Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 646

გლუკოზა – GLUCOSE – ГЛЮКОЗА

საერთაშორისო დასახელება:

DEXTROSE

მწარმოებელი: HEMOFARM

მოქმედი ნივთიერება: დექსტროზა

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნახშირწყლები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 5%: ფლაკონში 500 მლ

100 მლ

დესქტროზა …………… 5 გ

საინექციო ხსნარი 10%: ფლაკონში 500 მლ

100 მლ

დექსტროზა ………..  10 გ

 

ვრცლად დექსტროზა

ციტიზენი-500 500მგ #20ტ

51.80 ლარი
48.69 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: ზეე ლაბორატორია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

გლუკოვანსი – GLUCOVANCE – ГЛУКОВАНС

საერთაშორისო დასახელება:

METFORMIN; GLIBENCLAMIDE

მწარმოებელი: MERCK

მოქმედი ნივთიერება: მეტფორმინი+გლიბენკლამიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების  ფორმა:

ტაბლეტები შეფუთვაში 30 ც.

1 ატბ.

მეტფორმინი …………            500 მგ

გლიბენკლამიდი …………..     2.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეტფორმინი განეკუთვნება ბიგუანიდების ჯგუფს, ახასიათებს ჰიპოგლიკემიური მოქმედება ინსულინის მიმართ ქსოვილების მგრძნობელობის მომატების ხარჯზე, ასევე აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლების შეწოვის პროცესს და თრგუნავს ღვიძლში გლუკონეოგენეზს, დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინებს, გლიბენკლამიდი განეკუთვნება სულფონილშარდოვანის 2 თაობის პრეპარატებს, ის იწვევს პანკრეასის ბეტა-უჯრედების სტიმულაციას და ხელს უწყობს ინსულინის სეკრეციას.

ჩვენებები:

 

  • 2 ტიპის დიაბეტი მოზრდილებში.

 

უკუჩვენებები:

* 1 ტიპის დიაბეტი;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* კეტოაციდოზი;

* თირკმლების მწვავე უკმარისობა;

* მძიმე ინფექციები;

* მიოკარდიუმის ინფარქტი;

* პორფირია;

* ალკოჰოლიზმი;

* იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების შეყვანა;

* ორსულობა, ლაქტაცია;

* მიკონაზოლის მიღება.

გვერდითი მოვლენები:

ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულის რევა, ერითემა, თრომბოციტოპენია, ანემია, ალკოჰოლის მიღებისას –“ანტაბუსის ეფექტი”.

განსაკუთრებული მითითებები:

მიკონაზოლის და ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური კომა. კორტიკოსტეროიდებთან ერთად პრეპარატის დანიშვნის დროს შეიძლება განვითარდეს კეტოაციდოზი.

დოზირება:

ინდივიდუალურია, საშუალოდ საწყისი დოზაა 1 აბი ჭამის დროს, მაქსიმალური -4 აბი დღის განმავლობაში. დოზის კორექცია ხდება ყოველ 2 კვირაში ექიმის მიერ.

ცირკუმედ პლიუსი#30ტ

ცირკუმედ პლიუსი

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს: კორეული ჟენშენი-300მგ, გინკო ბილობა (ექსტრაქტი) – 30 მგ, გინკო-ბილობა (ფხვნილი) – 50 მგ. დამხმარე ნივთიერებები: დიკალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცირკუმედ პლიუსი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია. გინკო ბილობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები-ფლავინოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს და ხელს უწყობენ მათი კედლების ელასტიურობის ზრდას, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას, აუმჯობესებენ თავის ტვინში სისხლისმიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას. კორეული ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ასტიულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას და რეგენერაციის შესაძლებლობებს. აქვეითებს ქოლესტერინის და გლუკოზის შემცველობას სისხლში. ხელს უწყობს სქესობრივი პოტენციის ამაღლებას.

ჩვენებები:

სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც თან ახლავს ყურადღების, მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, დეპრესია;  პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის მოშლა, რეინოს სინდრომი; სტრესული სიტუაციები, რადიაციული გამოსხივება, არტერიული ჰიპოტონია, ათეროსკლეროზი, სქესობრივი დარღვევები, უშვილობა, ასთენიური სინდრომი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომი პერიოდი.

უკუჩვენებები:

არტერიული ჰიპერტენზია, 12 წლამდე ასაკი, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება: 1-2 ტაბ. დღეში.

