Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 606

ვიკასოლი-დარნიცა – VICASOLUM-DARNITSA – ВИКАСОЛ-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

MENADIONI NATRII BISULFAS

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: მენადიონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინ K სინთეზური ანალოგი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 1%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

მენადიონი ……………….. 10 მგ

ფარმაკოდინამიკა:

პრეპარატი წარმოადგენს წყალში ხსნადი ვიტამინის K სინთეტიკურ ანალოგს და განიხილება როგორც ვიტამინი K3 (მენადიონი). ჰემოსტატიკური საშუალება. ეპოქსიდის ფორმით ააქტიურებს სპეციფიურ კარბოქსილაზას, უზრუნველყოფს გლუტამინის მჟავას ნარჩენების კარბოქსილირებას ცილების სტრუქტურაში, რითიც ხელს უწყობს სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზს (II, VII, IX, X).

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის მოქმედება ვლინდება 12 საათში ორგანიზმში შეყვანიდან. პლაზმის ცილებთან კავშირს გააჩნია უკუქცევადი ხასიათი. ვიკასოლი გროვდება ძირითადად ღვიძლში, ელენთაში, მიოკარდში. ორგანიზმში გარდაიქმნება ვიტამინად K2 (2-მეთილ-3-ფარნეზილგერანილი). ყველაზე ინტენსიურად ეს გარდაქმნები ხდება მიოკარდსა და ჩონჩხის კუნთებში, თირკმელებში – უფრო სუსტად.

ვიტამინის K მეტაბოლიტები (მონოსულფატი, ფოსფატი და დიგლუკორონიდ-2-მეთილ-1.4-ნაფტოქინონი) გამოიყოფა შარდთან ერთად (შეყვანილი დოზის 70%-მდე).

ჩვენებები:

ვიკასოლი-დარნიცა ინიშნება ჰიპოპროთომბინემიით გამოწვეული  სისხლდენებისას, განპირობებული სიყვითლეებით (ნაღვლის წვენის ნაწლავში მიწოდების დაგვიანება), მწვავე ჰეპატიტებით, ასევე კაპილარული და პარენქიმატოზური სისხლდენების, ქირურგიული ჩარევებისა და ჭრილობების, წყლულოვანი სისხლდენების, მწვავე სხივური დაავადებების გამოხატული სიმპტომების, ცხვირისა და ჰემოროიდალური სისხლდენების დროს.

პრეპარატი ინიშნება პროფილაქტიკისატვის ორსულობის ბოლო თვეს ახალშობილებში სისხლდენების ასარიდებლად, ასევე ჰემორაგიული მოვლენებისას დღენაკლულ ბავშვებში, საშვილოსნოს წინაკლიმაქტერიული და იუვენილური სისხლდენების, სპონტანური სისხლდენის ავადმყოფთა ოპერაციული ჩარევებისათვის მომზადების, პოსტოპერაციულ პერიოდში სისხლდენის საშიშროების, ფილტვებიდან სისხლდენების (ფილტვების ტუბერკულოზი), სეპტიკური დაავადებების ფონზე ჰემორაგიული მოვლენების დროს.

ვიკასოლის დანიშვნისათვის ჩვენებებს წარმოადგენს სისხლდენები და ჰიპოპროთრომბინემიები, განპირობებული არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზით.

გამოყენების წესი და დოზირება:

ვიკასოლი-დარნიცა ი/კ შეიყვანება.

ვიკასოლი-დარნიცას დღე-ღამის დოზა უფროსებისათვის შეადგენს 0.01გ-0.015გ (1მლ-1.5მლ).

უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი 0.015გ, დღე-ღამის 0.03გ.

უფროსებში ვიკასოლი-დარნიცა ინიშნება 3-4 დღის განმავლობაში, შემდეგ კეთდება 4 დღიანი შესვენება. შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი მეორდება.

დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიყოს 2-3 შეყვანად. ოპერაციის წინ, რომელსაც შეიძლება ახლდეს გამოხატული პარენქიმატოზური სისხლდენა, პრეპარატის შეყვანა ინიშნება 2-3 დღით ადრე ოპერაციამდე.

პრეპარატის დღე-ღამის დოზა ახალშობილებში 0.2-0.5მლ 1% ხსნარი. როგორც წესი საკმარისია ერთი შეყვანა, მაგრამ მძიმე ჰემორაგიების დროს იგი ამავე დოზით შეიყვანება 2-3 დღე (თითო ინექცია დღეში).

ვიკასოლი-დარნიცას დღე-ღამის დოზები ბავშვთა სხვა ასაკის ჯგუფებისათვის:

ერთ წლამდე – 0.002-0.005გ (0.2-0.5მლ);

1-2 წლის – 0.006გ (0.6მლ);

3-4 წლის ასაკში – 0.008გ (0.8მლ);

5-9 წლის – 0.01გ (1მლ);

10-14 წლის – 0.015გ (1.5მლ).

მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 დღეს. საჭიროების შემთხვევაში 4-დღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ერითემა, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ჰემოლიტიკური ანემია, თრომბოემბოლია.

უკუჩვენებები:

სისხლის ძლიერი შედედება, თრომბოემბოლიები, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ახალშობილთა ჰემოლიტიკური დაავადაება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ვიკასოლი-დარნიცა ამცირებს და ბლოკავს ნეოდიკუმარინის, ფენილინისა და სხვა ანტიკოაგულანტების (ვიტამინის K ანტაგონისტების) მოქმედებას.

ჭარბი დოზირება:

იშვიათად – ჰიპერვიტამინოზი K, გამოხატული ჰიპერპროთრომბინ- და ჰიპერთრომბინემიით, ჰიპერბილირუბინემიით, სისხლის ძლიერი შედედებით, თრომბოემბოლიით.

მკურნალობა სიმპტომატური.

განსაკუთრებული მითითებები:

ოპერაციების წინ, რომლებსაც ახლავს გამოხატული პარენქიმატოზური  სისხლდენები, პრეპარატის შეყვანა ინიშნება 2-3 დღით ადრე მის ჩატარებამდე. ჰემოფილისა და ვერლჰოფის დაავადებისას პრეპარატი არაეფექტურია.

ვიკასოლი-დარნიცა სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის ვადა: სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე 5-8°C.

ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

გაცემის წესი: რეცეპტით.

ვიკაზიდი – VIKAZID – ВИКАЗИД

საერთაშორისო დასახელება:

MEBENDAZOLE; PYRANTEL

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: მებენდაზოლი+პირანტელის პამოატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტიჰელმინთური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 ტაბ.

მებენდაზოლი ………………………………………………  150 მგ

პირანტელის პამოატი………………………………        100 მგ

(პირანტელის ეკვივალენტური)

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის ბენზოატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მებენდაზოლი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიჰელმინთურ პრეპარატს.

მებენდაზოლის ანტიჰელმინთური მოქმედების ძირითად მექანიზმს განსაზღვრავს მისი მოქმედება ჰელმინთების ენერგეტიკულ ცვლაზე. იგი ხელს უშლის უჯრედული ტუბულინის წარმოქმნას ჰელმინთებში, რაც აბლოკირებს გლუკოზის უტილიზაციის პროცესს და თრგუნავს ორგანიზმში ატფ-ის სინთეზს.

პირანტელი ეფექტურია მრგვალი ჭიებით გამოწვეული ინვაზიების დროს. იგი მოქმედებს ნაწლავის ნემატიდების კუნთებზე, მათი ნერვ-კუნთოვანი აპარატის დეპოლარიზაციის გზით და ქოლინესთერაზას მოქმედების ბლოკირებით.

ფარმაკოკინეტიკა:

მებენბაზოლი პერორალურად მიღების შემდეგ პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მებენდაზოლის მცირე რაოდენობა ხვდება სისხლში, რომლის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს და მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატი არათანაბრად ნაწილდება ორგანოებში: გროვდება ცხიმოვან ქსოვილში, ღვიძლში, ჰელმინთების ლარვებში.

