Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 662

სუპრაბათი / Suprabat


1 ამპულა შეიცავს:
ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდს _ 20 მგ-ს,
საინიექციო წყალს _ 1 მლ-მდე.

სუპრაბათი წარმოადგენს ეთილენდიამინის წარმოებულ ანტიჰისტამინურ (H1-რეცეპტორების ბლოკატორი) პრეპარატს. იგი ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. ანტიალერგიული ეფექტის გარდა, პრეპარატს ახასიათებს გამოხატული სედატიური, საძილე და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. გააჩნია პერიფერიული ანტიქოლინერგული აქტივობა, ზომიერად გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები.

სუპრაბათი მეტაბოლიზდება ღვიძლში და ელიმინირდება თირკმლებისა და ნაწლავების საშუალებით.

ალერგიული დაავადებები: სეზონური ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტი, ჭინჭრის ციება, დერმოგრაფიზმი, კონტაქტური დერმატიტი, საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგია, ალერგია მწერის ნაკბენზე, კანის ქავილი და სხვა.
სისტემური ანაფილაქსიური რეაქციისა და ანგიონევროზული შეშუპების დამხმარე თერაპია.

საინიექციო ხსნარი განკუთვნილია კუნთში შესაყვანად, მაგრამ მწვავე მძიმე შემთხვევებში დასაშვებია პრეპარატის ვენაში შეყვანა.¼ 
მოზრდილებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა 1_2 ამპულა (20_40 მგ) კუნთში. 
ბავშვებში რეკომენდებული საწყისი დოზებია: 1_12 თვის ასაკში _ 1/4 ამპულა (5 მგ) კუნთში; ¼ 1_6 წლის ასაკში _ 1/2½ამპულა (10 მგ) კუნთში, 6_14 წლის ასაკში _ 1/2_1 ამპულა (10_20 მგ) კუნთში.
გვერდითი ეფექტების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის თანდათანობითი გაზრდა, მაგრამ მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ/კგ სხეულის მასაზე.
ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევისას შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სედატიური ეფექტი, დაღლილობა, თავბრუხვევა, ატაქსია, ნერვული აგზნებადობა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ეიფორია, ენცეფალოპათია, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არასასიამოვნო შეგრძნებები მუცლის არეში, ტკივილი ეპიგასტრიუმში, პირის ღრუს სიმშრალე, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მადის დაკარგვა ან მომატება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად _ ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.
სხვა: დიზურია, შარდის შეკავება, მიოპათია, თვალის შიდა წნევის მომატება, გლაუკომის შეტევა, ფოტოსენსიბილიზაცია.

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან ეთილენდიამინის სხვა წარმოებულების მიმართ;
• ბრონქული ასთმის მწვავე შეტევა;
• ახალშობილობის პერიოდი.

სუპრაბათის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

ანტიქოლინერგული და სედატიური ეფექტების გამო სუპრაბათი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს.
ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატმა შეიძლია გამოიწვიოს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ძილიანობა და ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა. ამიტომ მკურნალობის დასაწყისში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა.

სიმპტომები: ჰალუცინაციები, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ათეტოზი, კრუნჩხვები.
მცირე ასაკის ბავშვებში ჭარბობს აგზნება, ზოგჯერ პირის სიმშრალე, სახის სიწითლე, სინუსური ტაქიკარდია, ციებ-ცხელება. მოზრდილებში აგზნებას მოსდევს კრუნჩხვები, დეპრესია, კომა და კარდიორესპირატორული უკმარისობა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღებიდან 12 სთ-ის განმავლობაში _ კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის დანიშვნა, არტერიული წნევისა და სუნთქვის პარამეტრების კონტროლი, სიმპტომური თერაპიის, ხოლო აუცილებლობისას _ რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება.
სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის.

ერთდროული გამოყენებისას სუპრაბათი აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ტრანკვილიზატორების, ანალგეტიკების, მაო-ს ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ატროპინის, სიმპატოლიტიკებისა და ეთანოლის ეფექტებს.
სუპრაბათმა შეიძლება შენიღბოს ოტოტოქსიკურობის ადრეული ნიშნები ოტოტოქსიკურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას.

საინიექციო ხსნარი: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. 
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 
საინიექციო ხსნარი: 5 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

საინიექციო ხსნარი: რეცეპტით.

