Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 598

ზოვირაქსი (ინექცია, მალამო, კრემი) – ZOVIRAX – ЗОВИРАКС

საერთაშორისო დასახელება:

ACICLOVIR

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE

მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში, შეფუთვაში 5 ც.

1 ფლ.

აციკლოვირი ………………….. 250 მგ

ვრცლად ზოვირაქსი (დოზირება, მიღების წესი განსხვავებული)

თვალის მალამო 3%: ტუბში 4.5 გ

1 გ

აციკლოვირი …………………… 30 მგ

(გამოიყენება ჰერპესული კერატიტის დროს)

კრემი 5%:
ტუბში 5 გ.

1 გ

აციკლოვირი …………………… 50 გ

ვრცლად აციკლოსტადი

ზოდაკი – ZODAK – ЗОДАК

საერთაშორისო დასახელება:

CETIRIZINE

მწარმოებელი: LECIVA

მოქმედი ნივთიერება: ცეტირიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 30 და 60 ც.

1 ტაბ.

ცეტირიზინი …………….10 მგ

 

ვრცლად ცეტირინაქსი

ზო-20 – ZO-20 – ЗО-20

საერთაშორისო დასახელება:

SIMVASTATIN

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: სიმვასტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

სიმვასტატინი ………………………………         20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზო-20 – ჰიპოქოლესტერინემიული პრეპარატია მისი აქტიური ნივთიერება-სიმვასტატინი ორგანიზმში განიცდის ჰიდროლიზს შესაბამის ჰიდროქსიმჟავას წარმოებულამდე. პრეპარატი ახდენს 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ (HMG-CoA)-რედუქტაზას ინჰიბირებას, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის საწყისი სტადიის კატალიზატორს.

ზო-20 ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა (დსლ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ძდსლ) შემცველობას სისხლის პლაზმაში. იგი ასევე იწვევს სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (მსლ) კონცენტრაციის შედარებით მატებასა და ტრიგლიცერიდების დონის შემცირებას.

ზო-20 ეფექტურია საერთო ქოლესტერინის და დსლ-ის დონის შესამცირებლად ჰეტეროზიგოტური ოჯახური და არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დროს, ასევე – შერეული ჰიპერლიპიდემიის დროს, როდესაც ქოლესტერინის მაღალი დონე ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს წამოადგენს.

პრეპარატის მოქმედება ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში, ხოლო 4-6-კვირაში აღინიშნება მაქსიმალური თერაპიული ეფექტი. ეფექტი შენარჩუნებულია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაშიც.

სიმვასტატინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმის ცილებს უკავშირდება 95%-ით, ხოლო ღვიძლში “პირველადი გავლის” შემდეგ გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით.

ჩვენებები:

ჰიპერქოლესტერინემია:

  • პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულებში საერთო ქოლესტერინისა და ქოლესტერინი/დსლ გაზრდილი შეფარდების შემცირება, როდესაც დიეტოთერაპია და სხვა არაფარმაკოლოგიური ღონისძიებანი უშედეგოა; სიმვასტატინი ზრდის მსლ-ის შემცველობას და ამით ამცირებს დსლ/მსლ და საერთო ქოლესტერინი/მსლ თანაფარდობას.
  • კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემიისა და ჰიპერტრიგლიცერიდემიის დროს ქოლესტერინის მომატებული დონის შემცირება, როდესაც ჰიპერქოლესტერინემია რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

გულის იშემიური დაავადება:

პრეპარატი ნაჩვენებია პაციენტებში:

  • საერთო სიკვდილიანობის შემცირების მიზნით;
  • კორონარული პათოლოგიით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით;
  • თავის ტვინის სისხლმომარაგების გარდამავალი დარღვევებისა და ინსულტის განვითარების რისკის შემცირების მიზნით;
  • კორონარული სისხლმიმოქცევის აღსადგენად ოპერაციის საჭიროების შემცირების მიზნით;
  • კორონარული ათეროსკლეროზის პროგრესირების შეფერხების მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

ჰიპერქოლესტერინემიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთჯერადად საღამოს. დოზის მომატების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ოთხკვირიანი ინტერვალის დაცვა. მაქსიმალური დღიური დოზაა 80 მგ.

თუ დსლ-ის დონე მცირდება 75 მგ/დლ (1.94 მმოლ/ლ) ან პლაზმის საერთო ქოლესტერინის დონე მცირდება 140 მგ/დლ (3.6მმოლ/ლ) და მეტად, საჭიროა ზო-20-ის დოზის შემცირება.

ოჯახური ჰოპოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის დროს დღიური დოზაა – 40 მგ ერთჯერადად საღამოს, ან დღიური დოზა 80 მგ (გაყოფილ 3 მიღებაზე – 20 მგ დილას, 20 მგ შუადღისას, 40 მგ საღამოს).

გულის იშემიური დაავადების დროს მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისათვის საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთჯერადად საღამოს. საჭიროებისას დოზის კორექციას ახდენენ ისევე, როგორც ჰიპერქოლესტერინემიის შემთხვევაში.

ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან ან ნიაცინთან კომბინაციაში ზო-20-ს ელიმინაცია თირკმელების საშუალებით მინიმალურია, თირკმლის ფუნქციის ზომიერი დაზიანების მქონე პაციენტები არ საჭიროებენ დოზის კორექციას, ხოლო თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის დროს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები) პრეპარატის დღეში 10 მგ-ზე მეტი დოზით დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე და მუდმივი კონტროლი.

გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენია; მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია, პანკრეატიტი, ღებინება; გამონაყარი კანზე, ქავილი, ალოპეცია; ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ჰიპერემია, მგლურასებრი სინდრომი, რევმატიული პოლიმიალგია, ვასკულიტი, ართრიტი, ართრალგია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ედს-ის მომატება), ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრა (ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას, ჩონჩხის კუნთების კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები).

