Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 628

დოქსეპინი – DOXEPIN – ДОКСЕПИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს დიბენზოქსეპინის წარმოებულ ტრიციკლური სტრუქტურის ანტიდეპრესანტს. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცნს-ში ადრენერგულ გადაცემაზე ზეგავლენით. ნორადრენალინის ნეირონული უკუმიტაცების ბლოკადასთან. პრეპარატს გააჩნია აგრეთვე ანქსიოლიზური და სედატიური აქტივობა. იგი ავლენს ცნს-ზე მასტიმულირებელ მოქმედებას და აინჰიბირებს მაო-ს (მონოამინოქსიდაზას). დოქსეპინის პირველადი ანქსიოლიზური მოქმედება, აგრეთვე მისი ოპტიმალური ანტიდეპრესიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ.

ჩვენებები

  • დეპრესია და/ან განგაშის მდგომარეობა ნევროზების, ალკოჰოლიზმის, ცნს-ის ორგანული დაავადებების, ფსიქოზების (მათ შორის ინვოლუციური დეპრესიის და მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზები) დროს.

დოზირების რეჟიმი

მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად ზომიერად გამოხატული დეპრესიის და/ან განგაშის მდგომარეობის დროს დოქსეპინი თავდაპირველად ინიშნება დოზით 75 მგ/დღეში, შემდგომში თანდათანობით შეარჩევენ ინდივიდუალურ ეფექტურ დოზას, რომელიც ჩვეულებრივ შეადგენს 75-150 მგ-ს დღეში.

მნიშვნელოვანი ხარისხით გამოხატული დეპრესიის და/ან განგაშის მდგომარეობის დროს დოქსეპინის დოზა აღწევს 300 მგ/ს დღეში.

პაციენტებში მცირედ გამოხატული დარღვევებით პრეპარატი ინიშნება დოზით – 25-50 მგ/დღეში.

დოქსეპინი გამოიყენება პერორალურად 1-2-ჯერ დღეში (დოქსეპინის ერთჯერადი მისაღები დოზა დღის განმავლობაში არ უნდა აჭარბებდეს 150 მგ-ს). ძილის დარღვევის დროს სადღეღამისო დოზის უმეტეს ნაწილს იღებენ საღამოს.

გვერდითი მოვლენები

პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, აფტოზური სტომატიტი, შარდის შეკავება, სხეულის წონის დაქვეითება, მომატებული ოფლიანობა, შეციება, საერთო სისუსტე, სახის ჰიპერემია, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, ძილიანობა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარესთეზიები, ატაქსია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, კრუნჩხვები, გვიანი დისკინეზია ტრემორი, ჰიპოტენზია ან ჰიპეტენზია, ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, ეოზინოფილია, იშვიათად – ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია;

ლიბიდოს მომატება და/ან დაქვეითება, სათესლე ჯირკვლების შეშუპება, გინეკომასტია (მამაკაცებში), სარძევე ჯირკვლების ზომაში მომატება, გალაქტორეა (ქალებში), სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ან მომატება, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის არაადექვატური სინდრომი, სიყვითლე, ალოპეცია, ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესება.

უკუჩვენებები

* გლაუკომა;

* შარდის შეკავების ტენდენცია;

* ორსულობის  და ლაქტაციის პერიოდი;

* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში;

* ანამნეზში პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის გამოყენების უეცარი შეწყვეტისას, შესაძლებელია „მოხსნის სინდრომის“ (გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე) განვითარება.

♦  ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს: ძილიანობა, სტუპორი, მხედველობის დარღვევა, პირის სიმშრალე, სუნთქვის დათრგუნვა, ჰიპოტენზია, კომა, კრუნჩხვები, ტაქიკარდია, არითმია.

♦  პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

♦  მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლის გამოყენებისაგან.

♦  პრეპარატის და ქლოპრომაზინის ერთდროული მიღებისას ვითარდება ჰიპერპირექსია.

♦  ციმეტიდინისა და დოქსეპინის კომბინაციისას შესაძლებელია პლაზმაში ამ უკანასკნელის დონის მომატება, აგრეთვე მისი ძირითადი მოქმედების ან ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

♦  შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატისა და ტოლაზამიდის კომბინაციისას შესაძლებელია გამოხატული ჰიპოგლიკემიის განვითარება.

დოქსაზოზინი – DOXAZOSIN – ДОКСАЗОЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

დოქსაზოზინი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების ალფა1-ადრენორეცეპტორების სელექტიურ ანტაგონისტს.

პერიფერიული სისხლძარღვების გლუვი კუნთების მოდუნების და სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებით იგი აქვეითებს სისხლის არტერიულ წნევას. პრეპარატის მოქმედება გულის ფუნქციაზე უმნიშვნელოა და ატარებს გარდამავალ ხასიათს.

დოქსაზოზინი ამცირებს საერთო ქოლესტერინის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების დონეს და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას სისხლის შრატში. ამგვარად პრეპარატს გააჩნია პრევენციული მოქმედება ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების მიმართ.

დოქსაზოზინი იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას. ხანგრძლივი გამოყენებისას ხელს უწყობს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის რეგრესიას, ამასთან ერთად იგი უსაფრთხოა ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით. ფილტვების ობსტრუქციული დაავადებებით პერიფერიული ანგიოპათიის და პოდაგრის დროს.

დოქსაზოზინის ეფექტი გრძელდება 24 საათის განმავლობაში. სისხლის არტერიულ წნევაზე პრეპარატის გამოხატული მოქმედება აღინიშნება მიღებიდან 2-6 საათში პრეპარატის მოქმედების მაქსიმალური ეფექტი ვლინდება. თუ პრეპარატის ეფექტი არ არის საკმარისი, პაციენტებმა შეიძლება მიიღონ სხვა ანტიჰიპერტენზული საშუალებები: ბეტა-ბლოკატორები, დიურეზული საშუალებები, კალციუმის არხების ბლოკატორები, აგფ-ინჰიბიტორები.

დოქსაზოზინი ხელს უშლის ურეთრის ზემო ნაწილის გლუვი კუნთების და პროსტატის კუნთების შეკუმშვას. ამ კუნთების რელაქსაცია ამსუბუქებს შარდვას, რაც საგრძნობლად ამცირებს უსიამოვნო სიმპტომებს, რომლებიც აღინიშნება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს. პრეპარატის დადებითი მოქმედება აღინიშნება მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში და იგი ძლიერდება მკურნალობის შემდგომ პერიოდში.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღებისას პრეპარატი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1.5-3 საათის შემდეგ. პრეპარატი კარგად უკავშირდება პლაზმის პროტეინებს. დოქსაზოზინი განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში და ელიმინირდება განავალთან ერთად, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის მიღებული დოზის 10%-ზე ნაკლები ელიმინირდება შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 16-დან 22 საათამდე.

ჩვენებები

  • პრეპარატი რეკომენდებულია მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ და პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომების შესამსუბუქებლად.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის მიღება თვითნებურად დაუშვებელია. პრეპარატის სწორი მიღება ამცირებს გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირეს და სიმძიმეს. მისი მიღება დაშვებულია ჭამის წინ, მის დროს ან ჭამის შემდეგ.

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია): პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ-ს. პირველი დოზა მიიღება საღამოს, ძილის წინ. ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით დოზას ზრდიან 1-2 კვირის განმავლობაში.

დღეღამის დოზა შეადგენს 2 მგ-დან 8 მგ-მდე, რომელიც ეფექტურია. დღეღამური მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს.

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ავადმყოფებში ნორმალური სისხლის არტერიული წნევით: საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ-ს დღეღამეში. პირველი დოზა ინიშნება საღამოს ძილის წინ. პრეპარატის მოქმედების მიხედვით შესაძლებელია დოზის გაზრდა 1-2 კვირის განმავლობაში 2 მგ-მდე, 4 მგ-მდე, 8 მგ-მდე, საკმარისი ეფექტური დღეღამის დოზა შეადგენს 2 მგ-დან 4 მგ-ს. მაქსიმალური დღეღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს.

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ავადმყოფებში ჰიპერტენზიით: დოზები იგივეა რაც ჰიპერტენზიის დროს. შემანარჩუნებელი დოზა დამოკიდებულია არტერიულ წნევაზე. პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით პრეპარატი ინიშნება მცირე დოზებით.

თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება, მან იგი უნდა მიიღოს უახლოეს ხანში. დაუშვებელია ორმაგი დოზის გამოყენება.

მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგულარული მიღება. თუ პრეპარატის მიღება ავადმყოფმა გამოტოვა რამდენიმე დღის განმავლობაში, ახალი თერაპიული კურსი იწყება მინიმალური დოზით.

გვერდითი მოვლენები

– პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდისას აღინიშნება ჰიპოტენზია მდგომარეობის შეცვლის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ვერტიგო, ცალკეულ შემთხვევებში – გულყრა, ეს ეფექტები ქრება სპონტანურად, მაგრამ თუ ისინი ატარებენ მძიმე ხასიათს ან შენარჩუნებული არიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დოზა მცირდება ან წყდება პრეპარატის მიღება.

– შეიძლება აღინიშნებოდეს დაღლილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე, ქვემო კიდურების შეშუპება, გულისრევა. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ტაქიკარდია, გულისცემის გაძლიერება, შარდის შეუკავებლობა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მისი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

აუცილებელია ექიმის გაფრთხილება არსებული და სავარაუდო ორსულობის შესახებ.

ნაყოფისათვის რისკი სრულად არ არის გამორიცხული.

