Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 440

ტროპინდოლი – TROPINDOL – ТРОПИНДОЛ

საერთაშორისო დასახელება:

TROPISETRON

მწარმოებელი: LANCE-FARM JSC, რუსეთი

მოქმედი ნივთიერება: ტროპისეტრონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ღებინების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 0.1%: ფლაკონში 5 მლ

1 მლ 1 ფლ.

ტროპისეტრონი …………..    1 მგ 5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტროპინდოლი წარმოადგენს სეროტონინის 5-HT3 რეცეპტორების მაღალსელექტიურ ბლოკატორს, რომელთა სტიმულაციასთან დაკავშირებულია ღებინების ცენტრის აგზნება. ახასიათებს სპეციფიკური ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება.

იწვევს გულისრევისა და ღებინების კუპირებას სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით ქიმიოთერაპიის დროს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცენტრალური და პერიფერიული სეროტონინური 5-HT3 რეცეპტორების ბლოკადასთან.

ტროპინდოლის მოქმედება გრძელდება 24 სთ, რაც იძლევა პრეპარატის დღეში ერთხელ გამოყენების საშუალებას.

ფარმაკოკინეტიკა:

ტროპინდოლი უკავშირდება სისხლის ცილებს, უმეტესად α-გლიკოპროტეინებს 71%-ით.

პრეპარატის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ძირითადად ღვიძლში, მეტაბოლიტები ნაკლებად აქტიურია და პრაქტიკულად არ მონაწილეობენ ტროპინდოლის ფარმაკოლოგიური მოქმედების რეალიზაციაში. მეტაბოლიზმის ხარისხი დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. პრეპარატის სწრაფი მეტაბოლიზმის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 8 სთ-ს, ხოლო ნელი მეტაბოლიზმის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება და შეადგენს 30 სთ-ს.

პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად (70% მეტაბოლიტების სახით), 8% შეუცვლელი სახით.

განავალთან ერთად მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა პრეპარატის დაახლოებით 15%.

ჩვენებები:

  • სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის დროს განვითარებული გულისრევისა და ღებინების თავიდან აცილება და მკურნალობა;
  • ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

პირველ დღეს პრეპარატი შეყავთ ვენაში წვეთობრივად (15 წთ-ის განმავლობაში), ან ნელა ნაკადისებურად (3 წთ-ის განმავლობაში), რამოდენიმე ხნით ადრე ციტოსტატური პრეპარატების მიღებამდე.

ვენაში ინფუზიის დროს პრეპარატის 1 ფლაკონის შიგთავსს (5 მლ 0.1%) ხსნიან 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან გლუკოზის 5% ხსნარში.

იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ტროპინდოლის გამოყენება არ იწვევს ღებინების საწინააღმდეო მოქმედებას, პრეპარატის სამკურნალო ეფექტის გაძლიერება ხდება მცირე დოზებით დექსამეტაზონის გამოყენებით.

გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე, ტკივილები მუცლის არეში, ყაბზობა, ფაღარათი.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვებში 2 წლის ასაკამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ენიშნებათ არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულ ავადმყოფებს, რადგან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს წნევის შემდგომი მომატება.

ჭარბი დოზირება:

ტროპინდოლის განმეორებითი მიღებისას თერაპიულთან შედარებით, მაღალი დოზებით, ვითარდება მხედველობითი ჰალუცინაციები, არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულ ავადმყოფებში შესაძლებელია წნევის მომატება.

მკურნალობა – სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ტროპინდოლის კომბინაცია რიფამპიცინთან, ფენობარბიტალთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ხელს უწყობენ ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქციას, ამცირებს პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციას და აგრეთვე მის ღებინების საწინააღმდეგო ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ტროპიკამიდი – TROPICAMID – ТРОПИКАМИД

საერთაშორისო დასახელება:

TROPICAMIDE      

მწარმოებელი: Warsaw pharmaceutical work POLFA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ტროპიკამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.5%: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

ტროპიკამიდი …….. 5 მგ

თვალის წვეთები 1%: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

ტროპიკამიდი  ……. 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ქლორიდი, ტილენთიამინ-ტეტრაძმარმჟავას ორნატრიუმიანი მარილი, ქლორიანი ბენზალკონიუმი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტროპიკამიდი აბლოკირებს ფერადი გარსისა და ცილიარული სხეულის მ-ქოლინორეცეპტორებს, იგი იწვევს მიდრიაზის განვითარებასა და აკომოდაციის დამბლას. ატროპინთან, შედარებით პრეპარატის მიდრიაზული მოქმედება, ასევე მის მიერ გამოწვეული აკომოდაციის დამბლა არსებითად ხანმოკლეა. ტროპიკამიდი ნაკლებად ზემოქმედებს თვალშიდა წნევაზე, მაგრამ მოსალოდნელია ამ უკანასკნელის მომატება პრეპარატის გამოყენების შემდეგ, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული დახურულკუთხოვანი გლაუკომით შეპყრობილ პაციენტებში.

პრეპარიტს მიღებიდან 5-10 წთ-ის შემდეგ ვითარდება მიდრიაზი, რომელიც მაქსიმუმს აღწევს 15-20 წთ-ის შემდეგ. გუგების გაფართოება შენარჩუნებული 1 სთ-ის განმავლობაში 0.5% ხსნარის გამოყენებისას, ხოლო 2 სთ-ის განმავლობაში – 1% ხსნარის გამოყენებისას.

აკომოდაციის დამბლის გამოსაწვევად აუცილებელია ხშირი ინსტილაცია. 1% ხსნარის 2-ჯერ ინსტილაციის შემდეგ აკომოდაციის დამბლის მაქსიმუმი საშუალოდ ვითარდება 25 წთ-ის შემდეგ და ნარჩუნდება 30 წთ-ის განმავლობაში. აკომოდაციის დამბლის სრული კუპირება იწყება 3 სთ-ის შემდეგ.

სისტემური სისხლის მიმოქცევაში აქტიური ნივთიერების შეწოვის შედეგად შესაძლებელია სისტემური ხასიათის გვერდითი მოვლენების განვითარება (მოუსვენრობა, აგზნებადობა, პირის სიმშრალე, დიზურია, ჰიპერთერმია). სისტემური გვერდითი მოვლენები აღენიშნებათ ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებს, აგრეთვე ხანდაზმულებს.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება დიაგნოსტიკური მიზნით ოფთალმოსკოპიური და რეფრაქციული გამოკვლევებისას;
  • ქირურგიული ჩარევის წინ გუგების გაფართოებისათვის (კატარაქტას ექსტრაქცია, ბადურასა და მინისებრ სხეულზე ოპერაცია) და ლაზერული ოპერაციების (ბადურას ლაზეროკოაგულაცია) დროს;
  • პრეპარატი გამოიყენება თვალის ანთებითი დაავადების დროს, როგორც კომპლექსური თერაპიის კომპონენტი და ოპერაციის შემდგომ პერიოდში სინექიების განვითარების პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

• დიაგნოსტიკის მიზნით გუგის გაფართოებისათვის 1% ხსნარის 1 წვეთს ან 0.5% ხსნარის 2 წვეთს აწვეთებენ 5 წთ-იანი ინტერვალით. 10 წთ-ის შემდეგ შესაძლებელია ოფთალმოსკოპიის ჩატარება. არასაკმარისი ეფექტის დროს (სინათლის დიდ ინტენსივობის შემთხვევაში უკანა სინექიების გახლეჩვის მიზნით) რეკომენდებულია პრეპარატის კომბინაცია ფენილეფრინთან.

• რეფრაქციის განსაზღვრისათვის პრეპარატს იწვეთებენ 6-ჯერ 6-12 წთ-იანი ინტერვალით. დაახლოებით 25-50 წთ-ის განმავლობაში აღინიშნება აკომოდაციის დამბლა და გამოკვლევის ჩატარება დასაშვებია.

• მკურნალობის მიზნით პრეპარატის ჩაწვეთება რეკომენდებულია ექიმის კონსულტაციით.

• პრეპარატის სისტემურ სისხლის მიმოქცევაში აბსორბციის შესამცირებლად მისი ჩაწვეთებისთანავე საჭიროა მსუბუქად დავაფიქსიროთ თითი საცრემლე პარკზე რამდენიმე წთ-ის განმავლობაში.

• ჩვილ და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში აუცილებელია გამოვიყენოთ 0.5%-იანი ხსნარი.

• დღენაკლულ ბავშვებში ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა ტროპიკამიდის სისტემური ანტიქოლინერგული ზემოქმედება (შარდის გამოყოფის და დეფეკაციის დარღვევა, ტაქიკარდია), რომელიც ძლიერდებოდა პრეპარატის განმეორებითი გამოყენების შემთხვევაში.

• ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენების აღმოფხვრა შესაძლებელია ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში (1:1) განზავებით.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ოფთალმოტონუსის მომატება დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევა, ალერგიული რეაქციები.

სისტემური გვერდითი მოვლენები: მოუსვენრობა, აგზნება, პირის სიმშრალე, დიზურია, ჰიპერთერმია, ტაქიკარდია.

უკუჩვენებები:

* გლაუკომა, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი, აგრეთვე შერეული პირველადი გლაუკომა;

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ტროპიკამიდის თვალის წვეთები ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის გამოყენების შედეგად გამოწვეულმა აკომოდაციის ცვლილებამ და გუგების გაფართოებამ შეიძლება გამოიწვის მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ამიტომ მძღოლებს საღამოს და ღამის საათებში ეკრძალებათ სატრანსპორტო  საშუალებების მართვა.

◄ პრეპარატის გამოყენების წინ პაციენტმა აუცილებლად უნდა მოიხსნას კონტაქტური ლინზები, რომლის გამოყენება დასაშვებია პრეპარატის გამოყენებიდან 30 წთ-ის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

ტროპიკამიდის ადგილობრივი გამოყენების დროს ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ტროპიკამიდის ჭარბი დოზირების ან მოწამვლის (პრეპარატის პერორალურად მიღების დროს) შემთხვევაში ტიპიურ სიმპტომებს წარმოადგენს: კანისა და ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ტაქიკარდია, გუგების გაფართოება, აგზნება, კრუნჩხვები, ხოლო მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში – კომა და სუნთქვის დათრგუნვა.

ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია კუჭის დაუყოვნებლივ ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის მიღება. გარდა ამისა, რეკომენდებულია ვენაში 1-2 მგ ფიზოსტიგმინის ინექცია. ამ საშუალების გამოყენების გამეორება რეკომენდებულია ერთი საათის შემდეგ.

კრუნჩხვების დროს აუცილებელია 10-12 მგ დიაზეპამის ვენაში ინექცია. ჰიპერთერმიის გამოვლენისას საჭიროა გამაგრილებელი ფიზიკური ღონისძიებების ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატისა და ნაწილობრივ ქოლინომაბლოკირებელი მოქმედების მქონე ანტიჰისტამინური, ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესიული საშუალებების, აგრეთვე პროკაინამიდის ქინიდინსა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას აღნიშნება მათი ანტიქოლინერგული მოქმედების გაძლიერება.

