Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 629

დოპელჰერცი ვიტალოტონიკი – DOPPELHERZ VITALOTONIC – ДОПЕЛГЕРЦ ВИТАЛОТОНИК

საერთაშორისო დასახელება:

comb.drug

მწარმოებელი: QUEISSER PHARMA,გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი ზოგადი საერთო გამაჯანსაღებელი და სედატიური მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 250 მლ

100 მლ

კრაზანას ფოთლები და ყვავილების ექსტრაქტი …………….       100 მგ

სვის გირჩების ექსტრაქტი          ……………………………….        100 მგ

კატაბალახის ძირების ექსტრაქტი   ……………………………           20მგ

ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი     …………………………..           50 მგ

ჟენშენის ფესვების ექსტრაქტი   ………………………………..           50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, გლიცეროლი, მაკროგოლიცეროლჰიდროქსისტეარიტი, მენთოლი, მანდარინის არომატი, სორბინის მჟავა, გამოხდილი წყალი და სხვა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დოპელჰეცრი ვიტალოტონიკი ნატურალური პრეპარატია, რომელიც შედგება ძირითადად 5 მცენარეული კომპონენტისაგან. ერთდროულად არის ზოგადგამაჯანსაღებელი და მატონიზირებული საშუალება, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აწყნარებს ნერვულ სისტემას, გამოიყენება ასთენიის, ნევრასთენიის, გადაღლილობის (ფიზიკური და გონებრივი), გადატანილი დაავადების შემდგომ კომპლექსურ თერაპიაში.

კრაზანა: აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გულისა და ტვინის სისხლძარღვებში, გამოირჩევა ანტი ათეროსკლეროზული თვისებებით, აუმჯობესებს ვენების არტერიებისა და კაპილარების კედლების ელასტიურობას.

სვია: დამამშვიდებლად მოქმედებს ცნს-ზე, დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე, ცხიმოვან, მინერალურ და  წყლის ცვლაზე. მის დამამშვიდებელ ეფექტს იყენებენ ცნს აგზნების დროს, ძილის დარღვევისას. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიების და ჰიპერტონული დაავადების ადრეულ სტადიაზე.

ბარამბო: ავლენს დამამშვიდებელ და გამაჯანსაღებელ მოქმედებას ცნს-ზე; მისი რეგულარული გამოყენების დროს მცირდება ტკივილი გულის არეში, ქოშინი, ქვეითდება სისხლის წნევა, მცირდება გულის კუმშვათა რიცხვი.

კატაბალახა: ამშვიდებს და აჯანსაღებს ნერვულ სისტემას, ახასიათებს ტრანკვილიზაციური მოქმედება ცნს-ზე, არეგულირებს გულის მუშაობას, ახდენს დადებით და ნეირორეგულატორულ გავლენას გულის კუნთის მუშაობაზე და გამტარებელ სისტემაზე. ახასიათებს სისხლისძარღვთა გამაფართოებელი და ჰიპოტეზიური მოქმედება.

ჟენშენი: აზიაში მას ტრადიციულად “სიცოცხლის ფესვს” უწოდებენ. მისი ძირითადი ფარმაკოლოგიური თვისებაა მატონიზირებელი და ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება ორგანიზმზე. ის ამაღლებს შრომისუნარიანობის დონეს, აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას სტრესული სიტუაციების და გარემოს მავნე მოქმედების მიმართ. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ქრება მოთენთილობა, სწრაფი დაღლა, თავის ტკივილი, უმჯობესდება მადა, მატულობს საერთო ტონუსი.

მიღების წესები და დოზირბა:

თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ და ძილის წინ.

განსაკუთრებული მითითებები:

მითითება დიაბეტიკებისათვის: ეს არის იდეალური პრეპარატი, რომელიც არ შეიცავს შაქარს და ალკოჰოლს! არ შეიცავვს პურის ერთეულს (BE).

მითითები მძღოლებისა და სპორტსმენებისათვის: დოპელჰერცი ვიტალოტონიკი შეგიძლიათ მიიღოთ განუსაზღვრელი რაოდენობით! არ შეიცავს ალკოჰოლს!

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება გრილ ადგილას.

ჩვენს შესახებ

ვიდალი არის ქართული სამედიცინო პორტალი სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მედიკამეტების,
კლინიკების, ექიმების და ჯანმრთელობის შესახებ.

დოპელჰერცი ენერგოტონიკი – DOPPELHERZ ENERGOTONIC – ДОПЕЛГЕРЦ ЭНЕРГОТОНИК

საერთაშორისო დასახელება:

comb.drug

მწარმოებელი: QUEISSER PHARMA, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ელექსირი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 250 მლ

100 მლ

თიამინის ჰიდროქლორიდის ქლორიდი
(ვიტამინიB1) …………………………………….
5 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინიB2) …………………..5 მგ
კალციუმის პანთოტენატი ………………………..16 მგ
ნიკოტინამიდი …………………………………..25 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
(ვიტამინი B6) …………………………………..
5 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) ………………3.5 მგ
ფოლიუმის მჟავა ………………………………..0.3 მგ
რუთოზიდი 3 H2O ……………………………..2 გ
მანგანუმის სულფატი (II) 1H2O ……………….0.1 მგ
სპილენძის სულფატი (II) 5 H2O ……………..0.1 მგ
ზღვის მარილი ………………………………….0.5 მკგ
გლიცეროლი 1(2) დიდროფოსფატისა
და დინატრიუმის მარილების ნაერთი …………..
271 მგ
რკინის ამონიუმის ციტრატი (III)
(რკინის შემცველობა (16.5-18.5%) ………….
200მგ
ქოლინის ციტრატი ………………………………222მგ
თაფლი …………………………………………..1.2 გ
ინვენტირებული შაქარი …………………………7.36 გ
ფითრის ნაყენი ………………………………….0.12 მლ
კრაზანას ნაყენი …………………………………0.2 მლ
ფარსმანდუკის ნაყენი ……………………………0.2 მლ
ანგელოზას ფესვების ნაყენი …………………….0.175 მლ
კუნელის ნაყენი ………………………………….0.6 მლ
კატაბალახას ფესვების ნაყენი ……………………0.16 მლ
სვიას გირჩების ნაყენი ………………………….0.16 მლ
ნარინჯის ნაყენი ………………………………..0.1625 მლ
არომატული ნაყენი ………………………………0.1625 მლ
სალბის ზეთი …………………………………….0.02 მკლ
როზმარინის ზეთი ………………………………0.02 მკლ
ბარამბოს ზეთი ………………………………….0.04 მკლ
ალკოჰოლის მოცულობითი პროცენტი ………..15.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დოპელჰერცი ენერგოტონიკი კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებით, მიკროელემენტებით და მცენარეული წარმოშობის კომპონენტებით. მონაწილეობას ღებულობს ნივთიერებათა ცვლის ძირითად პროცესში, დადებითად მოქმედებს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე, აძლიერებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას.

