Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 422

ფორტრანსი – FORTRANS – ФОРТРАНС

საერთაშორისო დასახელება:

MACROGOL

მწარმოებელი: INTERNATIONAL, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება:

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტებში 74 გ, შეფუთვაში 4 ც.

1 პაკ.

მაკროგოლი 4000 (პოლიეთილენგლიკოლი) ……………64 გ
ნატრიუმის სულფატის ანჰიდრიდი ……………………….57 გ
ნატრიუმის ბიკარბონატი ………………………………….1.68 გ
ნატრიუმის ქლორიდი …………………………………….1.46 გ
კალიუმის ქლორიდი ……………………………………..0.75 გ
ნატრიუმის საქარინი ………………………………………0.1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის მოქმედების მექანიზმს განაპირობებს მაღალმოლეკულური პოლიმერის და ელექტროლიტების ხსნარის კომბინაცი. მაკროგოლ 4000 აფერხებს წყლის შეწოვის პროცესს კუჭიდან და ნაწლავებიდან და ხელს უწყობს ნაწლავების შიგთავსის ევაკუაციას ხშირი დეფეკაციის გზით.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ელექტროლიტები აფერხებენ ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით გამოწვეულ პროცესებს.

ჩვენებები:

  • მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მომზადება, აგრეთვე ოპერაციული ჩარევისას, ნაწლავების შიგთავსის დაცლის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ მოზრდილებს პერორალურად (15 წლის ასაკის ზემოთ).

თითოეული პაკეტის შიგთავს ათავსებენ ჭიქაში და ასხამენ 1 ლ წყალს, მოურევენ ფხვნილის სრულ გახსნამდე.

სავარაუდო დოზა: 1 ლ ხსნარი 15-20 კგ სხეულის წონაზე, რაც შეესაბამება 3-4 ლ ხსნარს. პრეპარატს იღებენ საღამოს გამოკვლევების წინა დღეს ან დილას გამოკვლევის დროს. პრეპარატის ბოლო მიღება წარმოებს 3-4 სთ-ით ადრე პროცედურის ჩატარების წინ.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, შეშუპებები), აგრეთვე გულისრევა და ღებინება, მუცლის შებერვა, პრეპარტის პირველ დოზის მიღებისას სიმძიმის და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში.

უკუჩვენებები:

* ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრად გამოხატული დარღვევები (მაგ. დეჰიდრატაცია, გულის უკმარისობა);

* ნაწლავების გაუვალობა.

* მსხვილი ნაწლავის ტოქსიკური გაფართოვება.

* კუჭის ან ნაწლავების სტენოზი;

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები;

* თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება ნებადართულია.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ სხვადახვა დაავადებით შეპყრობილ ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

♦ ფორტრანსის მიღებით გამოწვეული დიარეა იწვევს ერთდროულად მიღებული სხვა პრეპარატების აბსორბციის პროცესის დარღვევას.

♦ სხვა პრეპარატებზე ფორტრანსის ზემოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ნებისმიერი სხვა პრეპარატით მკურნალობის დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ფორსეფი – FORSEF – ФОРСЕФ

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი ი/მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ……..    500 მგ

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ……….    1 გ

გამხსნელი: 2 მლ და 4 მლ 1% ლიდოკაინის ხსნარი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფორსეფი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების III თაობის ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკს პარენტერალური გამოყენებისათვის. ცეფტრიაქსონის ბაქტერიოციდული ეფექტი განპირობებულია მიკრობის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით მუკოპეპტიდ მურეინის სინთეზის დარღვევის შედეგად. პრეპარატი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების (უმრავლესი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების მიერ პროდუცირებული, როგორც პენიცილინაზას, აგრეთვე ცეფალოსპორინაზას) მიმართ.

ფორსეფს ახასიათებს მაღალი ბაქტერიოციდული აქტივობა გრამდადებითი აერობების წინააღმდეგ:  Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans; გრამ-უარყოფითი აერობები: Acinetobacter calcoaceticus, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Haemophilus influenzae (მათ შორის პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამები), Haemophilus parainfluenzae, Klebsiella spp. (მათ შორის,  Klebsiella pneumoniae), Moraxella catarrhalis, (პენიცილინომაპროდუცირებელი შტამები), Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae (მათ შორის, პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამები), Neisseria meningitidis, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia spp. (მათ შორის, Serratia marcescens); ცალკეული შტამები Pseudomonas aeruginosa ასევე მგრძნობიარეა; ანაერობები: Bacteroides fragilis), Clostridium spp. (გარდა Clostridium difficile), Peptostreptococcus spp.

ფარმაკოკინეტიკა:

ფორსეფის ბიოშეღწევადობა კუნთებში შეყვანის შემდეგ 100%-ს შეადგენს, სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა კუნთში ინექციიდან 1-3 საათში და უდრის 80 მგ/მლ. ფორსეფი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ცეფტრიაქსონის 40-60% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, ხოლო 40-50% ნაღველთან ერთად.