– ტროპიკამიდის მოქმედებით გამოწვეული აკომოდაციის დამბლა ძლიერდება სიმპატომიმეტურ პრეპარატებთან მისი კომბინაციისას, ხოლო მცირდება პარასიპატომიმეტურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას.

– პაციენტებში თვალის წინა კამერის ვიწრო კუთხით, ტროპიკამიდთან ერთად ნიტრატების, ნიტრიტების, დიზოპირამიდისა და ჰალოპერიდოლის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს თვალშიდა  წნევის მომატება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 4 კვირის განმავლობაში.

ტრიჰექსიფენიდილი (აქტიური ნივთიერება) – TRIHEXYPHENIDYL – ТРИГЕКСИФЕНИДИЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტრიჰექსიფენიდილი ნაჩვენებია პარკინსონიზმის (პოსტენცეფალური, არტერიოსკლეროზული და იდიოპათიური) დამატებითი მკურნალობისათვის. ის ასევე ხშირად გამოიყენება როგორც ლევოდოფას დამხმარე პრეპარატი პარკინსონიზმის მკურნალობის და დიბენზოქსაზეპინებით, ფენოთიაზინებით და ბუტიროფენონებით გამოწვეული წამლისმიერი ექსტრაპირამიდული სიმპტომების (მაგრამ არა ტარდიული დისკინეზიების) კონტროლირებისათვის. ის ასევე ნაჩვენებია ტორსიული დისტონიის, მათ შორის იდიოპათიური, ოჯახური და სიმპტომური ფორმების დროს.

დოზირების რეჟიმი

დოზირება ინდივიდუალურია. საწყისი დოზა უნდა იყოს დაბალი და შემდეგ გაიზარდოს თანდათანობით, განსაკუთრებით პაციენტებში 60 წლის ზევით. პაციენტის რეაგირების შესაბამისად პრეპარატი მიიღება ჭამის დროს, წინ ან ჭამის შემდეგ.

ენცეფალიტის შემდგომი პერიოდის მქონე პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ ჭარბი სალივაცია, პრეპარატი სასურველია მიიღონ, ჭამის შემდეგ. ისინი დამატებით საჭიროებენ ატროპინის მცირე დოზებს, რომელიც ასეთ მდგომარეობებში საკმაოდ ეფექტური დანამატია.

თუ ტრიჰექსიფენიდილ ჰიდროქლორიდი იწვევს პირის ძლიერ გაშრობას, უმჯობესია მისი ჭამის წინ მიღება იმ შემთხვევაში თუ არ აღინიშნება გულისრევის შეგრძნება.

ჭამის შემდგომ მიღების დროს წარმოშობილი წყურვილის შეგრძნება შეიძლება დაითრგუნოს პიტნის კანფეტების, საღეჭი რეზინის ან წყლის საშუალებით.

ტრიჰექსინიდის ჰიდროქლორიდი იდიოპათიური პარკინსონიზმის დროს: პარკინსონიზმის საწყისი თერაპიისთვის პირველ დღეს ინიშნება 1 მგ ტრიჰექსიფენიდილ ჰიდროქლორიდი ტაბლეტებში. შემდგომში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 მგ-ით 3-5 დღის განმავლობაში, სანამ დღიური დოზა 6-10 მგ-ს არ მიაღწევს. სრული დღიური დოზა დამოკიდებულია ოპტიმალური ზღვრის მიღწევაზე, ბევრი პაციენტისთვის 6-10 მგ დღიური დოზა ეფექტურია, თუმცა ზოგიერთებში განსაკუთრებით პოსტ ენცეფალიტურ ჯგუფში დღიური დოზა შეიძლება იყოს 12-15 მგ.

ტრიჰექსიფენიდილ ჰიდროქლორიდი წამლისმიერი პარკინსონიზმის დროს: პრეპარატის დოზირება მოითხოვს ექსტრაპირამიდული რეაქციების ემპირიულ კონტროლს ტრანკვილიზატორების, განსაკუთრებით ფენოთიაზინების, თიქსანტინების და ბუტიროფენონების მიღების დროს. სრული დღიური დოზა ჩვეულებრივ მერყეობს 5-15 მგ-მდე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს რეაქციები დამაკმაყოფილებელია 1 მგ დოზის დროს. რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება 1 მგ-ით. თუ ექსტრაპირამიდული გამოვლინებები არ კონტროლირდება რამდენიმე საათში, საბოლოო დოზა შეიძლება პროგრესულად გაიზარდოს, მანამ სასურველი შედეგი არ იქნება მიღწეული. მიღწევაში შეიძლება დიდი როლი შეასრულოს ტრანკვილიზატორების დოზის დროებითმა შემცირებამ და შემდგომში ორივე პრეპარატის დოზირების შერჩევამ, სანამ სასურველი შედეგი არ მიიღება ექსტრაპირამიდული რეაქციების გარეშე.

– ზოგჯერ შესაძლებელია პაციენტის დატოვება შემცირებულ დოზებზე, როცა ეს რეაქციები მოუგვარებელი რჩება რამოდენიმე დღე. იყო შემთხვევებიც, როცა რეაქციები რჩებოდა რემისიის  მდგომარეობაში დიდი ხნის განმავლობაში TH-ის მიღების შეწყვეტისას.

TH –ის შეთანხმებული გამოყენება ლევოდოპასთან ერთად: როცა TH ინიშნება ლევოდოპასთან ერთად ორივეს დოზა შეიძლება შემცირდეს. დანიშვნა უნდა მოხდეს ფრთხილად შესაძლო, გვერდითი ეფექტების და სიმპტომების კონტროლის ხარისხის გათვალისწინებით. TH-ის დოზა 3-6 მგ. დღეში ჩვეულებრივ ადექვატურს წარმოადგენს.

TH –ის გამოყენება პარასიმპათიკური სისტემის ინჰიბიტორებთან ერთად: ამ დროს TH შეიძლება დაინიშნოს მთლიანი ან ნაწილობრივი დოზით. ტიპიურ მეთოდთა დასაწყისში ნაწილობრივი დოზის დანიშვნა პარალელურად სხვა პრეპარატების პროგრესულად შემცირებით და TH-ის დოზის გაზრდით.

– TH -ის სრული დღიური დოზის მიღება საუკეთესოა თუ ის გაიყოფა სამად და მიიღება ჭამის დროს, უფრო მაღალი დოზები (>10 მგ დღეში) შეიძლება 4 ნაწილად გაიყოს: სამი დოზა ჭამის დროს და ერთი დოზა ძილის წინ.

გვერდითი მოვლენები

TH -ის გვერდითი რეაქციები ძირითადად უკავშირდება მის ანტიქოლინერგულ ეფექტებს. გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღმოაჩნდათ პაციენტთა 30-50% არის:

პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ბუნდოვანი მხედველობა, გულისრევა, ნერვიულობა. სხვა გვერდითი მოვლენები ანტიმუსკარინული პრეპარატების მოქმედების ტიპიურია: შეკრულობა, ინტრაოკულარული დაძაბულობა, სისუსტე, პირღებინება და თავის ტკივილი.

ცნს–ის მოქმედების სტიმულაცია ხშირად გამოიხატება მოუსვენრობით, აღგზნებულობით, დაბნეულობით, დელირიუმით და ჰალუცინაციებით ან ეიფორიით მაღალი დოზების მიღების დროს.

– პაციეტებში მაღალი მგრძნობელობით სხვა წამლების მიმართ, ათეროსკელეროზის მქონე პირებში. ასევე დაფიქსირდა იზოლირებულად გამონაყარი, მსხვილი ნაწლავის დილატაცია, პარალიზური ილეუსი და ჩირქოვანი პაროტიტი, რომელიც მეორადად იწვევს პირის სიმშრალეს.

დახურულ-კუთხოვან გლაუკომას ასევე ჰქონდა ადგილი TH პროლონგირებული თერაპიის დროს.

– გვერდითი ეფექტების არსებობა და სიმწვავე ხშირად დამოკიდებულია დოზაზე. მისი შემცირება იწვევს მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ მწვავე რეაქციას აქვს ადგილი, მკურნალობა უნდა შეწყდეს რამდენიმე დღით და შემდეგ გაგრძელდეს დაბალი დოზებით.

უკუჩვენებები

გლაუკომა – ანტიქოლინერგული პრეპარატები უკუნაჩვენებია ვიწრო კუთხოვანი გლაუკომის დროს. ვინაიდან მათ შეიძლება გამოიწვიოს კუთხის დახურვა და ინტრაოკულარული წნევის მომატება.

პროსტატის ჰიპერტროფია – პროსტატიზმი შეიძლება გამწვავდეს და გაუარესდეს TH-ის ანტიქოლინერგული ეფექტის გამო, რომელიც აბრკოლებს დეტრუზორის კუნთის მოქმედებას.

პილოროსტენოზი – TH ახდენს ანტისპაზმურ ეფექტს გასტროინტესტინულ სისტემაზე, ამცირებს ნაწლავთა პერისტალტიკას პილოროსტენოზი და შეკრულობა შეიძლება გაუარესდეს და ჩამოყალიბდეს პარალიზური ილეუსი.

ორსულობა და ლაქტაცია

TH -ზე ცხოველებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა არ აჩვენა ნაყოფის დაზიანების ხშირი შემთხვევები. მას არ გააჩნდა ტერატოგენული ეფექტები ძაღლებში, ვირთხებში და თაგვებში.

TH არ უნდა დაინიშნოს ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. ფართო კვლევების დროს აღმოჩნდა შესაძლო კავშირი TH-ის მიღებასა და მცირე მალფორმაციებს შორის.

ჩვენ ხელთ არ გვაქვს ინფორმაცია ამ პრეპარატების მიღებასა და ძუძუთი კვებას შორის კავშირზე. არასასიამოვნო ეფექტებისას ლაქტაციის დროს დედამ უნდა შეწყვიტოს ბავშვის ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

– მიიღეთ ფრთხილად ცხელ ამინდში ან ვარჯიშის დროს;

– ხანშიშესულ პაციენტებში დოზირების მკაცრი კონტროლია საჭირო;

– ფრთხილად გამოიყენეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ტაქიკარდია, არითმია, ჰიპერტენზია ჰიპოტენზია, პროსტატის ჰიპერტროფია ან შარდის გამოყოფის ნებისმიერი მოშლილობა, ღვიძლის ან თირკმელების პათოლოგიები, კუჭ-ნაწლავის და შარდ-სასქესო სისტემის ობსტრუქციული დაავადებები.

– შეიძლება გაამწვავოს მენტალური სიმპტომები, როდესაც ინკურნება ექსტრაპირამიდული რეაქციები.

– მაღალმა დოზებმა ან პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე.

