Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 605

ვიბურკოლ ნ – VIBURCOL N – ВИБУРКОЛ Н

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რესპირატორული დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

რექტალური სანთლები: შეფუთვაში 12, 60 და 120 ც.

1 სანთ.

Chamomilla D1 …………………………………         1.1.მგ

Belladona D2 …………………………………….       1.1 მგ

Dulcamara D4 …………………………………..        1.1 მგ

Plantago major D3 ……………………………..       1.1 მგ

Pulsatila D2 …………………………………………    2.2 მგ

Calcium carbonicum Hahnemanni D8………..       4.4 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომო-ტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში რესპირატორული დაავადებების კომპლექსური მკურნალობის დროს, როგორც სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
  • ჩვილებში კბილების ამოჭრასთან დაკავშირებით მოუსვენრობის, შფოთვის, ან ნერვული აგზნებადობის დროს.
  • პრეპარატი შეიძლება გამოყებულ იქნას აგრეთვე ბავშვებში საჭმლის მონელების დარღვევის სიმპტომური თერაპისათვის, განსაკუთრებით მეტეორიზმის დროს.

ცხელებისას პრეპარატი აქვეითებს ტემპერატურას სისხლის მიმოქცევაზე გამოხატული ზეგავლენის გარეშე. პრეპარატს შეუძლია კრუნჩხვების მოხსნა.

მიღების წესი და დოზირება:

თუ სხვა დანიშნულება არ არის ერთი სანთელი 2-3-ჯერ დღეში, მწვავე ტკივილებისას ერთი სანთელი საათში ერთხელ რექტალურად.

6 თვემდე ჩვილებისთვის: 1/2 სანთელი ერთჯერადად.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

ვიბროცილი® – VIBROCIL® – ВИБРОЦИЛ®

საერთაშორისო დასახელება:

PHENYLEPHRINE; DIMETINDENE

მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH S. A., შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ფენილეფრინი+დიმეთინდენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვების შემავიწროვებელი და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირის წვეთები: ფლაკონში 15 მლ

1 მლ

ფენილეფრინი …………………………..2.5 მგ

დიმეთინდენის მალეატი ……….  250 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი) ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, გასუფთავებული წყალი.

ცხვირის სპრეი: ტუბიკ-საწვეთურში 10 მლ

1 მლ

ფენილეფრინი ……………………………….       2,5 მგ

დეიმეთინდენის მალეატი………….          250 მკგ

დამხმარე ნივთიერებეი:

ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), ლიმონმაჟვა მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, გასუფთავებული წყალი.

ცხვირის გელი: ტუბში 12 გ

1 გ

ფენილეფრინი ……………………………..         2.5 მგ

დიმეთინდენის მალეატი……………          250 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიბროცილი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს ფენილეფრინსა და დიმეთინდენის მალეატს.

ფენილეფრინი – სიმპათომიმეზური საშუალებაა, ადგილობრივად გამოყენებისას ახდენს ზომიერ სისხლძარღვების შემავიწროვებელ მოქმედებას (ცხვირის ლორწოვანი გარსის ვენოზურ სისხლძარღვებში განლაგებული ალფა1-ადრენორეცეპტორების სტიმულირების ხარჯზე), აღმოფხვრის ცხვირის ლორწლოვანი გარსის შეშუპებას.

დიმეთინდენი წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას ჰისტამინური-H1-რეცეპტორების ანტაგონისტს; არ ამცირებს ცხვირის ლორწოვანას მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობას.

ფარმაკოკინეტკა:

ვიბროცილი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის და მისი აქტივობა არ არის დამოკიდებული სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციაზე.

ჩვენებები:

  • მწვავე რინიტის (მ.შ. სურდო გაცივების დაავადებებისას);
  • ალერგიული რინიტი (მ.შ. თივის ცხელებისას);
  • ვაზომოტორული რინიტი;
  • ქრონიკული რინიტი;
  • მწვავე და ქრონიკული სინუსიტი;
  • მწვავე შუა ოტიტი (როგორც მკურნალობის დამხმარე მეთოდი).
  • მზადება ცხვირის არეში ქირურგიული ჩარევებისათვის და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების აღმოფხვრა ამ არეში ქირურგიული ჩარევების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება:

ცხვირის წვეთები

მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: ინიშნება 3-4 წვეთი თითოეული ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

ბავშვებში (1-6 წლის) ინიშნება მხოლოდ ცხვირის წვეთების სახით (1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში).

1 წლამდე ასაკის ბავშვებში (ინიშნება მხოლოდ ცხვირის წვეთების სახით) 1 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ცხვირის გზების კარგად გასუფთავება; ჩაიწვეთება ცხვირში თავის უკან გადაწევით. თავის ამ მდგომარეობის შენარჩუნება უნდა მოხდეს რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ძუძუზე მყოფ ბავშვებს ცხვირში აწვეთებენ ჭამამდე.

ცხვირის სპრეი

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: ინიშნება 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

სპრეის გამოყენებისას სასხურებელი უნდა მოთავსდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში დაბოლოებით ზევით. თავის სწორად დაჭერით, დაბოლოება მოთავსდება ცხვირის ნესტოში, ერთხელ  ხანმოკლე მკვეთრი მოძრაობით დაეჭირება სასხურებელს, ხოლო, ცხვირიდან დაბოლოების გამოღების შემდეგ, ხელი აეშვება. შესხურების დროს რეკომენდებულია ცხვირით ოდნავ შესუნთქვა. პრეპარატის შეყვანამდე უნდა მოხდეს ცხვირის გზების გამოსუფთავება.

ცხვირის გელი

6 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: გელი წაისმევა რაც შეიძლება ღრმად თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში (ბოლო აპლიკაცია ტარდება დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე). პრეპარატის გამოყენება უშუალოდ ძილის წინ ეფექტს უზრუნველყოფს მთელი ღამის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

სუსტად გამოხატული და ტრანზიტორული ადგილობრივი რეაქციები ცხვირის ლორწოვანი გარსის მხრივ (წვის ან სიმშრალის შეგრძნება).

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

*ატროფიული რინიტი; მაო-ს ინჰიბიტორების მიღება (ერთდროულად ან წინა 14 დღე).

ორსულობა და ლაქტაცია:

*ექიმის რეკომენდაციის გარეშე პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.

ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები:

– ვიბროცილი გელის ფორმით განსაკუთრებით ნაჩვენებია ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალისას. ქერქების არსებობისას, ცხვირის ტრავმის შედეგების დროს. ასევე ღამე ცხვირის შეგუბების პრევენციისათვის.

– ექიმთან კონსულტაციის გარეშე 1 კვირაზე მეტ ხანს ვიბროცილის გამოყენება არ შეიძლება. პრეპარატის ხანგრძლივად (2 კვირაზე მეტი) ან ჭარბად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიფილაქცია და რიკოშეტის ეფექტი (მედიმამენტოზური რინიტი). გამოიწვიოს სისტემური სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედების განვითარება.

– არ შეიძლება ვიბროცილის რეკომენდებული დოზების გადაჭარბება! წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის სისტემური მოქმედების გამოვლინებების განვითარება.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ცხვირის წვეთები.

ვიბროცილი არ ახდენს სედაციურ მოქმედებას (არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე).

*სიფრთხილით გამოიყენება ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით, არითმიებით, გულსისხლძარღვთა დაავადებებით; ასევე

*ავადმყოფებში გენერალიზებული ათეროსკლეროზით;

*ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით;

*დახურულკუთხოვანი გლაუკომით;

*წინამდებარე ჯირკვლის ადენომით;

*ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით.

*როგორც სისხლძარღვების ნებისმიერი ადგილობრივი გამაფართოვებელი საშუალებების გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ვიბროცილის დანიშვნისას პაციენტებში გამოხატული რეაქციებით სიმპათომიმეზურებზე (მაგ., უძილობის და თავბრუსხვევის განვითარებით).

ჭარბი დოზირება:

შემთხვევით პატარა ბავშვების მიერ ვიბროცილის შიგნით მიღებისას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები აღნიშნული არ არის. უმეტეს შემთხვევაში ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა, მაგრამ ზოგჯერ იყო ცნობები ისეთი სიმპტომების შესახებ, როგორებიცაა დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი კუჭის არეში, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, აგზნებულობა, უძილობა, კანის მკრთალი ფერი (უფრო ხშირად ბავშვებში შიგნით შემთხვევით მიღებისას).

