Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 631

დლიანოსი – DLIANOS – ДЛЯНОС

საერთაშორისო დასახელება:

XYLOMETAZOLINE

მწარმოებელი: SANDOZ PRAIVIT LTD, ინდოეთი

for NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლნი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალფა2-ადრენომიმეტური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირის წვეთები 0.05%: ფლაკონში 10 მლ.

1 მლ

ქსილომეტაზოლნის ჰიდროქლორიდი ………..  0.5 მგ

ცხვირის სპრეი 0.1%: ფლაკონში 10 მლ.

1 მლ

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ……..   1 მგ

დამხმარე ნივთერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული, ნატრიუმის ედტა, ნატრიუმის ქლორიდი, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქსილომეტაზოლინი განეკუთვნება ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებების ჯგუფს (დეკონგესტანტები) α-ადრენომიმეტური მოქმედებით, იწვევს ცხვირის ლორწოვანას სისხლძარღვების შევიწროვებას, ამგვარად ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებისა და ჰიპერემიის მოხსნით. აადვილებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.

თერაპიულ კონცენტარციებში არ აღიზიანებს ლორწოვანას, არ იწვევს ჰიპერემიას.

მოქმედება იწყება რამოდენიმე წუთში და რამოდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივად გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, კონცენტრაციები პლაზმაში იმდენად მცირეა, რომ მათი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით შეუძლებელია.

ჩვენებები:

მწვავე რესპირატორული დაავადება რინიტი (სურდოს) მოვლენებით, მწვავე ალერგიული რინიტი, პოლინოზი, სინუსიტი, ევსტაქიტი, შუა ოტიტი (ყელ-ცხვირის ლორწოვანას შეშუპების შესამცირებლად).

ავადმყოფის მომზადება დიაგნოსტიკური მანიპულაციებისათვის ცხვირის გზებში.

მიღების წესები და დოზირება:

ინტერნაზალურად, სპრეი 0.1 ინიშნება მხოლოდ მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

შეისხურება ერთხელ თითოეულ ნესტოში (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამეორება); ჩვეულებრივ საკმარისია დღეში 4 შესხურება.

სასხურებელი ცხვირის ნესტოში უნდა მოთავსდეს ჩამოსაცმელით ზევით, სწრაფად მკვეთრად უნდა დაეჭიროს ერთხელ. ჩამოსაცმელი უნდა გამოიღოთ ცხვირის ნესტოდან სასხურებელზე ხელის გაშვების გარეშე. შესხურების დროს უნდა მოხდეს მცირე რაოდენობით ჰაერის შესუნთქვა ცხვრით, რაც ხელს უწყობს პრეპარატის ოპტიმალურად შეყვანას.

ცხვირის წვეთები 0.05%

ბავშვებში: 6 წელზე უფროსი ასაკის – 2-3 წვეთი 0.05% ხსნარი თითოეულ ნესტოში, ჩვეულებრივ საკმარისია 3-4-ჯერ დღეში.

ჩვილი ბავშვებისათვის და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 1-2-ჯერ დღეში, მაგრამ არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას – ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე წვა, ჩხვლეტები, ცემინება, ჰიპერსეკრეცია.

იშვიათად – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემა, ტაქიკარდია, არითმითები, აწ-ს მომატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

*არტერიული ჰიპერტენზია;

*ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი;

*გლაუკომა, ატროფიული რინიტი;

*ჰიპერთირეოზი;

* ქირურგიული ჩარევები ტვინის გარსებზე (ანამნეზში).

*სპრეისათვის – 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.

*სიფრთხილით – შაქრიანი დიაბეტის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დედისათვის სარგებელს და ნაყოფისათვის რისკის შეფასების შემდეგ. არ შეიძლება რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

*პრეპარატის ხანრძლივად გამოყენება არ შეიძლება. მაგალითად, ქრონიკული რინიტის დროს.

ზეგავლენა ავტომობილის ან აღჭურვილობის მართვის უნარზე: რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ქსილომეტაზოლინმა შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალების ან აღჭურვილობის მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა სიპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ შეიძლება მაოს-ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან კომბინირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300c ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დიცინონი – DICYNONE – ДИЦИНОН

საერთაშორისო დასახელება:

ETHAMSYLATE

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ეტამზილატი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰემოსტატური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

ეტამზილატი ………………. 250 მგ

საინექციო ხსნარი ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 50 ც.

1 მლ 1 ამპ

ეტამზილატი …………….. 125 მგ 250 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიცინონი წარმოადგენს ანტიჰემორაგიულ საშუალებას. იგი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის ფიზიოლოგიური მექანიზმების სტიმულირებას, ამცირებს სისხლდენის ხანგრძლივობას, ზრდის თროთმბოციტების რაოდენობას, მათ აქტივობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. მისი მოქმედება გამოიხატება სისხლის დენის ხანგრძლივობის სტატისტიკურ შემცირებაში და თრომბოციტების რიცხვის ზომიერ მომატებაში. პრეპარატი არ მოქმედებს პროთრომბინის დროზე, არ გააჩნია ჰიპერკოაგულაციური თვისებები და არ უწყობს ხელს თრომბის წარმოქმნას. დიცინონი პრაქტიკულად არ მოქმედებს პერიფერიული სისხლის შემადგენლობაზე, ცილებისა და ლიპოპროტეინების კონცენტრაციაზე. ფიბრინოგენის შემცველობა იზრდება უმნიშვნელოდ, ხოლო ერითროციტების დალექვის სიჩქარე უმნიშვნელოდ მცირდება. დიცინონი იწვევს კაპილარების კედლის განვლადობის შემცირებას. მისი ანგიოპროტექტული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია კაპილარების ენდოთელიუმზე და ენთდოთელიუმშორისო სივრცის ძირითად ნივთიერებებზე ზემოქმედებასთან.

ფარმაკოკინეტიკა:

დიცინონის ჰემოსტატური ეფექტი ვლინდება სწრაფად.

პრეპარატის მოქმედება იწყება ინტრავენური ინექციიდან 5-15 წუთის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ. ხოლო მისი მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 საათს. რომელიც შედგომი 24 საათის განმავლობაში მცირდება. პრეპარატის კუნთებში შეყვანისას მოქმედება იწყება უფრო ნელა. პერორალური მიღებისას მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 3 საათის შემდეგ.