– სანამ TH -ის მიღება გრძელდება განუსაზღვრელად და მას აქვს ატროპინის მაგვარი ეფექტები, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ხანგრძლივი დაკვირვების ქვეშ, რათა თავიდან ავიცილოთ ალერგიული და სხვა არასასურველი რეაქციები.

– გერიატრიულ პაციენტებში, განსაკუთრებით 60 წლის ზევით ხშირად ამ ტიპის წამლების მიმართ იმატებს მგრძნობელობა და ამის გამო დოზირების მკაცრი კონტროლია საჭირო. გლაუკომის საწყისი სტადია შეიძლება გამწვავდეს ისეთი პარასიმპატოლიზური პრეპარატის მიღების დროს როგორიცაა TH.

– ტრადიციული დისკინეზია შეიძლება გამოჩნდეს იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ანტიფსიქოტროპული პრეპარატებით მკურნალობაზე ან წყვეტენ მას.

– ანტიპარკინსონულმა აგენტებმა შეიძლება შეამსუბუქოს ტარდიული დისკინეზიის სიმპტომები ან ზოგიერთ შემთხვევაში გაამწვავოს ისინი. მიუხედავად ამისა, ტარდიული დისკინეზიის და პარკინსონიზმის მქონე პაციენტებში, რომლებიც ქრონიკულად იტარებენ ნეიროლეფსიურ მკურნალობას და ანტიქოლინერგულ თერაპიას TH-თან ერთად პარკინსონიზმის ზოგიერთი სიმპტომები შემსუბუქდება.

– ანტიდისკინეზიური პრეპარატების პროლონგირებულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ან დათრგუნოს ნერწყვდენა, ამგვარად ხელი შეუწყოს ისეთი დენტალური პრობლემების განვითარებას, როგორიცაა კარიესი, პერიოდონტალური დაავადება, პირის ღრუს კანდიდოზი და დისკომფორტი.

– ეფექტები მანქანის მართვის ან რაიმე ტექნიკის გამოყენების დროს.

პრეპარატის გვერდითი რეაქციებიდან გამომდინარე TH ახდენს გარკვეულ ზეგავლენას მანქანის მართვის ან სხვა ტექნოლოგიების მეთვალყურეობის დროს, ამიტომ სასურველია არ მოხდეს TH-ის მიღება.

ჭარბი დოზირება

1985 წელს ბურკეს და ფანის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ TH -ის ტოქსიურობა ან თერაპიული ეფექტი არ იყო დამოკიდებული ტრიჰექსიფენიდილის დონეზე პლაზმაში. ტოქსიურობა უფრო დაკავშირებული იყო ასაკთან.

TH მიღებულ იქნა თვითმკვლელობის მიზნით ან ისევე როგორც ნარკოტიკი მისი ეიფორული ეფექტის გამო.

TH-ის დოზის გადაჭარბების ეფექტები მსგავსია ატროპინის ჭარბი დოზირების: ყველაზე ხშირია დაბნეულობა და ჰალუცინაციები, რაც მოცემულია ლიტერატურაში. პერიფერიულ ეფექტებს მიეკუთვნება პირის სიმშრალე, გუგების გაფართოება, დაბინდული მხედველობა, ტაქიკარდია და ცხელება.

ფიზოსტიგმინი, რომელსაც გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ანტიქოლინესთერაზული თვისებები TH -ის სპეციფიურ ანტაგონისტს წარმოადგენს. მხოლოდ მას აქვს ხანმოკლე მოქმედება დაახლოებით 1 საათი და ასევე მავნე ეფექტები TH-ის ჭარბი დოზის მიღების დროს. მაგ: იწვევს ბრონქების სეკრეციის გაძლიერებასა და ბრონქოსპაზმს, ამიტომ ფიზოსტიგმინის მავნე ეფექტები სჭარბობს მის სასარგებლო ეფექტს. მიუხედავად ამისა, ის შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში დაგვეხმაროს მწვავე ფსიქოზური ეპიზოდების დიფდიაგნოსტიკაში იმ პირთა შორის. ვინც ანტიქოლინერგულ პრეპარატებს ჭარბად იყენებდა. ფიზოსტიგმინი ახდენს დაბნეულობის და ჰალუცინაციების ნიველირებას.

TH -ის დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა მოხდეს მხოლოდ ზოგადი საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– პოტენციურად, საშიში პერიფერიული ანტიქოლინერგული ეფექტი შეიძლება მოგვცეს იმ პრეპარატებთან ერთად მიღებამ, რომლებთაც აქვთ ანტიქოლინერგული მოქმედება.

– ტრიჰექსიფენიდილმა შეიძლება გაზარდოს წამლისმიერი უნებლიე მოძრაობები პარკინსონიზმის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევოდოპას. ლევოდოპის აბსორბცია შესაძლებელია შემცირდეს TH -თან ერთად მიღების დროს.

– ანტიკონვულსანტურ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში TH -ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვითი გამწვავებები.

– TH სუსტი ფუძეა და შეიძლება ინაქტივირდეს მჟავური საკვებით, როგორიცაა ციტრუსები და ხილის წვენები. ეს ამცირებს TH -ის ეფექტს.

– ალკოჰოლი აძლიერებს TH -ის მეტაბოლიზმს და ამგვარად ამცირებს მის კონცენტრაციას სისხლში და თერაპიულ ეფექტს. TH -ის მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.

ტრიჰექსიფენიდილი – TRIHEXYPHENIDYL – ТРИГЕКСИФЕНИДИЛ

საერთაშორისო დასახელება:

TRIHEXYPHENIDYL

მწარმოებელი: PHARMAMED PARENTERALS

მოქმედი ნივთიერება: ტრიჰექსიფენიდილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცენტრალური მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორი; ანტიპარკინსონული

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 1000 ც.

1 ტაბ.

ტრიჰექსიფენიდილი ……  2 მგ

 

ვრცლად ტრიჰექსიფენიდილი

ტრიხოპოლი – TRICHOPOL – ТРИХОПОЛ

საერთაშორისო დასახელება:

METRONIDAZOLE

მწარმოებელი: POLFARMA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

მეტრონიდაზოლი ………… 250 მგ

ვაგინალური ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მეტრონიდაზოლი  ………   500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, სახამებელი ბადაგი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეტრონიზადოლი წარმოადგენს 5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებულს ანტიპროტოზოული ანტიბაქტერიული მოქმედებით. მოქმედებს: Trichomonas vaginalis, Lamblia intestinalis, Entamoeba histolitica და Balantidium coli. გააჩნია აგრეთვე ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება ანაერობული ბაქტერიების მიმართ:

– გრამუარყოფითი ჩხირები: Bacteroides species, Bacteroides fragilis-ის ჯგუფთან ერთად(B. fragilis, B. distasonis, B. ovatus, B. thetaiotaomicron, B. vulgatus), Fusobacterium species;

– გრამდადებითი ჩხირები: Fubacterium,Clostridium;

– გრამდადებითი კოკები: Peptococcus species, Peptostreptococcus species.

მეტრონიზადოლი არ ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას აერობული ბაქტერიებისა და ფაკულტატური ანაერობების, სოკოებისა და ვირუსების უმრავლესობაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

მეტრონიდაზოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მინიმუმ 80%). საკვები ამცირებს შეწოვის სიჩქარეს და მეტრონიდაზოლის მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის შრატში. მეტრონიდაზოლი ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებისა და სითხეების უმრავლესობაში. აღწევს აგრეთვე პლაცენტარულ ბარიერს და გადადის დედის რძეში. ნახევარდაშლის ბიოლოგიური პერიოდი T1/2 მოზრდილებში თირკმელისა და ღვიძლის ნორმალური ფუნქციით, შეადგენს 6-8 სთ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მეტრონიდაზოლის ნახევარდაშლის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს. მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, ამიტომ შარდს შეიძლება ჰქონდეს მუქი ან წითელ-ყავისფერი შეფერილობა. პრეპარატის გამოყვანა ორგანიზმიდან შეიძლება ჰემოდიალიზის საშუალებით.

ჩვენებები:

  • ტრიხომონიაზი;
  • ლამბლიოზი;
  • ამებიაზი და მისი ღვიძლის ფორმა.
  • ინფექციები ანაერობული ბაქტერიებით ან შერეული ბაქტერიული ინფექციები (აერობული და ანაერობული), ჩვეულებრივ ანტიბიოტიკებთან ერთად;
  • Helicobacter pylori ინფექციების მკურნალობის დროს 12-გოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულით დაავადებულები, ბისმუთის პრეპარატებსა და ანტიბიოტიკებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

ტრიხომონიაზი

ყურადღება: ერთდროულად ტარდება ორივე სექსუალური პარტნიორის მკურნალობა.

ქალები: პერორალურად 250 მგ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს ჭამის დროს, 10 დღის განმავლობაში. ვაგინალურად 500 მგ ტაბლეტი საღამოს ერთხელ დღეში, 10 დღის განმავლობაში.

ვაგინალურად გამოყენების წინ პრეპარატი უნდა დასველდეს ანადუღარ და გაგრილებულ წყალში. მკურნალობას აგრძელებენ მენსტრუაციის დროსაც.

მამაკაცები: პერორალურად ჩვეულებრივ 2-ჯერ დღეში 250 მგ (1 ტაბლეტი 250 მგ), დილას და საღამოს ჭამის დროს. 10 დღის განმავლობაში.

ამებიაზი

მოზრდილები: პერორალურად 750 მგ (3 ტაბლეტი 250 მგ) 3-ჯერ დღეში, 5-10 დღის განმავლობაში.

ბავშვები: პერორალურად 35-50 მგ/კგ სხეულის მასის წონაზე დღე-ღამეში, 3-ჯერ დღეში, 10 დღის განმავლობაში.

ლამბლიოზი

გამოიყენება პერორალურად.

ბავშვები:

– 2-დან 5 წლამდე: 1/2 ტაბლეტი 250 მგ 2-ჯერ  დღეში (დღე-ღამის დოზა 250 მგ);

– 6-დან 10 წლამდე: 1/2 ტაბლეტი 250 მგ 3-ჯერ დღეში (375 მგ დღე-ღამეში);

– 10 წლის ზევით: 1 ტაბლეტი 250 მგ 2-ჯერ დღეში (500 მგ დღე-ღამეში).

პრეპარატს ჩვეულებრივ მიიღებენ დილას და საღამოს 5-10 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 4-6 კვირის შემდეგ.

ანაერობული ინფექციები

მეტრონიდაზოლის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიაში ან სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად; მკურნალობის საშუალო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით: 1-2 ტაბლეტი 250 მგ 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

ახალშობილები და ბავშვები 12 წლამდე: 7.5 მგ/კგ სხეულის მასსის წონაზე, 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა (მუცლის ღრუში, გინეკოლოგიასა და მეანობაში ქირურგიული ოპერაციების წინ).

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით:

თავიდან 1 გ (4 ტაბლეტი 250 მგ) ერთჯერადი დოზით, შემდეგ თითო-თითო ტაბლეტი 250 მგ 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ოპერაციისწინა შიმშილობის მომენტამდე.

