Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 421

ფრომილიდი უნო – FROMILID UNO – ФРОМИЛИД уно

საერთაშორისო დასახელება:

CLARITHROMYCIN

მწარმოებელი: KRKA

მოქმედი ნივთიერება: კლარითრომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გახანგრძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 5 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი ან ბლისტერზე 7  ტაბ., შეფუთვაში 1 და 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

კლარითრომიცინი  ……….  500 მგ

 

ვრცლად ფრომილიდი

ფრომილიდი ® – FROMILID ® – ФРОМИЛИД ®

საერთაშორისო დასახელება:

CLARITHROMYCIN

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: კლარითრომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 7 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

კლარითრომიცინი ……..   250 მგ

1 ტაბ.

კლარითრომიცინი …….   500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის გაუწყლოებული კოლოიდური ორჟანგი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, კალიუმის პოლაკრილინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ქინოლის ყვითელი საღებავი.

გრანულები სუსპენზიის მოსამზადებლად:

ფლაკონში 60 მლ დოზირებულ შპრიცთან კომპლექტში

5 მლ

კლარითრომიცინი ………  250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კარბიმერი, პოვიდონი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზის ფტალატი, ტალკი, აბუსალათინის ზეთი, ქსანტანის კამედი, ბანანის არომატი, კალიუმის სორბატი, უწყლო ლიმონმჟავა, სილიციუმის უწყლო ჟანგი, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლარითრომიცინი არის მაკროლიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკი. ის აინჰიბირებს მიკრობის უჯრედში ცილის სინთეზს, ძირითადად ავლენს ბაქტერიოსტატულ და ბაქტერიოციდულ მოქმედებას. კლარითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია: Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumophila, Chlamydia trachomatis და Chlamydia pneumoniae, Ureaplasma urealyticum; გრამდადებით მიკროორგანიზმები: (Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumoniae, Streptococcus agalactiae, Streptococcus viridans, Staphylococcus aureus, Listeria monocytogenes, Corynebacterium spp., Bacillus spp.); გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:(Haemophilus influenzae და Haemophilus ducreyi, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis, Neisseria gonorrhoeae და Neisseria meningitidis, Borrelia burgdorferi, Pasteurella multocida, Campylobacter spp. და Helicobacter pylori); ზოგიერთი ანაერობები: (Eubacterium spp., Peptococcus spp., Propionibacterium spp., Clostridium perfringens и Bacteroides melaninogenicus); Toxoplasma gondii და ყველა მიკრობაქტერია Mycobacterium tuberculosis გარდა.

ფარმაკოკინეტიკა:

კლარითრომიცინი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საკვები ანელებს შეწოვას, მაგრამ კლარითრომიცინის ბიოშეღწევადობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

კლარითრომიცინის 20% დაუყოვნებლივ მეტაბოლიზდება 14-ჰიდროქსი-კლარითრომიცინად, რომელსაც გააჩნია გამოხატული აქტივობა Haemophilus influenzae -ს მიმართ.

კლარითრომიცინი ადვილად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებში და სითხეებში, სადაც მისი კონცენტრაცია 10-ჯერ უფრო მეტია ვიდრე შრატში. 250 მგ დოზის მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 საათს; 500 მგ-ს მიღებისას კი – 5-7 საათს. კლარითრომიცინის 20-დან 30%-მდე (სუსპენზიის მიღებისას 40%) შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად, დანარჩენი ნაწილი კი – მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • პრეპარატი განკუთვნილია ზემო სასუნთქი გზების (ტონზოლოფარინგიტი, მწვავე სინუსიტი);
  • ქვემო სასუნთქი გზების (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების სტადიაში ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია);
  • ინფექციების შუა ოტიტის მიკრობაქტერიებით (Mycobacterium avium complex, Mycobacterium kansasii, Mycobacterium marinum, Mycobacterium leprae) გამოწვეული კანის და რბილი ქსოვილების ინექციების სამკურნალოდ;
  • შიდსით დაავადებულებში ამ დაავადებების პროფილაქტიკისათვის;
  • H.pilory-ს ერადიკაციისათვის კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების მქონე პაციენტებში (ყოველთვის სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში), ასევე პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, გატეხვის გარეშე, მცირე რაოდენობა სითხის დაყოლებით.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – 250 მგ ყოველ 12 საათში ერთხელ.

სინუსიტის სამკურნალოდ, მწვავე ინფექციებისას როდესაც ინფექციის  გამომწვევია Haemophilus influenzae , ნიშნავენ 500 მგ კლარითრომიცინს ყოველ 12 საათში ერთხელ. მკურნალობის კურსი 8-14 დღე.

Helicobacter pyloris ერადიკაციისათვის ინიშნება 250-500 მგ დღეში 2-ჯერ. ძირითადად 7 დღე სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს ეძლევა სუსპენზია, დღეში 15 მგ კილოგრამ წონაზე ორ მიღებაზე გადათვლით. სუსპენზის მიღების შემდეგ რეკომენდებულია მცირე რაოდენობით სითხის დაყოლება. სუსპენზია შეიცავს მცირე გრანულებს, რომელთა დაღეჭვა არ არის რეკომენდებული მწარე გემოს გამო. მოყვება შპრიცი პერორალური მიღებისათვის. ერთი სავსე შპრიცი იტევს 5 მლ სუსპენზიას, რომელიც შეიცავს 125 მგ კლარითრომიცინს. ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა შპრიცის გარეცხვა. პრეპარატის დოზა პედიატრიაში გამოითვლება სხეულის მასით. ცხრილში მოცემულია დოზირების პრინციპი:

ბავშვის სხეულის წონა

დოზა მლ-ში (შპრიცი)

დოზა მგ-ში

8 კგ

2.5 მლ (1/2) 2-ჯერ დღეში

62.5 მგ

16 კგ

5 მლ (1) 2-ჯერ დღეში

125 მგ

24 კგ

7.5 მლ (1 1/2)  2-ჯერ დღეში

187.5 მგ

32 კგ

10 მლ (2) 2-ჯერ დღეში

250 მგ

 

მკურნალობის კურსი ძირითადად გრძელდება 7-14 დღე.

Mycobacterium avium complex–ით გამოწვეული გავრცელებული ინფექციის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის ინიშნება 500 მგ ყოველ 12 საათში. შესაძლებელია დოზის გაზრდა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2 გ. ბავშვებს ეძლევათ დღეში 15 მგ კილოგრამ წონაზე, ორ მიღებაზე გადათვლით. პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს ყოველ 12 საათში 500 მგ-ს. პედიატრიაში მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 1 გ.

Mycobacterium avium -ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ხანგრძლივია.

თირკმლის უკმარისობისას როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 0,5 მლ/წმ-ში (30 მლ/წთ) ან შრატის კრეატინინი შეადგენს 2901 მოლი/ლ (3.3 მგ/100 მლ დოზა უნდა შემცირდეს 2-ჯერ, ან უნდა გაორმაგდეს მიღებებს შორის შუალედი.

სუსპენზიის მომზადება: სუსპენზიის მოსამზადებლად საჭიროა 42 მლ წყალი. წინასწარ შეანჯღრიეთ ფლაკონი დაამატეთ წყლის მოცულობის 1/4 და შეანჯღრიეთ გრანულების გახსნამდე. დაამატეთ დარჩენილი წყალი, და კარგად შეანჯღრიეთ. მიღებული სუსპენზიის მოცულობა უნდა აღწევდეს ფლაკონზე არსებულ ხაზს.

გვერდითი მოვლენები:

გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება: გულისრევა, ღებინება, დიარეა და ტკივილი მუცლის არეში. მწვავე და მედგარი დიარეის, ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევებში, რაც შეიძლება გამოვლინდეს ზოგიერთ შემთხვევებში, საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს სტომატიტს, გლოსიტს, თავის ტკივილს, მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს (ჭინჭრის ციება, ანაფილაქსია, ძალიან იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი), წარმავალი ხასიათის გემოვნების შეცვლა ცალკეულ ავადმყოფებში დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (თავბრუსხვევა, ცნობიერების აღრევა, შიშები, უძილობა, ღამის კოშმარები), პაციენტების უმეტესობაში გვერდითი მოვლენები სუსტი ინტენსივობისაა.

ძალიან იშვიათად აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება ქოლესტაზური სიყვითლე.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* პრეპარატი არ ენიშნებათ იმ ავადმყოფებს, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა კლარითრომიცინზე ან მაკროლიდების ჯგუფის სხვა პრეპარატებზე.

* იმასთან დაკავშირებით რომ პრეპარატი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში, იგი არ ინიშნება ღვიძლის მწვავე უკმარისობის, ჰეპატიტის (ანამნეზში) დროს; ასევე პორფირიისას, ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

* კლარითრომიცინი არ ენიშნებათ ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობენ ტერფენადინს, ცისაპრიდს, პიმოზიდს ან ასტემიზოლს.

ორსულობა და ლაქტაცია:

კლარითრომიცინის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.

! პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ მაკროლიდურ ანტიბიოტიკებს შორის არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა. მსუბუქი ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევა არ წარმოადგენს დოზის კორექციის მიზეზს, იმ შემთხვევაში, თუ თირკმლის ფუნქცია შეესაბამება ნორმას. თირკმლის მწვავე უკმარისობისას საჭიროა დოზის შემცირება.

◄  დღეისათვის კლარითრომიცინის 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას, ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

◄  ანტიბიოტიკებით მკურნალობა ცვლის ნაწლავის ნორმალურ ფლორას, ამიტომ შეიძლება განვითარდეს სუპერინფექცია, რომელიც გამოწვეულია რეზისტენტული მიკროორგანიზმებით. მწვავე და მედგარი დიარეის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

გავლენა ავტომობილი და სხვა მექანიზმების მართვაზე: პრეპარატი არ ახდენს გავლენას პაციენტის ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე ავტომობილის მართვისას და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ჭარბი დოზირება:

როგორც წესი პრეპარატის ჭარბი დოზირება იწვევს ღებინებას და მუცლის არეში ტკივილს, თავის ტკივილს და ცნობიერების აღრევას. თუ პაციენტმა მიიღო ჭარბი დოზა, მან უნდა მიმართოს ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კლარითრომიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში, სადაც მას შეუძლია მოახდინოს ციტოქრომ P450 კომპლექსის ფერმენტების ინჰიბირება.

