მთავარი წაკითხვა გვერდი 647

გლიფიქსი 30 მგ – GLIFIX 30 mg – ГЛИФИКС 30мг

საერთაშორისო დასახელება

PIOGLITAZONE

ლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები;

BILIM PPHARMACEUTICALS A.S

მწარმოებელი: BILIM PPHARMACEUTICALS A.S ,თურქეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

30 მგ 30 ტაბლეტი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პიოგლიტაზონი არის თიაზოლიდინედიონის ჯგუფის ანტიდიაბეტური საშუალება. იგი მოქმედებს ინსულინ-დამოკიდებული ქსოვილების რეაგირების უნარის გაზრდით ისე, რომ არ იწვევს პანკრეასული ინსულინის სეკრეციის მომატებას და ამასთან, ამცირებს პლაზმაში გლუკოზის დონეს.

პიოგლიტაზონის ეფექტები იწვევენ ინსულინის მიმართ რეზისტენტობის დაქვეითებას.

პიოგლიტაზონი მოქმედებს სპეციფიკური ნუკლეური (რეცეპტორების პეროქსიზომის პროლიფერატორით აქტივირებული რეცეპტორული გამა) აქტივაციის გზით, რაც ცხოველებში იწვევს ღვიძლის, ცხიმოვანი და ჩონჩხ-კუნთოვანი უჯრედების ინსულინის მიმართ სენსიტივობის მომატებას. პიოგლიტაზონით მკურნალობა ამცირებს ღვიძლისმიერი გლუკოზის გამომუშავებას და ზრდის გლუკოზას პერიფერულ განაწილებას ინსულინის მიმართ რეზისტენტობის შემთხვევაში.

II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გლიკემიის კონტროლი გაუმჯობესებულია უზმოზე და ჭამის შემდეგ, რაც ასოცირებულია პლაზმაში ინსულინის კონცენტრაციების შემცირებასთან უზმოზე და ჭამის შემდეგ.

ჰომეოსტაზის მოდელის შეფასებითი ანალიზი აჩვენებს, რომ პიოგლიტაზონი აუმჯობესებს ბეტა უჯრედების ფუნქციას და ზრდის ინსულინზე მგრძნობელობას. ერთწლიანი კლინიკური კვლევებით დადასტურებულ იქნა ამგვარი მოქმედების შენარჩუნება.

პიოგლიტაზონის შესწავლა განხორციელდა მცირე 18-კვირიანი კვლევისას II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლის დროსაც ვისცერული ცხიმი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ექსტრააბდომინური ცხიმის მასამ მოიმატა. ორგანიზმის ცხიმის განაწილების ანალოგიური ცვლილებების პარალელურად აღინიშნა ინსულინზე მგრძნობელობის გაუმჯობესება. კლინიკური კვლევისას გამოვლინდა პლაზმური ტრიგლიცერიდებისა და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცირება და HDL-ქოლესტერინის დონეების მომატება პლაცებოსთან შედარებით, თუმცა LDL-ქოლესტერინის დონეების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მატება არ გამოვლენილა.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ პიოგლიტაზონი სწრაფად აბსორბირდება. პლაზმაში უცვლელი პიოგლიტაზონის უმაღლესი კონცენტრაციები მიიღწევა მისი მიღებიდან 2 საათის შემდეგ. პლაზმური კონცენტრაციების პროპორციული მატება აღინიშნა 2-60 მგ დოზების მიღების შემთხვევაში. სტაბილური კონცენტრაციები მიიღწევა დოზის მიღებიდან 4-7 საათის შემდეგ. განმეორებითი დოზების მიღება არ იწვევს ნაერთების ან მეტაბოლიტების კუმულაციას. აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება. სრული ბიოშეღწევადობა 80%-ზე მეტია.

განაწილება

ადამიანებში განაწილების მოცულობა შეადგენს 0.25 ლ/კგ-ს. პიოგლიტაზონი და ყველა აქტიური მეტაბოლიტი კარგად უკავშირდება პლაზმურ პროტეინს (>99%).

ბიოტრანსფორმაცია

პიოგლიტაზონი განიცდის ინტენსიურ ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს ალიფატური მეთილენის ჯგუფების ჰიდროქსილირებით, რაც უპირატესად ხდება P450 3A4 და 2C9 ციტოქრომის საშუალებით, თუმცა ამ პროცესში მრავალი სხვა იზოფორმაც მონაწილეობს. ექვსი მეტაბოლიტიდან 3 აქტიურია (M-II, M-III და M-IV). აქტივობის, კონცენტრაციებისა და პროტეინებთან კავშირის თვალსაზრისით პიოგლიტაზონი და მეტაბოლიტი M-III თანაბრად უზრუნველყოფენ ეფექტის მიღწევას. M-IV მეტაბოლიტის როლი ეფექტურობის მიღწევაში პიოგლიტაზონის როლზე დაახლოებით სამჯერ მეტია, ხოლო M-II მეტაბოლიტის ეფექტურობა შედარებით მინიმალურია.

in vitro კვლევებისას აღმოჩნდა, რომ პიოგლიტაზონი არ აინჰიბირებს P450 ციტოქრომის რომელიმე ქვეტიპს. მამაკაცებში არ აღინიშნება ძირითადი ინდუცირებადი P450 ციტოქრომის 1A, 2C8/9 და 3A4 იზოფერმენტების ინდუქცია.

ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევებისას აღმოჩნდა, რომ პიოგლიტაზონს არ გააჩნია რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტი დიგოქსინის, ვარფარინის, ფენპროკუმინისა და მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკასა თუ ფარმაკოდინამიკაზე. აქედან გამომდინარე, ნაკლებად არის მოსალოდნელი პიოგლიტაზონის ან აქტიური მეტაბოლიტების მოქმედების მნიშვნელოვანი შეცვლა P450 იზოფერმენტების ინდუქტორების ან ინჰიბიტორების მიერ.

ელიმინაცია

მამაკაცებში პიოგლიტაზონის პერორალური მიღების შემდეგ 55% ვლინდება განავალში, ხოლო 45% – შარდში. ცხოველებში უცვლელი პიოგლიტაზონის მხოლოდ მცირე რაოდენობა აღინიშნება შარდში ან განავალში. მამაკაცებში უცვლელი პიოგლიტაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს 5-6 საათს, ხოლო მისი სრულად აქტიური მეტაბოლიტებისა – 16-23 საათს.

ხანდაზმულები

სტაბილური მდგომარეობების ფარმაკოკინეტიკა ერთიდაიგივეა ხანდაზმულებში 65 წლის ასაკიდან და უფრო ახალგაზრდა პაციენტებში.

პაციენტები თირკმლების უკმარისობით

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პიოგლიტაზონისა და მისი მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები იმაზე დაბალია, ვიდრე ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში, თუმცა ძირითადი სუბსტანციის პერორალური კლირენსი ერთიდაიგივეა. ამდენად, თავისუფალი პიოგლიტაზონის კონცენტრაცია უცვლელია.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

პიოგლიტაზონის საერთო პლაზმური კონცენტრაციები უცვლელია, თუმცა მომატებულია განაწილების მოცულობა. ამდენად, მცირდება ძირითადი კლირენსი, რაც დაკავშირებულია პიოგლიტაზონის უფრო მაღალ თავისუფალ ნაწილთან.

ჩვენებები:

გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი ნაჩვენებია, როგორც დამატებითი საშუალება დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად გლიკემიის კონტროლისათვის II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში. გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი ნაჩვენებია მონოთერაპიაში, აგრეთვე სულფონილშარდოვანასთან, მეტფორმინთან ან ინსულინთან კომბინაციაში, როდესაც დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად მხოლოდ ერთი პრეპარატის გამოყენებით არ მიიღწევა გლიკემიის ადექვატური კონტროლი.

II ტიპის დიაბეტის მართვა მოიცავს კვებითი რეჟიმის კონტროლს, საჭიროებისამებრ, წონაში დაკლებას და ფიზიკურ ვარჯიშს. ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ II ტიპის დიაბეტის პირველადი მკურნალობისას, არამედ შემდგომშიც თერაპიის ეფექტურობის შესანარჩუნებლად.

მიღების წესები და დოზები:

გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობა იწყება 15 მგ ან 30 მგ და იზრდება 45 მგ-მდე.

