Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 461

სტარლიქსი® – STARLIX® – СТАРЛИКС®

საერთაშორისო დასახელება:

NATEGLINIDE

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA

მოქმედი ნივთიერება: ნატეგლინიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოგლიკემიური საშუალება პერორალური მიღებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 12 და 84 ც.

1 ტაბ.

ნატეგლინიდი …………    60 მგ

1 ტაბ

ნატეგლინიდი …………. 120 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება, ფენილალანინის წარმოებული, აღადგენს ინსულინის ადრეულ სეკრეციას, რაც იწვევს კვების შემდეგ სისხლში გლუკოზის შემცელობისა და გლიკოზირილირებული Hb შემცირებას. გლუკოზის სტიმულაციის პასუხად ინსულინის ადრეული სეკრეცია – სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანო მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შენარჩუნებას. შაქრიანი დიაბეტის, ტიპი 2, დროს აღინიშნიბა ამ ფაზის დარღვევა ან არ არსებობა, ხოლო ნატეგლიდინის გავლენით – ის აღდგება. ამ მოვლენის მექანიზმი მდგომარეობს სწრაფ, შექცევად და შერჩევით ურთიერთქმედებაში პრეპარატისა კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედების   ატფ–დამოკიდებულ კალიუმის  არხებთან.

განსხვავებით სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებისაგან იწვევს  ინსულინის გამოხატულ სეკრეციას პირველი 15 წუთში საჭმლის მიღების შემდეგ, რის შემდეგაც წესრიგდება სისხლში გლუკოზის შემცველობის მერყეობა. შემდგომი 3–4 საათის მანზილზე ინსულინის კონცენტრაცია უბრუნდება საწყის მნიშვნელობას, ე.ი. ჰიპერინსულინემია არ ვითარდება, რომელიც გამოიწვევდა უმწვავეს ჰიპოგლიკემიას.

კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა– უჯრედების მიერ ინსულინის სეკრცია, გამოწვეული ნატეგლინიდით, დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე– მისი შემცირების კვლდაკვალ ინსულინის სეკრეცია მცირდება.საკვების ან დექსტროზის ხსნარის ინფუზია იწვევს ინსულინის სეკრეციის გამოხატულ მომატებას. ნატეგლინიდს შეუძლია სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაციისას უმნიშვნელო გავლენა მოახდინოს ინსულინის სეკრეციაზე, რაც დამატებითი ფაქტორია, მოსალოდნელი ჰიპოგლიკემიის განვითარების (მათ შორის კვების გამოტოვებისას).

ჩვენებები:

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, დიეტოთერაპიის უეფექტობისა და ფიზიკური დატვირთვის დროს (მონოთერაპიის და სხვა მექანიზმის ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან კომბინაციისას, მაგალითად მეტფორმითან).

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით, უშუალოდ ჭამის წინ (პრეპარატის მიღებასა და ჭამას შორის შუალედი არ უნდა აჭარბებდეს 30 წთ).

მონოთერაპიისას რეკომენდებული დოზა – 120მგ 3–ჯერ დღეში (საუზმის, სადილის და ვახშმის წინ). თუ სასურველ ეფექტი არ დადგა, ერთჯერადი დოზა იზრდება 180მგ–მდე. დოზირების კორექტირება ხდება გლიკოზილირებული ჰემოგლობინის Hb რეგულარული კონტროლით.

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის ეფექტურობის შესაფასებლად ყურადღება ექცევა ჭამის შემდეგ, აგრეთვე ჭამიდან 1–2 სთ–ის შემდეგ  სისხლში გლუკოზის შემცველობას.

კომბინირებული თრაპიისას ნატეგლინადი ინიშნება 120მგ დოზით 3–ჯერ დღეში მეტფორმინთან კომბინაციაში; თუ გლიკოზირილებული ჰემოგლობინის მნიშვნელობა უახლოვდება სასურველს (7.5% ნაკლებს), დოზა შეიძლება დაქვეითდეს 60მგ–მდე 3–ჯერ დღეში.

თირკმელების ფუნქციის დარღვევისას დოზირების რეჟიმი კორექციას არ საჭიროებს.

განსაკუთრებული მითითებები:

მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი ნატეგლინადის მიღების ფონზე, ისე როგორც სხვა ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებისა, უფრო მაღალია ხანდაზმულებში, მცირე კვებისას, თირკმელზედას ან ჰიპოფიზის უკმარისობისას.

სისხლში გლუკოზის შემცველობის დაქვეითება შეიძლება პროვოცირებული იყოს ეთანოლის მიღებით, გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვით, ასევე სხვა ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღებით.