გამოშვების ფორმა: № 30 ტაბლეტი.

მწარმოებელი კომპანია: Alfa Vitamins Laboratories Inc. USA.

გლუკანტიმი – GLUCANTIME – ГЛУКАНТИМ

საერთაშორისო დასახელება:

MEGLUMINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: მეგლუმინის ანტიმონატი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპროტოზოული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

მეგლუმინის ანტიმონატი ………… 0.3 გ 1.5 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლეიშმანიოზის სამკურნალო საშუალება. წარმოადგენს ხუთვალენტიანი სტიბიუმის შენაერთს.

ფარმაკოკინეტიკა:

კუნთებში შეყვანისას პრეპარატის 80% განიცდის ელიმინაციას შარდით მიღებიდან 6 სთ-ის შემდეგ.

ჩვენებები:

კანის და ვისცერული ლეიშმანიოზი.

მიღების წესები და დოზირება:

დღიური დოზა – 60 მგ/კგ წონაზე.

პირველ დღეს ღრმად კუნთებში შეჰყავთ დოზის 1/4, მეორე დღეს -1/2, მესამე – 3/4, მეოთხე დღიდან სრული დოზა.

მკურნალობის კურსი – 10-15 ინექცია (აქედან 8-12 სრული დოზით).

აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის განმეორება შეიძლება 4-6 კვირის შემდეგ. განმეორებისას შეიძლება დოზის გაზრდა 100 მგ/კგ-მდე.

კანის ლეიშმანიოზის დროს შესაძლებელია ადგილობრივი გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეული შემთხვევებში – სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ღებინება, მიალგიები.

კანის ლეიშმანიოზის მკურნალობის დროს შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები.

უკუჩვენებები:

*ფილტვების ტუბერკულოზი;

*ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევ;

*გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ცინარიზინი 25მგ #50ტ (სოფარმა)

ცინარიზინი
(CINNARIZIN)
ტაბლეტები

შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 25 მგ ცინარიზინს.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი; პოვიდონი K 25; მაგნიუმის სტეარატი; კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი; მიკროკრისტალური ცელულოზა.

წამლის ფორმა და შეფუთვა
ტაბლეტები.
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, 7 მმ დიამეტრით; ფერი – თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე; უსუნო.
50 ტაბლეტი გამჭვირვალე პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 1 ბლისტერი გამოყენების ინტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მოქმედების მექანიზმი
ცინარიზინი კალციუმის ბლოკატორია. იგი აუმჯობესებს ტვინისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევას. თრგუნავს ნისტაგმსა და ვესტიბულური დარღვევების სხვა გამოვლინებებს, ამცირებს ლაბირინთის გაღიზიანებას. ავლენს ცნობილ ანტიჰისტამინურ მოქმედებას.

ჩვენება

ვესტიბულური აპარატის დაავადბებისა და მენიერის დაავადების სიმპტომური მკურნალობა, რომელიც გამოიხატება თავბრუსხვევით, ღებინებით, გულისრევით, ყურებში შუილით. გზის დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

უკუჩვენება

ცინარიზინის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ორსულობა და ლაქტაცია.

ცინარიზინით მკურნალობის დაწყებამდე

ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი ქრონიკული დაავადების, სხვა წამლების ან საკვების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან გამოყენებადი სხვა წამლების შესახებ.

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილება
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აწუხებს:
•    პარკინსონის დაავადება ან ექსტრაპირამიდული დარღვევების სიმპტომები (კანკალი, ორიენტაციისა და წონასწორობის დარღვევები);
•    ჰიპოტონია (სისხლის დაბალი წნევა);
•    კუჭის დაავადება.