ზო-20 მთლიანობაში კარგად გადაიტანება, შესაძლებელია მცირედ გამოხატული და სწრაფად გარდამავალი გვერდითი მოვლენების განვითარება.

უკუჩვენებები:

*ღვიძლის დაავადებები (აქტიურ ფაზაში), ტრანსამინაზების აქტივობის სტაბილური მომატება (უცნობი ეტოლოგიის);

*ორსულობა, ლაქტაცი;

*პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა;

*პრეპარატი არ ინიშნება ბავშვთა ასაკში.

განსაკუთრებული მითითებები:

ზო-2-ით მკურნალობის დაწყებამდე და თერაპიული კურსის მიმდინარეობისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰიპოქოლესტერინულ დიეტაზე, ამავე დროს პერიოდულად ჩაიტაროს ღვიძლის ფუნქციური სინჯები. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ზო-20-ის დღიურ დოზას 80 მგ-ს, საჭიროა ღვიძლის ფუნქციების კვლევა ჩაიტარონ ყოველ 3 თვეში ერთხელ. პრეპარატის მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ტრანსამინაზების აქტივობის გარდამავალი ზომიერი მატება, რომელიც მიმდინარეობს უსიპტომოდ და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას. თუ ტრანსამინაზების დონე 3-ჯერ აჭარბებს დასაშვებ ზღვრულ ნორმას და აქვს მუდმივი ხასიათი. საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-ზო-20 ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ხოლო ციტოსტატურ საშუალებებთან, იტრაკონაზოლთან, ფიბრატებთან, ნიკოტინის მჟავის მაღალ დოზებთან კომბინაციაში – მიოპათიის განვითარების რისკს.

-პაციენტებმა კუნთების ტკივილის, სისუსტის ან მომატებული მგრძნობელობის გამოვლენისთანვე უნდა მიმართონ ექიმს.

-კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მნიშვნელოვანი მომატების ან მიოპათიის განვითარების რისკის არსებობისას, საჭიროა ზო-20-ით მკურნალობის შეწყვეტა.

-ზო-20-ისა და აზოლის წარმოებული ანტიმიკოზური საშუალებების ერთდროულად დანიშვნისას საჭიროა ავადმყოფების განსაკუთრებული მონიტორინგი (მოსალოდნელია სისუსტის განვითარება და კრეატინოფოსფოკინაზას დონის მომატება).

-ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის დროს, დსლ-რეცეპტორების სრული არარსებობისას, ზო-20-ით მკურნალობა სასურველ შედეგს არ იძლევა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ზიტროქსი – ZITROX – АЗИТРОМИЦИН




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ზიტმაკი 500მგ – ZITMAC 500mg – ЗИТМАК 500мг

საერთაშოროსო დასახელება:

AZITHROMYCIN

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.

სტამბული/თურქეთი

მოქმედი ნივთირება: აზიტრომიცინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაკროლიდური ანტიბიოტიკების ქვეკლასი, აზალიდების ჯგუფი

ფორმულა:

ზიტმაკის ყოველი შემოგარსული ტაბლეტი, რომელსაც შუაზე გაყოფისას ნაჭდევებიანი კიდეები აქვს, შეიცავს აზიტრომიცინის დიჰიდრატს და ასევე ტიტანის დიოქსიდს საღებავი საშუალების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

აზითრომიცინი ერითრომიცინის წარმოებულია და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ქვეკლასს, აზალიდების ჯგუფს მიეკუთვნება. აზიტრომიცინი მოქმედებს მგრძნობიარე მიკროორგანიზმის 50S რიბოსომულ ქვეერთეულთან შეკავშირების გზით და არღვევს მიკრობული ცილის სინთეზს. ზეგავლენას არ ახდენს ნუკლეინური მჟავის სინთეზზე. აზითრომიცინი კონცენტრირდება ფაგოციტებსა და ფიბრობლასტებში, როგორც ეს in vitro ინკუბაციის მეთოდებით გამოვლინდა. ასეთი მეთოდოლოგიის გამოყენებით, ერთსაათიანი ინკუბაციის შემდეგ უჯრედშიდა და უჯრედგარეთა კონცენტრაციების თანაფარდობა > 30 იყო. In vivo კვლევბი მიუთითებენ, რომ კონცენტრაციამ ფაგოციტებში შეიძლება ხელი შეუწყოს ანთებით ქსოვილებში წამლის დისტრიბუციას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

პერორალური გამოყენების შემდეგ, აზითრომიცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ფართოდ ვრცელდება მთელ ორგანიზმში. სწრაფი განაწილების თვისების გამო აზითრომიცინის უფრო მაღალი კონცენტრაციები ქსოვილებში ვლინდება, ვიდრე პლაზმაში თუ შრატში. ერთჯერადი 500 მგ-იანი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ Cmax მაჩვენებელი 0.5 მკგ/მლ მიღწეულ იქნა 2..2 საათში (= Tmax). ორმხრივ ჯვარედინ კვლევაში, რომელშიც პირები ღებულობდნენ აზითრომიცინის ერთჯერად დოზას 500 მგ ცხიმიან საკვებთან ერთად ან მის გარეშე, საკვები ზრდიდა Cmax 23%-ით, თუმცა ზეგავლენას არ ახდენდა AUC-ზე.

აზითრომიცინის განაწილება ქალებსა და მამაკაცებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. 65-დან 85 წლამდე ჯანმრთელი პირების კვლევისას, აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ხანდაზმულ მამაკაცებში იგივე იყო, რაც ახალგაზრდებში; თუმცა, ხანდაზმულ ქალებში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მაღალი მაქსიმალური კონცენტრაციები აღინიშნებოდა (გაიზარდა 30-დან 50%-მდე), მნიშვნელოვანი აკუმულაცია არ განვითარებულა. განაწილების აშკარა მდგრადი მოცულობა დაახლოებით 31.1 ლ/კგ. შრატის ცილებთან აზითრომიცინის შეკავშირება ცვალებადია და მცირდება 51%-დან 0.02 მკგ/მლ-ისას 7%-მდე 2 მკგ/მლ-ისას.