ბავშვები 5-დან 12 წლამდე: 125 მგ, ყოველი 8 საათი 2 დღე-ღამის განმავლობაში.

ახალშობილები და ბავშვები 5 წლამდე: 5 მგ/კგ სხეულის მასისა, ყოველი 8 საათი, 2 დღე-ღამის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენებისას ყველაზე ხშირია გულისრევა, თავის ტკივილი, მადის უქონლობა, სიმშრალე პირის ღრუში და ლითონის გემო პირში.

უფრო იშვიათად ვლინდება: პირღებინება, ფაღარათი, დისკომფორტი მუცლის ღრუში, ყაბზობა.

გარდა ამისა, მეტრონიდაზოლით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ცვლილებები სისხლის სურათში, პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც ხასიათდება გაშეშების, ჟრუანტელით ან კიდურების პარესთეზიებით; თავის ტკივილები და თავბრუსხვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით, დეზორიენტაცია, ნერვიულობა დეპრესია, ძილიანობა, უძილობა; იშვიათად კონვულსიების შეტევები, ჭინჭრის გამონაყარი, სახის შეწითლება, ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, მაღალი ტემპერატურა; წვა და დისკომფორტი ურეთრის არეში, შარდის ბუშტის ანთება, საშოს ან ვულვას სიმშრალე, მტკივნეული სქესობრივი აქტი, ლიბიდის შემცირება, საშოს მიკოზი, შარდის მუქი შეფერილობა; ნადები ენაზე, ენისა და ღრძილების ანთება, პირის ღრუს მიკოზი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის ან 5-ნიტრომიდაზოლის სხვა ნაწარმების მიმართ;

* ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა: პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმის აზრით, დედის მიერ პრეპარატის გამოყენების პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფზე უარყოფითი ზეგავლენის რისკს.

ლაქტაცია: მეტრონიდაზოლი გადადის დედის რძეში. ამიტომ არ შეიძლება მისი მიღება ბავშვებისათვის ძუძუს წოვების დროს, მაგრამ თუ მკურნალობა აუცილებელია, უნდა შეწყდეს ძუძუს წოვა.

განსაკუთებული მითითებები:

◄ პრეპარატი ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე დაავადებების, შეშუპების გაჩენისას, აგრეთვე კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს.

◄ ავადმყოფებს, რომელთა თერაპიის დროს გაუჩნდათ ნევროლოგიური დარღვევები (დაბუჟება, კიდურების ჟრუანტელი ან კრუნჩხვები), შეუძლიათ მიიღონ პრეპარატი მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმის აზრით, მისი გამოყენების სარგებელი აღემატება გართულებების გამოვლენის რისკს.

◄ ავადმყოფებში, რომელთაც მკურნალობისას გაუჩნდათ ან წარსულში ჰქონდათ სისხლის სურათის დარღვევები, ფრთხილად უნდა მიიღონ პრეპარატი.

◄ რეკომენდებულია ლეიკოციტების შემოწმება პრეპარატით მკურნალობამდე, მკურნალობის დროს და მის შემდეგ. ასეთი კონტროლი განსაკუთრებით ნაჩვენებია მეტრონიდაზოლით განმეორებითი თერაპიის დროს.

◄ მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს სოკოვანი ინფექცია საშოში ან პირის ღრუში. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ექიმთან შეთანხმებით.

◄ მეტრონიდაზოლით მკურნალობის დასრულების შემდეგ არ შეიძლება სპირტიანი სასმელების მიღება ერთი დღე მაინც, არასასურველი რეაქციების გამოვლენის თავიდან აცილების მიზნით.

◄ მეტრონიდაზოლმა შეიძლება იმოქმედოს ზოგიერთი ლაბორატორიული გამოკვლევების მაჩვენებლებზე (ასტ, ალტ, ლდგ, ტრიგლეცირები, გლუკოზა).

◄ პრეპარატის მოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე, მექანიკური მოწყობილობის მომსახურებასა და ფსიქოფიზიკურ თვისებებზე: არ არსებობს მონაცემები უკუჩვენებების შესახებ ტრანსპორტის მართვისა და მექანიკური მოწყობილობის მომსახურებისათვის.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: კრუნჩხვები, პერიფერიული ნეიროპათია; მეტრონიდაზოლის 15 გ ერთჯერადი დალევის შემდეგ  შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, პირღებინება და მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა.

მკურნალობა: არ არსებობს მეტრონიდაზოლის სპეციფიური ანტიდოტი. ატარებენ სიმპტომურ თერაპიას. პრეპარატის გამოყოფა შესაძლებელია ჰემოდიალიზის გზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, კუმარინის ნაწარმოებთან ერთად მეტრონიდაზოლი ახანგრძლივებს პროთრომბინის დროს. ამიტომ საჭიროა შესაბამისად ამ პრეპარატების გამოყენების მოდიფიცირება.

– ფენიტოინი და ფენობარბიტალი აჩქარებს მეტრონიდაზოლის გამოყოფას და ამცირებს მის კონცენტრაციას სისხლის შრატში. ციმეტიდინი ზრდის მეტრონიდაზოლის ნახევრად დაშლის პერიოდს.

– მეტრონიდაზოლი ზრდის ლითიუმის კონცენტრაციას სისხლის შრატში და აძლიერების მის ტოქსიკურ მოქმედებას. თუ ექიმის აზრით აუცილებელია ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება, მკურნალობის დროს უნდა შემოწმდეს ლითიუმის პრეპარატების დონე, აგრეთვე კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში.

– მეტრონიდაზოლი შეიძლება შევიდეს ურთიერთმოქმედებაში ტერფენადინსა და ასტემიზოლთან და გამოიწვიოს არასასურველი სიმპტომები სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან.

– მეტრონიდაზოლი აძლიერებს ალკოჰოლის ტოქსიკურ მოქმედებას. ალკოჰოლთან ერთად პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიცხის შეგრძნება, ოფლიანობა, თავის ტკივილი, პირღებინება, გულისრევა, ტკივილი მუცლისზედა არეში.

– მეტრონიდაზოლის და დისულფირამის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს მწვავე ფსიქოზები და დეზორიენტაცია. მეტრონიდაზოლით მკურნალობის დაწყება შეიძლება მხოლოდ 2 კვირის შემდეგ დისულფირამით თერაპიის დასრულების შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტრიფტიზინი-დარნიცა – TRIPTIZINUM-DARNITSA – ТРИФТАЗИН-ДАРНИЦА




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ტრიფლუოპერაზინი (აქტიური ნივთიერება) – TRIFLUOPERAZINE – ТРИФЛУОПЕРАЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ანტიფსიქოზურ საშუალებას, რომელიც ხასიათდება ნეიროლეფსიური ეფექტით. პრეპარატი ავლენს სედატიურ ზემოქმედებას ჰალუცინაციურ-ბოდვითი და ჰალუცინატორული მდგომარეობის დროს. პრეპარატს გააჩნია ღებინების საწინააღმდეგო და გამოხატული კატალეფსიური მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატს გააჩნია აბსორბციის მაღალი ხარისხი, პლაზმის ცილებთან მისი კავშირი შეადგენს 95%-ს, ხოლო ბიოშეღწევადობა – 35%-ს. სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცეტრაცია აღინიშნება 2-4 სთ-ის შემდეგ. იგი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ფარმაკოლოგიურად არააქტიურ მეტაბოლიტებად.

ჩვენებები

  • ტრიფლუოპერაზინი გამოიყენება შიზოფრენიის, განსაკუთრებით პარანოიდული ფორმის, აპათიურაბულიური სინდრომის, აგრეთვე დაავადებების დუნედ მიმდინარე ისეთი ფორმების სამკურნალოდ, როგორიციაა შიზოფრენია გამოხატული ჰალუცინაციურ-პარანოიდული, ფსიქოზისა და ნევროზის მსგავსი, იპოქონდრიული, სენესტოპათური სიმპტომებით, სამკურნალოდ.
  • პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე იმ ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც მიმდინარეობენ ბოდვითი სიმპტომებითა და ჰალუცინაციებით: ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაციები და პარანოიდები, ინვოლუციური ფსიქოზები და ნევროზები;
  • პრეპარატი შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ. ერთჯერადი დოზა მკურნალობის დასაწყისში შეადგენს 5 მგ-ს. შემდგომში მას თანდათანობით ზრდიან 5 მგ-ით, დღეღამური დოზა შეადგენს 30-80 მგ-ს (ცალკეულ შემთხვევებში 100-120 მგ-მდე).

დღეღამურ დოზას ყოფენ 2-4 მიღებაზე. სასურველი ეფექტის მიღწევისას შემდგომში ოპტიმალურ დოზას ნიშნავენ 1-3 თვის განმავლობაში, რომელსაც თანდათანობით ამცირებენ 5-20 მგ-მდე დღეღამეში. ბოლო დოზებს შემდგომში იყენებენ ეფექტის შემანარჩუნებელი დოზის სახით.

– დეპრესიულ-ჰალუცინაციური და დეპრესიულ-ბოდვითი მდგომარეობის სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება ანტიდეპრესანტებთან კომბინაციაში.

– ღებინების სიმპტომების კუპირებისათვის პრეპარატი ინიშნება 1-4 მგ-ის ოდენობით დღეში.

პრეპარატით მკურნალობა მკაცრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-9 თვეს, ხოლო ცალკეული შემთხვევებში უფრო მეტ ხანს. დაავადების კლინიკური სურათის მიხედვით პრეპარატი შესაძლებელია მიღებულ იქნას სხვა ნეიროლეფსიურ ან ტრანკვილიზურ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში (მაგრამ არა ანტიდეპრესიულ საშუალებებთან).

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის მიღებისას ხშირად აღინიშნება ექსტრაპირამიდული დარღვევები (დისკინეზიები, აკინეტო-რიგიდული მოვლენები, აკატიზია, ჰიპერკინეზები, ტრემორი, ვეგეტატური დარღვევები). კორექციის მიზნით გამოიყენება ანტიპარკინსონული საშუალებები – ტროპაცინი, ციკლოდოლი და სხვა. დისკინეზიები (კისრის, ენის, პირის ღრუს ძირის, კუნთების პაროქსიზმული კრუნჩხვები, ოკულოგირული კრიზი) კუპირდება კოფეინის ნატრიუმის ბენზოატით (2 მლ 20% ხსნარი კანქვეშ) ან ამინაზინით (1-2 მლ 2.5% ხსნარი კუნთებში).

იშვიათ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს ტოქსიური ჰეპატიტი, აგრანულოციტოზი. მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება.

უკუჩვენებები

* ღვიძლის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;

* გულის დაავადებები, რომელიც მიმდინარეობს გამტარობის დარღვევით და დეკომპენსაციით;

* ორსულობის პერიოდი, თირკმელების მძიმე დარღვევები.

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრირებას (მაგ. ავტომობილისა და მექანიზმების მართვა).

პრეპარატის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია შეუქცევადი დისკინეზური მოვლენების განვითარება.