ავადმყოფები, რომლებიც მუშაობენ მექანიზმებთან და მართავენ ავტოტრანსპორტს, ყურადღება უნდა მიქციონ ჰიპოგლიკემიის პროფილაქტიკას.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა;

შაქრიანი დიაბეტი  ტიპი 1;

დიაბეტური კეტოაციდოზი;

ორსულობა, ლაქტაცია.

სიფრთხილით: თირკმელზედა ან ჰიპოფიზური უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, მომატებული ფიზიკური დატვირთვა, კომბინირებული თერაპია ჰიპოგლიკემიური საშუალებებით, ხანდაზმულობა, მცირე კვება.

ბავშვებში და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული  დარღვევისას პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი.

გვერდითი მოქმედება:

ჰიპოგლიკემიის სიმტომები (მომატებული ოფლიანობა, კანკალი, თავბრუსხვევა, მადის გაძლიერება, გულისცემის გაძლიერება, გულისრევა, სისუსტე, უძლურება); „ღვიძლის“ტრანსამინაზების აქტიობის გარდამავალი მომატება სისხლში; ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება).

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სხვადასხვა სიმძიმით კლინიკურად გამოხატული ჰიპოგლიკემიის პოტენციური გაღრმავების შესაძლებლობა.

მკურნალობა: საშუალო სიმძიმის დროს – დექსტროზის ხსნარის/შაქრის დანიშვნა შიგნით მისაღებად, პრეპარატის დოზის კორექცია და/ან საკვების მიღება;

მძიმე ჰიპოგლიკემიისას, მიმდინარე ნევროლოგიური გამოვლინებით (კომა, კრუნჩხვა) ვენაში შეყავთ დექსტროზის ხსნარი, სიმპტომატური თერაპია.

ჰემოდიალიზი არაეფექტურია პრეპარატის  პლაზმის ცილებთან  მაღალი შეჭიდულობის გამო.

განსაკუთრებული მითითებები:

მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი ნატეგლინადის მიღების ფონზე, ისე როგორც სხვა ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებისა, უფრო მაღალია ხანდაზმულებში, მცირე კვებისას, თირკმელზედას ან ჰიპოფიზის უკმარისობისას.

სისხლში გლუკოზის შემცველობის დაქვეითება შეიძლება პროვოცირებული იყოს ეთანოლის მიღებით, გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვით, ასევე სხვა ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღებით.

ავადმყოფები, რომლებიც მუშაობენ მექანიზმებთან და მართავენ ავტოტრანსპორტს, ყურადღება უნდა მიქციონ ჰიპოგლიკემიის პროფილაქტიკას.

ურთიერთქმედება:

თრგუნავს ტოლბუტამიდის მეტაბოლიზმს. არ ურთიერთქმედებს ვარფარინთან, დიკლოფენაკთან, ტროგლიტაზონთან და დიგოქსინთან, მეტფორმინთან და გლიბენკლამიდთან. ბეტა– ადრენობლოკატორებს შეუძლიათ ჰიპოგლიკემიის გამოვლენის შენიღბვა. რამდენადაც ნატეგლინიდს აქვს მაღალი სწრაფვა პლაზმის ცილებისადმი, in vitro ცდებში შესწავლილი იქნა მისი ურთიერთქმედება რიგ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ინტენსიურად უკავშირდებიან პლაზმის ცილებს (ფუროსემიდი, პროპრანოლოლი, კაპტოპრილი, ნიკარდიპინი, პრავასტატინი, ვარფარინი, ფენიტოინი, აცეტილსალიცილის მჟავა, გლიბენკალმიდი და მეტფორმინი), ამ დროს კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთქმედება არ იქნა დადგენილი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მათ შორის სალიცილატები), მაო–ს ინჰიბიტორები, არასელექტიური ადრენობლოკატორები და ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებები ნეტაგლინადის ეფექტს აძლიერებენ; თიაზიდური დიურეტიკები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ადრენოსტიმულატორები, თირეოიდული სამკურნალო საშუალებები – აქვეითებენ.

სტამლო – 5 – STAMLO – 5 – СТАМЛО – 5

საერთაშორისო დასახელება:

Amlodipine Besilate

მწარმოებელი:

Dr.Reddy,s Laboratories LSD.,ინდოეთი.

