Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 316

ლ-კადეტინი 1გ/10მლ 10მლ #10ფლ

L-კადეტინი
(L-CADETIN)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლევოკარნიტინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

საინექციო ხსნარი:
გამჭვირვალე უფერო ხსნარი;

პერორალური ხსნარი:
უფეროდან მოყვითალო ფერამდე გამჭვირვალე ხსნარი.

შემადგენლობა:
საინექციო ხსნარი:
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ლევოკარნიტინს – 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
პერორალური ხსნარი:
პერორალური ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ლევოკარნიტინს – 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ვაშლის მჟავა, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის
პროპილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, ალუბლის არომატიზატორი,
გასუფთავებული წყალი.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი.
პერორალური ხსნარი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ამინომჟავები და მათი წარმოებულები. ათქ-კოდი: A16AA01.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა:
ლევოკარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც წარმოადგენს ცხოველური ქსოვილების, მიკროორგანიზმებისა და მცენარეების ბუნებრივ კომპონენტს. ადამიანის ორგანიზმში ლევოკარნიტინის რაოდენობის შევსება ხდება როგორც კარნიტინის შემცველი პროდუქტების მიღებით, ასევე მისი ენდოგენური სინთეზით ღვიძლსა და თირკმელებში. ბიოლოგიურად აქტიურია მხოლოდ კარნიტინის L-იზომერი (ლევოკარნიტინი), რომელიც მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებაში ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც ამ მჟავების β-ჟანგვის შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მეტაბოლური ენერგია. კოენზიმ A-ს გამოთავისუფლებით ლევოკარნიტინი აძლიერებს მეტაბოლიტების მიდინებას კრებსის ციკლში, ასტიმულირებს პირუვატდეჰიდროგენაზას აქტივობას ჩონჩხის კუნთებში და განშტოებული ამინომჟავების ჟანგვას. Aამგვარად, პრეპარატი ახდენს ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზებას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტაციდოზის ხარისხს, ზრდის მოტორულ აქტივობასა და გამძლეობას ფიზიკური დატვირთვისადმი, ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ ხარჯვასა და ღვიძლში მისი მარაგის ზრდას.
ფარმაკოკინეტიკა:
ი/ვ შეყვანის შემდეგ ლევოკარნიტინი სისხლის საშუალებით ტრანსპორტირდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში, მაღალი კონცენტრაციები იქმნება ჩონჩხის კუნთებსა და მიოკარდიუმში. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში ნარჩუნდება 9 საათის განმავლობაში. გამოიყოფა თირკმლებით, უპირატესად აცილური ეთერების სახით. პერორალურად მიღებული ლევოკარნიტინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (80%). მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 4 სთ-ში. სისხლის პლაზმიდან აღწევს ღვიძლში, მიოკარდიუმსა და ჩონჩხის კუნთებში. ექსკრეტირდება თირკმლების საშუალებით, უპირატესად აცილური ეთერების სახით.
ჩვენება:
– კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტი მოზრდილებსა და ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებსა და ჩვილებში).
– კარნიტინის დეფიციტი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები: გამოხატული და ხანგრძლივი კუნთების სპაზმი და/ან ჰიპოტენზიის ეპიზოდები დიალიზის პერიოდში; ენერგიის ნაკლებობა, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს; კუნთების სისუსტე და/ან მიოპათია; კარდიომიოპათია; ურემიით გამოწვეული ანემია, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას ან მოითხოვს ერითროპოეტინის დიდ დოზებს; კვების ნაკლებობით გამოწვეული კუნთოვანი მასის დაკარგვა.
მიღების წესი და დოზირება:
საინექციო ხსნარი:
ინტრავენურად საინექციო ხსნარი შეჰყავთ ნელა (2-3 წუთის განმავლობაში). ადექვატური დოზის შესარჩევად რეკომენდებულია პლაზმაში და შარდში თავისუფალი და აცილირებული ლევოკარნიტინის დონის განსაზღვრა. კარნიტინის პირველადი დეფიციტის შემთხვევაში დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მეტაბოლური დარღვევების კლინიკური გამოვლინების სიმძიმეზე და დგინდება ინდივიდუალურად. მწვავე დეკომპენსაციის დროს L-კადეტინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 მგ/კგ/დღეში, გაყოფილი 3-4 მიღებაზე. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია პრეპარატის უფრო მაღალი დოზების გამოყენება, თუმცა ამ შემთხვევაში მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. კარნიტინის მეორადი დეფიციტი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ივარაუდება, თუ სისხლის პლაზმაში აცილური და თავისუფალი ლევოკარნიტინის თანაფარდობის მაჩვენებელი 0.4-ზე მეტია და/ან თავისუფალი ლევოკარნიტინის დონე 20 მკმოლ/ლ-ზე ნაკლებია. პრეპარატი შეჰყავთ დიალიზის ყოველი პროცედურის ბოლოს ინტრავენური ბოლუსის სახით, დოზით 20 მგ/კგ (დაახლოებით სამი პროცედურა კვირაში). მკურნალობა
გრძელდება სულ მცირე 3 თვის განმავლობაში, რაც აუცილებელია კუნთებში თავისუფალი კარნიტინის ნორმალური დონის აღსადგენად. მკურნალობის შედეგის შეფასება და განმეორებითი კურსის ჩატარების აუცილებლობა დგინდება პაციენტის მდგომარეობისა და სისხლში კარნიტინის მაჩვენებლების რეგულარული ინტერვალებით მონიტორინგის საფუძველზე.
პერორალური ხსნარი.
განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის. გამოყენების წინ სხნარი იხსნება წყალში ან ხილის წვენში. ოპტიმალური დოზის განსაზღვრის მიზნით რეკომენდებულია თავისუფალი და აცილური ლევოკარნიტინის კონტროლი სისხლის პლაზმასა და შარდში. დოზირების რეჟიმის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია მეტაბოლური დარღვევების სიმძიმეზე, პაციენტის ასაკსა და წონაზე. ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 100-200 მგ/კგ-ს Dდღეში, გაყოფილს 2-4 მიღებაზე. თუ კლინიკური და ბიოქიმიური მაჩვენებლების გაუმჯობესება არ აღინიშნება, შესაძლებელია დოზის გაზრდა მოკლე პერიოდით. მაღალი დოზების გამოყენება (400 მგ/კგ დღეში) შესაძლოა საჭირო გახდეს მწვავე მეტაბოლური დარღვევების საკომპენსაციოდ. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა ისაზღვრება ექიმის მიერ მკურნალობის ეფექტურობაზე დაყრდნობით. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადიის დროს, პერორალური ხსნარი გამოიყენება დიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ დღეში 1 გ.
გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის მხრივ: მიასთენია, ავადმყოფებში ურემიით არსებობს კრუნჩხვის განვითარების რისკი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გარდამავალი ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური მოვლენები.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი. სხვა: იშვიათად სხეულის სპეციფიური სუნი, ინტრავენურად სწრაფი შეყვანისას (80 წვეთი წუთში ან მეტი) შესაძლებელია ტკივილი ვენების გასწვრივ. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
გლუკოკორტიკოსტეროიდები ხელს უწყობენ ლევოკარნიტინის დაგროვებას ქსოვილებში (ღვიძლის გარდა). სხვა ანაბოლური საშუალებები აძლიერებენ ლევოკარნიტინის მოქმედებას.
ჭარბი დოზირება:
ლევოკარნიტინის ჭარბი დოზირების შემთხვევაში მისი ტოქსიკურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. დოზის გადაჭარბებისას ტარდება სიმპტომური თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს L-კადეტინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების რისკს. პრეპარატის უსაფრთხოება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის დადგენილი.
განსაკუთრებული მითითებები:
ლევოკარნიტინის დანიშვნამ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, გლუკოზის ათვისების გაუმჯობესების შედეგად, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება. ამასთან დაკავშირებით მკურნალობის პერიოდში უნდა ტარდებოდეს სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი და საჭიროებისამებრ მოხდეს ინსულინისა და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული ლევოკარნიტინის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენება, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ტოქსიური მეტაბოლიტების, ტრიმეთილამინის და ტრიმეთილამინ-N-ოქსიდის კუმულაციას, რომლებიც შარდით გამოიყოფა. პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ინდივიდუალურ შემთხვევებში ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარი შეიძლება შეიზღუდოს განვითარებული გვერდითი მოვლენების გამო.
შეფუთვა:
საინექციო ხსნარი:
5 მლ საინექციო ხსნარი გამჭვირვალე მინის ამპულებში, 5 ამპულა მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
პერორალური ხსნარი:
10 მლ პერორალური ხსნარი მუქი ფერის მინის ფლაკონში, 10 ფლაკონი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
საინექციო ხსნარი:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია საინექციო ხსნარის გაყინვა.
პერორალური ხსნარი:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
საინექციო ხსნარი: 2 წელი.
პერორალური ხსნარი: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
საინექციო ხსნარი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა # 3 რეცეპტით.
პერორალური ხსნარი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