ჩვენებები:

  • ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ინტენსიური ფიზიკური, გონებრივი და ემოციური დატვირთვა;
  • ვიტამინების ზედმეტი მოთხოვნილება გადატანილი დაავადებების და ოპერაციის შემდგომ პერიოდში;
  • ქრონიკული დაავადებები (კომპლექსური თერაპიის დროს);
  • ანემია (კომპლექსური თერაპია);
  • ზოგადგამაჯანსაღებელი და მატონიზირებელი საშუალება ძლიერი სისუსტის დროს;
  • შრომისუნარიანობის ამაღლება და ყურადღების კონცენტრაციის გამახვილება.

მიღების წესები და დოზირება:

მოზარდები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით: თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ და ძილის წინ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარაიტს კომპონენტების მიმართ. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია კანის მომატებული მგრძნობელობა შუქის მიმართ, განსაკუთრებით ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს შორის. პრეპარატი რკინის შემცველობის გამო იწვევს განავლის შავად შეფერადებას, რაც ფიზიოლოგიური პროცესია.

უკუჩვენებები:

*ზედმეტი მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;

*ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების დარღვევა;

*ორსულობა;

*ლაქტაციის პერიოდი;

*ბავშვები 12 წლამდე;

*რკინის მაღალი შემცველობა ორგანიზმში;

*რკინის შეწოვის დარღვევა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი შეიცავს 15% ალკოჰოლს. დოზირების დაცვის შემთხვევაში პრეპარატის თითოეული დოზის მიღებაზე ორგანიზმში ხვდება 2.5 გ-მდე ალკოჰოლი. რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ღვიძლით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით, ქალა-ტვინის ტრამვით დაავადებული პაციენტები.

მითითება დიაბეტიკებისათვის:

20 მლ დოპელჰერცი ენერგოტონიკი შეესაბამება 0.32 პურის ერთეულს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 – Doppelherz aktiv Omega 3 – Доппельгерц актив Омега 3

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → პოლივიტამინური პრეპარატები → პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით

მწარმოებელი კომპანია Queisser Pharma GmbH & Co
მწარმოებელი ქვეყანა გერმანია
გამოშვების ფორმა    800 მგ რბილი კაფსულა #80
გაცემის რეჟიმი    III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსი ომეგა – 3 და ვიტამინი E  ავლენს ზოგად მატონიზირებელ, მემბრანომასტაბილიზირებელ, ანტიაგრეგანტულ, ჰიპოტენზიურ, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომაკორეგირებელ თვისებებს.
ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს საკმარისი ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი კვება. ჯანმრთელი გულისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კვება, ცხიმებისა და ქოლესტერინის შეზღუდული რაოდენობით და აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების საკმარისი მიღებით. 
დღეისათვის ცნობილია, რომ ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსი ომეგა – 3 წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს გულის ჯანსაღი კვებისათვის : ისინი ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების შემცველობას შორის ბალანსის შენარჩუნებას. 
ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებზე _ ომეგა-3 ყურადღება გაამახვილეს გრენლანდიის ფენომენის წყალობით. ვერ ვიტყვით, რომ ესკიმოსები იკვებებიან ოპტიმალურად, პირიქით ერთფეროვნად და ზედმეტად ნოყიერადაც კი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი გულ-სისხლძარღვთა სისტემა ღრმა მოხუცებულობამდე ჯანსაღი და შრომისუნარიანი რჩება.
მათი საკვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს თევზები, არქტიკული წყლებიდან, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავებით _ ომეგა-3.

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს: 800 მგ თევზის (ორაგულის) ქონი (18% ეიკოზაპენტაენოვის მჟავა და 12% დოკოზაჰექსაენოვის მჟავა, ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3 – არანაკლებ 30%-ისა) და 16.22 მგ ვიტამინი E.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3, წარმოადგენენ ჯანსაღი კვების საფუძველს გულის ცხოველქმედების უზრუნველსაყოფად და დადებითად მოქმედებენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენენ ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში.
ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3, აფერხებენ თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.
ეიკოზაპენტაენის და დოკოზაჰექსაენის მჟავა არიან ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების ომეგა – 3 მნიშვნელოვანი წარმომადგენლები.
ვიტამინი E ხელს უშლის ქოლესტერინის დალექვას სისხლძარღვის კედელზე, ახდენს უჯრედების დაცვას, ასევე იცავს გულს დაზიანებისაგან, რომელიც დაკავშირებულია მაგნიუმის დეფიციტთან ან ჟანგბადის უკმარისობასთან. ვიტამინი E დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე.
ჩვენებები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია. 
ნერვული სისტემის დაავადებები, თვალის დაავადებები, რევმატოლოგიური დაავადებები, გამოიყენება ორსულებში (ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას).
მიღების წესები და დოზები
ყოველდღიურად 1 კაფსულა დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდაციები დიაბეტის მქონე პირებისათვის:
1 კაფსულა შეესაბამება 8.3 კკალ/34.7 კჯ და 0.01 პურის ერთეულს.