ორსულობა და ლაქტაცია
ექიმს უნდა ეცნობოს თუ პაციენტი ორსულად არის ან აპირებს დაორსულებას.
ორსულობა
ორსულ ქალებში გამოყენების უსაფრთხოების თაობაზე კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობის დროს ცინარიზინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ლაქტაცია
დედის რძეში ექსკრეციის მონაცემების არარსებობის გამო ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არარსასურველია. გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე
ცინარიზინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული და მძღოლებსა და მანქანების ოპერატორებს უნდა დაენიშნოთ ყურადღებით სარგებლისა და რისკის ზუსტი შეფასებით.
ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ
•    სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 63.12 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს ერთ ტაბლეტში. გამოუსადეგარია იმ პირებისათვის, რომლებსაც აწუხებთ ლაქტოზას უკმარისობა, გალაქტოზემია ან მალაბსორბციის გლუკოზა-გალაქტოზური სინდრომი.
•    პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ხორბლის სახამებელი გამოუსადეგარია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ცელიაკია (გლუტინის ენტეროპათია) აწუხებთ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ექიმს უნდა ეცნობოს ყველა წამლის შესახებ, რომლებსაც პაციენტი იღებს ამჟამად ან იღებდა ადრე იმის მიუხედავად, დანიშნულია ექიმის მიერ  თუ შეძენილია რეცეპტის გარეშე.
•    ცინარიზინის ალკოჰოლთან, წამლებთან, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს-ს დეპრესანტები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ერთად გამოყენება იწვევს მათი ეფექტების ურთიერთ გაძლიერებას.
•    თავისი ანტიჰისტამინური ეფექტების გამო ცინარიზინს შეუძლია გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგები ჰიპერმგრძნობელობაზე კანის სინჯებისას. ეს განაპირობებს ცინარიზინით მკურნალობის შეჩერების აუცილებლობას ტესტების ჩატარებამდე სულმცირე 4 დღით ადრე.
•    ცინარიზინს შეუძლია გამოიწვიოს ცრუ დადებითი რეაქცია სპორტსმენებში ანტიდოპინგური ტესტების ჩატარებისას.

დოზირება და გამოყენების წესი

დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. აუცილებელია ექიმის დანიშნულების დაცვა.
ვესტიბულური სიმპტომები
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.
5-7 წლის ბავშვები: მოზრდილთა დაოზის მეოთხედი დღეში 3-ჯერ.
8-12 წლის ბავშვები:მოზრდილთა დოზის ნახევარი დღეში 3-ჯერ.
რეკომენდებული დოზების გადაჭარბება არ შეიძლება.
კინეტოზების პროფილაქტიკა
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი მგზავრობამდე 2 საათით ადრე და 1 ტაბლეტი მგზავრობის განმავლობაში ყოველ შემდგომ 8 საათში.
5-7 წლის ბავშვები: მიიღება მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზის მეოთხედი  მგზავრობამდე 2 საათით ადრე.
8-12 წლის ბავშვები: მოზრდილთა დოზის ნახევარი მგზავრობამდე 2 საათით ადრე.
რეკომენდებული დოზების გადაჭარბება არ შეიძლება.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში
ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება შემცირდეს სისხლის წნევა, შესაძლოა გავითარდეს ღებინება, კანკალი, ძილიანობა. ჭარბი დოზის მიღებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისი მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დალევის დრო, მაშინ მიღება ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით დოზის გაორმაგება არ შეიძლება.

გვერდითი მოქმედება
ყველა სხვა წამლის მსგავსად ცინარიზინს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა. ისინი ყველა პაციენტში არ ვითარდება, ამიტომ ზოგს შეიძლება არანაირი რეაქცია არ განუვითარდეს.
გვერდითი მოქმედებების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები – ძილიანობა, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი. სხვა იშვიათი არასასურველი რეაქციები: ჰიპოტონია, თავის ტკივილი; ხანდაზმულ ავადმყოფებში, რომლებიც ცინარიზინს იღებენ ხანგრძლივად მაღალი დოზებით, შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომატიკის გამოვლინება (ტრემორი, დეზორიენტაცია, წონასწორობის დარღვევა), პარკინსონის სინდრომის, პირში სიმშრალის, ჭარბი ოფლიანობის, იშვიათ შემთხვევებში წონის მომატების, ჰიპერმგრძნობელობაზე რეაქციის ჩათვლით, ძალიან იშვიათად ქოლესტაზური სიყვითლე.

შენახვა
ინახება ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ წამლის გამოყენება არ შეიძლება.

ვარგისიანობის ვადა
3 (სამი) წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები
რეცეპტით.

შეფუთვა
50 ტაბლეტი გამჭვირვალე პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 1 ბლისტერი გამოყენების ინტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
ილიენსკოე შოსეს ქ. 16, სოფია 1220, ბულგარეთი

გლუკაგენი – GLUCAGEN – ГлюкаГен

საერთაშორისო დასახელება:

GLUCAGON

მწარმოებელი: NOVO NORDISK

მოქმედი ნივთიერება: გლუკაგონის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდიაბეტური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსანრის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან ერთად კომპლექტში

1 ფლ.

