გოგრისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახია. მიწისქვეშა ნაწილი გარედან მოყვითალოა, შიგნით კი თეთრხორცოვანი. 4 მეტრამდე სიგრძის, რამდენიმე მცოცავი ღერო ამოდის ფესვის ყელიდან, რომელნიც ფოთლების იღლიებში განლაგებული მარტივი ულვაშებით, ემაგრებიან მცენარეებს და სხვა საგნებს. საკმაოდ გრძელყუნწიანი ფოთლები ღეროებზე მორიგეობითაა განლაგებული, გარემოხაზულობის მიხედვით მათ განიერკვერცხისებრი მოყვანილობა აქვთ, გულისებრი ფუძით დ 5-7 წვეტიანი სამკუთხა ნაკვეთით, რომლებიც თავის მხრივ დაკბილული არიან, ფოთლის ორივე მხარე ხოიანია.
ყვავილები ცალსქესიანია, თვით მცენარე კი ერთბინიანი, ე.ი. მდედრობითი და მამრობითი ყვავილები მართალია ცალ-ცალკეა, მაგრამ ორივე ერთ ინდივიდზეა განვითარებული. მამრობითი ღიამოყვითალო ყვავილი 2 სმ სიგრძისაა და თავმოყრილი ფარისებრ მტევნებში. მომწვანო-მოყვითალო მდედრობითი ყვავილები 5-12-ის რაოდენობით კვლავ ფარისებრ მტევნებშია თავმოყრილი. ნაყოფი შავი, მრგვალ, 7-8 მმ სიმსხო კენკარაა 4-6 თესლით. ყვავილობს მაის-ივნის-ივლისში. ნაყოფები მწიფდება ივლის-აგვისტოში.
გზადმოყოლილი მცენარეა. იზრდება ქართლში, მესხეთსა და იმერეთში ბუჩქნარებსა და ბაღბოსტნებში, როგორც სარეველა, დასახლებული პუნქტების მახლობლად მთის შუა სარტყლამდე.
ლეშურა მოწითალო, მოყავისფრო ნაყოფებიანი მეორე სახეობითაც – b. dioica jacq. გვხვდება საქართველოში, რომელიც ასევე მთის შუა სარტყლამდე იზრდება ქართლში, თრიალეთს და ჯავახეთში, ბუჩქნარებში, გზისპირებზე და ბაღ-ბოსტნების კიდეებში.
გლიკოზიდების ბრიონინისა და ბრიონიდინის შემცველობის გამო ლეშურას ფესვი შხამიანია.
ზოგიერთ ქვეყანაში ლეშურა უნივერსალურ სამკურნალო მცენარედ ითვლებოდა, როგორც ჟენშენი – ჩინეთში, ხალხურ მედიცინაში იგი ახლაც გამოიყენება როგორც შარდმდენი, საფაღარათო, ამოსახველებელი, ტკივილგამაყუჩებელი, სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება. მასვე ხმარობენ ღვიძლში ჩხვლეტების, წყლულოვანი დაავადების, ნიკრისის ქარის, რევმატული პოლიართრიტის, ნაირგვარი წარმოშობის შეშუპებების, შაკიკის, გულის არეში ტკივილების, წყალმანკის, საშვილოსნოდან სისხლდენის, ეპილეპსიის (ავი ზნე), დამბლის, ხველის, პლევრიტის, კუჭის დაწევის დროს.
ფესვის ფხვნილს ურჩევენ, როგორც გამხსნელ საშუალებას, 0,5 გრამის რაოდენობით დღეში სამჯერ. სპირტით გამონაწვლილს ერთ სუფრის კოვზს (6გ) ერთი ჭიქა ანადუღარ წყალზე, ამ ნარევს სუფრის კოვზით იღებენ დღეში სამჯერ ნახველის ამოღების გასაადვილებლად.
აღნიშნულია დადებითი მოქმედება ჰიპერტონიული დაავადების დროს. საამისოდ ფესვის 10% სპირტზე ნაყენს 30 წვეთს ან 25%-იან წყალზე ნაყენს სუფრის კოვზით დღეში სამჯერ იღებენ 3-4 კვირის განმავლობაში.
წყალმანკის დროს რეკომენდებულია ლეშურის ფესვისაგან გამოწურული წვენის გამოყენება 4-5 გ (1 ჩაის კოვზი) წყალში განზავებით 1-2-ჯერ დღეში (მაგრამ არაუმეტეს 10 გრამისა ერთ ჯერზე მიღებისას).აგრეთვე რეკომენდებულია ფესვის ღვინოზე ნაყენიც (30 გ ფესვი 700 გ ნატურალურ კარგ ღვინოზე) სუფრის კოვზით დღეში რამდენიმეჯერ. ამ უკანასკნელს ისინი ძლიერ შარდმდენად მიიჩნევენ.
ხალხში ლეშურას ფესვს კანის მუქი ლაქებისაგან, მეჭეჭებისა და გამონაყარისაგან გასაწმენდ და სიმსივნეთა დამარბილებელ, აგრეთვე სისხლჩაქცევების საწინააღმდეგო საშუალებადაც მიიჩნევენ. ანალოგიურად იყენებენ წითელ ნაყოფა ლეშურასაც.
