მთავარი წაკითხვა გვერდი 629

დომპერიდონი – DOMPERIDONE – ДОМПЕРИДОН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ღებინების საწინააღმდეგო, ცენტრალური დოფამინო რეცეპტორების მაბლოკირებელ საშუალებას. იგი ავლენს ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას, თრგუნავს სლოკინს და ხსნის ზოგიერთ შემთხვევაში გულის რევას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ცენტრალური დოფამინური რეცეპტორების ბლოკადით, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ ფუნქციაზე დოფამინის მაინჰიბირებელი მოქმედების მოხსნას და კუჭის ევაკუატორული და მოძრაობითი აქტივობის გაზრდას.

ჩვენებები

  • სხვადასხვა გენეზის გულისრევა, ღებინება, სლოკინი (ტოქსემიის, სხივური თერაპიის, დიეტის დარღვევის დროს, ზოგიერთი სამკურნალო (მორფინი) საშუალებების გამოყენებისა), ენდოსკოპური და რენტგენოკონტრასტული გამოკვლევებისას პოსტოპერაციული პერიოდში;
  • ოპერაციის შემდგომი ჰიპოტონია და კუჭისა და ნაწლავების ატონია;
  • სანაღვლე გზების დისკინეზია, მეტეორიზმი, რეფლუქსეზოფაგიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
  • დისპეფსიის სხვადასხვა სახეები. გულისრევა და ღებინება რომლებიც გამოწვეულია დოფამინომიმეტური საშუალებების გამოყენებით.

დოზირების რეჟიმი

5 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-30 წთ-ით ადრე, ხოლო აუცილებლობისას დამატებით ინიშნება 10 მგ ძილის წინ. გულისრევისა და ღებინების მწვავე შემთხვევისას, გამოხატული დისპეფსიის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 20 მგ 3-4-ჯერ დღეში.

თირკმელების უკმარისობისას პრეპარატის გამოყენების სიხშირე უნდა შევამციროთ.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად – მომატებული აგზნებადობა და/ან ექსტრაპირამიდული დარღვევები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმები; თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია). სისხლის პლაზმაში პროლაქტინის დონის მომატება, გალაქტორეა, გინეკომასტია.

უკუჩვენებები

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა;

* ნაწლავების მექანიკური გაუვალობა;

* კუჭის ან ნაწლავების პერფორაცია;

* პროლაქტინომა;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

* 1 წლამდე ასაკის ბავშვები;

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის შემთხვევაში.

დომინალი – DOMINAL – ДОМИНАЛ

საერთაშორისო დასახელება:

MOXIFLOXACIN

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: მოქსიფლოქსაცინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 ტაბ.

მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი …………  400 მგ

(მოსიფლოქსაცინის ეკვივალენტური)

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, დიბუთილფთალატი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171) ჰიპრომელოზა 5.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დომინალი წარმოადგენს ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკს პერორალური გამოყენებისათვის. პრეპარატს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება, რომელიც ვლინდება მიკრობული უჯრების დნმ-ის სინთეზის დარღვევით. მოქსიფლოქსაცინი ეფექტურია ბეტა-ლაქტამური და მაკროლიდური ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი მიკროორგანიზმების მიმართ.

დომინალის მიმართ მგრძნობიარეა შემდეგი გრამდადებითი ბაქტერიები: Strptococcus pneumoniae (პენიცილინებისა და მაკროლიდების მიმართ მდგრადი შტამების ჩათვლით), Streptococcus pyogenes (А ჯგუფი), Streptococcus milleri, Streptococcus mitis, Streptococcus agalactiae, Streptococcus dysgalactiae, Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Staphylococcus cohnii, Staphylococcus epidermidis (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus simulans, Corynebacterium diphtheriae;

გრამუარყოფითი ბაქტერიები: Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, Klebsiella oxytoca, Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Escherichia coli, Bordetella pertussis, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter cloacae, Enterobacter intermedius, Enterobacter sakazaki, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia stuartii;

ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides distasonis, Bacteroides eggerthii, Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides uniformis, Fusobacterium spp., Porphyromonas spp., Porphyromonas anaerobius, Porphyromonas asaccharolyticus, Porphyromonas magnus, Prevotella spp., Propionibacterium spp., Clostridium perfringens, Clostridium ramosum;

აგრეთვე Chlamidia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumophila, Coxiella burnettii.

ფარმაკოკინეტკა:

პერორალურად მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს თითქმის 91%-ს. 40 მგ მოქსიფლოქსაცინის ერთჯერადი მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 0.5-4 სთ-ის განმავლობაში და შეადგენს 3,1 მგ/ლ. პრეპარატი სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მისი დაახლოებით 45% უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 ლ/კგ. პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია, რომელიც აღემატება მოქსიფლოქსაცინის დონეს სისხლში, აღინიშნება ფილტვის ქსოვილში (ალვეოლარული მიკროფაგების ჩათვლით), ბრონქების ლორწოვან გარსში, ცხვირის დანამატ წიაღებში, ანთების კერებში. მოქსიფლოქსაცინი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში ციტოქრომ  P450 მიკროსომული ფერმენტული სისტემის მონაწილეობის გარეშე. პრეპარატის დაახლოებით 45% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 12 სთ-ს.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადების სამკურნალოდ:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე სინუსიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

მიღების წესები და დოზირება:

დომინალის რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ.

ტაბლეტი მიიღება დაღეჭვის გარეშე მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად.

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს;

არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს – 10 დღეს;

მწვავე სინუსიტის, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს – 7 დღეს.

დომინალის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში, ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობა (სკალა Child-Pugh ჯგუფები A,B) და/ან თირკმლის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსის ≤30 მლ/წთ/1.73 კვ.მ. ჩათვლთი) მქონე პაციენტებში დოზის კორექციას არ მოითხოვს.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ მოქსიფლოქსაცინი კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენების უმეტესობა (90%-ზე მეტი) ვლინდება მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული ფორმით.

ხშირად – 1-10%, იშვიათად – 0.1-1%, ძალიან იშვიათად – 0.01-0.1%.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – QT ინტერვალის გახანგრძლივება ჰიპოკალემიის მქონე პაციენტებში, იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიულ ჰიპერტენზია, QTინტერვალის გახანგრძლივება ძალიან იშვიათად – არტერიული ჰიპოტენზია, ვაზოდილატაცია, პერიფერიული შეშუპება, სინკოპე;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, ტრანსამინაზების აქტივობის გარდამავალი მატება, იშვიათად – პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, ყაბზობა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, ანორექსია, სტომატიტი, გლოსიტი, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას აქტივობის მატება, ძალიან იშვიათად – გასტრიტი, ენის ფერის შეცვლა, დისფაგია, ფსევდომემბრანული კოლიტი, სიყვითლე, ჰეპატიტი (ძირითადად ქოლესტაზური);

ცენტრალური და პერიფერიული ნერვიული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, იშვიათად – უძილობა, ნევროზული მდგომარეობა, ძილიანობა, შფოთვა, ტრემორი, პარესთეზიები, ძალიან იშვიათად – პათოლოგიური სიზმრები, ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაცია, კუნთების ტონუსის მომატება კორდინაციის დარღვევა, ამნეზია, მეტყველების დარღვევა, ემოციური ლაბილობა, ძილის დარღვევა, მგრნობელობის დაქვეითება, კრუნჩხვის გულყრები, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, ფსიქოზური რეაქციები; ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა;