გლუკაგონის ჰიდროქლორიდი …….. 1 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი შეიცავს გენური ინჟინერიით მიღებულ ადამიანის გლუკაგონ–ცილოვან პეპტიდურ ჰორმონს, რომელიც არის ინსულინის ფიზიოლოგიური ანტაგონისტი, მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში.

გლუკაგონი აძლიერებს ღვიძლში გლიკოგენის დაშლას გლუკოზო–6–ფოსფატამდე (გლუკოგენოლიზი), რის შედეგადაც მატულობს სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია.

გლუკაგონი არაეფექტურია იმ ავადმყოფთა სამკურნალოდ, რომელთა ღვიძლში გლოკოგენის მარაგი არ არის. ამ მიზეზით გლუკაგონი ნაკლებ ეფექტურია ან არაეფექტური ავადმყოფებისათვის უზმოზე ან ავადმყოფებისათვის თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობით, ქრონიკული ჰიპოგლიკემიით ან  ალკოჰოლით გამოწვეული ჰიპოგლიკემიისას.

ადრენალინისაგან განსხვავებით, გლუკაგონი კუნთის ფოსფორილაზაზე არ ახდენს გავლენას და ამიტომ არ თანამონაწილეობს  ჩონჩხის კუნთების გლიკოგენით მდიდარი მარაგიდან ნახშირწყლების გადატანაში. გლიკოგენი ასტიმულირებს კატექოლამინების გამოყოფას.

ფეოქრომოციტომის დროს გლუკაგონი პროვოცირებას უკეთებს  დიდი რაოდენობით კატექოლამინების გამოყოფას სიმსივნიდან, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას. გლუკაგონი აქვეითებს კუჭ–ნაწლავის გლუვი მუსკულატურის კუმშვის უნარს.

პრეპარატის მოქმედება იწყება ვენაში შეყვანიდან 1 წუთის შემდეგ, გრძელდება 5–20 წუთი დოზაზე და ორგანიზმზე დამოკიდებულების მიხედვთ.

მძიმე ჰიპოგლიკემიის დროს გლუკაგონის მოქმედება სისხლში გლუკოზის შემცველობაზე გრძელდება 10 წუთს.

ფარმაკოკინეტიკა:

მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე შეადგენს 10მლ/კგ/წთ.

გლუკაგონი მეტაბოლიზდება ფერმენტული გზით სისხლის პლაზმაში და ორგანოებში, რომელშიც იგი განაწილებულია.

მეტაბოლიზმის ძირითადი ადგილია – ღვიძლი და თირკმელები. გლუკაგონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3–6 წამს.

ჩვენებები:

  • მძიმე ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა(სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობა);
  • ჰიპოგლიკემია, გამოწვეული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში ინსულინის ინექციის ან ტაბლეტირებული ჰიპოგლიკემიური პროდუქტების მიღების შემდეგ.

მიღების წესები:

საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1მგ. (1ME) ლიოფილიზატს ხსნიან 1მლ გამხსნელში.

მიღებული ხსნარის შეყვანა შეიძლება კანქვეშ, კუნთში, ან ვენაში.

სამედიცინო პერსონალის მიერ შეიყვანება 1მგ (მოზრდილები და ბავშვები 25კგ–ზე მეტი წონით ან 6–8 წელზე უფროსი) ან 0.5 მგ (ბავშვები 25კგ–ზე ნაკლები ან 6–8 წელზე უმცროსი) კანქვეშ, კუნთში ან ვენაში.

ინექციიდან 10–წთ–ის განმავლობაში პაციენტი  გონზე მოდის, მას შემდეგ რაც ცნობიერება დაუბრუნდება განმეორებითი ჰიპოგლიკემიის ასაცილებლად უნდა მიეცეს ნახშირწყლებით მდიდარი საჭმელი; თუ 10 წთ–ის განმავლობაში არ აღგდგება ცნობიერება, მაშინ აუცილებელია ვენაში გლუკოზის შეყვანა.

არასამედიცინი პერსონალის მიერ პრეპარატის შეყვანა:

წესები იგივეა, როგორც ზემოთ არის მითითებული, გლუკაგონის ინექცია კეთდება კანქვეშ ან თეძოს ზედა გარეთა კუნთში. გონზე მოსვლის შემდეგ უნდა მიეცეს შაქარი, განმეორებითი ჰიპოგლიკემიის ასაცილებლად.

მძიმე ფორმის ჰიპოგლიკემიისას აუცილებელია სამედიცინო დახმარება.