ერთჯერადი 500 მგ-იანი დოზის პერორალური და ინტრავენური დოზირების შემდეგ აზითრომიცინის პლაზმური კონცენტრაციები შემცირდა პოლიფაზური წესით საშუალო პლაზმური კლირენსით 630 მლ/წთ და ტერმინალური ნახევრად დაშლის პერიოდით 68 საათი. გახანგრძლივებული ნახევრად დაშლის პერიოდი განპირობებულია ექსტენსიური შთანთქვით და პრეპარატის ქსოვილებიდან შემდგომი გამოყოფით.

აზიტრომიცინის ელიმინაციის ძირითადი გზა არის ბილიარული ექსკრეცია, უმთავრესად შეუცვლელი სახით. კვირის განმავლობაში, მიღებული დოზის დაახლოებით 6% ვლინდება შარდში შეუცვლელი სახით. აზიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკა პირებში ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევებით არ არის დადგენილი. პირველ დღეს 500 მგ-ის და 4 დღის განმავლობაში 250 მგ მიცემისას, მხოლოდ ძალიან დაბალი კონცენტრაციები აღინიშნებოდა თავზურგტვინის სითხეში (

მიკრობიოლოგია:

აზიტრომიცინი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორც in vitro კვლევებისას, ასევე კლნიკური ინფექციების დროს:

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები

Staphylococcus areus, Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, სტრეპტოკოკები (C, F, G ჯგუფები), Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები.

შენიშვნა: ერითრომიცინ რეზისტენტულ გრამ-დადებით შტამებთან აზიტრომიცინი ჯვარედინ-რეზისტენტობას ავლენს. Enterococcus faecalis და მეთიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკების შტამების უმეტესობა  რეზისტენტულია აზიტრომიცინის მიმართ.

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები

Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis, Campylobacter jejuni, Legionella pneumophila

ანაერობული მიკროორგანიზმები

Bacteroides bivius, Clostridium perfiringens, Peptostreptococcus სახეობები

“სხვა” მიკროორგანიზმები

Chlamydia pneumoniae, Chlamydia trachomatis, Mycoplasma pneumoniae, Borrelia burgdorferi, Mycoplasma pneumoniae, Treponema pallidum, Ureaplasma urealyticum

სქესობრივი გზით გადამდემი დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები

აზიტრომიცინს შედარებითი ეფექტურობა გააჩნია Chlamydia trachomatis, Treponema pallidum, Neisseria gonorrhoeae და Haemophilus ducreyi-წინააღმდეგ.

ბეტა-ლაქტამაზას წარმოქმნა ზეგავლენას არ ახდენს აზიტრომიცინის აქტივობაზე.

ჩვენებები:

ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები ნაჩვენებია აღნიშნული მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული მსუბუქი და ზომიერი ინფექციების სამკურნალოდ

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ბაქტერიული გამწვავება, რომლის გამომწვევებია Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis ან Streptoccus pneumoniae.

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი: Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis ან Streptoccus pneumoniae.

შეძენილი პნევმონია:Chlamydia pneumoniae, Haemophilus influenzae, Mycoplasma pneumoniae ან Streptoccus pneumoniae.

ფარინგიტი/ტონზილიტი, რომლის გამომწვევია Streptococcus pyogenes, როგორც პირველი რიგის თერაპიის ალტერნატივა.

კანისა და კანის სტრუქტურის გაურთულებელი ინფექციები: Staphylococcus aureus Streptococcus pyogenes, ან Streptoccus agalactiae, Propionibacterium acne.

ურეთრიტი და ცერვიციტი: Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoeae.

გენიტალური წყლულოვანი დაავადება: Haemophilus ducreyi (შანკროიდი).

უკუჩვენებები:

ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში აზიტრომიცინის, ერითრომიცინის ან ნებისმიერი მაკროლიდური ანტიბიოტიკის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.

განსაკუთრებული მითითებანი:

პაციენტებში, რომლებიც აზიტრომიცინით მკურნალბას გადიან იშვიათად აღინიშნება მძიმე ალერგიული რეაქციები, ანგიოედემის ჩათვლით, და დერმატოლოგიური რეაქციები სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. მიუხედავად დასაწყისში ალერგიული სიმპტომების წარმატებული მკურნალობისა, სიმპტომატური მკურნალობის შეწყვეტისას, ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც აზიტრომიცინს უკვე აღარ ღებულობდნენ, ალერგიული სიმპტომები კვლავ განვითარდა. ასეთი პაციენტები საჭიროებდნენ დაკვირვების ხანგრძლივ პერიოდსა და სიმპტომატურ მკურნალობას.

აზიტრომიცინი ასევე უსაფრთხო და ეფექტურია Chlamydia pneumoniae, Haemophilus influenzae, Mycoplasma pneumoniae ან Streptococcus pneumoniae-თი გამოწვეული არაჰოსპიტალური პნევმონიის  მკურნალობისას. აზიტრომიცინი აღარ გამოიყენება პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებშიც პერორალური მკურნალობა შეუძლებელია ზომიერი ან მძიმე დაავადებების ან რისკ ფაქტორების არსებობის გამო. ასეთი პაციენტებია: პაციენტები კისტოზური ფიბროზით, პაციენტები ნოზოკომიალურად შეძენილი ინფექციებით, პაციენტები ცნობილი ან მოსალოდნელი ბაქტერიემიით, პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, ხანდაზმულები ან დასუსტებული პაციენტები, ან პაციენტები ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემებით, რომლებშიც დარღვეულია უნარი უპასუხონ მათ დაავადებას (იმუნოდეფიციტის ან ფუნქციური ასპლენიის ჩათვლით).

თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებისას აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება იყოს ზომიერი ან სიცოცხლისათვის სახიფათო. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ეს დიაგნოზი პაციენტებში, რომლებსაც ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენების შემდგომ ფაღარათი განუვითარდათ.

ვინაიდან აზიტრომიცინი ძირითადად ღვიძლის საშუალებით გამოიყოფა, აზიტრომიცინის დანიშვნისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით სიფრთხილეა საჭირო. შეზღუდული მონაცემების გამო პირებში გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით (GFR)

ისევე როგორც ნებისმიერი ანტიბაქტერიული მკურნალობისას, რეკომენდებულია გამოიკვლიოს პაციენტი არაბაქტერიული წარმოშობის (სოკოს ჩათვლით) მეორადი ინფექციის არსებობაზე.

ტერატოგენული ეფექტები:

ორსულობა კატეგორია B: ორსულებში ადექვატური და კარგად-კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.  ვინაიდან ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული კვლევები ადამიანის რეაქციის პროგნოზირებას ვერ ახდენენ, აზიტრომიცინი ორსულობის პერიოდში მხოლოდ მკაცრი ჩვენებების დროს გამოიყენება.

მეძუძური დედები:

არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა აზიტრომიცინი დედის რძეში. რადგანაც დედის რძეში მრავალი პრეპარატი გამოიყოფა, მეძუძურ დედებში    აზიტრომიცინის დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხუთდღიანი თერაპიული რეჟიმის დროს ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ხანდაზმულ მოხალისეებში (65-85 წლის) იგივეა, რაც ახალგაზრდებში (18-40 წლის). ხანდაზმულები, ღვიძლისა და თირკმლის ნორმალური ფუნქციით, დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

ბავშვებში გამოყენება:

აზიტრომიცინის გამოყენება პედიატრიაში შესწავლილ იქნა 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში რეკომენდებულია აზითრომიცინის სუსპენზიის გამოყენება.

ათაშანგის მკურნალობისას აზითრომიცინი არ იძლევა სრულ გარანტიას. არაგონოკოკური ურეთრიტის ან ცერვიციტის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ანტიმიკრობული საშუალებების მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს ან დააყოვნოს ათაშანგის ინკუბაციური სიმპტომები. ყველა პაციენტს სქესობრივად გადამდები ურეთრიტით ან ცერვიციტით უნდა ჩაუტარდეს სეროლოგიური ტესტი ათაშანგზე და გონორეის შესაბამის კულტურებზე. ინფექციის დადასტურების შემთხვევაში უნდა დაიწყოს ამ დაავადებების შესაბამისი ანტიმიკრობული მკურნალობა და შემდგომი დაკვირვების ტესტები. მკურნალობის დაწყებამდე უნდა შესრულდეს შესაბამისი კულტურებისა და მგრძნობელობის ტესტები გამომწვევი ორგანიზმისა და მისი აზითრომიცინის მიმართ მგრძნობელობის დასადგენად.

გვერდითი მოვლენები:

კლინიკურ კვლევებში, გვერდითი მოვლენები მსუბუქი ან ზომიერი იყო და ქრებოდა პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. პაციენტების დაახლოებით 70%-მა (უფროსები და ბავშვები) ხუთდღიანი მრავალჯერადი დოზირების კლინიკურ კვლევაში შეწყვიტა აზითრომიცინით მკურნალობა, მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამო. გვერდითი მოვლენების უმეტესობა, რამაც მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვია დაკავშირებული იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან, მაგ., გულისრევა, ღებინება, ფაღარათი ან მუცლის ტკივილი. პოტენციურად მძიმე გვერდითი მოვლენა ანგიოედემა და ქოლესტაზური სიყვითლე იშვიათად აღინიშნებოდა.

მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა უფროს პაციენტებში, რომლებიც აზითრომიცინის მრავალჯერად დოზირებას ღებულობდნენ დაკავშირებული იყო კუჭ-ნაწლავის სისტემასთან ფაღარათით/თხელი განავლით (5%), გულისრევით (3%) და მუცლის ტკივილით (3%).

პაციენტებში, რომლებიც მრავალჯერად დოზას ღებულობდნენ, მკურნალობით გამოწვეული ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენები არ განვითარებულა 1%-ზე მეტი სიხშირით, როგორიცაა: ძლიერი პულსაცია, გულმკერდის არეში ტკივილი, დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, მელენა, ქოლესტაზური სიყვითლე, ვაგინიტი, ნეფრიტი, თავბრუ, თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, გამონაყარი, ქავილი, ფოტომგრძნობელობა და ანგიოედემა.

არასასურველი მოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს

წამლებთან ურთიერთქმედება:

ანტაციდები: აზითრომიცინის AUC არ შეცვლილა აზითრომიცინის კაფსულებთან ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების ერთდროული გამოყენებისას; თუმცა; Cmax შემცირდა 24%-ით. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ არ მიიღონ ერთდროულად ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი ანტაციდები და ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები.

ციმეტიდინი: აზითრომიცინის მიღებამდე ციმეტიდინის (800 მგ) გამოყენებას აზითრომიცინის შეწოვაზე ზეგავლენა არ აქვს.

თეოფილინი: თერაპიული დოზების გამოყენებისას, თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე (ინტრავენური და პერორალური) აზითრომიცინს ზომიერი ზეგავლენა გააჩნია.

ვარფარინი: აზითრომიცინი ზეგალენას არ ახდენს პროთრომბინის დროზე ვარფარინის ერთჯერადი დოზის საპასუხოდ. მიუხედავად ამისა, აზითრომიცინითა და ვარფარინით ერთდროული მკურნალობისას სამედიცინო პრაქტიკა პროთრომბინის დროის სათანადო მონიტორინგს კარნახობს.