მკურნალობა: აქტივირებული ნახშირის, საფაღარათე საშუალებების (კუჭის ამორეცხვა საჭირო არ არის); მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დიდი რაოდენობით სითხის მიღება. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფენილეფრინი (სისხლძარღვების შემავიწროვებელი სხვა საშუალებების მსგავსად უკუნაჩვენებია ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს ან იღებდნენ წინა 2 კვირის განმავლობაში.

პრეპარატის დანიშნვა ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად არ შეიძლება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ვიაგრა – VIAGRA – ВИАГРА

საერთაშორისო დასახელება:

SILDENAFIL

მწარმოებელი: PFAIZER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: სილდენაფილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები “VGR50”: აკლარ-ალუმინის ბლისტერებში, კოლოფში 1 და 4 ც.

1 ტაბ.

სილდენაფილი (ციტრატის ფორმით) ….           50 მგ

ტაბლეტები”VGR100”: აკლარ-ალუმინის ბლისტერებში, კოლოფში 1 და 4 ც.

1 ტაბ.

სილდენაფილი (ციტრატის ფორმით) ………      100 მგ

არააქტიური კომპონენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი (უწყლო), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის ორჟანგი (E171), ლაქტოზა, ტრიაცეტინი, ინდიგოკარმინი, ალუმინის ლაქი (E132).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სილდენაფილი წამოადგენს ერექციის დისფუნქციის სამკურნალო პერორალურ პრეპარატს. იგი აღადგენს ერექციას პენისის სისხლმომარაგების გაუმჯობესების ხარჯზე და უზრუნველყოფს სექსუალურ აგზნებაზე ბუნებრივ რეაქციას.

ერექციის ფიზიოლოგიური მექანიზმი გულისხმობს სექსუალური სტიმულაციის დროს მღვიმოვან სხეულებში აზოტის ოქსიდის (NO) გამონთავისუფლებას. აზოტის ოქსიდი იწვევს ფერმენტ გუანილატციკლაზას გააქტივებას, რაც იწვევს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) რაოდენობის მომატებას, მღვიმოვან სხეულების გლუვი კუნთების მოდუნებას და ასოს სისხლსავსეობის ზრდას.

სილდეფანილი არის მე-5 ტიპის სპეციფიკური ფოსფოდიესთერაზას (ფდე5) ძლიერი სელექტიური ინჰიბიტორი, რომელიც შლის ცგმფ-ს მღვიმოვან სხეულებში. სილდენაფილს ახასიათებს პერიფერიული გავლენა ერექციაზე. მას არ გააჩნია მღვიმოვან სხეულებზე პირდაპირი მომადუნებელი მოქმედება, მაგრამ მნიშვნელოვნად აძლიერებს NO-ს მარელაქსირებელ ეფექტს; NO/ცგმფ გზის აქტივაციის დროს, რასაც ადგილი აქვს სექსუალური აღგზნებისას, სილდენაფილის უზმოზე მიღებისას ერექცის დაწყების საშუალო ვადა შეადგენს 25 წუთს (12-37 წუთი). სილდენაფილს შეუძლია გამოიწვიოს ერექცია სექსუალური აგზნების პასუხად პრეპარატის მიღებიდან 4-5 საათის განმავლობაში.

სიდენაფილი იწვევს არტერიული წნევის მცირე ან ზომიერ შემცირებას, რაც შემთხვევათა უმრავლესობაში არ მოქმედებს მის კლინიკურ ეფექტზე. არტერიული წნევის შემცირება აიხსნება სილდეფანილის სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლძარღვების გლუვ კუნთებში ცგმთ-ს დონის მომატებით.

ფარმაკოკინეტიკა:

სილდენაფილი სწრაფად იწოვება. უზმოზე პერორალური მიღების შემდეგ პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღწევს პიკს 30-120 წუთში (საშუალოდ 60 წუთი). პერორალური მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 41% რეკომენედული დოზების დიაპაზონში (25-100 მგ.) პერორალურად მიღებისას პრეპარატის კონცენტრაცია იზრდება დოზის პროპორციულად. საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის შეწოვის სიჩქარე მცირდება, ხოლო სისხლში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 60 წუთით გვიან.

სილდენაფილი და მისი ძირითადი N-დესმეთილირებული მეტაბოლიტი თითქმის 96%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ცილებთან შეკავშირების ხარისხი არ არის დამოკიდებული პრეპარატის საერთო კონცენტრაციაზე.

სილდენაფილის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება ციტოქრომ P450-ის 3A4 (ძირითადი გზა) და 2C9(მეორადი გზა) ღვიძლის მიკროსომული იზოფერმენტებით.

ძირითადი მეტაბოლიტი წარმოიქმნება სილდენაფილის N-დესმეთილირებით. ფოსფოდიესთერაზაზე (ფდე) შერჩევითი მოქმედებით მეტაბოლიტი სილდენაფილის მსგავსია. მისი აქტივობა ფდე5-ის მიმართ შეადგენს სილდენაფილის აქტივობის 40%. სილდენაფილის N-დესმეთილირებული მეტაბოლიტი განიცდის შემდგომ მეტაბოლიზმს და მისი საბოლოო ნახევაგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4 სთ-ს.

სილდენაფილის საერთო კლირენსი შეადგენს 41 ლ/სთ, ხოლო ნახევაგამოყოფის ტერმინალური პერიოდი 3-5 სმთ-ს. პერორალურად მიღების შემდეგ იგი მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა ძირითადად განავალთან ერთად (საწყისი დოზის დაახლოებით 80%) და შარდთან ერთად (საწყისი დოზის დაახლოებით 13%).

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების სპეციფიკურ ჯგუფებში:

ხანდაზმული პაციენტები:

ჯანმრთელ ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელი და ზემოთ) სილდენაფილის კლირენსი დაქვეითებულია, ხოლო სილდენაფილის და მისი N- დესმეთილირებული მეტაბოლიტის კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით 90%-ით აღემატება კონცენტრაციას ჯანმრთელი ახალგაზრდა მოხალისეების (18-45 წელი) პლაზმაში.

თირკმელების უკმარისობა:

თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ.), სილდენაფილის პერორალურად ერთჯერადად (50 მგ.) მიღებისას მისი ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. თირკმელების მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი max(88%-ით) გაზრდას.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის ციროზის მსუბუქი და საშუალო ფორმების დროს სილდენაფილის კლირენსი მცირდება. სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს არ არის შესწავლილი.

ჩვენებები:

  • ერექციის დისფუნქციის მკურნალობა, რაც განისაზღვრება როგორც სასქესო აქტის განსახორციელებლად ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა;
  • სილდენაფილის სპეციფიკური მოქმედებისათვის საჭიროა სექსუალური აგზნება;
  • პრეპარატი არ არის ნაჩვენები ქალებისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები მიიღება პერორალურად.

გამოყენება მოზრდილებში: რეკომენდებული დოზაა 50 მგ, რომელსაც საჭიროებისამებრ ღებულობენ სექსუალურ ქმედებამდე ერთი საათით ადრე. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე, ან შემცირდეს 25 მგ-მდე. პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100 მგ., ხოლო მიღების მაქსიმალური სიხშირეა ერთხელ დღეში. საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის აქტივობა შეიძლება გამოვლინდეს უფრო გვიან, უზმოზე მიღებასთან შედარებით.

გამოყენება ხანდაზმულ პირებში: ვინაიდან ხანდაზმულ პირებში სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია, საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 25 მგ. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 და 100 მგ-მდე.

გამოყენება ბავშვებში: პრეპარატი არ არის ნაჩვენები 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის.

გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი, წამოხურების შეგრძნება, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, მხედველობის დარღვევა (მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის, რაც გამოიხატება ფერების და სინათლის აღქმის ცვლილებაში და მხედველობის დაბინდვაში), პრიაპიზმის შემთხვევები.

რეკომენდებულზე უფრო ხშირად მიღებისას აღინიშნება კუნთების ტკივილი.

გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიმძიმე მატულობს დოზის გაზრდასთან ერთად.

