Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 632

დიტეკი – DITEK – ДИТЕК

საერთაშორისო დასახელება:

CROMOGLICIC ACID; FENOTEROL

მწარმოებელი: BOEHRINGER INGELHEIM INTERNATIONAL,გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ფენოტეროლი + კრომოგლიცინის მჟავა

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბრონქოლიზური და ანტიალერგიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დოზირებული აეროზოლი ინჰალაციისათვის:

ფლაკონში 200 დოზა

1 დოზა

ფენოტეროლის ჰიდრობრომიდი …………….            0.05 მგ

კრომოგლიცინის მჟავა

(დინატრიუმის მარილის სახით) ……………………… 1 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიტეკი შედგება სხვადასხვა თვისებების მქონე ორი აქტიური ნივთიერებისაგან: ფენტეროლის ჰიდრობრომიდი – β2-ადრენომიმეტური საშუალება;

კრომოგლიცინის დინატრიუმის მარილი ხასიათდება ანტიალერგიული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

დიტეკი იწვევს გლუვი კუნთების, მათ შორის ბრონქების და სისხლძარღვების გაფართოებას და ხელს უშლის ჰისტამინით, მეტაქოლინით, ცივი ჰაერით და ალერგენებით (დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები) გამოწვეულ ბრონქოსპაზმს.

ფენოტეროლის ჰიდრობრომიდი იწვევს უკვე არსებული ბრონქოსპაზმის კუპირებას.

კრომოგლიცინის დინატრიუმის მარილის სისტემატურად მიღება ხელს უწყობს სენსიბილიზირებული პოხიერი უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციას, თრგუნავს მათ დეგრანულაციას და ალერგიის და ანთების (ჰისტამინი, ბრადიკინინი, პროსტაგლანდინები) მედიატორების, ისევე როგორც სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების გამოყოფას. სწორედ ამ თვისებების საფუძველზე კრომოგლიცინის დინატრიუმის მარილი აფერხებს ალერგენებით ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებით (ცივი ჰაერი, ფიზიკური გადაღლილობა, სტრესი) გამოწვეულ ბრონქოსპაზმს.

კრომოგლიცინის დინატრიუმის მარილი უშუალო ბრონქოდილატაციური თვისებებით არ ხასიათდება.

ორივე აქტიური ნივთიერების კომბინაცია ხელს უწყობს უკვე არსებული ბრონქოსპაზმის კუპირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

თირკმელების მიერ პრეპარატის გამოყოფის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ორივე აქტიური ნივთიერების ურთიერთქმედების ნიშნები მათ ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე გამოვლენილი არ არის.

ჩვენებები:

ბრონქების შექცევადი შევიწროვებით მიმდინარე ბრონქული ასთმის, ბრონქებისა და ფილტვების სხვადასხვა დაავადებების შედეგად განვითარებული ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკა და მკურნალობა. მაგ.ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი ფილტვის ემფიზემით და მის გარეშე.

მიღების წესები და დოზირება:

საწყისი დოზა მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის 6 წლის ასაკის ზემოთ შეადგენს 2 ინჰალაციას 4-ჯერ დღეში (დილით, შუადღისას, დღის მეორე ნახევარში და საღამოს); აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით 1-2 ინჰალაცია. მძიმე შემთხვევებში, როდესაც 5 წთ-ის შემდეგ ადგილი არა აქვს სუნთქვის შესამჩნევ გაუმჯობესებას, საჭიროა კიდევ დამატებით 2 ინჰალაცია.

შემდგომში ინჰალაცია ტარდება არაუგვიანეს 2 სთ-ის ინტერვალში.

პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება აეროზოლის 2 ინჰალაცია.

4-6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება აეროზოლის 2 ინჰალაცია 4-ჯერ დღეში.

პრეპარატის აღნიშნული ფორმით 4 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობა ნებადართული არ არის.

იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულ დოზებში არ იწვევს სასურველ ეფექტს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ეფექტური მკურნალობის საფუძველს წარმოადნენს ინჰალატორის სწორად გამოყენება.

პირველადი გამოყენების დროს ინჰალატორი უნდა შევანჯღრიოთ, დავაჭიროთ საჩვენებელი თითი დოზის გამანაწილებელ სარქველს 1-2-ჯერ. ინჰალაციის ჩასატარებლად მუნშტუკს უნდა მოვხსნათ სახურავი. ინჰალატორი იმყოფება ვერტიკალურ მდგომარეობაში, ხოლო დიდი თითი თავსდება ბალონის ძირზე. ამ დროს საჭიროა მაქსიმალურად ამოვისუნთქოთ, რის შემდეგაც მუნშტუკი უნდა მოავათავსოთ პირში კბილებს შორის (ჩაკბეჩის გარეშე და მჭიდროდ შემოვავლოთ ტუჩები. ვიწყებთ რა ჰაერის მაქსიმალურ ჩასუნთქვას, საჭიროა ბალონის ძირზე ვაწარმოოთ ზეწოლა ისე, რომ პრეპარატის დოზა გამოიფრქვეს. ერთდროულად საჭიროა გავაგრძელოთ მშვიდი და ღრმა შენსუნთქვა. ინჰალაციის შემდეგ, მუნშტუკს ეხურება სახურავი.

ბალონის შიგთავსი იმყოფება მაღალი წნევის ქვეშ. ბალონის გახსნა ძალის გამოყენებით და მისი გაცხელება 50 ზემოთ ნებადართული არ არის. გაუმჭვირვალე ბალონი მასში არსებული შიგთავსის ხარჯვის ვიზუალურად დანახვის საშუალებას არ იძლევა. კონტეინერში დარჩენილი პრეპარატის შემოწმება ხდება მისი შენჯღრევით. იმ შემთხვევაში, თუ ბალონი ცარიელი მოგვეჩვენება, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში დარჩენილია აერეზოლის კიდევ 10 ეფექტური  ინჰალაცია.

გვერდითი მოვლენები:

თითების ტრემორი, მოუსვენრობა, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი.

შესაძლებელია აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება, ხველება, იშვიათად შემთხვევებში – ძლიერი ბრონქოსპაზმი.

ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება – გულისრევა, ღებინება, გამონაყარი და სხვა ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის დაქვეითება, ჰიპერგლიკემია, პარადოქსული ბრონქოსპაზმი, ოფლიანობა, ართრალგია.

დიტეკით მკურნალობის დროს შესაძლებელია სისხლის შრატში კალიუმის მაჩვენებლების გარდამავალი და დოზადამოკიდებული შემცირება.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

*ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, ტაქიარითმია, გულის მანკი, WPW (ვოლფ-პარკინსონ-უაიტის) სინდრომი, თირეოტოქსიკოზი, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა, ჰიპოკალიემია;

*ორსულობის I ტრიმესტრი;

*4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს დიტეკის გამოყენება ხდება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. არ არსებობს მონაცემები დიტეკის ექსკრეგირების შესახებ დედის რძეში. მიუხედავად ამისა, ლაქტაციის პერიოდში დიტეკის დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

*დიტეკის დანიშვნა, განსაკუთრებით ჭარბ დოზებში სხვა ადრენომიმეტურ საშუალებებთან ერთად ნებადართული არ არის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ შესაძლებელ სერიოზული გართულების გამო.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: კანის სიწითლე, მოუსვენრად ყოფნა, თითების კანკალი, გულისრევა, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არტერიულ ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, სტენოკარდიული ტკივილები, ფსიქომოტორული აგზნება და ექსტრასისტოლია.

მკურნალობა: სედატიური, ანქსიოლიზური საშუალებების გამოყენება. მძიმე შემთხვევებში ტარდება ინტენსიური მკურნალობა.

სპეციფიკური ანტიდოტის სახით რეკომენდებულია β1-ადრენობლოკატორების გამოყენება. გარდა ამისა ბრონქული ასთმით დაავადებულ ავადმყოფებში ბრონქების ობსტრუქციის შესაძლებელი გაძლიერების გამო, საჭიროა ანტიდოტის დოზის გულმოდგინედ შერჩევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ბეტა-ადრენომიმეტური, ანტიქოლინერგული საშუალებები, ქსანტინის წარმოებულები და გლუკოკორტიკოიდები აძლიერებენ დიტეკის მოქმედების ეფექტს.

კრომოგლიცინის დინატრიუმისა და გლუკოკორტიკოიდების ერთდროული დანიშვნა ამ უკანასკნელთა დოზის შემცირების საშუალებას იძლევა.

მონაცემები პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ამოსახველებელ საშუალებებთან ერთად აღწერილი არ რაის.

არასელექტიურ ბეტა-ადრენობლოკატორებთან დიტეკის კომბინაციით მისი მოქმედების ეფექტი მცირდება.

ფტოროტანი იწვევს მიოკარდის სენსიბილიზაციას ფენოტეროლის მიმართ და ხელს უწყობს არითმიის განვითარებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

 

დისფლატილი – DISFLATYL – ДИСПЛАТИЛ

საერთაშორისო დასახელება:

SIMENTICONE

მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: სიმეთიკონი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირთა წარმოქმნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

სიმეთიკონი ………………………………………………….. 40 მგ

სხვა ინგრედიენტები:

კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი ………………..    2 მგ

კალციუმის არაქინატი  ………………………………….    3 მგ

დექსტროზა ……………………………………………….    300 მგ

გლიცერინის მონოსტეარატი …………………………..    5 მგ

კამის ზეთი ………………………………………………..    0.3 მგ

პიტნის ზეთი ……………………………………………..    0.18 მგ

პოლივიდონი ……………………………………………..    15 მგ

საქაროზა …………………………………………………..     234.46 მგ

წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 30 მლ, დოზატორით.

