Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 604

ვიტამარინი – VITAMARIN – ВИТАМАРИН

არ წარმოადგენს წამალს. არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, კაფსულები.

ვიტამარინი – ბიოინფორმაციული პროდუქტია, შეიცავს ზღვის თევზის, Engraulis japonicus, უნიკალურ ქონს. ვიტამარინში აქტიური ნივთიერებების ბალანსირებული თანაფარდობა განაპირობებს მის სასარგებლო გავლენას გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებისას და მაღალი არტერიული წნევის დროს.  აძლიერებს იმუნურ სისტემას, უზრუნველყოფს თვალის ბადურის სწორ ფუნქციონირებას, კანის საფარველის რეგენერაციას, ჩონჩხისა და კბილების, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. მისი მიღება განსაკუთრებით სასურველია სისხლში ცხიმის მაღალი შემცველობისას, თრომბის წარმოქმნის საშიშროებისას ან დამბლისას.. პრეპარატის მიღება სასურველია სახსრების დაავადებისას, ძვლების დეკალციფიკაციისას, ეგზემისა და რეინოს დაავადების დროს. ეფექტურია ასევე სხეულის წონის დეფიციტისას, ასთმისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.

თევზის ქონი – წყაროა მთლი რიგი უჯერი ცხიმოვანი მჟავების და A და D ვიტამინების, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში, მონაწილეობენ ცხიმების ცვლის რეგულაციაში, არტერიული წნევის რეგულაციაში და სისხლის შემდედებელ პროცესებში, გავლენას ახდენს ორგანიზმის დამცველ სისტემაზე.
ვიტამინი D მონაწილეობს ნაწლავიდან კალციუმის და ფოსფატების შეწოვაში, ის აუცილებელია ნერვული და კუნთოვანი სისტემის მუშაობისათვის.

A ვიტამინი ორგანიზმს იმუნიტეტს უნარჩუნებს, თანამონაწილეა ძვლებისა და თმების ზრდაში, კანის და ღრძილების რეგენერაციაში, დადებით გავლენას ახდენს მხედველობაზე.

განასაკუთებით იუვენილურ ასაკში იზრდება ორგანიზმის მოთხოვნილება A და D ვიტამინზე.

ბიოინფორმაცია, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში მსუბუქი ენერგიის წყალობით, რომელიც შესაბამისობაშია თავის ტვინის ქერქქვეშა ცენტრების სიხშირესთან, მართავს ვეგეტატურ ნევული სისტემას და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებას, აბალანსირებს ორგანიზმის ინფორმაციულ ველს და ახდენს შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების ნორმალიზებას. მათი მოქმედებით ხდება ავადმყოფობის გამომწვევი ნეგატიური ბიოინფორმაციის  შესუსტება და აღინიშნება ორგანიზმის რევერსიული რეგენერაციის სტიმულირება.

გამოშვების ფორმა:

90 ჟელატინის კაფსულა 1400მგ პლასტმასის ქილაში.

შემადგენლობა:

თევზის ქონი 71,07 %

კაფსულის შემადგენლობა (გარსი): ჟელატინი 18,68%, გლიცერინი 7,47%, გაწმენდილი წყალი 2,42 %.

მიღების წესი:

1–3 კაფსულა 3–ჯერ დღეში.

არ არის რეკომენდირებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის!

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოყენება შეუძლით დიაბეტით დაავადებულებსაც.

ვიტალ მიქს FOS – VITAL MIX FOS – ВИТАЛ МИКС ФОС

შემადგენლობა:

დოზირებადი თავსახურის:

სიმინდის დექსტრინები, მალტოდექსტრინი, DL–ფოსფორილსერინი (0,086%), გინკო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი, ტიტრირებული 7%–იანი გინკოფლავონოგლიკოზიდებით და 2%–იანი გინკოტერპინებით (0,086%).

ანტიაგლომერატული ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნიკოტინ ამიდი – ვიტ. PP (0.046%), კოენზიმი Q10 (0,043%), პოლივინილპიროლიდონი, კალციუმის D–პანთოტენატი – ვიტ. B5(0.015%), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი – ვიტ.B6 (0.0051%), რიბოფლავინი – ვიტ B2 (0.0041%), თიამინის ჰიდროქლორიდი – ვიტ. B1(0.036%).

დამხმარე ნივთიერებები: სოიო და მისი პროდუქტები.

ფლაკონი:

წყალი, ფრუქტოზა;

დამატკბობელი: სორბიტოლი, არგინინის ასპარტატი (0,243%);

მჟავიანობისათვის: ლიმონმჟავა;

სხვა ინგრედიენტები: კალიუმის სორბიტი, ნატრიუმის ბენზოატი, გინკო ბილობას ფოთლების ჰიდროალკოჰოლური ექსტრაქტი (0,086%), ელეუტეროკოკის ფესვის თხევადი ექსტრაქტი (0,043%), ლიმონის არომატიზატორი.

შემადგენლობადოზა დღეში 2 ფლაკონი%RDA
დღეში 2 ფლაკონი
ნიაცინი10,8 მგ60
პანთოტენის მჟავა3,6 მგ60
ვიტამინი B10,84 მგ60
ვიტამინი B20,96 მგ60
ვიტამინი B61,2 მგ60
კოენზიმი Q1010 მგ
ფოსფორილსერინი DL20 მგ
Ginkgo Biloba მშრალი ექსტრაქტი20 მგ
Ginkgo Biloba თხევადი ექსტრაქტი20 მგ
Eleutheracoccus თხევადი ექსტრაქტი10 მგ
არგინინის ასპარტატი56,7 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფოსფორილსერინი: წარმოადგენს ფოსფორისა და გოგირდის წყაროს, ააქტივებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში და ხელს უწყობს აღქმისა და აზროვნების პროცესების გაუმჯობესებას.