უკუჩვენებები:

*NO/ცგმფ-ის ცვლაზე ზემოქმედების გამო სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს, რის გამოც წინააღმდეგნაჩვენებია მისი აზოტის ოქსიდის დონატორებთან ამილნიტრიტთან და ნიტრატებთან ნებისმიერი ფორმით ერთდროული დანიშვნა;

*სილდენაფილი, არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომელთათვისაც სექსუალური აქტივობა უკუნაჩვენებია (მაგ. პაციენტები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების მძიმე ფორმით, როგორიცაა, არასტაბილური სტენოკარდია ან გულის მძიმე უკმარისობა);

*იგი ასევე უკუნაჩვენებია: ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობის, ჰიპოტენზიის (არტერიული წნევა

*სილდენაფილი უკუნაჩვენებია ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებლული მითითებები:

– მკურნალობის დაწყებამდე ერექტიული დისფუნქციის დიაგნოსტიკა და მისი მიზეზის დადგენისათვის საჭიროა ანამნეზის ყურადღებით შეგროვება და ფიზიკალური გამოკვლევის ჩატარება. ამასთან დაკავშირებით, ერექციის ნებისმიერი დისფუნქციის მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევა, ვინაიდან არსებობს სქესობრივ აქტივობასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების საშიშროება.

–  სილდენაფილს ახასიათებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება, რის გამოც მისი მიღებისას ადგილი აქვს არტერიული წნევის მცირე და გარდამავალ დაქვეითებას. მისი ამ თვისების გამო სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს.

– სილდენაფილი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასოს ანატომიური დეფორმაცია (მაგ. ანგულაცია, კავერონოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან მათთვის, ვისაც აღენიშნებათ დაავადებები, რომელთა დროსაც შესაძლებელია პრიაპიზმის განვითარება (ნამგლისებური ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკოზი).

– სილდენაფილის, ერექციის დარღვევის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

– სიფრთხილეა საჭირო სილდენაფილის გამოყენებისას პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დაქვეითებით.

– არ არსებობს მონაცემები სილდენაფილის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ პაციენტებში, სისხლდენით ან წყლულოვანი დაავადების გამწვავებით, რის გამოც სილდენაფილის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მოსალოდნელი რისკისა და სარგებლიანობის შეფასების შემდეგ.

– არ არის რეკომენდებული სილდენაფილის გამოყენება ალკოჰოლის მოქმედების ფონზე.

გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვისა და ტექნიკის გამოყენების უნარზე: პაციენტებისათვის, რომელთაც სილდენაფილის მიღებისას აღენიშნებათ თავბრუსხვევა და მხედველობის მხრივ დარღვევები, არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღების შემდეგ მანქანის მართვა და იმ ტექნიკური სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციას.

ინფორმაცია პაციენტებისათვის: სქესობრივ აქტივობასთან დაკავშირებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოსალოდნელი ცვლილებების გამო, რაც შეიძლება ფატალური გართულების მიზეზი გახდეს, დაუშვებელი სილდენაფილის გამოყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის წინასწარი გამოკვლევის გარეშე! დაუშვებელია პრეპარატით თვითმკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას პრეპარატის გვერდითი ეფექტები ვლინდება უფრო ხშირად და მძიმე ფორმით.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სტანდარტული სიმპტომური პროცედურები, დიალიზი არ ზრდის სილდენაფილის კლირენსს, ვინაიდან ეს უკანასკნელი აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ გამოიყოფა შარდთან ერთად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სილდენაფილის მეტაბოლიზმი ძირთადად ხორციელდება ციტოქრომ P450-ის3A4 (ძირითადი გზა) და 2C9 (მეორადი გზა) იზოფორმების ზეგავლენით. ამდენად, ამ ფერმენტების ინჰიბიტორები ამცირებენ სილდენაფილის კლირენსს. სილდენაფილის კლირენსი ქვეითდება CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან (კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, დიცემეტიდინი) ერთდროული დანიშვნისას მიუხედავად იმისა, რომ CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან ერთდროული დანიშვნისას არა აქვს ადგილი გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირის ზრდას სილდენაფილის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს.

– ანტაციდების ერთჯერადი მიღება (მაგნიუმის ჰიდროქსიდი, ალუმინის ჰიდროქსიდი) არ ახდენს გავლენას სილდენაფილის ბიოშეღწევადობაზე.

– CYP2C9 ინჰიბიტორები (ტოლბუტამიდი, ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), თიაზიდები და მათი მსგავსი შარდმდენები, მარყუჟზე მოქმედი და კალიუმის შემანარჩუნებლი დიურეზული საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები, კალციუმის ანტაგონისტები, ბეტა-ადრენობლოკატორები და ცყპ450 მეტაბოლიზმის ინდუქტორები (რიფამპიცინი, ბარბიტურატები) არ ახდენენ გავლენას სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკაზე.

– რეკომენდებულ დოზებში სილდენაფილის გამოყენებისას მონაცემები მისი ურთიერთქმედების შესახებ ფოსფოდიესთერაზას არასპეციფიკურ ინჰიბიტორებთან, როგორიცაა თეოფილინი და დიპირიდამოლი არ მოიპოვება.

– სილდენაფილი (50 მგ) არ იწვევს აცეტილსალიცილის მჟავით (150 მგ) გამოწვეული სისხლის შედედების დროის დამატებით გახანგრძლივებას.

– შემდეგი ჯგუფების პრეპარატების გამოყენება: დიურეზული საშუალებები, ბეტა-ადრენობლოკატორები. აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, პერიფერიული ან ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპრეტენზიული პრეპარატები, ადრენობლოკატორები და კალციუმის არხების ბლოკატორები არ იწვევენ პრეპარატის გვერდითი ეფექტების პროფილის შეცვლას.

– NO/ ცგმფ-ს ცვლაზე ზემოქმედების გამო სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს, რის  გამოც წინააღმდეგნაჩვენებია მისი აზოტის ოქსიდის დონატორებთან ამილნიტრიტთან და ნიტრატებთან ნებისმიერი ფორმით ერთდროული დანიშვნა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არ აუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

 

 

ვესტიბო – VESTIBO – ВЕСТИБО

საერთაშორისო დასახელება:

BETAHISTINE

მწარმოებელი: BALKANPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ბეტაჰისტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინერგული სამკურნალო საშუალება; ვესტიბულარული პათოლოგიის დროს ლაბირინთის მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი;

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ………   8 მგ

1 ტაბ.

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი …….   16 მგ

 

ვრცლად ვაზოსერკი

ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9

ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9 წარმოადგენს იდეალურ ფორმულას, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ყველა ასაკის მამაკაცისთვის ჯანმრთელობის და შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.

იგი შეიცავს ჟენშენს, ამინომჟავებს, Q-10-ს და L-კარნიტინს და სხვა მნიშვნელოვან ნუტრიენტებს.

მისი უპირატესობა მდგომარეობს შემადგენლობაში ცხიმოვანი მჟავების – ომეგა 3,6,9-ს არსებობა, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლისუნარიანობის და ენერგიის წყაროს.

ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9 განსხვავდება ჩვეულებრივი მულტივიტამინებისა და მინერალებისაგან, რადგან მასში შემავალი თითოეული ინგრედიენტის დონე ოპტიმალურად არის შერჩეული მამაკაცის ორგანიზმისთვის, რაც ეყრდნობა საერთაშორისო კვლევების მტკიცებულებებს.

მოქმედება:ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9 – ასტიმულირებს ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი, საყრდენ-მამოძრავებელი და რეპროდუქციული სისტემის მუშაობას მამაკაცის ორგანიზმში. ავლენს ზოგად გამაჯანსაღებელ და დაცვით მოქმედებას.

შემადგენლობა:

* რდნ=რეკომენდებული დღიური ნორმა, მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული

* რდნ=რეკომენდებული დღიური ნორმა, მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული

ომეგა-3 – რომელიც მიღებულია თევზის ქონისგან წარმოადგენს DHA (დეკოზაჰექსანმჟავა) და EPA-ს (ეიკოზაპენტანმჟავა) მდიდარ წყაროს. რომლებიც მიეკუთვნებიან შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რადგან მათი წარმოქმნა არ ხდება ორგანიზმში და საჭიროა მისი საკვების სახით მიღება.

