Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 595

თიოქტაციდის მჟავა – THIOCTIC ACID – ТИОКТОВАЯ КИСЛОТА

ჩვენებები

  • კორონარული ათეროსკლეროზის კომპლექსური მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • ღვიძლის დაავადებები (მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე ბოტკინის დაავადება, ღვიძლის ციროზი);
  • დიაბეტური პოლინეიროპათიები;
  • მძიმე მეტალების მარილებით მოწამვლა და სხვა ინტოქსიკაციები.

დოზირების რეჟიმი

ენიშნებათ პერორალურად 1 ტაბ. დღეში დაუღეჭავად ნახევარი სთ-ით ადრე საუზმის წინ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. დაავადების ძლიერად გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია დასაწყისში პარენტერალური თერაპია.

გვერდითი მოვლენები

ზოგჯერ შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანზე. გლუკოზის შედარებით კარგად შეთვისების გამო, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა თიოქტოის მჟავას მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

რეპროდუქციულ ფუნქციაზე თიოქტაციდის ტოქსიკური მოქმედების მიუხედავად, იგი არ იძლევა ნაყოფზე პრეპარატის უარყოფითი მოქმედების მსჯელობის შესაძლებლობას. რადგან, არ არსებობს ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების საკმარისი მონაცემები, ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

რადგან არ არსებობს მონაცემები დედის რძეში თიოქტოის მჟავას ექსკრეგირების შესახებ, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა ნებადართული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

თიოქტაციდით მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება. რადგან ალკოჰოლი და მისი მეტაბოლიტები ასუსტებენ თიოქტაციდის თერაპიულ ეფექტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– თიოქტაციდის და ცისპლატინის ერთდროული დანიშვნით ქვეითდება ამ უკანასკნელის ეფექტურობა.

– თიოქტაციდი აძლიერებს ინსულინის და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიურ ეფექტს, ამიტომ თიოქტაციდით მკურნალობის საწყის სტადიაში აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის პერიოდული კონტროლი. ზოგიერთ შემთხვევებში საჭიროა ინსულინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია.

თიოქტაციდი 600 – THIOCTACID 600 – ТИОКТАЦИД 600

საერთაშორისო დასახელება:

THIOCTIC ACID

მწარმოებელი: ASTA MEDICA, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: თიოქტის  მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ღვიძლის მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30, 60 და 100 ც.

1 ტაბ.

თიოქტის (a- ლიპოის) მჟავა        600 მგ

(ჰეპატოპროტექტორი).

ჩვენებები:

  • კორონარული ათეროსკლეროზის კომპლექსური მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • ღვიძლის დაავადებები (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი);
  • დიაბეტური პოლინეიროპათიები;
  • მძიმე ლითონების მარილებით მოწამვლა და სხვა ინტოქსიკაციები.

დოზირების რეჟიმი:

ინიშნება პერორალურად 1 ტაბ. დღეში დაუღეჭავად ნახევარი სთ-ით ადრე საუზმის წინ, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. დაავადების ძლიერად გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია დასაწყისში პარენტერული თერაპია.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ შესაძლებელი კანის ალერგიული რეაქციები. ქსოვილთა მიერ გლუკოზის შედარებით კარგი უტილიზაციის გამო, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა თიოქტის მჟავას მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

რეპროდუქციულ ფუნქციაზე თიოქტაციდის ტოქსიკური მოქმედების მიუხედავად, არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები ნაყოფზე მისი ნეგატიური მოქმედების შესახებ.

რადგან არ არსებობს ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები, ორსულობის დროს მისი გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

*ვინაიდან არ არსებობს მონაცემები დედის რძეში თიოქტაციდის მჟავას ექსკრეგირების შესახებ, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა ნებადართული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

თიოქტაციდით მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება, რადგან ალკოჰოლი და მისი მეტაბოლიტები ასუსტებენ თიოქტაციდის თერაპიულ ეფექტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– თიოქტაციდის და ცისპლატინის ერთდროული დანიშვნით ქვეითდება ამ უკანასკნელის ეფექტურობა.

– თიოქტაციდი აძლიერებს ინსულინის და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიურ ეფექტს, ამიტომ თიოქტაციდით მკურნალობის საწყის სტადიაში აუცილებელი სისხლში შაქრის შემცველობის პერიოდული კონტროლი. ზოგიერთ შემთხვევებში საჭიროა ინსულინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია.

შენახვის პირობები;

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

თიოქტაციდი – THIOCTACID – ТИОКТАЦИД

საერთაშორისო დასახელება:

THIOCTIC ACID

მწარმოებელი: ASTA MEDICA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პრეპარატი.ჰეპატოპროტექტორი; გამოიყენება დიაბეტური პოლინევროპათიის დროს

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თიოქტაციდი 200

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

თიოქტის (a – ლიპოის) მჟავა…………..200 მგ

თიოქტაციდი 100 T

საინექციო ხსნარი: ამპულაში 4 მლ, შეფუთვაში 10 და 20 ც.

1 ამპ.

თიოქტის (a-ლიპოის) მჟავა ……………100 მგ

თიოქტაციდი 600 T

საინექციო ხსნარი ამპულაში 24 მლ, შეფუთვაში 30, 60 და 100 ც.

1 ამპ.

თიოქტის (a-ლიპოის) მჟავა ………….600 მგ

 

ვრცლად თიოქტაციდი 600(დოზირება, მიღების წესი განსხვავებული)

თიოფლექსი 0,25% მალამო – TIOFLEX 0,25% oinment – ТИОФЛЕКС 25% мазь

საერთაშორისო დასახელება:

თიოკოლხიკოზიდი

მწარმოებელი: SANTA PHARMA, თურქეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

0,25% გარეგანი გამოყენების მალამო, ერთგვაროვანი, ღია ყვითლი ფერის დამახასითბელი სუნით.

