Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 420

ფურადონინი – FURADONIN – ФУРАДОНИН

საერთაშორისო დასახელება:

NITROFURANTOIN

მწარმოებელი: OLAINFARM

მოქმედი ნივთიერება: ნიტროფურანტოინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება, ნიტროფურანი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ტაბ.

1 ტაბ.

ნიტროფურანტოინი  ………    50 მგ

ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ტაბ.

1 ტაბ.

ნიტროფურანტოინი ………..  100 მგ

 

ვრცლად უვამინი რეტარდი

ფურაგინი 50 მგ – FURAGIN 50mg – ФУРАГИН 50мг

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ აქტიურ ნივთიერება ფურაგინს (Furaginum) და დამხმარე ნივთიერებებს – Lლაქტოზას, კარტოფილის სახამებელს, შაქარს, პოლისორბატ 80 (ტვინ-80), სტეარინის მჟავას.

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული საშუალება (ნიტროფურანის წარმოებული).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფურაგინი – ანტიბაქტერიული საშუალება, ეფექტურია, როგორც გრამდადებითი ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. პრეპარატი მოქმედებს სტაფილოკოკობის და მიკროორგანიზმების სხვა პათოგენურ შტამებზე, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სულფანილამიდებისა და ანტიბიოტიკების მიმართ. ფურაგინის მიმართ მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ნელა ვითარდება და მაღალ ხარისხს ვერ აღწევს. პრეპარატის მიმართ მდგრადია Pseudomonas  aeruginosa.

ფურაგინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ფურაგინის ბაქტერიოსტატული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ნარჩუნდება 8-12 საათის განმავლობაში. ფურაგინი გამოიყოფა თირკმლების მეშვეობით, უპირატესად მილაკების სეკრეციის გზით. ფურაგინის 8 -13 % ხვდება შარდში, სადაც ფურაგინის კონცენტრაცია უმეტესი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისათვის აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცეტრაციას. ფურაგინის კონცენტრაცია ყველაზე უფრო გამოხატულია მჟავე გარემოში. შარდის გამანეიტრალებელი საშუალებები პრეპარატის მოქმედებას აქვეითებენ. ნიტროფურანები აღწევენ პლაცენტარულ ბარიერში, მაგრამ ნაყოფის სისხლში მათი კონცენატრცია გაცილებით დაბალია, ვიდრე დედის სისხლში.

ჩვენებები:

  • შარდგამომყოფი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი), შარდსასქესო სისტემის ოპერაციისშემდგომი ინფექციები (ოპერაციისშემდგომი პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი).

უკუჩვენებები:

ფურაგინის, ნიტროფურანის ჯგუფის წარმოებულების და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. თირკმლის მძიმე უკმარისობა (თირკმლის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები).

ფურაგინის გამოყენება არ არის რეკომენდებული უროსეფსისისა და თირკმლების პარენქიმატოზული ინფექციების დროს. პოლინევროპათია (მათ შორის დიაბეტური), გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ენზიმის უკმარისობა (ჰემოლიზის განვითარების საშიშროება).

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

პრეპარატი არ ენიშნებათ 1 თვემდე ასაკის ბავშვებს.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება, თუმცა შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტი: მადის დაკარგვა, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, ფაღარათი.

ცნს და პერიფერული ნერვული სისტემა: თავბრუ, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა; იშვიათად – პოლინევროპათია.

ალერგიული რეაქციები: პაპულოზური გამონაყარი, ქავილი.

სხვა: სხეულის ტემპერატური მომატება, სისუსტე; იშვიათად – ფილტვის მწვავე ან ქრონიკული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში – ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, erythema multiphorme, პანკრეატიტი, ართრალგია, სისხლწარმოქმნის დარღვევა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია), მსუბუქი ქალაშიდა ჰიპერტენზია, გარდამავალი ალოპეცია.

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა. გვერდითი მოვლენები მცირდება, თუ პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.

ფურაგინი  შარდს აძლევს ყავისფერ შეფერილობას.

