Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 622

ეკსოდერილი – EXODERIL – ЕКСОДЕРИЛ

საერთაშორისო დასახელება:

NAFTIFINE

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი 1% გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი ………….. 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, ეთანოლი გასუფთავებული წყალი.

კრემი 1%: ტუბში 15 მგ

1 გ

ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი ………….. 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტანსტეარატი, ცეტილპალმიტიტი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, პოლისორბატ 60, იზოპროპილმირისტატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ეკსოდერილი წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. იგი მიეკუთვნება ალილამინების ჯგუფს და განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის. მის აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს ნაფტიფინი. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ერგოსტერინის სინთეზის დაინჰიბირებით. ამასთანავე ნაფტიფენი გავლენას ახდენს სქვალენეპოქსიდაზაზე, თუმცა არ მოქმედებს ციტოქრომ P450 სისტემაზე. ნაფტიფინი აქტიურად მოქმედებს ისეთი დერმატოფიტების წინააღმდეგ, როგორიც არის ტრიქოფიტონი, ეპიდერმოფიტონი და მიკროსპორუმი, აგრეთვე საფუარის (Candida) ობის (Aspergillus) და სხვა სოკოების (მაგალითად Sporothrix Schenckii) წინააღმდეგ. რაც შეეხება დერმატოფიტებსა და ასპერგილებს, ნაფტიფინი ფუნგიციდურად მოქმედებს მათ წინააღმდეგ in vitro პირობებში. საფუარის სოკოებთან მიმართებაში პრეპარატი ავლენს ფუნგიციდურ და ფუნგოსტატურ მოქმედებას გამომდინარე მიკროორგანიზმის შტამიდან.

ნაფტიფინს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. დადგინდა, რომ ნაფტიფინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელს უწყობს ანთების სიმპტომების, განსაკუთრებით კი ქავილის სწრაფ გაქრობას. იმის გამო, რომ ეკსოდერილი სწრაფად აღწევს კანში და მის სხვადასხვა შრეში, იგი ქმნის საკმარის ანტიფუნგინალურ კონცენტრაციებს, რის გამოც მისი გამოყენება დასაშვებია დღეში ერთხელ.

ჩვენებები:

  • კანისა და კანის ნაოჭების სოკოვანი ინფექციები (tinea corporis, tinea inguinalis);
  • თითებს შორის განვითარებული მიკოზი (tinea manum, tinea pedum);
  • ფრჩხილების სოკოვანი ინფექცმები (ონიხომიკოზი);
  • კანის კანდიდოზი;
  • ფერადი სირსველი;
  • ანთებითი დერმატომიკოზები (რასაც თან ახლავს ან არ ახლავს ქავილი).

მიღების წესი და დოზირება:

ეკსოდერილი გამოიყენება დაზიანებულ კანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეში ერთხელ, მას შემდეგ, რაც მოხდება კანის გასუფთავება და გამშრალება. ფრჩხილების დაზიანების შემთხვევაში პირველ გამოყენებამდე მაქსიმალურად უნდა მოშორდეს ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი მაკრატლით ან ქლიბის საშუალებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა: დერმატომიკოზების დროს – 2-4 კვირა (აუცილებლობის შემთხვევაში 8 კვირამდე;,

კანდიდოზის დროს – 4 კვირამდ;,

ფრჩხილის ინფექცებისას გამოიყენება 2-ჯერ დღეში, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს.

ინფექციის რეციდივის თავიდან ასაცილებლად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკური გამოჯანმრთელებიდან არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში.

გარეთა სასმენი აპარატის მიკოზების დროს მკურნალობა ტარდება არანაკლებ 14 დღის  განმავლობაში. ადგილობრივი მკურნალობის დროს ყურებში თავსდება პრეპარატით დასველებული ბამბის ტამპონი 1-2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ადგილობრივი რეაქციები: კანის სიმშრალე, ჰიპერემია და წვის შეგრძნება.

გვერდითი მოვლენები ყოველთვის შექცევადია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ნაფტიფინის ან პროპილენგლიკოლის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით:

ორსულობა ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი.

დაუშვებელია კრემი “ეკსოდერილის” მოხვედრა თვალში ან ღია ჭრილობაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ გამოვლენილა ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

 

 

ეკორალი – EQUORAL – ЭКОРАЛ

საერთაშორისო დასახელება:

CICLOSPORIN

მწარმოებელი: IVAX, აშშ

მოქმედი ნივთიერება: ციკლოსპორინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სელექტიური იმუნოდეპრესანტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 ც

1 კაფს.

ციკლოსპორინი ……………     25 მგ

1 კაფს.

ციკლოსპორინი ………………  50 მგ

1 კაფს.

ციკლოსპორინი ……………   100 მგ

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 50 მლ

1 მლ

ციკლოსპორინი ……………   100 მგ

 

ვრცლად სანდიმუნ ნეორალი

ეკლიფსი – სანოველი პლუსი (გაგრძელება) – EKLIPS-SANOVEL – ЭКЛИПС-САНОВЕЛЬ ПЛЮС

(გაგრძელება)

გვერდითი მოვლენები:
ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის კლინიკური კლევებისას არ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ამ კომპლექსისთვის გათვალისწინებული არ იყო. როგორც ლოზარტან კალიუმის ასევე ჰიდროქლორთიაზიდის გვერდითი მოვლენები პლაცებოს მსგავსია.
ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსი ძირითადად ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს, მათ გამო არ არის საჭირო მკურნალობის შეწყვეტა. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის მიღების შემდეგ უფრო ხშირია პლაცებოსთან შედარებით და შეადგენს შემთხვევათა 1%-ს და მეტს: ტკივილი მუცლის არეში, შეშუპება, ზურგის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხველა, სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, გამონაყარი.