ჩვენებები:

  • კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა ოპერაციული ჩარევების დროს და მის შემდეგ;
  • ჰემორაგიული დიათეზის მკურნალობა (ვერლგოფის დაავადება, ვილებრანდ-ურგენსის დაავადება, თრომბოპათია), სისხლის სისტემური დაავადება თანმხლები ჰემორაგიული სინდრომით, რომელიც განპირობებულია ჰემოსტაზის სისხლძარღვოვანი ფაქტორით;
  • მეტრო-მენორაგიების თერაპია (ფუნქციური, ფიბრომიომა);
  • დიაბეტური მიკროანგიოპათიების თერაპია (განსაკუთრებით დიაბეტური რეტინოპათიის ჰემორაგიული ფორმა, განმეორებითი სისხლჩაქცევა, ბადურაში და ჰემოფტალმი);
  • შინიგანი სისხლდენა, მათ შორის ტრავმული სისხლდენის დროს, გადაუდებელი თერაპიისათვის კომბინაციაში სხვა საშუალებებთან.
  • ოტორინოლარინგოლოგიაში (პრემედიკაცია უზრუნველყოფს კარგ ჰემოსტაზს ტონზილექტომიის, ადენოტომიის, ყურის მიკროქირურგიული ოპერაციების შემდეგ, პრეპარატი აჩერებს სპონტანურ სისხლდენებს, ასევე დროებით სისხლდენებს ოპერაციული ჩარევის შემდეგ;
  • ოფთალმოლოგიაში (კერატოპლასტიკის დროს მცირდება არასასურველი გამოსავალი სისხლდენის გამო, ოპერაციების დროს კატარაქტას გამო, ბადურას ჩამოფცქვნა, ანტიგლაუკომური ოპერაციების დროს პრეპარატი იძლევა კარგ პრეოპერაციულ ჰემოსტაზს და ამცირებს პოსტოპერაციული ჰემორაგიების ხარისხს. დიცინონი ხელს უწყობს დიაბეტური და პოსტკონტუზიური რეტინული და ვიტრეალური სისხლდნების გაჩერებას;
  • სტომატოლოგიაში (აჩერებს სისხლდენას ოპერაციების დროს პირის ღრუში, მაგალითად, კისტის, გრანულომის რეზექცია და კბილების ექსტრაქციის შემდეგ);
  • უროლოგიაში (ამცირებს პოსტოპერაციული ჰემორაგიების მოცულობას და ხანგრძლივობას პროსტატექტომიის შემდეგ, თირკმელების სიმსივნის სრული და ნაწილობრივი ამოკვეთის შემდეგ);
  • ქირურგიაში (ხანგრძლივი და სათუთი ჩარევა ძლიერ ვასკულარიზებულ ქსოვილებზე);
  • მეან-გინეკოლოგიაში და მეანობაში (პოსტოპერაციული ჰემორაგიების პროფილაქტიკა და ჰისტერექტომიის, უტეროტომიის, სიმსივნის ამოკვეთის, ორსულობის შეწყვეტის დროს; ასევე დასაშვებია დიცინონის გამოყენება როგორც დამხმარე საშუალების, მოსალოდნელი აბორტის დროს, პოსტაბორტული სისხლდენების, მეტრორაგიების დროს და სხვა);
  • წამლისმიერი ჰემორაგიები თუ ისინი არ არის გამოწვეული ანტიკოაგულაციური საშუალებების მიღებით.

მიღების წესები და დოზირება:

პროფილაქტიკის მიზნით შესაძლებელია 1-2 ამპულა დიცინონის შეყვანა ინტრავენურად ან კუნთებში 1 საათით ან 2-3 ტაბლეტი 3 საათით ადრე ოპერაციამდე. აუცილებლობის შემთხევაში შეყავთ 1-2 ამპულა ინტრავენურად ოპერაციის დროს.

სისხლდენის საშიშროების შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით შეყავთ 2-4 ამპულა ოპერაციის შემდეგ, ან 2-8 ტაბლეტი თანაბრად 24 საათის განმავლობაში.

სასწრაფო შემთხვევაში შეყავთ 1-2 ამპულა ინტრავენურად ან კუნთებში, შემდგომში ყოველ 4-6 საათში 1 ამპულა (ან 2-2 ტაბლეტი).

დიაბეტურ მიკროანგიოპათიების სამკურნალოდ (რეტინოპათია ჰემორაგიით) დიცინონი ინიშნება კურსობრივად 2-3 თვის განმავლობაში 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ან 1 ამპულა კუნთებში 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

აღწერილი არ არის.

უკუჩვენებები:

პრეპარატს წინააღმდეგ ჩვენებები:არ გააჩნია. დიცინონი პრაქტიკულად არატოქსიკურია. შესაძლებელია მისი კომბინაცია სხვა სამკურნალო საშუალებებთან, დამატება საინფუზიო ხსნარებთან, დაუშვებელია მისი შერევა სხვა პრეპარატებთან ერთად შპრიცში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

დიფტერიის საწინააღმდეგო შრატი – SERUM ANTIDIPHTHERICUM – ПРОТИВОДИФТЕРИЙНАЯ СИВОРОТКА

მწარმოებელი: IMMUNOPRTPARAT, რუსეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიფტერიის საწინააღმდეგო შრატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 და 2 დოზა, შეფუთვაში 5 ც.

1 ამპ.

შრატის 1 დოზა ………………… 10000სე

1 ამპ.

შრატის 2 დოზა ………………… 20000 სე

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს სპეციფიკური იმუნოგლობულინების შემცველ ცხენის სისხლის შრატის ცილოვან ფრაქციას, ჰიპერიმუნიზირებული დიფტერიული ანატოქსინით, რომელიც გაწმენდილია და კონცენტრირებულია პეპტიური გადახარშვის და მარილოვანი ფრაქციონირების მეთოდით.

პრეპარატი წარმოადგენს გამჭვირვალე ან ოპალესცირებულ უფერო ან მოყვითალო ხსნარს ნალექის გარეშე.

კონსერვანტი – ქლოროფორმი 0.5%.

ბიოლოგიური და იმუნობიოლოგიური თვისებები:

შრატის 1 მლ შეიცავს ანტიტოქსიკური აქტივობის არანაკლებ 1500 სე, რომელიც იწვევს დიფტერიის ბაქტერიის ტოქსინის ნეიტრალიზაციას.