1 მლ

სიმეთიკონი  ………………………………………40 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ბენზოის მჟავა – 1.0 მგ; ნატრიუმის ბენზოატი (E210) – 1.0 გ. შაქრის შემცვლელი ნატრიუმის საქარინატი (E211); არომატიზირებადი კომპონენტები; ემულგატორი – 1 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიმეთიკონი სილიციუმის ფუძეზე მიღებული არატოქსიკური, აქტიური ნივთიერებაა, რომელიც მეტეორიზმის დროს წარმოქმნილ აირებს სპობს მათი ზედაპირის დაჭიმულობის შეცვლის საშუალებით. ამის შედეგად მიღებული აირი აბსორბირდება ან გამოიყოფა ბუნებრივი გზით.

ფარმაკოკინეტიკა:

სიმეთიკონი მოქმედებს აირის ბუშტის ზედაპირზე და არ შეიწოვება ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჩვენებები:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვება: აეროფაგიის, გასტრო-კარდიული სინდრომის, მეტეორიზმის დროს;
  • პაციენტთა მომზადება ენდოსკოპიური, რენტგენოლოგიური და სონოგრაფიული გამოკვლევისათვის.

მიღების წესები და დოზირება:

ტაბლეტები

სიმპტომური მკურნალობა:

მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი დასაღეჭად, საკვების ყოველი მიღების შემდეგ და ძილის წინ.

ბავშვებში: 1 ტაბლეტი საკვების ყოველი მიღების შემდეგ და ძილის წინ დასაღეჭად.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევების დროს: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, გამოკვლევამდე 2 დღის განმავლობაში; 2 ტაბლეტი უზმოზე გამოკვლევის დღეს და 2 ტაბლეტი უშუალოდ გამოკვლევის წინ.

წვეთები

სიმპტომური მკურნალობა:

მოზრდილებში: 25-50 წვეთი, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად ყოველი ჭამის შემდეგ და ძილის წინ.

6-15 წლის ბავშვებში: 15-20 წვეთი ყოველი ჭამის წინ და ძილის წინ.

ახალშობილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 10-15 წვეთი 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს და ჭამის შემდეგ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევების დროს: 50 წვეთი 3-4-ჯერ დღეში, გამოკვლევამდე 2 დღის განმავლობაში; 50 წვეთი უზმოზე დილით გამოკვლევის დღეს და 50 წვეთი უშუალოდ გამოკვლევის წინ.

გვერდითი მოვლენები:

რადგან სიმეთიკონი არ შეიწოვება ორგანიზმში და შეუცვლელი სახით გამოდის, გვერდითი მოვლენები მისი მიღებისას არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

*ნაწლავთა გაუვალობა;

*კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები, თუმცა ვინაიდან პრეპარატი არ შეიწოვება ორგანიზმში  ამიტომ არ არის მოსალოდნელი მისი ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება და დედის რძეში გადასვლა.

განსაკუთრებული მითითებები:

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ 1 ტაბლეტი შეიცავს  0.5 გ ნახშირწყლებს, რაც შეესაბამება 0.05 გ პურის ერთეულს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატი არ მოქმედებს.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები არ მოიპოვბა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მონაცემები არ მოიპოვება.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

 

დისმენორმი – DYSMENORM – ДИСМЕНОРМ

მწარმოებელი: Deutsche Homöopathie-Union DHU-Arzneimittel GmbH & Co. KG, გერმანია

 

შემადგენლობა:

1 ტაბლეტში (250 მგ) შედის:

აქტიური ნივთიერებები:

 

Agnus castus (ხეპილპილა); 125 მგ, (მშრალი მასა 1,0 მგ), Apis mellifica (ფუტკარი) trit. D3 25 მგ, Pulsatilla (მედგარა), trit. D3 25 მგ, Rosmarinus officinalis (სამკურნალო როზმარინი) trit. D2 25 მგ;

სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება

ჩვენებები:

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები და პრემენსტრუალური სინდრომი

უკუჩვენებები:

არ გამოიყენება ფუტკრის შხამის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.

ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენების დროს:

პრეპარატი გამოიყენება გლუტეინის დაავადების მქონე ავადმყოფთა სამკურნალოდ, მაგრამ მისი დანიშვნა სახამებლისადმი ალერგიის დროს (პათოლოგია, რომელიც გლუტეინის დაავადებისაგან განსხვავდება) არ შეიძლება.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ რომელიმე შაქრის აუტანლობა გაქვთ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.

დისმენორმი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, დისმენორმის მიღება ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

დოზირების რეჟიმი და მიღების გზები:

სხვა მითითებათა არ არსებობისას დისმენორმი შემდეგნაირად მიიღება:

1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში, რეგულარულად, მენსტრუაციათა ხანგრძლივობისა და სიხშირის ნორმალიზაციამდე, არანაკლებ 3 თვის განმავლობაში; თუ ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საკონსულტაციოდ ექიმს უნდა მიმართოთ.

ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან იმავე დროის გასვლის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიხსნას.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატ დისმენორმის ჭარბი დოზირების მავნე ეფექტები ამჟამად ცნობილი არ არის.

გვერდითი მოქმედებები:

ამჟამად ცნობილი არ არის.

ზოგადი მითითება: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომები დროებით გაუარესდეს (პირველადი გაუარესება). ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ეტიკეტზე.

ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

შენახვა:

ორიგინალურ შეფუთვაში ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა და შიგთავსი:

შეფუთვაში – 80 ტაბლეტი. თანდართული ფურცელი. ყავისფერი მინის კოლოფი ხრახნიანი პლასტმასის სახურავით.

დისკუს კომპოზიტუმი – DISCUS COMPOSITUM – ДИСКУС КОМПОЗИТУМ

საერთაშორისო დასახელება:

comb. drug

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახსრების დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა დ გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში: 2. მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Discus intervertebralis suis D8 …………………………………….1მლ
Acidum ascorbicum (Vitamin С) D6 ……………………………….5მლ
Thiaminum hydrochloricum (Vitamin В1) D6 ……………………3მლ
Natrium riboflavinum phoshporicum (Vitamin В2) D6 …………3მლ
Pyridoxinum hydrochloricum (Vitamin В6) D6 ………………….3მლ.
Nicotinamidum Д6 ……………………………………………………3მლ.
Funiculus umbilicalis suis D10 …………………………………….1მლ
Cartilago suis D8 …………………………………………………….1მლ
Medulla ossis suis D10 ……………………………………………..1მლ
Embryo suis D10 ……………………………………………………..1მლ
Glandula surparenalis suis D10 ……………………………………1მლ
Pulsatilla pratensis D6 ………………………………………………1მლ
Mercurius praecipitatus ruber  D10 ………………………………..1მლ
Sulfur D28 …………………………………………………………….1მლ
Cimicifuga racemosa D4 ……………………………………………1მლ
Ledum palustre D4 ………………………………………………….1მლ
Gnaphalium polycephalum D3 …………………………………….1მლ
Citrullus colocynthis D4 ……………………………………………..1მლ
Secale cornutum D6 …………………………………………………1მლ
Argentum metallicum D10 …………………………………………1მლ
Zincum metallicum D10 …………………………………………….1მლ
Cuprum aceticum D6 ………………………………………………..1მლ
Aesculus hippocastanum D6, Medorrhinum D18 ………………..1მლ
Ranunculus bulbosus D4 ……………………………………………1მლ
Ammonium chloratum D8 …………………………………………..1მლ
China D4 ………………………………………………………………1მლ
Kalium carbonicum D6 ………………………………………………1მლ
Sepia officinalis 10 ………………………………………………….1მლ
Acidum picrinicum D6 ……………………………………………….1მლ
Berberis vulgarisD4 ………………………………………………….1მლ
Acidum silicicum (Silicea) D6 ………………………………………1მლ
Calcium phosphoricum D10 ………………………………………..1მლ
Acidum alpha-liponicum (a-Liponsaure)D8 ……………………..1მლ
Natium oxalaceticum D6 ……………………………………………1მლ
Natium oxalaceticum D6 ……………………………………………1მლ
Nadidum (NAD, Nicotinamid-adenin-dinucleotid) D6 …………..1მლ
Coenzymum A (Coenzym A) ………………………………………1მლ

ჩვენებები:

ოსტეოქონდროზი, სახსრების დაავადებები (ქრონიკური ართრიტები და ართოზები). განსაკუთრებით – ნევრალგიური და რევმატიული პროცესები ხერხემალში.

მიღების წესები და დოზირება:

ჩვეულებრივ 1 ამპულა კანქვეშ, კუნთებში (ნევრალგიებისას), ნევრალურად, სეგმენტურად, ტკივილის მიდამოში, აკუპუნქტურის წერტილებში, პარავერტებრალურად – 1-3-ჯერ კვირაში.

დამატებითი ინფორმაცია: მოცემული პრეპარატი შეიცავს ვიტამინებს, რის გამოც მისმა კანქვეშა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის შეგრძნება (წვა).

გვერდითი მოვლენები:

გამოყენების შემდეგ ნერწყვის სეკრეციის მომატებაა შესაძლებელი. პრეპარატში ვიტამინების შემცველობის გამო კანქვეშ ინექციებისას შესაძლოა ტკივილის (წვის) შეგრძნება.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთხის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცული, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

დისეპავიტი – DISEPAVIT – ДИСЕПАВИТ

მწარმოებელი: Special Product’s Line S.p.A. (Rome),იტალია

შემადგენლობა:

I ამპულა (წითელი ფერის) შეიცავს:

აქტიური კომპონენტები:

ციანოკობალამინი …………….   2.5 მგ,

ფოლიუმის მჟავა ……………..   0.70 მგ,

ნიკოტინამიდი ………………..  12 მგ.

