Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 722

ატებლოკორი – ATEBLOCOR – АТЕБЛОКОР

საერთაშორისო დასახელება:

ATENOLOL

მწარმოებელი: PRO. MED.CS. Praha,  ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ატენოლოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალება.

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ატენოლოლი  …………….. 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილსახამებლის ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, კოპოვიდონი, დიმეტიკონის ემულსია SE2, ჰიდრომელოზა 2506/5, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლ 6000, რკინის წითელი და ყვითელი ოქსიდი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ატენოლოლი წარმოადგენს ატებლოკორის აქტიურ შემადგენელ ნაწილს. იგი მიეკუთვნება კარდიოსელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს. ახასიათებს ანტიჰიპერტენზიული, ანტიანგინალური და ანტიარითმული მოქმედება. იგი ამცირებს სინუსის კვანძის ავტომატიზმს, მიოკარდის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებას, გულის შეკუმშვათა სიხშირეს და ახანგრძლივებს ატრიო-ვენტრიკულურ და პარკუჭშიდა გამტარებლობას.

ატენოლოლი, არასელექტიურ ბეტა-ადრენობლოკატორებთან შედარებით ნაკლებად მოქმედებს ბრონქების გლუვი კუნთების ტონუსზე.

ჩვენებები:

მოზრდილებში ატებლოკორი გამოიყენება არტერიული ჰიპერტონიის, გულის რითმის დარღვევის და ქრონიკული იშემიური დაავადების დროს (სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა). პრეპარატს იყენებენ აგრეთვე პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში, განმეორებითი ინფარქტისა და ლეტალური გამოსავლის თავიდან აცილების მიზნით.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატის დოზის განსაზღვრა წარმოებს მკურნალი ექიმის მიერ პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობისა და დაავადების მიმდინარეობის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის დანიშვნა არ ხდება მკურნალი ექიმის მიერ, საჭიროა ატებლოკორის მიღება დღეში ერთხელ.

ხანდაზმულ და თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში მკურნალი ექიმის მიერ წარმოებს დოზის კორექცია.

ატებლოკორის ტაბლეტები ინიშნება ყოველდღიურად ერთსა და იმვე დროს, დაუღეჭავად, ჭამამდე, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. პრეპარატის დოზის გადაჭარბება ნებადართული არ არის. პრეპარატის მიღების შეწყვეტა წარმოებს მისი დოზის თანდათანობითი შემცირებით. დაუშვებელია პრეპარატის უეცარი მოხსნა.

გვერდითი მოვლენები:

ატებლოკორი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ტოლერანტობით პაციენტთა მხრიდან. მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია გადაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, დეპრესია, გულისრევა, მადის დაკარგვა, ყაბზობა ან დიარეა, ქავილი ან პირის სიმშრალე. აღნიშნული მოვლენები დროებითია და პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე ქრება.

იშვიათად – კანის ჰიპერემია, სახსრების შეშუპება, კუნთების სისუსტე, სიცივის შეგრძნება კიდურებში. სისხლის წნევის დაქვეითება, გულის რითმის დარღვევა (50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში) ან გულის უკმარისობის ნიშნების განვითარება, ლიბიდოს დაქვეითება, საცრემლე სითხის სეკრეციის შემცირება, ცრემლდენის დაქვეითება და თვალის სიმშრალის შეგრძნება. პრეპარატით მკურნალობის შედეგად გამოწვეული სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ, 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, გულის მწვავე უკმარისობა, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა სინუსური ბრადიკარდია (50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში), ტრავმით გამოწვეული მდგომარეობა (ჰემოცირკულაციის მოშლა), არტერიული ჰიპოტონია, ბრონქული ასთმა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს (განსაკუთრებით I და ბოლო ტრიმესტრში) და ლაქტაციის პერიოდში ატებლოკორის გამოყენება აბსოლუტური ჩვენების გარდა რეკომენდუბლი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

ატენოლოლი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში იწვევს ადინამიას და თავბრუსხვევას. ამიტომ ავადმყოფებს პრეპარატის მიღების პერიოდში, ეკრძალებათ ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. აღნიშნული ეფექტი ძლიერდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ.

ატებლოკორი სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნით (ფეოქრომოციტომით) და შაქრიანი დიაბეტით (განსაკუთრებით სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობის დროს) შეპყრობილ პაციენტებს.

ჭარბი დოზირება: ვლინდება მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდიით, რომელიც მოითხოვს ექიმთან კონსულტაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ატენოლოლით მკურნალობის პროცესში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ.

ატენოლოლის კომბინაციით ნიფედიპინთან, ვერაპამილთან, კოლოიდინთან, დილთიაზემთან შესაძლებელია ბრადიკარდიის განვითარება და/ან ჰიპოტენზია. ატენოლოლი აძლიერებს დიურეზული საშუალებების (ჰიდროქლორთიაზიდის) მოქმედების ეფექტს და ამით ამცირებს სისხლის არტერიულ წნევას.

ატენოლოლის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (იბუპროფენი, ინდომეტაცინი) კომბინაციით მცირდება პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი.

სისხლის არტერიული წნევის მომატების რისკის გამო, ატენოლოლის კომბინაცია წინააღმდეგნაჩვენებია მაო-ს ინჰიბიტორებთან (ანტიდეპრესანტებთან).

ატენოლოლი აძლიერებს ინსულინისა და სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების ეფექტს.

ატენოლოლის მიღება ხელს უწყობს ჰიპოგლიკემიის სიმპტომების  – ტაქიკარდიის, ოფლიანობის და ტრემორის მასკირებას.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  4 წელი.

ადეპი 30მგ #30ტ

ადეპი Adep

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური სუბსტანცია-მირტაზაპინი 30მგ;

დამხმარე საშუალებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. ოპადრაი კრემისფერი (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი შავი (E172).

ადეპი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების სახელით ცნობილი პრეპარატების კლასს. როგორც წესი, ეფექტი ვლინდება 2-4 კვირის შემდეგ.