ანტიდიაბეტური თერაპიის მართვა ხდება ინდივიდუალურად. იდეალურ შემთხვევაში, თერაპიაზე პაციენტის რეაქცია უნდა შეფასდეს HbA 1c -ს გამოყენებით.

მონოთერაპია

გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი მონოთერაპიაში დასაწყისში მიიღება დოზით 15 მგ ან 30 მგ დღეში ერთხელ იმ პაციენტებში, რომლებშიც დიაბეტის ადექვატური კონტროლის მიღწევა შეუძლებელია დიეტითა და ფიზიკური ვარჯიშებით. თუ 15 მგ დოზაზე პაციენტის რეაგირება არაადექვატურია, დოზა შეიძლება გაიზარდოს 45 მგ-მდე დღეში ერთხელ. პაციენტები, რომლებიც არ რეაგირებენ მონოთერაპიაზე, გადაყვანილ უნდა იქნან კომბინაციურ თერაპიაზე.

კომბინაციური თერაპია

სულფონილშარდოვანა: გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში დასაწყისში მიიღება დოზით 15 მგ ან 30 მგ დღეში ერთხელ. სულფონილშარდოვანას დოზა შეიძლება შენარჩუნებული იყოს პიოგლიტაზონით თერაპიის დაწყებისას. თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპოგლიკემია, სულფონილშარდოვანას დოზა უნდა შემცირდეს.

მეტფორმინი:

გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი მეტფორმინთან კომბინაციაში დასაწყისში მიიღება დოზით 15 მგ ან 30 მგ დღეში ერთხელ. მეტფორმინის დოზა შეიძლება შენარჩუნებული იყოს პიოგლიტაზონით თერაპიის დაწყებისას. მეტფორმინისა და პიოგლიტაზონის კომბინაციური თერაპიის დროს ჰიპოგლიკემიის განვითარებისას საჭირო არ არის მეტფორმინის დოზის კორექცია.

ინსულინი:

გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი ინსულინთან კომბინაციაში დასაწყისში მიიღება დოზით 15 მგ ან 30 მგ დღეში ერთხელ. ინსულინის დოზა შეიძლება შენარჩუნებული იყოს პიოგლიტაზონით თერაპიის დაწყებისას. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პიოგლიტაზონსა და ინსულინს, ინსულინის დოზა შეიძლება შემცირდეს 10-25%-ით, თუ განვითარდა ჰიპოგლიკემია ან გლუკოზის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება 100 მგ/დლ-ზე ქვემოთ. შემდგომი კორექცია ხდება ინდივიდუალურად გლუკოზის დონეების დაწევის მაჩვენებლის შესაბამისად.

დაუშვებელია გლიფიქსის ტაბლეტის დღეში ერთხელ 45 მგზე მაღალი დოზის გამოყენება, ვინაიდან 45 მგ-ზე მაღალი დოზის დღეში ერთხელ მიღება არ ყოფილა შესწავლილი პლაცებოთი კონტროლირებული კლინიკური კვლევებისას.

მონაცემები 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გლიფიქსის 30 მგ ტაბლეტის გამოყენების შესახებ არ არსებობს; ამდენად, გლიფიქსის 30 მგ ტაბლეტის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

მონაცემები გლიფიქსის 30 მგ ტაბლეტის სხვა თიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში გამოყენების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი.

გამოყენება ბავშვებში

პიოგლიტაზონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი.

გამოყენება ხანდაზმულებში

რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება პიოგლიტაზონის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში 65 წლის და მეტ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ არსებობს. ამდენად, დოზის კორექცია ხანდაზმულებში საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები

პლაცებო კონტროლირებადი კლინიკური კვლევებისას 0.5%-ზე მეტ პაციენტში აღინიშნება შემდეგი სახის არასასურველი ეფექტები:

მონოთერაპია: დარღვევები მხედველობის მხრივ, ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები, სინუსიტი, მიალგია, წონაში დაკლება, უძილობა, ჰიპოესთეზია.

პიოგლიტაზონისა და მეტფორმინის კომბინაცია: ანემია, დარღვევები მხედველობის მხრივ, დისპეფსია, წონაში დაკლება, ართრალგია, თავის ტკივილი, ჰემატურია, ერექციის მოშლა.

პიოგლიტაზონისა და სულფონილშარდოვანას კომბინაცია: თავბრუსხვევა, დარღვევები მხედველობის მხრივ, დისპეფსია, დაღლილობა, გლუკოზურია, წონაში დაკლება, პროტეინურია, ჰიპოგლიკემია, მადის მომატება, ოფლიანობა.

პიოგლიტაზონის, მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას კომბინაცია: წონაში მომატება, სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მომატება, ჰიპოგლიკემია, ართრალგია.

პიოგლიტაზონისა და ინსულინის კომბინაცია: ჰიპოგლიკემია, შეშუპება, ბრონქიტი, წონაში მომატება, ზურგის ტკივილი, ართრალგია, დისპნოე, გულის უკმარისობა.

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები:

ჰემატოლოგიური: პიოგლიტაზონმა შეიძლება გამოიწვიოს ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის დაქვეითება. ყველა ჯვარედინი კლინიკური გამოკვლევისას ჰემატოკრიტის საშუალო მაჩვენებელი 2-4%-ით მცირდება იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პიოგლიტაზონით. აღნიშნული ცვლილებები ვლინდება მკურნალობის პირველი 4-12 კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ნარჩუნდება შედარებით სტაბილურად. ამგვარი ცვლილებები ვითარდება პლაზმაში არსებული მოცულობის მომატების შედეგად. თუმცა, ეს არ არის დაკავშირებული ჰემატოლოგიურ მოქმედებასთან.

შრატისმიერი ტრანსამილაზას დონეები: იმ პაციენტების 26%-ში, რომლებიც მკურნალობენ პიოგლიტაზონით და იმ პაციენტთა 25%-ში, რომლებიც მკურნალობენ პლაცებოთი, ALT მაჩვენებლები ზედა ზღვარზე >3-ჯერ მაღალია პლაცებო-კონტროლირებული გამოკვლევებისას. პიოგლიტაზონით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში მცირდება ბილირუბინის, AST, ALT, ტუტე ფოსფატაზას და GGT საშუალო დონეები.

კრეატინ ფოსფოკინაზას დონეები: კლინიკური გამოკვლევებისას ჩატარებულ ლაბორატორიულ ანალიზებში აღინიშნება კრეატინ ფოსფოკინაზას დონის დროებითი მომატება. თუმცა, ამგვარი ვითარების გამოსწორება ხდება ყოველგვარი კლინიკური ჩარევის გარეშე.

მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება:

გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტისადმი, აგრეთვე გულის უკმარისობა ან ანამნეზში გულის უკმარისობა (NYHA ფაზა I-IV), ღვიძლის უკმარისობა და დიაბეტური კეტოაციდოზი.

ორსულობა და ლაქტაცია:

C კატეგორიის პრეპარატი

ორსულ ქალებში არ არსებობს ადექვატური და კარგად კონტროლირებული გამოკვლევები. პიოგლიტაზონი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.

გამოყენება ლაქტაციის პერიოდში

ვირთაგვებში პიოგლიტაზონი გამოიყოფა რძეში. არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა პიოგლიტაზონი ადამიანის რძეში. ვინაიდან მრავალი პრეპარატი ექსკრეტირდება ადამიანის რძეში, პიოგლიტაზონი არ გამოიყენება მეძუძურ დედებში.

განსაკუთრებული მითითებები

ზოგადი:

პიოგლიტაზონის ჰიპოგლიკემიური ეფექტი ვლინდება მხოლოდ ინსულინის არსებობისას. ამდენად, ის არ გამოიყენება I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობისათვის.

სითხის შეკავება და გულის უკმარისობა:

პიოგლიტაზონმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება, რამაც შეიძლება გაამწვავოს ან დააჩქაროს გულის უკმარისობა. აუცილებელია პაციენტთა გამოკვლევა გულის უკმარისობის ნიშნებსა და სიმპტომებზე.

გულის მდგომარეობის გაუარესებისას პიოგლიტაზონის მიღება უნდა შეწყდეს. პრეპარატის პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა გულის უკმარისობის განვითარება პიოგლიტაზონის ინსულინთან ერთად გამოყენების დროს.

