Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 661

ზოდაკი ალერგიისათვის / ZODAC FOR ALLERGY

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი . . . . 10 მგ

წვეთები პერორალურად მისაღები: ფლაკონში 20 მლ.

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი . . . . 10 მგ

სიროფი: ფლაკონში 100 მლ.

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი . . . .  5 მგ 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება,  H1 –ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკატორი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცეტირიზინი მიეკუთვნება ჰისტამინის ანტაგონისტთა ჯგუფს, ბლოკავს H1 –ჰისტამინის რეცეპტორებს. პრაქტიკულად არ ავლენს ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონინულ ეფექტს. აქვს გამოხატული ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, აფერხებს ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. ახასიათებს ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო ეფექტი. გავლენას ახდენს ალერგიული რეაქციების ადრეულ სტადიაზე, აგრეთვე ამცირებს ანთებითი უჯრედების მიგრაციას, თრგუნავს გვიან ალერგიულ რეაქციებში მონაწილე მედიატორების გამოყოფას, ამცირებს კაპილარების შეღწევადობას, აფერხებს ქსოვილების შეშუპების განვითარებას, ხსნის გლუვი მუსკულატურის სპაზმს, აღმოფხვრის ჰისტამინის მიერ სპეციფიკური ალერგენების შეყვანაზე, აგრეთვე სიცივეზე (სიცივისგან გამოწვეულ ჭინჭრის ციებაზე) წარმოქმნილ კანის რეაქციებს. თერაპიულ დოზებში პრაქტიკულად არ ავლენს სედატიურ ეფექტს, არ ვითარდება ტოლერანტობა.

პრეპარატის მოქმედება იწყება: ავადმყოფთა 50%-ში 20 წუთის, ავადმყოფთა 95%-ში – 1 საათის  შემდეგ და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: პერორალურად მიღებისას ცეტირიზინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კონცენტრაციის მაქსიმალური დონე მიიღწევა 30-60 წუთის შემდეგ.

განაწილება: ცეტირიზინი 93%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს; არ გადის ჰემატოენცეფალურ Bბარიერს. 

მეტაბოლიზმი: ცეტირიზინი სუსტად მეტაბოლიზდება ღვიძლში შემდეგი არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით.

10 მგ დოზით 10-დღიანი გამოყენების პირობებში პრეპარატის დაგროვება არ დასტურდება.

გამოყოფა: თითქმის 70% გამოიყოფა თირკმლებით, ძირითადად უცვლელი სახით.

სისტემური კლირენსის სიდიდე შეადგენს დაახლოებით 54 მლ/წთ. 

ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 საათს. 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იკლებს 5-6 საათამდე.

თირკმლების ფუნქციის დარღვევისას (კრეტინინის კლირენსი ნაკლებია 11-31 მლ/წთ-ზე და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 7 მლ/წთ-ზე ნაკლებია) ნახევარგამოყოფის პერიოდი მატულობს სამჯერ, კლირენსი მცირდება 70%-ით.

ჩვენებები

. სეზონური და მთელი წლის განმავლობაში ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი;

. ალერგიული დერმატოზი ქავილით;

. პოლინოზი (თივის ციება);

. ჭინჭრის ციება (მათ შორის ქრონიკული, იდიოპათური);

. კვინკეს შეშუპება.

დოზირების რეჟიმი

მიიღება პერორალურად, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. 

მიღების წინ წვეთები იხსნება წყალში. 

მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ზევით: 10 მგ ცეტირიზინი (1 ტაბლეტი ან 20 წვეთი  ან 2 საზომი კოვზი სიროფი) ყოველდღიურად, უმჯობესია საღამოს;

ბავშვებს 6-დან 12 წლამდე: – 10 მგ ცეტირიზინი (20 წვეთი ან 1 ტაბლეტი ან 2 საზომი კოვზი სიროფი) ერთხელ დღე-ღამეში ან 5 მგ ცეტირიზინი (10 წვეთი ან 1/2 ტაბლეტი ან 1 საზომი კოვზი სიროფი) ორჯერ დღე-ღამეში, დილა-საღამოს.

ბავშვებს 2-დან 6 წლამდე: – 5 მგ ცეტირიზინი (10 წვეთი ან 1 საზომი კოვზი სიროფი) ერთხელ დღე-ღამეში ან 2.5 მგ ცეტირიზინი (5 წვეთი ან 1/2 საზომი კოვზი სიროფი) 2-ჯერ დღე-ღამეში, დილა-საღამოს.

ბავშვებს 1-დან 2 წლამდე: – 2.5 მგ ცეტირიზინი (5 წვეთი) 2-ჯერ დღე-ღამეში.

თირკმლის უკმარისობის დროს: საჭიროა რეკომენდებული დოზა 2-ჯერ შემცირდეს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას: საჭიროა დოზირების შემცირება 5 მგ-მდე (10 წვეთი) დღე-ღამეში.

ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც თირკმლების ფუნქცია არ აქვთ დარღვეული, დოზის კორექტირება არ ხდება.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია);

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, აღგზნებადობა, შაკიკი.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი  კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი. პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები იშვიათად აღინიშნება და მათ აქვთ სწრაფად წარმავალი ხასიათი.

უკუჩვენებები

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; 2 წლამდე ასაკი, (ტაბლეტირებული ფორმისათვის – 6 წლამდე ასაკი); ფეხმძიმობა, ძუძუთი კვების პერიოდი.

სიფრთხილის დაცვით: თირკმლის ქრონიკული საშუალო ან მძიმე უკმარისობა (საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია), ხანდაზმული ასაკი (შესაძლებელია გორგლოვანი ფილტრაციის შემცირება).

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის მანძილზე საჭიროა თავი შეკავება იმ სახეობის საქმიანობისაგან, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

არაა რეკომენდებული ცნს-ის დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ერთდროული მიღება.

წვეთები არ შეიცავს შაქარს (დასატკბობად გამოიყენება საქარინი);

სიროფის 10 მლ. შეიცავს 3.0 გ. სორბიტოლს, რაც შეესაბამება 0.25 პურის ერთეულს.

ნიტოპი 30მგ #30ტ

ნიტოპი 

 

შემადგენლობა 

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 30მგ ნიმოდიპინი
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა – 142.5მგ, პოლივიდონი – 75.5მგ, კროსპოვიდონი – 44.4მგ, სიმინდის სახამებელი – 37.5მგ, მაგნიუმის სტეარატი – 0.6მგ, ჰიპრომელოზა – 5.4მგ, მაკროგოლი4000 – 1.8მგ, ტიტანის დიოქსიდი E171 – 1,8 მგ.


სელექტიურად მოქმედებს L-ტიპის კალციუმის არხებზე და ახდენს კალციუმის იონების ტრანსმემბრანული შეღწევის ბლოკირებას. პრეპარატს გააჩნია უპირატესად თავის ტვინის სისხლძარღვების გამაფართოვებელი ეფექტი. ხსნის სისხლძარღვების შემავიწროვებელი სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით გამოწვეულ სპასმს ან ახდენს მის პრევენციას. პერფუზია მეტადატა გამოხატული იმ უბნებში, რომლებიც არასაკმარისად მარაგდებიან (იმ უბნებთან შედარებით, რომლებსაც ნორმალურად მიეწოდებათ სისხლი). აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას სუბარაქნოიდული სისხჩაქცევის დროს. ასტაბილურებს თავის ტვინის ნეირონების ფუნქციურ მდგომარეობას. აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრირებას. არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სისტემურ არტერიულ წნევაზე.


შიგნით მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 1სთ-ში. ახასიათებს ღვიძლში “ პირველადი გავლის” ეფექტი. ბიოშეღწევადობა დაბალია. პლაზმის ცილებთან კავშირი 95%-ია. T1/2 – ადრეული 1-2სთ-ია, საბოლოო – 8-9სთ. გამოიყოფა თირკმლითა (1%-ზე ნაკლები შეუცვლელი სახით) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით.


– იშემიურ-ნევროლოგიური დარღვევების პროფილაქტიკა ანევრიზმული სუბარაქნოიდური სისხჩაქცევისას. 
– თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები.
– თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევები: მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრირების დარღვევა.
– ფსიქოემოციური ლაბილობა გამოხატული ცერებრული დარღვევების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში.
– შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა.
– კოგნიტური დარღვევები, მათ შორის კრუნჩხვითი სინდრომისას.


ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისას და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევებისას: რეკომენდებული დოზა – ორი ტაბლეტი 4სთ-ში ერთჯერ (სრული დღე/ღამური დოზა 360მგ). პრეპარატის მიღება იწყება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის განვითარებიდან მეოთხე დღეს და გრძელდება 21 დღე. ქირურგიული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში ნიტოპით მკურნალობა გრძელდება 21 დღიანი მკურნალობის კურსის დასრულებამდე. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ან აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
CYP3A4 ინჰიბიტორებთან ან CYP3A4 ინდუქტორებთან ერთად დანიშვნისას აუცილებელია დოზის კორექცია.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევებისას: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში
შაკიკის შეტევების პროფილაქტიკისთვის: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
ინსულტის შემდგომი მდგომარეობის კორექციისთვის: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
კოგნიტური დარღვევებისას: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პედიატრიული დოზა დადგენილი არ არის.


გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლოა განვითარდეს არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპებები, სახის ჰიპერემია, წამოხურება.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დისპეფსია, ტრანსამინაზების მომატება სისხლში.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, ერთეულ შემთხვევებში ძილის დარღვევა, ფსიქომოტორული აქტივობის მომატება, აგრესიულობა, ჰიპერკინეზია, დეპრესია.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია
ნივთიერებათა ცვლის პროცესების მხრივ: ოფლის გამოყოფის გაძლიერება.