ჩვენება: ადეპი გამოიყენება დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ. თუ ექიმმა ეს პრეპარატი დანიშნა სხვა მიზნებისთვის, საჭირო არის ექიმის მითითებების დაცვა.

უკუჩვენება: ადეპი, არ მიიღება თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა: თუ პაციენტს აქვს ეპილეფსია ან ნებისმიერი მსგავსი თავის ტვინის დაავადება; ღვიძლის დაავადება (მაგ. სიყვითლე); თირკმელების დაავადება; გულის დაავადება; მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა; ფსიქოტური დარღვევები, მაგ. შიზოფრენია ან მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა (ცვალებადი პერიოდები ეიფორიით-ჭარბი ენერგიით და ცუდი გუნება-განწყობით); ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, გვიანი გამოვლინების; გლაუკომა; შარდვის დარღვევები (მაგ. პროსტატის გადიდების გამო); თუ დაქვეითებული აქვს ინფექციისადმი რეზისტენტობა. თუ მირტაზაპინით მკურნალობის დროს აღინიშნა ლეიკოპენიის შემთხვევები, უნდა მიემართოს ექიმს. უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აქვს რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა. ადეპმა შეიძლება გაზარდოს ალკოჰოლის ეფექტები. ამიტომ, რეკომენდებული არ არის ალკოჰოლის მოხმარება ადეპით მკურნალობის პერიოდში. იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ სუიციდთან დაკავშირებული მოვლენები, ავლენენ სუიციდურ განზრახვებს მკურნალობის დაწყებამდე, იმყოფებიან სუიციდური აზრების ან სუიციდის მცდელობების მომატებული რისკის ქვეშ აუცილებელი არის ასეთი პაციენტების გულდასმითი მონიტორინგი. გარდა ამისა, არსებობს ახალგაზრდა მოზრდილებში სუიციდური აზრების მომატებული რისკის ალბათობა. პაციენტებს (და მათ მომვლელებს) უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ აკონტროლონ ამგვარი მოვლენების განვითარება და ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

ორსულობა და ლაქტაცია: ადეპი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით. ადეპით მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგომისას უნდა მიემართოს ექიმს.

ლაქტაცია: ადეპი ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა:

მიუხედავად იმისა, რომ მირტაზაპინი არ არის მოწოდებული კონტეინერში წითელი სამკუთხედით, ადეპმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ: ადეპი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი). გამოიყენება სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ლაქტოზას ან გალაქტოზას აუტანლობა.

სხვა პრეპარატების გამოყენება: ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადეპზე ან პირიქით ადეპმა იმოქმედოს სხვა პრეპარატებზე: მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები; ბენზოდიაზეპინები; თუ მიტრაზაპინთან ერთად გამოიყენება სხვა სეროტონინერგული პრეპარატები, არსებობს ურთიერთქმედების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომის განვითარება. ადეპტან ერთად ნებისმიერი სხვა პრეპარატის, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში: მირტაზაპინი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. სუიციდის აზრები და დეპრესიული მდგომარეობის ან აგზნებითი მდგომარეობის გაუარესება: თუ პაციენტს აქვს დეპრესია და-ან აგზნებითი დარღვევები,ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეს საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის აზრები. ეს შეიძლება უფრო მეტად იყოს გამოხატული ანტიდეპრესანტების მიღების დასაწყისში, ვინაიდან ამ პრეპარატებს მოქმედებისათვის სჭირდება დრო, ჩვეულებრივ დაახლოებით ორი კვირა, ზოგჯერ კი მეტიც. ამგვარი მოვლენების რისკი უფრო მაღალია: თუ ადრე პაციენტს ჰქოპნდა საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის აზრები, თუ არის ახალგზარდა მოზრდილი. კლინიკური ცდებით მიღებული მონაცემები აჩვენებს სუიციდური ქცევის მომატებულ რისკს ფსიქიკური მდგომარეობების მქონე 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომლებიც სამკურნალოდ ღებულობდნენ ანტიდეპრესანტს. თუ ნებისმიერ დროს პაციენტს გაუჩნდა საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის აზრები, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს ან საავადმყოფოს. შესაძლებელი არის რომ პაციენტმა ნათესავს ან ახლო მეგობარს უთხრას დეპრესიის ან აგზნების შესახებ და სთხოვოს მას, წაიკითხოს ეს დანართი ფურცელი. შეაძლებელი არის ასევე მას ჰკითხოს აზრი მისი მდგომარეობის გაუარესების შესახებ ან თუ ისინი შეწუხებულნი არიან პაციენტის ქცევის ცვლილების გამო.

მიღების წესი: ექიმი აუხსნის პაციენტს ადეპის მიღების წესსა და დოზას.

მოზრდილები: საწყისი სადღეღამისო დოზა არის 15-30 მგ. ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს ყველაზე ეფექტური სადღეღამისო დოზის მისაღწევად. ოპტიმალური მკურნალობისათვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ადეპი მიიღოს ყოველ დღე.

ხანდაზმულები: დოზა არის იგივე, როგორიც მოზრდილებში.

ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე: მირტაზაპინი არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.