ამდენად, პიოგლიტაზონი უკუნაჩვენებია ინსულინთან კომბინაციაში. ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და პიოგლიტაზონი ასოცირებულია სითხის შეკავებასთან, მათი ერთდროული მიღებისას შეიძლება მოიმატოს შეშუპების რისკმა.

ღვიძლის ფუნქციის კონტროლი:

იშვიათად აღინიშნება ჰეპატოცელულური დისფუნქცია. ამდენად, პიოგლიტაზონით მკურნალობისას რეკომენდებულია ღვიძლისმიერი ფერმენტების პერიოდული კონტროლი, რაც უნდა ჩატარდეს ყველა პაციენტში პიოგლიტაზონით თერაპიის დაწყებამდე. პიოგლიტაზონით თერაპიის დაწყება დაუშვებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება (ALT >2.5 X ნორმაზე მეტი), ან ღვიძლის სხვა რომელიმე დაავადება.

პიოგლიტაზონით თერაპიის დაწყების შემდეგ რეკომენდებულია ღვიძლისმიერი ფერმენტების შემოწმება ყოველ სამ თვეში პირველი 12 თვის განმავლობაში და შემდგომში პერიოდულად. თუ ALT დონეები ნარჩუნდება > 3 X ზედა ზღვრულ ნორმაზე მაღლა, თერაპია უნდა შეწყდეს. თუ რომელიმე პაციენტს განუვითარდა ღვიძლის დისფუნქციის სიმპტომები, რაც გულისხმობს აუხსნელი წარმოშობის გულისრევას, ღებინებას, ტკივილს მუცლის არეში, დაღლილობას, ანორექსიას და/ან შარდის მუქ შეფერილობას, უნდა შემოწმდეს ღვიძლისმიერი ფერმენტები. სიყვითლის გამოვლენისას თერაპია უნდა შეწყდეს.

წონაში მომატება:

კლინიკური გამოკვლევებისას გამოვლინდა პიოგლიტაზონით გამოწვეული დოზაზე დამოკიდებული მატება წონაში. ვინაიდან ზოგჯერ წონაში მატება შეიძლება უკავშირდებოდეს გულის უკმარისობას, აუცილებელია წონის კონტროლი და კვებითი რეჟიმის დაცვა.

ჰიპოგლიკემია:

პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ პიოგლიტაზონსა და ინსულინს ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს, იმყოფებიან ჰიპოგლიკემიის რისკის ქვეშ და ამიტომ შეიძლება აუცილებელი იყოს პიოგლიტაზონთან კომბინაციაში გამოყენებული პრეპარატის დოზის შემცირება.

ჰემატოლოგია:

პიოგლიტაზონმა შეიძლება გამოიწვიოს ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება. კლინიკური გამოკვლევებისას აღინიშნა ჰემოგლობინის მაჩვენებლების 2-4%-ით დაქვეითება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პიოგლიტაზონს. ამგვარი ცვლილებები უპირატესად გამოვლინდა თერაპიის დაწყებიდან პირველი 4-12 კვირის განმავლობაში, რაც შემდგომ პერიოდში შედარებით მუდმივად შენარჩუნდა.

აღნიშნული ცვლილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს პლაზმური მოცულობის მატებასთან და არ ასოცირდება რაიმე მნიშვნელოვან ჰემატოლოგიურ კლინიკურ ეფექტთან.

დარღვევები მხედველობის მხრივ:

თიაზოლიდინედიონის მიღებისას ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ადრეული ან პროგრესირებადი მაკულარული შეშუპება. ჯერჯერობით ახსნილი არ არის პირდაპირი კავშირი პიოგლიტაზონსა და მაკულარულ შეშუპებას შორის, თუმცა, თუ პაციენტს განუვითარდა რაიმე ვიზუალური ხასიათის დარღვევა, ის მიიჩნევა მაკულარულ შეშუპებად.

სხვა:

პიოგლიტაზონის კლინიკური გამოკვლევების მონაცემთა ბაზის შესწავლისას, ქალებში, რომლებიც მკურნალობენ პიოგლიტაზონით, აღინიშნა ძვლის მოტეხილობის სულ მცირე ერთი შემთხვევა, იმ პაციენტებისაგან განსხვავებით, რომლებიც დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებით მკურნალობდნენ (მეტფორმინი, სულფონილშარდოვანა, პლაცებო). მოტეხილობა ძირითადად აღინიშნება ქვედა დისტალურ კიდურებში ან ზედა დისტალურ კიდურებში. მოტეხილობის გამომწვევი მექანიზმის შესახებ არაფერია ცნობილი. მამაკაცებში არ აღინიშნება ძვლის მოტეხილობის რისკის მომატება.

ინსულინის გაუმჯობესებული მოქმედების შედეგად, პიოგლიტაზონით მკურნალობისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ საკვერცხის პოლიკისტოზი, შეიძლება აღინიშნოს ოვულაციის აღდგენა. ამდენად, ასეთ პაციენტებში არსებობს დაორსულების რისკი. პაციენტის სურვილის შემთხვევაში, ორსულობის დადგომისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

პიოგლიტაზონის P450 ციტოქრომის 2C8 ფერმენტის ინჰიბიტორებთან (როგორიცაა გემფიბროზილი) ან ფერმენტის ინდუქტორებთან (როგორიცაა რიფამპიცინი) ერთად გამოყენებისას, გლუკოზის დონეების შემოწმება უფრო ხშირად უნდა მოხდეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ხდება პიოგლიტაზონის დოზის კორექცია.

ჭარბი დოზირება:

ჭარბ დოზად მიიჩნევა მაქსიმალურ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზაზე, ე.ი. 45 მგ-ზე მეტი დოზის მიღება. უმაღლესი გამოყენებული დოზა შეადგენს 120 მგ-ს დღეში ოთხი დღის განმავლობაში და 180 მგ-ს დღეში შვიდი დღის განმავლობაში.

სულფონილშარდოვანას და ინსულინის კომბინაციისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია. ჭარბი დოზის მიღებისას ტარდება სიმპტომატური და ზოგადი დამხმარე მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კვლევებისას არ აღინიშნება ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება პიოგლიტაზონსა და დიგოქსინს, ვარფარინს, ფენპროკუმონსა და მეტფორმინს შორის. ციტოქრომი P459 არ ახდენს 1A, 2C8/9 და 3A4 ფერმენტების ინდუცირებას. In vivo კვლევებისას აღმოჩნდა, რომ P450 ციტოქრომის ფერმენტების ქვეტიპები არ ინჰიბირდება. ამდენად, მეტაბოლიზებული პერორალური კონტრაცეპტივები, ციკლოსპორინი, კალციუმის ნელი არხების ბლოკატორები და HMGCoA რედუქტაზას ინჰიბიტორები არ ურთიერთქმედებენ ამ ფერმენტებთან.

პიოგლიტაზონისა და გემფიბროზილის (P459 ციტოქრომის 2C8 ინჰიბიტორი) კომბინაციური გამოყენების შედეგად 3-ჯერ მატულობს პიოგლიტაზონის კონცენტრაცია. ამგვარი კომბინაციისას საჭიროა დოზის კორექცია და სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.

პიოგლიტაზონისა და რიფამპიცინის (P459 ციტოქრომის 2C8 ინდუქტორი) კომბინაციური გამოყენებისას პიოგლიტაზონის კონცენტრაცია მცირდება 54%-ით. პიოგლიტაზონისა და რიფამპიცინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა პიოგლიტაზონის დოზის მომატება და სისხლში გლუკოზის დონეების კონტროლი.

in vitro კვლევებისას აღმოჩნდა, რომ კეტოკონაზოლს გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ინჰიბიტორული მოქმედება პიოგლიტაზონის მეტაბოლიზმზე. აგრეთვე, CYP3A4 ციტოქრომის სხვა ინჰიბიტორები, როგორიცაა იტრაკონაზოლი, სავარაუდოდ ახდენენ პიოგლიტაზონის მეტაბოლიზმის ინჰიბირებას. იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პიოგლიტაზონით და CYP3A4 ინჰიბიტორებით, პლაზმაში გლუკოზის დონეების შემოწმება უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს.