გვიანი დისკინეზიის ნიშნების გამოვლენისას რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა.

ჭარბი დოზირება

მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატი შეუთავსებელია ეთანოლთან და იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს.

ტრიფამოქსი იბლ – TRIFAMOX IBL – ТРИФАМОКС ИБЛ

საერთაშორისო დასახელება:

AMOXICILLIN; SULBACTAM

მწარმოებელი: LABORATORIOS BAGO S.A., არგენტინა

მოქმედი ნივთიერება: ამოქსიცილინი+სულბაქტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნახევრადსინთეზური პენიცილინი+ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტრიფამოქსი იბლ 6750

ფხვნილი ი/ვ და ი/მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ამოქსიცილინი (ნატრიუმის სახით) ……….         500 მგ

სულბაქტამი

(სულბაქტამის ნატრიუმის სახით) ………….        250 მგ

ტრიფამოქსი იბლ 1500

ფხვნილი ი/ვ და ი/მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ამოქსიცილინი (ნატრიუმის სახით) ……….      1000 მგ

სულბაქტამი

(სულბაქტამის ნატრიუმის სახით) …………..     500 მგ

ტრიფამოქსი იბლ 500

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 16 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის სახით) ……….. 250 მგ

სულბაქტამი

(სულბაქტამის სახით) ……………………….       250 მგ

ტრიფამოქსი იბლ 1000

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 8 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის სახით) ………….  500 მგ

სულბაქტამი

(პივოქსილსულბაქტამის სახით) ……………….     500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პოლიეთილენგლიკოლი 6000, ბადისებრი კარბოქსიმეთილცელულოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ოპადრი II 530 – 18056, ყვითელი 10 რკინის ოქსიდი, გასუფთავებული წყალი.

ტრიფამოქსი იბლ 250

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 60 მლ

5 მლ

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის სახით) ……..   125 მგ

სულბაქტამი

(პივოქსილსულბაქტამის სახით) ……………      125 მგ

ტრიფამოქსი იბლ 500

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 60 მლ

5 მლ

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის სახით) ……….. 250 მგ

სულბაქტამი

(პივოქსილსულბაქტამის სახით) ……………….     250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ბენზოატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ბანანის არომატიზატორი, ყვითელი ქინოლინი, საქაროზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ამოქსიცილინი მოქმედებს ბაქტერიოციდულად, აინჰიბირებს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს. ტრიფამოქსი აქტიურია აერობული გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ (მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას მაპიროდუცირებელი შტამები): Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus saprophyticus, Streptococcus pyogenes, Streptococcus anthracis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Enterococcus faecalis, Corynebacterium spp., Listeria monocytogenes; ანაერობული გრამ-დადებითი ბაქტერიები: Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.; არობული გრამ-უარყოფითი ბაქტერიები (β–ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით): Escherichia coli, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp., Bordetella pertussis, Yersinia enterocolitica, Yersinia multocida, Gardnerella vaginalis, Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae, Moraxella catarrhalis, Haemophilus influenzae, Haemophilus ducreyi, Campylobacter jejuni, Acinetobacter spp.; ანაერობული გრამ-უარყოფიტი ბაქტერიები (β—ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით: Bacteroides spp., Bacteroides fragilis-ის ჩათვლით.

სულბაქტამი – ბეტა-ლაქტამაზას შეუქცევადი ინჰიბიტორი, რომელიც ეფექტურად მოქმედებს ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მონოთერაპიის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. სულბაქტამი აფართოებს  მოქმედების სპექტრს ამოქსაცილინისადმი რეზისტენტული მიკროორგანიზმების მიმართ, ისე, რომ არ ცვლის ამოქსაცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამების მიმართ მის აქტივობას. საკუთრივ კლინიკური მნიშვნელობის ანტიბაქტერიული მოქმედება სულბაქტამს არ აქვს, გამონაკლისია Neisseria spp. და Acinetobacter spp.

ფარმაკოკინეტიკა;

ამოქსიცილინი ნაწილდება უმეტესად ქსოვილებში და ბიოლოგიურ სითხეებში, აღწევს პლაცენტის ბარიერში და გადადის დედის რძეში. 20% უერთდება პლაზმის ცილებს. ამოქსიცილინი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით 70-80% (არხებიდან სეკრეციისა და გორგლოვანი ფილტრაციის გზით) და სანაღვლე გზით (5-10%), და სანაღვლე გზით (5-10%).

სულბაქტამის ბიოშეღწევადობა პარენტერალური მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 100%-ს. პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის ორივე კომპონენტი სწრაფად აბსორბირდება კნტ-დან. ამოქსიცილინის ბიოშეღწევადობა 80%.

საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე, სისხლში მისი Cmax მიიღწევა 1-2სთ-ში, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 სთ-ს. ამოქსიცილინი აღწევს უმეტესობა ქსოვილებში და ბიოლოგიურ სითხეებში, აღწევს პლაცენტის ბარიერში და გადადის დედის რძეში. 20% უერთდება პლაზმის ცილებს. ამოქსიცილინი აქტიური მეტაბოლიტის სახით ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით 70-80% (არხებიდან სეკრეციისა და გორგლოვანი ფილტრაციის გზით) და სანაღვლე გზით (5-10%).

პერორალური მიღების შემდეგ პივოქსილსულბაქტამი ჰიდროლიზდება კნტ-ში, რაც აუმჯობესებს სულბაქტამის შეწოვას. სისხლში მისი Cmax მიიღწევა 1-2 სთ-ში. 40% უერთდება პლაზმის ცილებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 სთ-ს. იგი ძირითადად გამოიყოფა შარდის მეშვეობით, უცვლელი სახით (75-85%).

სულბაქტამი არ ახდენს ზეგავლენას ამოქსიცილინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ჩვენებები:

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები:

  • სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი);
  • ლორ-ორგანოების ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება);
  • სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი), ნაწლავური ინფექციები (დიზენტერია, სალმონელოზი, სალმონელას მატარებლობა), Helicobacter pilori-ის ერადიკაციისთვის კომპლექსურ თერაპიაში;
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და მცირე მენჯის ღრუს ანთებითი პროცესები (პიელონეფრიტი, პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ცერვიციტი, ტუბოვარიული აბსცესი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი, სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, პელვიოპერიტონიტი, რბილი შანკრი, გონორეა);
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზი, აბსცესი, ფლეგმონა, ინფიცირებული ჭრილობა);
  • პოსტოპერაციული ინფექციები.;
  • ოსტეომიელიტი, ენდოკარდიტი, მენინგიტი, სეფსისი, პერიტონიტი;
  • ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისას.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: ტრიფამოქსი იბლ 750 მგ-1500 მგ ყოველ 8 საათში ღრმად ინტრამუსკულურად, ინტრავენური ინექცია ან ინტრავენური ინფუზია.

ბავშვებში: ტრიფამოქსი იბლ 60-75 მგ:კგ-დღეში (ამოქსიცილინი 40-50 მგ/კგ+20-25 მგ/კგ სულბაქტამის) ინექცია კეთდება 2-3-ჯერ.

ტრიფამოქსი 750:

2 წლამდე: 1/4-1/2 ფლაკონი ყოველ 8-12 სთ-ში.

2-6 წელი: ფლაკონი ყოველ 6-8 სთ-ში.

6-12 წელი: 1 ფლაკონი ყოველ 6-8 სთ-ში.

გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციების შემთხვევაში აღნიშნული დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 150 მგ/კგ-მდე (ამოქსიცილინი 100 მგ/ კგ და სულბაქტამი 50 მგ/კგ).

მკურნალობის ხანგრძლივობა 14 დღემდე.

პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისათვის გამოიყენება 1 გ (ამოქსიცლინი) ი/ვ/, როცა ოპერაციის ხანგრძლივობა 1 სთ-ზე ნაკლებია. ოპერაციის უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობისას 1 გ (ამოქსიცილინი) ყოველ 6 სთ-ში 1 დღეღამე. ინფიცირების მაღალი რისკის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღე.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობისა (დოზირება ამოქსიცილინის მიხედვით): კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ: მკურნალობას იწყებენ 1 გ ი/ვ/, შემდეგ 500 მგ ი/ვ ან  250-500 მგ ერთხელ დღე-ღამეში.

პრეპარატი ი/ვ და ი/მ შეყვანისას იხსნება 5 მლ საინექციო წყალში. ვენაში ინექცია კეთდება 3 წუთის განმავლობაში. ვენაში შესაყვანი ინფუზიის გამხსნელად შეიძლება შემდეგი საინფუზიო ხსნარების გამოყენება:

გამხსნელი

ამოქსაცილინის მაქსიმალური კონცენტრაცია მგ/მლ:

შენახვის ვადა, საათი:

250C

40C

0.9% ხსნარი   NaCl

45

5

12

რინგერის ხსნარი

45

5

6

5% დექსტროზის ხსნარი

30

2

4

ტაბლეტები: მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: ტრიფამოქსი იბლ 500 ან ტრიფამოქსი იბლ 1000, 1 ტაბლეტი ყოველ 8 საათში.

პერორალური სუსპენზია: 50-100 მგ/კგ-დღეში (25-50 მგ ამოქსიცილინი+25-50 მგ სულბაქტამი).

2 წლამდე: ტრიფამოქსი იბლ 250 – 5 მლ 8 სთ-ში ერთხელ ან 7.5 მლ 12 სთ-ში ერთხელ.

ტრიფამოქსი იბლ 500 – 2.5 მლ 8 სთ-ში ერთხელ ან 3.7 მლ 12 სთ-ში ერთხელ.

2-6 წელი: ტრიფამოქსი იბლ 250 – 10 მლ 8 სთ-ში ერთხელ. ტრიფამოქსი იბლ 500 – 5 მლ 8 სთ-ში ერთხელ ან 7.5 მლ 12 სთ-ში ერთხელ.

6-12 წელი: ტრიფამოქსი იბლ 500 – 7.5 მლ 8 სთ-ში ერთხელ ან 10 მლ 12 სთ-ში ერთხელ.

2 წლამდე ასაკში რეკომენდებულია ტრიფამოქსის სუსპენზიის მიღება.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, იშვიათად – ღვიძლის ფუნქცის დარღვევა (ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ტრანზიტორული მომატება), ერთეულ შემთხვევებში – ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი.

ალერგიული რეაქციები: ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, იშვიათად -მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი. ერთეულ შემთხვევებში – ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

ადგილობრივი რეაქცია: ერთეულ შემთხვევებში – ფლებიტი ივ/ შეყვანისას.

სხვა: კანდიდოზი, სუპერინფექციის განვითარება, პროთრომბინული დროის შექცევადი გაზრდა.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში პარენტერალურად პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვა.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

* პენიცილინთან და/ან ცეფალოსპორინებთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები.

* ინფექციური მონონუკლეოზი;

* არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი (დაკავშირებული ანტიბიოტიკების მიღებასთან).