კოენზიმი Q10: შედის ორგანიზმის ყველა უჯრედის შემადგენლობაში. მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, უზრუნველყოფს უჯრედის შემადგენლობაში. მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, უზრუნველყოფს უჯრედს ენერგიით, განსაკუთრებით მიოკარდიოციტებს. გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები.

B ჯგუფის ვიტამინები: წყალში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნებიან, უზრუნველყოფენ მეტაბოლური პროცესების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ელეუტერაკოკი: ადაპტოგენური და მატონიზირებელი ნივთიერებაა, რომლის შემადგენლობაში არსებული მასტიმულირებელი ინგრედიენტები აღადგენენ ორგანიზმის ფსიქო–ფიზიკურ სტატუსს.

არგინინის ასპარტატი: მონაწილეობს ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებში.

გინკო–ბილობა: ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის გამტარობის შემცირებას, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და შედეგად აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ქსოვილთა ოქსიგენაციას და ტროფიკას. გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები.

ჩვენებები:

  • ვიტამინებისა და ფოსფორილირებული ამინომჟავების დეფიციტი,მათზე გაზრდილი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება;
  • ყურადღბისა და/ან მეხსიერების დარღვევა;
  • ფსიქიური და გონებრივი განვითარების შეფერხება.

დოზირების რეჟიმი:

1–2 ფლაკონი დღეში. მკურნალობის ხანგრძლიობა 15–20 დღე.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორება.

თავსახურის შიგთავსი ჩატუმბეთ ფლაკონში, შეანჯღრიეთ და დალიეთ მიღებული სუსპენზია.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტითრომბოლიზურ პრეპარატებს.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომრლ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

ფლაკონი 10მლ №12. დოზირებადი თავსახურით.

მწარმოებელი:

Montefarmaco OTC S.p. A -Bollate (Milan), Italy

ვიტაკომი – VITACOM – ВИТАКОМ

B1+B2+B6+B12+comb. drug

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს:

ვიტამინი B1 (Thiamine mononitrate) ……………………………… 20 მგ

ვიტამინი B6 (Pyridoxine hydrochloride) …………………………..  20 მგ

ვიტამინი B12 (Cyanocobalamine) …………………………………   25 მგ

ვიტამინი B2 (Riboflavine) …………………………………………..   25 მგ

ნიაცინი (Nicotinamide) ……………………………………………….  25 მგ

პანტოთენის მჟავა (Calcium-d-pantothenate) ……………………   25 მგ

ქოლინი (Choline hydrogen tartrate) ………………………………   20 მგ

ფოლის მჟავა (Folic acid)……………………………………………..   50 მგ

ბიოტინი (Biotin)……………………………………………………….  25მგ

ინოზიტოლი (Inositol) ……………………………………………….  25 მგ

პარაამინობენზოის მჟავა PABA (P-aminobenzoic acid) ………….. 25 მგ

მოქმედების მექანიზმი:

კომბინირებული პოლივიტამინების კომპლექსი. პრეპარატის მოქმედებას განსაზღვრავს მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები:

ვიტამინი B1 – როგორც კოფერმენტი, წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ/რნმ-ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორების სინთეზში. მონაწილეობს სინაფსებში ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში. გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას.

ვიტამინი B6 – მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, რის გამოც მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ამსუბუქებს პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლინებას და ხსნის საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმს.

ვიტამინი B12 – ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში. მონაწილეობას იღებს ერითროციტების ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმის ზრდის პროცესში.

ვიტამინი B2 – უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორი, უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში. ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს. გავლენას ახდენს მხედველობის სიმახვილეზე. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და მონაწილეობს კანის, ასევე პირის ღრუსა და თვალის ლორწოვანი გარსების ფუნქციისა და სტრუქტურის შენარჩუნებაში. აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს ჭრილობების დროს.

ნიაცინი – მნიშვნელოვანი ფაქტორია გლიკოლიზისა და უჯრედული სუნთქვის პროცესში. მონაწილეობს ამინომჟავების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს. არეგულირებს უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

პანტოთენის მჟავა – მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში, ასევე ნაღვლის მჟავებისა და ჰორმონების სინთეზში. ასტიმულირებს ანტისხეულების სინთეზს. აქვს ანტისტრესული მოქმედება, მონაწილეობს სხვა ვიტამინების სინთეზში. ამცირებს ანტიბიოტიკების ტოქსიკურ და გვერდით ეფექტებს, ასევე უზრუნველყოფს ჭრილობების შეხორცებას.

ქოლინი – ორგანიზმის უჯრედების შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მონაწილეობს ფოსფოლიპიდების ცვლაში.

ფოლის მჟავა – მონაწილეობს უჯრედების გაყოფისა და ზრდის პროცესებში, სისხლის ელემენტების, ერითროციტების ფორმირებაში, ასევე – ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავებისა და პირიმიდინების სინთეზში.

ბიოტინი – მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში, მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია გლიკოგენის ფორმირების პროცესში.