– კლარითრომიცინის და იმ პრეპარატების ერთობლივი გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზმს განიცდიან ამ სისტემის საშუალებით მათი კონცენტრაცია მატულობს და ვლინდება გვერდითი მოვლენები. ამიტომ კლარითრომიცინის მკურნალობისას, სიცოცხლისათვის საშიში არითმიების განვითარების რისკის გამო, არ შეიძლება თეოფილინის, კარბამაზეპინის, დიგოქსინის, მიდაზოლამის, ფენიტოინის, ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსის, და სპორინიის ალკალოიდების ერთობლივი დანიშვნა.

– იმ პაციენტებში, რომლებიც კლარითრომიცინთან ერთად ღებულობენ ვარფარინს ან სხვა პერორალურ ანტიკოაგულანტებს, საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი.

– ზიდოვუდინის და კლარითრომიცინის ერთობლივი გამოყენება ამცირებს ზიდოვუდინის აბსორბციას.

– რიტონავირის და კლარითრომიცინის ერთობლივი გამოყენება იწვევს შრატში კლარითრომიცინის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მომატებას და მისი მეტაბოლიტის – 14-ჰიდროქსიერითრომიცინის მნიშნველოვან შემცირებას.

შენახვის პირობები:

ტაბლეტები ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, გრანულები სუსპენზის მოსამზადებლად ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მომზადებული სუსპენზია ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას. მისი გამოყენება შეიძლება 14 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები – 3 წელი;

გრანულები სუსპენზიის მოსამზადებლად – 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ფრაქსიპარინი – FRAXIPARINE – ФРКСИПАРИН

საერთაშორისო დასახელება:

NADROPARIN CALCIUM

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: კალციუმის ნადროპარინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ერთჯერად შპრიცში 0.3 მლ შეფუთვაში 10 ც.

1 შპრიცი

კალციუმის ნადროპარინი ……….  2850 სე ანტი-Xa

სხვა ინგრედიენტები:

კალციუმის ჰიდროჟანგის ან განზავებული მარილმჟავას q.s. pH 5-7.5-მდე ხსნარი, დისტილირებული წყალი.

საინექციო ხსნარი: ერთჯერად შპრიცში 0.4 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 შპრიცი

კალციუმის ნადროპარინი…………   3800 სე ანტი-Xa

სხვა ინგრედიენტები:

კალციუმის ჰიდროჟანგის ან განზავებული მარილმჟავას q.s. pH 5-7.5-მდე ხსნარი, დისტილირებული წყალი.

საინექციო ხსნარი: ერთჯერად შპრიცში 0.6 მლ, შეუთვაში 10 ც.

1 შპრიცი

კალციუმის ნადროპარინი ……..  5700 სე ანტი-Xa

სხვა ინგრედიენტები:

კალციუმის ჰიდროჟანგი ან განზავებული მარილმჟავა q.s. pH 5-7.5, დისტილირებული წყალი.

საინექციო ხსნარი: ერთჯერად შპრიცში 0.8 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 შპრიცი

კალციუმის ნადროპარინი …………..  7600 სე ანტი-Xa

სხვა ინგრედიენტები:

კალციუმის ჰიდროჟანგი ან განზავებული მარილმჟავა q.s. pH 5-7,5, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფრაქსიპარინის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კალციუმის ნადროპარინი – დაბალმოლეკულური ჰეპარინი, რომელიც მიღებულია სტანდარტული ჰეპარინისაგან დეპოლიმერიზაციის მეთოდით სპეციალურ პირობებში. პრეპარატი ხასიათდება გამოხატული აქტივობით Xa ფაქტორის და სუსტი აქტივობით II-ა ფაქტორის მიმართ. ფრაქსიპარინის ანტი-Xa აქტივობა უფრო გამოხატულია, ვიდრე მისი ზეგავლენა აქტივირებულ პარციალურ თრომბობლასტინის დროზე, რაც განასხვავებს ფრაქსიპარინს არაფრაქციონირებულ სტანდარტულ ჰეპარინისაგან. ამგვარად, ფრაქსიპარინი აღჭურვილია ანტითრომბული აქტივობით და ხასიათდება სწრაფი და პროლონგირებული მოქმედებით. მისი აქტივობა გამოსახულია საერთაშორისო ერთეულებში.

ფარმაკოკინეტიკა:

კანქვეშ შეყვანისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 3 საათის შემდეგ. იგი ხასიათდება პრაქტიკულად სრული ბიოშეღწევადობით – პრეპარატის აქტიური ნივთიერების 98% სისხლში ხვდება ბიოლოგიურად აქტიური ფორმით. ნახევარგამოყოფის პერიოდი განმეორებითი დოზების გამოყენებისას შეადგენს 8-10 სთ-ს. პრეპარატის აქტივობა ანტი-Xa ფაქტორის მიმართ ვლინდება მისი შეყვანიდან 18 საათის განმავლობაში, ხოლო IIa ფაქტორის მიმართ მისი აქტივობა უფრო სუსტია და აღწევს მაქსიმუმ 3 სთ-ში.

ჩვენებები:

თრომბოემბოლური გართულებების პროფილაქტიკა:

  • განსაკუთრებით ის შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია ზოგად ან ორთოპედიულ ქირურგიასთან;
  • არაქირურგიულ ავადმყოფებში მაღალი თრომბოემბოლური რისკით (სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ან რესპირატორული ინფექცია, გულის მწვავე უკმარისობა) ინტენსიური თერაპიის განყოფოლების პირობებში – თრომბოემბოლური დარღვევების მკურნალობა ღრმა ვენების თრომბოზის დროს;
  • სისხლის შედედების პროფილაქტიკა ჰემოდიალიზის მსვლელობისას;
  • არასტაბილური სტენოკარდიის და არა-Q კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

თრომბოემბოლიური დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ფრაქსიპარინი ინიშნება კანქვეშა ინექციების სახით. ჰემოდიალიზის დროს სისხლის შედედების პროფილაქტიკისათვის ფრაქსიპარინი შეყავთ არტერიული გადასხმის სისტემაში ყოველი პროცედურის წინ.

პრეპარატის კანქვეშ შეყვანისას ინექციის რეკომენდებულ ადგილს წარმოადგენს მუცლის წინა-ლატერალური კედელი. მარცხენა და მარჯვენა მხარის მონაცვლეობით ნემსი შეჰყავთ პერპენდიკალარულად და არა დახრილ მდგომარეობაში კანის ნაკეცში, რომელიც ფიქსირებულია დიდ და საჩვენებელ თითებს შუა ხსნარის შეყვანის ბოლომდე.

გრადუირებული შპრიცები განკუთვნილია დადგენილი დოზების გამოსაყენებლად იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ადაპტაცია წონის მიხედვით.

რეკომენდებულია მაღალი სიზუსტის შპრიცების და ძალიან წვრილი დაკალიბრებული ნემსების გამოყენება (დიამეტრი 0.5 მმ) ფრაქსიპარინის ხსნარის ფლაკონიდან ამოსაღებად.

თრომბოემბოლური გართულებების პროფილაქტიკა:

ზოგადი ქირურგია:

ფრაქსიპარინი ინიშნება ერთჯერადად 0.3 მლ დღიური დოზით 7 დღის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში პროფილაქტიკა ტარდება რისკის პერიოდში ავადმყოფის მოძრაობითი აქტივობის მთლიან აღდგენამდე. ზოგად ქირურგიაში პირველი დოზა ინიშნება 2-4 საათით ადრე ოპერაციულ ჩარევამდე.

ორთოპედიული ქირურგია:

ფრაქსიპარინის საწყისი დოზა შეჰყავთ ოპერაციამდე 12 საათით ადრე, აგრეთვე ოპერაციიდან 12 საათის შემდეგ, აღნიშნული და შემდგომი ერთჯერადი დღიური დოზები განიცდიან კორექტირებას პაციენტის სხეულის წონის შესაბამისად ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით:

ორთოპედიული ქირურგია

კანქვეშ შეყვანილი ფრაქსიპარინი მოცულობა ერთხელ დღეში

 

ავადმყოფის წონა (კგ)

ოპერაციამდე და 3 დღე ოპერაციის შემდეგ

მე-4 დღიდან ოპერაციის შემდეგ

 

0.2 მლ

0.3 მლ

50-69

0.3 მლ

0.4 მლ

≥70

0.4 მლ

0.6 მლ

ინტენსიური თერაპიის განყოფილების ავადმყოფები:

ავადმყოფის წონა (კგ)

კანქვეშ შეყვანილი ფრაქსიპარინის მოცულობა ერთხელ დღეში

 

>70

0.4 მლ

0.6 მლ

თრომბოემბოლიური დაავადებების მკურნალობა:

ფრაქსიპარინი შეჰყავთ კანქვეშ 2-ჯერ დღეში (ყოველ 12 საათში ერთხელ) 10 დღის განმავლობაში, ავადმყოფის წონის შესაბამისად როგორც მოცემულია ქვემოთ:

თრომბოემბოლური დაავადებების მკურნალობა

 

ავადმყოფი სწონა (კგ)

კანქვეშ შეყვანილი ფრაქსიპარინის მოცულობა 2-ჯერ დღეში

 

50-69

60-69

70-79

80-89

80-89

≥90

0.4 მლ

0.5 მლ

0.6 მლ

0.7 მლ

0.8 მლ

0.9 მლ

პერორალური ანტიკოაგულანტებით მკურნალობის წინააღმდეგჩვენების არსებობის შემთხვევაში უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე. ფრაქსიპარინით მკურნალობა გრძელდება INR-ს(intrnational normal ratio) სტაბილიზაციამდე მოცემულ დონემდე.

