Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 463

სოფამეტი – SOPHAMET – СОФАМЕТ

საერთაშორისო დასახელება:

METFORMIN

მწარმოებელი: SOPHARMA

მოქმედი ნივთიერება: მეტფორმინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოგლიკემიური საშუალება,ბიგუანიდები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

მეტფორმინი ……..  850 მგ

1 ტაბ.

მეტფორმინი ……..  500 მგ

 

ვრცლად გლუკოფაგი (დოზირება ინდივიდუალური)

სოსტატინი – SOSTATIN – СОСТАТИН

საერთაშორისო დასახელება:

KETOCONAZOLE

მწარმოებელი: FARAN LABORATORIES S.A.

მოქმედი ნივთიერება: კეტოკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

კეტოკონაზოლი …………..  200 მგ

 

ვრცლად ნიზორალი (ტაბლეტები)

სორბიფერ® დურულესი® – SORBIFER® DURULES® – СОРБИФЕР® ДУРУЛЕС®

საერთაშორისო დასახელება:

FERROUS SULFATE; ASCORBIC ACID

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: რკინის სულფატი+ასკორბინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 50 ც.

1 ტაბ.

რკინის სულფატი …………….     320 მგ

მათ შორის რკინა …………..       100 მგ

ასკორბინის მჟავა …………..         60 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პოვიდონი, პოლიეთილიენის ფხვნილი, კარბომერს 934P, მაგნიუმის სტეარატი, მყარი პარაფინი, ჰიპრომელოზა მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რკინის სულფატი აღადგენს ორგანიზმში რკინის დეფიციტს. II ვალენტიანი რკინის იონების პროლონგირებული (6 სთ-ის განმავლობაში) გამონთავისუფლება სორბიფერ დურულესის ტაბლეტებიდან ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის იონების კონცენტრაციის არასასურველ მომატებას და მის გამაღიზიანებელ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე. ასკორბინის მჟავა აუმჯობესებს პრეპარატის აბსორბციის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჩვენებები:

  • რკინადეფიციტური ანემია, რკინის დეფიციტი, პროფილაქტიკის მიზნით ორსულობის დროს და სისხლის დონორებში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები და მოზარდები: 1 ტაბლეტი დილით და საღამოს.

რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებისათვის, საჭიროებისამებრ, შეიძლება დოზის მომატება 3-4 ტაბლეტამდე დღეში, ორ მიღებაზე (დილით და საღამოს).

ორსულობის დროს:

პროფილაქტიკა: 1 ტაბლეტი დღეში.

სამკურნალო დოზა: 1 ტაბლეტი დილით და საღამოს.

არ შეიძლება ტაბლეტის გაყოფა ან დაღეჭვა. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად და დააყოლოთ არანაკლებ ნახევარი ჭიქა სითხე. არ შეიძლება ტაბლეტების მიცემა ავადმყოფისათვის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჰემოგლობინის ოპტიმალური დონის მიღწევამდე. დეპოს შემდგომი შევსებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება კიდევ 2 თვის განმავლობაში. ინდივიდუალური ხანგრძლივი

თერაპია (მუდმივი ან შესვენებებით) ხშირად ნაჩვენებია ავადმყოფებისთვის რკინის მნიშვნელოვანი რეგულარული დანაკარგით (მაგალითად, უხვი მენსტრუაციის დროს).

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტების სიხშირე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ იზრდება დოზის მომატებასთან ერთად და შეადგენს 7- 20%-ს დოზირებისას 100-400 მგ-მდე დღეში.

ხშირი (>1/100): კუჭ–ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ტკივილი მუცელში, ყაბზობა, ფაღარათი.

იშვიათი (კუჭ–ნაწლავის მხრივ: საყლაპავი მილის წყლულოვანი დაზიანება, საყლაპავი მილის სტენოზი.

კანის საფარის მხრივ: გამონაყარი.

უკუჩვენებები:

* საყლაპავი მილის სტენოზი და/ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციული ცვლილებები;

* მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი არააქტიური ინგრედიენტის მიმართ;

* ჰემოსიდეროზი;

ორსულობა და ლაქტაცია:

სორბიფერ დურულესის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ რკინის პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ბავშვების მოწამვლა.

♦ რკინის პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლის გამუქება.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: სორბიფერ დურულესი არ მოქმედებს ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ან ეს გავლენა უმნიშვნელოა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ტკივილი მუცელში, ღებინება და ფაღარათი (ხანდახან სისხლით), გაუწყლოვება, აციდოზი, ძილიანობა და შოკი.

ავადმყოფის მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ უსიმპტომო პერიოდიდან 6-24 საათის შემდეგ სიმპტომები შეიძლება განახლდეს: კოაგულოპათია, გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი (გულის უკმარისობა მიოკარდიუმის დაზიანების გამო), ჰიპერთერმია, ჰიპოგლიკემია, ღვიძლის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა, კუნთების კრუნჩხვები, კომა. შემდგომში შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და პილოროსტენოზი; სეპტიცემია, რომელიც გამოწვეულია Iersinia enterocolitica-თი; ნაწლავების პერფორაციის რისკი.