გვერდითი მოქმედება:

მძიმე გვერდითი მოქმედება იშვიათია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, განსაკუთრებით თუ 1მგ–ზე მეტი იქნა შეყვანილი ან სწრაფი შეყვანის შემდეგ (1 წუთზე ნაკლებ დროში).

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანმოკლე ტაქიკარდია, არტერიული წნევის ტრანზიტორული მომატება.

იმუნური სისტემის მხრივ: მაღალი მიმღებლომა ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.

თუ ავადმყოფს აღენიშნა რომელიმე გვერდითი რეაქცია, მათ შორის ზემოთ აღნისნულისგან განსხვავებულიც, მაგრამ სავარაუდოდ ამ მედიკამენტისგან გამოწვეული, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, დიარეა, ჰიპოკალიემია, ტაქიკარდია, არტერიული წნევის გაზრდა.

მკურნალობა სიმპტომატურია. საჭიროა კალიუმის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექცია.

ფორსირებული დიიურეზისა და ჰემოდიალიზის გამოყენება ნაკლებ ეფექტურია.ღებინების შემთხვევაში საჭიროა რეჰიდრატაცია და კალიუმის დანაკარგის შევსება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ბეტა–ადრენობლოკატორის ფონზე პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს  გამოხატული ტაქიკარდია და არტერიული წნევის მომატება.

– ინსულინი: გლუკაგონი მოქმედებს ინსულინის საპირისპიროდ (ინსულინი გლუკაგონის ანტაგონისტია).

– ინდომეტაცინი: ერთდროული გამოყენებისას გლუკაგონმა შეიძლება სისხლში გლუკოზის შემცველობის მატების უნარი დაკარგოს და ჰიპოგლიკემიაც კო გამოიწვიოს.

– ვარფარინი: ერთდროული გამოყენებისა ანტიკოაგულანტი ვარფარინის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს.

შენახვის პირობები და ვადა:

2 წელი;

არ გამოიყენოთ ვადის ამოწურვის შემდეგ.

ცეფავორა 50მლ წვეთები ფლ

საერთაშორისო დასახელება – ginko biloba, vascum album, crataegus

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
წვეთები 50 მლ-იანი.

აქტიური ნივთიერებები:
100 გ (=98 მლ) შეიცავს:
გინკო ბილობა 1.3 გ
Vascum album 2.7 გ
კუნელი (Crataegus) 7.5 გ

დამხმარე ნივთიერებები:
ლიქიორის ღვინო (Liquer wine)

ფარმაკოლოგიური თვისებები

გინკო ბილობას ინგრედიენტი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და აფართოებს სისხლძარღვებს. კრუნჩხვები იხსნება, ვასკულარული ცირკულაცია იზრდება, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ყალიბის არტერიებში, რაც იწვევს თავის ტვინის ჟანგბადით გაუმჯობესებულ მომარაგებას. ნაკლებად პერფუზირებული ქსოვილი კვლავ მარაგდება მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით, სისხლძარღვების კედლების მეტაბოლიზმი და ორგანოთა ცირკულაცია უმჯობესდება. ცერებრული სისხლისმიმოქცევა იზრდება. აქტიური ინგრედიენტები, ფითრი და კუნელი ეფექტურობით გამოირჩევიან გულისა და კიდურების მხრივ ცირკულატორული დარღვევების შემთხვევაში.
ცეფავორა კარგი ამტანობით ხასიათდება მისი ხანგრძლივი გამოყენებისას.

ჩვენებები
თერაპიის ჰომეოპათიური პრინციპების შესაბამისად: სისხლის წნევის ცვლილებები და ცირკულატორული ცვლილებები თავის ტკივილით

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებში დოზა არის 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში, 6-დან 12 წლამდე ბავშვები ღებულობენ 10-15 წვეთს 3-4-ჯერ დღეში.
კარგი გემოს გამო, ცეფავორას წვეთების მიღება შეიძლება განზავების გარეშეც.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
ჰომეოპათიური საშუალებების მიღება არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გვერდითი მოვლენები

არ არის ცნობილი.
შენიშვნა: ჰომეოპათიური საშუალების მიღებისას არსებული ჩივილები შეიძლება დროებით გაუარესდეს (საწყისი გამწვავება). ასეთ შემთხვევაში საჭიროაექიმის კონსულტაცია და პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება, რომელიც არ არის აღნიშნული არსებულ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს!

