Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 596

თიდაზინი – TIDAZIN – ТИДАЗИН

შემადგენლობა:

გულყვითელას ნაყენი; 20გრ. კრაზანას ნაყენი, 5 გრ.მზესუმზირის ზეთი; 55გრ.თაფლის სანთელი 20გრ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი შეიცავს ფლავონიდებს, კაროტინოიდებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს და სხვა; ახასიათებს ეპითელური ქსოვილის სწრაფი რეგენერაცია და გრანულაციური ქსოვილის განვითარება. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აჩქარებს შეხორცების პროცესს.

დანიშნულება:

პრეპარატი გამოიყენება ჭრილობების, ჩირქოვანი პოსტოპერაციული ჭრილობების, დამწვრობის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის, ჰემოროიდული კვანძების, მასტიტის სამკურნალოდ.

გვერდითი მოქმედება:

არ არის დადგენილი.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

– ჭრილობა იხვევა მსუბუქად მარლის ორმაგ ფენაზე დატანილი მალამოთი, საფენი იცვლება 24 სთ–ში ერთხელ. საფენის გამოცვლის წინ დაზიანებული არე უნდა იყოს სახვევისაგან თავისუფალი 1 სთ–ის განმავლობაში.

– მძიმე დამწვრობის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული წესით მკურნალობის ერთი კვირის თავზე ჭრილობა მუშავდება 2% ბრილიანტის ხსნარით და შემდეგ მკურნალობა გრძელდება ჩვეულებრივი წესით.

–  საშვილოსნოს ყელის ეროზიის, ჰემოროიდული კვანძების დროს:

ჰიგიენური პროცედურის შემდეგ გამოიყენება ტამპონის სახით.

–მასტიტების დროს – კომპრესის სახით.

–კვანძის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში მალამო ედება ყოველ 8 სთ–ში ერთხელ.

გამოშვების ფორმა: 30 და 50გრ. ალუმინის ან პოლიმერული მასალის ტუბი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთნ ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

თიანეპტინი – TIANEPTINE – ТИАНЕПТИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს მარედინამიზირებელი მოქმედების ანტიდეპრესანტს, რომელსაც გააჩნია ანქსიოლიზური თვისება. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი უკავშირდება სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბირებას თავის ტვინის ქერქის ნეირონების და ჰიპოკამპის მიერ.

პრეპარატს თავისი მოქმედების მიხედვით სედატიურ და მასტიმულირებელ ანტიდეპრესანტებს შორის შუალედური ადგილი უჭირავს. პრეპარატის მიღებისას აღინიშნება ისეთი სომატური სიმპტომების შემცირება როგორიცაა: ტკივილი ეპიგასტრალურ უბანში, გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის მუშაობის გახშირება, სიცხის შეგრძნება, კუნთებში ტკივილის შეგრძნება. ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პაციენტებში. აბსტინენციის დროს პრეპარატი არეგულირებს ქცევას და დადებითად მოქმედებს პაციენტის ხასიათზე.

თიანეპტინი უარყოფითად არ მოქმედებს მეხსიერებაზე, ძილსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

პრეპარატს არ გააჩნია ანტიქოლინერგული მოქმედება, იგი არ იწვევს შეჩვევას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და მთლიანად მეტაბოლიზდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. იგი კარგად ნაწილდება ორგანიზმში, მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (დაახლოებით 94%) თიანეპტინი მეტაბოლიზდება ღვიძლში (ბეტა-ოქსიდაცია და -დემეთილირება).

თიანეპტინის T1/2 შეადგენს 2.5 საათს, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში – 3.5 საათს.

პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით: ძირითადი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, ხოლო 8% – უცვლელად, თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ და/ან ხანდაზმულ პაციენტებში (70 წლის ასაკის ზევით) T1/2 ხანგრძლივდება 1 საათით.

ჩვენებები

  • პრეპარატი გამოიყენება სუსტად, საშუალოდ და მძიმედ გამოხატული დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი

– პრეპარატი ინიშნება დოზით 12.5 მგ დღეღამეში 3-ჯერ (დილით, შუადღით და საღამოს) ჭამის წინ.

– 70 წლის ასაკის ზევით პაციენტებში, აგრეთვე თირკმელების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში რეკომენდებულია დღეღამური დოზის 25 მგ-მდე (2 ტაბ.) შემცირება.

– ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პაციენტებში (ღვიძლის ციროზით და/ან მის გარეშე) დოზის ცვლილება არ არის აუცილებელი.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: აღინიშნება მუცლის არეში ტკივილები, პირის ღრუს სიმშრალე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი.

ცნს–ის მხრივ: ძილის დარღვევა, ძილიანობა, ღამის შიშები, ასთენია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულყრა, ტრემორი, სიცხის შეგრძნება.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია, მკერდის არეში ტკივილები.

სასუნთქი სისტემების მხრივ: სუნთქვის გაძნელება.

სხვადასხვა: კუნთების ტკივილი, წელის არეში ტკივილის შეგრძნება.

ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები წარმოიშობა იშვიათად და სწრაფად ქრება.

უკუჩვენებები

* თიანეპტინის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მაო-ს ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. აგრეთვე 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია

აღნიშნულ პერიოდში პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები გამოიყოფიან დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები

♦ მკურნალობის დასაწყისში პაციენტები სასურველია იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან მათი მხრიდან არსებობს სუიციდური მცდელობის საშიშროება.

♦ ზოგადი ანესთეზიის გამოყენებისას აუცილებელია ექიმ-ანესთეზიოლოგს ეცნობოს იმის შესახებ, რომ პაციენტი მკურნალობს პრეპარატით. პრეპარატის მიღება შეწყვეტილი უნდა იქნას ოპერაციამდე 24 საათით ან 48 საათით ადრე. მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება 7-14 დღის განმავლობაში.

♦ მაო-ს ინჰიბიტორებით თერაპიის დროს, პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 2 კვირას, ხოლო პრეპარატის მაო-ს ინჰიბიტორებით შეცვლის შემთხვევაში საკმარისია 24 საათიანი შესვენება.

♦ პრეპარატის მიღებისას ზოგიერთ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პრეპარატს თავი უნდა შეიკავონ ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრირებას.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების სიმპტომების წარმოშობისას აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მაო-ს ინჰიბიტორებთან პრეპარატის კომბინაცია არ არის რეკომენდებული, ვინაიდან არსებობს კოლაფსის ან უეცარი არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერთერმიის, კრუნჩხვების წარმოშობის საშიშროება; არ არის გამორიცხული შესაძლო ლეტალური შედეგი.

თიამინის ქლორიდი – THIAMINE CHLORIDE – ТИАМИНА ХЛОРИД

საერთაშორისო დასახელება:

THIAMINE

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: თიამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 5%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

თიამინი ………………    50 მგ

 

ვრცლად თიამინი

თიამინი – THIAMINE – ТИАМИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

თიამინის ქლორიდი წარმოადგენს ვიტამინურ პრეპარატს, იგი ხელს უწყობს ვიტამინ B1-ის (თიამინის) დეფიციტის შევსებას მისი უკმარისობის შემთხვევაში. თიამინი აგრეთვე ახდენს ზემოქმედებას ორგანიზმის ფუნქციებზე. მათ შორის ნივთიერებათა ცვლაზე, ხელს უწყობს ნერვიული იმპულსების გატარებას. თიამინი აუცილებელია ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

ჩვენებები

  • თიამინის ქლორიდი გამოიყენება B1 (თიამინის) – ვიტამინის ჰიპო- და ავიტამინოზის პროფილაქტიკისათვის;
  • ასევე ნევრიტების, პოლინევრიტების, რადიკულიტის, ნევრალგიის; პერიფერიული პარეზის, ენცეფალოპათიისას;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას;
  • ნაწლავების ატონიისას;
  • ღვიძლის დაავადებებისას;
  • მიოკარდიუმის დისტროფიისას;
  • პერიფერიული სისხლძარღვების (ენდარტერიტის და სხვა);
  • ნეიროგენული წარმოშობის დერმატოზების, კანის ქავილის, პიოდერმიის, ეგზემის, ფსორიაზის სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი

თიამინის ქლორიდის საინექციო ხსნარი მოზრდილებში შეყავთ კუნთებში 0.05 გ (1 მლ 5% ხსნარი), ბავშვებში – 0.0125 გ (0.25 მლ 5% ხსნარი) ერთხელ დღეში ყოველდღიურად. მკურნალობის კურსის დროს რეკომენდებულია 10-30 ინექცია.