მისი როლი მნიშვნელოვანია:

  • გული, არტერიული წნევა, ლიპიდების დონე
  • სახსრები და კანი
  • თავის ტვინი და ემოციური წონასწორობა
  • ჯანმრთელი მხედველობა
  • მონაწილეობს მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნაში.


ომეგა-6
– მიღებულია შავი მოცხარის და გოგრის თესლის ზეთისგან.

მისი როლი მნიშვნელოვანია:

  • ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნება.
  • მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
  • წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ნორმალური ფუნქციონირება.


ომეგა-9
– მიღებულია ზეითუნის ზეთისგან.

მისი როლი მნიშვნელოვანია:

  • ქოლესტერინის ნორმალური დონის და ჯანმრთელი გულის შენარჩუნება.
  • ძლიერი იმუნური სისტემა.
  • მონაწილეობს მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნაში.

ჩვენება: მომატებული ფიზიკური და ემოციური დატვირთვებისას, ცხოვრების აქტიური სტილის დროს, სპორტსმენებისთვის, დაუბალანსებელი კვებისას, მავნე ჩვევების, სტრესის და არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების არსებობისას.

მიღების წესი: დღეში ერთი აბი (ლურჯი ბლისტერი) დამატებული ერთი კაფსულა (წითელი ბლისტერი) საკვებთან ერთად ერთი სავსე ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. ველმენის მიღება არ შეიძლება უზმოზე. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.

არ შეიცავს: კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, გლუტენს, მარილსა და საფუარს.

გამოშვების ფორმა: 28 მულტინუტრიენტული აბი და 28 ომეგა-3,6,9 კაფსულა ერთ კოლოფში.

გაცემა: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: Vitabiotics Ltd, 1 Apsley Way, ლონდონი, NW2 7HF, დიდი ბრიტანეთი.

ველკიდი (საღეჭი ტაბლეტი) – WELLKID – ВЕЛКИД таб.жев

გამოყენების რეკომენდაცია:

ველკიდის ყოველი საღეჭი ტაბლეტი, ლიმონისა და ჟოლოს არომატით, შეიცავს ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ფართო სპექტრს, რომლის ქიმიური ფორმულა სპეციალურად არის შექმნილი 4-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის.

ველკიდში შემავალი 21 აქტიური ინგრედიენტი ხელს უწყობს ბავშვების ჯანმრთელობის დაცვას, იმუნური სისტემის შენარჩუნებასა და ენერგიის მატებას.

მწარმოებელი:

ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი“ , ლონდონი, ინგლისი.

შემადგენლობა:

ინგრედიენტები დღიური

1 ტაბლეტი

რეკომენდებული რაციონი %

სელის ზეთი 
(20% წარმოადგენილია  ომეგა-3 
რიგის ცხიმოვანი მჟავით)

114 მგ

A ვიტამინი (1332 სე)

400 მკგ

50

D ვიტამინი

5 მკგ

100

E ვიტამინი (ბუნებრივი წყარო)

10 მგ

100

C ვიტამინი

40 მგ

67

თიამინი (B1 ვიტამინი)

0.9 მგ

64

რიბოფლავინი (B2 ვიტამინი)

0.8 მგ

50

ნიაცინი (B3 ვიტამინი)

9 მგ

50

B6 ვიტამინი

0.7 მგ

35

ფოლიუმის მჟავა

200 მკგ

100

B12 ვიტამინი

3 მკგ

300

ბიოტინი

25 მკგ

17

პანთოტენის მჟავა

4 მგ

67

რკინა

7 მგ

60

მაგნიუმი

75 მგ

25

თუთია

7.5 მგ

50

იოდი

75 მკგ

50

სპილენძი

100 მკგ

მანგანუმი

0.2 მგ

სელენი

20 მკგ

ქრომი

10 მკგ

ჩვენებები:

ჰიპო- და ავიტამინოზების, ასევე მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 4 წლიდან, უმადობა, მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რეკონვალესცენციის პერიოდი.

გამოყენების წესი:

ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, სასურველია სადილის დროს.

ტაბლეტი არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს.

არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.

გაფრთხილება:

ნებისმიერი ალერგიული რეაქციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება, ველკიდის ჭარბი დოზით მიღება იწვევს საფაღარათო ეფექტს.

შენახვის პირობები:

ინახება 25ºC-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას.

გაცემა:

ურეცეპტოდ.

ველთინი პლუსი (გოგო) – WellTeen Plus – Велтин плюс

WellTeen Plus®  HER

ველთინი პლუსი არის ბრიტანული ხარისხის 100% -ით ნატურალური პრეპარატი

ველთინი პლუსი სპეციალურად არის შექმნილი 13-19 წლის ასაკის თინეიჯერი გოგონებისთვის და წარმოადგენს უნიკალურ ფორმულას, რომელიც ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრთან ერთად  შეიცავს შტოშის ექსტრაქტს, კოენზიმ Q-10-ს, L-კარნიტინსა და ომეგა-3-ს. ველთინი პლუსში შემავალი თევზის ქონი წარმოადგენს უმაღლესი ფარმაცევტული სტანდარტების მქონე ნორვეგიულ თევზის ქონს.

მოზარდების დღევანდელი ძალზედ აქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე: დატვირთული სოციალური გარემო, გამოცდები, სპორტი, ემოციური სტრესი, ორგანიზმში მიმდინარე აქტიური ფიზიოლოგიური და ჰორმონალური ცვლილებები, გასაკვირი არ უნდა იყოს ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება ნუტრიენტებზე.
ველთინი პლუსი შექმნილია სწორედ ამ გაზრდილი მოთხოვნილების შესაბამისად.
ომეგა-3 თევზის ქონი, EPA და DHA, Zn, Fe, I, პანთოტენის მჟავა ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, ყურადღებისა და კონცენტრაციის  უნარის გაზრდას, თავის ტვინის ჟანგბადით უკეთ მომარაგებას.

ყურძნის თესლის ექსტრაქტი – სხვა დადებით თვისებებთან ერთად ანტიოქსიდანტია, აკნეს პრობლემის ბუნებრივი სამკურნალო საშუალება.

სილიციუმი
– ხელს უწყობს ძვალ-სახსროვანი სისტემის განვითარებასა და კოლაგენის ფორმირებას.

თუთია და სელენი B კომპლექსთან ერთად ხელს უწყობს ძლიერი იმუნური სისტემის შენარჩუნებას და ენერგიის გამომუშავებას.

რკინა და თუთია ასევე მნიშვნელოვანია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, განსაკუთრებით დასწავლის და მახსოვრობისთვის. რკინას უდიდესი როლი ენიჭება ჰემოგლობინის სინთეზის პროცესში, რაც უზრუნველყოვს ჟანგბადის უჯრედებამდე და ქსოვილებამდე მიტანას. რკინა ასევე წარმოადგენს კოფაქტორს ზოგიერთი ენზიმებისთვის, რომლებიც ენერგიის გამომუშავებაში მონაწილეობს.

თუთია ჩართულია დნმ–ის და რნმ–ის სინთეზში, ძვლის ზრდის და უჯრედების განახლების პროცესში. იმუნური სისტემის და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელი მუშაობისთვის.
საკვებიდან კალციუმის და ფოსფორის ათვისებას ხელს უწყობს ვიტამინი D3-ის, მაგნიუმის და თუთიის არსებობა.

შტოშის ექსტრაქტი – ასევე ანტიოქსიდანტების წყაროს წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და მხედველობის გაუმჯობესებისათვის.

Co-Q10 –  ანტიოქსიდანტია, ასევე ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას, კუნთების შეკუმშვის პროცესს და ასევე მონაწილეობს სხვადასხვა პროტეინების პროდუქციაში. რაც ძალზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ორგანიზმის განვითარებისა და აქტივობისთვის.
ნატურალური შერეული კაროტინოიდები –  ხელს უწყობს ჯანმრთელი კარდიოვასკულარული სისტემის შენარჩუნებას და ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია.

სპილენძი – წარმოადგენს სხვადასხვა პროტეინების წარმოქმნისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებას. მათ შორის არის კოლაგენი, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ცილა. სპილენძი თუთიასთან და ვიტამინ C-სთან ერთად მონაწილეობს ელასტინის ჩამოყალიბების პროცესში და ასევე ხელს უწყობს ჰემოგლობინის წარმოქმნას. სპილენძი მონაწილეობს ენერგიის გამომუშავების პროცესში და ჯანმრთელი ნერვული სისტემის შენარჩუნებაში.