პრეპარატების შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლის ფუნქციათა მძიმე დარღვევები (მაგალითად ღვიძლის ციროზი), რიფამპიცინთან და ეპილეფსიის საწინააღმდეგი საშუალებებთან (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ერთდროული მიღება, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.


ადექვატური კონტროლირებადი კვლევები ორსულებში არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებმა ტერატოგენული ეფექტი ვერ გამოავლინა, თუმცა კვლევის მსვლელობისას გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიურობა.
ნიმოდიპინი და მისი მეტაბოლიტები ხვდება დედის რძეში, ამიტომ აღნიშნული პრეპარატით მეძუძურ დედებში მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება.


პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება: არტერიული ჰიპოტენზიისას,(სისტოლური არტერიული წნევა 100მმ.ვწყ.სვ.); ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციათა მძიმე დარღვევით (გლომერულური ფილტრაცია არანაკლებ 20მლ/წთ-ში). გულის მძიმე უკმარისობის მქონე მოხუცი პაციენტები, რომლებიც თავის ტვინის ფუნქციათა გაუმჯობესებისთვის იღებენ პრეპარატს, საჭიროებენ მუდმივ მეთვალყურეობას.
ღვიძლის ფუნქციათა მძიმე დარღვევებისას, განსაკუთრებით ციროზისას, შესაძლოა მოიმატოს ნიმოდიპინის ბიოშეღწევადობამ პირველადი გავლის ეფექტის შემცირებისა და მეტაბოლური კლირენსის დაქვეითების გამო. ასეთ შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს (არტერიული წნევის მაჩვენებლების მიხედვით) ანდა აუცილებლობისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ნიმოდიპინის მიღებამ შესაძლოა იმოქმედოს აცტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე შესაძლო არტერიული ჰიპოტენზიისას განვითარებული თავბრუსხვევის გამო.


ნიტოპი მეტაბოლიზდება ციტოქრომP4503A4 ფერმენტული სისტემით, ამიტომ პრეპარატებმა, რომლებიც აფერხებენ ღვიძლის ფერმენტების აქტივობას შესაძლოა გავლენა მოახდინონ პლაზმაში ნიმოდიპინის კონცენტრაციაზე. რიფამპიცინმა ღვიძლის ფერმენტების გააქტივების გამო შესაძლოა დააჩქაროს ნიმოდიპინის მეტაბოლიზმი, შესაბამისად რიფამპიცინისა და ნიმოდიპინის ერთობლივი გამოყენებისას შესაზლოა შემცირდეს ნიმოდიპინის ეფექტურობა. ეპილეფსიის საწინააწღმდეგო პრეპარატები, რომლებიც ახდენენ ციტოქრომP4503A4 სისტემის ინდუცირებას (ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი) მნიშვნელოვნად ამცირებენ ნიმოდიპინის ბიოშეღწევადობას, რის გამოც მათი ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. ციტოქრომP4503A4 ფერმენტულ სისტემაზე მოქმედმა პრეპარატებმა შესაძლოა გაზარდონ ნიმოდიპინის კონცენტრაცია:
• მაკროლიდები (მაგ. ერითრომიცინი). შტრუქტურულად მონათესავე აზითრომიცინს მსგავსი თვისებები არ გააჩნია.
• აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (9მაგ. რიტონავირი)
• აზოლების წარმომადგენლები (მაგ. Kეტოკონაზოლი)
• ანტიდეპრესანტები, ნეფაზოდონი დაფლუოქსეტინი (ნიმოდიპინის კონცენტრაციას პლაზმაში ერთდროული მიღებისას აღწევს 50%-ს).
• ქვინოპრისტინი/დალფოპრისტინი
• ციმეტიდინი
• ვალპროის მჟავა
მსგავსი მედიკამენტების ერთდროული დანიშვნისას უნდა მოხდეს ნიმოდიპინის დოზის შემცირება და გაკონტროლდეს არტერიული წნევა. Nიმოდიპინის ნორტრიპტილინთან ერთად ხანგრძლივი მიღებისას სისხლის პლაზმაში ნიმოდიპინის კონცენტრაცია უმნიშვნელოდ მცირდება, ნორტრიპტილინის კონცენტრაცია უცვლელი რჩება.
ნიმოდიპინმა შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას:
-შარდმდენები
-ბეტა-ადრენობლოკატორები
-აგფ ინჰიბიტორები-AT-1 
რეცეპტორების ბლოკატორები
-კალციუმის სხვა ანტაგონისტები
-ალფა-ადრენობლოკატორები
-მეთილდოფა
-ფოსფოდიესთერაზის ინჰიბიტორები
ნიმოდიპინის ზემოთ მოცემული ჯგუფის პრეპარატებთან ერთად მიღებისას საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი.
პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ჰალოპერიდოლით ნიმოდიპინთან ურთიერთქმედება დადგენილი არა არის. გრეიფრუტის წვენი თრგუნავს დიჰიდროპირიდინების მეტაბოლისმს, შესაბამისად არ არის სასურველი მისი ნიმოდიპინთან ერთად მიღება ამ უკანასკნელის პლაზმური კონცენტრაციის შესაძლო მატების გამო.


ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა 3 წელი


ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (გაიცემა რეცეპტით)

გაბაგამა – GABAGAMMA – ГАБАГАММА

საერთაშორისო დასახელება:

gabapentin

მწარმოებელი: ვიორვაგ ფარმა, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიეპილეფსიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

100მგ კაფსულა #20 და #50

300მგ კაფსულა #20 და #50

400მგ კაფსულა #20 და #50

აქტიური ნივთიერება: გაბაპენტინი. ყოველი კაფსულა შეიცავს ან 100 მგ, 300 მგ ან 400 მგ გაბაპენტინს.

სხვა ინგრედიენტებია:

უწყლო ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი და ტიტანის დიოქსიდი (E171).

გარდა ამისა, გაბაგამა® ში 300 მგ:

რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172)

გარდა ამისა, გაბაგამა® ში 400 მგ:

რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172)

რკინის ოქსიდი წითელი (E 172)

აღწერილობა:

კაფსულები, მაგარი

პვქ/ალ ბლისტერები ან HDPE ბოთლი პპ თავსახურავით

ჩვენებები:

გაბაგამა® მიეკუთვნება სამედიცინო საშუალებების ჯგუფს, რომელიც ეპილეფსიისა და პერიფერული ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობაში გამოიყენება.

ეპილეფსია:

გაბაგამა® სხვადასხვა ფორმის ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება (კრუნჩხვები, რომლებიც თავიდან თავის ტვინის ზოგიერთი ნაწილით შემოფარგლება, ან ვრცელდება თუ არ ვრცელდება კრუნჩხვები თავის ტვინის სხვა ნაწილებზე).

არსებული მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა ეპილეფსიის სამკურნალოდ შეიძლება გაბაგამა® დანიშნოს. გაბაგამა® უნდა მიიღოთ მიმდინარე მკურნალობასთან ერთად, თუ არ იქნება რაიმე სხვა დანიშნულება. გაბაგამა® ასევე გამოიყენება მონოთერაპიის სახით უფროსებსა და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში.

პერიფერული ნეიროპათიური ტკივილი:

გაბა გამა® გამოიყენება ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილის მკურნალობაში. პერიფერული (რომლებიც ძირითადად ფეხბეში და/ან ხელებში ვითარდება) ნეიროპათიური ტკივილი შეიძლება სხვადასხვა დაავადებამ გამოიწვიოს, როგორებიცაა დიაბეტი ან შემომსარტყველი ლიაქენი. ტკივილის შეგრძნება შეიძლება აღწერილ იქნეს, როგორც ცხელი, მწველი, თრომბირებული, უეცარი ტკივილი, ჩხვლეტითი, კრუნჩხვითი, ყრუ და ა.შ.

მიღების წესები და დოზები:

ყოველთვის მიიღეთ გაბაგამა® ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე გაურკვევლობის არსებობისას აუცილებლად დაუკავშრიდით ექიმს.

თქვენი ექიმი შეარჩევს თქვენთვის შესაფერის დოზას.

თუ გრძნობთ, რომ გაბაგამა® -ს ეფექტი ან ძალიან ძლიერია ან სუსტია, დაუკავშირდით ექიმს ან ფარამცევტს.

თუ ხანდაზმული პაციენტი ბრძანდებით (65 წელზე ზემოთ) და თირკმლის პრობლემები არ გაწუხებთ გაბაგამა® ჩვეულებრივად უნდა მიიღოთ.

თირკმლის პრობლემების არსებობისას ექიმმა შეიძლება სულ სხვა დოზირების რეჟიმი და/ან დოზა დანიშნოს.

ყოველთვის გადაყლაპეთ კაფსულა ჭარბი რაოდენობა წყლის მიყოლებით.

განაგრძეთ გაბაგამა® -ს მიღება, მანამ სანამ ექიმი არ გირჩევთ მის შეწყვეტას.

პერიფერული ნეიროპათიური ტკივილი:

მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული კაფსულების რაოდენობა. ექიმი დოზას თანდათანობით გაზრდის. საწყისი დოზა ძირითადად 300 მგ-დან 900 მგ-მდე იქნება ყოველ დღე. ამის შემდეგ. დოზა შეიძლება საფეხურებრივად გაიზარდოს მაქსიმუმ 3600 მგ-მდე ყოველ დღე, დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს..

