Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 596

ზოკორი ფორტე – ZOCOR FORTE – ЗОКОР ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

SIMVASTATIN

მწარმოებელი: MERSC SHARP & DOHME

მოქმედი ნივთიერება: სიმვასტატინი

კლინიკურ-ფარმაკლოგიური ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

1 ტაბ.

სიმვასტატინი .........            40 მგ

 

ვრცლად ზოკორი(დოზირება ინდივიდუალური)

ზოკორი – ZOCOR – ЗОКОР

საერთაშორისო დასახელება:

SIMVASTATIN

მწარმოებელი: MERCK SHARP & DOHME, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: სიმვასტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

სიმვასტატინი ...........          10 მგ

1ტაბ.

სიმვასტატინი............          20 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

1 ტაბ.

სიმვასტატინი...........           80 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზოკორი სინთეზური ჰიპოლიპიდემიური პრეპარატია, მიღებული Aspergillus terreus-ის ფერმენტაციის პროდუქტიდან, ორგანიზმში სიმვასტატინი, რომელიც წარმოადგენს არააქტიურ ლაქტონს, ჰიდროლიზის შედეგად წარმოქნის მეტაბოლიტს, ჰიდროქსიმჟავა წარმოებულის სახით, რომელიც თრგუნავს 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A(ჰმგ-კო A)-რედუქტაზას. აღნიშნული ფერმენტი ქოლესტერინის სინთეზის საწყისი კატალიზატორია და ამავე დროს ახდენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის სტადიის სიჩქარის ლიმიტირებას.

ზოკორი ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი (დსლპმ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) რაოდენობას სისხლში. იგი ასევე ამცირებს ტრიგლიცერიდების რაოდენობას სისხლში და ზომიერად ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (მსლპ) დონეს. ამის შედეგად მცირდება შეფარდება დსლპ/მსლპ  და საერთო ქოლესტერინი/მსლპ ინდექსს შორის.

სიმვასტატინის აქტიური მეტაბოლიტი ჰმგ-კო A რედუქტაზას სპეციფიკური ინჰიბიტორია, რომელიც ჰმგ-კო A-სგან მევალონატის წარმოქმნას იწვევს. ვინაიდან ეს ყველაფერი წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის ადრეულ ეტაპს, ამიტომ მას არ მოჰყვება პოტენციურად ტოქსიკური სტეროლების დაგროვება. ჰმგ-კო A ადვილად მეტაბოლიზდება აცეტილ-კოA-დ, რომელიც ორგანიზმში ბიოსინთეზის მრავალ პროცესში ღებულობს მონაწილეობას.

ზოკორის შესასწავლად ჩატარებული კვლევებით პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის დროს, პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა ჰეტეროზიგოტური ოჯახური და არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის შემთხვევაში, როდესაც ქოლესტერინის რაოდენობის მომატება ითვლება რისკ ფაქტორად, ისევე როგორც შერეული ჰიპერლიპიდემიის დროს. მკურნალობის ეფექტი აღინიშნება 2 კვირაში, ხოლო მაქსიმალური თერაპიული ეფექტი კი - 4-6 კვირაში. მკურნალობის შეწყვეტისას ქოლესტერინის დონე მკურნალობამდე არსებულ საწყის დონეს უბრუნდება. მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევით, რომელშიც მონაწილეობდა 4444 გულის იშემიური დაავადებით (გიდ)-ით შეპყრობილი პაციენტი (ქოლესტერინი 212-309 მგ/დლ), დადგენილ იქნა, რომ ზოკორი ამცირებს სიკვდილიანობას 30%-ით, გიდ-ით სიკვდილიანობას - 42%-ით, მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირეს კი 37%-ით.

5.5 წლის მანძილზე ინგლისში ჩატარებული კვლევისას (მონაწილეობდა 20536 გიდ-ით დაავადებული პაციენტი, ქოლესტერინის დონის არანაკლებ 3.5 მმოლ/ლ), დადგენილ იქნა, რომ ზოკორი ამცირებს ინფარქტის, ინსულტის და რევასკულარიზაციის ოპერაციების რიცხვს 1/3-ით. კვლევით ასევე დადგენილ იქნა, რომ ზოკორის ეფექტი არ არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე, სქესსა და ქოლესტერინის საწყის დონეზე.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებისას ზოკორი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ხვდება სისტემურ სისხლმიმოქცევაში. პლაზმის ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი 95%-ით. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგენილ იქნა, რომ ზოკორი ღვიძლში უფრო მეტად გროვდება, ვიდრე სხვა ორგანოებში. მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია სისხლში, მიღებული დოზის 5%-ზე ნაკლებია. ზოკორი გამოიყოფა ნაღველით და ექვემდებარება ღვიძლში “პირველი გავლის” ეფექტს.

ჩვენებები:

გულის იშემიერი დაავადების დროს პრეპარატი ნაჩვენებია:

  • სიკვდილიანობის შესამცირებლად;
  • კორონარული ლეტალობის შესამცირებლად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისათვის;
  • ინსულტის და თავის ტვინში სისხლმიმოქცევის მოშლის რისკის შესამცირებლად;
  • გულზე ოპერაციული ჩარევის რისკის შესამცირებლად (აორტოკორონარული შუნტირება, ტრანსლუმინალური ანგიოპლასტიკა);
  • კორონარული ათეროსკლეროზის პროგრესირების შესაჩერებლად.

ჰიპერქოლესტერინემიის დროს:

  • პირველადი ჰიპერქოლესტერინემიისას საერთო ქოლესტერინის და ქოლესტერინ/დსლპ ინდექსის შესამცირებლად, როდესაც დიეტა და სხვა პრეპარატები არაეფექტურია;
  • კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემიის და ჰიპერტრიგლიცერიდემიის დროს ქოლესტერინის შესამცირებლად, როდესაც ჰიპერქოლესტერინემია რისკ ფაქტორს წარმოადგენს.

დოზირების რეჟიმი:

ზოკორის საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ (საღამოს).

მსუბუქი და საშუალო ხარისხის ჰიპერქოლესტერინემიისას საწყისი დოზაა 5 მგ/დღეში.

დოზის მომატების შემთხვევაში უნდა იქნეს დაცული 4 კვირიანი ინტერვალი. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 80 მგ-ს.

თუ დსლპ დონე ქვეითდება 75 მგ-ზე/დლ-ზე (1.94 მმოლი/ლ) უფრო დაბალია, ან თუ ქოლესტერინის დონე 140 მგ/დლ-ზე (3.6 მმოლი/ლ) ნაკლებია, პრეპარატის დოზა მცირდება.

გიდ-ის დროს ზოკორის საწყისი დოზა 20 მგ ერთხელ დღეში საღამოს. დოზირების რეჟიმის კორექცია წარმოებს ისევე, როგორც  ჰიპერქოლესტერინემიის  დროს.

ზოკორთან ერთად ციკლოსპორინის, ფიბრატების, ნიაცინის მიღებისას, ზოკორის დოზა მცირდება 10 მგ-მდე.

ზოკორი მცირე რაოდენობის გამოიყოფა თირკმელებით, ამიტომ დოზის შემცირება არ არის საჭირო თირკმელების ზომიერი უკმარისობისას. თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ), არ არის რეკომენდებული 10 მგ-ზე მეტი დოზის მიღება. თუ იგი აუცილებლობას წარმოადგენს, საჭიროა მისი დიდი სიფრთხილით დანიშვნა.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, დიარეა, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, სიყვითლე, ტრანსამინაზების აქტივობის მომატება. ღვიძლის ფუნქციური სინჯები მცირედ იცვლება და გარდამავალი ხასიათისაა.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილით, თავბრუსხვევა, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, კუნთების კრუნჩხვები.

ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, მგლურას მსგავსი სინდრომი, პოლიმიალგია, ვასკულიტი, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ართრიტი, ცხელება, ქოშინი,  კანის ჰიპერემია.

კანის მხრივ: გამონაყარი კანზე, ქავილი, ალოპეცია.

სხვა: მიალგია, ასთენია, ანემია, მიოპათია, რაბდომიოლიზი, კფკ-ის დონის მომატება.

პაციენტები კარგად იტანენ ზოკორს. გვერდითი მოვლენების გამო კვლევის გაგრძელებაზე უარი განაცხადა პაციენტთა 2%-ზე ნაკლებმა.

უკუჩვენებები:

*ღვიძლის დაავადებები (აქტიურ ფაზაში);

*ტრანსამინაზების აქტივობის სტაბილური მომატება სისხლში;

*ორსულობა;

*ლაქტაცია;

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ჰიპოლიპიდემიური მკურნალობის შეჩერება ორსულობის დროს არ ახდენს არასასურველ გავლენას არსებულ ჰიპერქოლესტერინემიაზე. ქოლესტერინი და მისი სინთეზის სხვა პროდუქტები საჭიროა ნაყოფის განვითარებისთვის. *არსებობს მონაცემები თანდაყოლილი ანომალიების შესახებ ჩვილებში, რომელთა დედა ღებულობდა ზოკორს.

არ არის ცნობილი გადადის თუ არა ზოკორი დედის რძეში, რის გამოც *მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან პრეპარატის დედის რძეში გადასვლის შემთხვევაში შესაძლოა ჩვილზე არასასურველი ზეგავლენა.

*ზოკორით მკურნალობის დროს ორსულობისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დედას ეცნობოს შესაძლო საფრთხის შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

ზოკორით მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰიპოქოლესტერინულ დიეტაზე.

- პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების და ღვიძლის დაზიანების დროს. ზოკორით მკურნალობის დროს ტრანსამინაზების აქტივობის გარდამავალი მომატება (3-ჯერ უფრო ნაკლებად) არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას, ხოლო მათი აქტივობის  მომატება   3-ჯერ უფრო მეტად საჭიროებს პრეპარატის მოხსნას, რის შემდეგაც ტრანსამინაზების დონე ნორმას უბრუნდება.

