Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 464

სომნოგამა – SOMNOGAMA – СОМНОГАМА




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

სომნა-რიცი ფორტე – SOMNA-Ritz FORTE – СОМНА-Риц ФОРТЕ

მწარმოებელი: GMP,საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სედატიური, საძილე საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

1 კაფს.

პასიფლორას (Passiflora incarnata) მშრალი ექსტრაქტი ………..     200 მგ

სვიის (Humulus lupulus) მშრალი ექსტრაქტი ……………………     100 მგ

კატაბალახას (Valeriana officinalis) მშრალი ექსტრაქტი …………     125 მგ

ბარამბოს (Melissa officianalis) მშრალი ექსტრაქტი ………………      25 მგ

კუნელის (Crataegus) მშრალი ექსტრაქტი ………………………..     50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სომნა-რიც ფორტე მცენარეული კომბინირებული საძილე საშუალება, აწესრიგებს ძილს, არ ახასიათებს წამლის შემდგომი ეფექტი, არ იწვევს შეჩვევას.

პრეპარატს აქვს საძილე და სედატიური მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის სწრაფ განვითარებას, არეგულირებს ძილის ფაზებს, გაღვიძებისას არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, აღადგენს ნერვული სისტემის წონასწორობას, ხსნის მსუბუქ დეპრესიას, შიშს, მოუსვენრობას.

კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის განვითარებას.

სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი.

პასიფლორა (ვნების ყვავილი), ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, გაღვიძებისას არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს.

კუნელი აუმჯობესებს ძილს, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას.

ბარამბო იწვევს სედატიურ ეფექტს, ამშვიდებს და აძლიერებს ნერვულ სისტემას.

ჩვენებები:

არჩევის პრეპარატი სტრესული სიტუაციებსა და სტრესისშემდგომი უძილობის დროს.

სხვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა, გამოწვეული:

  • შფოთვით, შიშით ან გაღიზიანებადობით;
  • გადაღლით;
  • მომატებული აგზნებადობით;
  • ფსიქო-ემოციური გადაძაბვით;
  • მსუბუქი დეპრესიით, მოუსვენრობით;
  • დაღლილობით და დათრგუნვით.

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება 1 კაფსულა დაძინებამდე 1 საათით ადრე.

ხანგრძლივი დეპრესიით და მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობით გამოწვეული უძილობის დროს რეკომენდებულია 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში.

კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატი მიიღება ჩვენების მიხედვით.

სომნა-რიც ფორტე აძლიერებს საძილე, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სომნა-რიცი – SOMNA-Ritz – СОМНА-Риц

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სედატიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

1 კაფს.

პასიფლორას (Passiflora incarnata) მშრალი ექსტრაქტი ……….     100 მგ

სვიის (Humulus lupulus) მშრალი ექსტრაქტი …………………….    100 მგ

კატაბალახას (Valeriana officinalis) მშრალი ექსტრაქტი …………..     60 მგ

კრაზანას (Hypericum perforatum) მშრალი ექსტრაქტი …………      50 მგ

ბარამბოს (Melissa officianalis) მშრალი ექსტრაქტი ……………….      20 მგ

კუნელის (Crataegus) მშრალი ექსტრაქტი ………………………..      20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სომნა-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო პრეპარატია. არ იწვევს შეჩვევას, ინიშნება ნებისმიერ ასაკში.

სომნა-რიცს ახასიათებს ზომიერ სედატიური მოქმედება, არ იწვევს ძილიანობას დღის განმავლობაში. პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის გაუმჯობესებას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას.

სომნა-რიცის ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება:

პასიფლორა (ვნების ყვავილი) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ახასიათებს კრუნჩხვისაწინააღმდეგო და საძილე ეფექტი, გაღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე.

სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს ტკივილს, კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობას, ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი.

კატაბალახა ხელს უწყობს ბუნერივი ძილის დადგომას. დამაშვიდებელი ეფექტი ვითარდება თანდათან და სტაბილურია.

კრაზანას ახასიათებს ზოგადმატონიზირებელი მოქმედება ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს დეპრესიის გამოვლინებებს.