მკურნალობა: ჩვენების შემთხვევაში – მიეცით რძე და გამოიწვიეთ ღებინება (რაც შეიძლება ჩქარა). შემდეგ საჭიროებისამებრ, ავადმყოფს ამოურეცხეთ კუჭი 2გ/ლ კონცენტრაციის დეფეროქსამინით, შემდეგ დეფეროქსამინის 5 გ უნდა გაიხსნას 50-100 მლ წყალში და ეს ხსნარი უნდა დარჩეს კუჭში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ერთდროული გამოყენებისას, სორბიფერ დურულესს შეუძლია შეამციროს ენოქსაცინის, კლოდრონატის, გრეპაფლოქსაცინის, ლევოდოფას, ლევოფლოქსაცინის, მეთილდოფას, პენიცილამინის, ტეტრაციკლინების და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეწოვა.

– პრეპარატ სორბიფერ დურულესის და, ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის კარბონატის შემცველი ანტაციდური პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს რკინის შეწოვა.

– პრეპარტ სორბიფერ დურულესის და ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას შორის საჭიროა მაქსიმალურად შესაძლებელი დროის დაცვა.

– რეკომენდებული დროის მინიმალური ინტერვალი პრეპარატთა მიღებას შორის შეადგენს 2 საათს, გარდა ტეტრაციკლინისა, როდესაც მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 3 საათი.

– სორბიფერ დურულესი არ უნდა დაინიშნოს შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში: ციპროფლოქსაცინი, დოქსიციკლინი, ნორფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

სოპრალი – SOPRAL – СОПРАЛ

საერთაშორისო დასახელება:

OMEPRAZOLE

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ომეპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

1 ტაბ.

ომეპრაზოლი ……………    20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კრისტალური შაქარი, ხორბლის სახამებელი, ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, დინატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, ფტალატ ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, დიეთილფტალატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ომეპრაზოლი წარმოადგენს H+– K+ ატფ-ზას სისტემის (ე.წ. `პროტონულიტუმბო~) ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს H+– K+ -ატფ-ზას აქტივობას კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტული უჯრედების მემბრანებში და ამ გზით თრგუნავს კუჭის წვენის სეკრეციის საბოლოო სტადიას.

ჩვენება:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული;
  • გასტროეზოფაგალური რეფლუქსი;
  • ეროზიული ეზოფაგიტი;
  • ჰიპერსეკრეტორული გასტრიული მდგომარეობები (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, მრავლობითი ენდოკრინული ადენომა, სისტემური მასტოციტოზი);

მიღების წესი და დოზირება:

დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

12-გოჯა ნაწლავის წყლული: 20-40 მგ ერთხელ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლული: 40 მგ ერთხელ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლული ასოცირებული Helicobacter pylor-თან:

1. სამმაგი კომბინაცია

– 20 მგ სოპრალი + 1გ ამოქსიცილინი + 500მგ კლარიტრომიცინი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

– 20 მგ სოპრალი + 400 მგ მეტრონიდაზოლი + 250 მგ კლარიტრომიცინი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

– 40 მგ სოპრალი ერთხელ დღეში, 500 მგ ამოქსაცილინი და 400 მგ მეტრონიდაზოლი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

2. ორმაგი კომბინაცია

– 20 მგ სოპრალი +750 მგ ამოქსიცილინი 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში.

– 40 მგ სოპრალი + 500 მგ კლარიტრომიცინი 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში.

გასტროეზოფაგალური რეფლუქსი: 20-40 მგ ერთხელ დღეში ჭამის წინ 4-8 კვირის განმავლობაში.

ჰიპერსეკრეტორული გასტრიტები (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, მრავლობითი ენდოკრინული ადენომა, სისტემური მასტოციტოზი): 60 მგ ერთხელ დღეში ჭამის წინ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს 80-120 მგ 2-3ჯერ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.

ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით Helicobacter pylor-ის არსებობის შემთხვევაში სოპრალი ინიშნება 0.5-1.5 მგ/კგ დღე-ღამეში;

მაქსიმალური დოზა შეადგენს 40 მგ.

ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით გასტროეზოფაგალური რეფლუქსის შემთხვევაში რეკომენდებულია 0.3-3.5 მგ/კგ დღე-ღამეში; მაქსიმალური დოზა 80 მგ.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია მუცლის ტკივილი და კოლიკა (1%).

იშვიათია: ასთენია, თავბრუ, თავის ტკივილი, ძილიანობა, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, მეტეორიზმი, ქავილი, გამონაყარი კანზე.

იშვიათად დასაშვებია:

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი მკერდის უკან, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არტერიული წნევის მატება, პერიფერიული შეშუპება.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირიდან სისხლდენა, ყელის ტკივილი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: წონაში კლება, პირის სიმშრალე, ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების მატება.

ნერვული სისტემის მხრივ: სხვადასხვა ტიპის დეპრესია, აგრესია, ჰალუცინაცია, ძილის დარღვევა, ნევრასთენია, ტრემორი, აპათია, განგაშის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება.

