მთავარი წაკითხვა გვერდი 615

ერმეტინი – ERMETIN – ЭРМЕТИН

საერთაშორისო დასახელება:

IVERMECTIN
მწარმოებელი:
ერმეტინი არის კომპანია “როტაფარმი,,-ს პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.
დიდი ბრიტანეთი.
(“ROTAPHARM”, Great Britain).      
წარმოებულია
“იუნიფარმა”, ელ ობურ სითი, კაირო, ეგვიპტე 
“UNIPHARMA”, El Obour City, Cairo, Egypt.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები.
აღწერილობა: თეთრი ან მოთეთრო ფერის მრგვალი ოდნავ ამოზნექილი ტაბლეტები.

1 ტაბლეტის შემადგენლობაშია:
აქტიური ნივთიერება:
ივერმექტინი  ………………………  6 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ერმეტინი (ივერმექტინი) – პოლისინთეზური ანტიჰელმინთური პრეპარატია ინტრავენური გამოყენებისთვის, მიეკუთვნება მოქმედების ფართო სპექტრის მქონე მაღალაქტიურ ანტიპარაზიტულ პრეპარატებს.
პრეპარატის აქტიური კომპონენტი (ივერმექტინი) – მაკროციკლური ლაქტონი, Streptomyces avermitilis ფერმენტაციის პროდუქტი. ივერმექტინის მაღალსელექციური დაკავშირება გლუტამატ-დამოკიდებულ ქლორის არხებთან (GluCls), რომლებიც ლოკალიზებულია უხერხემლოების ნერვულ და კუნთოვან უჯრედებში, განაპირობებს მემბრანის განვლადობის მომატებას ქლორის იონების მიმართ. შედეგად ხდება აღნიშნული უჯრედების ჰიპერპოლარიაზაცია, ფერხდება ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გადაცემა და აღინიშნება პარაზიტების პარალიზი და სიკვდილი. 
ივერმექტინი ეფექტურია Onchocerca volvulus, Wuchereria banchrofti, მიკროფილარიების მიმართ, ასევე ნაწლავური ლოკალიზაციის მქონე სტრონგილოიდების (Strongiloides stercoralis) მიმართ. ივერმექტინის მიმართ ასევე მგრძნობიარეა მუნის ტკიპა (Sarcoptes Scabiei).
ჩვენებები:

  • სტრონგილოიდოზი;
  • ონქოცერკოზი;
  • ლიმფური ფილარიატოზი (ვუქერერიოზი, ბრუგიოზი);
  • მუნი.

უკუჩვენებები:
*   პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
*   ბავშვებში 5 წლამდე ასაკი
განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში, რადგან შესაძლებელია პრეპარატის კუმულაცია და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის მომატება. 
ეპილეფსიით და მენინგიტით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია ნეიროტოქსიური რეაქციების განვითარების რისკის მომატება. 
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება:
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის არასასურველი გავლენის შესახებ რეაქციის სისწრაფეზე.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას ონქოცერკოზის მკურნალობისთვის შესაძლებელია:
ალერგიული რეაქციები (მიკროფილარიების მასიური დაშლის შედეგად): ცხელება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჰიპოტენზია.
თვალის მხრივ: კონიუნქტივიტი, ქუთუთოების შეშუპება, წინა უვეიტი, კერატიტი, ქორიორეტინიტი. პროფილაქტიკისა და დახმარების ზომები: გლუკოკორტიკოიდების შეყვანა.
სტრონგილოიდოზის მკურნალობისას გვერდითი მოვლენები შედარებით იშვიათად გვხვდება და გააჩნიათ გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობა.
ცნსის მხრივ: ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, ტრემორი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დისკომფორტი მუცელში, გულისრევა.

დოზირება და გამოყენების წესი:
საჭიროა დოზირების რეჟიმის მკაცრად დაცვა.
პრეპარატი მიიღება შიგნით უზმოზე, საკმარისი რაოდენობა წყლის მიყოლებით.
დოზა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ, ინდივიდუალურად, ავადმყოფის სხეულის მასის გათვალისწინებით.
სტრონგილოიდოზი: 150-200 მკგ/კგ ერთჯერადად. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის განმეორება შეიძლება 14 დღის შემდეგ.
ონხოცერკოზი და ლიმფური ფილიარიატოზი (ვუხერერიოზი, ბრუგიოზი): 100 – 200 მკგ/კგ 6 თვეში ერთხელ 
მუნი: 200 – 400 მკგ/მგ ერთჯერადად. მკურნალობის კურსის განმეორება შეიძლება 14 დღის შემდეგ. საკონტროლო გამოკვლევას იტარებენ 4 და 6 კვირის შემდეგ.

დოზის გადაჭარბება:
ადამიანებში დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი. შესაძლებელი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია. 
მკურნალობა: ხელოვნური ღებინება, კუჭის ამორეცხვა პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის განმნავლობაში; ცხიმების შემცველი საკვების მიღება. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მონაცემები სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრპარატის გამოყენება ორსულებში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. იქედან გამომდინარე, რომ ივერმექტინი მცირე რაოდენობით აღწევს ქალის რძეში, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით (II ჯგუფი).