ინოზიტოლი – მონაწილეობს ცხიმების, ქოლესტერინისა და ლეციტინის მეტაბოლიზმში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. უზრუნველყოფს არტერიების კედლების ელასტიკურობას. მნიშვნელოვანია თმის ზრდისათვის.

პარაამინობენზოის მჟავა (PABA) – მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ცვლის პროცესებში, უზრუნველყოფს ნორმალურ საჭმლის მონელებას, არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, მონაწილეობს ერითროციტების ფორმირებაში.

ჩვენება:

– B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა;

– B ჯგუფის ვიტამინებისადმი გაზრდილი მოთხოვნა;

– მძიმე სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი, გამოჯანმრთელების პერიოდი;

– ასთენიური და ნევროზული, ასევე სტრესული მდგომარეობების პროფილაქტიკა;

– გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა;

– არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვება და დიეტა;

– “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი გონებრივი გადაძაბვის მდგომარეობა);

– სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტი;

– ნევრალგია;

– სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტები და დერმატოზები.

უკუჩვენება:

პრეპარატის კონპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები:

ვიტაკომთან ერთად რეკომენდებული არ არის სხვა B ჯგუფის ვიტამინების მიღება. არ შეიძლება მითითებული დღიური დოზის გადაჭარბება.

B ჯგუფის ვიტამინები აქვეითბენ ლევოდოპას ანტიპარკინსონულ ეფექტს.

ალკოჰოლი ამცირებს თიამინის შეწოვას.

დოზირება და მიღების წესი:

ბავშვებში 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში – 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა – ჩვენების მიხედვით ინდივიდუალური.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციების გამოვლინება ქავილისა და გამონაყარის სახით, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ – გულისრევა, ღებინება.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ექიმის რეცეპტის გარეშე!

ვიტა G – VITA G – ВИТА G

საერთაშორისო დასახელება:

comb. Drug

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პოლივიტამინური პრეპარატები, პოლივიტამინები მაკრო და მიკროელემენტებით

შემადგენლობა:


პრეპარატის
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ვიტამინი A (Retinylacetate) ………………………………. 800 მგ
ვიტამინი D (Cholecalciferole)………………………………. 5.0 მგ
ვიტამინი B1 (Thiamine mononitrate) ……………………. 1.4 მგ
ვიტამინი B2 (Riboflavine) ………………………………….. 1.6 მგ
ვიტამინი B6 (Pyridoxine hydrochloride) …………………. 2.0 მგ
ვიტამინი B12 (Cyanocobalamine) ………………………… 1.0 მგ
ვიტამინი C (Ascorbic acid) …………………………………. 60 მგ
ვიტამინი E (DL-alpha tocopheryl acetate) ………………. 10 მგ
ნიაცინი (Nicotinamide) ……………………………………… 18 მგ
პანტოთენის მჟავა (Calcium-d-pantothenate) …………… 6.0 მგ
ფოლის მჟავა (Folic acid)…………………………………….  200 მგ
კალციუმი (Calcium carbonate) ……………………………. 200 მგ
მაგნიუმი (Magnesium oxide) ……………………………….. 75 მგ
იოდი (Potassium iodide) …………………………………… 150 მგ
თუთია (Zinc sulphate) ……………………………………… 7.5 მგ
მოქმედების მექანიზმი:
მულტივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. პრეპარატის მოქმედებას განსაზღვრავს მის შემადგენლობაში შემავალი მულტივიტამინები და მინერალები:
ვიტამინი A – წარმოადგენს ორგანიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტურ კომპონენტს. უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ზრდასა და განვითარებას. ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფორმირებას და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ. უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას.
ვიტამინი D – არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს, იცავს ძვლოვან ქსოვილებს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობებისაგან, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას. ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ტუბერკულოზური ინფექციის მიმართ.
ვიტამინი C – უზრუნველყოფს ძვლების, კანისა და კბილების ნორმალურ ზრდასა და განვითარებას. ასტიმულირებს შემაერთებელი ქსოვილის შემადგენელი კომპონენტების სინთეზს. აუმჯობესებს ლიპიდებისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და კორტიკოსტეროიდული ჰორმონების სინთეზში. ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციისადმი, წარმოადგენს ორგანიზმის მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტსა და იმუნოსტიმულატორს. ასევე ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას.
ვიტამინი E – აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას. ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც უმნიშვნელოვანეს საშუალებას წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. აფერხებს კატარაქტის განვითარებასა და ნაადრევ სიბერეს.
ვიტამინი B1 – როგორც კოფერმენტი, წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ/რნმ-ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორების სინთეზში. მონაწილეობს სინაფსებში ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში. გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას.
ვიტამინი B2 – უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორი, უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში. ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს. გავლენას ახდენს მხედველობის სიმახვილეზე. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და მონაწილეობს კანის, ასევე პირის ღრუსა და თვალის ლორწოვანი გარსების ფუნქციისა და სტრუქტურის შენარჩუნებაში. აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს ჭრილობების დროს.
ვიტამინი B6 – მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, რის გამოც მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ამსუბუქებს პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლინებას და ხსნის საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმს.
ვიტამინი B12 – ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში. მონაწილეობას იღებს ერითროციტების ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმის ზრდის პროცესში.
ნიაცინი – მნიშვნელოვანი ფაქტორია გლიკოლიზისა და უჯრედული სუნთქვის პროცესში. მონაწილეობს ამინომჟავების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს. არეგულირებს უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
პანტოთენის მჟავა – მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში, ასევე ნაღვლის მჟავებისა და ჰორმონების სინთეზში. ასტიმულირებს ანტისხეულების სინთეზს. აქვს ანტისტრესული მოქმედება, მონაწილეობს სხვა ვიტამინების სინთეზში. ამცირებს ანტიბიოტიკების ტოქსიკურ და გვერდით ეფექტებს, ასევე უზრუნველყოფს ჭრილობების შეხორცებას.
ფოლის მჟავა – მონაწილეობს უჯრედების გაყოფისა და ზრდის პროცესებში, სისხლის ელემენტების, ერითროციტების ფორმირებაში, ასევე – ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავებისა და პირიმიდინების სინთეზში.
კალციუმი – მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესისათვის.
მაგნიუმი – არეგულირებს მიოკარდიუმის კუმშვადობას. აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას სტრესული სიტუაციებისა და დეპრესიული მდგომარეობების მიმართ, მონაწილეობს უჯრედების გაყოფისა და ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში.
იოდი – შედის ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების შემადგენლობაში, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს ცენტრალური ნერვული სისტემისა და უმაღლეს ნერვულ მოქმედებას, ასევე სასქესო და სარძევე ჯირკვლების ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.
თუთია – შედის სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში და შესაბამისად, არეგულირებს ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმს. მნიშვნელოვანია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების ფორმირებისათვის. მოქმედებს სასქესო ჰორმონების სინთეზზე, არეგულირებს ორგანიზმის იმუნურ პროცესებს.
ჩვენება:

  • ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ვიტამინებსა და მინერალებზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნა;
  • მძიმე სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი, გამოჯანმრთელების პერიოდი;
  • ასთენიური და ნევროზული, ასევე სტრესული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
  • გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა;
  • არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვება და დიეტა;
  • მეტაბოლური პროცესების ბალანსირება;

უკუჩვენება:
პრეპარატის კონპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები:
პრეპარატთან ერთად რეკომენდებული არ არის სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება. არ შეიძლება მითითებული დღიური დოზის გადაჭარბება.
დოზირება და მიღების წესი:
ბავშვებში 11 წლის ზემოთ და მოზრდილებში – 1 ტაბლეტი დღეში. ვიტა-G მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. მიღების ხანგრძლივობა – ჩვენების მიხედვით ინდივიდუალური.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატის კომპონენტებისადმი.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმის რეცეპტის გარეშე!

ვისკენი – VISKEN – ВИСКЕН

საერთაშორისო დასახელება:

PINDOLOL

მწარმოებელი: EGIS Pharmaceuticals, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: პინდოლოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური, ანტიარითმიული, ანტიჰიპერტენზიული საშუალება (ბეტა1-, ბეტა2– ადრენობლოკატორი).;

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პინდოლოლი        …………… 5მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვისკენი წარმოადგენს არასელექტიურ ბეტა-ადრენობლოკატორს, რომელიც ააგზნებს ბეტა1 და ბეტა2 ადრენორეცეპტორებს. შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობის გამო, სხვა ზოგიერთ ბეტა ბლოკატორებისაგან განსხვავებით იგი ამცირებს გულის უკმარისობის, ბრონქოსპაზმის და პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევის რისკს. ხასიათდება ანტიჰიპერტენზული, ანტიანგინალური და ანტიარითმიული მოქმედებით.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია:

– დატვირთვისადმი ტოლერანტობის გაზრდით;

– რენინის გამოყოფის ბლოკადით;

– ვაზომოტორული ცენტრებიდან მომავალი ეფერენტური სიმპათიკური იმპულსების დაქვეითებით და სიმპათიკური ტონუსის შემცირებით.

პრეპარატი აქვეითებს გულის კუნთის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, რითაც განაპირობებულია მისი ანტიიშემიური ეფექტი.

იგი პრაქტიკულად არ მოქმედებს ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაზე.

ჩვენებები:

  • სტენოკარდია,
  • გულის არითმიები (სინუსური ტაქიკარდია, პაროქსიზმული ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური და ატრიო-ვეტრიკულური ექსტრასისტოლიები); ესენციური ჰიპერკინეტიკური სინდრომი;
  • ფალოს ტეტრადა;
  • ობსტრუქციული კარდიომიოპათია.

არტერიული ჰიპერტონია:

დაავადების სუსტი ფორმების დროს პრეპარატს იყენებენ მონოთერაპიის სახით; შედარებით მძიმე შემთხვევებში, სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად, ხოლო ფეოქრომოციტომის სამკურნალოდ ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებთან ერთად კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება:

ინდივიდუალურია.

მოზრდილებში:

სტენოკარდია:              7.5-20 მგ 3-ჯერ დღეში.

გულის არითმიები:    15-30 მგ 3-ჯერ დღეში.

გულის ადრენერგული სტიმულაციით (მაგ. თირეოტოქსიკოზის დროს) გამოწვეული ფუნქციური ცვლილებები:   10-20 მგ 3-ჯერ დღეში.

არტერიული ჰიპერტონია:

ძირითადად ინიშნება 10-30 მგ დღეში.

დოზებს 10, 15 ან 20 მგ-ს იღებენ ერთხელ დილას, ხოლო 20-30 მგ-იან დოზას ყოფენ 2-3-ჯერად მიღებაზე.