პოსტმარკეტინგული მონაცემები:
მომატებული მგრძნობელობა: ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის სახის, ტუჩების, ხორხის ან ენის ძალიან იშვიათად აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ლოზარტან კალიუმით; აღნიშნულ პაციენტებში ანგიონევროზული შეშუპების განვითარებას ადგილი ჰქონდა აგრეთვე სხვა პრეპარატების, მათ შორის აგფ-ინჰიბიტორების მიღების დროს. 
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ჰეპატიტი (ძალიან იშვიათად).
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა.
აღინიშნებოდა ჰიპერკალიემია და ჰიპონატრიემია.

ლაბორატორიული კვლევების მონაცემები:
საკონტროლო კლინიკური კვლევების დროს კლინიკური ხასიათის ცვლილებები აღინიშნებოდა ძალზედ იშვიათად.
კრეატინინი და შარდოვანას აზოტი: აღენიშნებოდა ამ მაჩვენებლების უმნიშვნელო ზრდა არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტთა 0,6% და 0,8%-ს შესაბამისად. 
ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი: ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის მიღებისას აღინიშნებოდა ამ მაჩვენებლების კლინიკური თვალსაზრისით უმნიშვნელო შემცირება. 
ღვიძლის ფუნქციის ანალიზი: იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს ღვიძლის ფერმენტებისა და/ან პლაზმური ბილირუბინის კონცენტრაციის მომატებას. 
ელექტროლიტები: ელექტროლიტების დისბალანსის შესაძლო განვითარების გამო აუცილებელია ელექტროლიტების მაჩვენებლების პერიოდული კონტროლი (ჰიპონატრიემია, ჰიპოგლიკემიური ალკალოზი, ჰიპოკალიემია).
ძლიერი ღებინების ან საინფუზიო ხსნარის ინტრავენური შეყვანისას საჭიროა სისხლის პლაზმის ანალიზი და შარდში ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა.
მოულოდნელი ეფექტების გამოვლინებისას მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ლოზარტან კალიუმი: ჩატარებულ ფარმაკოკინეტიკურ კლინიკურ კვლევებში გამოყენებული იყო ჰიდროქლორთიაზიდი, დიგოქსინი, ვარფარინი და ფენობარბიტალი, მათი ურთიერთქმედება ლოზარტან კალიუმთან არ აღინიშნებოდა. კლინიკური კვლევები ციტოქრომ P450 და 2C9 ინჰიბიტორებთან არ ჩატარებულა. In vitro კვლევები გვიჩვენებს, რომ P450 3A4-ს ინჰიბიტორები (კეტოკონაზოლი, ტროლეანდომიცინი, ჰესტოდენი) ან P450 2C9 (სულფოფენაზოლი) მნიშვნელოვნად, ხოლო სულფოფენაზოლ – კეტოკონაზოლის კომპლექსი კი სრულად აინჰიბირებს აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნას.

ადამიანებში კეტოკონაზოლი, რომელიც P450 3A4-ს ინჰიბიტორია, ლოზარტანის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნის პროცესზე არ მოქმედებს. ფარმაკოდინამიკური კვლევები ლოზარტანისა და P450 2C9-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენების შესახებ არ არსებობს. 
ანგიოტენზინ II ბლოკატორების მსგავსად, ლოზარტანის ერთდროულმა მიღებამ კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან (მაგ. სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატებთან ერთად შესაძლოა ხელი შეუწყოს კალიუმის კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში.
ჰიდროქლორთიაზიდი: ქვემოთჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებები ურთიერთქმედებენ თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან:
ბარბიტურატები, ნარკოტიკული პრეპარატები, ეთანოლი – შესაძლოა ორთოსტატული ჰიპიტენზიის განვითარება; 
ჰიპოგლიკემიური პრეპარატები (ინსულინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) – ამ პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას საჭიროა მათი დოზის კორექცია; 
სხვა ანტიჰიპერტენზულ პრეპარატებთან შესაძლებელია ადიტიური ეფექტის განვითარება; 
ქოლესტირამინთან და ქოლესტიპოლთან – შესაძლებელია ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვის დარღვევა. ქოლესტირამინის და ქოლესტიპოლის ერთჯერადი მიღებით შესაძლებელია შესაბამისად 85% და 43%-ით შემცირდეს ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
კორტიკოსტეროიდების, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ერთდროული მიღებით შესაძლებელია ელექტროლიტების ძლიერი დაკარგვა, ჰიპოკალიემიის გაძლიერება;
პრესორულ ამინებთან კომბინირებისას (მაგ. ეპინეფრინთან) – მოსალოდნელია პრესორული ამინების ეფექტის უმნიშვნელო შემცირება;
არადეპოლარიზებულ მიორელაქსანტებთან (მაგ. ტუბოკურარინთან) კომბინირებისას – შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მათი მოქმედების გაძლიერებას;
ლითიუმი – ლითიუმის დიურეზულ საშუალებებთან ერთად დანიშვნა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან დიურეზული საშუალებები ამცირებენ ლითიუმის რენულ კლირენსს და ზრდიან ლითიუმის მიერ გამოწვეული ინტოქსიკაციის რისკს;
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთად მიღებისას – ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია დიურეზული, ნატრიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედების შემცირება. ამიტომ საჭიროა იმ პაციენტების კონტროლი, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამ პრეპარატებს. 
ჭარბი დოზირება:
მონაცემები პრეპარატის ჟარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია. მკურნალობა სიმპტომატური და შემანარჩუნებელია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. ჭარბი დოზირების გამოვლენისთანავე საჭიროა ღებინების გამოწვევა და დეჰიდრატაციის, ელექტროლიტების დისბალანსის, არტერიული ჰიპოტენზიის და ღვიძლისმიერი კომის შესაბამისი მეთოდებით კორექცია.
ლოზარტან კალიუმი: მონაცემები პრეპარატის ჟარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია. ამ დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია. პარასიმპათიკური (ვაგუსის) სტიმულაციის გამო შესაძლოა ბრადიკარდიის განვითარება. სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას საჭიროა შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყება.
ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.
ჰიდროქლორთიაზიდი: შედარებით ხშირად აღინიშნება ელექტროლიტების ბალანსის დარღვევის სიმპტომები (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია), აგრეთვე დეჰიდრატაცია, რომელიც გაძლიერებული დიურეზის შედეგია. საგულე გლიკოზიდების გამოყენებისას შესაძლოა არითმიის განვითარება ჰიპოკალიემიის გამო.
არ არის დადგენილი ჰიდროქლორთიაზიდის რა რაოდენობის გამოდევნა შეიძლება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30°C-ზე ქვემოთ, მშრალ ბნელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
შეფუთვაში 28 შემოგარსული ტაბლეტი.
გაიცემა ექიმის რეცეპტით