ერიუსი – AERIUS – ЭРИУС

საერთაშორისო დასახელება:

DEZLORATADIN

მწარმოებელი: SCHERING – PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: დეზლორატადინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H1-რეცეპტორების სელექტიური ბლოკატორი, ანტიალერგიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 7 და 1 ც.

1 ტაბ.

დეზლორატადინი ………………….  5 მგ

სიროფი: ფლაკონში 60 და 120 მლ

1 მლ

დეზლორატადინი  …………………. 0.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ერიუსი არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატია. ერიუსს გააჩნია ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც იწყება მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.

პრეპარატი არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს ანტიქოლინერგიულ და სედატიურ მოქმედებას (არ იწვევს ძილიანობას).

საჭლის მიღება და ალკოჰოლი არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.

ერიუსი აქრობს ან საგრძნობლად ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ცემინება, ქავილის შეგრნება ცხვირში, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი და შეწითლება თვალის მიდამოში, ცრემლდენა.

ჭინჭრის ციების დროს ერიუსი ამსუბუქებს ან აქრობს ქავილს და გამონაყარს კანზე.

ჩვენებები:

 

  • სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;
  • ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

 

მიღების წესი და დოზირება:

ერიუსის ტაბლეტირებული ფორმა ნებადართულია მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. ტაბლეტირებული ფორმა მიიღება დღეში ერთხელ. ტაბლეტის დაღეჭვა არ შეიძლება, იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს 6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებში ნაჩვენებია ერიუსის სიროფის ფორმა;

ბავშვებში 6-დან 12 თვემდე: 2.0 მლ (1 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;

ბავშვებში 1-დან 5 წლამდე: 2.5 მლ (1.25 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;

ბავშვებში 6-დან 11 წლამდე: 5.0 მლ (2.5 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება პლაცებოს დონეზე: დაღლილობის შეგრძნება 1.2%-ში, თავის ტკივილი 0.6%-ში.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ან ლორატადინისადმი;

*ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა წამლებთან არ ურთიერთქმედებს. საკვების მიღება არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე. ერიუსი არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

 

ერინიტი – ERINIT – ЭРИНИТ

საერთაშორისო დასახელება:
Pentaerithrityl tetranitrate

მწარმოებელი
: “ბიოსინთეზი”

ერინიტი-პენტაერითრიტის ტეტრანიტრატი (ტეტრანიტროპენტაერითრიტი)

თეთრი კრისტალური ფხვნილი. იგი არ იხსნება წყალში და იხსნება სპირტში.

შემადგენლობა:

1 ტაბ.

პენთაერითრიტის ტეტრანიტრატი ……………….. 0,01 გ

კლინიკურ–ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ორგანული ნიტრატი, ანტიანგინალური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგას ნიტროგლიცერინთან, მაგრამ მასთან შედარებით იგი ნელა შეიწოვება ლორწოვანი გარსით და ავლენს შედარებით ნელა, მაგრამ შედარებით ხანგრძლივ მოქმედებას. პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ მისი სასურველი შედეგი აღინიშნება 30-45 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 4-5 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენება:

  • პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის, გულის ქრონიკული უკმარისობის დროს(პროფილაქტიკა, მათ შორის პოსტინფარქტული პერიოდი).

სტენოკარდიის შეტევის კუპირებისათვის პრეპარატი ნაკლებად ვარგისია, ვინაიდან მისი მიღებისას სასურველი შედეგი აღინიშნება ნელა.

უკუჩვენებები:

გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, შოკი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, რომელიც მიმდინარეობს ჰიპოტონიით, ჰემორაგიული ინსულტი, თავის ტვინის ტრავმვა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, პრეპარატისა და სხვა ორგანული ნიტრატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესი და დოზირება:

ერინიტი გამოიყენება პერორალურად (საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე) დოზით 0,01-0,02 გ (1-2 ტაბლეტი). ღამით სტენოკარდიის შეტევის პრევენციისათვის პრეპარატი ინიშნება დოზით 0,02 გ ძილის წინ. მკურნალობის კურსის ჩვეულებრივ შეადგენს 2-4 კვირას. მკურნალობის განმეორებითი კურსი ინიშნება შესვენებებით, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია მისი მიმართ ტოლერანტობის განვითარება.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა, ხანდახან აღინიშნება ფაღარათი. ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები დოზის შემცირების და/ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში ქრება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციისას უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. დიჰიდროერგოტამინისა და ერინიტის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელის ანტიანგინალური ეფექტის დაქვეითება, რის გამოც მათი კომბინაცია ითვლება არარაციონალურად. ანაპრინილისა და ერინიტის კომბინაცია დასაშვებია.

განსაკუთრებული მითითებანი:

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ალკოჰოლური სასმელებისაგან თავშეკავება.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ერითრომოცინი – ERYTHROMYCIN – ЭРИТРОМИЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ერითრომიცინი წარმოადგენს ბაქტერიოსტატული მოქმედების მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს. იგი არღვევს ბაქტერიული ცილების სინთეზს უჯრედის რიბოსომების დონეზე.