ინექციის ადგილას მოსალოდნელია ტკივილის შეგრძნება, რაც განპირობებულია ხსნარის pH-ის სიმცირით.

პრეპარატის ერთჯერადი დოზა, სიხშირე და მისი გამოყენების ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანის ქავილი, კვინკეს შეშუპება), ანაფილაქსიური შოკი, აღნიშნული რეაქციები ვითარდება ალერგიის  მიმართ მიდრეკილებისას, კლიმაქსის ან პრეკლიმაქსის პერიოდში მქოფ ქალებში, აგრეთვე ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეყრობილ პაციენტებში.

უკუჩვენებები

თიამინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ამიტომ თუკი პაციენტს გააჩნია მიდრეკილება ალერგიული დაავადების მიმართ ან აღენიშნებოდა B ჯგუფის ვიტამინებზე ალერგიული რეაქციები, საჭიროა ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღების შემთხვევაში აუცილებელია რეკომენდებული დოზის შენარჩუნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის ერთდროული შეყვანა ვიტამინ B6 და B12 საინექციო ხსნართან არ არის რეკომენდებული.

ერთ შპრიცში თიამინის ქლორიდის პენიცილინთან ან სტრეპოტომიცინთან, აგრეთვე ნიკოტინის მჟავასთან შერევა დაუშვებელია.

თიამაზოლი – THIAMAZOLE – ТИАМАЗОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფარისებრ ჯირკვალში თიროქსინის სინთეზის დათრგუნვით, რაც იწვევს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზაციას მისი ჰიპერფუნქციის დროს. პრეპარატი იწვევს ძირითადი ცვლის შენელებას. პრეპარატის ეფექტი ვლინდება ფარისებრი ჯირკვლიდან იოდიდების ელიმინაციის დაჩქარებით და ფერმენტული სისტემების აქტივობის დათრგუნვით, რომლებიც იწვევენ იოდიდების იოდამდე დაჟანგვას. ამის შედეგად აღინიშნება თირეოგლობულინის იოდირების დათრგუნვა და დიიოდთიროზინის გარდაქმნა თიროქსინში.

ჩვენებები

  • მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმის დიფუზური ტოქსიური ჩიყვი;
  • ავადმყოფების მომზადება ოპერაციისათვის თირეოტოქსიკოზის გამო.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამის შემდეგ.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმის თირეოტოქსიკოზი – 0.005 გ 3-4-ჯერ დღეში; მძიმე ფორმის დროს – 0.01 გ 3-4-ჯერ დღეში.

რემისიის განვითარების შემთხვევაში – დღეღამური დოზა მცირდება ყოველ 5-10 დღეში 0.005-0.01 გ-ით; თანდათანობით ხდება მინიმალური შემანარჩუნებელი დოზის შერჩევა: 0.005 გ ერთხელ დღეში; 0.005 გ დღეგამოშვებით; 0.005 გ 3 დღეში ერთხელ. პრეპარატი ინიშნება მყარი ეფექტის მიღწევამდე.

თირეოტოქსიკოზის რეციდივის შემთხვევაში პრეპარატის დოზა იზრდება აღნიშნული სქემის მიხედვით. პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე და მიმდინარეობის სიმძიმეზე, მიღწეული მკურნალობის ეფექტზე.

უმაღლესი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს: ერთჯერადი – 0.01 გ, დღეღამური – 0.004 გ.

ბავშვებში თირეოტოქსიკოზის დროს საწყისი დოზა შეადგენს 0.4 მგ/კგ-ზე დღეში ერთჯერადად ან გაყოფილი ორ მიღებაზე; შემანარჩუნებელი დოზა – 0.2 მგ/კგ-ზე დღეში ერთჯერადად ან გაყოფილი ორ მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები

აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ღვიძლის დაზიანება, თავბრუსხვევა, შეშუპება, გამონაყარი კანზე, პარესთეზიები, ტკივილი სახსრებში, თმის ცვენა, მხედველობის დარღვევა, მედიკამენტოზური ჰიპოთირეოზი, ჩიყვისებრი ეფექტი.

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პრეპარატის დოზა მცირდება ან მისი მიღება წყდება.