შარდ–სასქესო სისტემის მხრივ: ხშირი შარდვა, შარდ-სასქესო სისტემის ანთება, პროტეინურია, ჰემატურია, საკვერცხეების ტკივილი.

ჰემატოლოგიური: პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ანემია.

კანის მხრივ: გამონაყარი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ჭინჭრის ციება, ალოპეცია, ჰიპერჰიდროზი.

მეტაბოლური დარღვევები: გლუკოზის დაქვეითება სისხლში, გაცხიმოვნება.

კლარიტრომიცინთან კომბინაციაში 15%-ში აღინიშნება გემოვნების შეგრძნების დაქვეითება, 2%-ში ენის ფერის ცვლილება, 2%-ში რინიტი, 1% _ ლარინგიტი, 1% _ გრიპისმაგვარი მოვლენები.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ღვიძლის და თირკმლის დაავადებების არსებობის შემთხვევაში სოპრალი გამოიყენება სიფრთხილით და უფრო დაბალი დოზით.

◄ წყლულოვანი დაავადების არსებობის შემთხვევაში სოპრალით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს სიმსივნე.

◄ სამკურნალო საშუალება შეიცავს 137.4 მგ კრისტალურ შაქარს. მითითებული დოზირებით გამოყენების შემთხვევაში, თითოეულ დოზაში შედის 0.825 გ შაქარი, რაც არ არის რეკომენდებული ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობის, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომის და საქაროზა-იზომალტოზის დეფიციტის დროს.

◄ სოპრალი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს 0.008 გ ლაქტოზას. მითითებული დოზირებით გამოყენების შემთხვევაში, თითოეულ დოზაში შედის 0.048 გ ლაქტოზა, რაც არ არის რეკომენდებული ლაქტაზური უკმარისობის, გალაქტოზემიის ან გლუკოზო-გალაქტოზური მალასბორბციის სინდრომის დროს.

◄ არ არსებობს მონაცემები სოპრალის გავლენის შესახებ მძღოლებზე და მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პირებზე.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები ომეპრაზოლის ჭარბი დოზირების შესახებ. არ არის ცნობილი სპეციფიკური ანტიდოტი. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სოპრალი გავლენას ახდენს ღვიძლის მეტაბოლიზმზე და შეუძლია დიაზეპამის, ანტიკოაგულანტების, ფენიტოინის მოქმედების გაძლიერება, რაც გამოიწვევს არასასურველი ეფექტების გაზრდას.

– სოპრალის და კლარიტრომიცინის ერთდროული გამოყენება იწვევს ორივე ნივთიერების პლაზმური კონცენტრაციის გაზრდას;

– არ არის რეკომენდებული ამპიცილინთან, კეტონაზოლთან და რკინის მარილთან ერთდროული გამოყენება, რადგან სოპრალმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მათ რეზორბციაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სონორექსი – SONOREX – СОНОРЕКС




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

სონლაქსი 7,5 მგ – SONLAKS 7,5 mg – СОНЛАКС 7,5 мг

საერთაშორისო დასახელება:

ZOPICLONUM

მწარმოებელი: ს.ს “გრინდექსი”,  ლატვია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები

1 ტაბლეტი შეიცავს 7.5მგ ზოპიკლონს.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი (უწყლო), კარტოფილის სახამებელი (მშრალი), მაგნიუმის სტეარატი, სახამებლის ნატრიუმის გლიკოლატი, სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი 33G 28707 Opadry.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

საძილე საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი შეიცავს ზოპიკლონს, რომელსაც ახასიათებს საძილე მოქმედება. ზოპიკლონის მიღების შემდეგ თქვენ იგრძნობთ დაღლილობას და ადვილად ჩაგეძინებათ.

მისი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი. სავარაუდოდ, ზოპიკლონი აძლიერებს γ-ამინოერბოს მჟავას მოქმედებას, რომელიც წარმოადგენს  თავის ტვინში შემაკავებელ მედიატორს.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ძილის დარღვევების ხანმოკლე მკურნალობისათვის (რამოდენიმე დღიდან 4 კვირამდე). ექიმს შეუძლია ამ პრეპარატის დანიშვნა, თუ პაციენტს აღენიშნება გამოხატული უძილობა, გართულებული ჩაძინება ან ძილის დარღვევები, რომლებიც იწვევენ შრომისუნარიანობის დაქვეითებას და სტრესულ მდგომარეობას.

პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:

– ორსულობის დროს;

– ლაქტაციის პერიოდში;

– თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებისას;

– Myasthenia gravis (კუნთების სისუსტე) შემთხვევეში;

– სუნთქვის უკმარისობისას და ფილტვების მძიმე დაავადებებისას;

– ძილში სუნთქვის ხანმოკლე დარღვევებისას;

– წამლებისა და ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულების არსებობის შემთხვევაში;

– თუ ადრე პრეპარატის მიღებას მოჰყვა არასასურველ გვერდი ეფექტი ან ალერგია;

– ფსიქიკური დაავადებებისას;

– იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ღებულობს: ანტიჰისტამინურ  საშუალებებს, ანტიდეპრესანტებს, ძლიერმოქმედ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, ანტიფსიქოზურ საშუალებებს (ქლორპრომაზინი ან ფლუპენტიქსოლი); ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს (ფენიტოინი ან კარბამაზეპინი), საძილე ან  დამამშვიდებელ საშუალებებს (დიაზეპამი ან ნიტრაზეპამი), ოპერაციული ჩარევისა და ნარკოზის წინ.

