Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 602

ვოლტარენ ემულგელი – VOLTAREN EMULGEL – ВОЛТАРЕН ЕМУЛГЕЛ

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC

მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH S. A., შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი 1% გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 20 გ და 50 გ

100 გ

დიკლოფენაკის დიეთილანი …………….  1.16 გ,

რაც შეესაბამება 1 გ დიკლოფენაკის ნატრიუმს.

დამხმარე ნივთიერებები:

დიეთილანი, კარბომერები (კარბოპილი 974P), მაკროგოლი ცეტოსტეარილის ეთერი (ცეტომაკროგოლი 1000), კოკოილ კაპრილოკაპრატი (ცეტიოლი LC), იზოპროპილის სპირტი, თხევადი პარაფინი (მინერალური ზეთი), არომატული მალამო 45, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აქტიური კომპონენტი დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. თრგუნავს რა I და II ტიპის ციკლოოქსიგენაზას, ის არღვევს არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმს.

ვოლტარენ ემულგელი გამოიყენება ტკივილის სინდრომის მოსახსნელად და შეშუპების შესამცირებლად, რაც დაკავშირებულია ანთებით პროცესთან.

პრეპარატის რეკომენდებული წესით წასმისას აბსორბირდება დიკლოფენაკის არანაკლებ 6%.

ჩვენებები:

  • რბილი ქსოვილებისა და სახსრების პოსტტრავმული ანთებები (მაგ: დაჭიმულობის და დაშავების შედეგად განვითარებული);
  • რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანება);
  • ტკივილის სინდრომი და შეშუპება, რაც დაკავშირებულია კუნთებისა და სახსრების დაავადებებთან (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი).

მიღების წესი და დოზირება:

გელი გარეგანი გამოყენებისათვის

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ პრეპარატის წასმა ხდება კანზე დღეში 3-4-ჯერ; წასმის შემდეგ ხდება გელის ოდნავ შეზელვა. პრეპატის საჭირო რაოდენობის განსაზღვრა ხდება მტკივნეული მიდამოს ზომის მიხედვით (რაც ზომით შეესაბამება ალუბლის ან კაკლის ზომას). პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 2-4 გ-ს.

პრეპარატის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და გამოვლენილ ეფექტზე (ეფექტის გასაძლიერებლად შესაძლებელია გელის გამოყენება ვოლტარენის სხვა სამკურნალო ფორმებთან ერთად). პრეპარატის ორკვირიანი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ქავილი, შეწითლება, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულომები, ვეზიკულები, კანის აქერცვლა).

სისტემური რეაქციები: გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპასტიკური რეაქციები), ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

*აცეტილსალიცილმჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, “ასპირინული” ასთმა;

*ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი;

*ბავშვთა ასაკი (12 წლამდე);

*კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია:

*პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის III ტრიმესტრში. გამოცდილება ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს. ორსულობის I და II ტრიმესტრებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმებთან კონსულტაციით.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ღვიძლის პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მწვავე მოშლა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ბრონქული ასთმა, ორსულობის I და II ტრიმესტრი.

ვოლტარენ ემულგელის წასმა უნდა მოხდეს მხოლოდ დაზიანებულ კანზე და თავიდან უნდა იქნეს აცილებული გელის მოხვედრა ღია ჭრილობებზე. გელის წასმის შემდეგ არ უნდა გაკეთდეს ოკლუზიური სახვევი. დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსზე.

ჭარბი დოზირება:

გარეგანი გამოყენებისას პრეპარატის აქტიური კომპონენტების ძალიან დაბალი სისტემური აბსორბცია პრატიკულად შეუძლებელს ხდის ჭარბ დოზირებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვოლტარენ ემულგელმა შეიძლება გააძლიეროს ისეთი პრეპარატების მოქმედება, რომლებიც იწვევენ ფოტო სენსიბილიზაციას. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ რის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ვოლტანირი – VOLTANIR – ВОЛТАНИР

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC

მწარმოებელი: MARION BIOTECH

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 3 მლ,.

შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

დიკლოფენაკი ……………..    25 მგ 75 მგ

ტაბლეტები რეტარდი: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

დიკლოფენაკი ………………..50 მგ

 

ვრცლად ვოლტარენი(დოზირება, მიღების წესი ინდივიდუალური)

ვოზიტექს – L – VOZITEX-L – ВОЗИТЕКС – L

მწარმოებელი: www.kendy.com. ბულგარეთი.

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს:

L – კარნიტინი  ………………       500 მგ

მაგნიუმის სტეარატი ………          5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

L-კარნიტინი (l-carnitine) ორგანიზმში სინთეზირდება ღვიძლისა და თირკმელების მეშვეობით. ორგანიზმში L-კარნიტინის მწვავე უკმარისობა დაფიქსირებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ნერვული განლევის, ინფექციების, ორგანიზმის დაბერების, გულთან დაკავშირებული პრობლემების და განსაკუთრებით ინტენსიური ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვების დროს. L-კარნიტინი არის ამინომჟავური ვიტამინისებური ნაერთი, რომელიც მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების ცვლაში (ცხიმოვანი მჟავების ცვლის კოფერმენტი) და წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც გვხვდება ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედში.

მეტაბოლიზმში კარნიტინის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი  – დაჟანგვის ადგილზე ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მისი უნიკალური თვისება მდგომარეობს იმაში რომ, ის ზრდის უჯრედული მემბრანის შეღწევადობის ხარისხს ცხიმოვანი მჟავებისათვის. კარნიტინი, ცხიმოვანი ქსოვილის დაშლის სიჩქარის გაზრდის გარეშე და ენერგიით მომარაგების მიზნით ზრდის ლიპიდების გამოყენებას რის შედეგადაც მცირდება კანქვეშა–ცხიმოვან დეპოში ცხიმის მოლეკულების სინთეზის სიჩქარე.