შემადგენლობა:

სტამლო-5 მგ:

ყოველი უგარსო ტაბლეტი შეიცავს:

ამლოდიპინ ბესილატს, რომელიც შეესაბამება აქტიური ამლოდიპინის ფუძეს.     5 მგ

სტამლო-10 მგ:

ყოველი უგარსო ტაბლეტი შეიცავს:

ამლოდიპინ ბესილატს, რომელიც შეესაბამება აქტიური ამლოდიპინის ფუძეს.     10 მგ

აღწერილობა:

წარმოადგენს დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტს, ხანგრძლივი მოქმედებით, რომელიც გამოიყენება ჰიპერტენზიისა და სტენოკარდიის დროს. ის აინჰიბირებს კარდიალურ და გლუვ უჯრედებში კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ მოდინებას.

მოქმედება:

ამლოდიპინის ძირითადი ეფექტები განპირობეულია ვაზოდილატაციით. ამლოდიპინი აქვეითებს პერიფერიულ სისხლძარღვთა რეზისტენტობას რეფლექსური ტაქიკარდიის გამოწვევის გარეშე. ერთჯერადი დღიური დოზით ამლოდიპინი ეფექტურია ჰიპერტენზიის მართვისათვის სისხლის სისტოლური და დიასტოლური წნევის დაქვეითების კონტროლით. გარდა ამისა, ამლოდიპინით მკურნალობის დროს გამოვლენილია თირკმლის სისხლძარღვების დილატაცია, რაც იწვევს გორგლოვანი ფილტარციის სიჩქარის ზომიერ მომატებას. ამლოდიპინი ასევე დოზადამოკიდებული სახით იძლევა მისი ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობას პაციენტებში კორონარული არტერიების დაავადებით.

ფარმაკოკინეტიკა:

ამლოდიპინი სწრაფად შეიწოვება ორალური მიღების შემდეგ რომლის დროსაც ამლოდიპინის პიკური პლაზმა კონცენტრაცია მიიღწევა საშუალოდ 7–8 საათში. ერთჯერადი დოზირების შემდეგ მისი ეფექტურობა მერყეობს 52 და 88%-ს შორის, რომელიც უფრო მაღალია კალციუმის არხების სხვა ბლოკატორებით განპირობებულ ეფექტურობასთან შედარებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 35.7±6.1 საათს ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ და 44.7±8.6 საათს დღიური დოზირების შემდეგ 14 დღიანი მკურნალობის კურსის დროს.

ჩვენებები:

  • ჰიპერტენზია, ქრონიკული და ვაზოსპასტიური ტიპის სტენოკარდიები.

დოზირება:

5-10 მგ ერთხელ დღეში.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპრატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

პოტენციურად საშიში ურთიერთქმედება არ არის აღნიშნული.

პაციენტებში მარცხენა პარკუჭის ნორმალური ფუნქციით ამლოდიპინის ერთდროული გამოყენება ბეტა-ბლოკატორებთან აღწერილია მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების გარეშე. ხოლო პაციენტებში მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევით არ არის მიზანშეწონილი ამლოდიპინის კომბინაცია ბეტა-ბლოკატორებთან და კალციუმის სხვა ანტაგონისტებთან.

სხვა მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება:

დიგოქსინი:

ამლოდიპინისა და დიგოქსინის ურთიერთქმედების არარსებობა დადასტურებული იქნა ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ საკონტროლო კლინიკური კვლევებით.

ციმეტიდინი:

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არ არსებობს რაიმე სახის ურთიერთქმედება ამლოდიპინსა და ციმეტიდინს შორის.

ვარფარინი:

კლინიკური კვლევებით, რომელიც ჩატარდა ჯანმრთელ მოხალისეებში, დადასტურდა, რომ ამლოდიპინი  მნიშვნელოვნად არ ცვლის  ვარფარინის ეფექტს პროთრომბინის დროზე.

საკვები:

საკვები არ ცვლის ამლოდიპინის აბსორბციის ხარისხს და კოეფიციენტს.

შენახვის პირობები:

ინახება მშარალ, გრილ ადგილას.

შენახვის ვადა:

36 თვე.

გაცემის რეჟიმი:

რეცეპტით.

სტაზექსი – STAZEX – СТАЗЕКС

საერთაშორისო დასახელება:

CLOPIDOGREL

მწრმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: კლოპიდოგრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ც.

1 ტაბ.

კლოპიდოგრელი ……………..     75 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლოპიდოგრელი ამორჩევითად აბლოკირებს ადენოზინდიფოსფატის (ადფ) მიერთებას თრომბოციტების შესაბამის რეცეპტორებთან, ასევე _ ადფ-ის მოქმედებით გამოწვეული GPIIb/IIa კომპლექსის აქტივაციას.