პრეპარატი მიიღება ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს, უმჯობესია ერთჯერადად, ძილის წინ. ექიმის რჩევით, სადღეღამისო დოზა პაციენტმა შეიძლება მიიღოს ორ მიღებაზე: ერთი დოზა დილით და მეორე საღამოს. უფრო მაღალი დოზა მიიღება საღამოს. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით, დაუღეჭავად, ვინაიდან ტაბლეტები არის მწარე. შეიძლება ტაბლეტების ორ ნაწილად გაყოფა. მკურნალობის შეცვლა ან შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

დოზის გამოტოვება: თუ პაციენტი ღებულობს ერთ სადღეღამისო დოზას ძილის წინ და დაავიწყდა მისი მიღება, გამოტოვებული დოზა მომდევნო დილას აღარ მიიღება, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა დღის განმავლობაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ღამით ჩვეულებრივ დროს. თუ პაციენტი ღებულობს დღეში ორ ტაბლეტს (ერთ დოზას დილით საუზმის შემდეგ და მეორე დოზას საღამოს ძილის წინ) და დაავიწყდა ერთი ან ორივე დოზის მიღება, საჭირო არის შემდეგი ინსტრუქციების დაცვა: თუ პაციენტს დაავიწყდა დილის დოზა, ის მიიღება ღამის დოზასთან ერთად, თუ დაავიწყდა ღამის დოზა, გამოტოვებული დოზა არ მიიღება მომდევნო დილას. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი დოზით დილით და ღამით. თუ პაციენტს დაავიწყდა ორივე დოზა, გამოტოვებული დოზა არ მიიღება. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი დოზით დილით და ღამით. თუ ექიმი პაციენტს დაუნიშნავს სხვა დოზებს, საჭირო არის ექიმის მითითებების დაცვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ყველა პრეპარატის მსგავსად, ადეპმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება ადეპით მკურნალობის დროს: ძილიანობა ან დაღლილობა; მადის მომატება და წონაში მომატება; თავბრუხვევა; თავის ტკივილი. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: 30მგ ორმხრივ ამობურცული შემოგარსული მოგრძო ფორმის ტაბლეტი, გამყოფი ზოლით.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 250C-ზე, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: ადეპი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

შეფუთვა: 10 შემოგარსული ტაბლეტი ალუმინის ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: “Combino Pharm Malta Ltd”, მალტა.

ატარაქსი – ATARAX – АТАРАКС

საერთაშორისო დასახელება:

HYDROXYZINE

მწარმოებელი: UCB FARCHIM, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროქსიზინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანქსიოლიტური საშუალება

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში: 25 ც.

1 ტაბ.

ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი  ……..   25 მგ

 

ვრცლად ჰიდროქსიზინი

5-ჰტპ 50მგ#60ტ(ჰიდროქსიტრიფტოფ

49.49 ლარი
46.52 ლარი

ქვეყანა: ინგლისი

მწარმოებელი: ჰელს ეიდი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ატარალგინი – ATARALGIN – АТАРАЛГИН

მწარმოებელი: LECHIVA, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი+კოფეინი +გუაიფენეზინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული პრაპარატი;  ანილიდები; ანალგეტიკი და სიცხის დამწევი

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

თვისებები:  პარაცეტამოლი არის ფენაცეტინის მეტაბოლიტი, ანალგეზიური ფარმაკოლოგიური მოქმედებით, თუმცა გვერდითი მოვლენები ნაკლებად აქვს გამოხატული.

უპირველეს ყოვლისა ახდენს მიოანალგეზიურ მოქმედებას.

გუაიფენეზინი არის ანქსიოლიტიკი, რომელიც ამაღლებს პარაცეტამოლის თერაპიულ მოქმედებას ერთდროულად აქვეითებს მის ტოქსიურობას. ატარალგინში მცირეა მისი შემცველობა და რეკომენდირებულ დოზებში ის მცირედ ახდენს გავლენას სიფხიზლეზე.

კოფეინი სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედების გამო ასუსტებს თავის ტკივილს, უპირატესად სისხლძარღვოვანი წარმოშობისას.

ატარალგინის ანალგეზიური მოქმედება ვლინდება მიღებიდან პირველ საათებში და ნარჩუნდება 4 საათს.

ჩვენებები:

  • თავის ტკივილი, ხერხემლიდან მომდინარე ტკივილი, სახსრების ზომიერი ტკივილი.

დოზირება:

დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ ინიშნება 1–2 ტაბლეტი დღეში, აუცილებლობისას – 3–6 ტაბლეტი დღეში რამდენიმე მიღებაზე.

მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს.

უკუჩვენებები:

აბსოლუტური – მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ; ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადება; შედარებითი – myasthenia gravis.

სიფრთხილის ზომები:

ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდირებული პრეპარატის ხანგრძლივად მიღება. პრეპარატის მიღების დროს საჭიროა თავშეკავება ყველა სახის პოტენციურად საშიში მოქმედებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს.

ორსულობა და ლაქტაცია:

თუ დედა ლაქტაციის პერიოდში ხანგრძლივი დროის მანძილზე ღბულობდა პარაცეტამოლს, ის ხვდება დედის რძეში და ბავშვში იწვევს მეტჰემოგლობინემიას;

კოფეინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში 1–2% შემთხვევაში აღინიშნება უმადობა, ღებინება. ალერგიისკენ მიდრეკილ პირებში შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ბრონქოსპაზმი.

იშვიათ შემთხვევაში სისხლის მიმოქცევაში დარღვევები ვლინდება (ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია), უფრო ხშირად იმ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციისას, რომლებიც იწვევენ სისხლის პათოლოგიურ ცვლილებას.სუსტი მეტჰემოგლობინემია.

ჭარბი დოზირებისას იქმნება სერიოზული საშიშროება თირკმელებისა და ღვიძლის დაზიანებისა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

– პარაცეტამოლი მაღლა სწევს აცეტილსალიცილის მჟავის შრატისმიერ დონეს, ახანგრძლივებს ქლორამფენიკოლის  ბიოლოგიურ ნახევარპერიოდს, აძლიერებს დიკუმარინული ჯგუფის პრეპარატების მოქმედებას.

– გუაიფენეზინი ახდენს ალკოჰოლის, ტრანკვილიზატორების და საერთო მოქმედების ანესთეტიკების დამთრგუნველი ეფექტის პოტენცირებას  ცნს–ზე.

– კოფეინი ასუსტებს ნეიროლეპტიკური პრეპარატების ანტიფსიქოტურ მოქმედებას;

კომბინაციაში სალიცილთან, კორტიკოიდთან ან არასტეროიდულ ანტირევმატულ საშუალებებთან კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანების რისკი მატულობს.

