Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 462

სპემანი ფორტე – Speman Forte – Спеман Форте

ფარმაკოლოგიური ჯგუფი :

სქესობრივი ფუნქციის მარეგულირებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა :

ტაბლეტი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის პრეპარატს , რომლის შემადგენლობაში აქტიური ნივთიერებების სახით შედის :

ფხვნილები :

Orchis mascula …………………. 39 მგ

Lactuca scariola ………………… 10 მგ

Astercantha Longibolia ……….. 19 მგ

Mucuna pruriens ………………. 10 მგ

Suvarnavang ……………………. 10 მგ

ექსტრაქტები :

Parmelia perlata …………………  10 მგ

Argureria spesiosa ………………. 19 მგ

Tribulus terrestris ……………….  19 მგ

Leptadenia reticulate …………..  19 მგ

Rauwolfia serpentina

ალკალოიდების სტანდარტული სუმარული შემცველობა შეადგენს ………….. 1,5 მგ – ს .

აღწერილობა :

პრეპარატი წარმოადგენს სამკუთხედი ფორმის , მუქი ჟოლოსფერ შემოგარსულ ტაბლეტს .

ფარმაკოლოგიური თვისებები :

პრეპარატი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის კომპლექსურ პრეპარატს , რომელიც ხელს უწყობს სქესობრივი ფუნქციის ნორმალიზაციას .

ჩვენება :

დაჩქარებული ეაკულაციის დროს ;

ხანდაზმულობით გამოწვეული სასქესო ფუნქციის დარღვევა .

წინააღმდეგჩვენება :

* პრეპარატისა და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა .

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები .

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად 1-2 ტაბლეტის ოდენობით 3- ჯერ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში .

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი . შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია .

გაცემის რეჟიმი:

ურეცეპტოდ

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან   დაცულ ადგილას 10-დან 30 0C ტემპერატურაზე .

შეფუთვა:

ტაბლეტები №100 შეფუთვაში .

მწარმოებელი:

” ჰიმალაი დრაგი ”   ( ინდოეთი )

Makai, Bangalore 562 123, India

სპასკუპრელი – SPASCUPREEL – СПАСКУПРЕЕЛЬ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუნთების სპაზმის საწინააღმდეგო ჰომეოპათიური საშულება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50  და 250 ც.

 

1 ტაბ.

Colocynthis D4 ………………………….30 მგ
Ammonium bromatum D4 ……………30 მგ
Atropinum sulfuricum D6 ……………..30 მგ
Veratrum D6 …………………………….30 მგ
Magnesia Phosphorica D6 ……………30 მგ
Gelsemium D6 ………………………….30 მგ
Passiflora Incarnata D2 ……………….615 მგ
Agaricus D4 ……………………………..615 მგ
Chamomilla D3 …………………………615 მგ
Cuprum Sulphuricum D ……………….615 მგ
Aconitum D6 …………………………….60 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1.1 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Colocynthis D4 …………………………0.1 მლ
Ammonium bromatum D4 …………..0.1 მლ
Atropinum sulfuricum D6 …………….0.1 მლ
Veratrum D6 ……………………………0.1 მლ
Magnesia Phosphorica D6 ……………0.1 მლ
Gelsemium D6 …………………………0.1 მლ
Passiflora Incarnata D2 ………………0.05 მგ
Agaricus D4 …………………………….0.05 მგ
Chamomilla D3 ………………………..0.05 მგ
Cuprum Sulphuricum D6 ……………..0.05 მგ
Aconitum D6 ……………………………0.2 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი (კუჭის, ნაწლავების, ნაღვლის ბუშტის, საშვილოსნოს, შარდსადინარის), ქოლეცისტიტის, სპაზმი კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს;
  • სპასტიური კოლიტი, თირკმლის ჭვალი, დისმენორეა შარდის ბუშტის ტენეზმები;
  • ბრონქული ასთმის სხვადასხვა ფორმა და სპასტიური ბრონქიტი, ხორხის სპაზმი, მაგალითად ცრუ კრუპის და ყივანახველის დროს;
  • ბავშვებში კბილების ამოჭრისას, მუცლის ჭვალი, შაკიკი, კუნთების გადაძაბვა (მიალგიები, მიოგელოზები), მაგალითად ოსტეოქონდროზის დროს კუნთების რეფლექსური შეკუმშვა.

მიღების წესი და დოზირება:

სუბლინგვალური ტაბლეტები.

ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

მწვავე მდგომარეობისას თითო  ტაბლეტი 15 წუთში ერთხელ, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე წყლის მიყოლების გარეშე.

საინექციო ხსნარი

მწვავე მდგომარეობის დროს გარკვეული ხნის განმავლობაში ყოველდღე; ჩვეულებრივ – 1-3-ჯერ კვირაში ერთი ამპულა დღეში კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ დაგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

სპასკუპრელ ს – SPASCUPREEL S – СПАСКУПРЕЕЛЬ С

მწარმოებელი: HEEL,გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუნთების სპაზმის საწინააღმდეგო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

რექტალური სანთლები: შეფუთვაში 12, 60 და 120 ც.