სხვა თიაზოლიდინედიონთან ერთად ეთილის ესტრადიოლისა და ნორეთინდრონის ერთდროული გამოყენებისას მცირდება ორივე ჰორმონის პლაზმური კონცენტრაციები დაახლოებით 30%-ით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონტრაცეპციის მოქმედების დაკარგვა. პიოგლიტაზონისა და პერორალური კონტრაცეპციის მიღებისას პაციენტებმა კონტრაცეპციასთან დაკავშირებით დამატებითი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ვინაიდან პიოგლიტაზონთან ერთად ალკოჰოლის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპოგლიკემია, მათი ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

შენახვის პირობები:

ინახება 25oC – მდე, ტენისაგან დაცულ ადგილას.

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 24 თვე

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

პრეპარატი არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ცერებროლიზინი 10მლ #5ა

ქვეყანა: ავსტრია

მწარმოებელი: ებევე ავსტრია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

გლიმილი – GLIMIL – ГЛИМИЛ

საერთაშორისო დასახელება:

GLICLAZIDE

მწარმოებელი: MILPHARM, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: გლიკლაზიდი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოგლიკემიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 28 და 60 ც

1 კაფს

გლიკლაზიდი  …………         80 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გლიმილი – ჰიპოგლიკემიური საშუალება, II თაობის სულფანილშარდოვანას წარმოებული. გლიმილი ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას; ამაღლებს პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინისადმი; ასტიმულირებს უჯრედშიდა ფერმენტების აქტივობას, ამცირებს საკვების მიღებასა და ინსულინის სეკრეციას შორის დროის შუალედს. გლიმილი აღადგენს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკს.

გლიმილი ამცირებს თრომბოციტების ადჰეზიას და აგრეგაციას, ანელებს კედლის ამყოლი თრომბის განვითარებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარობას და ფიბრინოლიზურ აქტივობას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ამცირებს სისხლძარღვების მგრძნობელობას ადრენალინის მიმართ.

დიაბეტური ნეფროპათიის დროს გლიმილის ხანგრძლივი მიღების ფონზე აღინიშნება პროტეინურიის შემცირება. პრეპარატი არ იწვევს წონის მატებას, რადგან იგი უპირატესად მოქმედებს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკზე და არ იწვევს ჰიპერინსულინემიას.

გლიმილს ახასიათებს ანტიათეროგენული მოქმედება: ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს, ამაღლებს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას და ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება ერთჯერადი დოზის (80 მგ) მიღებიდან 4 სთ-ში. პრეპარატის 94,2% უკავშირდება პლაზმის ცილებს. გლიმილი მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოქმნის 8 მეტაბოლიტს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 სთ-ს. ძირთადად გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.

ჩვენებები:

  • ინსულინ-დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (II ტიპი) დიაბეტურ მიკროანგიოპათიის დაწყებითი ფორმით;
  • მიკროცირკულაციის დარღვევის პროფილაქტივა (კომბინირებული თერაპია სულფანილშარდოვანას სხვა წარმოებულებთან).

მიღების წესები და დოზირება:

საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ-ს, საშუალო სადღეღამისო დოზაა 160-320 მგ, მიღების სიხშირე 2-ჯერ დღეში ჭამის წინ. დოზირება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გლიკემიის დონეზე უზმოზე და ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, აგრეთვე დაკავშირებულია კლინიკურ გამოვლინებებთან.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად აღინიშნება ალერგიული რეაქციები (შესაძლოა განვითარდეს გამონაყარი კანზე და ქავილი), ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი ან ლეიკოპენია, ანემია. ჰიპერდოზირებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია.

უკუჩვენებები:

*ინსულინ-დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპის);

*კეტოაციდოზი, დიაბეტური კომა და პრეკომა;

*თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

*სულფანილშარდოვანას წარმოებულების და სულფანილამიდების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

*გლიკლაზიდისა და იმიდაზოლის (მათ შორის მიკონაზოლის) წარმოებულების ერთდროულად გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული გლიკლაზიდის გამოყენება ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გლიმილის, მიკონაზოლის, ფლუკონაზოლის, ეთანოლისა და ეთანოლის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება ზრდის მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს, როს  გამოც აღნიშნული კომბინაციები წინააღმდეგნაჩვენებია.

გლიმილით და ბეტა-ადრენობლოკატორებით ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლებელია შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორიცაა: გულისცემა და ტაქიკარდია;

არაკარდიოსელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორები ზრდიან ჰიპოგლიკემიის სიხშირეს და გამოხატულებას. აგფ-ინჰიბიტორების (ენალაპრილი, კაპტოპრილი) და გლიმილის ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გააძლიეროს ამ უკანასკნელის ჰიპოგლიკემიური ეფექტი (უმჯობესდება გლუკოზისადმი ტოლერანტობა).

დანაზოლის და გლიმილის ერთდროული გამოყენება ამცირებს ამ უკანასკნელის ეფექტურობას (პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს გლუკოზის მკაცრი თვითკონტროლის აუცილებლბის შესახებ როგორც სისხლში, ისე შარდში). შესაძლებელია საჭირო გახდეს გლიმილის დოზის კორექცია დანაზოლით თერაპიის დროს და მისი შეწყვეტისას.

ქლორპროპამიდის მაღალი დოზების (100 მგ/დღეში) და გლიმილის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის დონის მომატება სისხლის პლაზმაში, რაც ინსულინის გამონთავისუფლების შემცირების შედეგია.

გლუკოკორტიკოიდები (როგორც გარეგანი, ასევე სისტემური მოხმარებისთვის) და ტეტრაკოზაქტრინი ზრდიან სისხლში გლუკოზის დონეს (შესაძლებელია კეტოაციდოზის განვითარება). გლიმილის და პროგესტაგენების, სალბუტამოლის, ტერბუტალინის (ინტრავენური გამოყენებისათვის) ერთდროული გამოყენებისას საჭიროა გავითვალისწინოთ მათი მაღალი დოზების დიაბეტოგენური ეფექტი.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

ცერებროლიზინი 5მლ #5ა

81.10 ლარი
76.23 ლარი

ქვეყანა: ავსტრია

მწარმოებელი: ევერ ნეურო ფარმა ავსტრია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

გლივეკი – GLIVEC – ГЛИВЕК

საერთაშორისო დასახელება:

IMATINIB

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: იმატინიბის მეზილატი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროტეინ-თიროზინკინაზას ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 60 ც.

1 ტაბ.

იმატინიბის მეზილატი …………   100 მგ

1 ტაბ

იმატინიბის მეზილატი ………     400 მგ

ჩვენებები:

  • ქრონიკული მიელოლეიკოზი აქსელერაციის, ბლასტური კრიზის ფაზაში, აგრეთვე ქრონიკულ ფაზაში ალფა-ინტერფერონით წარუმატებელი თერაპიის შემდეგ;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არაოპერირებული და/ან მეტასტაზური ავთვისებიანი სტრომალური სიმსივნის (GIST) მკურნალობა ზრდასრულ პაციენტებში;
  • დიაგნოსტირებული ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა;
  • ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობა განვითარების ნებისმიერ სტადიაში.

მიღების წესები და დოზირება:

მიელოლეიკემიის დროს ქრონიკულ ფაზაში რეკომენდებულია გლივეკის გამოყენება დოზით 400 მგ/დღეში.

მიელოლეიკემიის დროს მწვავე ფაზაში ან ბლასტური კრიზის დროს გლივეკი ინიშნება დოზით 600 მგ/დღეში.

დანიშნული დოზა ინიშნება პერორალურად, ერთხელ დღეში საჭმელთან ერთად ერთი ჭიქა წყლის დაყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. პაციენტებში ქრონიკული ფაზის დროს შესაძლებელია დოზის გაზრდა 400 მგ-დან 600-მგ-მდე, ხოლო მწვავე ფაზაში ან ბლასტური კრიზის დროს შეიძლება დაინიშნოს 600 მგ-დან 80 მგ-მდე (400 მგ 2-ჯერ დღეში), თუ არ აღინიშნება სერიოზული გვერდითი მოვლენები და მძიმე ლეიკემია-დამოუკიდებელი ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია.

გვერდითი მოვლენები:

ლეიკემია-დამოუკიდებელი გვერდითი მოვლენები:

გლივეკის მიღების შედეგად თუ აღინიშნება ლეიკემია-დამოუკიდებელი სერიოზული გვერდითი მოვლენები, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, ვიდრე არ დადგინდება რამდენად სერიოზულია ეს მოვლენა და შესაძლებელია თუ არა მკურნალობის გაგრძელება.

ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენები:

მძიმე ნეიტროპენიის და თრომბოციტოპენიის დროს საჭიროა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა (იხილეთ ქვემოთ მოყვანილი სქემა).

რეკომენდებული დოზა ნეიტროპენიის და თრომბოციტოპენიის დროს:

მიელოლეიკემის ქრონიკული ფაზა (საწყისი დოზა 400 მგ) ნეიტროფილების რაოდენობა 9/ლ და/ან/ თრომბოციტები 9/ლ:

1. საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა სანამ არ აღინიშნება შემდეგი მონაცემები: ნეიტროფილების რაოდენობა >1.5×109/ლ და/ან თრომბოციტები >75×109/ლ.

2. შემდგომში საჭიროა მკურნალობის აღდგენა დოზით 400 მგ.

3. თუ ისევ განმეორდა მონაცემები: ნეიტროფილების რაოდენობა 9/ლ და/ან თრომბოციტები 9/ლ, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა სანამ არ აღინიშნება შემდეგი მონაცემები: ნეიტროფილების რაოდენობა >1.5×109/ლ და/ან თრომბოციტები >75×109/ლ, შემდგომში კი მკურნალობის აღდგენა დოზით 300 მგ.

მიელოლეიკემიის დროს მწვავე ფაზა და ბლასტური კრიზი  (საწყისი დოზა 600 მგ) ნეიტროფილების რაოდენობა 9/ლ და/ან თრომბოციტები 10×109/ლ:

1. აღნიშნეთ თუ ციტოპენია დამოკიდებულია ლეიკემიაზე (ძვლის ტვინის ასპირაცია ან ბიოფსია).

2. თუ ციტოპენია დამოუკიდებელია ლეიკემიისგან, საჭიროა გლივეკის დოზის შემცირება 400 მგ-მდე.

3. თუ ციტოპენია გრძელდება 2 კვირის განმავლობაში და დამოუკიდებელია ლეიკემიისგან, საჭიროა გლივეკის მკურნალობის შეწყვეტა, სანამ არ აღდგება ანალიზის მონაცემები: ნეიტროფილების რაოდენობა >1×109/ლ და/ან თრომბოციტები >20×109/ლ. შემდგომში შეიძლება მკურნალობის გაგრძელება დოზით 300 მგ.

გამოყენება პედიატრიაში:

ბავშვებში წამლის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს ნებადართული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

გლივეკი ინიშნება საჭმელთან ერთად ერთი ჭიქა წყლის დაყოლებით, რათა შემცირდეს გასტროინტესტინური გართულებების რისკი.

გლივეკის მიღებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დაზიანება, რის გამოც იგი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას. არ არის დადგენილი სპეციალური დოზირება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს. სითხის დაგროვება (პლევრის ღრუში, ფილტვების შეშუპება, ასციტი) აღინიშნებოდა 1-2% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გლიკევეკს. ამიტომ აუცილებელია წონის რეგულარული მონიტორინგი.

გლივეკის გამოყენებისას აუცილებელია სისხლის ანალიზის პერიოდული კონტროლი.

როგორც ცნობილია კრეატინინის კლირენსი მცირდება ასაკთან ერთად. პაციენტის ასაკი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს გლივეკის კინეტიკაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატები, რომლებიც ცვლიან გლივეკის კონცენტრაციას პლაზმაში:

ზოგიერთმა საშუალებამ შეიძლება გაზარდოს გლივეკის კონცენტრაცია პლაზმაში: პრეპარატებს, რომლებიც აინჰიბირებენ ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემის აქტივობას შეუძლიათ შეამცირონ მეტაბოლიზმი და გაზარდონ გლივეკის კონცენტრაცია. CYP3A4 ინჰიბიტორს მიეკუთვნება კეტოკონაზოლი, რომელთან კომბინაციაშიც გლივეკსი სიფრთხილით გამოიყენება.

ზოგიერთმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ გლივეკის კონცენტრაცია პლაზმაში: პრეპარატები, რომლებიც ზრდიან CYP3A4 აქტივობას აჩქარებენ მეტაბოლიზმს და ამცირებენ გლივეკის კონცენტრაციას პლაზმაში, მაგალითად დექსამეტაზონი.

გლივეკი ზრდის სიმვასტატინის Cmax, პიკურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და მრუდის “კონცენტრაცია დრო”-ს ქვეშ არსებულ ფართს AUC-ს. გლივეკი სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ცერებროლიზინი 2მლ #10ა

72.10 ლარი
67.77 ლარი

ქვეყანა: ავსტრია

მწარმოებელი: ევერ ნეურო ფარმა ავსტრია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

გლიბეტიკი – GLIBETIC – ГЛИБЕТИК

საერთაშორისო დასახელება:

GLIMEPRIDE

მწარმოებელი:

POLPHARMA,პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: გლიმეპირიდი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატი.

შეადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

გლიმეპირიდი ………         1 მგ

1 ტაბ.

გლიმეპირიდი ……..     2 მგ

1 ტაბ.

გლიმეპირიდი ……..    3 მგ

1 ტაბ.

გლიმეპირიდი ……..    4 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, ლაქტოზა პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

ამის გარდა 1 მგ-იანი ტაბლეტი შეიცავს: რკინის წითელი ოქსიდი (E 172);

2 მგ-იანი ტაბლეტები: რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172 და ინდიგოკარმინი( E 132);

3 მგ-იანი ტაბლეტი: რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172)

4 მგ-იანი ტაბლეტები: ინდიგოკარმინი(E 172).

აღწერილობა: წაგრძელებული ტაბლეტი ორივე მხარეზე გამყოფი ზოლით. 1 მგ-იანი ტაბლეტი – ვარდისფერი;  2 მგ-იანი ტაბლეტი – მწვანე;  3 მგ-იანი ტაბლეტი – კრემისფერი;  4 მგ-იანი ტაბლეტი – ცისფერი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გლიბეტიკი, შეიცავს გლიმეპირიდს, რომელიც შიგნით მიღებისას ამცირებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაცაის. იგი მიეკუთვნება სულფანილშარდოვანას წარმოებულების ჯგუფს. შიგნით შეყვანილი გლიმეპირიდის ბიოშეღწევადობა სრულია, საკვების მიღება- შეწოვაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს, შეუძლია მხოლოდ შეწოვის სიჩქარის შემცირება. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში, მიიღწევა შიგნით მიღებიდან დაახლოებით 2.5 საათის შემდეგ.

ცხოველებში გლიმეპირიდი გამოიყოფა რძეში. აღწევს პლაცენტარულ ბარიერს. ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეღწევადობა უმნიშვნელოა. შრატიდან ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი, პრეპარატის მრავალჯერადი მიღების დროს შეადგენს დაახლოებით 5-დან 8 საათს. რადიაქტიურად აღნიშნული გლიმეპირიდის ერთჯერადი შეყვანისას, რადიაქტივობის 58% აღინიშნება შარდში და 35% განავალში.

ჩვენებები:

გლიბეტიკი ნაჩვენებია II ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც დიეტა, ფიზიკური ვარჯიში, ასევე სხეულის მასის დაკლება არ იძლევა საკმარის ეფექტს.

სამკურნალო პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ მეტაფორმინთან და ინსულინთან კომბინაციაში.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. დოზები სხვადასხვა პაციენტისათვის ირჩევა ინდივიდუალურად. ეფექტური მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი დიეტა, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და ასევე სისხლის და შარდის რეგულარული ანალიზი. თუ პაციენტი არ იცავს რეკომენდებულ დიეტას ანტიდიაბეტური პერორალური საშუალებები და ინსულინი არაეფექტურია.

დოზირება დამოკიდებულია სისხლში და შარდში გლუკოზის კონცენტრაციაზე.

ძირითადად გლიმეპირიდის ერთჯერადი დოზა საკმარისია. სამკურნალო პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საუზმის დროს ან ოდნავ ადრე, ასევე (თუ საუზმე გამოტოვებულია) საკვების პირველი ძირითადი მიღებისას ან ოდნავ ადრე. თუ თქვენ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ გაზარდოთ სამკურნალო პრეპარატის შემდეგი დოზა.

ტაბლეტები მიიღება მთლიანად, მცირე რაოდენობა წყლის დაყოლებით.