ეპილეფსია:

უფროსები და მოზარდები:

მიიღეთ კაფსულების რაოდენობა დანიშნულებისამებრ. ექიმი დოზას თანდათანობით გაზრდის. საწყისი დოზა ძირითადად 300 მგ-დან 900 მგ-მდე იქნება ყოველ დღე. ამის შემდეგ. დოზა შეიძლება საფეხურებრივად გაიზარდოს მაქსიმუმ 3600 მგ-მდე ყოველ დღე, დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს..

6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები:

თქვენი ბავშვისათვის მისაცემ დოზას დაადგენს ექიმი, რომელიც ბავშვის წონის მიხედვით გამოიანგარიშება. მკურნალობა დაბალი საწყისი დოზით იწყება, რომელიც თანდათანობით გაიზრდება დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. ეპილეფსიის საკონტროლო ჩვეულებრივი დოზა არის 25-35 მგ/კგ/დღეში, დღეში სამჯერ, ყოველ დღე დილით, შუადღესა და საღამოს.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გაბაგამა® -ს მიღება, მიღება რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

ყველა წამლის მსგავსად, გაბაგამა® -მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტიდან 1-ზე მეტში):

– ვირუსული ინფექცია;

– თავბრუ, კოორდინაციის დარღვევა;

– დაღლილობა, ცხელება;

ხშირი გვერდითი მოვლენები (100 პაციენტიდან 1-ზე მეტში):

– პნევმონია, რესპირატორული ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, ინფექცია, ყურის ანთება;

– სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

– უმადობა, მომატებული მადა;

– გაღიზიანება სხვების მიმართ, დაბნეულობა, გუნება–განწყობილების ცვალებადობა, დეპრესია, შფოთვა, აღგზნებადობა, ფიქრის სირთულეები;

– კონვულსიები, უაზრო მოძრაობები, მეტყველების გაძნელება, მეხსიერების დაკარგვა, კანკალი, დაძინების გართულება, თავის ტკივილი, მგრძნობიარე კანი, მგრძნობელობის დაქვეითება, კოორდინაციის დარღვეა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, მომატებული ან დაქვეითებული ან რეფლექსების მოსპობა;

– გაორებული მხედველობა, დაბინდული მხედველობა;

– თავბრუ;

– მომატებული არტერიული წნევა, წამოწითლება ან სისხლძარღვების გაფართოება;

– სუნთქვის გაძნელება, ბრონქიტი, ანგინა, ხველა, ცხვირის სიმშრალე;

– ღებინება, გულისრევა, კბილებთან დაკავშირებული პრობლემები, ღრძილების ანთება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, მოუნელებლობა, შეკრულობა, პირის ან ყელის სიმშრალე, მეტეორიზმი;

– სახის შეშუპება, სიხლჩაქცევები, წელის ტკვილი;

– შეუკავებლობა;

– ერექციის პრობლემები;

– ხელების ან ფეხების შეშუპება, რომელმაც შეიძლება მოიცვას სახე, სხეული და კიდურები, სიარულის გაძნელება, სისუსტე, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, გრიპის მსგავსი სინდრომი;

– სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, წონაში მომატება;

– შემთხვევითი დაზიანებები, მოტეხილობები, დაჟეჟილობები;

იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):

– თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;

– ალერგიული რეაქციები, როგორიცაა თივის ცხელება;

– ჰალუცინაციები;

– არანორმალური მოძრაობები;

– ხმაური ყურებში;

– აჩქარებული გულისცემა;

– პანკრეასის ანთება;

– ღვიძლის ანთება, კანისა და თვალების გაყვითლება;

– კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც სწრაფ სამედიცინო ჩარევას საჭიროებენ, ტუჩებისა და სახის შეშუპება, კანზე გამონაყარი და სიწითლე, თმის ცვენა;

– თირკმლის მწვავე უკმარისობა;

გაბაპენტინის უეცარი შეწყვეტის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები:

– (შფოთვა, დაძინების გართულება, ტკივილი, ოფლიანობა), გულმკერდში ტკივილი;

– სისხლში შაქრის დონის ცვალებადობა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, სისხლში გლუკოზის განმსაზღვრელი ტესტების პათოლოგიური შედეგები, რომლებიც ღვიძლის პრობლემებზე მეტყველებენ.

გარდა ამისა ბავშვებში ჩატარებული კლინიკური კვლევების დროს ხშირად აღინიშნებოდა აგრესიული ქცევა და პათოლოგიური მოძრაობები.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია:

გაბაგამა® -ს მიღება ორსულობის დროს დაუშვებელია, თუ არ არსებობს ექიმის დანიშნულება. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპციული საშუალებები.

ორსულებში გაბაგამა® -ს გამოყენების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა ცნობილია, რომ კრუნჩხვების სამკურნალო სხვა პრეპარატები ზიანს აყენებენ ნაყოფს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთზე მეტი კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი გამოიყენება. ამიტომ, თუ შესაძლებელია და მხოლოდ ექიმის რჩევით, ორსულმა მხოლოდ კრუნჩხვის საწინააღმდეგო ერთი  პრეპარატი უნდა მიიღოს.