დიგოქსინი: ერთდროული გამოყენებისას აზითრომიცინი იწვევს დიგოქსინის კონცენტრაციების მომატებას.

ერგოტამინი ან დიჰიდროერგოტამინი: თანხმლები მკურნალობის გამო შეიძლება განვითარდეს მწვავე ტოქსიურობა, რომელიც ხასიათდება მძიმე პერიფერული ვაზოსპაზმითა და დიზესთეზიით. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ არ მიიღონ ერთდოულად ერგოტამინი ან დიჰიდროერგოტამინი და ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები.

წამლებთან ურთიერთქმედებები, რომლებიც ქვემოთ არის მოყვანილი არ აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში; თუმცა, წამალი-წამალთან ურთიერთქმედების უნარის შესაფასებლად სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ის მაკროლიდურ პროდუქტებთან აღინიშნება. მანამ სანამ შემდგომი მონაცემები არ იქნება მოპოვებული აზიტრომიცინისა და ამ პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ, რეკომენდებულია პაციენტების სათანადო მონიტორინგი: ტერფენადინი, ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი და ფენიტოინი.

ლაბორატორიულ ტესტებთან ურთიერთქმედება: კლინიკური კვლევების დროს აღინიშნებოდა შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი მოვლენები: 1%-ზე მეტი სიხშირით: დაქვეითებული ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, ლიმფოციტები, ნეიტროფილები და სისხლის გლუკოზა; მომატებული შრატის კრეატინინ ფოსფოკინაზა, კალიუმი, ალტ, გამა-GT, ასტ, BUN, კრეატინინი, გლუკოზა სისხლში, თრომბოციტები, ლიმფოციტები, ნეიტროფილები და ეოზინოფილები; 1%-ზე ნაკლები სიხშირით: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, დაქვეითებული ნატრიუმი, კალიუმი, თრომბოციტები, მომატებული მონოციტები, ბაზოფილები, ბიკარბონატი, შრატის ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი, ლდჰ და ფოსფატი.

შემდგომი დაკვირვებისას, აღმოჩნდა, რომ ლაბორატორიული ტესტები შექცევადია.

დოზირება და გამოყენების მეთოდები:

უფროსები და 16 წელს ზემოთ ასაკის მოზარდები:

ინფექცია

რეკომენდებული დოზა/მკურნალობის ხანგრძლივობა

არაჰოსპიტალური პნევმონია (მსუბუქი) ფარინგიტი/ტონზილიტი (მეორე რიგის თერაპია)
კანი/კანის სტრუქტურა (გაურთულებული)

500 მგ ერთჯერადი დოზის სახით პირველ დღეს, შემდგომ 250 მგ დღეში ერთხელ, მეორედან მეხუთე დღემდე

აკნე ვულგარის

1 ტაბლეტი ზიტმაკი (500მგ აზიტრომიცინი როგორც ერთჯერადი დღიური დოზა) 3 დღის განმავლობაში
ამის შემდეგ –  500მგ კვირაში ერთხელ ჩვეულებრივ დოზამდე რაოდენობით 10გ ( 10 კვირის განმავლობაში).

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მწვავე ბაქტერიული გამწვავება (მსუბუქიდან ზომიერამდე)

500 მგ QD X 3 დღე
ან 500 მგ ერთჯერადი დოზის სახით პირველ დღეს, შემდგომ 250 მგ დღეში ერთხელ, მეორედან მეხუთე დღემდე

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

500 მგ QD X 3 დღე

გენიტალური წყლულოვანი სინუსიტი (შანკროიდი)

ერთჯერადი დოზა 1 გ

არაგონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი

ერთჯერადი დოზა 1 გ

გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი

ერთჯერადი დოზა 2 გ

ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები შეიძლება მივიღოთ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

დოზირება ბავშვებში:

6 თვის ასაკიდან ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი დოზით – 10მგ/კგ გადაანგარიშებით დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის სუსპენზიის ფორმით გამოყენება.

ჭარბი დოზირება:

ინფორმაცია ჭარბი დოზირების შესახებ საკმარისი არ არის. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და ზოგადი შემანარჩუნებელი მკურნალობა.

შეფუთვა:

ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები წარმოდგენილია ბლისტერებში, თითო ბლისტერში 3 ტაბლეტი.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

აღნიშნულია შეფუთვაზე, რომლის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის რეჟიმი:

რეცეპტით

ზიტაზონიუმი – ZITAZONIUM – ЗИТАЗОНИУМ

საერთაშორისო დასახელება:

TAMOXIFEN

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: ტამოქსიფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიესტროგენული პრეპარატი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ტამოქსიფენის ციტრატი ………   10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტამოქსიფენს გააჩნია ძლიერი ესტროგენული ეფექტი, რომელიც სავარაუდოდ რეალიზდება ტამოქსიფენის უნარით, კონკურენცია გაუწიოს ესტროგენს სამიზნე უჯრედებზე მოქმედების მხრივ. ამის შედეგად იგი იწვევს ესტროგენით ინდუცირებული კარცინომის განვითარების ინჰიბირებას.

კლინიკური კვლევებით გამოვლინდა ტამოქსიფენის ეფექტურობა უარყოფითი ესტროგენული რეცეპტორებით გამოწვეული კარცინომის დროს, რაც მოქმედების მექანიზმის შესასწავლის ახალ საწინდარს წარმოადგენს.

ტოქსიკოლოგიური მონაცემები

ტამოქსიფენმა არ გამოავლინა გენოტოქსიური პოტენციალი in vitro და in vivo ტრადიციული კვლევების დროს

ფარმაკოკინეტიკა:

0,3 მგ/კგ ორალური დოზის მიღების შემდეგ სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის პიკი აღინიშნება 4-7 საათში. საშუალო, სტაბილური კონცენტრაცია (300 მგ/მლ) ჩვეულებრივ მიიღწევა დღეში 40 მგ დოზით 4 კვირის მკურნალობის შემდეგ.