დასაწყისში გლიმეპირიდი შეიყვანება დოზით 1 მგ დღე-ღამეში. თუ ასეთი დოზა უზრუნველყოფს გლიკემიის კარგ კონტროლს, მაშინ ის მიიღება როგორც შემანარჩუნებელი დოზა.

დამაკმაყოფილებელი კონტროლის არარსებობისას, ახდენენ სადღეღამისო დოზის თანდათანობით ზრდას 1-2 კვირიანი ინტერვალებით გლიმეპირიდის 2, 3 ან 4 მგ დოზამდე.

გლიმეპირიდის 4 მგ-ზე მეტი დოზა უფრო უკეთეს თერაპიულ შედეგებს იძლევა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.

გლიმეპირიდის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 მგ-ს.

პაციენტებში, რომლებშიც მეტფორმინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის მიღებისას არ არის მიღწეული დამაკმაყოფილებელი ეფექტი, შესაძლებელია გლიმეპირიდთან კომბინირებული მკურნალობა. მეტფორმინის დოზის შენარჩუნებით, გლიმეპირიდის შეყვანა უნდა დაიწყოს მცირე დოზებით, რომლებიც გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლით იზრდება მაქსიმალურ სადღეღამისო დოზებამდე. კომბინირებული მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

პაციენტებში, რომლებშიც გლიმეპირიდის მაქსიმალური სადღეღამისო დოზების მიღების შემდეგ არ მიიღწევა დამაკმაყოფილებელი ეფექტი, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს ინსულინით ერთროული მკურნალობა. გლიმეპირიდის დოზის შენარჩუნებით ინსულინის შეყვანა უნდა დაიწყოს მცირე დოზებით, რომლებიც გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლით იზრდება მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე. კომბინირებული მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ. 1 მგ გლიმეპირიდის მიღების შემდეგ პაციენტში ჰიპოგლიკემიის განვითარება, არ ნიშნავს იმას, რომ გლიკემიის გაკონტროლება შეიძლება მხოლოდ დიეტის მეშვეობით.

მკურნალობის დროს, როდესაც შაქრიანი დიაბეტის კონტროლის გაუმჯობესების შედეგად იზრდება ინსულინზე მგრძნობელობა მოთხოვნილება გლიმეპირიდზე შეიძლება შემცირდეს. ამის გათვალისწინებით ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა განხილულ იქნას დოზის შემცირების ან სამკურნალო პრეპარატის მოხსნის საკითხი. დოზირების შეცვლის საკითხი ასევე უნდა განიხილოს სხეულის მასის ცვლილების ან პაციენტის ცხოვრების წესის შეცვლის შემთხვევაში, ასევე ჰიპო- ან ჰიპერგლიკემიის რისკის ამწევი სხვა ფაქტორების განვითარებისას.

სხვა ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების შეცვლა გლიბეტიკით.

მკურნალობის გლიმეპირიდით შეცვლისას ყურადღება უნდა მიექცეს დოზას, ასევე ადრე მიღებული სამკურნალო პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდს. იმ  შემთხვევებში, როდესაც ადრე მიღებულ პრეპარატს გააჩნია ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი სამკურნალო პრეპარატების კომბინირებული მოქმედებით გამოწვეული ჰიპოგლიკემიური რეაქციის რისკის მინიმიზაციისათვის, მისი ორგანიზმიდან გამოსაყოფად, საჭიროა რამოდენიმედღიანი შესვენება. გლიმეპირიდის რეკომენდებული საწყისი დოზაა 1 მგ-დღე-ღამეში.

მკურნალობაზე რეაქციიდან გამომდინარე, გლიმეპირიდის დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ზემოაღნიშნული რეკომენდაციებით.

ინსულინის შეცვლა გლიბეტიკით

პაციენტებში II ტიპის შაქრიანი დიაბეტით, რომელებიც იტარებენ მკურნალობას ინსულინით, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ნაჩვენები იყოს მკურნალობის შეცვლა გლიმეპირიდით. მკურნალობის მეთოდის შეცვლა უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ სამკურნალო პრეპარატის მოქმედება ზედმეტად ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს. არ შეიძლება დოზირების თვითნებური შეცვლა.

გვერდითი მოვლენები:

ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, გლიბეტიკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება. მიღებულია გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის შემდეგი კლასიფიკაცია:

– ძალიან ხშირი (>1/10): აღნიშნული არ არის;

– ხშირი (>1/100-დან

– არც ისე ხშირი (>1/1000-დან

– იშვიათი (>1/10000-დან

– ძალიან იშვიათი (

სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება გავნუვითარდეს სხვა გვერდითი მოვლენები. რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ეცნობოს ექიმს.

უკუჩვენებები:

გლიბეტიკი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

გლიმეპირიდზე, სულფანილშადოვანას წარმოებულებზე, სულფონამიდებზე ან სამკურნალო პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობა;

I ტიპის შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული);

*დიაბეტური კომა;

*კეტოაციდოზი;

*ორსულობა და ლაქტაცია;

*თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების მწვავე დარღვევა.

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების მწვავე დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია, პრეპარატის ინსულინით შეცვლა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია. გლიბეტიკი ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. ორსულობის დროს საჭიროა ინსულინის გამოყენება. პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან.

სამკურნალო პრეპარატი გლიბეტიკი ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

სამკურნალო პრეპარატის – გლიბეტიკის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. საკვების არარეგულარული მიღებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია.

ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შეიძლება იყოს: თავის ტკივილი, მოვლითი ხასიათის შიმშილის შეგრძნება, გულისრევა, პირღებინება, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, ძილის მოშლა, მოძრაობითი მოუსვენრობა, აგრესიულობა, კონცენტრაციის, მგრძნობელობის და რეაქციის დროის დაქვეითება, დეპრესია, დეზორიენტაცია, მეტყველების და მხედველობის დარღვევა, აფაზია, კუნთების ტრემორი, პარეზი, თავბრუსხვევა, უძლურობის შეგრძნება, მგრძნობელობის დარღვევა, თვითკონტროლის დაკარგვა, დელირიები, ცენტრალური გენეზის კრუნჩხვები, ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა – რომელიც შეიძლება გადაიზარდოს კომაში, ზედაპირული სუნთქვა, ასევე ბრადიკარდია. ამის გარდა შეიძლება განვითარდეს,

ადრენერგული სისტემის რეგულაციის დარღვევის სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა: ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, ნესტიანი კანი, განგაშის შეგრძნება, ტაქიკარდია, სისხლის წნევის მომატება, პალპიტაცია, სტენოკარდია, ასევე არითმია.

მძიმე ჰიპოგლიკემიისას კლინიკური სურათი მოგვაგონებს მწვავე ინსულტს. დაუყოვნებელი შეყვანით ხელოვნური დამატკბობელი საშუალებები არაეფექტურია. სულფანილშარდოვანას სხვა წარმოებულების მაგალითზე ცნობილია, რომ საწყისი სავარაუდო ეფექტურობის მიღწევის მიუხედავად, შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის რეციდივის განვითარება. მძიმე ან ხანგრძლივი ჰიპოგლიკემია, რომელიც კომპენსირებულია ჩვეულებრივ მიღებადი შაქრის რაოდენობით, საჭიროებს ექიმის დაუყოვნებლივ ჩარევას და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციას.

ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ჰიპოგლიკემიის განვითარებაზე:

*ექიმთან თანამშრომლობის შეუძლებლობა ან სურვილის არქონა (უმეტესად ხანდაზმულ ასაკში);

*საკვების დაუმთავრებლობა, საკვების არარეგულარული ან გამოტოვებული მიღება, მარხვის დაცვა;

*ფიზიკურ დატვირთვასა და მიღებულ ნახშირწყლებს შორის ბალანსის დარღვევა;

*დიეტის შეცვლა;

*ალკოჰოლის გამოყენება, განსაკუთრებით საკვებთან ერთად;

*თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

*ღვიძლის ფუნქციების მწვავე დარღვევა;

*გლიმეპირიდის ჰიპერდოზირება;

*ზოგიერთი არაკომპენსირებული ენდოკრინული დარღვევა (ან უმკურნალები დაავადებები), რომლებიც იწვევენ ნახშირწყლოვანი ბალანსის დარღვევებს ან შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაცაის (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის და ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციების ზოგიერთი დარღვევა, ასევე თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა);

*სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენება (იხილეთ გამოყენება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად).