კომბინაციაში სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად საჭიროა ამ უკანასკნელთა დოზის შემცირება.

ბავშვებში:

რეკომენდებულ დღეღამურ დოზას შეადგენს 0.2 მგ/კგ წონაზე.

პარენტერული გამოყენება:

პრეპარატის პარენტერული მიღება წარმოებს მხოლოდ სტაციონარის პირობებში.

საწყისი დოზა 2 მლ (0.4 მგ) შეჰყავთ ვენაში. 20 წთ-იანი შესვენების შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 მლ-ით მაქსიმალურ დოზამდე – 6 მლ (1.2 მგ).

მკურნალობის პროცესში აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლების და არტერიული წნევის სისტემატური კონტროლი.

გვერდითი მოვლენები:

ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, ალერგიული რეაქციები, ორთოსტატული ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლის შეგრძნება ძილის დარღვევა, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ღებინება.

გვერდითი მოვლენები ძირითადად სუსტად არის გამოხატული და არ საჭიროებს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტას.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

*გულის გამოხატული უკმარისობა, სინუსური ბრადიკარდია (50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში);

* AV-ბლოკადა;

*ფილტვიმსიერი ჰიპერტენზიით გამოწვეული მარჯვენა პარკუჭის *უკმარისობა; მეტაბოლური აციდოზი;

*ეთილის ეთერის და ქლოროფორმის ნარკოზი;

*ბრონქოსპაზმით მიმდინარე რესპირატორული დაავადებები;

*ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

*არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა კალციუმის ანტაგონისტებთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები:

სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

პინდოლოლით მკურნალობის შეწყვეტა ხდება ოპერაციამდე 48 სთ-ით ადრე. დოზის შემცირება ხდება თანდათანობით, რადგან პრეპარატის სწრაფი მოხსნით (“მოხსნის ფენომენი”), შესაძლებელია ავადმყოფთა მდგომარეობის გაუარესება განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში.

ჭარბი დოზირება:

ბრონქოსპაზმი: ვენაში გადასასხმელად ინიშნება ამინოფილინი ან იზოპრენალინი, რომელსაც იღებენ ინჰალაციის სახითაც.

ბრადიკარდია და არტერიული წნევის ექსტრემალური დაქვეითება: ვენაში შეყავთ ატროპინი 0.5-1.0 მგ, 25 მგ იზოპრენალინი ან 500 მკგ ორციპრენალნი ნელი ინექციის სახით (დაახლოებით 5 მკგ/წთ-ში ) სიჩქარით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატი არ ინიშნება ანტიარითმული საშუალებებთან და იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ კატექოლამინების გამოყოფის პროცესს.

– სიმპატოლიზური და პერიფერიული სისხლძარღვთა გამაფართოვებელი საშუალებები აძლიერებენ პინდოლოლის სამკურნალო ეფექტს, ხოლო მაო-ს ინჰიბიტორები და სიმპათომიმეტური საშუალებები – აქვეითებენ მას.

– პინდოლოლი აძლიერებს ანტიდიაბეტური საშუალების და ინსულინის მოქმედების ეფექტს, ამიტომ საჭიროა მათ დოზირების კორექცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

 

ვისკალდიქსი – VISKALDIX – ВИСКАЛДИКС

საერთაშორისო დასახელება:

PINDOLOL; CLOPAMIDE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: პინდოლოლი + კლოპამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება (ალფა-ადრენომაბლოკირებელი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პინდოლოლი ……………….   10 მგ

კლოპამიდი …………………      5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვისკალდიქსი წარმოადგენს ეფექტურ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას, ვინაიდან იგი აერთიანებს პინდოლოლის ბეტა-ადრენომაბლოკირებელ და კლოპამიდის დიურეზულ ეფექტებს. ხასიათდება ხანგრძლივი თერაპიული მოქმედებით, რის გამოც ავადმყოფთა უმრავლესობისათვის საკმარისია პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღება დღეში.

ვისკალდიქსი კარგად მოქმედებს ხანდაზმულ პაციენტებზე.

ჩვენებები:

 

  • არტერიული ჰიპერტონია.
  • მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების სამკურნალოდ იყენებენ მხოლოდ ვისკალდიქსს, ხოლო დაავადების მძიმე ფორმების დროს – სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში.

 

მიღების წესი და დოზირება:

ძირითადად ინიშნება 1/2-1 ტაბ. დღეში საუზმის დროს. იმ შემთხვევაში, როდესაც 1-2 კვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ სასურველი თერაპიული ეფექტი არ აღინიშნება, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბ-მდე, ან აუცილებლობის შემთხვევაში 3 ტაბ-მდე.

რეკომენდებულია ვისკალდიქსის მიღება დილას და სადილის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

სუსტი თავბრუსხვევა, საჭმლის მონელების დარღვევა, ადვილად დაღლა, ძილის დარღვევა (“კოშმარული” სიზმრები); იშვიათად – კანის რეაქციები, ფსიქიური მოშლილობები (დეპრესია, ჰალუცინაციები), რომლებიც არ მოითხოვენ პრეპარატის მკურნალობის შეწყვეტას.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების მიმართ;

*მწვავე გლომერულონეფრიტი, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მწვავე უკმარისობა;

*ჰიპოკალიემიის მძიმე ფორმა;

*გულის უკმარისობა, რომელიც არ ექვემდებარება საგულე გლიკოზიდებით მკურნალობას;

*ფილტვისმიერი გული, მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდია, II და III ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა;

*ბრონქული ასთმის შეტევა;

*ადისონის დაავადება;

*ინჰალაციური ნარკოზი;

*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

*გულის უკმარისობის დროს ვისკალდიქსით მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს მხოლოდ საგულე გლიკოზიდებით შესაბამისი კომპენსაციის მიღწევის და დიურეზული პრეპარატებით მკურნალობის შემდგომ.