ჩვენებები:

  • ფორსეფის მიმართ მგრძნობიარე პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები:

სეფსისი, მენინგიტი, ლაიმას დისემინირებული ბორელიოზი (დაავადების ადრეული და გვიანი სტადიები), მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (პერიტონიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების ინფექციები), ძვლების სახსრების, შემაერთებელი ქსოვილის, კანის, ჭრილობით გამოწვეული ინფექციები.

  • ინფექციები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში:

თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექციები, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონია, ბრონქიტი, ემპიემა, ფილტვის აბსცესი), ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები, გენიტალიების ინფექციები, მათ შორის გართულებული გონორეა და სხვა ინფექციები, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით.

  • იყენებენ აგრეთვე ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

ფორსეფი შეჰყავთ კუნთებში.

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით ფორსეფის დოზა შეადგენს 1-2 გ-ს ერთხელ (ყოველ 24 სთ-ში);

მძიმე შემთხვევებში ან ზომიერად მგრძნობიარე პათოგენური მიკრობებით გამოწვეული ინფექციების დროს შესაძლებელია ერთჯერადი სადღეღამისო დოზის გაზრდა 4 გ-მდე.

2 კვირამდე ასაკის ახალშობილებში პრეპარატის დოზაა 20-50 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში (ახალშობილებში ფერმენტული სისტემის არასრულფასოვნების გამო პრეპარატის დანიშვნა 50 მგ/კგ წონაზე უფრო მეტი დოზით ნებადართული არ არის).

2 თვის ასაკიდან 12 წლის ასაკამდე ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-80 მგ/კგ წონაზე.

50 კგ და მეტი წონის მქონე ბავშვებს პრეპარატი ენიშნებათ იგივე დოზით, როგორც მოზრდილებს.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე და დაავადების სიმძიმის ხარისხზე, აგრეთვე მოცემულ ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევებზე. ძირითადად იგი შეადგენს 4-14 დღეს. მძიმე ინფექციური დაავადების დროს შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი თერაპია. დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ. უმრავლესი ინფექციური დაავადებების დროს მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 48-72 სთ-ს.

კომბინირებული მკურნალობა: დადგენილია, რომ მრავალ გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე ზემოქმედებით ცეფტრიაქსონსა და მინოგლიკოზიდებს შორის ადგილი აქვს სინერგიზმს, თუმცა მსგავსი კომბინაციის მაპოტინცირებელი ეფექტის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს (მაგ. Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული) განსაკუთრებით კი მათი ერთდროული დანიშვნით. ცეფტრიაქსონი და ამინოგლიკოზიდები მათი შეუთავსებლობის გამო აუცილებელია დაინიშნოს რეკომენდებულ დოზებში ცალ-ცალკე.

მენინგიტი: ახალშობილებში და ბავშვებში ბაქტერიული მენინგიტის დროს პრეპარატის საწყისი დოზაა 100 მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში (მაქსიმალური 4 გ).

მას შემდეგ, რაც შესაძლებელია პათოგენური მიკროორგანიზმების გამოყოფა და მისი მგრძნობელობის განსაზღვრა, საჭიროა დოზის შესაბამისი შემცირება.

მეტად მნიშვნელოვანი მონაცემების მიღება შეიძლება შესაბამის ვადებში მკურნალობის შედეგად, რომელიც მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.

დაავადების გამომწვევი

მკურნალობის ხანგრძლივობა

Neisseria meningitidis

Haemophilus influenzae

Streptococcus pneumoniae

4 დღე

6 დღე

7 დღე

ლაიმას ბორელიოზი: მოზრდილებს და ბავშვებს ენიშნებათ 50 მგ/კგ (უმაღლესი სადღეღამისო დოზა – 2 გ) ერთხელ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში.

გონორეა: როგორც პენიცილინაზას წარმომქმნელი, აგრეთვე მისი არწარმომქმნელი შტამებით გამოწვეული გონორეის მკურნალობის რეკომენდებულ დოზას შეადგენს 250 მგ ერთხელ კუნთებში.

ინფიცირებული ან სავარაუდო ინფიცირებული ქირურგიული ჩარევის წინ ინფექციის სიმძიმის მიხედვით – ოპერაციამდე 30-90 წთ-ით ადრე რეკომენდებულია 1-2 გ პრეპარატის ერთჯერადად შეყვანა.

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის უკმარისობისას: თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში – ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში აუცილებელი არ არის ფორსეფის დოზის შემცირება, მხოლოდ თირკმელების უკმარისობის დროს პრეტერმინალურ სტადიაში (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 10 მლ/წთ-ში), ფორსეფის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში თირკმლის შენახული ფუნქციის შემთხვევაში აუცილებელი არ არის პრეპარატის დოზის შემცირება.