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატი ორსულობის დროს ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.

* ტრიფამოქსი გადადის დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის მიღებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი.

♦ სოკოვანი ან ბაქტერიული სუპერინფექციის განვითარებისას (გამოწვეული Pseudomona და Candida-ს მიერ) საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა) და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.

მკურნალობა: სიმპტომური. ეფექტურია ჰემოდიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ანტაციდები, გლუკოზამინი, ყაბზობის სამკურნალო საშუალებები, ამინოგლიკოზიდები აფერხებენ და ამცირებენ ტრიფამოქსის აბსორბციას;

– ასკორბინის მჟავა ზრდის აბსორბციას.

– ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკები (მათ შორის – ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ციკლოსერინი, ვანკომიცინი, რიფამპიცინი) ახდენენ სინერგიულ მოქმედებას. ბაქტერიოსტატული ანტიბიოტიკები (მაკროლიდები, ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები, ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები) მოქმედებენ ანტაგონისტურად.

– ტრიფამოქსი ამცირებს მეტოტრექსატის გამოყოფას და ზრდის მის ტოქსიურობას.

– ტრიფამოქსი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას, ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას.

– პრობენეციდი ამცირებს პენიცილინის რენალურ სეკრეციას, რის გამოც იზრდება მისი კონცენტრაცია, ნახევარგამოყოფის პერიოდი და ტოქსიკურობის რისკი.

– ალოპურინოლთან ერთდროული დანიშვნისას იზრდება კანზე გამონაყარის განვითარების რისკი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ტრიტიკო – TRITTICO – ТРИТИКО

კლინიკურ–ფარმაკოოგიური ჯგუფი:

TRAZODONE

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი კონტროლირებადი გამოყოფით შეიცავს :

აქტიური ინგრედიენტი :

ტრაზოდონის ჰიდროქლორიდის ……………… 75 მგ ან 150 მგ .

არააქტიური ინგრედიენტები : საქაროზა , კარნაუბის სანთელი , პოვიდონი

( პოლივინილპიროლიდონი ), მაგნიუმის სტეარატი .

აღწერა :

ოვალური ფორმის ტაბლეტები ორი პარალელური ჭრილით ორივე მხარეზე , თეთრი ან მოყვითალო ფერის .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

ანტიდეპრესანტი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრაზოდონი წარმოადგენს ტრიაზოლოპირიდინის წარმოებულს , გააჩნია მკვეთრი ანტიდეპრესიული მოქმედება გარკვეული სედატიური და ანქსიოლიზური ეფექტი . ტრაზოდონი არ ახდენს ზეგავლენას მონოამინოოქსიდაზაზე ( მაო ), რაც გამოარჩევს მას მაო – ინჰიბიტორებისგან , ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისგან .

სწრაფად მოქმედებს ფსიქიკურ ( აფექტიური დაძაბულობა , გაღიზიანებადობა, შიში , უძილობა ) და სომატურ სიმპტომებზე ( გულისცემა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გახშირებული შარდვა , ოფლიანობა , ჰიპერვენტილაცია).

ტრაზოდონი ეფექტურია ძილის დარღვევისას პაციენტებში რომელთაც აწუხებთ დეპრესია . იგი აძლიერებს ძილის სიღრმეს და ხანგრძლივობას, აღადგენს მის ფიზიოლოგიურ სტრუქტურასა და ხარისხს.

ტრიტიკო ახდენს ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციას, აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს პათოლოგიურ ლტოლვას ალკოჰოლისკენ პაციენტებში რომელთაც აწუხებთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომის პერიოდში, ასევე რემისიისას. აბსტინენტური სინდრომისას პაციენტებში რომელთაც აწუხებთ დამოკიდებულება ბენზოდიაზეპინის წარმოებულების მიმართ, ტრაზოდონი ეფექტურია დეპრესიული მდგომარეობების და ძილის მოშლილობის მკურნალობისას. რემისიის პერიოდში ბენზოდიაზეპინები შეიძლება იყოს შეცვლილი ტრაზოდონით.

პრეპარატი არ იწვევს მიჩვევას .

ხელს უწყობს ლიბიდოსა და პოტენციის აღდგენას როგორც დეპრესიით დაავადებულ პირებში , ასევე მის გარეშეც.

ტრაზოდონის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პრეპარატის მაღალ აფინობასთან ზოგიერთი სეროტონინული რეცეპტორების ქვეტიპების მიმართ, რომელთანაც ტრაზოდონი შედის ანტაგონისტურ ან აგონისტურ ურთიერთმოქმედებაში ქვეტიპის სახეობიდან გამომდინარე და ასევე სპეციფიური უნარით გამოიწვიოს სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბირება .

ნორადრენალინისა და დოფამინის უკუმიტაცებაზე ნაკლებად მოქმედებს .

პრეპარატი არ მოქმედებს სხეულის მასაზე .

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის აბსორბცია კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან მისი შიგნით მიღების შემდეგ მაღალია. ტრაზოდონის მიღება საკვების მიღების დროს ან მაშინვე ჭამის შემდეგ ანელებს მის   აბსორბციას , აქვეითებს პრეპარატის მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ზრდის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს ( შემდგომში TCmax). პრეპარატის TCmax მიიღწევა 1/2-2 საათის შემდეგ შიგნით მიღების შემდეგ .

პრეპარატი აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერებში და ასევე ქსოვილებსა და სითხეებში ( ნაღველი , ნერწყვი , რძე ).

პლაზმის ცილებთან კავშირი – 89-95%.

ტრაზოდონი მეტაბოლიზდება ღვიძლში, აქტიური მეტაბოლიტის – 1- მ – ქლოროფენილპიპერაზინის წარმოქმნით. ნახევარგამოყოფის საწყისი   პერიოდი შეადგენს  3-6 საათს, ხოლო მეორე ფაზისას – 5-9 საათს . მეტაბოლიზირებული პრეპარატის ძირითადი ნაწილის გამოყოფა ხორციელდება თირკმელების გავლით შარდთან ერთად – 75%- მდე , და საბოლოოდ სრულდება 98 საათში მიღების შემდეგ; ნაღველთან ერთად გამოიყოფა 20%- მდე .

გამოყენების ჩვენებები:

·  ენდოგენური ბუნების აღგზნებულ – დეპრესიული მდგომარეობა ( მათ შორის ინვოლუციური დეპრესიები );

·     ფსიქოგენური დეპრესიები ( მათ შორის , რეაქტიული და ნევროზული დეპრესიები );

·     აღგზნებულ – დეპრესიული მდგომარეობა ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებების ფონზე ( დემენცია , ალცჰაიმერის დაავადება , ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი );

·     დეპრესიული მოდგომარეობა ხანგრძლივი ტკივილის სინდრომის დროს;

·     ალკოჰოლური დეპრესიები ;

·     დამოკიდებულება ბენზოდიაზეპინის მიმართ ;

·     ლიბიდოსა და პოტენციის დარღვევა .

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ორსულობის პერიოდი;

* ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვები.

სიფრთხილის ზომები:

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ პაციენტებს , რომელთაც აწუხებთ AV ბლოკადა, მიოკარდის ინფარქტი ( ადრეული რეაბილიტაციური პერიოდი);

არტერიული ჰიპერტენზია ( შეიძლება საჭირო გახდეს ჰიპოტენზიური პრეპარატების დოზების კორექცია), გულის არითმია, პრიაპიზმი ანამნეზში, თირკმელებისა და / ან ღვიძლის უკმარისობა.

გამოყენების წესი და დოზირება:

ტაბლეტები ინიშნება   ჭამამდე 30 წუთით ადრე ან 2-4 საათის შემდეგ . ტაბლეტები უნდა იქნას მთლიანად მიღებული , დაღეჭვის გარეშე , წყლის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით .

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს – 100 მგ – ს , მიიღება ერთხელ ძილის წინ , ჭამის შემდეგ . მეოთხე დღეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 150 მგ – მდე . დოზის შემდგომი ზრდა ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევის მიზნით უნდა ხდებოდეს 50 მგ / დღეში ყოველი 3-4 დღის განმავლობაში , სანამ არ იქნება მიღწეული ოპტიმალური დოზა . 150 მგ – ზე მეტი სადღეღამისო დოზა უნდა განაწილდეს 2 მიღებაზე , ამასთან უფრო მცირე დოზის მიღება უნდა მოხდეს სადილის შემდეგ , ხოლო ძირითადის – ძილის წინ.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ამბულატორულ ავადმყოფებისათვის შეადგენს 450 მგ – ს.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა სტაციონარული ავადმყოფებისათვის შეადგენს 600 მგ – ს.

ბავშვებში 6-18 წლამდე : საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.5 – 2 მგ / კგ / დღეღამეში, რომელიც უნდა განაწილდეს რამდენიმე მიღებაზე . აუცილებლობის შემთხვევაში დოზა ნელ – ნელა შეიძლება გაიზარდოს 6 მგ / კგ / დღეღამეში 3-4 დღის ინტერვალით.

მოხუცებულთათვის და დასუსტებულთათვის საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ / დღეში დაყოფილი მიღებით ან ერთჯერადი მიღებით ძილის წინ. იგი შეიძლება გაიზარდოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ პრეპარატის ეფექტურობისა და ათვისების გათვალისწინებით . როგორც წესი დოზა არ აღემატება 300 მგ / დღეღამეში.

ლიბიდოს დარღვევის მკურნალობისას რეკომენდებულია დღიური დოზა 50 მგ – ს ოდენობით.

იმპოტენციის მკურნალობისას , პრეპარატით მონოთერაპიის შემთხვევაში , რეკომენდებულია 200 მგ – ზე დიდი სადღეღამისო დოზა , კომბინირებული თერაპიისას – 50 მგ .

ბენზოდიაზეპინზე დამოკიდებულების რეკომენდირებული მკურნალობის სქემა ეფუძნება ბენზოდიაზეპინის დოზის ეტაპობრივ , ზოგჯერ რამდენიმე თვეზე განაწილებულ რედუქციას . ყოველთვის , როდესაც ხდება ბენზოდიაზეპინის დოზის შემცირება ¼ ან ½ ტაბლეტით , ხდება 50 მგ ტრაზოდონის ერთდროული დამატება . ზემოთ დასახელებული თანაფარდობა უცვლელი რჩება 3 კვირის განმავლობაში , შემდეგ ხდება ბენზოდიაზეპინების დოზის მომდევნო შემცირება მათ სრულ უარყოფამდე . ამის შემდეგ , ხდება ტრაზოდონის დღიური დოზის შემცირება 50 მგ – თი ყოველ 3 კვირაში .

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემისა და ფსიქიკის თვალსაზრისით : გაძლიერებული მოთენთილობა , ძილიანობა , აღგზნებულობა , თავის ტკივილი , თავბრუს ხვევა , სისუსტე , მიალგია , დისკოორდინაცია, პარესთეზია, დეზორიენტაცია, ტრემორი .