ჩვენებები:

დიფტერიით დაავადებული ავადმყოფების სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზირება:

სასის დიფტერიის ლოკალიზებული ფორმების დროს შეჰყავთ 10000-20000 სე (ერთჯერადი დოზა), სუბტოქსიკური ფორმის დროს – 40000-50000 სე, I ხარისხის ტოქსიკური ფორმის დროს – 50000-70000 სე;  II ხარისხის – 60000-80000 სე; III ხარისხის და ჰემორაგიული ფორმის დროს – 100000-120000 სე. ხორხის დიფტერიის დროს – 40000-50000 სე. კურსობრივი დოზა 2-2,5-ჯერ აღემატება ერთჯერად დოზას.

ეფექტის არარსებობის შემთხვევაში შრატის შეყვანა მეორდება 1 დღეღამის შემდეგ, ხოლო დიფტერიის ტოქსიკური ფორმების დროს – პირველი 2 დღეღამის განმავლობაში შრატის შეყვანა წარმოებს 12 საათის შემდეგ.

შრატი შეყავთ კუნთებში ბარძაყის ზედა-გარეთა 1/3-ში ან დუნდულოში.

პირველი შეყვანის წინ აუცილებლად კეთდება კანის სინჯი განზავებული ცხენის შრატით 1:100 (ამპულა მარკირებულია წითელი ფერით), რათა დადგინდეს მგრძნობელობა ცხენის შრატის მიმართ; შრატი, განზავებული 1:100, მოცულობით 0.1 მლ, შეყავთ კანში წინა მხრის მომხრელ ზედაპირზე. რეაქციის აღრიცხვა ხდება 20 წუთის შემდეგ. სინჯი უარყოფითია, თუ შეშუპება ან შეწითლების დიამეტრი  შეყვანის ადგილას ნაკლებია 1 სმ-ზე. სინჯი დადებითია, თუ შეშუპება ან შეწითლება აღწევს დიამეტრში 1 სმ-ს ან მეტს.

კანის უარყოფითი სინჯის შემდეგ დიფტერიის საწინააღმდეგო შრატის 0.1 მლ (ამპულა მარკირებულია ლურჯი ფერით) შეჰყავთ კანქვეშ წინა მხრის ზედა 1/3-შ. თუ ადგილობრივი და საერთო რეაქცია არ აღინიშნება 45±15 წუთის შემდეგ, კუნთებში შეჰყავთ შრატის დანიშნული დოზა, რომელსაც ათბობენ (36±1)0C. პრეპარატის მაქსიმალური მოცულობა შეყვანილი ერთ ადგილას არ უნდა აღემატებოდეს (8±2) მლ-ს. ავადმყოფი აცრის შემდეგ იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 1 საათის განმავლობაში.

კანის დადებითი სინჯის ან კანქვეშ შეყვანილი 0.1 მლ შრატის შემთხვევაში რეაქციის განვითარებისას პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით. დესენსიბილიზაციისათვის შეყავთ კანქვეშ შრატი, განზავებული 1:100, მოცულობით 0.5 მლ, 2.0 მლ 5.0 მლ ინტერვალით 15-20 წუთი, შემდეგ იგივე ინტერვალებით შეჰყავთ კანქვეშ 0.1 მლ და 1,0 მლ განუზავებელი შრატი. თუ რეაქცია არ აღინიშნება, შეყავთ დიფტერიის საწინააღმდეგო შრატის დანიშნული დოზა. დესენსიბილიზაციასთან ერთად ავადმყოფს უკეთდება შოკის საწინააღმდეგო საშუალებები.

ამპულის გახსნა და პროცედურის ჩატარება წარმოებს ასეპტიკის და ანტისეპტიკის წესების მკაცრი დაცვით. შრატის გახსნილი ამპულა ინახება დახურული სტერილური საფენით არა უმეტეს 1 საათისა 20±20C. გახსნილი ამპულა განზავებული 1:100 შენახვას არ ექვემდებარება.

არ შეიძლება ვადაგასული, არასწორად შენახული, მთლიანობა, გამჭვვრვალობა და მარკირება დარღვეული ამპულის გამოყენება.

რეაქცია შეყვანაზე:

პრეპარატის შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსიური შოკი, შრატისმიერი დაავადება, რის გამოც აცრების გაკეთების ადგილი აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი საშუალებებით შოკის საწინააღმდეგო თერაპიის ჩასატარებლად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5± 30C ტემპერატურაზე, ბნელ, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

დიფრარელი-E – DIFRAREL E – ДИФРАРЕЛ Е

მწარმოებელი: Laboratories LEURQUIN MEDIOLANUM S.A.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოპროტექტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 24 ც.

1 ტაბ.

მოცვის ანტოციანოზიდური ექსტრაქტი ………………   50 მგ

α-ტოკოფეროლის აცეტატი (ფხვნილის სახით)  ………  50 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფლავონიდის პრეპარატები ხასიათდებიან ვენომატონიზირებელი და ვაზოპროტექტორული მოქმედებით (ავიწროებენ სისხლძარრვებს, ამაღლებენ წინააღმდეგობას და აქვეითებენ კაპილარების გამავლობას). ფარმაკოლოგიური გამოკვლევებით დადგენილი იქნა ანტიოქსიდანტური და ვაზოპროტექტორული მოქმედება.

ვაზოპროტექტორული ეფექტი ვლინდება დაზიანებული ბაზალური მემბრანის დონეზე, ეს ხდება კოლაგენის ნორალიზაციის  და სისხლარღვოვანი გამტარობის კონტროლის დონეზე, კოლაგენაზის მოქმედების მიმართ რეზისტენტობის გაზრდის გამო.

ჩვენებები:

  • ვენო–ლიმფატური უკმარისობისათვის დამახსიათებელი ფუნქციონალური გამოვლენისას დამხმარე მკურნალობის სახით (მძიმე ფეხები, ტკივილი);
  • დამხმარე სიმპტომატური მკურნალობა კანის კაპილარების სიმყიფის დროს (ექკიმოზები, პეტექიები);
  • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ველის დაქვეითება სისხლძარღვოვანი წარმოშობის.

მიღების წესი:

1–2 დრაჟე 3–ჯერ დღეში. დრაჟეს მთელს ყლაპავენ, ჭიქა წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი შეადგენს 20 დღეს.

აუცილებლობისას მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებაზე მონაცემები არ არის.

გვერდითი ეფექტები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები (იშვიათად)

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ურთიერთქმედება:

არ არის დადგენილი

შენახვის პირობები და ვადა:

3 წელი. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილზე.