კლოპიდოგრელი ასევე აინჰიბირებს სხვა აგონისტებით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ადფ-ით გამოთავისუფლებული თრომბოციტების აქტივობის ბლოკადით მიიღწევა.

კლოპიდოგრელი შეუქცევადად უერთდება თრომბოციტების ადფ-რეცეპტორებს და შესაბამისად თრომბოციტები არააქტიურნი ხდებიან ადფ-ის მიმართ მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. თრომბოციტების ნორმალური ფუნქციის აღდგენის სისწრაფე შეესაბამება მათი განახლების სისწრაფეს.

თრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვნად დათრგუნვის ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღების პირველივე დღიდან, იგი ძლიერდება და სტაბილურ მდგომარეობას აღწევს 3-7 დღის შემდეგ.

ყოველდღიურად კლოპიდოგრელის 75 მგ მიღებისას, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების საშუალო მაჩვენებელი 40-60%-ია. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო საწყის მაჩვენებლებს უბრუნდება პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტიდან საშუალოდ 5 დღის შემდეგ.

კლოპიდოგრელს ახასიათებს კორონაროგამაფართოებელი მოქმედება. სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების დროს, პროცესის ლოკალიზაციის მიუხედავად (ცერებროვასკულური, კარდიოვასკულური თუ პერიფერიული დაზიანება) ხელს უშლის ათეროთრომბოზის განვითარებას.

კლოპიდოგრელი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ღვიძლში განიცდის ბიოტრანსფორმაციას. ძირითადი მეტაბოლიტი, რომელიც პლაზმაში მოცირკულირე შენაერთების 85%-ს შეადგენს, არაქტიურია. აქტიური მეტაბოლიტი კლოპიდოგრელის 2-ოქსი-კლოპიდოგრელამდე დაჟანგვით და მისი შემდგომი ჰიდროლიზით მიიღება. აქტიური მეტაბოლიტი პლაზმაში არ აღინიშნება.

ჩვენებები:

იშემიური დარღვევების პროფილაქტიკა პაციენტებში ათეროსკლეროზული ცვლილებით, მათ შორის:

  • მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდგომ პერიოდში, იშემიური ინსულტის ან პერიფერიული არტერიების დავადებების დროს;
  • მწვავე კორონარული სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში ST-სეგმენტის სიმაღლის მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან  მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q კბილის გარეშე) აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება 75 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.;

მწვავე კორონარული სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში ST სეგმენტის სიმაღლის მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q-კბილის გარეშე) მკურნალობა იწყება ერთჯერადი დოზით 300 მგ (4 ტაბლეტი), შემდეგ გრძელდება 75 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ (აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად).

ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავას დიდი დოზით გამოყენება სისხლდენის განვითარების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, აცეტილსალიცილის მჟავას რეკომენდებულმა დოზამ არ უნდა გაადაჭარბოს 100 მგ-ს.

პრეპარატით მკურნალობა ინფარქტის გადატანის შემდეგ იწყება რამდენიმე დღიდან _ 35 დღის პერიოდში, ხოლო იშემიური ინსულტის შემთხვევაში _ 7 დღიდან 6 თვემდე პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:

სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ: სისხლჩაქცევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რომელიც ძალიან იშვიათად მოითხოვს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას, უფრო ხშირად _ ჰემატომები, ჰემატურია ან სისხლჩაქცევა კონიუნქტივაში;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: აბდომინალური ტკივილი, დისპეფსია, გასტრიტი, ყაბზობა, ფაღარათი ან გულისრევა;

დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზიები;

ღვიძლისა და სანაღვლე სისტემის მხრივ: იშვიათად ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრა;

ძალიან იშვიათად ვლინდება: ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია.

უკუჩვენებები:

* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

* მწვავე სისხლდენა, გამოწვეული პეპტიური წყლულით ან თავის ტვინში სისხლჩაქცევით;

* ჰიპერფიბრინოლიზი;

* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;

* არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;

* ტუბერკულოზი;

* ფილტვის კიბო;

* ორსულობისა და ლაქტაცის პერიოდი;

* 18 წლამდე ასაკის პაციენტები (არ არის დადგენილი უსაფრთხოება და ეფექტურობა);

* პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების დააავებების დროს (ღვიძლის ან თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა),

* ტრავმებისა და ოპერაციის წინა პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄სისხლდენის განვითარებისა და ჰემალოგიური ხასიათის გვერდითი მოვლენების რისკის არსებობის გამო, კლინიკური სიმპტომების გამოვლინებისთანავე საჭირო სისხლისა (თრომბოციტების რაოდენობა, თრომბოციტების ფუნქციური აქტივობის ტესტები და სხვა) და ღვიძლის ფუნქციური აქტივობის ანალიზების ჩატარება.