- მკურნალობისას მიოპათიის განვითარებაზე მიუთითებს დიფუზური მიალგია, კუნთების სისუსტე, კრეატინფოსფოკინაზას დონის 10-ჯერ მომატება. ამ დროს საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

მიოპათიის განვითარების რისკი იზრდება ზოკორის იმუნოდეპრესორულ საშუალებებთან (ციკლოსპორინი), ფიბრატებთან და ნიკოტინის მჟავასთან ერთად გამოყენებისას, რის გამოც სიფრთხილეა საჭირო მისი ამ პრეპარატებთან ერთად კომბინირების შემთხვევაში. აღწერილია მძიმე რაბდომიოლიზის ერთეული შემთხვევები თირკმელების მეორადი მწვავე უკმარისობით.

- ზოკორი და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები -აზოლის წარმოებულები ქოლესტერინის სინთეზს სხვადასხვა ეტაპზე თრგუნავენ. სასურველია ზოკორით მკურნალობის შეჩერება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას. მიოპათიის გამოვლენის შემთხვევაში ზოკორით მკურნალობა წყდება რაბდომიოლიზის შედეგად თირკმლების უკმარისობის განვითარების რისკის გამო.

- არ მოიპოვება მონაცემები ზოკორის არასასურველი გავლენის შესახებ თვალის ბროლზე. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ კუმარინულ ანტიკოაგულანტებს, საჭიროებენ პროთრომბინის დროის განსაზღვრას ზოკორით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ზოკორით მონოთერაპიისას სისხლდენის შემთხვევები არ არის აღწერილი.

- 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში ზოკორის ეფექტურობა და გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე ზოგად პოპულაციაში არსებული მაჩვენებლების მსგავსია.

- ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის დროს ზოკორი არაეფექტურია.

ზოკორი ზომიერად ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს და არ გამოიყენება I, IV, V ტიპის ჰიპერტრიგლიცერიდემიის დროს.

- ზოკორით მკურნალობის დაწყებამდე და ყოველ 6 თვეში საჭიროა ღვიძლის ფუნქციის შესწავლა, ხოლო 80 მგ სადღეღამისო დოზის დროს სასურველია ყოველ 3 თვეში ღვიძლის ფერმენტების ანალიზი.

- ყურადღებას საჭიროებს ტრანსამინაზების აქტივობის სტაბილური, სამჯერადი და მეტი მომატება. ამ შემთხვევაში ზოკორით მკურნალობა წყდება.

- არ არის შესწავლილი პრეპარატის მოქმედება ბავშვებში, რის გამოც ბავშვებში იგი არ ინიშნება.

ჭარბი დოზირება:

აღწერილია ჭარბი დოზირების რამდენიმე შემთხვევა. მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ზოკორის არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან ერთად დანიშვნა ამ უკანასკნელის ეფექტს აძლიერებს.

ზოკორის ციტოსტატურ საშუალებებთან, იტრაკონაზოლთან, ფიბრატებთან, ნიკოტინის მჟავასთან ერთად მიღების დროს იზრდება მიოპათიის განვითარების რისკი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 20-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

ზოკარდისი 30 მგ – ZOCARDIS 30 mg – ЗОКАРДИС 30мг

საერთაშორისო დასახელება:

zofenopril calcium

მწარმოებელი: A.MENARINI Manufacturing Logistics and Services Srl, იტალია.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები;

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

30მგ შემოგარსული ტაბლეტი

მოქმედი ნივთიერება:

ზოფენოპრილ კალციუმი .................. 30 მგ

სხვა ინგრედიენტები:  მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის ორჟანგი კოლოიდური უწყლო, ჰიდრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400 და მაკროგოლი 6000

აღწერა და შეფუთვა

ზოკარდისი 30 - არის თეთრი ფერის ოვალური შემოგარსული ტაბლეტები, 7, 14, 15, 28, 30, 50, 56, 90 ან 100 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში პერფორირებული უჯრედებით, რომელიც შეიცავს 50 ან 56 შემოგარსულ ტაბლეტს.

ბაზარზე შეიძლება არ იყოს ყველა სახის შეფუთვა.

ჩვენებები:

ზოკარდისი შეიცავს ზოფენოპრილ კალციუმს, რომელიც განეკუთვნება სისხლის წნევის დამწევ სამკურნალო საშუალებების ჯგუფს და ეწოდება ანგიოტენზინ–გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები.

ზოკარდისი გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.

იგი აგრეთვე გამოიყენება პაციენტებში სიმპტომებით და სიმპტომების გარეშე მიმდინარე გულის შეტევების (მიოკარდის მწვავე ინფარქტის) და გულის უკმარისობის სამკურნალოდ და შედედებული სისხლის კოლტების დამშლელი სამკურნალო პრეპარატებით არანამკურნალებ პაციენტებში (თრომბოლიზური თერაპია).

მიღების წესები და დოზები:

პრეპარატი ზოკარდისი მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად, მიმართეთ ექიმს. ზოკარდისი მიიღება საკვებთან ერთად ან უზმოზე, მაგრამ უკეთესია ტაბლეტების მიღება წყლის დაყოლებით.

მოცემული სამკურნალო პრეპარატის მიღება ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის რეკომენდებული არ არის.

სისხლის მაღალი წნევის მკურნალობა (ჰიპერტენზია):

პრეპარატის ზოკარდისის ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ, რომელიც მიიღება დღე-ღამეში ერთხელ.

საუკეთესო ეფექტის მისაღებად ექიმი დოზებს ადგენს თანდათანობით საუკეთესო ეფექტის მისაღებად (როგორც წესი, დოზის შეცვლა ხდება ოთხი კვირის ინტერვალით). ჩვეულებრივ ხანგრძლივი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აღინიშნება დღე-ღამეში 30 მგ ზოკარდისის მიღების შემთხვევაში. მაქსიმალური დღე-ღამური დოზა შეადგენს 60 მგ, ერთ ან ორ მიღებაზე განაწილებით.

გაუწყლოება, მარილოვანი უკმარისობის ან სხვა დიურეტიკების (შარდმდენი საშუალებების) მიღების შემთხვევაში მკურნალობის დაწყება საჭიროა 7,5 მგ ზოკარდისის მიღებით.

ღვიძლის და თირკმელების დაავადებები:

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევების ან თირკმელების ფუნქციის საშუალოდან მძიმე ხარისხამდე დარღვევების მქონე პაციენტებს მკურნალობის დასაწყისში ენიშნებათ პრეპარატი ზოკარდისის ნახევარი დოზა.

დიალიზის ჩატარების შემთხვევაში პრეპარატი ზოკარდისის საწყისი დოზა შეადგენს სტანდარტული დოზის მეოთხედ ნაწილს.

გულის შეტევა (მიოკარდის მწვავე ინფარქტი):

პრეპარატი ზოკარდისით მკურნალობის დაწყება აუცილებელია სიმპტომების გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში.

გამოიყენეთ მკურნალობის შემდეგი სქემა:

• მკურნალობის პირველი და მეორე დღე - 7,5 მგ ორჯერ დღეში

• მკურნალობის მესამე და მეოთხე დღე - 15 მგ ორჯერ დღეში

• მეხუთე დღიდან დოზა იზრდება 30 მგ-მდე დღეში ორჯერ

• სისხლის წნევის მაჩვენებელი ციფრების შესაბამისად მკურნალ ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა ან დანიშნოს მაქსიმალური დოზა

• აუცილებელია მკურნალობის ჩატარება ექვსი კვირის განმავლობაში ან მეტხანს, თუ გულის უკმარისობის სიმპტომები კვლავ რჩება.

გვერდითი მოვლენები:

როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატს, ზოკარდისსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. თუმცა ყველა პაციენტს არ აღენიშნებათ აღნიშნული გვერდითი ეფექტი.

აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებული უმეტესი გვერდითი ეფექტები ატარებს შექცევად ხასიათს და ქრებიან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ხშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

• გადაღლა (დაღლილობა)

• გულის რევა და/ან ღებინება

• თავბრუსხვევა

• თავის ტკივილი

• ხველა

იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

• ზოგადი სისუსტე

• კუნთების სპაზმი

• კანზე გამონაყარი

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

• სწრაფად განვითარებადი შეშუპება და ქავილი, განსაკუთრებით სახის, პირის და ყელის არეში, ზოგჯერ, სუნთქვის გაძნელებით.

პრეპარატი ზოკარდისის გამოყენებასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებთან ერთად, შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნება სხვა აგფ ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში:

• თავბრუსხვევით, მხედველობის დაქვეითებით, გონების დაკარგვით მიმდინარე სისხლის წნევის ძლიერი დაქვეითება მკურნალობის დასაწყისში ან დოზირების მომატების შედეგად (სინკოპე)

• გულის შეკუმშვის სიხშირის გაზრდა ან არითმია, გახშირებული გულისცემა, და ტკივილი გულის არეში (გულის შეტევა ან სტენოკარდია).

• გონების დაკარგვა, მოულოდნელი თავბრუსხვევა, მხედველობის მოულოდნელი დაქვეითება და სხეულის ერთ მხარეს შეხების დროს მგრძნობელობის დაქვეითება და/ან დაკარგვა (იშემიური ტიპის ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ან „დარტყმა“).

• პერიფერიული შეშუპება (კიდურებში სითხის დაგროვება), ფეხზე დგომისას სისხლის დაბალი წნევა, ტკივილი გულის არეში, ტკივილი კუნთებში და/ან კუნთების სპაზმი.

• თირკმელების ფუნქციის დარღვევა, დღე-ღამური შარდის რაოდენობის შეცვლა, შარდში ცილების არსებობა (პროტეინურია), იმპოტენცია.

• ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, შეკრულობა, პირის სიმშრალე.

• ალერგიული რეაქციები, მაგალითად, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის აქერცვლა, გაწითლება, გასივება და კანზე ბუშტუკეების წარმოქმნა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება (კანის დაავადება, რომელიც აქერცლილი, ვარდისფერი გასქელებული ლაქებით ხასიათდება), თმის ცვენა (გამელოტება).

• გაძლიერებული ოფლდენა და გაწითლება.

• ხასიათის შეცვლა, დეპრესია, ძილის დარღვევა, კანის საფარის მგრძნობელობის შეცვლა, მაგალითად წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება (პარესთეზია), წონასწორობის დარღვევა, გონების არევა, შუილი ყურებში (ხმაური ყურებში), გემოს შეგრძნების დარღვევები, მხედველობის დაბინდვა.

• სუნთქვის გაძნელება, ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმი), სინუსიტი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება ან სურდო (რინიტი), ენის ანთება (გლოსიტი), ბრონქიტი.

• კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (ჰეპატიტი, პანკრეატიტი), ნაწლავური გაუვალობა.

• ცვლილება სისხლის ანალიზში, მაგალითად, სისხლის წითელი სხეულების, სისხლის თეთრი სხეულების რაოდენობის ან თრომბოციტების რაოდენობის შეცვლა, ან სისხლის ყველა სახის უჯრედების შემცირება (პანჰემოციტოპენია). აცნობეთ თქვენს ექიმს სწრაფად განვითარებული შეშუპების ან ყელში აუხსნელი ტკივილის ნიშნების ან სიცხის (ციებ-ცხელების) შესახებ.

• სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზები) და ბილირუბინის მაღალი შემცველობა, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მაღალი შემცველობა.

• სისხლის წითელი სხეულების დაშლით გამოწვეული ანემია (ჰემოლიზური ანემია), რომელიც ვლინდება გ6ფდ (გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის) დეფიციტით გამოწვეული დაავადებების არსებობის შემთხვევაში.

სერიოზული გვერდითი ეფექტის ან ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება:

პრეპარატი ზოკარდისის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

• პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ გამოვლენილი ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) (იხ. „შემადგენლობა“)

• ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის, მაგალითად კაპტოპრილის ან ენალაპრილის, მიმართ ადრე გამოვლენილი ალერგიული რეაქციები.

• სახის, ცხვირის და ყელის არეში (ანგიონეფროტია) გამოხატული შეშუპების ან ქავილის შემთხვევები, რომელიც უკავშირდება ადრე ჩატარებულ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით, ან ადრე გამოვლენილი იქნა მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება ან იდიოპათური ანგიონევროზული შეშუპება (კანის, ქსოვილების, საჭმლის მონელების ტრაქტის და სხვა ორგანოების სწრაფი შეშუპება).

• ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა.

• თირკმლის არტერიის შევიწროებასთან დაკავშირებული დაავადებები.

• ორსულობა და ლაქტაცია.

• შვილოსნობის ასაკის მქონე ქალები, თუ ისინი არ იყენებენ ეფექტურ კონტრაცეფციას.

სიფრთხილის ზომები:

პრეპარატი ზოკარდისის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან, თუ ხართ დაავადებული შემდეგი დაავადებებით ან იმყოფებით შემდეგ მდგომარეობაში:

• სისხლის მომატებული წნევა შერწყმული ღვიძლის ან თირკმელების დაავადებთან

• თირკმელების დაავადებებით ან თირკმლის არტერიის შევიწროებასთან დაკავშირებული დაავადებებით განპირობებული სისხლის მომატებული წნევა (რენოვასკულური არტერიული ჰიპერტენზია)

• ახლად გადატანილი თირკმლის ტრანსპლანტაცია

• დიალიზით მკურნალობა

• მკურნალობა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის ჩატარებით (თირკმელების დიალიზის ანალოგიური პროცედურები, როდესაც ხდება სისხლის გაწმენდა „მავნე“ ქოლესტერინისაგან)

• სისხლში ალდოსტერონის ჰორმონის დონის პათოლოგიური მომატება (პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი)

• გულის სარქველის შევიწროება (აორტის ხვრელის სტენოზი) ან გულის ძგიდის გასქელება (ჰიპერტროფული კარდიომიოპათია)

• ფსორიაზის მკურნალობის ჩატარება ან ადრე გადატანილი ფსორიაზი (კანის დაავადება, რომელიც აქერცლილი, გასქელებული ვარდისფერი ლაქებით ხასიათდება)

• მწერების ნაკბენების საწინააღმდეგოდ მიმართული მკურნალობის ჩატარება დესენსიბილიზაციის მეთოდით. („ალერგიული ინექციები“).

ზოკარდისით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს სისხლის წნევის ძლიერი დაქვეითება, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ (ეს შესაძლებელია დიურეტიკების ერთდროული მიღების, დეჰიდრატაციის მდგომარეობის ან დაბალმარილიანი დიეტის პირობებში). აღნიშნული მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, და შემდეგ დაწექით ზურგზე.

ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე ანესთეზიის წინ აუცილებელია აცნობოთ ანესთეზიოლოგს პრეპარატი ზოკარდისის მიღების შესახებ. ეს შესაძლებლობას მისცემს მას პროცედურის დროს გააკონტროლოს პაციენტის სისხლის წნევა და გულის შეკუმშვის სიხშირე.

აღნიშნულის გარდა, თუ თქვენ გადატანილი გაქვთ გულის შეტევები (მიოკარდის მწვავე ინფარქტი) და:

• თუ გაქვთ სისხლის დაბალი წნევა (ვერცხლისწყლის სვეტის

• თუ ასაკი აღემატება 75 წელს - ზოკარდისი მიიღება სიფრთხილის ზომების დაცვით.

ზოკარდისის მიღება ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის რეკომენდებული არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში პრეპარატი ზოკარდისის მიღება აკრძალულია. პრეპარატმა შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს ნაყოფზე ან შეიძლება შეაღწიოს ბავშვის ორგანიზმში დედის რძის საშუალებით.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღების წინ საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან

განსაკუთრებული მითითებები:

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ზოკარდისის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას - თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობების აუტანლობის შესახებ, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიღების წინ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა:

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი იწვევს თავბრუსხვევას ან დაღლილობას. აღნიშნული სიმპომების გამოვლენის შემთხვევაში ავტომობილის და მექანიზმების მართვა აკრძალულია.

ჭარბი დოზირება:

ზედმეტი ტაბლეტების მიღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას (თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები, შეფუთვა ან წინამდებარე ანოტაცია).

დოზის გადაჭარბების ხშირი სიმპტომები და ნიშნები: სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტენზია) სისუსტის თანხლებით, გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია), სისხლის ქიმიური შემადგენლობის შეცვლა (ელექტროლიტები) და თირკმელების უკმარისობა.

პრეპარატი ზოკარდისის დოზის მიღების გამოტოვება:

პრეპარატის დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ შემდეგი დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. მაგრამ თუ დოზის მიღებიდან გავიდა დიდი დრო (რამოდენიმე საათი), და უკვე შემდეგი მიღების დრო ახლოვდება, მიიღეთ შემდეგი ნორმალური დოზა ჩვეულებრივ დანიშნულ დროს. დაუშვებელია გამოტოვებული დოზის ნაცვლად ორმაგი დოზის მიღება.

პრეპარატი ზოკარდისის მიღების შეწყვეტა :

პრეპარატი ზოკარდისის მიღების შეწყვეტამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგან შეიძლება აღინიშნოს სისხლის წნევის მომატება ან შემდგომი გულის შეტევა. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით. განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:

• სამკურნალო პრეპარატები რომელიც სისხლში კალიუმის დონის გაზრდას იწვევს (მაგალითად, კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკები ან კალიუმის შემცველი პრეპარატები).

• ლითიუმის პრეპარატები (აფექტური მოშლილობის სამკურნალო პრეპარატები).

• ნარკოტიკული პრეპარატები (როგორიცაა მაგალითად, მორფინი).

• ანტიფსიქოზური საშუალებები (შიზოფრენიის და ანალოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები).

• სხვა სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის დროს (დიურეტიკების, ბეტა-ბლოკატორების და ალფა-ბლოკატორების ჩათვლით).

• ანტაციდები, ციმეტიდინის ჩათვლით (გულძმარვისა და წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები).

• ციკლოსპორინი (რომელიც გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ) და სხვა პრეპარატები-იმუნოდეპრესანტები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის დამცავ რეაქციას)

• ალოპურინოლი (რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ).

• ინსულინი ან დიაბეტის სამკურნალო პერორალური პრეპარატები.

• ციტოსტატიკები (რომლებიც გამოიყენება კიბოს დაავადებების ან ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე მოქმედი დაავადებების სამკურნალოდ).

• კორტიკოსტეროიდები (ძლიერი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები).

• პროკაინამიდი (გულის არითმიის სამკურნალო პრეპარატი)

• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აას, მაგალითად ასპირინი ან იბუპროფენი).

• სიმპატომიმეტური პრეპარატები (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასთმის ან პოლინოზის სამკურნალო პრეპარატების ჩათვლით).

პრეპარატი ზოკარდისის საკვებთან და სასმელთან მიღება.

ზოკარდისი მიიღება საკვებთან ან უზმოზე, მაგრამ უკეთესია ტაბლეტების მიღება წყლის დაყოლებით. ალკოჰოლი ზრდის ზოკარდისის ჰიპოტენზიურ ეფექტს (სისხლის წნევის დაქვეითება); სამკურნალო პრეპარატის მიღების დროს ალკოჰოლის გამოყენების შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ამ სამკურნალო საშუალების შენახვის რამე განსაკუთრებული პირობები არ არის აუცილებელი.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. პრეპარატი ზოკარდისის გამოყენება შეფუთვაზე ან ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ აკრძალულია.

