული გაღიზიანება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ატროფიული პროცესები).

მიღების წესი და დოზირება:

1 ან 2 კაფსულა დღეში (რაც შეესაბამება 40-80 მგ სოიოს იზოფლავონებს) არა უმეტეს 1 მგ/კ/დღეში 3 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება.

გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

რეკომენდებულია როგორც იზოფლავონების დამატებითი წყარო. მკურნალობის ჩატარება აუცილებელია რეკომენდებული დიეტის გათვალისწინებით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ჭარბი დოზირება:

აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 4-250C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ინოკლიმი – INOCLIM – ИНОКЛИМ

მწარმოებელი: Innothera Chousy, Laboratoire Innotech International,

საფრანგეთი

საერთაშორისო დასახელება:

comb. drug

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კლიმაქსის საწინააღმდეგო საშუალებები;  ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულა #30

1 რბილი კაფსულა შეიცავს: სოიოს ექსტრატი მინიმუმ 40%-ნი იზოფლავონების შემცველობით 100,0 მგ, მზესუმზირის ზეთი 137,0 მგ, ჰიდროგენიზირებული სოიოს ზეთი 15,0 მგ, სოიოს ლეციტინი 3,0 მგ, თევზის ჟელატინი 69,2 მგ, გლიცერინი 43,3 მგ, სიმინდის სახამებელი 9,6 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E 171) 4,8 მგ, რკინის ოქსიდი წითელი (E 172) 0,07 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინოკლიმი შეიცავს სოიოს იზოფლავონებს: გენისტინს და დაიდზინს. იზოფლავონებს ახასიეთებთ ესტროგენების მზგავსი სტრუქტურა და მოლეკულური მასა, რაც აძლევთ მათ შესაძლებლობას შერჩევითად იმოქმედონ (87%) სისხლძარღვთა კედლის, თავის ტვინის, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლების, ძვლოვანო ქსოვილის β–რეცეპტორებზე, რითაც ახდენენ ესტროგენებისათვის დამახასიეთებელი მექანიზმების პოტენცირებას და კლიმაქტერული სიმპტომების ინტენსიობის შემცირებასა და თავიდან აცილებას.

ჩვენებები:

ესტროგენების დაფიციტით გამოწვეული კლიმაქტერული სიმტომების თერაპია ქალებში პრე- და მენოპაუზის პერიოდში (ალები, მომატებული ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა, ძილის დარღვევა, ნერვული გაღიზიანება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ატროფიული პროცესები,).

მიღების წესები და დოზები:

1 ან 2 კაფსულა დღეში (რაც შეესაბამება 40–80 მგ სოიოს იზოფლავონებს) არა უმეტეს 1 მგ/კგ/დღეში 3 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება.

გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტების მიმართ. განსაკუთრებული მითითებანი: რეკომენდებულია როგორც იზოფლავონების დამატებითი წყარო. მკურნალობის ჩატარება აუცილებელია რეკომენდებული დიეტის გათვალისწინებით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ჭარბი დოზირება:

აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა ნაკლებ 4ºC და არა უმეტესი 25ºC. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში. მოარიდეთ ბავშვებს.

აფთიაქში გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

ინობეკი რეტარდი – INOBEC RETARD – ИНОБЕК РЕТАРД

საერთაშორისო დასახელება:

ISOSORBIDE MONONITRATE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: იზოსორბიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინური საშუალება ორგანული ნიტრატების ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

იზოსორბიდის მონონიტრატი …………..  40 მგ

1 ტაბ.

იზოსორბიდის მონონიტრატი …………. 60 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ლაქტოზა, ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Tabcoat TC White (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინობეკი რეტარდი წარმოადგენს პროლონგირებული მოქმედების ანტიანგინალურ საშუალებას. იზოსორბიდის მონონიტრატი ზრდის აზოტის ოქსიდის შემცველობას სისხლძარღვის ენდოთელიუმში, განაპირობებს უჯრედშიდა გუანილატციკლაზას აქტივაციას და cgmf-ის წარმოქმნას, ამცირებს კალციუმის კონცენტრაციას გლუვი კუნთის უჯრედში, ამცირებს სისხლძარღვის კედლის ტონუსს და იწვევს ვაზოდილატაციას. იგი უპირატესად მოქმედებს ვენურ სისხლძარღვებზე.