დიფოსფოცინი – DIFOSFOCIN – ДИФОСФОЦИН

საერთაშორისო დასახელება:

CITICOLINE

მწარმოებელი: MAGIS FARMACEUTICI S.P.A.,იტალია

მოქმედი ნივთიერება: ციტიქოლინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფსიქოსტიმულატორი და ნოოტროპული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 4 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

ციტიქოლინი (ციტიდინდიფოსფოქოლინი) ………..  125 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციქოლინი აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმს. ახასიათებს დადებითი ზეგავლენა კუჭქვეშა ჯირკვლის მეტაბოლიზმზე.

ჩვენებები:

  • ცნობიერების დარღვევა ქალა-ტვინის ტრავმის და თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
  • პარკინსონის სინდრომი (ქოლინობლოკატორებთან ერთად, როდესაც შეუძლებელია ლევოდოფას დანიშვნა);
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის ფონზე განვითარებული ჰემიპლეგია;
  • მწვავე პანკრეატიტი ან ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება ოპერაციის შემდგომი მწვავე პანკრეატიტი (პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად).

მიღების წესები და დოზირება:

ცნობიერების დარღვევა ქალა-ტვინის ტრავმის და თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ: 100-150 მგ 1-2-ჯერ დღეში ნელი ინტრავენური ან წვეთოვანი ინექცია, ან ინტრამუსკულურად.

პარკინსონის სინდრომი: 500 მგ 1-ჯერ დღეში ინტრავენურად 3-4 კვირის განმავლობაში (ქოლინოლიზურ პრეპარატებთან ერთად).

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის ფონზე განვითარებული ჰემიპლეგია:

1 გ/დღეში ინტრავენურად 4 კვირის განმავლობაში.

პანკრეატიტი: 1 გ/დღეში ინტრავენურად 2 კვირის განმავლობაში პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად. რეკომენდებულია მკურნალობის ციკლი გაგრძელდეს 3-4 კვირა და ციკლებს შორის დაცული იყოს შესაბამისი ინტერვალი.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, შესაძლებელია განვითარდეს შოკი), უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნება, ტრემორი, დაბუჟების შეგრძნება პარალიზებულ კიდურებში, გულისრევა, მადის დაქვეთიება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები, ტემპერატურის მომატება, არტერიული წნევის მატება.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილის ზომები:

*თავის ტვინის შეშუპების დროს აუცილებელია ისეთი მედიკამენტების დანიშვნა (მაგალითად, მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები), რომლებიც ხელს უწყობენ ინტრაცერებრალური წნევის დაქვეითებას.

*ინტრაკრანიალურ ჰემორაგიის დროს დაუშვებელია პრეპარატის მაღალი დოზებით დანიშვნა (ერთჯერადი მიღებით არა უმეტეს 500 მგ), რადგან შეიძლება გაიზარდოს ცერებრალური სისხლის ნაკადი. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს 100-200 მგ 2-3-ჯერ დღეში.

*ორსულებში, ახალშობილებში და ადრეული ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

*სასურველია შეიზღუდოს ინტრამუსკულური ინექციის რაოდენობა და არ მოხდეს განმეორებეთი ინექცია ერთ და იმავე ადგილას. პრეპარატის ინტრავენური ინექცია უნდა გაკეთდეს ნელი სიჩქარით.

დიფოსფოცინი არ ახდენს გავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დიფოსფოცინს ახასიათებს სინერგისტული მოქმედება L-დოფასთან (რაც საუშალებას იძლევა შემცირდეს L-დოფას დოზა).

პარკინსონის დაავადების დროს. დიფოსფოცინის დანიშვნა დასაშვებია ანტიჰემორაგიულ საშუალებებთან, პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ ინტრაკრანიალურ წნევას და საინფუზიო სითხეებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

დიფლუკანი – DIFLUCAN – ДИФЛЮКАН

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: PFAIZER,საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური ანტიმიკოზური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 7 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი …………..    50 მგ

კაფსულები: ბლისტერზე 1 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი …………   150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი და ნატრიუმის ლაურილ სულფატი.

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 50 მლ

1 მლ 1 ფლ

ფლუკონაზოლი ……………    2 მგ 100 მგ

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიფლუკანს იყენებენ სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. სოკოვანი ინფექციების მეტად ხშირ გამომწვევს წარმოადგენს საფუარის მსგავსი კანდიდას ჯგუფის  სოკო.

ჩვენებები:

პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

  • კანდიდოზური სტომატიტი ან პირის ღრუსა და ხორხის რძიანა (ლორწოვანი გარსების ინფექცია). რძიანას ძირითადად იწვევს კანდიდას ჯგუფის სოკო;
  • ფილტვების, შარდგამომყოფი სისტემის და კანის კანდიდოზური ინფექციები;
  • პირის ღრუს კანდიდოზური ინფექციები კბილების პროთეზის მქონე პირებში (პირის ღრუს ლორწოვანი გარსების წყლულები, რაც დაკავშირებულია კბილების პროთეზის ტარებასთან);
  • კანის ინფექციები, მაგ. ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები, ფრჩხილის ინფექციები.
  • კანდიდას ჯგუფის სოკოთი გამოწვეული შინაგანი ორგანოების სოკოვანი (სისტემური) ინფექციები, მაგ. სისხლის (კანდიდემია), საშარდე გზების (კანდიდურია) ან სხვა ორგანოების ინფექციები;
  • ინფექციები დაქვეითებულ იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებებში;
  • კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკური მენინგიტი და სხვა ლოკალიზაცია (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკური ინფექცები.
  • დიფლუკანის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე კრიპტოკოკით გამოწვეული მეორადი სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით:
  • სასქესო ორგანოების კანდიდოზური ინფექციები, მაგ. ვაგინალური კანდიდოზი, აგრეთვე ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების შესამცირებლად (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში);
  • კანდიდოზური ბალანიტი (ასოს თავის ანთება და/ან ჩუჩის ანთება).

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მეორადი სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით იმუნური სისტემით დაავადებულ ავადმყოფებში.

დიფლუკანს იყენებენ აგრეთვე ისეთი იშვიათი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

მიღების წესები და დოზირება:

კაფსულებს იღებენ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

ფლუკონაზოლის საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ ვენაში არა უმეტეს 10 მლ/წთ-ში სიჩქარით. იმ ავადმყოფებმა, რომელთაც ეზღუდებათ ნატრიუმის მიღება, საჭიროა მათი ინფორმირება დიფლუკანის საინექციო ხსნარში არსებული 0.9% ნატრიუმის ქლორიდის არსებობის შესახებ.