• ნუ მიიღებთ ექიმის რჩევის გარეშე,
• პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას,
• შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ეკლიფსი – სანოველი პლუსი – EKLIPS-SANOVEL PLUS – ЭКЛИПС-САНОВЕЛЬ ПЛЮС

მწარმოებელი: Sanovel Pharmaceutical Products Industry Inc

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები.

1 ტაბ.

აქტიური ნივთიერება:

ლოზარტან კალიუმი (lozartan) …………………… 50მგ-ს

ჰიდროქლორთიაზიდი (hydrochlorotiazide) ……. 12,5მგ-ს.

არააქტიური ინგრედიენტები: ტიტანის დიოქსიდი, D&C yellow №10 lake.

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზინ II-ს ანტაგონისტი


ფარმაკოლოგიური
თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

ეკლიფსი – სანოველი პლუსი თავის შემადგენლობაში შეიცავს ლოზარტან კალიუმის მარილს – ანგიოტენზინ II ტიპის რეცეპტორების ანტაგონისტს (AT1 ქვეტიპი) და ზომიერი ეფექტის მქონე დიურეზულ საშუალებას – ჰიდროქლორთიაზიდს. ეკლიფსი – სანოველი პლუსს გააჩნია ანტიჰიპერტენზული მოქმედება.

ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდი

ამ პრეპარატების კომბინაცია უფრო ეფექტურად აქვეითებს არტერიულ წნევას, ვიდრე თითოეული მათგანი ცალკე აღებული. ეს ეფექტი ამ პრეპარატების კომბინირებული მოქმედების შედეგია. გარდა ამისა, ჰიდროქლორთიაზიდი, როგორც ძლიერი დიურეზული საშუალება ზრდის სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობას, ალდოსტერონის სეკრეციას, ანგიოტენზინ II დონეს, ამცირებს შრატში კალიუმის რაოდენობას. ხოლო ლოზარტანი აბლოკირებს რა ანგიოტენზინ II-ს ყველა ფიზიოლოგიურ ფუნქციას და ალდოსტერონის სეკრეციას იცავს ორგანიზმს კალიუმის დაკარგვისაგან.

ლოზარტან კალიუმი ხელს უწყობს შარდოვანას გამოყოფას შარდთან ერთად და შესაბამისად გააჩნია მსუბუქი და გარდამავალი ურიკოზურიული მოქმედება. ჰიდროქლორთიაზიდი ზრდის შარდოვანას კონცენტრაციას. ლოზარტან კალიუმი და ჰიდროქლორთიაზიდი ერთად ამცირებენ ჰიპერურიკემიას, რომელიც ჰიდროქლორთიაზიდის დიურეზული მოქმედებითაა გამოწვეული.

ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდი კომპლექსის ანტიჰიპერტენზული მოქმედება გრძელდება 24 საათის განმავლობაში. ხანგრძლივი მკურნალობისას (არაუმცირეს ერთი წლისა) ანტიჰიპერტენზული მოქმედება შენარჩუნებულია. მიუხედავად არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებისა, გულის რითმის ცვლილებები არ აღინიშნება. კლინიკური კვლევების თანახმად 50მგ ლოზარტან კალიუმი/12,5მგ ჰიდროქლორთიაზიდის მიღება 12 კვირის მანძილზე ამცირებს დიასტოლური წნევის მაჩვენებელს 13,2მმ.

ლოზარტან კალიუმი

ლოზარტან კალიუმი ანგიოტენზინ II ტიპის (AT1 ქვეტიპი) რეცეპტორების სპეციფიკური, ეფექტური პერორალური ანტაგონისტია. ანგიოტენზინ II როგორც ვაზოკონსტრიქციის, ალდოსტერონის გამოთავისუფლებისა და სიმპატიკური სტიმულაციის ხელშემწყობს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არტერიული ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიაში. ჩატარებული ფარმაკოლოგიური კვლევებით გამოვლინდა მისი უნარი შერჩევითად დაუკავშირდეს AT1 რეცეპტორებს. ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი შერჩევითად აინჰიბირებენ ანგიოტენზინ II-ს კავშირს AT1 რეცეპტორებთან სისხლძარღვთა გლუვ კუნთებსა და სხვა ქსოვილებში, რის შედეგადაც ითრგუნება ანგიოტენზინ II-ს მოქმედება (ვაზოკონსტრიქცია, ალდოსტერონის სეკრეცია). ჩატარებულმა in vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი – კარბოქსილის მჟავა, მიღების მეთოდის მიუხედავად, აინჰიბირებს ანგიოტენზინ II-ს ყველა ფიზიოლოგიურ ეფექტს.

ლოზარტანი სელექტიურად უკავშირდება AT1 რეცეპტორებს და არ უერთდება სხვა ჰორმონალ რეცეპტორებსა და იონურ არხებს. გარდა ამისა ლოზარტანი არ აინჰიბირებს აგფ (კინაზა II), რომელიც ამცირებს ბრადიკინინის რაოდენობას. ამგვარად, ლოზარტანის მიღებისას არ აღინიშნება ისეთი მოვლენების განვითარება, რომლებიც არ არის პირდაპირ დაკავშირებული AT1 რეცეპტორების ბლოკირებასთან (ბრადიკინინ დამოკიდებული ფუნქციები, შეშუპება, (ლოზარტანი 1,7%, პლაცებო 1,9%).