ორსულ ქალებში პრეპარატი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით, როდესაც პრეპარატის სასარგებლო მოქმედება დედის ორგანიზმზე ჭარბობს მის პოტენციურ დამაზიანებელ მოქმედებას ნაყოფზე.

განსაკუთრებული მითითებები

♦ სიფრთხილეა საჭირო, თუ აღინიშნება ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, სხვა პრეპარატების მიმართ, სხვა პრეპარატების მიღების შემთხვევაში.

♦ დოქსაზოზინის პირველმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, რასაც მოჰყვება თავბრუსხევა, ვერტიგო, შესაძლებელია გულყრა. მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად მკურნალობა იწყება დოქსაზოზინის 1 მგ-ის დანიშვნით ძილის წინ.

♦ აუცილებელია სიფრთხილე მდგომარეობის შეცვლის დროს (ორთოსტაზი), რაც განსკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში და ავადმყოფებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა ანტიჰიპეტენზულ და დიურეზულ საშუალებებს.

♦ პრეპარატი არ არის რეკომენდებული პაციენტებში დაბალი არტერიული წნევით.

♦ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ზომაში მომატებული პროსტატის მხრივ სიმპტომები, უნდა გაიარონ შემოწმება უროლოგთან.

♦ პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით დოქსაზოზინი განიცდის შენელებულ მეტაბოლიზმს, რის გამოც ამ შემთხვევაში დოზის გაზრდისას სიფრთხილეა საჭირო.

♦ დოქსაზოზინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში შესწავლილი არ არის, რის გამოც მისი დანიშვნა ამ დროს რეკომენდებული არ არის.

♦ დოქსაზოზინის მკურნალობის დაწყებისას და დოზის შეცვლისას სისხლის არტერიული წნევა შეიძლება ძლიერ შემცირდეს, რასაც შეიძლება მოჰყვეს თავბრუსხვევა. ამიტომ ასეთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა და მუშაობა იმ მექანიზმებთან, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება

დოქსაზოზინის ჭარბი დოზირება ძირითიდად იწვევს: ჰიპოტენზიას, თავბრუსხვევას და ვერტიგოს, ასევე გულყრას. უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია დოზის შემცირება ან ამ პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღებისას აღინიშნება ჰიპოტენზია.

აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება: პაციენტი იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში დაბალი სასთუმალით და ოდნავ აწეული ქვედა კიდურებით. არ არის რეკომენდებული ღებინების გამოწვევა. პრეპარატის შეწოვის შესამცირებლად დელიმინირებისათვის ორგანიზმიდან საჭიროა (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, საფაღარათო). ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატურია; ინიშნება ალფაადრენორეცეპტორების აგონისტები, მაგალითად, ნორადრენალინი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– დოქსაზოზინი შეიძლება დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან, მხოლოდ აუცილებელია სიფრთხილის დაცვა მკურნალობის დაწყებისას, რადგანაც მისი ანტიჰიპერტენზული ეფექტი ძლიერდება.

– აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იმ საშუალებებთან, რომლებიც მოქმედებენ მეტაბოლიზმის სიჩქარეზე ღვიძლში, ვინაიდან ისინი ანელებენ ან აჩქარებენ დოქსაზოზინის მეტაბოლიზმს.

– ლაბორატორიული ტესტები: დოქსაზოზინი არ მოქმედებს პროსტატის სპეციფიურ ანტიგენზე.

დოფამინი-დარნიცა – DOFAMINUM-DARNITSA – ДОФАМИН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

DOPAMINE

მწარმოებელი: DARNITSA, უკრაინა

მოქმედი ნივთიერება: დოფამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არაგლიკოზიდური სტრუქტურის კარდიოტონული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 0.5%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

დოფამინი …………………     5 მგ 25 მგ

საინექციო ხსნარი 4%: ამპულაში  5 მლ.

შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

დოფამინი ………………      40 მგ 200 მგ

 

ვრცლად დოპმინი

დოსტინექსი – DOSTINEX – ДОСТИНЕКС

საერთაშორისო დასახელება:

CABERGOLINE

მწარმოებელი: PFIZER,იტალია

მოქმედი ნივთიერება: კაბერგოლინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰორმონული საშუალება (პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 2 და 8 ც.

1 აბ.

კაბერგოლინი …………………   0.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, ლეიცინი, ადსორბენტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ერგოლინის წარმოებულს. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოფიზის ლაქტოტროპულ უჯრედებში დოპამინის D2-რეცეპტორების პირდაპირ სტიმულაციასთან. შედარებით დიდ დოზებში, ვიდრე პროლაქტინის სეკრეციის დასათრგუნად არის საჭირო, იწვევს ცენტრალურ დოპამინერგულ ეფექტებს, რაც განპირობებულია დოპამინური D2-რეცეპტორების სტიმულაციით. პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციის დაქვეითებას ადგილი აქვს 3 სთ-ის შემდეგ დოსტინექსის მიღებიდან, რომელიც გრძელდება 7-28 დღე ჯანმრთელ მოხალისეებში და 14-21 დღემდე – პაციენტებში მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის დასათრგუნად.

ფარმაკოკინეტიკა:

კაბერგოლინი პერორალური მიღებისას სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ხელს არ უშლის აქტიური ნივთიერების შეწოვასა და განაწილებას. პლაზმაში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 0.5-4 სთ-ის შემდეგ. მისი 41-42%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 63-68 სთ-ს, ხოლო ჰიპერპროლაქტინემიით შეპყრობილ პაციენტებში – 79-115 სთ-ს. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

 

  • ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის შეწყვეტა ან ლაქტაციის ხელოვნურად დათრგუნვა: დედის სურვილის მიხედვით. ან იმ შემთხვევაში, როდესაც ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია, როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისათვის. მკვდრადშობილი ნაყოფი ან აბორტი;
  • ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული დისფუნქციის მკურნალობა (ქალებში – ამენორეა, ოლიგომენორეა, ანოვულაცია, გალაქტორეა, უნაყოფობა, მამაკაცებში – იმპოტენცია. ლიბიდოს დაქვეითება);
  • ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტორული ადენომების მკურნალობა (მიკრო და მაკროპროლაქტინემიით);
  • იდიოპათიური ჰიპერპროლაქტინემია ან “ცარიელი” თურქული კეხის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ძირითად პათოლოგიურ მდგომარეობას ასოცირებულს ჰიპერპროლაქტინემიასთან.

მიღების წესები და დოზირება:

მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის დასათრგუნად ენიშნებათ 1 მგ (2 ტაბლეტი 0.5 მგ) ერთხელ მშობიარობიდან პირველივე დღეს.

დაწყებული ლაქტაციის დასათრგუნად – 0.25 მგ (1/2 ტაბლეტი) ყოველი 12 სთ-ში 2 დღის განმავლობაში. აღნიშნული დოზირებისას გვერდით ეფექტები (განსაკუთრებით არტერიული ჰიპოტენზია) ნაკლებად აღინიშნება.

ჰიპეპროპროლაქტინემიის სამკურნალოდ პრეპარატი ენიშნებათ კვირაში 1-2-ჯერ (მაგ. ორშაბათს ან ორშაბათსა და ხუთშაბათს). საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბ. (0.25 მგ), ან 1 ტაბ. (0.5 მგ) კვირაში. თერაპიული ეფექტის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის გაზრდა. კვირის დოზის მომატება წარმოებს თანდათანობით (0.5 მგ ერთთვიანი ინტერვალით). საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 1 მგ-ს კვირაში და შეიძლება მისი მერყეობა 0.25 მგ-და 2 მგ-მდე კვირაში. ჰიპერპროლაქტინემიით შეპყრობილ პაციენტებში იყენებენ 4,5 მგ-ს კვირაში. პრეპარატის მიღება ხდება ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:

ხშირად: არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ტკივილები მუცლის არეში.

ხანგრძლივი მიღებისას: დისპეფსიური მოვლენები, საერთო სისუსტე, გასტრიტი, ღებინება, გაუვალობა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, წამოხურება, დეპრესია, პარესთეზიები (აღნიშნული სიმპტომები გამოხატულია ზომიერად და ვლინდება პრეპარატის მიღებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში და თავისით გაივლის).

უკუჩვენებები:

*კაბერგოლინისა და ჭვავის რქის ალკალოიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები;

*ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული მოშლა;

*ორსულთა ტოქსიკოზი;

*ანამნეზში მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი;

ორსულობა და ლაქტაცია:

რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის გამოყენებისას ლაქტაციის დათრგუნვის მიზნით სასურველი ეფექტი არ აღინიშნება, აუცილებელია ძუძუთი კვებისაგან თავის შეკავება და ექიმთან კონსულტაცია.

მკურნალობის დაწყებისას, საჭიროა გამოირიცხოს ორსულობა და შემდგომში გამოყენებულ იქნას კონტრაცეპციის მექანიკური მეთოდები. ვინაიდან პრეპარატის ორგანიზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივია, მენსტრუალური ციკლის აღდგენის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა ჩასახვამდე 1 თვით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი მოქმედება ნაყოფზე.

განსაკუთრებული მითითებები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით შეპყრობილ პირებში, თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა, რეინოს დაავადება, ფსიქიური დაავადება მოითხოვს სიფრთხილეს პრეპარატის დანიშვნისას, ისევე როგორც ჰიპოტენზიური პრეპარატებით მკურნალობის ფონზე;

ეფექტური დოზის შერჩევისას, რეკომენდებულია სისხლში პროლაქტინის რეგულარული (თვეში ერთხელ) კონტროლი. მისი ნორმალიზაცია აღინიშნება 2-4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ.

პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას საჭიროა რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევები ცერვიკალური და ენდომეტრიუმის ჰისტოლოგიური გამოკვლევების ჩათვლით.

ავადმყოფებს, პრეპარატის მიღების პერიოდში, ეკრძალებათ ავტომობილის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

გულისრევა, ღებინება, ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, არტერიული ჰიპოტენზია, მეხსიერების დარღვევა, ფსიქოზი, ჰალუცინაციები. ამ დროს საჭიროა კუჭის გაწმენდა, შემდგომი არტერიული წნევის კონტროლით, რეკომენდებულია დოპმინის ანტაგონისტების დანიშვნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კაბერგოლინის და მაკროლიდების ჯუფის ანტბიოტიკების (მგ. ერითრომიცინის) ერთდროული დანიშვნისას, ძლიერდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

ფენოთიაზონის წარმოებულებთან, ბუტიროფენონებთან, თიოქსანტინებთან და მეტოკლოპრამიდთან კომბინაცია იწვევს კაბერგოლინის ეფექტის დაქვეითებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

დორმიკუმი – DORMICUM – ДОРМИКУМ

საერთაშორისო დასახელება:

MIDAZOLAM

მწარმოებელი: F. HOFFMANN-LA ROCHE

მოქმედი ნივთიერება: მიდაზოლამი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მიდაზოლამი …………..      7.5 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 3 მლ შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

მიდაზოლამი …………….   5 მგ 15 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დორმიკუმი საძილე საშუალებაა იმიდობენზოდიაზეპინების ჯფუფიდან. გააჩნია სწრაფი და გამოხატული საძილე და სედატიური მოქმედება, ასევე ანქსიოლიზური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და მიორელაქსაციური ეფექტი.

პრეპარატის კუნთებში ან ინტრავენურად შეყვანისას აღინიშნება ანტეროგრადული ამნეზია.

დორმიკუმი აჩქარებს ძილის დადგომას, ახანგრძლივებს მას და ამავე დროს არ ახდენს ზემოქმედებას ძილის სწრაფი ფაზის ხანგრძლივობაზე. პრეპარატის მოქმედების ეფექტი ვითარდება მიღებიდან 20 წუთის შემდეგ. ძილის ხანგრძლივობა პრეპარატის მიღების შემდეგ უბრუნდება ნორმას ასაკის შესაბამისად. გამოფხიზლების ფაზის ხანგრძლივობა მცირდება ძილის ხარისრის გაუმჯობესებისას. გამოფხიზლების შემდეგ ავადმყოფები თავს გრძნობენ დასვენებულად და მხნედ. პრეპარატის სწორი დოზირების შემთხვევაში არ აღინიშნება შრომისუნარობის და სწრაფი რეაქციის დაქვეითება.

დორმიკუმის დაბალი ტოქსიურობა განაპირობებს მისი მოხმარების ფართო სპექტრს.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას პრეპარატი იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სწრაფად და სრულად. ნახევარ გამოყოფის პერიოდი შეადგენს 10 წუთს. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი უტოლდება 95%. ღვიძლში “პირველი გასვლისას” მეტაბოლიზმს განიცდის მიდაზოლამის 30-50%. ძირითადი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტია

ალფა-ჰიდროქსიმიდაზოლამი. მეტაბოლიტები სწრაფად ქმნიან კონიუგატებს გლუკურონის მჟავასთან  და გლუკურონიდების სახით განიცდიან ელიმინაციას თირკმელებით. ნახევარ გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,5-2,5 საათს.

პარენტერალური შეყვანა

პრეპარატის კუნთებში შეყვანის შემდეგ ხდება მისი სრული და სწრაფი შეწოვა. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 30 წუთის განმავლობაში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ზე მეტს.

პარენტერალური შეყვანისას მოცულობის განაწილება შეადგენს 50-60 ლიტრს.

პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი – 1,5-3 საათია. ხანდაზმულ ავდმყოფებში პრეპარატის ნახევარ გამოყოფის პერიოდი იზრდება 3 ჯერ, ხოლო ავდმყოფებში, რომლებიც გადიან ინტენსიურ თერაპიას და იღებენ მიდაზოლამს ინტრავენურად – 6 ჯერ. ავადმყოფებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე უკმარისობით, თირკმელების ფუნქციის დაქვეითებით და ღვიძლში სისხლის მიმოქცევის შემცირებით პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.

პრეპარატი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

ჩვენებები:

პერორალური მიღება:

–ძილის დარღვევა (განსაკუთრებით დაძინების პროცესის) და ნაადრევი გამოღვიძება;

–როგორც სედატიური საშუალება პრემედიკაციისათვის ქირურგიული ან დიაგნოსტიკური პროცედურების წინ.

პარენტერალური შეყვანა:

–პრემედიკაცია (კუნთებში შეყვანა);

–დიაგნოსტიკური და ქირურგიული ოპერაციების წინ, რომლებიც ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით,  როგორც

ძირითადი სედატიური საშუალება ავადმყოფის დასაწყნარებლად;

–ინტენსიური თერაპიის ჩატარებისას ხანგრძლივი სედატიური ეფექტის მისაღწევად;

– როგორც ბაზისური ნარკოზის საშუალება ინჰალაციური ნარკოზის წინ ან როგორც საძილე კომპონენტი კომბინირებულ ნარკოზში (ინტრავენური ინფუზია, კუნთებში ინექცია);

–ბავშვებში ბაზისური და ძირითადი ნარკოზისათვის – კომბინაციაში კეტამინთან (დორმიკუმის კუნთებში შეყვანით).

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ბენზოდიაზეპინების მიმართ;

ძილის დარღვევა ფსიქოზების და მძიმე დეპრესიების დროს.

დოზირება და მიღების წესი:

ძილის დარღვევისას მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება პერორალურად საშუალო დოზით 7,5-15მგ. პრეპარატის

მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს. პაციენტს უნდა ჰქონდეს საშუალება დაიძინოს 7-8 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს საფრთხე პოსტჰიპნოტური  ეფექტის განვითარებისათვის. პრეპარატი ინიშნება უშუალოდ ძილის წინ, ტაბლეტები იყლაპება მთლიანად, დაუღეჭავად.

მოხუცებულ და დასუსტებულ ავამყოფებში და ასევე ავადმყოფებში თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით რეკომენდებულია დორმიკუმის დანიშვნა დოზით 7,5მგ.

პრემედიკაციის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 15მგ ოპერაციამდე 30-60 წუთით ადრე. შესაძლებელია პრეპარატის პარენტერალური შეყვანა. კუნთებში პრეპარატი შეყავთ ნარკოზამდე 30 წუთით ადრე. მოზრდილებში -70-100მკგ/კგ ავადმყოფის ასაკის და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.  საშუალო დოზა შეადგენს – 5მგ-ს.

მოხუცებულ და დასუსტებულ ავადმყოფებში ინიშნება 25-50მკგ/კგ. ბავშვებში – კუნთებში 80-200მკგ/კგ. ასევე ბავშვებში შეიძლება პრეპარატის დანიშვნა რექტალურად დოზით 350-500მკგ/კგ. ამისათვის გამოიყენება პლასტმასის აპლიკატორი, რომელიც დამაგრებულია შპრიცის ბოლოზე. თუ ხსნარის მოცულობა არასაკმარისია, უმატებენ საინექციო წყალს 10მლ-მდე.

ძირითადი სედატიური საშუალების სახით  დიაგნოსტიური და ქირურგიული ჩარევების დროს, რომელიც ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, მოზრდილებში ინიშნება ინტრავენურად 2,5მგ (საწყისი დოზა) 5-10 წუთი ჩარევამდე.

აუცილებლობის შემთხვევაში შეყავთ განმეორებითი დოზები 1 მგ-ს რაოდენობით. საერთო დოზა შეადგენს 5მგ-ს.

მოხუცებულ და დასუსტებულ ავადმყოფებში საწყისი დოზა მცირდება 1-1,5მგ-მდე, ხოლო საერთო დოზა – არ აღემატება 3,5მგ-ს.

ინტენსიური თერაპიის დროს სედატიური ეფექტის მისაღწევად დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. პრეპარატი შეყავთ ინტრავენყრად დარტყმითი დოზით 30-300მკგ/კგ. ავადმყოფებში ჰიპოვოლემიით, ვაზოკონსტრიქციით და ჰიპოთერმიით დოზა მცირდება ან იხსნება დარტყმითი დოზა.

როგორც ბაზისური სანარკოზე საშუალება პრეპარატი შეყავთ დოზით 150-200მკგ/კგ (პრემედიკაციის შემდეგ) ან 300-350მკგ/კგ (ავადმყოფებში, რომლებიც არ იტარებენ პრემედიკაციას).

ნარკოზის შესანარჩუნებლად პრეპარატის დოზები და ინტერვალები დგინდება ინდივიდუალურად. ინტრავენური უწყვეტი ინფუზია: კეტამინთან ერთად – 30-100მკგ/კგ/საათში; სხვა ზოგად საანესთეზიოებთან ერთად – 30-300მკგ/კგ/საათში. მოხუცებულ ავადმყოფებში ან მძიმე თანმხლები დაავადებების დროს დოზის შემცირება აუცილებელია.