უკუჩვენებები

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* გამოხატული ლეიკოპენია და გრანულოციტოპენია;

* ჩიყვის კვანძოვანი ფორმა (გამონაკლისი -მძიმე, პროგრესირებადი მიმდინარეობა, რაც განაპირობებს ოპერაციის დროებით გადადებას).

განსაკუთრებული მითითებები

♦ თიამაზოლის გამოყენების ნაადრევი შეწყვეტისას შესაძლებელია, დაავადების რეციდივი.

♦ დაშვებულია პრეპარატის ერთდროული გამოყენება ლითიუმის კარბონატთან.

♦ რეპარატის გამოყენება ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და კვირაში ერთხელ ტარდება სისხლის საერთო ანალიზი.

♦ პრეპარატის გამოყენებამ ოპერაციისათვის მოსამზადებელ პერიოდში შესაძლებელია გააძლიეროს სისხლდენა ფარისებრი ჯირკვლიდან. ამის თავიდან ასაცილებლად (რემისიის განვითარების შემთხვევაში ან მდგომარეობის გაუმჯობესებისას) პრეპარატის მიღება წყდება და ინიშნება იოდის პრეპარატები. ოპერაცია ტარდება 2-3 კვირის შემდეგ.

ჭარბი დოზირება

კლინიკური სიმპტომები: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კანის სიმშრალე, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე, სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

დაუშვებელია პრეპარატის ერთდროული გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ ლეიკოპენიას: ამიდოპირინთან და მის ანალოგებთან, სულფანილამიდურ საშუალებებთან.

თერმოფლექსი კრემი – TERMOFLEX – ТЕРМОФЛЕКС КРЕМ




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

თეოპეკი – THEOPEC – ТЕОПЭК




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

თემოდალი – TEMODAL – ТЕМОДАЛ

საერთაშორისო დასახელება:

TEMOZOLOMID

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ტემოზოლომიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 5 და 20 ც.

1 კაფს.

ტემოზოლომიდი ………………….     5 მგ

1 კაფს.

ტემოზოლომიდი…………………       20 მგ

1 კაფს.

ტემოზოლომიდი ………………….     100 მგ

1 კაფს.

ტემოზოლომიდი ……………………   250 მგ

სხვა ინგრედიენტები:

უწყლო ლაქტოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი, ღვინის მჟავა, სტეარინის მჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

თემოდალი წარმოადგენს მაალკილირებელი მოქმედების იმიდაზოლგეტრაზინული წარმოებულის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატს. სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრის შემდეგ, pH-ის ნორმალურ ფიზიოლოგიურ პირობებში, იგი ექვემდებარება სწრაფ ქიმიურ გარდაქმნას აქტიური ნაერთის მონომეთილტრიანზენოიმიდაზოლკარბოქსამიდის (მტიკ) წარმოქმნით.

მონომეთილტრიანზენოიმიდაზოლკარბოქსამიდის ციტოტოქსიკური ეფექტი პირველ რიგში განპირობებულია გუანინის O6 მდგომარეობაში ალკირებით და N7 მდგომარეობაში დამატებითი ალკილირებით. ამ გზით განხორციელებული ციტოტოქსიკური მოქმედება იწვევს მეთილის ნარჩენის აბერანტული აღდგენის მექანიზმის ინიცირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

თემოდალი შიგნით მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ და ასევე სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად. იგი სწრაფად გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ხვდება ცერებროსპინალურ სითხეში.

მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღწევს საშუალოდ 0.5-1.5 სთ-ის შემდეგ (ყველაზე ადრე 20 წთ-ის შემდეგ) პრეპარატის მიღებიდან. პლაზმიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1.8 სთ-ს. კლირენსი, პლაზმაში განაწილების მოცულობა და ნახევარგამოყოფის პერიოდი პრეპარატის დოზაზე დამოკიდებული არ არის.

თემოდალი სუსტად უკავშირდება სისხლის ცილებს (10-20%), რის გამოც იგი არ ურთიერთქმედებს იმ ნივთიერებებთან, რომლებიც ხასიათდებიან ცილებთან მაღალი შეკავშირების უნარით.

