Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 601

ვიუსიდი – VIUSID – ВИУСИД

მწარმოებელი: CATALYSIS S.A., ესპანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ინტერფერონის ინდუქტორი, იმუნომოდულატორი, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი: პაკეტში 4.5 გ, შეფუთვაში 90 ც.

1 პაკ.

გლიცირიზინის მჟავა …………….    0.0469 გ

გლიუკოზამინი …………………….     0.69 გ

არგინინი  …………………………..      0.72 გ

გლიცინი ………………………………    0.393 გ

ასკორბინის მჟავა …………………..    0.0435 გ

პირიდოქსინი ………………………      0.00059 გ

კალციუმის პანტოტენატი …………    0.0022

თუთიის სულფატი ………………….    0.005 გ

ფოლის მჟავა …………………………    0.0068 გ

ციანოკობალამინი   ………………….    0.000395 გ

მალეინის მჟავა ………………………    0.704 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ლიმონის არომატიზატორი, პიტნის არომატიზატორი, ნატრიუმის მეტილპარაბენი, სახარინი, მალტოდექსტრინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიუსიდის აქტივირებული კომპონენტების კომპლექსი უზრუნველყოფს მის ბიოლოგიურ და კლინიკურ ეფექტურობას. ვიუსიდის ძირითადი თვისებები:

ანტივირუსული: მოქმედებს ჰეპატიტ A,B,C, აივ ვირუსებზე; მარტივი ჰერპესის I, II ტიპების ვირუსებზე; ჰერპეს ზოსტერზე, ციტომეგალოვირუსზე, პაპილომავირუსზე; რამდენჯერმე ამცირებს სისხლის ვირუსულ დატვირთვას აივ-თი ინფიცირებულ პაციენტებში;

ახდენს ჰეპატოციტების მემბრანის სტაბილიზირებას;

აღადგენს ღვიძლის ფუნქციას ციროზის შემთხვევაში, წინაღმდეგობას უწევს ჰეპატოცელულარული კარცინომის წარმოქმნას;

ახდენს იმუნოსტიმულირებას: ზრდის სდ4 უჯრედების დონეს სისხლში, ახდენს ჰემო- და ლეიკოპოეზის სტიმულირებას.

წარმოადგენს ინტერფერონის ინდუქტორს: ზრდის ალფა-ინტერფერონის სინთეზს, ალფა-ინტერფერონთან, ანტივირუსულ პრეპარატებთან სინერგიულად მოქმედებს, ხსნის მათ გვერდით ეფექტებს, ამცირებს ჰეპატოტოქსიკური სინდრომის გამოვლენას;

თრგუნავს ანტიგენ-სპეციფიკური T-ქილერების სინთეზს, რომლებიც აზიანებს ჰეპატოციტს ჰეპატიტის დროს;

ანტიოქსიდანტური: ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების პეროქსიდულ დაჟანგვას;

ანთების საწინაღმდეგო: ალერგიის საწინაღმდეგო, წყლულის საწინააღმდეგო (ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას);

ახდენს თირკმელზედა გარსის სტიმულირებას;

ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციისა და აუცილებელი ვიტამინებისა და ამინომჟავების მარაგის შევსების ხარჯზე გააჩნია ზოგადად გამაძლიერებელი მოქმედება.

ჩვენებები:

  • ვიუსიდი გამოიყენება როგორც კომპლექსური, ასევე მონოთერაპიისას სხვა დასხვა ავადმყოფობების სამკურნალოდ:
  • A, B, C,  ჰეპატიტები, ჰერპესული ინფექციები: ვპგ-I, ვპგ-II, ჰერპესი ზოსტერი, ციტომეგალოვირუსი, აივ ინფექცია, კანის დაავადებებისას, უროლოგიური, გინეკოლოგიური დაავადებებისას, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, რომლებიც დაკავშირებულია იმუნური სისტემის შესუსტებასთან.
  • ვიუსიდი მოქმედებს როგორც ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება, ასევე ხსნის ანტივირუსული, ანტიბაქტერიული თერაპიის გვერდით ეფექტებს.
  • ვიუსიდი გამოიყენება როგორც პალიატიური საშუალება ონკოლოგიური დაავადებებისას: ღვიძლის კარცინომა, ლიმფოგრანულომატოზი, იდიოპათიკურიი ჰემორაგია, ქიმიური თერაპიის ჩატარებისას ახდენს დეტოქსიკაციურ, ჰემოლეიკოპოეტიკურ მოქმედებას.
  • ვიუსიდი ეფექტურია ნევროლოგიური მდგომარეობებისას, რომლებსაც თან ახლავს ასთენია, დეპრესია, უძილობა, თავის ტკივილები, ამაღლებული აღგზნებადობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, სისუსტე, მოქანცვა.
  • მატულობს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული თერაპიის ეფექტურობა ღვიძლის, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე (ტუბერკულოზი, პლევრიტი, აბსცედირებადი პნევმონია) აივ-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას.
  • შეიძლება იქნას გამოყენებული ორვი-ს, გრიპის პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