ბიოტინი – საჭიროა ცხიმების და ენერგიის წარმოსაქმნელად. ხელს უწყობს დნმ–ის და რნმ–ის წარმოქმნას. ასევე ჯანსაღი თმის და კანის შენარჩუნებას.

ველთინი პლუსი გოგონებისთვის

Nutritional Information

Av. per Tablet

შემადგენლობა    თითო ტაბლეტი

L-Carnitine Tartrate

50 mg

L-კარნიტინის ტარტრატი 50 MG

Cranberry Extract

100 mg

— შტოშის ექსტრაქტი 100 MG

Produced from 2.5 g cranberries

 

მიღებულია 2,5გ შტოშისგან

Co-enzyme Q10

2 mg

— კოენზიმ  Q10 2 მგ

Grapeseed Extract (95% Proanthocyanidins)

15 mg

—ყურძნის თესლის ექსტრაქტი 15 მგ

(95%  პროანთოციანიდინი)

Natural Mixed Carotenoids

2 mg

— ბუნებრივი შერეული კაროტინოიდები    2 მგ

Silicon

30 mg

—სილიციუმი  30 მგ

 

 

 

Vitamin D (as D3 800 IU)

20 µg

ვიტამინი D ( D3 სახით 800 სე) 20 მკგ

Vitamin E

8 mg a-TE

ვიტამინი E  8 მგ a-TE α-TE  8 მგ

Vitamin C

80 mg

ვიტამინი C  80 მგ

Thiamin (Vitamin B1)

6 mg

თიამინი (ვიტამინიB1)  6 მგ

Riboflavin (Vitamin B2)

3 mg

რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 3 მგ

Niacin (Vitamin B3)

18 mg NE

ნიაცინი (ვიტამინიB3)  18 მგ

Vitamin B6

8 mg

ვიტამინი B6  8 მგ

Folic Acid

400 µg

ფოლის მჟავა 400 მკგ  400მკგ

Vitamin B12

20 µg

ვიტამინი B12   20 მკგ

Biotin

75 µg

ბიოტინი 75 მკგ

Pantothenic Acid

6 mg

პანთოტენის მჟვა 6 მგ

Magnesium

94 mg

მაგნიუმი  94 მგ

Iron

14 mg

რკინა 14 მგ

Zinc

15 mg

თუთია 15 მგ

Copper

1000 µg

სპილენძი  1000მკგ

Manganese

2 mg

მანგანუმი 1მგ

Selenium

55 µg

სელენიუმი  55 მკგ

Chromium

50 µg

ქრომი  50 მკგ

Iodine

150 µg

იოდი  150 მკგ

 

 

 

Omega-3 Fish Oil

540 mg

ომეგა-3 თევზის ქონი 540 მგ

Providing:

 

უზრუნველყოფს:

EPA (Eicosapentaenoic acid)

180 mg

EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) 180 მგ

DHA (Docosahexaenoic acid)

120 mg

DHA (დეკოზაჰექსანის მჟავა) 120 მგ

Vitamin E

5.5 mg a-TE

ვიტამინი E   5.5 მგ a-TE

არ შეიცავს:
ხელოვნურ საღებავებს, გლუტეინს, კონსერვანტებს, მარილსა და საფუარს

ჩვენებები:

*ჰიპო და ავიტამინოზების, ასევე მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
*უმადობა.
* დიეტის დროს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით ორგანიზმის უზრუნველსაყოფად.
*მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა.
*რეკონვალესცენციის პერიოდი.

მიღების წესი

დღეში ერთი კაფსულა პოლივიტამინების კომპლექსს დამატებული 1 კაფსულა ომეგა3 საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ ერთი სავსე ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. ველთინის მიღება არ შეიძლება უზმოზე. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.

ველთინი პლუსი (ბიჭი) – WellTeen Plus® – Велтин плюс

WellTeen Plus®  HIM

ველთინი პლუსი არის ბრიტანული ხარისხის 100% -ით ნატურალური

ველთინი პლუსი სპეციალურად არის შექმნილი 13-19 წლის ასაკის თინეიჯერი ბიჭებისთვის და წარმოადგენს უნიკალურ ფორმულას, რომელიც ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრთან ერთად  შეიცავს კოენზიმ Q-10-ს, L-კარნიტინსა და ომეგა-3-ს (ველთინში შემავალი თევზის ქონი წარმოადგენს უმაღლესი ფარმაცევტული სტანდარტების მქონე ნორვეგიულ თევზის ქონს).

მოზარდების დღევანდელი ძალზედ აქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე: დატვირთული სოციალური გარემო, გამოცდები, სპორტი, ემოციური სტრესი, ორგანიზმში მიმდინარე აქტიური ფიზიოლოგიური და ჰორმონალური ცვლილებები, გასაკვირი არ უნდა იყოს ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება ნუტრიენტებზე.
ველთინი პლუსი შექმნილია სწორედ ამ გაზრდილი მოთხოვნილების შესაბამისად.

ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრთან ერთად ველთინ პლუსს დამატებული აქვს ომეგა-3 თევზის ქონი, კოენზიმ Q-10, L- კარნიტინი და ტომატის ექსტრაქტი – ლიკოპენის წყარო.

ომეგა-3 თევზის ქონი, EPA და DHA, Zn, Fe, I, პანთოტენის მჟავა ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, ყურადღებისა და კონცენტრაციის  უნარის გაზრდას, თავის ტვინის ჟანგბადით უკეთ მომარაგებას.

ლიკოპენი – უდიდესი როლი ენიჭება მამაკაცის მომწიფების პროცესში.

თუთია და სელენი B კომპლექსთან ერთად ხელს უწყობს ძლიერი იმუნური სისტემის შენარჩუნებას და ენერგიის გამომუშავებას.

რკინა და თუთია ასევე მნიშვნელოვანია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, განსაკუთრებით დასწავლის და მახსოვრობისთვის. რკინას უდიდესი როლი ენიჭება ჰემოგლობინის სინთეზის პროცესში, რაც უზრუნველყოფს ჟანგბადის უჯრედებამდე და ქსოვილებამდე მიტანას. რკინა ასევე წარმოადგენს კოფაქტორს ზოგიერთი ენზიმებისთვის, რომლებიც ენერგიის გამომუშავებაში მონაწილეობს.

თუთია ჩართულია დნმ–ის და რნმ–ის სინთეზში, ძვლის ზრდის და უჯრედების განახლების პროცესში, ასევე საჭიროა იმუნური სისტემის და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელი მუშაობისთვის.
საკვებიდან კალციუმის და ფოსფორის ათვისებას ხელს უწყობს ვიტამინი D3-ის, მაგნიუმის და თუთიის არსებობა.

Co-Q10 –  ანტიოქსიდანტია, ასევე ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას, კუნთების შეკუმშვის პროცესს და ასევე მონაწილეობს სხვადასხვა პროტეინების პროდუქციაში. რაც ძალძე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ორგანიზმის განვითარებისა და აქტივობისთვის.
ნატურალური შერეული კაროტინოიდები –  ხელს უწყობს ჯანმრთელი კარდიოვასკულარული სისტემის შენარჩუნებას და ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია.

სპილენძი – წარმოადგენს სხვადასხვა პროტეინების წარმოქმნისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებას. მათ შორის არის კოლაგენი, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ცილა. სპილენძი თუთიასთან და ვიტამინ C-სთან ერთად მონაწილეობს ელასტინის ჩამოყალიბების პროცესში და ასევე ხელს უწყობს ჰემოგლობინის წარმოქმნას. სპილენძი მონაწილეობს ენერგიის გამომუშავების პროცესში და ჯანმრთელი ნერვული სისტემის შენარჩუნებაში.

ბიოტინი – საჭიროა ცხიმების და ენერგიის წარმოსაქმნელად. ხელს უწყობს დნმ–ის და რნმ–ის წარმოქმნას. ასევე ჯანსაღი თმის და კანის შენარჩუნებას.