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ქოშინი, ძალიან იშვიათად – ბრონქოსპაზმი;

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ხშირად – გემოვნების გაუკუღმართება, ძალიან იშვიათად _ მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, გემოს შეგრძნების დაკარგვა, პაროსმია;

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: იშვიათად – ართრალგია, მიალგია, ძალიან იშვიათად – ართრიტი, ტენდოპათია;

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ძალიან იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ანგინონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი;

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – ვაგინალური კანდიდოზი, ვაგინიტი, ძალიან იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

ლაბორატორიული მონაცემები: იშვიათად – ლეიკოპენია, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, ეოზინოფილია, თრომბოციტოზი, ამილაზას აქტივობის მომატება, ძალიან იშვიათად – თრომბოპლასტინის კონცენტრაციის დაქვეითება, პროთრომბინის დროის შემცირება, თრომბოციტოპენია, ანემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერურიკემია, ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება;

სხვა: იშვიათად – ზოგადი სისუსტე, ტკივილი გულმკერდის არეში, ოფლიანობა, ძალიან იშვიათად – ტკივილი მენიჯს არეში, სახის შეშუპება, ტკივილი ზურგის არეში, ფეხების ტკივილი.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა მოქსიფლოქსაცინის, ქინოლონების, პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ;

*18 წლამდე ასაკი;

*ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

დომინალის გამოყენება ორსულებში უკუნაჩვენებია.

მოქსიფლოქსაცინი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში დომინალის გამოყენება უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

დომინალით მკურნალობის დროს ზოგიერთ პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს QTინტერვალის გახანგრძლივებაა, ამიტომ პრეპარატის მიღებას თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებული QT ინტერვალის, ჰიპოკალემიის მქონე პაციენტებმა.

არითმიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მაგ. კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე იშემიის დროს) პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება, რადგანაც განსაკუთრებით ასეთ პაციენტებში მატულობს პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკი (სიცოცხლისათვის სახიფათო პარკუჭების ფიბრილაციის განვითარების რისკის ჩათვლით).

QT ინტერვალის გახანგრძლივების ხარისხი შესაძლებელია გაიზარდოს პრეპარატის კონცენტრაციის მომატებისას, ამიტომ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება მიზანშეწონილი არ არის.

დომინალით მკურნალობის დროს მატულობს კრუნჩხვითი გულყრის განვითრების რისკი, ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ის დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს კრუნჩხვითი გულყრა ან შეუძლია განაპირობონ მისი განვითარება.

ეპილეფსიით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებით ხანდაზმულ და იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ერთდროულად კორტიკოსტეროიდებით და მოქსიფლოქსაცინით, შესაძლებელია ტენდოვაგინიტის განვითარება ან მყესის გაგლეჯა. ტკივილის ან მყესის ანთების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დომინალის მიღება უნდა შეწყდეს და მოხდეს დაზიანებული კიდურის იმობილიზაცია.

დომინალის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს (სკალა Child-Pugh , ჯგუფი C ) რეკომენდებული არ არის.

დომინალით მკურნალობის ფონზე მძიმედ მიმდინარე დიარეის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა. უკანასკნელის გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება მზის სხივებისგან და ულტრაიისფერი დასხივებისაგან.

მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: საკითხი ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე წყდება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის პრეპარატის მიღებაზე მისი რეაქციის შეფასების შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

მკურნალობა: პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, ადეკვატური ჰიდრატაცია, გააქტივებუული ნახშირის მიღება; ეკგ-ის მონიტორინგი (QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით), სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ანტაციდების, მინერალური ნივთიერებების, პოლივიტამინების დომინალთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მოქსიფლოქსაცინის შეწოვის დარღვევა (პოლივალენტურ კათიონებთან ქელატური კომპლექსების წარმოქმნის შედეგად) და შესაბამისად სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაქვეითება. ამასთან დაკავშირებით ანტაციდები, ანტირეტროვირუსული და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინს და რკინას, მიიღება მინიმუმ 4 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ში დომინალის მიღების შემდეგ.

ერთდროული გამოყენებისას რანიტიდინი უმნიშვნელოდ ცვლის მოქსიფლოქსაცინის აბსორბციას.

დომინალის ერთდროული გამოყენებისას IA კლასის (ქინიდინი, პროკაინამიდი) ან III კლასის (ამიოდარონი, სოტალოლი) ანტიარითმიულ პრეპარატებთან, აგრეთვე პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს (ციზაპრიდი, ერითრომიცინი, ნეიროლეფსიური საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) შესაძლებელია აღინიშნოს ადიტიური მოქმედება.

ანტიბიოტიკებისა (მათ შორის მოქსიფლოქსაცინის) და ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ანტიკოაგულანტების აქტივობის მომატება. რისკის ფაქტორს მიეკუთვნება ანთებითი პროცესით თანდართული ინფექციური დაავადება. მიუხედავათ იმისა, რომ არ აღინიშნა ურთიერთქმედება ვარფარინსა და მოქსიფლოქსაცინს შორის, პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ამ პრეპარატებით კომბინიერებულ მკურნალობას, აუცილებელია პროთრომბინის დროის მონიტორინგი, საჭიროებისას – პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

პრეპარატის სხვა ქინოლონებთან გამოყენებისას QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი მატულობს.

ერთდროული გამოყენებისას დომინალი უმნიშვნელოდ ცვლის დიგოქსინის, ატენოლოლის და პარენტერულად შეყვანილი მორფინის ფარმაკოკინეტურ პარამეტრებს.

გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდის ტენდოვაგინიტის განვითარების ან მყესის გაგლეჯის რისკს.

პრობენეციდისა და მოქსიფლოქსაცინის ერთდროული გამოყენება არ საჭიროებს დოზის კორექციას.

400 მგ მოქსიფლოქსაცინის და გააქტივებული ნახშირის ერთდროული მიღებისას დომინალის სისტემური ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად ქვეითდება (80%-ზე მეტი) მისი აბსორბციის შენელების შედეგად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დოლოფენი – DOLOFEN – ДОЛОФЕН

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება :

დიკლოფენაკი

მწარმოებელი : შპს “ ავერსი – რაციონალი ” ( საქართველო ).

ძირითადი ფიზიკურ – ქიმიური თვისებები :

მოწითალო – ყავისფერი , მრგვალი ფორმის შემოგარსული ტაბლეტები , ორმხრივ ამობურცული ზედაპირით , ცალ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა – K50 .

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

კალიუმის დიკლოფენაკი – 50 მგ ;

დამხმარე ნივთიერებები : კალციუმის ფოსფატი ორფუძიანი ,                მიკროკრისტალურიცელულოზა, სიმინდის სახამებელი , პოვიდონი K 30, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი , ნატრიუმისსახამებლის გლიკოლატი , მაგნიუმის სტეარატი, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი, პოლიეთილენგლიკოლი 400, პოლიეთილენგლიკოლი 6000.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი :

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება .

ფარმაკოლოგიური თვისებები :

დიკლოფენაკ ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი , ანთების საწინააღმდეგო დასიცხის დამწევი მოქმედებით .