იზოსორბიდის მონონიტრატი ამცირებს მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლურ მოცულობას და პარკუჭის კედლის სისტოლურ დაჭიმულობას, რის შედეგადაც მცირდება გულზე პრე- და პოსტდატვირთვა და მიოკარდიუმის მოთხოვნილება ჟანგბადზე.

ინობეკი რეტარდი აფართოებს კორონარულ არტერიებს და ამცირებს სისხლის ნაკადს მარჯვენა წინაგულში, რაც განაპირობებს წნევის შემცირებას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში და კორონარული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

იზოსორბიდის მონონიტრატი აფართოებს თავის ტვინისა და ტვინის მაგარი გარსის სისხლძარღვებს.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას იზოსორბიდის მონონიტრატი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30-60 წთ-ის შემდეგ. დაახლოებით 5% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5 სთ-ს.

იზოსორბიდის მონონიტრატი არ განიცდის პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში. პრეპარატის ელიმინირება ძირითადად ხდება დენიტრირების და გლუკურონიდაციის გზით. მიღებული მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია და გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. პრეპარატის 2% აღინიშნება შარდში შეუცვლელი სახით. იზოსორბიდის მონონიტრატის მიღებული დოზის 96% მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 5 დღის განმავლობაში, ხოლო 1% – ფეკალურ მასებთან ერთად. თირკმლის კლირენსი შეადგენს 1.8 ლ/წთ.

პრეპარატის ანტიანგინალური და ანტიიშემიური ეფექტი მიიღწევა 20-40 მგ-ის მიღებიდან 60-90 წთ-ში და გრძელდება 24 სთ.

ჩვენებები:

  • გულის იშემიური დაავადება (ხანგრძლივი მკურნალობა), გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი სტენოკარდია, სტენოკარდიული შეტევის პრევენცია (არ არის რეკომენდებული სტენოკარდიული შეტევის მოსახსნელად);
  • გულის ქრონიკული უკიარისობა (კომბინირებული თერაპია);
  • ფილტვისმიერი ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

ინობეკი რეტარდი ინიშნება 1 ტაბლეტი (40-60 მგ) ერთხელ დღეში, საჭიროებისას დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე. დოზის გაზრდა სასურველია მკურნალობის კურსის დაწყებიდან მე-3-4 დღეს. ასევე არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა.

ინობეკი რეტარდის მიღება (ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს, ან დაიფშვნას) სასურველია დილით ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. დღეში მრავალჯერადი მიღებისას დაცული უნდა იყოს 7 სთ-იანი ინტერვალი. მაქსიმალური დღიური დოზა 120 მგ.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სახის კანის ტრანზიტორული ჰიპერემია, არტერიული ჰიპოტენზია, იშვიათად – სტენოკარდიული სიმპტომების გაძლიერება (პარადოქსული რეაქცია) და/ან პარადოქსულ ბრადიკარდია, კოლაფსი, სინკოპე.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შებოჭილობა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის შემცირება (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, წვისა და ქავილის შეგრძნება, ექსფოლიაციური დერმატიტი.

სხვა:    ხანგრძლივად გამოყენებისას – მეთჰემოგლობინემია.

უკუჩვენებები:

*ორგანული ნიტრატების და/ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

*სისხლის მიმოქცევის მწვავე უკმარისობა (კარდიოგენული შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი), მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადია, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია;

*ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, კონსტრიქციული პერიკარდიტი, გულის ტამპონადა;

*ქალასშიდა წნევის მატებით მიმდინარე მდგომარეობები (ქალა-ტვინის ტრავმა, ჰემორაგიული ინსულტი);

*მძიმედ მიმდინარე ანემია;

*დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

*თირეოტოქსიკოზი;

*მძიმედ მიმდინარე ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა;

*ორსულობის I ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი;

*18 წლამდე პაციენტები (პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის); *ფოსფოდიესთერაზა-5-ის ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია:

*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.