ბარამბო იწვევს სედატიურ, ჰიპოტენზიურ, ანტიარითმიულ, სპაზმოლიზურ, ღებინების საწინააღმდეგო ეფექტებს, ამშვიდებს და აძლიერებს ნერვულ სისტემას.

კუნელი აძლიერებს გულის კუმშვადობას და, ამასთან, რამდენადმე ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ძილს, ამცირებს ცენტრალური ნევრული სისტემის აგზნებადობას.

სომნა-რიცს ახასიათებს ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი.

ჩვენებები:

  • მოუსვენრობა, შფოთვა;
  • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში, თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდით და ქოშინით;
  • მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა;
  • ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა;
  • კონცენტრაციის დაქვეითება;
  • ძილის მოშლა;
  • ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
  • კლიმაქტერული სინდრომი;
  • `მენეჯერის სინდრომი~ (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა);
  • ანგიონევროზი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, ხანგრძლივად მისაღებად.

უფროსი ასაკის ბავშვებისათვის – 1 კაფსულა 1-3-ჯერ დღეში.

კაფსულები მიიღება დაუღეჭავად მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

* იშვიათად მომატებული მგრძნობელობის გამოვლინებები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების  მიხედვით.

სომნა-რიცი აძლიერებს საძილე, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სომაზინა – SOMAZINA – СОМАЗИНА

საერთაშორისო დასახელება:

CITICOLINE

მწარმოებელი: FERRER INTERNACIONAL, ესპანეთი

მოქმედი ნივთიერება: ციტიკოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნეიროპროტექტორი. თავის ტვინში რეგენერაციის გამაძლიერებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 30 მლ

1 მლ

ციტიკოლინი ……………………….   100 მგ

საინექციო ხსნარი ამპულაში 4 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 ამპ.

ციტიკოლინი ……………………..    500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციტიკოლინი ასტიმულირებს ნეირონების მემბრანის სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს.  თავისი მოქმედებით ციტიკოლინი აუმჯობესებს ისეთი მემბრანული მექანიზმების ფუნქციონირებას, როგორიცაა იონური ტუმბოები და რეცეპტორები. ამ უკანასკნელთა რეგულაციის გარეშე კი შეუძლებელია ნერვული იმპულსების ნორმალური გატარება.

მემბრანებზე მასტაბილებული მოქმედების წყალობით ციტიკოლინი  ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო თვისებებს და ამცირებს ტვინის შეშუპებას. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ციტიკოლინი ამცირებს ტვინის დისფუნქციის გამოვლინებებს ისეთი ბიოლოგიური პროცესების დროს, როგორიცაა თავის ქალას ტრავმა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. ციტიკოლინი ამცირებს ამნეზიის ხარისხს, აუმჯობესებს მდგომარეობის კოგნიტური, სესიტური და მოტორული დარღვევების დროს.

ჩვენებები:

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა როგორც მწვავე, ასევე რეაბილიტაციის სტადიაში;
  • თავის ქალას ტრავმები და მათი შედეგები;
  • კოგნიტური, სენსიტური, მოტორული და ნეიროფსიქოლოგიური დარღვევები, დაკავშირებული დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი წარმოშობის ცერებრულ პათოლოგიებთან.

მიღების წესი და დოზირება:

ხსნარი პერორალური მიღებისათვის

მოზრდილები: 200 მგ (2 მლ) 3-ჯერ დღეში.

ბავშვები: 100 მგ (1 მლ) 2-3-ჯერ დღეში.

საინექციო ხსნარი: 1-2 ინექცია დღეში დაავადების სიმძიმის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ძალზე იშვიათად შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის აშლილობა, გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში, დიარეა.

საინექციო ხსნარი: იშვიათად პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც პარასიმპათური ნერვული სისტემის სტიმულირება, ასევე წნევის უმნიშვნელო დაქვეითება, რაც თავისთავად სწრაფად გაივლის.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.

* პარასიმპათური ნერვული სისტემის მომატებული ტონუსი.

განსაკუთრებული მითითებები:

ხსნარი პერორალური მიღებისათვის

გამოიყენება სპეციალური შპრიცი შემდეგნაირად: ჩავუშვათ შპრიცი ფლაკონში, დგუშით ამოვიღოთ პრეპარატის საჭირო რაოდენობა. დალევის წინ დავუმატოთ წყლის მცირე რაოდენობა. ყოველი გამოყენების შემდეგ შპრიცი გულდასმით უნდა გაირეცხოს.