ჭარბი დოზირება:

ატარალგინის ჭარბი დოზირებისას პარაცეტამოლის შემცველობის გამო არაუგვიანეს 10 საათისა შეყვანილი უნდა იქნას ბრონქოლიზინი ან ვენაში ან წვეთოვანი ინფუზიის სახით 5% გლუკოზასთან საერთო დოზით 300მგ/კგ დღეში, შიგნით (ან ზონდით) – 70–140მგ/კგ 3–ჯერ დღეში.

5-ეიჩტიპი პლუსი#60კაფს

5-ეიჩტიპი პლიუსი

5-HTP PLUS

საკვები დანამატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

შემადგენლობა

ყოველი კაფსულა

5-HTP (5-ჰიდროქსიტრიფტოფანი, Griffonia simplicifolia-ს ექსტრაქტი

200 მგ

ტაურინი

100 მგ

გლიცინი

50 მგ

ინოზიტოლი

50 მგ

ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი)

20 მგ ნიაცინის ექვივალენტი

ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა)

8 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)

2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:

  • აუმჯობესებს გუნება-განწყობას
  • ხელს უწყობს დამშვიდებასა და განტვირთვას

ადამიანის ორგანიზმი 5-HTP-ს იყენებს სეროტონინის სინთეზისთვის – ქიმიური მესინჯერი, რომელიც უხრუნველყოფს ნერვულ უჯრედებს შორის იმპულსის გადაცემას. 5-HTP დადებით ეფექტებს ავლენს დეპრესიის, შფოთვისა და წონის მატებისას. 5-HTP მონაწილეობს მელატონინის სინთეზში და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

ტაურინი – მოქმედებს თავის ტვინის იგივე რეცეპტორებზე, რომლებზეც მოქმედებს გლიცინი და გამა ამინობუტირის მჟავა, რითაც უზრუნველყოფს რელაქსაციას.

ინოზიტოლი – ხელს უწყობს დეპრესიის, შფოთვისა და ფსიქიური აშლილობების გამოვლინების შემცირებას „ბედნიერების“ ჰორმონების – სეროტონინისა და დოფამინის სინთეზის გაზრდით.

გლიცინი – ნეიროტრანსმიტერი როგორც ამგზნები, ისე შემაკავებელი მოქმედებით -იწვევს როგორც ტვინის სტიმულაცია და ნერვული სისტემის აქტივობის ზრდა, ისე -მის დამშვიდებას. აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, კოგნიტურ ფუნქციებს, გუნება-განწყობას, მადასა და საჭმლის მონელებას, იმუნურ სისტემის ფუნქციებს, ტკივილის რეცეპტორების მუშაობასა და ძილს.

ვიტამინი C– ამცირებს შფოთვას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

B-ვიტამინები – ამშვიდებენ ნერვულ სისტემას და არეგულირებენ გუნება-განწყობასა და ენერგიას. ხელს უწყობენ მელატონინისა და სეროტონინის სინთეზს, აუცილებელი კომპონენტებია ძილისა და გუნება-განწყობის ფორმირებაში. აუმჯობესებენ ტვინის მეტაბოლიზმს და განაპირობებენ ნეიროტრანსმიტერების ბალანსს თავის ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის.

უკუჩვენებები:  შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესი: თითო კაფსულა დღეში.

საკვები დანამატი. არ გამოიყენება ბალანსირებული დიეტის ნაცვლად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზს.

შენახვის წესები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერზე, 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი Fortex Nutraceuticals Ltd, ბულგარეთი, სოფია, პროლადენ კატ ქ. 10

საკვები დანამატი.

ასფორმინი – ASFORMIN – АСФОРМИН

საერთაშორისო დასახელება:

METTFORMIN

მწარმოებელი: ალი რაიფ სანაიი ა.შ., თურქეთი

მოქმედი ნივთირება: მეტფორმინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები;  ბიგუანიდები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარს. ტაბ. 1000 მგ.

ფარმაკოდინამიკა:

მეტფორმინი ბიგუანიდების ჯგუფის წარმომადგენელია; შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს პლაზმაში ბაზალური და პოსტპრანდიალური გლუკოზის დონის შემცირებით აუმჯობესებს გლუკოზისადმი ტოლერანტობას. მოქმედების მექანიზმი განსხვავდება სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების მექანიზმისგან.

მეტფორმინს აქვს სამმაგი მოქმედება:

1) ღვიძლში გლუკონეოგენეზის შეფერხებით ამცირებს გლუკოზის დონეს;

2) გლუკოზის პერიფერიული უტილიზაციის გაზრდით ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას;

3) ამცირებს გლუკოზის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

სულფანილშარდოვანას პრეპარატებისგან განსხვავებით მეტფორმინი არ ზრდის ინსულინის სინთეზს, როგორც მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებში, ისე ჯანმრთელ პირებში; ამიტომაც, არ იწვევს ჰიპოგლიკემიას და ჰიპერინსულინემიას. მეტფორმინით მკურნალობისას, უზმოდ ინსულინის დაქვეითებას და დღეღამური ინსულინური პასუხის შემცირებას თან არ ახლავს ინსულინის სეკრეციის ცვლილება.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა და ბიოშეღწევადობა: მეტფორმინის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას 50-60%-ია. კვლევების მიხედვით 850მგ-დან 2250მგ-მდე მეტფორმინის მიღებისას დადგინდა, რომ ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული დოზაზე. ამის მიზეზი არის მეტფორმინის არა იმდენად გამოყოფა, რამდენადაც სრული და საკმარისი შეწოვა. საკვების მიღება აფერხებს და ამცირებს მეტფორმინის შეწოვას. 850მგ მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები შედარდა საკვებთან ერთად მიღებისას და უზმოდ; საშუალოდ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) 40%-ით ნაკლებია, AUC 25%-ით დაბალია და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) 35 წუთით ხანგრძლივია. ამ სხვაობათა კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილი არ არის.