გამოყენებამდე ვიუსიდის ფხვნილს ხსნიან წყლის, წვენის ან რძის მცირე (15-20 მლ) რაოდენობაში მის სრულ გახსნამდე.

ისეთი მწვავე ვირუსული ინფექციების მკურნალობისას, როგორიცაა ციტომეგალოვირუსი, უბრალო ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, ვირუსული პაროტიტი, პაპილომავირუსი:

მოზრდილებისათვის რეკომენდებულია 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში.

მწვავე ვირუსული B,C ჰეპატიტისას 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში (ხანგრძლივობა 3 თვე).

ბავშვების ისეთი ვირუსული ინფექციებისას, როგორიცაა წითურა, წითელა, ჩუტყვავილა:

3 წლამდე 1/4 პაკეტი 2-ჯერ დღეში;

3-7 წლამდე 1/3 პაკეტი 3-ჯერ დღეში;

7-12 წლამდე 1/2 პაკეტი 3-ჯერ დღეში.

აივ ინფექციისას: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში 1-2 თვის განმავლობაში, შემდეგ მხარდამჭერი დოზა შეადგენს 1-2 პაკეტს 3-ჯერ კვირაში (ხანგრძლივად).

ჰეპატიტის ქრონიკული ფორმებისას: 1-2 პაკეტი დღეში, 2-3 თვის განმავლობაში.

გრიპის, ორვი, ორზ-მკურნალობისა და პროფილაქტიკისას 2 პაკეტი დღეში.

დერმატოზისას თანმდევი იმუნოდეფიციტით (ფსორიაზი, წითელი მგლურა, სხვადასხვა ფერის სირსველი და სხვა) 2 პაკეტი დღეში პათოგენეტიკურ თერაპიასთან კომპლექსში.

კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში, საჭმლის მიღებიდან 30 წუთში.

ძირითად თერაპიასთან კომბინაციაში სხვადასხვა დაავადებებისას, რომლებიც დაკავშირებულია იმუნოდეციფიტური მდგომარეობის განვითარებასთან 2 პაკეტი დღეში მთელი თერაპიული კურსის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ (მაგ., ასკორბინის მჟავა, ვიტამინი B6). ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს ტრანსამინაზის აქტიურობის ზრდა. ამ შემთხვევაში 12 კვირის განმავლობაში სასურველია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შემდეგ შემცირებული დოზით მიღების გაგრძელება: 1 პაკეტი დღეში 2-ჯერ. 10 დღის შემდეგ უნდა დადგინდეს ასტ და ალტ აქტივობა. ტრანსამინაზების მაღალი აქტივობის შენარჩუნების შემთხვევაში (ვიუსიდის მიღებამდე მდგომარეობასთან შედარებით) პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:

*ინდივიდუალური აუტანლობა;

*მაქსიმალური ინტენსივობის ქრონიკული ჰეპატიტისას.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის კურსის დაწყებამდე, ალერგიული რეაქციების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია საცდელი დანიშნულების ჩატარება მინიმალურ დოზებით (1/4 პაკეტი 2-ჯერ დღეში 2-3 დღის განმავლობაში).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ არის რეკომენდებული ვიუსიდის მიღება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შედიან მის შემადგენლობაში: ვიტამინები B1, B6, B12 ჯგუფის, ფოლის მჟავა, ვიტამინები A,C, გლიცინი, კალციუმის პანტოტენატი, ესენციალე და სხვა კომპლექსური პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან ვიუსიდის კომპონენტები.

-მოქმედებს ანტივირუსულ პრეპარატებთან აციკლოვირთან და განციკლოვირთან სინერგიულად. ხსნის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების გვერდით ეფექტებს.