აქვს ნეიტრალური გემო და სუნი

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

დოპეგიტი – DOPEGYT – ДОПЕГИТ

საერთაშორისო დასახელება:

METHYLDOPA

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC. უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ალფა-მეთილდოფა

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება. ცენტრალური ალფა2-ადრონორეცეპტორების სტიმულატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ალფა-მეთილდოპა ………… 250 მგ

დამხმარე ნივთიერეები: მეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ალფა-მეთილდოფას ახასიათებს ცენტრალური ჰიპოტენზიური მოქმედება. იგი გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და მეტაბოლიზდება აქტიური მეტაბოლიტის -ალფა-მეთილ-ნორადრენალინის წარმოქმნით, რომელიც იწვევს არტერიულ წნევის დაქვეითებას რამოდენიმე გზით:

  • დოფა-დეკარბოქსილაზას ბლოკადა ნორადრენალინის სინთეზის პროცესში;
  • ცრუ ტრანსმიტერის წარმოქნა;
  • ცენტრალური ალფა-რეცეპტორების (α2-რეცეპტორების) სტიმულაცია;
  • სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობის დაქვეითება.

პრეპარატი იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებში.

ფარმაკოკიტენიკა:

პერორალური მიღებისას აბსორბირდება პრეპარატის დაახლოებით 50%. სისხლის ცილებს უკავშირდება პრეპარატის დაახლოებით 20%. მიღებული დოზის 10%-ზე ნაკლები მეტაბოლიზდება ალფა-მეთილდოფას  და შემდეგ ალფა-ნორადრენალინის წარმოქმნით. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვლინდება 2 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 6-8 სთ.

პრეპარატს იყენებენ, როგორც ცალკე, ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. იგი ექსკრეტირდება ძირითადად თირკმელების საშუალებით. აბსორბირებული პრეპარატის დაახლოებით 70% გამოიყოფა შარდთან ერთად მეთილდოფას და მისი სულფოკონიუგატების სახით.

ჩვენებები:

არტერიული ჰიპერტენზიის სხვადასხვა ფორმები.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 250 მგ დღეში. დოზის მომატება შეიძლება 250 მგ-ით დღეში. ყოველ 2 დღეში, სასურველი ჰიპოტენზიური ეფექტის მიღწევამდე. შემდგოში საჭიროა დოზის შემცირება ყოველ 2 დღეში შემანარჩუნებელ სამკურნალო დოზამდე.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2000 მგ-ს.

ბავშვებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ/კგ წონაზე 2-3-ჯერ  დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 65 მგ/კგ.

გვერდითი მოვლენები:

ცნს-ის მხრივ: სედაცია, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა.

მაღალი დოზის შემთხვევაში:

პარკინსონიზმი, ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ჰემატოლოგიური დარღვევები (კუმბსის დადებითი ტესტი, ჰემოლიზური ანემია), ღვიძლის უკმარისობა, იმპოტენცია, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ფეოქრომოციტომა, დეპრესია, ჰეპატიტის აქტიური ფორმა, ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა.

აკრძალულია მეთილდოფას გამოყენება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

*ლევოდოპა;

*მაოს- ინჰიბიტორები.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის კურსის პირველი 6-10 კვირის განმავლობაში საჭიროა კუმბსის ტესტის ჩატარება. შემდგომი მკურნალობის ყოველ 6 თვეში -ჰემოლიზური ანემიის შესაძლო განვითარებაზე კონტროლი.

პრეპარატი იწვევს კატექლამინების მაჩვენებლების მხრივ ცვლილებებს, რაც ნიღბავს ფეოქრომოციტომის არსებობას ორგანიზმში და ხელს უშლის სწორ დიაგნოსტიკას. სითხის გამოყოფის შეფერხების შემთხვევაში შესაძლებელია შეშუპების განვითარება, რომელიც მალევე გაივლის დიერეზული პრეპარატების გამოყენების შემდეგ. შეშუპების პროგრესირების ან გულის უკმარისობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, საჭიროა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

ზოგადი ნარკოზის გამოყენების შემთხვევაში, ინჰალაციური სანარკოზო საშუალებებით ადგილი აქვს ღვიძილს დაზიანებას და ნარკოზის მოქმედების ინტენსივობის გაძლიერებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ალფა-მეთილდოპას კომბინაციით სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, საჭიროა ამ უკანასკნელთა დოზის შემცირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

დონორმილი – DONORMYL – ДОНОРМИЛ

საერთაშორისო დასახელება:

DOXYLAMINE

მწარმოებელი: UPSA Laboratories a division

of BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: დოქსილამინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე საშუალება. ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ტუბში 30 ტაბ., შეფუთვაში 1 ტუბი.

1 ტაბ.

დოქსილამინის სუქცინატი ………………..  15 მგ

შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 30 აბ., შეფუთვაში 2 ტუბი.

1 ტაბ.

დოქსილამინის სუბცინატი ………………    15 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი.

ჩვენებები:

ძილის დარღვევა, უძილობა.

მიღების წესები და დოზირება:

 

  • პრეპარატი ნაჩვენებია 15 წლის ასაკის ზევით.;
  • 1/2-1 შემოგარსული ტაბლეტები მიიღება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
  • 1/2-1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება ჭიქა წყალში.

 

მიღების და დროის სიხშირე: მიიღება ძილის წინ 15-30 წუთით ადრე.

მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას. პრეპარატის შემდგომი მიღების შესახებ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

ძილიანობა დღის განმავლობაში;

ყაბზობა;

პირის სიმშრალე;

აკომოდაციის დარღვევა;

გაძნელებული შარდვა.

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების ან სხვა რომელიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც აქ არაა აღნიშნული აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

*გლაუკომა,

*გაძნელებული შარდვა დაკავშირებული წინამდებარე ჯირკვლის ადენომასთან,

*15 წლამდე ასაკი,

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

*ორსულობა და ლაქტაცია გაურკვეველ შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მანქანა-მექანიზმებთან: მძღოლები და პირები, რომლებიც მუშაობენ მანქანა-მექანიზმებთან პრეპარატის მიღებისას ყურადღებით უნდა იყვნენ ძილიანობის განვითარების რისკის არსებობის გამო.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია სხვა პრეპარატების ერთდროულ მიღებასთან დაკავშირებით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

დონეპეზილი – DONEPEZIL – ДОНЕПЕЗИЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო საშუალებას. თანამედროვე მონაცემების მიხედვით ალცჰაიმერის დაავადების განვითარების პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქოლინერგული ნეიროტრანსმისიის დეფიციტი.

