30.00 ლარი
28.19 ლარი
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: ნატურე ფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
30.00 ლარი
28.19 ლარი
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: ნატურე ფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
6.00 ლარი
5.64 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: ბორშაგოვკა ქფქ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
21.10 ლარი
19.84 ლარი
ქვეყანა: საფრანგეთი
მწარმოებელი: ლაბორ. მაიოლი საფრანგეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
იმუჰენზა
მცენარეული წარმოშობის იმუნომასტიმულირებელი საშუალება
შემადგენლობა: ვიტამინი C – 100მგ, ექინაცეას ექსტრაქტი -100მგ, ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი -100მგ, ნივრის ექსტრაქტი – 40მგ, ჟენშენი – 20მგ, როიალ – ჟელე -70 მგ, კატისბრჭყალა -20 მგ.
ჩვენება: იმუნიტეტის დაქვეითება, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, სასუნთქი სისტემის ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქება, ორგანიზმის საერთო გადაღლა, დაცვა სეზონური ინფექციებისგან.
ფარმაკოლოგიური თვისებები: იმუჰენზა მცენარეული წარმოშობის იმუნოსტიმულატორია ანტიოქსიდანტური და ზოგადმატონიზირებელი მოქმედებით, ეფექტურად აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს, ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი. იმუჰენზას აქვს გამოხატული ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მისი მოქმედება დამყარებულია შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე: ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენარაციას, ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს. ექინაცეას ექსტრაქტს ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანთებისაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება, მის შემდაგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერებები აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ ძალებს, ლეიკოციტების რიცხვის გაზრდით და მაკროფაგების ფაგოციტოზის აქტივაციით მოქმედებენ იმუნიტეტის არასპეციფიკური სტიმულატორების სახით, ისინი უზრუნველყოფენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების განადგურებას, იცავენ ორგანიზმს სასუნთქი სისტემის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისაგან. ნიორი მდიდარია ფიტონციდებით (განსაკუთრებით ალიცინი), რომელიც ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას, ხასიათდება ძლიერი ანტიბაქტერიული , ანტივირუსული, ანტიპარაზიტული მოქმედებით. ალიცინის გარდა ნიორი შეიცავს სხვა ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს, ფლავანოიდებს , B ჯგუფის , A, D, E და C ვიტამინებს, აგრეთვე მინერალებსა და მიკროელემენტებს. ნივრის ექსტრაქტი ხასიათდება ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური თვისებებით. ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. კატისბრჭყალა (უნკარია) – მისი მოქმედება ძირითადად განპირობებულია მასში ალკალოიდების, გლიკოზიდების, ფლავანოიდების არსებობით. ხასიათდება ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. T ლიმფოციტების, მაკროფაგების აქტივაციის და ლეიკოციტების ფაგოციტოზის უნარის გაზრდის ხარჯზე იწვევს იმუნური სისტემის სტიმულაციას. მოქმედებს უჯრედული იმუნიტეტის დონეზე. ჟენშენი სწრაფად აღადგენს ძალებს, ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და ანტიკანცეროგენული მოქმედება. ნორმაში მოყავს დაბალი არტერიული წნევა, აუმჯობესებს მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარს. ჟენშენი არის ძლიერი ადაპტოგენი (ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას სტრესების მიმართ, უაროფითი გარე ფაქტორებისადმი). როიალ – ჟელე წარმოადგენს ერთადერთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ამინომჟავეებს, ვიტამინებს და მიკროელემენტებს. მას აქვს ძლიერ გამოხატული იმუნომოდულატორული, ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. იგი გამოიყენება ენერგიის მოსამატებლად, ორგანიზმის დამცველობითი ძალების სწრაფად აღსადგენად, ებრძვის ნაადრევ დაბერებას, აუმჯობესებს მხედველობას და მეხსიერებას, ააქტიურებს შინაგანი ჯირკვლების მოქმედებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას. ფიჭვის ქერქის ექსტრაქტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, მუკოლიზური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული მოქმედება, შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს (ოლიგომერული პროანთოციანიდის კომპლექსი), რომელიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებისგან უჯრედების დაზიანებას
მიღება და დოზირება: 1 კაფსულა დღეში ჭამის შემდეგ , 4-8 კვირა
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა
მწარმოებელი: ამვილაბი – აშშ.
სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს FDA – ს მიერ.