30გრ, მალამო შეიცავს:

აქტიური ნივთიერება – თიოკოლხიკოზიდი 0,0750გ

დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 80, ცეტილ პალმიტატი, ნატრიუმის ლაურიტ სულფატი, ცეტილ–სტერილური სპირტი, ლანოლინი, სტეარინული მჟავა, ნატრიუმის ალგინატი, დიმეტიკონი, თხევადი პარაფინი, მეთილპარაბენი, ეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ლავანდის ესენცია, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება, ფარმაკოკინეტიკა:

თიოფლექსი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს თიოკოლხიკოზიდს, ნახევრადსინთეზური ნივთიერება ნატურალური გლიკოზიდის კოლხიკოზიდის და გოგირდის. ადგილობრივი გამოყენებისას თითქმის არ შეიწოვება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, აქტიური ნითიერების 70% ლოკალიზდება პრეპარატის დატანის ადგილზე.

ფარმაკოდინამიკა:

ფარმაკოლოგიურად თიოფლექსი ახდენს მიორელაქსაციურ მოქმედებას (კუნთოვანი რელაქსანტი). ზომიერად ხსნის ან ამცირებს კუნთოვან სპაზმს, განპირობებულს ცნს–ის მხრიდან მოქმედებით. სპასტიური კუნთოვანი ჰიპერტონიისას ქვეითდება კუნთების პასიური წინააღმდეგობა ან მცირდება მტკივნეული უნებლიე კუნთოვანი სპაზმი.

არ ახასიათებს ნერვ–კუნთოვანი მაბლოკირებელი მოქმედება. მოქმედების მექანიზმით მიეკუთვნება ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტს, არ იწვევს დამბლას და ნერვ–კუნთოვანი შეერთების (სინაფსი) მოქმედების პოტენციალის ამპლიტუდის დაქვეითებას. დამტკიცებულია თიოკოლხიკოზიდის სელექტიურად ცენტრალური მიორელაქსაციური ეფექტი GABA აგონისტისა და გლიცინერგული რეცეპტორების მიმართ. თიოკოლხიკოზიდის გლიცინომიმეტური თვისებები განაპირობებს პრეპარატის მოქმედებას ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე.

თიოფლექსი ახდენს მიორელაქსაციურ, ანთების საწინააღმდეგო და გამაუტკივარებელ მოქმედებას ჩონჩხის კუნთების რევმატოიდული ტკივილისას და სხვადასხვა გენეზის კუნთების მტკივნეული რეფლექსური სპაზმის სინდრომისას. არ თრგუნავს ტონურ იმპულსაციას რომელიც განსაზღვრავს კუნთოვან ძალას და რაც აუცილებელია გადაადგილების, ტანადობისა და პოზის შენარჩუნებისთვის.

მიღების ჩვენებები:

  • დეგენერაციული დაავადებები და ხერხემლის სტატიკური პათოლოგიები: დორსალგია (ტკივილი ზურგში) და ლუმბალგია.
  • კისრის კუნთების ვერტებროგენული სპაზმი (გარდამავალი კისერმრუდობა – torticollis) ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც მიმდინარეობს სპასტიურობით: ცერვიკობრახიალური ნევრალგია, იშიალგია ან საჯდომი ნერვის ნევრალგია;
  • სპორტული ტრავმები და სხვა ტრავმატული დარღვევები;
  • ოპერაციის შემდგომი ტკივილის სინდრომი;
  • ფიზიკური რეაბილიტაციის პერიოდი კუნთოვანი კონტრაქტურის საპროფილაქტიკოდ.

მიღების წესი და დოზები:

მიიღება გარეგანად 2–3–ჯერ დღეში. 1–2სმ სიგრძის მალამოს დატანა ხდება თხელ ფენად, და მსუბუქად შეიზილება.

გვერდითი მოქმედება:

თიოკოლხიკოზიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი გამოყენების გამო დერმატოლოგიური რეაქციები.

უკუჩვენებები:

* 15 წლამდე ბავშვთა ასაკი;

* თიოკოლხიკოზიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* კუნთების ჰიპოტონია და სუსტად გამოხატული დამბლა/პარეზი;

* ანტიკოაგულანტებით თერაპია და სისხლჩაქცევების მიმართ განწყობა;

* ორსულობა.

სხვა წამლებთნ ურთიერთქმედება:

მონაცემები არ არის. თუმცა სიფრთხილეა საჭირო ერთნაირი თერაპიული მოქმედების პრეპარატების მიღებისას.

განსაკუთრებული მითითებები;

ადგილობრივი გარეგანი გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარებისას  შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარება;

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატით მკურნალობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

ავტოტრანსპორტის მართვა და პოტენციურად საშიში სამუშოების შესრულება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს პრეპარატით მკურნალობისას.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები არ არის.

შენახვის პირობები:

ინახება 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე;

ვადა: 2 წელი

თიორიდაზინი – THIORIDAZINE – ТИОРИДАЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

თიორიდაზინი წარმოადგენს ფენოთიაზინის პიპერიდინულ წარმოებულს. მას გააჩნია ანტიფსიქოზური, ზომიერი სედაციური, სუსტი ანტიჰისტამინური და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ასევე იწვევს ჰიპოტენზიას და ხასიათდება ანტიქოლინერგული თვისებებით. მისი მოქმედების მექანიზმი რეალიზდება თავის ტვინის მეზოლიმბურ სტრუქტურების არეში დოფამინო რეცეპტორების ბლოკირების შედეგად. იგი ამცირებს ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონების გამოყოფას, ამავე დროს ზრდის პროლაქტინის პროდუქციას. პრეპარატს გააჩნია ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკირების უნარი.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები მწირია. იგი მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს და გამოიყოფა თირკმელებით და ნაღველთან ერთად.

ჩვენებები

  • შიზოფრენია;
  • აგზნებით მიმდინარე ფსიქოზები;
  • აგრესიულობა;
  • შფოთვით და აჟიტირებით მიმდინარე ნევროზი;
  • ჰანტინგტონის დაავადება.