განაწილება: მეტფორმინი უმნიშვნელო რაოდენობით უკავშირდება ცილებს. სტანდარტული დოზების მიღებისას სისხლში წონასწორული კონცენტრაციის მიიღწევა ხდება 24 – 48 საათში.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა: მეტფორმინი გამოიყოფა თირკმელებით შეუცვლელი სახით, არ მეტაბოლიზდება ღვიძლში და არ გამოიყოფა სანაღვლე გზებით. მეტფორმინის თირკმლის კლირენსი დაახლოებით 3.5-ჯერ მაღალია კრეატინინის კლირენსზე. ეს დაკავშირებულია პრეპარატის უპირატესად მილაკოვანი სეკრეციასთან.მეტფორმინის პერორალური მიღებისას 24სთ-ში დაახლოებით მისი 90% გამოიყოფა. ნახევრადგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 6.2 სთ-ია.

ჩვენებები:

მეორე ტიპის დიაბეტისას მეტფორმინი გამოიყენება გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესებისთვის როგორც მონოთერაპიის, ასევე დამატებითი ღონისძიების სახით, დიეტით მკურნალობასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად.

მეტფორმინი გამოიყენება ბავშვებში 10 წლის ზევით.

პრეპარატის გამოყენება მოზრდილებში შეიძლება (17 წლის ზევით) გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესებისთვის სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან, ან ინსულინთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში მეტფორმინით მკურნალობის სტანდარტული დოზირება არ არსებობს. მეტფორმინის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ დღეღამურ დოზას.

მაქსიმალური დღეღამური დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 2550მგ-ს; ბავშვებისთვის (10 -16 წელი) –  2000მგ.

მეტფორმინი მიიღება დაყოფილი დოზით ჭამის დროს. იმისათვის, რომ გვერდითი ეფექტები მინიმუმამდე დავიყვანოთ საჭიროა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა, მკურნალობა დაიწყოს მინიმალური დოზით.

გამოყენება მოზრდილებში: გვერდითი ეფექტები მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა, მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური დოზით და შემდეგ საჭიროების მიხედვით თანდათან გაიზარდოს. მეტფორმინის საწყისი დოზა არის 500მგ 2ჯერ დღეში ან 850მგ ერთხელ დღეში. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2000მგ დღეღამურ დოზას, კვირაში 500მგ-ით, ხოლო 2 კვირაში 850მგ-ით უნდა მოემატოს. ორი კვირის შემდეგ შესაძლებელია 850მგ ორჯერ დღეში დაინიშნოს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ მაქსიმალურ დღიურ დოზას 2550მგ აუცილებელია გაუკონტროლდეთ გლუკოზის მაჩვენებელი სისხლში. ტოლერანტობის გაუმჯობესების მიზნით 2000მგ-ზე მეტი დოზა უმჯობესია დაინიშნოს დღეში ორჯერ.

გამოყენება ბავშვებში: 500მგ მეტფორმინი ორჯერ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 500მგ–მდე კვირაში. მაქსიმალური დღიური დოზა არის 2000მგ. დოზა მიიღება დაყოფით.

დიაბეტის სხვა  სამკურნალო პრეპარატებიდან მეთფორმინზე გადასვლა.

პაციენტებს რომლებიც იღებდნენ სხვა სტანდარტულ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს (ქლორპროპამიდის გარდა) არ სჭირდებათ გარდამავალი პერიოდი. ქლორპროპამიდი გამოიყოფა ორგანიზმიდან უფრო ხანგრძლივად, ამიტომაც მეტფორმინზე გადასვლისას შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია.

მოზრდილებში მეტფორმინის სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან ერთად კომპლექსური მკურნალობა: პაციენტებს თუ მეტფორმინით მკურნალობით 4 კვირის შემდეგ არ აქვთ შედეგი, მის მაქსიმალურ დოზასთან ერთად უნდა დაენიშნოთ სულფანილშარდოვანას წარმოებულები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მანამდე ამ ჯგუფის წარმომადენლებით მკურნალობა უეფექტო იყო. თუ პაციენტი ასეთი კომბინაციით ვერ იღებს შედეგს 1-3 თვის განმავლობაში საჭიროა ალტერნატიული თერაპიის ჩართვა ინსულინის გამოყენებით.

ჰიპერდოზირება: მეტფორმინის ძალიან დიდი დოზების მიღება არ იწვევს ჰიპოგლიკემიას. ამის მიუხედავად შეიძლება განვითარდეს ლაქტოაციდოზი. მეტფორმინი შეიძლება გამოიყოს ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

გვერდითი მოვლენები:

გასტროინესტინალური სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, წონის დაკლება (10%-ზე მეტი). ეს სიმპტომები დამახასიათებელია მკურნალობის დასაწყისში და გარდამავალია. გასტროინტესტინალური სიმპტომების შესამცირებლად რეკომენდებულია მეტფორმინის 2 ან 3 ჯერადად მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. დოზის თანდათანობითი მატება იწვევს გასტროინტესტინურ ტოლერანტობას. მეტალის გემო პირის ღრუში 3% შემთხვევაში გვხვდება. ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში აღწერილია ერითემის შემთხვევები. ასეთი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია (0.01%-ზე ნაკლები).

მეტფორმინის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს B12 ვიტამინის შეწოვის დარღვევა (0.01% ნაკლები).

იშვიათად შესაძლებელია ლაქტოაციდოზის განვითარება (0.03% შემთხვევა 1000 პაციენტში). არასასურველი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს!

უკუჩვენება:

მეტფორმინი უკუნაჩვენებია:

1. თირკმლის ფუნქციის დარღვევის და თირკმლის დაავადებების (შრატის კრეატინინის დონე 1.4მგ/დლ-სე ნაკლები) მქონე პაციენტებისთვის.

2. პაციენტებში, რომლებიც გადიან გულის უკმარისობის მკურნალობის კურსს.

3. მეტფორმინის მიმართ მაღალი მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

4. მწვავე და ქრონიკული მეტაბოლური აციდოზის დროს (დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური პრეკომა).