დამხმარე საშუალებები: ნატრიუმის ტარტრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

II ამპულა (უფერო) შეიცავს:

აქტიური კომპონენტი:

ასკორბინის მჟავა …………..  150 მგ.

დამხმარე საშუალებები: ნატრიუმის დითიონიტი, ნატრიუმის ბიკარბონატი, საინექციო წყალი.

ფარმაცევტული ფორმა და შემცველობა:

სტერილური საინექციო ხსნარი

1 მლ ამპულა I + 1.5 მლ ამპულა II, 6+6 ამპულა შეფუთვაში.

გამოიყენება კუნთში და ვენაში ინექციის სახით

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინების კომპლექსი.

ჩვენებები:

  • B12 ვიტამინის, ნიკოტინამიდის, ასკორბინის მჟავის, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა აქტიური კომპონენტების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ურთიერთქმედებები:

არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული გაფრთხილებები:

ფოლიუმის მჟავის ან მისი წარმოებულების, განსაკუთრებით კი B12 ვიტამინის, შემცველი პროდუქტები არ გამოიყენება ანემიურ ადამიანებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატი ინიშნება  გამოკვლევების საფუძველზე, რომელთა მიზანია არსებული ანემიის ზუსტი წარმომავლობის დადგენა.

მკურნალობა უნდა ჩატარდეს ჰემატოლოგიური კონტროლის ქვეშ. ავთვისებიანი ანემიის შემთხვევაში, აუცილებელია B12 ვიტამინის დოზის ინტეგრაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა რაოდენობრივი შემადგენლობა კონკრეტულ თერაპიულ მოთხოვნებს.

ანემიის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს არასწორი დიაგნოსტიკური შედეგები. პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის წითელი შეფერილობა. აღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენს არაორდინალურ მოვლენას.

პროდუქტი შეიცავს ნატრიუმის დითიონიტს. ამ კომპონენტმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

პრეპარატის გამოყენება არ არის უკუნაჩვენები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სამკურნალო საშუალებები უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილები: საშუალო დოზირება: 2-3 დოზა ყოველკვირეულად. ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია 1-2 დოზის მიღება ყოველდღიურად.

დისეპავიტის გამოყენება შეიძლება კუნთში და ვენაში; იგი შეყვანილ უნდა იქნას ნელი ვენოზური პერფუზიების სახით თუ გაზავებულია 250-500 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზაში.

გამოყენებისას ორივე ამპულის შემცველობა ამოღებული უნდა იყოს ერთ შპრიცში.

ჭარბი დოზირება:

არ არის ცნობილი.

არასასურველი ეფექტები:

პრეპარატის მიღების შემდეგ შეძლება ადგილი ქონდეს მომატებულ მგრძნობელობით რეაქციებს (მაგ. ასთენია, ციება, ჰიპოტენზია, ტაქიპნოე, გამონაყარი, ქავილი).

ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილი ქონდა ანაფილაქსიას.

შესაძლებელია აღინიშნოს გაწითლება, შესივება და ტკივილი ინიექციის გაკეთების ადგილას.

ჩანართ-ფურცელში მოცემული მითითებების დაცვა უზრუნველყოფს არასასურველი ეფექტების განვითარების რისკის შემცირებას.

ექიმს ან ფარმაცევტს აუცილებლად უნდა ეცნობოს ნებისმიერი არასასურველი ეფექტის შესახებ.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის წესი:

გაფრთხილება: პროდუქტი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

დიროტონი – DIROTON – ДИРОТОН

საეთაშორისო დასახელება:

LISINOPRIL

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ლიზინოპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არტერიული წნევის რეგულატორი, ანტიჰიპერტონული; რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალება(აგფ. ბლოკატორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

ლიზინოპრილი …………………      5 მგ

1 ტაბ.

ლიზინოპრილი……………….       10 მგ.

1 ტაბ.

ლიზინოპრილი ………………      20 მგ.

 

ვრცლად კვადრიცა

დიპროსპანი – DIPROSPAN – ДИПРОСПАН

საერთაშორისო დასახელება:

betamethasone sodium phosphate, betamethasone dipropionate

მწარმოებელი: ბელგია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ინექციებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია ინექციისათვის 2 მგ+5 მგ/1 მლ: ამპ. 1 და 5 ც.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიპროსპანის საინექციო ხსნარი წარმოდგენილია სტერილური სუსპენზიის სახით, რომელიც შეიცავს ბეტამეთაზონის დიპროპიონატს და ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატს.

დიპროსპანის სუსპენზია შეიცავს ხსნად და ნაკლებად ხსნად ბეტამეთაზონის ეთერების კომბინაციას, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატულ ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო ეფექტს.

გლუკოკორტიკოიდები, როგორიც ბეტამეთაზონია, იწვევენ გამოხატულ და მრავალმხრივ ზემოქმედებას მეტაბოლიზმზე და ხელს უწყობენ ორგანიზმის იმუნური პასუხის მოდიფიცირებას სხვადასხვა გამღიზიანებლებზე.

ბეტამეთაზონს გააჩნია მაღალი გლუკოკორტიკოიდული აქტივობა და უმნიშვნელო მინერალოკორტიკოსტეროიდული თვისებები.

ჩვენებები:

დიპროსპანის სუსპენზია ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთა თერაპია შესაძლებელია კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით. კორტიკოსტეროიდული ჰორმონული თერაპია წარმოადგენს დამხმარე თერაპიას და არ ცვლის ჩვეულებრივ თერაპიას.

ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს:

რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, ბურსიტი, სპონდილიტი, ეპიკონდილიტი, რადიკულიტი, იშიალგია, ლუმბაგო, განგლიოზური კისტა, ტორტიკალური ეგზოსტოზი, ფასციტი, ქრონიკული ბრონქული ასთმა, ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული ბრონქიტი, სეზონური და ქრონიკული (მუდმივი) ალერგიული რინიტი, რეაქცია წამლებზე, სისხლმბადი ორგანოების დაავადებები, მწერების ნაკბენი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ძლიერი მზისმიერი დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ლიპოიდური ნეკრობიოზი, ბუდობრივი ალოპეცია, დისკოიდური ერითემატოზული მგლურა, ფსორიაზი, კელოიდები, ჰერპესული დერმატიტი, კისტოზური ფერიმჭამელები, გაფანტული ერითემატოზული წითელი მგლურა, სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი, კვანძოვანი პერიარტერიტი, ლეიკემიის და ლიმფომების პალიატიური მკურნალობისათვის მოზრდილებში, მწვავე ლეიკემია ბავშვებში.

ადრენოგენიტალური სინდრომი, წყლულოვანი კოლიტი, რეგიონული ილეიტი, მალაბსორბციის სინდრომი, თვალის ლორწოვანის დაზიანება, ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი.

პირველადი და მეორადი ადრენოკორტიკოიდული უკმარისობა; საჭიროების შემთხვევაში საჭიროა მინერალოკორტიკოსტეროიდების შეყვანა.

მიღების წესები და დოზები:

ინდივიდუალურია.

სისტემური გამოყენება:

სისტემური თერაპიის ჩასატარებლად მკურნალობას იწყებენ 1-2 მლ-ით და იმეორებენ რამოდენიმეჯერ.

დოზირება და გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და პრეპარატის მიმართ რეაქციაზე. პრეპარატის საწყისი დოზა შეიძლება შეადგენდეს 2 მლ მძიმე მდგომარეობისას, მათ შორის ერითემატოზული წითელი მგლურას ან ასთმური შეტევის დროს.

ადგილობრივი გამოყენება:

ზოგ შემთხვევაში საჭიროა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების და კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება. ამ შემთხვევაში, დიპროსპანის სუსპენზია შეიძლება შერეულ იქნას (შპრიცში და არა ფლაკონში) 1% ან 2 % ლიდოკაინის ან პროკაინის ხსნართან.

სხვა შემთხვევებში დოზირება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

მწვავე ბურსიტის დროს დიპროსპანის 1-2 მლ სუსპენზია შეჰყავთ სინოვიალურ ჩანთაში. ქრონიკული ბურსიტის მკურნალობა ტარდება უფრო ნაკლები დოზების დანიშვნით.

პრეპარატის დოზით 0.5-2 მლ სახსარშიგნით გამოყენება ამცირებს რევმატოიდული ართრიტით და ოსტეოართრიტით გამოწვეულ ტკივილებს.

პრეპარატის სახსარშიდა გამოსაყენებლად რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

– დიდი ზომის სახსრები – 1-2 მლ;

– საშუალო ზომის სახსრები – 0.5-1 მლ;

– მცირე ზომის სახსრები – 0.25-0.5 მლ;

თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ შერჩეული უნდა იქნას პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა.

როდესაც საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შეწყვეტა, პრეპარატის დოზა მცირდება თანდათან.