დოზირების რეჟიმი

თიორიდაზინის დოზა ინდივიდუალურად დგინდება.

– რეკომენდებული დღიური დოზა 12 წლის ასაკის ზემოთ 20-800 მგ განაწილებული 2-4 მიღებაზე. მკურნალობა გრძელდება 5 კვირის განმავლობაში.

– მაქსიმალური დოზა მოზრდილებში შეადგენს 800 მგ დღეში.

– 1-5 წლის ბავშვებში რეკომენდული დოზაა 1 მგ/კგ დღეში;

–  5 წლის ასაკის ზემოთ – 75-100 მგ დღეში. მძიმე შემთხვევებში დოზა იზრდება 300 მგ-მდე დღეში. დოზა ნაწილდება 2-4 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები

აღინიშნება ძალიანობა, მოტორული აგზნება, პოსტურალური ჰიპოტენზია, მხედველობის დაბინდვა, ექსტრაპირამიდული სიმპტომები ხანგრძლივი გამოყენებისას, პირის სიმშრალე, დიარეა, ქოლესტაზი, არითმია, ეკგ-ზე QT-ს გახანგრძლივება, დისმენორეა, ეაკულაციის დათრგუნვა, გამონაყარი კანზე, ქავილი, იშვიათად აგრანულოციტოზი.

უკუჩვენებები

* დეპრესია;

* კომატოზური მდგომარეობა;

* ცნს-ს დათრგუნვა;

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

* 1 წლამდე ასაკის ბავშვებში;

* მომატებული მგრძნობელობა თიორიდაზინისადმი;

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს თიორიდაზინით მკურნალობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება გულის და ფილტვების მძიმე დაავადებების დროს;

♦ პარკინსონის დაავადებისას;

♦ პროსტატის ჰიპერტროფიის;

♦ მიასთენიის;

♦ ეპილეფსიის და ფეოქრომოციტომის დროს;

♦ ღვიძლის დაავადებისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი; თიორიდაზინით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება;

♦ არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენებისას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედ სხვა პრეპარატებთან და ეთანოლთან ერთად თიორიდაზინის გამოყენება აძლიერებს ცნს-ის დეპრესიას, პრეპარატი ამცირებს გუანეტიდინის, კლონიდინის, ლევოდოპას მოქმედებას, აქვეითებს ფენობარბიტალის კონცენტრაციას პლაზმაში, ამცირებს ანტიკოაგულანტების და ანტიდიაბეტური პრეპარატების ეფექტს.

თიორელი 8 მგ კაფსულა – TYOREL 8MG CAPSULE – ТИОРЕЛ 8 мг капсулы

შემადგენლობა :

თითოეული კაფსულა აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს 8 მგ თიოკოლხიკოზიდს და ლაქტოზის მონოჰიდრატს, ტიტანის დიოქსიდს და რკინის ყვითელ ოქსიდს ექსციპიენტების სახით .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

თიოკოლხიკოზიდი წარმოადგენს მიორელაქსანტს – თრგუნავს ან ამცირებს კუნთების ცენტრალური წარმოშობის შეკუმშვას . მაგალითად , სპასტიური ჰიპერტონიის დროს .

თიოკოლხიკოზიდს არ გააჩნია კურარეს მსგავსი ეფექტი . იგი მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის მეშვეობით. GABA – მიმეტური და გლიცინო – მიმეტური მოქმედებების გამო თიოკოლხიკოზიდის ეფექტები გამოვლენილი იქნა ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეებზე. შესაბამისად, პრეპარატს გააჩნია ცენტრალური წარმოშობის კუნთოვანი სპასტიურობის საწინააღმდეგო მოქმედება,  ისევე როგორც, რეფლექსური რევმატული ან ტრავმული სპაზმების საწინააღმდეგო ეფექტი. თიოკოლხიკოზიდი არ აზიანებს ნებით მოძრაობებს. არ იწვევს დამბალს ან სუნთქვის მხრივ პრობლემებს . ასევე, თიოკოლხიკოზიდს არ გააჩნია რაიმე ზეგავლენა კარდიოვასკულურ სისტემაზე .

ფარმაკოკინეტიკა

ზოგადი თვისებები:

აბსორბცია : ორალური მიღების შემდეგ თიოკოლხიკოზიდი სწრაფად შეიწოვება . გააჩნია სამი მეტაბოლიტი . პირველი ორი მთავარი ფორმა არის აგლიკონი და თიოკოლხიკოზიდის აქტიური გლუკურონიდული მეტაბოლიტები. თიოკოლხიკოზიდის აქტიური გლუკურონიდული მეტაბოლიტი ასევე ვლინდება ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ.

განაწილება : ადამიანებში, თიოკოლხიკოზიდი შრატის პროტეინებს მცირე ხარისხით (13%) უკავშირდება და ეს კავშირი არ არის დამოკიდებული თიოკოლხიკოზიდის დოზაზე . თიოკოლხიკოზიდი უმთავრესად შრატის ალბუმინს უკავშირდება . ჯანმრთელ მოხალისეებში ორალური მიღების შემდეგ თიოკოლხიკოზიდის გამოვლენა პლაზმაში არ ხდება , სამაგიეროდ მისი აქტიური გლუკორონიდის მეტაბოლიტი სწრაფად ვლინდება პლაზმაში 1საათიანი Tmax – ით .

8 მგ თიოკოლხიკოზიდის ერთჯერადი ორალური დოზის მიღების შემდეგ აქტიური გლუკორონიდული მეტაბოლიტის მრუდქვეშა საშუალო ფართობი (AUC) არის დაახლოებით 126 ნგ . სთ / მლ .განაწილების მოცულობა და თიოკოლხიკოზიდის სისტემური კლირენსი არის შესაბამისად 43 ლ / სთ და 19 ლ / სთ .