მოზრდილებში:

  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ხორხის კანდიდოზური ინფექციები – 50-100 მგ ერთხელ დღეში 7-14 დღის განმავლობაში და მეტი;
  • პირის ღრუს ლორწოვნი გარსის ინფექციები კბილების პროთეზის მქონე ავადმყოფებში -50 მგ ერთხელ დღეში 14 დღის განმავლობაში (პროთეზის დეზინფექციის შემთხვევაში);
  • საყლაპავის კანდიდოზური ინფექციები, ფილტვების არაინვაზიური ინფექციები. შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, აგრეთვე კანისა და ლორწოვანის კანდიდოზით გამოშვეული მდგომარეობა – 50-100 მგ ერთხელ დღეში 14-30 დღის განმავლობაში;
  • შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში პირის ღრუსა და ხორხის განმეორებითი კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა – 150 მგ კვირაში ერთხელ;
  • სასქესო ორგანოების კანდიოზური ინფექციების მკურნალობა – 150 მგ ერთჯერადად;
  • ვაგინალური კანდიდოზის რეციდივებით შეპყრობილი ქალების მკურნალობა (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში) – 150 მგ თვეში ერთხელ 4-12 თვის განმავლობაში ან მეტი აუცილებლობის შემთხვევაში;
  • კანის მიკოზური ინფექციები – 50 მგ ერთხელ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში.;
  • ტერფის დერმატომიკოზების დროს შესაძლებელია მკურნალოის გახანგრძლივება (6 კვირამდე);
  • მრავალფეროვანი ლიქენის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 300 მგ ერთხელ კვირაში 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია 300 მგ პრეპარატის მესამედის გამოყენება კვირაში, მაშინ, როდესაც სხვა ავადმყოფებში საკმარისია 300-400 მგ დიფლუკანის ერთჯერადად მიღება. მკურნალობის ალტერნატიულ სქემას წარმოადგენს პრეპარატის 50 მგ ერთხელ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში;
  • ონიქომიკოზის დროს – 15 კვირაში ერთხელ. მკურნალობა გრძელდება შესაბამისად 3-6 თვე (ხელებზე) და 6-12 თვე (ფეხებზე);
  • შინაგანი ორგანოების კანდიდოზური ინფექციები – 400 მგ პირველ დღეს, შემდგომ 200-400 მგ ერთხელ დღეში. სიცოცხლისათვის საშიში კანდიდოზური ინფექციების დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა 800 მგ-მდე დღეში;
  • განმეორებითი კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა – 50-400 მგ ერთხელ დღეში ინფექციის განვითარების მომატებული რისკის პერიოდში;
  • შინაგანი ორგანოების კრიპტოკოკული ინფექციები – 400 მგ პირველ დღეს, შემდგომ 200-400 მგ ერთხელ დღეში 6-8 კვირის განმავლობაში და მეტი. სიცოცხლისათვის საშიში კრიპტოკოკული ინფექციის დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა 800 მგ-მდე დღეში;
  • შიდსით დაავაადებულ ავადმყოფებში კრიპტოკოკული მენინგიტის რედიციდის პროფილაქტიკა – 200 მგ ერთხელ დღეში განუსაზღვრელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
  • კოკციდიომიკოზის, პარაკოკციდიომიკოზის, სპიროტრიქოზის და ჰისტოპლაზმოზის დროს – 200-400 მგ ერთხელ დღეში 2 წლის განმავლობაში და მეტი.
  • ბავშვებში 4 კვირიდან 15 წლის ასაკამდე:
  • ლორწოვანი გარსების კანდიდოზური ინფექციები – 3 მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში პირველ დღეს, შემდგომში 6 მგ/კგ წონაზე დღეში;
  • შინაგანი ორგანოების კანდიდოზური ან კრიპტოკოკული ინფექციები – 6-12 მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში;
  • სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა მათი განვითარების მომატებული რისკის პერიოდში – 3-12 მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში;
  • ახალშობილებს დაბადებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში პრეპარატი ენიშნებათ იგივე დოზებში (მგ/კგ წონაზე,) როგორც შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებს, მაგრამ 72 სთ-იანი ინტერვალით, ხოლო 2-4 კვირის ახალშობილებში იგივე დოზა შეჰყავთ 48 სთ-იანი ინტერვალით.
  • ხანდაზმულ ავადმყოფებს, რომელთაც არ აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა პრეპარატი ენიშნებათ ჩვეულებრივი დოზებით. თირკმელების ფუნქციის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში საჭიროა დოზის კორექცია.

გვერდითი მოვლენები:

დიფლუკანი ძირითადად ხასიათდება კარგი ამტანიანობით, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, გამონაყარი კანზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობის პროცესში წარმოიქმნება გამონაყარი, რომელიც დაკავშირებულია დიფლუკანის მიღებასთან, საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

ინვაზიური/სისტემური ინფექციების მკურნალობის პროცესში გამონაყარის წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ბულოზური გამონაყარის ან მულტიფორმული ერითემის წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

ზოგჯერ შესაძლებელია თავის ტკივილი. იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნება ღვიძლის მხრივ ტოქსიური ცვლილებები, რომელიც, როგორც წესი, აღენიშნებათ მძიმე სოკოვანი ინფექციებით დაავადებულ ავადმყოფებს. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლინებისთანავე საჭიროა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა.

დიფლუკანის მიღებისას იშვიათად შესაძლებელია აგრეთვე ცვლილებები სისხლის, ღვიძლის ფუნქციის შარდის ან ბიოქიმიური მაჩვენებლების მხრივ. აღნიშნული ცვლილებების შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული სამედიცინო  კონტროლი.

ფლუკონაზოლით მკურნალობისას იშვიათ შემთხვევებში ვითარდება კანის მხრივ ექსფოლიატიური რეაქციები.

შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში მნიშვნელოვნად მომატებულია კანის მძიმე რეაქციების განვითარების რისკი სხვადასხვა პრეპარატებზე.

იშვიათად ზოგიერთ ავადმყოფებს აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები დიფლუკანის მიმართ:

მოხრჩობის უეცარი შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება ან მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში;

ქუთუთოების სახის და ტუჩების შეშუპება;

კანზე გამონაყარი ან ქავილით მიმდინარე წითელი ლაქები;

მთელი სხეულის ქავილი.

აღნიშნული გვერდითი რეაქციების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

ალერგიული რეაქციები, ქავილის, კანის ჰიპერემიის ან სუნთქვის გაძნელების ჩათვლით.

განსაკუთრებული მითითებები:

*პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა:

*არსებული ან დაგეგმილი ორსულობა;

*ლაქტაციის პერიოდი;

*თირკმელების დაავადებები.