ფრაქსიპარინით მკურნალობისას აუცილებელია თრომბოციტების რეგულარული კონტროლი.

სისხლის შედედების პროფილაქტიკა ჰემოდიალიზის მსვლელობისას:

დოზირების ოპტიმიზაცია ყველა ცალკეული ავადმყოფის შემთხვევაში უნდა იქნას გათვალისწინებული დიალიზის ტექნიკური პირობების მსგავსად.

ფრაქსიპარინის გამოყენება ხდება ერთჯერადი დოზით არტერიული გადასხმის სისტემაში ყოველი პროცედურის წინ.

პაციენტებისათვის სისხლდენის მომატებული რისკის გარეშე რეკომენდებული საწყისი დოზები ავადმყოფის წონის გათვალისწინებით:

სისხლის შედედების პროფილაქტიკა ჰემოდიალიზის მსვლელობისას

 

ავადმყოფის წონა (კგ)

ფრაქსიპარინის მოცულობა რომელიც შეყვანილია დიალიზის დასაწყისში

50-69

≥70

 

0.3 მლ

0.4 მლ

0.6 მლ

ავადმყოფებში სისხლდენის გაზრდილი რისკით პრეპარატის დოზა ნახევრდება.

დამატებითი, განახევრებული დოზა შეიძლება შეყვანილი იქნას დიალიზის მსვლელობისას, თუ პროცედურა გრძელდება 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

არასტაბილური სტენოკარდიის და არა-Q კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა:

ფრაქსიპარინი ინიშნება კანქვეშ 2-ჯერ დღეში (ყოველ 12 საათში ერთხელ) ასპირინთან (325 მგ-მდე დღეში) კომბინაციაში. საწყისი დოზა შეყავთ ინტრავენური ბოლუსის სახით დოზით 86 სე/კგ, შემდეგ  იმავე დოზით.

შემდეგში მკურნალობა გრძელდება 6 დღის განმავლობაში პაციენტის წონის შესაბამისად, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:

არასტაბილური სტენოკარდიის და

არა-Qკბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა

 

ავადმყოფის წონა (კგ)

შეყვანილი მოცულობა

 

საწყისი ინტრავენური ბოლუსი

ინექცია კანქვეშ 12 სთ-ში ერთხელ

სე ანტი-Xa ექვივალენტი

0.4 მლ

0.4 მლ

3800

50-59

0.5 მლ

0.5 მლ

4750

60-69

0.6 მლ

0.6 მლ

5700

70-79

0.7 მლ

0.7 მლ

6650

80-89

0.8 მლ

0.8 მლ

7600

90-99

0.9 მლ

0.9 მლ

8550

>100

1.0 მლ

1.0 მლ

9500

გვერდითი მოვლენები:

სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, რომელიც აღინიშნება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სისხლის შედედების სისტემის მხრივ: სისხლდენებისადმი მიდრეკილების გაზრდა.

ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.

ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად მცირე ჰემატომები შეყვანის ადგილას. ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება მკვრივი კვანძები, რაც არ მიუთითებს ჰეპარინის ინკაფსულირებაზე. კვანძები რამდენიმე დღის შემდეგ ქრება. ძალიან იშვიათად კანის ნეკროზი შეყვანის ადგილას, რომელსაც წინ უსწრებს სიწითლე, ინფილტრაციული ან მტკივნეული ერითემატოზული ლაქები საერთო სიმპტომებთან ერთად ან მათ გარეშე. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა წყდება.

სხვა გვერდითი მოვლენები: იშვიათად ტრანსამინაზების ტრანზიტორული მომატება; ერთეულ შეთხვევებში – შექცევადი ჰიპერკალიემია, პრიაპიზმი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* თრომბოციტოპენია, დაკავშირებული ნადროპარინთან ანამნეზში;

* სისხლდენის მოვლენები, ან სისხლდენის მომატებული რისკი, დაკავშირებული ჰემოსტაზის დარღვევასთან (დსშ სინდრომის გამოკლებით), რომელიც არ არის გამოწვეული ჰეპარინით;

* ორგანული დაზიანება მიდრეკილებით სისხლდენისადმი (მაგალითად პეპტიური წყლული);

* თავის ტვინში სისხლჩაქცევა;

* მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი;

* თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ში) ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს მკურნალობის კურსის სახით.

ორსულობა და ლაქტაცია:

აღნიშნული პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

თრომბოციტოპენიის განვითარების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია ჰეპარინით მკურნალობით (დაბალმოლეკულური ან სტანდარტული), უნდა განისაზღვროს სხვა ჯგუფის ანტითრომბოციტული პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა. თუ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს, ხოლო ჰეპარინის დანიშვნა აუცილებელია, შეიძლება მისი შეცვლა სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კლინიკური კონტროლის ჩატარება არანაკლებ ერთხელ დღეში და მკურნალობის შეწყვეტა რაც შეიძლება ადრე, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნას პირველადი თრომბოციტოპენია, რომელიც გრძელდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

♦ ღვიძლის უკმარისობა;

♦ თირკმლის უკმარისობა (რეკომენდებულია შემცირებული დოზის დანიშვნა);

♦ მძიმე არტერიული ჰიპერტონია;

♦ წყლულოვანი დაავადება და სხვა ორგანული დარღვევები, სისხლდენის რისკით;

♦ თვალის ბადურა და სისხლძარღვოვანი გარსების ვასკულური დარღვევები;

♦ თავის და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი პოსტოპერაციული პერიოდი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: კანქვეშა ინტრავენური შეყვანისას ძირითადი კლინიკური სიმპტომია სისხლდენა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია განისაზღვროს თრომბოციტების რიცხვი და სხვა კოაგულაციური პარამეტრები. მცირე სისხლდენისას საკმარისია პრეპარატის დოზის შემცირება ან გადავადება.

მკურნალობა: პროტამინის სულფატის გამოყენება საჭიროა მხოლოდ მძიმე შემთხვევების დროს. აღნიშნული პრეპარატი ძირითადად ანეიტრალებს ნადროპარინის ანტიკოაგულაციურ ეფექტს, თუმცა ფაქტორის აქტივობა შენარჩუნებულია. პროტამინ სულფატის 0.6 მლ ანეიტრალებს ნადროპარინის ანტი-Xa-ის დაახლოებით 950 სე.

პროტამინ სულფატის შეყვანილი რაოდენობის განსაზღვრისას, გამოთვლილი უნდა იყოს ჰეპარინის შეყვანიდან გასული დრო, რაც იძლევა ანტიდოტის დოზის შემცირების შესაძლებლობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ფრაქსიპარინის დანიშვნა ასპირინთან (ან სხვა სალიცილატები), ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან, თრომბოციტულ ანტიაგრეგაციულ საშუალებებთან, დექსტრანთან, არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულაციურ საშაულებებთან აძლიერებს აღნიშნული პრეპარატების ეფექტებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ფრაგმინი ® – FRAGMIN ® – ФРАГМИН ®

საერთაშორისო დასახელება:

DALTEPARIN SODIUM

მწარმოებელი: PFIZER MGF, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: დალტერაპინ ნატრიუმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულაციური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ერთჯერად შპრიცში 0.2 მლ შეფუთვაში 10 ც.

0.2 მლ

დალტერაპინ ნატრიუმი ………     2 500 სე (ანტიXa)

საინექციო ხსნარი: ერთჯერად შპრიცში 0.2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

0.2 მლ

დალტერაპინ ნატრიუმი   5 000 სე (ანტი Xa)

საინექციო ხსნარი: ერთჯერად შპრიცში 0.2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

0.2 მლ

დალტერაპინ ნატრიუმი ……   10000 სე (ანტი-Xa)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დალტეპარინ ნატრიუმი წარმოადგენს დაბალმოლეკულურ ჰეპარინს, რომელიც გამოიყოფა ნატრიუმიანი ჰეპარინის დეპოლიმერიზაციის პროცესში (აზოტმჟავასთან ერთად) ღორის მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან და ექვემდებარება მის დამატებით გასუფთავებას იონური ცვლის ქრომატოგრაფიით. პრეპარატი შედგება სულფატირებული პოლისაქარიდების ჯაჭვისგან, რომლის საშუალო მოლეკულური მასა არის 5 000 დალტონი, ამასთან 90%-ს აქვს მოლეკულური მასა 2 000-დან 9 000 დალტონამდე. სულფატირების ხარისხი არის 2-2.5 დისაქარიდზე.

დალტერაპინ ნატრიუმის პლამზის ანტითრომბინის საშუალებით აინჰიბირებს Xa ფაქტორის და თრომბინის მოქმედებას. დალტერაპინი ნატრიუმის შედეგების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია პირველ რიგში Xa ფაქტორის ინჰიბირებით. სისხლის შედედების დროზე პრეპარატი უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს.

ჰეპარინთან შედარებით დალტერაპინ ნატრიუმი სუსტად ზემოქმედებს თრომბოციტების ადჰეზიაზე და ამგვარად ნაკლებ ზეგავლენას ახდენს პირველად ჰემოსტაზზე.

ფარმაკოკინეტიკა:

ნახევარგამოყოფის პერიოდი პრეპარატის ინტრავენური შეყვანის შემდეგ არის 2 საათი, კანქვეშა შეყვანისას – 3-5 საათი. კანქვეშა შეყვანისას ბიოშეღწევადობა შეადგენს თითქმის 90%-ს. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ არის დამოკიდებული დოზაზე.

ურემიულ პაციენტებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება. დალტეპარინ ნატრიუმი უმთავრესად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

  • ღრმა ვენების მწვავე თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მკურნალობა;
  • სისხლის შედედების პროფილაქტიკა ექსტრაკორპორალურ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ჰემოდიალიზის ან ჰემოფილტრაციის დროს მწვავე და ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში;
  • თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევების დროს;
  • თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თერაპიული დაავადება მწვავე ფაზაში და შეზღუდული მოძრაობა (მათ შორის მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ წოლით რეჟიმს);
  • არასტაბილური სტენოკარდია და ეკგ-ზე არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი.