*სიფრთხილეა საჭირო: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების და პერიფერიული სისხლმიმოქცევის დაქვეითების დროს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები:

ბრადიკარდია, გულის რევა, ღებინება ორთოსტატული ჰიპოტენზია, ჰიპოკალიემია, ბრონქოსპაზმი.

მკურნალობა:

ბრონქოსპაზმი: ვენაში შეჰყავთ ამინოფილინი ან იზოპრენალინი, რომელსაც იყენებენ, როგორც ვენაში საინფუზიოდ, აგრეთვე ინჰალაციის სახით. ბრადიკარდია, არტერიული წნევის ექსტრემალური დაქვეითება:

ვენაში შეყავთ 0.5-1.0 მლ ატროპინი, ან 25 მკგ იზოპრენალინი, ან 500 მკგ ორციპრენალინი (დაახლოებით 5 მკგ-წთ-ში სიჩქარით).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სიმპათომიმეტურ პრეპარატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, მაო-ს  ინჰიბიტორებთან კომბინაციაში ვისკალდიქსის მოქმედების ეფექტი ქვეითდება.

– სიმპატოლიზურ, პერიფერიულ სისხლძარღვთა გამაფართოებელ საშუალებებთან კომბინაციაში ვისკალდიქსის ჰიპოტენზური ეფექტი ძლიერდება.

– ორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან, ინსულინთან (ადგილი აქვს ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერებას). კომბინირებისას სიფრთხილეა საჭირო. შემდგომში აუცილებელია ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზირების ხელახალი განსაზღვრა.

– ზოგადი ნარკოზის გამოყენებამდე ვისკალდიქსის მიღება უნდა შეწყდეს 48 სთ-ით ადრე. ამავე დროს პრეპარატის მიღება ხდება თანდათან, შესაძლებელია “მოხსნის ფენომენის” განვითარების გამო, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფებში, მათი მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით.

პრეპარატის მკურნალობის პროცესში აუცილებელია პლაზმაში კალიუმის, შარდმჟავას მაჩვენებლების და სისხლში შაქრის რაოდენობის მკაცრი კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C  ტემპერატურაზე,

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

ვირუ – მერც სეროლი – VIRU-MERZ SEROL – ВИРУ-МЕРЦ СЕРОЛ

საერთაშორისო დასახელება:

TROMANTADINE

მწარმოებელი: MERZ PHARMA GmbH & Co, KGaA

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული პრეპარატი გარეგანი გამოყენების.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გარეგანი გამოყენების გელი 1%, გამჭვირვალე, უფერო.

1გ

ტრომანტადინის ჰიდროქლორიდი ……………. 10მგ

დამხმარე ნივთერებები: ლაქტოზა, სორბიტოლი 70% ხსნარი.

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, სორბინის მჟავა, ჰიდროქსი ეთილცელულოზა, გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გარეგანი გამოყენების ანტივირუსული პრეპარატი. აქტიურია Herpes simplex-ის 1 და 2 ტიპის ვირუსების მიმართ, Varicella zoster. აინჰიბირებს ვირუსების შეღწევას და აბსორბციას  უჯრედის შიგნით. პრეპარატის მიმართ ვირუსის რეზისტენტობა არ ვითარდება. ხსნის ჰერპეტული ინფექციისთვის დამახასიათებელ ტკივილს, წვას და ქავილს, ამცირებს დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლიობას, ახანგრძლივებს რემისიის პერიოდს.

ფარმაკოკინეტიკა:

გარეგანი ხმარებისას შეწოვა მინიმალურია, არ განისაზვერება სისხლში და შარდში.

გამოყენების ჩვენებები:

  • კანის საფარველის ანთებითი დაავადებები გამოწვეული Herpes simplex-ის 1 ტიპის ვირუსით (ტუჩების ჰერპესი, ცხვირის, სახის ნერვის) და ტიპი 2 (გენიტალური ჰერპესი);
  • კანის ანთებითი დაავადებები, გამოწვეული Varicella zoster–ით.

მიღების რეჟიმი:

გელი დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე 3–5–ჯერ დღეში. (აუცილებლობისას უფრო ხშირად), მსუბუქი შეზელვით. მკურნალობის კურსი 5 დღე. თუ პრეპარატის გამოყენებიდან 2 დღეში არ აღინიშნა კლინიკური გაუმჯობესება, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს  და მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელი კონტაქტური დერმატიტი.

უკუჩვენებები:

ტრომანტადინის და პარაბენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციისას პრეპარატის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მაშინ, თუ დედისათვის სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე ან ბავშვზე განვითარებულ პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის ეფექტურობა მიიღწევა მით უფრო ადრე, რაც უფრო ადრე იქნება დაწყებული პრეპარატის გამოყენება (ინფექციის პირველი სიმპტომებისას).