ჭარბი დოზირება:

დიდი რაოდენობით დიფლუკანის ერთჯერადად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა გვერდითი მოვლენების განვითარება, რომელთა კორეგირება წარმოებს ექიმთან კონსულტაციით შესაბამისი მკურნალობის გამოყენებით სამკურნალო დაწესებულებაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფლუკონაზოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში როგორიცაა:

ვარფარინი ან კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი, ჰიდროქლორთიაზიდი, ფენიტიონი, რიფამპიცინი და რიფაბუტინი, ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი, თეოფილინი, ტერფენადინი და ასთემიზოლი, ციზაპრიდი, ზიდოვუდინი.

დიფლუკანის კომბინაცია ტერფენადთან და ციზაპრიდთან ნებადართული არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

პრეპარატის გაყინვა ნებადართული არ არის.

დიფლაზონი – DIFLAZON – ДИФЛАЗОН

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: KRKA

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო (ანტიმიკოზური) საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში  7 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ………….       50 მგ

კაფსულები: შეფუთვაში 28 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ………….       100 მგ

კაფსულები: შეფუთვაში 1 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი  ………..      150 მგ

კაფსულები: შეფუთვაში 7 და 20 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ………..       200 მგ

ვრცლად დიფლუკანი

 

დიფერელინი – DIPHERELINE – ДИФЕРЕЛИН

საერთაშორისო დასახელება:

TRIPTORELIN

მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიპტორელინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გონადოტროპული ჰორმონის სინთეზური ანალოგი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან (ამპულაში 2 მლ) და ერთჯერად შპრიცთან კომპლექტში

1 ფლ.

ტრიპტორელინი …………………….     3.75 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რძის მჟავას და გილიკოლის მჟავას სოპოლიმერი 170 მგ, მანიტოლი 85 მგ, ნატრიუმის კარმელოზა 30 მგ, პოლისორბატი 80 2 მგ, სუსპენზიის მოსამზადებელი ხსნარი (1 ამპ.), მანიტოლი 16 მგ, საინექციო წყალი 2 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიფერელინი  წარმოადგენს სინთეზური დეკაპეპტიდის, ბუნებრივი ჰორმონის ანალოგს, რომელიც გამოყოფს გონადოტროპინს, გონადოტროპინის დონის გარდამავალი ზრდის შემდეგ იგი იწვევს მაინჰიბირებელ მოქმედებას გონადოტროპინის სეკრეციაზე სტეროიდოგენეზის შემდგომი დათრგუნვით ქალებში და მამაკაცებში.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება იმ დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა სქესობრივი ჰორმონების ინჰიბირება:

  • წინამდებარე ჯირკვლის დაავადება;
  • საშვილოსნოს ფიბრომიომა;
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ბავშვებში;
  • ენდომეტრიოზი;
  • უშვილობა ქალებში.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი შეყავთ კუნთებში. ინექცია ხორციელდება დაუყოვნებლივ წინასწარ მომზადებული სუსპენზიით. დაუშვებელია მისი სხვა პრეპარატებთან შერევა.

ერთჯერადი თერაპიული დოზა დეპო ფორმისათვის შეადგენს 4.12 მგ თვეში ერთხელ მენსტრუაციის მე-3 დღიდან დაწყებული, კანქვეშ ან კუნთებში.

შპრიცში დარჩენილი საშუალება ექვემდებარება განადგურებას.

პრეპარატის მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

მამაკაცებში:

პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში აღინიშნება შარდვის გაძნელება და ტკივილი. ასევე აღინიშნება მოვლენები, რომლებიც მკურნალობის ეფექტურობაზე არ მოქმედებს: სახის ჰიპერემია, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, რომელიც გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ბავშვებში:

პრეპარატით მკურნალობის კურსის პირველი კვირის განმავლობაში აღინიშნება უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი, რაც საჭიროებს ხანმოკლე მკურნალობას.

ქალებში:

შესაძლებელია ისეთი მოვლენების განვითარება, რომლებიც მკურნალობის ეფექტურობაზე არ მოქმედებს.

სახის ჰიპერემია, ვაგინალური სიმშრალე, თავის ტკივილი, ასთენია.

პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცელში და მენჯის არეში.

უკუჩვენებები:

*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

*მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ორსულობა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატით მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპატებთან ურთიერთქმედების განვითარების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილით გამოიყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

დიუტაქსი – DIUTAKS – ДИУТАКС

მწარმოებელი: Amoun Pharmaceutical Co, S.A.E

 

El-Obour City, Cairo, Egypt.

კლინიკურ–ფრმაკოლოგიური ჯგუფი:

დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული საშუალება

 

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დიუტაკსი ტაბლეტები №10.

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

ჰიდროქლოროთიაზიდი ………………… 50 მგ.

ამილორიდის ჰიდროქლორიდი ………..  5 მგ.

 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიუტაკსი დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა, რომელშიც შერწყმულია ჰიდროქლოროთიაზიდის მძლავრი ნატრიურეტიული და ამილორიდის ჰიდროქლორიდის კალიუმშემნახველი თვისებები.

ჰიდროქლოროთიაზიდი აქვეითებს ელექტროლიტების რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში, რის შედეგადაც ძლიერდება ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის, მაგნიუმის და შესაბამისად წყლის ექსკრეცია. შიგნით მიღების შემდეგ თერაპიული ეფექტი ვლინდება 2 საათში და მაქსიმუმს აღწევს 4 საათის განმავლობაში.

ამილორიდის ჰიდროქლორიდი მსუბუქი დიურეზული საშუალებაა, რომელიც მოქმედებს ძირითადად თირკმლის დისტალურ მილაკებზე. აძლიერებს ნატრიუმისა და ქლორის იონების და ამცირებს კალიუმის იონების გამოყოფას.

 

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • შეშუპება გულის უკმარისობის დროს;
  • ღვიძლის ციროზი ასციტით და შეშუპებით;
  • პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ დიურეზული საშუალებების ხანგრძლივი მიღება (ჰიპოკალემიის განვითარების ან კალიუმის ზედმეტად დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით);
  • ჰიპერტენზიის დროს, როდესაც აუცილებელია კალიუმის ნორმალური დონის შენარჩუნება, მაგალითად: პაციენტები რომლებიც ღებულობენ სათითურას პრეპარატებს, პაციენტები არითმიებით.

 

დოზირება:

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა 1-2 ტაბლეტი ერთჯერ დღეში ან გაყოფილი ორ მიღებაზე.