ლ-ვიავა 1გ/10მლ 10მლ #10ფლ

46.20 ლარი
43.43 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: დოქტ. სერტუს ილაჩ სანაი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბენევრონი B 3მლ #5ა

ბენევრონი B
(Benevron B)

 
სავაჭრო დასახელება
ბენევრონი B, Benevron B
 
წამლის ფორმა:
საინექციო ხსნარი
აღწერილობა: გამჭვირვალე მუქი წითელი ან მურა-წითური ფერის ხსნარი.
 
შემცველობა:
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:    
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1)                            250 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6)         250 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12)                     1500 მკგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) რიბოფლავინის
ნატრიუმის ფოსფატის სახით                                                       4 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, მონოთიოგლიცერინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, საინექციო წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი:    A11EA
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბენევრონი B  წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების (ვიტამინები B1, B6, B12, B2) თვისებებით.
ფარმაკოდინამიკა
ვიტამინი B1
თიამინი ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გულის მუშაობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების უზრუნველსაყოფად.
ვიტამინი B6
პირიდოქსინი აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ უჯერი ცხიმოვანი მჟავების მოხმარებას, დადებით გავლენას ახდენს ნერვული სისტემის, ღვიძლის  ფუნქციებზე, სისხლწარმოქმნაზე. ფოსფორილირებული ფორმით კოფერმენტის როლს ასრულებს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (მათ შორის, დეკარბოქსილირება, გადაამინირება). პირიდოქსინი ხელს უწყობს გოგირდის შემცველი ამინომჟავა ტაურინის სინთეზს (მეთიონინიდან და ცისტეინიდან), რომელიც ახდენს ნერვ-კუნთოვანი გამტარობის, კუნთების კუმშვადობის ნორმალიზაციას, აფერხებს კრუნჩხვების განვითარებას. მონაწილეობს ნეირომედიატორების: დოპამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი და GABA ბიოსინთეზში. ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას.
ვიტამინი B12
ციანოკობალამინი მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობას – მეთილის ჯგუფების გადატანაში, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის. ხელს უწყობს სულფჰიდრული ჯგუფების შემცველი ნაერთების დაგროვებას ერითროციტებში, რაც ზრდის მათ ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ. ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი –  აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის. ციანოკობალამინი გავლენას ახდენს პროცესებზე ნერვულ სისტემაში (დნმ-ის, რნმ-ის, მიელინის სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა), ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, რომელიც დაკავშირებულია დაზიანებასთან მისპერიფერიულ ნაწილში. ამცირებს ქოლესტერინის კონცენტრაციას სისხლში. დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე. ამაღლებს ქსოვილების რეგენერაციის უნარს.
ვიტამინი B2
რიბოფლავინიწარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმთავრეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ცილოვან, ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის, კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.
 
ფარმაკოკინეტიკა
ვიტამინი B1
ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ სწრაფად აღწევს სისხლში. ღვიძლში განიცდის ფოსფორილირებას. გროვდება ღვიძლში, გულში, ტვინში, თირკმელებში, ელენთაში, მაგრამ მისი მარაგი ორგანიზმში უმნიშვნელოა. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და ვლინდება დედის რძეში. გამოიყოფა ნაწლავების ან თირკმელების მეშვეობით.
ვიტამინი B6
მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი). პირიდოქსალფოსფატი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90%-ით. კარგად აღწევს ყველა ქსოვილში; გროვდება ძირითადად ღვიძლში, ნაკლებად – კუნთებში და ცნს-ში. გაივლის პლაცენტას, სეკრეტირდება დედის რძესთან ერთად. T1/2 – 15-20 დღე. გამოიყოფა თირკმელებით, ასევე ჰემოდიალიზის დროს.
ვიტამინი B12
ინტრამუსკულარული შეყვანისას პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 60 წუთის შემდეგ. სისხლში უკავშირდება სპეციფიურ ცილებს – ტრანსკობალამინებს, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირდება უპირატესად ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს – 7-10% თირკმელებით, 50%-მდე – ფეკალურ მასებთან ერთად; თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის დროს – 0-7% თირკმელებით, 70-100% – ფეკალურ მასებთან ერთად. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში.
ვიტამინი B2
ნაწილდება ყველა ორგანოში და ქსოვილში, დეპონირდება კუნთოვან ქსოვილში, ღვიძლში, ელენთაში, თირკმელებში და მიოკარდიუმში. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. T1/2 – 66-84 წთ. გამოიყოფა თირკმელებით, პრაქტიკულად სრულად მეტაბოლიტების სახით, მაღალი დოზით მიღებისას – ძირითადად უცვლელი სახით. უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა განავალთან ერთად. გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს, მაგრამ უფრო ნელა, ვიდრე თირკმელებით ექსკრეციის დროს.
 