გვერდითი მოვლენები:

* ნატრიუმის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, სითხის დაგროვება ქსოვილებში, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტონია;

* კუნთების სისუსტე, კორტიკოსტეროიდული მიოპათია, კუნთოვანი მასის დაკლება, მიასთენიური სიმპტომების გაუარესება მძიმე ფსევდოპარალიზური მიასთენიის დროს, ოსტეოპოროზი, არასტაბილური სახსარი;

* პეპტიური წყლულების წარმოქმნა შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, პანკრეატიტი, მუცლის შებერვა, ჭრილობის შეხორცების დარღვევა, კანის ატროფია, კანის გათხელება, პეტექია, ექკიმოზი, სახის ერითემა,მომატებული ოფლიანობა;

* კანის რეაქციები (დერმატიტი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება),

* კონვულსიები, ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით (ტვინის ფსევდოსიმსივნე) ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის ბოლოს, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

* მენსტრუალური ციკლის მოშლა, კუშინგოიდური სინდრომის განვითარება, ბავშვის ზრდის შეფერხება, მეორადი ადრენოკორტიკოიდული და პიტუიტური უკმარისობა, განსაკუთრებით სტრესის შემთხვევაში, მაგალითად ტრავმის, ქირურგიული ჩარევის და დაავადების დროს,

* ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის შემცირება, ინსულინის დოზის კორექციის საჭიროება უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, მომატებული ქალასშიდა წნევა, გლაუკომა, ეგზოფტალმი, აზოტის უარყოფითი ბალანსი ცილოვანი კატაბოლიზმის შედეგად, ლიპომატოზი, მათ შორის მედიასტინური და ეპიდურალური ლიპომატოზი, სხეულის მასის გაზრდა,

* ეიფორია, ხასიათის ცვალებადობა, ძლიერი დეპრესია გამოხატული ფსიქიური გამოვლინებით, ხასიათის შეცვლა, უძილობა, გაღიზიანება, ანაფილაქსიური და ზემგრძნობელობითი რეაქცია პრეპარატზე.

უკუჩვენება:

დიპროსპანის სუსპენზიის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ სისტემური სოკოვანი დაავადებები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევბში, როდესაც პრეპარატის პოტენციური სარგებლიანობა დედისთვის აღემატება ნაყოფზე მოქმედებით გამოწვეულ მოსალოდნელ რისკს.

ლაქტაციის დროს საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა

განსაკუთრებული მითითებები:

დიპროსპანის სუსპენზია არ გამოიყენება ინტრავენურად და კანქვეშ.

დიპროსპანის სუსპენზია კუნთებში კეთდება განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თრომბოჰემორაგიული პურპურა.

აუცილებელია სასახსრე ჩანთის სითხის გამოკვლევა, რათა გამოვრიცხოთ სეპტიური პროცესი. თუ სეფსისის დიაგნოზი დადასტურდა, საჭიროა ანტიმიკრობული თერაპიის ჩატარება.

კორტიკოსტეროიდების შეყვანა არ არის მიზანშეწონილი არასტაბილურ სახსრებში, ინფიცირებულ ზედაპირებში ან მალთაშორის სივრცეებში. განმეორებითმა ინექციებმა სახსარში ოსტეოართრიტის დროს შეიძლება გამოიწვიოს სახსრის დაშლა. სიფრთხილით წარმოებს კორტიკოსტეროიდების შეყვანა უშუალოდ მყესებში, რადგანაც ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება.

კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულური კატარაქტას განვითარება, ასევე, გლაუკომის – მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით და ხელი შეუწყოს თვალის მეორადი ინფექციის განვითარებას სოკოვანი მიკროორგანიზმებით ან ვირუსებით. საჭიროა პერიოდული ოფტალმოლოგიური გამოკვლევები, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იტარებენ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას (6 თვეზე ხანგრძლივად).

კორტიკოსტეროიდების საშუალო და დიდი დოზები იწვევენ წნევის მომატებას, ქსოვილებში მარილების და წყლის შეკავებას და ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფის გაძლიერებას.

პაციენტებში, რომლებიც იტარებენ კორტიკოსტეროიდული თერაპიის კურსს, არ შეიძლება ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება. აგრეთვე არ არის რეკომენდებული სხვა სახის იმუნიზაციის ჩატარება შესაძლო ნევროლოგიური გართულებების და ანტისხეულების წარმოქმნის დათრგუნვის გამო.

ამავე დროს იმუნიზაცია შეიძლება ჩაუტარდეთ ავადმყოფებს, რომელთაც კორტიკოსტეროიდული თერაპია დანიშნული აქვთ შენაცვლებითი თერაპიის სახით, მაგალითად, ადისონის დაავადების დროს.

როდესაც პაციენტები მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით, რომელნიც თრგუნავენ იმუნიტეტს, ისინი უნდა ფლობდნენ ინფორმაციას ამის შესახებ, რათა მოერიდონ კონტაქტს წითელათი და წითურათი დაავადებულებთან.

მწვავე ტუბერკულოზის დროს კორტიკოსტეროიდული თერაპია უნდა დაინიშნოს მხოლოდ სწრაფად მიმდინარე და დისიმინირებული ტუბერკულოზის შემთხვევაში, კომბინირებულად ანტიტუბერკულოზურ თერაპიასთან ერთად.

პრეპარატით გამოწვეული მეორადი ადრენოკორტიკოიდული უკმარისობა შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მიღების სწრაფი შეწყვეტის დროს, ამიტომ საჭიროა დოზის თანდათანობითი შემცირება.

კორტიკოსტეროიდული ეფექტი შეიძლება გაუძლიერდეთ ციროზით შეპყრობილ და ჰიპერთირეოიდიზმით დაავადებულ პაციენტებს.

კორტიკოსტეროიდული თერაპიის დროს შესაძლებელია ფსიქიკის დარღვევა. ავადმყოფებს აღენიშნებათ ემოციური არასტაბილურობა ან მიდრეკილება ფსიქოზისადმი.

კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით ინიშნება თვალის მარტივი ჰერპესის დროს.

კორტიკოსტეროიდები აგრეთვე სიფრთხილით ინიშნება შემდეგი დაავადებების დროს:

– არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;

– დივერტიკულიტი;

– ლატენტურად და კლინიკური სიმპტომატიკით მიმდინარე კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული;

– ღვიძლის უკმარისობა;

– ჰიპერტონია;

– ოსტეოპოროზი;

– მძიმე მიასთენია;

ვინაიდან კორტიკოსტეროიდული თერაპია ხელს უშლის ზრდას და ამცირებს კორტიკოსტეროიდების ენდოგენურ გამოყოფას ახალშობილებში და ბავშვებში, საჭიროა ექიმის კონტროლი პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ხანგრძლივ კორტიკოსტეროიდულ თერაპიაზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები:

საშიშია იმ შემთხვევებში, როდესაც გამოყენებულია ძალიან დიდი დოზები რამოდენიმე დღის განმავლობაში.

მკურნალობა:

სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფენობარბიტალის, რიფამპიცინის, ფენიტოინის ან ეფედრინის დიპროსპანთან კომბინირებისას შესაძლებელია კორტიკოსტეროიდის მეტაბოლიზმის გაძლიერება და მისი თერაპიული აქტივობის დაქვეითება.

კორტიკოსტეროიდების და ესტროგენის კომბინირებისას აუცილებელია პაციენტების შემოწმება შესაძლო ეფექტების გამოსავლენად.

კორტიკოსტეროიდების და დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენება ხელს უწყობს კალიუმის გამოდევნას ორგანიზმიდან, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოკალიემია.

კორტიკოსტეროიდების და დიურეზული საშუალებების კომბინირებამ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს არითმიების და საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობის გამოვლენას, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოკალიემიასთან. კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ გააძლიერონ კალიუმის გამოყოფა გამოწვეული ამფოტერიცინ B-თი.

კორტიკოსტეროიდების და კუმარინული ჯგუფის ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ანტიკოაგულანტური ეფექტი.

კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ სალიცილატების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. აცეტილსალიცილის მჟავა სიფრთხილით ინიშნება კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში ჰიპოპროთრომბინემიის დროს.

გლუკოკორტიკოიდების და სომატოტროპინის ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია სომატოტროპინის აბსორბციის შემცირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დიპროსანი – DIPROSAN – ДИПРОСАН

საერთაშორისო დასახელება:

BETAMETHGHASONE SODIUM PHOSPHATE; BETAMETHASONE DIPROPIONATE

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ბეტამეთაზონი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო სუსპენზია: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 1 და 5 ც.

1 მლ

ბეტამეთაზონი

(ნატრიუმის ფოსფატის სახი) ………………       2 მგ

ბეტამეთაზონი

(დიპროპიონატის სახით) ………………………….  5 მგ

დამხმარე ინგრედიენტები:

უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, ტრილონ-ბ, პოლისორბატ-80, ბენზილის სპირტი, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, პოლიეთილენგლიკოლი-4000, ნიპაგინი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიპროსანის საინექციო ხსნარი წარმოდგენილია სტერილური სუსპენზიის სახით, რომელიც შეიცავს ბეტამეთაზონის დიპროპიონატს და ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატს.

დიპროსანის სუსპენზია შეიცავს ხსნად და ნაკლებად ხსნად ბეტამეთაზონის ეთერების კომბინაციას, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატული ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო ეფექტს.

გლუკორტიკოიდები, როგორიც ბეტამეთაზონია, იწვევენ გამოხატულ და მრავალმხრივ ზემოქმედებას მეტაბოლიზმზე და ხელს უწყობენ ორგანიზმში იმუნური პასუხის მოდიფიცირებას სხვადასხვა გამღიზიანებლებზე.

ბეტამეთაზონს გააჩნია მაღალი გლუკოკორტიკოიდული აქტივობა და უმნიშვნელო მინერალოკორტიკოსტეროიდული თვისებები.

ჩვენებები:

დიპროსანის სუსპენზია ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთა თერაპია შესაძლებელია კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით. კორტიკოსტეროიდული ჰორმონული თერაპია წარმოადგენს დამხმარე თერაპიას და არ ცვლის ჩვეულებრივ თერაპიას.

ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს:

რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, ბურსიტი, სპონდილიტი, ეპიკონდილიტი, რადიკულიტი, იშიალგია, ლუმბაგო, განგლიოზური კისტა, ტორტიკალური ეგზოსტოზი, ფასციტი, ქრონიკული ბრონქული ასთმა, ანგინევროზული შეშუპება, ალერგიული ბრონქიტი, სეზონური და ქრონიკული (მუდმივი) ალერგიული რინიტი, რეაქცია წამლებზე, სისხლმბადი ორგანოების დაავადებები, მწერების ნაკბენი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ძლიერი მზისმიერი დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ლიპოიდური ნეკრობიოზი, ბუდობრივი ალოპეცია, დისკოიდური ერითემატოზული მგლურა, ფსორიაზი, კელოიდები, ჰერპესული დერმატიტი, კისტოზური ფერიმჭამელები, გაფანტული ერითემატოზული წითელი მგლურა, სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი, კვანძოვანი პერიარტერიტი, ლეიკემიის და ლიმფომების პალიატიური მკურნალობისათვის მოზრდილებში, მწვავე ლეიკემია ბავშვებში.

ადრენოგენიტალური სინდრომი, წყლულოვანი კოლიტი, რეგიონული ილეიტი, მალაბსორბციის სინდრომი, თვალის ლორწოვანის დაზიანება, ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი.

პირველადი და მეორადი ადრენოკორტიკოიდული უკმარისობა. საჭიროების შემთხვევაში საჭიროა მინერალოკორტიკოსტეროიდების შეყვანა.

მიღების წესები და დოზირება:

ინდივიდუალურია.

სისტემური გამოყენება:

სისტემური თერაპიის ჩასატარებლად მკურნალობას იწყებენ 1-2 მლ-ით და იმეორებენ რამოდენიმეჯერ.

დოზირება და გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და პრეპარატის მიმართ რეაქციაზე. პრეპარატის საწყისი დოზა შეიძლება შეადგენდეს 2 მლ მძიმე მდგომარეობისას, მათ შორის ერითემატოზული წითელი მგლურას ან ასთმური შეტევის დროს.

ადგილობრივი გამოყენება:

ზოგ შემთხვევაში საჭიროა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების და კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება. ამ შემთხვევაში, დიპროსანის სუსპენზია შეიძლება შერეული იქნას (შპრიცში და არა ფლაკონში) 1% ან 2% ლიდოკაინის ან პროკაინის ხსნართან, სხვა შემთხვევებში დოზირება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

მწვავე ბურსიტის დროს დიპროსპანის 1-2 მლ სუსპენზია შეჰყავთ სინოვიალურ ჩანთაში. ქრონიკული ბურსიტის მკურნალობა ტარდება უფრო ნაკლები დოზების დანიშვნით.

პრეპარატის დოზით 0.5-2 მოლ სახსარშიგნით გამოყენება ამცირებს რევმატიდული ართრიტით და ოსტეოართრიტით გამოწვეულ ტკივილებს. პრეპარატის სასხარშიდა გამოსაყენებელად რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

დიდი ზომის სახსრები – 1-2 მლ;

მცირე ზომის სახსრები – 0.25-0.5 მლ;

თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ შერჩეულ უნდა იქნას პრეპარატის შემანარჩუნენებელი დოზა.

როდესაც საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შეწყვეტა, პრეპარატის დოზა მცირდება თანდათან.

გვერდითი მოვლენები:

ნატრიუმის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, სითხის დაგროვება ქსოვილებში, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტონია, კუნთების სისუსტე, კორტიკოსტეროიდული მიოპათია, კუნთოვანი მასის დაკლება, მიასთენიური სიმპტომების გაუარესება მძიმე ფსევდოპარალიზური მიასთენიის დროს, ოსტეოპოროზი, არასტაბილური სახსარი, პეპტიური წყლულების წარმოქმნა შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, პანკრეატიტი, მუცლის შებერვა, ჭრილობის შეხორცების დარღვევა, კანის ატროფია. კანის გათხელება, პეტექია, ექკიმოზი, სახის ერითემა, მომატებული ოფლიანობა, კანის რეაქციები (დერმატიტი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება), კონვულსიები, ქალასშიდა წნევის მომატება, მხედველეობის ნერვის დისკის შეშუპებით (ტვინის ფსევდოსიმსივნე) ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის ბოლოს, თავბრუსხვევა, თავსი ტკივილი, მენსტრუალური ციკლის მოშლა.

კუშინგოიდური სინდრომის განვითარება, ბავშვის ზრდის შეფერხება, მეორადი ადრენოკორტიკოიდული და პიტუიტური უკმარისობა განსაკუთრებით სტრესის შემთხვევაში, მაგალითად, ტრავმის ქირურგიული ჩარევის და დაავადების დროს, ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის შემცირება, ინსულინის დოზის კორექციის საჭიროება, უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, მომატებული ქალასშიდა წნევა, გლაუკომა, ეგზოფტალმი, აზოტის უარყოფითი ბალანსი ცილოვანი კატაბოლიზმის შედეგად, ლიპომატოზი, მათ შორის მედიასტინური და ეპიდურალური ლიპომატოზი, სხეულის მასის გაზრდა, ეიფორია, ხასიათის ცვალებადობა, ძლიერი დეპრესია გამოხატული ფსიქიური გამოვლენებით, ხასიათის შეცვლა, უძილობა, გაღიზიანება, ანაფილაქსიური და ზემგრძნობელობითი რეაქცია პრეპარატზე.

უკუჩვენებები:

*დიპროსანის სუსპენზიის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ სისტემური სოკოვანი დაავადებები;

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის პოტენციური სარგებლიანობა დედისთვის აღემატება ნაყოფზე მოქმედებით გამოწვეულ მოსალოდნელ რისკს.

ლაქტაციის დროს საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

*დიპროსანის სუსპენზია არ გამოიყენება ინტრავენურად და კანქვეშ.

დიპროსანის სუსპენზია კუნთებში კეთდება განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თრომბოჰემორაგიული პურპურა.

აუცილებელია სასახრე ჩანთის სითხის გამოკვლევა, რათა გამოვრიცხოთ სეპტიური პროცესი. თუ სეფსისის დიაგნოზი დადასტურდა, საჭიროა ანტიმიკრობული თერაპიის ჩატარება. კორტიკოსტეროიდების შეყვანა არ არის მიზანშეწონილი არასტაბილურ სახსრებში, ინფიცირებულ ზედაპირებში ან მალთაშორის სივრცეებში. განმეორებითმა ინექციებმა სახსარში ოსტეოართრიტის დროს შეიძლება გამოიწვიოს სახსრის დაშლა. სიფრთხილით წარმოებს კორტიკოსტეროიდების შეყვანა უშუალოდ მყესებში, რადგანაც ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება.

კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება გამოწვიოს უკანა სუბკაფსულური კატარაქტას განვითარება, ასევე, გლაუკომის -მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით და ხელი შეუწყოს თვალის მეორადი ინფექციის განვითარებას სოკოვანი მიკროორგანიზმებით ან ვირუსებით. საჭიროა პერიოდიული ოფტალმოლოგიური გამოკვლევები, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იტარებენ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას (6 თვეზე ხანგრძლივად).

კორტიკოსტეროიდები საშუალო და დიდი დოზები იწვევენ წნევის მომატებას, ქსოვილებში მარილების და წყლის შეკავებას და ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფის გაძლიერებას.

პაციენტებში, რომლებიც იტარებენ კორტიკოსტეროიდული თერაპიის კურსს, არ შეიძლება ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება. აგრეთვე არ არის რეკომენდებული სხვა სახის იმუნიზაციის ჩატარება შესაძლო ნევროლოგიური გართულებებისს და ანტისხეულების წარმოქმნის დათრგუნვის გამო.

ამავე დროს, იმუნიზაცია შეიძლება ჩაუტარდეთ ავადმყოფებს, რომელთაც კორტიკოსტეროიდული თერაპია დანიშნული აქვთ შენაცვლებითი თერაპიის სახით, მაგალითად, ადისონის დაავადების დროს.

როდესაც პაციენტები მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით, რომელნიც თრგუნავენ იმუნიტეტს, ისინი უნდა ფლობდნენ ინფორმაციას ამის შესახებ, რათა მოერიდონ კონტაქტს წითელათი და წითურათი დაავადებულებთან.

მწვავე ტუბერკულოზის დროს კორტიკოსტეროიდული თერაპია უნდა დაინიშნოს მხოლოდ სწრაფად მიმდინარე და დისიმინირებული ტუბერკულოზის შემთხვევაში, კომბინირებულად ანტიტუბერკულოზურ თერაპიასთან ერთად.

პრეპარატით გამოწვეული მეორადი ადრენოკორტიკოიდული უკმარისობა შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მიღების სწრაფი შეწყვეტის დროს, ამიტომ საჭიროა დოზის თანდათანობითი შემცირება.

კორტიკოსტეროიდული ეფექტი შეიძლება გაუძლიერდეთ ციროზით შეპყრობილ და ჰიპერთირეოდიზმით დაავადებულ პაციენტებს.

კორტიკოსტეროიდული თერაპიის დროს შესაძლებელია ფსიქიკის დარღვევა. ავადმყოფებს აღენიშნებათ ემოციური არასტაბილურობა ან მიდრეკილება ფსიქოზისადმი.

კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით ინიშნება თვალის მარტივი ჰერპესის დროს.