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა შემდეგი გრამდადებითი (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი Staphylococcus spp., Streptococcus pneumoniae, Streptococcus spp., Bacillus anthracis, Corinebacterium diphtheriae და ზოგიერთ გრამუარყოფითი Neisseria gonorrhoeae,Haemophilus influenzae, Bordetella pertussis, Brucella spp., Legionella spp.,აგრეთვე Mucoplasma spp., chlamidia spp., Spirochaetaceae, Rickettsia spp., ბაქტერიები.

ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები მათ შორის: Escherichia coli, Pseudomonas aeruginosa, აგრეთვე, Salmonella spp.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი აღწევს ქსოვილებში, ორგანიზმის სითხეებსა და ღრუებში, არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ექსკრეტირდება ნაღველთან ერთად, პრეპარატის 5%-ზე ნაკლები შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად.

ერითრომიცინს კუმულაციური თვისებები არ ახასიათებს.

ჩვენებები

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადები, მათ შორის:

  • დიფთერია, ყივანახველა, ბრუცელოზი, ლეგიონერების დაავადება, ანგინა, ტრაქომა, ქუნთრუშა;
  • პნევმონია, ბრონქოექტაზური დაავადება გამწვავების სტადიაში, სეპტიური მდგომარეობა, წითელი ქარი;
  • მასტიტი, ოსტეომიელიტი, ქოლესცისტიტი, ჩირქოვანი ოტიტი და სხვა ჩირქოვან-ანთებითი პროცესები.

პრეპარატი ენიშნებათ ტეტრაციკლინის, ლევომიცეტინის, სტრეპტომიცინის მიმართ მიკროორგანიზმების მდგრადობის შემთხვევაში, აგრეთვე ათაშანგის სამკურნალოდ გამოყენებული პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის დროს.

დოზირების რეიმი

ერითრომიცინი ენიშნებათ შიგნით მისაღებად.

მოზრდილებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.25 გ-ს, მძიმე დაავადებების დროს – 0.5 გ-ს, ყოველ 4-6 სთ-ში 1-1.5 სთ-ით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 2-3 სთ-ის შემდეგ.

მოზრდილებში უმაღლესი ერთჯერადი დოზაა 0.5 გ, ხოლოდ სადღეღამისო – 4 გ.

ბავშვებენიშნებათ 30-50 მგ/კგ წონაზე დაავადების მიმდინარეობისა და პაციენტის ასაკის მიხედვით, ყოველ 6 სთ-ში (4-ჯერ დღეში), 8 სთ-ში (3-ჯერ დღეში) და 12 სთ-ში (2-ჯერ დღეში) ერთხელ:

10 კგ-ზე ნაკლები – 30-50 მგ/კგ (15-25 მგ/კგ 2-ჯერ დღეში);

10-15 კგ – 200 მგ (1 ტაბ. 100 მგ 2-ჯერ დღეში);

16-25 კგ -400 მგ (1 ტაბ. 100 მგ 4-ჯერ დღეში);

25-50 კგ – 80 მგ;

51-100 კგ – 1200 მგ;

100 კგ-ზე მეტი – 1600 მგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე და შეადგენს 5-14 დღეს.

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება ან დიარეა, ქოლესტაზური სიყვითლე. ერთეულ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ურტიკარია, ანაფილაქსიური შოკი).

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პირის ღრუს კანდიდოზი.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;

* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

* ანამნეზში – სიყვითლე.

ორსულობა და ლაქტაცია

ერითრომიცინი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ერითრომიცინის მკურნალობის დროს საჭიროა გათვალისწინებულ იქნას მიკროორგანიზმების მდგრადობა მის მიმართ, რაც თავისთავად ხასიათდება ჯვარედინი რეზისტენტობით სხვა ანტიბიოტიკების – მაკროლიდების მიმართ.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მოშლით.

♦ ერითრომიცინის მიღება რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად არ არის მიზანშეწონილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კუჭის წვენის მჟავიანობას და მჟავე საკვები პროდუქტები იწვევენ ერითრომიცინის ინაქტივირებას.

– ერითრომიცინი სისხლის პლაზმაში ზრდის თეოფილინის, კოფეინის, ლინკომიცინის, აცეტილცისტეინის, კარბამაზეპინის კონცენტრაციას და აძლიერებს მათ ტოქსიკურ მოქმედებას (გულისრევა, ღებინება და სხვა), რის გამოც ამ პრეპარატებთან მისი კომბინაცია არ არის მიზანშეწონილი.

– ერითრომიცინის კომბინაციით სულფანილამიდებთან, ტეტრაციკლინებთან, სტრეპოტომიცინთან ძლიერდება მისი მოქმედების ეფექტი.

– ერითრომიცინის დანიშვნა შესაძლებელია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიული რეაქციების დროს.

– ერითრომიცინი ზრდის სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციას, რაც ზრდის ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკს.

ერითრომიცინი – ERYTHROMYCIN – ЭРИТРОМИЦИН

საერთაშორისო დასახელება:

ERYTHROMYCIN

მწარმოებელი: Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S.A, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ერითრომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბაქტერიოსტატული მოქმედების ანტიბიოტიკი მაკროლიდების ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 16 ც.