კარნიტინის შესანიშნავ თვისებას წარმოადგენს მისი უნარი შეამციროს ორგანიზმში ქოლესტერინის შემცველობა და შეანელოს სისხლძარღვოვანი ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოშობა. 
Vozitex-L -L ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციის ფუნქციის, ცილის და გლიკოგენის სინთეზის  გაძლიერებას, რძის და პიროყურძნის მჟავის, ე.წ. „დაღლილობის ტოქსინების“, აქტიურ დაშლას.

გამოყენების წესები:

  • გაცხიმოვნების სხვადასხვა ფორმები;
  • გადახრები გულის, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციონირებაში/მუშაობაში;
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ინფექციები;
  • ბავშვებში ზრდის შეფერხება;
  • ბავშვებში მადის დაქვეითება;
  • ვეგეტარიანელობა: გამოიყენება რაციონიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ამოღების დროს;
  • გერონტოლოგია: მიზანშეწონილია პირებისათვის (55 წელს ზემოთ), ათეროსკლეროზის რისკის არსებობასთან დაკავშირებით;
  • სპორტი: შეუცვლელია მოყვარული და პროფესიული სპორტში, რაც მოითხოვს ხანგრძლივ და ინტენსიურ  ფიზიკურ ვარჯიშს მაქსიმალური დატვირთვით. ზრდის ენერგომომარაგებას, წვავს ცხიმს, ინარჩუნებს და აძლიერებს კუნთოვან ქსოვილს.
  • მოიხმარენ ადამიანები, რომელთა პროფესია დაკავშირებულია მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან.

გვერდითი ეფექტები:

არ შეიმჩნევა

დოზირება:

ბავშვებში 4–8 წლამდე – 1 კაფსულა ერთჯერ დღეში;

9–18 წლამდე –  1 კაფსულა 2–ჯერ დღეში;

მოზრდილებსა და 18 წლის ზემოთ ბავშვებში  – 1 კაფსულა 3–ჯერ დღეში.

მიიღეთ ჭამის დროს ან ვარჯიშის  (სპორცმენები) წინ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. წამლის მიღებისათვის  რეკომენდირებული დრო – 2 თვე.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას!

შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას!

არ გამოიყენოთ როგორც საკვები დანამატი კვების რაციონის გასამდიდრებლად!

შენახვა:

შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ  ადგილას ტემპერატურაზე

გამოყენების ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.

ვობენზიმი – WOBENZYM – ВОБЭНЗИМ

მწარმოებელი: MUCOS PHARMA, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორული თვისებების მქონე პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ც., შეფუთვაში 2 ან 10 ბლისტერი.

1 ტაბ.

პანკრეატინი …………………..   100 მგ

პაპაინი  ………………………..    60 მგ

ბრომელაინი ………………….    45 მგ

ტრიფსინი     …………………    24 მგ

ქიმოტრიფსინი ………………     1 მგ

ამილაზა ……………………….    10 მგ

ლიპაზა ………………………..     10 მგ

რუტინი ……………………….      50 მგ

დამხმარე საშუალებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სტეარინის მჟავა, გაწმენდილი წყალი, კოლოიდური სილიკონი (დიოქსიდი), ტალკი, საქაროზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფერმენტები წარმოადგენენ ორგანიზმის ცხოველქმედების საფუძველს, ისინი მონაწილეობენ პრაქტიკულად ყველა ბიოლოგიური პროცესის განხორციელებაში. ენზიმების აქტივობის დაქვეითება ხშირად იწვევს მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს.

ვობენზიმი წარმოადგენს ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი მაღალაქტიური ენზიმების კომბინაციას. იგი შეიცავს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ფერმენტებს, რომლებიც მიღებულია ანანასისა და პაპაისაგან და ცხოველების კუჭქვეშა ჯირკვლიდან. ორგანიზმში მოხვედრისას, ენზიმები შეიწოვებიან წვრილ ნაწლავში ინტაქტური მოლეკულების რეზორბციის გზით, სადაც ისინი უკავშირდებიან სისხლის სატრანსპორტო ცილებს და ამგვარი ნაერთების სახით ხვდებიან სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ენზიმები თავიანთი აქტივობის რეალიზაციას ახდენენ იმუნომამოდულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ფიბრინოლიზური შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიაგრეგაციული და მეორადი ანალგეზიური მოქმედების საშუალებით, ამასთან ენზიმები პათოლოგიურ პროცესზე მოქმედებენ კომპლექსურად.

ვობენზიმი დადებითად მოქმედებს ანთების მსვლელობაზე, ზღუდავს აუტოიმუნური და იმუნოპათოლოგიური პროცესების გამოვლენას. ამასთან ერთად, იგი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის მაჩვენებლებზე, ახორციელებს მონოციტი-მაკროფაგების ბუნებრივი კილერი უჯრედების სტიმულაციასა და ფუნქციური აქტივობის რეგულაციას, ასტიმულირებს სიმსივნის საწინაღმდეგო იმუნიტეტს, ციტოტოქსიკურ T-ლიმფოციტებს უჯრედების ფაგოციტურ აქტივობას.

ვობენზიმის მოქმედებით მცირდება მოცირკულირე იმუნური კომპლექსების რაოდენობა და ხდება იმუნური კომპლექსების მემბრანული დეპოზიტების გამოსვლა ქსოვილებიდან.

ვობენზიმი ამცირებს ინტერსტიციის ინფილტრაციას პლაზმური უჯრედებით, ხელს უწყობს ცილოვანი დეტრიტისა და ფიბრინის დეპოზიდების ელიმინაციას ანთების ზონიდან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური პროდუქტებისა და ნეკროზული ქსოვილების ლიზისს. აუმჯობესებს ჰემატომებისა და შეშუპების გაწოვას, ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების განვლადობის ნორმალიზირებას.