გლიმეპირით მკურნალობა მოითხოვს სისხლში და შარდში შაქრის კონცენტრაციის, ღვიძლის ფუნქციების, ასევე სისხლის ფორმულის (განსაკუთრებით ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა) რეგულარულ კონტროლს. ამის გარდა რეკომენდირებულია გლიკოლიზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა.

სტრესულ სიტუაციებში (მაგალითად, უბედური შემთხვევა, სერიოზული ოპერაცია, ცხელების თანხლებით მიმდინარე ინფექციური დაავადებები) შესაძლებლია ნაჩვენები იყოს სამკურნალო პრეპარატის დროებით ინსულინით შეცვლა.

პაციენტებმა, გლუკოზის გენეტიკური აუტანლობის, ლაქტაზის დეფიციტით, ან გლუკოზის და ლაქტოზის შეწოვის დარღვევით, სამკურნალო პრეპარატი გლიბეტიკი არ უნდა მიიღონ.

გამოყენება საკვებთან და სითხეებთან ერთად: პრეპარატი გამოიყენება უშუალოდ საუზმის წინ ან საუზმის დროს ან ასეთივე გზით, სხვა ძირითადი კვებისას. ტაბლეტები იყლაპება მთლიანად, წყლის დაყოლებით.

პრეპარატის გამოყენება ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციების დარღვევისას: მონაცემები გლიბეტიკის გამოყენების შესახებ, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევეით, ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, არ არსებობს. ასეთ შემთხვევებში ნაჩვენებია პრეპარატის შეცვლა ინსულინით.

მნიშვნელოვანი ცნობები სამკურნალო პრეპარატი გლიბეტიკის ზოგიერთ შემადგენელზე: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას თუ პაციენტი ექიმის მიერ ინფორმირებულია, რომელიმე ნახშირწყლის აუტანლობის თაობაზე, მაშინ გლიბეტიკის მიღებამდე მან კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურება: ჰიპოგლიკემიის, ჰიპერგლიკემისიის, ასევე მხედველობის დარღვევის შედეგად პაციენტის კონცენტრაცია და რეაქციის სიჩქარე შეიძლება დაირღვეს, რასაც შეიძლება ჰქონდეს არასასურველი გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმების მომსახურებაზე. ამ გარემოების გამო, საჭიროა დაფიქრება, მიზანშეწონილია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურება.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდირებულზე უფრო მეტი დოზის მიღებისას საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია, რომელიც მიიღებს აუცილებელ ზომებს.

ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 12-დან 72 საათამდე. სიმპტომები შეიძლება განვითარდეს სამკურნალო პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ. დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას შეიძლება კუჭის ამორეცხვა და პაციენტისთვის აქტივირებული ნახშირის მიცემა. თუ ჰიპოგლიკემიის სიმპტომების მქონე პაციენტი გრძნობაზეა, საჭირო ხელოვნური ღებინების გამოწვევა აქტივირებული ნახშირის მიცემა წყალთან ან ლიმონათთან ერთად, საფაღარათო საშუალების სახით ნატრიუმის სულფატი, ასევე ნახშიწყლების (შაქარი) მიცემა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

საჭიროა, რომ ეცნობოს ექიმს, ბოლო დროს მიღებული ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ. (მათ შესახებაც კი, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ).

გლიბეტიკის ერთდროულმა მიღებამ ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტის როგორც გაძლიერება, ისე შესუსტება. ამიტომ სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის ნებართვით ან დანიშნულებით.

ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპოგლიკემიის განმაპირობებელი შაქრის კონცენტრაციის დამწევი მოქმედების პოტენცირება შეიძლება განვითარდეს გლიმეპირიდის კომბინირებული გამოყენების შედეგად, ქვემოთჩამოთვლილ ერთ-ერთ სამკურნალო პრეპარატთან: ფენილბუტაზონი, აზაპროპაზონი, ასევე ოქსიფენბუტაზონი, სულფინპირაზონი; ინსულინი, ასევე დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური სამკურნალო პრეპარატები, გახანგძლივებული მოქმედების ზოგიერთი სულფონამიდები; მეტფორმინი; ტეტრაციკლინი; სალიცილატები, ასევე რ-ამინოსალიცილის მჟავა.; მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები; ანაბოლარული სტეროიდები და მამაკაცის სასქესო ჰორმონები; ქინოლების ჯგუფის ანტიბიოტიკები; ქლორამფენიკოლი; პრობენეციდი; მიკონაზოლი; ფენფლურამინი; პენტოქსიფილინი (მაღალი დოზების პერორალური შეყვანისას); ფიბრატები; ტრიტოქვალინი; ანგიოტენზინ-კონვერტაზის ინჰიბიტორები; ფლუოქსეტინი; ალოპურინოლი; სიმპათიკოლიტიკები; ციკლოფოსფამიდი, ტროფოსფამიდი და იფოსფამიდი; ფლუკონაზოლი.

ზოგიერთ შემთხვევაში სისხლში შაქრის კონცენტრაციის დამწევი მოქმედების შესუსტება შეიძლება განვითარდეს გლიმეპირიდის კომბინირებული გამოყენების შედეგად, ქვემოჩამოთვლილ ერთ-ერთ სამკურნალო პრეპარატთან: ესტროგენები და პროგესტრონები; სალურეტიკები, თიაზიდური დიურეტიკები; ფარისებური ჯირკლის მასტიმულირებელი სამკურნალო პრეპარატები; გლუკოკორტიკოსტეროიდები; ფენოთიაზინის წარმოებულები, ქლორპრომაზინი; ადრენალინი და სიმპატომიმეტიკები; ნიკოტინის მჟავა (მაღალ დოზებში), ასევე ნიკოტინის მჟავის წარმოებულები; საფაღარათო სამკურნალო პრეპარატები (ხანგრძლივი გამოყენებისას); ფენიტოინი, დიაზოკსიდი; გლუკაგონი, ბარბიტურატები, ასევე რიფამპიცინი; აცეტაზოლამიდი.

H2-რეცეპტორების ანტაგონისტებს, ბეტაადრენერგული რეცეპტორების ბლოკატორებს, კლონიდინს, ასევე რეზერპინს შეუძლიათ ჰიპოგლიკემიური მოქმედების როგორც გაძლიერება, ისე შესუსტება.

ალკოჰოლს შეუძლია გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური მოქმედების უპროგნოზო გაძლიერება ან შემცირება.

გლიმეპირიდს შეუძლია კუმარინის წარმოებულების მოქმედების როგორც გაძლიერება, ისე შესუსტება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ცერებროლიზინი 1მლ #10ა

ქვეყანა: ავსტრია

მწარმოებელი: ევერ ნეურო ფარმა ავსტრია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

გლიბენკლამიდი – GLIBENCLAMID – ГЛИБЕНКЛАМИД

საერთაშორისო დასახელება:

GLIBENCLAMIDE

მწარმოებელი: G.A. of SCEINCES INSTITUTE of PHARMACOCHEMISTRY

მოქმედი ნივთიერება: გლიბენკლამიდი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდიაბეტური (ჰიპოგლიკემიური) საშუალება პერორალური მიღებისათვის; II თაობის სულფანილშარდოვანას ჯგუფი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 5 ც.

1 ტაბ.