1 ტაბ.

ერითრომიცინი …………………………       200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ერთრომიცინი არღვევს ბაქტერიული უჯრედის რიბოსომების დონეზე ცილების სინთეზს. პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა გრამდადებითი პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი Staphylococcus spp., Streptococcus spp., მათ შორის S. Pneumoniae, Clostridium spp., Bacillus anthracis, Corynebacterium diphtheriae) და ზოგიერთ გრამუარყოფით (Neisseria gonorrhoeae, Haemophillus influenzae, Bordetella pertussis, Brucella spp., Legionella spp.), Mycoplasma spp., Chlamidia spp., Spirochaetaceae, Rickettsia spp., ბაქტერიებს. ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტულია გრამუარყოფითი ჩხირები მათ შორის: Esherichia coli, Pseudomonas aeruginosa, აგრეთვე,    Shigella spp., Salmonella spp..

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი აქტიურად აღწევს ქსოვილებში, ორგანიზმის სითხეებსა და ღრუებში, არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ექსკრეტირდება ნაღველთან ერთად. პრეპარატის 5%-ზე ნაკლები შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. ერითრომიცინს კუმულაციური თვისებები არ ახასიათებს.

ჩვენებები:

  • პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები. მათ შორის: დიფთერია, ყივანახველა, ბრუცელოზი, ლეგიონელოზი, ანგინა, ტრაქომა, ქუნთრუშა, პნევმონია;
  • ბრონქოექტაზური დაავადება გამწვავების სტადიაში;
  • სეპტიური მდგომარეობა;
  • წითელი ქარი;
  • მასტიტი;
  • ოსტეომიელიტი;
  • ქოლეცისტიტი;
  • ჩირქოვანი ოტიტი და სხვა ჩირქოვან-ანთებითი პროცესები.

პრეპარატი ენიშნებათ ტეტრაციკლინის, ლევომიცეტინის, სტრეპტომიცინის მიმართ მიკროორგანიზმების მდგრადობის შემთხვევაში, აგრეთვე ათაშანგის სამკურნალოდ გამოყენებული პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ერითრომიცინი ენიშნებათ პერორალურად მისაღებად.

მოზრდილებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.25 გ-ს, მძიმე დაავადების დროს – 0.5 გ-ს ყოველ 4-6 სთ-ში 1-1.5 სთ-ით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 2-3 სთ-ის შემდეგ.

მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 0.5 გ, ხოლო სადღეღამისო – 4 გ.

ბავშვებს ენიშნებათ 30-50 მგ/კგ წონზე დაავადების მიმდინარეობისა და პაციენტის ასაკის მიხედვით ყოველ 6 სთ-ში (4-ჯერ დღე-ღამეში), 8 სთ-ში (3-ჯერ დღე-ღამეში) და 12 სთ-ში (2-ჯერ დღე-ღამეში) ერთხელ.

სხეულის წონა          სადღეღამისო დოზა

10 კგ-ზე ნაკლები                30-50 მგ/კგ (15-25 მგ/კგ 2-ჯერ დღეში)

10-15 კგ                            200 მგ (1 ტაბ. 100 მგ 2-ჯერ დღეში)

16-25 კგ                            400 მგ (1 ტაბ. 100 მგ 4-ჯერ დღეში)

25-50 კგ                            800 მგ

51-100 კგ                          1200 მგ

100 კგ-ზე მეტი                 1600 მგ

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე და შეადგენს 5-14 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, ღებინება, დიარეა, ქოლესტაზური სიყვითლე, ერთეულ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ურტიკარია, ანაფილაქსიური შოკი).

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პირის ღრუს კანდიდოზი.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.

*ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

*ანამნეზში – სიყვითლე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ერითრომიცინი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

*ერითრომიცინით მკურნალობის დროს საჭიროა გათვალისწინებულ იქნას მიკროორგანიზმების მდგრადობა მის მიმართ, რაც თავისთავად ხასიათდება ჯვარედინი რეზისტენტობით სხვა ანტიბიოტიკების – მაკროლიდების მიმართ.

*პრეპარატი სიფრთხილი ენიშნებათ ავადმყოფებს ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მოშლით.

*ერითრომიცინის მიღება რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად ნებადართული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კუჭის წვენის მჟავიანობას და მჟავე საკვები პროდუქტები იწვევენ ერითრომიცინის ინაქტივირებას.

ერითრომიცინი სისხლის პლაზმაში ზრდის თეოფილინის, კოფეინის, ლინკომიცინის, აცეტილცისტეინის, კარბამაზეპინის კონცენტრაციას და აძლიერებს მათ ტოქსიკურ მოქმედებას (გულისრევა, ღებინება და სხვა), რის გამოც ამ პრეპარატებთან მისი კომბინაცია არ არის მიზანშეწონილი.

ერითრომიცინის კომბინაციით სულფანილამიდებთან, ტეტრაციკლინებთან, სტრეპტომიცინთან ძლიერდება მისი მოქმედების ეფექტი. ერითრომიცინის დანიშვნა შესაძლებელია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიული რეაქციების დროს.