ვობენზიმი ამცირებს თრომბოქსანის კონცენტრაციას და თრმობოციტების აგრეგაციას. არეგულირებს:

სისხლის უჯრედების ადჰეზიას, აუმჯობესებს ერითროციტების დეფორმირებულობის უნარს მათი პლასტიურობის რეგულირებით, ახდენს ნორმალური დისკოციტების რიცხვის რეგულირებას, ამცირებს თრომბოციტების გააქტივებული ფორმების საერთო რაოდენობას, ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ამცირებს მიკროაგრეგატების საერთო რაოდენობას, და ამგვარად აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებსა და მიკროცირკულაციას, შესაბამისად ქსოვილების მომარაგებას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.

ვობენზიმი ამცირებს ჰორმონული პრეპარატების მიღებით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს.

ვობენზიმის მეორადი ანალგეზიური თვისება მწვავე ანთებითი პროცესის ფაქტორებზე ზემოქმედების შედეგად ვლინდება.

ვობენზიმი აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ამცირებს ენდოგენური ქოლესტერინის სინთეზს, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას, ამცირებს ათეროგენული ლიპიდების დონეს, აუმჯობესებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შეწოვას.

ვობენზიმი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების მაღალი კონცენტრაციის მიღწევას სისხლის პლაზმასა და ანთების კერაში და ამ გზით ზრდის მათ გამოყენების ეფექტურობას იმავდროულად, მასში შემავალი ენზიმები ამცირებენ ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებს.

ვობენზიმი არეგულირებს არასპეციფიკური დაცვის მექანიზმებს (ინტერფერონების გამომუშავება), და ამგვარად ავლენს ანტივირუსულ და ანტიმიკრობულ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • შემდეგი დაავადებების კომპლექსური თერაპია:

ანგიოლოგია: თრომბოფლებიტები, ზედაპირული ვენების პოსტტრომბოფლებიტური დაავადებისა და მწვავე თრომბოფლებიტების მკურნალობა, ქვემო კიდურების ენდარტერიტისა და მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის მკურნალობა, რეციდივული ფლებიტების პროფილაქტიკა, ლიმფური შეშუპება.

უროლოგია: შარდ-სასქესო ტრაქტის ანთებითი დაავადებები, ცისტიტი, ცისტოპიელიტი, პროსტატიტი. ინფექციები, შეშუპება.

გინეკოლოგია: ქრონიკული ინფექციები ადნექსიტი, ჰესტოზები, მასტოპათია. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გართულების გამოხატულებისა და სიხშირის შესამცირებლად.

კარდიოლოგია: მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი (სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად), გულის იშემიური დაავადება.

პულმონოლოგია: ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ანთება, სინუსიტი, ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, ბრონქული ასთმა.

გასტროენტეროლოგია: პანკრეტატი. ჰეპატიტი.

ნეფროლოგია: პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი.

ენდოკრინოლოგია: დიაბეტური ანგიოპათია, დიაბეტური რეტინოაპათია, აუტოიიმუნური თირეოდიტი.

რევმატოლოგია: რევმატოდული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ბეხტერევის დააავადება.

დერმატოლოგია: ატოპიური დერმატიტი, გამონაყარი ფერიმჭამელებით.

ქირურგია: ოპერაციის შემდგომი გართულებების (ანთება, თრომბოზი, შეშუპება) პროფილაქტიკა და მკურნალობა, შეხორცებითი დაავადებები, პოსტტრავმული და ლიმფური შეშუპება, პლასტიური და რეკონსტრუქციული ოპერაციები.

ტრავმატოლოგია: ტრავმები, მოტეხილობები, დისტორსია, ამოვარდნილობები, დაჟეჟილობები, ქრონიკული და პოსტტრავმული პროცესები, რბილი ქსოვილების ანთება, დამწვრობა, ტრავმები სპორტულ მედიცინაში.

ნევროლოგია: გაფანტული სკლეროზი.

პროფილაქტიკა: მიკროცირკულაციის დარღვევა, პოსტსტრესული დარღვევები, ადაპტაციური მექანიზმების მოშლა. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა, ჰორმონული კონტრაცეპცია. ქირურგიული ჩარევის დროს ინფექციური გართულებებისა და შეხორცებითი დაავადების პროფილაქტიკისათვის.

ვობნეზიმი რეკომენდებულია ონკოლოგიური ავადმყოფებისათვის. ქიმიო და სხივური თერაპიის ჩატარების დროს ინფექციური დაავადების პროფილაქტიკისა და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ასევე ვირუსული ინფექციებისა და მათი გართულებების პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

დაავადების აქტივობისა და სიმძიმის მიხედვით ვობენზიმი ინიშნება:

3-დან 10 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში. პრეპარატის მიღების პირველ 3 დღეს რეკომენდებული დოზაა 3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

დაავადების საშუალო სიმძიმის დროს ვიბენზიმი ინიშნება 5-7 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. 2 კვირის მანძილზე. შემდგომში დოზა უნდა შემცირდეს 3-5 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში, 2 კვირიანი კურსით.

დაავადების მაღალი აქტივობის შემთხვევაში, ვობენზიმი ინიშნება 7-10 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2-3 კვირის განმავლობაში, შემდგომში დოზა მცირდება 5 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 2-3 თვეს შეადგენს.

ქრონიკული, ხანგრძლივი და მიმდინარე დაავადებების დროს ვობენზიმი ინიშნება ხანგრძლივი კურსების სახით 3-დან 6 თვემდე ან უფრო ხანგრძლივად.

ანტიბიოტიკების აქტივობის გაზრდისა და დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის მიზნით, ვობენზიმი უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკოთერაპიის მთელი კურსის განმავლობაში დოზით 5 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ანტიბიოტიკების კურსის შეწყვეტის შემდეგ, მიკროფლორის (ბიოცენოზი) აღსადგენად, ვობენზიმი ინიშნება 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 2 კვირის მანძილზე.