ღვიძლისა და თირკმელების ერთდროული მძიმე პათოლოგიების შემთხვევაში აუცილებელია სისხლის შრატში ფორსეფის კონცენტრაციის რეგულარულად კონტროლი. ჰემოდიალიზზე მყოფ ავადმყოფებში, აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ პრეპარატის დოზის შეცვლა აუცილებელი არ არის.

მომზადებული ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე ინარჩუნებს თავის ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას 6 სთ-ის განმავლობაში. 500C ტემპერატურაზე, 24 სთ-ის განმავლობაში. თუმცა საყოველთაოდ მიღებული წესის შესაბამისად, საჭიროა ახლადმომზადებული ხსნარის დაუყოვნებლივ შეყვანა ორგანიზმში.

მომზადებული ხსნარის ფერი შეიძლება იყოს ღია ყვითელსა და ამბრის ფერებს შორის, რაც დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე და მისი შენახვის ხანგრძლივობაზე. აქტიური ნივთიერების ხსნარის ფერი გავლენას არ ახდენს პრეპარატის სამკურნალო ეფექტზე.

კუნთებში შეყვანის დროს უმტკივნეულო ინექციებისათვის პრეპარატის 0.5 გ-ს ხსნიან 2 ლ 1% ლიდოკაინის ხსნარში შემდეგი თანაფარდობით: ფლაკონის შიგთავსის 1 გ-ს ხსნიან 3.5 მლ ლიდოკაინის ხსნარში და შეჰყავთ ღრმად კუნთში.

გვერდითი მოვლენები:

სისტემური გვერდითი ეფექტები: ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ავადმყოფთა დაახლოებით 2%-ს): თხიერი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და გლოსიტი.

ცვლილებები პერიფერიული სისხლის სურათის მხრივ (ავადმყოფთა დაახლოებით 2%-ს): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. აღწერილია აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები (1 მკლ-ში 500 უჯრედზე ნაკლები) მათ შორის უმეტესი ნაწილი წარმოიქმნება მკურნალობიდან 10 დღის შემდეგ და პრეპარატის კუმულაციურ დოზებში 20 მგ და მეტი რაოდენობით მიღების დროს.

კანის მხრივ რეაქციები (ავადმყოფთა დაახლოებით 1%-ს): გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ურტიკარია, შეშუპება. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

იშვიათად ვითარდება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, შესაბამისი სიმპტომატიკის მქონე ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტაცია ნაღვლის ბუშტში, ოლიგურია, სისხლის შრატში კრეატინინის რაოდენობის გაზრდა, გენიტალიების არეში – მიკოზები, ტემპერატურის მომატება შემცივნება, ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური რეაქციები.

იშვიათად ადგილი აქვს ფსევდმომებრანული კოლიტის განვითარებას და სისხლის შედედების დარღვევას, აგრეთვე თირკმელებში კონკრემენტის წარმოქმნას, ძირითადად 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს დიდი სადღეღამისო დოზით (80 მგ/კგ დღე-ღამეში) ან კუმულაციური დოზებით 10 მგ და მეტი, აგრეთვე სხვა დამატებითი რისკ-ფაქტორების დროს (სითხის მიღების შეზღუდვა, წოლითი რეჟიმი და სხვა).

თირკმელებში კონკრემენტის წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ზოგჯერ კლინიკურად ვლინდება თირკმელების უკმარისობით. აღნიშნული პროცესი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.

აღნიშნული გვერდითი ეფექტები ძირითადად გაივლის სპონტანურად ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ;

ორსულობა და ლაქტაცია:

ფორსეფი გაივლის პლაცენტურ ბარიერს.

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დღეისათვის დადგენილი არ არის.

მცირე კონცენტრაციებში ფორსეფი გადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ანამნეზის ზუსტი მონაცემების შეგროვების მიუხედავად, რაც აუცილებლობას წარმოადგენს სხვა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკებთან მიმართებაში არ შეიძლება გამოირიცხოს ანაფილაქსიური შოკის განვითარების შესაძლებლობა.

◄ ავადმყოფებში პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, შესაძლებელო ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

◄ ულტრაბგერითი გამოკვლევების დროს ზოგჯერ ნაღვლის ბუშტში აღინიშნება ჩრდილის არსებობა, რაც მიუთითებს ნალექების დაგროვებაზე, რომელიც წარმოადგენს ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატებს, აღნიშნული მოვლენები მალე გაივლის სიმპტომური მკურნალობის, ან ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროებითი შეწყვეტის შემდეგად.