საინეციო ხსნარი

კეთდება კუნთებში ან ვენაში ნელა (3-5 წთ-ის განმავლობაში) ან ვენაში წვეთოვნად პრეპარატი შეიძლება გაიხსნას ნებისმიერ იზოტონურ ხსნარში, აგრეთვე გლუკოზის ჰიპერტონულ ხსნარშიც.

ქალას ღრუში პერსისტული სისხლჩაქცევისას ხსნარი შეყვანილ უნდა იქნას წვეთოვნად ძალზე ნელა (30 წვეთი წუთში) და დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატი არ უნდა იქნეს გამოყენებული მეკლოფენოქსატის შემცველ საშუალებებთან ერთად.

– აძლიერებს ლევოდოპას ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

სოლუ-მედროლი – SOLU-MEDROL – СОЛУ-МЕДРОЛ

საერთაშორისო დასახელება:

METHYLPREDNISOLONE

მწარმოებელი: PFIZER, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: მეთილპრედნიზოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში.

1 ფლ.

მეთილპრედნიზოლონის ნატრიუმის სუქცინატი ……..   40 მგ

1 ფლ.

მეთილპრედნიზოლოინს ნატრიუმის სუქცინატი ……    125 მგ

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში გამხსნელთან ერთად.

1 ფლ.

მეთილპრედნიზოლონის ნატრიუმის სუქცინატი …….     500 მგ

1 ფლ.

მეთილპრედნიზოლონის ნატრიუმის სუქცინატი ………  1000 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოიდს, რომელსაც გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და იმუნოდეპრესიული აქტივობა.

პრეპარატის მოქმედების შედეგად ანთებითი კერის მიდამოში მცირდება იმუნოაქტიური უჯრედების რაოდენობა და ვაზოდილატაცია, ადგილი აქვს ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას, ფაგოციტოზის დათრგუნვას, პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების პროდუცის დაქვეითებას.

4 მგ სოლუ-მედროლი ხასიათდება 20 მგ ჰიდროკორტიზონისათვის დამახასიათებელი ანთების საწინააღმდეგო მოქმედით. პრეპარატს გააჩნია მინიმალური მინერალოკორტიკოიდული აქტივობა (200 მგ მედროლი ექვივალენტურია 1 მგ დეზოქსიკორტიკოსტეროინის).

სოლუ-მედროლი ხელს უწყობს ლიპოლიზს, უმთავრესად კიდურებში, აგრეთვე ხასიათდება ლიპოგენური მოქმედებით, რომელიც აშკარად არის გამოხატული თავის, კისრის და გულმკერდის მიდამოში, რაც იწვევს ცხიმების გადანაწილებას. პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ოსტეოპოროზი.

ფარმაკოკინეტიკა:

სოლუ-მედროლის ვენაში შეყვანისას დოზით 30მგ/კგ 20 წთ-ის ან 1 გ-ის 30-60 წთ-ის განმავლობაში სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 25 წთ-ის შემდეგ დაახლოებით 20 მკგ/მლ-ის ოდენობით. სოლუ-მედროლის ინტრავენური შეყვანისას დოზით 40 მგ პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ და შეადგენს 34 მკგ/100 მლ-ში.

პრეპარატის კუნთებში შეყვანის შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია ნაკლებია, ვიდრე ვენაში შეყვანის დროს. კუნთებში შეყვანისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია ხანგრძლივად აღინიშნება სისხლის პლაზმაში.