ველთინი პლუსი ბიჭისთვის

Nutritional Information

Av. per Tablet

შემადგენლობა                  თითო ტაბლეტი

L-Carnitine Tartrate

50 mg

— L-კარნიტინის ტარტრატი 50 მგ

Tomato Extract

20 mg

—ტომატის ექსტრაქტი 20 მგ

Providing pure Lycopene

1 mg

—   წარმოქმნის წმინდა ლიკოპენს 1 მგ

Co-enzyme Q10

2 mg

— კოენზიმ  Q10 2 მგ

Natural Mixed Carotenoids

2 mg

— ბუნებრივი შერეული კაროტინოიდები 2მგ

 

 

 

Vitamin A (1333 IU)

400 µg RE

ვიტამინი A (1333 სე) 400 მკგ

Vitamin D (as D3 800 IU)

20 µg

ვიტამინი D ( D3 სახით 800 სე) 20 მკგ

Vitamin E (Natural Source)

8 mg α-TE

ვიტამინი E (ბუნებრივი წყარო) 8 მგ α-TE

Vitamin C

80 mg

ვიტამინი C 80 მგ

Thiamin (Vitamin B1)

6 mg

თიამინი (ვიტამინიB1) 6 მგ

Riboflavin (Vitamin B2)

3 mg

რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 3 მგ

Niacin (Vitamin B3)

18 mg NE

ნიაცინი (ვიტამინიB3) 18 მგ

Vitamin B6

8 mg

ვიტამინი B6 8 მგ

Folic Acid

400 µg

ფოლის მჟავა 400 მკგ

Vitamin B12

15 µg

ვიტამინი B12 15 მკგ

Biotin

75 µg

ბიოტინი 75 მკგ

Pantothenic Acid

6 mg

პანთოტენის მჟვა 6 მგ

Magnesium

94 mg

მაგნიუმი 94 მგ

Iron

11 mg

რკინა 11 მგ

Zinc

15 mg

თუთია 15 მგ

Copper

1000 µg

სპილენძი 1000 მკგ

Manganese

2 mg

მანგანუმი 2 მგ

Selenium

55 µg

სელენიუმი 55 მკგ

Chromium

50 µg

ქრომი  50 მკგ

Iodine

130 µg

იოდი  130 მკგ

 

Nutritional Information

Av. per Capsule

% EC NRV*

Omega-3 Fish Oil

540 mg

ომეგა-3 თევზის ქონი 540 მგ

Providing:

 

უზრუნველყოფს:

EPA (Eicosapentaenoic acid)

180 mg

EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) 180მგ

DHA (Docosahexaenoic acid)

120 mg

DHA (დეკოზაჰექსანის მჟავა)     120 მგ

Vitamin E

5.5 mg a-TE

ვიტამინი E   5.5 მგ a-TE


არ შეიცავს:

ხელოვნურ საღებავებს, გლუტეინს, კონსერვანტებს, მარილსა და საფუარს

ჩვენებები:

*ჰიპო და ავიტამინოზების, ასევე მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
*უმადობა.
** დიეტის დროს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით ორგანიზმის უზრუნველსაყოფად.
*მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა.
*რეკონვალესცენციის პერიოდი.

მიღების წესი

დღეში ერთი კაფსულა პოლივიტამინების კომპლექსს დამატებული 1 კაფსულა ომეგა3 საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ ერთი სავსე ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. ველთინის მიღება არ შეიძლება უზმოზე. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.

ველთინი – WELLTEEN – ВЕЛТИИН

ველთინი სპეციალურად არის შექმნილი 13-19 წლის თინეიჯერებისთვის. 

მის შემადგენლობაში შედის 25 სიცოცხლისათვის აუცილებელი 
ვიტამინი და მიკროელემენტი, კოენზიმ Q10, L-კარნიტინი, 
მწვანე ჩაის და შტოშის ექსტრაქტი. 
ველთინი ხელს უწყობს ჯანმრთელობის დაცვას, იმუნური 
სისტემის გაძლიერებას და ენერგიის მატებას. 

მწარმობელი
: მწარმოებელი კომპანია “ვიტაბიოტიკსი”, ლონდონი, ინგლისი.

შემადგენლობა:
ნუტრიენტები / ერთ ტაბლეტში / RDA%
L-კარნიტინის ეტარტრატი / 50მგ /  
მწვანე ჩაის ექსტრაქტი / 40მგ /  
შტოშის ექსტრაქი / 100მგ /  
კოენზიმ Q 10 / 2მგ / _ 
ბუნებრივი შერეული კაროტინოიდები / 2მგ /  
ვიტამინი A / 400მკგ RE / 50 
ვიტამინი D3 800სე / 20მკგ / 400 
ვიტამინი E (ბუნებრივი წყარო) / 8მგ ალფა-TE / 67 
ვიტამინი C / 80მგ / 100 
თიამინი (ვიტამინი B1) / 6მგ / 545 
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) / 3მგ / 14 
ნიაცინი (ვიტამინი B3) / 18მგ / 113 
ვიტამინი B6 / 8მგ / 571 
ფოლაცინი (ფოლის მჟავა) / 400მკგ / 200 
ვიტამინი B12 / 15მკგ / 600 
ბიოტინი / 75მკგ / 150 
პანთოტენის მჟავა / 6მგ / 100 
მაგნიუმი / 94მგ / 25 
რკინა / 12მგ / 86 
თუთია / 15მგ / 150 
სპილენძი / 1000მკგ / 100 
მანგანუმი / 2მგ / 100 
სელენი / 55მკგ / 100 
ქრომი / 50მკგ / 125 
იოდი / 130მკგ / 87 
TE – ტოკოფეროლის ექვივალენტი, NE – ნიაცინის ექვივალენტი, 
RE – რეტინოლის ექვივალენტი 
RDA – რეკომენდებული დღიური რაციონი 
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული პრეპარატი ვიტამინებით, 
მიკროელემენტებითა და ბუნებრივი კომპონენტებით. 
ჩვენებები:

ჰიპო– და ავიტამინოზების, ასევე მიკრო- და მაკროელემენტების 
დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა. უმადობა, 
რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდი, მდგომარეობები, 
როდესაც ვიტამინების გაძლიერებულ ხარჯვას აქვს ადგილი. 
მიღების წესი: ერთი ტაბლეტი დღეში დასალევად ძირითად 
საკვებთან ერთად. 
განსაკუთრებული მითითებები: დაუშვებელია რეკომენდებული 
დოზის გადამეტება. 
ველთინი არ შეიცავს:
• ხელოვნურ საღებავებსა და დამატკბობლებს 
• ალკოჰოლს 
• ლაქტოზას 
• გლუტეინს 
• ცხიმს, მარილსა და საფუარს 
შენახვის პირობები:
ინახება 25°C-მდე შეფუთულ მდგომარეობაში, მშრალ და ბავშვებისთვის 
მიუწვდომელ ადგილას. 
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი – 30 ტაბლეტი შეფუთვაში 2 ბლისტერზე.

ველაქსინი – VELAXIN – ВЕЛАКСИН

საერთაშორისო დასახელება:

VENLAFAXINE

მწარმოებელი: სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტები; ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

37,5 მგ ტაბლეტი №28

75 მგ ტაბლეტი   №28

150 მგ ტაბლეტი №28

ველაქსინის გახანგრძლივებული მოქმედების ყოველი კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 37,5 მგ, 75 მგ, 150 მგ ვენლაფაქსინი.

დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ქლორიდი, ეთილცელულოზა, ტალკი, დიმეტიკონი, კალიუმის ქლორიდი, კოპოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ქსანტანის გუმფისი, რკინის ყვითელი ოქსიდი.

კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინს, ტიტანის დიოქსიდს, რკინის ყვითელ ოქსიდს, ამას გარდა 37,5 მგ-იანი კაფსულის გარსი შეიცავს საღებავ ერითროზინს FD ან C, წითელი 3, ან ინდიგორაკმინ FD ან C ლურჯი 2,75 და 150 მგ-იანი კაფსულები კი-რკინის წითელ ოქსიდს.

ჩვენებები:

ველაქსინი® -ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც იყენებენ დეპრესიის სამკურნალოდ და მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მისი რეციდივებისა და ეპიზოდების პროფილაქტიკისათვის.

შენელებული გამოთავისუფლების კაფსულების ფორმით ველაქსინი ასევე გამოიყენება სოციალური განგაშის და გენერალიზებული განგაშის დროს.