◄ ზოგიერთ ავადმყოფებში ფორსეფის მიღების დროს ადგილი აქვს სანაღვლე გზების ობსტრუქციით გამოწვეული პანკრეატატის იშვიათ შემთხვევებს.

◄ დადგენილია, რომ სხვა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მსგავსად, ფორსეფი აძევებს სისხლის შრატთან შეკავშირებულ ალბუმინს, რის გამოც ჰიპერბილირუბინემიით შეპყრობილ ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში, რომლებშიც არსებობს ბილირუბინით გამოწვეული ენცეფალოპათიის განვითარების რისკი, პრეპარატის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების დროს ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია. სპეციფიკური ანტიდოტი არ მოიპოვება. მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ფორსეფის დიდი დოზებით და ძლიერი დიურეზული საშუალებების (მაგ. ფუროსემიდის) ერთდროული გამოყენებით არ აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ფორსეფი არ ზრდის ამინოგლიკოზიდების ნეფროტოქსიკურობას.

– მისი შეყვანის შემდეგ ალკოჰოლური სასმელის მიღება არ იწვევს დისულფირამის მსგავსი რეაქციების წარმოქმნას.

– ფორსეფი არ შეიცავს N-მეთილთიოტეტრაზოლის ჯგუფს, რომელიც იწვევს ეთანოლის მიმართ რეაქციას და სისხლდენას, რითაც ხასიათდებიან ზოგიერთი სხვა ცეფალოსპორინები. პრობენეციდი გავლენას არ ახდენს ფორსეფის ორგანიზმიდან გამოყოფის პროცესზე. In vitro დადგენილია ქლორამფენიკოლსა და ფორსეფს შორის ანტაგონიზმი.

– ფორსეფის ხსნარი შეუთავსებელია კალციუმის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან, მაგ. ჰარტმანის და რინგერის სითხეებთან, რეკომენდებული არ არის მისი ერთდროული შეყვანა ორგანიზმში სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან (ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინგლიკოზიდებთან) ერთად.

– ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე ზემოქმედება: ფორსეფით მკურნალობის პროცესში იშვიათად ავადმყოფებში ადგილი აქვს კუმბსის სინჯზე ცრუდადებით მაჩვენებლებს.

– ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკები, პრეპარატი ცრუდადებით მაჩვენებლებს იძლევა გალაქტოზემიის სინჯზე. ასეთივე მაჩვენებლები მიიღება შარდში გლუკოზის განსაზღვრის დროს, ამიტომ ფორსეფის მკურნალობის პროცესში გლუკოზურიის განსაზღვრა აუცილებლობის შემთხვევაში ხდება მხოლოდ ფერმენტული მეთოდით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ხსნარი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 6 სთ-ის განმავლობაში ან მაცივარში 2-80C ტემპერატურაზე არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში.

ფორმიდრონი – FORMIDRONUM – ФОРМИДРОН

შემადგენლობა:

ფორმალინი 10 ნაწ , ეთილის სპირტი 95% 39,5 ნაწ , გამოხდილი წყალი 50 ნაწ , ოდეკოლონი 0,5 ნაწ .

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება

ფორმა:

ხსნარი , გარეგანი

ჩვენება:

  • გამოიყენება კანზე წასასმელად მომატებული ოფლიანობის დროს . მის მცირე რაოდენობას შეიზელენ იღლიის ქვეშ ერთხელ დღეში .

უკუჩვენება:

კანის ანთებითი დაავადებები

სიფრთხილე:

არ შეიძლება სახეზე წასმა

გამოშვების ფორმა: ხსნარის სახით 100 მლ პოლიეთილენის ფლაკონებში .

შენახვის პირობები: კარგად თავდახურულ ჭურჭელში , გრილ ადგილას .

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი

გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ

მწარმოებელი: საქართველო , თბილისი , გოთუას 3, შ . პ . ს . “ეუბიოტიკები “.

ფორლაქსი – FORLAX – ФОРЛАКС

საერთაშორისო დასახელება:

MACROGOL

მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: მაკროგოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ოსმოსური საფაღარათო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტში 10 გ, შეფუთვაში 10 და 20 ც.

1 პაკ.

მაკროგოლი 4000 ………  10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის საქარინი, არომატული გემოს მიმცემი შემავსებლები (ფორთოხალი და გრეიფრუტი).

ჩვენებები:

  • ყაბზობის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად მისაღებად ენიშნებათ 1-2 პაკეტი დღეში. მკურნალობის დასაწყისში საჭიროა პაკეტის შიგთავსი გაიხსნას 1 ჭიქა წყალში. მოქმედების ეფექტი იწყება პრეპარატის მიღებიდან 24-48 სთ-ის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

♦ პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას ვითარდება დიარეა, რომელიც შეიძლება შეწყდეს 24-48 სთ-ში მკურნალობის შეწყვეტიდან, ამის შემდეგ კი შესაძლებელია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება შედარებით დაბალი დოზებით;

♦ ტკივილები მუცლის არეში, განსაკუთრებით ავადმყოფებში ნაწლავების ფუნქციის დარღვევით.