სოლუ-მედროლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 – 4 სთ-ს. სოლუ-მედროლი გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის პირველადი, მეორადი და მწვავე უკმარისობა;
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპოპლაზია;
  • ჰიპერკალციემია (სიმსივნური დაავადების გამო);
  • არაჩირქოვანი თირეოდიტი;
  • ადრენოგენიტალური სინდრომი;
  • რევმატიული დაავადებების გამწვავების დროს კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, რევმატიული კარდიტი, ოსტეოართროზი, მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, ტენდოსინოვიტი, პოდაგრული მწვავე ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილიზირებელი სპონდილიტი;
  • კოლაგენური დაავადებების გამწვავების დროს, როგორიცაა: სისტემური წითული მგლურა, სისტემური დერმატომიოზიტი, ან ამ დაავადებების შემანარჩუნებელი თერაპიისათვის;
  • კანის მძიმე ფორმის დაავადებები, როგორიცაა მაგალითად: მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტი, ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი, მძიმე ფორმის სებორეული დერმატიტი და ფსორიაზი;
  • მძიმე ფორმის ალერგიული დაავადებები, რომლებიც არ ექევემდებარებიან ჩვეულებრივ მკურნალობას, მათ შორის: ბრონქული ასთმა, მძიმე ფორმის კონტაქტური დერმატიტი, შრატისმიერი დაავადება;
  • მძიმე ფორმის ალერგიული და ანთებითი დაავადებები თვალის დაზიანებით, მათ შორის ირიტები, ირიდოციკლიტები, ქორიორეტინიტები, დიფუზური უკანა უვეიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, კერატიტი, რქოვანას ალერგიული კუთხოვანი წყლულები;
  • წყლულოვანი კოლიტისა და რეგიონული ენტერიტის გამწვავების ფაზაში გამოიყენება როგორც კომბინირებული თერაპიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი;
  • სასუნთქი ორგანოების დაავადებები, მათ შორის: სიმპტომური სარკოიდოზი, ფილტვების დისემინირებული ან კეროვანი ტუბერკულოზი (ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში), ლეფლერის სინდრომი (რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობის სხვა ფორმას);
  • ჰემატოლოგიური დაავადებები: შეძენილი (აუტოიმუნური) ჰემოლიზური ანემია, მოზრდილებში მეორადი თრომბოციტოპენია, ერითრობლასტოპენია (ერითროციტული ანემია), თანდაყოლილი (ერითროიდული) ჰიპოპლასტური ანემია, ლიმფომებისა და ლეიკოზის დროს პალიატიური თერაპიის სახით;
  • მოზრდილებში ლეიკოზები და ლიმფომები;
  • ბავშვების მწვავე ლეიკოზი;
  • რეგიონული ენტერიტი;
  • გაფანტული სკლეროზი გამწვავების ფაზაში;
  • ორგანოს ტრანსპლანტაციის შედეგად გამოწვეული შენელებული ტიპის რეაქციის პროფილაქტიკა;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • ტვინის შეშუპება, რომელიც გამოწვეულია ტვინის სიმსივნით;
  • ტუბერკულოზური მენინგიტი, რომელიც გამოწვეულია სუბარაქნოიდული ბლოკით ან ბლოკის საშიშროებით ანტიტუბეკულოზურ თერაპიასთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება:

სოლუ-მედროლის დოზა დგინდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს პრეპარატი შეყავთ ინტრავენურად 30 წთ-ის განმავლობაში 30 მგ/კგ სხეულის წონაზე. შეყვანის განმეორება შესაძლებელია ყოველ 4-6 სთ-ში 48 სთ-ის განმავლობაში.

რევმატოიდული ართრიტის დროს პრეპარატი ინიშნება დღეში 1.0 გ-ის ოდენობით 1, 2, 3 ან 4 დღის და/ან ვენაში თვეში 1.0 გ-ის ოდენობით. სისტემური წითელი მგლურას დროს პრეპარატი შეჰყავთ ვენაში დღეში 1.0 გ-ის ოდენობით 3 დღის განმავლობაში. გაფანტული სკლეროზისას კი _ 1.0 გ 3-5 დღის განმავლობაში.

შეშუპების (გლომერულონეფრიტი, მგლურით გამოწვეული ნეფრიტი) დროს უნიშნავენ ვენაში 30 მგ/კგ 4 დღის განმავლობაში დღეგამოშვებით ან 3, 5 ან 7 დღის განმავლობაში დოზით 1.0 გ/დღეში.

ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად სიმსივნური დაავადების ტერმინალურ სტადიაში სოლუ-მედროლი შეჰყავთ ვენაში დღეში 125 მგ-ის ოდენობით 8 კვირის განმავლობაში. პრეპარატის შეყვანა რეკომენდებულია მინიმუმ 30 წთ-ის განმავლობაში, რომელიც შესაძლებელია გავიმეოროთ მკურნალობის კურსის დამთავრებიდან 1 კვირის განმავლობაში, თუკი არ აღინიშნება სასურველი შედეგი.

სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიით გამოწვეული ღებინებისა და გულისრევის პროფილქატიკისათვის პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს ვენაში 250 მგ, რომელიც შეყავთ მინიმუმ 5 წთ-ის განმავლობაში ქიმიოთერაპიამდე 1 სთ-ით ადრე და მის შემდეგ.

ზურგის ტვინის მწვავე ტრავმული დაზიანების შემთხვევაში სოლუ-მედროლი შეყავთ ბოლუსის სახით 30 მგ/კგ სხეულის წონის გათვალისწინებით, არანაკლებ 15 წთ-ით ადრე, შემდგომში უწყვეტი ინფუზიის სახით, სიჩქარით 5.4 მგ/კგ/სთ-ში 23 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი შეყავთ ინფუზიური ტუმბოს მეშვეობით ცალკე ვენაში. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ტრავმიდან პირველი 8 სთ-ის განმავლობაში.

სხვა ჩვენებებისას საწყისი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 10-დან 500 მგ-ს კლინიკური სიტუაციის მიხედვით.

მძიმე და მწვავე მდგომარეობების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს შედარებით მაღალი დოზები. საწყისი დოზა შეადგენს 250 მგ-ს, LFრომელიც შეჰყავთ ვენაში მინიმუმ 5 წთ-ის განმავლობაში, ხოლო თუკი დოზა შეადგენს 250 მგ-ზე მეტს, მაშინ იგი შეჰყავთ 30 წთ-ზე მეტ ხანს.

ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დაბალ დოზებში. იგი არ უნდა იყოს 0.5 მგ/კგ სხეულის წონაზე ნაკლები, რომელიც შეჰყავთ ყოველ 24 სთ-ში.

ინფუზიის მომზადების წესი: თავდაპირველად ამზადებენ სოლუ-მედროლის ხსნარს, ერთმანეთში ურევენ ხსნარსა და ფხვნილს, რომლებიც მოთავსებულია ორტევადიან ფლაკონში. აუცილებელია ვისარგებლოთ მხოლოდ სპეციალური გამხსნელებით. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი შესაძლებელია გამოვიყენოთ გახსნილი ხსნარის სახით საწყისი ხსნარის შერევის შემდეგ 5% დექსტროზასთან წყალზე, ფიზიოლოგიურ ხსნართან 5%-იან დექსტროზასთან, რომელიც განზავებულია 0.45%-ით ან 0.9%-ით ნატრიუმის ქლორიდით. მომზადებული ხსნარები ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 48 სთ-ის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ენდოკრინული სისტემის მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, იცენკო-კუშინგის სინდრომი თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის ჰიპოფიზური დათრგუნვა, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, სტეროიდული დიაბეტი, ცილების კატაბოლიზმის შედეგად გამოწვეული უარყოფითი აზოტოვანი ბალანსი, ბავშვებში სიმაღლეში ზრდის შეფერხება.

საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის მხრივ: სტეროიდული მიოპათია, კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი, პათოლოგიური მოტეხილობები, ძვლების ასეპტური ნეკროზი.

ცნს–ის მხრივ: თავის ქალას შიდა წნევის მომატება, ნათხემის ფსევდოსიმსივნე, ფსიქიური დარღვევები, კრუნჩხვები.

მხედველობის ორგანოების მხრივ: უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, თვალის შიდა წნევის მომატება ეგზოფტალმი, თვალის მეორადი ინფექციები, რომლებიც გამოწვეული სოკოებითა და ვირუსით.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პანკრეატიტი, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, მოსალოდენლი სისხლდენით და პერფორაციით.

პრეპარატის მოქმედებით გამოწვეული იმუნოდეპრესიული გვერდითი მოვლენები: იმუნიტეტის დაქვეითება, ლატენტური და ოპორტუნისტული ინფექციების გამწვავება ჭრილობის რეგენერაციის უნარის გაუარესება.

წყალ–ელექტროლიტური ბალანსის ცვლის მხრივ: სითხისა და ნატრიუმის შეკავება, გულის უკმარისობა, კალიუმის ნაკლებობა, ჰიპოკალიემური ალკალოზი.

გულ–სისხლძარღვთა სისტემების მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.