1 სანთელი

Colocynthis D3 ……………………………     1.1 მლ

Ammonium bromatum D3 ………………..   1.1 მლ

Atropinum sulfuricum D5…………………..   1.1 მლ

Veratrum D5  ………………………………    1.1 მლ

Magnesia Phosphorica D6 ………………….  1.1 მლ

Gelsemium D5 ………………………………   1.1 მლ

Passiflora Incarnata D1 ……………………..  0.55 მგ

Agaricus D3 …………………………………..  0.55 მგ

Chamomilla D2 ………………………………   0.55 მგ

Cuprum Sulphuricum D50 …………………… 55 მგ

Aconitum D5 …………………………………… 2.2 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი (კუჭის, ნაწლავების, ნაღვლის ბუშტის, საშვილოსნოს, შარდსადინარის), კუნთების სპაზმი ქოლეცისტიტის, სპაზმი კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს;
  • სპასტიური კოლიტი, თირკმლის ჭვალი, დისმენორეა, შარდის ბუშტის ტენეზმები;
  • ბრონქული ასთმის სხვადასხვა ფორმა და სპასტიური ბრონქიტი, ხორხის სპაზმი, მაგალითად ცრუ კრუპის და ყივანახველის დროს;
  • ბავშვებში კბილების ამოჭრისას, მუცლის ჭვალი, შაკიკი, კუნთების გადაძაბვა (მიალგიები, მიოგელოზები), მაგალითად ოსტეოქონდროზის დროს კუნთების რეფლექსური შეკუმშვა.

მიღების წესი და დოზირება:

თუ სხვა დანიშნულება არ არის ერთი სანთელი 2-3-ჯერ დღეში;

მწვავე ტკივილებისას ერთი სანთელი საათში ერთხელ რექტალურად.

6 თვემდე ჩვილებისთვის 1/2 სანთელი ერთჯერადად.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

სპარფლო – SPARFLO – СПАРФЛО

საერთაშორისო დასახელება:

SPARFLOXACIN

მწარმოებელი:

Dr.Reddy,s Laboratories LTD., ინდოეთი.

შემადგენლობა:

ყოველი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს :

სპარფლოქსაცინი  ……………   200მგ

მოქმედების მექნიზმი:

სპარფლო (სპარფლოქსაცინი) წარმოადგენს ახალ სინთეზურ, ანტიმიკრობული პრეპარატების ქინოლინკარბოქსილური ჯგუფის ორალურად მისაღებ პრეპარტს. სხვა ქინოლონების მსგავასად სპარფლოს ანტიმიკრობული ეფექტი განპირობებულია დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ჰირაზის ინჰიბირებით, რომელიც ბაქტერიულ უჯრედებში აკონტროლებს სხვადასხვა დნმ-განპირობებულ ფუნქციებს.

In vitro აქტივობა:

სპარფლოს (სპარფლოქსაცინი) In vitro ანტიბაქტერიული აქტივობა აღმოჩნდა ციპროფლოქსაცინის აქტივობის მსგავსი, მაგრამ გაცილებით აქტიური გრამდადებითი კოკების, ენტრეოკოკების და სტაფილოკოკების მიმართ. მაგრამ ნაკლებ აქტიურია Pseudomonas aeruginosa-ს მიმართ.

სპარფლოს (სპარფლოქსაცინი) ანტიბაქტერიული აქტივობა გრამ-დადებითი ბაქტერიების მიმართ ზოგადად გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქინოლონებისა. Streptococcus pneumoniae-ს მიმართ მისი აქტივობა 4 და 8 ფოლდით უფრო მაღალია, ვიდრე  შესაბამისად ოფლოქსაცინისა და ციპროფლოქსაცინისა.

სპარფლოს (სპარფლოქსაცინი) მოქმედება გრამ-უარყოფითი ორგანიზმების მიმართ მსგავსია ციპროფლოქსაცინის აქტივობისა  და გაცილებით მაღალია ოფლოქსაცინთან, ენოქსაცინთან და ნორფლოქსაცინთან შედარებით. ამასთან ერთად Enterobacter and Acinetobacter spp, Pseudomonas cepacia, Xanthomonas maltophilla and flavobacterium spp,-ს მიმართ სპარფლო (სპარფლოქსაცინი) წარმოადგენს ყველაზე აქტიურ ქინოლონს.

სხვა ქინოლონებთან შედარებით სპარფლოს გააჩნია ყველაზე მძლავრი In vitro აქტივობა Micobacterium tuberculosis მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

სპარფლო (სპარფლოქსაცინი) კარგად შეიწოვება ორალური მიღების შემდეგ. პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 3-5 საათში. სპარფლო (სპარფლოქსაცინი) ფართოდ გადანაწილდება ორგანიზმში. სპარფლოს საშუალო გადანაწილების მოცულობა შეადგენს 4.5 ლ/კგ-ს.

სპარფლო (სპარფლოქსაცინი) კარგად დიფუნდირებს ქსოვილებში და ზედა და ქვედა რესპირატორული ტრაქტის სეკრეტებში, მინიმალური დამთრგუნველ კონცენტრაციაზე უფრო მეტი კონცენტრაციით  პათოგენური მიკროორგანიზმებისათვის.

სპარფლოს გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფილტვის სიმსივნე, სპარფლოს კონცენტრაცია ბრონქულ სეკრეტში და ფილტვის ქსოვილში ორჯერ და ხუთჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მისი  შრატისმიერი კონცენტრაცია პრეპარატის 400 მგ დოზით 5-8 საათის მიღების შემდეგ.