მებენდაზოლის 90%-ზე მეტი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უცვლელი სახით, დაახლოებით 2% ელიმინირდება თირკმელების საშუალებით.

პირანტელი პერორალურად მიღების შემდეგ მცირე რაოდენობით შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში.

პირანტელის 50%-ზე მეტი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უცვლელი სახით, დაახლოებით 7% ელიმინირდბა თირკმელების საშუალებით (უცვლელი ან მეტაბოლიტების სახით).

ჩვენებები:

ვიკაზიდი გამოიყენება ჰელმინთოზების სამკურნალოდ:

  • ენტერობიოზი: Enterobius vermicularis;
  • ასკარიდოზი: Ascaris lumbricoides;
  • ანკილოსტომიდოზი: Ancylostoma duodenale, Necator americanus;
  • სტრონგილოიდოზი; Strongiloides stercoralis;
  • ტრიქოცეფალოზი: Trichuris trichura
  • ცესტოდოზები: Taenia spp., Taeniarhynchus saginatus, Echinococcus granulosus;
  • შერეული ფორმები, გამოწვეული რამდენიმე ჰელმინთის კომბინაციით.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

მოზრდილებსა და ბავშვებში (2 წლის ზევით):

ენტერობიოზი:

მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება 1 ტაბ. ერთჯერადად.

ასკარიდოზი ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი და სტრონგილოიდოზი: 2 ტაბ. ერთჯერადად.

მახვილათი, ანკილოსტომით და შერეული ფორმებით მძიმე ინვაზიის დროს ინიშნება 2 ტაბ. დღეში 3 დღის განმავლობაში.

ლენტისებრი ჭიებით ინვაზიის დრო – 2 ტაბ. დღეში 6 დღის განმავლობაში.

განმეორებითი ინვაზიების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით. სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მასიური ინვაზიისა და ჰელმინთების სწრაფი გამოდევნის დროს აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში და დიარეა, აგრეთვე გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ვიკაზიდის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება.

სხვა: ღვიძლის ენზიმების კონცენტრაციის მომატება.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

*მიასთენიის მკურნალობის პროცესში პირანტელის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) ვიკაზიდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

*ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

– ვიკაზიდით მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება საჭირო არ არის.

– 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევში, როდესაც მათი ჭიებით ინვაზია სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს კვების პროცესსა და ფიზიკურ განვითარებაზე.

– პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.

– ვიკაზიდის ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალ დოზებში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.

– ენტერობიოზის მკურნალობის დროს რეკომენდებულია მთელი ოჯახის ერთდროული მკურნალობა.

-აუცილებელია პირადი ჰიგიენის მკაცრი დაცვა.

ჭარბი დოზირება:

ვიკაზიდის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი, ღვიძლის ენზიმების კონცენტრაციის მომატება.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა. საჭიროა გააქტივებული ნახშირის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მებენდაზოლის ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის გაძლიერება ღვიძლში მებენდაზოლის მეტაბოლიზმის ინჰიბირებისა და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების გამო.

– კარბამაზეპინთან და ჰიდანტოინებთან კომბინირებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის შესუსტება სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირების გამო.

– თეოფილინისა და პირანტელის ერთდრული გამოყენებისას მოსალოდნელია სისხლში თეოფილინის კონცენტრაციის მომატება.

– პიპერაზინის და პირანტელის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ამ უკანასკნელის მოქმედების შემცირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებიგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

ვიზიდოლი 0.5% – ViziDol 0.5% – ВизиДол 0.5%

საერთაშორისო დასახელება:

KETOROLOC

მწარმოებელი: ლიქვორი, სომხეთი

მოქმედი ნივთიერება: კეტოროლაკი ტრომეტამინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

თვალში ადგილობრივი გამოყენებისას ახდენს გამოხატულ ანალგეზიურ და ზომიერად ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, განპირობებული ციკლოოქსიგენაზის აქტიობის დათრგუნვით  (არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმის ძირითდი ფერმენტი). რაც იწვევს პროსტაგლანდინების დონის დაკლებას თვალის წინა კამერის სისველეში,  რომელიც მთავარ როლს ასრულებს ანთებებისა და ტკივილის პათოგენეზში. პრეპარატი გავლენას არ ახდენს თვალშიგა წნევაზე. თვალში ინსტალაციისას პრეპარატის სისტემური აბსორბცია ძალინ დაბალია.

ჩვენებები:

  • ტკივილის შემცირება და ანთების პროფილაქტიკა კატარაქტის ოპერაციის შემდგომ პერიოდში და თვალის წინა სეგმენტზე სხვა ქირურგიული ჩარევებისას.
  • ანთებითი–ტკივილის სინდრომი არაინფექციური ბუნების თვალის წინა განყოფილების დაავადებებისას (მათ შორის, ქრონიკული არაინფექციური კონიუნქტივიტი).
  • სეზონური ალერგიული კონიუნქტივისას ჩხვლეტის შეგრძნების მოხსნა.

მიღბის წესი და დოზები:

პრეპარატი მიიღება მოზარდებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინსტალაციურად კონიუნქტიალურ პარკში.

ოპერაციის წინ: თითო წვეთი 5–ჯერ ოპერაციამდე 3 სთ–ის მანძილზე.

ოპერაციის შემდგომ პერიოდში: თითო წვეთი 3–ჯერ დღეში ოპერაციის დამთავრებისთანავე, შემდეგ თითო წვეთი 4–ჯერ დღეში მკურნალობისთვის აუცილებელი პერიოდის მანძილზე (7–10 დღე).

ანთებითი –ტკივილის სინდრომის დროს სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტსას ჩხვლეტის შეგრძნების სამკურნალოდ: 1 წვეთი 4–ჯერ დღეში კლინიკურ განკურნებამდე, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.

გვერდითი ეფექტები:

ინსტალაციის შემდეგ გარდამავალი წვა და ჩხვლეტა, ალერგიული რეაქციები, რქოვანას შეშუპება, ზედაპირული კერატიტი.

14 დღეზე მეტი ხანგრძლიობით მიღებისას შესაძლებელია რქოვანას მთლიანობის დარღვევა: გათხელება, ეროზია, დაწყლულება და პერფორაცია, „მშრალი თვალის“ სინდრომი, თვალის ინფექციით გართულება.

ხანგრძლივი უკონტროლო მიღებისას ცალკეულ პაციენტებში შესაძლებელია აღინიშნოს სისტემური გვერდითი რეაქციები  – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის მომატება.

ნებისმიერი თანმხლები რექციის გამოვლენისას აუცილებელია ექიმთნ კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;

* ტვინში სისხლჩაქცევა;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* პრეპარატის დანიშვნა არ არია რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის  ბავშვებში; პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჭარბი დოზირება:

მიღების წესების დაცვისას ჭარბი დოზირება არ აღინიშნება. მდგომარეობის გაუარესებისას ან ალერგიული რექციის დაფიქსირებისას პრეპარატის მიღება წყდება და საჭიროა ექიმთან ვიზიტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

თუ ღებულობთ რომელიმე სამკურნალო საშუალებას, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

აუცილებლობისას პრეპარატის კომბინირება შეიძლება ანტიბიოტიკთან, ბეტა–ბლოკატორებთან, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან და მიდრიატიკებთან; სხვადასხვა პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში ჩაწვეთებებს შორის შუალედი უნდა შეადგენდეს 5 წთ–ს.

სტეროიდებთან კომბინაციისას ხანგრძლივდება ჭრილობის შეხორცების პროცესი.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღებისას, პენტოქსიფილინი, ანტიკოაგულანტები, შესაძლებელია ოპერაციის შემდგომი სისხლდენის განვითარების რისკი.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში , რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ სისხლის დაქვეითებული შედედება.

რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას აუცილებელია ლინზების მოხსნა ინსტალაციამდე 5 წთ–ით ადრე და წამლის მიღებიდან 15 წუთის შემდეგ კვლავ გამოყენება.