დონეპეზილი წარმოადგენს ფერმენტ აცეტილქოლინესთერეზას რევერზიბელურ ინჰიბიტორს. იგი ამჟღავნებს თერაპიულ ეფექტს ქოლინერგული ფუნქციის გაძლიერების გზით. იგი შექცევადად აინჰიბირებს აცეტილქოლინის ჰიდროლიზს და შესაბამისად ზრდის მის კონცენტრაციას. ამ მექანიზმის სავარაუდო სისწორის შემთხვევაში, მოსალოდნელია დაავადების პროგრესირებასთან ერთად დონეპეზილის ეფექტურობის შემცირება, ვინაიდან ქოლინერგული ნეირონების სულ უფრო ნაკლები რაოდენობა ფუნქციურად უცვლელი რჩება. არ არსებობს მონაცემები დონეპეზილის გავლენის შესახებ თანმხლები დემენციის პროცესზე.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. პლაზმაში კონცენტრაციის პიკს იგი აღწევს 3-4 საათში. ფარმაკოკინეტიკური მრუდი სწორხაზოვანია დოზების ფარგლებში 1-10 მგ დღეში. პრეპარატის ერთხელ პერორალურად მიღებისას. საკვების მიღება  და მისი დრო (დილას ან საღამოს) არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 70 საათს, ხოლო მისი საშუალო პლაზმური კლირენსი – 13 მლ/სთ/კგ-ს.

მრავალჯერადი დოზირების შემდეგ პრეპარტის კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება 4-7-ჯერ და აღწევს მაქსიმუმს 15 დღეში. ამ დროს განაწილების მოცულობა შეადგენს 12 ლ/კგ-ზე. დონეპეზილის 96% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს (75%) და ალფა-მჟავას გლიკოპროტეინებს (21%).

პრეპარატი გამოიყოფა შარდში უცვლელი და მეტაბოლიტების სახით. მას გააჩნია 4 მეტაბოლიტი, რომელთა შორის 2 ცნობილია, როგორც თერაპიულად აქტიური. დონეპეზილი განიცდის მეტაბოლიზმს CYP450 იზოენზიმის მეშვეობით, შემდგომი გლუკურონიდაციით.

ფარმაკოკინეტიკა სპეციფიკურ პოპულაციაში: ღვიძლის ციროზის დროს პრეპარატის კონცენტრაცია მცირდება 20%-ით.

თირკმელების უკმარისობის დროს პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში მნიშვნელოვნად არ იცვლება. არ არის გამოვლენილი მნიშვნელოვანი განსხვავება აგრეთვე ასაკის, სქესის და სხვადასხვა რასობრივი ჯგუფების მხრივ.

ჩვენებები

  • მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით მიმდინარე ალცჰაიმერის დაავადება.

დოზირების რეჟიმი

5-10 მგ დღეში ერთხელ. ხშირ შემთხვევაში 5 მგ საკმარისია, ვინაიდან 10 მგ-მდე დოზა არ ზრდის თერაპიულ ეფექტურობას. დოზის მომატება არ არის რეკომენდებული 5 მგ-ით მკურნალობის 4-6 კვირიანი კურსის დამთავრებამდე. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება საღამოს ძილის წინ. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე.

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთეზის სპაზმი, დაღლილობა, ანორექსია.

საერთო ხასიათის: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, სახის შეშუპება.

კარდიოვასკულური სისტემის მხრივ: ჰიპერტენზია ან ვაზოდილატაცია, წინაგულების ფიბრილაცია, ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ბლოკადა, სტენოკარდია, გულის უკმარისობა, თრომბოზები, ტაქიკარდია.

გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: დიარეა, სისხლდენა, მეტეორიზმი, ეპიგასტრიუმში ტკივილი, გასტროენტერიტი, ქოლელითიაზი, ყელის ტკივილი, ბუასილი, პოლიდიფსია, სიყვითლე, მელენა, წყლულოვანი დაავადება.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი.

მეტაბოლური დაავადების დროს: დეჰიდრატაცია, პოდაგრა, ჰიპოკალიემია, კრეატინოკინაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება, ჰიპოგლიკემია, წონის მომატება.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: მოტეხილობა, კუნთების სისუსტე, კუნთების ფასციკულაცია.

ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, ძილიანობა, დეპრესია, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, ტრემორი, პარესთეზია, აჟიტირება, აგრესია, ატაქსია, ლიბიდოს ზრდა, მოუსვენრობა, აფაზია, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური ინსულტი, ნევრალგია, ჰიპოკინეზია, ნეიროდერმატიტი, ლოკალური დაბუჟება, დიზართრია, დისფაზია, ლიბიდოს დაქვეითება, მელანქოლია, ნისტაგმი.

რესპირატორული სისტემის მხრივ: ქოშინი, ყელის ტკივილი, ბრონქიტი, ეპისტაქსისი, პნევმონია, ჰიპერვენტილაცია, ფილტვების შეშუპება, ჰიპოქსია, ფარინგიტი, ფილტვის ატელექტაზი, ძილში აპნოე.

კანის მხრივ: პრურიტუსი, დიაფორეზი, ურტიკარია, დერმატიტი, ერითემა, კანის შეფერილობა, ჰიპერკერატოზი, ალოპეცია, სოკოვანი დერმატიტი, ჰერპეს ზოსტერი, ჰირსუტიზმი, სტრიები, ღამის ოფლიანობა, წყლული.

მგრძნობელობის მხრივ: კატარაქტა, თვალების გაღიზიანება, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, გლაუკომა, შუილი ყურებში, ბლეფარიტი, სმენის დაქვეითება, რეტინალური და კონიუნქტივაში სისხლჩაქცევები, ოტიტი, მხედველობითი დარღვევა.