ს/მც-შავბალახას ბალახი 50გ

1.45 ლარი
1.39 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: იმედი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბუტამირატი – BUTAMIRATE – БУТАМИРАТ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბუტამირატი წარმოადგენს ხველების საწინააღმდეგო სიმპტომატურ საშუალებას, რომელიც თრგუნავს ცენტრალური გენეზის ხველებას. იგი აქვეითებს მშრალ და პროდუქტიულ ხველას, ამცირებს ბრონქების კუნთების სპაზმს, ერთდროულად ამსუბუქებს სუნთქვას, აადვილებს ნახველის ევაკუაციას და ამცირებს გულმკერდში ტკივილებს, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, ხელს უწყობს სისხლის აიროვანი შემადგენლობის ნორმალიზაციას. პრეპარატი ასევე ხასიათდება ზომიერი ბრონქოდილატაციური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. თავისი ქიმიური შემადგენლობითა და ფარმაკოლოგიური თვისებებით იგი არ მიეკუთვნება ოპიოიდურ ხველების საწინააღმდეგო საშუალებას და არ იწვევს შეჩვევას.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად იგი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება მისი მიღებიდან ერთი საათის შემდეგ. იგი მეტაბოლიზმს განიცდის სისხლის პლაზმაში ჰიდროლიზის გზით, რომლის პროდუქტებიც ავლენენ ხველების საწინააღმდეგო მოქმედებას. ბუტამირატი და მისი ჰიდროლიზის პროდუქტები უკავშირდებიან პლაზმის ცილებს, რასაც თან სდევს საბოლოო ჯამში ხველების საწინააღმდეგო გახანგრძლივებული  ეფექტი. პრეპარატი ორგანიზმიდან ელიმინირდება ძირითადად თირკმელებით.

ჩვენებები

  • გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ნებისმიერი ეტიოლოგიის ხველების დროს;
  • ოპერაციის წინ და შემდგომი პერიოდის ხველების დათრგუნვისათვის;
  • ყივანახველას, ბრონქებზე ქირურგიული და დიაგნოსტიკური ჩარევის დროს.

დოზირების რეჟიმი

დოზები დგინდება პაციენტის ასაკის და მისი მდგომარეობის მიხედვით, ინდივიდუალურად. რეკომენდებულია შემდეგი სადღეღამისო დოზები:

ტაბლეტები

მოზრდილებში: 2 ტაბ. (20 მგ-იანი)  2-3-ჯერ დღეში ან 1 ტაბ. (50 მგ-იანი) 2-3-ჯერ დღეში;

ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: 1 ტაბ. (20 მგ-იანი) 3-ჯერ დღეში ან 1 ტაბ. (50 მგ-იანი) 1-2-ჯერ დღეში;

ბავშვებში 9 წლის ასაკის ზევით: 1 ტაბ. (20 მგ-იანი) 2-ჯერ დღეში;

ბავშვებში 6-დან 9 წლამდე: 1 ტაბ. (20 მგ-იანი) 2-ჯერ დღეში.

ტაბლეტი მიიღება დაუღეჭავად მცირეოდენი სითხის მიყოლებით.

სიროფი

ერთი დოზირებული კოვზი (დ.კ.) ტოლი 5 მლ-ის.

მოზრდილებში: 30 მლ – 6 დ.კ. (სიროფი 5მლ/4 მგ) 3-4-ჯერ დღეში ან 15 მლ – 3 დ.კ. (სიროფი 5 მლ/7.5 მგ) 4-ჯერ დღეში.

ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: 15 მლ – 3 დ.კ. (სიროფი 5 მლ/4 მგ) 4-ჯერ დღეში ან 10 მლ – 2 დ.კ. (სიროფი 5 მლ/7.5 მგ) 3-ჯერ დღეში;

ბავშვებში 6-დან 9 წლამდე: 15 მლ – 3 დ.კ. (სიროფი 5 მლ/4 მგ) 3-ჯერ დღეში ან 10 მლ – 2 დ.კ. (სიროფი 5 მლ/7.5 მგ) 3-ჯერ დღეში;

ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 10 მლ – 2 დ.კ. (სიროფი 5 მლ/4 მგ) 3-ჯერ დღეში ან 5 მლ – 1 დ.კ. (სიროფი 5 მლ/7.5 მგ) 3-ჯერ დღეში;

ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: : მლ – 1 დ.კ. (სიროფი 5 მლ/4 მგ) 3-ჯერ დღეში;

ბავშვებში 6 თვიდან 1 წლამდე: 2.5 მლ – ნახევარი დ.კ. (სიროფი 5 მლ/4 მგ) 4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

კანზე გამონაყარი ეგზანთემის სახით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები (გულისრევა, ღებინება, დიარეა) და თავბრუსხვევა იშვიათი და სუსტად გამოხატულია.