-ვიუსიდის მიღებისას გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად რეკომენდებულია ვიუსიდის დოზის შემცირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისაგნ დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ვიტრუმი – VITRUM – ВИТРУМ

მწარმოებელი: UNIPHARM

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მულტივიტამინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

ვიტრუმი – სრული ბალანსირებული კომპლექი 13 ვიტამინისა და 17 მინერალისაგან შემდგარი, მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

ავსებს ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას;

აძლიერებს იმუნიტეტს და უზრუნველყოფს ინფექციური დაავადების პროფილაქტიკას.

აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს გარემოს მავნე ფაქტორების მიმართ.

უზრუნველყოფს ტოქსიური ნივთიერებების ნეიტრალიზაციას და გამოდევნას;

ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას;

ამცირებს თამბაქისა და ალკოჰოლის მოხმარებისას განვითარებულ ნეგატიურ შედეგებს.

გარსით დაფარული ტაბლეტები

1 ტაბ.

ვიტამინი A (აცეტატი და ბეტა კაროტინი)

5000 მე

ვიტამინი E

30 მე

ვიტამინი  C

60 მგ

ფოლიუმის მჟავა

400 მკგ

ვიტამინი  B 1

1,5 მგ

ვიტამინი  B2

1,7 მგ

ვიტამინი  B6

2 მგ

ვიტამინი  B12

6 მკგ

ნიკოტინამიდი

20 მგ

ვიტამინი  K1

25 მკგ

ვიტამინი  D3

400 მე

ბიოტინი

30 მკგ

პანტოტენის მჟავა

10 მგ

რკინა (ფუმარატის სახით))

18 მგ

კალციუმი

162 მგ

ფოსფორი

125 მგ

იოდი

150 მკგ

მაგნიუმი

100 მგ

სპილენძი

2 მგ

თუთია

15 მგ

მარგანეცი

2,5 მგ

კალიუმი

40 მგ

ქრომი

25 მკგ

ქლორი

36,3 მგ

მოლიბდენი

25 მკგ

სელენი

25 მკგ

ნიკელი

5 მკგ

კალა

10 მკგ

კაჟი

10 მკგ

ვანადიუმი

10 მკგ

 

ჩვენებები:

 

  • ვიტამინების ნაკლებობის შევსება:
  • ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის, მინერალების და მიკროელემენტების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  • იმუნიტეტის დაქვეითება, არახელსაყრელი ეკოლოგიური პირობები, ვიტამინების ათვისების დარღვევა (ღებინება, ფაღარათი, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება);
  • ანტიბიოტიკებითა და ქიმიოპრეპარატებით მკურნალობისას და მკურნალობის შემდეგ;
  • ძლიერ დატვირთული  გონებრივი და ფიზიკური შრომისას, გადატანილი დაავადების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში;
  • არასრულყოფილი და არაბალანსირებული კვებისას.

 

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება დღეში 1 ტაბლეტი, ჭამის დროს ან მის შემდეგ 1–2 თვის მანძილზე.

უკუჩვენებები:

ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტებზე;

12 წლამდე ასაკის ბავშვები.

უსაფრთხოების ზომები:

არ გადააჭარბოთ დადგენილ დოზას. არ მიიღოთ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომელიც შეიცავენ იგივე ვიტამინებსა და მინერალებს. ორსულობისა და ლაქტაციის დროს მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

პრეპარატის მიღებისას ავტომანქანის მართვა და რთულ მექანიზმებთან მუშაობა დაშვებულია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

თუ ღებულობთ ნებისმიერ  სხვა პრეპარატს კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ამ მედიკამენტებთან ერთად ვიტრუმის მიღებაზე.

რკინა და კალციუმი, რომელსაც პრეპარატი შეიცავს, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისა და ფტორქინოლონების  შეწოვას ანელებს.

ვიტამინი C აძლიერებს სულფანილამიდების მოქმედებას და გვერდით მოქმედებასაც. ანტაციდური პრეპარატები, შემცველი ალუმინის, მაგნიუმის, კალციუმის ასევე ქოლესტირამინის ამცირებენ რკინის შეწოვას.

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება, თუმცა შესაძლებელი ალერგიული რეაქციები  პეპარატის შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობის გამო. ნებისმიერი გვერდით მოქმედების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატუტაზე 300C, მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვადა – 3 წელი.