უროგენიტალური ტრაქტის მხრივ: შარდის შეუკავებლობა დღისით და ღამე, დიზურია, ჰემატურია, მეტრორაგია, ცისტიტი, ენურეზი, პროსტატის ჰიპერტროფია, პიელონეფრიტი, სარძევე ჯირკვლის ფიბროადენოზი და ფიბროცისტოზი, მასტიტი, პიურია, თირკმელების უკმარისობა, ვაგინიტი.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა დონეპეზილის ან პიპერიდინის სხვა წარმოებულების მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები

– ზოგადი ანესთეზია: – პრეპარატი (ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი) აძლიერებას ჩონჩხის კუნთების რელაქსაციას სუქცინილქოლინის ტიპის პრეპარატებით მიორელაქსაციის დროს.

– კარდიოვასკულარული სისტემა: ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებს გააჩნიათ ვაგოტონური ზეგავლენა სინოატრიული და ატრიოვენტრიკულურ კვანძზე, რაც შესაბამისად ვლინდება ბრადიკარდიით ან გულის ბლოკადით. აღწერილია სინკოპეალური ეპიზოდები დონეპეზილით მკურნალობის დროს.

– გასტროინტესტინური სისტემა: ქოლინერგული აქტივობის ზრდის გამო იზრდება კუჭის წვენის სეკრეცია. შესაბამისად აუცილებელია მონიტორინგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების და/ან სისხლდენის დროს. თავის ფარმაკოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე პრეპარატი იწვევს დიარეას, პირღებინებას და გულისრევას. აღნიშნული სიმპტომები ხშირად მსუბუქი ხასიათისაა და 1-3 კვირაში ქრება.

ქოლინომიმეტურ საშუალებებს შეუძლიათ გამოიწვიონ შარდის გამოყოფის შეფერხება, აგრეთვე კრუნჩხვები, თუმცა ყურადღებსაღებია, რომ კრუნჩხვები შეიძლება იყოს ალცჰაიმერის დაავადების მანიფესტირების სიმპტომი. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ასთმა ან ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები.

ჭარბი დოზირება

ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ჭარბი დოზირება იწვევს ქოლინერგული კრიზის სიმპტომატიკას –  პირღებინება, გულისრევა, სალივაცია, ოფლიანობა, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, რესპირატორული დეპრესია, კოლაფსი და კონვულსიები. შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი კუნთების სისუსტის გამო თუ პროცესში ჩათრეულია რესპირატორული კუნთები. როგორც ანტიდოტი გამოიყენება ატროპინის სულფატი დოზით 1-2 მგ ინტრავენურად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– პრეპარატი არ ურთიერთქმედებს სხვა საშუალებებთან (ფუროსემიდი, დიგოქსინი, ვარფარინი და სხვა), რომლებიც აგრეთვე დაკავშირებული არიან პლაზმის ცილებთან.

– მას არ ახასიათებს ურთიერთქმედება აგრეთვე ციზაპრიდთან, ტერფენადინთან და სხვა საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ფერმენტ CYP3A4-ის მეშვეობით.

– არ არის გამოვლენილი რაიმე ურთიერთქმედება თეოფილინთან, ციმეტიდინთან, ვარფარინთან, დიგოქსინთან, კეტოკონაზოლი და ქინიდინი (CYP3A4 ფერმენტის ინდუქტორები) კლინიკურად უმნიშვნელოდ აინჰიბირებენ დონეპეზილის მეტაბოლიზმს, ხოლო ფენიტოინი, კარბამაზეპინი, დექსამეტაზონი, რიფამპინი და ფენობარბიტალი (CYP3A4 ფერმენტის ინდუქტორები) ზრდიან პრეპარატის ელიმინაციის სიჩქარეს.

– მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი დონეპეზილის ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან კომბინირება.

–  ამავე დროს, შესაძლებელია სინერგული ეფექტი მის სხვა ქოლინომიმეტურ პრეპარატებთან (ბეტანექოლი) ერთად დანიშვნის დროს.

დონა – DONA – ДОНА

საერთაშორისო დასახელება:

GLUCOSAMINE

მწარმოებელი: ROTTAPHARM, იტალია

მოქმედი ნივთიერება: გლუკოზამინის სულფატი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლიტური პროცესების მასტიმულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტში 1.5 გ, შეფუთვაში 20 ც.

1 პაკ.

გლუკოზამინის სულფატი ……………….. 1.5 გ

სხვა ინგრედიენტები:

ნატრიუმის ქლორიდი, ასპარტამი, სორბიტოლი, ლიმონმჟავა, კარბოვაქსი 4000.

კუნთებში შესაყვანი ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 6 ც. გამხსნელთან კომპლექტში.

1 მლ 1 ამპ

გლუკოზამინის სულფატი  …………………  200 მგ 400 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ნატრიუმის ქლორიდი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, საინექციო წყალი.

გამხსნელი: დიეთანოლამინი ……. 24 გ, საინექციო წყალი …….. 1 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერების ცვალზე მოქმედი პრეპარატი. გლუკოზამინის სულფატი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად არსებულ გლუკოზამინის ამინომონოსაქარიდის ბუნებრივ მარილს დაბალი მოლეკულური მასით, რომელიც საგულდაგულოდ გაწმენდილია მაკრომოლეკულური კომპონენტებისაგან.

დონა ავსებს გლუკოზამინის ენდოგენურ დეფიციტის, სინოვიალურ სითხეში ასტიმულირებს პროტეოგლიკანებისა და ჰიალურონის მჟავას სინთეზს. იგი ზრდის სახსრის კაფსულის განვლადობას სახსრების ხრტილისა და სინოვიალური მემბრანების უჯრედებში. აღადგენს ფერმენტულ პროცესებს.

გლუკოზამინის სულფატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მაკროფაგების მიერ სუპეროქსიდული რადიკალების წარმოქმნის ბლოკირებით და ლიზოსომური ფერმენტების ინჰიბირებით.