მეტაბოლური გვერდითი მოვლენების მხრივ: ცილების კატაბოლიზმის შედეგად აღინიშნება უარყოფით აზოტოვანი ბალანსი. ამასთანავე პარენტერული კორტიკოსტეროიდული თერაპიის ჩატარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსიური ტიპის ალერგიული რეაქციები ცირკულატორული კოლაფსით ან მის გარეშე, ასევე ბრონქოსპაზმი, გულის რითმის დარღვევა, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, გულის გაჩერება.

უკუჩვენებები:

* სისტემური სოკოვანი დაავადებები;

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სოლუ-მედროლით მკურნალობის დროს გართულებები მოსალოდნელია მისი მაღალი დოზით და ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის შემთხვევაში, ამიტომ საჭიროა მოსალოდნელი სარგებელისა და რისკის გათვალისწინება თითოეული კონკრეტული შემთხვევის დროს.

◄ პრეპარატის მიღების დაწყება რეკომენდებულია დაბალი დოზით, ხოლო მისი შეწყვეტის აუცილებლობისას ეს პროცესი წარმოებს თანდათან.

◄ მედროლის გამოყენებისას მოსალოდნელია თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობის განვითარება, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში აღინიშნება. ამ და ყველა სხვა სტრესული მდგომარებისას, რომელიც წარმოიშობა ამ პერიოდში გამოიყენება ჰორმონული თერაპიის და მინერალოკორტიკოიდული პრეპარატების კომბინაცია.

◄ პრეპარატის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ვაქცინაციისა და იმუნიზაცის პროცედურის ჩატარება.

◄ ვინაიდან ბავშვებში სოლუ-მედროლი იწვევს სიმაღლეში ზრდის დათრგუნვას, ამიტომ იგი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

◄ თვალის ჰერპესული დაზიანების დროს სოლუ-მედროლი გამოიყენება სიფრთხილით, რათა არ განვითარდეს რქოვანას პერფორაცია.

◄ სოლუ-მედროლი სიფრთხილით გამოიყენება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დივერტიკულიტის, ნაწლავური ანასტომოზების არსებობისას, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის აქტიური ან ლატენტურად მიმდინარე წყლულოვანი დაავადებების, ჩირქოვანი ინფექციების ან აბსცესების დროს, თირკმელების უკმარისობისას, არტერიული ჰიპერტენზიის, ოსტეოპოროზის, მიასთენიის დროს.

◄ არასტაბილური ფსიქიკის ან ფსიქოზური ტენდენციების მქონე პაციენტებში პრეპარატი აძლიერებს მათ ამ თვისებას.

◄ წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ გვერდითი მოვლენების შესამცირებლად უნიშნავენ დიეტას შეზღუდული ნატრიუმით და მომატებული კალიუმის შემადგენლობით.

◄ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელ უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

◄ ბავშვები, რომლებმაც მუცლად ყოფნის პერიოდში მიიღეს პრეპარატის მნიშვნელოვანი დოზა, საჭიროა ექიმის მიერ იქნან საგულდაგულოდ შემოწმებულნი თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის ნიშნების გამოსავლენად.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები მწვავე ინტოქსიკაციის შესახებ. პრეპარატი გამოიყოფა დიალიზის შედეგად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  5 წელი.

სოლტუქსი – SOLTUKS – СОЛТУКС

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

Soltuks სიროფი, ფლაკონი 200 მლ.

ყოველი 10 მლ შეიცავს:

ადჰადოტა ვაზიკას (Adhatoda vasika) მშრალი ექსტრაქტი ……….. 100 მგ.

სუროს ფოთლების (Hedera helix) ექსტრაქტი ………………………. 175 მგ

მრგვალფოთოლა დროზერას (Drozera rotundifolia) მშრალი ექსტრაქტი …. 75 მგ

ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) მშრალი ექსტრაქტი ………………………… 40 მგ

ბეგქონდარას (Thymus vulgaris) მშრალი ექსტრაქტი ………………………….. 75 მგ

გრინდელიას (Grindelia Robusta) მშრალი ექსტრაქტი …………………………  50 მგ

ყაყაჩოს ყვავილის (Papaver rhoeas) მშრალი ექსტრაქტი …………………….. 50 მგ

C ვიტამინი ……………………………………………………………………………  30 მგ

თუთიის ციტრატი …………………………………………………………………..  4,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მოცხარის ნატურალური წვენი, ფრუქტოზა, ევკალიპტის თაფლი.