 

 

უკუჩვენებები:

* ჰიპოკალემია (5,5 მექვ/ლ მეტი);

* კალიუმის პრეპარატების ერთდროული მიღება;

* თირკმლების ფუნქციების დარღვევა ;

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული; მგრძნობელობა;

* ორსულობა (ტერატოგენული მოქმედება არ აღნიშნულა).

 

 

გაფრთხილება:

სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, დიაბეტი ან რესპირაციული და მეტაბოლური აციდოზი.

 

 

გვერდითი მოვლენები:

დიუტაკსი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს გვერდითი მოვლენები თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, მეტეორიზმის ან გამონაყარის სახით.

 

დიტილინი-დარნიცა – DITILINUM-DARNITSA – ДИТИЛИН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

SUXAMETHONIL IODIDE

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: სუქსამეთონილის იოდიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

N-ქოლინოლიტიკი (მიორელაქსანტი)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი2%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

სუქსამეთონილის იოდიდი ………………. 20 მგ 100 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მოკლე მოქმედების მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტი. იწვევს ნერვ–კუნთოვანი გადაცემის ბლოკადას. ურთიერთქმედებს ნ–ქოლინორეცეპტორებთან,იწვევს პოსტსინაპსური მემბრანის დეპოლარიზაციას. ვითარდება მიოფიბრილების დეზორგანიზებული შეკუმშვა (ე.ი. ბლოკადის განვითარებას წინ უსწრებს კუნთოვანი კრუნჩხვა – შედეგი მოკლეპერიოდიანი ნერვ–კუნთოვან გადაცემის შემსუბუქების). დეპოლარიზებული მემბრანები არ რეაგირებენ დამატებით იმპულსებზე, და რადგანაც კუნთოვანი ტონუსის შესანარჩუნებლად საჭიროა განმეორებითი იმპულების მიღება, ვითარდება სპასტიკური დამბლა.პრეპარატის ვენაში შეყვანის შემდეგ მიორელაქსაცია ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: თვალის ქუთუთოები, საღეჭი კუნთები, კუნთები ხელის თითების, თვალების, კიდურების, კისრის, ზურგის და მუცლის, ხმის იოგების, შემდეგ ნეკნთაშორისი კუნთბი და დიაფრაგმა. იზრდება ტვინში სისხლის მიმოქცევა და ქალასშიგა წნევა საერთო ანესთეზიის პირობებში. კუნთში შეყვანის შემდეგ მოქმედება იწყება 2–4 წთ–ის შემდეგ; ვენაში შეყვანისას – 54–60წმ–ის შემდეგ, 2–3 წთ–ის შემდეგ კუნთების რელაქსაცია აღწევს მაქსიმუმს და ნარჩუნდება სრული მოცულობით 3 წთ. მოქმედების ხანგრძლივობა – 5–10 წთ. ეფექტი დამოკოდებულია დოზაზე: 0.1 მგ/კგ – ჩონჩხის კუნთები დუნდება სუნთქვის სისტემაზე შესამჩნევი ცვლილების გარეშე; 0.2–1მგ/კგ – სრული მოდუნება ხდება მუცლის კედლის კუნთების და სასუნთქი კუნთების. კუნთების მოდუნების გასახანგრძლივებლად საჭიროა განმეორებითი შეყვანა. ეფექტის სწრაფი დადგომა და შემდგომი სწრაფი აღდგენა კუნთების ტონუსის შესაძლებლობას იძლევა გაკონტროლებული და მართული იყოს კუნთების რელაქსაცია.

ჩვენებები:

ჩარევა, რომელიც მოითხოვს მიორელაქსაციას (ჩვეულებრივ ხანმოკლე): სპონტანური სუნთქვის გამოთიშვა (ინტრატრახეალური ინტუბაცია, ბრონქოსკოპია); სრული მიორელაქსაცია (ენდოსკოპი, ამოვარდნილობის ჩასწორება, მოტეხილობის რეპოზიცია, გინეკოლოგიური, თორაკალური, აბდომინალური ოპერაციები); ელექტროიმპულსური თერაპიისას კრუნჩხვის პროფილაქტიკა; სტრიხნინით მოწამვლისას, ტეტანუსისა (სიმპტომატური თერაპია).

მიღების წესი და დოზები:

მოზრდილები: ვენაში –  ნელა, ნაკადად ან წვეთოვნად (ხანგრძლივი წვეთოვანი ინფუზიისთვის იყენებენ 0.1%–იან ხსნარს). კლინიკური სიტუაციის მიხედვით ვენასი შეყვანისას ერთჯერადი დოზა ვარირებს 0.1 დან 1.5–2 მგ/კგ–მდე, მაგრამ არაუმეტეს 150მგ– სა.

კუნთში გამოიყენება ბავშვებში 2.5მგ/კგ–მდე, მაგრამ არაუმეტს 150მგ. ვენასი – 1–2 მგ/კგ. ტრახეის ინტუბაციისას – 0.2–0,8 მგ/კგ’ მიორელაქსაციისთვის და სპონტანური სუნტქვის გამოსათიშად – 0.2–1 მგ/კგ;

ჩონჩხის კუნთების რელაქსაციისთვის ამოვარდნილობისა და მოტეხილი ძვლების რეპოზიციისათვის – 0.1–0.2 მგ/კგ; ენდოსკოპიის და ელექტროენცეფალოგრაფიისთვის – 0.2 მგ/კგ;

კუნთების ხანგრძლივად მოსადუნებლად მთელი ოპერაციის მანძილზე პრეპარატის შეყვანა ფრაქციულად შეიძლება, ყოველ 5–7 წთ–ში, 0.5–1 მგ/კგ. განმეორებითი დოზები მოქმედებს უფრო ხანგრძლივად.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა; ავთვისებიანი ჰიპერტანზია ()მათ შორის ანამნეზსი . მიასთენია, თანდაყოლილი და დისტროფიული მიოტონია, დუშენის კუნთოვანი დისტროფია, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, თვალი შემავალი ტრავმა, ბრონქიალური ასთმა, ჰიპეკალიემია, ჩვილ ბავშვთა ასაკი (1 წლამდე), ორსულობა.