გამოყენების ჩვენებები
– ნერვული სისტემის სხადასხვა გენეზის დაავადებები:^ პერიფერიული ნევრიტი და პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები (მათ შორის, სახის ნერვის) და დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო, პლექსიტები, რეტრობულბური ნევრიტი, ნეკნთაშორისი ნევრალგია (მათ შორის, სარტყლისებური ლიქენი), ნეიროპათია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა), გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები, ენცეფალოპათია, მათ შორის დიაბეტური, ალკოჰოლური;
– იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;
– სხვადასხვა გენეზის ანემიები;
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
– კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;
– სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა;
– ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;
– თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;
 
უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გულის უკმარისობის მძიმე ფორმები, 10 წლამდე ბავშვთა ასაკი.
 
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ეგზანტემა, ანგიოედემა. ძალზე იშვიათად – თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტაქიკარდია, დისპნოე, ანაფილაქსიური რეაქციები.
 
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის ბენევრონი დოზირების რეჟიმი და მიღების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ.
10 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულარულად – 1 ამპულა (4 მლ) ერთჯერ დღეში.
საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთებში.
ექიმის დანიშნულებით პრეპარატის ბენევრონი B1 ამპულა შეიძლება გამოყენებულ იქნას 2-3 დღეში ერთჯერ.
 
ჭარბი დოზირება
B ჯგუფის ვიტამინების გამოყენებისას ჭარბი დოზირების შემთხვევები ძალზე იშვიათია, რადგან ისინი წყალში ხსნადი ვიტამინებია და მათი ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად. ჭარბი დოზირების ნიშნებს წარმოადგენს: დაბუჟება, ჩხვლეტა ფეხებში, ხელებში და სხეულის სხვა ნაწილებში, მგრძნობელობის, წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს. მკურნალობა სიმპტომურია.
 
განსაკუთრებული მითითებები
გასათვალისწინებელია, რომ ბენევრონი B-ს მიღებისას შესაძლებელიაშარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.
 
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ძუძუთა ბავშვისათვის.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ვიტამინი B1
თიამინის ჰიდროქლორიდის ხსნარის შერევა სულფიტების შემცველ ხსნარებთან დაუშვებელია, რადგან მათში ის მთლიანად იშლება. კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თიამინის დეფიციტი. კოფეინის, გოგირდის და ესტროგენების შემცველი პრეპარატების გამოყენება ზრდის თიამინზე მოთხოვნილებას. თიამინი აქვეითებს მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების კურარეს მსგავს მოქმედებას (დითილინი და სხვა).
ვიტამინი B6
აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას; ამცირებს ლევოდოპას აქტივობას. იზონიკოტინის ჰიდრაზიდი, პენიცილამინი, ციკლოსერინი და ესტროგენშემცველი პერორალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ პირიდოქსინის ეფექტს. კარგად შეთავსებადია საგულე გლიკოზიდებთან (პირიდოქსინი ხელს უწყობს კუმშვის პროცესში მონაწილე ცილების სინთეზის გაძლიერებას მიოკარდიუმში), გლუტამინის მჟავასთან და ასპარკამთან (ზრდის ამტანობას ჰიპოქსიის მიმართ).  
ვიტამინი B12
ციანოკობალამინი ინაქტივირდება მძიმე ლითონების მარილებთან ურთიერთქმედებისას. ამინოგლიკოზიდები, სალიცილატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, კოლხიცინი, კალიუმის პრეპარატები ამცირებენ აბსორბციას. ქლორამფენიკოლი ამცირებს ციანოკობალამინის გავლენას ჰემოპოეზზე. რეკომენდებული არ არის გამოყენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამაღლებენ სისხლის შედედების უნარს.
ვიტამინი B2
აქვეითებს დოქსიციკლინის, ტეტრაციკლინის, ოქსიტეტრაციკლინის, ერითრომოცინის და ლინკომიცინის აქტივობას. შეუთავსებადია სტრეპტომიცინთან. თირეოიდული ჰორმონები აჩქარებენ რიბოფლავინის მეტაბოლიზმს. ამცირებს ქლორამფენიკოლის გვერდით ეფექტებს (ჰემოპოეზის დარღვევა, მხედველობის ნერვის ნევრიტი). შეთავსებადია ჰემოპოეზის მასტიმულირებელ სამკურნალო საშუალებებთან, ანტიჰიპოქსანტებთან, ანაბოლურ სტეროიდებთან.
 
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარის 4 მლ ყავისფერი შუშის ამპულაში.
5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან პლასტიკურ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები:
ინახება 25ºC-მდე  ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოიყენება არ შეიძლება.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობა
II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ექიმის რეცეპტით).

World Medicine, ინგლისი

კარტანი 200მგ/მლ 5მლ #5ა

კარტანი
Cartan
საინექციო ხსნარი 1 გ/5 მლ ამპ.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: L-კარნიტინი
პეროლარული ხსნარის 1 მლ შეიცავს L-კარნიტინის 100 მგ-ს.
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს L-კარნიტინის 200 მგ-ს.
ა) პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზის კონტეინერში: სორბიტოლი 70%-იანი ხსნარი, მეთილპარაბენი E218, საქარინ ნატრიუმი, ნატრიუმის ციტრატ დიჰიდრატი (ნატრიუმის უწყლო ციტრატის ექვივალენტური), ფორთოხლის არომატიზატორი, მარილმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი Q.S. pH-ის დასარეგულირებლად, საინექციო წყალი.
ბ) საინექციო ხსნარი 1 გ/5 მლ ამპ.: მარილმჟავა Q.S. pH-ის დასარეგულირებლად, საინიექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მეტაბოლური პროცესების რეგულატორი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).
კარტანი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.
კარტანი ავლენს ანაბოლურ მოქმედებას. თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.
კარტანი ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.
კარტანი აუმჯობესებს სუსტ და დღენაკლი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი კარგად შეიწოვება, Cmax მიიღწევა
3 სთ-ის შემდეგ, თერაპიულ დონეს ინარჩუნებს
9 სთ-მდე. პრეპარატი აღწევს ყველა ქსოვილში, მაღალი კონცენტრაციით გროვდება კუნთებსა და მიოკარდიუმში; ექსკრეცია წარმოებს თირკმელების საშუალებით, გამოიყოფა შეუცვლელი სახით (80%-ზე მეტი 24 სთ-ის განმავლობაში).

ჩვენება:
-ახალშობილთა ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები; ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია; რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში, პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ბავშვები; ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები;
-სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა  ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე.
-კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა).
-თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია
-ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში
-ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები.
-პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები.
-თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე.
-ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები.
-მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია).
-სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.