გავლენა ავტომობილის და პოტენციურად საშიში სამუშაობის შესრულებაზე:

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აპლიკაციის შემდეგ დროებით ეკარგებათ მხედველობის სიმკვეთრე; არ არის რეკომენდებული მანქანის მართვა ან რთულ ტექნიკასთან მუშაობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

შენახვის პირობები:

ინახება 15–300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემა:

გაიცემა რეცეპტით.

ვიზანა – ВИЗАННА – VISANNE

ფორმა: აბები

შემადგენლობა:

ერთი აბი შეიცავს 2მგ დიენოგესტს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K25, ტალკი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

შეფუთვა:

შეფუთვაში არის 25 აბი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ვიზანა წარმოადგენს ნორტესტოსტერონის წარმოებულს, რომელსაც არ აქვს ანდროგენული აქტივობა, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი ანტიანდროგენული ეფექტი, რაც შეადგენს ციპროტერონის აცეტატის აქტივობის დაახლოებით მესამედს. დიენოგესტი  საშოში უკავშირდება პროგესტერონის რეცეპტორებს, ამასთან მხოლოდ 10% ფარდობითი მსგავსება აქვს პროგესტერონთან. მიუხედავად პროგესტერონის რეცეპტორებთან დაბალი მსგავსებისა დიენოგესტი ხასიათდება მძლავრი პროგესტერონული ეფექტით  in vivo.

დიენოგესტი არ  ხასიათდება  მნიშვნელოვანი ანდროგენული, მინერალოკორტიკოიდული ან გლუკოკორტიკოიდული  აქტიობით in vivo.

დიენოგესტი ზემოქმედებს ენდომეტრიოზზე, ამცირებს ესტრადიოლის ენდოგენურ პროდუქციას და ამით ახშობს მის ტროფიკულ ეფექტებს  როგორც ეუტოპიურ ენდომეტრიაზე ისე ექტოპიურ ენდომეტრიაზე.

დიენოგესტი უწყვეტი გამოყენებისას ქმნის ჰიპოესტროგენულ, ჰიპერგესტაგენურ ენდოკრინულ გარემოს, იწვევს რა ენდომეტრიუმის ქსოვილის დაწყებით დეციდუალიზაციას ენდომეტროიდალური კერების შემდეგომი ატროფიით. დიენოგესტის დამატებითი თვისებები, როგორებიცაა იმუნოლოგიური და ანტიანგიოგენური ეფექტები, აშკარად ხელს უწყობს უჯრედის პროლიფერაციაზე მის  დამთრგუნავ მოქმედებას.

ჩვენებები:

ენდომეტრიოზის მკურნალობა.

უკუჩვენებები:

არცერთი ქვემოთჩამოთვლილი მდგომარეობის დროს არ შეიძლება ვიზანის მიღება. ეს მდგომარეობები ნაწილობრივ აღებულია იმ პრეპარატებზე არსებული ინფორმაციებიდან, რომლებიც მხოლოდ გესტაგენური კომპონენტს შეიცავენ.

თუ აღნიშნულ მდგომარეობათაგან რომელიმე ვითარდება ვიზანის მიღების ფონზე, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

– აქტიური ვენური თრომბოემბოლური მდგომარეობა;

– გულისა და სისხლძარღვების დაავადებები (მაგალითად, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, გულის იშემიური დაავადება) ამჟამად ან წარსულში;

შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით;

– ღვიძლის მძიმე დაავადებები ამჟამად ან წარსულში, მანამ, სანამ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ მოვა ნორმაში;

– ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) ამჟამად ან წარსულში;

– გამოვლენილი ან საეჭვო სქესობრივ სტეროიდებზე დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები;

– უცნობი გენეზისის ვაგინალური სისხლდენები;

– ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებისადმი ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებისადმი.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით მისაღებად. აბების მიღება შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს დაიწყოთ.

ღებულობენ დღეში თითო ტაბლეტს უწყვეტად, უმჯობესია დღის ერთდაიმავე დროს, აუცილებლობის შემთხვევაში  აყოლებენ წყალს.  აბები უნდა მიიღოთ უწყვეტად მიუხედავად ვაგინალური სისხლდენებისა.

ერთი შეფუთვის დამთავრების შემდეგ გრძელდება აბების მიღება მეორე შეფუთვიდან შესვენების გარეშე.

ვიზანის ეფექტურობა შეიძლება დაქვეითდეს აბის გამოტოვებით, ღებინების და/ან დიარეის (თუ ამას ადგილი აქვს აბის მიღებიდან 3-4 სთ-ის განმავლობაში) შემთხვევაში.

ერთი ან რამდენიმე აბის გამოტოვების შემთხვევაში ქალმა უნდა მიიღოს მხოლოდ ერთი აბი, როგორც კი  გაახსენდება ხოლო შემდეგ დღეს გააგრძელოს აბების სმა ჩვეულებრივ დროს. ღებინების ან დიარეის გამო არააბსორბირებული აბის სანაცვლოდ უნდა მიიღოთ დამატებითი ტაბლეტი.

არ არის შესაბამისი ჩვენები ვიზანას ხანდაზმულებში გამოყენებზე.

არ არის შესაბამისი მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის უკმარისობისას დოზების კორექციის აუცილებლობაზე.

გვერდითი მოვლენები:

გვერდით მოვლენებს უფრო ხშირად ადგილი აქვს ვიზანის მიღების პირველ თვეებში და მათი სიხშირე მცირდება პრეპარატით მკურნალობის პროცესში.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განიხილებოდეს პრეპარატის მიღებისთან კავშირში, არის: თავის ტკივილი (9,0%), დისკომფორტი სარძევე ჯირკვლებში (5,4%), განწყობის  დაქვეითება (5,1%) და აკნე (5,1%).

ქვევით მოყვანილია არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციები, რომლებიც განაწილებულია ორგანოების სისტემის კლასების მიხედვით MedDRA-ის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები ყოველ ჯგუფში წარმოდგენილია სიხშირის კლების მიხედვით. სიხშირის მაჩვენებლები დაფუძნებულია ოთხი კლინიკური გამოკვლევის შეჯამების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდა 332 პაციენტის მონაწილეობით (100%).

ხშირად (≥1/100 და სხეულის მასის მატება, განწყობის დაქვეითება, განწყობის

ცვალებადობა, ძილის დარღვევა, ნევროზულობა, ლიბიდოს დაკარგვა, თავის ტკივილი, შაკიკი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მუცელში, ფლატულენცია, მუცლის შებერვა, ღებინება, აკნე, ალოპეცია, ტკივილები ზურგში, დისკომფორტი სარძევე ჯირკვლებში, საკვერცხის კისტა, ალები, საშოს/ვაგინალური სისხლდენები, მათ შორის საშოდან გამონადენი, ასთენიური მდგომარეობები, გაღიზიანებადობა.

არახშირად (≥1/1000 და ანემია, სხეულის მასის კლება,გაზრდილი მადა,  შფოთი, დეპრესიული მდგომარეობა, განწყობის ცვალებადობა,პერიფერიული ნერვულის სისტემის

დისბალანსი, ყურადღების მოშლა, თვალების სიმშრალე, ხმაური ყურებში, სიხლის მიმოქცევის არასპეციფიური დარღვევა, გულის ცემის გაძლიერება, არტერიული ჰიპოტეზია, ქოშინი, გინგივიტი, დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, ყაბზობა, კუჭნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, კანის საფარის სიმშრალე, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ჰირსუტიზმი, ონიქოკლაზია, ქერტლი, დერმატიტი, თმის ზრდის დარღვევა, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, პიგმენტაციის დარღვევა, ტკივილები ძვლებში, კრუნჩხვები, ტკივილები კიდურებში, კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, შარსადენი გზების ინფექციები,

ვაგინალური კანდიდოზი, სიმშრალე ვულვავაგინალურ არეში, გამონადენი სასქეს გზებიდან, ტკივილები მენჯის მიდამოში, ატროფიული ვულვოვაგინიტი, სარძევე ჯირკვლები შემკვრივებები, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, სარძევე ჯირკვლების დიფუზური გამკვრივება, შეშუპებები.