ერითრომიცინი ზრდის სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციას, რაც ზრდის ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ერესპალი® – EURESPAL® – ЭРЕСПАЛ

საერთაშორისო დასახელება:

FENSPIRIDE

მწარმოებელი: SERVIER,საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ფენსპირიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სასუნთქი ორგანოების დაავადებების სამკურნალო საშუალება. პრეპარატი  ანტიანებითი მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი …………………….. 80 მგ

სხვა ინგრედიენტები:

კალციუმის ჰიდროფოსფატი, ჰიპრომელოზა (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა), პოვიდონი (პოლივინილი პიორლიდონი), უწყლო კოლოიდური სილიკაგელი, მაგნიუმის სტეარატი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000.

სიროფი: შეფუთვაში 150 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ

ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი ……………….. 2 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ტკბილი გემო (თაფლი, რომი, სპირტიანი ნაყენები და თაფლის სპირტიანი ნაყენები, ვარდისა და ფორთოხლის ყვავილები), სპირტიანი ექსტრაქტი (სპირტიანი ნაყენის კონცენტრატი, გლუკოზის სიროფი, ანისულის ზეთი), ვანილის ექსტრაქტი (ვანილის თავების წყალსპირტოვანი ნახარში), გლიცეროლი, ყვითელი კვებითი საღებავი s (E 110), მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, საქარინი, საქაროზა, კალიუმის სორბიტი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ერესპალის ანთების საწინააღმდეგო და ბრონქოლიზური მოქმედება განპირობებულია ფენსიპირიდის ზეგავლენით, რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების პროდუცირების შემცირებით (ციტოკინები, განსაკუთრებით სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი (TNF-a), არაქიდონის მჟავის წარმოებულები, თავისუფალი რადიკალები), რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ანთებისა და ბრონქოსპაზმის განვითარებაში. არაქიდონის მჟავის კასკადის ბლოკირება ფენსპირიდის მოქმედებით პოტენცირდება H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკადით. ჰისტამინი ასტიმულირებს მისი პროდუქტების (პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების) წარმოქმნას.

ფენსპირიდი ბლოკირებას უწევს α-ადრენორეცეპტორებს, რომელთა სტიმულირებასაც თან ახლავს ბრონქიალურ სეკრეციის გაძლიერება. აქედან გამომდინარე ფენსპირიდი ამცირებს მთელი რიგი ფაქტორების მოქმედებას, რომლებიც ხელს უწყობს პროანთებითი ფაქტორების გამონთავისუფლებას, ანთების ჩამოყალიბებასა და ბრონქოობსტრუქციას. აგრეთვე აღსანიშნავია ფენსპირიდის სპაზმოლიზური მოქმედებაც.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის შეწოვა ხლება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან.

ტაბლეტების მიღების შემდეგ Cmax (მაქსიმალური კონცენტრაცია) მიიღწევა 6 სთ-ის შემდეგ. ხოლო სიროფის შემთხვევაში – 2.3±2.5 სთ-ის შემდეგ (0.5-დან 8 სთ-მდე).

(ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენ 12 სთ-ს. გამოიყოფა საშარდე გზებით.

ჩვენებები:

ზემო და ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები:

 

  • რინოფარინგიტი და ლარინგიტი;
  • ოტიტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის სინუსიტი;
  • ალერგიულის ჩათვლით (როგორც სეზონური, ისე მუდმივი);
  • რინოტრაქეობრონიტი;
  • ბრონქიტი (ქრონიკული სუნთქვით უკმარისობით ან მის გარეშე);
  • რესპირატორული გამოვლინებები წითელას, ყივანახველასა და გრიპის დროს;
  • შემანარჩუნებელი თერაპია ასთმისა და მისი გართულებების შემთხვევაში.

 

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებისათვის: 1 ტაბლეტი (80 მგ) 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში, ან 3-6 სუფრის კოვზი (45-90 მლ) სიროფი დღეში (1 ს.კ შეიცავს 300 მგ ფენსპირიდის ჰიდროქლორიდს და 9 გ საქაროზას).

ერესპალის ტაბლეტირებული ფორმა არ გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ. ამ ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია ერესპალის გამოყენება სიროფის ფორმით.

ბავშვებსა და მოზარდებს 14 წლამდე პრეპარტი ენიშნებათ 4 მგ/კგ-ზე გადაანგარიშებით დღეში.

ბავშვთა ასაკში 0-დან 2 წლამდე (სხეულის მასა 10 კგ-მდე) – 2-4 ჩაის კოვზი სიროფი (10-20 მლ)/დღეში. შესაძლებელია საკვებთან ერთად ბოთლში ჩამატება (1 ჩ.კ. სიროფი შეიცავს 10 მგ ფენსპირიდის ჰიდროქლორიდს და 3 გ საქაროზას).

ბავშვებს ასაკით 2-დან 14 წლამდე (10 კგ-ზე მეტი სხეულის მასით) – 2-4 სუფრის კოვზი სიროფი (30-60 მლ)/დღეში. მკურნალობის კურსი – 20-30 დღე.

კურსის გამეორება შესალებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღების წინ, გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.