გვერდითი მოვლენები:
კარტანის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად. შეიძლება აღინიშნოს  გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

განსაკუთრებული მითითებები:
კარტანის მიმართ შეჩვევა არ ვითარდება, რადგან L-კარნიტინი ორგანიზმში არსებული ბუნებრივი ნივთიერებაა. დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ინსულინით და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით, კარტანის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, ამ დროს რეკომენდებულია გლუკოზის დონის რეგულარული მონიტორინგი და აუცილებელია ანტიდიაბეტური მკურნალობის კორექცია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
კარტანი შეიძლება დაინიშნოს ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და სხვა სამართავ ტექნიკურ საშუალებებზე:
კარტანი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვასა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა ანაბოლური საშუალებები აძლიერებენ კარტანის მოქმედებას. გლუკოკორტიკოსტეროიდები ხელს უწყობენ პრეპარატის დაგროვებას ქსოვილებში (გარდა ღვიძლისა);

მიღების წესი და დოზირება:
ა) პერორალური ხსნარი პოლიპროპილენის ამპულაში
ინიშნება 30 წუთით ადრე ჭამამდე, აუცილებელია განზავდეს სითხეში (წყალი ან ხილის წვენი). მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე. დღიური დოზა განისაზღვრება ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით
-ბავშვებში 2 წლამდე: 150 მგ/კგ წონაზე.
-2-დან 6-წლამდე: 100 მგ/კგ წონაზე.
-6-დან 12 წლამდე: 75 მგ/კგ წონაზე.
-12 წლის ზემოთ და მოზრდილებში: დღიური დოზა 2-3 გ. 
-ჰემოდიალიზის დროს 2-4 გ.
-სტენოკარდია და პოსტინფარქტული მდგომარეობა: 2-6 გ დღეში.

ბ) საინექციო ხსნარი: ინიშნება ი/ვ ან ი/მ. ი/ვ ინექციისას პრეპარატი შეიყვანება ნელა 2-3 წუთის განმავლობაში.
-ბავშვებში: 50-100 მგ/კგ წონაზე.
-მოზრდილებში: 1-3 გ Dღღეში.
კარტანით მკურნალობას იწყებენ 1 გ-დან დღეში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 გ-მდე დღე-ღამეში.
ჰემოდიალიზის დროს 2 გ ერთჯერადად (პროცედურის შემდგომ).
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: 100-200 მგ/კგ წონაზე დღეში ორჯერად მიღებაზე ან პირველი 48 სთ-ის განმავლობაში წარმოებს პრეპარატის უწყვეტი მიღება, შემდგომი დოზის ორჯერ შემცირებით.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატზე ჭარბი დოზირების შემთხვევები არაა გამოვლენილი.

გამოშვების ფორმა:
10 მლ უფერო პოლიპროპილენის ამპულა, მოყვითალო სითხე, პერორალური გამოყენებისათვის, #10 ამპულა. თითოეულ ამპულაში 1 გ L-კარნიტინი.
5 მლ საინექციო ხსნარი #5 ამპულა, თითოეულ ამპულაში 1 გ L-კარნიტინი

შენახვის პირობები:
ა პერორალური ხსნარი პოლიპროპილენის ამპულაში ინახება მშრალ,
25ºC –ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
ბ) საინექციო ხსნარი ინახება მშრალ ადგილას, 25ºC –ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
პერორალური ხსნარი – 4 წელი.
საინექციო ხსნარი – 3 წელი.

გაცემის წესი:
აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
Demo S.A
21ST.Km National Road Athens-Lamia
14568 ათენი, საბერძნეთი
ტელ: + 30 210 8161802

აქვადეტრიმი პლუსი 10მლ ფლ

14.20 ლარი
13.35 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: მედანა ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კარტანი 1გ/10მლ #10ა პერორ/ხს

კარტანი
Cartan
პერორალური ხსნარი პოლიპროპილენის ამპულაში 1 გ/10 მლ

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: L-კარნიტინი
პეროლარული ხსნარის 1 მლ შეიცავს L-კარნიტინის 100 მგ-ს.
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს L-კარნიტინის 200 მგ-ს.
ა) პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზის კონტეინერში: სორბიტოლი 70%-იანი ხსნარი, მეთილპარაბენი E218, საქარინ ნატრიუმი, ნატრიუმის ციტრატ დიჰიდრატი (ნატრიუმის უწყლო ციტრატის ექვივალენტური), ფორთოხლის არომატიზატორი, მარილმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი Q.S. pH-ის დასარეგულირებლად, საინექციო წყალი.
ბ) საინექციო ხსნარი 1 გ/5 მლ ამპ.: მარილმჟავა Q.S. pH-ის დასარეგულირებლად, საინიექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მეტაბოლური პროცესების რეგულატორი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).
კარტანი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.
კარტანი ავლენს ანაბოლურ მოქმედებას. თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.
კარტანი ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.
კარტანი აუმჯობესებს სუსტ და დღენაკლი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი კარგად შეიწოვება, Cmax მიიღწევა
3 სთ-ის შემდეგ, თერაპიულ დონეს ინარჩუნებს
9 სთ-მდე. პრეპარატი აღწევს ყველა ქსოვილში, მაღალი კონცენტრაციით გროვდება კუნთებსა და მიოკარდიუმში; ექსკრეცია წარმოებს თირკმელების საშუალებით, გამოიყოფა შეუცვლელი სახით (80%-ზე მეტი 24 სთ-ის განმავლობაში).

ჩვენება:
-ახალშობილთა ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები; ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია; რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში, პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ბავშვები; ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები;
-სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა  ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე.
-კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა).
-თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია
-ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში
-ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები.
-პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები.
-თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე.
-ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები.
-მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია).
-სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.

გვერდითი მოვლენები:
კარტანის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად. შეიძლება აღინიშნოს  გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

განსაკუთრებული მითითებები:
კარტანის მიმართ შეჩვევა არ ვითარდება, რადგან L-კარნიტინი ორგანიზმში არსებული ბუნებრივი ნივთიერებაა. დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ინსულინით და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით, კარტანის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, ამ დროს რეკომენდებულია გლუკოზის დონის რეგულარული მონიტორინგი და აუცილებელია ანტიდიაბეტური მკურნალობის კორექცია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
კარტანი შეიძლება დაინიშნოს ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და სხვა სამართავ ტექნიკურ საშუალებებზე:
კარტანი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვასა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა ანაბოლური საშუალებები აძლიერებენ კარტანის მოქმედებას. გლუკოკორტიკოსტეროიდები ხელს უწყობენ პრეპარატის დაგროვებას ქსოვილებში (გარდა ღვიძლისა);

მიღების წესი და დოზირება:
ა) პერორალური ხსნარი პოლიპროპილენის ამპულაში
ინიშნება 30 წუთით ადრე ჭამამდე, აუცილებელია განზავდეს სითხეში (წყალი ან ხილის წვენი). მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე. დღიური დოზა განისაზღვრება ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით
-ბავშვებში 2 წლამდე: 150 მგ/კგ წონაზე.
-2-დან 6-წლამდე: 100 მგ/კგ წონაზე.
-6-დან 12 წლამდე: 75 მგ/კგ წონაზე.
-12 წლის ზემოთ და მოზრდილებში: დღიური დოზა 2-3 გ. 
-ჰემოდიალიზის დროს 2-4 გ.
-სტენოკარდია და პოსტინფარქტული მდგომარეობა: 2-6 გ დღეში.