დამცავი თერაპიის სახით გამოყენებისას, ქიმიო და სხივური თერაპიის კურსის დროს, ვობენზიმი ინიშნება 3-5 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში თერაპიის კურსის დასრულებამდე – ინფექციური გართულებების ასაცილებლად, ბაზისური თერაპიის ამტანობისა და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

პროფილაქტიკური მიზნით გამოყენების შემთხვევაში ვობენზიმის დოზა შეადგენს 2-3 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსია 1.5 თვე, წელიწადში 2-3-ჯერ განმეორებით.

ტაბლეტების მიღება ხდება ჭამამდე 30 წუთით ადრე მაინც, დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობით წყალთან (200 მლ) ერთად.

გვერდითი მოვლენები:

ვობენზიმს პაციენტები კარგად იტანენ. უმრავლეს შემთხვევაში მისი გვერდითი მოქმედება არ იქნა გამოვლენილი მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის დროსაც კი.

ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება განავლის კონსისტენციისა და სუნის ცვლილება, კანის გამონაყარი ჭინჭრის ციების სახით, რომლებიც შექცევადია დოზის შემცირებასთან ერთად.

სხვა გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში რომელიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული, რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

*ინფექციური პროცესის შემთხვევაში ვობენზიმი არ ცვლის ანტიბიოტიკებს, მაგრამ ზრდის მათ ეფექტურობას, რადგან ზრდის მათ კონცენტრაციას სისხლის პლაზმასა და ანთებით უბანში.

*ორსულობა და ლაქტაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის მიღებისათვის, მაგრამ ორსული ქალები პრეპარატს უნდა იღებდნენ ექიმის  მეთვალყურეობის ქვეშ.

*ანტიდოპინგური ცენტრის გამოკვლევების მაჩვენებლების მიხედვით, პრეპარატ ვობენზიმში  დოპინგური ნაერთები არ იქნა აღმოჩენილი.

*პრეპარატი არ ახდეს ნეგატიურ მოქმედებას ავტომობილის მართვაზე და იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ფსიქიური და ფიზიკური რეაქციის მაღალ სიჩქარეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვობენზიმის ერთდროული მიღებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, შეუთავსებლობის შემთხვევები არ იქნა გამოვლენილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2.5 წელი.

ვობე-მუგოს E – WOBE-MUGOS E – ВОБЕ-МУГОС Е

საერთაშორისო დასახელება:

CHYMOTRIPSIN; TRYPSIN;PAPAIN

მწარმოებელი: MUCOS PHARMA, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ქიმოტრიფსინი+ტრიფსინი+პაპაინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფერმენტული საშუალება სისტემური ენზიმოთერაპიისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ტაბ., შეფუთვაში 1, 2 და 5 ც.

1 ტაბ.

ქიმოტრიფსინი …………..     40 მგ

ტრიფსინი ………………….      40 მგ

პაპაინი……………………….      100 მგ

1 ტაბლეტი შეიცავს ცხოველების პანკრეასიდან და Carica papaya-ისგან მიღებული პროტეოლიზური ფერმენტების 200 მგ-ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენზიმები (ფერმენტები) მონაწილეობენ ორგანიზმის ცხოველქმედების პრაქტიკულად ყველა პროცესში; ენზიმების აქტივობის შემცირება ხშირად განაპირობებს ამა თუ იმ დაავადების განვითარებას. ენზიმების მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს დარღვეული იმუნიტეტის აღდგენის უნარი.

ვობე-მუგოს E ტაბლეტები დაფარულია კუჭის წვენის მოქმედებისაგან დამცავი გარსით.

იგი წარმოადგენს მაღალაქტიური მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ბუნებრივი ენზიმების მიზანმიმართულ კომბინაციას. პრეპარატი ააქტივებს ანტივირუსულ იმუნიტეტს, (NK უჯრედებს, ციტოტოქსიკურ T ლიმფოციტებს, მაკროფაგებს) და არეგულირებს ციტოკინების კონცენტრაციას. იგი ამცირებს სხივური და ქიმიოთერაპიის უარყოფით გავლენას ორგანიზმზე, პირველადი სიმსივნის პროგრესირების ტემპებს და მეტასტაზირების შესაძლებლობას, ახდენს ენდოთელიუმისა და სიმსივნური უჯრედების ადჰეზიური მოლეკულების ექსპრესიის ინჰიბირებას.

პრეპარატი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებსა და მიკროცირკულაციას, რაც ხელს უწყობს ტოქსიკური პროდუქტების გამოყოფასა და ქსოვილების ტროფიკის გაუმჯობესებას. ამასთან ერთად, იგი ხელს უწყობს იმუნური კომპლექსების ფრაგმენტაციას და მათ ელიმინაციას მაკროფაგების ფაგოციტური აქტივობის სტიმულირების ხარჯზე.

ჩვენებები:

  • ვირუსული დაავადებების, ჰერპესული ინფექციების მკურნალობა: ჰერპეს ზოსტერი, მარტივი ჰერპესი, ასევე მათი მორეციდივე ფორმები;
  • დამხმარე თერაპია ქიმიო- და სხივური თერაპიის დროს: ამცირებს ზემოთ აღნიშნული თერაპიის გვერდით მოვლენებს (იმუნოსუპრესია, პოსტრადიაციული მუკოზიტი, ფიბროზები), აუმჯობესებს ქიმიოპრეპარატებისა და სხივური თერაპიის მიმართ ტოლერანტობას.

მიღების წესი და დოზირება:

-ქიმიო- და სხივური თერაპიის კურსის ჩატარებისას, განსაკუთრებით, გვერდითი ეფექტების ან ქიმიო და სხივური თერაპიის მიმართ აუტანლობის განვითარებისას, რეკომენდებულია 3 ტაბლეტის მიღება 3-ჯერ დღეში ქიმიო- ან სხივური თერაპიის მთელი კურსის მანძილზე.