სიფრთხილეა საჭირო:

ზოგ შემთხვევაში პრეპარატის მიღებისას შეიმჩნევა თავბრუხვევა ან ძილიანობა. არ არის რეკომენდებული ავტომანქანის მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ტექნიკური მოწყობილობების ექსპლოატაციასთან.

მიღების წესი და დოზირება:

სონლაქსს, სხვა საძილე საშუალებების მსგავსად, ახასიათებს შეჩვევა (მოქმედების შესუსტება). ამიტომ, პრეპარატი ინიშნება არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში.

მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი (7.5მგ), ძილის წინ.

ბავშვებში პრეპერატი არ ინიშნება!

ასაკოვან პაციენტებში და პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით პრეპარატი  ინიშნება  მცირე დოზებით.

პრეპარატის მიღების შეწყვეტის წინ საჭიროა ექიმის კონსულტაცია დოზის შემცირებასთან დაკავშირებით, რადგან პრეპარატის სწრაფი მოხსნისას შეიძლება განვითარდეს გაძლიერებული მგრძნობელობა ხმაურისა და სინათლის მიმართ, მეხსიერების გაფანტვა, უძილობა, კრუნჩხვები.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის მიღების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია!

გვერდითი მოვლენები აღენიშნება იშვიათად.

შესაძლებელია: მწარე ან ლითონის გემო პირში,  თავბრუხვევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე. იშვიათ შემთხვევაში – აგზნება, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, მეხსიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, ღამის კოშმარები, გამონაყარი კანზე,  კოორდინაციის დარღვევა.

რომელიმე სიმპტომის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს!

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით.

სონატი კმპ – SONNAT KMP – СОННАТ КМП

საერთაშორისო დასახელება:

ZOPICLONE

მწარმოებელი: KIEVMEDPREPARAT

მოქმედი ნივთიერება: ზოპიკლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ზოპიკლონი ……………..    0.0075 გ

 

ვრცლად იმოვანი

სონაპაქსი – SONAPAX – СОНАПАКС

საერთაშორისო დასახელება:

THIORIDAZINE

მწარმოებელი: PAHARMACEUTICAL COMPANI

მოქმედი ნივთიერება: თიორიდაზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნეიროლეპტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 60 ც.

1 დრაჟე

თიორიდაზინის ჰიდროქლორიდი …………   10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, ჟელატინი, სტეარინული მჟავა, ტალკი, სახაროზა.

დრაჟე: შეფუთვაში 60 ც.

1 დრაჟე

თიორიდაზინის ჰიდროქლორიდი …………   25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კარტოფილის სახამებელი, შაქარი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი მიეკუთვნება ნეიროლეფსიური საშუალებების ჯგუფს.

იგი ავლენს ანტიფსიქოზურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას;

სუსტად თრგუნავს ფსიქომოტორულ აგზნებას, ხსნის ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობას და შიშს, აგრეთვე

სუსტად მოქმედებს დეპრესიულ მდგომარეობაზე.

პრეპარატი, მცირე დოზებით გამოყენებისას, ავლენს დამამშვიდებელ მოქმედებას, მისი გამოყენება შესაძლებელია ნევროზული დაძაბულობის დროს, ვინაიდან იგი არ იწვეს შეჩვევის სინდრომს.

პრეპარატი სრულად და სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 2-4 სთ-ის შემდეგ.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია;
  • ენდოგენური დეპრესია;
  • პარანოიდული სინდრომი;
  • ეგზოგენური ფსიქოზი;
  • ჰალუცინაციები, ტიკი, ფსიქომოტორული აგზნების მდგომარეობა;
  • შიშით მიმდინარე ნევროზი;
  • ბავშვთა ფსიქიატრიაში მომატებული ფსიქომოტორული აქტივობით მიმდინარე ქცევის დარღვევები;
  • ალკოჰოლიზმის, ტოქსიკომანიისა და აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მწვავე დეპრესიული და კომატოზური მდგომარეობა;

* გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის დარღვევა (ჰიპოტონია, ჰიპერტენზია) მიასთენია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ 4 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

◄ პრეპარატით მკურნალობისას თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან.

◄ მკურნალობის გახანგრძლივების შემთხვევაში პერიოდულად საჭიროა პერიფერიულ სისხლის მიმოქცევის მორფოლოგიური კონტროლი. ვინაიდან შესაძლებელია ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დარღვევა.