◄ ქირურგიული ჩარევების წინ კლოპიდოგრელი უნდა მოიხსნას ოპერაციამდე 7 დღით ადრე. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სისხლდენის (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და თვალშიდა სისხლდენა) რისკით.

◄ პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ კლოპიდოგრელით მკურნალობის ფონზე სისხლდენის ნებისმიერი გამოვლინებისთანავე მიმართონ ექიმს.

◄ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა (პათოლოგიური Q-კბილით) და იშემიური ინსულტის დროს კლოპიდოგრელით მკურნალობის დაწყება დაავადების მწვავე პერიოდში არ არის რეკომენდებული.

◄ აცეტილსალიცილის მჟავა არ მოქმედებს კლოპიდოგრელის ეფექტზე, ხოლო კლოპიდოგრელი ზრდის აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებას თრომბოციტების კოლაგენ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე. კლოპიდოგრელისა და აცეტილსალიცილის მჟავას ერთდროულად ხანგრძლივი პერიოდით გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

◄ კლოპიდოგრელი არ ცვლის ჰეპარინის მოთხოვნილებასა და სისხლის შემდედებელ სისტემაზე მის მოქმედებას. ასევე არ ახდენს გავლენას ჰეპარინი კლოპიდოგელის მაინჰიბირებელ ეფექტზე. თუმცა, ამ ორი პრეპარატის ერთდროულად გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის და მათი კომბინაცია მოითხოვს სიფრთხილეს.

◄ კლოპიდოგრელისა და ფიბრინოლიზური საშუალებების ერთდროულად გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ მათი კომბინაცია მოითხოვს სიფრთხილეს.

◄ კლოპიდოგრელისა და ვარფარინის ერთდროული გამოყენება მოსალოდნელი სისხლდენის განვითარების გამო არ არის რეკომენდებული.

◄ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ასას) კლოპიდოგრელთან კომბინაცია მოითხოვს სიფრთხილეს.

◄ კლოპიდოგრელი კლინიკური მნიშვნელობის გავლენას არ ახდენს ატენოლოლზე, ნიფედიპინზე, ფენობარბიტალზე, ციმეტიდინზე, ესტროგენებზე, დიგოქსინზე, თეოფილინზე, ფენიტოინზე, ტოლბუტამიდსა და ანტაციდურ საშუალებებზე.

◄ გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორებთან ერთად კლოპიდოგრელი სიფრთხილით ინიშნება.

◄ კლოპიდოგრელით მკურნალობის პირველ კვირაში სისხლის ანალიზი ტარდება კლოპიდოგრელისა და აცეტილსალიცილის მჟავას, ასას-ს, ჰეპარინის, გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორების ან ფიბრინოლიზური საშუალებების კომბინაციის შემთხვევაში. ასევე _ პაციენტებში სისხლდენის რისკით, დაკავშირებული ტრავმებთან, ქირურგიულ ჩარევებსა და სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებთან.

◄ პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას არ არის დადგენილი, სერიოზული გვერდითი მოვლენები. გახანგრძლივებული სისხლდენის დროის სწრაფი კორექციის მიზნით, რეკომენდებულია თრომბოციტული მასის გადასხმა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპრატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სპრეი-პაქსი – SPRAY-PAX – СПРЕЙ-ПАКС

მწარმოებელი: OMEGA PHARMA, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: პირეტრუმას ექსტრაქტი+პიპერონილის ბუტოქსიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბოქვენის პედიკულოზის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი გარეგანი გამოყენებისათვის:

ბალონში 12 გ

1 ბალონი

პირეტრუმას ექსტრაქტი ………………   160 მგ

პიპერონილის ბუტოქსიდი …………..   320 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ბოქვენის ტილებისა და წილების საწინააღმდეგო საშუალებას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი პირეტრინები წარმოადგენენ ნეიროტოქსიურ შხამს მწერებისთვის. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მწერების ნერვული უჯრედების მემბრანების კათიონური ცვლის მოშლაში. პიპერონილის ბუტოქსიდი აძლიერებს პირეტრუმის მოქმედებას, ვინაიდან ახდენს მწერების მიერ გამოყოფილი დეტოქსიკაციური ფერმენტების ბლოკირებას.

ჩვენებები:

ბოქვენის პედიკულოზი.