მიღების წესი და დოზირება:

არ შეიძლება ფრაგმინის შეყვანა ინტრამუსკულარულად!

ღრმა ვენების მწვავე თრომბოზისა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მკურნალობა: ფრაგმინი შეჰყავთ კანქვეშ დღეში 1-2-ჯერ. ამასთან შეიძლება არაპირდაპირი კოაგულანტებით მკურნალობის დაწყება (K ვიტამინის ანტაგონისტები). ასეთი კომბინირებული მკურნალობის გაგრძელება შეიძლება მანამ, სანამ პროთრომბინის ინდექსი არ მიაღწევს თერაპიულ დონეს  (როგორც წესი ეს აღინიშნება არა უადრეს 5 დღისა).

ამბულატორიულ პირობებში მკურნალობის ჩატარება შეიძლება იგივე დოზებით, რომლებიც რეკომენდირებულ სტაციონარში მკურნალობის ჩატარებისას.

დღეში ერთხელ – კანქვეშ შეჰყავთ 200 სე/სხეულის კგ მასაზე. ერთჯერადი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 18000 სე-ს. შეიძლება არ ჩატარდეს პრეპარატის შედედების საწინააღმდეგო აქტივობის მონიტორინგი.

დღეში 2-ჯერ – კანქვეშ შეყჰავთ 100 სე/სხეულის კგ მასაზე დღეში 2-ჯერ. შეიძლება არ ჩატარდეს პრეპარატის შედედების საწინააღმდეგო აქტივობის მონიტორინგი, მაგრამ გასათვალისწინებელია რომ ეს შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტების სპეციალური ჯგუფის მკურნალობისას (იხილე განყოფილება “სპეციალური მითითებანი”). პრეპარატის რეკომენდირებული მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უნდა შეადგენდეს 0.2-1 სე ანტი!Xa/მლ-ს.

სისხლის შედედების პროფილაქტიკა ექსტრაკორპორალურ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ჰემოდიალიზისა და ჰემოფილტრაციის დროს: ფრაგმინის შეყვანა ხდება ინტრავენურად ქვემოთ მოყვანილი დოზირების რეჟიმიდან ერთ-ერთის გამოყენებით.

პაციენტები თირკმლის ქრონიკული უკმარისობით ან პაციენტები სისხლდენის განვითარების რისკის გარეშე: ასეთ პაციენტებს ჩვეულებრივ ესაჭიროებათ დოზის უმნიშვნელო კორექტირება, ამიტომ პაციენტების უმრავლესობაში არ არის აუცილებელი განხორციელდეს ანტი-Xa-ს ხშირი მონიტორინგი რეკომენდირებული დოზების შეყვანისას ჰემოდიალიზის დროს ჩვეულებრივ სისხლის პლაზმაში მიიღწევა 0.5-1 სე ანტი-Xa/მლ-ს ტოლი დონე.

ჰემოდიალიზის ან ჰემოფილტრაციის გახანგრძლივებისას არა უმეტეს 4 საათისა – ინტრავენურად 30-40 სე/კგ სხეულის მასა შემდგომი ინტრავენური წვეთოვანი შეყვანით 10-15სე/კგ/სთ, ან ერთჯერადად ინტრავენურად ნაკადურად 500 სე დოზით.

ჰემოდიალიზის ან ჰემოფილტრაციის გახანგრძლივებისას 4 საათზე მეტად – ინტრავენურად 30-40 სე/კგ სხეულის მასა შემდგომი ინტრავენური წვეთოვანი შეყვანით 10-15 ეს/კგ/სთ.

პაციენტები თირკმლის მწვავე უკმარისობით ან სისხლდენის განვითარების მაღალი რისკით:

ინტრავენური შეყვანა 5 -10 სე/კგ სხეულის მასაზე შემდგომი ინტრავენური წვეთოვანი შეყვანით 4-5 სე/კგ/სთ. პაციენტებში, რომლებსაც ჰემოდიალიზი უტარდებათ თირკმლის მწვავე უკმარისობის გამო, პრეპარატი ხასიათდება უფრო ვიწრო თერაპიული ინდექსით, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ქრონიკულ ჰემოდიალიზზე (რის გამოც აუცილებელია ანტი-Xa-ს ადექვატური მონიტორინგი). პლაზმაში რეკომენდირებული მაქსიმალური დონე უნდა იყოს 0.2-0.4 სე ანტი-Xa/მლ.

თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევების დროს:

ფრაგმინის შეყვანა უნდა მოხდეს კანქვეშ. შედედების საწინააღმდეგო აქტივობის მონიტორინგი, როგორც წესი, არ არის საჭირო. პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდირებული დოზებით მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 0.1-0.4 სე ანტი-Xa/მლ-ს.

ოპერაციის ჩატარებისას ზოგად ქირურგიულ პრაქტიკაში: პაციენტები თრლმბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკით -კანქვეშ 2500 სე ოპერაციამდე 2 საათით ადრე, ოპერაციის შემდეგ – კანქვეშ 2500 სე/დღე (ყოველ დილას) მთელი პერიოდის განმავლობაში, სანამ პაციენტი იმყოფება წოლით რეჟიმში (ჩვეულებრივ 5-7 დღე).

პაციენტები თრომბოემბოლიური გართულების განვითარების დამატებით რისკ-ფაქტორებით (მაგალითად პაციენტები ავთვისებიანი სიმსივნეებით) -ფრაგმინის მიღება უნდა მოხდეს მთელი პერიოდის განმავლობაში, სანამ პაციენტი იმყოფება წოლით რეჟიმში (ჩვეულებრივ 5-7 დღე).

მკურნალობის დაწყებისას ოპერაციამდე ერთი დღით ადრე: 5000 სე კანქვეშ საღამოს ოპერაციამდე, შემდეგ 5000 სე კანქვეშ ყოველ საღამოს ოპერაციის შემდეგ.

მკურნალობის დაწყებისას ოპერაციის ჩატარების დღეს: 2500 სე კანქვეშ 2 საათით ადრე ოპერაციამდე 2500 სე კანქვეშ 8-12 საათის შემდეგ, მაგრამ არა უადრეს 4 საათისა ოპერაციის დამთავრების შემდეგ. ამის შემდეგ, მეორე დღიდან ყოველ დილას შეყავთ 5000 სე კანქვეშ.

ორთოპედიული ოპერაციების ჩატარებისას (მაგალითად მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების ოპერაციების დროს: ფრაგმინის შეყვანა უნდა მოხდეს 5 კვირამდე პერიოდის განმავლობაში ოპერაციის შემდეგ ქვემოთ მოყვანილი დოზირების რეჟიმებიდან ერთ-ერთის გამოყენებით.

მკურნალობის დაწყებიდან ოპერაციის წინა საღამოს: 5000 სე კანქვეშ საღამოს ოპერაციამდე, შემდეგ 5000 სე კანქვეშ ყოველი საღამოს ოპერაციის შემდეგ.

მკურნალობის დაწყებისას ოპერაციის ჩატარების დღეს: 2500 სე კანქვეშ 2 საათით ადრე ოპერაციამდე 2500 სე კანქვეშ 8-12 საათის შემდეგ, მაგრამ არა უადრეს 4 საათისა ოპერაციის დამთავრების შემდეგ. ამის შემდეგ, მეორე დღიდან ყოველ დილას შეყავთ 5000 სე კანქვეშ.

მკურნალობის დაწყებიდან ოპერაციის შემდეგ:

2500 სე კანქვეშ 4-8 საათის შემდეგ ოპერაციიდან მაგრამ არა უადრეს 4 საათისა ოპერაციის დამთავრების შემდეგ. ამის შემდეგ, მეორე დღიდან 5000 სე კანქვეშ დღეში.

თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა პაციენტებში თერაპიული დაავადებების მწვავე ფაზაში და შეზღუდული მოძრაობებით (მათ შორის ისეთი მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ წოლით რეჟიმს)

ფრაგმინი შეყავთ კანქვეშ 5000 სე დღეში ერთხელ ჩვეულებრივ 12-14 დღის განმავლობაში და ხანგრძლივად (პაციენტებში ხანგრძლივ შეზღუდული მოძრაობებით). შედედების საწინააღმდეგო მონიტორინგის ჩატარება როგორც წესი საჭირო არ არის.

არასტაბილური სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფაქტი (Q კბილის გარეშე ეკგ-ზე).

შედედების საწინააღმდეგო მოქმედების მონიტორინგი, როგორც წესი, არ არის საჭირო, მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფების მკურნალობისას.

პრეპარატის რეკომენდირებული მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში უნდა შეადგენდეს 0.5-1 სე ანტი-Xa /მლ-ს (იმავდროულად მიზანმიმართულად უნდა ჩატარდეს მკურნალობა აცეტილსალიცილის მჟავით 75-325 მგ/დღეში დოზით). ფრაგმინი შეყავთ კანქვეშ 120 სე/კგ სხეულის მასაზე ყოველ 12 სათში ერთხელ. მაქსიმალურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 10000 სე-ს ყოველ 12 საათში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არ გახდება სტაბილური (ჩვეულებრივ არანაკლებ 6 დღისა ან უფრო ხანგრძლივად (ექიმის შეფასებით). შემდეგ რეკომენდირებულია ფრაგმინის მუდმივი დოზით ხანგრძლივ მკურნალობაზე გადასვლა რევასკულარიზაციის განხორციელებამდე (კანგავლითი * ჩარევები ან აორტო-კორონარული შუნტირება). მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს.

ფრაგმინის დოზა შეირჩევა პაციენტის სქესის და მასის გათვალისწინებით:

– ქალებში 80 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით და მამაკაცებში 70 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით შეყავთ 5000 სე კანქვეშ ყოველ 12 საათში ერთხელ;

– ქალებში 80 კგ-ზე მეტი სხეულის წონით და მამაკაცებში 70 კგ-ზე მეტი სხეულის წონით შეყავთ 7500 სე კანქვეშ ყოველ 12 საათში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები (საშუალოდ პაციენტთა 1%-ში): სისხლდენა, ჰემატომა ინექციის ადგილას, შექცევადი არაიმუნური თრომბოციტოპენია, მტკივნეულობა ინექციის ადგილას, ალერგიული რეაქციები, აგრეთვე ღვიძლის ტრანსამინაზების (AST, ALT).