პრეპარატი ქონდროიტინგოგირდმჟავას სინთეზის პროცესში ხელს უწყობს გოგირდის ფიქსაციას, ასრულებს კალციუმის ნორმალურ დეპონირებას ძვლის ქსოვილში. დონა ანელებს და/ან აჩერებს სახსრებში დეგენერაციული პროცესების პროგრესირებას, რაც იწვევს სახსრების ფუნქციის აღდგენასა და ტკივილის სინდრომის კუპირებას.

სულფატები ასევე მონაწილეობენ გლიკოზამინოგლიკანების სინთეზსა და ხრტილის ქსოვილის მეტაბოლიზმში. პროტეოგლიკანების შემადგენლობაში შემავალი გვერდითი ჯაჭვების სულფატურ ეთერებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ხრტილის ელასტიურობის შენარჩუნებისა და ხრტილის მატრიქსში წყლის შეკავების უზრუნველსაყოფად.

მკურნალობის დაწყებიდან ჩვეულებრივ 2 კვირის შემდეგ აღინიშნება კლინიკური სიმპტომების შემცირება, კლინიკური გაუმჯობესების შენარჩუნებით პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 8 კვირის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტკა:

შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ გლუკოზამინის სულფატი სწრაფად და სრულად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მისი აბსორბცია შეადგენს 90%-ს.

განაწილება და გამოყოფა: პრეპარატი კუნთებში შეყვანისას და პერორალურად მიღებისას ადვილად აღწევს ბიოლოგიურ ბარიერებში და უპირატესად ნაწილდება სახსრების ხრტილოვან ქსოვილებში.

T1/2 შეადგენს 68 სთ-ს.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი (მათ შორის მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების ართროზი, ხერხემლის ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი);
  • მუხლზედა ქონდრომალაცია;
  • მხარ-ბეჭის პერიართრიტი.

მიღების წესები და დოზირება:

პერორალურად ინიშნება 1 პაკეტი (1.5 გ) ერთხელ დღეში 6 კვირის განმავლობაში. გამოყენების წინ პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 200 მლ წყალში და გამოყენებული იქნას საკვების მიღებამდე 20 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი შესაძლებელია გავიმეოროთ 2 თვის შემდეგ.

კუნთებში პრეპარატი შეჰყავთ 1 ამპულის (400 მგ) ოდენობით 3-ჯერ კვირაში 4-6 კვირის განმავლობაში. გამოყენების წინ 1 ამპულის (2 მლ) შიგთავსს ხსნიან თანმხლებ გამხსნელში (1 მლ) ერთ შპრიცში.

პრეპარატის კუნთებში შეყვანისას შესაძლებელია მისი კომბინირება პერორალურ მიღებასთან.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ცალკეულ შემთხვევებში – მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა.

ალერგიული რეაქციების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ურტიკარია, ქავილი.

ლიდოკაინის მოქმედებით განპირობებული მოვლენები (კუნთებში შესაყვანი ხსნარი): შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, დიპლოპია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ენისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაბუჟება, ტრემორი, ეიფორია, დეზორიენტაცია, გულის მუშაობის დარღვევა.

უკუჩვენებები:

*გლუკოზამინის სულფატისა და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

*პერორალურად გამოსაყენებელი ფხვნილი შეიცავს ასპარტამს და ამიტომ იგი წინააღმდეგნაჩვენებია ფენილკეტონურიის დროს;

*ვინაიდან კუნთებში შეყვანილი ხსნარი შეიცავს ლიდოკაინს, იგი სიფრთხილით ინიშნება გულის გამტარებლობის მძიმე დარღვევისა და გულის მწვავე უკმარისობისას, ანამნეზში ეპილეფესიური კრუნჩხვების არსებობისას, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ლიდოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ დონას უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი ინექციის სახით სიფრთხილით ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობითა და არტერიული ჰიპოტენზიით შეპყრობილ პაციენტებში.

დონას საინექციო ფორმა სიფრთხილით ინიშნება ბეტა-ადრონებლოკატორებთან, დიგიტოქსინთან, აიმალინთან, ამიოდარონთან, ვერაპამილთან, ქინიდინთან, ნოვოკაინამიდთან, ჰექსენალთან, ნატრიუმის თიოპენტალთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან, B პოლიმიქსინთან, საძილე ან სედატიურ საშუალებებთან, ციმეტიდინთან ერთად.

პედიატრიაში გამოყენება:

ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ დონას უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.

ჭარბი დოზირება:

ჭაბი დოზირების შემთხვევები არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატი შეთავსებადია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და გლუკოკორტიკოიდულ საშუალებებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 25±50C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: ფხვნილი  3 წელი;

ხსნარი  2 წელი.

დომპერიდონი – DOMPERIDONE – ДОМПЕРИДОН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ღებინების საწინააღმდეგო, ცენტრალური დოფამინო რეცეპტორების მაბლოკირებელ საშუალებას. იგი ავლენს ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას, თრგუნავს სლოკინს და ხსნის ზოგიერთ შემთხვევაში გულის რევას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ცენტრალური დოფამინური რეცეპტორების ბლოკადით, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ ფუნქციაზე დოფამინის მაინჰიბირებელი მოქმედების მოხსნას და კუჭის ევაკუატორული და მოძრაობითი აქტივობის გაზრდას.

ჩვენებები

  • სხვადასხვა გენეზის გულისრევა, ღებინება, სლოკინი (ტოქსემიის, სხივური თერაპიის, დიეტის დარღვევის დროს, ზოგიერთი სამკურნალო (მორფინი) საშუალებების გამოყენებისა), ენდოსკოპური და რენტგენოკონტრასტული გამოკვლევებისას პოსტოპერაციული პერიოდში;
  • ოპერაციის შემდგომი ჰიპოტონია და კუჭისა და ნაწლავების ატონია;
  • სანაღვლე გზების დისკინეზია, მეტეორიზმი, რეფლუქსეზოფაგიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
  • დისპეფსიის სხვადასხვა სახეები. გულისრევა და ღებინება რომლებიც გამოწვეულია დოფამინომიმეტური საშუალებების გამოყენებით.