თუ პრეპარატის მიღების დროს განვითარდა გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

უსაფრთხოების ზომები:

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით, ანემიის, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის და ფოლიუმის მჟავას, ფილტვების დაავადებების დროს. ფურაგინის ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება განვითარდეს ნევტირი. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში საჭიროა ღვიძლისა და ფილტვების ფუნქციების კონტროლი, განსაკუთრებით 65 წელზე ზემოთ პაციენტებში. სიფრთხილით გაოიყენება ფურაგინი პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, ვინაიდან პრეპარატმა პოლინევროპათიის განვითარებას შეიძლება შეუწყოს ხელი.

ექსპერიმენტული გამოკვლევები და კლინიკური დაკვირვებები ადასტურებენ ნიტროფურანის არასასურველ ზემოქმედებას სათესლეებზე (ტესტეს), რომელიც გამოვლინდება სპერმისა და ეაკულატის რაოდენობის შემცირებით, სპერმატოზოიდების მოძრაობის შემცირებით და მათი მორფოლოგიის პათოლოგიური ცვლილებებით.

იმ პაციენტების ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა, რომლებიც ფურაგინს ღებულობენ, შარდში გლუკოზას შემცველობაზე შეიძლება ცრუ-დადებითი რეაქციები მოგვცეს, თუ ამის დასადგენად სპილენძის აღდგენის მეთოდი გამოიყენება.

შარდში გლუკოზის დასადგენად, ფერმენტული მეთოდით შესრულებულ შედეგებზე ფურაგინი ზეგავლენას არ ახდენს.

ფურაგინის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლში ლეიკოციტების, და ასევე ღვიძლისა და თირკმლების პერიოდული კონტროლი.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:

უკუნაჩვენებია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

– აცნობეთ მკურნალ ექიმს სხვა მედიკამენტების გამოყენების შესახებ.

საშუალებები, რომლებიც შარდს ტუტე ხასიათს აძლევენ, ასუსტებენ ფურაგინის თერაპიულ ეფექტს (აჩქარებენ ფურაგინის გამოყოფას შარდით). საშუალებები, რომლებიც შარდს მჟავა ხასიათს აძლევენ (მჟავეები, მათ შორის ასკორბინის მჟავა, და ასევე კალციუმის ქლორიდი), ზრდიან ფურაგინის კონცენტრაციას შარდში (ნელდება მისი გამოყოფა შარდით), ამრიგად იზრდება პრეპარატის სამკურნალო ეფექტი, თუმცა ამავდროულად იმატებს ტოქსიკური მოვლენების განვითარების საშიშროება.

– ანტიბიოტიკები – ამინოგლიკოზიდები და ტეტრაციკლინი აძლიერებენ ფურაგინის ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ქლორამფენიკოლთან და რისტომიცინთან კომბინაციაში მატულობს ჰემოტოქსიკური მოვლენების განვითარების საშიროება.

– მოქმედების ანტაგონიზმი ნალიდიქსის მჟავასთან (ასუსტებს ფურაგინის ბაქტერიოსტატულ მოქმედებას).

– ფურაგინისა და ურიკოზურიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას (პრობენეციდი, სულფინპირაზონი) მცირდება შარდით ფურაგინის გამოყოფა, რაც იწვევს ფურაგინის კუმულაციას და ტოქსიკური მოვლენების განვითარების შესაძლებლობას.

– ფურაგინისა და მაგნიუმის ტრისილიკატის შემცველი ანტაციდების ერთდროული გამოყენებისას, მცირდება ფურაგინის აბსორბცია. ატროპინი ანელებს ფურაგინის აბსორბციას, თუმცა აბსორბირებული პრეპარატის საერთო რაოდენობა არ იცვლება.

– B ჯგუფის ვიტამინების ერთდროული გამოყენება ხელს უწყობს ნიტროფურანები, მათ შორის ფურაგინის აბსორბციას.

გამოყენების მეთოდები და დოზები.

ფურაგინი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.

უფროსებს: 100-200 მგ (2-4 ტაბლეტი) 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 7-10 დღეს შეადგენს, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, და ასევე თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობაზე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 10-15 დღის შემდეგ.

ბავშვებს: 5-8 მგ/კგ-ზე დღეში, დღიური დოზის გაყოფით 3-4 მიღებაზე, 7-8 დღის განმავლობაში, ცალკეულ შემთხვევებში – 3-4 კვირა.

იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დოზა არ იქნა მიღებული, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზებით, რომელიც არ უნდა გაიზარდოს. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ მკურნალი ექიმის კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება:

ნიტროფურანები ნაკლებტოქსიურია. ტოქსიკური მოქმედება შესაძლებელია ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით.

სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუ, დეპრესია, პერიფერული პოლინევრიტი, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი), გულისრევა, ღებინება, ჰემოლიზური ანემია (პირებში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით), მეგალობლასტური ანემია; ძალიან იშვიათად – ღვიძლის ფუნქციების დარღვევა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ინფუზიური ხსნარების ინტრავენური შეყვანა (საჭიროა საკმარისი რაოდენობით სითხის შეყვანა). ტარდება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია. მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია ჰემოდიალიზი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე:

არ აღინიშნება.

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფუნისტატინი – FUNISTATIN – ФУНИСТАТИН

საერთაშორისო დასახელება:

შემადგენლობა:

ფუნისტატინის ორალური სუსპენზიის 1მლ შეიცავს 100.000 ერთეულ ნისტატინს, დამცავის მიზნით გამოყენებულია სოდიუმის ბენზოატი,  მეთილ პარაბენი, პროპილ პარაბენი, დამატკბობელი სოდიუმის საქარინი. არომატისთვის გამოყენებულია ბანანის ექსტრაქტი.

ფარმაკოლიგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიური თვისებები:

ნისტატინი, მოქმედებს საფუარისა და საფუარის მსგავსი სოკოებზე და in vitro წარმოადგენს ფუნგოსტატიკური და ფუნგოციდური მოქმედების ანტიბიოტიკს. იგი იწარმოება “Streptomyces”-სგან, ნისტატინი ებმის  სოკოს უჯრედებში არსებულ მემბრანულ სტერიოდებს, ცვლის მათი შეღწევადობის უნარს და აადვილებს უჯრედში არსებული ელემენტების უჯრედის გარეთ გამოდინებას. იგი არ მოქმედებს ტრიქომონასა და მსგავს ბაქტერიებზე.

ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები:

ორალური გამოყენების ნისტატინი,  გასტროინტესტინალური გზით შეიწოვება მცირე რაოდენობით და რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას, სისხლში რისკ-კონცენტრაციას არ აღწევს. ორალური გზით გამოყენებული ნისტატინი გამოიდევნება სწორი ნაწლავის საშუალებით.

პრეპარატის გამოყენება:

ნისტატინის ორალური სუსპენზია გამოიყენება პირის ღრუს კანდიდოზების სამკურნალოდ.

დოზირება და მიღების წესი:

ახალშობილები:

გამოიყენება დღეში 4-ჯერ 2 მლ (200.000 ერთეული ნისტატინი).

2 მლ ნისტატინიდან 1 მლ. თავსდება პირის ღრუს ერთ მხარეს, მეორე 1 მლ კი მეორე მხარეს. დღენაკლულ და სუსტ ბავშვებში  გამოიყენება დღეში 4-ჯერ, 1 მლ-ის ოდენობით.

ბავშვები და ზრდასრულები:

დღეში 4 –ჯერ 4-6 მლ (400.000-600.000 ერთეული). მთლიანი დოზის  ნახევარი თავსდება პირის ღრუს ერთ მხარეს, მეორე კი მეორე მხარეს. პრეპარატი უნდა დაყოვნდეს პირი დღუში ხანგრძლივი დროით.  ნისტატინის ორალური სუსპენზიით მკურნალობა გრძელდება დაავადების სიმპტომების სრულ გაქრობამდე და ბალანსის სრულად აღდგენიდან  48 საათი.

უკუჩვენება:

* ფუნისტატინის ორალური სუსპენზია არ გამოიყენება ისეთი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში არსებული ნივთიერებების მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილება:

ორსულობა: კატეგორია C . მაგრამ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის  დროს მკურნალობდნენ ნისტატინით,  არ დაფიქსირებულა დაბადებისშემდგომი არანაირი  გვერდითი მოვლენა.

გვერდითი მოვლენები:

ნისტატინი არის არატოქსიკური პრეპარატი.

გრძელვადიანი მოხმარებისას, როგორც სუსტ, ასევე ძლიერ ბავშვებს, ნებისმიერი ასაკის პაციენტებს,  აღენიშნებათ მისი კარგი ამტანობა. ორალური გზით დიდი დოზების მიღებისას, იშვიათად აქვს ადგილი გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას და ენტერალურ მოვლენებს.