უკუჩვენებები

პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ბუტამირატის, ან მასში შემავალი რომელიმე

კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ხოლო მომდევნო პერიოდში ინიშნება მხოლოდ მოსალოდნელი სარგებლიანობისა და რისკის შეფასების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დედის რძეში გამოყოფის შესახებ, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის ტაბლეტირებული ფორმის მაღალი დოზით (ტაბლეტი 50 მგ) მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში წინააღმდეგ ნაჩვენებია.

♦ 6 თვემდე ასაკის ბავშვებში მისი გამოყენებისას ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი, რის გამოც ამ დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

♦ თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ექიმის რეკომენდაციის გარეშე იღებს პრეპარატს და 5-7 დღის შემდეგ სასურველი შედეგი არ აღინიშნება, საჭიროა მისი მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

♦ მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლური სასმელების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.

♦ პრეპარატი რეკომენდებულ დოზებში არ მოქმედებს პაციენტის ფსიქოფიზიკურ უნარზე.

ჭარბი დოზირება

ძალიან ხშირად, ჭარბი დოზირების სიმპტომებს წარმოადგენს ძილიანობა, ღებინება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ტკივილები ეპიგასტრულ მიდამოში, დიარეა, წნევის დაქვეითება. მსუბუქი ფორმის ჭარბი დოზირება მკურნალობას არ საჭიროებს, ხოლო მძიმე შემთხვევების დროს, როდესაც პაციენტს მიღებული აქვს პრეპარატი დიდი რაოდენობით, აუცილებელია ღებინების გამოწვევა და სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან პრეპარატის არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ნეუკრონ ოფთა 10მლ ორ/ხსნ#30ა

167.70 ლარი
157.64 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ომიკრონ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ნიქსარი / Nixar


1. პრეპარატი ნიქსარის® აღწერა და გამოყენება 

პრეპარატი ნიქსარის® შემადგენლობაში შედის ბილასტინი, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას. ნიქსარი® გამოიყენება თივის ცხელების (ცემინება, ქავილი, სურდო, ცხვირის გაჭედვა, გაწითლებული ცრემლმდენი თვალები) და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების სიმპტომების შესამსუბუქებლად. პრეპარატი ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციების (გამონაყარი კანზე ქავილის თანხლებით) სამკურნალოდ.

 

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი ნიქსარის® მიღებამდე 

პრეპარატი ნიქსარის® მიღება არ შეიძლება და საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ

• გაქვთ ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) ბილასტინის ან პრეპარატი ნიქსარის® ნებისმიერი სხვა კომპოტენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6 ~დამატებითი ინფორმაცია~).

პრეპარატი ნიქსარის® მიღება რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილით და საჭიროა ექიმთან მიმართვა თუ:

• გაქვთ თირკმელების ფუნქციის საშუალო და მძიმე ხარისხის დარღვევა და იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს (იხ. ქვემოთ).

პრეპარატი ნიქსარის® მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. თუ სიმპტომების არ ქრება კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. 

 

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს (მათ შორის, ურეცეპტო სტატუსი მქონე პრეპარატებს).

კატეგორიულად რეკომენდებულია ექიმის გაფრთხილება შემდეგი სამკურნალო საშუალებების მიღების შესახებ:

• კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)

• ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)

• დილთიაზემი (სტენოკარდიის სამკურალო პრეპარატი)

• ციკლოსპორინი (იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატი და აღნიშნულით ტრანსპლანტანის მოწყვეტის ხელშემშლელი ან აუტოიმუნური და ალერგიული ხასიათის დაავადებების, მაგალითად, ფსორიაზის, დიფუზური ნეიროდერმიტის და რევმატოიდული ართრიტის აქტივობის დამაქვეითებელი პრეპარატები)

• რიტონავირი (შიდსის სამკურნალო პრეპარატი)

• რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)


პრეპარატი ნიქსარის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატი ნიქსარი® არ  მიიღება საკვებთან ერთად, ასევე გრეიფრუტის წვენთან ან სხვა ხილის წვენებთან, რადგან ამ შემთხვევაში მცირდება ბილასტინის ზემოქმედება. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ ტაბლეტი საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე ერთი საათით ადრე, ან საკვების ან ხილის წვენის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. 