ბ) საინექციო ხსნარი: ინიშნება ი/ვ ან ი/მ. ი/ვ ინექციისას პრეპარატი შეიყვანება ნელა 2-3 წუთის განმავლობაში.
-ბავშვებში: 50-100 მგ/კგ წონაზე.
-მოზრდილებში: 1-3 გ Dღღეში.
კარტანით მკურნალობას იწყებენ 1 გ-დან დღეში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 გ-მდე დღე-ღამეში.
ჰემოდიალიზის დროს 2 გ ერთჯერადად (პროცედურის შემდგომ).
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: 100-200 მგ/კგ წონაზე დღეში ორჯერად მიღებაზე ან პირველი 48 სთ-ის განმავლობაში წარმოებს პრეპარატის უწყვეტი მიღება, შემდგომი დოზის ორჯერ შემცირებით.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატზე ჭარბი დოზირების შემთხვევები არაა გამოვლენილი.

გამოშვების ფორმა:
10 მლ უფერო პოლიპროპილენის ამპულა, მოყვითალო სითხე, პერორალური გამოყენებისათვის, #10 ამპულა. თითოეულ ამპულაში 1 გ L-კარნიტინი.
5 მლ საინექციო ხსნარი #5 ამპულა, თითოეულ ამპულაში 1 გ L-კარნიტინი

შენახვის პირობები:
ა პერორალური ხსნარი პოლიპროპილენის ამპულაში ინახება მშრალ,
25ºC –ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
ბ) საინექციო ხსნარი ინახება მშრალ ადგილას, 25ºC –ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
პერორალური ხსნარი – 4 წელი.
საინექციო ხსნარი – 3 წელი.

გაცემის წესი:
აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
Demo S.A
21ST.Km National Road Athens-Lamia
14568 ათენი, საბერძნეთი
ტელ: + 30 210 8161802

აქვადეტრიმი (ვიტD3)10მლ წყალხს

Medana Pharma TERPOL Group S.A., პოლონეთი

ათქ კლასიფიკაციის კოდი
A11CC05

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

წყალხსნარი პერორალური გამოყენებისათვის: ფლაკონში 10 მლ საწვეთურით.
1 მლ
ქოლეკალციფეროლი . . . . . 15 000 სე
1 წვეთი პრეპარატი შეიცავს 500 სე ვიტამინ D3.
დამხმარე ნივთიერებები:
კრემოფორი EL, საქაროზა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ლიმონმჟავა, ანისულის არომატიზატორი, ბენზოლის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას.
ვიტამინ D3 წყალხსნარი ზეთოვანთან შედარებით უფრო კარგად შეიწოვება.
დღენაკლულ ბავშვებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აფერხებს ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს. ვიტამინი D3 ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.

ჩვენებები

პროფილაქტიკა და მკურნალობა:
– ვიტამინ D3  დეფიციტის;
– რაქიტისა და რაქიტის მსგავსი დაავადებების;
– ჰიპოკალციემიური ტეტანიის;
– ოსტეომალაციის;
– მეტაბოლური ოსტეოპათიების (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი);
– როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს.

დოზირების რეჟიმი

პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ინიშნება:
– 3-4 კვირის ახალშობილებში, 2–3 წლამდე ასაკის ბავშვებში კარგი მოვლის პირობებში: 500-1000 სე (1 – 2 წვეთი) დღეღამეში;
– დღენაკლულებში 7–10 დღის ასაკის, ტყუპებში, ცუდ პირობებში მყოფ ჩვილ ბავშვებში: 1000-1500 სე (2–3 წვეთი) Dდღეღამეში. ზაფხულის პერიოდში დოზა შეიძლება შემცირდეს 500 სე-მდე (1 წვეთი) დღეღამეში.
– ორსულებში დღიური დოზა 400 სე ორსულობის მთელი პერიოდის მანძილზე ან 1000 სე დღეღამეში დაწყებული 28 კვირიდან;
– მოზრდილებში: 500-1000 სე დღეღამეში.
თერაპიული მიზნით ინიშნება:
ყოველდღიური დოზა: 2000-5000 სე (4-10 წვეთი) თერაპიული ეფექტის მიღწევამდე შემდგომში პროფილაქტიკურ დოზაზე გადასვლით.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად ვიტამინ D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. D ჰიპერვიტამინოზი, კალციუმის დონის მომატება სისხლში და შარდში, შარდკენჭოვანი დაავადება, სარკოიდოზი, თირკმლის უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული მაღალ დოზებში ტერატოგენული ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, ასევე სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატთან ერთად კალციუმის მაღალი დოზებით მიღება არ არის ნებადართული.

ჭარბი დოზირება

ჰიპერვიტამინოზის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, რიფამპიცინი, ამცირებენ ვიტამინის რეზორბციას. თიაზიდური დიურეზული საშუალებები ზრდიან ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს. საგულე გლიკოზიდებთან კომბინაცია ზრდის მათ ტოქსიკურ ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება 5-15ºC ტემპერატურაზე ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
Medana Pharma TERPOL Group S.A.

ასკორუტინი 50მგ/50მგ#50ტ

ასკორუტინი

ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მრგვალი ფორმის ტაბლეტები მომწვანო-მოყვითალო ფერის წინწკლებით, ბრტყელი ზედაპირით ხაზითა და ნაზოლით.

შემცველობა:
1 ტაბლეტი შეიცავს ასკორბინის მჟავას გადაანგარიშებით 100% ნივთიერებაზე – 50 მგ, რუტინი გადაანგარიშებით 100% მშრალ ნივთიერებაზე – 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, შაქარი,  ტალკი, კალციუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა. ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კაპილარების მასტაბილიზირებელი საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები. ფარმაკოდინამიკა. კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიერ..რუტინი (ვიტამინი P) ხელს უწყობს ასკორბინის მჟავას გარდაქმნას დეჰიდროასკორბინის მჟავად და ხელს უშლის უკანასკნელის შემდგომ ტრასფორმირებას დიკეტოგულონმჟავაში. ამიტომ რუტინის ეფექტთა უმეტესობა ხდება ჩ ვიტამინის მეშვეობით.
რუტინი ასკორბინის მჟავასთან ერთად ამცირებს კაპილარების გამტარობასა და “მტვრევადობას”, ამაგრებს სისხლძარღვის კედელს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი (მათ შორის ჰიალურონიდაზას აქტივობის დათრგუნვის ხარჯზე), ანტიოქსიდანტური თვისებები, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.
გარდა ამისა, რუტინისათვის დამახასიათებელია ისეთი ეფექტები, როგორიცაა პლაზმის თხვადი ნაწილის ექსუდაციის და სისხლის უჯრედების დიაპედეზის სისხლძარღვის კედელში შემცირება; ნაღველმდენი და მსუბუქი ანტიჰიპერტენზიული ეფექტები.
ავადმყოფებში ქრონიკული ვენოზური უკმარისობით რუტინი იწვევს შეშუპებისა და ტკივილის სინდრომების, ტროფიული დარღვევების შემცირებას, პარესთეზიებისა და კრუნჩხვების შემცირებას ან აღმოფხვრას. ხელს უწყობს სხივური თერაპიის გვერდითი ეფექტების გამოხატულობის შემცირებას (ცისტიტი, ენტეროპროქტიტი, დისფაგია, კანის ერითემა), ასევე ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებას.
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თითოეული ვიტამინი განიცდის მისთვის დამახასიათებელ გარდაქმნებს. ასკორბინის მჟავა სწრაფად შეიწოვება ძირითადად თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავებში. მიღებიდან 30 წუთში სისხლში ასკორბინის მჟავას შემცველობა მნიშვნელოვნად მატულობს, ამ დროს იგი თავიდან გარდაიქმნება დეჰიდროასკორბინის მჟავად, რომელიც აღწევს უჯრედების მემბრანებში ენერგეტიკული დანახარჯების გარეშე და სწრაფად აღდგება უჯრედში. ასკორბინის მჟავა ქსოვილებში იმყოფება თითქმის მხოლოდ უჯრედის შიგნით, განისაზღვრება სამი ფორმით – ასკორბინის, დეჰიდროასკორბინის მჟავას და ასკორბიგენის ფორმით (შეკავშირებული ასკორბინის მჟავა). ორგანოებს შორის არათანაბრად ნაწილდება. იგი დიდი რაოდენობით არის შიდა სეკრეციის ჯირკვლებში, განსაკუთრებით თირკმელზედა ჯირკვლებში, უფრო ცოტა – თავის ტვინში, თირკმელებში, ღვიძლში, გულისა და ჩონჩხის კუნთებში.
ლეიკოციტებსა და თრომბოციტებში ასკორბინის შემცველობა უფრო მეტია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. იგი მეტაბოლიზირდება და 90% ექსკრეტირდება თირკმელებით ოქსალატის ფორმით, ნაწილობრივ – თავისუფალი ფორმით.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეწოვისას, რუტინი ხელს უწყობს ასკორბატის ტრანსპორტირებასა და დეპონირებას. გამოიყოფა უცვლელი სახით და მეტაბოლიტების სახით, ძირითადად ნაღვლის წვენთან ერთად, და ნაკლებად შარდთან ერთად.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-25 საათს.