გვერდითი მოვლენები:

გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია განვითარდეს ისეთი მოვლენები, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად ერითემა, კვინკეს შეშუპება, ფიქსირებული პიგმენტური ერითემა, გამონაყარი. სიროფში პარაჰიდროქსიბენზოატის არსებობის გამო შესაძლებელია ჭინჭრის ციების გამოვლენა.

სხვა: იშვიათად გულის რითმის ზომიერი აჩქარება, რაც მცირდება დოზის დაქვეითებისას.

უკუჩვენებები:

*ბავშვთა ასაკი 14 წლამდე (ტაბლეტირებული ფორმისათვის).

*მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებისა და/ან რომელიმე შემადგენელი კომპონენტისადმი (განსაკუთრებით ყვითელი კვებითი საღებავის S (E110) და მეთილ- და პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატის მიმართ – სიროფის შემთხვევაში).

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობის დროს.

მკურნალობის კურსის განმავლობაში ორსულობის დადგენის შემთხვევაში, არ არის აუცილებელი ორსულობის შეწყვეტა. ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დედის რძეში შეღწევის შესახებ.

მისი მიღება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

ინფექციური დაავადების არსებობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა წარმოებდეს სტანდარტულ ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომბინაციაში. პრეპარატი შეიცავს ყვითელ საღებავს S-,ს ამიტომ მისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და ასთმაც კი, განსაკუთრებით ასპირინზე ალერგიის მქონე პირებში.

საქაროზის შემცველობის გამო ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზისა ან გალაქტოზის შეწოვის უკმარისობის სინდრომისა და საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობის (იშვიათი მეტაბოლური დაავადება) დროს. ეს პრეპარატი შეიცავს 3 გ საქაროზას ერთ ჩაის კოვზზე (9 გ-ს ერთ სუფრის კოვზზე). დაბალკალორიული დიეტებისა ან დიაბეტის შემთხვევაში, ეს რაოდენობები გათვალისწინებული უნდა იქნას ყოველდღიური ნებადართული დოზის გამოთვლისას.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ძილიანობა ან აგზნება, გულისრევა, ღებინება, სინუსური ტაქიკარდია.

მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, ეკგ-მონიტორინგი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არ უმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათივს მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტებისათვის – 2 წელი; სიროფისათვის – 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

ერგომეტრინი – ERGOMETRINE – ЭРГОМЕТРИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

წარმოადგენს ჭვავის რქის ალკალოიდს. ზრდის საშვილოსნოს მიომეტრიუმის ტონუსს და შეკუმშვის ძალას.

ჩვენებები

  • მშობიარობის შემდგომ ადრეულ პერიოდში ჰიპოტონური სისხლდენის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის;
  • საშვილოსნოს ინვოლუციისათვის მშობიარობისა და აბორტის შემდეგ.

დოზირების რეჟიმი

ინდივიდუალურია.

ერთჯერადი დოზა შიგნით მიღებისას შეადგენს 200-400 მკგ-ს 2-3-ჯერ დღეში. ერთჯერადი დოზა ვენაში ან კუნთებში შესაყვანად უტოლდება 200-500 მკგ-ს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 მგ-ს.

პარენტერული შეყვანის კომბინირება შესაძლებელია პრეპარატის პერორალურ მიღებასთან.

გვერდითი მოვლენები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, გარდამავალი არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, ზოგჯერ ბრადიკარდია, სისხლძარღვთა სპაზმი, ქოშინი, ინსულტი, ფილტვების შეშუპება, თრომბოფლებიტი, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები.

უკუჩვენებები

* ორსულობა;

* მშობიარობის I და II პერიოდი ნაყოფის თავის დაბადებამდე;

* ნეფროპათია.

* გულსისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები;

* ეკლამფსია;

* მომატებული მგრძნობელობა წამლის მიმართ, პორფირია;

* ერგომეტრინი არ იხმარება სამშობიარო მოქმედების გამოსაწვევად ან გასაძლიერებლად;

* მას იყენებენ მშობიარობის მეორე ეტაპის დამთავრების, ნაყოფის დაბადების შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები

♦ იყენებენ მხოლოდ სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

♦ განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება მშობიარობის მესამე პერიოდში და მშობიარობის შემდეგ ადრეულ პერიოდში არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების საშიშროების გამო.

ეპოვექსი – EPOVEX – ЭПОВЕКС

საერთაშორისო დასახლება:

კომბინირებული პრეპარატი

მწარმოებელი: Viva Pharmaceuticals Inc – ის მიერ კანადა ,

სამკურნალო ფორმა:

რბილი ჟელატინის კაფსულები

შემადგენლობა:

1 რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს :

ენოთერას ზეთი 10% – 1000 მგ ;

ვიტამინი E – 14 სე .

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მატონიზირებელი საშუალება

ჩვენებები:

*ეგზემა , დერმატიტი , აკნე და კანის სიმშრალე ;

*პრემენსტრუალური სინდრომი ;

*მასტალგია ( მკერდის ტკივილი და მტკივნეულობა );

*დიაბეტური ნეიროპათია ;

*გაფანტული სკლეროზი ;

*რევმატოიდული ართრიტი ;

*ჰიპერტენზია და ქოლესტერინის დონის მომატება .