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ან შესაძლოა იყოთ ორსულად, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. 

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ბილასტინის ზემოქმედების შემსწავლელი კვლევების მონაცემებით ბილასტინის გამოყენება 20 მგ დოზით აღნიშნულ უნარზე არ მოქმედებს. თუმცა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, რამაც შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

 

ალკოჰოლის მიღება

რეკომენდებული დოზით (20 მგ) გამოყენების შემთხვევაში ბილასტინი არ აძლიერებს ალკოჰოლით გამოწვეულ ძილიანობას. 

 

3. პრეპარატი ნიქსარის® მიღების წესი 

მოზრდილთათვის, ხანდაზმული ასაკის პაციენტებისა და 12 წლის და მასზე უფროსი ასაკის მოზარდების ჩათვლით:

• მიიღება თითო ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში. 

• ტავლეტი მიიღება მშიერ კუჭზე, მაგალითად, დილით საუზმემდე. ბილასტინის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ საკვების მიღებისგან.  

• ტაბლეტი მიიღება მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. 

• ნაჭდევი არ არის გამიზნული ტაბლეტის თანაბარ დოზებად გასაყოფად. 

ნაჭდევი გამოიყენება ტაბლეტის გასაყოფად ყლაპვის გააადვილების მიზნით.

პრეპარატი ნიქსარის® გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი, დაავადების ტიპის დადგენის შემდეგ.

 

პრეპარატი ნიქსარის® დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზის მიღების, ან დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. 

 

პრეპარატი ნიქსარის® დოზის გამოტოვების შემთხვევაში

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. ტაბლეტის დროულად მიღების დავიწყების შემთხვევაში მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო მორიგი ტაბლეტი მიიღეთ ჩვეულებრივ დანიშნულ დროს. 

მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ ნიქსარსაც® აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

 

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოქმედება: 

გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ხშირად (გვხვდება 100 პაციენტიდან 1-10-ში)

• თავის ტკივილი

• ძილიანობა

გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ზოგჯერ (გვხვდება 1000 პაციენტიდან 1-10-ში)

• ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე

• ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების დარღვევა

• თავბრუსხვევა

• ტკივილი მუცლის არეში

• დაღლილობა

• მადის გაძლიერება

• გულის მუშაობის შეფერხება

• სხეულის წონის მომატება

• გულისრევა

• მოუსვენრობა

• სიმშრალე ან არასასიამოვნო შეგრძნებები ცხვირში

• დიარეა

• გასტრიტი (კუჭის კედლის ანთება)

• თავბრუსხვევა (შეუძლოდ ყოფნის ან ტრიალის შეგრძნება)

• სისუსტის შეგრძნება

• წყურვილი

• ქოშინი (სუნთქვის გაძნელება)

• პირის სიმშრალე

• საკვების მოუნელებლობა

• ქავილი

• ჰერპესი სახეზე ან პირის ღრუში

• ცხელება

• ხმაური ყურებში

• ძილის დარღვევა

• თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების დარღვევა

• სისხლში ცხიმების შემცველობის მომატება

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოქმედება სერიოზულ სახეს მიიღებს, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

5. პრეპარატი ნიქსარის® შენახვის პირობები 
სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. 

ნიქსარი® არ გამოიყენება კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. 

მოცემული სამკურნალო საშუალების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. დამატებითი ინფორმაცია 

პრეპარატი ნიქსარის® შემადგენლობა

– პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ბილასტინი. პრეპარატი ნიქსარის® თითო ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ბილასტინს.

– პრეპარატის სხვა კომპონენტები; მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიკოლატის სახამებლის ნატრიუმის მარილი ტიპი A (მიღებულია კარტოფილისგან), კოლოიდური უწყლო კრემნიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. 

 

პრეპარატი ნიქსარის® აღწერა და გამოშვების ფორმა

თეთრი ფერის ორმხრივამოზნექილი ოვალური ტაბლეტები, გამყოფი ხაზით. ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერში. შეფუთვაში მოთავსებულია პრეპარატის 10, 20, 30, 40 ან 50 ტაბლეტი.

შესაძლოა, ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.  