გამოყენების ჩვენები. ჰიპო- და P ავიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა. დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობებში, რომლებსაც ახლავს სისხლძარღვების გამტარობის მომატება, ჰემორაგიული დიათეზები, კაპილაროტოქსიკოზები, სხივური დაავადება, ალერგიული დაავადებები, თრომბოციტოპენიური პურპურა, გლომერულონეფრიტი, სისხლჩაქცევა თვალის ბადურაში, სეპტიური ენდოკარდიტი, არტერიული ჰიპერტენზია, რევმატიზმი, ქოლესტაზი, ინფექციური დაავადებები (ქუნთრუშა, პარტახტიანი ტიფი). პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით – კაპილარების დაზიანებებისას, განპირობებულის ანტიკოაგულანტების, სალიცილატების გამოყენებით.

გამოყენების წესი და დოზები. პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ. სამკურნალოდ მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღე-ღამეში; 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში. როგორც პროფილაქტიკური საშუალების-პრეპარატის მიღება რეკომენდებულია: მოზრდილებში 1 ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში, ხოლო 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 კვირას (დაავადების ხასიათისა და მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით).

გვერდითი მოქმედება. ალერგიული რეაქციები, დისპეფსიური მოვლენები (ღებინება, გულისრევა, ანორექსია, ტკივილები ეპიგასტრალურ არეში, ნაწლავის სპაზმები, დიარეა), თავის ტკივილი, არტერიული წნევის მომატება, თრომბოციტოზი, ლეიკოციტოზი, მაღალი აგზნებადობა, ძილის დარღვევა.

უკუჩვენება. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. სისხლის გაძლიერებული შედედება, თრომბოფლებიტი, მიდრეკილება თრომბოზების მიმართ, 3 წლამდე ასაკის ბავშვები.
ფრთხილად ინიშნება დიაბეტის და თირკმელების დაავადების დროს.

ჭარბი დოზა. პრეპარატის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, თავის ტკივილი, არტერიული წნევის მომატება, თრომბის წარმოქმნა.

გამოყენების განსაკუთრებულობანი. პრეპარატის ერთდროულად გამოყენება ტუტე სასმელებთან, ახალი ხილის ან ბოსტნეულის წვენებთან, ამცირებს ჩ ვიტამინის შეწოვას.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის პერიოდში.
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ასკორუტინი უარყოფითად მოქმედებს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე.
პრეპარატს შეუძლია შეცვალოს ლაბორატორიული ანალიზების მაჩვენებლები სისხლში ბილირუბინის შემცველობის, ტრანსამინაზების აქტივობის შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ასკორბინის მჟავა ზრდის პენიცილინის, რკინის შეწოვას, ამცირებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიბიოტიკების ეფექტურობას. აცეტილსალიცილის მჟავა, პერორალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ პრეპარატის შეწოვასა და ათვისებას.
ზრდის აცეტილსალიცილის მჟავას, ბენზილპენიცილინის, ეთინილესტრადიოლის, ტეტრაციკლინის კონცენტრაციას სისხლში.
ხანგრძლივი გამოყენებისას (4 კვირაზე მეტ ხანს) რუტინი არ უნდა დაინიშნოს ერთდროულად საგულე გლიკოზიდებთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ვინაიდან მას შეუძლია მათი მოქმედების გაძლიერება.

შენახვის პირობები. მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.

ვარგისიანობის ვადა. 4 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან  შეფუთვაში. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან  შეფუთვაში, 5 შეფუთვა კოლოფში.

ასკორუტინი 50მგ/50მგ#10ტ

ასკორუტინი   

შემადგენლობა:   
აქტიური ინგრედიენტები:
ასკორბინის მჟავა  0,05გ;
რუტინი   0,05გ.
დამხმარე საშუალებები: შაქარი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:
ღია მომწვანო-მოყვითალო ფერის ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვიტამინები და მათი ანალოგები

ფორმა:
ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რუტინს ასკორბინის მჟავასთან ერთად გააჩნია უნარი შეამციროს კაპილარების გამტარობა და მტვრევადობა. რუტინი  გიალურონიდაზას აქტივობის დათრგინვის ხარჯზე ასკორბინის მჟავასთან ერთად მონაწილეობას იღებს ჟანგვით-აღდგენით პროცესებში. ორივე ვიტამინს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ყოველი ვიტამინი განიცდის მისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს. ასკორბინის მჟავა სწრაფად შეიწოვება 12-გოჯა და წვრილ ნაწლავებში. მიღებიდან 30 წუთის შემდეგ სისხლში ასკორბინის მჟავას შემცვლებობა საგრძნობლად მატულობს, ნაწილდება ქსოვილებში. ამ დროს იგი გარდაიქმნება დეჰიდროასკორბინის მჟავაში, რომელიც გაივლის უჯრედულ მემბრანებს ენერგეტიუკული ხარჯვის გარეშე და სწრაფად აღდგება უჯრედებში. ასკორბინის მჟავა ქსოვილებში იმყოფება მხოლოდ უჯრედშიდა მდგომარეობაში 3 ფორმის სახით: ასკორბინის, დეჰიდროასკორბინის მჟავას და ასკორბიგენის (შეკავშირებული ასკორბინის მჟავა). იგი ორგანოებს შორის  ნაწილდება არათანაბრად. ასკორბინის მჟავა დიდი რაოდენობით Aაღინიშნება შიდა სეკრეციის ჯირკვლებში, განსაკუთრებით თირკმელზედა ჯირკვალში, ნაკლები რაოდენობით _ თავის ტვინში, თირკმელებში, ღვიძლში, გულის კუნთში და ჩონჩხის კუნთებში.
ასკორბინის მჟავას შემცველობა ლეიკოციტებში და თრომბოციტებში მეტია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. იგი განიცდის მეტაბოლიზმს და 90%-მდე ელიმინიდება თირკმელებით ოქსალატის სახით, ნაწილობრივ _ თავისუფალი ფორმით.
რუტინი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ხელს უწყობს ასკორბატის ტრანსპორტს და დეპონირებას. იგი ელიმინირდება უცვლელი და მეტაბოლიტების სახით უპირატესად ნაღველით და ნაკლებად _ შარდით.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-25 საათს.