პრობაკ–ლაიფი კაფს.N30
წამლისფორმა:
პერორალური კაფსულები. N10 კაფსულა შეფუთვაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება. ეუბიოტიკი.
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 კაფსულა შეიცავს:
Lactobacillus Acidophilus 2 მილიარდი
Lactobacillus rhamnosus 2მ ილიარდი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრობაკ–ლაიფი არის კომპლექსური პრეპარატი. იგი შეიცავს ადამიანის ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის კომპონენტებს ლაქტობაქტერიების ცოცხალი უჯრედების სახით. პრეპარატი მზადდება ანტიბიოტიკრეზისტენტული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ გამძლე შტამებისაგან, რაც განაპირობებს მისი კომპონენტების მდგრადობას სხვადასხვა ჯგუფის ქიმიური მედიკამენტების მიმართ.
ლაქტობაქტერიები – Lactobacillaceae-ს ოჯახის ბაქტერიების სახეობაა, რომელიც აერთიანებს გარამდადებით უმოძრაო არასპორწარმომქნელ ანაერობულ ჩხირებს, რომლებიც შლის ნახშირწყლებს რძემჟავას წარმოქმნით. მათ მიერ შექმნილი მჟავე გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების განვითარებას, რომლებიც შეადგენს ბიოცენოზისა და ადამიანის ორგანიზმის სხვა ნორმალური მიკროფლორის 85-95%-ს.
ლაქტობაქტერიებს შეუძლია გაააქტიუროს უჯრედების იმუნიტეტი და იმუნოგლობულინების გამომუშავება. ლაქტობაქტერიების იმუნომასტიმულირებელ თვისებას უკავშირებენ მათი უჯრედის კედელში პეპტიდოგლიკანების არსებობას, რომლებსაც იმუნომამოდულირებელი მოქმედება გააჩნია.
ლაქტობაქტერიების ამ შტამების უპირატესობას წარმოადგენს მაღალი რეზისტენტობა კუჭის წვენისა და ნაღვლის მჟავების ზემოქმედების მიმართ. მაგ. კუჭის მჟავე გარემოში 30-წუთიანი გაჩერების შემდეგ, მიკროორგანიზმის დაახლოებით 80% ცოცხალი რჩებოდა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ბაქტერიებს გააჩნიათ ნაწლავის კედლის რეცეპტორებზე მიმაგრებისა და 7-15 დღის განმავლობაში ცოცხლად გადარჩენის უნარი.
ჩვენებები:
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
სხა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
არ შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენთებთან კომბინაციაში გამოყენება.
გვერდითი მოქმედება:
გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის.
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:
1-2 კაფსულა დღეში ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
პრეპარატი მიიღება ჭამის დროს, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა 20 დღეს შეადგენს.
ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის პრეპარატი მიიღება ანტიბიოტიკების მიღებამდე ორი საათით ადრე ან ანტიბიტოკების მიღებიდან ორი საათის შემდეგ. გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ანტიბიოტიკების დანიშვნის ვადით. ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დიარეის მკურნალობისას – დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. შემდეგ შეიძლება პროფილაქტიკურ გამოყენებაზე გადასვლა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობის სამივე ტრიმესტრში და მთელი ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 2ºC -8ºC ტემპერატურაზე (მაცივარში).
გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: Life On Healthcare Ltd. – დიდი ბრიტანეთი
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შ.პ.ს ვიტ ჯორჯია ფარმი
იმუცინკი 100 მლ სუსპენზია
İMMUZİNC®
5 მლ (ერთი კოვზი)
შეიცავს:
ვიტამინი C – 50 მგ
ბეტა გლუკანი – 10მგ
ვიტამინი E – 5 მგ
თუთია – 3,5 მგ
სელენი – 15 მკგ
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, შაქრის სიროფი, გლიცეროლი, ფორთოხლის და მანგოს არომატიზატორები, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი. L ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) (%1,00), თუთიის სულფატი (თუთია) (%0,3078), DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) (%0.20), ბეტა გლუკანი (%0,20), L- სელენმეთიონინი (სელენი) (%0,00075).
ფარმაკოლოგიური თვისებები: იმუცინკი შედგება მაღალხარისხოვანი ნატურალური კომპონენტებისგან. აქვს იმუნომასტიმულირებელი, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური მოქმედება.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: biologiurad aqtiuri danamati.
ჩვენებები:
უკუჩვენებები: პრეპარატში არსებული კომპონენტებისადმი მგრძნობელობა.