გაიცემა რეცეპტით.

ს/მც-კატაბალახას ფესვ.50გ

2.18 ლარი
2.10 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: იმედი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დელორატი / Delorat


სიროფი 5 მგ/10 მლ

100 მლ სიროფი შეიცავს: 
მიკრონიზირებული დესლორატადინი 50.00 მგ
უწყლო ლიმონმჟავა 50.00 მგ
ნატრიუმის ბენზოატი 100.00 მგ
უწყლო ნატრიუმის ციტრატი 126.00 მგ
ნატრიუმის ედეტატი 25.00 მგ
პროპილენგლიკოლი 10.00 გ
ესენცია 75.00 მგ
საქაროზა 49.00 გ
სორბიტოლის 70% ხსნარი 15.00 გ
გასუფთავებული წყალი 100.00 მლ

დეზლორატადინი ავლენს ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ის არის პერიფერიული H1 რეცეპტორების სელექტიური ანტაგონისტი. შიგნით მიღებისას დეზლორატადინი შერჩევითად თრგუნავს პერიფერიულ H1 რეცეპტორებს. ლაბორატორიულ კვლევებში (ძირითადად ტარდებოდა ადამიანური წარმოშობის უჯრედებში) ანტიჰისტამინურ მოქმედებასთან ერთად პრეპარატი ასევე ავლენდა ანტიალერგიულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
კვლევებმა აჩვენეს, რომ პრეპარატი აინჰიბირებს ციტოსტატურ რეაქციათა კასკადს: ანთებითი ციტოკინების გამოყოფას, მათ შორის IL-4, IL-6, IL-8 და IL-13, ასევე P- სელექტინის ადჰეზიური მოლეკულების ექსპრესიას ენდოთელურ უჯრედებში.

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პლაზმაში ვლინდება მიღებიდან 30 წუთში, ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათში. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. 
დეზლორატადინის კუმულირების ხარისხი შეესაბამება მისი ნაწილობრივი დაშლის პერიოდს (დაახლოებით 27 საათი) და მიღების სიხშირეს (დღეში ერთჯერ). ბიოშეღწევადობა მიღებული დოზის პროპორციულია (დოზის დიაპაზონი მერყეობს 5-დან 20 მგ-მდე). დეზლორატადინი ზომიერად უკავშირდება შრატის ცილებს (83%-დან 87%-მდე). ამ ეტაპზე არ არის გამოყოფილი ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს დეზლორატადინის მეტაბოლიზმში, შესაბამისად შეუძლებელია ზოგიერთი წამლისმიერი ურთიერთზემოქმედების სრული გამორიცხვა.
კვლევებში, სადაც სპეციფიური ინჰიბიტორის სახით გამოყენებულ იქნა CYP3A4 და CYP2D6, გამოვლინდა, რომ ეს ფერმენტები ავლენენ მნიშვნელოვან ზემოქმედებას პრეპარატის მეტაბოლიზმზე. პრეპარატი არ თრგუნავს CYP3A4 და CYP2D6. კვლევებში, ერთჯერადი 7,5 მგ დოზის გამოყენებისას, საკვების მიღება (მაღალკალორიული და ცხიმების შემცველი საუზმე) არ მოქმედებდა სამკურნალო საშუალების შეწოვაზე. დეზლორატადინის შეღწევადობაზე ასევე არ მოქმედებდა გრეიფრუტის წვენი.
პედიატრიულ პაციენებში ჩატარებულ კვლევებში ერთჯერადი რეკომენდებული დოზის გამოყენებისას, ფართი მრუდის ქვეშ მნიშვნელი (AUC) და დეზლორატადინის კონცენტრაცია იყო მოზარდებში მიღებული მონაცემების მსგავსი, რომლებიც იღებდნენ დეზლორატადინის 5 მგ სიროფს.

დელორატი® გამოიყენება სეზონური ალერგიული რინიტისა და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სამკურნალოდ.

ბავშვები 6-დან 11 წლამდე: 5 მლ (2,5 მგ) ერთჯერ დღეში, კვების დროს ან კვებისგან დამოუკიდებლად. 
ბავშვები 2-დან 5 წლამდე: 2,5 მლ (1,25 მგ) ერთჯერ დღეში, კვების დროს ან კვებისგან დამოუკიდებლად. 
მოზრდილები და ბავშვები (≥12): 10 მლ (5 მგ) ერთჯერ დღეში, კვების დროს ან კვებისგან დამოუკიდებლად.