ჩვენება:
ჰიპო-ავიტამინოზი P;
დაავადებები, როდესაც აღინიშნება სისხლძარღვების გამტარობის მომატება:
ჰემორაგიული დიათეზი, სისხლჩაქცევა თვალის ბადურაში, კაპილაროტოქსიკოზი, სხივური დაავადება, სეფტიური ენდოკარდიტი, რევმატიზმი, გლომერულონეფრიტი, ჰიპერტონული დაავადება, არაქნოიდიტი, ალერგიული დაავადებები, ინფექციური დაავადებები (პარტახიანი ტიფი, წითელა, ქუნთრუშა), ასევე პროფილაქტიკის და სამკურნალო მიზნით კაპილარების დაზიანებისას, რომელიც გამოწვეულია ანტიკოაგულანტების (ნეოდიკუმარინი, ფენილინი და მათი ანალოგები) და სალიცილატების მიღებით.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
მომატებული სისხლის შედედება;
თრომბოფლებიტი;
მიდრეკილება თრომბოზების მიმართ;
შაქრიანი დიაბეტი.
 
გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი

დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება დოზით 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და თერაპიის ეფექტურობაზე.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:
მწვავე მოწამვლა აღწერილი არ არის.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.

შენახვის ვადა :
მითითებულია შეფუთვაზე.

შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

შეფუთვა:
10 ცალი ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში.

მწარმოებელი და მისი მისამართი:
ბორშაგოვკის ქფქ
უკრაინა

კარნილევი 1გ/10მლ 10მლ #10ფლ

კარნილევი 1გ/10მლ 10მლ #10ფლ

 

შემადგენლობა: 

ხსნარის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ლევოკარნიტინი 100მგ

დამხმარე ნივთიერებები: ვაშლის ძმარი, მეთილპარაბენი (E 218), პროპილპარაბენი (E 216), ნატრიუმის საქარინატის დიჰიდრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცილები და ამინომჟავები.

ათქ კოდი: A16AA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

ლევოკარნიტინი (L-კარნიტინი) – B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში ცხიმოვანი მჟავების გადამტანის სახით უჯრედულ მემბრანების მეშვეობით ციტოქრომიდან მიტოქონდრიებში, სადაც ეს მჟავები განიცდიან ბეტა-დაჟანგვას მეტაბოლური ენერგიის დიდი რაოდენობის წარმოქმნით ატფ-ის სახით. ორგანიზმში კარნიტინის უკმარისობისას ხდება კუნთოვან უჯრედში (ჩონჩხის კუნთებში, მიოკარდიუმში) ლიპიდების დაგროვება, რაც ამცირებს მათ კუმშვით აქტივობას. ახდენს ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის, ჰიპერთირეოზისას მომატებული ძირითადი ცვლის ნორმალიზებას, წარმოადგენს თიროქსინის ნაწილობრივ ანტაგონისტს, აღადგენს სისხლის ტუტე რეზერვს, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტოაციდოზის ხარისხს, ასევე ზრდის მოძრაობით აქტივობას და ზრდის ფიზიკური დატვირთვის ამტანობას, ამ დროს ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ ხარჯვას და მისი მარაგების ზრდას ღვიძლსა და კუნთებში. კარნილევი ახდენს ანაბოლურ მოქმედებას, ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების დაშლას. აქვეითებს სხეულის ჭარბ წონას და ამცირებს კუნთებში ცხიმის შემცველობას. ახდენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოპტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას და აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღებისას, კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (80%). Cmax მიიღწევა 3 საათში. თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 საათის განმავლობაში. სისხლის პლაზმიდან აღწევს ღვიძლში, მიოკარდიუმში, ჩონჩხის კუნთებში. ექსკრეტირდება თირკმლებით, უპირატესად აცილური ეთერების სახით.

მიღების ჩვენებები:

• კარნიტინის მეორადი დეფიციტი – თანდაყოლილი (ორგანული აციდურია), კარნიტინის შეძენილი ალიმენტური დეფიციტი (მალაბსორბცია, ნაწლავების დაავადებები), პაციენტებში, რომლებსაც ხანგრძლივად უტარდებათ ჰემოდიალიზი და აქვთ შემდეგი სიმპტომები –კუნთების გამოხატული, მუდმივი სპაზმები, მიოპათიები, კუნთოვანი მასის დაკარგვა, ჩონჩხის კუნთების სისუსტე, ჰიპოტენზიის სიმპტომები, ანემიები, თირკმლებში მისი რეაბსორბციის დარღვევა (თქუ);

• იშემიური კარდიომიოპათიის შემთხვევაში მიოკარდიუმში მეტაბოლიზმის დარღვევა (მიოკარდიუმში ცხიმოვანი მჟავების უტილიზაცია ენერგიის წყაროს სახით ხდება ძალიან ინტენსიურად, ამიტომ ის განსაკუთრებით საჭიროებს L-კარნიტინს, მისი გამოყენების შემდეგ აღინიშნება შეკუმშვების ძალის გაზრდა, კუნთის შემდგომი დეგენერაციის თავიდან აცილება, ეკგ-ის ნორმალიზება);

• სტენოკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, კარდიოგენული შოკის შედეგად გამოხატული ჰიპოპერფუზიის მდგომარეობა;

• ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რესპირატორული დისტრესს-სინდრომი, ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა, კრუნჩხვები, ატაქსია, პირამიდული დარღვევები, დარღვევები თვალის მამოძრავებელი ნერვის მხრივ (გარეგანი ოფთალმოპლეგია, ფტოზი და სხვ.);

• პოლინეიროპათია ღვიძლის დაზიანებით (პროგრესირებადი ჰეპატომეგალია, ღვიძლის ფიბროზი, ღვიძლის უკმარისობის მოვლენები თირკმლების დაზიანებებით (ფანკონის ტრიადა, ფოსფატურია, გლუკოზურია, ამინოაციდოურია), ენდოკრინული დარღვევებით (ზრდის შეფერხება, ჰიპოგლიკემია), სმენის დარღვევით (ნეიროსენსორული სიყრუე), მხედველობის დარღვევით (მხედველობის ნერვის ატროფია, ბადურის პიგმენტური დეგენერაცია, კატარაქტა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებით;