განსაკუთრებული მითითებები:

მეტფორმინი უკუნაჩვენებია ორსულობისას.

ძუძუთი კვება: ძუძუთი კვება მეტფორმინით მკურნალობისას უნდა შეწყდეს.

გამოყენება ბავშვებში: დადგენილია მეტფორმინის ეფექტურობა და უსაფრთხოება 10-16 წლის ასაკის პაციენტებში. ამ ასაკში დღეღამური დოზა 2000მგ-ს შეადგენს.

ლაქტოაციდოზი: მეტფორმინის დაგროვებასთან დაკავშირებით შესაძლებელია გამოვლინდეს იშვიათი, მაგრამ მძიმე გართულება – ლაქტოაციდოზი. ლაქტოაციდოზის შემთხვევების შემცირება შესაძლებელია კონტროლის გაძლიერებით, ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს ზრდის დიაბეტის ცუდი კონტროლი, ხანგრძლივი შიმშილი, ალკოჰოლის გადამეტებული მიღება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა და ჰიპოქსია. თირკმლის ფუნქციის კონტროლი: მეტფორმინი გამოიყოფა თირკმელებით. ამიტომაც, მისი დაგროვების და ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი რენული ფუნქციის დარღვევის ხარისხის პროპორციულია. ამის გამო, პაციენტებს, რომელთაც კრეატინინის დონე ასაკობრივ ნორმაზე მეტი აქვთ, მეტფორმინი არ ენიშნებათ.

ხანშიშესულ პაციენტებში მეტფორმინი ინიშნება სიფრთხილით და მინიმალური თერაპიული დოზით. 80 წლის ზევით პაციენტებში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი და ამ დროს პრეპარატი მაქსიმალური დოზით არ ინიშნება. იმის გამო, რომ ი/ვ კონტრასტულმა ნივთიერებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ავადმყოფებს რომელთაც რადიოლოგიური გამოკვლევა უტარდებათ მეტფორმინის მიღება 48 საათით ადრე უნდა შეუწყდეთ და პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა გააგრძელონ მკურნალობა.

ჰიპოქსიის შემთხვევები: ჰიპოქსია, კარდიოვასკულარული შოკი, გულის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი შესაძლოა გახდეს ლაქტოაციდოზის და პრერენალური აზოტემიის მიზეზი; ასეთ შემთხვევებში მეთფორმინის მიღება უნდა შეწყდეს.

ქირურგიაში გამოყენება: რაიმე სახის ქირურგიული ოპერაციის ჩატარების წინ (გამონაკლისს წარმოადგენენ ოპერაციები, რომელთა შემდეგაც პაციენტს შეუძლია კონცენტრირებული და თხიერი საკვების მიღება) პაციენტს უნდა შეუწყდეს მეტფორმინის მიღება და პრეპარატის გამოყენება თირკმლის ფუნქციის კონტროლის შემდეგ უნდა გააგრძელოს.

ალკოჰოლის მიღება: ალკოჰოლი მეტფორმინის მოქმედებას და რძის მჟავის მეტაბოლიზმს ააქტივებს. ამის შესახებ პაციენტი უნდა იქნას გაფრთხილებული, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების თავიდან აცილების მიზნით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის ფუნქციის დარღვევას შესაძლებელია თან ახლდეს ლაქტოაციდოზი; თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული და კლინიკური გამოკვლევებით, მეტფორმინი ინიშნება სიფრთხილით.

გლუკოზის დონის რეგულირების დარღვევა: გლუკოზის დარეგულირებული დონის მქონე პაციენტებში მაღალმა ტემპერატურამ, ტრავმამ, ინფექციამ ან ქირურგიულმა ოპერაციამ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის დარღვევა. ასეთ შემთვევებში, საჭიროა მეტფორმინის მოხსნა და ინსულინის დანიშვნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფუროსემიდი: ფუროსემიდი არ მოქმედებს მეტფორმინის თირკმლისმიერ კლირენსზე, ზრდის სისხლის პლაზმის Cmax 22%-ით, AUC15%-ით. მეტფორმინის ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას მეტფორმინი არ მოქმედებს მის თირკმლისმიერ კლირენსზე, ამცირებს Cmax 31%-ით და AUC 12%-ით; ნახევრადდაშლის პერიოდი მცირდება 32%-ით.

ნიფედიპინი: მოხალისეებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ნიფედიპინის ერთჯერადი დოზა ზრდის მეტფორმინის Cmax 20%-ით და AUC 9%-ით.

Tmax და ნახევრადდაშლის პერიოდი არ იცვლება. ნიფედიპინი ზრდის მეტფორმინის შეწოვას. მეტფორმინის მოქმედება ნიფედიპინზე მინიმალურია.

კათიონური პრეპარატები: კათიონური პრეპარატები (დიგოქსინი, მორფინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, რანიტიდინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი, ვანკომიცინი და ა.შ.), გამოიყოფიან რა მილაკოვანი სეკრეციით, თეორიულად შესაძლოა მოქმედებდეს მეტფორმინზე. მსგავსი ურთიერთქმედება ვლინდება ორალურად ციმეტიდინის გამოყენებისას. მეტფორმინის Cmax იზრდება 60%-ით და AUC 40%-ით. მეთფორმინი ციმეტიდინის ფარმაკოკინეტიკაზე არ მოქმედებს.

სხვა მედიკამენტები: პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ჰიპერგლიკემია, შესაძლოა გახდნენ გლიკემიის მაჩვენებელზე კონტროლის დაკარგვის მიზეზი. ეს პრეპარატებია: თიაზიდების ჯგუფის დიურეტიკები, ფენოთიაზინები, თიროიდული პრეპარატები, ესტროგენები, ორალური კონტრაცეპტივები, ფენიტოინი, ნიკოტინის მჟავა, სიმპატომიმეტიკები, კალციუმის არხების ბლოკატორები და იზონიაზიდი. იმის გამო, რომ მეტფორმინთან ერთად ამ პრეპარატების დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია, პაციენტები უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პრეპარატების მიღების შეწყვეტის შემდეგ ჰიპოგლიკემიის შესაძლო განვითარების გამო, პაციენტები, უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ. მეტფორმინის ცილებთან მცირე შეკავშირების გამო ის სუსტად მოქმედებს ისეთ პრეპარატებზე, რომლებიც ძირითადად უკავშირდებიან პლაზმის ცილებს (სულფანილამიდები, ქლორამფენიკოლი და პრობენიციდი).