◄ პრეპარატის გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალებებისა და იმ სამუშოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას დაუშვებელია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სონაპაქსისა და იმ პრეპარატების, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს, აგრეთვე საანესთეზიო საშუალებების, გუანედინისა და რეზერპინის კომბინაცია არ არის რეკომენდებული.

– ამიტრიპტილინის ან ანტიჰისტამინური საშუალებებისა და სონაპაქსის ერთდროული გამოყენებისას ვლინდება ანტიქოლინერგული მოქმედება.

– ამფეტამინი და ფენოთიაზინის წარმოებულები მოქმედებენ ანტაგონისტურად; ლევოდოპას მოქმედება შეიძლება შეამცირონ ფენოთიზადინის წარმოებულებმა.

– ანტიდიაბეტური და ფენოთიაზინის წარმოებულების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ღვიძლის დაზიანების შესაძლებლობა.

პრეპარატისა და ადრენალინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია გაძლიერდეს ჰიპოტონიური ეფექტი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, დოზა დგინდება ექიმის მიერ.

მოზრდილებში ჰალუცინაციების დროს პრეპარატი ჩვეულებრივ მიიღება დოზით 25-75 მგ დღეში, მას ზრდიან ოპტიმალურ თერაპიულ დოზამდე – 300-600 მგ 3-4-ჯერ დღეში.

ნევროზის სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება დოზით დღეში 10-75 მგ.

4-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება დოზით 20-100 მგ 2-3-ჯერ დღეში.

10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში – 30-300 მგ დღეში 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები მიმდინარეობს მსუბუქად, რომლებიც დროებით ხასიათს ატარებენ.

შესაძლებელია _ დაღლილობა, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, მხედველობის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეშუპება, ჰიპოტონია.

მამაკაცებში პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს იმპოტენცია.

ძალიან იშვიათად აღინიშნება – კანისა და საერთო ალერგიული რეაქციები, ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე.

იშვიათად აღინიშნება მოძრაობის შენელების სინდრომი და კუნთების ტონუსის მომატება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

სომნოპოლი 1% – SOMNOPOL 1% – СОМНОПОЛ 1%

საერთაშორისო დასახელება:

PROPOFOL

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: პროპოფოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ზოგადი საანესთეზიო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1% საინფუზიო და საინექციო ემულსია: ამპულაში 20 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ.

პროპოფოლი      …………………….  10 მგ

1% საინფუზიო და საინექციო ემულსია: ფლაკონში 50 მლ

1 მლ

პროპოფოლი ………………………..    10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სოიოს ზეთი, კვერცხის ლეციტინი, გლიცერინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სომნოპოლი წარმოადგენს ზოგად საანესთეზიო საშუალებას, რომელიც ხასიათდება ხანმოკლე მედიკამენტოზური ძილის სწრაფი განვითარებით (დაახლოებით 30 წმ-ში). სომნოპოლის გამოყენების შემთხვევაში შესავალი ნარკოზის ინდუქციისა და შენარჩუნების დროს აღინიშნება არტერიული წნევის საშუალო მაჩვენებლების დაქვეითება და გულის შეკუშვათა სიხშირის უმნიშვნელო ცვლილება. მიუხედავად ამისა, ზოგადი ანესთეზის შენარჩუნებისას ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ხშირად რჩება უცვლელი. სომნოპოლის შეყვანის შემდეგ მოსალოდნელია განვითარდეს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა და ის არასასურველი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღმოცენდება სხვა ინტრავენური საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას და რომელთა მართვაც ადვილია კლინიკურ პირობებში. სომნოპოლი ამცირებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ქალასშიდა წნევას და აქვეითებს ცერებრულ მეტაბოლიზმს.

გამოღვიძება ხდება სწრაფად ნათელი ცნობიერებით, თავის ტკივილის, ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების გარეშე.

ფარმაკოკინეტიკა:

ინტრავენური გზით პროპოფოლის ნაკადური შეყვანის შემდეგ მისი კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში შესაძლოა წარმოდგენილი იქნას სამი ნაწილისაგან შემდგარი მოდელის საშუალებით: პრეპარატის სწრაფი განაწილება სისხლიდან ქსოვილებში (T1/2 2-4 წთ), სწრაფი გამოყოფა ორგანიზმიდან (T1/2 30-60 წთ) და შედარებით ნელი, საბოლოო ფაზა რომლის დროსაც პროპოფოლი გამოიყოფა ნაკლებად პერფუზირებადი  ქსოვილებიდან (T1/2 200-300 წთ).

პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 97%-ს. პროპოფოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. არააქტიური მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმლის საშუალებით (დაახლოებით 88%). ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 277-403 წთ-ს ინფუზიის რეკომენდებული სიჩქარის ფარგლებში ფარმაკოკინეტიკა ატარებს სწორხაზოვან ხასიათს.

ჩვენებები:

  • ზოგადი ანესთეზიის ინდუქცია და შენარჩუნება;
  • სედაციური ეფექტის უზრუნველყოფა ავადმყოფებში, რომლებიც საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიას ან იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე;
  • ქირურგიული ან სადიაგნოსტიკო პროცედურების დროს სედაციური ეფექტის უზრუნველყოფა.