ნუ შეწყვიტავთ უეცრად ამ პრეპარატის მიღებას, ვინაიდან მოსალოდნელია კრუნჩხვების განვითარება, რამაც შეიძლება მძიმე შედეგი იქონიოს თქვენზე და თქვენს ბავშვზე.

იმ შემთხვევაში თუ დაორსულდით, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან დაორსულებას გეგმავთ, გაბაგამა® -ს მიღებამდე აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.

გაბაგამა® -ს აქტიური ნივთიერება, გაბაპენტინი გამოიყოფა დედის რძეში. ვინაიდან მეძუძურ ბავშვზე ზეგავლენა უცნობია, გაბაგამა® -ს გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

გაბაგამა ® – მ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ძილიანობა და დაღლილობა. ავტომობილის მართვა, რთულ მექანიზმებთან მუშაობა ან სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობით დაკავება დაუშვებელია, მანამ სანამ არ გეცოდინებათ, თუ რა ზეგავლენას ახდენს პრეპარატი ამ საქმიანობების შესრულების უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაბაგამა® -ს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

კაფსულები შეიცავს ლაქტოზას. თუ ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებლად გამოიძახეთ ექიმი ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. თან იქონიეთ დარჩენილი კაფსულები, კონტეინერი და ეტიკეტი, ისე რომ სამედიცინო პერსონალმა ადვილად შეიტყოს, თუ რა პრეპარატი მიიღეთ.

გაბაგამა® -ს დოზის გამოტოვება

თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ გამოტოვებული დოზა მომდევნო დოზის მიღებამდე. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას.

გაბაგამა® -ს მიღების შეწყვეტა

ნუ შეწყვიტავთ თვითნებურად გაბაგამა® -ს მიღებას. მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში. გაბაგამა® -ს უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში, არსებობს კრუნჩხვების განვითარების საშიშროება.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე ღებულობდით რაიმე სხვა წამალს, ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით.

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ მორფინის შემცველ ნებისმიერ წამალს, რადგანაც მორფინი გაბაგამა® -ს ეფექტს აძლიერებს.

სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებზე ან პერორალურ კონტრაცეპტივებზე გაბაგამა® ზეგავლენას არ ახდენს.

გაბაგამა® შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტზე, შარდის ანალიზის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს გაბაგამა® ს მიღების შესახებ.

გაბაგამა® -სი და ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი ანტაციდების ერთდროული გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გაბაგამა® -ს შეწოვა შემცირებულია. ამიტომ გაბაგამა® -ს მიღება რეკომენდებულია ანტაციდების მიღებიდან სულ მცირე ორი საათის შემდეგ.

გაბაგამა® -ს მიღება საკვებთან და სითხესთან ერთად

გაბაგამა® -ს მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ნუ შეინახავთ 25ºC-ზე მეტი ტემპერატურის პირობებში.

HDPE ბოთლი: ბოთლი შეინახეთ კარგად დახურულ მდგომარეობაში.

პვქ/ალ ბლისტერი: შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება ნაგავში ან კანალიზაციაში. იკითხეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის ლიკვიდაცია. ასეთი ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

ზოდაკი / Zodac

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი . . . . 10 მგ

წვეთები პერორალურად მისაღები: ფლაკონში 20 მლ.

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი . . . . 10 მგ

სიროფი: ფლაკონში 100 მლ.

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი . . . .  5 მგ 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება,  H1 –ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკატორი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცეტირიზინი მიეკუთვნება ჰისტამინის ანტაგონისტთა ჯგუფს, ბლოკავს H1 –ჰისტამინის რეცეპტორებს. პრაქტიკულად არ ავლენს ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონინულ ეფექტს. აქვს გამოხატული ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, აფერხებს ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. ახასიათებს ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო ეფექტი. გავლენას ახდენს ალერგიული რეაქციების ადრეულ სტადიაზე, აგრეთვე ამცირებს ანთებითი უჯრედების მიგრაციას, თრგუნავს გვიან ალერგიულ რეაქციებში მონაწილე მედიატორების გამოყოფას, ამცირებს კაპილარების შეღწევადობას, აფერხებს ქსოვილების შეშუპების განვითარებას, ხსნის გლუვი მუსკულატურის სპაზმს, აღმოფხვრის ჰისტამინის მიერ სპეციფიკური ალერგენების შეყვანაზე, აგრეთვე სიცივეზე (სიცივისგან გამოწვეულ ჭინჭრის ციებაზე) წარმოქმნილ კანის რეაქციებს. თერაპიულ დოზებში პრაქტიკულად არ ავლენს სედატიურ ეფექტს, არ ვითარდება ტოლერანტობა.