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ზე ქვემოთ, ბნელ ადგილას. ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტით!

ასპროვიტი C – ASPROVIT C – АСПРОВИТ C

საერთაშორისო დასახელება:

ACETYLCALICILIC ACID+ ASCIRBIC ACID

მწარმოებელი: ვიტალე-XD

მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა+ასკორბინის მჟავა

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალებები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები;

აცეტილსალიცილის მჟავა ……………  400 მგ

ასკორბინის მჟავა ……………………… 300 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები.

აცეტილსალიცილის მჟავა ახდენს სიცხის დამწევ, ანალგეზიურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ასევე ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.

ასკორბინის მჟავა შესაძლებლობას იძლევა დაკმაყოფილდეს ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება C ვიტამინზე იმ დაავადებების დროს, რომლებსაც ახლავს ტემპერატურის მომატება, და ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია და მსგავსი მტკივნეული მდგომარეობები);

ცხელების მდგომარეობები ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.

უკუჩვენებები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში; „ასპირინისებური ასთმა“; აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებით გამოწვეულ ჭინჭრის ციებაზე, რინიტზე ჩვენებების არსებობა ანამნეზში;

ჰემოფილია, ჰემორაგიული დიათეზი, ჰიპოთრომბინემია; K ავიტამინოზი; თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;

ორსულობა (I და III ტრიმესტრები), ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა სალიცილატების მიმართ, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება შიგნით. წინასწარ ტაბლეტი იხსნება ოთახის ტემპერატურის ჭიქა სასმელ წყალში (200 მლ).

დოზა მოზრდილებისათვის: 1-2 ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში. დღე-ღამის უმაღლესი დოზა 8 ტაბლეტი.

გვერდითი მოქმედება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, მადის დაქვეითება, ტკივილები ეპიგასტრიაში, დიარეა; იშვიათად – კნტ ეროზიულ-წყლულოვანი დარღვევების, სისხლდენები განვითარება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის გამოფიტვა.

ცნს–ს მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის შექცევადი დარღვევები, შუილი ყურებში.

სისხლის წარმომქმნელი სისტემის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია, ანემია.

სისხლის შედედების სისტემის მხრივ: იშვიათად – ჰემორაგიული სინდრომი, სისხლდენის დროის გახანგრძლივება.

შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

უკუნაჩვენებია გამოყენება ორსულობის I და III ტრიმესტრებში. ორსულობის II ტრიმესტრში შესაძლებელია ერთჯერადი გამოყენება მკაცრი ჩვენებებით.

აცეტილსალიცილის მჟავა გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, რაც ზრდის ბავშვში სისხლდენების განვითარებას თრომბოციტების ფუნქციის დარღვევის შედეგად, ამიტომ ხანგრძლივი გამოყენებისას ლაქტაციის პერიოდში უნდა გადაწყდეს ლაქტაციის შეწყვეტის საკითხი.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებით, ბრონქული ასთმის, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების, მომატებული სისხლდენის ან შედედების საწინააღმდეგო თერაპიის ერთდროული ჩატარების დროს. აცეტილსალიცილის მჟავა მცირე დოზებშიც კი ამცირებს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფას, რაც შეიძლება გახდეს პოდაგრას მწვავე შეტევის მიზეზი მიდრეკილ პაციენტებში. ხანგრძლივი თერაპიის ჩატარების და/ან აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენების დროს დიდი დოზებით საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და ჰემოგლობინის რეგულარული კონტროლი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს ანთების საწინააღმდეგო სხვა  არასტეროიდული საშუალებების, ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ურიკოზული პრეპარატების (პრობენეციდი, მენზბრომარონი, სულფინპირაზონი), დიურეზულების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, მეტოტრექსატის მოქმედებას.

გლუკოკორტიკოიდებთან ერთად გამოყენება ზრდის კნტ-ის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების რისკს. აცეტილსალიცილის მჟავა ასუსტებს დიურეზულების, ანტიჰიპერტენზიული, ასევე პოდაგრას საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედებას, რომლებიც ხელს უწყობენ შარდმჟავას გამოყოფას.

აცეტილსალიცილის მჟავა ზრდის დიგოქსინის, ბარბიტურატებისა და ლითიუმის მარილების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. ერთდროული გამოყენებისას ანტაციდებთან, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის და/ან ალუმინის ჰიდროქსიდს, ნელდება და უარესდება აცეტილსალიცილის მჟავას შეწოვა.

ჭარბი დოზა:

ჭარბი დოზირების სიმპტომები: შუილი ყურებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება; სხეულის ტემპერატურის მომატება, ჰიპერვენტილაცია, კომა, სუნთქვის უკმარისობა.

მკურნალობა: ჭარბი დოზის პირველი სიმპტომების გამოვლინებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა; გამოხატული ჭარბი დოზის შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, სასწრაფო ჰოსპიტალიზირება.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:

2 წელი.

ასპირინი-დარნიცა – ASPIRIN-DARNITSA – АСПИРИН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

ACETYLSALICYLIC ACID

მწარმოებელი: DARNITSA, უკრაინა

მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშულება

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

აცეტილსალიცილის მჟავა ………   500 მგ

 

ვრცლად ასპირინი 100

ასპირინი კარდიო – ASPIRIN CARDIO – АСПИРИН КАРДИО

საერთაშორისო დასახელება:

ACETYLSALICYLIC ACID;

მწარმოებელი: BAYER AG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო საშუალება.