მიღების წესი და დოზირება:

სომნოპოლი მიიღება ინტრავენურად. მისი გამოყენებისას დამატებით საჭიროა ანალგეზიური საშუალებების გამოყენება. კარგად ეთავსება სპინალური და ეპიდურული ანესთეზიისთვის და პრემედიკაციისთვის საჭირო მედიკამენტებს, მიორელაქსანტებს, საინჰალაციო ანესთეზიურ საშუალებებს და ანალგეზიურ პრეპარატებს.

მოზრდილებში:

შესავალი ნარკოზი – სომნოპოლი გამოიყენება შესავალი ნარკოზის ინდუქციისთვის ბოლუსური ინექციის ან ინფუზიის გზით. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით რეკომენდებულია სომნოპოლის ტიტრირება (საშუალო წონის მოზრდილი ადამიანისთვის – 40 მგ ყოველ 10 წთ-ში) ანესთეზიის კლინიკური ნიშნების დადგომამდე.

55 წლამდე ასაკის მოზრდილ პაციენტთათვის სომნოპოლის საშუალო დოზა შეადგენს 1.5-2.5 მგ/კგ. შესაძლებელია აუცილებელი ჯამური დოზის შემცირება შეყვანის შედარებით ნელი ტემპის გამოყენებით (20-25 მგ/წთ).

55 წლის ასაკის ზევით პაციენტებში, როგორც წესი, საჭიროა დოზის შემცირება. ASA-ს (ამერიკის ანესთეზიოლოგთა საზოგადობა) კლასიფიკაციით მე-3 და მე-4 ხარისხის პაციენტებში, პრეპარატის შეყვანა საჭიროა ნელი ტემპით, 20 მგ ყოველ 10 წმ-ში.

ზოგადი ანესთეზიის შენარჩუნება შესაძლებელია სომნოპოლის მუდმივი ინფუზიით. ან განმეორებითი ბოლუსური ინექციებით. მუდმივი ინფუზიის დროს – შეყვანის სიჩქარე თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურია და ვარირებს 4-დან 12 მგ/კგ-სთ-მდე. ბოლუსური ინექციის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს – 25-50 მგ-ს, რაც შეესაბამება სომნოპოლის 2.5-5 მლ-ს.

სედაციური ეფექტის უზრუნველყოფა ინტენსიური თერაპიის დროს: ინტენსიური თერაპიისა და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა სედაციისათვის რეკომენდებულია სომნოპოლის მიღება მუდმივი ინფუზიის გზით. ინფუზიის სიჩქარე დამოკიდებულია სედაციის სიღრმეზე. ინფუზია სიჩქარით 0.3-0.4 მგ/კგ/სთ უზრუნველყოფს ოპტიმალურ სედაციურ ეფექტს.

ქირურგიული ან სადიაგნოსტიკო პროცედურების დროს ავადმყოფის სედაცია _ პრეპარატის დოზა და შეყვანის სიჩქარე შეირჩევა ინდივიდუალურად. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარებისა და კლინიკური რეაქციის გათვალისწინებით. სედაციური ეფექტის მისაღებად საჭიროა პრეპარატის ინფუზია 0.5-1.5 მგ/კგ სიჩქარით 1-5 წთ-ის განმავლობაში. სედაციის შენარჩუნებისათვის საჭიროა სედაციური ეფექტის სიღრმის  მიხედვით ინფუზიის სიჩქარის კორეგირება 1.5-4.5 მგ/კგ/სთ სიჩქარით. სედაციის სიღრმის სწრაფად გაზრდის მიზნით შესაძლებელია სომნოპოლის 10-20 მგ-ის შეყვანა ბოლუსურად; ASA-ს კლასიფიკაციით მე-3 და მე-4 ხარისხის პაციენტებში საჭიროა პრეპარატის დოზისა და შეყვანის სიჩქარის შემცირება.

ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა სომნოპოლის დოზის შემცირება, როგორც შესავალი  ნარკოზის ინდუცირებისათვის, ასევე მის შესანარჩუნებლად.

ანესთეზია ბავშვებში: 3 წლამდე ასაკის ბავშვებში სომნოპოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების სათანადო გამოცდილება.

საწყისი ანესთეზია: ბავშვებში ანესთეზიის ინდუქციისათვის საჭიროა პრეპარატის ნელი, განმეორებითი წილადობრივი დოზებით შეყვანა ანესთეზიის კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე. დოზის შერჩევა ხდება ასაკისა და/ან სხეულის წონის გათვალისწინებით.

ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით ანესთეზიის ინდუცირებისათვის სომნოპოლის დოზა შეადგენს 2.5 მგ/კგ.

8 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს.

ანესთეზიის შენარჩუნება: მუდმივი ინფუზიით ანესთეზიის შესანარჩუნებლად სომნოპოლის დოზა შეადგენს 9-15 მგ/კგ/სთ.