ვრცლად დიკფლამ კ

დოლობენე – DOLOBENE – ДОЛОБЕНЕ

საერთაშორისო დასახელება:

DEXPANTHENOL;DIMETHYL SULFOXIDE

მწარმოებელი: MERCKLE

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი გამოყენების პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი ტუბში 50 გ და 100 გ

1 გ

დექსაპანთენოლი …………………….    25 მგ

დიმეთილსულფოქსიდი …………….   66.6 მგ

ჰეპარინ ნატრიუმი ……………………. 500 სე

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი შემდეგი კომპონენტებით.: დიმეთილსულფოქსიდი, ჰეპარინ ნატრიუმი და დექსპანთენოლი.

დიმეთილსულფოქსიდს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. იგი აღწევს ბიოლოგიურ მემბრანაში, მათ შორის კანში იგი ხელს უწყობს მასთან ერთად გამოყენებული საშუალებების ქსოვილებში კარგ და შედარებით ღრმად შეღწევას.

ჰეპარინი ქსოვილებში ბიოგენური ამინების ინაქტივაციის გამო ავლენს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, აუმჯობესებს სისხლის ადგილობრივ ცირკულაციას. ჰეპარინი თრგუნავს ჰიალურონიდაზას მოქმედებას, რაც ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციის პროცესს. იგი სწრაფად აღწევს კანში, მისი კანის ზედაპირზე დატანებიდან ერთი საათის განმავლობაში ქსოვილებში აღინიშნება ჰეპარინის იმდენივე კონცენტრაცია, რაც 5000სე ჰეპარინის ვენაში შეყვანისას.

დექსპანთენოლი ავლენს ანთების საწინააღმდეგო და დერმატოპროტექტულ მოქმედებას, ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესს. შეწოვის შემდეგ იგი მეტაბოლიზდება პანთოტენის მჟავად, რომელიც მოქმედებს ნივთირებათა ცვლის მრავალრიცხოვან პროცესებზე, ვინაიდან წარმოადგენს კოენზიმ A-ს შემადგენელ ნაწილს. ეპითელიზაციისა და გრანულაციის პროცესების გაუმჯობესების ხარჯზე ხელს უწყობს კანის დაზიანებული უბნის რეგენერაციის უნარს.

ჩვენებები:

 

  • ჰემატომები და რბილი ქსოვილების, კუნთებისა და მყესების ანთებები, ტრავმები, კომპრესია;
  • ნევრალგია;
  • სახსრების ტრავმები  დაჭიმულობით;
  • მხრისა და ლავიწის ძვლის პერიართრიტი, მხრის ეპიკონდილიტი (“ჩოგბურთელის იდაყვი”), ტენდინიტები (მყესების ანთება), ტენდოვაგინიტები (მყესების ბუდის ანთება), ბურსიტები (სახსრების ლორწოვანი ჩანთის ანთება);
  • ართრიტები, მადეფორმირებელი ოსტეოართრიტი (პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანების დროს);
  • ზედაპირული თრომბოფლებიტები, ვენური უკმარისობის ფონზე ტროფიკული წყლულები.

 

უკუჩვენებები:

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

* ბრონქული ასთმა;

* გულ-სისხლძარღვთა სისტემების გამოხატული დარღვევები (მძიმე ფორმის სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, გამოხატული ათეროსკლეროზი);

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვთა ასაკი (5 წლამდე);

* პრეპარატის გამოყენება ლორწოვან გარსზე (თვალი, ცხვირი და პირი), აგრეთვე ღია ჭრილობაზე ან კანის დაზიანებულ უბანზე (მაგ; დასხივების ან მზის სხივებით გამოწვეული ძლიერი დამწვრობა, ოპერაციის შემდგომი მოუშუშებელი ნაწიბურები) დაუშვებელია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ზოგიერთ ცხოველზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების შედეგად, დადგენილ იქნა დიმეთილსულფოქსიდის ტერატოგენული ეფექტი, ხოლო მისი ორსულებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი, რის გამოც დოლობენეს გამოყენება ორსულობის პერიოდში წინააღმდეგნაჩვენებია. დიმეთილსულფოქსიდი აღწევს დედის რძეში, რის გამოც მისი ლაქტაციის პეიოდში გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ან მტკივნეულ უბანზე (შეშუპება, ანთება), თავიდან უნდა ავიცილოთ მისი დატანება ღია ჭრილობაზე. დაზიანებულ მუხლზე პრეპარატის დატანების მიზნით საჭიროა ტუბიდან 3-4 სმ-ის ოდენობის გელი გამოვდევნოთ. პროცედურას იმეორებენ 2-4-ჯერ დღეში 7-10 დღის განმავობაში, ტკივილის, შეშუპების, ანთების გაქრობამდე. პრეპარატის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში, თუკი არ აღინიშნება სასურველი შედეგი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კანქვეშ და იგი არ ტოვებს ლაქას თეთრეულზე. მის შემადგენლობაში შემავალი სპირტი (იზოპროპანოლი), გელის დატანების შემდეგ ხელს უწყობს დაზიანებული უბნის გაგრილებას. აღნიშნული ეფექტი ძლიერდება, როდესაც გელი ინახება მაცივარში, აგრეთვე როდესაც იგი მიიღება ცხელ ამინდში. კანის დაზიანებული ზედაპირი წინასწარ უნდა გასუფთავდეს კოსმეტიკისგან, სხვა სამკურნალო და ქიმიური ნივთიერებებისგან. იმ შემთხვევაში როდესაც აუცილებელია ნახვევის დაფიქისრება, საჭიროა დავაყოვნოთ მანამ, სანამ გელი სრულად არ შეიწოვება. პრეპარატის ღია ჭრილობაზე მოხვედრა იწვევს ტკივილს. რაც გამოწვეულია მის შემადგენობაში შემავალი სპირტის არსებობით. დოლობენეს გამოყენება იონოფორეზის დროს დასაშვებია.

განსაკუთრებული მითითებები:

ელექტრული დენით მკურნალობა იწვევს კანის გაღიზიანებას. დოლობენეს გამოყენების წინ საგულდაგულოდ უნდა წავიკითხოთ მოწყობილობის ინსტრუქცია, რათა დოლობენეს გამოყენებისას არ გავაძლიეროთ ადგილობრივი რეაქციები. ყურადღება უნდა მიექცეს ელექტროდების სველი ღრუბლით დაფარვას. პრეპარატი წარმოადგენს კარგ კონტაქტურ გელს (ფონოფორეზის) თერაპიის დროს. პრეპარატის მოქმედი ნივთიერებები (დიმეთილსულფოქსიდი და ჰეპარინი) ულტრაბგერითი ტალღის მოქმედებას აძლიერებენ.

გვერდითი მოვლენები:

ხშირად აღინიშნება კანის მხრივ ადგილობრივი რეაქციები (სიწითლე, ქავილი და წვის შეგრძნება), რომელიც თავისით ქრება მკურნალობის პროცესში. იშვიათად მოსალოდნელია კანის ზოგადი სახის ალერგიული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ურტიკარია და კვინკეს შეშუპება.