ტაბლეტები ინახება ორიგინალ შეფუთვაში.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით

ზოვირაქსი (ტაბლეტები) – ZOVIRAX – ЗОВИРАКС

საერთაშორისო დასახელება:

ACICLOVIR

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 25 ც.

1 ტაბ.

აციკლოვირი ..............  200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონ K30, მაგნიუმის სტეარატი, ინდიგოკარმინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აციკლოვირი წარმოადგენს ანტივირუსულ პრეპარატს, რომელიც პურინის ჯგუფის ნუკლეოზიდის სინთეზური ანალოგია. მისთვის დამახასიათებელია ადამიანის ჰერპესის ვირუსის ინჰიბირება in vivo და in vitro, Herpes simplex (HSV) 1და 2 ტიპის ვირუსის ჩათვლით, Varicella zoster (VZV)ვირუსი, უჯრედულ კულტურაში აციკლოვირი HSV-1  ვირუსის მიმართ ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტივირუსული აქტივობით და გამოხატული აქტივობით - HSV-2, VZV,- ვირუსების იიმართ.

ჰერპესის ვირუსებზე (HSV-1, HSV-2, VZV) აციკლოვირის მოქმედება მაღალი სელექტიური თვისებებით ხასიათდება.

აციკლოვირი არ წარმოადგენს არინფიცირებული უჯრედების ფერმენტი თიმიდინკინაზას სუბსტრატს რის გამოც იგი ნაკლებად ტოქსიკურია მწერების უჯრედებისათვის.

HSV და VZV ვირუსებით ინფიცირებული უჯრედების თიმიდინკინაზა აციკლოვირს გარდაქმნის აციკლოვირ მონოფოსფატად-ნუკლეოზიდის ანალოგად რომელიც შემდგომში უჯრედის ფერმენტების საშუალებით გარდაიქმნება დიფოსფატად და ტრიფოსფატად. აციკლოვირის ტრიფოსფატის ჩართვა ვირუსული დნმ-ის ჯაჭვში და ჯაჭვის შემდგომი გაწყვეტა იწვევს ვირუსული დნმ-ის რეპლიკაციის ბლოკირებას. მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები აციკლოვირით ხანგრძლივი და განმეოებითი მკურნალობა იწვევს რეზისტენტული შტამების წარმოქმნას, რის გამოც პრეპარატის მკურნალობის შემდგომი გაგრძელება არაეფექტურია.

აციკლოვირი HSV ვირუსის შტამებზე მოქმედებით in vitro იწვევს აგრეთვე რეზისტენტული შტამების წარმოქმნას.

in vitro დადგენილი არ არის კორელაცია აციკლოვირის მიმართ HSV ვირუსის მგრძნობიარე შტამებსა და პრეპარატის კლინიკურ ეფექტურობას შორის.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა და განაწილება:

აციკლოვირი მხოლოდ ნაწილობრივ აბსორბირდება. აციკლოვირის 200 მგ დოზით პერორალურად მიღების შემდეგ ყოველ 4 სთ-ში სისხლის პლაზმაში პრეპარატის საშუალო სტაციონარული კონცენტრაციის პიკი Cssmax შეადგენს 3.1 მკმოლი (0.7 მკგ/მლ), ხოლო საშუალო სტაციონალური მინიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში Cssmin - 1.8 მკმოლი (0.4 მკგ/მლ).

400 და 800 მგ აციკლოვირის მიღების დროს ყოველ 4 სთ-ში Cssmax შეადგენს 5.3 მკმოლი (1.2 მკგ/მლ) და 8 მკმოლი (1.8 მკლ/მლ) შესაბამისად ხოლო Cssmin - 2.7 მკმოლი (0.6 მკლ/მლ) და 4 მკმოლი (0.9 მკლ/მლ).

აციკლოვირის კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში შეადგენს სისხლში მისი კონცენტრაციის 50%-ს. დღეში 1 გ პრეპარატის პერორალურად მიღებისას აციკლოვირის კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის 0.6-4.1%-ს. ამ დროს ბავშვის ორგანიზმში დედის რძესთან ერთად აციკლოვირი აღწევს 0.3 მგ/კგ დოზით დღეში.

აციკლოვირი უმნიშვნელო რაოდენობით (9-33%) უკავშირდება პლაზმის ცილებს.

მეტაბოლიზმი:

აციკლოვირის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს 9-კარბოქსიმემეტოქსიმეთილგუანინი.

გამოყოფა:

ორგანიზმიდან პრეპარატის გამოყოფის სიჩქარე ასაკთან ერთად მცირდება, მაგრამ აქტიური ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდი უმნიშვნელოდ იზრდება.

თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 19.5 სთ-ს. ჰემოდიალიზის ჩატარების დროს აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 5.7 სთ-ს, ხოლო აციკლოვირის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 60%-ით მცირდება.

ჩვენებები:

  • Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციების მკურნალობა როგორც პირველადი, აგრეთვე მარეციდივირებელი (მათ შორის გენიტალიუმის ჰერპესი);
  • Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული რეციდივული ინფექციების გამწვავების პროფილაქტიკა, ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე პაციენტებში;
  • Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული პირველადი ინფექციების განვითარების და ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკა იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.
  • კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში. მათ შორის შიდსის ინფექციის (უჯრედთა რაოდენობა CD4+200კუბ.მმ) დროს, პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ;
  • Varicella zoster. გამოწვეული ინფექციები (ჩუტყვავილა და Herpes zoster)

მიღების წესი და დოზირება:

Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობის დროს მოზრდილებში რეკომენდებულია 200 მგ აციკლოვირის მიღება 5-ჯერ დღეში ყოველ 4 სთ-ში. მკურნალობის კურსი ძირითადად გრძელდება 5 დღეს, მაგრამ მძიმე პირველადი ინფექციებისას შესაძლებელია მისი გაგრძელება.

მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის (მათ შორის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ან პრეპარატის ნაწლავებში შეწოვის პროცესის დარღვევის) დროს ენიშნებათ 400 მგ 5-ჯერ დღეში. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ინფექციის აღმოცენებიდან რაც შეიძლება ადრე.

Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული რეციდივული ინფექციების გამწვავების პროფილაქტიკისათვის, ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე პაციენტებს ენიშნებათ 200 მგ 4-ჯერ დღეში ყოველ 6 სთ-ში ან 400 მგ 2-ჯერ დღეში ყოველ 12 სთ-ში.

ცალკეულ შემთხვევებში ზოვირაქსი ეფექტურია შედარებით დაბალ დოზებში - 200 მგ 3-ჯერ დღეში ყოველ 8 სთ-ში ან 2-ჯერ დღეში ყოველ 12 სთ-ში.

რეციდივების დროს პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია პროდრომალურ პერიოდში ან გამონაყარის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე.

ზოგიერთ ავადმყოფებში პრეპარატის 800 მგ-იანი სადღეღამისო დოზით მიღების შემდეგ შესეძლებელია კლინიკურად გამოხატული ინფექციის განვითარება.

დაავადების მიმდინარეობის პერიოდში შესაძლებელია ცვლილებების გამოვლენის მიზნით, ყოველი 6-12 თვის შემდეგ საჭიროა მკურნალობის პერიოდული შეწყვეტა.

Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკისათვის იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებს ენიშნებათ 200 მგ 4-ჯერ დღეში ყოველ 6 სთ-ში.

Varicella zoster გამოწვეული ინფექციების მკურნალობა - 800 მგ 5-ჯერ დღეში ყოველ 4 სთ-ში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს.

2 წლის და მის ზემოთ ასაკის ბავშვებს აციკლოვირი პერორალურად მისაღებად ენიშნებათ იგივე დოზებში, როგორც მოზრდილებს.

2 წლამდე ასაკის ბავშვებს - მოზრდილთა დოზის ნახევარი.

ჩუტყვავილას დროს 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს ენიშნებათ 800 მგ 4-ჯერ დღეში; 2-6 წლამდე ასაკის ბავშვებს - 400 მგ 4-ჯერ დღეში; 2 წლამდე ასაკის ბავშვებს - 200 მგ 4-ჯერ დღეში.

კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის დროს მოზრდილებს პერორალურად მისაღებად ენიშნებათ 800 მგ 4-ჯერ დღეში ყოველ 6 სთ-ში. მკურნალობის ხანგრძლივობის მაქსიმალური კურსი რეციპიენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტატით შეადგენს 6 თვეს (1-დან მე-7 თვის ჩათვლით ტრანსპლანტაციის შემდეგ).

შიდსის ვირუსის ინფექციის მქონე პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებს კრეატინინის კლირენსით 10 მლ/წთ-ში უფრო ნაკლები პერორალურად მისაღებად ენიშნებათ 200 მგ 2-ჯერ დღეში ყოველ 12 სთ-ში.

ჩუტყვავილას, ჰერპეს ზოსტერის და აგრეთვე მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია აციკლოვირის დანიშვნა შემდეგ დოზებში: კრეატინინის კლირენსით უფრო ნაკლები, ვიდრე 10 მლ/წთ-ში - 800 მგ 2-ჯერ დღეში ყოველ 12 სთ-ში;

კრეატინინის კლირენსით 10-15 მლ/წთ-ში - 800 მგ 3-ჯერ დღეში ყოველ 8 სთ-ში;

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ:

იშვიათად - ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და ბილირუბინის მაჩვენებლების ზომიერი ხანმოკლე მომატება. ცალკეულ შემთხვევებში - გულისრევა, ღებინება, დიარეა, ნაწლავის ჭვალი, მეტეორიზმი, ტკივილები მუცლის არეში.