კორტიკოსტეროიდები აგრეთვე სიფრთხილთ ინიშნება შემდეგი დაავადებების დროს:

*არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;

*დივერტიკულიტი;

*ლატენტურად და კლინიკური სიმპტომატიკით მიმდინარე კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული;

*ღვიძლის უკმარისობა;

*ჰიპერტონია;

*ოსტეოპოროზი;

*მძიმე მიასთენია;

ვინაიდან კორტიკოსტეროიდული თერაპია ხელს უშლის ზრდას და ამცირებს კორტიკოსტეროიდების ენდოგენურ გამოყოფას ახალშობილებში და ბავშვებში, საჭიროა ექიმის კონტროლი პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ხანგრძლივ კორტიკოსტეროიდულ თერაპიაზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები:

საშიშია იმ შემთხვევებში, როდესაც გამოყენებულია ძალიან დიდი დოზებით რამოდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობა.

სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფენობარბიტალის, რიფამპიცინის, ფენიტოინის ან ეფედრინის დიპროსპანთან კომბინირებისას შესაძლებელია კორტიკოსტეროიდის მეტაბოლიზმის გაძლიერება და მისი თერაპიულ აქტივობის დაქვეითება.

კორტიკოსტეროიდების და ესტრონების კომბინირებისას აუცილებელია პაციენტების შემოწმება შესაძლო ეფექტების გამოსავლენად.

კორტიკოსტეროიდების და დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენება ხელს უწყობს კალიუმის გამოდევნას ორგანიზმიდან, რასაც შეუძლია გამიწვიოს ჰიპოკალიემია. კორტიკოსტეროიდების და დიურეზული საშუალებების კომბინირებამ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს არითმიების და საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობის გამოვლენას, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოკალიემიასთან, კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ გააძლიერონ კალიუმის გამოყოფა გამოწვეული ამფოტერიცინ B-თი.

კორტიკოსტეროიდების და კუმარინული ჯგუფის ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ანტიკოაგულანტური ეფექტი.

კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ სალიცილატების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. აცეტილსალიცილის მჟავა სიფრთხილით ინიშნა კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში ჰიპოპროთრომბინემიის დროს.

გლუკორტიკოიდების და სომატოტროპინის ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია სომატოტროპინის აბსორბციის შემცირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დიპროსალიკი – DIPROSALIC – ДИПРОСАЛИК

საერთაშორისო დასახელება:

BETAMETHASONE; SALICYLIC ACID

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ბეტამეტაზონის დიპროპიონატი+სალიცილის მჟავა

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდი, სალიცილის მჟავას პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლოსიონი: ფლაკონში 30 მლ

1 მლ

ბეტამეტაზონის დიპროპიონატი ………………..            500 მკგ

სალიცილის მჟავა …………………………………………..   20 მგ

მალამო: ტუბში 30 გ

1 გ

ბეტამეტაზონის დიპროპიონატი  ………           500 მკგ

სალიცილის მჟავა …………………………………   30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიპროსალიკი შეიცავს 2 აქტიური ნივთიერების კომბინაციას – ბეტამეტაზონის დიპროპიონატის და სალიცილის მჟავის.

ბეტამეტაზონის დიპროპიონატი სინთეზირებული ფტორირებული კორტიკოსტეროიდია. მას გააჩნია ანთების, ქავილის საწინააღმდეგო და  სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება. დიპროსალიკის ლოსიონი და მალამო ავლენენ ამ ეფექტებს სტაბილურად, თუ აპლიკაცია სწარმოებს ორჯერ დღეში.

ადგილობრივი გამოყენებისას სალიცილის მჟავას გააჩნია კერატოლიზური, ბაქტერიოსტატული და ფუნგიციდური მოქმედება.

ჩვენებები:

დიპროსალიკის გამოყენება ნაჩვენებია ფსორიაზის და თავის თმიანი ნაწილის სებორეის ანთებითი გამოვლინებების შესამცირებლად, სხვა ლოკალიზაცია ფსორიაზული დარღვევების, დერმატოზების დროს, რომელთა გამომწვევები მგრძნობიარენი არიან კორტიკოსტეროიდული თერაპიისადმი.

მიღების წესები და დოზირება:

დიპროსალიკის გამოყენება რეკომენდებულია ორჯერ დღეში – დილით და საღამოს.

გვერდითი მოვლენები:

წვა, ქავილი, გაღიზიანება, კანის სიმშრალე, ფოლიკულიტი. აკნეს მსგავსი გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.

უკუჩვენებები:

*დიპროსალიკის ლოსიონი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის პოტენციური სარგებლობა დედისათვის აღემატება ნაყოფზე ზემოქმედებით გამოწვეულ მოსალოდნელ რისკს. პრეპარატი გადადის დედის რძეში, ამიტომ ის არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

*თუ დიპროსალიკის ლოსიონის გამოყენების ფონზე განვითარდა გაღიზიანება ან ჰიპერსენსიბილიზაცია, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

*პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენება: ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებისადმი, რაც იწვევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზალურ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვას, ამავე დროს აღინიშნება კუშინგის სინდრომი, ზრდის შეფერხება, სხეულის მასის დაკლება და ქალასშიდა წნევის მომატება ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს. თირკმელზედა ქერქის უკმარისობა განისაზღვრება კორტიზოლის დაბალი დონით პლაზმაში.

კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების დროს, განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომლებიც აღინიშნება სისტემური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების გამოყენების დროს, მათ შორის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სუპრესიაც. სალიცილის მჟავის გამოყენება დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე არ არის რეკომენდებული.

*დიპროსალიკის ლოსიონის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ოკლუზიური ნახვევის დადება.

ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს:

კანის მაცერაცა, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები. სალიცილის მჟავის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ დერმატიტის განვითარება.

*კანის სიმშრალის და გაღიზიანების შემთხვევებში, პრეპარატის მკურნალობა საჭიროა შეწყდეს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ხანგრძლივი და დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზალურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვა, რომელიც იწვევს მეორადად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციიის უკმარისობას, ჰიპერკორტიციზმს, კუშინგის დაავადების ჩათვლით.

ქრონიკული ინტოქსიკაციის შემთხვევაში რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების თანდათანობით მოხსნა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300Cტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

დიპრივანი (გაგრძელება) – DIPRIVAN – ДИПРИВАН

ე. სამიზნე კონცენტრაციის ინფუზია – დიპრივანის შეყვანა მოზრდილებში სამიზნე კონცენტრაციის საინფუზიო სისტემა “დიპრიფუზორი”-ს მეშვეობით:

დიპრივანის სამიზნე კონცენტრაციის ინფუზია “დიპრიფუზორი”-ს მეშვეობით შეზღუდულია ინდუქციის პერიოდებით და მოზრდილებში ზოგადი ანესთეზიის შენარჩუნებით. რეკომენდირებული არ არის ინტენსიურ თერაპიაში სედაციისათვის გამოყენება, სედატიური ეფექტის უზრუნველყოფისთვის გონებაზე ყოფნის შენარჩუნებით ან ბავშვებში.

დიპრივანის შეყვანა სამიზნე კონცენტრაციის ინფუზიის მეთოდით შესაძლებელია მხოლოდ “დიპრიფუზორი”-ს მეშვეობით, რომელიც მოიცავს “დიპრიფუზორ” პროგრამულ უზრუნველყოფას. ეს სისტემები ფუნქციონირებს მხოლოდ მომზადებულ დიპრივანით შევსებულ მინის შპრიცზე ელექტრონული ნიშნის გამორკვევის შემდეგ. სისტემა სამიზნე კონცენტრაციის ინფუზია “დიპრიფუზორი” ავტომატურად დაარეგულირებს დიპრივანის იმ კონცენტრაციის შეყვანის სიჩქარეს, რომელიც დაადგინა სისტემამ. სპეციალისტი უნდა გაეცნოს საინფუზიო ტუმბოს მუშაობის ინსტრუქციას, დიპრივანის სამიზნე კონცენტრაციის ინფუზიის მეთოდით შეყვანას, შპრიცის გამოცნობის სისტემის სწორად გამოყენებას, რაც ასახულია კომპანია ასტრაზენეკას მიერ წარმოდგენილ სასწავლო სახელმძღვანელოში. მოცემული სისტემა ანესთეზიოლოგს შესაძლებლობას აძლევს რათა მიაღწიოს ინდუქციის სასურველ სიჩქარეს და ნარკოზის სიღრმეს და მართოს იგი პროპოფოლის მიზნობრივი (კონტროლირებადი) კონცენტრაციის დადგენით და რეგულირებით პაციენტის სისხლში. სისტემა სამიზნე კონცენტრაციის ინფუზია “დიპრიფუზორი” გულისხმობს, რომ პროპოფოლის საწყისი კონცენტრაცია პაციენტის სისხლში შეადგენს 0-ს. აქედან გამომდინარე, პაციენტებისათვის, რომლებიც პროპოფოლს იღებდნენ ადრე, საჭიროა სამიზნე კონცენტრაციის ინფუზიისათვის “დიპრიფუზორი”-ს მეშვეობით, საჭიროა დიპრივანის შეყვანის დასაწყისში უფრო დაბალი საწყისი მიზნობრივი კონცენტრაციის ამორჩევა. აგრეთვე რეკომენდირებული არ არის ჩვეულებრივ რეჟიმში “დიპრიფუზორი”-ს მუშაობის გაგრძელება მისი გამორთვის შემდეგ.