ორსულობის დროს ინობეკი რეტარდის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას საჭირო ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

– ინობეკი რეტარდის გამოყენებისას აუცილებელია არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლი. არტერიული ჰიპოტენზიის ფონზე პრეპარატის მიღებისას რეკომენდებულია დადებითი ინოტროპული ეფექტის მქონე პრეპარატების გამოყენება.

– ინობეკი რეტარდის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია მის მიმართ ტოლერანტობის განვითარება. ამ დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა 24-48 სთ-ით ან 3-6 კვირიანი მკურნალობის კურსებს შორის 3-5 დღიან ინტერვალის დაცვა. მოხსნის სინდრომის განვითარების ასაცილებლად აუცილებელია პრეპარატის დოზის თანდათანობით შემცირება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპოტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ინობეკი რეტარდის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და სწრაფ ფსიქომოტორული რეაქციას.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას ირღვევა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები, რაც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: ქალასშიდა წნევის მატება, პულსირებადი თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, რეფლექტორული ტაქიკარდია, მხედველობის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, ქოშინი, მოგვიანებით ეტაპზე – ციანოზი, ბრადიკარდია, კანის ჰიპერემია, მეთჰემოგლობინემია.

ჰიპერდოზირებისას აუცილებელია სიპტომური მკურნალობა, რეკომენდებული კუჭის ამორეცხვა, ჰემოდიალიზი, ოქსიგენოთერაპია და ვოლემიური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ვაზოდილატატორებთან, b-ადრენობლოკატორებთან, კალციუმის არხების მაბლოკირებელ და ნეიროლეფსიურ საშუალებებთან, არანარკოტიკულ ანალგეტიკებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, სილდენაფილთან და ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება იზოსორბიდის მონონიტრატის ჰიპოტენზიული ეფექტი. პრეპარატის კომბინირებამ ალკოჰოლთან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციების შესუსტება.

– იზოსორბიდის მონონიტრატი იწვევს სისხლის პლაზმაში დიჰიდროერგოტამინის კონცენტრაციის მატებას და თერაპიული ეფექტის გაძლიერებას. შედეგად, ადგილი აქვს წნევის დაქვეითებას და ინობეკი რეტარდის ანტიანგინალური ეფექტის შემცირებს.

– მ-ქოლინობლოკატორებთან (მაგ. ატროპინი) ერთდროული გამოყენებისას იზრდება თვალშიდა წნევის მატების რისკი.

– ადსორბენტები, მთრიმლავი და შემომგარსველი სამკურნალო საშუალებები ამცირებს იზოსორბიდის მონონიტრატის შეწოვას.

– ბარბიტურატებთან კომბინაციისას ჩქარდება იზოსორბიდის მონონიტრატის მეტაბოლიზმი და მცირდება მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

– ამიოდარონთან, პროპრანოლოლთან, ვერაპამილთან და ნიფედიპინთან კომბინაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის ანტიანგინალური ეფექტის გაძლიერება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა დაბავშვებისაგან დაცულა დგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ინესტომი – INESTOM – ИНЕСТОМ

მწარმოებელი: HELP Pharmaceuticals,საბერძნეთი

საერთაშორისო დასახელება:

L-carnitine

კლინიკურ– ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები;

ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1გ/10 მლ ფლაკონი 10ც

1გ/5 მლ ამპულა 5ც

აქტიური ინგრედიენტები:

1 ამპულა 10 მლორალური ხსნარი შეიცავს 1000მგ ლევოკარნიტინს (L-კარნიტინი).

დამხმარე ნივთიერებები ორალური ხსნარისთვის: ვაშლის მჟავა, მეთილპარაბენი, ნატრიუმის საქარინის დეჰიდრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

1 ამპულა 5 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 1000 მგ ლევოკარნიტინს (L -კარნიტინი).

დამხმარე ნივთიერებები საინექციო ხსნარისთვის: ქლორწყალბადმჟავა 10%, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კარნიტინი ბუნებრივი, ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს (BT_ ზრდის ვიტამინი). წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების ჩო ფაქტორს. ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს მათი β- დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია ატფ-ის სახით. ინესტომი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას, ამცირებს ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში. ხასიათდება ნეიროტროფული მოქმედებით, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას. ჰიპერთირეოზის დროს არეგულირებს გაძლიერებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფერმენტულ აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჩმახ მიიღწევა მიღებიდან 3 სთ-ში, თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 სთ. თავისუფლად გადადის ღვიძლში და მიოკარდიუმში. T½ – 15 სთ. ექსკრეტირდება 80%-ზე მეტი თირკმელებით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები:

გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია.

ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება, დღენაკლი ბავშვები, სამშობიარო ტრავმის და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი, კარნიტინის გენეტიკური დეფიციტი. ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და ცხიმოვანი დისტროფია, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები, ასთენოსპერმია.

ჰიპოაციდური და ანტაციდური გასტრიტი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ციროზი.

ინსულტი, ნევრიტი, ენცეფალოპათია, პოლინეიროპათია.

სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი.

ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

მიღების წესები და დოზები:

ინესტომი საინექციო ხსნარი 5 მლ:

ბავშვებში: 12 წლამდე – 50-100 მგ/კგ/დღეში.

მოზრდილებში: 1-3 გ დღეში.

ნელი ინტრავენური შეყვანით 2-3 წუთის განმავლობაში.

ინესტომი დასალევი ხსნარი 10 მლ, მხოლოდ პეროს მისაღებად.

ბავშვებში: 2 წლამდე – 150 მგ/კგ/ დღეში.

2-დან 6 წლამდე – 100მგ/კგ/დღეში.

6-დან 12 წლამდე – 75მგ/კგ/დღეში.

12 წელს ზევით და მოზრდილებში: 2-3 გრ დღეში.

მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე, შეიძლება გაიხსნას წვენში ან წყალში.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქად გამოხატული დისპეფსიური მოვლენები.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება 25ºC- ზე სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინდოპრესი – INDOPRESS – ИНДОПРЕСС




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ინდომეტაცინი სოფარმა (ტაბლეტი, მალამო, სანთელი) – INDOMETHACIN SOPHARMA – ИНДОМЕТАЦИН СОФАРМА

საერთაშორისო დასახელება:

INDOMETHACIN

მწარმოებელი: SOPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ინდომეტაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ინდომეტაცინი ……………………25 მგ

მალამო 10%: ტუბში 40 გ

1 გ

ინდომეტაცინი …………….      100 მგ

ვრცლად ინდომეტაცინი (ტაბლეტები,მალამო)

სანთლები: შეფუთვაში 6 ც.

1 სანთელი

ინდომეტაცინი …………….. 50 მგ

მიღების წესი და დოზირება:

დოზირებებსა და მკურნალბის ხანგრძლივობას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებისა და მდგომარეობის სიმძიმის მიხედვიტ.

სუპოზიტორიები შეიყვანება ნაწლავის გასუფთავების შემდეგ, შეძლებისდაგვარად ღრმად სწორ ნაწლავში.

ჩვეულებრივ უფროსებს ენიშნებათ თითო 50მგ. სუპოზიტორი 2–ჯერ დღე–ღამეში.

14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს 1.5–2.3 მგ/სხ. წ.კგ დღე–ღამეში.

ინდომეტაცინი (ტაბლეტი, მალამი) – INDOMETHACIN – ИНДОМЕТАЦИН

საერთაშორისო დასახელება:

INDOMETHACIN

მწარმოებელი: BALCANPHARMA-DUPNISTA

მოქმედი ნივთიერება: ინდომეტაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ინდომეტაცინი …………..     25 მგ

ჩვენებები:

  • ინდომეტაცინი ნაჩვენებია სახსრების ანთებითი დაავადებებისას : რევმატოიდული პოლიართრიტი, ბეხტერევის დაავადება, ართრიტული დაზიანების სხვა ფორმები, განპირობებული ფსორიაზით ან ნიკრისის ქარით, სახსრების გარშემო ქსოვილების ანთებითი დაავადებები (პერიართრიტი, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, სინოვიტი);
  • სახსრების დეგენერაციული დაავადებებისას, რომლებსაც  თან ახლავს ანთება და ტკივილი – კოქსართროზი, გონართროზი;
  • იშიაზის, პლექსიტის, რადიკულიტის დროს;
  • ტრავმული დაზინებებისას – კონტუზია, ამოვარდნილობა, დაჭიმვა.