უკუჩვენებები:

* მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაავადებები, მათ შორის არასპეციფიკური წყლულოვანი რექტოკოლიტი;

* კრონის დააავადება;

* უცნობი ეტიოლოგიის ტკივილები მუცლის არეში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ რეკომენდებული არ არის ყაბზობის დროს ფოლაქსის ხანგრძლივად გამოყენება.

◄  ყაბზობის მედიკამენტური მკურნალობა წარმოადგენს საერთო ჰიგიენური მეთოდის და დიეტოთერაპიის მხოლოდ დამატებით საშუალებას, როგორიც არის მდიდარი მცენარეული უჯრედისის მქონე საკვების და სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება ფიზიკურ აქტივობასთან და დეფეკაციის რეფლექსის აღდგენასთან ერთად.

◄  რადგან პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, იგი ენიშნებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, აგრეთვე იმ ავადმყოფებს, რომელთა რაციონიდან ამოღებულია გალაქტოზა.

◄  ფოლაქსის მიღება რეკომენდებულია ცალკე სხვა მედიკამენტებისაგან არანაკლებ 2 სთ-იანი ინტერვალით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ფორკანი – FORCAN – ФОРКАН

შემადგენლობა:

ფორკანი -50

თითოეული კაფსულა შეიცავს

ფლუკონაზოლი UCP   50 მგ

ფორკანი -150

თითოეული კაფსულა შეიცავს

ფლუკონაზოლი UCP   150 მგ

ფორკანი -200

თითოეული კაფსულა შეიცავს

ფლუკონაზოლი UCP   200 მგ

ფორკანი -100 DT

თითოეული დისპერსიული უგარსო ტაბლეტი შეიცავს

ფლუკონაზოლი UCP   100 მგ

ფორკანი I. V. საინექციო

თითოეული მლ შეიცავს

ფლუკონაზოლი UCP   2 მგ

ნატრიუმის ქლორიდი IP 0,9 % წ/ვ ( წონა / მოცულობა )

საინექციო წყალი IP         ქ.ს.

აღწერილობა:

ფლუკონაზოლი არის ორმაგი ტრიაზოლის ანტიფუნგალური აგენტი , სტრუქტურულად დაკავშირებული იმიდაზოლ – წარმოებულ ანტიფუნგალებთან. ტრიაზოლის აზოლის რგოლის აზოტი აკავშირებს სოკოს ციტოქრომ P -450 ენზიმ ლანოსტეროლის ჰემურ კომპონენტს 14- დიმეთილაზას, რომელიც წყვეტს ლანოსტეროლის გარდაქმნას ერგოსტეროლად, რაც იწვევს დარღვევების კასკადს მემბრანის განვლადობის მხრივ, მემბრანასთან დაკავშირებული ენზიმების აქტივობაში და ქიტინის სინთეზის კოორდინაციაში .

ჩვენებები:

ფორკანი ნაჩვენებია :

ლორწოვანის კანდიდოზები, როგორიცაა ოროფარინგეალური, ეზოფაგური,   კან – ლორწოვანის და ქრონიკული ორალური ატროფიული კანდიდოზები, ვაგინალური კანდიდოზები და ა . შ .

სისტემური კანდიდოზები : კანდიდემია , დისემინირებული კანდიდოზები, პერიტონეუმის, ენდოკარდის, ფილტვების და საშარდე ტრაქტის ინფექციები .

კრიპტოკოკოზი : კრიპტოკოკული მენინგიტი , როგორც პირველადი , ისე შემანარჩუნებელი თერაპია

სოკოვანი ინფექციის პრევენცია : პაციენტებში სიმსივნეებით, აივ ინფექციით, ინტენსიურ განყოფილებაში და იმუნოსუპრესორულ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში.

მიღების გზები და დოზირება:

მოზრდილები

ოროფარინგეალური კანდიდოზი : 200 მგ პირველ დღეს , შემდგომ 100 მგ დღეში ერთხელ   14 დღის განმავლობაში .

ეზოფაგური კანდიდოზი: 200 მგ პირველ დღეს, შემდგომ 100 მგ დღეში ერთხელ   21 დღის განმავლობაში.

ვაგინალური კანდიდოზი : 150 მგ ერთჯერადი დოზა

სისტემური კანდიდოზი: 400 მგ პირველ დღეს, შემდგომ 200-400 მგ დღეში ერთხელ.

კრიპტოკოკული მენინგიტი: 400 მგ დატვირთვის დოზა, შემდგომ 200 მგ დღეში   10-12 კვირის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ჩFშ გახდება კულტურაზე ნეგატიური.

კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენციის მიზნით შემანარჩუნებელი დოზა: 100-200 მგ დღეში.

პროფილაქტიკა იმუნოკომპრომიტირებულებში : 50-400 მგ დღეში ერთხელ დაწყებული ნეიტროპენიის პიკამდე რამდენიმე დღით ადრე და გრძელდება 7 დღე მას შემდეგ , რაც ნეიტროფილების რიცხვი > 1000 უჯრედი / მმ 3 .

ბავშვები

ლორწოვანის კანდიდოზები

2-4 კვირა :    3 მგ / კგ ყოველ 48 სთ – ში

4 კვირის შემდეგ : 3 მგ / კგ დღეში

სისტემური კანდიდოზები

2-4 კვირა : 6-12 მგ / კგ ყოველ 48 სთ – ში

4 კვირის შემდეგ : 6-12 მგ / კგ დღეში

პროფილაქტიკა იმუნოკომპრომიტირებულებში :

2-4 კვირა : 3-12 მგ / კგ ყოველ 48 სთ – ში

4 კვირის შემდეგ : 3-12 მგ / კგ დღეში

თირკმლის ფუნქციის დარღვევისას :

ფლუკონაზოლი ექსკრეტირდება ძირითადად შარდთან ერთად შეუცვლელი სახით .   ამიტომ ,  პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის კორექცია ფუნქციის დარღვევის შესაბამისად და ის დამყარებული უნდა იყოს გაზომილ ან მიახლოებით გამოთვლილ კრეატინინის კლირენსზე პაციენტში.

რეკომენდებული დოზირება :

 

კრეატინინის კლირენსი

( მლ / წთ )

დოზირება

შიგნითა / დღიური დოზა

>50

21-50

10-20

პაციენტები რეგულარულ

ჰემოდიალიზზე

24 სთ /100%

48 სთ /50%

72 სთ /25%

დოზის 100 % ყოველი

დიალიზის შემდეგ

ინტრავენური ინფუზიის შეთავსებადობა – თუმცა პრეპარატის გახსნა არაა საჭირო , ფორკანის ი.ვ ინფუზია შეთავსებადია შემდეგ სითხეებთან :

  • დექსტროზა 20%
  • რინგერის ხსნარი
  • ჰარტმანის ხსნარი
  • კალიუმის ქლორიდი დექსტროზაში
  • ნატრიუმის ბიკარბონატი
  • ფიზიოლოგიური ხსნარი (0,9 %)

შერევა სხვა პრეპარატთან ინფუზიამდე არაა რეკომენდებული .

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა ფლუკონაზოლის ან პრეპარატის დანამატების ან აზოლის შენაერთების მიმართ.

სიფრთხილის ზომები:

ურთიერთქმედება:

– ანტიკოაგულანტები: ფლუკონაზოლი კუმარინის პრეპარატების პროთრომბინის დროს ზრდის, ამიტომ საჭიროა დაკვირვებული მონიტორინგი.

– ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლისა და ციკლოსპორინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს ციკლოსპორინის დონე .

– ფენიტოინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ფენიტოინის დონეს და AUC – ს და შედეგად ფენიტოინის ტოქსიურობას .

– ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები : ფლუკონაზოლისა და ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ერთდროული მიღება ( როგორიცაა სულფონილშარდოვანა დიაბეტიკებში ) იწვევს ანტიდიაბეტური პრეპარატების კონცენტრაციის გაზრდას და მეტაბოლიზმის შენელებას .

– რიფამპიცინი : ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროული მიღება ამცირებს AUC – ს ფლუკონაზოლისთვის 20 %- ით .

– თეოფილინი : ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს თეოფილინის კონცენტრაცია შრატში . საჭიროა დაკვირვებული მონიტორინგი მათი ერთდროული მიღებისას .

ორსულობა

არ მოიპოვება ადექვატური და კონტროლირებადი კვლევები ორსულებში . ფორკანი ორსულებში გამოიყენება მხოლოდ მაშინ , როცა პოტენციური სარგებელი აჭარბებს რისკს .

ლაქტაციის პერიოდი

რამდენადაც პრეპარატი სეკრეტირდება დედის რძეში , იგი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში .

პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენება

იხ . მიღების გზები და დოზირება

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში

იხ . მიღების გზები და დოზირება

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში

ღვიძლის ფუნქციის გადახრის დროს საჭიროა პაციენტის მონიტორინგი . იმუნოკომპრომიტირებულ პაციანტებში გამონაყარის განვითარებისას საჭიროა მონიტორინგი და პრეპარატის მიღების შეწყვეტა , თუ სიმპტომები პროგრესირებს .