პრეპარატს გააჩნია შრატის ცილებთან შეკავშირების მაღალი უნარი (>99%). მისი ელიმინაცია წარმოებს ორი გზით. ნახევარ დაშლის პერიოდია (T1/2) 4-7 დღე.

ტამოქსიფენი ინტენსიურად განიცდის მეტაბოლიზმს ჰიდროქსილირებით, დემეთილირებით და კონიუგაციით, რის შედეგადაც მიღებულ რამოდენიმე მეტაბოლიტს გააჩნია მისი მსგავსი ფარმაკოლოგიური მოქმედება, რაც ვლინდება კლინიკურ შედეგში.

მისი გამოყოფა ძირითადად ხდება განავალთან ერთად, ხოლო ძალიან მცირე რაოდენობა ელიმინირდება თირკმელებით.

განსაზღვრულია, რომ მთავარი მეტაბოლიტის, N- დესმეთილ-ტამოქსიფენის ნახევარდაშლის პერიოდია დაახლოებით 14 დღე.

ჩვენებები:

ტამოქსიფენი ნაჩვენებია ქალებში სარძევე ჯირკვლის აქსილარული კიბოს სამკურნალოდ.

პრეპარატი ასევე გამოიყენება ქალებში პოსტკლიმაქტერულ პერიოდში სამკურნალოდ, როდესაც კიბოს შემთხვევათა 2/3-ში აღინიშნება დადებითი კვანძები.

ტამოქსიფენი აგრეთვე ნაჩვენებია სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ მამაკაცებში.

სასარგებლო შედეგი გამოვლინდა მეტასტაზური მკერდის კიბოთი დაავადებული ქალების 20-30%-ში, აღნიშნული პროცენტი იზრდება 60%-მდე იმ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ დადებითი ესტროგენ- რეცეპტორული კიბო.

საუკეთესო შედეგები ვლინდება რბილი ქსოვილისა და ლიმფური კვანძების მეტასტაზების დროს, ხოლო ნაკლებად კარგი შედეგები – ძვლისა და ღვიძლის მეტასტაზების დროს.

ადრე ჰორმონებით ჩატარებული თერაპიისას გამოვლენილი დადებითი რეაქცია მიუთითებს ტამოქსიფენის მიმართ დადებით რეაქციაზე

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში:

პაციენტების უმრავლესობისთვის ყოველდღიური დოზა შეადგენს 20-40 მგ-ს, ერთხელ ან ორჯერ დღეში. შემანარჩუნებელი, ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში რეკომენდირებული დოზა შეადგენს დღეში 20 მგ-ს.

ბავშვებში:

რეკომენდირებული არ არის.

უკუჩვენება:

* ორსულობა (იხილეთ გაფრთხილებები) და იშვიათ შემთხვევებში, კეთილთვისებიანი პორფირია.

უარყოფითი რეაქციები:

ტამოქსიფენს პაციენტები ძირითადად კარგად იტანენ. ამ პრეპარატის გამოყენებისას უარყოფითი რეაქციები ბევრად ნაკლებად ვლინდება, ვიდრე ანაბოლური საშუალებების და ესტროგენების გამოყენებისას.

ყველაზე ხშირად აღინიშნება შემდეგი უარყოფითი რეაქციები: ალები, გულისრევა, პირღებინება. აღნიშნული რეაქციები ვითარდება 25%-ზე ნაკლებ პაციენტში და იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

ნაკლებად ხშირად აღინიშნება მენსტრუალური დარღვევები, სისხლდენა და გამონადენი საშოდან, გამონაყარი კანზე.

აღნიშნაული იქნა ძვლის სიმსივნით გამოწვეული ტკივილის ზრდა, აგრეთვე ლოკალური დაავადების გამწვავება, რაც ზოგჯერ უკავშირდება სიმსივნის მკურნალობაზე რეაქციას. სხვა იშვიათად გამოვლენილი უარყოფითი რეაქციებია ჰიპერკალცემია, თავის ტკივილი, თმის ცვენა, პერიფერიული შეშუპება, თრომბოციტოპენია (ჩვეულებრივ 80.000–90.000/მმ3), ლეიკოპენია, საკვების ზიზღი, პულმონარული ემბოლიზმი, თავბრუსხვევა და დეპრესია.

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ტამოქსიფენით აღინიშნა მხედველობის დარღვევები, მათ შორის რეტინოპათია, კერატოპათია და კატარაქტა.

თუ გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია მწვავე ხასიათისაა, ზოგჯერ შესაძლებელია მისი კონტროლი დოზის შემცირებით ისე, რომ შენარჩუნებული იქნას დაავადების კონტროლი. ტამოქსიფენს უკავშირებენ ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილებას და იშვიათ შემთხვევებში, ღვიძლის უფრო მძიმე ხასიათის დარღვევებს, მათ შორის ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას, ქოლესტაზს და ჰეპატიტს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ტამოქსიფენი არ ინიშნება ორსულობისას.

ლაქტაციის პერიოდი

რეკომენდირებული არ არის მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა გადაწყდეს ჩვილისა და დედისთვის მისი მიღების სარგებლიანობის მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:

პრემენოპაუზის პერიოდში, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობის შესაძლებლობა. აგრეთვე, აუცილებელია ასეთი ქალების მეთვალყურეობა მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან ეს პრეპარატი იწვევს ოვულაციას.

ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი. ცხოველებში გამოვლინდა კარცინოგენობა და მუტაგენობა.