დოზირების რეჟიმი

5 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-30 წთ-ით ადრე, ხოლო აუცილებლობისას დამატებით ინიშნება 10 მგ ძილის წინ. გულისრევისა და ღებინების მწვავე შემთხვევისას, გამოხატული დისპეფსიის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 20 მგ 3-4-ჯერ დღეში.

თირკმელების უკმარისობისას პრეპარატის გამოყენების სიხშირე უნდა შევამციროთ.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად – მომატებული აგზნებადობა და/ან ექსტრაპირამიდული დარღვევები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმები; თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია). სისხლის პლაზმაში პროლაქტინის დონის მომატება, გალაქტორეა, გინეკომასტია.

უკუჩვენებები

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა;

* ნაწლავების მექანიკური გაუვალობა;

* კუჭის ან ნაწლავების პერფორაცია;

* პროლაქტინომა;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

* 1 წლამდე ასაკის ბავშვები;

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის შემთხვევაში.

დომინალი – DOMINAL – ДОМИНАЛ

საერთაშორისო დასახელება:

MOXIFLOXACIN

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: მოქსიფლოქსაცინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 ტაბ.

მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი …………  400 მგ

(მოსიფლოქსაცინის ეკვივალენტური)

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, დიბუთილფთალატი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171) ჰიპრომელოზა 5.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დომინალი წარმოადგენს ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკს პერორალური გამოყენებისათვის. პრეპარატს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება, რომელიც ვლინდება მიკრობული უჯრების დნმ-ის სინთეზის დარღვევით. მოქსიფლოქსაცინი ეფექტურია ბეტა-ლაქტამური და მაკროლიდური ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი მიკროორგანიზმების მიმართ.

დომინალის მიმართ მგრძნობიარეა შემდეგი გრამდადებითი ბაქტერიები: Strptococcus pneumoniae (პენიცილინებისა და მაკროლიდების მიმართ მდგრადი შტამების ჩათვლით), Streptococcus pyogenes (А ჯგუფი), Streptococcus milleri, Streptococcus mitis, Streptococcus agalactiae, Streptococcus dysgalactiae, Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Staphylococcus cohnii, Staphylococcus epidermidis (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus simulans, Corynebacterium diphtheriae;

გრამუარყოფითი ბაქტერიები: Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, Klebsiella oxytoca, Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Escherichia coli, Bordetella pertussis, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter cloacae, Enterobacter intermedius, Enterobacter sakazaki, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia stuartii;

ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides distasonis, Bacteroides eggerthii, Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides uniformis, Fusobacterium spp., Porphyromonas spp., Porphyromonas anaerobius, Porphyromonas asaccharolyticus, Porphyromonas magnus, Prevotella spp., Propionibacterium spp., Clostridium perfringens, Clostridium ramosum;

აგრეთვე Chlamidia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumophila, Coxiella burnettii.

ფარმაკოკინეტკა:

პერორალურად მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს თითქმის 91%-ს. 40 მგ მოქსიფლოქსაცინის ერთჯერადი მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 0.5-4 სთ-ის განმავლობაში და შეადგენს 3,1 მგ/ლ. პრეპარატი სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მისი დაახლოებით 45% უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 ლ/კგ. პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია, რომელიც აღემატება მოქსიფლოქსაცინის დონეს სისხლში, აღინიშნება ფილტვის ქსოვილში (ალვეოლარული მიკროფაგების ჩათვლით), ბრონქების ლორწოვან გარსში, ცხვირის დანამატ წიაღებში, ანთების კერებში. მოქსიფლოქსაცინი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში ციტოქრომ  P450 მიკროსომული ფერმენტული სისტემის მონაწილეობის გარეშე. პრეპარატის დაახლოებით 45% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 12 სთ-ს.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადების სამკურნალოდ:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე სინუსიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

მიღების წესები და დოზირება:

დომინალის რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ.

ტაბლეტი მიიღება დაღეჭვის გარეშე მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად.

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს;

არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს – 10 დღეს;

მწვავე სინუსიტის, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს – 7 დღეს.

დომინალის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში, ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობა (სკალა Child-Pugh ჯგუფები A,B) და/ან თირკმლის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსის ≤30 მლ/წთ/1.73 კვ.მ. ჩათვლთი) მქონე პაციენტებში დოზის კორექციას არ მოითხოვს.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ მოქსიფლოქსაცინი კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენების უმეტესობა (90%-ზე მეტი) ვლინდება მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული ფორმით.

ხშირად – 1-10%, იშვიათად – 0.1-1%, ძალიან იშვიათად – 0.01-0.1%.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – QT ინტერვალის გახანგრძლივება ჰიპოკალემიის მქონე პაციენტებში, იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიულ ჰიპერტენზია, QTინტერვალის გახანგრძლივება ძალიან იშვიათად – არტერიული ჰიპოტენზია, ვაზოდილატაცია, პერიფერიული შეშუპება, სინკოპე;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, ტრანსამინაზების აქტივობის გარდამავალი მატება, იშვიათად – პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, ყაბზობა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, ანორექსია, სტომატიტი, გლოსიტი, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას აქტივობის მატება, ძალიან იშვიათად – გასტრიტი, ენის ფერის შეცვლა, დისფაგია, ფსევდომემბრანული კოლიტი, სიყვითლე, ჰეპატიტი (ძირითადად ქოლესტაზური);

ცენტრალური და პერიფერიული ნერვიული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, იშვიათად – უძილობა, ნევროზული მდგომარეობა, ძილიანობა, შფოთვა, ტრემორი, პარესთეზიები, ძალიან იშვიათად – პათოლოგიური სიზმრები, ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაცია, კუნთების ტონუსის მომატება კორდინაციის დარღვევა, ამნეზია, მეტყველების დარღვევა, ემოციური ლაბილობა, ძილის დარღვევა, მგრნობელობის დაქვეითება, კრუნჩხვის გულყრები, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, ფსიქოზური რეაქციები; ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა;