შეყვანის წესი:

სომნოპოლის გამოყენების დროს საჭიროა ასეპტიკის წესების დაცვა. გამოყენების წინ ფლაკონის თავსახურის რეზინის მემბრანა და ამპულის ყელი უნდა გაიწმინდოს სპირტის აეროზოლით ან სპირტიანი ტამპონით.

აუცილებელია ამპულის ან ფლაკონის გახსნისთანავე ემულსიის ამოღება და მისი დაუყოვნებლივ გამოყენება. ასეპტიკის წესების დაცვა უნდა მოხდეს როგორც სომნოპოლთან, ასევე იმ სისტემასთან მიმართებაში, რომლის მეშვეობითაც ხდება მისი გამოყენება. სომნოპოლის შეყვანა არ შეიძლება მიკრობიოლოგიური ფილტრით.

სომნოპოლის ინფუზია დასაშვებია განუზავებელად ან განზავებით მხოლოდ 5% გლუკოზის ან 0.9% ნატუირმის ქლორიდის ხსნარში.

განუზავებელი სომნოპოლის გადასხმა: განუზავებელი სახით სომნოპოლის ინფუზია რეკომენდებულია პრეპარატის შესაყვანი მოცულობის მაკონტროლებელი მოწყობილობის საშუალებით. მაგ. წვეთების მთვლელი შპრიცის ტუმბო ან ვოლუმეტრული საინფუზიო ტუმბო.

განზავებული სომნოპოლის გადასხმა: განზავებული სომნოპოლის ინფუზიისათვის შესაძლებელია სხვადასხვა სისტემების გამოყენება. რეკომენდებულია სისტემაში პრეპარატის შესაყვანი მოცულობის მაკონტროლებელი მოწყობილობების ჩართვა. რეკომენდებულია სომნოპოლის განზავება შემდეგი პროპორციით: 1 წილი სომნოპოლი – 4 წილ 5% გლუკოზის ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარზე. აქტიური ნივთიერების შემცველობა განზავებულ ხსნარში უნდა იყოს არანაკლებ 2 მგ/მლ. სომნოპოლის განზავება სხვა საინექციო ან საინფუზიო ხსნარებით არ ხდება. განზავება უნდა მოხდეს ასეპტიკურ გარემოში, უშუალოდ გამოყენების წინ. მისი გადასხმა საჭიროა დასრულდეს განზავებული ხსნარის მომზადებიდან არა უგვიანეს 6 საათისა. 5% გლუკოზისა და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის სომნოპოლთან ერთდროული შეყვანა დასაშვებია სამარხიანი კათეტერის მეშვეობით, უშუალოდ პრეპარატის შეყვანის ადგილის მახლობლად არსებული სარქველით. პროპოფოლის შეყვანის ადგილას ტკივილის მოსახსნელად დასაშვებია გამოყენების წინ მისი შერევა კონსერვანტებისაგან თავისუფალ 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნართან (20 წილი პროპოფოლი 1 წილ 1% საინექციო ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარზე).

გვერდითი მოვლენები:

სომნოპოლი არ ხასიათდება ვაგოლიზური აქტივობით, ამის გამო მისი შეყვანის დროს შესაძლოა მოიმატოს პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობამ და მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირემ.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ეიფორია, ეპილეფტიფორმული მოძრაობები, თავის ტკივილი.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, დროებითი აპნოე, ფილტვის შეშუპება.

შარდსასქესო სისტემის მხრივ: შარდის ფერის შეცვლა.

იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ანაფილაქსია, სეპტიცემია, ტკივილი, სისუსტე, თრომბოზი და ფლებიტი.

უკუჩვენებები:

* სომნოპოლის გამოყენება უკუნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია:

სომნოპოლი გადის პლაცენტურ და ჰემატოენცეფალურ ბარიერებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ნეონატალური დეპრესია. ამის გამო მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში და სამეანო ანესთეზიის მიზნით არ არის რეკომენდებული. სომნოპოლის გამოყენება შესაძლებელია ხელოვნური აბორტის დროს.

ლაქტაციის პერიოდში სომნოპოლის გამოყენების უსაფრთხოება ახალშობილზე არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სომნოპოლის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სპეციალისტისთვის. აუცილებელია ავადმყოფის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი. არტერიული ჰიპოტენზიის, სასუნთქი გზების გამავლობის დარღვევისა და ჟანგბადით სისხლის არასრული გაჯერების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ანესთეზიისათვის საჭირო აპარატურისა და სარეანიმაციო საშუალებების არსებობა.

◄ სომნოპოლი, ისევე როგორც სხვა ინტრავენური სანარკოზე საშუალებები, სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევის, ღვიძლის, თირკმლის, სასუნთქი სისტემის პათოლოგიების, ჰიპოვოლემიისა და ასთენიის დროს.

◄ სომნოპოლი არ ამცირებს ცთომილი ნერვის ტონუსს. მის გამოყენებას შესაძლოა თან სდევდეს ბრადიკარდიისა და ასისტოლიის განვითარება.