არადიაბეტური ხასიათის პროტეინურიით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ლოზარტან კალიუმს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რადგანაც იგი პროტეინურიის შემცირების ხარჯზე ამცირებს იმუნოგლობულინ G და ალბუმინის ფრაქციების გამოყოფას. ლოზარტანის გამოყენებისას შენარჩუნებულია გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე და მცირდება ფილტრაციის ფრაქცია. მას არ გააჩნია ხანგრძლივი მოქმედება უპირობო რეფლექსებსა და პლაზმურ ნორადრენალინზე.

ჰიდროქლორთიაზიდი დიურეზული, ჰიპოტენზიური საშუალებაა. ანტიჰიპერტენზული მოქმედების მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის. უმრავლეს შემთხვევაში თიაზიდები ნორმალურ არტერიულ წნევაზე გავლენას არ ახდენენ. ჰიდროქლორთიაზიდი მოქმედებს ელექტროლიტების რეაბსორბციის მექანიზმზე ნეფრონის დისტალურ მილაკებში; აძლიერებს ნატრიუმისა და ქლორის იონების გამოყოფას (თითქმის თანაბარი რაოდენიბით). ნატრიურიის შემთხვევაში შესაძლებელია კალიუმისა და ბიკარბონატების ერთდროული გამოყოფა.

ფარმაკოკინეტიკა:

ლოზარტან კალიუმი:

შეწოვა და მეტაბოლიზმი: პერორალურად მიღების შემდეგ ლოზარტანი სწრაფად შეიწოვება, განიცდის “პირველადი გავლის” ეფექტს, გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტ – კარბოქსილის მჟავად და არააქტიურ მეტაბოლიტებად. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების Cmax მიიღწევა შესაბამისად 1 და 3-4 სთ-ში. საკვებთან ერთად მიღებისას არ აღინიშნება ამ მაჩვენებლების კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები.

განაწილება: ლოზარტანის სისტემური ბიოშეღწევადობა – 33%. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის შეკავშირება სისხლის ცილებთან, ალბუმინის ჩათვლით ≥99%. განაწილების მოცულობა – 34ლ. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი შეადგენს შესაბამისად 74 და 26მლ/წთ.

გამოყოფა: შარდთან ერთად უცვლელი სახით გამოიყოფა 4%, აქტიური მეტაბოლიტის სახით – 6%. გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად. C14 მონიშნული ლოზარტანის მიღებისას რადიოაქტიური ნიშნის 35% აღმოჩენილი იყო შარდში, ხოლო 58% – განავალში.

ჰიდროქლორთიაზიდი:

შეწოვა: ჰიდროქლორთიაზიდის პერორალურად მიღებისას დიურეზი იწყება 2 საათის განმავლობაში, აღწევს პიკს 4სთ-ის განმავლობაში და გრძელდება 6-12 საათი.

განაწილება: ჰიდროქლორთიაზიდი გადის პლაცენტარულ ბარიერს, არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ხვდება დედის რძეში.

მეტაბოლიზმი: ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზირდება.

გამოყოფა: გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. სისხლის პლაზმაში ჰიდროქლორთიაზიდის კონცენტრაციის დაკვირვებისას 24სთ-ის განმავლობაში აღინიშნებოდა ნახევრადგამოყოფის პერიოდის ცვალებადობა ინტერვალით 5,6-14,8სთ. ერთჯერადი პერორალური დოზის 61% ორგანიზმიდან გამოიყოფა შეუცვლელი სახით 24სთ-ის მანძილზე.

ჩვენებები:

კომპლექსი ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისთვის კომბინირებული თერაპიის სახით.

დოზირების რეჟიმი:

ხანგრძლივი მკურნალობისას საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს.

მაქსიმალური ანტიჰიპერტენზული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 3-6 კვირის შემდეგ.

ავადმყოფებისათვის ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის დაქვეითებით (მაგ., რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს დიდი დოზით) ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის მიღება რეკომენდებული არ არის.

ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი ≤30მლ/წთ-ში) პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

უკუჩვენებები:

ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსი უკუნაჩვენებია მომატებული მგრძნობელობისას პრეპარატის კომპონენტებისადმი, სულფონამიდების ჯგუფის სხვა წარმოებულებისადმი, აგრეთვე ანურიის არსებობისას.

უსაფრთხოების ზომები:

რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებამ ორსულებში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებების (ფეტალური, ნეონატალური) განვითარება, ნაყოფის სიკვდილიანობის ჩათვლით. ამიტომ ორსულობის დადგენის შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების მიღებამ ორსულობის II, III ტრიმესტრში შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება, ნაყოფის თავის ქალის არასწორი ფორმირება, ანურია, შექცევადი ან თირკმლის შეუქცევადი უკმარისობა, შესაძლოა ოლიგოჰიდრამინოზის განვითარება. ამ შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

თიაზიდები გაივლიან პლაცენტარულ ბარიერს და ხვდებიან ჭიპლარის სისხმიმოქცევაში. ამასთან დაკავშირებით იზრდება ნაყოფისა და ახალშობილის სიყვითლის, თრომბოციტოპენიის ან სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი და ალბათობა.

არტერიული ჰიპოტენზია: პაციენტებში დეჰიდრატაციით (მაგ. რომლებიც იღებდნენ დიურეზული საშუალებების მაღალ დოზებს), ლოზარტან კალიუმის მიღებისას შესაძლოა არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება. საჭიროა მკურნალობის დაწყებამდე ამ მდგომარეობის კორექცია ან მკურნალობის დაწყება პრეპარატის დაბალი დოზებით.

ღვიძლის ფუნქციების დარღვევა:

ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს, როდესაც საჭიროა ლოზარტან კალიუმით ტიტრირება, ამ კომბინირებული პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ჰიდროქლორთიაზიდი: სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი კომის განვითარება, ამიტომ ღვიძლის ფუნქციების დარღვევისას და ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებების დროს თიაზიდების დანიშვნა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

მომატებული მგრძნობელობა: ანამნეზში ალერგიისა ან ბრონქული ასთმის არსებობის მიუხედავად ჰიდროქლორთიაზიდის მიღებისას ვითარდება მის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სისტემური წითელი მგლურა: ცნობილია თიაზიდური დიურეზული საშუალებების თვისება დააჩქარონ ან გაააქტიურონ სისტემური წითელი მგლურას განვითარება.