ბავშვებში ბაზისური და ძირითადი ნარკოზისათვის დორმიკუმი ინიშნება კუნთებში კეტამინთან ერთად დოზით 150- 200მკგ/კგ. საკმარისად ღრმა ძილი აღინიშნება 2-3 წუთის შემდეგ.

საერთო მითითეთები:

ბაზისური ნარკოზის დროს ინტრავენური ინექციები ინიშნება ნელა, სიჩქარით 2,5მგ 10 წამის განმავლობაში და 1მგ 30 წამის განმავლობაში, როდესაც პრეპარატი ინიშნება დასაწყნარებლად, როგორც ძირითადი სედატიური საშუალება. ძლიერ ანალგეტიკებთან ერთდროული დანიშვნისას, თავიდან შეყავთ ანალგეტიკები, რათა მოხდეს დორმიკუმის დოზის კორეგირება მიღწეული  სედატიური ეფექტის მიხედვით.

გვერდითი  მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, იშვიათად ხანდაზმულ ავადმყოფებში ან ავადმყოფებში ფილტვების და გულის უკმარისობით  – სუნთქვის და გულის ფუნქციის დათრგუნვა;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – პარადოქსული რეაქციები, როგორიცაა აჟიტაცია, მომატებული აქტივობა, აგრესიულობა, შესაძლებელია ტონური და კლონური კღუნჩხვები, კუნთების ტრემორი, ხანმოკლე ანტეროგრადული ამნეზია, დიპლოპია;

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ანაფილაქტოიდური და კანის რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:

დორმიკუმის პარენტერალური გამოყენება შესაძლებელია სპეციალიზირებული სტაციონარის პირობებში რეანიმაციული აღჭურვილობით. პრემედიკაციისათვის დორმიკუმს იყენებენ დამოუკიდებლად ან კომბინაციაში ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან და ანალგეტიკებთან.

დორმიკუმი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ და დასუსტებულ ავადმყოფებში, ავადმყოფებში ფილტვების და გულის უკმარისობით, თირკმელების და ღვიძლის დარღვეული ფუნქციით, თავის ტვინის ორგანული დაზიანებით.

ასეთ ავადმყოფებში პრეპარატის დანიშვნა ხდება უფრო მცირე დოზებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ პრეპარატის ინფუზიის სიჩქარის კორეგირებით პაციენტის რეაქციის მიხედვით;

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მიასთენიით შეპყრობილ ავადმყოფებში.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აღწერილია მის მიმართ შეჩვევის განვითარების შემთხვევები.

დორმიკუმის მიღებიდან  პირველი 6 საათის განმავლობაში ავადმყოფებმა უნდა თავი შეიკავონ ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც ითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას და სწრაფ ფსიქიურ და მოძრაობით აქტივობას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში, დასაშვებია აბსოლუტური ჩვენებების მიხედვით.

რადგანაც პრეპარატი გადადის დედის რძეში, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში ხდება დიდი სიფრთხილით.

პრეპარატის გამოყენებამ სამშობიარო ჭინთვების და მშობიარობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში არტერიული ჰიპოტონია და გულის ცემის დარღვევა, ხოლო მშობიარობის შემდეგ იწვევს ჰიპოთერმიას და ძუძუს დუნე წოვას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ციმეტიდინის ან ერითრომიცინის ერთდროული გამოყენება დორმიკუმთან ამცირებს დორმიკუმის კლირენს.

დორმიკუმი აძლიერებს ნეიროლეფსიური საშუალებების, ტრანკვილიზატორების, ანტიდეპრესანტების, საძილე საშუალებების, ანალგეტიკების, ზოგადი საანესთეზიო საშუალებების  ცენტრალურ სედატიურ მოქმედებას.

დორმიკუმის და ეთანოლის მოქმედების ურთიერთ პოტენცირება იწვევს გაუთვალისწინებელ რეაქციებს.

ალკოჰოლური  სასმელების გამოყენები დაუშვებეულია პრეპარატის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში.

ციკლოსპორინი, ამიოდარონი, ნეიროლეფსიური საშუალებები  თრგუნავენ მიდაზოლამის მეტაბოლიზმს, რაც გასათვალისწინებელია მათი ერთდროული დანიშვნისას.

ფარმაცევტული ურთიერთქმედება

დორმიკუმის ხსნარი შეთავსებადია ფიზიოლოგიურ ხსნართან გლუკოზის 5% და 10% ხსნართან, ლევულეზის 5% ხსნართან, რინგერის და ჰარტმანის ხსნარებთან (შეფარდება: მიდაზოლამის 15მგ საინფუზიო ხსნარის 100-1000მლზე). ეს ხსნარები რჩება ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილური 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე,

ხოლო 3 დღე  – 50C

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: კუნთების სისუსტე, მოთენთილობა, ამნეზია, ღრმა ძილი, პარადოქსული რეაქციები. დიდი დოზების დროს – კომა, არეფლექსია, სუნთქვის და გულის ფუნქციის დათრგუნვა, აპნოე.

მკუნალობა: მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით – ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად. ტაბლეტირებული ფორმის ჭარბი დოზირების შემთხვევაში ეფქტურია კუჭის ამორეცხსვა. ჭარბი დოზირების მოვლენები კარგად კუპირდება ბენზოდიაზეპინის ანტაგონისტით – ფლუმაზენილით.

შენახვის ვადა: 5 წელი

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 250C ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

დორზასოპტი – DORZASOPT – ДОРЗАСОПТ

საერთაშორისო დასახელება:

Dorzolamide + Timolol

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დორზასოპტის თვალის წვეთები გამოდის 5 მლ-იანი პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

აღწერილობა: უფერო ან თითქმის უფერო, გამჭვირვალე, ოდნავ ბლანტი ხსნარი.

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:
დორზოლამიდი (ჰიდროქლორიდის სახით) ………… 20 მგ

თიმოლოლი (მალეატის სახით) ………………………….  5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა,მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გლაუკომის საწინააღმდეგო საშვალება, ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დორზასოპტი – გლაუკომის საწინააღმდეგო, კომბინირებული პრეპარატი. პრეპარატის მოქმედება მიმართულია მომატებული თვალშიგა წნევის დასაქვეითებლად, რომელიც წარმოადგენს წამყვან რისკ ფაქტორს მხედველობის ნერვის დაზიანების და მხედველობის ფუნქციების გლაუკომატოზური გაუარესების  (მხედველობის ველის გამოვარდნა) პათოგენეზში.

დორზოლამიდი – კარბოანჰიდრაზას სელექტიური ინჰიბიტორი, II ტიპი. ცილიარულ სხეულში, კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება ბიკარბონატის იონების წარმოქმნის შემცირების გზით, ხელს უწყობს ნატრიუმისა და სითხის გადასვლის შენელებას, რაც იწვევს თვალშიგა სითხის სეკრეციის შემცირებას. არ იწვევს აკომოდაციის სპაზმს, მიოზს, ჰემერალოპიას. ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისხლში.

თიმოლოლი წარმოადგენს არასელექტიურ ბეტა-ადრენობლოკატორს, მას არ გააჩნია შინაგანი სიმპათომიმეტური და მემბრანომასტაბილიზირებელი აქტივობა, არ ახდენს პირდაპირ დეპრესიულ გავლენას მიოკარდზე და არ გააჩნია მემბრანომასტაბილიზირებელი თვისებები. თიმოლოლის მოქმედება დაკავშირებულია წამწამოვან ეპითელიუმში წყალწყალა ნამის წარმოქმნის შემცირებასთან. ადგილობრივი გამოყენებისას თიმოლოლი აღწევს სისხლში.

აღნიშნული ნივთიერებების ერთდროული გამოყენება იწვევს მკვეთრად გამოხატულ თერაპიულ ეფექტს. თვალშიგა წნევის დაქვეითება აღინიშნება ინსტილაციიდან 20 წუთში, მაქსიმუმს აღწევს 2 საათში და გრძელდება არანაკლებ 24 საათისა.

გამოყენების ჩვენებები:

– მომატებული თვალშიგა წნევა;

– ღიაკუთხიანი გლაუკომა (მათ შორის ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომა და მეორადი ღიაკუთხიანი გლაუკომის სხვა სახეები).

უკუჩვენებები:

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

– თირკმელების მძიმე უკმარისობა (კკ 30 მლ/წთ ნაკლები);

– ჰიპერქლორემიული აციდოზი;

– სინუსური ბრადიკარდია, II და III ხარისხის AV ბლოკადა, გამოხატული გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი;

– დისტროფიული პროცესები რქოვანაში;

– ბრონქული ასთმა (მათ შორის ანამნეზში), ფილტვების ქრონიკული        ობსტრუქციული დაავადება;

– ბავშვთა და მოზარდთა ასაკი;

– ორსულობის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები:

მთლიანობაში  პრეპარატი კარგად გადაიტანება. კლინიკური კვლევებით, აღნიშნული კომბინირებული პრეპარატის გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. გვერდითი რეაქციები შემოიფარგლებოდა დორზოლამიდ ჰიდროქლორიდის და/ან თიმოლოლ მალეატის ცნობილი გვერდითი ეფექტებით. ძირითადად, სისტემური გვერდითი ეფექტები იყო სუსტად გამოხატული და პრეპარატის შეცვლას არ საჭიროებდა.

ცნობილია პრეპარატის კომპონენტების შესაძლო შემდეგი გვერდითი ეფექტები:

–    დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი:

მხედველობის ორგანოს მხრივ: ქუთუთოს ანთება, ქუთუთოს გაღიზიანება და დესკვამაცია, ირიდოციკლიტი, წერტილოვანი კერატიტი, ტრანზიტორული მიოპია (რომელიც ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ);

ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ასთენია/დაღლილობა, პარესთეზიები.

ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება, ქავილი;

სხვა: ცხვირიდან სისხლდენა, ხახის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, გამონაყარი.

– თიმოლოლის მალეატი:

ადგილობრივი გამოყენებისას:

მხედველობის ორგანოს მხრივ: კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, მგრძნობელობის დაქვეითება რქოვანაზე, სიმშრალე, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რომელიც მოიცავს სხივის გარდატეხის უნარის ცვლილებას(რიგ შემთხვევაში მიოტიკების მოხსნის გამო), დიპლოპია, ფტოზი;

ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: შუილი ყურებში, პარესთეზიები, თავის ტკივილი, ასთენია, დაღლილობა, თავბრუსხვევა, დეპრესია, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, ჰიპოტენზია, გულისწასვლა, რითმის დარღვევა, გულის გაჩერება, შეშუპება, რეინოს სინდრომი, კიდურებში ტემპერატურის დაქვეითება;

სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (უპირატესად ბრონქოობსტრუქციული პათოლიგიის მქონე პაციენტებში), ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში.

დერმატოლოგიური რეაქციები: ალოპეცია, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება;

ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, გენერალიზებული გამონაყარი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, დისპეფსია, პირის სიმშრალე.

სხვა: ლიბიდოს დაქვეითება, პეირონის დაავადება, სისტემური წითელი მგლურა.

სისტემური გამოყენებისას:

კიდურების ტკივილი, ტოლერანტობის შემცირება ფიზიკური დატვირთვისას, II და III ხარისხის AV – ბლოკადა, სინოაურიკულარული ბლოკადა, ფილტვების შეშუპება, სტენოკარდიის გაუარესება, ვაზოდილატაცია, ქავილი, მომატებული ოფლიანობა, ექსფოლიაციური დერმატიტი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, მომატებული ძილიანობა,ღებინება, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, ართრალგია, იმპოტენცია.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: თიმოლოლის სისტემური მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები იშვიათად აღინიშნებოდა. აღწერილია ნარჩენი აზოტის, კალიუმის დონის, შარდმჟავას და სისხლის პლაზმის ტრიგლიცერიდების მცირედი მომატება. ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ქოლესტერინის, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მცირედი დაქვეითება, მაგრამ აღნიშნულმა ცვლილებებმა პროგრესი არ განიცადა და კლინიკურად არ გამოვლინდა.

ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსევდოპარალიზური მიასთენიის გამწვავება.

მიღების წესი და დოზები:

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.

დორზასოპტს აწვეთებენ დაავადებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში თითო წვეთს 2-ჯერ დღე-ღამეში.

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

თუ სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატით მკურნალობიდან გადადიან დორზასოპტზე, მაშინ პრეპარატი მოიხსნება ჩვეული ყოველდღიური დოზირების შემდეგ და მეორე დღეს იწყება მკურნალობა პრეპარატ დორზასოპტით.

არ დაუშვათ საწვეთურის წვერის რაიმე ზედაპირთან შეხება ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.

ჭარბი დოზირება:

დორზასოპტის შემთხვევით ან განზრახ ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

აღწერილია თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთების არა განზრახ ჭარბი დოზირების შემთხვევები, ბეტა-ადრენობლოკატორების ჭარბი დოზირების სისტემური ეფექტების განვითარებით სისტემური გამოყენებისათვის: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, გულის გაჩერება.

დორზოლამიდის ჭარბი დოზირების ყველაზე მოსალოდნელ სიმპტომებს წარმოადგენს  ელექტროლიტური დისბალანსი, აციდოზის განვითარება, შესაძლო გვერდითი ეფექტები ცნს-ის მხრივ.

მკურნალობა: ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. საჭიროა ელექტროლიტების დონის (პირველ რიგში ნატრიუმის) და სისხლის პლაზმის pH-ის კონტროლი. კვლევებით ასევე დადგინდა, რომ თიმოლოლი არ გამოიყოფა დიალიზის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

დორზასოპტის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევა არ ჩატარებულა.

β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებთან ერთობლივი გამოყენებისას შესაძლებელია როგორც ადგილობრივი მოქმედების (თვალშიგა წნევის დაწევა), ასევე სისტემური მოქმედების (გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე) გაძლიერება. თუ თვალის წვეთები ერთდროულად გამოიყენება ანტიჰიპერტენზიულ და სხვა კარდიოლოგიურ საშუალებებთან (მაგალითად, კალციუმის ანტაგონისტებთან, რეზერპინთან, β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებთან), შესაძლებელია განვითარდეს არტერიული ჰიპოტენზია და ბრადიკარდია. აღნიშნული გასათვალისწინებელია იმ საშუალებების მიმართაც, რომლებიც ადრე იყო გამოყენებული და ვერ მოხდა მათი სრული ელიმინაცია.

თიმოლოლის და CYP1D6 ინჰიბიტორების (მაგალითად, ქინიდინი ან სეროტონინის უკუმიტაცემის სელექტიური ინჰიბიტორები) ერთობლივი გამოყენებისას აღინიშნებოდა β-ადრენორეცეპტორების სისტემური ბლოკადის პოტენცირებული ეფექტი (მაგალითად, გულის კუმშვადობის სიხშირის შემცირება, დეპრესია).

სისტემური მოქმედების ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ გააძლიერონ დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების ჰიპოგლიკემიური ეფექტი და არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც კლონიდინის მოხსნის ეფექტს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატით მონოთერაპიის დროს ეფექტი გუგაზე მინიმალურია ან არ არის გამოვლენილი, თიმოლოლის მალეატის და ადრენალინის ერთდროული გამოყენებისას არსებობს მიდრიაზის განვითარების ერთეული მაგალითები.

სალიცილმჟავას და დორზასოპტის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს აციდოზის განვითარება.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება პაციენტებში, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს და დაკავებულნი არიან პოტენციურად საშიში საქმიანობით, რაც თხოულობს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტები, რომლებიც ატარებენ რბილ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატ დორზასოპტის გამოყენებამდე საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა და მათი ხელახლა ჩასმა შესაძლებელია წამლის ინსტილაციიდან  15 წუთის შემდეგ.

პრეპარატ დორზასოპტის გამოყენების თავისებურებანი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში გამოვლენილი არ არის (გამოიყენება სიფრთხილით).

პრეპარატ დორზასოპტის გამოყენების წინსაჭიროა უზრუნველყოთ გულის უკმარისობის ადეკვატური კონტროლი. ანამნეზში გულის მძიმე პათოლოგიით შეპყრობილი და გულის უკმარისობის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის კონტროლის ქვეშ.

ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში, რომელიც ტარდება ზოგადი ანესთეზიით საჭიროა 48 საათით ადრე შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, რადგან თიმოლოლი აძლიერებს მიორელაქსანტების და ზოგადი ანესთეტიკების მოქმედებას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი წარმოების თარიღიდან.

პრეპარატი გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

 

დორზამედი – DORZAMED – ДОРЗАМЕД

საერთაშორისო დასახელება:

Dorzolamide
მწარმოებელი: “რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, ოტოპენი, რუმინეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
2%-იანი დორზამედის თვალის წვეთები გამოდის 5 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:

დორზოლამიდი (ჰიდროქლორიდის ფორმით) ……….   20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
კლინიკურ– ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება.
კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დორზამედი – გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება. ცილიარულ სხეულში კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება ხელს უწყობს ბიკარბონატების იონების წარმოქმნის შემცირებას, ფერხდება ნატრიუმისა და სითხის გადასვლა, რის შედეგადაც მცირდება თვალშიგა სითხის სეკრეცია. დორზოლამიდის 2%-იანი ოფთალმოლოგიური ხსნარის ადგილობრივი გამოყენება ამცირებს თვალშიგა წნევას, რომელიც წარმოადგენს წამყვან რისკ ფაქტორს მხედველობის ნერვის დაზიანების და მხედველობის ფუნქციის გლაუკომატოზური გაუარესების (მხედველობის ველის გამოვარდნა) პათოგენეზში. არ იწვევს აკომოდაციის სპაზმს, მიოზს, ჰემერალოპიას. ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისხლში.
ჩვენება:

  • მომატებული თვალშიდა წნევა;
  • ღიაკუთხიანი გლაუკომა (მათ შორის, ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომა და

მეორადი ღიაკუთხოვანი გლაუკომის სხვა ტიპები).
უკუჩვენება:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
* თირკმელების მძიმე უკმარისობა (კკ 30 მლ/წთ ნაკლები).

გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციები: წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, თვალების ქავილი, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების გაღიზიანება, ბლეფარიტი, იშვიათად – ირიდოციკლიტი.
სხვა: მწარე გემო პირში, ღებინება, თავის ტკივილი, პარესთეზია, ასთენია, გამონაყარი კანზე.
გამოყენების წესი და დოზირება:
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. კონიუნქტივურად.
მონოთერაპიისას, დორზამედი ინიშნება – 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 3-ჯერ დღეში.
ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში პრეპარატი ინიშნება – 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში. სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
დორზამედზე გადასვლისას, წინა პრეპარატის ჩვეულებრივი დღიური დოზის ჩაწვეთების შემდეგ, მისი გამოყენება წყდება და მომდევნო დღეს მკურნალობა იწყება დორზამედით.
ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია განვითარდეს აციდოზი, ელექტროლიტური დისბალანსი, დარღვევები ცნს-ის მხრიდან.
მკურნალობა სიმპტომური. შემთხვევით ან განზრახ ჭარბი დოზირებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დორზოლამიდი გავლენას ახდენს სხვა გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტზე. აცეტაზოლამიდის გამოყენებისას იზრდება დორზამედის სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების საშიშროება.
დორზამედის და სისტემური მოქმედების პრეპარატების (მაგალითად, აგფ ინჰიბიტორები, კალციუმის არხების ბლოკატორები, დიურეზული საშუალებები, აასს, ესტროგენები, ინსულინი, თიროქსინი) ერთდროული გამოყენებისას რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება პაციენტებში, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს და  დაკავებულნი არიან პოტენციურად საშიში საქმიანობით, რაც თხოულობს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტები, რომლებიც ატარებენ რბილ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატი დორზამედის გამოყენებამდე საჭიროა მოიხსნან ლინზები, ხოლო მათი ხელახალი ჩასმა შესაძლებელია წამლის ინსტილაციიდან 15 წუთის შემდეგ.
ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში, პრეპარატი დორზამედის გამოყენების თავისებურებები დადგენილი არ არის (გამოიყენება სიფრთხილით).
ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისხლში. ამასთან დაკავშირებით, განვითარებული გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს სულფონამიდებისათვის დამახასიათებელი რეაქციების ანალოგიური. ასეთი მოვლენების ან პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისას მისი გამოყენება წყდება.
გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, შესაბამისად რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება:
დორზამედის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდში დორზამედის დანიშვნისას საჭიროა განიხილოს ბუნებრივი კვების შეწყვეტის საკითხი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-დან 25°C ტემპერატურამდე.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით.

დორამიცინი – DORAMYCIN – ДОРАМИЦИН

საერთაშორისო დასახელება:

SPIRAMYCIN

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: სპირამიცინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული საშუალება. მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 5 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

სპირამიცინი ………………..   3 მლნ. სე

დამხმარე ნივთიერებები:

კოლოიდური უწყლო სილიციუმი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიდროქსიმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დორამიცინი წარმოადგენს მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს. იგი მოქმედებს ბაქტერიოსტატულად უჯრედშიდა ცილის სინთეზის დარღვევის გზით. აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: სტრეპტოკოკები, მეთილცილინმგრძნობიარე სტაფილოკოკები, ენტეროკოკები,  Rhodococcus equi, Branhamella catarrhalis, Bordetella pertussis, Helicobacter pylori, Campylobacter jejuni, Legionella spp., Corynebacterium diphtheriae, Moraxella spp., Mycoplasma pneumoniae, Coxiella spp., Chlamydia spp., Treponema pallidum, Borrelia burgdorferi, Leptospira spp., Propionibacterium acnes, Actinomyces spp., Eubacterium spp., Porphyromonas spp., Mobiluncus spp., Bacteroides spp., Peptostreptococcus spp., Prevotella spp., Neisseria gonorrhoeae, Ure-aplasma urealyticum, Clostridium perfringens., Toxoplasma gondii.

სპირამიცინის მიმართ მდგრადია მიკროორგანიზმები: მეთილცილინრეზისტენტული სტაფილოკოკები ,Enterobacter spp., Pseudomonas spp., Acinetobacter spp., Nocardia spp., Fusobacterium spp., Haemophilus spp., Mycoplasma hominis.

ჩვენებები:

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით;

  • მწვავე არაჰოსპიტალური პნევმონია (მ.შ. ატიპიური, გამოწვეული Legionella pneumophila, Mycoplasma pneumoniae, Clamidia spp.);
  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
  • ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები (სინუსიტები, ტონზილიტი, ოტიტი);
  • ოსტეომიელიტები და ართრიტები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, მეორადი დაინფიცირებული დერმატოზები, აბსცესები და ფლეგმონები, მ.შ. სტომატოლოგიაში);
  • სასქესო სისტემის ინფექციები (არაგონორეული ეტიოლოგიის);
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მ.შ. გენიტალური და ექსტრაგენიტალური ქლამიდიოზი);
  • ტოქსოპლაზმოზი (მ.შ. ორსულებში).
  • მენინგოკოკური მენინგიტის პროფილაქტიკა იმ პირებში, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ავადმყოფთან დიაგნოზის დასმამდე 10 დღით ადრე.
  • რევმატიზმის რეციდივების პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებში პერორალურად ინიშნება 2-3 ტაბლეტი (3 მლნ. სე სპირამიცინის შემცველი) დღე-ღამეში 2 ან 3 მიღებად (ე.ი. 6-9 მლნ. სე). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 9 მლნ.სე.

დორამიცინის 3 მლნ. სე ტაბლეტები ბავშვებში არ გამოიყენება.

ბრონქებისა და ფილტვების მწვავე დაავადებებისას მოზრდილებში ინიშნება 1.5 მლნ. სე ყოველ 8 საათში (4.5 მლნ. სე დღე-ღამეში), მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის 2-ჯერ გაზრდა.

მენინგოკოკური მენინგიტის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში ინიშნება

6 მლნ. სე დღე-ღამეში 4 მიღებად.

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები, დორამიცინის დაბალი თირკმელისმიერი ექსკრეციის გამო დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, დიარეა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი.

უკუჩვენებები:

დორამიცინი უკუნაჩვენებია:

*სპირამიცინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებზე ჰიპერმგრძნობელობისას;

*ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

დორამიცინის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია ჩვენების მიხედვით.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან შესაძლებელია სპირამიცინის გამოყოფა დედის რძესთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლის დარღვეული ფუნქციების მქონე პაციენტები პრეპარატის გამოყენების პერიოდში საჭიროებენ ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების კონტროლს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის შეცვლას, არ აქვეითებს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.

გამოყენება პედიატრიაში:

დორამიცინის 3 მლნ. სე ბავშვებში არ გამოიყენება.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თავბრუსხვევა, დიარეა, ღებინება, გულისრევა.

მკურნალობა: საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლევოდოპისა და კარბიდოპის შემცველ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენებისას, პლაზმაში ლევოდოპის შემცველობის შემცირება აღინიშნა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დოპროკინი – DOPROKIN – ДОПРОКИН

საერთაშორისო დასახელება:

DOMPERIDONE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: დომპერიდონი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროკინეტიკი. ღებინების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

დომპერიდონი …………………. 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაურილის ნატრიუმის სულფატი, პოვიდონი, აეროსილი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დოპროკინი არის ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატი. კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულატორი. პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის.

ფარმაკოდინამიკა:

დომპერიდონი დოფამინის ანტაგონისტია, რომელსაც მეტოკლოპრამიდისა და სხვა ნეიროლეფსიურების მსგავსად, გააჩნია ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება. ხოლო მათგან განსხვავებით, დომპერიდონი ცუდად აღწევს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს.

დომპერიდონის მიღებას იშვიათად ახლავს თან ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით, მოზრდილებში.

დომპერიდონი ასტიმულირებს ჰიპოფიზიდან პროლაქტინის გამოყოფას. მისი ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება შესაძლოა, განპირობებულია პერიფერიული (გასტროკინეტიკური) მოქმედებითა და ქემორეცეპტორულ ტრიგერულ ზონაში დოფამინის რეცეპტორების მიმართ ანტაგონიზმის უნარით.

პერორალური გამოყენებისას, დომპერიდონი აძლიერებს  ანტრალური და დუოდენალური შეკუმშვების ხანგრძლივობას, აჩქარებს კუჭის დაცლას თხევადი და ნახევარდმყარი ფრაქციებისაგან ჯანმრთელებში, ხოლო მყარი ფრაქციებისაგან იმ ავადმყოფებში, რომელთაც შეფერხებული ჰქონდათ ეს პროცესი. პრეპარატი ხელს უწყობს ასევე საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის მომატებას.

დომპერიდონი გავლენას არ ახდენს კუჭის წვენის სეკრეციაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

დომპერიდონი სწრაფად აბსორბირდება უზმოზე პერორალური მიღებისას. პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას იგი აღწევს დაახლოებით 1 საათში. დომპერიდონის პერორალურად მიღებისას მისი დაბალი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (დაახლოებით 15%) განპირობებულია ნაწლავის კედელსა და ღვიძლში მისი პირველადი ექსტენსიური მეტაბოლიზმით. თუმცა, ჯანმრთელი ადამიანების შემთხევაში, დომპირედონის ბიოშეღწევადობა მატულობს პრეპარატის ჭამის შემდეგ მიღებისას.

პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავიშერბული პრობლემებით დომპერიდონი უნდა მიიღონ ჭამამდე 15-30 წუთით ადრე. კუჭის წვენის ჰიპოაციდურობა ამცირებს დომპერიდონის აბსორბციას.

მისი პერორალური ბიოშეღწევადობა მცირდება თუ პაციენტს მანამდე მიღებული აქვს ციმეტიდინი ან ნატრიუმის ბიკარბონატი. ჭამის შემდეგ მიღებისას, დომპერიდონის მაქსიმალურ აბსობრციას მეტი დრო სჭირდება, ხოლო AUC უფრო იზრდება. პერორალური მიღებისას დომპერიდონი არ კუმულირდება და არ იწვევს საკუთარი ცვლის პროცესების ინდუცირებას; დღეში 30 მგ დომპერიდონის 2 კვირის განმავლობაში პერორალურად მიღებისას, მისი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (21 ნგ/მლ) მიღებიდან 90 წთ-ში თითქმის იგივე იყო, რაც დომპერიდონის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ (18 ნგ,/მლ).