◄ ცთომილი ნერვის ტონუსის მოსალოდნელი გაძლიერებისას ან სომნოპოლის ერთდროული გამოყენებისას ბრადიკარდიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად რეკომენდებულია ინტრავენური ქოლინოლიზური საშუალებების გამოყენება.

◄ ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში სომნოპოლის გამოყენება ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს.

◄ სომნოპოლი სიფრთხილით გამოიყენება ცხიმოვანი ცვლის დარღვევით დაავადებულ პაციენტებში, რადგან, პრეპარატის 1 მლ შეიცავს 0.1 გ ცხიმს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება და სისხლში ლიპიდების კონცენტრაციის მონიტორინგი.

◄ 16 წლამდე ასაკის ბავშვებში სომნოპოლის გამოყენება სედაციის მიზნით არ არის რეკომენდებული.

◄ დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

◄ განუზავებელი სომნოპოლის ინფუზიის დროს გამოყენებული სისტემა უნდა შეიცვალოს ამპულის ან ფლაკონის გახსნიდან არა უმეტეს 12 სთ-ის შემდეგ. 12 სთ-ის შემდეგ საჭიროა სისტემის შეცვლა.

◄ სომნოპოლის განზავება 5% გლუკოზის ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარებით საჭიროა მოხდეს ასეპტიკურ პირობებში, უშუალოდ გადასხმის წინ. ინფუზიის დასრულება საჭიროა განზავებული ხსნარის მომზადებიდან 6 საათის განმავლობაში.

◄ გამოყენების წინ საჭიროა პრეპარატის შენჯღრევა.

◄ სომნოპოლი და ყველა საინფუზიო მოწყობილობა გამოიყენება ერთჯერადად და მხოლოდ ერთ პაციენტზე.

◄ გამოყენების შემდგომ საჭიროა ფლაკონის ან ამპულის შიგთავსის ნარჩენის განადგურება. გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ემულსია ჰომოგენურია და შეფუთვა დაუზიანებელი.

ჭარბი დოზირება:

სომნოპოლით ჰიპერდოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციათა დათრგუნვა. სუნთქვის დათრგუნვის შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის გადაყვანა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციათა დათრგუნვისას საჭიროა ავადმყოფის თავის დაბლა დაწევა. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სისხლის შემცვლელები და ვაზოპრესორული საშუალებები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სომნოპოლის გამოყენება შესაძლებელია პრემედიკაციისთვის საჭირო პრეპარატებთან, საინჰალაციო სანარკოზე საშუალებებთან,  მიორელაქსანტებთან და ადგილობრივად მოქმედ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებთან ერთად. ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობა არ დაფიქსირებულა.

– იმ შემთხვევაში, როდესაც ზოგადი ანესთეზია ხორციელდება ადგილობრივი გაუტკივარების თანხლებით, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.

– ბენზოდიაზეპინები, პარასიმპათოლიზური და საინჰალაციო სანარკოზე საშუალებები აძლიერებენ სომნოპოლის მოქმედებას და ამცირებენ სუნთქვის სიხშირეს.

– ოპიატებთან ერთდროული პრემედიკაციისას შესაძლოა აპნოეს განვითარების სიხშირისა და ხანგრძლივობის გაზრდა.

– სომნოპოლთან სუკსამეტონიუმის ან ნეოსტიგმინის ერთდროულ გამოყენებას  შესაძლოა მოყვეს ბარდიკარდია ან გულის გაჩერება.

– პრემედიკაციის ფონზე სომნოპოლის გამოყენებამ საინჰალაციო ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან ერთად შესაძლოა, გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

– ალკოჰოლის, ზოგადი საანესთეზიო საშუალებების ან ნარკოტიკული ანალგეტიკების გამოყენება სომნოპოლთან იწვევს გამოხატულ სედაციურ მოქმედებას.

– სომნოპოლის გამოყენება პარენტერულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომელნიც თავის მხრივ ხასიათდებიან ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედებით შესაძლოა გამოიწვოს სუნთქვის ცენტრის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა.

– ფენტანილი დროებით ზრდის სომნოპოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

– ცხიმოვანი ემულსიების, მათ შორის სომნოპოლის ერთდროული გამოყენება ციკლოსპორინთან ერთად იწვევს ლეიკოენცეფალოპათიის განვითარებას.

– არ არის რეკომენდებული სომნოპოლის შერევა სხვა საინექციო ხსნარებთან, გარდა გლუკოზის 5% ხსნარის, 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდისა და ალფენტანილისა. მიორელაქსანტების _ ატრაკურიუმის და მივაკურიუმის შეყვანა იმავე სისტემით, რითაც მოხდა სომნოპოლის ინფუზია, შესაძლებელია გადასასხმელი სისტემის წინასწარი გარეცხვის შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-250C ტემპერატურაზე,

დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სომნოლი – SOMNOL – СОМНОЛ

საერთაშორისო დასახელება:

ZOPICLONE

მწარმოებელი: GRINDEKS  S.A

მოქმედი ნივთიერება: ზოპიკლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ც.

1 ტაბ.

ზოპიკლონი ………. 7.5 მგ

 

ვრცლად იმოვანი

Don`t copy text!