ცნს-ის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცალკეულ შემთხვევებში - თავბრუსხვევა, მეხსიერების დაბინდვა, ჰალუცინაციებიც, ძილიანობა, კრუნჩხვები.

სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად ჰემატოლოგიური მაჩვენებლების უმნიშვნელო ცვლილებები.

დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მალე ქრება. დიფუზური ალოპეცია.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა აციკლოვირის და მასში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური კვლევების შესახებ მონაცემები არ არსებობს. პრეპარატი ორსულებს ენიშნებათ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც დედისათვის შესაძლებელი სარგებლიანობა აღემატება ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

*პერორალურად მიღებისას პრეპარატი ექსკრეგირებს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების დროს საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

აციკლოვირით მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. პრეპარატი მეტად ეფექტურია შეუცვლელი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში მკურნალობის მრავალჯერადი კურსის ჩატარების შემდეგ ადგილი აქვს აციკლოვირის მიმართ მდგრადი ვირუსების ფორმირების პროცესს.

პაციენტებში ანტირეტროვირუსული პრეპარატების (ზიდოვუდინის) პერორალურად მიღების დროს, აციკლოვირის დამატებით მიღება ტოქსიკური ეფექტების არსებით მომატებას არ იწვევს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატის მაღალი დოზებით პერორალურად მიღების დროს საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

თირკმელების ფუნქციის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებს პრეპარატი ენიშნებათ შედარებით დაბალ დოზებში.

ნორმალური იმუნიტეტის მქონე ბავშვებში აციკლოვირის გამოყენების უსაფრთხოების ზომები და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები პრეპარატის დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ ადამიანებში ნაკლებად შესწავლილია.

პრეპარატის პერორალურად მიღებისას 5 გ დოზით საჭიროა პაციენტის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი.

აციკლოვირი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით.

სხვა წამლებან ურთიერთქმედება:

შიდსის ვირუსით გამოწვეული ინფექციების დროს აციკლოვირისა და ზიდოვუდინის კომბინაციით. აღნიშნული პრეპარატების ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.

1 გ პრობენეციდის მიღებიდან აციკლოვირის 1 სთ-ში მიღების შემდეგ აღინიშნება მისი ნახევარგამოყოფის პერიოდის 18%-ით და მრუდის კონცენტრაცია-დრო ფართობის (AUC) ზრდა 40%-ით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ზოვირაქსი (ინექცია, მალამო, კრემი) – ZOVIRAX – ЗОВИРАКС

საერთაშორისო დასახელება:

ACICLOVIR

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE

მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში, შეფუთვაში 5 ც.

1 ფლ.

აციკლოვირი ....................... 250 მგ

ვრცლად ზოვირაქსი (დოზირება, მიღების წესი განსხვავებული)

თვალის მალამო 3%: ტუბში 4.5 გ

1 გ

აციკლოვირი ........................ 30 მგ

(გამოიყენება ჰერპესული კერატიტის დროს)

კრემი 5%:
ტუბში 5 გ.

1 გ

აციკლოვირი ........................ 50 გ

ვრცლად აციკლოსტადი

ზოდაკი – ZODAK – ЗОДАК

საერთაშორისო დასახელება:

CETIRIZINE

მწარმოებელი: LECIVA

მოქმედი ნივთიერება: ცეტირიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 30 და 60 ც.

1 ტაბ.

ცეტირიზინი ................10 მგ

 

ვრცლად ცეტირინაქსი

ზო-20 – ZO-20 – ЗО-20

საერთაშორისო დასახელება:

SIMVASTATIN

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: სიმვასტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

სიმვასტატინი ....................................         20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზო-20 - ჰიპოქოლესტერინემიული პრეპარატია მისი აქტიური ნივთიერება-სიმვასტატინი ორგანიზმში განიცდის ჰიდროლიზს შესაბამის ჰიდროქსიმჟავას წარმოებულამდე. პრეპარატი ახდენს 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ (HMG-CoA)-რედუქტაზას ინჰიბირებას, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის საწყისი სტადიის კატალიზატორს.

ზო-20 ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა (დსლ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ძდსლ) შემცველობას სისხლის პლაზმაში. იგი ასევე იწვევს სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (მსლ) კონცენტრაციის შედარებით მატებასა და ტრიგლიცერიდების დონის შემცირებას.

ზო-20 ეფექტურია საერთო ქოლესტერინის და დსლ-ის დონის შესამცირებლად ჰეტეროზიგოტური ოჯახური და არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დროს, ასევე - შერეული ჰიპერლიპიდემიის დროს, როდესაც ქოლესტერინის მაღალი დონე ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს წამოადგენს.

პრეპარატის მოქმედება ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში, ხოლო 4-6-კვირაში აღინიშნება მაქსიმალური თერაპიული ეფექტი. ეფექტი შენარჩუნებულია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაშიც.

სიმვასტატინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმის ცილებს უკავშირდება 95%-ით, ხოლო ღვიძლში პირველადი გავლის შემდეგ გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით.

ჩვენებები:

ჰიპერქოლესტერინემია:

  • პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულებში საერთო ქოლესტერინისა და ქოლესტერინი/დსლ გაზრდილი შეფარდების შემცირება, როდესაც დიეტოთერაპია და სხვა არაფარმაკოლოგიური ღონისძიებანი უშედეგოა; სიმვასტატინი ზრდის მსლ-ის შემცველობას და ამით ამცირებს დსლ/მსლ და საერთო ქოლესტერინი/მსლ თანაფარდობას.
  • კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემიისა და ჰიპერტრიგლიცერიდემიის დროს ქოლესტერინის მომატებული დონის შემცირება, როდესაც ჰიპერქოლესტერინემია რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

გულის იშემიური დაავადება:

პრეპარატი ნაჩვენებია პაციენტებში:

  • საერთო სიკვდილიანობის შემცირების მიზნით;
  • კორონარული პათოლოგიით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით;
  • თავის ტვინის სისხლმომარაგების გარდამავალი დარღვევებისა და ინსულტის განვითარების რისკის შემცირების მიზნით;
  • კორონარული სისხლმიმოქცევის აღსადგენად ოპერაციის საჭიროების შემცირების მიზნით;
  • კორონარული ათეროსკლეროზის პროგრესირების შეფერხების მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

ჰიპერქოლესტერინემიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთჯერადად საღამოს. დოზის მომატების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ოთხკვირიანი ინტერვალის დაცვა. მაქსიმალური დღიური დოზაა 80 მგ.

თუ დსლ-ის დონე მცირდება 75 მგ/დლ (1.94 მმოლ/ლ) ან პლაზმის საერთო ქოლესტერინის დონე მცირდება 140 მგ/დლ (3.6მმოლ/ლ) და მეტად, საჭიროა ზო-20-ის დოზის შემცირება.

ოჯახური ჰოპოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის დროს დღიური დოზაა - 40 მგ ერთჯერადად საღამოს, ან დღიური დოზა 80 მგ (გაყოფილ 3 მიღებაზე - 20 მგ დილას, 20 მგ შუადღისას, 40 მგ საღამოს).

გულის იშემიური დაავადების დროს მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისათვის საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთჯერადად საღამოს. საჭიროებისას დოზის კორექციას ახდენენ ისევე, როგორც ჰიპერქოლესტერინემიის შემთხვევაში.

ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან ან ნიაცინთან კომბინაციაში ზო-20-ს ელიმინაცია თირკმელების საშუალებით მინიმალურია, თირკმლის ფუნქციის ზომიერი დაზიანების მქონე პაციენტები არ საჭიროებენ დოზის კორექციას, ხოლო თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის დროს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები) პრეპარატის დღეში 10 მგ-ზე მეტი დოზით დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე და მუდმივი კონტროლი.

გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენია; მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია, პანკრეატიტი, ღებინება; გამონაყარი კანზე, ქავილი, ალოპეცია; ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ჰიპერემია, მგლურასებრი სინდრომი, რევმატიული პოლიმიალგია, ვასკულიტი, ართრიტი, ართრალგია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ედს-ის მომატება), ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრა (ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას, ჩონჩხის კუნთების კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები).

ზო-20 მთლიანობაში კარგად გადაიტანება, შესაძლებელია მცირედ გამოხატული და სწრაფად გარდამავალი გვერდითი მოვლენების განვითარება.

უკუჩვენებები:

*ღვიძლის დაავადებები (აქტიურ ფაზაში), ტრანსამინაზების აქტივობის სტაბილური მომატება (უცნობი ეტოლოგიის);

*ორსულობა, ლაქტაცი;

*პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა;

*პრეპარატი არ ინიშნება ბავშვთა ასაკში.

განსაკუთრებული მითითებები:

ზო-2-ით მკურნალობის დაწყებამდე და თერაპიული კურსის მიმდინარეობისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰიპოქოლესტერინულ დიეტაზე, ამავე დროს პერიოდულად ჩაიტაროს ღვიძლის ფუნქციური სინჯები. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ზო-20-ის დღიურ დოზას 80 მგ-ს, საჭიროა ღვიძლის ფუნქციების კვლევა ჩაიტარონ ყოველ 3 თვეში ერთხელ. პრეპარატის მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ტრანსამინაზების აქტივობის გარდამავალი ზომიერი მატება, რომელიც მიმდინარეობს უსიპტომოდ და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას. თუ ტრანსამინაზების დონე 3-ჯერ აჭარბებს დასაშვებ ზღვრულ ნორმას და აქვს მუდმივი ხასიათი. საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-ზო-20 ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ხოლო ციტოსტატურ საშუალებებთან, იტრაკონაზოლთან, ფიბრატებთან, ნიკოტინის მჟავის მაღალ დოზებთან კომბინაციაში - მიოპათიის განვითარების რისკს.