თემოდალის პერორალური მიღების დროს, მონიშნული C14, იზოტოპის C14 გამოყოფის საშუალო ხარისხი ფეკალურ მასასთან ერთად 7 დღის განმავლობაში შეადგენს 0.8%, რაც მიუთითებს პრეპარატის მთლიანად შეწოვის პროცესზე.

თემოდალი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით.

პრეპარატის პერორალურად მიღებიდან 24 საათის შემდეგ დოზის დაახლოებით 5-10% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად; დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა 4-ამინო-5-იმიდაზოლკარბოქსამიდის ჰიდროქლორიდის ან არაიდენტიფიცირებული პოლარული მეტაბოლიტების სახით.

სხვადასხვა პოპულაციებში ტემოდალის ფარმაკოკინეტიკური ანალიზით დადგენილია,  რომ პლაზმაში პრეპარატის კლირენსი დამოკიდებული არ არის ასაკზე, თირკმელების ფუნქციაზე და თამბაქოს მოხმარებაზე.

ცალკეული ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევებით დადგენილია, რომ პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია ღვიძლის ფუნქციის სუსტი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის მოშლით დაავადებულ ავადმყოფებში იგივეა, როგორც ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ავადმყოფებში.

ბავშვებში AUC მრუდის “კონცენტრაცია-დრო” ფართი უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში, თუმცა მაქსიმალური დოზა ბავშვებში და მოზრდილებში, ერთი და იგივეა და მკურნალობის ერთი ციკლიანი კურსი შეადგენს 1000 მგ/კვ.მ.-ს.

ჩვენებები:

  • ავთვისებიანი გლიომა მრავლობითი გლიობლასტომებით ან ანაპლასტური ასტროციტომებით, რეციდივის არსებობის ან, დაავადების პროგრესირებისას მკურნალობის სტანდარტული მეთოდების გამოყენების შემდეგ.

დოზირების რეჟიმი:

თემოდალის გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ მკურნალობის სათანადო გამოცდილების მქონე ექიმებს.

მოზრდილებში: ავადმყოფებს, რომლებსაც ადრე არ უტარდებოდათ ქიმიოთერაპიული მკურნალობა, შიგნით მისაღებად ენიშნებათ 200 მგ/მ2 დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში, მკურნალობის ციკლი შეადგენს 28 დღეს.

ავადმყოფებს, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ქიმიოთერაპიული პრეპარატებით, საწყისი დოზა შეადგენს 150 მგ/კვ.მ. დღეში ერთხელ. მკურნალობის მეორე ციკლში დოზა იზრდება 200 მგ/კვ.მ-მდე იმ პირობით, რომ შემდგომი ციკლის პირველ დღეს ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა იქნება არანაკლები 1.5X109 ლ-ში და თრომბოციტების რაოდენობა არაუმცირეს 100X109– ლ-ში.

3 წლამდე ასაკის ბავშვებს თემოდალი შიგნით მისაღებად ენიშნებათ 200 მგ/კვ.მ. დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი შეადგენს 28 დღეს.

ბავშვებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს, საწყისი დოზა შეადგენს 150 მგ/კვ.მ. დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში. მკურნალობის შემდგომ ციკლში დოზა იზრდება 200 მგ/კვ.მ.-მდე იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ჰემატოლოგიური ინტოქსიკაციის ნიშნები.

მკურნალობა გრძელდება დაავადების პროგრესირებამდე და მისი ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმალურად 2 წელს.

თემოდალის მიღება რეკომენდებულია დილით უზმოზე, ჭამამდე არანაკლებ ერთი სთ-ით ადრე წყალთან ერთად. თუ კაფსულა დაზიანებულია, საჭიროა სიფრთხილე, რათა მის შემადგენლობაში არსებული ფხვნილის მაგვარი ნივთიერება არ მოხვდეს კანზე და ლორწოვან გარსზე. ამ შემთხვევაში საჭიროა კანისა და ლორწოვანის წყლით ჩამობანვა.

გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები ენიშნებათ როგორც მკურნალობამდე, აგრეთვე მკურნალობის შემდეგ; იმ შემთხვევაში, როდესაც თემოდალის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ აღინიშნება ღებინება, პრეპარატის მიღება იგივე დღეს რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა (43%) და ღებინება (36%). აღნიშნული მოვლენები საშუალო ან სუსტი სიძლიერისაა (არა უმეტეს 5 ღებინების შეგრძნება დღე-ღამეში), რომელიც თავისთავად გაივლის ან ადვილად შეიძლება მოიხსნას სტანდარტული გულისრევის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების გამოყენებით. ძლიერი ღებინება და გულისრევა აღინიშნება შემთხვევების მხოლოდ 4%-ში.

აღინიშნება აგრეთვე გადაღლილობა (22%), ყაბზობა (17%), თავის ტკივილი (14%), ანორექსია (11%), დიარეა (8%), გამონაყარი, ცხელება და ძილიანობა (6%).

ხშირ შემთხვევაში (2%-დან 5%-მდე) – ასთენია, ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, თავბრუსხვევა, სხეულის წონის დაკლება ან დაქვეითება, ქოშინი, დისპეფსია, ალოპეცია, შემცივნება, ქავილი, გემოვნების დაქვეითება ან პარესთეზიები.

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: გლიომით ან მეტასტაზური მელანომით დაავადებულ ავადმყოფებს მკურნალობის დროს აღენიშნებათ მე-3 და მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენიის და ნეიტროპენიის შემთხვევები 19% და 17% გლიომის დროს და 20% და 22% მელანომის დროს.

ამ შემთხვევაში ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაცია ან/და თემოდალით მკურნალობის შეწყვეტა საჭირო იყო 8% და 4%-ში – გლიომების დროს და 3% და 1.3%-ში – მელანომის დროს. ძვლის ტვინის დათრგუნვას ადგილი ჰქონდა ძირითადად მკურნალობის პირველი რამოდენიმე ციკლის განმავლობაში, მაქსიმუმ 21 და 28 დღეებს შორის, რომლის აღდგენა მიმდინარეობდა სწრაფად, როგორც წესი 1-2 კვირის განმავლობაში. ამ დროს კუმულაციური მიელოსუპრესიის ნიშნები არ აღინიშნებოდა.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების ან დაკარბაზინის მიმართ;

*მკვეთრად გამოხატული მიელოსუპრესიის ნიშნების მქონე ავადმყოფები;

*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

თემოდალის ტერატოგენული და ტოქსიკური ეფექტების გამო, მისი მიღება ეკრძალებათ ორსულებს.

თემოდალით მკურნალობის პროცესში ქალები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ორსულობისაგან თავის დაცვაში და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 6 თვის განმავლობაში.

მონაცემები დედის რძეში თემოდალის გადასვლის შესახებ არ არსებობს. ამიტომ პრეპარატის მიღება ეკრძალებათ აგრეთვე მეძუძურ დედებს ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

– მამაკაცებმა თემოდალით მკურნალობის პროცესში და მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ თემოდალის გენოტოქსიკური ეფექტების გამო, საჭიროა მიმართონ ეფექტურ კონტრაცეპციის საშუალებებს. რეკომენდებულია, შესაძლებლობის მიხედვით, კონსულტაციების მიღება თემოდალით მკურნალობის დაწყებამდე თესლის კრიოკონსერვაციისათვის შეუქცევადი უნაყოფობის რისკთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების გამო.

– თემოდალის მიღების ჩვენებას წარმოადგენს შემდეგი ლაბორატორიული მაჩვენებლები: ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≥1.5X109 ლ, თრომბოციტების რაოდენობა ≥100X109, ლ, სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევა საჭიროა 22 დღეზე (21 დღეზე პირველი დოზის მიღებიდან), მაგრამ არანაკლებ 48 სთ-ისა ამ დღიდან, შემდგომ – ყოველკვირეულად, სანამ ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა არ გახდება ≥1.5X109 ლ-ზე მეტი, ხოლო თრომბოციტების ≥100X109 ლ-ზე მეტი. იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის ნებისმიერი ციკლის დროს ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≥1.0X109ლ-ზე და თრომბოციტები  ≥50X109 ლ-ზე ნაკლებია, აუცილებელია მკურნალობის შემდგომ ციკლში დოზის ერთი ხარისხით შემცირება.

შესაძლებელი დოზებია: 100 მგ/კვ.მ, 150 მგ/კვ.მ და 200 მგ/კვ.მ. მინიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 მგ/კვ.მ.-ს.