მიღების წესი და დოზა : 5 მლ ერთხელ დღეში საკვებისგან დამოუკიდებლად, 6 თვის ასაკიდან. კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
შეფუთვის ფორმა
სუსპენზია, 100 მლ ბოთლში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში. გამოყენების წინ ბოთლი შეანჯღრიეთ.
შენახვის ვადა: მითითებულია კოლოფზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
საავტორო უფლებების მფლობელი: Berko Pharmaceuticals and Chemicals Ind. Inc. Yenişehir Mah. Özgür Sok. No: 16
Ataşehir / İstanbul, Turkey
მწარმოებელიr:
Berko Pharmaceuticals and Chemicals Ind. Inc.
Adil Mah. Beykoz Cad. Tanıdık Sok. No:1 Sultanbeyli / İstanbul, Turkey
შემადგენლობა
სტაფილოკოკური ფაგი
სტრეპტოკოკური ფაგი
ფსევდომონა აეროგინოზას ფაგი
პროტეუსის ფაგი
კოლი ფაგი
პიობაქტერიოფაგი უკუჩვენებების გარეშე ახდენს ჩირქოვანი ინფექციებიდან გამოყოფილი ბაქტერიების სპეციფიურ ლიზისს, იგი ბიოლოგიური ანტიბიოტიკია
ბიოლოგიური ანტიბიოტიკი უკუჩვენების გარეშე
კანისა და ლორწოვანი ვისცერალური ორგანოების ჩირქოვანი ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა. პიობაქტერიოფაგი გამოიყენება ჩირქოვანი ინფიცირებული ჭრილობების, ფურუნკულების, კარბუნკულების, აბსცესების, დამწვრობების, ვაგინიტების, მასტიტების, ანგინის, რინიტის, ლარინგიტის, გინგივიტის, კონიუქტივიტის, ცისტიტის, პროსტატიტის, პლევრიტის, ართრიტის, ქოლეცისტიტის, ენტეროკოლიტის და სხვა ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.
პიობაქტერიოფაგი გამოიყენება ინფექციის კერის ადგილის მიხედვით ბადგილობრივად -ტამპონის სახით, ცხვირში ჩასაწვეთებლად , ყელში გამოსავლებად, ჭრილობაზე დასაფენად, აბსცესების დასამუშავებლად და სხვა. ცისტიტების, პროსტატიტების, პიელიტების, ქოლეცისტიტების, ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება, როგორც ადგილობრივად, ისე დასალევად.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა ემპირიულია, ინფექციის დაძლევის პერიოდის მიხედვით.
პრეპარატს უკუჩვენება არ გააჩნია
პრეპარატი შემღვრევის შემთხვევაში არ გამოიყენება
დოზის გადაჭარბებისას კლინიკური სურათი არ არსებობს
შეთავსებადია სხვა პრეპარატებით მკურნალობასთან ერთად
პრეპარატი ინახება ბნელ, გრილ ადგილას 6-10 C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 3 წელი
გაიცემა ურეცეპტოდ
იმუნოსალი
სავაჭრო დასახელება იმუნოსალი
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება Imunosal A
გამოშვების ფორმა: ნაყენი
გარეგნული აღწერა
მუქი მოწითალო-რუხი ფერის გამჭვირვალე სითხე, დამახასია-თებელი არომატული სუნით, მოტკბო-მწარე გემოთი
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული კომბინირებული იმუნოსტიმულატორი.
გამოშვების ფორმა:
50მლ ხსნარი petis narinjisfer mixraxnil sacobian flakonebSi.
შემადგენლობა.
აქტიური ნივთიერებები: 25გ წითელი ძახველი Fructus viburni, 12.5გ კულმუხოს ფესურები და ფესვები Inulae rhizomataet radices, 25გ ძირტკბილას ფესვები Radices Glycyrrhizae 25გ ჟოლოს ფოთლები Folium Rubi idaei 12,5გ ნეგოს ყვავილი Flores Helichrysi arenarii, 100გ ასკილის ნაყოფი Fructus rosae
დამხმარე ნივთიერება: ეთილის სპირტი 70% 1000 მლ ნაყენის მისაღებად.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იმუნოსალი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული იმუნოსტიმულატორია.
ისამცირებს დაავადების განვითარების რისკს, მიმდინარეობის ხანგრძლივობას და განმეორების სიხშირეს, ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება.
იმუნოსალის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.
ჩვენება:
გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით:
– გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;/ ხშირად სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში/
– ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
– ორგანიზმის საერთო გადაღლა, სისუსტე.
– ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.
უკუჩვენება:
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა
დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში იმუნოსალი ინიშნება 20–20 წვეთი 20მლ წყალზე დღეში სამჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად
ბავშვებში – 10–10 წვეთი 20მლ წყალზე დღეში სამჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
მკურნალობის ხანგრძლივობა – ერთი თვე
რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში
2-ჯერ: გაზაფულზე და შემოდგომით.
წვეთები მიიღება მცირეოდენ სითხესთან (20 მლ წყალთან) ერთად.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატი არ ინიშნება.
ჭარბი დოზირება:
შემთხვევები აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
იმუნოსალის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.
შეფუთვა:
50მლ პეტის ნარინჯისფერ მიხრახნილ საცობიან ფლაკონებში. ფლაკონებს აკრავენ ეტიკეტებს Dდა ათავსებენ
მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15 0C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
შპს “იმედი”
მისამართი:
თბილისი, რუსთავის გზატკეცილი, N 36
იმუნო–ჰერბი
IMUNO-HERB
პერორალურად მისაღები ჰომეოპათიური საშუალება
აღწერილობა: უფერო, გამჭირვალე ხსნარი სპეციფიური სუნის გარეშე.
შემადგენლობა:
ტილჭირი (Aconitum napellus) ვ. შვაბე 1950 წ. გვ.43 D30 10 მლ
შმაგა (Atropa belladonna) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 79 D12 10 მლ
ლეშურა ( Bryonia alba) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 86 D12 10 მლ
ექინაცეა (Echinacea angustifolia ) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 131 D12 10 მლ
კორდისკბილა (Euphrasia officinalis) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 136 D30 10 მლ
შხამათუთუბო (Rhus toxicodendron) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 221 D30 10 მლ
ეთილის სპირტი 43% სფ X, გვ. 905 საჭირო რაოდენობით100 მლ-მდე
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათური პრეპარატი
ფარმაკოლოგიური თვისებები: ანტივირუსული ჰომეოპათიური საშუალება
ჩვენებები: იმუნიტეტის გაძლიერება, მწვავე რესპირატორული დაავადებები, პროფილაქტიკური საშუალება გრიპის ეპიდემიის დროს
მიღების წესი და დოზირება: პერორალურად
მწვავე შემთხვევებში: 1 ჩაის კოვზ წყალში გახსნილი 5 წვეთი ყოველ 30 წთ-ში მდგომარეობის გაუჯობესებამდე.მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ყოველ 2-3 სთ-ში 1 ჯერ სიმპტომების სრულმოხსნამდე.
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზები ნახევრდება.
პროფილაქტიკისათვის: 1ჩაის კოვზ წყალში გახსნილი 4-5 წვეთი 2 ჯერ დღეში.
მიღების წინ პრეპარატი შეანჯღრიეთ
უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი
პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება
რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონექიმის დანიშნულებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შეზღუდვები არ გააჩნია.
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა–დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს ზეგავლენას
ყურადღება: ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს, შენახვის
პროცესში შეიძლება წარმოიქმნას უმნიოშვნელო სიმღვრივე სუნისა და გემოს შესუსტებით,
რომელიც არ ახდენს გავლენას პრეპარატის ეფექტურობაზე.
შეფუთვა: 50 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში. 1 ფლაკონი
გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III –გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
შპს „ბიოფარმი-L“ შპს „ლაზიკა ფარმა“-ს დაკვეთით
გოთუას ქ. N3, თბილისი,საქართველო
იმუნო მოსის სიროფი
კვებითი დანამატი შავი მოცხარის გემოთი, 100მლ
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:
ცუდი კვება, ძილის უკმარისობა და ცუდი ჩვევები იწვევს იმუნური სისტემის მდგომარეობის გაუარესებას.
როგორ მოქმედებს ?
ვიტამინი C და ვიტამინების კომპლექსი , რომელიც შედის მის შემადგენლობაში აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ექინაცეა აძლიერებს იმუნურ სისტემას და საშუალებას იძლევა თავი ვიგრძნოთ კარგად.
ევკალიპტი და გრეიფუტი მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ანტივირუსული საშუალება.
როდის უნდა გამოვიყენოთ?
დასუსტებული იმუნური სისტემის დროს, პროფილაქტიკის მიზნით და სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის ავადობის შემდეგ.