ტკივილიგამაყუჩებელ საშუალებად ლეშურას ფესვი განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება ნიკრისის ქარის, რევმატული პოლიათრიტისა და ნეკნთაშორის ნევრალგიის დროს. ექსპერიმენტული მონაცემებით ლეშურას გლიკოზიდები ტკივილგამაყუჩებელი თვისებისაა. გარდა ამისა მათი გამოყენება კუნთების ტონიზირებასა და სისხლის წნევის მომატებას იწვევს. ბრიონინშემცველი პრეპარატის დიდი დოზით მიღება იწვევს მოწამვლას, რაც გამოიხატება პირღებინებაში, სისხლნარევ ფაღარათიანობასა და მუცლის არის აშკარა ტკივილებში. შემდგომში კი კრუნჩხვები და ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლა ვითარდება.
1:10000 განზავებული ლეშურას ფესვის ახალი ნაყენი შედის პრეპარატ “აკოფიტის” შემადგენლობაში, რომელსაც შესაზელად იყენებენ იშიასის, რადიკულიტისა და რევმატიზმის სამკურნალოდ. ყოველივე თქმული ლეშურას სამკურნალოდ გამოყენებისადმი ფრთხილ მიდგომას მოითხოვს, უმჯობესია იგი ამ მიზნით არ გამოვიყენოთ ექიმის რჩევის და მისი უშუალოდ მეთვალყურეობის გარეშე.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ლეშურასა და ძაღლის სატაცურს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და ერთნაირად იყენებს. თუმცი ზოგი დაავადების შემთხვევაში მათი ქმედითუნარიანობა თითქმის იდენტურია, მაგრამ ორივე მცენარე შხამიანია და ექიმის გარეშე არ უნდა გამოვიყენოთ.



ლენცოფა ძალზე გავრცელებული სარეველაა. მისი ფართოდ გავრცელების ძირითადი მიზეზია თესლების დიდი რაოდენობა. ერთი მცენარე საშუალოდ იძლევა 10000 თესლს, ლიტერატურაში ცნობილია ისეთი ეგზემპლარებიც, რომლებშიც აღმოჩნდა 950000 თესლზე მეტი. გარდა ამისა, ლენცოფას თესლი ადვილად ვითარდება ცუდ პირობებშიც.
კუნელის მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ და წითელ კუნელს.
კუნელის ნაყოფში არის შაქარი, ორგანული მჟავები, ფლავონოიდები, ვიტამინი C, კაროტინი, სათრიმლავი ნივთიერებები, ცხიმოვანი ზეთი. ყვავილი შეიცავს ორგანულ მჟვავებს, ეთერზეთს, ფოთლები – 230 მგ-მდე ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ღვინის ქვისა და ლიმონმჟავებს, თესლი შეიცავს ამიგდალინს.

კულმუხო ხალხურ მედიცინაში მეტად პოპულარული მცენარეა, მას თითქმის ყველა დაავადების სამკურნალოდ ხმარობდნენ. კულმუხოს შესახებ ცნობები გხვდება ჯერ კიდევ ჰიპოკრატესთან. ძველ საბერძნეთსა და რომში მის ფესვებს იყენებდნენ არა მარტო სამკურნალოდ, არამედ საჭმელშიც. კულმუხოს დიდ ყურადღებას უთმობს ტიბეტის მედიცინაც.
კულმუხოს პრეპარატებს იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების: ტრაქეიტებისა და ბრონქიტების მკურნალობისას, როდესაც თან ახლავს დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა. ისინი კარგი საშუალებაა გასტროენერიტებისა და არაინფექციური წარმოშობის ფაღარათის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთების, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, ქალის სასქესო ორგანოების, ღვიძლის დაავადებისა და ბუასილის დროს.
წვრილი დატოტვილი ფესურიდან ყოველწლიურად ვითარდება რამდენიმე გლუვი, ორწახნაგოვანი, დატოტვილი ღერო, რომლის სიმაღლე აღწევს 30-60 სმ-ს. ფოთლები მოპირისპირეა, მჯდომარე, მოგრძო, ბლაგვი, მთლიანკიდიანი, გლუვი, დაწინწკლული, ყვავილები თავისუფალფურცლიანია, სწორი, ხუთფოთლიანი ჯამით და ხუთფურცლიანი გვირგვინით; ფურცლები კაშკაშა ყვითელია, მოგრძოოვალური, ზედა მხარეს ირიბად წაკვეთილი, შავი რუხი წერტილებით ქვედა მხარეს. მტვრიანა 50-60, რომლებიც ძირში ერთმანეთთან სამ კონად არიან შეზრდილი. ბუტკო სამბუდიანია, ზედა ნასკვით და სამი გადახრილი სვეტით, ყვავილედი – ფარისებრი საგველა. ნაყოფი სამბუდიანი მრავალთესლიანი კოლოფია, რომელიც სამი საგდულით იღება. თესლი ძალიან პატარაა, მოგრძო, რუხი ფერის. ყვავილობს ივნისიდან – აგვისტომდე.