-მეტასტაზირების პროფილაქტიკისათვის ხანგრძლივი მკურნალობის დროს, რეკომენდებულია 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 5 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. ინდივიდუალურად თითოეული ავადმყოფისათვის.

-ვირუსული დაავადებების მკურნალობისათვის იღებენ 5 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, ძირითადი კლინიკური სიმპტომების უკუგანვითარებამდე. მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე – დაავადების პირველი სიმპტომების განვითარებისთანავე.

ტაბლეტებს ღებულობენ დაუღეჭავად, ჭამამდე არანაკლებ 30 წთ-ით ადრე, წყლის საკმაოდ დიდ რაოდენობასთან (200 მლ) ერთად.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ, პაციენტები პრეპარტს კარგად იტანენ. გვერდითი მოქმედება არ ვლინდება მისი მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროსაც კი. ერთეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, განავლის ფერის, სუნისა და კონსისტენციის შეცვლა. პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისა, ზოგჯერ აღინიშნება მუცლის შებერვა და დიარეა. ასეთ დროს პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ არის საჭირო. არამედ რეკომენდებულია დოზის დროებით შემცირება.

უკუჩვენებები:

*სისხლის შედედების პათოლოგიები (ჰემოფილია), ასევე ჰემოდიალიზის ჩატარებისას. ასეთ დროს აუცილებელია ექიმის მიერ კონტროლი. ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ამ მდგომარეობისათვის ადექვატური სიფრთხილით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატებთან ერთად ერთდროული მიღებისას შეუთავსებლობის შემთხვევები ცნობილი არ არის.

-ანტიბიოტიკებთან ერთად მიღება ზრდის მათ კონცენტრაციას სისხლსა და სამიზნე ორგანოებში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ვიშნევსკის ლინიმენტი – VISHNEVSKY LINIMENTUM BALSAMICUM – МАЗЬ ВИШНЕВСКОГО

საერთაშორისო დასახელება:

VISHNEVSKY LINIMENTUM BALSAMICUM

მწარმოებელი: FITOPHARM

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიური და ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედების საშუალება. აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. გარე ხმარების კომბინირებული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 40 გ

კომბინირებული პრეპარატი.

გარეგანი გამოყენების პრეპარატი. შემადგენლობა: 3  ნაწილი –  ქსეროფორმი, 3 ნაწილი – კუპრი, 89–94 ნაწილი – ქაფურის ზეთი.

სამკურნალო თვისებები:

ხასიათდება ანტისეპტიკური მოქმედებით, ქსოვილების რეგანერაცის დამაჩქარებელი (ჭრილობების შემახორცებელი) და ანთების საწინააღმდეგო თვისებების.

ჩვენებები:

ვიშნევსკის მაზი გამოიყენება აბსცესების, კარბუნკულის, ფურუნკულის, ჭრილობების, წყლულების, ნაწოლების, დამწვრობების, ფსორიაზის ტროფიკული წყლულების, გრანულირების სტადიაში ვარიკოზული ვენების მკურნალობისათვის. ქვედა კიდურების სისხლძარღვოვანი დაავადებისას (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, თრომბოფლებიტი), ლიმფადენიტი, ლიმფანგოიტი.

მიღების წესი:

ვიშნევსკის მაზს მოიხმარენ გარეგანად კომპრესის, ნახვევის და ტამპონის სახით.

ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი – მომწიფების სტადიაში მყოფ ჩირქგროვაზე 8–12სთ–ით ადებენ ვიშნევსკის მაზს (მარლის სახვევი პრეპარატთან ერთად). სახვევის მოხსნის შემდეგ კანი იწმინდება (თავიდან სალფეთქით მშრალად, შემდეგ – სპირტით), შემდეგ ისევ მაზი იდება. შეიძლება ოკლუზიური სახვევის გამოყენებაც (მაზიანი კომპრესი, დაფარული ცელოფანით ან კომპრესის ქაღალდით).

თრომბოფლებიტისას დაავადებულ კიდურზე იდება რამდენიმე ფენა მაზით გაჟღენთილი მარლა. შესახვევი უნდა გამოიცვალოს დღეში 2–ჯერ, მონაცვლეობა ხდება ვიშნევსკისა და ჰეპარინის მაზის.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები:

არ არის მონაცემები.

შენახვის პირობები:

ინახება ბნელ, გრილ ადგილზე.

ვადა: 3 წელი.

ვიუსიდი – VIUSID – ВИУСИД

მწარმოებელი: CATALYSIS S.A., ესპანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ინტერფერონის ინდუქტორი, იმუნომოდულატორი, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი: პაკეტში 4.5 გ, შეფუთვაში 90 ც.

1 პაკ.

გლიცირიზინის მჟავა …………….    0.0469 გ

გლიუკოზამინი …………………….     0.69 გ

არგინინი  …………………………..      0.72 გ

გლიცინი ………………………………    0.393 გ

ასკორბინის მჟავა …………………..    0.0435 გ

პირიდოქსინი ………………………      0.00059 გ

კალციუმის პანტოტენატი …………    0.0022

თუთიის სულფატი ………………….    0.005 გ

ფოლის მჟავა …………………………    0.0068 გ

ციანოკობალამინი   ………………….    0.000395 გ

მალეინის მჟავა ………………………    0.704 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ლიმონის არომატიზატორი, პიტნის არომატიზატორი, ნატრიუმის მეტილპარაბენი, სახარინი, მალტოდექსტრინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიუსიდის აქტივირებული კომპონენტების კომპლექსი უზრუნველყოფს მის ბიოლოგიურ და კლინიკურ ეფექტურობას. ვიუსიდის ძირითადი თვისებები:

– ანტივირუსული: მოქმედებს ჰეპატიტ A,B,C, აივ ვირუსებზე; მარტივი ჰერპესის I, II ტიპების ვირუსებზე; ჰერპეს ზოსტერზე, ციტომეგალოვირუსზე, პაპილომავირუსზე; რამდენჯერმე ამცირებს სისხლის ვირუსულ დატვირთვას აივ-თი ინფიცირებულ პაციენტებში;

– ახდენს ჰეპატოციტების მემბრანის სტაბილიზირებას;

– აღადგენს ღვიძლის ფუნქციას ციროზის შემთხვევაში, წინაღმდეგობას უწევს ჰეპატოცელულარული კარცინომის წარმოქმნას;

– ახდენს იმუნოსტიმულირებას: ზრდის სდ4 უჯრედების დონეს სისხლში, ახდენს ჰემო- და ლეიკოპოეზის სტიმულირებას.