მოულოდნელი სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სუსპენზიის მომზადების წესი:

ბოთლში ნიშნულის ნახევარამდე (1/2) უნდა დაემატოს ანადუღარი და გაგრილებული წყალი, შეინჯღრეს და რამოდენიმე წუთის შემდეგ ნიშნულის დარჩენილი ½ 1/2 ½  უნდა შეივსოს ასევე ანადუღარი და გაცივებული წყლით.  5 წუთის შემდეგ პრეპარატი მზადაა მოხმარებისთვის.

მიღების წინ საჭიროა ბოთლის შენჯღრევა. ნისტატინის ორალური სუსპენზია  ინახება მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილზე. დამზადებული სუსპენზია ვარგისია 10 დღის განმავლობაში.

შენახვის პირობები:

შევინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავისსავე შეფუთვაში. ფხვნილის სახით იგი ინახება 25 °C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი:

ს.ს “ნობელ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ”,  სტამბოლი.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

ფუნგოლონი – FUNGOLON – ФУНГОЛОН

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: BALKANPHARMA-RAZGRAD, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 8 კაფს, შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ……….        50 მგ

კაფსულები: ბლისტერზე 8 კაფს., შეფუთვაში 2 ბლისტერი

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ………  100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, E171, E172, E132;

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფუნგოლონი მიეკუთვნება ტრიაზოლის წარმოებულ ანტიმიკოზურ საშუალებას. მისი მოქმედების მექანიზმი რეალიზდება სოკოს უჯრედის გარსში სტეროლების სინთეზის სპეციფიკური ინჰიბირებით. იგი ხასიათდება აქტიური მოქმედებით მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა სახის სოკოვან დაავადებებს როგორიცაა: Candida spp. (იმუნოდეპრესიის ფონზე გენერალიზებული ფორმის კანდიდოზის ჩათვლით), Cryptococcus neoformans და Coccidioides immitis (ქალასშიგა ინფექციების ჩათვლით), Microsporum spp. და Trichophyton spp; პრეპარატის მიმართ რეზისტენტობას იშვიათად აქვს ადგილი.

ჩვენებები:

  • მძიმე სისტემური კანდიდოზური ინფექციები შარდ-სასქესო გზების ინფექციების ჩათვლით, პერიტონიტი და პნევმონია;
  • ვაგინური კანდიდოზი;
  • ოროფარინგული და ეზოფაგური კანდიდოზი;
  • კრიპტოკოკური მენინგიტი;
  • დერმატომიკოზები;
  • იყენებენ აგრეთვე ქიმიოთერაპიის დროს სხივური თერაპიის შემდეგ იმუნიტეტ დაქვეითებულ პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში ვაგინური კანდიდოზის დროს რეკომენდებული ერთჯერადი სადღეღამისო დოზა პერორალურად მიღებისას შეადგენს 150 მგ-ს. მკურნალობა გრძელდება კლინიკური სიმპტომების სრულ გაქრობამდე, სანამ ნორმას არ უბრუნდება ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც მიკოზურ ინფექციაზე მიუთითებენ.

შემანარჩუნებელ თერაპიას, რეციდივების თავიდან აცილების მიზნით ძირითადად იყენებენ შიდსით და კრიპტოკოკური მენინგიტით, ან რეკურენტული ოროფარინგული კანდიდოზის დროს.

ოროფარინგული კანდიდოზის დროს ფუნგოლონის რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს პირველ დღეს 200 მგ-ს, და 100-100 მგ-ს დანარჩენ დღეებში.

კლინიკურ გამოჯანმრთელებას ადგილი აქვს ძირითადად რამდენიმე დღეში, მაგრამ საჭიროა მკურნალობის გაგრძელება არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში, რეციდივების თავიდან აცილების მიზნით.

ეზოფაგური კანდიდოზის დროს ფუნგოლონი ენიშნებათ პირველ დღეს ერთჯერადი დოზით 200 მგ და 100-100 მგ შემდეგ დღეებში, შეიძლება აგრეთვე დოზის მომატება 400 მგ-მდე., მკურნალობის კურსი შეადგენს 3 კვირას, ან სულ მცირე 2 კვირას დაავადების კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

სისტემური კანდიდოზის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ-ს პირველ დღეს, შემდგომში კი 200 მგ-ს ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი -4 კვირაა.