მიღების წესი და დოზირება:

სპრეი-პაქსის ერთჯერადი გამოყენება საკმარისა ბოქვენის ტილებისა და წილების სრული განადგურებისათვის.

გამოყენების წესი:

_ ბალონზე ხანმოკლე ზეწოლით შეასხურეთ პრეპარატი ბოქვენის მთელი თმიანი ზედაპირის სრულ დასველებამდე;

_ დატოვეთ პრეპარატი დასამუშავებელ ზედაპირზე 30 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ დაიბანეთ საპნით და თბილი წყლით.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატმა ზოგიერთ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მეტ-ნაკლებად გამოხატული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: კანის გაღიზიანება წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება.

უკუჩვენებები:

ალერგია პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი შეიცავს აალებად ნივთიერებებს (ბუტანი, პროპანი), ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება ცეცხლთან ანდა გავარვარებულ საგნებთან.

უსაფრთხოების ზომები: არ გადაყლაპოთ. პრეპარატის მოხვედრისას თვალში ან ლორწოვან გარსზე აუცილებელია მისი გამორეცხვა წყლის დიდი რაოდენობით. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება თუ კანზე ნაკაწრები ინფიცირებულია. ასეთ შემთხვევაში რჩევისათვის მიმართეთ ექიმს. რეკომენდებულია დასნებოვნებული პარტნიორების ერთდროული მკურნალობა, ქვედა საცვლების, ლოგინის თეთრეულის და ტანსაცმლის დამუშავება პრეპარატით A-პარი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ბალონი იმყოფება წნევის ქვეშ. დაიცავით მზის სხივების მოხვედრისა და 500C მეტი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან. არ ჩაჩხვლიტოთ და არ დაწვათ თუნდაც ცარიელი ბალონი.

სპრეგალი – SPREGAL – СПРЕГАЛ

საერთაშორისო დასახელება:

ESDEPALLETHRINE; PIPERONYL BUTOXIDE

მწარმოებელი: OMEGA PHARMA, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ესდეპალეტრინი+პიპერონილის ბუტოქსიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი გარეგანი გამოყენებისათვის:

ფლაკონში  152 გ

10 გ

ესდეპალეტრინი ……………….             63 მგ

პიპერონილის ბუტოქსიდი ………..     504 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ეთანოლი, დიეთილენგლიკოლ მონოეთილის ეთერი, მაკროგლიცერიდი, პროპელენტური აირი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ესდეპალეტრინი წარმოადგენს ნეიროტოქსიურ შხამს მწერებისთვის. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კათიონური ცვლის მოშლით, რომელიც დაკავშირებულია ნერვული უჯრედების მემბრანების შეღწევადობის დარღვევასთან. პიპერონილის ბუტოქსიდი აძლიერებს ესდეპალეტრინის მოქმედებას, ვინაიდან ახდენს მწერების მიერ გამოყოფილი დეტოქსიკაციური ფერმენტების ბლოკირებას. სპეციალურად შემუშავებული შემავსებელი საშუალებას იძლევა პრეპარატი დატანილ იქნას სხეულის მთელ ზედაპირზე და ხელს უწყობს აქტიური ნივთიერებების შეღწევას ეპიდერმიის ზედაპირული ფენის მეშვეობით მუნის შესასვლელი ხვრელების სიღრმეში.

ჩვენებები:

  • მუნი ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში;
  • დემოდეკოზი.

მიღების წესი და დოზირება:

– მკურნალობა უნდა ჩატარდეს საღამოს 18-19 საათზე, იმისათვის რომ პრეპარატი ახდენდეს მოქმედებას მთელი ღამის განმავლობაში.

– დამუშავებისას უნდა იმყოფებოდეთ განიავების საშუალების მქონე საცხოვრებელში, ცეცხლის ნებისმიერი წყაროსაგან შორს.

– პრეპარატით უნდა დამუშავდეს სხეულის მთელი ზედაპირი, გარდა სახისა და თმისა.

– პრეპარატის შესხურება უნდა წარმოებდეს კანის ზედაპირიდან 20-30 სმ-ის დაშორებით, განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა დამუშავდეს ხელებისა და ფეხების თითებშორისი ნაოჭები, იღლიების არე, შორისი, ყველა ნაკეცი და დასნებოვნებული ადგილი.

– შემდეგ საჭიროა სუფთა ტანისამოსის ჩაცმა და 12 საათის განმავლობაში აკრძალულია დაბანვა.

– 12 საათის შემდეგ გულდასმით დაიბანეთ საპნით, თბილი წყლით და გაიმშრალეთ.