ბიოტრანსფორმაცია : ცირკულაციაში მყოფი ძირითადი ფორმებია –   თიოკოლხიკოზიდის აგლიკონი და აქტიური გლუკურონიდული მეტაბოლიტი. თიოკოლხიკოზიდის აქტიური გლუკურონიდი ასევე ვლინდება ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ .

ელიმინაცია: ჯანმრთელ მოხალისეებში, ორალური მიღების შემდეგ, თიოკოლხიკოზიდის საშუალონა ხევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 7 საათია . ორალური რადიოაქტიური C 14 თიოკოლხიკოზიდის მიღების შემდეგ დოზის 79% ვლინდება ფეკალურ მასებში და დოზის 20% შარდში .

ჩვენებები:

  • თიოკოლხიკოზიდი ნაჩვენებია კუნთების მტკივნეული სპაზმების სამკურნალოდ .

უკუჩვენებები:

•პარეზი , კუნთების ჰიპოტონია .

•მომატებული მგრძნობელობა თიოკოლხიკოზიდის ან ნებისმიერი სხვა ექსციპიენტის მიმართ ;

•ჰემორაგია ან ანტიკოაგულანტებით მკურნალობა .

•ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი ( იხილე “ ორსულობა და ლაქტაცია ”).

სპეციალური სიფრთხილის ზომები :

თიოკოლხიკოზიდის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული .

იმის გამო , რომ თიორელის თითოეული კაფსულა შეიცავს 219.35 მგ ლაქტოზას, მას არ იყენებენ თანდაყოლილი გალაქტოზემიის, ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზისა და გალაქტოზის მალაბსორბციის, ლაქტაზა და საქარაზა -მალტაზას დეფიციტის დროს .   თიოკოლხიკოზიდმა შეიძლება გაზარდოს გულყრების რისკი ეპილეფსიის მქონე პაციენტებში . თუ პრეპარატის ორალური მიღების შემდეგ გამოვლინდა დიარეა,  უნდა შემცირდეს დოზა .

გვერდითი ეფექტები:

თიოკოლხიკოზიდთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა კლინიკურ კვლევებში ჩამოთვლილია ქვემოთ .

უარყოფითი ეფექტების შეფასება დაფუძნებულია სიხშირის შემდეგ სიდიდეებზე: ძალიან ხშირი (≥1/10);  ხშირი(≥1/100 – ≤1/10 );  ნაკლებად ხშირი (≥1/1000 – ≤1/100 );  იშვიათი (≥1/10000- ≤1/1000 ); ძალიან იშვიათი(≤1/10000 ); არ არის ცნობილი ( შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემებიდან გამომდინარე ).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ :

იშვიათი : ანაფილაქსიური რეაქციები , როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება , ურტიკარია , ქავილი .

ძალიან იშვიათი : ანაფილაქსიური შოკი .

დარღვევები ნერვული სისიტემის მხრივ :

იშვიათი : ძილიანობა, ვაზოვაგალური სინკოპე , გარდამავალი დაბნეულობა და აგზნებადობა .

დარღვევები გულ – სისხლძაღვთა სისტემის მხრივ:

იშვიათად : ჰიპოტენზია

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისიტემის მხრივ :

იშვიათად : დიარეა , გასტრალგია , გულისრევა , ღებინება .

დარღვევები კანის და კანქვშა ქსოვილის მხრივ :

იშვიათად : კანის ალერგიული რეაქციები

გვერდითი მოვლენების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს !

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

– ბოლოდროინდელი კლინიკური გამოცდილების გათვალისწინებით , თიოკოლხიკოზიდი ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან,

ფენილბუტაზონთან, ტკივილგამაყუჩებლებთან , ნევრიტების სამკურნალო პრეპარატებთან , ანაბოლურ სტეროიდებთან , სედატიურ საშუალებებთან , ბარბიტურატებთან , და სუქცინილქოლინებთან ერთად .

– არ არის რეკომენდებული თიოკოლხიკოზიდის კომბინირებული გამოყენება სხვა კუნთოვან რელაქსანტებთან ,რადგანაც მათ შეიძლება გააძლიერონ ერთმანეთის ეფექტი.

– იგივე მიზეზის გამო თიოკოლხიკოზიდის გამოყენებისას გლუვ კუნთებზე მოქმედ პრეპარტებთან საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და სასურველია პაციენტის მონიტორინგი .

– არ შეიძლება თიოკოლხიკოზიდის გამოყენება ანტიკოაგულანტებთან ერთად .

ორსულობა:

* თიორელი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში .

ლაქტაცია:

იმის გამო , რომ თიოკოლხიკოზიდი გადადის რძეში , ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არ შეიძლება .

ფერტილობა:

მიუხედავად იმისა , რომ ამ შენაერთის მეტაბოლიტს გააჩნია ანოგენური აქტივობა , თიოკოლხიკოზიდი ფერტილობაზე რაიმე ზეგავლენას არ ახდენს .

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილები : 1 კაფსულა (8 მგ ) დღეში 2- ჯერ , ანუ მაქსიმუმ 2 კაფსულა (16 მგ )
დღეში . პრეპარატი მიიღება მხოლოდ ორალურად . კაფსულების მიღება უნდა მოხდეს წყალთან ერთად ჭამის შემდეგ . მკურნალობის ხანგრძლივობა 5-7 დღე .

თუ ორალური მიღების შემდეგ გამოვლინდა დიარეა, აუცილებლია დოზის   შემცირება .

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა: თიორელის უსაფრთხოება და ეფექტურობა ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოკვლეული არ არის .

პედიატრიული პოპულაცია : თიორელის გამოყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდირებული არ არის .

ჭარბი დოზირება და მკურნალობა:

თიოკოლხიკოზიდის დოზის გადაჭარბებისას რაიმე სპეციფიკური სიმპტომი აღწერილი არ არის .

მკურნალობა : დოზის გადაჭარბების დროს რეკომენდებულია სამედიცინო მეთვალყურეობა და სიმპტომური მკურნალობა .