პროპოფოლის სამიზნე კონცენტრაციის არჩევის ინსტრუქცია თანდართულია ქვემოთ.პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ ან არ უტარდებათ პრემედიკაცია იღებენ,პროპოფოლის ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის ინდივიდუალურ განსხვავებასთან დაკავშირებული პროპოფოლის სამიზნე კონცენტრაცია უნდა ვარირებდეს პაციენტის კლინიკური პასუხის მიხედვით ანესთეზიის საჭირო სიღრმის მისაღწევად. 55 წლამდე ასაკში პაციენტებში ანესთეზიის, ინდუქციისათვის როგორც წესი, შეიძლება პროპოფოლის სამიზნე კონცენტრაციის შყვანა 4-დან 8 მკგ/მლ-მდე. პროპოფოლის საწყისი სამიზნე კონცენტრაცია 4 მკგ/მლ რეკომენდირებულია პაციენტებისათვის, რომლებსაც უტარდებათ პრემედიკაცია. პრემედიკაციის გარეშე რეკომენდირებულია 6 მკგ/მლ კონცენტრაცია. ინდუქციის დრო მოცემული სამიზნე კონცენტრაციის შემთხვევაში შეადგენს, როგორც წესი, 60-120 წამს. უფრო მაღალი მნიშვნელობა გამოიწვევს ანესთეზიის უფრო სწრაფ ინდუქციას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჰემოდინამიკის და სუნთქვის ფუნქციის გამოხატულ დათრგუნვას. ნაკლები საწყისი სამიზნე კონცენტრაციის გამოყენება საჭიროა 55 წელს ზემოთ და 3 და 4 ჯგუფის ASA პაციენტებში. სამიზნე კონცენტრაციის გაზრდა შესაძლებელია თანდათანობით 0,5-დან 1,0 მკგ/მლ-მდე 1 წუთის ინტერვალით ანესთეზიისთანდათანობითი ინდუქციის მისაღწევად. როგორც წესი, საჭიროა დამატებითი ანალგეზია, ხოლო ნარკოზის შესანარჩუნებლად სამიზნე კონცენტრაციის შემცირების სიდიდე დამოკიდებული იქნება დამატებით შეყვანილი ანალგეზიური საშუალებების ოდენობაზე.

პროპოფოლის სამიზნე კონცენტრაცია ხელს უწყობს 3-დან 6 მკგ/მლ-ის ფარგლებში საერთო ანესთეზიის საკმარისი დონის შენარჩუნებას. გაღვიძების დროს პროპოფოლის პროგნოზირებადი კონცენტრაცია, ძირითადად მერყეობს 1,0-2,0 მკგ/მლ-ის ფარგლებში და იგი დამოკიდებულია ნარკოზის შენარჩუნების პერიოდში ანალგეზიის დონეზე. ინტენსიური თერაპიის დროს სედატიური ეფექტის უზრუნველყოფა: ჩვეულებრივ საჭიროა პროპოფოლის სამიზნე კონცენტრაცია სისხლში 0,2-2,0 მკგ/მლ დიაპაზონით.

დიპრივანის შეყვანა შეიძლება დაიწყოს დაბალი სამიზნე კონცენტრაციით და დოზისტიტრირებით პაციენტის რეაქციაზე დამოკიდებით სედაციის სასურველი სიღრმის მისაღწევად.

გვერდითი ეფექტები:

ზოგადი

როგორც წესი, ანესთეზიის ინდუქცია მიმდინარეობს შეუფერხებლად, აგზნების მინიმალური ნიშნებით. გვერდითი მოვლენები, რომლებიც გვხვდება უფრო ხშირად და წინასწარ არის მხედველობაში მისაღები. მსგავსია ზოგადი ანესთეზიის ნებისმიერი საშუალების გვერდითი ეფექტების, მაგალითად, როგორიცაა ჰიპოტენზია. შემთხვევები, რომლებიც აღინიშნება ანესთეზიასთან და ინტენსიურ თერაპიასთან  დაკავშირებით, შეიძლება უკავშირდებოდეს მიღებულ პროცედურებს ან პაციენტის მდგომარეობას.

ძალიან ხშირად
(>1/10)

ზოგადი რეაქციები და
რეაქციები შეყვანის
ადგილზე

შეყვანის ადგილზე ტკივილი
ინდუქციის დროს

ხშირად
(>1/100,

საერთო

გულ-სისხლძარღვთა
სისტემის მხრივ:

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
მხრივ:

 

ცენტრალური ნერვული
სისტემის მხრივ:

 

სასუნთქი სისტემის მხრივ:

მოხსნის სინდრომი ბავშვებში (4)

 

ჰიპოთენზია (2),
ბრადიკარდია (3),
ბავშვებში აქტიური ჰიპერემია(4)

ღებინება და გულისრევა ნარკოზიდან
გამოსვლის დროს

 

თავის ტკივილი ნარკოზიდან
გამოსვლის დროს

 

დროებითი აპნოე ინდუქციის დროს

არც ისე
ხშირად
(>1/1000,

გულ-სისხლძარღვთა
სისტემის მხრივ:

თრომბოზები და ფლებიტები

იშვიათად
(>1/10000,

ცენტრალური ნერვული
სისტემის მხრივ:

ეპილეპტიფორმული მოძრაობები,
ინდუქციის, ანესთეზიის შენარჩუნების
და მისგანგამოსვლის დროს
კონვულსიების და ოპისტოტონუსის
ჩათვლით.

ძალიან
იშვიათად
(

ჩონჩხ-კუნთოვანი
ეფექტები, შემაერთებელი
ქსოვილი:

რაბდომიოლიზი (5)

 

საპროცედურო
გართულებები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
მხრივ:

თირკმელების და
შარდ–გამომყოფის სისტემის
მხრივ:

იმუნური სისტემის მხრივ:

 

რეპროდუქციული სისტემის
მხრივ:
გულ-სისხლძარღვთა
სისტემის მხრივ:

ცენტრალური ნერვული
სისტემის მხრივ:

 

 

ოპერაციისშემდგომი ცხელება

პანკრეატიტი

შარდის გაუფერულობა ხანგრძლივი
გამოყენების შემდეგ
ანაფილაქსია, რომელიც ვლინდება
შემდეგი სახით: ანგიონევროზიული
შეშუპებით, ბრონქოსპაზმით, ერითემით
სექსუალური აქტივობა

 

ფილტვების შეშუპება
ჰიპოტენზიით

ოპერაციისშემდგომი უგონო
მდგომარეობა

(1) შეყვანის ადგილზე ტკივილის შესამცირებლად შეიძლება პრეპარატის შეყვანით ზომით უფრო დიდ ვენაში წინამხარში ან იდაყვის მოხრის

ადგილზე. ტკივილის შეგრძნება შეიძლება შემცირდეს დიპრივანი 1% ლიგნოკაინთან ერთად შეყვანის დროს. (იხ. “გამოყენების წესი და დოზები” ნაწილი დ)

(2) ჰიპოტენზიამ შეიძლება საჭირო გახადოს სითხის ინტრავენური შეყვანა და დიპრივანის შეყვანის სიჩქარის შემცირება.

(3) ბრადიკარდიის სერიოზული შემთხვევები გვხვდება იშვიათად. არსებობს ცალკეული ცნობები ბრადიკარდიის პროგრესირებისას ასისტოლიის შესახებ.

(4) იგი ვლინდება ინტენსიური თერაპიის დროს დიპრივანის გამოყენების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში.

(5) ინტენსიური თერაპიის დროს სედაციისათვის დიპრივანის 4 მგ/კგ/სთ დოზის გამოყენების შემთხვევაში ცნობილია რაბდომიოლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ.ანესთეზიის ინდუქციისათვის ახალშობილებში დიპრივანის გამოყენებამ (დაურეგისტრირებელი ჩვენება) შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი და გულსისხლძარღვთასისტემის ფუნქციის დათრგუნვა. სუნთქვის დათრგუნვის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ჟანგბადით. გულსისხლძარღვების სისტემის მოქმედების დათრგუნვის შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის თავის ქვემოთ დაწევა, მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს პლაზმის შემცვლელები და პრესორული საშუალებები.

ჭარბი დოზა:

შემთხვევითი დოზის გადაჭარბება შეიძლება გახდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების და სუნთქვის დათრგუნვის მიზეზი. სუნთქვის დათრგუნვის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ჟანგბადით. გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დათრგუნვის შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის თავის დაბლა დაწევა, მძიმე შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პლაზმის შემცვლელი და პრესორული საშუალებების შეყვანა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლის ურთიერთქმედების სხვა სახეობები:

დიპრივანის გამოყენება შეიძლება სპინალურ და ეპიდურალურ ანესთეზიასთან, პრემედიკაციის საშუალებებთან, მიორელაქსანტებთან, ინჰალაციური საანესთეზიოებთან და ანალგეზიურებთან კომბინაციაში; ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობა აღწერილი არ არის. დიპრივანის უფრო დაბალი დოზები შეიძლება საჭირო გახდეს, როდესაც ზოგადი ანესთეზია გამოიყენება რეგიონალური ანესთეზიის მეთოდის დამატების სახით.

შეუთავსებლობა:

არ შეიძლება გამოყენების წინ დიპრივანის შერევა ნებისმიერ სხვა საინექციო ან საინფუზიო ხსნარებთან, გარდა პოლივინიქლორიდის პაკეტებში ან გადასასხმელი მინის ფლაკონებში 5% დექსტროზის ხსნართან, პლასტმასის შპრიცებში საინექციო ლიგნოკაინთან ან საინექციო ალფენტანილთან ერთად. წინასწარ გამორეცხვის გარეშე, მიორელაქსანტების – ატრაკურიუმის და მივაკურიუმის შეყვანის დროს არ გამოიყენება იგივე საინფუზიო ხაზი, რაც დიპრივანის დროს.