ლითიუმის იონებთან ურთიერთქმედება: ლითიუმის იონებისა და თიაზიდური დიურეზული საშუალებების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.

ზოგადად:

მომატებული მგრძნობელობა: ანგიონევროზული შეშუპება.

ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდი: კლინიკური კვლევები ლოზარტან კალიუმისა და ჰიდროქლორთიაზიდის სხვადასხვა შეფარდების გამოყენებით გვიჩვენებს, რომ პროცენტული შეფარდება ავადმყოფებისა არტერიული ჰიპერტენზიითა და განვითარებული ჰიპოკალიემიით (კალიუმის შემცველობა სისხლის პლაზმაში 5,7მეკვ/ლ) შეადგენს 0,4%-ს. კალიუმის კონცენტრაციის ცვალებადობის მიზეზით მკურნალობის შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია. სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის შემცირების საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 0,123მეკვ/ლ.

ჰიდროქლორთიაზიდი: შესაძლო ელექტროლიტური დისბალანსის განვითარების აღსაკვეთად საჭიროა სისხლის პლაზმაში მათი რაოდენობის კონტროლი. აუცილებელია იმ პაციენტების დაკვირვება, რომლებიც მკურნალობენ თიაზიდური დიურეზული საშუალებებით სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსის გამოვლენის მიზნით (ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი და ჰიპოკალიემია).

ძლიერი ღებინების ან საინფუზიო ხსნარის ინტრავენური შეყვანისას საჭიროა სისხლის პლაზმის ანალიზი და შარდში ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა.

მწვავე ციროზის დროს ან ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, განსაკუთრებით აქტიური დიურეზის შემთხვევაში აღინიშნება ჰიპოკალიემია. პერორალურად მიღებული ელექტროლიტების არასაკმარისმა რაოდენობამ აგრეთვე შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოკალიემიის განვითარება, რაც თავის მხრივ შესაძლოა გახდეს არითმიის მიზეზი.

ქლორის იონების უკმარისობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მკურნალობას. მიუხედავად ამისა მეტაბოლური ალკალოზის მკურნალობისას საჭირო ხდება ქლორის იონების დამატებით შეყვანა.

ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ჰიპერურიკემიას ან ტკივილს მუცლის არეში. ლოზარტანი აქვეითებს შარდმჟავას რაოდენიბას, რის გამოც მისი კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან ამცირებს დიურეზული საშუალებებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში საჭიროა ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. თიაზიდური დიურეზული საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემიის განვითარება, შედეგად შესაძლოა განვითარდეს ფარული შაქრიანი დიაბეტი (დიაბეტეს მელლიტუს).

თიაზიდების მიღებისას შესაძლოა კალციუმის ექსკრეციის დაქვეითება და კალციუმის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში. მკვეთრად გამოხატული ჰიპერკალციემია შესაძლებელია იყოს ფარული ჰიპერპარათირეოიდიზმის გამოვლინება. საჭიროა თიაზიდური დიურეზულუ საშუალებების მიღების შეწყვეტა პარათირეოიდული ფუნქციების ტესტირებამდე.

თირკმლის ფუნქციების დარღვევა: ავადმყოფებში, რომელთა თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მოქმედებაზე (მაგ. მწვავე კორონარული გულის უკმარისობა) ლოზარტანის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოლიგურიის და/ან პროგრესირებადი აზოტემიის, უფრო იშვიათად კი თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან სიკვდილი. აგფ – ინჰიბიტორებს შესწევთ უნარი გაზარდონ კრეატინინის დონე შრატში თირკმლების ბილატერალური სტენოზის ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს. ამ შემთხვევასი საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

ჰიდროქლორთიაზიდი: საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე თიაზიდური დიურეზული პრეპარატების დანიშვნისას თირკმლების მწვავე დაავადებების დროს, ამ დროს იზრდება აზოტემიის განვითარების რისკი. ასეთ ავდმყოფებში ვლინდება ჰიდროქლორთიაზიდის კუმულაციური ეფექტი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულთა კატეგორია: C (I ტრიმესტრი) და D (II ტრიმესტრი).

უშუალოდ რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებამ ორსულობის II, III ტრიმესტრში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებების განვითარება, ნაყოფის სიკვდილიანობის ჩათვლით. ამიტომ ორსულობის დადგენის შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

მონაცემები ლოზარტან კალიუმის გამოყენების შესახებ ორსულებში არ არსებობს. ადამიანებში ნაყოფის თირკმლების პერფუზია, რომელიც დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, იწყება ორსულობის II ტრიმესტრიდან. ამიტომ ორსულობის II და III ტრიმესტრში ლოზარტან კალიუმის გამოყენება სარისკოა ნაყოფისათვის. ამ მიზეზით ორსულობის პერიოდში ლოზარტან კალიუმის მიღება აკრძალულია.

თიაზიდები გაივლიან პლაცენტარულ ბარიერს და ხვდებიან ჭიპლარის სისხლმიმოქცევაში. ამასთან დაკავშირებით იზრდება ნაყოფისა და ახალშობილის სიყვითლის, თრომბოციტოპენიის ან სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი და ალბათობა.

ბოლომდე არ არის დადგენილი ხვდება თუ არა ლოზარტან კალიუმი დედის რძეში. თიაზიდები ხვდებიან დედის რძეში. დედისთვის პრეპარატის მიღების მნიშვნელობისა და ახალშობილის მხრიდან უარყოფითი გვერდითი მოვლენების შესაძლო განვითარების შეფასების შედეგად უნდა შეწყდეს ან პრეპარატის მიღება ან ძუძუთი კვება.