კრიპტოკოკოკური მენინგიტის დროს – 400 მგ პირველ დღეს და შემდგომ დღეებში 200 მგ-ს ერთხელ დღეში. ამ დროს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-12 კვირას.

შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში, კრიპტოკოკური მენინგიტის თავიდან აცილების მიზნით ფუნგოლონის რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ დღეში ერთხელ.

1 წლის ასაკის ზევით ბავშვებში 1-2 მგ/კგ წონაზე, კანის, სისტემური კანდიდოზის და კრიპტოგენული ინფექციების დროს 3-6 მგ/კგ წონაზე.

ბავშვებში თირკმელების ქრონიკული უკმარისობით გამოწვეული დაავადებების დროს, საჭიროა დოზის რეგულირება კრეატინინის კლირენსთან მიმართებაში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში დიარეა, გულისრევა, პირღებინება. იშვიათად გამონაყარი კანზე და თავის ტკივილი. მკურნალობის პროცესში შესაძლებელია ღვიძლის ენზიმების მაჩვენებლების გარდამავალი მომატება. იშვიათად აღინიშნება მეტად ძლიერი რეაქციები ღვიძლის მხრივ.

ფუნგოლონი სიფრთხილით ინიშნება ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებთან როგორიცაა რიფამპიცინი, ფენიტოინი, იზონიაზიდი, ვალპროის მჟავა, ან პერორალური სულფანილშარდოვანას წარმოებული ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად.

ცნს-ის მხრივ: – იშვიათად აღინიშნება კრუნჩხვები.

სისხლის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

იშვიათად -ანაფილაქსია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ფლუკანაზოლის ან მასში შემავალი სხვა ინგრედიენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ფუნგოლონი გადადის დედის რძეში, რის გამოც მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ფუნგოლონის და ორალური სულფანშარდოვანას წარმოებული პრეპარატების ერთდროული გამოყენების დროს აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში ანტიდიაბეტური საშუალებების დოზების კორექცია.

◄ ფუნგოლონის და კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების კომბინაციით, პროთრომბინის დროის გახანგრძლივების გამო, აუცილებელია ასეთი პაციენტების ყურადღებით გამოკვლევა.

◄ ყურადსაღებია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ფუნგოლონის მეტაბოლიზმი ძლიერდება მასთან რიფამპიცინის კომბინაციით, ამ დროს საჭიროა პრეპარატის დოზის გაზრდა.

◄ ციკლოსპორინის და ფუნგოლონის ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში, რადგან შესაძლებელია მისი მომატება.

ჭარბი დოზირება:

გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარე, თავის ტკივილი, რომელთა კორეგირება წარმოებს შესაბამისი მკურნალობის გამოყენებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ციმეტიდინთან და რიფამპიცინთან კომბინაციით ფუნგოლონის კონცენტრაცია სისხლში მცირდება, ხოლო ჰიდროქლოროთიაზიდთან – იზრდება.

– ვარფარინთან პრეპარატის ერთდროული დანიშვნით იზრდება პროთრომბინის დრო.

– ფუნგოლონი აძლიერებს სულფანილშარდოვანას წარმოებული ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის შრატში, ახანგრძლივებს თეოფილინის, ტოლბუტამიდის, ციკლოსპორინის, ზიდოვუდინის და ფენიტოინის ნახევარგამოყოფის პერიოდს, რის გამოც ამ პრეპარატების კომბინირების დროს საჭიროა ფუნგოლონის დოზის მკაცრი კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ფუნგოდერმი 1%-იანი კრემი – FUNGODERM CREAM 1% – ФУНГОДЕРМ КРЕМ 1%

წარმოებულია: ეჯზაჯიბაში ილაჩ სან. ვე ტიჯ.ა.შ.

შემადგენლობა:

პრეპარატის თითოეული გრამი შეიცავს 10 მგ თიოკონაზოლს.

სხვა ინგრედიენტები: ბენზილენის სპირტი.

ფარმაკოლოგიური თავისებურებანი:

თიოკონაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის ჯგუფის წარმოებულ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. In vitro დადგენილ იქნა, რომ თიოკონაზოლს გააჩნია დერმატოფიტების (trichophyton, epidermophyton, microsporium და სხვა), საფუარას მსგავსი სოკოების მიმართ მაღალი ეფექტურობა. In vitro იგი სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების მიმართ ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას. გარეგანი გამოყენებისას თიოკონაზოლი აღწევს stratum corneum-ში და გროვდება stratum granolozum-ში.