აღინიშნა იმუნური თრომბოციტოპენის რამდენიმე შემთხვევა (თრომბიციტური გართულებებით ანემიის გარეშე), აგრეთვე კანის ნეკროზის, ანაფილაქსიური რეაქციების, სპინალური და ეპიდურალური ჰემატომის განვითარების რამდენიმე შემთხვევა.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა ალტეპარინ ნატრიუმის და სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინის და/ან ჰეპარინის მიმართ.

* იმუნური თრომბოციტოპენია (ანამნეზში ჰეპარინით გამოწვეული ან მის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში);

* სისხლდენა (კლინიკურად მნიშვნელოვანი, მაგალითად კუჭ-ნაწლავის ორგანოების ტრაქტიდან კუჭის ან/და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ფონზე, ქალასშიდა სისხლდენები); სისხლის შედედების სისტემის გამოხატული დარღვევები;

* სეპტიური ენდოკარდიტი;

* ახლად გადატანილი ტრავმები ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე;

* მხედველობის ორგანოებზე და სმენის ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციები;

* სისხლდენის მომატებული რისკის (მაგალითად ღრმა ვენების მწვავე თრომბოზის, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, არასტაბილური სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე ეკგ-ზე).

* ფრაგმინის მაღალი დოზების დაწყება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებშიც იგეგმება სპინალური ან ეპიდურალური ანესთეზია, ან სხვა პროცედურები, რომლებსაც თან ახლავს ლუმლაბური პუნქცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ექსპერიმენტში ფრაგმინი არ ავლენს ტერატოგენულ და ფეტოტოქსიურ მოქმედებას. ორსულებში მისი გამოყენებისას არ გამოვლენილა არასასურველი ზეგავლენა ორსულობაზე, ასევე ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე. ფრაგმინის გამოყენებისას ორსულობის პერიოდში არასასურველი ზეგავლენის რისკი ნაყოფზე ფასდება დაბალ რისკად. თუმცა, იმდენად რამდენადაც შეუძლებელია არასასურველი ზეგავლენის აბსოლუტური გამორიცხვა, ფრაგმინის დანიშვნა ორსულობისას შეიძლება მკვეთრად გამოხატული ჩვენებების დროს, როცა მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს.

არ არის დადგენილი გამოიყოფა თუ არა ფრაგმინი ლაქტატში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ფრაგმინის მაღალი დოზების (მაგალითად, ღრმა ვენების მწვავე თრომბოზის, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, არასტაბილური სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე ეკგ-ზე სამკურნალოდ) დანიშვნა უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ავადმყოფებში ადრეულ პოსტოპერაციული პერიოდში.

◄ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ფრაგმინის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი. ამ ჯგუფს მიეკუთვნება პაციენტები თრომბოციტოპენიით, თრომბოციტების ფუნქციის დარღვევით, თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობით, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით და ჰიპერტონული ან დიაბეტური რეტინოპათიით დაავადებულები.

◄ პრეპარატის გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში:

ფრაგმინის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ პედიატრიულ პრაქტიკაში არსებობს ძალიან შეზღუდუდი რაოდენობის მონაცემები. ფრაგმინის გამოყენებისას ბავშვებში აუცილებელია ანტი-Xa-ს მონიტორინგის განხორციელება (იხილე მიღების წესები და დოზირება).

ჭარბი დოზირები:

ფრაგმინის ანტიკოაგულაციური ეფექტის მოხსნა შეიძლება პროტამინსულფატის შეყვანით, რომელიც წარმოადგენს გადაუდებელი თერაპიის საშუალებას. 1 გ პროტამინი ნაწილობრივ ანეიტრალებს 100 სე (ანტი-Xa) დალტეპარინი ნატრიუმის მოქმედებას (თუმცა აღინიშნება სისხლის შედედების დროის ინდუცირებული გაზრდის სრული ნეიტრალიზაცია, 25-დან 50-მდე დალტეპარინ ნატრიუმის ანტი-Xa აქტივობა მაინც ნარჩუნდება).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– იმ პრეპარატებთან ერთად ერთდროული მიღება, რომლებიც მოქმედებენ ჰემოსტაზზე, როგორიცაა თრომბოლიზური საშუალებები, სხვა ანტიკოაგულანტები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, აგრეთვე თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბიტორები, ფრაგმინის ანტიკოაგულაციური მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს.

შეთავსებადობა ინტრავენური შეყვანის ხსნარებთან: ფრაგმინი შეთავსებადია ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან (50 მგ/მლ).

სპეციალური მითითებები: არ შეიძლება ფრაგმინის შეყვანა კუნთში!

ნეიროაქსიალური ანესთეზიის (ეპიდურალური/სპინალური ანესთეზია) განხორციელებისას ან ზურგის ტვინის პუნქციის განხორციელებისას პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ანტიკოაგულანტებით, ან მათში, რომლებშიც იგეგმება ანტიკოაგულაციური თერაპიის ჩატარება დაბალმოლეკულური ჰეპარინებით ან ჰეპარინოიდებით

თრობომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკისათვის, არსებობს ეპიდულარული ან სპინალური ჰემატომიის განვითარების გაზრდილი რისკი, რომელმაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ან მუდმივი დამბლა. ასეთი გართულებების რისკი იზრდება მუდმივი ეპიდურალური კათეტერების გამოყენებისას ანალგეტიკების შესაყვანად ან იმ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებენ ჰემოსტაზზე, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბიტორები და სხვა ანტიკოაგულანტები.

რისკი ასევე იზრდება ტრავმებისას და განმეორებით ეპიდურალური და ლუმბალური პუნქციების დროს. ასეთ შემთხვევებში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი დაკვირვების ქვეშ პათოლოგიური ნევროლოგიური სიმპტომების დროული გამოვლენის მიზნით.

ნევროლოგიური პათოლოგიის გამოვლენისას ნაჩვენებია გადაუდებელი ჩარევა (ზურგის ტვინის დეკომპრესია).

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ფრაგმინის გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. აგრეთვე რომლებსაც აღენიშნებოდათ სისხლის მიმოქცევის დარღვევა, არტერიული ჰიპოტენზია და შოკი. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები, რომლებსაც ფრაგმინით მკურნალობისას აღენიშნებათ თრომბოციტოპენიის სწრაფი განვითარება, ან თრომბოციტოპენია 10000 მკლ-ზე ნაკლები თრომბოციტების რიცხვით. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია ტესტის ჩატარება in vitro  ანტითრომბოციტარულ ანტისხეულებზე ჰეპარინის ან დაბალმოლეკულური ჰეპარინების თანხლებისას. თუ in vitro ტესტის შედეგი აღმოჩნდება დადებითი ან საეჭვო, ან ტესტირება საერთოდ არ ჩატარდება, მაშინ ფრაგმინით მკურნალობა საერთოდ უნდა შეწყდეს (იხილე “უკუჩვენებები”).

ფრაგმინის შედედების საწინააღმდეგო აქტივობის მონიტორინგის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა ის შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფების მკურნალობისას: ბავშვები, ნორმაზე დაბალი წონის პაციენტების ან ზედმეტწონიანი პაციენტების ორსული ქალების, აგრეთვე სისხლდენის ან განმეორებითი თრომბოზის მომატებული რისკის მქონე პაციენტების მკურნალობისას.

ფრაგმინის აქტივობის ანალიზისთვის სისხლის ნიმუშების შეგროვება უნდა მოხდეს იმ პერიოდში, როცა მიიღწევა პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (კანქვეშა ინექციიდან 3-4 საათის შემდეგ).

ანტი-Xa-ს აქტივობის განსაზღვრისთვის არჩევის მეთოდად აღიარებულია ლაბორატორიული ანალიზები, რომლებშიც იყენებენ ქრომოგენურ სუბსტრატს. მოცემულ შემთხვევაში არ არის საჭირო აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტური დროის და თრომბინის დროის განმსაზღვრელი ტესტების გამოყენება, იმდენად რამდენადაც ეს ტესტები შედარებით არამგრძნობიარეა დალტეპარინ ნატრიუმის მიმართ. ფრაგმინის დოზის მომატებამ აქტივიზირებული ნაწილობრივი თრომბოსპლასტინური დროის გაზრდის მიზნით შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა (იხილე „ჭარბი დოზირება“).

ფრაგმინის არაფრაქციული ჰეპარინის და სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების მოქმედების ერთეულები არ არის ერთნაირი ღირებულების, ამიტომ ერთი პრეპარატის მეორეთი შეცვლისას საჭიროა დოზის კორექტირება.

მულტიდოზური ფლაკონების გამოყენებისას გამოუყენებელი ხნარი უნდა განადგურდეს ფლაკონის ნემსით პირველი ჩხვლეტიდან 14 დღის შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ფოტილი ფორტე – FOTILI FORTE – ФОТИЛ ФОРТЕ

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:

პილოკარპინის ჰიდროქლორიდი, თიმოლოლის მალეატი

მწარმოებლი: Santen Oy / სს „სანტენ“, ფინეთი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები, გამჭვირვალე, უფერო ხნარი.

აქტიური ნივთიერებები:

პილოკარპინის ჰიდროქლორიდი ……………………………..   40 მგ/მლ,

თიმოლოლის მალეატი თიმოლოლზე გადათვლით  ………….  5 მგ/მლ

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,1 მგ/მლ, ლიმონის მჟავა (მონოჰიდრატი), ნატრიუმის ციტრატი, ჰიპრომელოზა, საინიექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება

M – ქოლინომიმეტიკი + ბეტა-ადრენობლოკატორი

ჩვენებები:

  • ღია და დახურულკუთხიანი გლაუკომა, გლაუკომა აფაკიის დროს, მეორადი გლაუკომა, თვალშიდა წნევის მომატება თვალზე ოპერაციის შემდეგ.