გულის სისხლძარღვებისა და სისხლმბადი სისტემის თვალსაზრისით :

არტერიული წნევის დაქვეითება , ორთოსტატური ჰიპოტენზია ( განსაკუთრებით პაციენტებში , რომელთაც აწუხებთ ვაზომოტორული ლაბილურობა ) განპირობებულია პრეპარატის ადრენოლიზური მოქმედებით , არითმია , გამტარიანობის დარღვევა , ბრადიკარდია , ლეიკოპენია და ნეიტროპენია ( როგორც წესი უმნიშვნელო ).

კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ : პირში სიმწარისა და სიმშრალის შეგრძნება , გულისრევა , პირღებინება , დიარეა , მადის დაქვეითება .

სხვა: ალერგიული რეაქციები , თვალების გაღიზიანება , პრიაპიზმი ( პაციენტებმა რომელთა შემთხვევაში გამოვლინდება დასახელებული გვერდითი ეფექტი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ პრეპარატის მიღება და მიმართონ ექიმს ).

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები : გულისრევა , ძილიანობა , არტერიული ჰიპოტენზია , გვერდითი ეფექტების გახშირება და დამძიმება .

მკურნალობა : სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს . დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური მკურნალობა ( კუჭის ამორეცხვა , ფორსირებული დიურეზი

და ა . შ .)

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

– ტრაზოდონმა შეიძლება გააძლიეროს ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის მოქმედება , რაც როგორც წესი საჭიროებს დოზის შემცირებას .

ერთდროული დანიშვნა პრეპარატებთან რომლებიც თრგუნავენ ცენტრულ ნერვულ სისტემას ( მათ შორის კლონიდინი , მეთილდოპა ), აძლიერებს მათ მოქმედებას .

– ანტიჰისტამინური პრეპარატები და სამკურნალო საშუალებები , რომლებიც გამოირჩევა ქოლინიზური აქტივობით , აძლიერებენ ტრაზოდონის ანტიქოლინერგულ ეფექტს .

– ტრაზოდონი აძლიერებს და ახანგრძლივებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების , ჰალოპერიდოლის , დოქსაპინის , მაპროტილინის , ფენოთიაზინების და თიოქსანტინების სედატურ და ანტიქოლინერგულ ეფექტს .

– მონოამინოოქსიდაზის ( მაო ) ინჰიბიტორები ზრდიან

გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს .

– ერთდროული გამოყენებისას ზრდის დიგოქსინისა და ფენიტოინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში .

განსაკუთრებული მითითებები:

რადგანაც პრეპარატი გამოირჩევა გარკვეული ადრენოლიზური აქტივობით , შესაძლებელია ბრადიკარდიის განვითარება,  პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს ავადმყოფებს რომელთაც აწუხებთ გულის გამტარებლობის დარღვევა, ატრიო – ვენტრიკულარული ბლოკადა, ავადმყოფებს რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს მიოკარდის ინფარქტი. ტრაზოდონის გამოყენებისას შესაძლებელია ლეიკოციტების რაოდენობის გარკვეული შემცირება, რომელიც არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას, გამოხატული ლეიკოპენიის შემთხვევების გამოკლებით. ამიტომ რეკომენდებულია პერიფერიული სისხლის გამოკვლევის ჩატარება, განსაკუთრებით ყლაპვისას ყელის ტკივილისა და ციებ – ცხელების შემთხვევებში .

პრეპარატს არ გააჩნია ანტიქოლინერგული მოქმედება , ამიტომ იგი შეიძლება დაენიშნოს ასაკოვან პაციენტებს , რომელთაც აწუხებთ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია , დახურულკუთხოვანი გლაუკომა , კოგნიტური ფუნქციის დარღვევა .

ხანგრძლივი და არაადექვატური ერექციის არსებობისას უნდა მიმართოთ ექიმს .

პედიატრიაში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის გამოსავლენი გამოკვლევები არ ჩატარებულა .

მკურნალობის პროცესში უნდა შეიკავოთ თავი ალკოჰოლის მიღებისგან და პოტენციურად საშიში მოღვაწეობისგან , რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს .

გამოყენება ლაქტაციის პერიოდში :

პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული .

არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ჩვილთა ძუძუთი კვების დროს .

ზეგავლენა ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე;

რადგანაც პრეპარატი ხასიათდება ანქსიოლიზური და სედატური აქტივობით, შესაძლებელია ყურადღებისა და რეაქციის სისწრაფის დაქვეითება.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები კონტროლირებადი გამოთავისუფლებით 75 მგ :

30 ტაბლეტი :

1) მუყაოს შეფუთვაში 2 ბლისტერი – თითოელში 15 ტაბლეტი , გამოყენების ინსტრუქცია .

2) მუყაოს შეფუთვაში 30 ტაბლეტიანი 1 ბლისტერი და გამოყენების ინსტრუქცია .

ტაბლეტები კონტროლირებადი გამოთავისუფლებით 150 მგ :

20 ტაბლეტი :

1) მუყაოს შეფუთვაში 20 ტაბლეტიანი 1 ბლისტერი და გამოყენების ინსტრუქცია .

2) მუყაოს შეფუთვაში 2 ბლისტერი – თითოეულში 10 ტაბლეტი , გამოყენების ინსტრუქცია.

60 ტაბლეტი :

1) მუყაოს შეფუთვაში 3 ბლისტერი – თითოეულში 20 ტაბლეტი , გამოყენების ინსტრუქცია.

2) მუყაოს შეფუთვაში 6 ბლისტერი – თითოეულში 10 ტაბლეტი , გამოყენების ინსტრუქცია.

შენახვის პირობები:

სია ” ბ “

ინახება   ოთახის ტემპერატურაზე ( არა უმეტეს 25 ˚C).

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე !

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი . არ უნდა გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში .

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი:

“Aziende Chimiche Riunite Angelini Francesco A.C.R.A.F.) S.p.A.”, Italy, Viale Amelia 70, Rome (RM) Italy 

ტრიტაცე კომპ.(გაგრძელება) – TRITACE COMP – ТРИТАЦЕ КОМП.

(გაგრძელება)

უკუჩვენება:

ტრიტაცე კომპ-ის მიღება დაუშვებელია იმ პაციენტთა მიერ, რომელთაც აღენიშნებათ:

– მომატებული მგძნობელობა რამიპრილის, სხვა აგფ-ინჰიბიტორების, ჰიდროქლოროთიაზიდის ან თიაზიდური ჯგუფის სხვა დიურეზულების, სულფანილამიდური პრეპარატების ან ზოგიერთი აქტიური ნივთიერების მიმართ (იხილეთ “შემადგენლობა”);

– გადატანილი აქვთ ანგიონევროზული შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპების დაჩქარების რისკი; იხილეთ აგრეთვე “არასასურველი ეფექტები”);

– თირკმლის მწვავე დისფუნქცია, რასაც თან ახლავს 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი 1,73მ3 სხეულის ზედაპირზე ან დიალიზის მქონე პაციენტებში (არაეფექტური ჰიდროქლოროთიაზიდი);

– თირკმლის არტერიის სისხლის მიმოქცევის შემამცირებელი შევიწროვება (ჰემოდინამიურად შესაბამისი სტენოზი), თირკმლის არტერიის ორმხრივი და ცალმხრივი სტენოზი (სისხლის წნევის მკვეთრი დაცემისა და თირკმლის უკმარისობის რისკი);

– ორგანიზმში მარილის შემცველობის მნიშვნელოვანი დარღვევები (კლინიკურად შესაბამისი ელექტროლიტების დარღვევები, მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია), რაც შეიძლება გამწვავდეს ტრიტაცე კომპ-ის შემდგომი მკურნალობით (სისხლის წნევის დაცემის, თირკმლის უკმარისობისა და მარილოვანი დისბალანსის რისკი);

– ღვიძლის მწვავე დისფუნქცია (წყალ-მარილოვანი დისბალანსის განვითარების რისკი). ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს მწვავე, სწრაფი და ალერგიული (ანაფილაქსიური) ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, თავი უნდა ავარიდოთ აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობას (ან ისეთ შესაბამის პრეპარატებთან კომბინაციაში, როგორიცაა, მაგალითად, ტრიტაცე კომპ-ი) ექსტრაკორპორალურ მკურნალობასთან კავშირში, რაც იწვევს სისხლის შეხებას უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან. ეს უკანასკნელი გულისხმობს დიალიზს ან ჰემოფილტრაციის გარკვეულ მემბრანებს, რომელთაც ახასიათებთ მაღალი სიმკვრივე (მაგ. პოლიაკრილონიტრილური მემბრანები) და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზს დექსტრანის სულფატთან.

ორსულობა და ლაქტაცია:

ტრიტაცე კომპ-ის მიღება არაა მიზანშეწონილი ორსულობის პერიოდში. შესაბამისად, ორსულობა უნდა გამოირიცხოს მკურნალობის დაწყებამდე. თავიდან უნდა ავიცილოთ ორსულობა იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია მკურნალობის ახალ კურსზე გადასვლა აგფ-ინჰიბიტორებისა და დიურეზულების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაყოფს დაზიანების საფრთხე ემუქრება.

ლაქტაციის პერიოდში ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რათა ბავშვის ორგანიზმში დედის რძესთან ერთად არ გადავიდეს მცირე რაოდენობით რამიპრილი და ქლოროთიაზიდი.

განსაკუთრებული მითითებები;

ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.

იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს თავს იჩენს ანგიონევროზული შეშუპება (იხილეთ “არასასურველი ეფექტები”), დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ტრიტაცე კომპ-ის მიღება და ენაზე, ყელზე ან ხორხზე შეშუპების გავრცელების შემთხვევაში გადაუდებელი ზომები უნდა იქნას მიღებული. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერსტიმულირებული თირკმლის ანგიოტენზინის სისტემა. აგფ-ინჰიბიტორები ამგვარ პაციენტებში ხელს უწყობენ სისხლის წნევის მკვეთრად გამოხატულ დაცემას და თირკმლის ფუნქციის დარღვევის საფრთხეს, განსაკუთრებით აგფ-ინჰიბიტორის პირველად მიღების ან პირველი გაზრდილი დოზის მიღებისას. შესაბამისად, ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის დასაწყისში და აგრეთვე ყოველი შემდგომი დოზის გაზრდისას, სისხლის წნევაზე ყურადღებით უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, სანამ სისხლის წნევის მკვეთრი დაცემის საფრთხე აღარ იქნება მოსალოდნელი. თირკმლის ანგიოტენზინის სისტემის მკვეთრი გააქტიურება მოსალოდნელია, მაგალითად, ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:

– მწვავე და, განსაკუთრებით, ავთვისებიანი ჰიპერტენზია. მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა;

– გულის თანმხლები უკმარისობა, განსაკუთრებით თუ იგი მწვავეა. გულის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა.