-პაციენტებმა კუნთების ტკივილის, სისუსტის ან მომატებული მგრძნობელობის გამოვლენისთანვე უნდა მიმართონ ექიმს.

-კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მნიშვნელოვანი მომატების ან მიოპათიის განვითარების რისკის არსებობისას, საჭიროა ზო-20-ით მკურნალობის შეწყვეტა.

-ზო-20-ისა და აზოლის წარმოებული ანტიმიკოზური საშუალებების ერთდროულად დანიშვნისას საჭიროა ავადმყოფების განსაკუთრებული მონიტორინგი (მოსალოდნელია სისუსტის განვითარება და კრეატინოფოსფოკინაზას დონის მომატება).

-ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის დროს, დსლ-რეცეპტორების სრული არარსებობისას, ზო-20-ით მკურნალობა სასურველ შედეგს არ იძლევა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ზიტროქსი – ZITROX – АЗИТРОМИЦИН




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ზიტმაკი 500მგ – ZITMAC 500mg – ЗИТМАК 500мг

საერთაშოროსო დასახელება:

AZITHROMYCIN

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.

სტამბული/თურქეთი

მოქმედი ნივთირება: აზიტრომიცინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაკროლიდური ანტიბიოტიკების ქვეკლასი, აზალიდების ჯგუფი

ფორმულა:

ზიტმაკის ყოველი შემოგარსული ტაბლეტი, რომელსაც შუაზე გაყოფისას ნაჭდევებიანი კიდეები აქვს, შეიცავს აზიტრომიცინის დიჰიდრატს და ასევე ტიტანის დიოქსიდს საღებავი საშუალების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

აზითრომიცინი ერითრომიცინის წარმოებულია და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ქვეკლასს, აზალიდების ჯგუფს მიეკუთვნება. აზიტრომიცინი მოქმედებს მგრძნობიარე მიკროორგანიზმის 50S რიბოსომულ ქვეერთეულთან შეკავშირების გზით და არღვევს მიკრობული ცილის სინთეზს. ზეგავლენას არ ახდენს ნუკლეინური მჟავის სინთეზზე. აზითრომიცინი კონცენტრირდება ფაგოციტებსა და ფიბრობლასტებში, როგორც ეს in vitro ინკუბაციის მეთოდებით გამოვლინდა. ასეთი მეთოდოლოგიის გამოყენებით, ერთსაათიანი ინკუბაციის შემდეგ უჯრედშიდა და უჯრედგარეთა კონცენტრაციების თანაფარდობა > 30 იყო. In vivo კვლევბი მიუთითებენ, რომ კონცენტრაციამ ფაგოციტებში შეიძლება ხელი შეუწყოს ანთებით ქსოვილებში წამლის დისტრიბუციას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

პერორალური გამოყენების შემდეგ, აზითრომიცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ფართოდ ვრცელდება მთელ ორგანიზმში. სწრაფი განაწილების თვისების გამო აზითრომიცინის უფრო მაღალი კონცენტრაციები ქსოვილებში ვლინდება, ვიდრე პლაზმაში თუ შრატში. ერთჯერადი 500 მგ-იანი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ Cmax მაჩვენებელი 0.5 მკგ/მლ მიღწეულ იქნა 2..2 საათში (= Tmax). ორმხრივ ჯვარედინ კვლევაში, რომელშიც პირები ღებულობდნენ აზითრომიცინის ერთჯერად დოზას 500 მგ ცხიმიან საკვებთან ერთად ან მის გარეშე, საკვები ზრდიდა Cmax 23%-ით, თუმცა ზეგავლენას არ ახდენდა AUC-ზე.

აზითრომიცინის განაწილება ქალებსა და მამაკაცებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. 65-დან 85 წლამდე ჯანმრთელი პირების კვლევისას, აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ხანდაზმულ მამაკაცებში იგივე იყო, რაც ახალგაზრდებში; თუმცა, ხანდაზმულ ქალებში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მაღალი მაქსიმალური კონცენტრაციები აღინიშნებოდა (გაიზარდა 30-დან 50%-მდე), მნიშვნელოვანი აკუმულაცია არ განვითარებულა. განაწილების აშკარა მდგრადი მოცულობა დაახლოებით 31.1 ლ/კგ. შრატის ცილებთან აზითრომიცინის შეკავშირება ცვალებადია და მცირდება 51%-დან 0.02 მკგ/მლ-ისას 7%-მდე 2 მკგ/მლ-ისას.

ერთჯერადი 500 მგ-იანი დოზის პერორალური და ინტრავენური დოზირების შემდეგ აზითრომიცინის პლაზმური კონცენტრაციები შემცირდა პოლიფაზური წესით საშუალო პლაზმური კლირენსით 630 მლ/წთ და ტერმინალური ნახევრად დაშლის პერიოდით 68 საათი. გახანგრძლივებული ნახევრად დაშლის პერიოდი განპირობებულია ექსტენსიური შთანთქვით და პრეპარატის ქსოვილებიდან შემდგომი გამოყოფით.

აზიტრომიცინის ელიმინაციის ძირითადი გზა არის ბილიარული ექსკრეცია, უმთავრესად შეუცვლელი სახით. კვირის განმავლობაში, მიღებული დოზის დაახლოებით 6% ვლინდება შარდში შეუცვლელი სახით. აზიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკა პირებში ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევებით არ არის დადგენილი. პირველ დღეს 500 მგ-ის და 4 დღის განმავლობაში 250 მგ მიცემისას, მხოლოდ ძალიან დაბალი კონცენტრაციები აღინიშნებოდა თავზურგტვინის სითხეში (

მიკრობიოლოგია:

აზიტრომიცინი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორც in vitro კვლევებისას, ასევე კლნიკური ინფექციების დროს:

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები

Staphylococcus areus, Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, სტრეპტოკოკები (C, F, G ჯგუფები), Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები.

შენიშვნა: ერითრომიცინ რეზისტენტულ გრამ-დადებით შტამებთან აზიტრომიცინი ჯვარედინ-რეზისტენტობას ავლენს. Enterococcus faecalis და მეთიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკების შტამების უმეტესობა  რეზისტენტულია აზიტრომიცინის მიმართ.

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები

Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis, Campylobacter jejuni, Legionella pneumophila

ანაერობული მიკროორგანიზმები

Bacteroides bivius, Clostridium perfiringens, Peptostreptococcus სახეობები

“სხვა” მიკროორგანიზმები

Chlamydia pneumoniae, Chlamydia trachomatis, Mycoplasma pneumoniae, Borrelia burgdorferi, Mycoplasma pneumoniae, Treponema pallidum, Ureaplasma urealyticum

სქესობრივი გზით გადამდემი დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები

აზიტრომიცინს შედარებითი ეფექტურობა გააჩნია Chlamydia trachomatis, Treponema pallidum, Neisseria gonorrhoeae და Haemophilus ducreyi-წინააღმდეგ.

ბეტა-ლაქტამაზას წარმოქმნა ზეგავლენას არ ახდენს აზიტრომიცინის აქტივობაზე.

ჩვენებები:

ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები ნაჩვენებია აღნიშნული მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული მსუბუქი და ზომიერი ინფექციების სამკურნალოდ

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ბაქტერიული გამწვავება, რომლის გამომწვევებია Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis ან Streptoccus pneumoniae.

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი: Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis ან Streptoccus pneumoniae.

შეძენილი პნევმონია:Chlamydia pneumoniae, Haemophilus influenzae, Mycoplasma pneumoniae ან Streptoccus pneumoniae.

ფარინგიტი/ტონზილიტი, რომლის გამომწვევია Streptococcus pyogenes, როგორც პირველი რიგის თერაპიის ალტერნატივა.

კანისა და კანის სტრუქტურის გაურთულებელი ინფექციები: Staphylococcus aureus Streptococcus pyogenes, ან Streptoccus agalactiae, Propionibacterium acne.

ურეთრიტი და ცერვიციტი: Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoeae.

გენიტალური წყლულოვანი დაავადება: Haemophilus ducreyi (შანკროიდი).

უკუჩვენებები:

ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში აზიტრომიცინის, ერითრომიცინის ან ნებისმიერი მაკროლიდური ანტიბიოტიკის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.

განსაკუთრებული მითითებანი:

პაციენტებში, რომლებიც აზიტრომიცინით მკურნალბას გადიან იშვიათად აღინიშნება მძიმე ალერგიული რეაქციები, ანგიოედემის ჩათვლით, და დერმატოლოგიური რეაქციები სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. მიუხედავად დასაწყისში ალერგიული სიმპტომების წარმატებული მკურნალობისა, სიმპტომატური მკურნალობის შეწყვეტისას, ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც აზიტრომიცინს უკვე აღარ ღებულობდნენ, ალერგიული სიმპტომები კვლავ განვითარდა. ასეთი პაციენტები საჭიროებდნენ დაკვირვების ხანგრძლივ პერიოდსა და სიმპტომატურ მკურნალობას.

აზიტრომიცინი ასევე უსაფრთხო და ეფექტურია Chlamydia pneumoniae, Haemophilus influenzae, Mycoplasma pneumoniae ან Streptococcus pneumoniae-თი გამოწვეული არაჰოსპიტალური პნევმონიის  მკურნალობისას. აზიტრომიცინი აღარ გამოიყენება პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებშიც პერორალური მკურნალობა შეუძლებელია ზომიერი ან მძიმე დაავადებების ან რისკ ფაქტორების არსებობის გამო. ასეთი პაციენტებია: პაციენტები კისტოზური ფიბროზით, პაციენტები ნოზოკომიალურად შეძენილი ინფექციებით, პაციენტები ცნობილი ან მოსალოდნელი ბაქტერიემიით, პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, ხანდაზმულები ან დასუსტებული პაციენტები, ან პაციენტები ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემებით, რომლებშიც დარღვეულია უნარი უპასუხონ მათ დაავადებას (იმუნოდეფიციტის ან ფუნქციური ასპლენიის ჩათვლით).

თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებისას აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება იყოს ზომიერი ან სიცოცხლისათვის სახიფათო. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ეს დიაგნოზი პაციენტებში, რომლებსაც ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენების შემდგომ ფაღარათი განუვითარდათ.

ვინაიდან აზიტრომიცინი ძირითადად ღვიძლის საშუალებით გამოიყოფა, აზიტრომიცინის დანიშვნისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით სიფრთხილეა საჭირო. შეზღუდული მონაცემების გამო პირებში გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით (GFR)

ისევე როგორც ნებისმიერი ანტიბაქტერიული მკურნალობისას, რეკომენდებულია გამოიკვლიოს პაციენტი არაბაქტერიული წარმოშობის (სოკოს ჩათვლით) მეორადი ინფექციის არსებობაზე.

ტერატოგენული ეფექტები:

ორსულობა კატეგორია B: ორსულებში ადექვატური და კარგად-კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.  ვინაიდან ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული კვლევები ადამიანის რეაქციის პროგნოზირებას ვერ ახდენენ, აზიტრომიცინი ორსულობის პერიოდში მხოლოდ მკაცრი ჩვენებების დროს გამოიყენება.

მეძუძური დედები:

არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა აზიტრომიცინი დედის რძეში. რადგანაც დედის რძეში მრავალი პრეპარატი გამოიყოფა, მეძუძურ დედებში    აზიტრომიცინის დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხუთდღიანი თერაპიული რეჟიმის დროს ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ხანდაზმულ მოხალისეებში (65-85 წლის) იგივეა, რაც ახალგაზრდებში (18-40 წლის). ხანდაზმულები, ღვიძლისა და თირკმლის ნორმალური ფუნქციით, დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

ბავშვებში გამოყენება:

აზიტრომიცინის გამოყენება პედიატრიაში შესწავლილ იქნა 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში რეკომენდებულია აზითრომიცინის სუსპენზიის გამოყენება.

ათაშანგის მკურნალობისას აზითრომიცინი არ იძლევა სრულ გარანტიას. არაგონოკოკური ურეთრიტის ან ცერვიციტის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ანტიმიკრობული საშუალებების მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს ან დააყოვნოს ათაშანგის ინკუბაციური სიმპტომები. ყველა პაციენტს სქესობრივად გადამდები ურეთრიტით ან ცერვიციტით უნდა ჩაუტარდეს სეროლოგიური ტესტი ათაშანგზე და გონორეის შესაბამის კულტურებზე. ინფექციის დადასტურების შემთხვევაში უნდა დაიწყოს ამ დაავადებების შესაბამისი ანტიმიკრობული მკურნალობა და შემდგომი დაკვირვების ტესტები. მკურნალობის დაწყებამდე უნდა შესრულდეს შესაბამისი კულტურებისა და მგრძნობელობის ტესტები გამომწვევი ორგანიზმისა და მისი აზითრომიცინის მიმართ მგრძნობელობის დასადგენად.

გვერდითი მოვლენები:

კლინიკურ კვლევებში, გვერდითი მოვლენები მსუბუქი ან ზომიერი იყო და ქრებოდა პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. პაციენტების დაახლოებით 70%-მა (უფროსები და ბავშვები) ხუთდღიანი მრავალჯერადი დოზირების კლინიკურ კვლევაში შეწყვიტა აზითრომიცინით მკურნალობა, მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამო. გვერდითი მოვლენების უმეტესობა, რამაც მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვია დაკავშირებული იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან, მაგ., გულისრევა, ღებინება, ფაღარათი ან მუცლის ტკივილი. პოტენციურად მძიმე გვერდითი მოვლენა ანგიოედემა და ქოლესტაზური სიყვითლე იშვიათად აღინიშნებოდა.

მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა უფროს პაციენტებში, რომლებიც აზითრომიცინის მრავალჯერად დოზირებას ღებულობდნენ დაკავშირებული იყო კუჭ-ნაწლავის სისტემასთან ფაღარათით/თხელი განავლით (5%), გულისრევით (3%) და მუცლის ტკივილით (3%).

პაციენტებში, რომლებიც მრავალჯერად დოზას ღებულობდნენ, მკურნალობით გამოწვეული ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენები არ განვითარებულა 1%-ზე მეტი სიხშირით, როგორიცაა: ძლიერი პულსაცია, გულმკერდის არეში ტკივილი, დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, მელენა, ქოლესტაზური სიყვითლე, ვაგინიტი, ნეფრიტი, თავბრუ, თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, გამონაყარი, ქავილი, ფოტომგრძნობელობა და ანგიოედემა.

არასასურველი მოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს

წამლებთან ურთიერთქმედება:

ანტაციდები: აზითრომიცინის AUC არ შეცვლილა აზითრომიცინის კაფსულებთან ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების ერთდროული გამოყენებისას; თუმცა; Cmax შემცირდა 24%-ით. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ არ მიიღონ ერთდროულად ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი ანტაციდები და ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები.

ციმეტიდინი: აზითრომიცინის მიღებამდე ციმეტიდინის (800 მგ) გამოყენებას აზითრომიცინის შეწოვაზე ზეგავლენა არ აქვს.

თეოფილინი: თერაპიული დოზების გამოყენებისას, თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე (ინტრავენური და პერორალური) აზითრომიცინს ზომიერი ზეგავლენა გააჩნია.

ვარფარინი: აზითრომიცინი ზეგალენას არ ახდენს პროთრომბინის დროზე ვარფარინის ერთჯერადი დოზის საპასუხოდ. მიუხედავად ამისა, აზითრომიცინითა და ვარფარინით ერთდროული მკურნალობისას სამედიცინო პრაქტიკა პროთრომბინის დროის სათანადო მონიტორინგს კარნახობს.

დიგოქსინი: ერთდროული გამოყენებისას აზითრომიცინი იწვევს დიგოქსინის კონცენტრაციების მომატებას.

ერგოტამინი ან დიჰიდროერგოტამინი: თანხმლები მკურნალობის გამო შეიძლება განვითარდეს მწვავე ტოქსიურობა, რომელიც ხასიათდება მძიმე პერიფერული ვაზოსპაზმითა და დიზესთეზიით. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ არ მიიღონ ერთდოულად ერგოტამინი ან დიჰიდროერგოტამინი და ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები.

წამლებთან ურთიერთქმედებები, რომლებიც ქვემოთ არის მოყვანილი არ აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში; თუმცა, წამალი-წამალთან ურთიერთქმედების უნარის შესაფასებლად სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ის მაკროლიდურ პროდუქტებთან აღინიშნება. მანამ სანამ შემდგომი მონაცემები არ იქნება მოპოვებული აზიტრომიცინისა და ამ პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ, რეკომენდებულია პაციენტების სათანადო მონიტორინგი: ტერფენადინი, ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი და ფენიტოინი.

ლაბორატორიულ ტესტებთან ურთიერთქმედება: კლინიკური კვლევების დროს აღინიშნებოდა შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი მოვლენები: 1%-ზე მეტი სიხშირით: დაქვეითებული ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, ლიმფოციტები, ნეიტროფილები და სისხლის გლუკოზა; მომატებული შრატის კრეატინინ ფოსფოკინაზა, კალიუმი, ალტ, გამა-GT, ასტ, BUN, კრეატინინი, გლუკოზა სისხლში, თრომბოციტები, ლიმფოციტები, ნეიტროფილები და ეოზინოფილები; 1%-ზე ნაკლები სიხშირით: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, დაქვეითებული ნატრიუმი, კალიუმი, თრომბოციტები, მომატებული მონოციტები, ბაზოფილები, ბიკარბონატი, შრატის ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი, ლდჰ და ფოსფატი.

შემდგომი დაკვირვებისას, აღმოჩნდა, რომ ლაბორატორიული ტესტები შექცევადია.

დოზირება და გამოყენების მეთოდები:

უფროსები და 16 წელს ზემოთ ასაკის მოზარდები:

ინფექცია

რეკომენდებული დოზა/მკურნალობის ხანგრძლივობა

არაჰოსპიტალური პნევმონია (მსუბუქი) ფარინგიტი/ტონზილიტი (მეორე რიგის თერაპია)
კანი/კანის სტრუქტურა (გაურთულებული)

500 მგ ერთჯერადი დოზის სახით პირველ დღეს, შემდგომ 250 მგ დღეში ერთხელ, მეორედან მეხუთე დღემდე

აკნე ვულგარის

1 ტაბლეტი ზიტმაკი (500მგ აზიტრომიცინი როგორც ერთჯერადი დღიური დოზა) 3 დღის განმავლობაში
ამის შემდეგ -  500მგ კვირაში ერთხელ ჩვეულებრივ დოზამდე რაოდენობით 10გ ( 10 კვირის განმავლობაში).

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მწვავე ბაქტერიული გამწვავება (მსუბუქიდან ზომიერამდე)

500 მგ QD X 3 დღე
ან 500 მგ ერთჯერადი დოზის სახით პირველ დღეს, შემდგომ 250 მგ დღეში ერთხელ, მეორედან მეხუთე დღემდე

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

500 მგ QD X 3 დღე

გენიტალური წყლულოვანი სინუსიტი (შანკროიდი)

ერთჯერადი დოზა 1 გ

არაგონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი

ერთჯერადი დოზა 1 გ

გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი

ერთჯერადი დოზა 2 გ

ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები შეიძლება მივიღოთ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

დოზირება ბავშვებში:

6 თვის ასაკიდან ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი დოზით - 10მგ/კგ გადაანგარიშებით დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის სუსპენზიის ფორმით გამოყენება.