– პრეპარატის გამოყენებამდე ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებში) აუცილებელია ცხვირის, პირისა და თვალების დაფარვა ხელსაწმენდით.

– მეძუძური ასაკის ბავშვებში საფენების შეცვლისას აუცილებელია განმეორებით დაუმუშავდეს დუნდულების მთელი არე.

– აუცილებლობის შემთხვევაში სახის კანი დამუშავდეს პრეპარატში დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით.

– დემოდეკოზის შემთხვევაში პრეპარტის შეზელვა ხდება სახის კანის დაავადებულ უბნებზე პრეპარატში დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით.

– მკურნალობის ხანგრძლივობა დემოდეკოზის დროს შეადგენს 1-2 კვირას.

გვერდითი მოვლენები:

სპრეგალი კარგად გადაიტანება. შესაძლებელია მსუბუქი წვის შეგრძნება, რაც სწრაფად გაივლის.

უკუჩვენებები:

ერთ-ერთი კომპონეტის ინდივიდუალური აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები:

სპრეგალის ერთი ბალონი საკმარისია სამი ადამიანის სამკურნალოდ.

უნდა ავიცილოთ პრეპარატის მოხვედრა თვალში და ლორწოვან გარსზე. პრეპარატის შემთხვევით თვალში მოხვედრისას აუცილებელია მისი გამორეცხვა თბილი წყლით.

ხელახალი დასნებოვნებისგან დაცვის მიზნით აუცილებელია ლოგინის თეთრეულის და ტანსაცმლის დამუშავება პრეპარატით A-პარი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ბალონი იმყოფება წნევის ქვეშ. დაიცავით მზის სხივების მოხვედრისა და 50 მეტი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან. არ ჩაჩხვლიტოთ და არ დაწვათ თუნდაც ცარიელი ბალონი.

სპორიმი – SPORIM – СПОРИМ

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ცეფოტრაქსიმი

მწარმოებელი: Pharmacare Int. Co./Pharmacare PLC Palestine Ramallah-St. Bitounia 3

შემადგენლობა:

ყოველი ფლაკონი შეიცავს 1 მგ ცეფოტაქსიმს.

მოქმედების მექანიზმი:

ავლენს ანტიმიკრობულ მოქმედებას ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირების ხარჯზე. აქვს მოქმედების ფართო სპექტრი. მაღალაქტიურია გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. გააჩნია სტაბილურობის მაღალი ხარისხი ბეტა-ლაქტამაზის თანდასწრებით.

ჩვენება:

  • ნაჩვენებია სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციების, შარდ–სასქესო სისტემის, კანის და რბილი ქსოვილების, ძვლების და სახსრების, გინეკოლოგიური ინფექციების, მუცლის ღრუს ორგანოების, ენდოკარდიტების, ბაქტერიული მენინგიტების, ბაქტერიემიის დროს, აგრეთვე პრე და პოსტოპერაციული პროფილაქტიკის დროს.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:

ორსულობის დროს მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის დროს. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ლაქტაციის პერიოდში, იმდენად, რამდენადაც პრეპარატი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

შეუთავსებელია ერთ შპრიცში ამინოგლიკოზიდების ხსნარებთან.

გვერდითი ეფექტები:

შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, და ალერგიული რეაქციები.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: გაურთულებელი ინფექციების შემთხვევაში შეჰყავთ ინტრამუსკულარულად 1 გრამი ყოველ 12 საათში. გართულებული ინფექციების დროს 1-2 გ ყოველ 8 საათში ინტრამუსკულურად.

პრე და პოსტოპერაციული პროფილაქტიკა: შეჰყავთ 1 გრამი ინტრამუსკულურად (30 წუთით ადრე ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ).

თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე მოზრდილ პაციენტებში, როცა კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია, გამოიყენება ერთჯერადი დოზის ნახევარი. შეყვანის ინტერვალი რჩება უცვლელი.

0-12 წლის ბავშვები: 50-100 მგ/კგ, გაყოფილი 2 მიღებაზე.

დღენაკლულ ბავშვებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 50 მგ/კგ-ს.

ხსნარის მომზადება:

1.    ინტრამუსკულური შეყვანისთვის პრეპარატი უნდა გაიხსნას 4 მლ ლიდოკაინის  1%-ან ხსნარში. ხსნარი შეყვანილი უნდა იქნას ღრმად კუნთში.

2.    ინტრავენური შეყვანისთვის პრეპარატი უნდა გაიხსნას 4 მლ საინექციო წყალში. შეყავთ ნელა 3-5 წუთის განმავლობაში.