მიღების წესები და დოზები:

ველაქსინის კაფსულები პაციენტმა ყოველთვის უნდა მიიღოს ექიმის დანიშნულებით. კითხვების სემთხვეაში მან უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ველაქსინის კაფსულების მიღება საჭიროა შიგნით, ჭამის დროს. ყოველი კაფსულა მიიღება მთლიანად, სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად. არ შეიძლება კაფსულების გატეხვა, დაფხვნა, დაღეჭვა და წყალში მოთავსება. მთელი დღე-ღამური დოზის მიღება (რომელიც ერთი ან რამდენიმე კაფსულისგან შედგება) საჭიროა ერთ მიღებაზე (დილით ან საღამოს) , ყოველ ჯერზე დაახლოებით ერთი და იგივე დროს.

დეპრესიისას

რეკომენდებული საწყისი დოზაა დღე-ღამეში 75 მგ, დღე-ღამეში ერთხელ, ყოველდღე. ბევრ შემთხვევაში ეს დოზა ავლენს საკმარის თერაპიულ მოქმედებას. თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის უფრო მაღალი დოზის მიღებას (მაგ. მძიმე დეპრესიის ან ისეთ მდგომარეობაში, რომელიც სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს), შეიძლება თავიდანვე დაინიშნოს დღე-ღამეში ერთხელ 150 მგ. შემდგომში დღე-ღამური დოზა შეიძლება 75 მგ-ით გაიზარდოს 4 დღიდან ორ კვირამდე ინტერვალებით, სასურველი ეფექტის მიღწევამდე. მაქსიმალური დღე-ღამური რეკომენდებული დოზაა – 225 მგ, მძიმე დეპრესიის შემთვევაში – 375 მგ. აუცილებელი თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ ექიმს შეუძლია დოზა თანდათანობით შეამციროს საკმარის ეფექტურობის დონემდე.

გენერალიზებული განგაშის მდგომარეობებისა და სოციალური ფობიების დროს

რეკომენდებული საწყისი დოზაა – 75 მგ ყოველდღე, დღე-ღამეში ერთხელ. უმრავლეს შემთხვევაში ეს დოზა საკმარისია, დადებითი ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნება 1 კვირის შემდეგ. თუ მკურნალობის ორი კვირის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ექიმს შეუძლია ერთჯერადი დღე-ღამური დოზა გაზარდოს 150 მგ-მდე.

შემანარჩუნებელი თერაპია და რეციდივების პროფილაქტიკა

დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს განუწყვეტლად რამდენიმე თვე. ველაქსინი ეფექტურია გახანგრძლივებული თერაპიისას (6 – 12 თვის ხანგრძლივობით). დამხმარე თერაპიისას, ასევე რეციდივებისა და ახალი ეპიზოდების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება დოზები, რომლებიც ეფექტირია საწყისი ეპიზოდის მკურნალობისას. ველაქსინით მკურნალობის ეფექტურობის შესამოწმებლად პაციენტმა რეგულარულად, 3 თვეში ერთხელ მაინც უნდა მიმართოს ექიმს.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული, ასევე ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის როგორც წესი გამოიყენება ჩვეულებრივზე მცირე დოზები, რომელთა შერჩევაც საჭიროა ექიმის მიერ, თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად. გათვალისწინებული უნდა იქნას ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში საჭიროა დოზის განახევრება, ხოლო პრეპარატის მიღება სასურველია ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ.

პაციენტების გადაყვანა ველაქსინის ტაბლეტებიდან

ექიმს ველაქსინის ტაბლეტების ნაცვლად შეუძლია ველაქსინის გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების დანიშვნა. ამ შემთვევაში იგი დაადგენს, თუ ველაქსინის გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების რა დოზაა ყველაზე მიახლოებული პაციენტის მიერ ტაბლეტების სახით მიღებულ ჯამურ დღე-ღამურ დოზასთან.

პრეპარატის მოხსნა

ველაქსინის უცბად მოხსნის შემთვევაში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ფაღარათი, უძილობა, შფოთვა, განგაში, ნერვული გაღიზიანება, ცნობიერების დაბინდვა, პათოლოგიური ამაღლებული განწყობილება, დაბუჟება, ოფლიანობა. ეს გვერდითი მოვლენები საშიში არ არის და თავისით ქრება. თუნცა, ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტების მიღებისას, პრეპარატის მოხსნამდე მნიშვნელოვანია დოზის თანდათანობით დაქვეითება, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას. თუ დიდი დოზების მიღება ხდება 6 კვირის განმავლობაში, დოზის შემცირება უნდა მოხდეს არანაკლებ 2 კვირაში.

მკურნალობის კურსის გაგრძელებას საზღვრავს ექიმი. პრეპარატის მიღების შეწყვეტა ან დოზის შეცვლა საჭიროა ექიმის დანიშნულებითა და კონტროლით. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი დაუშვებელია პრეპარატის მიღების დამოუკიდებლად შეწყვეტა.

უკუჩვენება:

• ალერგია ვენლაფაქსინის ან პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე;

• მაო-ს ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტების მიღება ან მცირე ხნის წინ (14 დღეზე ნაკლები) შეწყვეტა;

• მაღალი არტერიული წნევა, რომელიც ნორმამდე არ მცირდება ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა;

• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გულის რითმის დარღვევის რისკით, გულის მძიმე უკმარისობა;

• ორსულობა და ლაქტაცია;

• ბავშვთა და მოზარდთა ( 18 წლამდე) ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ვენლაქსინის ორსულობის დროს გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან არ არის ცნობილი მისი უსაფრთხოება. პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ ორსულადაა ან ორსულობას გეგმავს. თუ დედა ორსულობისას რაღაც მიზეზით იღებდა ველაქსინს ან შეწყვიტა მისი მიღება მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე, უნდა გაითვალისწინონ ახალშობილში გადაცემის სინდრომის გამოვლენის შესაძლებლობა. ბავშვის ძუძუთი კვებისას საჭიროა ველაქსინის მიღების შეწყვეტა. თუ მეძუძური ქალისთვის ველაქსინის მიღება აუცილებელია, ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რაიმე პრეპარატის მიღებამდე პაცინტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა:

ცნობილია, რომ ვენლაფაქსინი გავლენას არ ახდენს ფსიქომოტორულ მოქმედებაზე, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ ნებისმიერ პრეპარატს შეუძლია იმოქმედოს აზროვნებაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე და მოძრაობის შესრულებაზე.

ველაქსინის მიღებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვაზე, ამიტომ ექიმმა ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს დოზები, რომელთა ფონზეც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაოს შესრულება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მხოლოდ ექიმის დანიშნულებითა და სიფრთხილით გამოყენება საჭიროა შემდეგ შემთვევებში:

• ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები და მათი ფუნქციის დარღვევა;

• თუ პაციენტს ადრე აღენიშნებოდა ხასიათის გაფუჭება, რომელსაც თან ახლდა გუნება-განწყობილების პათოლოგიური ამაღლება ან დათრგუნვა (მანიის ან ჰიპომანიის ეპიზოდები);

• თუ პაციენტს ადრე აღენიშნებოდა ეპილეფსიური გულყრები;

• დახურულკუთხოვანი გლაუკომა (ამ შემთხვევაში საჭიროა თვალშიდა წნევაზე დაკვირვება);

• სისხლის შედეგების დარღვევა (ველაქსინმა, ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გაზარდოს კანსა და ლორწოვან გარსებში სისხლჩაქცევების რისკი).

ველაქსინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს აღნიშნული მდგომარეობის შესახებ.

სუიციდის რისკი

სუიციდის შესახებ აზრი შეიძლება იყოს დაავადების ძირითადი გამოვლინება. იგი შეიძლება აღმოცენდეს ან გაძლიერდეს მკურნალობის დასაწყისში, ანტიდეპრესიული ეფექტის გამოვლენასა და მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

ნებისმიერი შემაშფოთებელი აზრისა და შეგრძნების შემთხვევაში პაცინტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)

ვენლაფაქსინის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. მოცემული ჯგუფის პრეპარატების ამ ასაკში გამოყენება დაკავშირებულია არასასურველი ეფექტების გაზრდილ რისკთან როგორიცაა:

სუიციდური აზრები, თავის მსვერპლად გაღება, მტრობა.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებისას პაციენტმა უნდა მიმართოს უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თან უნდა იქონიოს ინსტრუქცია და დარჩენილი კაფსულები, რათა აჩვენოს ექიმს.