– წარმოადგენს ინტერფერონის ინდუქტორს: ზრდის ალფა-ინტერფერონის სინთეზს, ალფა-ინტერფერონთან, ანტივირუსულ პრეპარატებთან სინერგიულად მოქმედებს, ხსნის მათ გვერდით ეფექტებს, ამცირებს ჰეპატოტოქსიკური სინდრომის გამოვლენას;

– თრგუნავს ანტიგენ-სპეციფიკური T-ქილერების სინთეზს, რომლებიც აზიანებს ჰეპატოციტს ჰეპატიტის დროს;

– ანტიოქსიდანტური: ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების პეროქსიდულ დაჟანგვას;

– ანთების საწინაღმდეგო: ალერგიის საწინაღმდეგო, წყლულის საწინააღმდეგო (ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას);

– ახდენს თირკმელზედა გარსის სტიმულირებას;

– ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციისა და აუცილებელი ვიტამინებისა და ამინომჟავების მარაგის შევსების ხარჯზე გააჩნია ზოგადად გამაძლიერებელი მოქმედება.

ჩვენებები:

  • ვიუსიდი გამოიყენება როგორც კომპლექსური, ასევე მონოთერაპიისას სხვა დასხვა ავადმყოფობების სამკურნალოდ:
  • A, B, C,  ჰეპატიტები, ჰერპესული ინფექციები: ვპგ-I, ვპგ-II, ჰერპესი ზოსტერი, ციტომეგალოვირუსი, აივ ინფექცია, კანის დაავადებებისას, უროლოგიური, გინეკოლოგიური დაავადებებისას, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, რომლებიც დაკავშირებულია იმუნური სისტემის შესუსტებასთან.
  • ვიუსიდი მოქმედებს როგორც ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება, ასევე ხსნის ანტივირუსული, ანტიბაქტერიული თერაპიის გვერდით ეფექტებს.
  • ვიუსიდი გამოიყენება როგორც პალიატიური საშუალება ონკოლოგიური დაავადებებისას: ღვიძლის კარცინომა, ლიმფოგრანულომატოზი, იდიოპათიკურიი ჰემორაგია, ქიმიური თერაპიის ჩატარებისას ახდენს დეტოქსიკაციურ, ჰემოლეიკოპოეტიკურ მოქმედებას.
  • ვიუსიდი ეფექტურია ნევროლოგიური მდგომარეობებისას, რომლებსაც თან ახლავს ასთენია, დეპრესია, უძილობა, თავის ტკივილები, ამაღლებული აღგზნებადობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, სისუსტე, მოქანცვა.
  • მატულობს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული თერაპიის ეფექტურობა ღვიძლის, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე (ტუბერკულოზი, პლევრიტი, აბსცედირებადი პნევმონია) აივ-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას.
  • შეიძლება იქნას გამოყენებული ორვი-ს, გრიპის პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

გამოყენებამდე ვიუსიდის ფხვნილს ხსნიან წყლის, წვენის ან რძის მცირე (15-20 მლ) რაოდენობაში მის სრულ გახსნამდე.

ისეთი მწვავე ვირუსული ინფექციების მკურნალობისას, როგორიცაა ციტომეგალოვირუსი, უბრალო ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, ვირუსული პაროტიტი, პაპილომავირუსი:

მოზრდილებისათვის რეკომენდებულია 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში.

მწვავე ვირუსული B,C ჰეპატიტისას – 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში (ხანგრძლივობა 3 თვე).

ბავშვების ისეთი ვირუსული ინფექციებისას, როგორიცაა წითურა, წითელა, ჩუტყვავილა:

3 წლამდე – 1/4 პაკეტი 2-ჯერ დღეში;

3-7 წლამდე – 1/3 პაკეტი 3-ჯერ დღეში;

7-12 წლამდე – 1/2 პაკეტი 3-ჯერ დღეში.

აივ ინფექციისას: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში 1-2 თვის განმავლობაში, შემდეგ მხარდამჭერი დოზა შეადგენს 1-2 პაკეტს 3-ჯერ კვირაში (ხანგრძლივად).

ჰეპატიტის ქრონიკული ფორმებისას: 1-2 პაკეტი დღეში, 2-3 თვის განმავლობაში.

გრიპის, ორვი, ორზ-ს მკურნალობისა და პროფილაქტიკისას – 2 პაკეტი დღეში.

დერმატოზისას თანმდევი იმუნოდეფიციტით (ფსორიაზი, წითელი მგლურა, სხვადასხვა ფერის სირსველი და სხვა) – 2 პაკეტი დღეში პათოგენეტიკურ თერაპიასთან კომპლექსში.

კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას – 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში, საჭმლის მიღებიდან 30 წუთში.