გამოყენება პედიატრიაში:

ცნობები ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ბავშვებში არ არსებობს.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

კლინიკური კვლევების მონაცემებით ლოზარტან კალიუმის – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ხანდაზმულ პაციენტებსა და ახალგაზრდებში არ განსხვავდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას:

ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას გარკვეული არ არის.

გაგრძელება

ეკვატორი – EKVATOR – ЭКВАТОР

საერთაშორისო დასახელება:

AMLODIPINE; LISINOPRIL

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ამლოდიპინი + ლიზინოპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 20 და 30 ც.

1 ტაბ.

ამლოდიპინი ……………….    5 მგ

ლიზინოპრილი …………..     10 მგ

 

ვრცლად ამლიპინი (დოზირება განსხვავებული)

ეთმოზინი – ETHMOZINE – ЭТМОЗИН

საერთაშორისო დასახელება:

MORACIZINE

მწარმოებელი: OLAINFAR, ლატვია

მოქმედი ნივთიერება: მორაციზინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიარითმიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

მორაციზინის ჰიდროქლორიდი  ……….. 100 მგ

 

ვრცლად მორაციზინი

ეთამზილატი – ETHAMSYLATE – ЭТАМЗИЛАТ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ეთამზილატი წარმოადგენს ანტიჰემორაგიულ საშუალებას. იგი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის ფიზიოლოგიური მექანიზმების სტიმულირებას, ამცირებს სისხლდენის ხანგრძლივობას, ზრდის თრომბოციტების რაოდენობას. მათ აქტივობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. მისი ეფექტი ვლინდება სისხლდენის ხანგრძლივობის სტატისტიკური შემცირების და თრომბოციტების რიცხვის ზომიერი მომატების სახით. პრეპარატი არ მოქმედებს პროთრომბინის დროზე, არ გააჩნია ჰიპერკოაგულაციური თვისებები და არ უწყობს ხელს თრომბის წარმოქმნას. იგი პრაქტიკულად არ მოქმედებს პერიფერიული სისხლის შემადგენლობაზე, ცილებისა და ლიპოპროტეინების კონცენტრაციაზე. მისი მოქმედებით ფიბრინოგენის დონე იზრდება უმნიშვნელოდ, ხოლო ერითროციტების დალექვის სიჩქარე უმნიშვნელოდ მცირდება.

მისი მოქმედების სავარაუდო მექანიზმი დაკავშირებულია პრეპარატის გამააქტივებელ ეფექტთან თრომბოპლასტინის ფორმირებაზე. ეთამზილატი იწვევს კაპილარების კედლის განმავლობის შემცირებას. მისი ანგიოპროტექტული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კაპილარების ენდოთელიუმზე და ენდოთელიუმშორისო სივრცის ძირითად ნივთიერებებზე ზემოქმედებით და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით. ეთამზილატის ჰემოსტატური ეფექტი ვლინდება სწრაფად. პრეპარატის მოქმედება იწყება ინტრავენური ინექციიდან 5-15 წუთის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ. მისი მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 საათს, რომელიც მცირდება შემდგომი 24 საათის განმავლობაში.

პრეპარატის კუნთებში შეყვანისას მოქმედება ვლინდება უფრო ნელა, ხოლო პერორალური მიღებისას მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 3 საათის შემდეგ.

ჩვენებები

კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა ოპერაციული ჩარევების დროს და მის შემდეგ:

  • ჰემორაგიული დიათეზის მკურნალობა (ვერლგოფის დაავადება, ვილებრანდ-იურგენსის დაავადება, თრომბოპათია), სისხლის სისტემური დაავადების თანმხლები ჰემორაგიული სინდრომით, რომელიც განპირობებულია ჰემოსტაზის სისხლძარღვოვანი ფაქტორით;
  • მეტრო-მენორაგიების მკურნალობა (ფუნქციური, ფიბრომიომა);
  • დიაბეტური მიკროანგიოპათიების დროს (განსაკუთრებით დიაბეტური რეტინოპათიის ჰემორაგიული ფორმა, განმეორებითი სისხლჩაქცევა ბადურაში და ჰემოფტალმი);
  • შინაგანი სისხლდენების, მათ შორის ტრავმული სისხლდენების დროს, გადაუდებელ თერაპიაში სხვა საშუალებებთან კომბინაციაში.
  • ოტორინოლარინგოლოგიაში (პრეპარატით პრემედიკაცია უზრუნველყოფს კარგ ჰემოსტაზს ტონზილექტომიის, ადენოტომიის, ყურის მიკროქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ვინაიდან აჩერებს სპონტანურ სისხლდენებს, ასევე დროებით სისხლდენებს ოპერაციული ჩარევის შემდეგ);
  • ოფთალმოლოგიაში (კერატოპლასტიკის დროს მცირდება არასასურველი გამოსავალი სისხლდენის გამო. ოპერაცია კატარაქტის გამო, ბადურას ჩამოფცქვნა, გლაუკომის შემთხვევაში ოპერაციების დროს იძლევა კარგ პრეოპერაციულ ჰემოსტაზს და ამცირებს პოსტოპერაციული ჰემორაგიების ხარისხს. აგრეთვე ხელს უწყობს დიაბეტური და პოსტკონტუზიური რეტინული და ვიტრეული სისხლდენების გაჩერებას);
  • სტომატოლოგიაში (აჩერებს სისხლდენებს პირის ღრუში ოპერაციების დროს, მაგალითად, კისტის გრანულომის რეზექცია და კბილების ექსტრაქციის შემდეგ);
  • უროლოგიაში (ამცირებს პოსტოპერაციული ჰემორაგიების მოცულობას და ხანგრძლივობას პროსტატექტომიის შემდეგ, თირკმელების სიმსივნის სრული და ნაწილობრივი ამოკვეთის შემდეგ);
  • ქირურგიაში (ხანგრძლივი და სათუთი ჩარევა ძლიერ ვასკულარიზებულ ქსოვილებზე);
  • გინეკოლოგიაში და მეანობაში (პოსტოპერაციული ჰემორაგიების პროფილაქტიკა ჰისტერექტომიის, უტეროტომიის, სიმსივნის ამოკვეთის, ორსულობის შეწყვეტის დროს; ასევე დასაშვებია ეთამზილატის გამოყენება, როგორც დამხმარე საშუალების მოსალოდნელი აბორტის დროს, მშობიარობის შემდგომი და პოსტაბორტული სისხლდენის, მეტრორაგიების დროს და სხვა);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ფილტვებიდან სისხლდენის დროს;
  • წამლისმიერი ჰემორაგიები, თუ ისინი არ არის გამოწვეული ანტიკოაგულაციური საშუალებების მიღებით.