უკუჩვენება:

ბრონქიალური ასთმა და ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, გულის უკმარისობა, ბრადიკარდია, ატრიო-ვენტრიკულარული ბლოკადა, თვალის სისხლძარღოვანი გარსის ანთებითი დაავადებები, კარდიოგენური შოკი, აგრეთვე ცნობილი მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ბადურის ჩამოცლის მქონე თვალებში აგრეთვე ახლომხედველობით დაავადებულ ახალგაზრდებში, ტვინის სისხლის მიმოქცევის მქონე ავადმყოფებში, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ოპერაციის წინ ზოგადი ანესთეზიის გამოყენებით. არ გამოიყენება  ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება:

ფოტილი -ის  1 წვეთი დაზიანებულ თვალში დღეში 2-ჯერ.

თუ აღნიშნული დოზირებით არ ხდება თვალშიდა წნევის კომპენსირება (4 კვირის შემდეგ), შეიძლება მოხდეს ფოტილი ფორტეს თითო წვეთის ჩაწვეთება დღეში 2-ჯერ.

გვერდითი მოვლენები:

თვალის წვეთები ფოტილი და ფოტილი ფორტე ხასიათდება კარგი ამტანობით. ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ხანმოკლე წვა, ტკივილი ან თვალის სიწითლე, ქუთუთოების დერმატიტი, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება,  მხედველობის დაქვეითება, „მშრალი“ თვალის სინდრომი, სიბნელისადმი ადაპტაციის დარღვევა, ცრემლდენა და თვალის გუგის დავიწროება. ფოტილი და ფოტილი ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება და არტერიული წნევის დაქვეითება, მომატებული ნერწყვდენა, გულის რითმის დარღვევა და თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები. პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ ალერგიის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გამოვლინდეს ქავილი და გამონაყარი სახეზე.

თუ გვერდითი მოქმედება არ წყდება და გამოვლინდება სხვა არასასიამოვნო სიმპტომები, რომლებიც აქ არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შესაძლო სიმპტომებს განეკუთვნება  გულის შეკუმშვის სიხშირის შენელება, არტერიული წნევის დაწევა, ბრონქოსპაზმი და გულის უკმარისობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

თუ თქვენ იღებთ ინსულინს ან პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებს, მიიღეთ ექიმის კონსულტაცია აღნიშნული საშუალებების თვალის წვეთებთან ფოტილი და ფოტილი ფორტესთან შეთავსების შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

გლაუკომის საწინააღმდეგო თვალის სხვა  წვეთების გამოყენება უნდა შეწყდეს მანამ, სანამ დაიწყება თერაპია ფოტილით ან ფოტილი ფორტეთი. გულის, ფილტვების ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის თვალის წვეთების ფოტილი და ფოტილი ფორტეს მიღებისას საჭიროა სიფრთხილე და რეგულარული კონსულტაციები ექიმთან.

კონტაქტური ლინზები:

თვალის წვეთები ფოტილი და ფოტილი ფორტე კონსერვანტის სახით შეიცავენ ბენზალკონიუმის ქლორიდს და მათი გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარებისას რეკომენდებული არ არის. პრეპარატის გამოყენებისას, კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.

თვალის წვეთებმა ფოტილი და ფოტილი ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს შორ მანძილზე მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, განსაკუთრებით სიბნელეში. ეს გასათვალისწინებელია ავტომობილით მართვის დროს, სიბნელეში ან არასაკმარისად განათებულ ოთახში.

ორსულობა და ლაქტაცია:

გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი ნაყოფისათვის პოტენციურ რისკზე უფრო მაღალია. ორსულობისა და ლაქტაციის დროს საჭიროა მკურნალი ექიმის კონსულტაცია.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ფლაკონის გახსნის შემდეგ ხსნარი შეიძლება გამოიყენოთ ერთი თვის განმავლობაში. ფლაკლონის გახსნიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, დარჩენილი ხსნარი გადააგდეთ.

შენახვის პირობები:

სია ბ.

+2  +8º C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გახსნილი ფლაკონი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25º C)

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ფოსფესტროლი – FOSFESTROL – ФОСФЭСТРОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფოსფესტროლი წარმოადგენს ესტროგენული აქტივობის მქონე სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას. სიმსივნის ქსოვილში შეღწევისას, მჟავა ფოსფატაზას ზემოქმედებით, ფოსფესტროლი დეფოსფოლირდება ციტოსტატური მოქმედების მქონე დიეთილსტილბესტროლის წარმოქმნით, რაც აერობული გლიკოლიზის მიტოზის, სიმსივნური უჯრედების ზრდისა და მათი მიგრაციის დათრგუნვით ვლინდება. პრეპარატი აინჰიბირებს ანდროგენების სინთეზს.

ჩვენებები

  • წინამდებარე ჯირკვლის კიბო.
  • სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბო.

დოზირების რეჟიმი

ინდივიდუალური ამტანობის განსაზღვრის მიზნით ვენაში შეჰყავთ ნელა 150 მგ პრეპარატი, კარგი ტოლერანტობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 600 მგ-მდე შემდეგი დღიდან იწყება მკურნალობის ძირითადი კურსი – ვენაში ინექციის ან წვეთოვანი სახით შეჰყავთ 1.2 გ პრეპარატი ერთხელ დღეში 10 დღის განმავლობაში. შემდგომში ყოველდღიურად – 300 მგ 10 დღის განმავლობაში. რის შედეგადაც შეყავთ ვენაში პრეპარატის 10 ინექცია იგივე დოზით დღეგამოშვებით. მკურნალობის ძირითადი კურსის დამთავრების შემდეგ გადადიან შემანარჩუნებელ თერაპიაზე: შიგნით მისაღებად ინიშნება 100-200 მგ პრეპარატი 2-3-ჯერ დღეში 2-3 თვის განმავლობაში, ხოლო შემდგომში 100-200 მგ დღეში.

გვერდითი მოვლენები

დასაწყისში – გულისრევა, ღებინება, საერთო მდგომარეობის გაუარესება; ქავილი და ტკივილი ანუსის და გენიტალიუმის მიდამოში, შედარებით ნაკლებად –  სახისა და ყელის, მეტასტაზური კვანძების მიდამოში. შესაძლებელია ჰემორაგიების განვითარება, გინეკომასტია.

უკუჩვენებები

* ჰემორაგიული სინდრომი;

* ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;

* სისხლმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა;

* ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევები.

განსაკუთრებული მითითებები

♦ დასუსტებულ ავადმყოფებში, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, გულის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში აუცილებელია პრეპარატის დოზის რეჟიმის კორექცია.

♦ გვერდითი ეფექტების სიხშირისა და მათი გამოვლენის შემცირების მიზნით ნაჩვენებია ანტიჰისტამინური პრეპარატების ვენაში შეყვანა.

♦ მკურნალობის პროცესში საჭიროა სისხლის შრატში ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი და შარდის ნალექის გამოკვლევა.

ფოსფალუგელი – PHOSPHALUGEL – ФОСФАЛЮГЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

ALUMINIUM PHOSPHATE

მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ალუმინის ფოსფატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტაციდური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: პაკეტში 16 გ, შეფუთვაში 20 ც.

1 პაკ.

ალუმინის ფოსფატი ……… 10.4 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ანტაციდური, შემომგარსველი, მააბსორბირებელი თვისებები. იგი იცავს კუჭის ლორწოვანს დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. პრეპარატის ანტაციდური მოქმედება ვლინდება სწრაფად და შენარჩუნებულია ხანგრძლივი დროით, რაც უზრუნველყოფს კუჭის სეკრეციის ფიზიოლოგიურ დონეს. იგი ბოჭავს ტოქსინებს და გამოყოფს მათ ორგანიზმიდან.

პრეპარატის ზემოთაღნიშნული თვისებები იწვევენ ტკივილის შეგრძნების სწრაფ და ხანგრძლივ დაქვეითებას.

ჩვენებები:

  • გასტრიტი;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • დიაფრაგმის თიაქარი;
  • გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსი;
  • ეზოფაგიტი;
  • გულძმარვა და დისპეფსია;
  • მსხვილი ნაწლავის ფუნქციური დაზიანება.
  • პედიატრიაში პრეპარატი გამოიყენება ეზოფაგიტის, გასტრიტის, კუჭის წყლულის, გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში ფოსფალუგელი გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში 1 ან 2 პაკეტის ოდენობით. პრეპარატის მიღება შესაძლებელია მისი ნახევარ ჭიქა წყალში გახსნის შემდეგ, ან სუფთა სახით.

მიღების წესი დგინდება დაავადების ხასიათის მიხედვით.

დიაფრაგმის თიაქარის, გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსის დროს პრეპარატი ინიშნება უშუალოდ ჭამის შემდეგ და ღამით.

წყლულოვანი დაავადების დროს ფოსფალუგელი მიიღება ჭამიდან 1-2-სთ-ის შემდეგ, ასევე ტკივილის წარმოშობისთანავე, ხოლო გასტრიტისა და დისპეფსიის დროს – ჭამამდე.

მსხვილი ნაწლავის ფუნქციის დარღვევისას პრეპარატი გამოიყენება დილით უზმოზე და ღამით.

თუკი პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალში აღინიშნება ტკივილი, პრეპარატის მიღება უნდა გავიმეოროთ.

6 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 1/4 პაკეტის ოდენობით, ან 1 ჩაის კოვზი 4 გ ყოველი 6 კვების მიღების შემდეგ.

6 თვის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 1/2 პაკეტი ან 2 ჩაის კოვზი 4 კვების შემდეგ.

პაკეტის შიგთავსი თითების მოძრაობით უნდა ავურიოთ ერთგვაროვანი გელის მიღებამდე. იგი უნდა დავიჭიროთ ვერტიკალურად, მოვაჭრათ ან მოვაცილოთ დანიშნულ ადგილას კუთხე და შიგთავსი გადმოვიტანოთ. გელი მიიღება როგორც სუფთა, ასევე განზავებული სახით ნახევარ ჭიქა წყალში.