დაავადების დაწყებიდან პირველი 2–3 სთ–ის გამოყენებისას ინფექციის შემდგომი განვითარება ფერხდება.

სქესობრივი გზით ვირუსის გავრცელება არ იზღუდება, ამიტომ მკურნალობის პროცესში საჭიროა თავშეკავება სქესობრივი კონტაქტისაგან, მაშინაც თუ არ არის ჰერპესის კლინიკური გამოვლინება.

გელის გამოყენება არ შეიძლება თვალის არეში.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებაზე მონაცემები არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწერილი.

გაცემის წესი:

ნებადართული ურეცეპტოდ გაცემა.

ვადა და შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. ვადა – 5 წელი.

ვიროლექსი – VIROLEX – ВИРОЛЕКС

საერთაშორისო დასახელება:

ACICLOVIR

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის მალამო; (ჰერპესული კერატიტი)

ვრცლად აციკლოსტადი


ტაბლეტი 200მგ 

ვრცლად ზოვირაქსი

ვირგანი – VIRGAN – ВИРГАН

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება :

განციკლოვირი

წამლის ფორმა : თვალის გელი

შემცველობა:

პრეპარატის 1 გრ . შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

განციკლოვირი ………………….  1 ,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები :

ბენზალკონიუმის ქლორიდი , კარბომერი , სორბიტოლი , ნატრიუმის ჰიდროქსიდი , გამოხდილი წყალი .

აღწერილობა :

გამჭვირვალე ან ოდნავ გაუმჭვირვალე გელი .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტივირუსული პრეპარატები

ფარმაკოდინამიკა:

განციკლოვირი 9-[(1,3- დიჰიდროქსი -2- პროპოქსი ) მეთილ ] გუანინი ან DHPG წარმოადგენს ნუკლეოზიდს , რომელიც აინჰიბირებს ადამიანის ჰერპესის ჯგუფის ვირუსების ( პირველი და მეორე ტიპის მარტივი ჰერპესის ; ციტომეგალოვირუსის ) და ადენოვირუსების შემდეგი სეროტიპების : 1, 2, 4, 6, 8, 10, 19, 22, 28 რეპლიკაციას .

ინფიცირებულ უჯრედებში განციკლოვირი გარდაიქმნება განციკლოვირ – ტრიფოსფატად – მოქმედი ნივთიერების აქტიურ ფორმად .

ფოსფორილირება ძირითადად წარმოებს ინფიცირებულ უჯრედებში , ამასთან განციკლოვირ ტრიფოსფატის კონცენტრაცია არაინფიცირებულ უჯრედებში 10- ჯერ ნაკლებია .

განციკლოვირ ტრიფოსფატის ანტივირუსული აქტივობა მდგომარეობს ვირუსული დნმ – ის სინთეზის ინჰიბირებაში ორი მექანიზმის გამოყენებით: ვირუსული დნმ – პოლიმერაზას კონკურენტული ინჰიბირება და პირდაპირი ჩართვა ვირუსულ დნმ – ში მისი პროლონგირების ბლოკირებით .

ფარმაკოკინეტიკა:

ზედაპირული ჰერპესული კერატიტის მკურნალობის დროს პრეპარატის 11-15 დღის განმავლობაში 5- ჯერ დღეში ოფტალმოლოგიური მიღების შემდეგ, მგრძნობიარე ანალიტიკური მეთოდის გამოყენების მეშვეობით განსაზღვრული განციკლოვირის დონე პლაზმაში ( რაოდენობრივი შეზღუდვა:  0,005 მკგ / მლ ), იყო ძალიან დაბალი : საშუალოდ 0,013 მკგ / მლ (0=0,037).

ბოცვერებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინა განციკლოვირის სწრაფი შეღწევა თვალის რქოვანაში და წინა სეგმენტში ;  რამოდენიმე საათის შემდეგ პრეპარატის კონცენტრაცია საშუალო ეფექტურ დოზას აღემატებოდა( ED50 ).

მიღების ჩვენება :

მარტივი ჰერპესით გამოწვეული მწვავე ზედაპირული კერატიტის მკურნალობა .

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა განციკლოვირის , აციკლოვირის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ.

გამოყენება ბავშვებში:

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის .

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში თვალის გელის ვირგანის მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის .

 

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის , მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების არარსებობის გარდა .

მიღების წესი და დოზირება:

 

ჩაიწვეთეთ პრეპარატის 1 წვეთი ქვედა კონიუნქტივურ პარკში 5- ჯერ დღეში რქოვანას სრულ ეპითელიზაციამდე , შემდეგ 1 წვეთი 3- ჯერ დღეში , 7 დღის განმავლობაში .

მკურნალობის ხანგრძლივობა 21 დღეს არ უნდა აღემატებოდეს .

უკუჩვენება:

თვალების მხრივ :

ხშირად ( > 1/10): თვალში წვის ან ჩხვლეტის ხანმოკლე შეგრძნება ;

იშვიათად : (1/100,

ჭარბი დოზირება:

არ არის გამოვლენილი .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის გამოვლენილი .

განსაკუთრებული მითითებები:

– აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილი არ არის თვალის ბადურის   ციტომეგალოვირუსული ინფექციის სამკურნალოდ .

– ეფექტურობა სხვა ტიპის ვირუსებით გამოწვეული კერატოკონიუნქტივიტების მიმართ არ არის დადგენილი.

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში არანაირი სპეციალური გამოკვლევა არ იყო ჩატარებული .

– ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით გამოვლენილი გენოტოქსიკურობის გამო , მამაკაცებისთვის, რომლებიც იყენებენ თვალის გელს ვირგანს , რეკომენდებულია მკურნალობის დროს და სამი თვის განმავლობაში მისი დამთავრების შემდეგ კონტრაცეფციის ლოკალური ზომების ( პრეზერვატივის ) გამოყენება .

– ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. არ დაუშვათ პრეპარატის კონტაქტი რბილ საკონტაქტო ლინზებთან.პრეპარატის ჩაწვეთამდე კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და თვალში ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ .

– პრეპარატით მკურნალობისას მხედველობის ნებისმიერი დარღევის შემთხვევაში , რეკომენდებულია ავტომობილის მართვის ან რთულ ტექნიკასთან მუშაობის დროებითი შეწყვეტა .

გამოშვების ფორმა:

პრეპარატის 5 გრ . ტუბში სარქველით და ჩახრახნილი ხუფით . ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად და ასახდელი საყრდენით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

შენახვის ვადა:

3 წელი .

ტუბის გახსნიდან – 4 კვირა .

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

რეცეპტით

მწარმოებელი : Farmila-Thea Pharmaceutici S.P.A იტალია

ვირატონი – VIRATON – ВИРАТОН

მწარმოებელი: GEORGIAN PHARMACEUTICALS GROUP

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გრიპისა და გაციებითი დაავადებების პროფილაქტიკა და კორექცია

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

კომბინირებული პრეპარატი.

ვირატონი შეიცავს:

სუბლიმირებულ ნიორს;

წყალმცენარე სპირულინას (Spirulina Platensis);

ვიტამინი C.

ნიორი შეიცავს 200–ზე მეტ აქტიურ კომპონენტს: ამინომჟავებს, ცილებს, შაქარს, უჯრედისს, მინერალურ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ვიტამინებს: (C, B1, B2, PP, E და სხვა), გლუკოზიდები, პექტინური ნივთიერებები, ცხიმი, ორგანული მჟავები.

ნიორს ანტიმიკრიბული, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ასტიმულირებს გულის მუშაობას, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს. ნიორს გამოიყენებენ ღვიძლის, ზედა სასუნთქი გზებისა და ქრონიკული ბრონქიტის დროს.

გრიპის ეპიდემიის დროს ნიორი პროფილაქტიკრი მიზნით გამოიყენება.

სპირულინა წარმოადგენს მაღალკონცენტრირებულ ვიტამინების წყაროს (C, A, B1, B2, B12, E, ფოლის მჟავა და სხვა მინერალური ნივთიერებები (კალციუმი, ფოსფორი, კადმიუმი, ნატრიუმი, მარგანეცი, ბორი), ამინომჟავები (მათ შორის შეუცვლელი), მცენარეული პიგმენტები, ბიოფლავონიდები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.

სპირულინ და მასზე დამზადებული პრეპარატები მთელ მსოფლიოში ღირებული პროდუქტია ბალანსირებული კვებისთვის და ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციის ნორმალიზაციისათვის. სპირულინა ავსებს ორგანიზმის ვიტამინურ–მინერალურ ბალანს და იმუნურ სისტემას აძლიერებს.

სპირულინა აღადგენს და ნორმაში მოიყვანს ღვიძლის ბარიერულ და გამწმენდ ფუნქციას.

სპირულინა ცვლის პროცესებს აუმჯობესებს, ამაღლებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას, ახდენს ანტიტოქსიურ მოქმედებას.

ვიტამინი C – აქვს დიდი მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმის ცხოველმოქმედებაში. ერთერთი თვისებათაგანია – ორგანიზმის ინფექციისადმი გამძლეობის მომატება.

ჩამოთვლილი კომპონენტების სინერგიზმი დამტკიცებულია წარმატებული კლინიკური გამოცდით.

პრეპარატის მიღება იწვევს ორგანიზმის დამცავი და აღმდგენი ფუნქციების აქტივიზაციას. კომპლექსური შემადგენლობის გამო ვირატონის მოქმედება ხორციელდება ორგანიზმის მრავალ ფუნქციონალურ სისტემაზე. ითრგუნება ვირუსული ინფექციები, მატულობს ორგანიზმის იმუნიტეტი და ავადმყოფობის მიმართ წინააღმდეგობის ხარისხი.

თვისებები:

თრგუნავს ინფექციას;

ხსნის გაციებითი დაავადების სიმპტომებს;

ამაღლებს იმუნიტეტს;

ხსნის ქრონიკული დაღლილობის სიმპტომებს;

ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს;

აქვეითებს ქოლესტერინის შემცველობას;

გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე ახდენს პროფილაქტიკურ – და სამკურნალო მოქმედებას.

სპეციალისტების რჩევა:

სეზონური ინფექციური დაავადებების დადგომისას ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კურსი ვირატონით, უმჯობესია მთელმა ოჯახმა;

გულ–სისხლძარღვთა დაავადებისას მკურნალობაში ჩართეთ ვირატონით თერაპია. რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას.

მიღების წესი:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ბავშვები ღებულობენ 2–3 ტაბლეტს 2–3–ჯერ დღეში საჭმელთან ერთად.

გვერდითი მოქმედება და უკუჩვენებები:

უკუჩვენებები ვირატონთან მიმართებაში არ არის შენიშნული.

ვირატონის მიღება შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

Don`t copy text!