უკუჩვენება

არ არის დადგენილი.
ალკოჰოლის შემცველობის გამო, პრეპარატის მიღება ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულებში და ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები
ცეფავორა წვეთები შეიცავს 20 ვოლ.-% ალკოჰოლს.

ჭარბი დოზირება

ცეფავორას წვეთების მიღების შემდეგ იტოქსიკაცია არ არის ცნობილი.
ერთი ან მეტი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისაღები ზომები: ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის ცნობილი.
ნებისმიერი ჰომეოპათიური საშუალების ეფექტზე შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს პაციენტის ცხოვრების სტილის დამაზიანებელმა ფაქტორებმა და სტიმულანტებმა. უნდა ეცნობოს ექიმს სხვა პრეპარატების მიღების შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები

5 წელი. ბოთლის გახსნის შემდეგ 3 თვე.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა: ცეფაკ
გერმანია

გლიცერინის სანთლები – GLYCERIN SUPPOSITORIES – СВЕЧИ С ГЛИЦЕРИНОМ

საერთაშორისო დასახელება:

GLYCEROL

მწარმოებელი: Thornton & Ross Ltd

მოქმედი ნივთიერება: გლიცეროლი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო; განავლოვანი მასების დამარბილებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუპოზიტორიები: შეფუთვაში 12 ც.

1 სუპ.

გლიცეროლი ……….   4 გ

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის ყაბზობა – ფუნქციონალური ფსიქოგენური, ასაკობრივი (მათ შორის რექტალური კოპროსტაზი ხანშიშესულებში და მოხუცებულებში);
  • მოძრაობის შეზღუდვის დროს;
  • ორსულობისას და ლაქტაციისას;
  • პროფილაქტიკისთვის იმ ავადმყოფებში, რომელთაც დეფეკაციისას არ შეუძლიათ გაჭინთვა, მათ შორის, მტკივნეული თრომბირებული ბუასილისას, პერიანალური აბსცესი, ანორექტალური სტენოზი, მიოკარდის ინფარქტის შემდეგ;
  • კანის დასარბილებლად და ლორწოვანი გარსების დასამუშავებლად (სითხე).

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სწორ ნაწლავში შეყვანისას სანთელი ახდენს მსუბუქ გამაღიზიანებელ მოქმედებას ლორწოვან გარსზე და რეფლექსურად იწვევს დეფეკაციის სტიმულაციას (ნაწლავის დაცლას).  გარდა ამისა, განავლოვან მასებს არბილებს.

გამოყენება:

დღეში 1–ჯერ თითო სანთელი, სასურველია საუზმიდან 15–20 წუთის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სისტემური გამოყენებისას იწვევს დიურეტიკების, კარბოანჰიდრაზის ეფექტის პოტენცირებას.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* თირკმლის უკმარისობა;

* აპენდიციტი;

* სისხლდენა;

* დიარეა;

* ბუასილი გამწვავების სტადიაში;

* სწორი ნაწლავის ნახეთქები, სწორი ნაწლავის ანთებითი დაავადებები და სწორი ნაწლავის სიმსივნე.

გვერდითი მოქმედება:

შეიძლება განვითარდეს სწორი ნაწლავის გაღიზიანება. ამ შემთხვევაში სანთლის გამოყენება წყდება;

რეკომენდებულია სწორ ნაწლავში 10–15 მლ თბილი მზესუმზირის (ზეითუნის, ატმის) ზეთის შეყვანა.

ჭარბი დოზირება:

სისტემატური გამოყენებისას სიმპტომები:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გონების არევა, პირის სიმშრალე ან წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ძლიერი დეჰიდრატაცია, არითმია, თირკმლის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები:

საფაღარათო დანიშნულებით რეგულარი მიღება არ არის რეკომენდებული. დეჰიდრატირებულ პირებში, ასევე შაქრიანი დიაბეტის დროს სისტემატური გამოყენებისას იზრდება დეჰიდრატაციის რისკი, რაც იწვევს სისხლძარღვოვან გადატვირთვას და შესაბამისად ჰიპერგლიკემას.

არაკეტონური ჰიპერგლიკემიური კომა (პერორალური მიღებისას) იშვიათად ვითარდება, თუმცა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ დაფიქსირებულია სიკვდილის რამდენიმე  შემთხვევა.

შენახვის პირობები:

მშრალ, გრილ ადგილზე.

ცერეტონიNEW 250მგ/მლ 4მლ#5ა

83.30 ლარი
78.30 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: სოტექსი ფარმფირმა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!