გლიბენკლამიდი ……….  5 მგ

 

ვრცლად მანინილი

ცერებროვინი #30ტ

ცერებროვინი / CEREBROVIN

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
გამა ამინოერბოს მჟავა 275.0 მგ
ვიტამინ B2 2.4 მგ
ვიტამინ B6 1.5 მგ
ფოლიუმის მჟავა 150 მკგ
გინკო ბილობა 120 მგ
ვიტამინ B3 27 მგ
ვიტამინ B12 1.5 მკგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნოოტროპული, ანგიოპროტექტორული, ანტიაგრეგანტული და მიკროცირკულაციის მაკორეგირებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
γ-ამინოერბოს მჟავა (გაემ, GABA) – ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის უმნიშვნელოვანესი შემაკავებელი ნეირომედიატორი. ამინოერბოს მჟავა ბიოგენური ნივთიერებაა. არის ცნს-ში და მონაწილეობას იღებს თავის ტვინში ნეირომედიატორულ და მეტაბოლურ პროცესებში. სინაფსურ ნაპრალში გაემ-ს გადმოსროლის შემდეგ ხდება გაემA – და გაემჩ – რეცეპტორების იონური არხების აქტივაცია, რასაც თან სდევს ნერვული იმპულსების ინჰიბირება. გაემ – რეცეპტორების ლიგანდები განიხილება როგორც პოტენციური სამკურნალო საშუალებები ცენტრალური ნერვული სისტემის და ფსიქიკის სხვადასხვა სახის დარღვევების დროს, რომელთაც მიეკუთვნება პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადება, ძილის დარღვევების (უძილობა, ნარკოლეფსია), ეპილეფსიის დროს. დადგენილია რომ გაემ წარმოადგენს ძირითად მედიატორს, რომელიც მონაწილეობს ცენტრალური შეკავების პროცესებში. გაემ ახდენს ტვინის ენერგეტიკული პროცესების აქტივაციას, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას, აუმჯობესებს თავის ტვინის მიერ გლუკოზის უტილიზაციას და სისხლის მიმოქცევას.
გინკო ბილობას ექსტრაქტი შეიცავს 40 კომპონენტზე მეტს, რომელთაგან მნიშვნელოვანია ფლავანოიდური გლიკოზიდები (24%) და ტერპენული ნაერთები (6%). ექსტრაქტის შემადგენლობაში შემავალი ფლავანოიდური გლიკოზიდები და ტერპენული ნაერთები (გინკოლიდები და ბილობალიდები) განაპირობებს ექსტრაქტის ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრს. გინკო ბილობას ექსტრაქტი ხელს უშლის არტერიების სპაზმს, ამცირებს კაპილარების განვლადობას, ახდენს მათი ტონუსის ნორმალიზებას, ახდენს როგორც თავის ტვინში ასევე პერიფერიულ ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გამოხატულ გაუმჯობესებას არტერიულ, ვენურ და კაპილარულ ქსელში; ამცირებს ვენებსა და არტერიებში თრომბის წარმოქმნის საშიშროებას. ცნს-ის, თირკმელზედა ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის მიმართ განსაკუთრებული მსგავსების გამო, ექსტრაქტი იდეალურია გულისა და სისხლძარღვების, თავის ტვინის დასაცავად თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. (რიგი ექსპერიმენტული მოდელების დროს აღმოჩნდა რომ გინკო ბილობას ექსტრაქტი ახდენს თავისუფალი რადიკალების ინჰიბირებას და მათი წარმოქმნის პროცესის ინაქტივაციას – ანტიოქსიდანტური მოქმედება). ექსპერიმენტული ჰიპოქსიისა და იშემიის მოდელებზე დადგინდა რომ ექსტრაქტი ზრდის თავის ტვინის მიერ ჟანგბადის და გლუკოზის მოხმარებას, ზრდის ატფ-ის შემცველობას თავის ტვინის ქერქში, ასტიმულირებს ტვინის ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) მრავალმხრივ უზრუნველყოფს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას; გარდა ამისა მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში; რიბოფლავინი ასევე აქტიურ მონაწილეობას ღებულობს უჯრედულ სუნთქვაში. ვიტამინი B2-ის უკმარისობის დროს შეუძლებელია სისხლწარმოქმნის პროცესის ნორმალური მიმდინარეობა. ვიტამინი B2 მონაწილეობს ანთებითი პროცესების დროს ორგანიზმის დაცვით რეაქციაში.
ვიტამინი B3 (ნიკოტინის მჟავა). ორგანიზმში ნიკოტინის მჟავა გარდაიქმნება ნიკოტინამიდად, რომელიც უკავშირდება კოდეჰიდროგენაზის I და II კოფერმენტებს (ნად და ნადფ), რომლებიც მონაწილეობენ წყალბადის გადატანის პროცესში. მონაწილეობას იღებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, პურინების მეტაბოლიზმში, ქსოვილოვან სუნთქვაში, გლიკოლიზის პროცესში, ბიოსინთეზის პროცესებში. ავსებს ვიტამინი PP-ს დეფიციტს და წარმოადგენს სპეციფიურ ანტიპელაგრულ საშუალებას. ახდენს სისხლში ლიპოპროტეინების კონცენტრაციის ნორმალიზებას, აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების შემცველობას, ამცირებს ქოლესტერინ/ფოსფოლიპიდების ინდექსს, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, რომელთაც აქვს ანტიაგრეგანტული მოქმედება. აფართოებს წვრილ სისხლძარღვებს, (მათ შორის თავის ტვინის), აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აქვს სუსტი ანტიკოაგულაციური მოქმედება (ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას). აუმჯობესებს მეხსიერებას, მოძრაობის კოორდინაციას. ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი ვლინდება რამდენიმე დღეში, ტრიგლიცერიდების დაქვეითება – მიღებიდან რამდენიმე საათში.
ვიტამინი B6 პირიდოქსინი მონაწილეობს ცილოვან ცვლაში; მოქმედებს კუნთებში ბიოქიმიურ პროცესებზე მათი შეკუმშვის დროს. ვიტამინი B6 აძლიერებს იმუნიტეტს და მისი დეფიციტის შემთხვევაში შეუძლებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება.
ვიტამინი B12 ციანკობალამინი უკიდურესად მნიშვნელოვანია უჯრედების ზრდისა და დაყოფისთვის. ასევე ვიტამინი B12 მონაწილეობს დნმ და რნმ-ს სინთეზში. ორგანიზმში ციანკობალამინის დეფიციტის დროს შეუძლებელია ჰემოპოეზის პროცსების ნორმალური მიმდინარეობა, ირღვევა ერითროციტების და თრომბოციტების წარმოქმნა. ვიტამინი B12 მნიშვნელოვნად მოქმედებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაზე, დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას (ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას).
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინ B9) აუცილებელია სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. მოზრდილებში ფოლიუმის მჟავის დეფიციტი იწვევს მეგალობლასტური ანემიის განვითარებას. ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა ჯანმრთელი უჯრედების ზრდა-განვითარებაში, ამიტომ მისი არსებობა აუცილებელია ორგანიზმის სწრაფი განვითარების პროცესში. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს დნმ-ს რეპლიკაციის პროცესში, რომლის დარღვევაც ზრდის სიმსივნური პროცესების განვითარების საშიშროებას. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის შემთხვევაში პირველ რიგში ზიანდება ძვლის ტვინი, რომელშიც მიმდინარეობს უჯრედების დაყოფა. სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) წინამორბედი უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნება ძვლის ტვინში, ფოლიუმის მჟავის დეფიციტის დროს იზრდება ზომებში, წარმოიქმნება ე.წ. მეგალობლასტები, ვითარდება მეგალობლასტური ანემია.
ჩვენებები:
• დისცირკულატორული ენცეფალოპათია, (ინსულტის, ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი, მოხუცებულთა ასაკის) რომელიც ვლინდება ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევით, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითებით, შფოთვით, შიშებით, ძილის დარღვევებით.
• პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადება, დემენცია, ძილის დარღვევები (უძილობა, ნარკოლეფსია), ეპილეფსია.
• გულის იშემიური დაავადება. არითმია, ათეროსკლეროზი.
• ახალგაზრდა ასაკის პირებში ყურადღებისა და მეხსიერების გაუმჯობესება.
• ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია).
• ხანდაზმულობით გამოწვეული ყვითელი ხალის დეგენერაცია, დიაბეტური რეტინოპათია; ასთენიური მდგომარეობები; ფსიქოგენური და ნევროზული მდგომარეობები გამოწვეული თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით.
• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის, მიკროცირკულაციის დარღვევა, ქვემო კიდურების არტერიო და ვენოპათიები, რეინოს სინდრომი.
გამოყენების წესი და დოზირება:
ცერებროვინი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
საშუალო სიმძიმის დარღვევების დროს 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, მძიმე დარღვევების შემთხვევაში 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-2 თვე.
გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი 8 წლამდე, ორსულობა (I-II ტრიმესტრი).
გამოშვების ფორმა: ცერებროვინი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 24OC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი გამოშვების თარიღიდან. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია “NOVATOR PHARMA” დიდი ბრიტანეთი. მწარმოებელი “PRIMEA SIA” – ინგლისი