დოზირების რეჟიმი

პროფილაქტიკის მიზნით შესაძლებელია ეთამზილატის 1-2 ამპულის (2-4 მლ) შეყვანა ინტრავენურად, ან კუნთებში (რაც შეესაბამება პრეპარატის 0.25-0.5 გ-ს) 1 საათით ადრე, ან 2-3 ტაბლეტი (თითო 0.25 გ) 3 საათით ადრე ოპერაციამდე. აუცილებლობის შემთხვეაში შეყავთ 1-2 ამპულა ინტარვენურად ოპერაცის დროს. სისხლდენის საშიშროების შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით შეჰყავთ 2-4 ამპულა ოპერაციის შემდეგ, ან უნიშნავენ 2-8 ტაბლეტს თანაბარი ინტერვალებით 24 საათის განმავლობაში.

გადაუდებელ შემთხვევაში კეთდება 1-2 ამპულა ინტრავენურად ან კუნთებში, შემდგომ ყოველ 4-6 საათში 1 ამპულა (ან 2-2 ტაბ.).

საინექციო ხსნარით გაჟღენთილი ტამპონი შეიძლება გამოვიყენოთ ადგილობრივად ჭრილობაზე.

დიაბეტური მიკროანგიოპათიების სამკურნალოდ (რეტინოპათია ჰემორაგიით) ინიშნება კურსობრივად 2-3 თვის განმავლობაში 1-2 ტაბ. 3-ჯერ დღეში ან 1 ამპულა კუნთებში 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

დისპეფსია, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სახის ჰიპერემია, სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითება, პარესთეზიები ქვემო კიდურებში.

უკუჩვენებები

* ეთამზილატი პრაქტიკულად არატოქსიკურია. შესაძლებელია მისი კომბინაცია სხვა სამკურნალო საშუალებებთან, დამატება საინფუზიო ხსნარებთან;

* დაუშვებელია მისი მიღება, როგორც ერთარდეთი საშუალების ანტიკოაგულანტებით გამოწვეული სისხლდენის დროს.

* არ შეიძლება მისი შერევა სხვა პრეპარატებთან ერთ შპრიცში.

ეთამზილატი – ETAMSYLATE – ЭТАМЗИЛАТ

საერთაშორისო დასახელება:

ETHAMSYLATE

მწარმოებელი: OLAINFAR, ლატვია

მოქმედი ნივთიერება: ეთამზილატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰემოსტატიკური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ეთამზილატი ………………. 250 მგ

 

ვრცლად ეთამზილატი

ეთამბუტოლი – ETHAMBUTOL – ЭТАМБУТОЛ

საერთაშორისო დასახელება:

ETHAMBUTOL

მწარმოებელი: ITALFARMACO, იტალია

მოქმედი ნივთიერება: ეთამბუტოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

ეთამბუტოლი ……………      200 მგ

1 ტაბ.

ეთამბუტოლი …………..       400 მგ

 

ჩვენებები:

  • ფილტვისმიერი და არაფილტვისმიერი ტუბერკულოზი (მხოლოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში);
  • მგრძნობიარე ატიპური მიკობაქტერიებით გამოწვეული ინფექციები.

 

 

მიღების წესი და დოზები:

რეგულარულ რეჟიმში ინიშნება 25მგ/კგ დღე-ღამეში 1-ჯერ ან ინტერმიტირებულ რეჟიმში – 20-40მგ/კგ კვირაში 3-ჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2,5 გ-ს.

 

 

ტუბერკულოზის მიმდინარეობის სტაბილიზაციისას ინიშნება 15 მგ/კგ მკურნალობის მთელ პერიოდში კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში. ეთამბუტოლის მიღება ჭამის შემდეგ აუმჯობესებს მის ამტანობას. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტუბერკულოზის ფორმაზე და შეადგენს 6-დან 12 თვემდე პერიოდს.

13 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ეთამბუტოლი ინიშნება პერორალურად დოზით 20-25 მგ/კგ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებში არის 1,0 გ.

ჭარბი დოზის მიღების სიმპტომები:

 

ნევროლოგიური დარღვევების განვითარება, ერითელური ნერვის დაზიანება (შეიძლება განვითარდეს სიბრმავე), მადის დაკარგვა, პირღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, ციებ-ცხელება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა, სუნთქვის გაძნელება, ასისტოლია. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და ექიმთან კონსულტაცია.

 

უკუჩვენებები:

*პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

 

* მხედველობის ნერვის ნევრიტი;

* დიაბეტური რეტინოპათია;

* თვალის ანთებითი დაავადებები;

* თირკმლების ფუნქციის მძიმე დაზიანებები;

* ორსულობა, ლაქტაცია;

* 13 წლამდე ბავშვთა ასაკი.

 

სიფრთხილის ზომები:

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება დადგენილ ვადაზე მეტი დროის განმავლობაში.

თუ დაავადების ნიშნები არ დაიწყებს გაქრობას ან პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება ან განვითარდება არასასურველი რეაქციები, განსაკუთრებით მხედველობის ორგანოს მხრივ, აუცილებელია ეთამბუტოლით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ლაქტაციის შეწყვეტა. პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ალკოჰოლის მოხმარებისაგან თავის შეკავება.

 

 

სხვა წამლებთან ურთიერეთქმედება:

თუ პაციენტი იღებს სხვა პრეპარატებს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რაიმე სახის სამკურნალო საშუალებების გამოყენება. არაკონტროლირებულმა მკურნალობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტის ჯანმრთელობას.