ყვავილები ოქროსფერ-ყვითელი, თავჩაქინდრულ მტევნებად შეკრებილი, ფრიად მგრძნობიარე 6 მტვრიანათი. მტვრიანას ძაფზე ნემსით შეხებისას იგი მყისვე ეცემა დინგს. მწერი ხორთუმით შეხებისას აღიზიანებს მტვრიანას, რომელიც თავზე ეცემა მწერს და მომწიფებულ მტვრის მარცვალს აბერტყავს. სხვა ყვავილის დინგზე თავით შეხებისას მწერი ხელს უწყობს ამ მტვრის იქ დატოვებას. ე.ი. ხელი ეწყობა ჯვარედინ დამტვერვას, რასაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კოწახურის ბიოლოგიაში.
ყოველივე ამასთან ერთად იგი მარილამტანიცაა, მხოლოდ ვერ ეგუება დამდგარწყლიან ჭარბტენიანობას.![კლდის დუმა – Sedum Caucasicum [Grossh.] Boris – Очиток кавказский_6003f49bd404a.jpeg](https://wamlebi.com/wp-content/uploads/2021/01/e18399e1839ae18393e18398e183a1-e18393e183a3e1839be18390-sedum-caucasicum-grossh-boris-d0bed187d0b8d182d0bed0ba-d0ba_6003f49af1af9.jpeg)
მომწვანო-თეთრი ყვავილები (ზოგი ეგზემპლარი გვხვდება მომწვანო-ყვითელი ან მოწითალო-ვარდისფერი ყვავილებითაც), კენწრულ ფარისებრ საგველედაა შეკრებილი. მკრთალი შეფერილობის, ძირში შეზრდილი ჯამის ფოთლები სამკუთხაა, წაწვეტებული. გვირგვინის ფურცლები ნავის მოყვანილობისაა. გვირგვინის ფურცლებიც და ჯამის ფოთლებიც ხუთ-ხუთია, მტვრიანათა რაოდენობა კი – 10. იზრდება მშრალ, ქვიან ადგილებში. უპირატესად ტყის შუა და ზედა სარტყელში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში, თაფლოვანი მცენარეა.
ზამთრამდე რჩება. მწკლარტე გემოს გამო ნაყოფს საჭმელად არც თუ ხშირად იყენებენ, მაგრამ ყინვანაკრავი ფრიად სასიამოვნო მჟავე გემოსია. გავრცელებულია მთელს რესპუბლიკაში, უფრო ხშირად კი აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 1600-მდე და ზოგან ბევრად მაღლაც. მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყით და ძირკვის ამონაყარით. შესანიშნავი ბუჩქია ეროზიის საწინააღმდეგო ტყის ზოლებისა თუ მასობრივი ნარგაობისათვის, განსაკუთრებით ხევ-ხრამების გასამაგრებლად.

დაფნისებრთა ოჯახს ეკუთვნის. დაფნა დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთის რაიონების მცხოვრებთათვის კარგად ცნობილი მარადმწვანე, დაბალტანოვანი ხეა, კულტურაში კი უფრო ხშირად ბუჩქის სახითაა წარმოდგენილი. მისთვის ოპტიმალურ გარემო პირობებში სიმაღლით 18 მეტრამდეც კი აღწევს. ღეროს ქერქი მუქი მოყავისფროა. ყლორტების ქერქები კი ჯერ მწვანეა, შემდგომ კი ისიც მოყვავისფრო ხდება. ვარჯი ხშირი შეფოთვლითა და უპირატესად პირამიდული გარეგნობით ხასიათდება. მოკლე ყუნწიანი ტყავისებრი კიდემთლიანი ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა განლაგებული, რომელთა სიგრძე 6-20 სმ ფარგლებში მერყეობს და სასიამოვნო სუნი აქვს. ფოთლის ფირფიტა წაგრძელებული, ლანცეტა ან ელიფსურია შევიწროებული ფუძით. ზედა მხრიდან მუქმწვანე და მბრწყინავია, ქვემოდან კი შედარებით უფრო მკრთალი მწვანეა.
შედგება. ორბინიანი მცენარეა, ძალიან იშვიათად ერთბინიანი. ყვავილები ერთქესიანია. მდედრობით ყვავილს 4 სტამინოდი უვითარდება, ყვავილსაჯდომში ოდნავ ჩამალული. ნასკვი კი ერთთესლკვირტიანია, ბუტკო მოკლესვეტიანი, დინგი ბლაგვია.
კევის ხე ედაფურ (ნიადაგობრივ) პირობებისადმი დიდად მომთხოვნი არაა. გვხვდება მშრალ ხირხატსა და თიხნარ, კირით მდიდარ ნიადაგებზე, ეგუება ნიადაგში სულფატური და ქლორიდული მარილების არსებობას. გვალვა და ყინვაგამძლეა, მოკლე ხნის განმავლობაში – 30 გრადუს ტემპერატურას უძლებს.