პაციენტებს, რომლებიც იღებენ დოლობენეს იშვიათად შესაძლებელია აღენიშნოთ პირიდან ნივრის სუნი., ზოგიერთებს – გემოს შეგრძნების ცვლილება, რომელიც რამდენიმე წთ-ში ქრება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ადგილობრივად მოქმედი სხვა საშუალებებისა და დოლობენეს ერთდროული გამოყენება ხელს უწყობს კანქვეშ მათი შეღწევის მკვეთრ გაძლიერებას.

დოლობენესა და სულინდაკის კომბინაციისას მოსალოდნელია მძიმე ტოქსიკური რეაქციის (პერიფერიული ნეიროპათია) განვითარება.

ჭარბი დოზირება:

არ მოიპოვება მონაცემები.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 25ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

დოლარენის სუსპენზია – DOLAREN suspsnsion – ДОЛАРЕН суспензия

ყოველი   5  მგ

შეიცავს:

პარაცეტამოლი  ბრ. ფ.       162,5 მგ                                                                               იბუპროფენი  ბრ. ფ.          100,0მგ

კლინიკური  ფარმაკოლოგია:

პარაცეტამოლი  არის  პერიფერიული  მოქმედების  ანალგეტიკი,  რომელიც  კარგად  შეიწოვება  პეროლარულად.

ანაფერონი  ახდენს  ანალგეზიურ  მოქმედებას  ტკივილის  ზღვარის  მომატების  გზით  და  სიცხის  დამწევ  მოქმედებას  ჰიპოთალამუსში   ტემპერატურის  რეგულაციის  ცენტრზე  ზემოქმედებით.  იბუპროფენს  გააჩნია   ანალგეზიური  და  სიცხის  დამწევი   მოქმედებები.  მისი  ზემოქმედება,რომელიც  არასტეროიდული,  ანთების  სა  წინააღმდეგო  საშუალებების  ანალოგიურია,ჯერ  კიდევ  სრულად  არ  არის  ახსნილი,  შეიძლება  დაკავშირებული  იყოს  პროსტაგლანდინების  სინთეზის  დათრგუნვასთან.

მნიშვნელოვანი    უპირატესობები:

–         უსაფრთხო  კომბინაცია

–         შეიძლება  გამოყენებული  იყოს  როგორც  მოკლევადიანი,  ისე  გრძელვადიანი  მკურნალობის  კურსისათვის

–         ახდენს   ძლიერი  ანთების  საწინააღმდეგო  მოქმედებას   ხანმოკლე  დროში

–         იბუპროფენისა  და  პარაცეტამოლის  სინერგიული  მოქმედების  გამო  მცირდება  მათი  ინდივიდუალური  დოზირება.

–         ხსნის  ტკივილს  15-30 წუთის  განმავლობაში.

გამოყენების  ჩვენებები:

დოლარენის  სუსპენზია  გამოიყენება  ტკივილის  მოსახსნელად,  ჩონჩხ- კუნთოვან ტკივილთან  დაკავშირებული  ცხელებისა  და  ანთების  დროს,  ქრონიკული  ახალგაზრდული  ართრიტის,  მწვავე  პოდაგრის  დროს.

უკუჩვენებები:

დოლარენის  სუსპენზია  უკუნაჩვენებია  იმ  პაციენტებისათვის,  რომლებსაც  ადრე  აღენიშნათ  მომატებული  მგრძნობელობა  ამ  პრეპარატისადმი.

სიფრთხილის   ზომები:

მომატებული  მგრძნობელობის  იშვიათი  რეაქციის  განვითარებისას  პრეპარატის  მიღება  უნდა  შეწყდეს.

გაფრთხილებები:

არ  ენიშნებათ  ანამნეზში    ბრონქული  ასთმისა  და  კუჭის  წყლულის  მქონე  პაციენტებს.

დოზირება:

ძუძუთი  კვებაზე  მყოფი  ბავშვებისათვის  -2,5 მლ  დღეში  ჭამის  შემდეგ.

2-12  წლის  ნავშვებისათვის: 5 მლ  დღეში  სამჯერ  ჭამის  სემდეგ.

გამოყენებამდე  ფლაკონი  კარგათ  უნდა შეინჯღრეს.

გამოყენების  ფორმა :ქარვისფერი  პლასტმასის  ფლაკონი.

მწარმოებელი:

ნაბროს ფარმა პვტ.ლტდ.

ნ.ჰ N 8, კაჯიპურა, კჰედას  ოლქი.

დოლარენი ტაბლეტები – DOLAREN Tabs – ДОЛАРЕН Таблетки

შემადგენლობა:

დიკლოფენაკ  ნატრიუმი   ბრ. ფ ……….50 მგ

( გრანულებში  ენტეროსოლუბილური  გარსით)

პარაცეტამოლი    ბრ. ფ ………500 მგ

აღწერა:

დოლარენი – დიკლოფენაკ  ნატრიუმისა   (გრანულებში  ენტეროსოლუბილური  გარსით )  და  პარაცეტამოლის  კომბინაციაა.

დიკლოფენაკი – არასტეროიდული  ანთების  საწინააღმდეგო  პრეპარატია, რომელიც  ეფექტურია  ანთებითი  პროცესების  დროს.  პრეპარატის  შემადგენლობაში  შემავალი  პარაცეტამოლი – ფართოდ  გამოიყენება  ანალფეზიური  და  სიცხის  დამწევი  საშუალების  სახით,  რომელიც  კარგი  ამტანობით  ხასიათდება. პარაცეტამოლი  აძლიერებს  და  ხელს  უწყობს  დიკლოფენაკის  მოქმედებას.

დოზირება  და  მიღება:

მოზრდილები  და  12  წელზე  უფროსი  ასაკის  ბავშვები:

1   ტაბლეტი  2 /ან 3 – ჯერ  დღეში  საკვების  მიღების  შემდეგ,  ან  ექიმის  დანიშნულების  მიხედვით.

გადაყლაპვა  საჭიროა  მთლიანად. დაღეჭვა  არ  შეიძლება.

ჩვენებები:

თავის  ტკივილები, სტომატოლოგიური  დაავადებებისას  არსებული  ტკივილები, დისმენორეა, სპორტული  და  სამგზავრო  ტრავმები, რევმატიზმი,  ართრიტი,  ლუმბაგო, ბურსიტი, იშიალგია, სხვადახვა  ეტიოლოგიის  ტემპერატურის  მომატება.

გვერდითი  მოვლენები:

უნდა  გვახსოვდეს,  რომ  გვერდითი  ეფექტების  გამოვლენა  ძირითადად  დოზა  დამოკიდებული  და  განსხვავებულია  სხვადასხვა  ინდივიდში.  განსაკუთრებით  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტიდან  სისხლდენების  რისკი (წყლული, ლორწოვანის  დეფექტები, კუჭის  ლორწოვანი  გარსის  ათება ), დამოკიდებულია  დოზაზე  და  მკურნალობის  ხანგრძლივობაზე.

კუჭ – ნაწლავის  ტრაქტი:  საკმაოდ  ხშირია   ( >  10 % )  გულისრევა,ღებინება,  დიარეა,  უმნიშვნელო  სისხლდენების  შემთხვევები,  რამაც  ინდივიდუალურ  შემთხვევაში  შეიძლება  გამოიწვიოს  ანემია.