ვიტრუმ კალცი – VITRUM CALCIUM – ВИТРУМ КАЛЬЦИЙ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ვიტრუმ კალცი+D3 – ახალი ვიტამინო–მინერალური პრეპარატი, შეიცავს კალცის და D3 ვიტამინის  უნიკალურ კომპოზიციას ხამანწკას ნიჟარიდან მიღებულს. აღნიშნული კომპოზიცია განსაკუთრებით ადვილად შეიწოვება ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერ ასაკში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გარსით დაფარული ტაბლეტები;

1 ტაბ:

D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) ………. 200ME

კალციუმის კარბონატი ………………………….. 500მგ.

ჩვენებები:

ის აუცილებელია სხვადასხვა წარმოშობის ოსტეოპორზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;

ბავშვებში და მოზარდებში ინტენსიური ზრდის დროს (შესაძლებელია დაენიშნოს ბავშვებს 12 წლის ასაკის ზემოთ), კალციუმის უკმარისობის დროს, ასევე რეკომენდირებულია ორსული ქალებისთვის და ლაქტაციისას.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის ორი ტაბლეტის ყოველდღიური მიღება მთლიანად აკმაყოფილებს ორგანიზმის კალცზე და  D3 ვიტამინზე მოთხოვნილებას.

ვიტაპროსტი ფორტე – VITAPROST FORTE – ВИТАПРОСТ ФОРТЕ

აქტიური ნივთიერება:

სამპროსტის სუბსტანცია (პროსტატის ექსტრაქტი) …………….  100 მგ

მოქმედების მექანიზმი:

– ვიტაპროსტის მიღება მონოთერაპიაში პროსტატიტის დროს განაპირობებს წინამდებარე ჯირკვლის მოცულობაში შემცირებას, რაც დაკავშიებულია წინამდებარე ჯირკვალზე პროსტატის ექსტრაქტის ორგანოტროპულ მოქმედებასთან.

– ეს განაპირობებს უჯრედების პროლიფერაციული აქტივობის შემცირებას და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის შეჩერებას. ასევე პროსტატის ექსტრაქტი ამცირებს შეშუპებას და ანთებით პროცესებს მიკროცირკულაციის გაუმჯობესების ხარჯზე

– ვიტაპროსტი ფორტე ამცირებს ინფრავეზიკულური ობსტრუქციის ხარისხს, რაც გამოიხატება შარდვის პროცესის გაუმჯობესებაში და ნარჩენი შარდის მოცულობის შემცირებაში.

ვიტაპროსტ ფორტე

– ვიტაპროსტ ფორტე უსაფრთხო პრეპარატია, რომელიც კარგად გადაიტანება;

– მკურნალობის დროს არ აღინიშნება სისხლისა და შარდის კლინიკური და ბიოქიმიური პარამეტრების ცვლილება, რაც ადასტურებს პრეპარატის უსაფრთხოებას;

– ვიტაპროსტ ფორტე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მონოთერაოპიაში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს მიუხედავად პაციენტის ასაკისა და თანმდევი დაავადებისა.

 

ვიტაპროსტ ფორტეს უპირატესობები:

– პრეპარატის ეფეტურობა ნარჩუნდება  ხანგრძლივად;

– არ ახასიათებს ნეგატიური სისტემური მოქმედება;

– არ აქვეითებს რეპროდუქციულ და სექსუალურ ფუნქციას;

– შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც მონოთერაპიაში ასევე კომპლექსურად.

 

ქრონიკული პროსტატიტების მთავარ პათოგენეზურ მექანიზმს წარმოადგენს სისხლის მომარაგების დარღვევა წინამდებარე ჯირკვალში;

ვიტაპროსტ ფორტე ეფექტურად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას პროსტატაში მიკროცირკულაციის გაძლიერების ხარჯზე დაახლოებით 50% ით.

ვიტაპროსტი მნიშვნელოვნად ზრდის სისხლის მიდინებას პროსტატის სისხლძარღვებში.

ვიტაპროსტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

– ვიტაპროსტი ამცირებს პროსტატის მოცულობას 3.6 სმ3 – (შეშუპებისა და ანთებითი ინფილტრატის შემცირების ხარჯზე);

– ვიტაპროსტი ამცირებს ლეიკოციტების რაოდენობას ეაკულატში;

– ვიტაპროსტი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციასა და ერექციას, აძლიერებს ლიბიდოს, აღადგენს ეაკულაციის პროცესს ქრონიკული პროსტატიტით დაავადებულებში.