გვერდითი მოვლენები:

ფოსფალუგელის მიღების შედეგად ძალიან იშვიათად შესაძლებელია ყაბზობის განვითარება, რომლის დროსაც რეკომენდულია წყლის მისაღები რაოდენობის გაზრდა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ნაყოფზე არ მოქმედებს უარყოფითად.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე დაუშვებელია.

◄ ფოსფალუგელის დანიშვნა ქრონიკული და მძიმე ფორმის თირკმელების უკმარისობისას დაუშვებელია.

◄ ვინაიდან პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს, შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებში მისი გამოყენება შესაძლებელია.

◄ თუკი პაციენტი ფოსფალუგელთან ერთად იყენებს სხვა სამკურნალო საშუალებებს, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ვინაიდან ფოსფალუგელი აქვეითებს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედების ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ფოსფა-გ – FOSFA-G – ФОСФА- G


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): aluminium hydroxide, magnesium hydroxide

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ანტაციდური საშუალებები

მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

გამოშვების ფორმა: (525მგ+600მგ)/15მლ 15მლ ორალური სუსპენზია პაკეტი №10

შემადგენლობა ერთი პაკეტი (15 მლ) შეიცავს:
ალმაგატი ……………………………..1,5 გ

ჩვენება:

ანტაციდური ეფექტი და შემამსუბუქებელი მოქმედება შემდეგი დაავადებების დროს: გასტრიტი, გასტროდუოდენალური წყლული, მომატებული მჟავიანობა (გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია), გასტროეზოფაგალური რეფლუქსი.

დოზირება და მიღების წესი მოზრდილები:
პერორალურად, 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში, საკვების ყოველი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. მძიმე ფორმის გასტრო-დუოდენალური წყლული: 1 პაკეტი 4-ჯერ დღეში, ძილის წინ ან საკვების ყოველი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
ბავშვები (6-12 წელი): მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზის ნახევარი. დოზის გაზრდა და შემცირება შესაძლებელია ასაკისა და სიმპტომების გამოვლინების შესაბამისად.

უსაფრთხოების ზომები :
1. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც სხვა სამკურნალო საშუალებებს იღებენ.
2. გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემა: შესაძლოა გამოვლინდეს დიარეა ან ყაბზობა.

ზოგადი უსაფრთხოების ზომები

1) ზუსტად დაიცავით პრეპარატის დოზირება და მიღების წესები.
2) ბავშვებში პრეპარატის დანიშვნისას, საჭიროა მოხდეს მკურნალობის მართვა და მასზე დაკვირვება.
3) თუ მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ არ შეინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
1) პრეპარატის ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად დანიშვნამ, შესაძლოა შეამციროს მათი ბიოშეღწევადობა.
2) თანმხლები თერაპიის დროს, პრეპარატის ადსორბციულმა ეფექტმა ან გაზრდილმა პH–მა, შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს სხვა პრეპარატის აბსორბციაზე და ექსკრეციაზე.

პრეპარატის შენახვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები
1) შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე
2) შეინახეთ სინათლისგან დაცულ, შესაძლებლობის შემთხვევაში კი, დაბალი ტენიანობის პირობებში, გრილ ადგილზე.
3) არ ჩადოთ სხვა შეფუთვაში, რათა აცილებულ იქნას პროდუქტის არამიზნობრივი გამოყენება და შენარჩუნებული იყოს პროდუქტის ხარისხი.

შენახვის პირობები:
არა უმეტეს 30° C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვარგისობის ვადა:
პრეპარატის წარმოებიდან 2 წელი.

ფოსმიცინ-S – FOSMYCIN-S – ФОСМИЦИН -S

საერთაშორისო დასახელება:

FOSFOMYCIN SODIUM, იაპონია

მწარმოებელი: MEIJI SEIKA KAISHA, იაპონია

მოქმედი ნივთიერება: ფოსფომიცინ ნატრიუმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ფხვნილი ი/ვ ინექციისათვის: ფლაკონში, შეფუთვაში 10 ც.

1 ფლ.

ფოსფომიცინ ნატრიუმი ……..   1 გ

1 ფლ.

ფოსფომიცინ ნატრიუმი ……..   2 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფოსფომიცინს გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი გამომწვევების, მათ შორის ანაერობული ფლორის მიმართ. იგი განსაკუთრებით აქტიურია შემდეგი გამომწვევების მიმართ: P.aeruginosa, P.vulgaris, S. marcescens და მულტირეზისტენტული S. aureus, E. coli.

ფოსფომიცინის მოქმედების მექანიზმი უნიკალურია. აქტიური ტრანსპორტის საშუალებით მაღალი კონცენტრაციით ხვდება უჯრედის შიგნით და აინჰიბირებს ბაქტერიის კედლის სინთეზს საწყის სტადიაზე (ბ-ლაქტამური ანტიბიოტიკები აინჰიბირებენ ბაქტერიის კედლის სინთეზს ბოლო სტადიაზე). ფოსფომიცინს არ ახასიათებს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი, ამიტომ ეფექტურია რეზისტენტული პათოგენების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

1. კონცენტრაცია სისხლში:

მოზრდილებში: სისხლის შრატში პრეპარატის კონცენტრაცია მისი ინტრავენური ინექციის ან ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის შემდეგ:

 

ავადმყოფი

მოზრდილები

ჯანმრთელი მოზრდილები

იგივე

იგივე

რაოდენობა

6

3

3

3

ინექციის დოზა (გ)

1.0

1.0

2.0

2.0

გამხსნელის მოცულობა (მლ)

20

200

300

300

შეყვანის ხანგრძლივობა

5 წთ

1სთ

1სთ

3სთ

მაქს. კონცენტრაცია მკგ/მლ

74

87.3

157.3

98.3

T საათი

1.7

1.5

1.8

1.7

 

შრატში კონცენტრაცია შეყვანიდან 30 წუთში.

2. ცილებთან კავშირი: ცილებთან კავშირი შეადგენს 2.16%-ს.

მეტაბოლიზმი და ექსკრეცია: ფოსფომიცინი არ განიცდის მეტაბოლიზმს და ძირითადად ექსკრეტირდება შარდით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები:

ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ინფექციები – P.aeruginosa, P.vulgaris, S. marcescens და მულტირეზისტენტული S. aureus და E. coli:

  • სეპტიცემია, ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზია თანდართული ინფექციით, პნევმონია, ფილტვების ემპიემა, პიოთორაქსი, პერიტონიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი, ადნექსიტი, საშვილოსნოსშიდა ინფექცია, მცირე მენჯის სივრცის ანთება, პარამეტრიტი და ბართოლინიტი.

მიღების წესი და დოზირება:

ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია: ფოსმიცინ-S-ის ჩვეულებრივი დღიური დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 2-4 გ, ხოლო ბავშვებისათვის – 100-200 მგ/კგ; მიიღება წვეთოვნად 2 გაყოფადი დოზით. თითოეული დოზა იხსნება 100-150 მლ საინფუზიო ხსნარში. ინფუზიის ხანგძლივობაა 1-2 საათი. ინტრავენური ინიექცია: ჩვეულებრივი დღიური დოზა მოზრდილებისათვის 2-4 გ და ბავშვებისათვის 100-200 მგ/კგ მიიღება 2-4 გაყოფადი დოზით. 1-2 გ ნივთიერების გამხსნელად გამოიყენება 20 მლ საინექციო წყალი JP (იაპონიის ფარმაკოპეა) ან გლუკოზის საინექციო ხსნარი JP. ინექციის ხანგრძლივობა 5 წუთი ან უფრო მეტი. დოზის შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის და სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.

სიფრთხილის ზომები:

მიკროორგანიზმების მგრძნობელობის დადგენის შემდეგ მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მინიმალური დროით, რომ თავიდან ავიცილოთ რეზისტენტული შტამების განვითარება.

ინიშნება სიფრთხილით:

1) პაციენტებში პირადი ან მემკვიდრული წინასწარგანწყობით ალერგიული რეაქციების მიმართ, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ეგზემა ან ჭინჭრის ციება.

2) პაციენტებში ღვიძლის ფუნქცის დარღვევით.

განსაკუთრებული რჩევები:

1) ავადმყოფი დეტალურად უნდა გამოიკითხოს, რომ თავიდან ავიცილოთ შოკის განვითარების რისკი.

2) ვინაიდან პრეპარატი შეიცავს 14.5 მკგ ნატრიუმს სიფრთხილეა საჭირო ავადმყოფებში, რომელთანაც რეკომენდებულია ნატრიუმის შემცირებული რაოდენობის მიღება გულის დაავადების თირკმლის უკმარისობის ან ჰიპერტენზიის გამო.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

ღვიძლისმიერი: ≥0.1%-0.5%: AST, ALT, ტუტე ფოსფატაზა, yGT და ბილირუბინის დონის მომატება,

ჰემატოლოგიური:

თირკმლისმიერი:

კუჭ-ნაწლავის მხრივ: ≥ 0.1%-0.5%: დიარეა;

დერმატოლოგიური: ≥0.1%-0.5%: ეგზანთემა;

სასუნთქი სისტემის მხრივ:

ფსიქონევროლოგიური:

ინექციის ადგილას: ≥0.1%-0.5%: ანგიალგია;

სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

1. შოკი: ავადმყოფები საჭიროებენ დაკვირვებას, ვინაიდან შეიძლება გამოვლინდეს შოკის სიმპტომები (სიხშირე:

2. ფსევდომემბრანული კოლიტი (სიხშირე:

3. პანციტოპენია და აგრანულოციტოზი (სიხშირე:

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ფოსფომიცინის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს (არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოების შესახებ).

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში: პრეპარატის უსაფრთხოება დღენაკლულებში და ახალშობილებში არ არის დადგენილი.