განსაკუთრებული მითითებები:

ვიზანის მიღების წინ უნდა გამოირიცხოს ორსულობა. ვიზანის მიღების პერიოდში კონტრაცეპციის აუცილებლობისას ინიშნება არაჰორმონალური კონტრაცეპტიული მეთოდები (მაგ; ბარიერული მეთოდი).

ორსულობის შემთხვევაში იმ ქალებში, რომლებიც იყენებდნენ კონტრაცეპტივს მხოლოდ გესტაგენური კომპონენტით, უფრო მეტად არის შესაძლებელი მისი ექტოპიური ლოკალიზაცია (გარე ორსულობა), ვიდრე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენების დროს. ამიტომ იმ ქალებში, რომელთაც ანამნეზში ჰქონდათ გარე ორსულობა ან აღენიშნებათ საშვილოსნოს მილების ფუნქციის დარღვევა ვიზინას გამოყენების საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ რისკისა და სარგებელის დეტალური შეფასების შემდეგ.

ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მდგომარეობის გამოვლენის ან გაღრმავების ან რისკის ფაქტორის დროს, პრეპარატის მიღების დაწყების ან მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილების დროს  ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს რიკი/სარგებელი.

ურთიერთქმედება:

ცალკეული ინდუქტორები ან ფერმენტის ინჰიბიტორები (იზოფერმენტის CYP3A):

გესტაგენები, მათ შორის დიენოგესტი, მეტაბოლიზდება უპირატესად  P450 3A4 (CYP3A4)

ციტოქრომული სისტემის მონაწილეობით, რომელიც ლოკალიზებული როგორც ნაწლავის ლორწოვან გარსში, ისე ღვიძლში. შესაბამისად CYP3A4 ინდუქტორებმა და ინჰიბიტორებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს გესტაგენური პრეპარატების მეტაბოლიზმზე.
ფერმენტების ინდუქციით  განპირობებულმა სასქესო ჰორმონების მომატებულმა კლირენსმა შესაძლოა გამოიწვიოს ვიზანის თერაპიური ეფექტის დაქვეითება, ასევე გვერდითი მოქმედება, მაგალითად საშვილოსნოსმიერი სისხლდენის ხასიათის ცვლილება.

სასქესო ჰორმონების კლირენსის დაქვეითებამ, ფერმენტების ინჰიბირების გამო, შესაძლოა გაზარდოს დიენოგესტის ექსპოზიცია, რაც გამოიწვევს გვერდითი ეფექტების განვითარებას.

ნივთიერებები, რომელთაც შეუძლიათ ფერმენტების ინდუცირება: იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ახდენენ ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუცირებას (მაგ; Р450 ციტოქრომალური სისტემის ფერმენტები) შეუძლიათ გამოიწვიონ სასქესო ჰორმონების კლირენსის ზრდა.

ასეთ სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება: ფენიტიონი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი და რიფამპიცინი; ასევე არსებობს ვარაუდი ოქსკარბაზეპინის, ნევირაპინის და პრეპარატების მიმართ, რომლებიც შეიცავენ კრაზანას.

ფერმენტების მაქსიმალური ინდუქცია, როგორც წესი, აღინიშნება არა უადრეს 2-3 კვირისა, თუმცა შემდეგ შესაძლოა შენარჩუნდეს არანაკლებ 4 კვირისა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ნივთიერებები, რომელთაც ფერმენტების ინჰიბირების უნარი აქვთ:

CYP3A4 ცნობილი ინჰიბიტორები, ისეთი როგორიც არის აზოლის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ;კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი, ფლუკონაზოლი), ციმეტიდინი, ვერაპამილი, მაკროლიდები (მაგალითად,ერითრომიცინი,კლარიტრომიცინი და როქსიტრომიცინი), დილთიაზემი, პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ;რიტონავირი, საკვინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი),ანტიდეპრესანტები (მაგ;

ნეფაზოდონი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი) და გრეიფრუტის წვენი, შესაძლოა გაზარდოს სისხლის პლაზმაში გესტაგენების კონცენტრაცია და გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

დიენოგესტის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე: in vitro ინჰიბირების მიღებული

გამოკვლევებიდან გამომდინარე,ნაკლებ სავარაუდოა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების განვითარება ვიზანსა და სხვა სამკურნალო ნივთერებებს შორის P450 ციტოქრომული სისტემის ფერმენტების მონაწილეობით.

ურთერთქმედება საკვებ პროდუქტებთან: საკვების სტანდარტიზებული მიღება ცხიმის მაღალი შემცველობით არ ახდენს გავლენას ვიზინის ათვისებაზე.

სხვა სახის ურთიერთქმედება: გესტაგენის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზოგიერთ ლაბორატორიულ მაჩვენებელზე, მათ შორის ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიურ, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმლის პარამეტრებზე, ცილების პლაზმურ კონცენტრაციაზე, მაგალითად, ფრაქცია ლიპიდები/ლიპოპრტეიდები, ნახშირწყლოვანი ცვლის პარამეტრები და შედედების პარამეტრები.

ცვლილებები ჩვეულებრივ არ შორდება ნორმის საზღვრებს.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 30°С. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა: 5 წელი.

ვივაბონი სიროფი – VivaBon syrup – ВиваБон сироп

მწარმოებელი:  HerbionPakistan Private Ltd

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინები და მიკროელემენტები; საერთო მატონიზებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვებს ფორმა:

სიროფი 120მლ.

10მლ სიროფი შეიცავს:

 

Phoenix sylvestris ………………………………

120მგ

Emblica officinali    ……………………………….

70მგ

Withania somnifera ………………………………

25მგ

Piper longum  …………………………………….

10მგ

Centellaasiatica   ………………………………….

25მგ

Amomoumsubulatum ……………………………

10მგ

Zingiber officinalis ……………………………..

20მგ

Trigonella Foenum Graecum…………………..

20მგ

Cetaurea ……………………………………………

20მგ

 

დამხმარე ნივთიერებები: ალაოს ექსტრაქტი, საქაროზა, თაფლი, გლიცერინი, ლიმონის უწყლო მჟავა, მეთილპარაბენი, არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

აღწერა: ყავისფერი სიროფი დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოკინეტიკა:

ფარმაკოკინეტიკური კვლევა არ ჩატარებულა.

ფარმაკოდინამიკა:

ვივაბონი კომპლექსური ფიტოპრეპარატია, ორგანიზმის ფუნქციონალური აქტიობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის, უზრუნველყოფს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.

Phoenix sylvestris – შეიცავს ნახშირწყლებს (44–88%); ცხიმებს (0.2–0.5%); 15 სახის მარილს და მინერალს (სპილენძი, რკინა, მაგნიუმი, თუთია, მარგანეცი, კალიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, ფტორი, სელენი და სხვა); ამინომჟავები; ვიტამინები A, C, B1, B6; პექტინი; საკვები ბოჭკოები.

ხასიათდება გამოხატული კვებითი თვისებებით გადაღლილობის, ფიზიკური დაღლილობის, გაციებითი დაავადებებისას. ამაღლებს შრომისუნარიანობას, აძლიერებს ყურადღების კონცენტრაციას.

Emblica officinalis – შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ვიტამინებს B1, B2, მიკროელემენტებს (კალციუმი, ფოსფორი, რკინა), პექტინი. ხასიათდება გამოხატული იმუნომოდულაციური მოქმედებით. ბიოლოგიურად აქტიური ბუნებრივი C ვიტამინი განაპირობებს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, უმატებს მადას. უზრუნველყოფს ძვლოვანი დენტინისა და კოლაგენის რეპროდუქციას.