გამოყენების წესი და დოზირება:

 

ექიმის დანიშნულებით.

მკურნალობის კურსი განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

 

 

უფროსები

რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, საშუალო და ზომიერი სიმძიმის ოსტეოართრიტი.

დღე-ღამის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ. კარგი ამტანობის შემთხვევაში იგი იზრდება 25-50 მგ-ით დღე-ღამეში თერაპიული მოქმედების მიღწევამდე. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა შეადგენს 150-200 მგ.

ინდომეტაცინით მკურნალობისას დღე-ღამის დოზა განისაზღვრება მკაცრად ინდივიდუალურად პრეპარატის ამტანობისა და ეფექტურობის გათვალისწინებით. დღე-ღამის დოზა იყოფა სამ ან ორ მიღებაზე. ავადმყოფებში ღამის მუდმივი ტკივილით და/ან დილის შებოჭილობით რეკომენდებულია ძილის წინ უფრო დიდი დოზის მიღება (მაგ., 100 მგ, დღე-ღამის დოზისას 150 მგ). დაავადების მწვავე ფაზის გავლის შემდეგ დღე-ღამის დოზა თანდათან მცირდება დღე-ღამის მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

მკურნალობის ხანგრძლივობაა არაუმეტეს 14 დღე.

მწვავე ბურსიტის, ტენდინიტი და პერიართრიტი

დღე-ღამის დოზა – 75-100 მგ, გაყოფილი სამ ან ოთხ მიღებად.

მკურნალობა წყდება ანთების სიმპტომების გაქრობის შემდეგ. რეკომენდებული არ არის მკურნალობის გაგრძელება 7-14 მეტ ხანს.

მწვავე პოდაგრული ართრიტი

მწვავე ტკივილის კუპირებისათვის რეკომენდებულია დოზის 50 მგ ერთჯერადი მიღება. შემდეგ, როგორც წესი, საკმარისია უფრო მცირე დოზების მიღება ტკივილის სრულ მოხსნამდე. საბოლოოდ მწვავე ტკივილი გაივლის 2-4 საათში პრეპარატის მიღებიდან. ტკივილი და სიწითლე გრძელდება 24-36 საათი, ხოლო შეშუპება ქრება მესამე და მეხუთე დღეებს შორის მკურნალობის შეწყვეტიდან.

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად უკეთესი ამტანობისათვის.

ბავშვები

ინდომეტაცინის დანიშვნა 14 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის. უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დღე-ღამის დოზებით 2 მგ/ს.წ.კგ სამ ან ოთხ მიღებად. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა შეადგენს 4 მგ/ს.წ.კგ. პრეპარატის მიმართ გვერდითი რეაქციების გამოვლინებისას მისი მიღება უნდა შეწყდეს. მკურნალობის მიმდინარეობისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

უკუჩვენებები:

*    ჰიპერმგრძნობელობა ინდომეტაცინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

*    ასთმის მწვავე შეტევები, ჭინჭრის ციება ან რინიტი, გამოწვეული აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით;

*   წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ეროზიული გასტრიტის, წყლულოვანი ცოლიტის დროს;

*    ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებები;

*    ორსულობა;

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:

ინდომეტაცინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება 14 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში და ამ დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლთა კონტროლი.

დოზირების რეჟიმი განისაზღვრება მკაცრად ინდივიდუალურად ყოველი ავადმყოფისათვის. რეკომენდებულია დღე-ღამის უმცირესი დოზების დანიშვნა, რომლებიც არ იწვევს არასასურველი გვერდითი რეაქციების გამოვლინებას.

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ავადმყოფებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით. მკურნალობის მიმდინარეობისას აუცილებელია კუჭისა და მუცლის არეში ტკივილების, ასევე ფარული სისხლდენების წარმოქმნის გაკონტროლება. რისკი იზრდება ალკოჰოლის, თამბაქოს ბოროტად გამოყენებისას, დასუსტებულ ავადმყოფებში, ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე ინდომეტაცინის ერთდროულად გამოყენებისას აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა სალიცილატებთან ერთად. რეაქციების გამოვლენა შესაძლებელია წინასწარი ნიშნების გარეშე.