– წყალ-მარილოვანი უკმარისობის არსებობა ან სავარაუდო განვითარება (სითხის ან მარილის არაადექვატური მიღების შედეგად, ან, მაგალითად, ფაღარათის, პირღებინების ან ჭარბი ოფლიანობის შედეგად ისეთ შემთხვევებში, როდესაც მარილისა და სითხის შენაცვლება არაადექვატურად მიმდინარეობს). ჩვეულებრივ, გაუწყლოების, სისხლის მიმოქცევის მოცულობის შემცირების (ჰიპოვოლემია) ან მარილოვანი ბალანსის უკმარისობის კორექცია უნდა მოხდეს მკურნალობის კურსის დაწყებამდე (პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თანმხლები გულის უკმარისობა, აღნიშნული ზომები უნდა შეესაბამებოდნენ მოცულობის გადატვირთვის რისკს). როდესაც ყოველივე ზემოაღნიშნული კლინიკურ პირობებს დაექვემდებარება, ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა შესაძლებელია დაიწყოს ან გაგრძელდეს მხოლოდ ამავდროულად შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში, რათა მოხდეს სისხლის წნევის მკვეთრი დაცემისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის პრევენცია;

– ადრე ჩატარებული მკურნალობა დიურეზულებით;

– სისხლის დინების შემამცირებელი (ჰემოდინამიურად შესაბამისი), მარცხენა პარკუჭში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (მაგ. აორტის ან მიტრალური სარქველის შევიწროვება). მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია ჩატარდეს განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა.

– სისხლის დინების შემამცირებელი შევიწროვება (ჰემოდინამიურად შესაბამისი სტენოზი) თირკმლის არტერიაში. მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობის ჩატარება. არტერიული წნევის მკვეთრად გამოხატული დაცემის განსაკუთრებული საფრთხის წინაშე იმყოფებიან, მაგალითად, ის პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ კორონარული არტერიისა თუ თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვთა ჰემოდინამიურად შესაბამისი სტენოზი. ამგვარი პაციენტები საჭიროებენ განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას მკურნალობის საწყის საფეხურზე.

ზოგიერთი ხანდაზმული პაციენტი შეიძლება განსაკუთრებულად რეაგირებდეს აგფ–ინჰიბიტორებზე.

მკურნალობის დაწყებისას უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია.

თირკმლის ფუნქციაზე უნდა განხორციელდეს მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირეებში. განსაკუთრებულ მონიტორინგს საჭიროებენ ის პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გულის თანმხლები უკმარისობა, რენოვასკულური დაავადება (მოიცავს ჰემოდინამიურად შესაბამის თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზით დაავადებულებსაც, რომლებშიც შრატის კრეატინინის მცირე ზრდაც კი შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის ცალმხრივად დაკარგვის მაჩვენებელი იყოს), თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან რომელთაც გადაუნერგეს თირკმელი.

შრატის ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, შარდმჟავა და სისხლში შაქრის შემცველობა რეგულარულ მეთვალყურეობას საჭიროებს. შრატში კალიუმის შემცველობის უფრო ხშირი მონიტორინგი საჭიროა იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დარღვეული ფუნქცია. მონიტორინგი ხშირად უნდა ჩატარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად გადიან მკურნალობის კურსს კალიუმშემნახველი დიურეზულებით(მაგ. სპირონოლაქტონი) ან კალიუმის მარილებით. მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ლეიკოციტების ანალიზზე, რათა გამოვლენილი იქნას სავარაუდოდ ლეიკოციტების ჭარბი ოდენობით შემცირება (ლეიკოპენია). მონიტორინგს უნდა ჰქონდეს ხშირი ხასიათი მკურნალობის საწყის ეტაპზე და იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დარღვეული ფუნქცია, თამხლები შემაერთებელი ქსოვილის დაავადება (კოლაგენოზი, როგორიცაა წითელი მგლურა და სკლეროდერმია) ან იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სხვა პრეპარატებს, რამაც შესაძლოა ცვლილებები შეიტანოს სისხლის საერთო ანალიზში (იხილეთ “ურთიერთქმედება”). სისხლის საერთო ანალიზი უნდა შემოწმდეს იმ შემთხვევაში, თუ თავს იჩენს ლეიკოციტების შემცირების ან თრომბოციტოპენიის სავარაუდო სიმპტომები. (იხილეთ “გვერდითი მოვლენები”).

ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა (მაგ. არტერიული წნევის დაცემის ზოგიერთი სიმპტომი, როგორიცაა თავბრუსხვევა, მოთენთილობა) შეიძლება დაარღვიოს კონცენტრაციისა და რეაქციის უნარი და შესაბამისად, შექმნას საფრთხე ისეთ სიტუაციებში, როდესაც აღნიშნულ უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ. სატრანსპორტო საშუალების ან მექანიკური ხელსაწყოს ექსპლუატაციისას). ბავშვებში ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის გამოცდილება დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირება იწვევს ძლიერ დიურეზს, პერიფერიული სისხლძარღვების ჭარბ გაფართოებას (გამოხატულ ჰიპოტენზიასთან, შოკთან ერთად), ბრადიკარდიას, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობას, გულის არითმიას, ცნობიერების დარღვევას კომამდე, ცერებრულ კრუნჩხვებს, პარეზებს და ნაწლავების პარალიზურ გაუვალობას.

იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ დარღვევები შარდის გამოყოფასთან დაკავშირებით (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია), მოულოდნელმა დიურეზმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის მწვავე შეკავება შარდის ბუშტის ჭარბი დაჭიმულობით.

საწყისი დეტოქსიკაცია: მაგ. კუჭის ამორეცხვა, აბსორბენტების, ნატრიუმის სულფატის მიღება (შესაძლებლობის შემთხვევაში პირველი 30 წუთი). ჰიპოტენზიის შემთხვევაში, მიზანშეწონილია ალფა1-ადრენორეცეპტორების აგონისტების (მაგ. ნორეპინეფრინი, დოპამინი) და ანგიოტენზინ II-ის (ანგიოტენზინამიდი) მიღება სითხის მოცულობისა და მარილის შეცვლასთან ერთად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სხვა მიმდინარე მკურნალობის კურსის შესახებ.

ექსტრაკორპორული მკურნალობა, რაც ითვალისწინებს სისხლის შეხებას უარყოფითად დამუხტული ზედაპირებთან, ხელს უწყობს ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკს (იხილეთ “უკუჩვენება”).

როდესაც სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ან სისხლის წნევის დამწევი პრეპარატების (მაგ. ნიტრატები, ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, საანესთეზიო საშუალებები) თანადროული მიღება ხდება, გათვალისწინებული უნდა იქნას ჰიპოტენზიური ეფექტის განვითარების შესაძლებლობა (ითვალისწინებს ადრე ჩატარებულ მკურნალობას დიურეზულებით, იხილეთ “დოზირება”).

დიეტური მარილის ჭარბი დოზით მიღებამ და ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო გარკვეული პრეპარატების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) ერთდროულმა მიღებამ, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა ან ინდომეტაცინი, შესაძლებელია შეასუსტოს ჰიპოტენზიური ეფექტი. უფრო მეტიც, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინირებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა ან შრატში კალიუმის შემცველობის ზრდა.

სისხლძარღვთა შემავიწროვებელი სიმპატომიმეტური საშუალებები (მაგ. ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი) იწვევს ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირებას. შესაბამისად, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ჩატარდეს სისხლის წნევის მონიტორინგი. აღნიშნული პრეპარატის ეფექტი შეიძლება შეასუსტოს ჰიდროქლოროთიაზიდის შემადგენელმა ნივთიერებამ.

კორტიკოსტეროიდები, კარბონოქსოლონი, დიდი რაოდენობით ძირტკბილა, საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი მიღება და სხვა კალიურეზული საშუალებები ხელს უწყობენ ჰიპოკალიემიის განვითარებას.

ვინაიდან შეიძლება ადგილი ჰქონდეს შრატში კალიუმის კონცენტრაციის ზრდას, როდესაც ხდება კალიუმის მარილებისა და კალიუმშემნახველი დიურეზულების (მაგ. სპირონოლაქტონი) ერთდროული მიღება, აღნიშნულ თანადროულ მკურნალობას თან უნდა ახლდეს შრატში კალიუმის შემცველობის ახლო მონიტოირინგი (იხილეთ “განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების წესები”).

დიგიტალისის პრეპარატების ტოქსიკურობა შეიძლება გაძლიერდეს ელექტროლიტების კონცენტრაციებში ცვლილების შედეგად (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია).

ტრიტაცე კომპ-ს შეუძლია გაზარდოს და გაახანგრძლივოს კურარეს ტიპის კუნთების მიორელაქსაციური ეფექტი.

ალოპურინოლი, იმუნოდეპრესიული საშუალებები, კორტიკოსტეროიდები, პროკაინამიდი, ციტოსტატურები და სისხლის ანალიზის შედეგის შემცვლელი სხვა პრეპარატები, ზრდიან ცვლილებების ალბათობას სისხლის ანალიზში (იხილეთ “განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების წესები”).

ტრიტაცე კომპ-ს შეუძლია შეამციროს ლითიუმის გამოყოფა, სავარაუდოდ ზრდის მის დონეს შრატში და მისი ტოქსიკური ეფექტის რისკს, შესაბამისად, მეთვალყურეობა უნდა განხორციელდეს ლითიუმის დონეზე.

მეთილდოფას ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზი).

აგფ-ინჰიბიტორები ასუსტებს სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი პრეპარატების ეფექტს (ანტიდიაბეტური საშუალებები, მაგ. ინსულინი ან სულფანილშარდოვანას წარმოებულები) და – ცალკეულ შემთხვევებში – იწვევს ჰიპოგლიკემიურ რეაქციებს. ანტიდიაბეტური საშუალებების ეფექტს, თავის მხრივ, ასუსტებს ჰიდროქლოროთიაზიდის შემადგენელი ნივთიერება. შესაბამისად, თანადროული მკურნალობის საწყის ეტაპზე საჭიროა სისხლში შაქრის შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.

იონიტების მიღება, როგორიცაა ქოლესტირამინი, ამცირებს ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბციას.

ჰეპარინის თანადროული მიღება იწვევს შრატში კალიუმის კონცენტრაციის ზრდას.

რამიპრილი აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას.

ჰიდროქლოროთიაზიდის შესაძლებლობა გამოიწვიოს ჰიპერკალციემია (იხილეთ “არასასურველი ეფექტები”) უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც ხორციელდება ფარისებრი ჯირკვილი ფუნქციის შესწავლა.

ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები მწერის შხამზე – და, სავარაუდოდ, სხვა ალერგენების მიმართ – იზრდება აგფ-ინჰიბიტორების მიღებისას (იხილეთ “არასასურველი ეფექტები”). დესენსიბილიზაციისას უნდა მოხდეს მზარდი რისკის გათვალისწინება.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება +25°C-მდე ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა 3 წელი. დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქში გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტით!

Don`t copy text!