დეზლორატადინის გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები:
ვეგეტატური ნერვული სისტემის მხრიდან: წამოხურება, ჰიპერესთეზია, იმპოტენცია, მომატებული ოფლიანობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ტაქიკარდია, ვენტრიკულური ექსტრასისტოლია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრიდან: ბლეფაროსპაზმი, ოფლიანობა, დისფონია, მეტეორიზმი, მომატებული მადა, ჰიპერტონია, შაკიკი, პარესთეზია, ტრემორი, თავბრუსხვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, გასტირი, სლოკინი, სტომატიტი, ღებინება, გემოს შეგრძნების შეცვლა, ენის ფერის შეცვლა, ენის ანთება, ცვლილებები ღვიძლის მხრიდან.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრიდან: ართრალგია, მიალგია, კეფის კუნთების რიგიდობა.
ფსიქიატრიული დარღვევები: აგრესიის რეაქციები, შფოთვა, აპათია, არეული გონება, ლიბიდოს შემცირება, დეპრესია, ემოციული ლაბილურობა, ეიფორია, გაღიზიანება და პარანოია.
რეპროდუქციული სისტემის მხრიდან: მასტალგია, დისმენორეა, მენორაგია, ვაგინიტი, იმპოტენცია, სისხლდენა პერიოდებს შორის. 
სასუნთქი სისტემის მხრიდან: ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი, ხველა, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლიანი ხველა, ლარინგიტი, სინუსიტი, ცხვირის შეგუბება, რესპირატორული ინფექციები. 
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან: აკნე, ბაქტერიული ინფექცია, კანის სიმშრალე, ეგზემა, შეშუპება, ეპიდერმული ნეკროლიზი, ერითემა, ჰემატომა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, პურპურა. 
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრიდან: შარდის გამოყოფის დარღვევა, შარდის ფერის შეცვლა, შარდის შეუკავებლობა ან შეკავება.

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია.
დელორატის® მიღებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე: 
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებში რაიმე მუტაგენული ან ტერატოგენული ეფექტები არ გამოვლენილა, პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის დროს. 
გამოყენება ლაქტაციის პერიოდში: დეზლორატადინი გამოიყოფა დედის რძით. შესაბამისად, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე:
პრეპარატი მცირედ ან საერთოდ არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე (იხ. ფარმაკოლოგიური მოქმედება).

ჭარბი დოზის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების ცენტრს. 
ჭარბი დოზის შემთხვევაში ექიმი შეაფასებს პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას, ხოლო ჩატარებული მკურნალობის თანმიმდევრობა დამოკიდებული იქნება მიღებული პრეპარატის რაოდენობაზე და პერიოდზე, რომელიც გავიდა პრეპარატის მიღების შემდეგ. მკურნალობა: ღებინება ან კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, საფაღარათე საშუალებები. რეკომენდებულია სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. კლინიკურ კვლევებში, როცა გამოიყენებოდა დეზლორატადინის 45 მგ, რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტები არ გამოვლენილა. დეზლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. პერიტონეალური დიალიზით პრეპარატის გამოყოფა შესწავლილი არ არის.

კვლევებმა აჩვენეს, რომ დელორატის® კეტოკონაზოლთან და ერითრომიცინთან ერთად მიღება კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს.
ზრდის ციმეტიდინის კონცენტრაციას შრატში. 
კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, ტერატოგენეზი: დეზლორატადინი არის ლორატადინის ძირითადი აქტიური მეტაბოლიტი. დეზლორატადინისა და ლორატადინის გამოყენებისას რაიმე ხარისხობრივი ან რაოდენობრივი სხვაობა მათი ტოქსიური პროფილის მხრივ არ გამოვლენილა.
საკვებთან ერთად გამოყენება არ ახდენს გავლენას ორგანიზმში პრეპარატის შეწოვაზე. დელორატი® არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. პრეკლინიკურ კვლევებში დეზლორატადინის რაიმე ტოქსიური, გენოტოქსიური და რეპროდუქციული ტოქსიურობა არ გამოვლენილა. ასევე არ არის გამოვლენილი კანცეროგენული პოტენციალი.