დომპერიდონი 91-93%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეძუძური დედების რძეში დომპერიდონის კონცენტრაცია პლაზმურ კონცენტრაციაზე 4-ჯერ უფრო დაბალია. დომპერიდონი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირებსა და N-დეზალკილირების გზით. გამოყოფა შარდისა და განავლის მეშვეობით შეადგენს პერორალური დოზის 31 და 66%-ს. დომპერიდონის გამოყოფა შეუცვლელი სახით უმნიშვნელო პროცენტს შეადგეს (10% განავლით და დაახლოებით 1% შარდით). ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელებში 7-9 საათის ტოლია, ხოლო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ეს პერიოდი გახანგრძლივებულია.

ჩვენებები:

I დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ხშირად ასოცირდება კუჭის შენელებულ დაცლასთან, გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან და ეზოფაგიტთან:

  • გადავსების შეგრძნება ეპიგასტიუმის არეში, მუცლის შებერილობის შეგრძნება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
  • გულისრევა, ღებინება;
  • ბოყინი;
  • გულძმარვა.

II ფუნქციური, ორგანული, ინფექციური წარმოშობის ღებინება და გულისრევა, გამოწვეული რადიოთერაპიით, წამლის მიღებით ან დიეტის დარღვევით.

  • სპეციფიკური ჩვენებაა ღებინება და გულისრევა, რომელიც გამოწვეულია დოფამინის აგონისტებით (L-დოპა, ბრომოკრიპტინი) მკურნალობით პარკინსონის დაავადების დროს.

III პედიატრიულ პრაქტიკაში:

  • ამოქაფების სინდრომი, ციკლური ღებინება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და კუჭის მოტორიკის სხვა დარღვევები.

მიღების წესები და დოზირება:

1. ქრონიკული დისპეფსია

მოზრდილებში: 1 მგ (1 ტაბლეტი) 3-ჯერ დღე-ღამეში, ჭამამდე 15-30 წუთით ადრე და საჭიროებისამებ, ძილის წინ.

ბავშვებში: 2.5 მგ სხეულის მასის 10 კგ-ზე 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამამდე 15-30 წუთით ადრე და საჭიროებისამებრ, ძილის წინ. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია დოზის გაზრდა.

2. მწვავე და ქვემწვავე მდგომარეობები (უპირველეს ყოვლისა, გულისრევა და ღებინება)

მოზრდილებში: 20 მგ (2 ტაბლეტი) 3-4-ჯერ დღე-ღამეში ჭამამდე 15-30 წუთით ადრე და საჭიროებისამებ, ძილის წინ.

ბავშვებში: 5 მგ სხეულის მასის 10 კგ-ზე 3-4-ჯერ დღე-ღამეში ჭამამდე, 15-30 წუთით ადრე და საჭიროების შემთხვევაში, ძილის წინ.

შენიშვნა: დოპროკინის პერორალური მიღება რეკომენდებულია ჭამამდე. პრეპარატის ჭამის შემდეგ მიღების შედეგად ნელდება აბსორბციის პროცესი; თირკმლის უკმარისობის დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღების სიხშირის შემცირება.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება; აღნიშნულ იქნა კუჭ-ნაწლავის გარდამავალი სპაზმის იშვიათი შემთხვევები. ექსტრაპირამიდული მოვლენები იშვიათად ვლინდება ბავშვებში და გამონაკლისს წარმოადგენს მოზრდილების შემთხვევაში. ეს მოვლენები შექცევადია და სპონტანურად ქრება მკურნალობის დასრულებისთანავე.

იმის გამო, რომ ჰიპოფიზი ჰემატოენფეცეფალური ბარიერის გარეთაა, დოპროკინს შეუძლია პლაზმაში პროლაქტინის დონის ამაღლების ინდუცირება. იშვიათ შემთხვევებში, ჰიპერპროლაქტინემიამ შეიძლება გამოიწვიოს ნეირო-ენდოკრინული დარღვევები.

ჩამოუყალიბებელი ჰემატო-ენცეფალური ბარიერის შემთხვევაში (მაგალითად ბავშვებში) ან მისი ფუნქციის მოშლისას, ბოლომდე არ შეიძლება გამოირიცხოს  ნევროლოგიური ხასიათის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

გამოვლენილია, იშვიათად, ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრნობელობა დომპერიდონის მიმართ.

*არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება კუჭის მამოძრავებელი ფუნქციის სტიმულაციის მიზნით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, მექანიკური გაუვალობის ან პერფორაციის დროს.

*დოპროკინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ჰიპოფიზის პროლაქტინ-მაპროდუცირებელი სიმსივნით (პროლაქტინომა).

ორსულობა და ლაქტაცია:

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, დღე-ღამეში 160 მგ/კგ წონაზე დომპერიდონის შეყვანა არ იწვევდა ტერატოგენურ მოქმედებას. თუმცა, მრავალი სამკურნალო საშუალებების მსგავსად ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს, დოპროკინის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ მოსალოდნელი თერაპიული სარგებლის შემთხვევაში.

დღესდღეობით არ არსებობს მონაცემები ადამიანებში განვითარების მანკების რისკის გაზრდის შესახებ.

მეძუძური დედების რძეში დომპერიდონის კონცენტრაცია 4-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე შესაბამისი კონცენტრაცია პლაზმაში. ცნობილი არ არის, ახდენს თუ არა ეს მაჩვენებელი რაიმე უარყოფით ზეგავლენას ახალშობილზე, ამიტომ, თუ დედა ღებულობს დოპროკინს, რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ახალშობილზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

*დოპროკინის ანტაციდებთან ან ანტისეკრეციულ პრეპარატებთან ერთროულად დანიშვნისას ეს უკანასკნელნი მიღებული უნდა იქნას ჭამის შემდეგ და არა საკვების მიღებამდე ანუ სასურველი არაა ჭამამდე მათი დოპროკინთან ერთად მიღება.

*გამოყენება ჩვილ ბავშვებში: იმის გამო, რომ პირველ თვეებში ჩვილ ბავშვს ჰემატო-ენცეფალური ბარიერი ბოლომდე არა აქვს ჩამოყალიბეული ნებისმიერი პრეპარატი უნდა დაენიშნოს განსაკუთრებლი სიფრთხილით, თვით ჩვილი კი ექიმის მუდმიკი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დოპროკინის მოქმედების არარსებობა მის მიერ ჰემატო-ენცეფალური ბარიერის ცუდი განვლადობით აიხსნება.

*პრეპარატის მიღება ღვიძლის დაავადების დროს: დომპერიდონის ღვიძლში მეტაბოლიზმის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დოპროკინი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს.

*პრეპარატის მიღება თირკმელების დაავადების დროს: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (შრატის კრეატინინი >6 მგ/100 მალ ანუ >0.6 მმოლ/ლ), დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა 7,4-დან 20.8 საათამდე, ხოლო პლაზმაში მისი კონცენტრაცია ნაკლები იყო, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. იმის გამო, რომ თირკმელების მეშვეობით შეუცვლელი სახით დომპერიდონის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა, თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში ერთჯერადი დოზის კორექცია სავალდებულო არ არის. თუმცა, პრეპარატის განმეორებითი დანიშვნისას, მიღების სიხშირე თირკმლის უკმარისობის სიმძიმის გათვალისწინებით შემცირებულ უნდა იქნას – დღე-ღამეში ერთ ან ორჯერად მიღებამდე. შესაძლოა, გაჩნდეს დოზის შემცირების აუცილებლობაც. ხანგრძლივი თერაპიის დროს საჭიროა ავადმყოფი იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ძილიანობა, ორიენტაციის მოშლა და ექსტრაპირამიდული დარღვევები, განსაკუთრებით ბავშვებში.

მკურნალობა: გააქტივებული ნახშირის გამოყენება. პაციენტი ექიმის კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ანტიქოლინერგული საშუალებები, პრეპარატები, რომელიც პარკინსონიზმის სამკურნალოდ გამოიყენება ან ანტიჰისტამინური პრეპარატები, ეფექტურია ესტრაპირამიდული გართულებების შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ანტიქოლინერგულ პრეპარატებს შეუძლიათ დოპროკინის ანტიდისპეფსიური მოქმედების ნეიტრალიზება. რეკომენდებული არ არის დოპროკინის ანტაციდურ და ანტისეკრეციულ პრეპარატებთან ერთდროული მიღება, რადგან, პერორალურად მიღებისას ისინი ამცირებენ მის ბიოშეღწევადობას.

დომპერიდონის გარდაქმნა ძირითადად ციტოქრომ P450 სისტემის CYP3A4 ფერმენტების მონაწილეობით ხდება. in vitro გამოკვლევების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დოპროკინის იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებამ, რომლებიც მნიშვნელოვნად აინჰიბირებენ ამ ფერმენტს, პლაზმაში დომპერიდონის დონის მომატება შეიძლება გამოიწვიოს. CYP3A4 ფერმენტის ინჰიბიტორებს შემდეგი პრეპარატები წარმოადგენენ: აზოლის რიგის ანტიფუნგალური პრეპარატები; მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები; აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები; ნეფაზოდონი.

დოპროკინის გასტროკინეტიკური მოქმედებიდან გამომდინარე, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა პერორალური პრეპარატების აბსორბციაზე – კერძოდ იმ პრეპარატებზე, რომლებიც ხასიათდებიან აქტიური ნივთიერებების შენელებული გამოთავისუფლებით ან პრეპარატებზე, რომლებიც დაცულნი არიან ენტერო-ხსნადი გარსით. თუმცა, დომპერიდონის გამოყენება პარაცეტამოლის ან დიგოქსინით თერაპიის ფონზე არ ახდენდა გავლენას სისხლში ამ პრეპარატების დონეზე.