გაფრთხილებები

მენსტრუალური შეფერხებები აღინიშნა ზოგიერთ პრემენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, რომლებიც იღებდნენ ტამოქსიფენს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ. ტამქოსიფენით მკურნალობასთან იყო ასევე დაკავშირებული ენდომეტრიული ცვლილებების, მათ შორის ჰიპერპლაზიის, პოლიპებისა და ენდომეტრიული კიბოს განვითარების სიხშირის მომატება, რაც დაკავშირებულია ტამოქსიფენის ესტროგენულ თვისებებთან. ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც ტამოქსიფენით მკურნალობისას განუვითარდება ვაგინალური სისხლდენა, სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი გამოკვლევა.

ტამოქსიფენით მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება თრომბოზული მოვლენები. მიუხედავად ამისა, დადგენილი არ არის ამ მოვლენების კავშირი ტამოქსიფენთან, ვინაიდან აღნიშნული მოვლენები ხშირად ვლინდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში.

პრემენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში ტამოქსიფენით მკურნალობისას აღინიშნება კისტოზური, საკვერცხის შეშუპების შემთხვევები.

გავლენა მანქანის მართვის უნარზე და ტექნიკის გამოყენებაზე

არ არსებობს მონაცემები ტამოქსიფენის ზეგავლენის შესახებ ზემოხსენებული მოქმედებების უნარზე.

ჭარბი დოზირება:

ზოგადად, დოზის გადაჭარბება შეიძლება გამოვლინდეს ესტროგენული გვერდითი ეფექტების მომატებით. ცხოველების გამოკვლევამ აჩვენა რომ დოზის უკიდურეს გადაჭარბებას (100-200-ჯერ მეტი ვიდრე რეკომენდირებული დოზაა) შეუძლია გამოიწვიოს ესტროგენული ეფექტები. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, რის გამოც მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

როდესაც ტამოქსიფენი გამოიყენება კომბინაციაში კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებთან, შეიძლება აღინიშნოს ანტიკოაგულანტური ეფექტის მნიშვნელოვანი მომატება. ამგვარი კომბინაციის დროს რეკომენდირებულია პაციენტის მეთვალყურეობა.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა მოცემულია შიდა და გარეთა შეფუთვაზე

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით

ზირტეკი – ZYRTEC – ЗИРТЕК

საერთაშორისო დასახელება:

CETIRIZINE

მწარმოებელი: UCB

მოქმედი ნივთიერება: ცეტირიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

H1-ანტიჰისტამინური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პერორალური წვეთები: ფლაკონში 10 მლ

1 მლ 1 ფლ.

ცეტირიზინი …………   10 მგ 100 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 7 ც.

1 ტაბ.

ცეტირიზინი …………  10 მგ

 

ვრცლად პარლაზინი

ზირომინი – ZIROMIN – ЗИРОМИН

საერთაშორისო დასახელება:

Azithromycin

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები.

აღწერილობა: კაფსულის ფორმის თეთრი ფერის ტაბლეტები გრავირებით

“AZN 500” ცალ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

აზითრომიცინი (დიჰიდრატის სახით) . ……………….   500 მგ

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი (K30), მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი;

გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (E5), ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი 6000.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიმიკრობული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის.

მაკროლიდები და აზალიდები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

ზირომინი (აზითრომიცინი) არის მაკროლიდური ანტიბიოტიკების ქვეჯგუფის –  აზალიდების წარმომადგენელი, გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი. რიბოსომების 50S-სუბერთეულთან შეკავშირების გზით აზითრომიცინი თრგუნავს მიკრობის უჯრედში ცილის სინთეზს.

აზითრომიცინი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:

–    გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Streptococcus pneumoniae, Str. pyogenes, Str. agalactiae, Str. viridans, C, F და G ჯგუფის სტრეპტოკოკები:, Staphylococcus aureus, Stap. epidermidis, Corynebacterium diphtheriae.;

გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Haemophilus influenzae, H. parainfluenzae, H. ducreyi, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis, B. parapertussis, Neisseria gonorrhoeae, N. meningitidis, Brucella melitensis, Helicobacter pylori, Gardnerella vaginalis;

ანაერობული მიკროორგანიზმები: Clostridium spp., Peptostreptococcus spp., Peptococcus spp;

უჯრედშიდა და სხვა მიკროორგანიზმები: Legionella pneumophila, Chlamydia trachomatis, C. pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Mycoplasma hominis, Mycoplasma avium, Ureaplasma urealyticum, Lysteria monocytogenes, Treponema pallidum, Borrelia burgdorferi, Toxoplasma gondii.

ფარმაკოკინეტიკა:

აზითრომიცინი სწრაფად გადადის სისხლის შრატიდან ქსოვილებში და მთელს ორგანიზმში ნაწილდება, აღწევს მაღალ და სტაბილურ კონცენტრაციებს. არჩევითად გროვდება ინფექციის კერებში ფაგოციტების მეშვეობით ტრანსპორტირების გზით.

აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკა მიღებული დოზის პირდაპირპროპორციულია.

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 65-72 საათს.

ჩვენებები:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი/ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ოტიტი;
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პნევმონიები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ქრონიკული მიგრირებადი ერითემა (ლაიმის დაავადების საწყისი სტადია), წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები;
  • სასქესო სისტემის ინფექციები;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მათ შორის, გენიტალური და ექსტრაგენიტალური ქლამიდიოზი);
  • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გვერდითი მოქმედება:

შეიძლება აღინიშნოს მსუბუქი, დროებითი ხასიათის მოვლენები, რომლებიც არ ქმნიან მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობას.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, პირღებინება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში;

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ვერტიგო, ძილიანობა;

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდომიკოზი, ნეფრიტი;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ანგიონევროტული შეშუპება;

სხვა: ასთენია, ფოტოსენსიბილიზაცია.

 

მიღების წესი და დოზები:

პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.

მოზრდილებში:

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს: 500 მგ/დღე-ღამეში 1 მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციებისას (ქრონიკული მიგრირებადი ერითემის გარდა): 500 მგ/დღე-ღამეში 1 მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.