◄ პრეპარატის გამოყენება ხანდაზმულებში: პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი იზრდება. ხანდაზმულებში, რომლებშიც რეკომენდებულია ნატრიუმის შემცირებული რაოდენობის მიღება გულის დაავადების, თირკმლის უკმარისობის ან ჰიპერტენზიის გამო, საჭიროა დოზის ფრთხილად შერჩევა.

◄ სიფრთხილის ზომები დაკავშირებული პრეპარატის შეყვანასთან:

1. შეყვანის მეთოდი: პრეპარატის შეყვანა ხდება მხოლოდ ინტრავენურად. რეკომენდებულია მისი წვეთოვანით შეყვანა.

2. ცნობილია, რომ მედიკამენტის შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ფლებიტი და ანგიალგია. ამიტომ დიდი ყურადღება ექცევა შეყვანის ადგილს და მეთოდს, პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს რაც შეიძლება ნელა.

სიფრთხილის სხვა ზომები: ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის დროს აუცილებელია თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის, აგრეთვე ჰემატოლოგიური სურათის მონიტორინგი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვა მედიკამენტებთან. ახასიათებს სინერგიზმი პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდების, ტეტრაციკლინების და სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებთან კომბინაციის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ფორტუმი – FORTUM – ФОРТУМ

საერთაშორისო დასახელება:

CEFTAZIDIME

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ცეფტაზიდიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის  ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ცეფტაზიდიმის პენტაჰიდრატი ………….   500 მგ

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ცეფტაზიდიმის პენტაჰიდრატი ………….  1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფორტუმი წარმოადგენს III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს პარენტერალური გამოყენებისათვის. ფორტუმის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით, ფერმენტ ტრანსპეპტიდაზას ბლოკირების შედეგად. პრეპარატი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების (უმრავლესი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების მიერ პროდუცირებული, როგორც პენიცილინაზას, აგრეთვე ცეფალოსპორინაზას) მიმართ.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტაზიდიმი აქტიურია შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ:

Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas spp. (Ps. pseudomallei ჩათვლით), Klebsiella spp. (Klebsiella pneumoniae ჩათვლით), Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Proteus rettgeri, Providencia spp., Escherichia coli, Enterobacter spp., Citrobacter spp., Serratia spp., Salmonella spp., Shigella spp., Yersinia enterocolitica, Pasteurella multocida, Acinetobacter spp., Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Haemophilus influenzae (ამპიცილინის მიმართ მდგრადი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae (ამპიცილინის მიმართ მდგრადი შტამების ჩათვლით).

გრამდადებითი მიკროორგანიზმები:: Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები), Staphylococcus epidermidis (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები), Micrococcus spp., Steptococcus pyogenes (А ჯგუფის  ბეტა-ჰემოლიტურ სტრეპტოკოკი), В ჯგუფის Streptococcus (Strept. agalactiae), Streptococcus pneumoniae, Streptococcus mitis, Streptococcus spp. (Streptococcus faecalis-ის გარდა)).

ანაერობული მიკროორგანიზმები: (Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., Streptococcus spp., Propionibacterium spp., Clostridium perfringens, Fusobaсterium spp., Bacteroides spp. (Bacteroides fragilis მრავალი შტამები რეზისტენტულია).

ფორტუმი არის პირველი რიგის პრეპარატი ლურჯ-მწვანე  ჩხირით – Pseudomonas aeruginosa – გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

ცეფტაზიდიმი არააქტიურია მეტიცილინის მიმართ მდგრადი Staphylococcus, Streptococcus faecalis და სხვა მრავალი  Enterococci, Listeria monocytogenes, Campylobacter spp., Clostridium difficile-ის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ადვილად შეიწოვება ორგანოებსა და ქსოვილებში (მათ შორის ძვლის ქსოვილში), ნახველში, სინოვიალურ, პლევრულ, პერიტონეულ სითხეში, თვალის ქსოვილსა და ლორწოვანში.

განაწილება: აქტიური ნივთიერების თერაპიული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 8-12 საათის განმავლობაში. სისხლის პლაზმის ცილებთან პრეპარატის კავშირი შეადგენს 10%-ს. ფორტუმი ცუდად გადის ინტაქტურ ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ხოლო მენინგიტის დროს თავ-ზურგ-ტვინის სითხეში მიიღწევა მისი თერაპიული კონცენტრაცია.

მეტაბოლიზმი: ფორტუმი არ განიცდის მეტაბოლიზმს.

გამოყოფა: გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით შეუცვლელი სახით 24 სთ-ის განმავლობაში (80-90%) გორგლოვანი ფილტრაციის მეშვეობით. თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 18. სთ-ს.

განსაკუთრებული შემთხვევების ფარმაკოკინეტიკა: თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ნახევრადდაშლის პერიოდი  2.2 საათამდე ხანგრძლივდება.

ჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • სასუნთქი გზების მძიმე ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ინფიცირებული ბრონქოექტაზია, ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა, მუკოვისციდოზის ფონზე განვითარებული ფილტვის ინფექციები);
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მათ შორის შუა ყურის ანთება, მასტოიდიტი, სინუსიტი);
  • საშარდე გზების ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ცისტიტი, ბაქტერიული ურეთრიტი, თირკმლის აბსცესი კენჭოვანი დაავადების ფონზე);
  • რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ცელულიტი, წითელი ქარი, პერიტონიტი, ჭრილობის ინფექციები, მასტიტი, კანის დაწყლულება);
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მათ შორის ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა, რეტროპერიტონული აბსცესი, პერიტონიტი, დივერტიკულიტი, ენტეროკოლიტი);
  • მცირე მენჯის ღრუს ინფექციები;
  • გონორეა (განსაკუთრებით პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს);
  • სხვა ინფექციები (მათ შორის სეპტიცემია, მენინგიტი);
  • დიალიზთან დაკავშირებული ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ნაჩვენებია მხოლოდ პარენტერალური გამოყენებისათვის. დოზა ინდივიდუალურად დგინდება დაავადების სიმძიმის, ინფექციური პროცესის გამომწვევის, ავადმყოფის ასაკის, სხეულის მასის და თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.

მოზრდილებში ინიშნება სადღეღამისო დოზით – 1-6 გ.

საშარდე გზების ინფექცების დროს: ინიშნება 0.5-1 გ ყოველ 12 საათში ერთხელ. უმრავლესი ინფექციების სამკურნალოდ ეფექტური დოზაა 1 გ 8 საათში ერთხელ ან 2 გ ყოველ 12 საათში.

მძიმე ინფექციების დროს, განსაკუთრებით იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე (მათ შორის ნეიტროპენია), ინიშნება 2 გ 8 ან 12 საათში ერთხელ.

მუკოვისციდოზის ფონზე განვითარებული ფილტვების ინფექციების დროს მოზრდილ ავადმყოფებს ფორტუმი ენიშნებათ სადღეღამისო დოზით 100-150 მგ/კგ გაყოფილი 2-3-ჯერად ინექციაზე.

ბავშვებს 2 თვის ასაკის ზევით ენიშნებათ სადღეღამისო დოზით 30-100 მგ/კგ, გაყოფილი 3-ჯერად ინექციაზე.

ბავშვებს მუკოვისციდოზის ან მენინგიტის დროს დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე ენიშნებათ სადღეღამისო დოზით 150 მგ/კგ (მაქსიმალური დღიური დოზა 6 გ), გაყოფილი 2-ჯერად ინექციაზე.

2 თვემდე ასაკის ახალშობილებში ინიშნება 25-60 მგ/კგ დღე-ღამეში, 2-ჯერადი ინექციის სახით.

თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზა დგინდება კრეატინინის კლირენსის ინდექსის მიხედვით.

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

დოზირების რეჟიმი

50-31

1გ 12 სთ-ში ერთხელ

30-16

1 გ 24 სთ-ში ეთხელ

15-6

500 მგ 24 სთ-ში ერთხელ

5-ზე ნაკლები

500 მგ 48 სთ-ში ერთხელ.

 

პერიტონეალური დიალიზის დროს შეიძლება ფორტუმის შერევა დიალიზურ სითხეში დოზით 125-250 მგ დიალიზური ხსნარის ყოველ 2 ლ-ზე.

გვერდითი მოვლენები:

გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში; იშვიათად სტომატიტი, კოლტი.

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზიები.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ეოზინოფილია, კუმბსის დადებითი სინჯი ჰემოლიზის გარეშე, სისხლის შრატში ტრანსამინაზებისა და კრეატინინის დონის გარდამავალი მომატება.

ქიმიოთერაპიული მოქმედებით განპირობებული ეფექტი: სუპერინფექცია (კანდიდოზი, საშოს კანდიდოზის ჩათვლით).

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ცხელება, ქავილი, ბრონქოსპაზმი.

ადგილობრივი რეაქციები: ვენაში შეყვანისას ფლებიტი ან თრომბოფლებიტი; ტკივილი ინტრამუსკულური ინექციის ადგილში.

უკუჩვენებები:

* ფორტუმის, ცეფალოსპორინებისა და პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ექსპერიმენტულ კვლევებში ფორტუმის ემბრიოპათიული და ტერატოგენული ეფექტები არ დადასტურებულა.

ყველა სხვა ანტიბიოტიკის მსგავსად პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის I ტრიმესტრში.

განსაკუთრებული მითითებები:

ფორტუმისა და მარყუჟოვანი დიურეზული საშუალების ერთდროული გამოყენება ნებადართული არ არის. საინექციოდ უმჯობესია ახლად მომზადებული ხსნარის გამოყენება. პრეპარატის აქტივობა ნარჩუნდება ხსნარის მომზადებიდან 18 სთ-ის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე შენახვის პირობებში, ხოლო მაცივარში შენახვისას (40C) – 7 დღის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ნევროლოგიური დარღვევები (მათ შორის ენცეფალოპათია, კრუნჩხვები, კომა).

სისხლში ფორტუმის კონცენტრაციის შემცირება ჰემოდიალიზის საშუალებით ხდება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფორტუმის ამინგლიკოზიდებთან კომბინაციაში გამოყენებისას აღინიშნება პრეპარატის ადიტიური ეფექტი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Don`t copy text!