3.    წვეთოვანი შეყვანისთვის პრეპარატს ხსნიან 40-100 მლ საინექციო წყალში ან საინფუზიო ხსნარში.

შენახვის წესები:

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C-ის. ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა: საინექციო ფხვნილი 1.0 გ ფლაკონში

ამპულა (ქსაილენი), რომელიც შეიცავს 5 მლ ლიდოკაინ HCL-ის 1%-ან ხსნარს.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეცეპტით.

სპლატი – SPLAT – СПЛАТ

მწარმოებელი: GEORGIAN PHARMACEUTICALS GROUP

მოქმედი ნივთიერება: მიკროწყალმცენარე სპირულინა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საშუალება იმუნიტეტისა და ბუნებრივი მიკროფლორის ნორმალიზაციისთვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 40 ც.

შემადგენლობა:

მიკროწყალმცენარე სპირულინა  …… 0.250 გრ.

მიკროწყალმცენარე “სპირულინა პლატენსის” წარმოადგენს ვიტამინების კომპლექსს: A, E, C, B1, B3, B5, B6, B12, მიკროელემენტებს: K, Na, Ca, Mg, Zn, Cu, Fe, ცილებს, ცხიმოვან მჟავებს, ნახშირწყლებს.

ასკორბინის მჟავა  ………………..  0.020 გრ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აუმჯობესებს ღვიძლის ბარიერულ ფუნქციას, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციური ფუნქციების ნორმალიზაციას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უშლის ჭარბი წონის დაგროვებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, აუმჯობესებს სხვადასხვა ორგანოების (თვალების, კუნთების, თმის, კანის, ძვლოვანი სისტემის) ფუნქციებს.

ჩვენება:

• ღვიძლის ბარიერული ფუნქციის, ლიმფური სისტემის და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციების  გაუმჯობესება;

• ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისაგან, ტოქსინებისგან;

• ნივთიერებათა ცვლის რეგულირება, ქოლესტერინის დონის შემცირება სისხლში;

• ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერება;

• ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის შევსება;

მიღების წესი და დოზირება:

დღიური დოზა პროფილაქტიკისათვის – 1-2 ტაბლეტი,  3-4 კვირის განმავლობაში.

მკურნალობა – 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.

უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი. პრეპარატი კარგად კომბინირდება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

შენახვის ვადა და პირობები:

3 წელი. ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

სპიროზინი – SPIROSIN – СПИРОЗИН

საერთაშორისო დასახელება:

CEFOTAXIME SODIUM

მწარმოებელი: FARAN LABORATORIES S.A.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი – ცეფალოსპორინების III თაობის ჯგუფიდან

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში: შეფუთვაში 1 და 6 ც.

1 ფლ.

ცეფოტაქსიმის ნატრიუმი …………..  1 გ

 

ვრცლად ბიოტაქსიმი

სპიგელონი – SPIGELON – СПИГЕЛОН

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გრიპის საწინააღმდეგო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

1 ტაბ.

Spigelia anthelmia D3  ………..       30 მგ

Atropa belladonna D3 …………       30 მგ

Bryonia cretica D3  ……………….    30 მგ

Gelsemium sempervirensD3 …….    30 მგ

Melilotus officinalis D3    …………… 30 მგ

Natrium carbonicum D3 …………… 30 მგ

Acidum silicicum D12  ………..        60 მგ

Thuja occidentalis D12  ……..        60 მგ

ჩვენებები:

  • სხვადასხვა წარმოშობის თავის ტკივილი, განსაკუთრებით ნერვულ ნიადაგზე, კისრისმიერი შაკიკი, კეფისა და სამწვერა ნერვის ნევრალგია, კონსტიტუციური თავის ტკივილი;
  • ციებ-ცხელების შედეგად გამოწვეული თავის ტკივილი;
  • როგორც დამხმარე თერაპია _ გრიპის, ანგინის, ალკოჰოლის გამოყენების შემდგომ და მენსტრუაციის წინა პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

მწვავე შემთხვევებში 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე. წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

არ არის დადგენილი.

უკუჩვენებები:

არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ აქვეითებს მძღოლების რეაქციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

სპეცილიდი – SPECILID – СПЕЦИЛИД

საერთაშორისო დასახელება:

NIMESULIDE

მწარმოებელი: SPECIFAR S.A.

მოქმედი ნივთიერება: ნიმესულიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება სულფონალიდების კლასიდან

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ნიმესულიდი …………….   100 მგ

 

ვრცლად სუარონი (დოზირება, მიღების წესი ინდივიდუალური)

Don`t copy text!