ინდომეტაცინი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში თირკმელების დაავადებებით თირკმელების სერიოზული დაზიანების შესაძლებლობის გამო. ავადმყოფებში მსგავსი დარღვევებით ინიშნება მცირე დოზები და ხანმოკლე კურსები, ასევე აუცილებელია ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით, გულის უკმარისობით, სეპტიცემიით, დეპრესიით, ეპილეფსიით, ფსიქიკის დარღვევებით, პარკინსონიზმით, ვინაიდან შესაძლებელია ძირითადი დაავადების გართულება.

ინდომეტაცინმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება და ამგვარად გაუარესდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ჰიპერტონიით დაავადებულებში. მან შეიძლება დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია და გაზარდოს სისხლდენის დრო, რითაც ხელს შეუწყობს არასასურველი რეაქციების განვითარებას ავადმყოფებში სისხლის შედედების დარღვევებით.

ღვიძლის დაავადებებისას აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების პერიოდული კონტროლი, რომელთა აქტივობა შესაძლოა გაიზარდოს.

ინდომეტაცინით მკურნალობამ შეიძლება მოახდინოს საშვილოსნოს შიდა პესარიების ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერება.

ინდომეტაცინის გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს განაყოფიერების უნარზე და მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის ქალებისათვის, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. დაორსულების პრობლემების არსებობისას ან გამოკვლევების ჩატარებისას შესაძლო უნაყოფობის დასადგენად, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

წამლების ურთიერთქმედება და სხვა ურთიერთქმედებანი:

ინდომეტაცინი ურთიერთქმედებაშია ბევრ სამკურნალო საშუალებასთან და ამიტომ განაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს მისი კომბინირება სხვა მედიკამენტებთან.

დიფლუზინალი ამცირებს ინდომეტაცინის გამოყოფას თირკმელებით და იწვევს შრატში კონცენტრაციების მომატებას და ამასთან დაკავშირებული არასასურველი გვერდითი რეაქციების გამოვლენის შესაძლებლობას.

აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები – ინდომეტაცინის კონცენტრაციები შრატში მცირდება საშუალოდ 20%-ით; ერთდროული გამოყენებისას უფრო ხშირად ვლინდება გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ალკოჰოლი – იზრდება არასასურველი რეაქციების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

პრობენეციდი – იზრდება ინდომეტაცინის ოდენობა სისხლში.

მეტოტრექსატი – ინდომეტაცინი ამცირებს მის გამოყოფას თირკმელებით და აძლიერებს მის ტოქსიკურ ეფექტებს.

ლითიუმის პრეპარატები – ინდომეტაცინი იწვევს სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის მომატებას და თირკმელებით მისი გამოყოფის შემცირებას, ასევე აძლიერებს მისი ტოქსიკური ეფექტების გამოვლენის რისკს.

დიურეზიულები – ინდომეტაცინი ამცირებს დიურეზიულების შარდმდენ, ნატრიურეზიულ და ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას

ბეტა-ადრენო ბლოკატორები – ინდომეტაცინი ამცირებს ბეტა-ბლოკატორების მოქმედებას.

ამფ ინჰიბიტორები – ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტება ერთდროული გამოყენებისას.

ანტიაგრეგანტები და ანტიკოაგულანტები – იზრდება სისხლდენათა რისკი თრომბოციტების ფუნქციის დაქვეითების და კნტ-ს ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელი მოქმედების  შედეგად. აუცილებელია ავადმყოფის მდგომარეობის კონტროლი და სისხლდენისა და პროთრომბინული დროის შემოწმება.

ანტაციდური საშუალებები – მცირდება ინდომეტაცინის შეწოვა, რაც საჭიროს ხდის მათ მიღებათა შორის 2 საათიანი ინტერვალის გაკეთებას.

განსაკუთრებული გაფრთხილება პაციენტთა სპეციფიური ჯგუფებისათვის

არ გამოიყენება ორსულობის დროს. პრეპარატი იწვევს ნაყოფის ნორმალური განვითარების დარღვევას.

გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში გამოყენება. ამ პერიოდში მკურნალობის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომანქანის მართვისა და ტექნიკით სარგებლობის უნარზე:

ინდომეტაცინმა შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის ფუნქციის დარღვევა და მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის ავტომობილის მართვისა და ტექნიკით სარგებლობის დროს.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ძალიან დიდი დოზის მიღებისას შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, მტკივნეული კოლიკები, ფაღარათი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაბნეულობა. შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი კანზე, პერიფერიული შეშუპებები, სუნთქვის გართულება, ციანოზია და სისხლის წნევის მკვეთრი დაწევა.

აუცილებელია გულისრევის გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. გამოიყენება სიმპტომატური საშუალებები.

გვერდითი მოქმედება:

•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტი – ღებინება გულისრევით ან მის გარეშე, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, სისხლჩაქცევები, წყლული, ღვიძლის დაზიანება;

•    ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები – ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ექსფოლიატური დერმატიტი, მწვავე ანაფილაქტიური რეაქციები, ასთმური შეტევა;

•    ცენტრალური ნერვული სისტემა – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, პარკინსონიზმი;

•    ფსიქიკის მხრივ დარღვევები – არსებული ეპილეფსიის გაუარესება, დეპრესია;

•    გრძნობის ორგანოები – შუილი და გუგუნი ყურებში, დაგროვება რქოვანაში და რეტინის დაზიანება (მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება);

•    საშარდე სისტემა – თირკმელების დაზიანება, სითხის შეკავება;

•    სისხლი – ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, თავის ტვინის ჰიპო- ან აპლაზია;

•    მეტაბოლიზმის დარღვევები – ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერკალიემია.

შენახვის პირობები:

მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

4  წელი გამოშვების თარიღიდან.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტით.

 

მალამო 10%: ტუბში 40 გ

1 გ

ინდომეტაცინი …………….   100 მგ

ჩვენებები:

•    სახსრების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (რევმატოიდული პოლიართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი, ფსორიატული ართრიტი);

•    რბილი ქსოვილების რევმატიზმი (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, ფიბროზიტი, პერიართრიტი);

•    აქტივირებული ართროზი; დისკოპათიები, ნევრიტები, პლექსიტები, რადიკულიტები;

•    პოსტოპერაციული შეშუპება, კონტუზიები, ამოვარდნები, დაჭიმულობები.

გამოყენების წესი და დოზირება:

უფროსები

სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის, კანზე წასასმელად. წაისმევა 2-3 ჯერ დღეში თხელი ფენის მსუბუქი შეზელვით დაზიანებულ მონაკვეთზე. ერთი დამუშავებისათვის საკმარისი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 4-5 სმ მალამოს. საერთო გამოყენებული დღე-ღამის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ. მკურნალობის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 დღისა.

14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

ერთჯერადი და დღე-ღამის დოზები დაახლოებით უდრის უფროსთა დოზის ნახევარს, ე.ი. ერთი შეზელვისათვის საკმარისი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2-2.5 სმ მალამოს. დღე-ღამის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 სმ მალამოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

ინდომეტაცინის 10% მალამოს გამოყენება შეიძლება კომპლექსურ მკურნალობაში ამ სამკურნალო პრეპარატის ტაბლეტებთან.

უკუჩვენებები:

*   ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

*    ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;

*    აქტიური წყლულოვანი დაავადება, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, კოაგულოპათიები;

*    არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებზე, პირის ღრუში, თვალებზე.

სიფრთხილე გამოყენებისას:

მკურნალობის დაწყებამდე შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ რაიმე თანმხლები დაავადებები გაგაჩნიათ!

რეკომენდებული არ არის 14 წელზე უმცროს ბავშვებში გამოყენება, ვინაიდან საკმარისი კლინიკური გამოცდილება არ არსებობს. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ავადმყოფებში ანამნესტიკური მონაცემებით ან დამტკიცებული ძლიერი მგრძნობელობით საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მიმართ, ბრონქიალური ასთმით, ალერგიული რინიტით ან სხვა ატოპიებით. პრეპარატის ხანგრზლივი გამოყენება, განსაკუთრებით კანის დიდ მონაკვეთებზე შეზღუდულ უნდა იქნეს ავადმყოფებში ღვიძლისა და თირკმელის მძიმე დაავადებებით. გამოიყენება მხოლოდ ინტაქტურ კანზე.