ჩვენება:

კანის დაზიანება, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე სოკოებით, განსაკუთრებით შემდეგი მიკოზების დროს: tinea cruris, tinea pedis, tinea corporis, tinea unguium da tinea versicolor: დერმატო- და ონიქომიკოზები, გართულებული მეორადი სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციებით.

უკუჩვენება:

თიოკონაზოლის ან მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები/სიფრთხილე:

ფუნგოდერმის 1%-იანი კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. საჭიროა თავიდან ავიცილოთ მისი თვალში მოხვედრა. პრეპარატი ორსულებში არ გამოიყენება სასიცოცხლო აუცილებლობის გარეშე. პრეპარატის შეღწევა დედის რძეში არ არის დადგენილი. მეძუძურ დედებში სასიცოცხლო აუცილებლობის გარეშე პრეპარატი არ გამოიყენება.

გვერდითი მოვლენები:

ფუნგოდერმის 1%-იანი კრემი ხასიათდება კარგი ამტანობით. მკურნალობის პირველ კვირაში შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციების განვითარება, რომლებიც შემდგომში ქრება. კანის ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში პრეპარატის მიღებას წყვეტენ და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართავენ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

თიოკონაზოლის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ არის აღწერილი.

ჰიპერდოზირება:

ფუნგოდერმის 1%-იანი კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. თუ პრეპარატი შემთხვევით გამოყენებულ იქნება პერორალურად, შესაძლებელია გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენების განვითარება. ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენების წარმოშობისას აუცილებელია კუჭის დაუყონებლივ ამორეცხვა და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

მიღების წესი და დოზირება:

1%-იანი ფუნგოდერმის კრემი დაიტანება დაზიანებულ კანის ზედაპირსა და მის მიმდებარე უბანზე 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში და ოდნავ შეიზელენ. თითებს შორის მაცერაციისას დაიტანება მცირე რაოდენობით კრემი, რომელსაც კარგად შეიზელენ. მკურნალობის ხანგრძლივობა ვარირებს ინფექციის მიმდინარეობის სიმძიმისა და დაზიანების ხარისხის მიხედვით. ქატოსებრი ლიქენის დროს საკმარისია მკურნალობის 7-დღიანი კურსი. ტერფის დერმატოფიტიის დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 6 კვირას. დერმატოფიტებისა და კანდიდოზების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 2-4 კვირას.

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

ფუნგოდერმი 1%-იანი კრემი 20 გ ტუბში.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:

რეცეპტით გასაცემი

ვარგისიანობის ვადა:

24 თვე.

ფტორურაცილი-დარნიცა – PHTORURACILUM-DARNITSA – ФТОРУРАЦИЛ-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

FLUOROURACIL

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: ფლუოროურაცილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ანტიმეტაბოლიტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 5%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

ფლუოროურაცილი ………  50 მგ, 250 მგ

 

ვრცლად ფლურაცედილი

ფტოროკორტი – FTOROCORT – ФТОРОКОРТ

საერთაშორისო დასახელება:

TRIAMCINOLONE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: ტრიამცინოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისთვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო 0.1%: ტუბში 15 გ

1 გ

ტრიამცინოლონი ………  1მგ

 

ვრცლად პოლკორტოლონი (მალამო, კრემი)

ფტალაზოლი-დარნიცა – PHTHALAZOLUM- DARNITSA – ФТАЛАЗОЛ-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

PHTHALYSULFATHIAZOLE

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: ფტალილსულფათიაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება, სულფანილამიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ფტალილსულფათიაზოლი …….  0.5 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა.

სულფანილამიდური პრეპარატი მოქმედების ფართო სპექტრით, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების – ინფექციური დაავადებების გამაღიზიანებლების მიმართ. ახდენს ბაქტერიოსტატულ ეფექტს, რომლის მექანიზმი, განპირობებული მიკროორგანიზმებში მათი ზრდის ფაქტორების სინთეზის დარღვევით – ფოლისა და დეჰიდროფოლის მჯავები, რომლებიც აუცილებელია პურინებისა და პირიმიდინების სინთეზისათვის.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი ნელა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან: მისი ძირითადი რაოდენობა ნაწლავში რჩება, სადაც თანდათან სცილდება მოლეკულას აქტიური სულფანილამიდური ნაწილი. ამგვარად მიღწეული პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია ნაწლავში ნაწლავის ფლორის მიმართ სპეციფიური ბაქტერიოსტატიკული აქტივობის გათვალისწინებით, განპირობებულია ფტალილსულფათიაზოლის ეფექტურობა ნაწლავური ინფექციების დროს.