სპარფლოს (სპარფლოქსაცინი) ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი (1-2 საათი) საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას მხოლოდ ერთხელ დღეში. პრეპარტის დაახლოებით 60% გამოიყოფა არარენალური გზებით.

ჩვენებები:

• შეძენილი რესპირატორული ტრაქტის ინფექციები;

• მოზრდილთა პნევმონია, რომელიც გაპირობებულია საეჭვო ორგანიზმებით, მათ შორის Streptococcus pneumoniae;

• ქრონიკული ობსტრუქციული პულმონარული დაავადების გამწვავება;

• ქრონიკული ჩირქოვანი სინუსიტები;

• სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებები: გონორეა და ქლამიდიური ინფექციები;

• გასტროინტესტინალური-შიგელა და სალმონელოზური ინფექციები;

• საშარდე სისტემის ინფექციები: ურეთრიტი, ცისტიტი და პიელიტი;

• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: დაინფიცირებული ჭრილობები., აბსცესები, პიოდერმია, ცელულიტი, ფურუნკულოზი და ინფექციური დერმატიტი;

• ქირურგიული ინფექციები.

უკუჩვენენები:

* მომატებული მგრძნობელობა ქინოლონების მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* ქინოლონების გამოყენებით გაპირობებული ტენდინიტის არსებობა; ანამნეზში;

* ბავშვები;

* გლუკოზ-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას უკმარისობა.

მიღების წესები და დოზირება:

სპარფლოს (სპარფლოქსაცინი) ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე, უპირატესად დილით.

დოზები:

• ორი 200მგ-იანი ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით პირველ დღეს;

• ერთი 200მგ-იანი ტაბლეტი დღეში, შემდგომ დღეებში.

სიფრთხილის ზომები:

მკურნალობის განმავლობაში და პრეპარატის მოხსნიდან 3 დღის განმავლობაში პაციენტი უნდა მოერიდოს მზისა და ულტრაიისფერი სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. ტკივილის ან აქილევსის მყესის შესიების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყონებლივ უნდა ეცნობოს ექიმს ამის შესახებ.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

შესაძლებელია QT ინტერვალის უმნიშვენელო გახანგრძლივება (

გვერდითი მოვლენები:

სპარფლოს ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი არის დიარეა, აბდომინალური ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, კანის ალერგია და მომატებული მგრძნობელობა. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, შრატის ტრანსამინაზების გარდამავალი და ზომიერი გაზრდა.

შენახვის პირობები:

ინახება 25ºC-მდე ტემპერატურაზე. სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:

36 თვე.

გაცემის რეჟიმი:

რეცეპტით.

სპაზმოპრივ ფორტე – SPAZMOPRIV FORTE – СПАЗМОПРИВ ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

FENOVERINE

მწარმოებელი : Polipharm Co., Ltd  ნიდერლანდები

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭ-ნაწლავის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები; მიოტროპული სპაზმოლიზური საშუალებები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბ. 200 მგ 20 ც.

აქტიური კომპონენტი: ფენოვერინი 200 მგ კაფსულაზე.

სხვა არააქტიური კომპონენტები: კროსკარმელოზის ნატრიუმი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:

სპაზმოპრივ ფორტე შეიცავს ფენოვერინს. ფენოვერინი სპაზმოლიზური პრეპარატია, რომელიც მოქმედებს გლუვ მუსკულატურაზე. პრეპარატი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის), სანაღვლე სადინარებისა და ქალის სასქესო ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმების მოსახსნელად.

სპაზმოპრივ ფორტე გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

• მსხვილი ნაწლავის დარღვევები: მსხვილი ნაწლავის გაღიზიანება; მსხვილი ნაწლავის მწვავე, სპასტიური ანთება.

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: ღებინება, კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, დიაფრაგმული თიაქარი, საყლაპავის სპაზმები, საყლაპავის ანთება (საყლაპავის პეფსიური ანთება). კუჭზე ქირურგიული ოპერაციების შემდეგ მოტორიკის დარღვევა.

• გინეკოლოგიური დარღვევები: მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), ტკივილი და სპაზმები მენჯის არეში, მშობიარობის შემდგომი სპაზმების ჩათვლით.

მიღების წესები და დოზები:

სპაზმოპრივ ფორტეს კაფსულები მიიღება ჭამის დროს, მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით

პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

მოზრდილები:

თითო კაფსულა დღეში ორჯერ ჭამის დროს არაუმეტეს 6 კვირის განმავლობაში. ექიმის დანიშნულების თანახმად დოზა შესაძლოა გაიზარდოს თითო კაფსულამდე დღეში სამჯერ

ხანდაზმული ასაკი:

ხანდაზმულმა პაციენტებმა არ უნდა გადააჭარბონ სტანდარტულ დოზას – 1 კაფსულა დღეში ორჯერ ჭამის დროს არაუმეტეს 6 კვირის განმავლობაში. სპაზმოპრივ ფორტე სიფრთხილით ინიშნება 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში (ასევე იხ.: სიფრთხილის ზომები სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენებისას).

ბავშვები (12-18 წლის):

დოზის რეგულირება საჭირო არ არის, ჩვეულებრივ ინიშნება მოზრდილებისათვის რეკომენდებული სტანდარტული დოზა.