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

აცეტილსალიცილის მჟავა ………            100 მგ

1 ტაბ.

აცეტილსალიცილის მჟავა ………            300 მგ

დამატებით ნივთიერებები:

ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მეტაკრილის მჟავის კოპოლიმერი, ნატრიუმის ლაურიტი (1:1), ნატრიუმის დოდეცილ სულფატი, პოლისორბატი 80, ტალკი, ტრიეთილციტრატი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა.

ჩვენებები:

აცეტილსალიცილის მჟავა ხელს უწყობს თრომბოციტების აგრეგაციის შემცირებას და გამოიყენება:

  • არასტაბილური სტენოკარდიის დროს;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს;
  • განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკისათვის;
  • სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდეგ;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის პროფილაქტიკისთვის;
  • კორონარული არტერიების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის, მრავლობითი რისკ ფაქტორების არსებობისას.

ასპირინი კარდიო ინიშნება ასევე შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკისთვის.

მიღების წესები და დოზირება:

  • არასტაბილური სტენოკარდიის, სისხლძარღვებზე ოპერაციის დროს, თავის ტვინიზე სისხლის მომიქცევის მოშლის პროფილაქტიკისას რეკომენდებულია 100-300 მგ ასპირინი დღეში;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში ინიშნება 100 მგ დღეში;
  • განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია 300 მგ დღეში;
  • კორონარული თრომბოზის, შაკიკის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება 100-200 მგ დღეში ან 300 მგ ყოველ მეორე დღეს.

მიღების წესი: ინიშნება ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.

აორტო-კორონარული შუნტირებისას ინიშნება 24 საათის გასვლის შემდეგ.

როგორც ანტიაგრეგანტი ინიშნება ხანგრძლივად ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი მოვლენები:

ხშირია: ტკივილი, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

ზოგჯერ: გულისრევა, ღებინება.

იშვიათად: სისხლდენა და კუჭის წყლულის განვითარება. შავი ფერის განავალის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია; ალერგიული რეაქციები.

ერთეულ შემთხვევებში: თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოგლიკემია, კანის მხრივ მძიმე ალერგიული რეაქცია.

უკუჩვენებები:

უკუნაჩვენებია ისეთი დაავადებებისას, როდესაც წამლის მიღება, საერთოდ შეზღუდულია. ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს პაციენტის მიერ გადატანილი თანმხლები დაავადებების, ჩატარებული მკურნალობის, მავნე ჩვევების და ცხოვრების წესის შესახებ.

ასპირინი უკუნაჩვენებია:

 

  • მომატებული მგრძნობელობა ასპირინის და სალიცილატების მიმართ;
  • ჰემორაგიული დიათეზი;
  • კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების სტადიაში;
  • ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

 

ექიმის მეთვალყურეობით ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

 

  • ბრონქული ასთმის დროს;
  • ანტიკოაგულანტებთან და ჰეპარინთან ერთად;
  • ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;
  • კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის ქრონიკული და მორეციდივე დაავადებების დროს;
  • თირკმელების დაავადებისას;
  • ღვიძლის მძიმე დაზიანებისას;
  • ორსულობის 1-2 ტრიმესტრში 300 მგ-ზე მეტი.

 

განსაკუთრებული მითითებები:

ბავშვებში და მოზარდებში ცხელების დროს ასპირინი სიფრთხილით ინიშნება. ასპირინის ფონზე ღებინების განვითარება რეის სინდრომზე მიუთითებს, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასპირინს შეუძლია ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირება ასთმით დაავადებულებში, სასუნთქი გზების დაავადებების, მომატებული მგრძნობელობისას ანტირევმატული და ანალგეზიური მოქმედების წამლების მიმართ, ალერგიების შემთხვევაში.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხანგრძლივი და უკონტროლო მიღება აზიანებს თირკმლის ფუნქციას.

ორსულობის ბოლო მესამედში ასპირინი უკუნაჩვენებია შესაძლოა სამშობიარო გართულებების გამო. არასასურველია მისი მიღებაც პირველი 6 თვის განმავლობაში. მცირე რაოდენობით ასპირინი გადადის დედის რძეში, ამიტომ 300 მგ-ზე მეტი დოზით იგი არ ინიშნება.

პაციენტები კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციური უკმარისობით, გულის უკმარისობით, საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას. იშვიათად ასპირინის ხანგრძლივი მიღება იწვევს ანემიას ფარული სისხლდენის გამო. თავბრუსხვევა და ყურებში შუილი ბავშვებში და ხანდაზმულებში პრეპარატის ჭარბი დოზირების გამოვლენაა. ასთმით, ცხვირის პოლიპებით, სხვადასხვა ალერგიებით დაავადებულები არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას ასთმის შეტევის პროვოცირების რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ასპირინის მცირე დოზაც კი ამცირებს შარდმჟვა მარილების გამოყოფას ორგანიზმიდან, რაც პოდაგრის შეტევის მიზეზი შეიძლება გახდეს. ოპერაციის წინ ასპირინის მიღებისას ქირურგი ინფორმირებული უნდა იყოს ამის შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ასპირინი კარდიო აძლიერებს:

 

  • ანტიკოაგულანტების მოქმედებას;
  • ალკოჰოლთან და კორტიკოსტეროიდებთან დანიშვნისას კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკს;
  • ზრდის დიგოქსინის, ბარბიტურატების, ანტირევმატული წამლების კონცენტრაციას სისხლში;
  • იწვევს ჰიპოგლიკემიას სულფანილშარდოვანას პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას;
  • აძლიერებს მეტოტრექსატის მოქმედებას;
  • აძლიერებს სულფანილამიდების მოქმედებას;
  • აძლიერებს ტრიიოდთირონინის მოქმედებას;

 

ერთდროული დანიშვნისას ამცირებს ალდოსტერონის ანტაგონისტების, მარყუჟოვანი შარდმდენების, ჰიპოტენზიური საშუალებების, შარდმჟავას გამომყოფი წამლების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!