ჩვენებები:

  • მწვავე დიზენტერია, ქრონიკული დიზენტერია გამწვავების სტადიაში, კოლიტები (მ.შ. წყლულოვანი), ენტეროკოლიტები, გასტროენტერიტები, ამებური დიზენტერია და პარატიფოზური ინფექციები, ოპერაციები ნაწლავზე (ჩირქიანი გართულებები საპროფილაქტიკოდ).

გამოყენების წესი და დოზირება:.

პრეპარატი მიიღება შინაგანად 4-6-ჯერ დღე-ღამეში 30 წთ. ადრე ჭამამდე.

დიზენტერიის მწვავე ფორმისას უფროსებში ინიშნება : მკურნალობის 1-2 დღეს – 6 გ დღე-ღამეში (1 გ ყოველ 4 საათში), 3-4 დღეს – 4 გ დღე-ღამეში (1 გ ყოველ 6 საათში). მკურნალობის პირველი კურსიდან 5-6 დღეში ტარდება მეორე კურსი: 1-2 დღეს – 1 გ 4 საათში (ღამე – 8 საათში), სულ 5 გ დღე-ღამეში; 3-4 დღეს – 1 გ 4 საათში (ღამე არ ინიშნება), სულ 3 გ დღე-ღამეში. კურსის დოზა შეადგენს 21 გ (დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას დოზა შეიძლება შემცირდეს 18 გ-მდე).

უმაღლესი დოზები უფროსებისათვის შინაგანად: ერთჯერადი 2 გ, დღე-ღამის 7 გ.

3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთჯერადი დოზით ინიშნება 0.4-0.5 გ,

8-14 წლის – 0.5-0.75 გ. მკურნალობის კურსი – 7 დღე.

სხვა დაავადებების მკურნალობისას ფტალაზოლი ინიშნება უფროსებში პირველი 2-3 დღე 1-2 გ ყოველ 4-6 საათში, შემდგომი 2-3 დღე – 0.5 გ-1 გ ყოველ 4-6 საათში.

ბავშვებში პირველ დღეს ინიშნება 0.1 გ/ს.წ.კგ დღე-ღამეში. პრეპარატის მიღება ხდება ყოველ 4 საათში ღამის შესვენებით. შემდგომ დღეებში ინიშნება 0.2-0.5 გ ყოველ 6-8 საათში.

გვერდითი მოვლენები:

. ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობისას სულფანილამიდების მიმართ შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ბაზედოვის დაავადება;

* სისხლის დაავადებები;

* მწვავე ჰეპატიტი;

* სიფრთხილით ინიშნება ნეფროზებისა და ნეფრიტების დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ფტალაზოლი-დარნიცა შეუთავსებადია სალიცილატებთან, დიფენინთან (ფტალაზოლის ტოქსიკურობის მომატება), ოქსალინთან (ოქსაცილინის აქტივობის სემცირება), ნიტროფურინებთან (ანემიისა და მეტჰემოგლობინემიის განვითარების რისკი), ქალისა და მამაკაცის სქესობრივი ჰორმონებთან, კალციუმის ქლორიდთან და ვიტამინთან K (სისხლის შედედების შემცირება).

ჭარბი დოზა:

ჭარბი დოზის მოვლენები ძალზედ იშვიათან ვლინდება. ასეთ შემთხვევებში წყდება პრეპარატის მიღება და ხდება კუჭის გამორეცხვა ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 2% ხსნარით, ფარსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი.

განსაკუთრებული მითითებები:

დაავადების ხასიათის მიხედვით ფტალაზოლი-დარნიცას გამოყენება შეიძლება ანტიბიოტიკებთან შეთანხმებით. პრეპარატთან ერთდროულად მიზანშეწონილია სულფანილამიდების დანიშვნა, რომლებიც კარგად შეიწოვება (სულფადიმეზინი, ეთაზოლი, ეთაზოლ-ნატრიუმი და ა.შ.).