ბავშვები (12 წლამდე):

12 წლამდე ასაკის ბავშვებში სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. ნაწილი: როდის არ შეიძლება სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება).

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება არ შეიძლება (იხ. ნაწილი: როდის არ შეიძლება სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება).

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება არ შეიძლება (იხ. ნაწილი: როდის არ შეიძლება სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება).

ჰიპერთერმია:

ანამნეზში ჰიპერთერმიის არსებობის შემთხვევაში სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება არ შეიძლება (იხ. ნაწილი: როდის არ შეიძლება სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება).

ქრომოსომული მიოპათია:

ქრომოსომული მიოპათიის შემთხვევაში სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება არ შეიძლება (იხ. ნაწილი: როდის არ შეიძლება სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება).

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები:

• ზეგავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე: დიარეა, უსიამოვნო გემო პირში. ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ 24-48 საათში გადის, პრეპარატის მოხსნა საჭირო არ არის.

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

• ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე;

• ზეგავლენა საშარდე სისტემაზე: შარდის გამუქება,

• ზეგავლენა ჩონჩხ-კუნთოვან სისტემაზე: კუნთების ტკივილი (მიალგია), კუნთების შექცევადი დისტროფია (ჩინჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი).

იშვიათ შემთხვევებში არსებობს ცნობები კუნთების შექცევადი დისტროფიის (ჩინჩხის კუნთების მწვავე ნეკროზის) შესახებ. ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი აღინიშნება ერთ ან რამდენიმე ფაქტორთან ერთად: ხანდაზმული ადამიანები (65 წელზე უფროსი) და/ან ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმით (ღვიძლის კიბო, ღვიძლის ციროზის ბოლო სტადია). პაციენტებში გენეტიკური მიდრეკილებით ავთვისებიანი ჰიპერთერმიის ან მიოგლობინურიის (შარდში მიოგლობინის არსებობა) მიმართ, ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზის განვითარების მაღალი რისკი არსებობს.

თუ პაციენტს აღენიშნა კუნთების ტკივილი, შარდის გამუქება ან სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

უკუჩვენება:

როდის არ შეიძლება სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება

* ალერგიული რეაქციები ან ჰიპერმგრძნობელობა ფენოვერინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

* ღვიძლის არსებული (ან ადრე არსებული) ქრონიკული დაავადებები (ღვიძლის ციროზი, მწვავე ჰეპატიტი, ალკოჰოლური ჰეპატიტი, ალკოჰოლის ხანგრძლივად ბოროტად გამოყენება ან ღვიძლის კიბო);

* არსებული (ან დაავადების ისტორიაში აღნიშნული) ჰიპერთერმია (ტემპერატურის ანომალიური მომატება) ანესთეზიის დროს, ან ჰიპერთერმია ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;

* ქრომოსომული მიოპათია

* თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა);

* ორსულობისა და ლაქტაციის დროს (იხ. ასევე ნაწილი ორსულობა და ლაქტაცია);

* 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს და შესაბამისად მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის

განსაკუთრებული მითითებები:

• კუნთების გაურკვეველი წარმოშობის ტკივილის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და აუცილებლია ექიმთან კონსულტაცია;

• 60 წელზე უფროსი ასაკი;

• სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:

როგორც ცნობილია, სპაზმოპრივ ფორტე არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვაზე ან მექანიზმებთან მუშაობაზე. მაგრამ, თუ ავადმყოფს აღენიშნება თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება, ან სხვა გვერდით მოვლენები, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, მან უნდა შეწყვიტოს მუშაობა და აუცილებლად მიმართოს ექიმს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სპაზმოპრივ ფორტეს ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

სპაზმოპრივ ფორტე შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. ლაქტოზაზე ალერგიის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

ჭარბი დოზირება:

დღემდე ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

თუ პაციენტს დაავიწყდა სპაზმოპრივ ფორტეს მიღება:

სპაზმოპრივ ფორტეს მიღების დავიწყების შემთხვევაში, რეკომენდებული დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. თუ პაციენტმა ერთი მიღება გამოტოვა და მოახლოვებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მან ერთი დოზა უნდა მიიღოს და გააგრძელოს შეფუთვაზე მითითებული გრაფიკის დაცვა. გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება. თუ პაციენტმა პრეპარატის რამდენიმე დოზა გამოტოვა, მან უნდა მიმართოს ექიმს. ექიმი პრეპარატით მკურნალობის ახალ კურსს დაუდგენს.

თუ პაციენტმა სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება შეწყვიტა:

სიმპტომების გავლის შემთხვევაშიც კი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა არ შეიძლება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სპაზმოპრივ ფორტესთან ერთად რეკომენდებული დოზებით სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას ურთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის. მაგრამ, სპაზმოპრივ ფორტესთან ერთად სხვა პრეპარატების გამოყენების თაობაზე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ვარგისიანობის ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

სპაზმოლექსი – SPAZMOLEX – СПАЗМОЛЕКС

მწარმოებელი: GENOM BIOTECH

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიოტროპული სპაზმოლიტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 4 ტაბ, შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი ……………………………………..    500 მგ

დიციკლამინის ჰიდროქლორიდი ………………..    10 მგ

დექსტროპროპოქსიფენის ჰიდროქლორიდი ……..   4 მგ

ჩვენებები:

სხვადასხვა ეთიოლოგიის ტკივილის სინდრომი.