უკუჩვენებები:

ეპოვექსის მიღება არ შეიძლება ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისათვის .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენოთერას ზეთი გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავას – გამა – ლინოლენის მჟავას მდიდარი წყაროა . ენოთერას ზეთის მარცვლები შეიცავს 25%- მდე ესენციურ ცხიმოვან მჟავებს ,   ლინოლენისა და გამა – ლინოლენის მჟავების ჩათვლით . გამა – ლინოლენის მჟავა წარმოადგენს პროსტაგლანდინ E 1- ის წინამორბედს .

პროსტაგლანდინები მოქმედებს სხვადასხვა უჯრედებზე _ სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებზე , რაც იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას ან გაფართოებას ; თრომბოციტებზე , რაც იწვევს მათ აგრეგაციას ან დეზაგრეგაციას ; სპინალურ ნეირონებზე , რაც იწვევს ტკივილს .

პროსტაგლანდინები მოქმედებს ადამიანის სხეულის ყველა სისტემის ფუნქციაზე .

ორგანიზმში ისინი არეგულირებენ ანთებით პროცესებს , სისხლის წნევას , სითხის ბალანსს , სისხლის შედედებას , სხვა ჰორმონების აქტივობას .

გამა – ლინოლენის მჟავას ნაკლებობა გამოიწვევს პროსტაგლანდინების პროდუქციის შემცირებას , რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის მდგომარეობაზე .

ენოთერას ზეთის შემადგენლობაში შემავალი გამა – ლინოლენის მჟავა იწვევს მენსტრუალური   და პრემენსტრუალური ტკივილის , მათ შორის , მკერდის ტკივილის , ენდომეტრიოზით გამოწვეულ ტკივილის შემცირებას , ნაწლაური კოლიკის შეტევის კუპირებას .

პრემენტსრუალური სინდრომის მქონე ქალებში აღინიშნება PGE1- ის ნაკლებობა ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სხვა ქსოვილებში , მაგ ., სარძევე ჯირკვლის მკერდის ქსოვილი .

გამა – ლინოლენის მჟავა ენოთერას ზეთის შემადგენლობაში ამცირებს მენოპაუზასთან დაკავშირებულ ალებს სიმხურვალის შეგრძნებას .

ენოთერას ზეთი ეფექტურია რევმატოიდული ართრიტისა და სხვა ანთებითი დაავდებების , მაგ ., წყლულოვანი კოლიტის დროს .

ესენციური ცხიმოვანი მჟავები , მათ შორის ,   გამა – ლინოლენის მჟავა ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან , ამცირებს მის ექსკრეციას შარდით , ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს . ძვლის ქსოვილში მის დაგროვებას , რაც ამაგრებს ძვლებს .

ენოთერას ზეთი ასევე ამცირებს კანის ქავილს .

მას აქვს კარგი დამატენიანებელი თვისებები და იგი ეფექტურია ეგზემისა და ფსორიაზის დროს .

ეპოვექსი ეგზემის საწინააღმდეგო , კანის დამატენიანებელი და გარემოს ჟანგვითი პროცესებისაგან დამცავი ერთ – ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა . იცავს კანს გარემოს ჟანგვითი დაზიანებისაგან .

ვიტამინი E – ს ახასიათებს მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური მოქმედება . იგი ანეიტრალებს ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს , იცავს უჯრედებს ათეროსკლეროზისაგანს . ვიტამინი E ასევე იწვევს პრემენსტრუალური სინდრომისა და ეგზემის სიმპტომების შემსუბუქებას .

განსაკუთრებული მითითება:

პრეპარატი არ გამოიყენება ეპილეფსიის მქონე პაციენტებში , ასევე ფენოთიაზინის შემცველი საშუალებებით მკურნალობისას .

მიღების წესი და დოზები:

მოზრდილებში ინიშნება 1_2 კაფსულა 3- ჯერ დღეში , ერთ ჭიქა წყალთან ერთად .

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება . იშვიათად მოსალოდნელია გულისრევა , დიარეა , კუჭისა და თავის ტკივილი .

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია კუჭის ტკივილი და დიარეა .

ორსულობა და ლაქტაცია:

ინფორმაცია პრეპარატის გამოყენებისას შესახებ ორსულობისა დროს და ლაქტაციის პერიოდში არ მოიპოვება .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მოსალოდნელია ურთიერთმოქმედება ენოთერას ზეთსა და ვარფარინის , ასპირინის , ასევე ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებებს შორის .

პრეპარატი მკაცრი ზედამხედველობით ინიშნება ანტიკოაგულაციური თერაპიის დროს   და   K ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში , ვინაიდან E ვიტამინმა შეიძლება გაზარდოს სისხლჩაქცევების რისკი .

ვარგისობის ვადა:

3 წელი .

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია .

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ , პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას , არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე .

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაცემის რეჟიმი : ურეცეპტოდ )

ეპოეტინ ბეტა – EPOETIN BETA – ЭПОЭТИН БЕТА

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ადამიანის რეკომბინანტულ ერითროპოეტინს (გლიკოპეპტიდურ ჰორმონს), რომელიც წარმოადგენს ზრდის ჰემატოპოეტურ ფაქტორს. იგი ძვლის ტვინში ასტიმულირებს ერითროიდულ პროლიფერაციას და დიფერენციაციას, ზრდის რეტიკულოციტების სისხლმიმოქცევაში გადასვლას, ასტიმულირებს უჯრედებში ჰემოგლობინის სინთეზს. ვარაუდობენ, რომ უჯრედების ზედაპირზე ერითროპოეტინი ურთიერთქმედებს სპეციფიკურ ერითროპოეტინურ რეცეპტორებთან.

ჩვენებები

  • გამოხატული ანემია, რომელიც ვითარდება თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს;
  • ძვლის ტვინის დაზიანებით და ზოგიერთი ქრნიკული დაავადებით გამოწვეული ანემია, მათ რიცხვში აპლასტური ანემია, მიელოდისპლაზური დაავადებებით გამოწვეული ანემია;
  • ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • შიდსი;
  • კიბო;
  • ანემიის პროფილაქტიკა 750-1500 გ წონის მქონე დღენაკლულ ახალშობილებში, რომლებიც დაიბადნენ ორსულობის 34 კვირამდე;
  • დონორის სისხლის მოცულობის მოსამატებლად, რომელიც განკუთვნილია შემდგომი აუტოტრანსფუზიისათვის ჰემოტრანსფუზიის თავიდან აცილების მიზნით.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ანემიის მიმდინარეობაზე, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზე და დაავადების ხასიათზე. პრეპარატი შეჰყავთ პარენტერულად, კანქვეშ, ვენაში. საწყისი დოზა შეადგენს 50-1500 სე/კგ სხეულის წონაზე, საშუალოდ კვირაში 3-ჯერ.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია არტერიული ჰიპერტენზიის განვითარება, ენცფალოპათია, რომელიც ხშირად ვითარდება ჰიპერტონული კრიზების დროს.

იშვიათად – თრომბოციტოზი, თრომბოზული გართულებები, მიალგია, ჰიპერკალიემია, კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები

* არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;

* წინა თვის განმავლობაში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ან თავის ტვინის ინსულტი;

* არასტაბილური სტენოკარდია;

*  თრომბოემბოლია ანამნეზში, ბეტა ეპოეტინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ეპილეფსიის, თრომბოციტოზის, ღვიძლის უკმარისობის, სისხლძარღვოვანი უკმარისობის, ავთვისებიანი წარმონაქმნების დროს.

♦  ნეფროსკლეროზით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც არ იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, ვინაიდან შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის შედარებით სწრაფი გაუარესება.

♦ მკურნალობის ეფექტურობა მცირდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის, ინფექციური და ანთებითი დაავადებების, ჰემოლიზის დროს.

♦ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატს ნიშნავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მისი შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.

♦ ექსპერიმენტის შედეგად არ არის დადგენილი პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება.

♦ მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ იმ სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

♦ პრეპარატისა და იმ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებენ ჰემოპოეზზე (მაგალითად რკინის პრეპარატები), შესაძლებელია ეპოეტინ ბეტას მასტიმულირებელი მოქმედების გაძლიერება.

ეპოეტინ ალფა – EPOETIN ALPHA – ЭПОЭТИН АЛЬФА

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ადამიანის რეკომბინანტულ ერითპოეტინს, გასუფთავებულ გლიკოპროტეინს, რომელიც ასტიმულირებს ერითროპოეზს. იგი სინთეზირდება ძუძუმწოვრების უჯრედებში, სადაც  „ჩაშენებული“ გენი ახდენს ადამიანის ერითროპოეტინის კოდირებას. თავისი ბიოლოგიური და იმუნოლოგიურ თვისებებით იგი ადამიანის ერითროპოეტინის იდენტურია, რომელიც გამოყოფილია შარდიდან, ენდოგენური ერითროპოეტინის სინთეზი ხორციელდება თირკმელებში და დამოკიდებულია სისხლის ოქსიგენაციის დონეზე.

ჩვენებები

  • ანემიის სიმპტომატური და ტრანსფუზიური მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია თირკმელების ქრონიკულ უკმარისობასთან.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი შეჰყავთ პარენტერულად, კანქვეშ ან ვენაში. ერთჯერადი დოზა შეადგენს 30-100 სე/კგ სხეულის წონაზე. შეყვანის სიხშირე და გამოყენების ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გამოყენებისას არა ჩვენების მიხედვით, ან რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება, თავის ტკივილი, დეზორიენტაცია სივრცესა და დროში, გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები, თრომბოციტოზი, თრომბოზული გართულებების განვითარების რისკი.

უკუჩვენებები

არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტონია.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი ინფუზიის სახით არ გამოიყენება;

♦ მისი თერაპიული ეფექტურობა შესაძლებელია შემცირდეს რკინის, ფოლის მჟავას, ვიტამინ B12-ის დეფიციტის დროს;

♦ ალუმინის ინტოქსიკაციის, ინტერკურენტული დაავადებების, ფარული სისხლდენის, ჰემოლიზის, ძვლის ტვინის ფიბროზის დროს.