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება კოლოფში და   ოთახის , არაუმეტეს 250°C, ტემპერატურაზე .

შენახვის ვადა: 24 თვე

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( პრეპარატი გაიცემა რეცეპტით ).

მწარმოებელი; Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S. თურქეთი

თიმოლოლ-პოსი® – TIMOLOL-POS® – ТИМОЛОЛ-ПОС®

საერთაშორისო დასახელება:

TIMOLOL MALEATA

მწარმოებელი: GmbH, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: თიამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიგლაუკომური საშუალება (ბეტა1 და ბეტა2 ადრენობლოკატორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0,25%: ფლაკონში 5 მლ საწვეთურით, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ

თიმოლოლის მალეატი ……………  3.42 მგ,

მათ შორის თომოლოლი …………   2.5 მგ

თვალის წვეთები 0,5%: ფლაკონში 5 მლ საწვეთურით, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ

თიმოლოლის მალეატი ……………  6.84 მგ,

მათ შორის თიმოლოლი ………….. 5.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,05 მგ (კონსერვანტი), ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, წყალი ინექციებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

თიმოლოლ მალეატი (თიმოლოლ-პოს თვალის წვეთების აქტიური კომპონენტი) წარმოადგენს ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების არასელექტურ ბლოკატორს, რომელსაც არ გააჩნია ადგილობრივი ანესთეზიური და კარდიოდეპრესიული ეფექტი. ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკადა იწვევს თვალის ნამის პროდუქციის შემცირებას და აუმჯობესებს მის უკუდენას. ეფექტი თავს იჩენს ნორმალური საწყისი და, განსაკუთრებით აწეული თვალშიდა წნევის დროს. ჩვეულებრივ, ეფექტი ვლინდება კონიუქტივალურ პარკში თიმოლოლ-პოს თვალის წვეთების ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ, აღწევს მაქსიმუმს 1-2 საათის შემდეგ და გრძელდება 24 სათი.

ჩვენებები:

თიმოლოლ-პოსი ინიშნება:

  • მომატებული თვალის შიდა წნევის დროს;
  • ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს;
  • აფაკიური გლაუკომის დროს;
  • თანდაყოლილი გლაუკომის დროს, როდესაც სხვა თერაპიული ღონისძიება არასაკმარისია. გამოიყენეთ, მხოლოდ ექიმის დანიშვნით!

დოზირების რეჟიმი:

ექიმის სხვა რეკომენდაციების არარსებობის დროს, ზუსტად უნდა შესრულდეს თიმოლოლ-პოს თვალის წვეთების გამოყენების მოცემული ინსტრუქცია.

თიმოლოლ-პოსის იწვეთებენ კონიუქტივალურ პარკში დღეში 1-2 წვეთს. ამისათვის აუცილებელია მოიხსნას ფლაკონის მფარავი პატარა ხუფი, გადმოატრიალოთ ფლაკონი და მის კორპუსზე სუსტად დაჭერით ჩაიწვეთოთ წვეთების საჭირო რაოდენობა კონიუქტივალურ პარკში. ხისტი კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას ჩაწვეთებამდე და უკან ჩაისვას არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.

პრეპარატი თიმოლოლ-პოსის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად.

რადგან თიმოლოლ-პოს პრეპარატის ჰიპოტენზიული მოქმედება ვითარდება თანდათანობით, ანუ თვალის შიდა წნევის დაწევა ხდება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, რეკომენდებულია რეგულარულად აკონტროლოთ თვალის შიდა წნევა თიმოლოლ-პოს თვალის წვეთების დოზირების ოპტიმალური რეჟიმის შერჩევისათვის.

საჭიროებისამებრ, დოზირება შეიძლება შემცირებულ იქნას 1-2 წვეთამდე დღეში.

გვერდითი მოვლენები:

თუ თიმოლოლ-პოსით მკურნალობისას განვითარდა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში ან თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის ეფექტურობაში, გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები:

თვალის გაღიზიანება, კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის, კერატიტის სახით.

ჩაწვეთებისთანავე მხედველობის სიმახვილის ხანმოკლე ცვლილება, თვალების “სიმშრალის” გრძნობა.

სისტემური გვერდითი ეფექტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, სინკოპალური მდგომარეობა, ცერებროვასკულარული ინსულტი, ცერებრალური იშემია, ბრადიკარდია, არითმია, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა გულის გაჩერებამდეც კი, გულის უკმარისობა.

სისტემური გვერდითი ეფექტი სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი, ფილტვის უკმარისობა, ქოშინი.

სისტემური გვერდითი ეფექტი კანის საფარის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობა (ეგზანთემა, ურტიკარია, ალოპეცია).

სისტემური სხვა გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, თავბრუსხვევა, დეპრესია.

* ხელს უწყობს ჰიპოგლიკემიის სურათის შენიღბვას შაქრიანი დიაბეტის დროს.

* ყველა ავადმყოფისთვის, ვინც იყენებს თიმოლოლ-პოს პრეპარატს გლაუკომის სამკურნალოდ, რეკომენდებულია განახორციელონ რქოვანას საკონტროლო გასინჯვა და თვალშიდა წნევის გაზომვა დროის თანაბარ მონაკვეთებში.

* გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და, რაც შეიძლება სწრაფად, მიმართეთ მკურნალ ექიმს (ოფთალმოლოგს).