შემადგენელი კომპონენტები | კონცენტრაცია მგ/15მლ სიროფი |
ვიტამინი С (L-ascorbic acid) | 75 (*NRV 94%) |
ცისფერი ევკალიპტი (Eucalyptus globulus Labill.), რომელიც შეიცავს | 30 |
ფლავანოიდები | 0,97 |
ექინაცეა (Echinacea purpurea L.) | 30 |
ისლანდიური ხავსის (Cetraria islandica) თალუსის მშრალი ექსტრაქტი ჰიდროგლიცერინული ხსნარზე 2:1 | 22,5
|
პოლისაქარიდები (ლიქენინზე დაყრდნობით) | 0,68 |
სპირულინა ( Arthrospira platensis G.), რომელიც შეიცავს: | 16,5 |
ცილები | 10,48 |
კაროტინოიდები | 8,68 |
გრეიფუტი (Citrus paradisi L.), რომელიც შეიცავს: | 15 |
ბიოფლავანოიდებს | 7,8 |
*NRV – კვებითი ღირებულება
გრეიფუტი – (Citrus paradisi L.) –
გრეიფუტის თესლი შიცავს მრავალრიცხოვან კომპონენტებს, ბიფლავანოიდების ჩათვლით, ფურანოკუმარინები და ვიტამინი C.
ექსტრაქტი გამოიყენება პერორალურად ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციების დროს.
ვიტამინი С (L-ascorbic acid) –
ვიტამინი С დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნური დაცვისა და ინფექციის შემდგომ ორგანიზმის რეგენერაციის პროცესში.
დიდი დოზებით ვიტამინი С პერორალურად მიღების შემდეგ ამცირებს გაციების სიხშირეს და სიმპტომების ხანგრძლივობას 1 – 1,5 დღით.
ცისფერი ევკალიპტი (Eucalyptus globulus Labill.) –
ევკალიპტის შემადგენელი ძირითადი კომპონენტია ეთერზეთი (ევკალიპტოლი, პინენი, ლიმონენი, ტერპინეოლი, ციმოლი), ორგანული მჟავები, ფლავანოიდი და ტანინები. ის გამოიყენება, როგორც ანალგეზიური, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიპირეტული ბუნებრივი საშუალება რესპირატორული ინფექციების დროს, როგორიცაა გაციება, გრიპი, და სინუსიტები.
ექინაცეა (Echinacea purpurea L.) –
მცენარე მდიდარია ალკამიდებით, წარმოებული ყავის მჟავებით, წარმოებული ყავის ზეთით, უჯერი ალკამიდ-ლიპიდებით და პოლისაქარიდებით. ექინაცეა გამოიყენება გაციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, გრიპის და ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს.
ისლანდიური ხავსი (Cetraria islandica) –
ექსქტრაქტი შეიცავს პოლისაქარიდებს, ფენოლის ნაერთებს, ლიქენინის და ცხიმოვან მჟავებს.
პოლისაქარიდები (ლორწო) ქმნის დამცავ გარს სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე და ამსუბუქებს ტკივილს, ანთებას, ახორცებს მცირე დაზიანებებს, იცავს გარემოს არასასურველლი ფაქტორებისაგან (კვამლი და მტვერი)
ფენოლის ნაერთები, ლიქენინის და ცხიმოვანი მჟავა უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
სპირულინა (Arthrospira platensis G.) –
სპირულინას ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები წარმოადგენენ საკვები ნივთიერებების წყაროს, ცილების ჩათვლით: რთული ნახშირწყლები, გლუკოზის პოლისაქარიდების ჩათვლით, ლიპიდები, ვიტამინი A, E, K, ბეტა-კაროტინი და B- კომპლექსი, მინერალები – რკინა, მარგანეცი, თუთია, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, სელენი და ქრომი.
გამოიყენება , როგორც ვიტამინების წყარო, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთებისსაწინააღმდეგო და იმუნური სისტემის მასტიმულირებელი საშუალება
დოზირება:
გამოიყენეთ საზომი ჭიქა, რომელიც თან მოყვება.
მიიღება ჭამის შემდეგ.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ .
არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას
შეინახეთ არაუმეტეს 25ºC, შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატი არ ანაცვლებს ჯანმრთელ და მრავალფეროვან კვებას.
მწარმოებელი:
UAB “Innovative Pharma Baltics”
მოკსლინინკუ გ. 6ა, LT-08412,
ვილნიუსი, ლიეტუვა,
www.ipb.lt