მოქმედების მექანიზმი:

სოლტუქსი – მუკოლიტიკი, რომელიც დამზადებულია სპეციალურად შერჩეული მცენარეების ნაკრებისაგან, რომლის შემადგენლობაში შედის თუთია და ვიტამინი C. სოლტუქსი ახდენს ხველის შეტევის კუპირებას და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება.

Adhatoda vasika: უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა როგორც მუკოლიტიკი. ალკალოიდის წარმოებული vazisin-ი შედის ბრომგექსინის შემადგენლობაში და Adhatoda vasika-ში. ბრომგექსინი ორგანიზმში გარდაიქმნება ამბროქსოლის აქტიურ მეტაბოლიტად. ალკალოიდი ადჰადატო ვაზიკა არღვევს მუკოპოლისაქარიდებისა და მუკოპროტეინების მტკიცე შენაერთს ნახველში, რის შედეგადაც გამოთავისუფლებული ლიზოსომური ფერმენტები ათხიერებნ ნახველს და ხელს უწყობენ სასუნთქი გზების დაცლას მისგან. აფერხებენ ისეთი მიკრობების გამრავლებასა და განვითარებას, როგორიცაა: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ტუბერკულოზისა და ნაწლავის ჩხირი. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სურფაქტანტის სინთეზის აქტივაცია და მუკოცილიარული კლირენსის აღდგენა.

Hedera helix: აქვს ამოსახველებელი, მუკოლიზური და ანტიბაქტერიული მოქმედება, ჰედერა და ჰედერაგინინი სპაზმოლიზურად მოქმედებს ბრონქების გლუვ კუნთებზე, ხსნისს ბრონქოსპაზმს, ხოლო ბუნებრივი ფლავონოიდები აძლიერებენ ბრონქის მოციმციმე ეპითელის მოძრაობას და ნახველის გამოდევნას.

Thymus vulgaris: მის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები და ფლავონოიდები, გააჩნია ბრონქოლიზური, ამოსახველებელი და მუკოლიზური ეფექტი. იგი გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე გააჩნია ბაქტერიოსტატული მოქმედება რეზისტენტული შტამების მიმართაც კი. მეცნიერულად დამტკიცებულია რომ ის მოქმედებს პიროგენულ სოკოებზე. ასევე ათხიერებს ხახისა და ბრონქის ლორწოვანის მიერ გამომუშავებულ ლორწოს.

Papaver rhoeas: ყაყაჩოს ყვავილის ფურცლის მშრალი ექსტრაქტი ამცირებს ხველის შეტევებს.

Grindelia Robusta: მასში შემავალ ალკალოიდებს აქვთ ანტისეპტიური, მუკოლიზური და ანტისპაზმური თვისებები, აგრეთვე მასში არსებული ეთერზეთებს აქვთ იმუნომასტიმულირებელი ეფექტი.

Drozera rotundifolia: მასში შემავალი ნაფტოხინები სპაზმოლიზურ გავლენას ახდენენ ბრონქების გლუვ მუსკულატურაზე, აგრეთვე, მასში შემავალ ნივთიერება პლიმბაგოს აქვს ანტისეპტიური და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

ვიტამინი C და ცინკი ზრდიან ინტერფერონის დონეს და ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას. ამიტომ ავადმყოფებში დაქვეითებული იმუნიტეტით და ძლიერი ხველებით მიზანშეწონილია სოლტუქსის გამოყენება. ვიტ. C მონაწილეობს უჯრედის ოქსიგენაციის პროცესში. ახდენს ნახველის გამათხიერებელი ფერმენტების აქტივაციას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენება:

  • სასუნთქი გზების მწ. და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით  (ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი);
  • მონოთერაპია ვირუსული ეტიოლოგიის ხველის დროს;
  • ყივანახველა;
  • ბრონქული ასთმა;
  • ტუბერკულოზი;
  • ლარინგიტი, ფარინგიტი, რინოსინუსიტი.

დოზირების რეჟიმი:

0-1 წლამდე ბავშვებში: საზომი მენზურის 1/4 (2,5 მლ)  3-ჯერ დღეში (აუცილებელია მეთვალყურეობა).