სიფრთხილით: ექსტრემალური ქირურგია ავადმყოფებში „სავსე კუჭით“, შრატისმიერი ქოლინესთერაზის აქტივობის დაქვეითება (ღვიძლის უკმარისობის ტერმინალური სტადია, ანემია, კახექსია, ხანგრძლივი შიმშილი, ქრონიკული ინფექციები, ვრცელი დამწვრობა, ტრავმები, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ტეტანუსი, ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნე, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, მიქსედემა, კოლაგენური დაავადებები, პლაზმის გადასხმის შემდგომი მდგომარეობა , პლაზმაფერეზი, ხელოვნური სისხლმიმოქცევა, ინსექტიციდებით მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაცია, ერთდროული მიღება სამკურნალო საშუალებები, რომელიც არის სუქსამეტონიუმის კონკურენტული მაგ; პროკაინი ვენაში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები (ანაფოლაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი); ჰიპერკალიემია, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია (უფრო ხშირად ბავშვებში, განმეორებითი შეყვანისას – ბავშვებში და მოზრდილებში), გამტარობის დარღვევა, კარდიოგენული შოკი; თვალისშიგა წნევის მომატება, ჰიპერსალივაცია, ცხელება;მიალგია (ოპერაციის შემდგომ პერიოდში); სასუნთქი კუნთების ხანგრძლივი დამბლა (დაკავსირებული გენეტიკურად განპირობებული შრატისმიერი ქოლინესტერაზის წარმოქმნის დაეღვევით); იშვიათად – რაბდომიოლიზი მიოგლობინემიით და მიოგლობინურიიტ. ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სუნთქვის გაცერება.

მკურნალობა: ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება, შრატში ქოლინესთერაზას დაქვეიტების შემთხვევაში – ახალი სისხლის გადასხმა.

განსაკუთრებული მითითებები:

სუქსამეტონიუმის იოდიდის შეყვანამდე 1 წუთით ადრე 3–4 მგ d–ტუბოკურარინი ან 10–15 მგ დიპლაცინი თითქმის მთლიანად გამორიცხავს კუნთების კრუნ,ჩხვას და შემდგომ მიალგიას. შესაბამაის დოზებში და განმეორებითი შეყვანისას შესაძლებელია გამოყენებული იყოს გახანგრძლივებული ოპერაციის დროსაც, თუმცა კუნთების გახანგრძლივებული მოდუნებისას ჩვეულებრივ იყენებენ არადეპოლარიზებულ მიორელაქსანტებს, რომელიც შეყავთ ტრახეის წინასწარი ინტუბაციის შემდეგ სუქსამეტონიუმის ფონზე.

გამოიყენებენ მხოლოდ სპეციალიზირებულ განყოფილებებში, სადაც არის ფილტვების ხელოვნური სუნთქვის აპარატი და მომზადებული სამედიცინო პერსონალი, საერთო ანესთეზიის ფონზე.

გამოხატული ბრადიკარდიისას, ბრონქული სეკრეციის მომატებისას და სხვა ეფქტებისას, რომელიც დაკავშირებულია m-ქოლინომასტიმულირებელ მოქმედებასთან, სუქსამეტონიუმის შეყვანამდე რეკომენდებულია ატროპინის შეყვანა. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჰიპერკალიემიისა და ნევროპათიის გარეშე)შეყავთ ერთჯერადად სასუალო დოზით, არ იყენებენ მრავალჯერადად ან დიდ დოზებში ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის გამო.

გახანგრძლივებული მიორელაქსაცია შესაძლო აპნოეთი შეიძლება გამოწვეული იყოს: სისხლის შრატში „ატიპური” ქოლინესთერაზით, ქოლინესთერაზის მემკვიდრეობითი უკმარისობით ან ღვიძლის მძიმე დაავადებისას მისი კონცენტრაციის დროებითი უკმარისობით, გამოხატული ანემია, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, კახექსიისას, დეჰიდრატაციისას, ცხელებითი მდგომარეობისას, მწვავე მოწამვლისას ან ქრონიკული ურთიერთქმედება ინსექტიციდ–ქოლინესთერაზას ინჰიბიტორის (შიგნით მოხვედრისას) ან ანტიქოლინესთერაზული სამკურნალო საშუალებები (ნეოსტიგმინი, ფიზოსტიგმინი, დისტიგმინი, ფოსფოლინი), ან ერთდროული მიღებისას ქოლინესთერაზის მიმართ სუქსამეტონიუმის კონკურენტული სამკურნალო სასუალების გამოყენებისას (მაგ; პროკაინი). 3–5 მგ/კგ დოზით გახანგრძლივებული შეყვანისა შეიძლება განვითარდეს ე.წ. „ორმაგი ბლოკი“ – გახანგრძლივებული კურარეს მსგავსი მოქმედება, რომელიც შეიძლება ნეოსტიგმინით იყოს კუპირებული.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აძლიერებს საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. აქვეითებს ანტიმიასთენური პრეპარატების მოქმედებას. ფარმაცევტულად შეუთავსებელია დონორის სისხლთან (ხდება ჰიდროლიზი), სისხლის კონსერვანტებთან, შრატის კონსერვატებთან, სისხლის პრეპარატებთან, ბარბიტურატების ხსნარებთან (ნალექი წარმოიქმნება) და ტუტე ხსნარებთან. შეთავსებადია 0.9%–იან NaCl ხსნართან, რინგერთან, 5%–იანი ფრუქტოზისა და 65 დექსტრანის ხსნართან.

ანტიქოლინესთერაზული სამკურნალო საშუალებები, პროკაინი, პროკაინამიდი, ლიდოკაინი, ბერაპამილი, ბეტა ადრენობლოკატორები, ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, ამფოტერიცინი B, კლინდამიცინი, ციკლოპროპანი, პროპანიდიდი, ფოსფოროორგანული ინსექტიციდები, Mg2+ და Li+ მარილები, ქინიდინი, ქინინი, ქლოროქინი, პანკურონი აძლიერებენ  და ახანგრძლივებენ მიორელაქსაციურ მოქმედებას.  ჰალოგენ შემცველი სამკურნალო საშუალებები საერთო ანესთეზიისათვის აძლიერებენ, ხოლო თიოპენტალ ნატრიუმი და ატროპინი ამცირებს გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე არასასურველ მოქმედებას.

სამკურნალო საშუალებები, რომლებთაც ახასიათებს პოტენციური უნარი დააქვეითოს სისხლის ქოლინესთერაზის აქტივობა (აპროტინინი, დიფენჰიდრამინი, პრომეტაზინი, ესტროგენები, ოქსიტოცინი, გლუკოკორტიკოსტეროიდები მაღალი დოზით, პერორალური კონტრაცეპტივები), აძლიერებენ და ახანგრძლივებენ სუქსამეთონიუმის მიორელაქსაციურ მოქმედებას.

Don`t copy text!