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ქოშინი, ძალიან იშვიათად – ბრონქოსპაზმი;

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ხშირად – გემოვნების გაუკუღმართება, ძალიან იშვიათად _ მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, გემოს შეგრძნების დაკარგვა, პაროსმია;

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: იშვიათად – ართრალგია, მიალგია, ძალიან იშვიათად – ართრიტი, ტენდოპათია;

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ძალიან იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ანგინონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი;

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – ვაგინალური კანდიდოზი, ვაგინიტი, ძალიან იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

ლაბორატორიული მონაცემები: იშვიათად – ლეიკოპენია, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, ეოზინოფილია, თრომბოციტოზი, ამილაზას აქტივობის მომატება, ძალიან იშვიათად – თრომბოპლასტინის კონცენტრაციის დაქვეითება, პროთრომბინის დროის შემცირება, თრომბოციტოპენია, ანემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერურიკემია, ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება;

სხვა: იშვიათად – ზოგადი სისუსტე, ტკივილი გულმკერდის არეში, ოფლიანობა, ძალიან იშვიათად – ტკივილი მენიჯს არეში, სახის შეშუპება, ტკივილი ზურგის არეში, ფეხების ტკივილი.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა მოქსიფლოქსაცინის, ქინოლონების, პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ;

*18 წლამდე ასაკი;

*ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

დომინალის გამოყენება ორსულებში უკუნაჩვენებია.

მოქსიფლოქსაცინი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში დომინალის გამოყენება უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

დომინალით მკურნალობის დროს ზოგიერთ პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს QTინტერვალის გახანგრძლივებაა, ამიტომ პრეპარატის მიღებას თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებული QT ინტერვალის, ჰიპოკალემიის მქონე პაციენტებმა.

არითმიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მაგ. კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე იშემიის დროს) პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება, რადგანაც განსაკუთრებით ასეთ პაციენტებში მატულობს პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკი (სიცოცხლისათვის სახიფათო პარკუჭების ფიბრილაციის განვითარების რისკის ჩათვლით).

QT ინტერვალის გახანგრძლივების ხარისხი შესაძლებელია გაიზარდოს პრეპარატის კონცენტრაციის მომატებისას, ამიტომ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება მიზანშეწონილი არ არის.

დომინალით მკურნალობის დროს მატულობს კრუნჩხვითი გულყრის განვითრების რისკი, ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ის დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს კრუნჩხვითი გულყრა ან შეუძლია განაპირობონ მისი განვითარება.

ეპილეფსიით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებით ხანდაზმულ და იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ერთდროულად კორტიკოსტეროიდებით და მოქსიფლოქსაცინით, შესაძლებელია ტენდოვაგინიტის განვითარება ან მყესის გაგლეჯა. ტკივილის ან მყესის ანთების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დომინალის მიღება უნდა შეწყდეს და მოხდეს დაზიანებული კიდურის იმობილიზაცია.

დომინალის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს (სკალა Child-Pugh , ჯგუფი C ) რეკომენდებული არ არის.

დომინალით მკურნალობის ფონზე მძიმედ მიმდინარე დიარეის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა. უკანასკნელის გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება მზის სხივებისგან და ულტრაიისფერი დასხივებისაგან.

მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: საკითხი ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე წყდება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის პრეპარატის მიღებაზე მისი რეაქციის შეფასების შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

მკურნალობა: პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, ადეკვატური ჰიდრატაცია, გააქტივებუული ნახშირის მიღება; ეკგ-ის მონიტორინგი (QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით), სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ანტაციდების, მინერალური ნივთიერებების, პოლივიტამინების დომინალთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მოქსიფლოქსაცინის შეწოვის დარღვევა (პოლივალენტურ კათიონებთან ქელატური კომპლექსების წარმოქმნის შედეგად) და შესაბამისად სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაქვეითება. ამასთან დაკავშირებით ანტაციდები, ანტირეტროვირუსული და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინს და რკინას, მიიღება მინიმუმ 4 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ში დომინალის მიღების შემდეგ.

ერთდროული გამოყენებისას რანიტიდინი უმნიშვნელოდ ცვლის მოქსიფლოქსაცინის აბსორბციას.

დომინალის ერთდროული გამოყენებისას IA კლასის (ქინიდინი, პროკაინამიდი) ან III კლასის (ამიოდარონი, სოტალოლი) ანტიარითმიულ პრეპარატებთან, აგრეთვე პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს (ციზაპრიდი, ერითრომიცინი, ნეიროლეფსიური საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) შესაძლებელია აღინიშნოს ადიტიური მოქმედება.

ანტიბიოტიკებისა (მათ შორის მოქსიფლოქსაცინის) და ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ანტიკოაგულანტების აქტივობის მომატება. რისკის ფაქტორს მიეკუთვნება ანთებითი პროცესით თანდართული ინფექციური დაავადება. მიუხედავათ იმისა, რომ არ აღინიშნა ურთიერთქმედება ვარფარინსა და მოქსიფლოქსაცინს შორის, პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ამ პრეპარატებით კომბინიერებულ მკურნალობას, აუცილებელია პროთრომბინის დროის მონიტორინგი, საჭიროებისას – პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

პრეპარატის სხვა ქინოლონებთან გამოყენებისას QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი მატულობს.

ერთდროული გამოყენებისას დომინალი უმნიშვნელოდ ცვლის დიგოქსინის, ატენოლოლის და პარენტერულად შეყვანილი მორფინის ფარმაკოკინეტურ პარამეტრებს.

გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდის ტენდოვაგინიტის განვითარების ან მყესის გაგლეჯის რისკს.

პრობენეციდისა და მოქსიფლოქსაცინის ერთდროული გამოყენება არ საჭიროებს დოზის კორექციას.

400 მგ მოქსიფლოქსაცინის და გააქტივებული ნახშირის ერთდროული მიღებისას დომინალის სისტემური ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად ქვეითდება (80%-ზე მეტი) მისი აბსორბციის შენელების შედეგად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!