Withania somnifera – შეიცავს ალკალოიდებს (სომნიფირინი, ვიზანინი, სომნინი, ანაგიგრინი, ტროპინი), ფლავონიდები, გლიკოზიდები, ამინომჟავები (ასპარგინი, გლუტამინი, გლიცინი, ქოლინი და სხვა), მინერალები (კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი).

ასტიმულირებს არასპეციფიურ იმუნიტეტს და უზრუნველყოფს  უჯრედული ენერგომომარაგების გაზრდას, მოქმედებს როგორც ადაპტოგენი.

Piper longum – შეიცავს ალკალოიდს პიპერინს; ხასიათდება მატონიზებელი მოქმედებით, იწვევს მადის მომატებას, ააქტივებს საჭმლის მონელებას.

Centella asiatica – შეიცავს გლიკოზიდებს, ბაკოზიდებს, ფლავონიდებს. ამაღლებს გონებრივ შრომისუნარიანობას, ახდენს იმუნომოდულაციურ მოქმედებას.

Amomoum subulatum – შეიცავს ეთერზეთს. ახდენს სტიმულაციურ მოქმედებას.

Zingiber officinalis – შეიცავს ეთერზეთებს, B ჯგუფის ვიტამინებს; ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით. არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.

Trigonella Foenum Graecum – შეიცავს ალკალოიდებს (ქოლინი, ტრიგონელინი), ამინომჟავები (ლიზინი, ლეციტინი, ჰისტიდინი), გლიკოზიდური საპონინები, ვიტამინები (B1, C, კაროტინი), მინერალები (გოგირდი, კალციუმი, ფოსფორი, მნიშვნელოვანი რაოდენობით რკინა). ახასიათებს საერთო გამაჯანსაღებელი და მატონიზებელი მოქმედება. ასტიმულირებს საერთო პანკრეატულ სეკრეციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ჩვენებები:

  • ჰიპოვიტამინოზის მკურნალობა და პოფილაქტიკა;
  • ინტენსიური ზრდისა და განვითარების პერიოდში მინერალური ნივთიერებების უკმარისობა;
  • ზრდის შეფერხება, ბავშვებში და მოზარდებში წონის დეფიციტი;
  • გაზრდილი ემოციური და ფიზიკური დატვირთვა;
  • გაციებითი დაავადებების პროფილაქტიკა;
  • გადატანილი დაავადების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:

6 თვიდან 6 წლამდე: 1 ჩაის კოვზი 2–ჯერ დღეში;

7–12 წელი: 2 ჩაის კოვზი 2–ჯერ დღეში;

13 წელი და მეტი: 1 სუფრის კოვზი 3–ჯერ დღეში.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* შაქრიანი დიაბეტი;

* ექსუდაციური დიათეზი.

წამლებთან ურთერთქმედება:

არ არის გამოვლენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

სიროფი შეიცავს საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში და ექსუდაციური დიათეზისას.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ალერგიული რეაქციები;

მკურნალობა: სიმპტომატურია.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვადა: 3 წელი.

არ გამოიყენება ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემა:

ურეცეპტოდ.

ვიგანტოლი – VIGANTOL – ВИГАНТОЛ

საერთაშორისო დასახელება:

COLECALCIFEROL

მწარმოებელი: MERCK KGaA for NYCOMED, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ზეთოვანი ხსნარი პერორალური მიღებისათვის:

ფლაკონი საწვეთურით 10 მლ

1 მლ

ქოლეკალციფეროლი …………..     500 მკგ (20 000 სე)

ჩვენებები:

რაქიტის, სპაზმოფილიისა და მოზრდილებში ოსტეომალაციის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

რაქიტის პროფილაქტიკისთვის :

ჩვილი ბავშვის დოზა შეადგენს 1-2 წვეთს დღეში

ორი კვირის ასაკიდან დროული ახალშობილი დღეში 500 სე;

განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად დღენაკლულები – 1000 სე; ცალკეულ შემთხვევებში პირველი წლის განმავლობაში, რაქიტის პროფილაქტიკისთვის აუცილებელი ჯამური დოზირება 2 ფლაკონს შეადგენს. მეორე წლის განმავლობაში შესაძალოა საჭირო გახდეს D3 ვიტამინის სხვა დოზირება, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში.

ოსტეომალაციის პროფილაქტიკისთვის:

მოზრდილის დოზა შეადგენს 1-2 წვეთს დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

რაქიტის და ოსტეომალაციის სამკურნალო დოზა შეადგენს 5 წვეთს სამჯერ დღეში გამოჯანმრთელებამდე.

სპაზმოფილიის დროს:

ჩვილი ბავშვის დოზა შეადგენს 10 წვეთს სამჯერ დღეში.

ჰიპოპარათირეოზისა და ფსევდოჰიპოპარათირეოზის მკურნალობისთვის: სამკურნალო დოზა შეადგენს 10000-20000 სე-ს დღეში (სისხლში კალციუმის დონის კონტროლით ყოველ 3-6 თვეში. დოზის კორეგირება უნდა მოხდეს კალციმიუს დონის მიხედვით).

გვერდითი მოვლენები:

ვიგანტოლის რეკომენდული დოზით დანიშვნისას გვერდითი მოვლენების განვითარებას ადგილი არ აქვს. D ვიტამინისადმი ჰიპერმრგრძნობელობის შემთხვევაში (რაც ძალზე იშვიათია) შესაძლოა აღინიშნოს კალციუმის რაოდენობის მომატება სისხლსა და/ან შარდში.

სისხლში კალციუმის რაოდენობის მნიშვნელოვანი მომატება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში  შესაძლოა გამოვლინდეს როგორც მწვავე (გულის, რითმის დარღვევა, გულისრევა, პირღებინება, ფსიქიური სიმპომატიკა, ცნობიერების დარღვევა), ისე ქრონიკული (წონაში დაკლება, კენჭების წარმოქმნა თირკმელებში, რბილი ქსოვილების კალცინოზი, მადის დაქვეითება, წყურვილის გაძლიერება, შარდის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა) სიმპტომატიკით.

უკუჩვენებები:

*ვიგანტოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის სისხლში და/ან შარდში კალციუმის დონის მომატებისას.

ვიგანტოლის გამოყენებისას რეკომენდებულია უსაფრთხოების შემდეგი წესების დაცვა:

კალციუმის კონტროლი სისხლსა და შარდში მოძრაობის შეზღუდვისას (თაბაშირის ნახვევი), ასევე იმ შემთხვევაში, თუ ადრე აღინიშნებოდა თირკმელში კიროვანი კენჭების განმეორებითი წარმოქმნა; არსებული შარდ-კენჭოვანი დაავადების დროს უმჯობესია პრეპარატის გამოყენებისგან თავი შევიკავოთ.

სარკოიდოზის შემთხვევაში D3 ვიტამინის დანიშვნა ხდება მხოლოდ ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ვიგანტოლის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული დოზით.

განსაკუთრებული მითითებები:

– განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ ავადმყოფებთან, ვისაც დანიშნული აქვს თიაზიდური ჯგუფის პრეპარატები, აღენიშნებათ სარკოიდოზი ან იმობილიზაცია.

– ჩვილებსა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის წვეთებს ურევენ ერთ კოვზ რძესა ან ფაფაში. წვეთების შერევა ბავშვის სრულ საკვებ ულუფაში (ბოთლში ან თეფშზე) რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ამ დროს ვერ ხერხდება მთელი დოზის მიღება.

– მოზრდილი ასაკის ბავშვები და მოზრდილები ვიგანტოლს იღებენ ერთ კოვზით სითხესთან ერთად.

ხანდახან ფლაკონის შიგთავსის სხვადასხვა მოცულობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მასში მოთავსებული მედიკამენტის რაოდენობა არ შეესაბამება ეტიკეტზე აღნიშნულს. ფლაკონების ავსება ხდება მუდმივი მკაცრი კონტროლის ქვეშ, ამიტომ სითხის ნაკლებობა გამორიცხულია. შემღვრეული ან სიცივეში შენახული ვიგანტოლი თბილ წყალში შეთბობის შედეგად იბრუნებს გამჭვირვალობასა და დენადობას.