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი ადვილად აღწევს პლაცენტაში, და ნაყოფის გარშემო არსებულ სითხეში, ნაყოფის სისხლში იგი ეფექტური კონცენტრაციებით ვლინდება. დედის რძეში პრეპარატის კონცენტრაცია უდრის სისხლის შრატში მის კონცენტრაციას, და მეძუძურმა ბავშვმა რძესთან ერთად შეიძლება მიიღოს პრეპარატის ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია მისი ორგანიზმისათვის არასასურველი ზეგავლენის მოსახდენად.

ამიტომ პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვისათვის.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.

გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

ფსორნოჰელ ნ – PSORINOHEEL N – ПСОРИНОХЕЕЛЬ Н

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილთა მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.

100 მლ

Psorinum D10 ………………………………………

10მლ.

Medorrhinum D12 …………………………………

10მლ.

Sulfur D6 ……………………………………………..

10მლ.

Thuja occidentalis D6 ……………………………

10მლ.

Bufo bufo D10………………………………………

10მლ.

Luesinum D8…………………………………………

10მლ.

Vaccininum D8……………………………………..

10მლ.

Natrium chloratum D12………………………….

10მლ.

Bismutum kalium jodidum D5…………………

5მლ

Nerium oleander D4  ……………………………..

5მლ

Cicuta virosa D5 ……………………………………

5მლ

Bacillinum D12 …………………………………….

5მლ

 

 

 

 

 

 

Spiritus 35 vol%


ფარმაკოლოგიური თვისებები:

მდორედ მიმდინარე ქრონიკული პროცესების და სიმსივნეების კომპლექსური მკურნალობის სქემაში PSORINOHEEL N ერთ-ერთ ძირითად პრეპარატს წარმოადგენს.

ჩვენებები:

  • კანის და ლორწოვანი გარსის ქრონიკული დაავადებები (პიგმენტური ლაქა, ხალი, კელოიდი, ჰემანგიომა, ნეიროდერმიტი, ეზემა, დერმატოზი, ერითემა, მეჭეჭები, ქერცლიანი სირსველა, ფერიმჭამელები, Plica polonica პიტირიაზი, კონტაგიოზური იმპეტიგო, მგლურა, სკლეროდერმია და სხვა);
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
  • PSORINOHEEL N ძირითადი პრეპარატია შაკიკის, გლაუკომის, ქრონიკული პოლიართრიტის, ნეფროზის მკურნალობისას.

მიღების წესი და დოზირება:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია

უკუჩვენებები:

არ გააჩნია

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ფსილო-ბალზამი – PSILO-BALSAM – ПСИЛО – БАЛЗАМ

საერთაშორისო დასახელება:

diphenhydramin hidrochloride


მწარმოებელი:
STADA ARZNEIMITTEL AG, გერმანია


კლინიკურ
–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები; ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1% გარეგანი გამოყენების გელი 20გ ტუბში

100გ გელი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები:

ცეტილპირიდინის ქლორიდი ………. 0.1გ;

როგორც დამცავი საშუალება. მაკროგოლ-6-გლიცეროლის კაპრილკაპრატი, პოლიაკრილის მჟავა (კარბომერები), ტრომეტამოლი, გამოხდილი წყალი.

ჩვენებები:

  • მზით დამწვრობა და I ხარისხის დამწვრობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი (ურტიკარია), სხვადასხვა ეტიოლოგიის ქავილი, ქავილით მიმდინარე ეგზემა და ჩუტყვავილა.

მიღების წესები და დოზები:

თუ არ არსებობს ექიმის მითითება, ფსილო-ბალზამის დატანა უნდა მოხდეს თხელი ფენის სახით დაზიანებულ ადგილას დღეში რამოდენიმეჯერ და თითების მსუბუქი დარტყმებით განაწილდეს თანაბრად. გელი სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს თვალით შესამჩნევ კვალს.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შესახებ, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.

უკუჩვენება:

* ფსილო-ბალზამი არ გამოიყენება პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით ცეტილპირიდინის ქლორიდზე, გარდა ექიმის მიერ დაშვებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

შენახვის პირობები და ვადები:

არ შეინახოთ 25°C-ს ზევით ტემპერატურაზე.

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.


შენახვის
ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე.

Don`t copy text!