ხშირად  შესაძლებელია  (> 1 %  –

ძალიან  იშვიათად  (> 0.1 % –

ძალიან  იშვიათად  (

ძალიან  იშვიათად  (

ცენტრალური  ნერვული  სისტემა  და  სენსორული  ორგანოები

ხშირია   (>1% –

ძალიან იშვიათია  (

ძალიან  იშვიათ  შემთხვევაში  (

კანი

შესაძლებელია  გამოვლინდეს (> 1%-0.1%-

თირკმელი

ძალიან  იშვიათად  (

ღვიძლი

ხშირია  (>1%-

იშვიათია  (>0.1%-

პანკრეასი

ძალიან  იშვიათად  (0.01%)  დაფიქსირდა პანკრეასის  ანთებითი  მოვლენები.

სისხლი

იშვიათ  შემთხვევებში (>0.1%-

ძალიან  იშვიათ შემთვევასი  (

გულ-სისხლძარღვთა   სისტემა

ძალიან  იშვიათ  შემთხვევებში  (

უკუჩვენებები:

  • დიკლოფენაკ  ნატრიუმის  და  მისი  კომპონენტების  მიმართ  მომატებული  მგრძნობელობა.
  • უცნობი  ეთიოლოგიის  სისხლწარმომქმნელი  ფუნქციის  დარღვევა, კოაგულაციის  დარღვევა.
  • კუჭის  და /ან  დუოდენალური  წყლული.
  • ორსულობის  ბოლო  ტრიმესტრი.
  • ცერებრული  ჰემორაგიები, სისხლდენები  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტიდან  და  სხვა  მწვავე  სისხლდენები.
  • ბავშვები  და  15  წლამდე  მოზარდები.

ურთიერთქმედება  სხვა  სამკურნალო  საშუალებებთან:

გთხოვთ  მიმართოთ  ექიმს  ან  ფარმაცევტს  თუ  თქვენ  იღებთ  რომელიმე  სხვა  პრეპარატს. გთხოვთ  გაითვალისწინოთ,  რომ  ეს  ინფორმაცია  ასევე  ეხება  იმ პრეპარატებსაც  რომლებსაც  იღებდით  უახლოეს  პერიოდში.

ერთდროული   გამოყენებისას, დიკლო-დენკ  50  შეუძლია  გაზარდოს  ლითიუმის, ფენიტოინის, დიგოქსინის  პლაზმური  კონცეტრაცია. აუცილებელია  სისხლში  ლითიუმის  კონცეტრაციის  კონტროლი.

მას  შეუძლია  შეამციროს  დეჰიდრატაციული  და  არტერიულ  წნევაზე  მოქმედი  (შარდმდენი  და  ანტიჰიპერტენზიული  საშუალებები) პრეპარატების  ეფექტი.

დიკლოფენაკ  ნატრიუმს  შეუძლია  შეამციროს  ანგიოტენზინგარდამქმნელი  ფერმენტების  ინჰიბიტორების  (გულის  უკმარისობის  და  არტერიული  წნევის    შეიძლება  ასევე  გაზარდოს  თირკმლის  ფუნქციის  დარღვევის  რისკი. კალიუმის   შემნახველ  შარდმდენ  პრეპარატებთან  ერთდროულმა  გამოყენებამ  შეიძლება  გამოიწვიოს  შრატში  კალიუმის  მომატება.

ერთდროული  გამოყენება  გლუკოკორტიკოიდებთან,  ან  სხვა  არასტეროიდულ  ანთების  საწინააღმდეგო  პრეპარატებთან  ზრდის  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტის  ფუნქციის  დარღვევის  რისკს (იხ.გვერდითი  ეფექტები).

დიკლო-დენკ  50  გამოყენება  მეთოტრექსატის მიღებამდე  24  სთ-ით ადრე  ან  გვიან,  ზრდის  მეთოტრექსატის  კონცეტრაციას  და  მის  არასასურველ  ეფექტებს.

პრობენეციდის  ან  სულფინპირაზონის  შემცველ  პრეპარატებს (პოდაგრის  სამკურნალო  პრეპარატები)  შეუძლიათ  შეაფერხონ  დიკლოფენაკის  ელიმინაცია. ამან  შეიძლება  ორგანიზმში  გამოიწვიოს  დიკლოფენაკ  ნატრიუმის  კონცეტრაციის გაზრდა  და  პრეპარატის  გვერდითი  ეფექტებს  გამოვლენა.

შენახვის  პირობები: ინახება  გრილ, მშრალ  ადგილას, 25  0C-მდე.

შენახვის   ვადა: 3  წელი.

გაცემის   წესი: რეცეპტის   გარეშე.

გამოშვების   ფორმა: შეფუთვა:     10  ბლისტერი  მუყაოს  კოლოფში,თითოში 10  ტაბლეტი.

მწარმოებელი: ნაბროს  ფარმა  პვტ   ლტდ. ნ.ჰ. 8,  კაჯიპურა, ქჰედა .ინდოეთი.

დოლარენი გელი – DOLAREN gel – ДОЛАРЕН Гель

ფურცელი  ჩანართი. ინფორმაცია  პაციენტებისათვის.

პრეპარატის  მიღებამდე  ყურადღებით  წაიკითხეთ  ეს  დანარჩენი  ფურცელი!

შეილახეთ  ეს  დანართი  ფურცელი, შესაძლებელია  მოგიხდეთ  მისი  ხელახლა  წაკითხვა. თუ  გაგიჩნდებათ  დამატებითი  კითხვები, კონსულტაციისათვის მიმართეთ  ექიმს.

შემადგენლობა:

გელის  1  გრამი  შეიცავს:

დიკლოფენაკ  დიეთილამინს, რომელიც  ექვივალენტურია დიკლოფენაკ ნატრიუმის  10  მგ

მენთოლი  ბრ.ფ                               50  მგ

მეთილსალიცილატი  ბრ.ფ              100  მგ

სელის  თესლის  ზეთი                      30  მგ

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის  სპირტი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი,დიეთანოლამინი, ბრონოპოლი, ნატრიუმის  მეტაბისულფიტი, პოლისორბატ  80,  სანდალოზის  ზეთი, იზოპროპილის  სპირტი, გასუფთავებული  წყალი.

წამლის  ფორმა:  გელი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატი  გამოიყენება  სახსრებისა  და  კუნთების  ტკივილის  დროს.

ფარმაკოლოგიური  მახასიათებლები: ადგილობრივი  მოხმარების  სწრაფად მოქმედი  დოლარენის  გელი  შეიწოვება  კანით  და უზრუნველყოფს  გაუტკივარების  ეფექტს.  გელი  იმ  ადგილებში, სადაც  მოხდება  მისი  გამოყენება, იწვევს  კანის  ჰიპერემიას  და აძლიერებს  სისხლის  მიმოქცევას  კანქვეშა   ქსოვილებში.  გააჩნია  ანალგეზიური, გახურების  და ანთების  საწინააღმდეგო  მოქმედება.  გელის  მოქმედებით  აქტივირდება  ნივთიერებათა  ცვლა,  იზრდება  კუნთების  და  ქსოვილების  ელასტიურობა,  მცირდება  კუნთების  ლოკალური  ტონუსი.  მოქმედება  იწყება  წასმიდან  რამდენიმე  წუთში  და  აღწევ  მაქსიმუმს  20-30  წუთის  განმავლობაში.