უკუჩვენებები:

*ბრონქული ასთმა, ბრონქების ზერეაქტიულობა;

*ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები;

*სინუსური ბრადიკარდია;

*II და III ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური გამტარობის დარღვევა;

*II-III ხარისხის გულის უკმარისობა;

*კარდიოგენული შოკი;

*პრეპარატის კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობა;

*მძიმე ვაზომოტორული რინიტი;

*რქოვანას დისტროფიები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ბავშვებში, ორსულობასა და ლაქტაციის დროს თიმოლოლ-პოს პრეპარატის გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. შესაძლებელია პრეპარატი გამოყენებულ იქნას ბავშვებში 1 წლის ასაკის ზევით, ორსულებისა და მეძუძური დედების მკურნალობისთვის, მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

თუ პრეპარატი გამოიყენებოდა უშუალოდ მშობიარობამდე, ან ძუძუს წოვების დროს, მაშინ ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ დაბადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ან მეძუძური დედის თიმოლოლ-პოს პრეპარატით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

განსაკუთრებული მითითებები:

თიმოლოლ-პოსით მკურნალობის დროს არ უნდა იყოს გამოყენებული რბილი კონტაქტური ლინზები. თუ პაციენტი მკურნალი ექიმის ნებართვით აგრძელებს მაგარი კონტაქტური ლინზების გამოყენებას თვალის წვეთების ჩაწვეთებამდე, რეკომენდებულია მოიხსნას კონტაქტური ლინზები და კვლავ გაიკეთოს ჩაწვეთებიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.

თიმოლოლ-პოსის უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება წარმოიქმნას მხედველობის სიმახვილის ხანმოკლე დარღვევა, რაც იწვევს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების შენელებას. ამიტომ პრეპარატის გამოყენება უშუალოდ მექანიზმებთან მუშაობისა და ავტოტრანსპორტის მართვის წინ არ არის რეკომენდებული.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ადრენალინის შემცველი თვალის წვეთების თანხმლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გუგის გაფართოება.

– თიმოლოლ-პოსის სპეციფიკური მოქმედება (თვალშიდა წნევის დაწევა) ძლიერდება ადრენალინისა და პილოკარპინის შემცველი თვალის პრეპარატების ერთდროული გამოყენების დროს.

– სისტემური ბეტა-ადრენობლოკატორების თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თითოეული პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობის გაძლიერება (თიმოლოლ-პოსის მიერ გაძლიერებული იქნება როგორც თვალშიდა წნევის დაწევა, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ბეტა-ბლოკერების ზემოქმედება).

-ჰიპოტენზია და ბრადიკარდია შეიძლება პოტენცირებულ იქნას თიმოლოლ-პოსისა და კალციუმის ანტაგონისტების, კატექოლამინების გამომანთავისუფლებელი პრეპარატების და ბეტაბლოკატორების ერთობლივი გამოყენების დროს.

-თიმოლოლ-პოსი აძლიერებს მიორელაქსანტების მოქმედებას, ამიტომ აუცილებელია პრეპარატის აკრძალვა საერთო ნარკოზის გამოყენებით ქირურგიულ ჩარევამდე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. თიმოლოლ-პოსი გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან არა უმეტეს 4 კვირის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

თიმოლანი – TIMOLANI – ТИМОЛАНИ

საერთაშორისო დასახელება:

TRAVOPROST; TIMOLOL MALEATE

მწარმოებელი: ფარმა მედიტერანია, ს.ლ., ესპანეთი

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრავოპროსტი +თიმოლოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლაუკომის სამკურნალო კომბინირებული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები: გამჭვირვალე, უფერო სითხე, რომელიც მოთავსებულია 2,5 მლ მოცულობის პლასტმასის ფლაკონში ხრახნიანი თავსახურით

1 მლ შეიცავს: ტრავოპროსტი – 40 მკგ;  თიმოლოლი (მალეატის სახით) – 5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

თიმოლანი თვალის წვეთები წარმოადგენს ორი აქტიური ნივთიერების კომბინაციას: ტრავოპროსტს და თიმოლოლის მალეატს.

ტრავოპროსტი – პროსტაგლანდინ F2a-ს ანალოგი, ამცირებს ინტრაოკულარულ წნევას თვალშიდა სითხის გადინების გაზრდით ტრაბეკულურ ბადესა და უვეოსკლერული გზით.

თიმოლოლი – არასელექციური ß ადრენორეცეპტორების ბლოკატორია, რომელიც   თვალშიდა სითხის წარმოქმნის შემცირებისა და გადინების ოდნავ გაზრდის საფუძველზე იწვევს ინტრაოკულარული წნევის შემცირებას. ეს ორი კომპონენტი  კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს ინტრაოკულარულ წნევას (იოწ).

ჩვენებები:

ღია კუთხოვანი გლაუკომის ან ოკულარული ჰიპერტენზიის მქონე  პაციენტები, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ ადგილობრივ ბეტა-ბლოკერებზე ან პროსტაგლანდინების ანალოგებზე.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში მოხუცების ჩათვლით რეკომენდირებული დოზა შეადგენს თიმოლანის ხსნარის 1 წვეთს დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივიტის პარკში 1 ჯერ დღეში, დილით ან საღამოს. მიღება საჭიროა დღის ერთსა და იმავე დროს. თიმოლანის  ჩაწვეთება ორივე თვალში დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით

გამოყენების წესი

  • აიღეთ ბეფარდინის ფლაკონი და სარკე
  • დაიბანეთ ხელი
  • შეანჯღრიეთ ფლაკონი და მოხსენით თავსახური. თავსახურის მოხსნის შემდეგ, თუ აღმოჩნდა, რომ ფლაკონზე არ არის პირველი გახსნის მაჩვენებელი – დამცავი რგოლი, პროდუქტი არ გამოიყენოთ.
  • გადაატრიალეთ ფლაკონი, გეჭიროთ შუა თითით და ცერით.
  • თავი უკან გადაწიეთ. სუფთა თითით ქვედა ქუთუთო ქვემოთ დაწიეთ, რათა შეიქმნას „ჯიბე“ ქუთუთოსა და თვალს შორის. ამ „ჯიბეში“ უნდა მოხვდეს წვეთი.
  • მიიტანეთ ფლაკონის საწვეთური თვალთან. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ სარკე.
  • არ შეახოთ საწვეთურის წვერი თვალს ან ქუთუთოს ან თვალის გარშემო კანს. ამან შეიძლება წვეთების ინფიცირება გამოიწვიოს.
  • ფლაკონის ძირს ხელი მსუბუქად მოუჭირეთ ისე  რომ თიმოლანის ერთი წვეთი გადმოედინოს.
  • არ მოუჭიროთ ფლაკონს ხელი ძალიან ძლიერად, რადგან საკმარისია ფლაკონის ძირზე მსუბუქად დაჭერა.
  • თიმოლანის ჩაწვეთებიდან 1 წთ-ის განმავლობაში საჭიროა თითის დაჭერა თვალის შიდა კუთხის მიდამოზე, ცხვირთან, რადგან თავიდან აიცილოთ პრეპარატის სისტემური შეწოვა.
  • გაიმეორეთ იგივე მოქმედებები, თუ საჭიროა პრეპარატის ჩაწვეთება მეორე თვალშიც.
  • პრეპარატის გამოყენებისთანავე, ფლაკონს თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.

თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, კიდევ სცადეთ.

თიმოლანი  ფერს უკარგავს რბილ კონტაქტურ ლინზებს. სასურველია რბილ კონტაქტურ ლინზნებთან კონტაქტის აცილება.

პაციენტებს უნდა განემარტოთ, რომ ლინზები მოიხსნან თიმოლანის  გამოყენებამდე და მათ ხელახლა ჩასმამდე დაიცადონ 15 წუთი.

თიმოლანის ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზით ჩაწვეთების შემთხვევაში,  გამოირეცხეთ თვალი თბილი წყლით. არ ჩაიწვეთოთ პრეპარატი დანიშნულ დროზე ადრე.

თიმოლანის დოზის გამოტოვება:

დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემდეგი გეგმიური დოზით. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით. სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დაზიანებულ თვალში (თვალებში) დღეში 1 წვეთს.

თიმოლანის გამოყენების შეწყვეტა:

ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისას უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ვერ გააკონტროლებთ თვალის შიდა წნევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა.

თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატი, მათი მიღება საჭიროა მინიმუმ 5 წუთის ინტერვალით.

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

თვალის მხრივ დარღვევები: ძალიან ხშირი – თვალის გაღიზიანება ოკულარული ჰიპერემია;

ხშირი – თვალის ტკივილი, თვალის შეშუპება,  ოკულარული დისკომფორტი, თვალის არანორმალური მგრძნობელობა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მხედველობის დარღვევები, თვალის სიმშრალე, თვალის ქავილი

არახშირი – ქუთუთოს ტკივილი, თვალის ალერგია, კონიუნქტივური შეშუპება,  ქუთუთოს შეშუპება, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ქუთუთოს ქავილი, ცრემლდენის გაზრდა

ვასკულური დარღვევები: ხშირი – გულის არითმია, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ხშირი – ბრონქოსპაზმი; არახშირი – დისპნოე, ხველა, ყელის გაღიზიანება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ხშირი – ურტიკარია, კანის ჰიპერპიგმენტაცია (პერიოკულარული). არახშირი – კონტაქტური დერმატიტი.

ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დარღვევები: ხშირი – ტკივილი დაბოლოებებში.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა ტრავოპროსტის, თიმოლოლის ან სხვა შემავსებლების მიმართ

*ბრონქული ასთმა. ანამნეზში ბრონქული ასთმა ან ფილტვის მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

*სინუსური ბრადიკარდია II ან III ხარისხის, გულის გამოხატული უკმარისობა

*მწვავე ალერგიული რინიტი ან ბრონქული ჰიპერრეაქტიულობა

*რქოვანას დისტროფიები, მომატებული მგრძნობელობა სხვა ბეტა ბლოკერების მიმართ

ორსულობა და ლაქტაცია:

რეპროდუქციული ასაკის ქალები: საჭიროა კონტრაცეპციური ზომების მიღება

*თიმოლანის  თვალის წვეთების მიღება არ შეიძლება იმ ქალებისთვის, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ, სანამ ადეკვატური კონტრაცეპციური ზომები არ იქნება მიღებული.

პედიატრიული პაციენტები

თიმოლანის თვალის წვეთების 18 წელზე უმცროს პაციენტებში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის და მისი გამოყენება ამ ასაკში რეკომენდებული არ არის, სანამ ხელმისაწვდომი არ გახდება შემდეგი მონაცემები.

სხვა მედიკამენტებთან  ურთიერთქმედება:

არსებობს დამატებითი ეფექტის შესაძლებლობა, რომელიც ჰიპოტენზიასა და/ან შესამჩნევ ბრადიკარდიაში გამოიხატება მაშინ, როდესაც თიმოლანის თვალის წვეთები მიიღება კალციუმის არხის ორალურ მაბლოკირებლებთან, გუანეთიდინსა და ბეტა-ბლოკერებთან, ანტიარითმიულ საშუალებებთან, სათითურას გლიკოზიდებთან, ან პარასიმპათომიმეტურებთან ერთად.

ბეტა-ბლოკერებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტები.

განსაკუთრებული მითითებები:

თიმოლანით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი გამოკვლეული უნდა იქნას ანამნეზში შემდეგი დაავადების არსებობაზე:

  • გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, სისხლის დაბალი წნევა
  • გულის რითმის დარღვევები ისეთი როგორიცაა შენელებული გულისცემა
  • სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ასთმა ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
  • სისხლის მიოქცევის დარღვევები ( რეინოს სინდრომი ან დაავადება)
  • დიაბეტი, თიმოლოლმა  შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.
  • მიასთენია ( ქრონიკული ნერვ-კუნთოვანი დაავადებები)
  • მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი ინფორმირებული უნდა იქნას თვალის ფერის მუდმივი ცვლილების შესაძლებლობის შესახებ
  • თიმოლანმა  შეიძლება თანდათან შეცვალოს დაზიანებული თვალის წამწამები; ეს ცვლილებებია: გაზრდილი სიგრძე, სისქე, პიგმენტაცია და/ან წამწამების რიცხვი.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე

ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან არაუმეტეს   28 დღისა

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25 0C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

თიმალინი – THYMALINUM – ТИМАЛИН

მწარმოებელი: ბიოფარმი, კიევი

მოქმედი ნივთიერება: თიმალინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნოსტიმულატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი ინექციის მოსამზადებლად:

1 ფლაკონი თიმალინი შეიცავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მკერდუკანა ჯირკვლიდან გამოყოფილ პოლიპეპტიდური ფრაქციების კომპლექსს,   (თიმუსი), 10მგ;

გამხსნელი – ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი – 2მლ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

თიმალინი – იმუნომოდულატორი; ახასიათბს ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის სტიმულირება: არეგულირებს T– და B– ლიმფოციტების რაოდენობას; ასტიმულირებს უჯრედული იმუნიტეტის რეაქციას; აძლიერებს ფაგოციტოზს.ასევე ასტიმულირებს რეგენერაციის და სისხლწარმოქმნის პროცესს მათი დათრგუნვის შემთხვევაში.

ჩვენებები:

გამოიყენება მოზარდებში და ბავშვებში იმუნოსტიმულატორის და ბიოსტიმულატორის სახით დაავადების კომპლექსურ მკურნალობაში, როცა ადგილი აქვს უჯრედული იმუნიტეტის დათრგუნვას: მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი პროცესები და ანთებითი დაავადებები, დამწვრობები, ტროფიკული წყლულები და სხვა;

ასევე, ონკოლოგიურ ავადმყოფებში  სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ და სხვა პთოლოგიური პროცესებისას როცა  იმუნიტეტი და სისხლწარმოქმნის ფუნქციაა დათრგუნული;

პრეპარატი ასევე გამოიყენება საპროფილაქტიკოდ:

ინფექციური გართულებების, იმუნიტეტის და სისხლწარმოქმნის დათრგუნვის, პოსტრავმატულ და ოპერაციის შემდგომ პერიოდში, სხივური და ქიმიოთრაპიის  ჩატარებისას ონკოლოგიურ ავადმყოფებში.

არსებობს მონაცემები თიმალინის ეფექტურობაზე წითელი ქარით ინფიცირებისას კომპლექსურ თერაპიაში, ქრონიკული პიოლენეფრიტის დროს, ფილტვების ტუბერკულოზის და სხვა დაავადებებისას ჩატარებული  ქიმიოთრაპიის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

თიმალინი შეყავთ კუნთში ღრმად (მოერიდეთ სისხლძარღვში მოხვედრას).

ინექციისთვის ფლაკონის შემცველობას ხსნიან 1–2მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში და შერევა ხდება მსუბუქი შენჯღრევით, ქაფის წარმოქმნის გარეშე, ერთგვაროვანი ხსნარის წრმოქმნამდე.

მოზრდილებში – 5–20მგ ყოველდღიურად (30–100მგ კურსზე).

ბავშვებში 1 წლამდე – 1მგ;

1–3 წელი 1–2 მგ;

4–6 წელი 2–3 მგ;

7–14 წელი 3–5 მგ.

კურსის ხანგრძლიობა 3–10 დღე, დამოკიდებული იმუნიტეტის დარღვევის ხარისხზე.

აუცილებლობისას ატარებენ განმეორებით კურსს (1–6 თვის შემდეგ).

პროფილაქტიკის მიზნით მოზრდილებში შეყავთ 5–10 მგ ყოველდღიურად, ბავშვებში – 1–5 მგ 3–5 დღის მანძილზე.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა.

* გვერდითი მოქმედება:

* შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.

ვადა: 3 წელი

თიეთილპერაზინი – THIETHYLPERAZINE – ТИЭТИЛПЕРАЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

იგი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ღებინების საწინააღმდეგო საშუალებას. მოქმედებს ე.წ. გამშვები (ტრიგერ) ზონის ქემორეცეპტორებზე და უშუალოდ ღებინების ცენტრზე. პრეპარატი ხსნის თავბრუსხვევას რეტიკულურ ფორმაციაში ლოკალიზებულ კოორდინაციის ცენტრებზე ზემოქმედებით. ეფექტი ვითარდება სწრაფად, ჩვეულებრივ პირველი გამოყენების შემდეგ.

ჩვენებები

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის გულისრევა და ღებინება (მათ შორის ორსულობის დროს), ცენტრალური და ვესტიბულური გენეზის თავბრუსხვევა.

დოზირების რეჟიმი

პერორალურად ან რექტალურად მოზრდილებში და ბავშვებში 15 წლის ასაკის ზევით ინიშნება 6.5 მგ 1-3-ჯერ დღეში, მძიმე შემთხვევაში – 1 მლ კანქვეშ, კუნთებში ან ინტრავენურად. პოსტოპერაციული ღებინების პროფილაქტიკის მიზნით – 1-2 კუნთებში ოპერაციის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე.

გვერდითი მოვლენები

პირის სიმშრალე, ძილიანობა, არტერიული ჰიპოტონია, ტაქიკარდია. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას და მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლებელია ექსტრაპირამიდული მოშლილობების, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის განვითარება.

უკუჩვენებები

* დეპრესია;

* კომატოზური მდგომარეობა;

* გლაუკომის მწვავე შეტევა;

* მომატებული მგრძნობელობა ფენოთიაზინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

♦ არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა 15 წლამდე ასაკის ბავშვებში;

♦  პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს;

♦  იგი ასევე მოქმედებს ავადმყოფის ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე, მისი რეაქციის უნარზე;

♦  პრეპარატი იწვევს ალკოჰოლის, ბენზოდიაზეპინების, ნარკოტიკული ანალგეტიკების და სხვა პრეპარატების მოქმედების პოტენცირებას;

♦  თრგუნავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას.

Don`t copy text!