ჭარბი დოზირების სიმპტომები: გულის რითმული შეკუმშვები, ძალიან ხშირი ან იშვიათი პულსი, არტერიული წნევის დაქვეითება, კრუნჩხვითი შეტევები, ძილიანობა, გონების დაბინდვა ან დაკარგვა.

მკურნალობა: სპეციალური ანტიდოდი არ არსებობს. სამკურნალწამლო პრეპარატის შეწოვის დასაქვეითებლად შესაძლებელია აქტივირებული ნახშირის გამოყენება. ღებინების გამოწვევა რეკომენდირებული არ არის, რადგანაც კრუნჩხვების გამო არსებობს ასპირაციის რისკი. აუცილებელია სასიცოცხლო ფუნქციების (სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა) მონიტორინგის და შენარჩუნების უზრუნველყოფა ინტენსიური თერაპიის პირობებში. ვენლაფაქსინი და 0-დესმეთილვენლაფაქსინი დიალიზისას არ გამოიყოფა.

თუ პაციენტს დაავიწყდა ველაქსინის კაფსულების დროულად მიღება

რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა, შემდეგ კი პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით გამოიყენოს. თუ გამოტოვებულის შემდეგ შემდგომში დოზის მიღებამდე 12 საათზე ნაკლები დარჩა, საერთოდ უნდა გამოტოვოს დროულად არ მიღებული კაფსულა და პრეპარატის მიღება ჩვეულებრივი განრიგით განაგრძოს. გამოხატული დოზის კომპენსირებისათვის დაუშვებელია ველაქსინის ორმაგი დოზის მიღება, რადგან ამან შეიძლება დოზის გადაჭარბება გამოიწვიოს.

შესაძლო არასასურველი ეფექტები

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატს ჩვეულებრივ კარგად ეგუებიან. თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალწამლო საშუალების მიღებისას, შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება. მძიმე გვერდითი ეფექტების ან ისეთი მოვლენების გაჩენისას, რომლებიც ინსტრუქციაში მითითებული არ არის, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნებისმიერი შემაშფოთებელი აზრის ან შეგრძნების შემთხევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

პაციენტმა ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს შემდეგი სიმპტომების შემთხევაში:

• ალერგიული რეაქციების მოჩვენებები, როგორიცაა კანის გამონაყარი, სახის ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან ჰაერის უკმარისობა;

• მაღალი ტემპერატურა კუნთების დაჭიმულობასთან ერთად, კუნთების არაკონტროლირებადი კუმშვა ან კრუნჩხვების შეტევები, ცნობიერების დაბინდვა ან ფსიქომოტორული აგზნება;

• “მშვენიერი განწყობის” შეგრძნება, უზომო აგზნება ან გაღიზიანებადობა (მანია ან ჰიპომანია).

ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი ეფექტების უმრავლესობა დამოკიდებულია დოზაზე. ხანგრძლივი მკურნალობისას ან ეფექტების უმრავლესობის სიმძიმე ან სიხშირე მცირდება და არ დგება მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა. პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს შემდეგი შფოთვის გამომწვევი ან მკვეთრად გამოხატული შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:

• უჩვეულო სისხლმდენობა ან სისხლჩაგცევების წარმოქმნა, შავი, კუპრისებური განავალი.

• გულის შეკუმშვათა რითმის დარღვევა, სახის გაწითლება ან შოკი.

• მადის დაკარგვა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, ფაღარათი, სხეულის მასის დაკარგვა ან მომატება.

• შეუძლოდ ყოფნა, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, თავის ტკივილი, ძილში კბილების კრაჭუნი, მთქნარება, შემცივნება, ცხელება.

• ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, კუნთების დაჭიმვა, დაურწმუნებელი მოძრაობები და წონასწორობის დაკარგვა, მეტყველების გაურჩევლობა, ან გაძნელება, ან/და თავის კანკალი, კანში ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება.

• თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, დაძინების გაძნელება, უჩვეულო სიზმრები, ძილიანობა, ნარვული გაღიზიანებადობა, აგზნებადობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები.

• შარდის გამოყოფის გაძნელება ან ხშირი ჭინთვები.

• სექსუალური ლტოლვის, ერექციის, ეაკულაციის/ორგაზმის დარღვევები: ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა, იშვიათად-რძის პათოლოგიური გამოყოფა.

• ოფლიანობა, კანის გამონაყარი, ქავილი, მზის სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

• არამკვეთრი მხედველობა, ყურებში ხმაური.

ზოგჯერ თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა ან შოკი შეიძლება არტერიული წნევის დაქვეითებით იყოს გამოწვეული.

ველაქსინის კაფსულების მიღების შემდეგ განავალში შეიძლება აღინიშნოს პატარა გრანულები-კაფსულების შიგთავსის გაუხსნელი ნარჩენი.

ექიმს შეუძლია აკონტროლოს პაციენტის არტერიული წნევა, დანიშნოს სისხლის ანალიზები ან სხვა გამოკვლევები რათა თავიდან აიცილოს პაციენტისთვის შეუმჩნეველი გვერდითი მოვლენები როგორიცაა არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითებამ გულის რითმის დარღვევები, სისხლში ნატრიუმის ან ქოლესტერინის დონის ცვლილება, განსაკუთრებით ველაქსინის გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების ხანგრძლივი მიღებისას.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას, რომელიც ინსტრიქციაში მითითებული არ არის სასურველია პაციენტმა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაციენტმა ექიმს ან ფარმაცევტს უნდა შეატყობინოს იმის შესახებ, თუ იღებს ან ცოტა ხნის წინ თუ იღებდა ნებისმიერ წამალს ( მათ შორის რეცეპტის გარეშე გაყიდვადს), რადგანაც სამკურნალწამლო საშუალებებმა შეიძლება ერთმანეთის ეფექტი შეცვალონ.

ველაქსინისა და რამდენიმე სხვა წამლის ერთდროულად მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. ძალიან მნიშვნელოვანია ექიმისთვის შემდეგი პრეპარატების მიღების შეტყობინება:

• მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტები (მაგ. ნიალამიდი ან ფენელზინი) 14 დღის განმავლობაში. ვენლაფაქსინისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროულად მიღება მძიმე გვერდით მოვლენებს იწვევს. ველაქსინის მკურნალობის დაწყება შეიძლება მაო-ს შეუქცევადი ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორის შემთვევაში (მოკლობემიდი) ეს ინტერვალი შეიძლება უფრო მოკლე იყოს. მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტების მიღების დაწყება არ შეიძლება ველაქსინის გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების სრული მოხსნიდან 7 დღეზე ადრე.

• სეროტონინის უკუმიტაციების სპეციფიური ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტები, ლითიუმის პრეპარატები და ტრიპტანები (შაკიკის საწინააღმდეგო საშუალებები). ნებისმიერი ამ პრეპარატისა და ველაქსინის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ეფექტის გადაჭარბებული გაძლიერება ან მძიმე გვერდითი მოვლენები ტოქსიკური გამოვლინებების ჩათვლით.

• ჰალოპერიდოლი ან კლოზაპინი, ველაქსინთან ერთად მიღებამ შეიძლება გააძლიეროს მათი ეფექტი და გაზარდოს გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიმძიმე.

• სისხლის შედედების დამაქვეითებელი საშუალებები. ვენლაფაქსინთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენისა და სისხლჩაქცევების რისკი.

• ციმეტიდინი (კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალება), განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს დარღვეული აქვს ღვიძლის ფუნქცია. ამ პრეპარატების ერთად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს როგორც ვენლაფაქსინის, ასევე ციმეტიდინის ეფექტი.

• ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატები. მათი ერთდროული მიღების შესაძლებლობა და აუცილებლობა უნდა შეაფასოს ექიმმა.

ველაქსინით მკურნალობისას დაუშვებელია სპირტიანი სასმელების მოხმარება.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება მშრალ ადგილას, 30ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი. ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

აფთიაქში გაცემის წესი:

II ჯგუფი (ექიმის რეცეპტით).

Don`t copy text!