ვიტაპროსტის გავლენა სპერმატოგენეზზე:

ვიტაპროსტით მკურნალობის შედეგად იზრდება ნორმალურად მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა.

ვიტაპროსტი ფორტე:

ვიტაპროს ფორტეს სუპოზიტორია მოქმედებს უშუალოდ პათოლოგიურ კერაზე.

ვიტაპროსტის მოქმედების მექანიზმი მიმართულია წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის აღდგენაზე:

 

– წინამდებარე ჯირკვალში მიკროცირკულაციის ნორმალიზება

– წინამდებარე ჯირკვლის შეშუპების შემცირება

– საშარდე ბუშტის კუნთების ტონუსის რეგულირება

– სპერმატოგენეზის ნორმალიზაცია: სპერმატოზოიდების რაოდენობისა და მოძრაობის უნარის  მატება, პათოლოგიური ფორმების შემცირება.

 

ვიტაპროსტის მოქმედების მექანიზმი აიხსნება პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ორგანოტროპული და ორგანოსპეციფიკური აქტივობით წინამდებარე ჯირკვლზე.

ვიტაპროსტი უზრუნველყოფს:

 

– სწრაფ კლინიკურ გაუმჯობესებას (ტკივილისა და დისკომფორტის  შემცირება, შარდვის პროცესის ნორმალიზება, სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესება)

– მდგრად, გახანგრძლივებულ ეფექტს (მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ თერაპიული შედეგი ნარჩუნდება ხანგრძლივად)

– უსაფრთხოების მაღალ ხარისხს და გადაიტანება კარგად (ბუნებრივი შემადგენლობა, გვერდითი ეფექტების არ არსებობა, არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა).

 

შედეგად ვიტაპროსტი უზრუნველყოფს მამაკაცის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ვიტამინიB6- დარნიცა – VITAMIN B6- DARNITSA – ВИТАМИН В6 -ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

PYRIDOXINUM

მწარმოებელი: DARNITSA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 5%: ამპულაში 1 მლ. შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ……………  50მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) –ის წყაროს წარმოადგენს მრავალი პროდუქტი; ამ ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია მარცვლოვანების აღმონაცენი, ბერძნული კაკალი, შპინატი , ფუნდუკი, კარტოფილი, სტაფილო, ყვავილოვანი და თეთრთავა კომბოსტო, პომიდორი, მარწყვი, ბალი, ფორთოხალი და ლიმონი. პირიდოქსინი არის აგრეთვე ხორცისა და რძის პროდუქტებში, თევზში,  კვერცხში, პარკოსნებში. ვიტამინი B6  ორგანიზმში სინთეზირდება ნაწლავის მიკროფლორით.

დღეღამური მოთხოვნილება ვიტამინი B6 –ზე.

დღეღამური მოთხოვნილება ვიტამინი B6 –ზე მოზრდილი ადამიანისთვის შეადეგნს 2.0მგ, ორსულებისა და მეძუძურებისათვის – 2–2.2მგ, ბავშვებში სიცოცხლის პირველ წელზე – 0.3–0.6მგ.

მიღების წესი და დოზირება:

პარენტერალურად (კანქვეშ, კუნთში, ვენაში), თუ per os მიღება შეუძლებელია (ღებინება) და ნაწლავის მიერ შეწოვის დარღვევა. მოზრდილებში – 50–100 მგ/დღ 1–2 მიღებაზე, ბავშვებში – 20მგ. მკურნალობის კურსი მოზრდილებში შეადგენს 1 თვეს, ბავშვებში – 2 კვირას. თუ მკურნალობა წარმოებს იზონიაზიდით, ფტივაზიდით – 5–10მგ/დღ.

სიდერობლასტური ანემიის სამკურნალოდ – 100მგ შიგნით მისაღებად ან 100მგ კუნთში, კვირაში 2–ჯერ. სასურველია ერთდროულად ფოლიუმის მჟავის, ციანკობალამინის, რიბოფლავინის მიღება.

პარკინსონიზმის დროს – კუნთში 100მგ/დღ, კურსზე 20–25 ინექცია, მკურნალობის კურსი გრძელდება 2–3 თვის შემდეგ, დოზის დაწყება შეიძლება 50–100მგ/დღ. დოზა ყოველდღიურად იზრდება 50მგ–ით, და მიიყვანება 300–400მგ/დღ–მდე. ერთჯერადი ინექციის სახით 12–15 დღის მანძილზე.