გვერდითი ეფექტები

ჩვეულებრივ , ფლუკონაზოლი კარგად აიტანება . ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია : გულისრევა , ღებინება , მუცლის ტკივილი , თავის ტკივილი , გამონაყარი და დიარეა . შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ფერმენტების – ალტ – ის , ასტ – ის , ტუტე ფოსფატაზას და შრატის ბილირუბინის დონის ზომიერი მატება , რომელიც გარდამავალი და შექცევადია . სერიოზული ჰეპატოტოქსიურობა იშვიათია . კლინიკური გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად ნანახი იქნა აივ – ინფიცირებულებში , ვიდრე არაინფიცირებულებში , თუმცა მოდელი იყო მსგავსი. იშვიათ შემთხვევებში აღნიშნულია ანაფილაქსიური რეაქციაც.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს დამხმარე ღონისძიებები და სიმპტომური თერაპია , კუჭის ლავაჟიც მათ შორის , საჭიროებისას .

ფლუკონაზოლი ძირითადად შარდით გამოიყოფა , ამდენად , ფორსირებული დიურეზი ზრდის მისი ელიმინაციის სიჩქარეს .

3 საათიანი დიალიზის პროცედურა ამცირებს პლაზმაში მის დონეს 50 %- ით .

შეფუთვის ფორმა

ფორკანი -50               ფირფიტა 4 კაფსულისგან

ფორკანი -150              ფირფიტა 1 კაფსულისგან

ფორკანი -200              ფირფიტა 4 კაფსულისგან

ფორკანი -100 Dთ           ბლისტერი 4 ტაბლეტისგან

ფორკანი I. V.             ფლაკონი , 100 მლ

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში .

აფთიქიდან გაცემის წესი

რეცეპტით

ვარგისიანობის ვადა

3 წელი

მწარმოებელი

Cipla Ltd, India

ფოლრექსი კრემი – FOLREX CREAM – ФОЛРЕКС КРЕМ

სავაჭრო სახელწოდება – Folrex

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჯგ: ანალგეზიური და ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალებები

მწარმოებელი ფირმა – Catalysis, S.L

მწარმოებელი ქვეყანა – ესპანეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 100გ ტუბი # 1

შემადგენლობა (100 გ-ზე):

წყალი – 79,35 გ

ნუშის ზეთი პეგ -6 ეთერი – 10,00 გ

ნატრიუმის ლაურილსულფატი – 10,00 გ

ცეტეარილის სპირტი – 0,50 გ

ფოლის მჟავა – 0,114 გ

სალიცილის მჟავა – 0,50 გ

მეთილპარაბენი – 0,10 მგ

BHT – 0,10 მგ

პროპილპარაბენი – 0,05 მგ

ჩვენებები:

კისრის, ბეჭების, მკლავების, სახსრების არეში ტკივილის და დისკომფორტის მოსახსნელი კრემი, გარეგანი

გამოყენებისათვის.

* რადიკულიტი

*  ართრიტი

*  რევმატიზმი

*  სახსრების დაჭიმვა

*  სქოლიოზი

*  ანთებები

* დაჟეჟილობები

მიღების წესები და დოზირება:

წაისვით კრემის მცირე რაოდენობა დაზიანებულ არეში და გაანაწილეთ იგი კანზე მსუბუქი მასაჟის გზით კრემის სრულ შეწოვამდე.

ეფექტი შეიმჩნევა პირველივე გამოყენების შემდეგ.

გამოიყენეთ კრემი საჭიროების შემთხვევაში.

დისკომფორტის მოსახსნელად საკმარისია კრემის დღეში 3-4-ჯერ გამოყენება.

შეიძლება გამოყენებული იქნას  ორსული ქალებისა და ბავშვების მიერ, რადგანაც არ გააჩნია უკუჩვენებები.

უკუჩვენება:

არ არის დაფიქსირებული.

განსაკუთრებული მითითებები

ერიდეთ კრემის კონტაქტს თვალებთან და ლორწოვან გარსთან.

შენახვის პირობები და ვადები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ფოლრექსი – FOLREX – ФОЛРЕКС

მწარმოებელი: CATALYSIS S.A., ესპანეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი: საშეში 2.5 გ, შეფუთვაში 30 ც.

ინგრედიეტები:

ჰიდროლიზებული ჰიტინი არგინინი, L-ცისტეინი, ფოლის მჟავა, Guar Gum და ნიპაგინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰიტინისა და ანტიოქსიდანტებისგან შექმნილ დიეტურ დანამატს. ფოლრექსის საშეები ხელს უწყობს დაზიანებული ხრტილის რეგენერაციას და აქრობს სახსრების ტკივილს. პრეპარატი ასევე შეიცავს ფოლის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას და ანთების ჩაქრობას; ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სპეციალურად გამოიმუშავებს თავისუფალი რადიკალების ეფექტის ნეიტრალიზაციისათვის ართროზების, ართრიტების და ა.შ. დროს.