დოზირება:

სპაზმოლექს ნიშნავს ექიმი. თუ სხვა სქემა არ არის შეთავაზებული ჩვეულებრივ მიიღება 1 ტაბლეტი 1–3–ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლიობა განისაზღვრება ინდივიდულაურად და დამოკიდებულია დაავადების მიმიდინარეობაზე.

განსაკუთრებული მითითები:

ჭარბმა დოზამ და ხანგრძლივმა გამოყებებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება, ასევე ტოლერანტობა. ხანდაზმულებში საჭიროა დოზის კორექცია. სიფრთხილით მიიღება ფილტვების ქრონიკული დაავადებებისას, ასთმის, ალერგიის დროს. ხანგრძლივი მიღებისას საჭიროა პერიფერიული სისხლის კონტოლი. გარემოს მაღალი ტემპერატურისას ანტიქოლინერგული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სითბური გამოფიტვა (ჰალუცინაციები და სითბური დარტყმა იწვევს ოფლის გამოყოფის დაქვეითებას).

დიარეა შეიძლება იყოს ადრეული სიმპტომი ნაწლავის ნაწილობრივი გაუვალობისა, განსაკუთრებით ავადმყოფებში ილეოსტომით ან კოლოსტომით.

დიარეის მკურნალობა ამ პრეპარატით არ არის სწორი. პარკინსონიზმით დაავადებულებში შესაძლოა ოფლიანობის მომატება და სალივაცია. სპაზმოლექსის მიღებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. პრეპარატის მიღება უარყოფითად მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში სამუშაოს შესრულებისას.

გვერდითი მოქმედება:

პირის სიმშრალე, წყურვილი, გაძნელებული ყლაპვა, აკომოდაციის დარღვევა და ფოტოფობია, ჰიპერტენზია, თვალშიგა და ქალასშიგა წნევის მომატება. ტრანზიტორული ბრადიკარდია შემდგომი ტაქიკარდიით, გახშირებული გულისცემა და არითმია, ტენეზმები მოშარდვის სურვილით, კუჭ–ნაწლავის სისტემის მოძრაობითი აქტიობის დაქვეითება ყაბზობამდე, პერიოდული გულისრევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. შესაძლებელია გულძმარვა, გულისრევა, ძილიანობა, გონების არევა, თავბრუსხვევა, განწყობის ცვლილება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, თავის ტკივილი, საშარდე და სანაღვლე გზების სპაზმი, გაძლიერებული ოფლიანობა, სისხლის მოწოლა სახეზე. მკერდის ძვლის უკან ტკივილი (შესაძლებელია გამოწვეული იყოს კუჭის რეფლექსის მომატებით), ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; სისხლწარმომქმნელი სისტემის დარღვევა, თრომბოციტოპენიით, ანემიით.

უკუჩვენებები:

კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ღვიძლისა და თირკმელების გამოხატული დაღღვევა, ობსტრუქციული უროპათია, გლაუკომა, ადჰეზია ფერად გარსსა და ბროლს შორის , ტაქიკარდია, სტენოკარდია, ჰემორაგიული ინსულტი, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადება (ახალაზია, პილოროდუოდენალური სტენოზი, პილორული ობსტრუქცია, კარდიოსპაზმი), ატონია და ნაწლავის გაუვალობა ხანდაზმულებში, პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა , ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი.

ურთიერთქმედება:

სპაზმოლექსს შეუძლია მონოამინოოქსიდაზების ეფექტის გაძლიერება (იმიპრამინი, ამიტრიპტილინი), სედატიური საშუალებები (ნატრიუმის ბრომიდი, ვალერიანის ნაყენი,

ეთილის სპირტი. ერთდროული მიღებისას ბარბიტალთან, ფენობარბიტალთან, რიფამპიცინთან იზრდება ჰეპატოტოქსიურობის რისკი. სიგანი აძლიერებს ანტიკოაგულანტების (ფენილინი, სინკუმარი) მოქმედებას.

ჭარბი დოზირება:

კანისა და ლორწოვანის სიმშრალე. დარღვევები კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ტკივილი მუცელში), თვალშიგა წნევის მომატება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება, შარდის შეკავება.

მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა. კუჭის ამორეცხვა, მარილოვანი საფაღარათოს გამოყენება. პარაცეტამოლის ანტიდოტი – აცეტილცისტეინი (10% ხსნარი 5 მლ). ანტიდოტი დექსტროპროპოქსიფენის ჰიდროქლორიდი – ნალორფინის ჰიდროქლორიდი (0.5% ხსნარი – 1–2 მლ). სიმპტომატური თერაპია.