წინააღმდეგჩვენებები:

ალერგიული  რეაქციები  დიკლოფენაკ  ნატრიუმზე  და გელის  შემადგენლობაში  შემავალ  სხვა  კომპონენტებზე.  მისი  გამოყენება  არ  შეიძლება  პაციენტებში   ბრონქული  ასთმით,  კუჭის  და  თორმეტგოჯა  ნაწლავის   წყლულით  გამწვავების  ფაზაში,  ორსულობის  და  ლაქტაციის დროს,  ბავშვებში  12  წლამდე.

უსაფრთხოების  ზომები  მიღებისას

მკურნალობის  დაწყებამდე  კონსულტაცია  გაიარეთ  ექიმთან!

გელი განკუთვნილია  მხოლოდ  გარეგანი  გამოყენებისათვის, არ  გამოიყენოთ დაზიანებულ  კანზე.აუცილებლად  მოერიდეთ  გელის  მოხვედრას  კანის  დაზიანებულ  ადგილებზე,ღია  ჭრილობებზე,    ცზვირის  და  თვალის  ლორწოვან  გარსზე.

ურთიერთქმედება  სხვა  მედიკამენტებთან.

თუ  იღებთ  რაიმე  მედიკამენტს  აუცილებლად  შეატყობინეთ  ექიმს  ამის  შესახებ. დოლარენით  მკურნალობისას  არ  მიიღოთ  რაიმე  სხვა  სამედიცინო  საშუალება  (მათ შორის  ისინიც,  რომლებიც  გაიცემა  ურეცეპტოდ )  ექიმთან  წინასწარ   კონსულტაციის  გარეშე. არაკონტროლირებადმა  მკურნალობამ  შესაძლოა  ზიანი  მიაყენოს  თქვენს  ჯანმრთელობას.

განსაკუთრებული  მითითებები: არ  გამოიყენოთ  სხვა  კრემებთან  და  მალამოებთან  ერტად,  ასევე  არასტეროიდულ  ანთების  საწინააღმდეგო საშუალებებთან  ერთად  ექიმის  რეკომენდაციის  გარეშე.

მიღების  წესი  და დოზირება. გელს  უსვამენ  კანის  დაზიანებულ  ადგილას  3-4 ჯერ  დღე  ღამეში  2-4  მგ ოდენობით  და მსუბუქად  შეიზელენ  სრულ  შეწოვამდე.  ძირითადი  კლინიკური  სიმპტომების  შემცირება,  ან  გაქრობა აღინიშნება  მკურნალობის  დაწყებიდან  პირველ  დღეებში.

მიღება  ბავშვებში. 12  წლამდე  ბავშვებში  გელის  გამოყენება  შეიძლება  მხოლოდ  ექიმის  დანიშნულებით  და მისი  მეთვალყურეობის  ქვეშ.

დოლარენის  გელის  გამოყენება  შეიძლება  დიკლოფენაკ  ნატრიუმის  ტაბლეტების  პერორალურ  მიღებასთან  ერთად.დიკლოფენაკ  ნატრიუმი, არასტეროიდული  ანთების  საწინააღმდეგო  საშუალებაა, პირდაპირ  დიფუზიის  გზით  ღრმად აღწევს  კანქვეშა  ქსოვილებში  და სტრუქტურებში  და კონცენტრირდება  მათში.  დიკლოფენაკ  ნატრიუმი  აინჰიბირებს  ფერმენტ  ციკლოოქსიგენაზას, რაც  იწვევს პროსტაგლანდინების  შემცირებას.  ამცირებს  სახსრების   შებიჭილობას  და შესიებას,  გააჩნია  ანთების  საწინააღმდეგო  მოქმედება.

სელის  ღესლის  ზეთი, მეთილსალიცილატი.  პრეპარატის  ამ  კმპონენტებს  გააჩნია  გამაღიზიანებელი  მოქმედება, რაც  განპირობებულია  მგრძნობიარე  ნერვულ  დაბოლოებებზე  ზემოქმედებით, და ასევე  გააჩნია  სახსრების    გამაფართოვებელი  მოქმედება.

მენთოლს  ადგილობრივი  გამოყენებისას  გააჩნია  სისხლძარღვთა გამაფართოვებელი  მოქმედება  კანქვეშა  სტრუქტურებზე,  იძლება  სიგრილის  შეგრძნებას  შემდგომი  გაუტკივარების  ეფექტით.

გამოყენება. პრეპარატს  იყენებენ   მოზრდილებში  და  ბავშვებში  12  წლის  ზემოთ:

მიოზიტის,  ფიბროზიტის,   იშიაზის, კუნთების  და  მყესების გაღიზიანებისას,საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის  ტრამვებისას. სახსრების  ანთებითი  და  დეგენერაციული  დაავადებებისას.  ტკივილი  კუნთებში  და სახსრებში  დიდი  ფიზიკური  დატვირთვისას. რევმატიული  დაავადებები: ბურსიტი,  ართრიტი,  ტენდოსინოვიტი, ტენდინიტი.

გვერდითი  მოვლენები: დოლარენი  საერთოდ  კარგი  ამტანობით  ხასიათდება. ცალკეულ  შემთხვევაში პრეპარატის  წასმის  ადგილას  შეიძლება  წარმოიქმნას  სიწითლე,  ქავილის  ან  წვის  შეგრძნება.  ნებისმიერი უჩვეულო  რეაქციების  წარმოქმნის  შემთხვევაში აუცილებლად  ჰკითხეთ  რჩევა  ექიმს  პრეპარატის  შემდგომ  გამოყენებასთან  დაკავშირებით!

ვარგისიანობის  ვადა: პრეპარატის  ვარგისიანობის  ვადა  2  წელია. არ  გამოიყენოთ  გელი  მითითებული  ვარგისიანობის  ვადით  გასვლის  შემდეგ.

შენახვა: შეინახეთ  მშრალ, სინათლისაგან  დაცულ  და ბავშვებისათვის  მიუწვდომელ  ადგილას,  არაუმეტეს  25 c.

შეფუთვა: გელი  20  გ  ტუბში.  მუყაოს  კოლოფში.

გაცემის  წესი: ურეცეპტოდ  (III  ჯგუფი)

NABROS  PHARMA”

ნეშნელ ჰაივეი 8,  კჰედა  387411,  ინდოეთი

დოლარენი ინექციები 3 მლ – Dolaren Injection – ДОЛЕРЕН Инъекция

შემადგენლობა:

ყოველი  მლ   შეიცავს:

დიკლოფენაკ     ნატრიუმი  25 მგ

ბენზილის  სპირტი  BP    4%   წონა/წონა

(კონსერვანტი)

საინექციო  წყალი   BP  საკმაო  რაოდენობა

მოქმედება:

დიკლოფენაკს აქვს  ძლიერი  ანთების  საწინააღმდეგო,  ტკივილგამაყუჩებელი   და  სიცხის  დამწევი  მოქმედება. მოქმედების  მექანიზმი   მდგომარეობს   პროსტაგლანდინების   სინთეზის   პროცესში   ფერმენტ  ციკლოოქსიგენაზის   ინჰიბირებაში. პროსტაგლანდინები  ჩვეულებრივ  დაკავშირებულია   ანთებასთან. დიკლოფენაკი   არის   ნატრიუმის   ან  კალიუმის   მარილი. ნატრიუმის   მარილი   მოთავსებულია  ენტეროსოლუბიურ  (ნაწლავში  ხსნად)  გარსში,  მაქსიმალური  ბიოშეღწევადობის  მისაღწევად.