ძირითად თერაპიასთან კომბინაციაში სხვადასხვა დაავადებებისას, რომლებიც დაკავშირებულია იმუნოდეციფიტური მდგომარეობის განვითარებასთან – 2 პაკეტი დღეში მთელი თერაპიული კურსის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ (მაგ., ასკორბინის მჟავა, ვიტამინი B6). ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს ტრანსამინაზის აქტიურობის ზრდა. ამ შემთხვევაში 12 კვირის განმავლობაში სასურველია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შემდეგ შემცირებული დოზით მიღების გაგრძელება: 1 პაკეტი დღეში 2-ჯერ. 10 დღის შემდეგ უნდა დადგინდეს ასტ და ალტ აქტივობა. ტრანსამინაზების მაღალი აქტივობის შენარჩუნების შემთხვევაში (ვიუსიდის მიღებამდე მდგომარეობასთან შედარებით) პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:

*ინდივიდუალური აუტანლობა;

*მაქსიმალური ინტენსივობის ქრონიკული ჰეპატიტისას.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის კურსის დაწყებამდე, ალერგიული რეაქციების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია საცდელი დანიშნულების ჩატარება მინიმალურ დოზებით (1/4 პაკეტი 2-ჯერ დღეში 2-3 დღის განმავლობაში).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ არის რეკომენდებული ვიუსიდის მიღება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შედიან მის შემადგენლობაში: ვიტამინები B1, B6, B12 ჯგუფის, ფოლის მჟავა, ვიტამინები A,C, გლიცინი, კალციუმის პანტოტენატი, ესენციალე და სხვა კომპლექსური პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან ვიუსიდის კომპონენტები.

-მოქმედებს ანტივირუსულ პრეპარატებთან აციკლოვირთან და განციკლოვირთან სინერგიულად. ხსნის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების გვერდით ეფექტებს.

-ვიუსიდის მიღებისას გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად რეკომენდებულია ვიუსიდის დოზის შემცირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისაგნ დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ვიტრუმი – VITRUM – ВИТРУМ

მწარმოებელი: UNIPHARM

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მულტივიტამინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

ვიტრუმი – სრული ბალანსირებული კომპლექი 13 ვიტამინისა და 17 მინერალისაგან შემდგარი, მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

ავსებს ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას;

აძლიერებს იმუნიტეტს და უზრუნველყოფს ინფექციური დაავადების პროფილაქტიკას.

აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს გარემოს მავნე ფაქტორების მიმართ.

უზრუნველყოფს ტოქსიური ნივთიერებების ნეიტრალიზაციას და გამოდევნას;

ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას;

ამცირებს თამბაქისა და ალკოჰოლის მოხმარებისას განვითარებულ ნეგატიურ შედეგებს.

გარსით დაფარული ტაბლეტები

1 ტაბ.

ვიტამინი A (აცეტატი და ბეტა კაროტინი)

5000 მე

ვიტამინი E

30 მე

ვიტამინი  C

60 მგ

ფოლიუმის მჟავა

400 მკგ

ვიტამინი  B 1

1,5 მგ

ვიტამინი  B2

1,7 მგ

ვიტამინი  B6

2 მგ

ვიტამინი  B12

6 მკგ

ნიკოტინამიდი

20 მგ

ვიტამინი  K1

25 მკგ

ვიტამინი  D3

400 მე

ბიოტინი

30 მკგ

პანტოტენის მჟავა

10 მგ

რკინა (ფუმარატის სახით))

18 მგ

კალციუმი

162 მგ

ფოსფორი

125 მგ

იოდი

150 მკგ

მაგნიუმი

100 მგ

სპილენძი

2 მგ

თუთია

15 მგ

მარგანეცი

2,5 მგ

კალიუმი

40 მგ

ქრომი

25 მკგ

ქლორი

36,3 მგ

მოლიბდენი

25 მკგ

სელენი

25 მკგ

ნიკელი

5 მკგ

კალა

10 მკგ

კაჟი

10 მკგ

ვანადიუმი

10 მკგ

 

ჩვენებები:

 

  • ვიტამინების ნაკლებობის შევსება:
  • ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის, მინერალების და მიკროელემენტების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  • იმუნიტეტის დაქვეითება, არახელსაყრელი ეკოლოგიური პირობები, ვიტამინების ათვისების დარღვევა (ღებინება, ფაღარათი, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება);
  • ანტიბიოტიკებითა და ქიმიოპრეპარატებით მკურნალობისას და მკურნალობის შემდეგ;
  • ძლიერ დატვირთული  გონებრივი და ფიზიკური შრომისას, გადატანილი დაავადების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში;
  • არასრულყოფილი და არაბალანსირებული კვებისას.

 

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება დღეში 1 ტაბლეტი, ჭამის დროს ან მის შემდეგ 1–2 თვის მანძილზე.

უკუჩვენებები:

ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტებზე;

12 წლამდე ასაკის ბავშვები.

უსაფრთხოების ზომები:

არ გადააჭარბოთ დადგენილ დოზას. არ მიიღოთ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომელიც შეიცავენ იგივე ვიტამინებსა და მინერალებს. ორსულობისა და ლაქტაციის დროს მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

პრეპარატის მიღებისას ავტომანქანის მართვა და რთულ მექანიზმებთან მუშაობა დაშვებულია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

თუ ღებულობთ ნებისმიერ  სხვა პრეპარატს კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ამ მედიკამენტებთან ერთად ვიტრუმის მიღებაზე.

რკინა და კალციუმი, რომელსაც პრეპარატი შეიცავს, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისა და ფტორქინოლონების  შეწოვას ანელებს.

ვიტამინი C აძლიერებს სულფანილამიდების მოქმედებას და გვერდით მოქმედებასაც. ანტაციდური პრეპარატები, შემცველი ალუმინის, მაგნიუმის, კალციუმის ასევე ქოლესტირამინის ამცირებენ რკინის შეწოვას.

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება, თუმცა შესაძლებელი ალერგიული რეაქციები  პეპარატის შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობის გამო. ნებისმიერი გვერდით მოქმედების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატუტაზე 300C, მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვადა – 3 წელი.

ვიტრუმ კალცი – VITRUM CALCIUM – ВИТРУМ КАЛЬЦИЙ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ვიტრუმ კალცი+D3 – ახალი ვიტამინო–მინერალური პრეპარატი, შეიცავს კალცის და D3 ვიტამინის  უნიკალურ კომპოზიციას ხამანწკას ნიჟარიდან მიღებულს. აღნიშნული კომპოზიცია განსაკუთრებით ადვილად შეიწოვება ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერ ასაკში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გარსით დაფარული ტაბლეტები;

1 ტაბ:

D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) ………. 200ME

კალციუმის კარბონატი ………………………….. 500მგ.