სპაზმალგონი (ტაბლეტები) – SPASMALGON – СПАЗМАЛГОН

საერთაშორისო დასახელება:

METAMIZOLE SODIUM; PITOFENONE; FENPIVERINIUM BROMIDE

მწარმოებელი: BALKANPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: მეტამიზოლი ნატრიუმის+პიტოფენონი+ფენპივერინის ბრომიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური და ანალგეზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

მეტამიზოლის ნატრიუმის მარილი …….    500 მგ

პიტოფენონის ჰიდროქლორიდი ………….     5 მგ

ფენპივერინის ბრომიდი ………………………  0.1 მგ

დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, ხორბლის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სპაზმალგონი წარმოადგენს პრეპარატს, კარგად გამოხატული სპაზმოლიზური და ანალგეზიური თვისებებით. იგი მოქმედებს არასიმპათიკური ნერვების დაბოლოებებზე და იწვევს კუჭის, ნაწლავების, სანაღვლე და საშარდე გზების გლუვი მუსკულატურის ტონუსისა და მოტორიკის დაქვეითებას, მეტამიზოლს (ანალგინი) ახასიათებს ანალგეზიური, სიცხის დამწევი და ანთებისაწინააღმდეგო თვისებები.

პიტოფენონის ჰიდროქლორიდს გააჩნია პაპავერინის მსგავსი მიოტროპული მოქმედება, რომლის მიხედვითაც იგი ავლენს გამოხატულ სპაზმოლიზურ აქტივობას გლუვ კუნთოვან ქსოვილებსა და სისხლძარღვებზე.

ფენპივერინის ბრომიდი ქოლინომაბლოკირებელი თვისებების გამო დამატებით აქვეითებს გლუვი კუნთების ტონუსს და პერისტალტიკას.

პრეპარატის სამი კომპონენტის შერწყმა იწვევს მათი ფარმაკოლოგიური თვისებების გაძლიერებას.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური და ანალგეზიური საშუალება სუსტად ან ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომის მოსახსნელად, როგორიცაა:

  • თირკმლის ჭვალი;
  • შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის სპაზმები;
  • ქოლელითიაზი, სანაღვლე გზების დისკინეზია;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სპაზმები;
  • პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი;
  • ქრონიკული კოლიტი;
  • დისმენორეა;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ტკივილი;
  • როგორც დამატებით საშუალებას იყენებენ ტკივილის შესამცირებლად ქირურგიული და დიაგნოსტიკური ჩარევების დროს;
  • პრეპარატს იყენებენ აგრეთვე მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობის სახით სახსრების ტკივილის, ნევრალგიის, იშიალგიის და მიალგიის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ინიშნება 1-2 ტაბ. 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, სითხესთან ერთად.

პრეპარატის დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 5 დღეს.

პრეპარატის დღეღამური დოზის გაზრდა ან მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პირაზოლონის წარმოებულების მიმართ;

* ტაქიარითმია;

* გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;

* გულის იშემიური დაავადება;

* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

* წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია;

* ჰემატოლოგიური დაავადებები;

* გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდოგენაზის დეფიციტი;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითბები:

პრეპარატი გავლენას ახდენს ფსიქომოტორული რეაქციებზე, რის გამოც იგი სიფრთხილით ენიშნებათ ალკოჰოლთან და ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების პრეპარატებთან ერთად.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ჰიპოტონია.

 

– სპაზმალგონის კომბინაცია სხვა არანარკოტიკულ ანალგეზიურ საშუალებებთან იწვევს ტოქსიკური ეფექტების გაძლიერებას.

– მეტამიზოლის ტოქსიკური ეფექტების გაძლიერებას იწვევს მისი კომბინაცია ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან და ალოპურინოლთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სპაზმალგონი (საინექციო) – SPASMALGON – СПАЗМАЛГОН

საერთაშორისო დასახელება:

METAMIZOLE SODIUM; PITOFENONE; FENPIVERINIUM BROMIDE

მწარმოებელი: SOPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის მეტამიზოლი+ფენპივერინის ბრომიდი+პიტოფენონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური და ანალგეზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლნ და 5 მლ,

შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ნატრიუმის მეტამიზოლი ……….        500 მგ

ფენპივერინის ბრომიდი ………..           2 მგ

პიტოფენონის ჰიდრობრომიდი …..   0.02 მგ

 

ვრცლად სპაზმალგონი (დოზირება, მიღების წესი განსხვავებული)

სოფრადექსი – SOFRADEX – СОФРАДЕКС

საერთაშორისო დასახელება:

FRAMYCETIN; CRAMICIDIN; DEXAMETHASONE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები ყურის/თვალის: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

ფრამიცეტინის სულფატი …………     5 მგ

გრამიციდინი …………………………  50მკგ

დექსამეტაზონი …………………….   500 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლითიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ფენილეთილის სპირტი, მეთილირებული სპირტი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფრამიცეტინის სულფატი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს. იგი მიკრობული უჯრედის ცილს სინთეზის დარღვევით რიბოსომების დონეზე მოქმედებს ბაქტერიციდულად. ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი. აქტიურია გრამდადებითი (სტაფილოკოკები, პნევმოკოკები და სხვა) და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (ნაწლავის ჩხირი, დიზენტირიის ჩხირი, პროტეუსი) მიმართ.

ნაკლებად ეფექტურია სტეროპტოკობების მიმართ. არ მოქმედებს პათოგენურ სოკოებზე, ვირუსებზე, ანაერობულ ფლორაზე. მიკროორგანიზმების მდგრადობა ფრამიცეტინის სულფატის მიმართ ვითარდება ნელა.

გრამიციდინს ახასიათებს ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტატური მოქმედება. აქტიურია სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ანაერობული ინფექციის გამომწვევების და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ.