დოპროკინი კარგად შეთავსებადია ასევე:

– ნეიროლეფსიურ პრეპარატებთან, რომელთა მოქმედებასაც დომპერიდონი არ აძლიერებს.

– დოფამინერგული რეცეპტორების აგონისტებთან (ბრომოკრიპტინი, L-დოპა), რომელთა არასასურველ პერიფერიულ ეფექტებსაც, როგორიცაა საჭმლის მონელების მოშლა, ღებინება, გულისრევა – იგი ხსნის მათი ძირითადი თვისების ნეიტრალიზების გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-200C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი;

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დოპმინი – DOPMIN – ДОПМИН

საერთაშორისო დასახელება:

DOPAMINE

მწარმოებელი: ORION PHARMA,ფინეთი

მოქმედი ნივთიერება: დოპამინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დოფამინომიმეტური და ადრენომიმეტური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ. 1 ამპ.

დოპამინის ჰიდროქლორიდი  ……………    40 მგ 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის მეტაბისულფიტი ……………      10 მგ

საინექციო წყალი …………………………….     1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დოპმინი წარმოადგენს სიმპათომიმეტურ ამინს, რომელიც ნორადრენალინის უშუალო წინამორბედია ორგანიზმში. პერორალურად მიღების დროს დოპმინი არ ხასიათდება კარდიოვასკულური მოქმედებით.

დოპმინი მცირე დოზებში (0.5-2 მკგ/კგ/წთ) D1-დოფამინო რეცეპტორების სტიმულირების გზით (ამ დროს იზრდება უჯრედშიდა ცამფ-ის კონცენტრაცია) ხასიათდება თირკმელების მეზენტერიულ და კორონალურ სისხლძარღვებზე გამაფართოვებელი მოქმედებით.

დოპმინი აძლიერებს თირკმელებში სისხლმიმოქცევას, გლომერულურ ფილტრაციას და თირკმელის მიერ ექსკრეციას.

დოპმინი საშუალო დოზებში (1-2 მკგ/კგ/წთ) ხასიათდება დადებითი ინოტროპული მოქმედებით გულის კუნთზე.

მის კარდიალურ ეფექტს განაპირობებს ბეტა1-ადრენორეცეპტორების სტიმულაცია და ნორადრენალინის გამოყოფის ზრდა.

მაღალ დოზებში დოპმინი ასტიმულირებს ალფა1-ადრენორეცეპტორებს, რაც იწვევს ვაზოკონსტრიქციას.

იგი ზრდის გულის მიერ გადასროლილი სისხლის მოცულობას, აგრეთვე სისხლის სისტოლურ და პულსურ წნევას. მცირე დოზებში დიასტოლური წნევა უმნიშვნელოდ იზრდება, თუმცა დოზის ზრდასთან ერთად მატულობს პერიფერიული წინააღმდეგობა, რაც შესაბამისად ზრდის დისტოლურ წნევას.

დოპმინი არ წარმოადგენს ძლიერი ტაქიკარდიის მიზეზს, იზოპრენალინისაგან განსხვავებით.

ფარმაკოკინეტიკა:

დოპმინის მოქმედების ეფექტი იწყება ინფუზიიდან 1-5 წთ-ის შემდეგ. იგი სწრაფად ნაწილდება ორგანიზმში (Vd _ 089 ლ/კგ), სუსტად გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 წთ. მოქმედების ეფექტი ჩვეულებრივ წყდება ინფუზიის დამთავრებიდან 10 წთ. შემდეგ.

დოპმინის უმეტესი ნაწილი განიცდის მეტაბოლიზმს მონოამინოქსიდაზისა (მაო) და კატექოლ-o-მეთილტრანსფერაზის (კომტ) მეშვეობით ღვიძლში და თირკმელებში ჰომოვანილის მჟავისა და 3.4-დიჰიდროქსიფენილაცეტატის წარმოქმნით.

დოპმინის დაახლოებით 25% გარდაიქმნება ნორადრენალინად.

პრეპარატის დიდი ნაწილი ჰომოვანილინის მჟავას, აგრეთვე სულფატური და გლუკურონიდების ნაერთების სახით ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად.

პრეპარატის დოზის არანაკლებ 10% გამოიყოფა შეუცვლელი სახით. დოპმინის საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 4.4 ლ/კგ/სთ.

ჩვენებები:

  • კარდიოგენული ან ენდოტოქსინ-ინდუცირებული ჰიპოტენზია;
  • ჰიპოვოლემიური შოკი, რომელიც ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის კორექციის მიუხედავად არ ექვემდებარება მკურნალობა;
  • მკვეთრად გამოხატული გულის უკმარისობა;

პრეპარატის გამოყენება ხდება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ სტაციონარულ პირობებში.

მიღების წესები და დოზირება:

განზავების შემდეგ დოპმინი ინფუზიის სახით შეყავთ ვენაში.

დოპმინის საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 2-5 მკგ/კგ/წთ-ში, შესაძლებელია მისი გაზრდა 5-10 მკგ/კგ/წთ-მდე შესაბამისად რეაქციის მიხედვით.

დომპინის 20 მკგ/კგ/წთ მეტი დოზით ჩვეულბურივ არ იყენებენ, თუმცა მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია მისი 50 მკგ/კგ/წთ მეტი დოზით გამოყენება.

იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ამპულა (5 მლ) დოპმინის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრაცია (40 მგ/მლ) გახსნილია 100 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 5% გლუკოზას ხსნარში, მიღებული ხსნარის 1 წვეთი შეიცავს დაახლოებით 80 მკგ დოპმინს; 1 მლ=20 წვეთს.

გვერდითი მოვლენები:

ხშირად: ძლიერი გულისცემა, ექტოპიური რითმი, ტაქიკარდია, ტკივილი მკერდის ძვლის არეში, ჰიპერტენზია, ვაზოკონსტრიქცია, გულისრევა, ღებინება, ქოშინი, თავის ტკივილი.

იშვიათად: AV-ბლოკადა, QRS კომპლექსის გაფართოება, ჰიპოტენზია, განგაშის შეგრძნება, პოლიერექცია.

უკუჩვენებები:

*ფეოქრომოციტომა;

*ტაქიკარდია;

*პარკუჭების ფიბრილაციისადმი მიდრეკილება;

*ალერგიული რეაქცია სულფიტზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

დოპმინით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჰიპოვოლემიის სხვადასხვა ტიპის კორექცია.

ინფუზიის პერიოდში საჭიროა სისხლის წნევის, ელექტროკარდიოგრაფიული, შარდის გამოყოფის სისწრაფის მუდმივი მონიტორინგი. ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია და აციდოზი აქვეითებენ დომპინის ეფექტურობას და აძლიერებენ გვერდით მოვლენებს, რის გამოც დოპმინით მკურნალობასთან ერთად აწარმოებენ აღნიშნული მდგომარეობების კორექციას.

არტერიული ჰიპერტენზიის, დიურეზის შემცირების და არითმიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოპმინის ინფუზიის შემცირება ან სრულიად შეწყვეტა.

პრეპარატის შემთხვევით მოხვედრით სისხლძარღვებიდან ქსოვილში შესაძლებელია ადგილობრივი ნეკროზის განვითარება. ამ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ ფენტოლამინის მარილიანი ხსნარით (5-10 მლ ფენტოლამინი 10-15 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში) ლოკალური ინფილტრაცია.

დღეისათვის არ არსებობს ინფორმაცია ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ოპტიმალური დოზის შესახებ.

ჭარბი დოზირება:

დაკავშირებულია დოპმინის სიმპათომიმეტურ ჰიპერაქტივობასთან. ვინაიდან დოპმინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ძალზე ხანმოკლეა, ინფუზიის შეწყვეტა საკმარისია იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიმპტომები.

აუცილებლობის შემთხვევაში ძლიერი ვაზოკონსტრიქციისა და ჰიპერტენზიის კუპირებისათვის შეჰყავთ ფენტოლამინი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები: მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებენ და ახანგრძლივებენ დოპმინის მოქმედებეს ეფექტს, რის გამოც დოპმინი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც იღებენ მაოს-ინჰიბიტორებს.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და მაპროტილინი: დოპმინი ზრდის ნევრული დაბოლოებებიდან გამოყოფილი ნორადრენალინის რაოდენობას. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აინჰიბირებენ ნერვული დაბოლოებებიდან ნორადრენალინის უკუმიტაცებას, რაც აძლიერებს დოპმინის მოქმედების ეფექტს. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიდეპრესანტებს, დომპინის დოზის შემცირება წარმოებს მისი მოქმედების ეფექტის მიხედვით.

ჰალოტანი და ციკლოპროპანი: დოპმინთან ჰალოტანის, ციკლოპროპანის და ზოგიერთი სხვა ზოგადი საანესთეზიო საშუალებების კომბინაციით, რომლებიც ზრდიან გულის კუნთის მგრძნობელობას მის მიმართ, ადგილი აქვს პარკუჭოვან არითმიას და ჰიპერტენზიას. ამიტომ საჭიროა ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისაგან თავის შეკავება.

ფენიტოინი: დოპმინის ინფუზიასთან ერთად ფენიტოინის შეყვანის დროს საჭიროა სიფრთხილე, ვინაიდან ამ დროს ვითარდება ჰიპერტენზია და ბრადიკარდია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Don`t copy text!