პრეპარატის მოქმედება იწყება: ავადმყოფთა 50%-ში 20 წუთის, ავადმყოფთა 95%-ში – 1 საათის  შემდეგ და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: პერორალურად მიღებისას ცეტირიზინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კონცენტრაციის მაქსიმალური დონე მიიღწევა 30-60 წუთის შემდეგ.

განაწილება: ცეტირიზინი 93%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს; არ გადის ჰემატოენცეფალურ Bბარიერს. 

მეტაბოლიზმი: ცეტირიზინი სუსტად მეტაბოლიზდება ღვიძლში შემდეგი არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით.

10 მგ დოზით 10-დღიანი გამოყენების პირობებში პრეპარატის დაგროვება არ დასტურდება.

გამოყოფა: თითქმის 70% გამოიყოფა თირკმლებით, ძირითადად უცვლელი სახით.

სისტემური კლირენსის სიდიდე შეადგენს დაახლოებით 54 მლ/წთ. 

ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 საათს. 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იკლებს 5-6 საათამდე.

თირკმლების ფუნქციის დარღვევისას (კრეტინინის კლირენსი ნაკლებია 11-31 მლ/წთ-ზე და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 7 მლ/წთ-ზე ნაკლებია) ნახევარგამოყოფის პერიოდი მატულობს სამჯერ, კლირენსი მცირდება 70%-ით.

ჩვენებები

. სეზონური და მთელი წლის განმავლობაში ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი;

. ალერგიული დერმატოზი ქავილით;

. პოლინოზი (თივის ციება);

. ჭინჭრის ციება (მათ შორის ქრონიკული, იდიოპათური);

. კვინკეს შეშუპება.

დოზირების რეჟიმი

მიიღება პერორალურად, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. 

მიღების წინ წვეთები იხსნება წყალში. 

მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ზევით: 10 მგ ცეტირიზინი (1 ტაბლეტი ან 20 წვეთი  ან 2 საზომი კოვზი სიროფი) ყოველდღიურად, უმჯობესია საღამოს;

ბავშვებს 6-დან 12 წლამდე: – 10 მგ ცეტირიზინი (20 წვეთი ან 1 ტაბლეტი ან 2 საზომი კოვზი სიროფი) ერთხელ დღე-ღამეში ან 5 მგ ცეტირიზინი (10 წვეთი ან 1/2 ტაბლეტი ან 1 საზომი კოვზი სიროფი) ორჯერ დღე-ღამეში, დილა-საღამოს.

ბავშვებს 2-დან 6 წლამდე: – 5 მგ ცეტირიზინი (10 წვეთი ან 1 საზომი კოვზი სიროფი) ერთხელ დღე-ღამეში ან 2.5 მგ ცეტირიზინი (5 წვეთი ან 1/2 საზომი კოვზი სიროფი) 2-ჯერ დღე-ღამეში, დილა-საღამოს.

ბავშვებს 1-დან 2 წლამდე: – 2.5 მგ ცეტირიზინი (5 წვეთი) 2-ჯერ დღე-ღამეში.

თირკმლის უკმარისობის დროს: საჭიროა რეკომენდებული დოზა 2-ჯერ შემცირდეს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას: საჭიროა დოზირების შემცირება 5 მგ-მდე (10 წვეთი) დღე-ღამეში.

ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც თირკმლების ფუნქცია არ აქვთ დარღვეული, დოზის კორექტირება არ ხდება.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია);

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, აღგზნებადობა, შაკიკი.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი  კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი. პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები იშვიათად აღინიშნება და მათ აქვთ სწრაფად წარმავალი ხასიათი.

უკუჩვენებები

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; 2 წლამდე ასაკი, (ტაბლეტირებული ფორმისათვის – 6 წლამდე ასაკი); ფეხმძიმობა, ძუძუთი კვების პერიოდი.

სიფრთხილის დაცვით: თირკმლის ქრონიკული საშუალო ან მძიმე უკმარისობა (საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია), ხანდაზმული ასაკი (შესაძლებელია გორგლოვანი ფილტრაციის შემცირება).

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის მანძილზე საჭიროა თავი შეკავება იმ სახეობის საქმიანობისაგან, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

არაა რეკომენდებული ცნს-ის დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ერთდროული მიღება.

წვეთები არ შეიცავს შაქარს (დასატკბობად გამოიყენება საქარინი);

სიროფის 10 მლ. შეიცავს 3.0 გ. სორბიტოლს, რაც შეესაბამება 0.25 პურის ერთეულს.