დექსამეტაზონი გლუკოკორტიკოსტეროიდია. მას არ ახასიათებს მინერალოკორტიკოიდული აქტივობა. იგი პრაქტიკულად არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში. პრეპარატს ახასიათებს ძლიერად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელი და იმუნოდეპრესიული მოქმედება. დექსამეტაზონი ანთების მედიატორების გამონთავისუფლების ბლოკირებით, ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციით პოხიერი უჯრედების მიგრაციის და კაპილარების განვლადობის დაქვეითებით აფერხებს ანთებითი პროცესების განვითარებას.

ჩვენებები:

  • თვალის ანთებითი ბაქტერიული დაავადებები – ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი (ეპითელიუმის დაზიანების გარეშე), ირიდოციკლიტი, სკლერიტი, ეპისკლერიტი, ქუთუთოს კანის ინფიცირებული ეგზემა.

მიღების წესი და დოზირება:

თვალის დაავადების დროს: მსუბუქად მიმდინარე ინფექციური პროცესის დროს პრეპარატის 1-2 წვეთს იწვეთებენ კონიუნქტივურ პარკში ყოველ 4 სთ-ში. მძიმე ინფექციური პროცესის განვითარების შემთხვევაში – ყოველ 1 სთ-ში.

ანთებითი პროცესების შემცირების შემთხვევაში მცირდება სოფრადექსის ჩაწვეთების სიხშირეც.

ყურის დაავადებების დროს: 2-3 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, გარდა აშკარად ანთებითი დინამიკით მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში (გლუკოკორტიკოიდი ნიღბავს ფარულად მიმდინარე ინფექციებს, ხოლო პრეპარატის ანტიმიკრობული კომპონენტების ხანგრძლივი გამოყენება ხელს უწყობს მდგრადი ფლორის წარმოქმნას).

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქცია: ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, წვა, ტკივილი, ქავილი, დერმატიტი.

– პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებით (1 თვეზე მეტი ხნით) მისი კონიუნქტივურ პარკში ჩაწვეთებით (დექსამეტაზონთან ერთად) შესაძლებელია თვალშიდა წნევის მომატება და სუბკაფსულური კატარაქტის წარმოქმნა, რქოვანას გათხელება (რქოვანას ან სკლერის გათხელებით მიმდინარე დაავადებების დროს).

– შესაძლებელია აგრეთვე მეორადი ინფექციის განვითარება, რომელიც აღინიშნება ანტიბაქტერიული და გლუკოკორტიკოიდების შემცველი კომბინირებული პრეპარატების მიღების შემდეგ.

– რქოვანას სოკოვანი ინფექციები ხშირად ვითარდება სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების დროს. აღნიშნული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების შედეგია რქოვანაზე შეუხორცებელი წყლულების წარმოქმნა, რომელიც სოკოვანი ინფექციის განვითარებაზე მეტყველებს.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მასში შემავალ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ვირუსული (მათ შორის ჰერპესით გამოწვეული) ან სოკოვანი ინფექციები, ტუბერკულოზი, თვალების ჩირქოვანი ანთება, ტრაქომა;

* დაფის აპკის პერფორაცია (ოტოტოქსიკურობის განვითარების რისკი);

* ორსულობა და ლაქტაცია;

* რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევა და სკლერის გათხელება (შესაძლებელია თვალის გარსის პერფორაცია);

* პრეპარატის მაღალი დოზები სიფრთხილით ენიშნებათ ბავშვებს ადრეულ ასაკში და ძუძუთი კვების დროს;

* ბავშვებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებით შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სოფრადექსი შეიცავს ფრამიცეტინის სულფატს, რომელიც წარმოადგენს ამინოგლიკიზოდების ჯგუფის ანტიბიოტიკს და ხასიათდება ნეფრო და ოტოტოქსიკურობით. ამიტომ პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენების დროს იგი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებს.

◄ პრეპარატის თვალში ჩაწვეთებისას შესაძლებელია მხედველობის დაბინდვა, რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთაც მუშაობა უხდებათ მანქანა-დანადგარებთან.

◄ სოფრადექსის ინექციები თვალში ნებადართული არ არის.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია მის მიერ გამოწვეული საერთო სისტემური ეფექტების განვითარება.

მკურნალობა _ სიმპტომური.

სხვა წამლებთან ურთირეთქმედება:

სოფრადექსის დანიშვნა სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად, რომლებიც ხასიათდებიან ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედებით (სტრეპტომიცინი, მონომიცინი, კანამიცინი, გენტამიცინი) ნებადართული არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სოფანაქსი – SOPHANAX – СОФАНАКС

საერთაშორისო დასახელება:

ALPRAZOLAM

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ალპრაზოლამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ანქსიოლიზური სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ალპრაზოლამი ……………  0.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის დოკუზატი, ნატრიუმის ბენზოატი, ხორბლის სახამებელი, ლაქტოზა, ავიცელ pH 101 ტალკი, კოლოიდური დიოქსიდი კაჟბადის, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოფანაქსის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებზე მოქმედების შედეგად გამაამინოერბომჟავას (გაემ) რეცეპტორების აქტივაციასთან; შედეგად ცნს-ში გროვდება ნერვული იმპულსების შემაკავებელი მედიატორი _ გაემ-ი. სოფანაქსი ავლენს ანქსიოლიზურ, ტრანკვილიზურ, ანტიკონვულსურ, სედატიურ, მიორელაქსაციურ გავლენას.