ურთიერთმოქმედება სამკურნალო საშუალებებთან:

აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ თქვენ სარგებლობთ რაიმე სხვა პრეპარატებით!

სხვა ადგილობრივი გამოყენების პრეპარატებთან ურთიერთმოქმედების შესახებ მონაცემები არ არის.

რეკომენდებული არ არის მალამოს გამოყენება კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებთან, ვინაიდან შესაძლებელია მათი ულცეროგენული ეფექტის გაძლიერება.

განსაკუთრებული მითითებები:

ანტიბიოტიკებთან, ანტიკოაგულანტებთან და დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია შესაბამისი ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი.

ხანგრძლივი მკურნალობისას (10 დღეზე მეტი) აუცილებელია თვალყური ედევნოს სისტემური ეფექტების – ფეპატოტოქსიკურობა, თავის ძლიერი ტკივილი, სისხლჩაქცევები, შესაძლო გამოვლინებას; აუცილებელია ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობათა მონიტორინგი.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს. კლინიკური გამოცდილება, რომელიც ადასტურებს ინდომეტაცინის მალამოს გამოყენების უსაფრთხოებას ორსულობისა და ლაქტაციის დროს, არ არსებობს, რის გამოც გამოყენება დაუშვებელია.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

მალამო არ ახდენს გავლენას აქტიურ ყურადღებაზე და მისი გამოყენება შეიძლება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებისა და მანქანების ოპერატორთა მკურნალობისათვის.

გამოყენების წესი და დოზირება:

•    უფროსები

სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის, კანზე წასასმელად. წაისმევა 2-3 ჯერ დღეში თხელი ფენის მსუბუქი შეზელვით დაზიანებულ მონაკვეთზე. ერთი დამუშავებისათვის საკმარისი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 4-5 სმ მალამოს. საერთო გამოყენებული დღე-ღამის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ. მკურნალობის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 დღისა.

•    14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

ერთჯერადი და დღე-ღამის დოზები დაახლოებით უდრის უფროსთა დოზის ნახევარს, ე.ი. ერთი შეზელვისათვის საკმარისი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2-2.5 სმ მალამოს. დღე-ღამის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 სმ მალამოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

ინდომეტაცინის 10% მალამოს გამოყენება შეიძლება კომპლექსურ მკურნალობაში ამ სამკურნალო პრეპარატის ტაბლეტებთან.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის. პრეპარატის ჩაყლაპვისას შესაძლოა გამოვლინდეს წვა პირის ღრუში, სალივაცია, ღებინება, გულისრევა. ამ შემთხვევებში კეთდება პირის ღრუსა და კუჭის გამორეცხვა, ჩვენებებისას – სიმპტომატური მკურნალობა.

მალამოს მოხვედრისას თვალებში, ლორწოვან გარსზე ან ღია ჭრილობებზე აღინიშნება ადგილობრივი გაღიზიანება – ცრემლდენა, სიწითლე, წვა, ტკივილი. ამ შემთხვევებში უნდა მოხდეს დაზიანებული მონაკვეთის ჩამობანა დისტირილებული წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით ჩივილების გაქრობამდე ან შემცირებამდე.

თუ შენიშნავთ ამდაგვარ სიმპტომებს ექიმს მიმართეთ დოზის შესამცირებლად ან მკურნალობის შესაწყვეტად.

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატის ამტანობა ჩვეულებრივ კარგია. შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების გამოვლინება კანის მხრივ – ქავილი, ერითემა, გამონაყარი კანზე, წვის შეგრძნება გამოყენების ადგილას.

თუ აგეღნიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენები ან უჩვეულო რეაქციები, გთხოვთ, შეუთანხმდით თქვენს ექიმს შემდგომი მკურნალობის შესახებ!

ვარგისიანობის ვადა:

2  წელი.

არ მიიღოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ!

შენახვის პირობები:

სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ! შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ურეცეპტოდ.

Don`t copy text!