ჭარბი დოზირება:

ინფორმაცია ჭარბი დოზირების შესახებ საკმარისი არ არის. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და ზოგადი შემანარჩუნებელი მკურნალობა.

შეფუთვა:

ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები წარმოდგენილია ბლისტერებში, თითო ბლისტერში 3 ტაბლეტი.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

აღნიშნულია შეფუთვაზე, რომლის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის რეჟიმი:

რეცეპტით

ზიტაზონიუმი – ZITAZONIUM – ЗИТАЗОНИУМ

საერთაშორისო დასახელება:

TAMOXIFEN

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: ტამოქსიფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიესტროგენული პრეპარატი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ტამოქსიფენის ციტრატი .........   10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტამოქსიფენს გააჩნია ძლიერი ესტროგენული ეფექტი, რომელიც სავარაუდოდ რეალიზდება ტამოქსიფენის უნარით, კონკურენცია გაუწიოს ესტროგენს სამიზნე უჯრედებზე მოქმედების მხრივ. ამის შედეგად იგი იწვევს ესტროგენით ინდუცირებული კარცინომის განვითარების ინჰიბირებას.

კლინიკური კვლევებით გამოვლინდა ტამოქსიფენის ეფექტურობა უარყოფითი ესტროგენული რეცეპტორებით გამოწვეული კარცინომის დროს, რაც მოქმედების მექანიზმის შესასწავლის ახალ საწინდარს წარმოადგენს.

ტოქსიკოლოგიური მონაცემები

ტამოქსიფენმა არ გამოავლინა გენოტოქსიური პოტენციალი in vitro და in vivo ტრადიციული კვლევების დროს

ფარმაკოკინეტიკა:

0,3 მგ/კგ ორალური დოზის მიღების შემდეგ სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის პიკი აღინიშნება 4-7 საათში. საშუალო, სტაბილური კონცენტრაცია (300 მგ/მლ) ჩვეულებრივ მიიღწევა დღეში 40 მგ დოზით 4 კვირის მკურნალობის შემდეგ.

პრეპარატს გააჩნია შრატის ცილებთან შეკავშირების მაღალი უნარი (>99%). მისი ელიმინაცია წარმოებს ორი გზით. ნახევარ დაშლის პერიოდია (T1/2) 4-7 დღე.

ტამოქსიფენი ინტენსიურად განიცდის მეტაბოლიზმს ჰიდროქსილირებით, დემეთილირებით და კონიუგაციით, რის შედეგადაც მიღებულ რამოდენიმე მეტაბოლიტს გააჩნია მისი მსგავსი ფარმაკოლოგიური მოქმედება, რაც ვლინდება კლინიკურ შედეგში.

მისი გამოყოფა ძირითადად ხდება განავალთან ერთად, ხოლო ძალიან მცირე რაოდენობა ელიმინირდება თირკმელებით.

განსაზღვრულია, რომ მთავარი მეტაბოლიტის, N- დესმეთილ-ტამოქსიფენის ნახევარდაშლის პერიოდია დაახლოებით 14 დღე.

ჩვენებები:

ტამოქსიფენი ნაჩვენებია ქალებში სარძევე ჯირკვლის აქსილარული კიბოს სამკურნალოდ.

პრეპარატი ასევე გამოიყენება ქალებში პოსტკლიმაქტერულ პერიოდში სამკურნალოდ, როდესაც კიბოს შემთხვევათა 2/3-ში აღინიშნება დადებითი კვანძები.

ტამოქსიფენი აგრეთვე ნაჩვენებია სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ მამაკაცებში.

სასარგებლო შედეგი გამოვლინდა მეტასტაზური მკერდის კიბოთი დაავადებული ქალების 20-30%-ში, აღნიშნული პროცენტი იზრდება 60%-მდე იმ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ დადებითი ესტროგენ- რეცეპტორული კიბო.

საუკეთესო შედეგები ვლინდება რბილი ქსოვილისა და ლიმფური კვანძების მეტასტაზების დროს, ხოლო ნაკლებად კარგი შედეგები - ძვლისა და ღვიძლის მეტასტაზების დროს.

ადრე ჰორმონებით ჩატარებული თერაპიისას გამოვლენილი დადებითი რეაქცია მიუთითებს ტამოქსიფენის მიმართ დადებით რეაქციაზე

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში:

პაციენტების უმრავლესობისთვის ყოველდღიური დოზა შეადგენს 20-40 მგ-ს, ერთხელ ან ორჯერ დღეში. შემანარჩუნებელი, ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში რეკომენდირებული დოზა შეადგენს დღეში 20 მგ-ს.

ბავშვებში:

რეკომენდირებული არ არის.

უკუჩვენება:

* ორსულობა (იხილეთ გაფრთხილებები) და იშვიათ შემთხვევებში, კეთილთვისებიანი პორფირია.

უარყოფითი რეაქციები:

ტამოქსიფენს პაციენტები ძირითადად კარგად იტანენ. ამ პრეპარატის გამოყენებისას უარყოფითი რეაქციები ბევრად ნაკლებად ვლინდება, ვიდრე ანაბოლური საშუალებების და ესტროგენების გამოყენებისას.

ყველაზე ხშირად აღინიშნება შემდეგი უარყოფითი რეაქციები: ალები, გულისრევა, პირღებინება. აღნიშნული რეაქციები ვითარდება 25%-ზე ნაკლებ პაციენტში და იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

ნაკლებად ხშირად აღინიშნება მენსტრუალური დარღვევები, სისხლდენა და გამონადენი საშოდან, გამონაყარი კანზე.

აღნიშნაული იქნა ძვლის სიმსივნით გამოწვეული ტკივილის ზრდა, აგრეთვე ლოკალური დაავადების გამწვავება, რაც ზოგჯერ უკავშირდება სიმსივნის მკურნალობაზე რეაქციას. სხვა იშვიათად გამოვლენილი უარყოფითი რეაქციებია ჰიპერკალცემია, თავის ტკივილი, თმის ცვენა, პერიფერიული შეშუპება, თრომბოციტოპენია (ჩვეულებრივ 80.000–90.000/მმ3), ლეიკოპენია, საკვების ზიზღი, პულმონარული ემბოლიზმი, თავბრუსხვევა და დეპრესია.

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ტამოქსიფენით აღინიშნა მხედველობის დარღვევები, მათ შორის რეტინოპათია, კერატოპათია და კატარაქტა.

თუ გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია მწვავე ხასიათისაა, ზოგჯერ შესაძლებელია მისი კონტროლი დოზის შემცირებით ისე, რომ შენარჩუნებული იქნას დაავადების კონტროლი. ტამოქსიფენს უკავშირებენ ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილებას და იშვიათ შემთხვევებში, ღვიძლის უფრო მძიმე ხასიათის დარღვევებს, მათ შორის ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას, ქოლესტაზს და ჰეპატიტს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ტამოქსიფენი არ ინიშნება ორსულობისას.

ლაქტაციის პერიოდი

რეკომენდირებული არ არის მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა გადაწყდეს ჩვილისა და დედისთვის მისი მიღების სარგებლიანობის მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:

პრემენოპაუზის პერიოდში, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობის შესაძლებლობა. აგრეთვე, აუცილებელია ასეთი ქალების მეთვალყურეობა მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან ეს პრეპარატი იწვევს ოვულაციას.

ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი. ცხოველებში გამოვლინდა კარცინოგენობა და მუტაგენობა.

გაფრთხილებები

მენსტრუალური შეფერხებები აღინიშნა ზოგიერთ პრემენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, რომლებიც იღებდნენ ტამოქსიფენს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ. ტამქოსიფენით მკურნალობასთან იყო ასევე დაკავშირებული ენდომეტრიული ცვლილებების, მათ შორის ჰიპერპლაზიის, პოლიპებისა და ენდომეტრიული კიბოს განვითარების სიხშირის მომატება, რაც დაკავშირებულია ტამოქსიფენის ესტროგენულ თვისებებთან. ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც ტამოქსიფენით მკურნალობისას განუვითარდება ვაგინალური სისხლდენა, სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი გამოკვლევა.

ტამოქსიფენით მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება თრომბოზული მოვლენები. მიუხედავად ამისა, დადგენილი არ არის ამ მოვლენების კავშირი ტამოქსიფენთან, ვინაიდან აღნიშნული მოვლენები ხშირად ვლინდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში.

პრემენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში ტამოქსიფენით მკურნალობისას აღინიშნება კისტოზური, საკვერცხის შეშუპების შემთხვევები.

გავლენა მანქანის მართვის უნარზე და ტექნიკის გამოყენებაზე

არ არსებობს მონაცემები ტამოქსიფენის ზეგავლენის შესახებ ზემოხსენებული მოქმედებების უნარზე.

ჭარბი დოზირება:

ზოგადად, დოზის გადაჭარბება შეიძლება გამოვლინდეს ესტროგენული გვერდითი ეფექტების მომატებით. ცხოველების გამოკვლევამ აჩვენა რომ დოზის უკიდურეს გადაჭარბებას (100-200-ჯერ მეტი ვიდრე რეკომენდირებული დოზაა) შეუძლია გამოიწვიოს ესტროგენული ეფექტები. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, რის გამოც მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

როდესაც ტამოქსიფენი გამოიყენება კომბინაციაში კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებთან, შეიძლება აღინიშნოს ანტიკოაგულანტური ეფექტის მნიშვნელოვანი მომატება. ამგვარი კომბინაციის დროს რეკომენდირებულია პაციენტის მეთვალყურეობა.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა მოცემულია შიდა და გარეთა შეფუთვაზე

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით

Don`t copy text!