ინვოლუციურ ასაკში დეპრესიული მდგომარეობის დროს – კუნთში 200მგ/დღ.

პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვითი სინდრომის დროს – კუნთში ან ვენაში 30–600მგ, ბავშვებში 10–100მგ ყოველდღიურად.

ვიტამინი B6 –ის გამოყენება:

ვიტამინი B6 და ნერვული სისტემა

პირიდოქსინი განაპირობების უჯრედის მიერ გლუკოზის ეფექტურ მოხმარებას, იცავს ორგანიზმს სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი რყევებისგან;

პირიდოქსინი აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს, რამდენადაც წარმოადგენს ამონომჟავების ცვლის, ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის სინთეზის კატალიზატორს. ამით ის ამაღლებს ტვინის შრომისუნარიანობას, უზრუნველყოფს მეხსიერების და განწყობის გაუმჯობესებას. ამიტომ,პირიდოქსინის საშუალებით გლუკოზის ნორმალური განაწილება სასიკეთო გავლენას ახდენს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აძლიერებს ნერვულ სისტემას.

ვიტამინი B6 და სისხლის მიმოქცევა:

ვიტამინი B6 (რკინასთან, სპილენძთან და თუთიასთან ერთად) მონაწილეობას ღებულობს ჰემის, ჰემოგლობინის შემადგენელი ნაწილის, სინთეზში. რომელიც აუცილებელია ანემიის თავიდა ასაცილებლად.

ვიტამინი B6 და ნივთიერებათა ცვლა

პირიდოქსინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნივთიერებათა ყველა სახის ცვლაში.

ის ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში, რომლის დროსაც თირკმელზედა გადმოისვრის ჰორმონს, რომელიც ააქტივებს ცილოვან ცვლას. ამიტომ სტრესულ სიტუაციაში პირიდოქსინი იხარჯება ყველაზე მეტი, რადგან ის აუცილებელია ცილების შეთვისებისთვის.

ვიტამინი B6 ფოლის მჟავასთან ერთად ქოლესტერინის ცვლის (ახდენს ჰიპოქოლესტერინემიულ ეფექტს) და ცხიმოვანი მჟავების ნორმალიზებას უწყობს ხელს, და აქედან გამომდინარე, დადებით მოქმედებას ახდენს ცხიმოვან ცვლაზე.

ვიტამინი B6 და გულ–სისხლძაღვთა სისტემა:

ვიტამინი B6 კომპლექსში B1, B9, B12 ვიტამინებთან დგას გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაცვის სადარაჯოზე და ამცირებს ისეთი დაავადებების შემთხვევებს, როგორიცაა გულის  იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, მიოკარდის ინფარქტი.

სისხლში ვიტამინი B6–ის არ არსებობისას სისხლი ხდება სქელი, წებოვანი და მიდრეკილია შენადედის წარმოქმნისაკენ, რომელმაც შეიძლება დაახშოს სისხლძარღვი. პირიდოქსინს ორგანიზმიდან გამოჰყავს ჰომოცისტეინი – ამინომჟავა, რომლის დონის მომატება სისხლში იწვევს ინსულტის და მიოკარდის ინფარქტის შემთხვევების გახშირებას.

ვიტამინი B6 ორგანიზმის ქსოვილებში ნატრიუმის და კალიუმის ბალანსზეა პასუხისმგებელი. თუ ადამიანი ბევრ მარილს მოიხმარს საკვებში და არასაკმარისი რაოდენობით ღებულობს ვიტამინი B6, ეს იწვევს სითხის დაგროვებას (შეშუპებას), არტერიული წნევის მომატებას. ვიტამინი B6 მოქმედებს როგორც დიურეტიკი, მონაწილეობს ორგანიზმიდან წყლის გამოყვანაში.

ვიტამინი B6 და იმუნიტეტი:

პირიდოქსინი აუცილებელია ანტისხეულების რაოდენობის მომატებისთვის და ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ ორგანიზმის დამცველებს დაავადების  მრავალი გამომწვევისგან. ამ ვიტამინის აუცილებელი საკმარისი რაოდენობა საჭიროა ორგანიზმში იმუნური სისტემის ფუნქციონირების მაჩვენებლის – T უჯრედების პროდუცირებისათვის.