მითითება ფლაკონ-საწვეთურის გამოყენებისათვის: საჭირო დოზის მისაღებად აუცილებელია ფლაკონის ვერტიკალურ მდგომაროებაში დაჭერა!

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

თიაზიდებთან ერთდროული დანიშვნისას (შარდმდენი საშუალებები) იზრდება ჰიპერკალცემიის განვითარების რისკი. D3 ვიტამინის დანიშვნა D ვიტამინის მეტაბოლიტებთან ან მის ანალოგებთან ერთად შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და სისხლში კალციუმის დონის კონტროლით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

ვიბურკოლ ნ – VIBURCOL N – ВИБУРКОЛ Н

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რესპირატორული დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

რექტალური სანთლები: შეფუთვაში 12, 60 და 120 ც.

1 სანთ.

Chamomilla D1 …………………………………         1.1.მგ

Belladona D2 …………………………………….       1.1 მგ

Dulcamara D4 …………………………………..        1.1 მგ

Plantago major D3 ……………………………..       1.1 მგ

Pulsatila D2 …………………………………………    2.2 მგ

Calcium carbonicum Hahnemanni D8………..       4.4 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომო-ტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში რესპირატორული დაავადებების კომპლექსური მკურნალობის დროს, როგორც სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
  • ჩვილებში კბილების ამოჭრასთან დაკავშირებით მოუსვენრობის, შფოთვის, ან ნერვული აგზნებადობის დროს.
  • პრეპარატი შეიძლება გამოყებულ იქნას აგრეთვე ბავშვებში საჭმლის მონელების დარღვევის სიმპტომური თერაპისათვის, განსაკუთრებით მეტეორიზმის დროს.

ცხელებისას პრეპარატი აქვეითებს ტემპერატურას სისხლის მიმოქცევაზე გამოხატული ზეგავლენის გარეშე. პრეპარატს შეუძლია კრუნჩხვების მოხსნა.

მიღების წესი და დოზირება:

თუ სხვა დანიშნულება არ არის ერთი სანთელი 2-3-ჯერ დღეში, მწვავე ტკივილებისას ერთი სანთელი საათში ერთხელ რექტალურად.

6 თვემდე ჩვილებისთვის: 1/2 სანთელი ერთჯერადად.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

ვიბროცილი® – VIBROCIL® – ВИБРОЦИЛ®

საერთაშორისო დასახელება:

PHENYLEPHRINE; DIMETINDENE

მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH S. A., შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ფენილეფრინი+დიმეთინდენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვების შემავიწროვებელი და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირის წვეთები: ფლაკონში 15 მლ

1 მლ

ფენილეფრინი …………………………..2.5 მგ

დიმეთინდენის მალეატი ……….  250 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი) ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, გასუფთავებული წყალი.

ცხვირის სპრეი: ტუბიკ-საწვეთურში 10 მლ

1 მლ

ფენილეფრინი ……………………………….       2,5 მგ

დეიმეთინდენის მალეატი………….          250 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), ლიმონმაჟვა მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, გასუფთავებული წყალი.

ცხვირის გელი: ტუბში 12 გ

1 გ

ფენილეფრინი ……………………………..         2.5 მგ

დიმეთინდენის მალეატი……………          250 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიბროცილი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს ფენილეფრინსა და დიმეთინდენის მალეატს.

ფენილეფრინი – სიმპათომიმეზური საშუალებაა, ადგილობრივად გამოყენებისას ახდენს ზომიერ სისხლძარღვების შემავიწროვებელ მოქმედებას (ცხვირის ლორწოვანი გარსის ვენოზურ სისხლძარღვებში განლაგებული ალფა1-ადრენორეცეპტორების სტიმულირების ხარჯზე), აღმოფხვრის ცხვირის ლორწლოვანი გარსის შეშუპებას.

დიმეთინდენი – წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას – ჰისტამინური-H1-რეცეპტორების ანტაგონისტს; არ ამცირებს ცხვირის ლორწოვანას მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობას.

ფარმაკოკინეტკა:

ვიბროცილი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის და მისი აქტივობა არ არის დამოკიდებული სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციაზე.

ჩვენებები:

  • მწვავე რინიტის (მ.შ. სურდო გაცივების დაავადებებისას);
  • ალერგიული რინიტი (მ.შ. თივის ცხელებისას);
  • ვაზომოტორული რინიტი;
  • ქრონიკული რინიტი;
  • მწვავე და ქრონიკული სინუსიტი;
  • მწვავე შუა ოტიტი (როგორც მკურნალობის დამხმარე მეთოდი).
  • მზადება ცხვირის არეში ქირურგიული ჩარევებისათვის და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების აღმოფხვრა ამ არეში ქირურგიული ჩარევების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება:

ცხვირის წვეთები

მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: ინიშნება 3-4 წვეთი თითოეული ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

ბავშვებში (1-6 წლის) ინიშნება მხოლოდ ცხვირის წვეთების სახით (1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში).

1 წლამდე ასაკის ბავშვებში (ინიშნება მხოლოდ ცხვირის წვეთების სახით) – 1 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ცხვირის გზების კარგად გასუფთავება; ჩაიწვეთება ცხვირში თავის უკან გადაწევით. თავის ამ მდგომარეობის შენარჩუნება უნდა მოხდეს რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ძუძუზე მყოფ ბავშვებს ცხვირში აწვეთებენ ჭამამდე.

ცხვირის სპრეი

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: ინიშნება 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

სპრეის გამოყენებისას სასხურებელი უნდა მოთავსდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში დაბოლოებით ზევით. თავის სწორად დაჭერით, დაბოლოება მოთავსდება ცხვირის ნესტოში, ერთხელ  ხანმოკლე მკვეთრი მოძრაობით დაეჭირება სასხურებელს, ხოლო, ცხვირიდან დაბოლოების გამოღების შემდეგ, ხელი აეშვება. შესხურების დროს რეკომენდებულია ცხვირით ოდნავ შესუნთქვა. პრეპარატის შეყვანამდე უნდა მოხდეს ცხვირის გზების გამოსუფთავება.

ცხვირის გელი

6 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: გელი წაისმევა რაც შეიძლება ღრმად თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში (ბოლო აპლიკაცია ტარდება დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე). პრეპარატის გამოყენება უშუალოდ ძილის წინ ეფექტს უზრუნველყოფს მთელი ღამის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

სუსტად გამოხატული და ტრანზიტორული ადგილობრივი რეაქციები ცხვირის ლორწოვანი გარსის მხრივ (წვის ან სიმშრალის შეგრძნება).

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

*ატროფიული რინიტი; მაო-ს ინჰიბიტორების მიღება (ერთდროულად ან წინა 14 დღე).

ორსულობა და ლაქტაცია:

*ექიმის რეკომენდაციის გარეშე პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.

ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები:

– ვიბროცილი გელის ფორმით განსაკუთრებით ნაჩვენებია ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალისას. ქერქების არსებობისას, ცხვირის ტრავმის შედეგების დროს. ასევე ღამე ცხვირის შეგუბების პრევენციისათვის.

– ექიმთან კონსულტაციის გარეშე 1 კვირაზე მეტ ხანს ვიბროცილის გამოყენება არ შეიძლება. პრეპარატის ხანგრძლივად (2 კვირაზე მეტი) ან ჭარბად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიფილაქცია და “რიკოშეტის” ეფექტი (მედიმამენტოზური რინიტი). გამოიწვიოს სისტემური სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედების განვითარება.

– არ შეიძლება ვიბროცილის რეკომენდებული დოზების გადაჭარბება! წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის სისტემური მოქმედების გამოვლინებების განვითარება.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ცხვირის წვეთები.

ვიბროცილი არ ახდენს სედაციურ მოქმედებას (არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე).