ჩვენებები:

ის აუცილებელია სხვადასხვა წარმოშობის ოსტეოპორზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;

ბავშვებში და მოზარდებში ინტენსიური ზრდის დროს (შესაძლებელია დაენიშნოს ბავშვებს 12 წლის ასაკის ზემოთ), კალციუმის უკმარისობის დროს, ასევე რეკომენდირებულია ორსული ქალებისთვის და ლაქტაციისას.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის ორი ტაბლეტის ყოველდღიური მიღება მთლიანად აკმაყოფილებს ორგანიზმის კალცზე და  D3 ვიტამინზე მოთხოვნილებას.

ვიტაპროსტი ფორტე – VITAPROST FORTE – ВИТАПРОСТ ФОРТЕ

აქტიური ნივთიერება:

სამპროსტის სუბსტანცია (პროსტატის ექსტრაქტი) …………….  100 მგ

მოქმედების მექანიზმი:

– ვიტაპროსტის მიღება მონოთერაპიაში პროსტატიტის დროს განაპირობებს წინამდებარე ჯირკვლის მოცულობაში შემცირებას, რაც დაკავშიებულია წინამდებარე ჯირკვალზე პროსტატის ექსტრაქტის ორგანოტროპულ მოქმედებასთან.

– ეს განაპირობებს უჯრედების პროლიფერაციული აქტივობის შემცირებას და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის შეჩერებას. ასევე პროსტატის ექსტრაქტი ამცირებს შეშუპებას და ანთებით პროცესებს მიკროცირკულაციის გაუმჯობესების ხარჯზე

– ვიტაპროსტი ფორტე ამცირებს ინფრავეზიკულური ობსტრუქციის ხარისხს, რაც გამოიხატება შარდვის პროცესის გაუმჯობესებაში და ნარჩენი შარდის მოცულობის შემცირებაში.

ვიტაპროსტი ფორტე

– ვიტაპროსტ ფორტე უსაფრთხო პრეპარატია, რომელიც კარგად გადაიტანება;

– მკურნალობის დროს არ აღინიშნება სისხლისა და შარდის კლინიკური და ბიოქიმიური პარამეტრების ცვლილება, რაც ადასტურებს პრეპარატის უსაფრთხოებას;

– ვიტაპროსტ ფორტე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მონოთერაოპიაში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს მიუხედავად პაციენტის ასაკისა და თანმდევი დაავადებისა.

 

ვიტაპროსტ ფორტეს უპირატესობები:

– პრეპარატის ეფეტურობა ნარჩუნდება  ხანგრძლივად;

– არ ახასიათებს ნეგატიური სისტემური მოქმედება;

– არ აქვეითებს რეპროდუქციულ და სექსუალურ ფუნქციას;

– შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც მონოთერაპიაში ასევე კომპლექსურად.

 

ქრონიკული პროსტატიტების მთავარ პათოგენეზურ მექანიზმს წარმოადგენს სისხლის მომარაგების დარღვევა წინამდებარე ჯირკვალში;

ვიტაპროსტ ფორტე ეფექტურად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას პროსტატაში მიკროცირკულაციის გაძლიერების ხარჯზე დაახლოებით 50% ით.

ვიტაპროსტი მნიშვნელოვნად ზრდის სისხლის მიდინებას პროსტატის სისხლძარღვებში.

ვიტაპროსტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

– ვიტაპროსტი ამცირებს პროსტატის მოცულობას 3.6 სმ3 – (შეშუპებისა და ანთებითი ინფილტრატის შემცირების ხარჯზე);

– ვიტაპროსტი ამცირებს ლეიკოციტების რაოდენობას ეაკულატში;

– ვიტაპროსტი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციასა და ერექციას, აძლიერებს ლიბიდოს, აღადგენს ეაკულაციის პროცესს ქრონიკული პროსტატიტით დაავადებულებში.

ვიტაპროსტის გავლენა სპერმატოგენეზზე:

ვიტაპროსტით მკურნალობის შედეგად იზრდება ნორმალურად მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა.

ვიტაპროსტი ფორტე:

ვიტაპროს ფორტეს სუპოზიტორია მოქმედებს უშუალოდ პათოლოგიურ კერაზე.

ვიტაპროსტის მოქმედების მექანიზმი მიმართულია წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის აღდგენაზე:

 

– წინამდებარე ჯირკვალში მიკროცირკულაციის ნორმალიზება

– წინამდებარე ჯირკვლის შეშუპების შემცირება

– საშარდე ბუშტის კუნთების ტონუსის რეგულირება

– სპერმატოგენეზის ნორმალიზაცია: სპერმატოზოიდების რაოდენობისა და მოძრაობის უნარის  მატება, პათოლოგიური ფორმების შემცირება.

 

ვიტაპროსტის მოქმედების მექანიზმი აიხსნება პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ორგანოტროპული და ორგანოსპეციფიკური აქტივობით წინამდებარე ჯირკვლზე.

ვიტაპროსტი უზრუნველყოფს:

 

– სწრაფ კლინიკურ გაუმჯობესებას (ტკივილისა და დისკომფორტის  შემცირება, შარდვის პროცესის ნორმალიზება, სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესება)

– მდგრად, გახანგრძლივებულ ეფექტს (მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ თერაპიული შედეგი ნარჩუნდება ხანგრძლივად)

– უსაფრთხოების მაღალ ხარისხს და გადაიტანება კარგად (ბუნებრივი შემადგენლობა, გვერდითი ეფექტების არ არსებობა, არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა).

 

შედეგად ვიტაპროსტი უზრუნველყოფს მამაკაცის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

Don`t copy text!