ნეურონერვე #30ტ

Neuronerve

(ბიოლოგიურად აქტიური დანამატი)

 

1 ტაბლეტი შეიცავს:

  • გინკო ბილობას ექსტრაქტი – 120 მგ
  • 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი – 20მგ
  • L-არგინინი – 40 მგ
  • გლუტამინი – 10 მგ
  • L-გლუტათიონი – 5მგ
  • Co-Q10 – 10მგ
  • ფოსფატიდილსერინი(20%) – 10მგ
  • ფოსფატიდილქოლინი – 10მგ
  • ნატურალური კაროტინოიდების ნარევი (20%) – 10მგ
  • ვიტამინი D (D3 1000 IU სახით) – 25მკგ
  • ვიტამინი E (50% აცეტატი 40IU ) – 36მგ
  • ვიტამინი C – 40მგ
  • ვიტამინ B1 (თიამინი) – 25 მგ
  • ვიტამინ B2 (რიბოფლავინი) – 3 მგ
  • ვიტამინ B3 (ნიაცინი) – 32 მგ
  • ვიტამინ B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის სახით)  – 10 მგ
  • ვიტამინი B9  (ფოლიუმის მჟავა) – 400 მკგ
  • ვიტამინ B12 (ციანკობალამინი) – 100 მკგ
  •  ვიტამინ B5 (კალციუმის-d-პანთოტენატი) – 36 მგ
  • მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით) – 75მგ
  • რკინა (რკინის ფუმარატის სახით) – 8 მგ
  • თუთია (თუთიის სულფატის სახით) – 15მგ
  • მანგანუმი (მანგანუმის სულფატის სახით) – 2 მგ
  • სპილენძი (სპილენძის სულფატის სახით) – 250მკგ
  • სელენიუმი (ნატრიუმის სელენიტის სახით) – 110 მკგ
  • ქრომი (ქრომის პიკოლინატის სახით) – 40 მკგ
  • იოდი (კალიუმის იოდიდის სახით) –  140 მკგ

გამოყენება:

  • იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი
  • თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი
  • ქრონიკული ცერებრო-ვასკულური პათოლოგია  (დისციკულატორი ენცეფალოპათია)
  • ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია)
  • თავის და ზურგის ტვინის დაზიანება და თავზურგტვინის ტრამვა, თავისა და ზურგის  ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი
  • ალცჰაიმერის დაავადება; დემენცია
  • პარკინსონის დაავადება
  • ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომლებიც მიმდინარეობენ კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით
  • ძილის დარღვევა
  • გადატანილი ნეიროინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი
  • დიაბეტური ნეიროპათია, დიაბეტური პოლინეიროპათი; დიაბეტური რეტინოპათია

მიღების წესი და დოზირება:

  • მიიღება დასალევად, ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.
  • საშუალო სიმძიმის დარღვევების დროს: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში
  • მძიმე დარღვევების შემთხვევაში 1 ტაბლეტი 1ჯერ ან 2-ჯერ დღეში
  • მკურნალობის კურსი 1-2 თვე.
  • არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას

გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, ალერგიული რეაქციები.

არ მიიღოთ ნეურონერვე ანტიკოაგულანტებთან ერთად ექიმის რჩევის გარეშე.

ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ნეურონერვე შეიცავს რკინას, ამიტომ  რკინის ჭარბი რაოდენობის მიღების თავიდან ასაცილებლად, არ არის რეკომენდებული მისი მიღება მცირე ასაკის ბავშვებში.

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს

არ შეიცავს გლუტეინს

შეინახეთ მშრალ ადგილზე, არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 2 წელი წარმოებიდან.

WEST-COAST International Inc.

ბუტო–ასმა აეროზოლი – BUTO-ASMA INHALER – БУТО-АСМА ИНХАЛЕР

საერთაშორისო დასახელება:

SALBUTAMOL

მწარმოებელი: ესპანეთი

მოქმედი ნივთიერება: სალბუტამოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბრონქოლიზური პრეპარატი-ბეტა2-ადრენომიმეტური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი ინჰალაციისათვის: ფლაკონში 200 დოზა.

1 დოზა

სალბუტამოლი  …………….   0.1 მგ


ვრცლად ვენტოლინი

სემპრექსი / SEMPREX

კომპანია


გლაქსოსმიტკლაინი

კომპანია: გლაქსოსმიტკლაინი
მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. 71, რედიქსის ბიზნეს ცენტრი
ტელ: (995 32) 220 15 16
ელ. ფოსტა: [email protected]

ს/მც-შვიტას ბალ50გ(ფარკ)

2.60 ლარი
2.49 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: ფარკონი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ნეურო-კა 10მგ #100ტ

105.81 ლარი
99.46 ლარი

ქვეყანა: კორეა

მწარმოებელი: იუნგჯინ ფარმ.კორპორეიშენი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ბუტამირი (სიროფი) – BUTAMIR SYROP – БУТАМИР СИРОП

საერთაშორისო დასახელება:

BUTAMIRATE

მწარმოებელი: NOBEL

მოქმედი ნივთიერება: ბუტამირატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 200 მლ

10 მლ

ბუტამირატ ციტრატი …….. 7,5 მგ

ვრცლად სინეკოდი®

Don`t copy text!