*სიფრთხილით გამოიყენება ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით, არითმიებით, გულსისხლძარღვთა დაავადებებით; ასევე

*ავადმყოფებში გენერალიზებული ათეროსკლეროზით;

*ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით;

*დახურულკუთხოვანი გლაუკომით;

*წინამდებარე ჯირკვლის ადენომით;

*ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით.

*როგორც სისხლძარღვების ნებისმიერი ადგილობრივი გამაფართოვებელი საშუალებების გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ვიბროცილის დანიშვნისას პაციენტებში გამოხატული რეაქციებით სიმპათომიმეზურებზე (მაგ., უძილობის და თავბრუსხვევის განვითარებით).

ჭარბი დოზირება:

შემთხვევით პატარა ბავშვების მიერ ვიბროცილის შიგნით მიღებისას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები აღნიშნული არ არის. უმეტეს შემთხვევაში ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა, მაგრამ ზოგჯერ იყო ცნობები ისეთი სიმპტომების შესახებ, როგორებიცაა დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი კუჭის არეში, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, აგზნებულობა, უძილობა, კანის მკრთალი ფერი (უფრო ხშირად ბავშვებში შიგნით შემთხვევით მიღებისას).

მკურნალობა: აქტივირებული ნახშირის, საფაღარათე საშუალებების (კუჭის ამორეცხვა საჭირო არ არის); მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – დიდი რაოდენობით სითხის მიღება. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფენილეფრინი (სისხლძარღვების შემავიწროვებელი სხვა საშუალებების მსგავსად უკუნაჩვენებია ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს ან იღებდნენ წინა 2 კვირის განმავლობაში.

პრეპარატის დანიშნვა ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად არ შეიძლება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ვიაგრა – VIAGRA – ВИАГРА

საერთაშორისო დასახელება:

SILDENAFIL

მწარმოებელი: PFAIZER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: სილდენაფილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები “VGR50”: აკლარ-ალუმინის ბლისტერებში, კოლოფში 1 და 4 ც.

1 ტაბ.

სილდენაფილი (ციტრატის ფორმით) ….           50 მგ

ტაბლეტები”VGR100”: აკლარ-ალუმინის ბლისტერებში, კოლოფში 1 და 4 ც.

1 ტაბ.

სილდენაფილი (ციტრატის ფორმით) ………      100 მგ

არააქტიური კომპონენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი (უწყლო), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის ორჟანგი (E171), ლაქტოზა, ტრიაცეტინი, ინდიგოკარმინი, ალუმინის ლაქი (E132).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სილდენაფილი წამოადგენს ერექციის დისფუნქციის სამკურნალო პერორალურ პრეპარატს. იგი აღადგენს ერექციას პენისის სისხლმომარაგების გაუმჯობესების ხარჯზე და უზრუნველყოფს სექსუალურ აგზნებაზე ბუნებრივ რეაქციას.

ერექციის ფიზიოლოგიური მექანიზმი გულისხმობს სექსუალური სტიმულაციის დროს მღვიმოვან სხეულებში აზოტის ოქსიდის (NO) გამონთავისუფლებას. აზოტის ოქსიდი იწვევს ფერმენტ გუანილატციკლაზას გააქტივებას, რაც იწვევს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) რაოდენობის მომატებას, მღვიმოვან სხეულების გლუვი კუნთების მოდუნებას და ასოს სისხლსავსეობის ზრდას.

სილდეფანილი არის მე-5 ტიპის სპეციფიკური ფოსფოდიესთერაზას (ფდე5) ძლიერი სელექტიური ინჰიბიტორი, რომელიც შლის ცგმფ-ს მღვიმოვან სხეულებში. სილდენაფილს ახასიათებს პერიფერიული გავლენა ერექციაზე. მას არ გააჩნია მღვიმოვან სხეულებზე პირდაპირი მომადუნებელი მოქმედება, მაგრამ მნიშვნელოვნად აძლიერებს NO-ს მარელაქსირებელ ეფექტს; NO/ცგმფ გზის აქტივაციის დროს, რასაც ადგილი აქვს სექსუალური აღგზნებისას, სილდენაფილის უზმოზე მიღებისას ერექცის დაწყების საშუალო ვადა შეადგენს 25 წუთს (12-37 წუთი). სილდენაფილს შეუძლია გამოიწვიოს ერექცია სექსუალური აგზნების პასუხად პრეპარატის მიღებიდან 4-5 საათის განმავლობაში.

სიდენაფილი იწვევს არტერიული წნევის მცირე ან ზომიერ შემცირებას, რაც შემთხვევათა უმრავლესობაში არ მოქმედებს მის კლინიკურ ეფექტზე. არტერიული წნევის შემცირება აიხსნება სილდეფანილის სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლძარღვების გლუვ კუნთებში ცგმთ-ს დონის მომატებით.

ფარმაკოკინეტიკა:

სილდენაფილი სწრაფად იწოვება. უზმოზე პერორალური მიღების შემდეგ პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღწევს პიკს 30-120 წუთში (საშუალოდ 60 წუთი). პერორალური მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 41% რეკომენედული დოზების დიაპაზონში (25-100 მგ.) პერორალურად მიღებისას პრეპარატის კონცენტრაცია იზრდება დოზის პროპორციულად. საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის შეწოვის სიჩქარე მცირდება, ხოლო სისხლში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 60 წუთით გვიან.

სილდენაფილი და მისი ძირითადი N-დესმეთილირებული მეტაბოლიტი თითქმის 96%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ცილებთან შეკავშირების ხარისხი არ არის დამოკიდებული პრეპარატის საერთო კონცენტრაციაზე.

სილდენაფილის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება ციტოქრომ P450-ის 3A4 (ძირითადი გზა) და 2C9(მეორადი გზა) ღვიძლის მიკროსომული იზოფერმენტებით.

ძირითადი მეტაბოლიტი წარმოიქმნება სილდენაფილის N-დესმეთილირებით. ფოსფოდიესთერაზაზე (ფდე) შერჩევითი მოქმედებით მეტაბოლიტი სილდენაფილის მსგავსია. მისი აქტივობა ფდე5-ის მიმართ შეადგენს სილდენაფილის აქტივობის 40%. სილდენაფილის N-დესმეთილირებული მეტაბოლიტი განიცდის შემდგომ მეტაბოლიზმს და მისი საბოლოო ნახევაგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4 სთ-ს.

სილდენაფილის საერთო კლირენსი შეადგენს 41 ლ/სთ, ხოლო ნახევაგამოყოფის ტერმინალური პერიოდი 3-5 სმთ-ს. პერორალურად მიღების შემდეგ იგი მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა ძირითადად განავალთან ერთად (საწყისი დოზის დაახლოებით 80%) და შარდთან ერთად (საწყისი დოზის დაახლოებით 13%).

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების სპეციფიკურ ჯგუფებში:

ხანდაზმული პაციენტები:

ჯანმრთელ ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელი და ზემოთ) სილდენაფილის კლირენსი დაქვეითებულია, ხოლო სილდენაფილის და მისი N- დესმეთილირებული მეტაბოლიტის კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით 90%-ით აღემატება კონცენტრაციას ჯანმრთელი ახალგაზრდა მოხალისეების (18-45 წელი) პლაზმაში.

თირკმელების უკმარისობა:

თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ.), სილდენაფილის პერორალურად ერთჯერადად (50 მგ.) მიღებისას მისი ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. თირკმელების მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი max(88%-ით) გაზრდას.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის ციროზის მსუბუქი და საშუალო ფორმების დროს სილდენაფილის კლირენსი მცირდება. სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს არ არის შესწავლილი.

ჩვენებები:

  • ერექციის დისფუნქციის მკურნალობა, რაც განისაზღვრება როგორც სასქესო აქტის განსახორციელებლად ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა;
  • სილდენაფილის სპეციფიკური მოქმედებისათვის საჭიროა სექსუალური აგზნება;
  • პრეპარატი არ არის ნაჩვენები ქალებისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები მიიღება პერორალურად.