ჩვენებები:

  • შფოთიანი აშლილობა;
  • დეპრესიულ-შფოთიანი შერეული ტიპის აშლილობა;
  • პანიკური აშლილობა აგაროფობიით ან მის გარეშე.

მიღების წესი და დოზირება:

სოფანაქსით მკურნალობის დოზირებას და ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 0.250-0.500 მგ-ს (1/2-1 ტაბლეტი) 2-3-ჯერ  დღეში, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. დოზა უნდა გაიზარდოს არა უმეტეს 1 მგ-ით 3-4 დღეში ერთხელ. საშუალო თერაპიული დოზა ვარირებს 1.5-4 მგ-მდე დღე-ღამეში და რამდენიმე მიღებაზე ნაწილდება.

მაქსიმალური დღიური დოზა უფროსებისათვის 4 მგ-ს შეადგენს; სოფანაქსი მიიღება ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. პანიკური აშლილობის დროს დოზა შეიძლება ვარირებდეს 1 მგ-და 10 მგ-მდე, საშუალო დოზა შეადგენს დაახლოებით 5-6 მგ-ს დღე-ღამეში. წამლის მიღება იწყება დაბალი დოზებით, გვერდითი მოვლენების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები ვითარდება მკურნალობის დასაწყისში და ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის გაგრძელების და დოზის შემცირების დროს. სხვა ბენზოდიაზეპინების მსგავსად ყველაზე ხშირად გვხვდება ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, უძილობა, დეპრესია, ჰიპერაგზნებადობა, შფოთვა, ტრემორი. მეხსიერებისა და კოორდინაციის დარღვევა, სხეულის მასის ცვლილება, კუნთების სისუსტე, პირის სიმშრალე, ფაღარათი ან შეკრულობა, გულისრევა, ღებინება, პულსის გახშირება, არტერიული წნევის დაქვეითება, სიყვითლე, მენსტრუალური ციკლისა და სექსუალური ფუნქციის დარღვევა, შარდის შეკავება და თირკმლის ფუნქციური ტესტების ცვლილება, თვალშიდა წნევის მომატება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა სოფანაქსის შემადგენელი კომპონენტების ან ბენზოდიაზეპინების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ;

* Myasthenia gravis

* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

* ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია:

* არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ღვიძლის და თირკმლის დაავადებების მქონე პირებში საჭიროა უსაფრთხოების რუტინული ზომის მიღება – დოზის შემცირება.

◄ სოფანაქსის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარება (განსაკუთრებით ალკოჰოლიკებში და ნარკომანებში).

◄ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში სოფანაქსის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

◄ თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატით მკურნალობის უეცარ შეწყვეტას;

დღიური დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს და ისიც მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

◄ პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ხორბლის სახამებელს, რაც საფრთხეს  წარმოადგენს გლუტენური ენტეროპათიის (ხორბლის მარცვლებში შემავალი ცილა გლუტენის აუტანლობა) მქონე პირებისთვის.

◄ გასათვალისწინებელია, რომ ყოველი რეკომენდებული დოზა შეიცავს 0.03 გ-მდე ლაქტოზას.

◄ პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ სოფანაქსს, რეკომენდებულია უარი თქვან ავტომობილის მართვასა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობაზე, ვინაიდან პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუ.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების პირველი ნიშნებია: ძილიანობა, დაბნეულობა, კოორდინაციის დარღვევა და რეფლექსების შენელება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა პირღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა.

მნიშვნელოვანია სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემების მუდმივი მონიტორინგი.

მკურნალობა: ინტრავენურად საინფუზიო ხსნარების შეყვანა; სოფანაქსის ეფექტების გასანეიტრალებლად შეიძლება ფლუმაზენილის გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სოფანაქსის მოქმედება ძლიერდება სხვა ფსიქოტროპულ, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტიჰისტამინებთან და ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენების დროს.

– არ არის რეკომენდებული ციმეტიდინთან და მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან (მაგალითად, ერითრანთან) ერთდროული გამოყენება. ვინაიდან ისინი აქვეითებენ პრეპარატის ელიმინაციას და არსებობს მისი ორგანიზმში დაგროვების საშიშროება.

– სოფანაქსი აძლიერებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მოქმედებას (იმოპრამინი, დეზიპრამინი).

– სოფანაქსის და ფლუოქსეტინის, პროპოქსიფენის, ნეფაზოდონის, ფლუვოქსამინის, სერტრალინის, პაროქსეტინის (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი), ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების,  კეტოკონაზოლისა და იტრაკონაზოლის (სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები) გამოყენების დროს შესაძლებელია სოფანაქსის მოქმედების და გვერდითი მოვლენების გაძლირება.

– ამ ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, სოფანაქსს შეუძლია ერგოტამინთან (შაკიკის სამკურნალო საშუალება), ციკლოსპორინთან (იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალება), ამიოდარონთან (ანტიარითმიული საშუალება), ნიკარპინთან, ნიფედიპინთან (ჰიპოტენზიური საშუალება) ურთიერთქმედება, რამაც შეიძლება არასასურველი რეაქციები გამოიწვიოს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!