შეინახეთ არა უმეტეს 15-30oC. ნესტისაგან დაცულ ადგილას, შეინახეთ საწყის შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ბუტადიონი – BUTADION – БУТАДИОН

საერთაშორისო დასახელება:

PHENYLBUTAZONE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ფენილბუტაზონი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო 5%: ტუბში 20 მგ.

1 გ

ფენილბუტაზონი ………… 50 მგ

ნეიროქსი NEW50მგ/მლ 2მლ#5ა

27.98 ლარი
26.30 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: სოტექსი ფარმფირმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ზეფექსალი / Zefeksal™


შემადგენლობა: 

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: 180 მგ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს  

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, Avicel PH 101  (PH 102), სახამებელი 1500,ნატრიუმის კროსკარმელოზა,მაგნიუმის სტეარატი, Opadry II  85F200041 იისფერი (პოლივინილის სპირტი,ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი /მაკროგოლი, ტალკი,  FD&C ცისფერი #2/ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი, ჟოლოსფერი 4R  ლაქი, FD&C ყვითელი #6/ყვითელი “დაისი” FCF ალუმინის ლაქი

აღწერა: პღია იისფერი,მოგრძო ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები,ერთი მხრიდან გრავირებით “180”

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : HH1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი

ათქ კოდი: RO6AX26

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა:

ზეფექსალი არასედაციური ანტიჰისტამინური პრეპარატია. ზემოქმედებას ახდენს პერიფერიული H1 ჰისტამინური რეცეპტორების სელექციური ბლოკირებით. არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს და ამგვარად, არ აქვს გამოხატული სედაციური აქტივობა და არ იწვევს გვერდით ეფექტებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. პრეპარატის მიმართ ტოლერანტობა არ არის გამოვლენილი მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა: მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თმახ  შეადგენს დაახლოებით 1-3 სთ. დღე-ღამეში 60, 120  ან 180 მგ-იანი დოზის ერთჯერადი  მიღების შემდეგ ჩმახ შესაბამისად შეადგენს 142ნგ/მლ, 289ნგ/მლ და 494 ნგ/მლ

განაწილება: პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 60-70%-ს.

ბიოტრანსფორმაცია: ფექსოფენადინი უმნიშვნელო ხარისხით მეტაბოლიზდება ღვიძლში.

გამოყოფა:  60მგ-ის ერთჯერადად  მიღებისას 80% გამოიყოფა ნაღველთან ერთად, 10% შარდთან ერთად. ფექსოფენადინის ნახევრადგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს Т½ 11-16 სთ. სავარაუდოდ პრეპარატი ძირითადად ნაღველთან ერთად გამოიყოფა, ხოლო 10% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები 

ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის და  ზევით.

უკუჩვენება 

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. 

განსაკუთრებული მითითებები 

ხანდაზმულებსა და პაციენტებს თირკმლის და ღვიძლისა უკმარისობით არ სჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული მითითებები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით. პაციენტებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (მათ შორის ანამნეზში) უნდა ეცნობოთ, რომ ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებამ  შესაძლოა გამოიწვიოს გულისცემა და ტაქიკარდია.

ყოველი 180მგ ზეფექსალის ტაბლეტი შეიცავს 0,0005მმოლ-ზე ნაკლებ (0,0115მგ-ზე ნაკლები) ნატრიუმს; ასეთი რაოდენობისას არ არის მოსალოდნელი ნატრიუმთან დაკავშირებული რაიმე რეაქცია.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ფექსოფენადინის ბიოტრანსფორმაცია  ღვიძლში არ ხდება, ამიტომ არ ურთიერთქმედებს იმ პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ღვიძლში. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის მიღება ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან ერთად ზრდის ფექსოფენადინის კონცენტრაციას 2-3-ჯერ სისხლის პლაზმაში.ეს ცვლილებები არ იწვევს QT ინტერვალის შეცვლას. არ არის შემჩნეული  სხვაობა  არასასურველი რეაქციების წარმოქმნისა აღნიშნული პრეპარატების მიღებისას მონოთერაპიის სახით  და ფექსოფენადინთან ერთად.

ზემოთ აღნიშნული ფექსოფენადინის  პლაზმური კონცენტრაციების ზრდა  შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფექსოფენადინის აბსორბციასთან და ნაღველთან ერთად მისი გამოყოფისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციის შემცირებასთან

ფექსოფენადინის და ომეპრაზოლის ურთიერთქმედება შემჩნეული არ არის.

ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ანტაციდების მიღება ფექსოფენადინის მიღებამდე 15 წუთით ადრე იწვევს  მისი ბიოშეღწევადობის შემცირებას. ინტერვალი ფექსოფენადინის და ანტაციდების მიღებას შორის  უნდა შეადგენდეს არა უმცირეს 2 სთ-ს.
პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს:ორსულებში ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებისას, მისი დანიშვნა ორსულობის დროს შესაძლებელია მაშინ, როდესაც სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.

არ არის ცნობები პრეპარატის დედის რძესთან ერთად  გამოყოფის შესახებ. მაგრამ დადგენილია, რომ ტერფენადინის მიღებისას, ფექსოფენადინი აღმოჩენილი იქნა დედის რძეში. ამიტომ პრეპარატის მიღება ძუძუთი კვებისას რეკომენდებული არ არის

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე 

ფარმაკოდინამიკურ პროფილზე და გვერდითი ეფექტების შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ პრეპარატის ტაბლეტების ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ნაკლებად სავარაუდოა. რადგან ფექსოფენადინი არ ახდენს მნიშვნელოვან  ზემოქმედებას ცნს-ის ფუნქციაზე, პრეპარატის მიღების დროს შესაძლოა სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ისეთი  საქმის შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას. პაციენტებმა სამკურნალო საშუალებების მიმართ არაჩვეულებრივი რეაქციით  რეკომენდებულია გაისინჯონ ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატზე მანამადე, სანამ შეუდგებიან სატრანსპორტო საშუალებების მართვას და ისეთი  საქმის შესრულებას, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

მიღების წესები და დოზირება

პრეპარატის რეკომენდებული დოზა მოზრდილებისა და ბავშვებისთვის 12 წლის და ზემოთ შეადგენს 180 მგ 1-ჯერ დღეღამეში.

დამატებითი მონაცემები დაკავშირებული ავადმყოფების სპეციალურ ჯგუფებთან

პაციენტები თირკმლის/ღვიძლის უკმარისობით

კვლევებმა სპეციალური რისკის ჯგუფებში აჩვენა, რომ პაციენტები თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით არ საჭიროებენ დოზის კორექციას.

გამოყენება ბავშვებში: 180 მგ პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში 12 წლამდე შესწავლილი არ არის

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: კვლევებმა სპეციალური რისკის ჯგუფებში აჩვენა, რომ ხანდაზმულ პაციენტებს დოზის კორექცია  არ სჭირდებათ.

გვერდითი მოვლენები: პლაცებო კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ გვერდითი ეფექტები პლაცებოსა და ფექსოფენადინის მიღების დროს ანალოგიურია. გვერდითი მოქმედებების განვითარების სიხშირე: ძალიან ხშირად(≥1/10); ხშირად (≥1/100-დან

იმუნური სისტემის მხრივ: 

იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ისეთები როგორიცაა ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, კანის ჰიპერემია, სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები

ნერვული სისტემის მხრივ: 

ძალიან ხშირად: თავის ტკივილი(3%) ძილიანობა(1-3%) , თავბრუსხვევა (1-3%)

ხშირად: უძილობა, ნევროზულობა, ძილის დარღვევა ან კოშმარები

გულ-სისხლძართვთა სისტემის მხრივ: 

იშვიათად: ტაქიკარდია, გულისცემა

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ძალიან ხშირად: გულისრევა (1-3%)

იშვიათად: დიარეა

ცნობები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ ცნობებს საეჭვო გვერდითი ეფექტების  შესახებ  დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას გვაძლევს განხორციელებულ იქნას ხანგრძლივი კონტროლი შეფარდებისა  სარგებელი/რისკი  სამკურნალო საშუალების გამოყენებისას.

არასასურველი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. არის ცნობები ძილიანობის, შეუძლოდ ყოფნის და პირის სიმშრალის შესახებ. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური გადასატანი დოზა დადგენილი არ არის. საჭიროა ჩატარდეს არააბსორბირებული პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნის სტანდარტული ღონისძიებები. რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის სისხლიდან გამოსაყოფად ჰემოდიალიზის ჩატარება ეფექტური არ არის.

გამოშვების ფორმა

ზეფექსალი 180 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებული ბლისტერზე 2 ბლისტერი (20 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად კომპლექტში შეფუთული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25 oC  ორგინალ შეფუთვაში  და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:  

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

 

Don`t copy text!