ქრონიკული მიგრირებადი ერითემის დროს: 1000 მგ/დღე-ღამეში პირველ დღეს 1 მიღებაზე, შემდეგ მეორედან მეხუთე დღის ჩათვლით 500 მგ ყოველდღიურად.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისას: გაურთულებელი ურეთრიტი/ცერვიციტი – ერთჯერადად 1000 მგ; გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტი/ცერვიციტი, გამოწვეული Chlamydia trachomatis-ით – 1000 მგ/დღე-ღამეში სულ 3-ჯერ 7-დღიანი ინტერვალებით.

Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას: 1000 მგ/დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში ანტისეკრეტორულ და სხვა პრეპარატებთან ერთად.

ბავშვებში 6 თვის ასაკის ზევით:

ინიშნება 10 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში ან პირველ დღეს 10 მგ/კგ სხეულის წონაზე, ხოლო შემდეგ 5-10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში.

ქრონიკული მიგრირებადი ერითემის დროს: სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ/კგ სხეულის წონაზე პირველ დღეს და 10 მგ/კგ სხეულის წონაზე მეორედან მეხუთე დღის ჩათვლით.

ჭარბი დოზა:

აზითრომიცინის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჭარბი დოზის ტიპური სიმპტომებია სმენის დროებითი დაქვეითება, გულისრევა, პირღებინება და დიარეა. მკურნალობა სიმპტომურია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

აზითრომიცინი აძლიერებს კარბამაზეპინის, ვალპროის მჟავის, ფენიტოინის, დიზოპირამიდის, თეოფილინის, ქსანტინების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას, აგრეთვე, ჭვავის რქის  ალკალოიდების, დეჰიდროერგოტამინის ეფექტს. ტეტრაციკლინები და ქლორამფენიკოლი აძლიერებენ აზითრომიცინის მოქმედებას, ხოლო ლინკოზამინები – ამცირებენ. აზითრომიცინი აძლიერებს პლაზმაში ციკლოსპორინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, მეთილპრედნიზოლონის, ფელოდიპინის კონცენტრაციებს.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები. 3 ტაბლეტი ბლისტერში.

1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის წესი:

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250C-ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ზიპრექსა – ZIPREXA – ЗИПРЕКСА

საერთაშორისო დასახელება:

OLANZAPINE

მწარმოებელი: ELI LILLY

მოქმედი ნივთიერება: ოლანზაპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნეიროლეპტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

ოლანზაპინი ……….. 5 მგ

1 ტაბ.

ოლანზაპინი ………..10 მგ

 

ვრცლად ოლზაპი

ზინერიტი – ZINERYT – ЗИНЕРИТ

საერთაშორისო დასახელება:

ERYTHROMYCIN; ZINC ACETATE, BASIC

მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ერითრომიცინი+თუთიის აცეტატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი ხსნარის მოსამზადებლად გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში, გამხსნელთან (ფლაკონში 30 მლ) და აპლიკატორთან კომპლექტში

1 მლ 1 ფლ

ერითრომიცინი …………………………………….           40 მგ 1.2 გ

თუთიის აცეტატის დიჰიდრატი            ………………..12 მგ 360 მგ

გამხსნელი: ეთანოლი – 17 გ; დი-იზოპროპილ სებაქტატი – 7.7 გ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ერითრომიცინისა და თუთიის კომპლექსს, რომელიც ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და კომედონოლიზურ მოქმედებას.

ერითრომიცინი ავლენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას იმ მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ გამონაყარს ფერიმჭამელების სახით: Propionibacter acne და Streptococcus epidermidis თუთია კი ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას და ახდენს შემკვრელ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კომპლექსური კავშირი უზრუნველყოფს კანში აქტიური ნივთიერებების შეღწევას. თუთია ძირითადად უკავშირდება ფოლიკულურ ეპითელიუმს და არ რეზორბცირდება სისტემურ სისხლმიმოქცევაში. ერითრომიცინის უმნიშვნელო ნაწილი ექვემდებარება სისტემურ განაწილებას და შემდგომში გამოიყოფა ორგანიზმიდან.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება ფერიმჭამელებით გამოწვეული გამონაყარის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

ზინერიტი აპლიკაციის მეშვეობით თხელ ფენად დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ორჯერ, დილას (მაკიაჟის გაკეთებამდე) და საღამოს (სახის ჩამობანვის შემდეგ). ერთჯერადი დოზა შეადგენს დაახლოებით 0.5 მლ-ს. ხსნარი სახეზე გაშრობის შემდეგ უხილავი ხდება. მკურნალობის კურსი ხანგრძლივობა შეადგენს 10-12 კვირას. ცალკეულ შემთხვევებში ეფექტი შესაძლებელია აღინიშნოს 2 კვირის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად შესაძლებელია წვის შეგრძნება, გაღიზიანება, პრეპარატის დატანის ადგილას კანის საფარის სიმშრალე (როგორც წესი ეს მოვლენები ატარებენ სუსტად გამოხატული ხასიათს და არ საჭიროებენ პრეპარატის მიღების შეწყვეტას და/ან სიმპტომური მკურნალობის ჩატარებას).

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა ერითრომიცინისა და სხვა მაკროლიდების, აგრეთვე თუთიის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენებების მიხედვით რეკომენდებულ დოზებში.

განსაკუთრებული მითითებები:

მხედველობაში უნდა მივიღოთ ზინერიტის სხვა მაკროლიდებთან, ლინკომიცინთან და კლინდამიცინთან ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარების შესაძლებლობა. აუცილებელია მოვერიდოთ თვალში, პირის ღრუსა და ცხვირის ლორწოვან გარსებზე პრეპარატის მოხვედრას, რაც იწვევს მათ გაღიზიანებას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარება ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან ზინერიტი წარმოადგენს ადგილობრივი გამოყენების საშუალებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის დადგენილი

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

Don`t copy text!