მითითება:

დიპრივანი უნდა იქნას გამოყენებული ანესთეზიის სფეროში მომზადების მქონე პერსონალის მიერ (ან, შესაბამის სიტუაციებში, ექიმების მიერ, რომლებმაც გაიარეს ინტენსიური თერაპიის დროს ავადმყოფებისათვის დახმარების გაწევის მომზადება). აუცილებელია ავადმყოფებზე განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი, სასუნთქი გზების თავისუფალი გამავლობის შესანარჩუნებელი, ხელოვნური ვენტილაციის ჩასატარებელი, ჟანგბადით გამდიდრების მოწყობილობების და აგრეთვე სხვა სარეანიმაციო საშუალებების მზად ყოფნის პირობებში. დიპრივანი არ უნდა შეიყვანოს პირმა, რომელიც ასრულებს დიაგნოსტიკურ ან ქირურგიულ პროცედურას. გონების შენარჩუნებით სედატიური ეფექტის უზრუნველყოფისათვის ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურების დროს დიპრივანის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა პაციენტებზე მუდმივი მეთვალყურეობა. ჰიპოთენზიის ადრეული ნიშნების, სასუნთქი გზების ობსტრუქციის და სისხლის ჟანგბადით არასაკმარისი გაჯერების გამოსავლენად. როგორც სხვა სედატიური პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, სედატიური ეფექტის უზრუნველყოფისათვის დიპრივანის შეყვანის დროს  ოპერატიული ჩარევის შემთხვევაში შესაძლებელია პაციენტის უნებლიე მოძრაობები. პროცედურების დროს, რომლებიც ითხოვენ უმოძრაობას, ამგვარი მოქმედებებიშეიძლება იყოს სახიფათო ოპერაციული ჩარევის პერიოდში. აუცილებელია პაციენტზე მეთვალყურეობისათვის ადექვატური პერიოდი ზოგადი ანესთეზიის შემდეგ სრული აღდგენის უზრუნველყოფისათვის. ძალიან იშვიათ შემთხვევებში დიპრივანის გამოყენების შემდეგ ოპერაციის შემდგომ პერიოდში შესაძლებელია უგონოდ ყოფნა, რასაც შეიძლება მოჰყვეს კუნთების ტონუსის მომატება. ხანდახან გონების დაკარგვას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სიფხიზლის

პერიოდის შემდეგ. სპონტანური გამოფხიზლების მიუხედავად, უგონო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფზე უნდა განხორციელდეს სათანადო მეთვალყურეობა. დიპრივანს გააჩნია მსუბუქი ვაგოლიზური აქტივობა, რის გამოც მის გამოყენებას უკავშირებენ ბრადიკარდიის (რომელიც ხანდახან ატარებს სერიოზულ ხასიათს) და, აგრეთვე, ასისტოლიის შემთხვევებს. მიზანშეწონილია ანესთეზიის ინდუქციის ან მისი შენარჩუნების პერიოდში ანტიქოლინერგული საშუალებების ინტრავენური შეყვანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ვლინდება ვაგუსური ტონუსის სიჭარბე, ან როდესაც დიპრივანს იყენებენ სხვა საშუალებებთან ერთად, რომლებიც იწვევენ  ბრადიკარდიას. იმ შემთხვევაში, თუ დიპრივანი უკეთდება ეპილეფსიის მქონე ავადმყოფებს, ჩნდება კრუნჩხვების საშიშროება.სათანადო ყურადღებას საჭიროებენ ავადმყოფები, რომლებსაც დარღვეული აქვთ ლიპიდების მეტაბოლიზმი, და აგრეთვე სხვა მდგომარეობაში ყოფნის დროს, როდესაც საჭიროა ლიპიდური ემულსიების სიფრთხილით გამოყენება. რეკომენდირებულია სისხლში ლიპიდების დონის მონიტორინგის ჩატარება დიპრივანის დანიშვნის დროს პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ლიპიდების დაგროვების განსაკუთრებული საშიშროება. იმ შემთხვევაში, როდესაც მონიტორინგი მოწმობს ორგანიზმიდან ცხიმების არასაკმარის გამოყოფას, საჭიროა დიპრივანის შეყვანის სათანადო კორექტირება. ლიპიდური სხვა საშუალების ერთდროული ინტრავენური შეყვანის დროს საჭიროა მისი დოზის შემცირება, დიპრივანის შემადგენლობაში შეყვანილი ლიპიდების რაოდენობის გათვალისწინებით; 1,0 მკდიპრივანი შეიცავს დაახლოებით 0,1 გ ცხიმს ანესთეზიის ინდუქციისათვის ახალშობილებში დიპრივანის გამოყენებამ (დაურეგისტრირებელი ჩვენება) შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემების მოქმედების დათრგუნვა. სუნთქვის დათრგუნვის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ჟანგბადით.

გულ-სისხლძარღვების სისტემის მოქმედების დათრგუნვის შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის თავი ქვემოთ დაწევა, მძიმე შემთხვევებში კი შეიძლება საჭირო გახდეს პლაზმის შემცვლელების და პრესორული საშუალებების გამოყენება.

დღენაკლულ ახალშობილებში ინტენსიური თერაპიის დროს სედატიური ეფექტის უზრუნველყოფისათვის დიპრივანის მიღების შესახებ ცნობები არ მოიპოვება. კრუპით და ეპიგლოტიტით დაავადებულ ბავშვებში ინტენსიური თერაპიის დროს სედატიური ეფექტის უზრუნველყოფისათვის დიპრივანის მიღების კლინიკური გამოკვლევები არ ჩატარებულა.

„ინტენსიური თერაპიის დროს სედატიური ეფექტის უზრუნველყოფა“ აღინიშნება მეტაბოლური აციდოზის, რაბდომიოლიზის, ჰიპერკალიემიის და/ან გულის უკმარისობის ძალიან იშვიათი შემთხვევები, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილით მძიმე ავადმყოფებში ინტენსიური თერაპიის დროს სედატიური ეფექტის უზრუნველყოფისათვის დიპრივანის მიღების შემთხვევაში. ეს ცნობები გვიჩვენებენ, რომ ხდებოდა ქსოვილების ჟანგბადით არასაკმარისი უზრუნველყოფა. ამ შემთხვევებსა და დიპრივანის გამოყენების შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის. ყველა სედატიური და სხვა პრეპარატი, რომელიც გამოიყენება  ინტენსიური თერაპიის დროს (დიპრივანის ჩათვლით), უნდა ტიტრირდებოდეს ჟანგბადით ქსოვილების ოპტიმალური მომარაგების და ოპტიმალური ჰემოდინამიკური პარამეტრების შესანარჩუნებლად. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ედტა ქმნის ჰელატურ კომპლექსებს

ლითონის იონებთან, მათ შორის თუთიის იონებთან. საჭიროა განხილულ იქნას თუთიის დამატებითი დანიშვნის შესაძლებლობა დიპრივანის ხანგრძლივი გამოყენების დროს, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ თუთიის დეფიციტისადმი მიდრეკილება, მაგალითად, დამწვრობის, დიარეის და/ან სეფსისის დროს. დიპრივანი არ შეიცავს ანტიმიკრობულ კონსერვანტებს და შეიძლება ხელსაყრელი გარემო იყოს მიკროორგანიზმების ზრდისათვის. დიპრივანით სტერილური შპრიცის ან საინფუზიო ხაზის შევსების შემთხვევაში საჭიროა ასეპტიკის წესების დაცვა; პრეპარატი ივსება ამპულის გახსნის შემდეგ და დაუყონებლივ იწყება შეყვანა. ასეპტიური პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი მთელი საინფუზიო პერიოდის მსვლელობის დროს, როგორც დიპრივანის, ასევე შეყვანის აპარატურის მიმართ. ნებისმიერი საინფუზიო ხსნარი, რომელიც ემატება საინფუზიო ხაზს დიპრივანთან ერთად, უნდა შეყვანილ იქნას რაც შეიძლება ახლოს კანულის ადგილთან. არ შეიძლება დიპრივანის შეყვანა მიკრობიოლოგიური ფილტრით.

დიპრივანის შპრიცი არის ერთჯერადი და განკუთვნილია ერთ პაციენტზე გამოყენებისათვის. სხვა ლიპიდური ემულსიებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, დიპრივანის განუწყვეტელი ინფუზიის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 12 საათს. პრეპარატის ინფუზიის ან 12 საათიანი პერიოდის დასრულების შემდეგ აუცილებელია როგორც დიპრივანით ტევადობის, აგრეთვე საინფუზიო ხაზის შეცვლა. საჭიროა დიპრივანის ტევადობის გამოყენების წინ შენჯღრევა. ნებისმიერი რაოდენობით დარჩენილი ტევადობის შემადგენლობა უნდა გაუქმდეს. ასეპტიური პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც დიპრივანის, ასევე შეყვანის აპარატურის მიმართ. მოქმედება მანქანის მართვისა და ტექნიკაზე მუშაობის შესაძლებლობაზე:

საჭიროა პაციენტების ინფორმირება, რომ ზოგადი ანესთეზიას შემდეგ, დროის გარკვეულ პერიოდში არ შეიძლება, მაგალითად მანქანის მართვა და ტექნიკასთან მუშაობა.

გამოშვების ფორმა:

20 მლ მინის, გამჭირვალე ამპულებში. 5 ამპულა პლასტიკურ ფიქსატორში მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

50 მლ მინის შპრიცში პოლიპროპილენის პლუნჟერით და ლუერის კონექტორით.

შპრიცი დაფასოებულია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. ერთი კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

2-დან 25ºC-მდე ტემპერატურაზე, არ გაყინოთ.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

შენახვის ვადა:

ამპულები: 3 წელი.

შპრიცები: 2 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

რეცეპტით.

Don`t copy text!