მიღების   ჩვენებები:

რევმატოიდული  ართრიტი, ოსტეოართრიტი,  მაანკილოზებელი   სპონდილიტი,  პოდაგრა,  კბილის   ტკივილი,  ოპერაციის  შემდგომი  ტკივილი,  თირკმლის  კოლიკა.

დოზირება:

ნატრიუმის  დიკლოფენაკის  ინტრავენური  ინექცია  განკუთვნილია  გადაუდებელი   გამოყენებისათვის   (ერთი  ან ორი  დღის  განმავლობაში)  დოზით  75 მგ ყოველდღიურად  ინტრამუსკულარულად,  დუნდულა  კუნთში   ღრმად   შესაყვანად.  მეორე  ინექციის  გაკეთება  შეიძლება  24  საათის  განმავლობაში   განსაკუთრებით   გადაუდებელ  შემთხვევაში   მეორე   დუნდულოში.

გაფრთხილება:

საჭიროა  სიფრთხილე  პაციენტებში  დისპეფსიით,  ან  კუჭ-ნაწლავის   სხვა  დაავადებებით,   სისხლის  შედედების  დარღვევით    და   ღვიძლის  ან  თირკმლის  სერიოზული   დარღვევებით,  დიკლოფენაკ   ნატრიუმის  ხანგრძლივად  გამოყენებამდე,  საჭიროა  სისხლის  ანალიზის  გაკეთება.

ორსულობის  ან  ლაქტაციის  პერიოდში,  ან  ბავშვებსა  და   ჩვილებში  გამოყენებისას  უსაფრთხოების   შესახებ   მონაცემები  არ  არის. ორსულობის  და  ლაქტაციის  პერიოდში,  ასევე  ბავშვებსა  და  ჩვილებში  ნატრიუმის  დიკლოფენაკის   ინექციიების  გამოყენება  რეკომენდებული  არ  არის.

გვერდითი  მოვლენები:

შედარებით  ხშირი  გვერდითი  მოვლენებია  დიარეა,  გულისრევა,  ღებინება,  შეკრულობა,  მეტეორიზმი  და  მადის  დაკარგვა.
თუ  განვითარდა   კანის   ძლიერი  რეაქცია,  დაუყოვნებლივ   გაიარეთ  კონსულტაცია  ექიმთან.

გამოშვების  ფორმა:

3 მლ  5  ამპულა  მუყაოს   კოლოფში.

შენახვის  ვადა:   2  წელი

მხოლოდ  ინტრამუსკულარული  გამოყენებისთვის.

შეინახეთ  მშრალ ,გრილ, ბნელ  ადგილას.

შეინახეთ  ბავშვებისთვის  მიუწვდომელ   ადგილას.

ფარმაცევტული   პროდუქტის  ჯგუფი   II – გამოიყენება  ექიმის  დანიშნულებით

მწარმოებელი:

შპს  ნაბროს  ფარმა

401,  აშვამეგს  კომპლექსი, მიტხაკალი, ახმედაბადი  380 009,  ინდოეთი.

დოზილი – DOZYL – ДОЗИЛ

საერთაშორისო დასახელება:

DONEPEZIL

მწარმოებელი: ABDI IBRAHIM, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: დონეპეზილი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო საშუალება; ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები 5–10მგ

ვრცლად არისეპტი

დოვინი – DOVIN – ДОВИН

საერთაშორისო დასახელება:

AMIODARONE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ამიოდარონი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III კლასის ანტიარითმიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 6 ბლისტერი.

1 ტაბ.

ამიოდარონის ჰიდროქლორიდი …………. 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, პოვიდოლინ K 30, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ამიოდარონი წარმოადგენს III კლასის ანტიარითმიულ საშუალებას. მას გააჩნია ანტიარითმიული და ანტიანგინალური მოქმედება. ანტიარითმიული მოქმედება განპირობებულია მოქმედების პოტენციალის მე-3 ფაზის გახანგრძლივებით ძირითადად კარდომიოციტების უჯრედულ მემბრანული კალიუმის იონების ნაკადის და სინუსური კვანძის ავტომატიზმის შემცირებით.

პრეპარატი ანელებს სინოატრიალურ, წინაგულოვან და კვანძოვან გამტარებლობას ისე, რომ გავლენას არ ახდენს პარკუჭშიდა გამტარებლობაზე.

ამიოდარონი ზრდის რეფრაქტერულ პერიოდს და ამცირებს მიოკარდიუმის აგზნებადობას.

ანტიანგინალური მოქმედება განპირობებულია მიოკარდიუმის მიერ ჟანბადის მოხმარების შემცირებით, ალფა- და ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკირებით, კორონარული სისხლის მიმოქცევის გაზრდით, არტერიული სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი მოქმედებით, აორტალური წნევის შემცირების გზით გულის წუთმოცულობის შენარჩუნებით და პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებით.

დოვინი გავლენას ახდენს თირეოდული ჰორმონების ცვლაზე. აინჰიბირებს T3-ის და T4-ად გარდაქმნას და აბლოკირებს ამ ჰორმონების შებოჭვას კარდომიოციტების და ჰეპატოციტების მიერ, რაც განაპირობებს თირეოიდული ჰორმონების მასტიმულირებელი მოქმედების შემცირებას მიოკარდიუმზე.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას შეიწოვება ამიოდარონის დაახლოებით 30-50%. პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3-7 სთ-ის შემდეგ.

ამიოდარონი გროვდება ცხიმოვან ქსოვილში, ღვიძლში, ფილტვებში, ელენთაში და რქოვანაში. წონასწორული კონცენტრაცია (Css )მიიღება ერთიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 95% (62% – ალბუმინებს, 33.5% – ბეტალიპოპროტეინებს).

ამიოდარონი ბიოტრანსფორმაციას განიცდის ძირითადად ღვიძლში, ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ნიშნებით მისი მსგავსი მეტაბოლიტის – დეზეთილამიოდარონის წარმოქმნით.

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ერთჯერადი დოზის მიღებისას შეადგენს 3.2 სთ-დან 20.7 სთ-დე, ხანგრძლივი თერაპიის დროს 53± 24 დღეს.

ამიოდარონი ძირითადად გამოიყოფა ნაღველთან და ფეკალურ მასებთან ერთად. თირკმელებით ექსკრეცია უმნიშვნელოა.

ჩვენებები:

  • პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია;
  • პარკუჭზედა პაროქსიზმული ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა, პარკუჭების ნაადრევი აგზნების სინდრომის მქონე პაციენტებში (WPW სინდრომით გამოწვეული ტაქიკარდია);
  • მოციმციმე არითმია (წინაგულების ფიბრილაცია), წინაგულების თრთოლვა;
  • სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და მოციმციმე არითმიის რეციდივების პროფილაქტიკა მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით მიმდინარე გულის ორგანული დაავადებების მქონე პაციენტებში ან სხვა ანტიარითმიული პრეპარატების დანიშვნის უკუჩვენების და/ან უეფექტობის დროს.

მიღების წესები და დოზირება:

დოვინი მიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 600-800 მგ-ს დღეში (10-14 დღის განმავლობაში), გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 120 მგ-ს დღეში (5-8 დღის განმავლობაში).