• დაავადებები და მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს მადის დაქვეითება, სხეულის მასის შემცირება, გამოფიტვა მოზრდილებსა და ბავშვებში;

• ნერვული ანორექსიის სინდრომი (ნევროგენული ანორექსია) და ფიზიკური გამოფიტვა ფსიქიკური დაავადებების დროს, დისცირკულარული და ტრავმული ენცეფალოპათიისას;

• ქრონიკული პანკრეატიტი შინაგანი სეკრეტორული უკმარისობით;

• სამშობიარო ტრავმის და ახალშობლითა ასფიქსიის შედეგი; 

• ახალშობილები, დღენაკლულები და დროულად დაბადებული ბავშვები დასუსტებული კვებითი რეფლექსებით (დუნე წოვა), ჰიპოტროფიით, ჰიპოტონიით და ადინამიით; რესპირატორული დისტრეს-სინდრომით ახალშობილებში, დღენაკლული ახალშობილების მოვლა, რომლებიც იმყოფებიან სრულ პარენტერალურ კვებაზე;

• ახალშობილთა სიყვითლე;

• რეკონვალესცენციის პერიოდი მძიმე დაავადებების და ქირურგიული ჩარევების შემდეგ;

• ზრდის შეფერხება და სხეულის მასის დეფიციტი 16 წლამდე ასაკის  ბავშვებში და  მოზარდებში, თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა 16 წლამდე ასაკის ბავშვებში  და მოზარდებში;

• კანის დაავადებებისას (ფსორიაზი, სებორეული ეგზემა, კეროვანი სკლეროდერმია და დისკოიდური წითელი მგლურა) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;

• ხანგრძლივი ინტენსიური სპორტული წვრთნები, ან სხვა გაზრდილი დატვირთვები (ანაბოლიკის და ადაპტოგენის სახით), შრომისუნარიანობის, ამტანობის ასამაღლებლად და დაღლილობის შესამცირებლად;

• ეგზოგენურ-კონსტიტუციური სიმსუქნე.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულ ქალებში კარნიტინის პირველადი სისტემური დეფიციტის სერიოზული შედეგების გათვალისწინებით, კარნიტინით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში რისკი დედისთვის აღემატება თეორიულ რისკს ნაყოფისათვის. ლევოკარნიტინი წარმოადგენს ქალის რძის ნორმალურ კომპონენტს. ძუძუთი კვების პერიოდში ლევოკარნიტინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის.

გამოყენების წესი და დოზები:

ხსნარი შიგნით მისაღებად.

მიიღება საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად: სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია ასაკსა და სხეულის მასაზე – 0-6 თვე – რეკომენდებულია 50 მგ/კგ, 6 თვიდან 1 წლამდე – 100 მგ/კგ (1 მლ ხსნარი), 1 წლიდან 5 წლამდე – 1000 მგ/დღე-ღამეში. 5 წელზე მეტი ასაკის – 2000 მგ/დღე-ღამეში. მოზრდილები – 2-4 გ პათოლოგიიდან და ექიმის რეკომენდაციიდან გამომდინარე.

სტენოკარდია და პოსტინფარქტული მდგომარეობა: 2-6 გ დღეში (20-დან 60 მლ პრეპარატი) ექიმის რეკომენდაციით.

პრეპარატი კარნილევი დამატებით შეიძლება გაიხსნას 50 მლ ანადუღარ, გაციებულ წყალში, ჩაიში, კისელ კომპოტში, წვენში, ასევე დანამატის სახით ტკბილ კერძში. მკურნალობის კურსი – 1 თვე. 

მოზრდილებში ნერვული ანორექსიის სინდრომით ინიშნება 2 გ 2 ჯერ დღე-ღამეში. გამოყენების ხანგრძლივობა: 1-2 თვე.

მადის სტიმულაციისათვის და სხეულის მასის მოსამეტებლად პაციენტებში ქრონიკული გასტრიტით დაქვეითებული სეკრეტორული ფუნქციით და პანკრეატიტით, შინაგანი სეკრეტორული უკმარისობით, კარნილევი ინიშნება ერთჯერადი დოზით 500 მგ 2 ჯერ დღე-ღამეში. გამოყენების ხანგრძლივობა: 1-1,5 თვე.

კანის დაავადებების მკურნალობისას, ერთჯერადი დოზა შეადგენს 1 გ 2 ჯერ დღე-ღამეში. გამოყენების ხანგრძლივობა: 2-4 კვირა. 

ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვისას ინიშნება 1-2 გ 2-3 ჯერ დღე-ღამეში. 30 წუთით ადრე საუზმემდე და სადილამდე.

ახალშობილებში ინიშნება კვებამდე 30 წუთით ადრე, ერთჯერადი დოზით (4-12 წვეთი) 2 ჯერ დღე-ღამეში, სადღეღამისო დოზა – 50-100 მგ/კგ. ინიშნება სიცოცხლის პირველი დღიდან, ან მე-5 დღეს ბავშვებში, რომლებსაც აქვთ სამშობიარო ტრავმა და ასფიქსია და შემდეგ 2-6 კვირის განმავლობაში. 

გვერდითი მოვლენები:

ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური მოვლენები, კუნთების სისუსტე. 

დოზის გადაჭარბება: 

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტოქსიკურობის შესახებ მონაცემები არ არის. ლევოკარნიტინის მაღალი დოზები იწვევს დიარეას. პრეპარატის ამტანობა კონტროლირდება მიღების პირველი კვირის განმავლობაში და დოზის ყოველი გაზრდის შემდეგ. დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომურია. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

გკს ხელს უწყობს პრეპარატის დაგროვებას ქსოვილებში. 

პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია ექიმის ინფორმირება სხვა პრეპარატების მიღების შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

კარნილევი არ იწვევს მიჩვევას, რადგან წარმოადგენს ნატურალურ ხსნარს ადამიანის ორგანიზმისთვის. გლუკოზის ათვისების მომატებისას, პრეპარატ კარნილევის გამოყენებამ დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც იღებენ ინსულინს, ან ჰიპოგლიკემიურ პერორალურ პრეპარატებს, შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. ამიტომ ასეთ პაციენტებში პლაზმაში გლუკოზის დონე მუდმივად უნდა კონტროლირდებოდეს ჰიპოგლიკემიური მკურნალობის დაუყოვნებელი რეგულირებისათვის. 

კარნილევის მაღალი დოზების ხანგრძლივმა პერორალურმა მიღებამ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევით, შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად ტოქსიკური მეტაბოლიტების, ტრიმეთილამინის (ტმა) და ტრიმეთილამინ-M-ოქსიდის (ტმაო) კონცენტრაციის მომატება, რადგან მოცემული მეტაბოლიტები ჩვეულებრივ გამოიყოფა შარდით. ასეთ შემთხვევაში შარდს, სუნთქვას და ოფლს აქვს არასასიამოვნო სუნი.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების, ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:

არ ახდენს გავლენას.

გამოშვების ფორმა

მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია 10 ერთჯერადი დოზის შემცველი 10 მლ ფლაკონი.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ურეცეპტოდ.

Don`t copy text!