მიღების წესი და დოზირება:

გახსენით თითო საშე წყალში, წვენსა ან რძეში და მიიღეთ ყოველ თორმეტ საათში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

არ არის დაფიქსირებული.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

უცნობია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ფოლიუმის მჟავა (აქტიური ნივთიერება) – FOLIC ACID – ФОЛИЕВАЯ КИСЛОТА

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინი, B-ვიტამინების ჯგუფიდან. ორგანიზმში ფოლიუმის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავამდე, რომელიც არსებითად კოფერმენტია და ნივთიერებთა ცვლის რიგ პროცესებშია ჩართული. კერძოდ, მისი მონაწილეობა მეგალობლასტების მომწიფებაში და ნორმობლასტების წარმოქმნაში აუცილებელია ერითროპოეზის სტიმულაციისათვის; მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში (მეთიონინის და სერინის ჩათვლით), აგრეთვე ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში და ქოლინის მეტაბოლიზმში. ორსულებში იცავს ორგანიზმს ტერატოგენული ფაქტორებისაგან.

ფარმაკოკინეტიკა

კარგად იწოვება კუჭ-ნაწლავიდან, ექვემდებარება მეტაბოლიზმს ღვიძლში და სხვა ქსოვილებშიც, ნაღველითა და შარდით გამოიყოფა.

ჩვენებები

  • ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია.

რიგი პათოლოგიური მდგომარეობის კომბინირებული თერაპია, როგორიცაა:

  • სამკურნალო პრეპარატებითა და რადიაქტიური (მაიონიზებელი) დასხივებით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია;
  • სპრუ; ქრონიკული გასტროენტერიტები; ნაწლავის ტუბერკულოზი;
  • ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა ორგანიზმში (ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდების ჩათვლით).

დოზირების რეჟიმი

სამკურნალო მიზნით ზრდასრულებში დღეღამეში 5 მგ უნიშნავენ: ბავშვებში – შემცირებულ დოზებში ასაკის მიხედვით.

მკურნალობის კურსი 20-30 დღეა.

ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით დღეღამეში 20-50 მკგ იღებენ.

ორსულობაში – 400 მკგ დღეღამეში, ლაქტაციის პერიოდში – 300 მკგ/დღეში.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი.

უკუჩვენებები

ჭარბი მგრძნობელობა ფოლიუმის მჟავასადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

რეკომენდებული დოზებით ფოლიუმის მჟავას მიღება დაშვებულია როგორც ორსულობაში, ისე ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდშიც.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პერნიციოზული ანემიის დროს ფოლიუმის მჟავას მხოლოდ ციანოკაბალამინთან ერთად იღებენ, ვინაიდან ჰემოპოეზის სტიმულაცის მიუხედავად ფოლიუმის მჟავა ნევროლოგიურ გართულებებს ვერ ეწინააღმდეგება (ფუნიკულური მიელოზის ჩათვლით).

♦ ფოლიუმის მჟავას ხანგრძლივი მიღება (განსაკუთრებით მაღალი დოზით) სარისკოა სისხლში ციანოკობალამინის კონცენტრაციის მოსალოდნელი დაქვეითების გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– ქლორამფენიკოლთან, ნეომიცინთან, პოლიმიქსინებთან, ტეტრაციკლინებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში ფოლიუმის მჟავას შეთვისება დაქვეითებული იქნება.

– თავის მხრივ ფოლიუმის მჟავასთან ერთდროულად მიღებული ფენიტოინის, პრიმიდონის, პასმ, სულფასალაზინის, სისტემური (შინაგანი) ჰორმონალური კონტრაცეპტივების, ქლორამფენიკოლის ეფექტურობა მცირდება.

– ფოლიუმის მჟავას გავლენით ფენიტოინის მეტაბოლიზმი ძლიერდება.

ფოლის მჟავა ლეჩივა – FOLICUM ACIDUM LECHIVA – ФОЛИЕВАЯ КИСЛОТА ЛЕЧИВА

საერთაშორისო დასახელება:

FOLINIC ACID

მწარმოებელი: LECHIVA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინი B9; უპირატესად ქსოვოლოვან ცვლაზე მოქმედი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ფოლ(ინ)ის მჟავა ……..  10 მგ

 

ვრცლად ფოლიუმის მჟავა

ფოლის მჟავა – FOLIC ACID – ФОЛИЕВАЯ КИСЛОТА

საერთაშორისო დასახელება:

FOLIC ACID

მწარმოებელი: CP.Pharmaceuticals Ltd Wrexham UK

მოქმედი ნივთიერება: ფოლის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინი B9; უპირატესად ქსოვოლოვან ცვლაზე მოქმედი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

ფოლის მჟავა ……..   5 მგ

 

ვრცლად ფოლიუმის მჟავა

Don`t copy text!