პრეპარატი აძლიერებს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების სპეციფიკურ, ფარმაკოლოგიურ თვისებებს, ასევე ამინოგლიკოზიდების, ასპარაგინაზას, კარბამაზეპინის, ციპროფლოქსაცინის, იმიპენემის, ლითიუმის მარილის, მეთოტრექსატას, ქინინის ნეიროტოქსიკურობას. ალუმინის მარილის შემცველი ანტაციდური პრეპარატები ამცირებენ პრეპარატის შეწოვას.

 

 

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია მხედველობის, რეფრაქციის, ფერების აღქმისა და მხედველობის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების (შეიძლება დაირღვეს წითელი და მწვანე ფერების აღქმა), ასევე თირკმლებისა და ღვიძლის მდგომარეობის, პერიფერიული სისხლის მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი.

 

 

გვერდითი ეფექტები:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრისხვევა, თავის ტკივილები, დეპრესია, პერიფერიული ნევრიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, მხედველობის გაუარესება (ცენტრალური ან პერიფერიული მხედველობის დაქვეითება, სკატომის წარმოქმნა), ფერების აღქმის მოშლა (ძირითადად, წითელი და მწვანე ფერების), დეზორიენტაცია სივრცეში.

საჭმლის მონელების სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, კუჭის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, შრატისმიერი ტრანსამინაზების დონის მომატება.

ძვალ–კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრიტი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი.

სხვა რეაქციები (რომლებიც იშვიათად ვლინდება): ინტერსტიციალური ნეფრიტი, შარდმჟავის კლირენსის შემცირება, გასტრიტი, ნიკრისის ქარის შეტევები, ხველის გაძლიერება, ნახველის რაოდენობის მომატება, სისხლჩაქცევა ბადურაში.

ნებისმიერი სახის ნეგატიური რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმტეს 25°C-ზე.

 

 

გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტით.

 

ეთაკრინის მჟავა – ETACRYNIC ACID – ЭТАКРИНОВАЯ КИСЛОТА

ფარმაკოლოგიური თვისებები

იგი წარმოადგენს დიქლოფენოქსიძმარმჟავას ნაწარმს და მიეკუთვნება „მარყუჟზე“ მოქმედ დიურეზულ საშუალებას. პრეპარატს გააჩნია გამოხატული სალურეზული ეფექტი. იგი აძლიერებს შარდთან ერთად ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის, მაგნიუმის და კალციუმის ექსკრეციას. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ჰენლეს მარყუჟის აღმავალი ნაწილის მსხვილ სეგმენტში და თირკმლის პროქსიმალურ მილაკებში ნატრიუმისა და წყლის რეაბსორბციის შემცირებით. პრეპარატი არ მოქმედებს ფერმენტ კარბოანჰიდრაზას აქტივობაზე და არ ზრდის ბიკარბონატების ექსკრეციას, აქვეითებს სისხლის არტერიულ წნევას. მისი დიურეზული ეფექტი აღინიშნება ერთჯერადი მიღებისას 20-40 წთ-ის შემდეგ. რომელიც აღწევს მაქსიმუმს 1-2 სთ-ში და გრძელდება 8-10 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატს არ გააჩნია დიაბეტოგენური აქტივობა.

ჩვენებები

  • პრეპარატი გამოიყენება გულის ფუნქციის დარღვევისას შეგუბებითი უკმარისობით გამოწვეული შეშუპების, ფილტვების შეშუპების, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, აგრეთვე სუსტად და ზომიერად გამოხატული თირკმელების უკმარისობის დროს, არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში პრეპარატის საწყისი დღეღამური დოზა შეადგენს 50 მგ-ს (1 ტაბ), რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა გავზარდოთ მაქსიმალურდ 200 მგ-მდე (4 ტაბ.). დღეში. თერაპიული ეფექტის ხანგრძლივობა შეადგენს 8-10 სთ-ს. ამგვარად, დღეღამური დოზა რეკომენდებულია მიღებულ იქნას ერთხელ, დილით საუზმის შემდეგ. ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ-ს.

პრეპარატის მიღება შესაძლებელია სხვა დიურეზულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის ხანგრძლივად და მაღალი დოზით მიღებამ, აგრეთვე ამ უკანასკნელის დიურეზულმა ეფექტმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ წყლისა და ელექტროლიტების დაკარგვა (ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია, დეჰიდრატაცია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი). ზემოთაღნიშნული მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ან წყალმარილოვანი ცვლის კორეგირება.

პრეპარატის მიღებისას შესაძლოა გვერდითი მოვლენების მანიფესტირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისფაგია, ანორექსია, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა; აგრეთვე ოტოტოქსიკური მოქმედება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე, იშვიათად – მწვავე პანკრეატიტი, ცალკეულ შემთხვევებში ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია.

უკუჩვენებები

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ანურიის დროს;

* წყალ-ელექტროლიტური ბალანსის და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევისას;

* ღვიძლის კომის, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;

* მისი მიღება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ეთაკრინის მჟავას და სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატების კომბინაციისას საჭიროა ამ უკანასკნელთა დოზის შემცირება, რათა თავიდან ავიცილოთ ორთოსტატული ჰიპოტენზია.

♦ პაციენტებმა, რომლებიც დაავადებულნი არიან ღვიძლის ციროზით, პრეპარატი უნდა მიიღონ სიფრთხილით. პრეპარატის დოზირება დგინდება მხოლოდ მეტაბოლური პროცესების და ელექტროლიტური ბალანსის კორექციის შემდეგ.

♦ საჭიროა სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების რეგულარული კონტროლი, კალიუმით მდიდარი საკვების მიღება, აუცილებლობისას – კალიუმის პრეპარატები.

♦ დიარეის ანტიდეჰიდრატაციის შემთხვევაში მიღებას წყვეტენ.

♦ პაციენტებს, რომლებიც ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას, პრეპარატის დღეღამური დოზა ენიშნებათ ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად.

Don`t copy text!