შემანარჩუნებელი დოზა გამოითვლება 3 მგ/კგ სხეულის მასაზე, რაც შეადგენს 100-400 მგ-ს დღეში. სასურველია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება.

პრეპარატის მიღება შეიძლება ყოველ მეორე დღეს 200 მგ-იანი დოზით (ხოლო ყოველდღე 100 მგ-იანი დოზით) ან შესაძლებელია 2 დღიანი შესვენება კვირაში, რადგან დოვინი ხასიათდება ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდით.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არითმია, ჰიპოტენზია, იშვიათად -გულის უკმარისობა;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ლითონის გემო პირში. იშვიათად – ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, პარესთეზია, ექსტრაპირამიდული ტრემორი, ნათხემისეული ატაქსია, გადაღლილობის შეგრძნება, რეტრობულბალური ნევრიტი, მიოპათია, ძილის დარღვევა;

მხედველობის ორგანოს მხრივ: ლიპოფუსცინის დაგროვება რქოვანას ეპითელიუმში;

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ხველა, ქოშინი, ინტერსტიციული პნევმონიტი, ფილტვების ფიბროზი, პლევრიტი, ბრონქიტი;

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი;

დერმატოლოგიური რეიქციები: ფოტოსენსიბილაცია, კანის მორუხო-ცისფერი ფერი, გამონაყარი კანზე, ალოპეცია;

სხვა: ეპიდიდიმიტი, ვასკულიტი, თრომბოციტოპენია.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

*სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (სინუსური ბრადიკარდია, სინოატრიალური ბლოკადა);

*ატრიოვენტრიკულური და პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა (II და III ხარისხის ატროვენტრიკულური ბლოკადა, ჰისის კონის ფეხის ბლოკადა);

*კარდიოსტიმულატორის არარსებობის შემთხვევაში იმ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც იწვევენ პოლიმორფული “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვან ტაქიკარდიას;

*ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი);

* ჰიპოკალიემია;

*გულის უკმარისობა (დეკომპენსაციის სტადიაში);

*მაოს- ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება;

*ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები;

*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

*18 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს დოვინის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს, რადგანაც, პრეპარატი მოქმედებს ნაყოფის ფარისებრ ჯირკვალზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

ამიოდარონის მიღებამდე და მკურნალობის პროცესში საჭიროა ელექტროკარდიოგრაფული მონიტორინგი (3 თვეში ერთხელ) სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის და თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა.

პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება (რეპოლარიზაციის პერიოდის გახანგრძლივებით განპირობებული) და U კბილის წარმოქმნა ელექტროკარდიოგრამაზე, აღნიშნული ცვლილებები არ წარმოადგენს პრეპარატის კარდიოტოქსიკურობის გამოვლინებას.

სინოატრიული ბლოკადის, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, ჰისის კონის ფეხის ბლოკადის დროს საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

დოვინის დანიშვნისას გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს კარდოიტონური საშუალებების გამოყენება.

პროგრესირებადი ქოშინი და მშრალი ხველა შესაძლოა გამოწვეული იყოს პრეპარატის ფილტვებზე ტოქსიკური მოქმედებით (რეკომენდებულია გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და ფილტვის ფუნქციური სინჯების განსაზღვრა ყოველ 6 თვეში).

სასუნთქი სისტემის დარღვევები ძირითადად უკუშექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ამიოდარონმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი დაავადების ან მისდამი ინდივიდუალური წინასწარგანწყობის მქონე პაციენტებში (რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მონიტორინგი). ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და/ან შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. დოვინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ღვიძლის ფერმენტების აქტივობის პერიოდული კონტროლი (განსაკუთრებით ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში), ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – პრეპარატის მიღების შეწყვეტა;

მხედველობის ორგანოს მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ არის (რეკომენდებულია ოფალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარება).

დოვინი სიფრთხილით ინიშნება ელექტროლიტური ბალანსის დარღვევისას. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ასევე, ოქსიგენოთერაპიის ჩატარების დროს.

პრეპარატის მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია პაციენტის მზეზე ყოფნა.

დოვინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატზე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შეფასების შემდეგ უნდა გადაწყდეს პოტენციურად სახიფათო საქმიანობით დაკავების საკითხი, რადგანაც დოვინით მკურნალობის ფონზე ზოგიერთ პაციენტში აღინიშნებოდა ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სინუსური ბრადიკარდია, “პირუეტის”ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, არტერიული ჰიპოტენზია.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია (კუჭის ამორეცხვა, ქოლესტირამინის დანიშვნა, ბრადიკარდიის დროს ბეტა-ადრენოსტიმულატორის გამოყენება ან კარდოისტიმულატორის იმპლანტაცია. “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს – მაგნიუმის მარილების ინტრავენურად შეყვანა, გულისცემის სიხშირის შემამცირებელი კარდოისტიმულაცია). ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტები არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ამიოდარონის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო შესაძლებელია მისი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან რამდენიმე თვის შემდეგ, მკურნალობის კურსის შეწყვეტის მიუხედავად.

დოვინისა და სხვა ანტიარითმიული საშუალებების (ბეპრიდილი, I კლასის პრეპარატები, სოტალოლი, ქინიდინი), ასევე ვინკამინის, სულტოპრიდის, ერითრომიცინის, პენტამიდინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება პოლიმორფული პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკი. აქედან გამომდინარე, ასეთი კომბინაციები უკუნაჩვენებია.

ამიოდარონის კომბინაცია ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ზოგიერთ კალციუმის არხების ბლოკატორთან (ვერაპამილი, დილთიაზემი) და საგულე გლიკოზიდებთან უკუნაჩვენებია, რადგანაც, შესაძლოა ბრადიკარდიის და ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარება.

ამიოდარონისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ფენოთიაზინების, ასტემიზოლის, ტერფენადინის, ასევე დიურეზული საშუალებების, კორტიკოსტეროიდების, ამფოტერიცინ B-ს და საღაფარათო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება QTინტერვალის გახანგრძლივება და იზრდება პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკი.

ანტიკოაგულანტებსა და დოვინის კომბინირებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.

დოვინით მკურნალობის პროცესში ზოგადი ანესთეზიის ჩატარების დროს, შესაძლოა განვითარდეს ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, გამტარებლობის დარღვევა და გულის დარტყმით მოცულობის შემცირება.

ამიოდარონისა და ციმეტიდინის კომბინაციისას აღინიშნება ამიოდარონის მეტაბოლიზმის შენელება, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატებს.

სიმვასტატინისა და დოვინის ერთდროული გამოყენებისის იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი (ასეთი კომბინაციის აუცილებლობისას სიმვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს დღეში), თუ ამ დოზით თერაპიული ეფექტი არ მიიღწევა, საჭიროა მისი სხვა ჰიპოლიპიდემიური პრეპარატით შეცვალა).

ამიოდარონის კომბინაციისას ვარფარინთან, ფენიტოინთან, ციკლოსპორინთან, ფლეკაინიდთან საჭიროა აღნიშნული პრეპარატების კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის პლაზმაში და საჭიროებისას მათი დოზების შემცირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლის ადა ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.