– ძლიერი ღებინების მქონე ავადმყოფებს (5-ზე მეტი შეტევა 24 სთ-ის განმავლობაში), თემოდალით მკურნალობის დაწყებამდე, უტარდებათ ანტიემეტური მკურნალობა.

– თემოდალი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მოშლის მქონე ავადმყოფებს.

– მონაცემები თემოდალის გამოყენების შესახებ მრავლობითი გლიობლასტომების დროს 3 წლამდე ასაკის ბავშვებში და ავთვისებიანი მელანომის დროს 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არსებობს. თემოდალის გამოყენება გლიომის დროს 3 წლამდე ასაკის ბავშვებში მეტად შეზღუდულია.

– ხანდაზმულ ავადმყოფებში (70 წლის ზევით) ნეიტროპენიის და თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე უფრო ახალგაზრდებში. ამიტომ ასეთ ავადმყოფებს თემოდალი სიფრთხილით ენიშნებათ.

– თემოდალით მკურნალობა იწვევს ძილიანობას და დაღლის შეგრძნების განვითარებას. ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავტროტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთაც მუშაობა უხდებათ მანქანა-დანადგარებთან.

ჭარბი დოზირება:

თემოდალის მაღალი დოზებით მიღებისას ერთჯერადად (1000 მგ/კვ.მ-მდე) შესაძლებელია ნეიტროპენიის და თრომბოციტოპენიის განვითარება.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია ჰემატოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

თემოდალთან ერთად რანიტიდინის მიღება არ ცვლის თემოდალის შეწოვის პროცესს.

თემოდალის მიღება რეკომენდებულია უზმოზე, რადგან საკვების მიღება იწვევს Cmax დაქვეითებას 33%-ით და AUC მრუდი “კონცენტრაცია-დრო” ფართის შემცირებას 9%-ით.

დექსამეტაზონის, პროქლორპერაზინის, ფენიტიონის, კარბამაზეპინის, ონდანსტერონის, ანტიჰისტამინური საშუალებების ან ფენობარბიტალის კომბინაცია თემოდალთან არ ცვლის თემოდალის კლირენსს.

ვალპროის მჟავასთან თემოდალის დანიშვნა იწვევს თემოდალის კლირენსის მონაცემების საკმაოდ დაქვეითებას.

თემოდალის კომბინაციით იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვას, იზრდება მიელოსუპრესიის მოვლენების განვითარების შესაძლებლობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300C  ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

თეიმუროვის პასტა – PASTA TEIMUROVI – ПАСТА ТЕИМУРОВА

წამლის ფორმა და შემადგენლობა:

ბორის მჟავა; ნატრიუმის ტეტრაბორატი; სალიცილის მჟავა; თუთიის ჟანგი; ასკანის თიხა ან ტალკი; ჰექსამეთილენტეტრამინი; ფორმალდეჰიდის ხსნარი; ტყვიის აცეტატი; გლიცერინი; პიტნის ზეთი ან ლიმონის ზეთი ან ფორთოხლის ზეთი;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სადეზინფექციო, გამშრობი საშუალება.


ჩვენება
:

ოფლიანობა, კანის ზოგიერთი სოკოვანი დაავადება.


უკუჩვენება
:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.


მიღების
წესი და დოზირება:

გარეგანი საშუალება, იცხებენ კანზე დაბანისა და გამშრალების შემდეგ.


გვერდითი
მოვლენები:

იშვიათად – კანის გაღიზიანება.

შეფუთვა:

35,0გ ალუმინის ტუბებში ან მინის ქილებში ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.


ვარგისიანობის
ვადა:

1,5 წელი


შენახვა
:

სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.


აფთიაქიდან
გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ.

ზოფრანი – ZOFRAN – ЗОФРАН

საერთაშორისო დასახელება:

ONDANSETRON

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE-GLAXO OPERATIONS

მოქმედი ნივთიერება: ონდანსეტრონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გულისრევის და ღებინების საწინააღმდეგო საშუალება; სეროტონინის ანტაგონისტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ონდანსეტრონი (ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის ფორმით)……… 2 მგ 4 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 4 მლ

1 მლ 1 ამპ.

ონდანსეტრონი (ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის ფორმით)……… 2 მგ 8 მგ

 

ვრცლად ემეტრონი

Don`t copy text!