ეს ვიტამინი განსაკუთრებით აუცილებელია ბავშვებისთვის და ხანშიშესულებისთვის, რათა ბუნებრივი გზით დაცული იყოს ორგანიზმი ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისგან.

ჰიპოვიტამინოზი

ვიტამინი B6 უკმარისობა:

ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევა, ვითარდება დეზორიენტაცია;

ვითარდება ანემია;

ირღვევა სისხლძარღვების მუშაობა;

ვითარდება დერმატიტი და კანის სხვა დაავადებები, კანი ხდება ლიმონისფერ–ყვითელი შეფერილობის;

ჩნდება აგზნება, თავის ტკივილი, დაღლილობა;

მადის დაქვეითება;

ჰიპერვიტამინოზი:

ვიტამინი B6–ის ჭარბი დოზირება იწვევს კიდურებში სისხლისმიმოქცევის დარღვევას, ზოგჯერ ალერგიულ რეაქციებს.

მითითება:

ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები, ანტიბიოტიკები და მოწევა ზრდის ორგანიზმის მიერ ამ ვიტამინზე მოთხოვნას.

პირიდოქსინი აუცილებელია ანემიის პროფილაქტიკისთვის; ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რის შედეგადაც უმჯობესდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია; გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საპროფილაქტიკოდ, როგორიცაა, იშემიური დაავადება, ჰიპერტონული დაავადება; იმუნური უჯრედების წარმოქმნისთვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას; ასუსტებს ლევოდოპას მოქმედებას; იზონიკოტინის ჰიდრაზიდი, პენიცილამინი, ციკლოსერინი და ესტროგენდამოკიდებული პერორალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ პირიდოქსინის ეფექტს. კარგად მოქმედებს გულის გლიკოზიდებთან ერთად, გლუტამინის მჟავასთან და ასპარკამთან (მატულობს გამძლეობა ჰიპოქსიის მიმართ). ფარმაცევტულად შეუთავსებელია B1 და  B12 ვიტამინებთან, ფხვნილში ასკორბინის და ნიკოტინის მჟავასთან.

ვიტამინი E – VITAMIN E – ВИТАМИН E

პრეპარატის პატენტირებული სავაჭრო დასახელება:

ვიტამინი E

მწარმოებელი: “ზენტივა ა.ს.” სლოვაკეთის რესპუბლიკა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები

1 კაფსულა შეიცავს E ვიტამინს (ტოკოფეროლ აცეტატი) 100 მგ, 200 მგ ან 400 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, ჟელატინი, გლიცეროლი 75%, მეთილპარაბენი, საღებავი წითელი Rubor ponceau 4R (E 124), გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა:

წითელი, ოვალური ფერის კაფსულები, რომლებიც ამოვსებულია გამჭვირვალე ღია-ყვითელი ზეთით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ვიტამინი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში, ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და მსხვრევადობას. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის, და ასევე სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად. მონაწილეობს ნუკლეინური მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში. წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგვით ჟანგვას. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად. დიდ დოზებში ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. ავლენს გამოხატულ დადებით ზემოქმედებას ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე, ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას შეიწოვება 20% – 40% (აუცილებელია ნაღვლის არსებობს და თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება). დოზის გაზრდისას აბსორბციის ხარისხი მცირდება. ოპტიმალური კონცენტრაცია სისხლში 10-15 მგ/ლ. ექსკრეცია ძირითადად განავალთან ერთად ხდება. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად გლუკურონიდებისა და სხვა მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებება:

E ვიტამინის ჰიპოვიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;

კომპლექსური თერაპიის სახით, მენსტრუალური ციკლის, სახსრებისა და ხერხემალის მყესოვანი აპარატის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებების ჰორმონალური მკურნალობისას;

გადატანილი დაავადებების შემდეგ რეკონვალესცენციის მდგომარეობები;

არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;

მომატებული ფიზიკური დატვირთვა.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით – ავადმყოფებში მძიმე კარდიოსკლეროზით და გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, თრომბოემბოლიების განვითარების მომატებული საშიშროებისას; K ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჰიპოპროთრომბინემია, შეიძლება გაუარესდეს E ვიტამინის 400 სე-ზე უფრო დიდი დოზების გამოყენებისას.

ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს გამოყენება:

ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გამოყენების მეთოდები და დოზირება:

კაფსულები 100 მგ: უფროსებს 2-4 კაფსულა დღეში.

კაფსულები 200 მგ: უფროსებს 1-2 კაფსულა დღეში.

კაფსულები 400 მგ: უფროსებს 1 კაფსულა დღეში.

მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს (ჰორმონალური თერაპიის დამატების სახით) 300-400 მგ დღე გამოშვებით თანმიმდევრობით, ციკლის მე-17 დღიდან დაწყებული.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, გულისრევა, გასტრალგია.

იშვიათად მიდრეკილ პაციენტებში ვითარდება კრეატინური, კრეატინკინაზას აქტივობის მომატება, სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის მომატება, თრომბოფლებიტები, ფილტვების თრომბოემბოლია, თრომბოზი.

ჭარბი დოზირება:

E ვიტამინის მაღალი დოზები (400-800 მგ დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში) იწვევენ მხედველობის დარღვევას, ფაღარათს, თავბრუს, თავის ტკივილს, გულისრევას, ადვილად დაღლილობას, გულყრას, ბუშტუკოვანი ეპიდერმოლიზის დროს ალოპეციის ადგილებში თეთრი თმების გაზრდას.

ძალიან მაღალი დოზები (800 მგ-ზე მეტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში) იწვევენ სისხლდენებს პაციენტებში K ვიტამინის უკმარისობით; მათ შეუძლიათ დაარღვიონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმი და მგრძნობიარე პაციენტებში გაზარდონ თრომბოფლებიტების და თრომბოემბოლიების განვითარების საშიშროება.

მკურნალობა: სიმპტომატური, პრეპარატის მოხსნა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, საგულე გლიკოზიდების ეფექტს. ზრდის ანტიეპილეფსური საშუალებების ეფექტურობას ეპილეფსიით ავადმყოფებში (სისხლში მომატებულია ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების შემცველობა).

რკინა ზრდის E ვიტამინის დღიურ მოთხოვნას. E ვიტამინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, თუ დოზა აღემატება 400 სე-ს დღეში.

არ არის რეკომენდებული ერთდროული მიღება სხვა ვიტამინური კომპლექსებისა, რომლების E ვიტამინს შეიცავენ, ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად.

E ვიტამინის დანიშვნამ მაღალ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტი. 400 სე-ზე მაღალი დოზებით E ვიტამინის ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან (კუმარინის წარმოებულები და ინდანდიონი) ზრდის ჰიპოთრომბინემიისა და სისლდენების განვითარების საშიშროებას.

კოლესტირამინი, კოლესტიპოლი, მინერალური ზეთები აქვეითებენ შეწოვას.

განსაკუთრებული მითითებანი

თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზის დროს ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში, შეიძლება ამოვიდეს თეთრი თმები.

გამოშვების ფორმა:

კაფსულები 100 მგ; 200 მგ: 30 კაფსულა მუქი ფერის შუშის ფლაკონებში.

კაფსულები 400 მგ: 20 ან 30 კაფსულა მუქი ფერის შუშის ფლაკონებში. ყოველი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

15-დან 250C-მდე ტემპერატურის პირობებში, მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა:

3 წელი.

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

ვიტამინი D3 – VITAMIN D3 – ВИТАМИН D3

საერთაშორისო დასახელება:

COLECALCIFEROL

მწარმოებელი: TERPOL PHARMACEUTICAL

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ქოლეკალციფეროლი ……………   15000 სე

 

ვრცლად ვიტამინი D3

ვიტამინი C-დარნიცა – VITAMIN C-DARNITSA – ВИТАМИН С-ДАРНИЦА




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ვიტამინი C – VITAMIN C – ВИТАМИН С

საერთაშორისო დასახელება:

ASCORBIC ACID

მწარმოებელი: HEMOFARM

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ასკორბინის მჟავა ……….   250 მგ

1 ტაბ.

ასკორბინის მჟავა…………..  1 გ

 

ვრცლად უპსავიტი ვიტამინი C

ვიტამინი B1 დარინიცა – VITAMIN B1 DARNITSA – ВИТАМИН В1 ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

THIAMINUM

მწარმოებელი: DARNITSA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 5%: ამპულაში 1 მლ,. შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

თიამინის ქლორიდი …………….     50 მგ

 

ვრცლად თიამინი

Don`t copy text!