გამოყენება მოზრდილებში: რეკომენდებული დოზაა 50 მგ, რომელსაც საჭიროებისამებრ ღებულობენ სექსუალურ ქმედებამდე ერთი საათით ადრე. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე, ან შემცირდეს 25 მგ-მდე. პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100 მგ., ხოლო მიღების მაქსიმალური სიხშირეა – ერთხელ დღეში. საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის აქტივობა შეიძლება გამოვლინდეს უფრო გვიან, უზმოზე მიღებასთან შედარებით.

გამოყენება ხანდაზმულ პირებში: ვინაიდან ხანდაზმულ პირებში სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია, საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 25 მგ. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 და 100 მგ-მდე.

გამოყენება ბავშვებში: პრეპარატი არ არის ნაჩვენები 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის.

გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი, წამოხურების შეგრძნება, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, მხედველობის დარღვევა (მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის, რაც გამოიხატება ფერების და სინათლის აღქმის ცვლილებაში და მხედველობის დაბინდვაში), პრიაპიზმის შემთხვევები.

რეკომენდებულზე უფრო ხშირად მიღებისას აღინიშნება კუნთების ტკივილი.

გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიმძიმე მატულობს დოზის გაზრდასთან ერთად.

უკუჩვენებები:

*NO/ცგმფ-ის ცვლაზე ზემოქმედების გამო სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს, რის გამოც წინააღმდეგნაჩვენებია მისი აზოტის ოქსიდის დონატორებთან – ამილნიტრიტთან და ნიტრატებთან ნებისმიერი ფორმით ერთდროული დანიშვნა;

*სილდენაფილი, არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომელთათვისაც სექსუალური აქტივობა უკუნაჩვენებია (მაგ. პაციენტები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების მძიმე ფორმით, როგორიცაა, არასტაბილური სტენოკარდია ან გულის მძიმე უკმარისობა);

*იგი ასევე უკუნაჩვენებია: ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობის, ჰიპოტენზიის (არტერიული წნევა

*სილდენაფილი უკუნაჩვენებია ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებლული მითითებები:

– მკურნალობის დაწყებამდე ერექტიული დისფუნქციის დიაგნოსტიკა და მისი მიზეზის დადგენისათვის საჭიროა ანამნეზის ყურადღებით შეგროვება და ფიზიკალური გამოკვლევის ჩატარება. ამასთან დაკავშირებით, ერექციის ნებისმიერი დისფუნქციის მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევა, ვინაიდან არსებობს სქესობრივ აქტივობასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების საშიშროება.

–  სილდენაფილს ახასიათებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება, რის გამოც მისი მიღებისას ადგილი აქვს არტერიული წნევის მცირე და გარდამავალ დაქვეითებას. მისი ამ თვისების გამო სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს.

– სილდენაფილი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასოს ანატომიური დეფორმაცია (მაგ. ანგულაცია, კავერონოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან მათთვის, ვისაც აღენიშნებათ დაავადებები, რომელთა დროსაც შესაძლებელია პრიაპიზმის განვითარება (ნამგლისებური ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკოზი).

– სილდენაფილის, ერექციის დარღვევის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

– სიფრთხილეა საჭირო სილდენაფილის გამოყენებისას პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დაქვეითებით.

– არ არსებობს მონაცემები სილდენაფილის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ პაციენტებში, სისხლდენით ან წყლულოვანი დაავადების გამწვავებით, რის გამოც სილდენაფილის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მოსალოდნელი რისკისა და სარგებლიანობის შეფასების შემდეგ.

– არ არის რეკომენდებული სილდენაფილის გამოყენება ალკოჰოლის მოქმედების ფონზე.

გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვისა და ტექნიკის გამოყენების უნარზე: პაციენტებისათვის, რომელთაც სილდენაფილის მიღებისას აღენიშნებათ თავბრუსხვევა და მხედველობის მხრივ დარღვევები, არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღების შემდეგ მანქანის მართვა და იმ ტექნიკური სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციას.

ინფორმაცია პაციენტებისათვის: სქესობრივ აქტივობასთან დაკავშირებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოსალოდნელი ცვლილებების გამო, რაც შეიძლება ფატალური გართულების მიზეზი გახდეს, დაუშვებელი სილდენაფილის გამოყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის წინასწარი გამოკვლევის გარეშე! დაუშვებელია პრეპარატით თვითმკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას პრეპარატის გვერდითი ეფექტები ვლინდება უფრო ხშირად და მძიმე ფორმით.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სტანდარტული სიმპტომური პროცედურები, დიალიზი არ ზრდის სილდენაფილის კლირენსს, ვინაიდან ეს უკანასკნელი აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ გამოიყოფა შარდთან ერთად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სილდენაფილის მეტაბოლიზმი ძირთადად ხორციელდება ციტოქრომ P450-ის3A4 (ძირითადი გზა) და 2C9 (მეორადი გზა) იზოფორმების ზეგავლენით. ამდენად, ამ ფერმენტების ინჰიბიტორები ამცირებენ სილდენაფილის კლირენსს. სილდენაფილის კლირენსი ქვეითდება CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან (კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, დიცემეტიდინი) ერთდროული დანიშვნისას მიუხედავად იმისა, რომ CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან ერთდროული დანიშვნისას არა აქვს ადგილი გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირის ზრდას სილდენაფილის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს.

– ანტაციდების ერთჯერადი მიღება (მაგნიუმის ჰიდროქსიდი, ალუმინის ჰიდროქსიდი) არ ახდენს გავლენას სილდენაფილის ბიოშეღწევადობაზე.

– CYP2C9 ინჰიბიტორები (ტოლბუტამიდი, ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), თიაზიდები და მათი მსგავსი შარდმდენები, მარყუჟზე მოქმედი და კალიუმის შემანარჩუნებლი დიურეზული საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები, კალციუმის ანტაგონისტები, ბეტა-ადრენობლოკატორები და ცყპ450 მეტაბოლიზმის ინდუქტორები (რიფამპიცინი, ბარბიტურატები) არ ახდენენ გავლენას სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკაზე.

– რეკომენდებულ დოზებში სილდენაფილის გამოყენებისას მონაცემები მისი ურთიერთქმედების შესახებ ფოსფოდიესთერაზას არასპეციფიკურ ინჰიბიტორებთან, როგორიცაა თეოფილინი და დიპირიდამოლი არ მოიპოვება.

– სილდენაფილი (50 მგ) არ იწვევს აცეტილსალიცილის მჟავით (150 მგ) გამოწვეული სისხლის შედედების დროის დამატებით გახანგრძლივებას.

– შემდეგი ჯგუფების პრეპარატების გამოყენება: დიურეზული საშუალებები, ბეტა-ადრენობლოკატორები. აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, პერიფერიული ან ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპრეტენზიული პრეპარატები, ადრენობლოკატორები და კალციუმის არხების ბლოკატორები არ იწვევენ პრეპარატის გვერდითი ეფექტების პროფილის შეცვლას.

– NO/ ცგმფ-ს ცვლაზე ზემოქმედების გამო სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს, რის  გამოც წინააღმდეგნაჩვენებია მისი აზოტის ოქსიდის დონატორებთან – ამილნიტრიტთან და ნიტრატებთან ნებისმიერი ფორმით ერთდროული დანიშვნა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არ აუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

 

 

ვესტიბო – VESTIBO – ВЕСТИБО

საერთაშორისო დასახელება:

BETAHISTINE

მწარმოებელი: BALKANPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ბეტაჰისტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინერგული სამკურნალო საშუალება; ვესტიბულარული პათოლოგიის დროს ლაბირინთის მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი;

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ………   8 მგ

1 ტაბ.

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი …….   16 მგ

 

ვრცლად ვაზოსერკი

Don`t copy text!