1-6 წლამდე ბავშვებში: საზომი მენზურის 1/4 (5 მლ)  3-ჯერ დღეში.

ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში: 1 მთლიანი დოზა (10 მლ)  3-ჯერ დღეში.

სოლტუქსის სიროფი  მიიღება საკვების მიღების შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს დღეში 4-ჯერ.

წინააღმდეგჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით (რადგან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი Adhatoda vasika იწვევს საშვილოსნოს ტონუსის მომატებას). პრეპარატი ინიშნება ლაქტაციის დროს.

სოლკოტრიხოვაკი – SOLCOTRICHOVAC – СОЛКОТРИХОВАК

მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH, შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაქცინა ტრიქომონიაზისა და არასპეციფიკური ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 1 და 3 ც. გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

სელექციური ინაქტივირებული ლიოფილიზებული ბაქტერიები ………  7X109

გამხსნელი: ამპულაში 0.5 მლ საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ახალ იმუნოლოგიურ საშუალებას ტრიქომონიაზისა და არასპეციფიკური ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ. პრეპარატით ვაქცინაცია იწვევს Ig A ჯგუფის არასპეციფიკური სეკრეტორული ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც ხელს უწყობენ ლაქტობაცილის ატიპიური ფორმების ტრიქომონადების და სხვა პათოლოგიური გამომწვევების ელიმინაციას, რაც იწვევს საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენას. პრეპარატით ვაქცინაცია უზრუნველყოფს რეინფექციისაგან ხანგრძლივ დაცვას;

ჩვენებები:

  • რეციდივული არასპეციფიკური ბაქტერიული ვაგინოზი;
  • ქალებში რეციდივული ტრიქომონიაზი.

მიღების წესი და დოზირება:

ვაქცინის მოსამზადებლად სტერილური შპრიცის საშუალებით ფლაკონში, რომელშიც მოთავსებულია ლიოფილიზირებული ფხვნილი შეჰყავთ გამხსნელი. ფხვნილის გახსნა ხდება 30 წმ-ის განმავლობაში. სუსპენზია უნდა წარმოადგენდეს ჰომოგენურ ხსნარს. გამოყენების წინ ფლაკონი, რომელშიც მოთავსებულია გახსნილი ფხვნილი უნდა შევანჯღრიოთ. სუსპენზია უნდა გამოვიყენოთ მომზადებისთანავე. პრეპარატი შეყავთ კუნთებში. ვაქცინაციის კურსი შედგება პრეპარატის 3 ინექციისაგან ერთჯერადი დოზით 0.5 მლ (1 ფლაკონის შიგთავსი) ინექციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 2 კვირას. ერთი წლის შემდეგ ტარდება ერთჯერადი რევაქცინაცია დოზით 0.5 მლ.

გვერდითი მოვლენები:

♦ ინექციის ადგილას იშვიათად ვითარდება ადგილობრივი რეაქციები, რაც გამოიხატება სიწითლით, შეშუპებით და ტკივილის შეგრძნებით.

♦ ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება სისტემური რეაქციები: სხეულის ტემპერატურის ხანმოკლე მომატება, შეციება, თავის ტკივილი. გადაღლილობა.

♦ პრეპარატის მიღებისას ძლიერი რეაქციების გამოვლენისას საჭიროა მისი მიღების შეწყვეტა.

♦ ალერგიული რეაქციებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

უკუჩვენებები:

* მწვავე ინფექციური დაავადებები;

* ტუბერკულოზი აქტიურ ფაზაში;

* სისხლმბადი სისტემის დაავადებები (მწვავე ლეიკოზი და სხვა);

* გულისა და თირკმელების დაავადებები დეკომპენსაციის მოვლენებით;

* იმუნური სისტემის დაავადებები (აივ);

* ფენოლის ან ბაქტერიული ანტიგენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ტრიქომონიაზის მწვავე მიმდინარეობისას პრეპარატით ვაქცინაცია ტარდება ეთიოტროპული მკურნალობის შემდეგ.

◄ პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ვენერიული დაავადებების  დროს (გონორეა, ათაშანგი).

◄ 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა, ვინაიდან აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს საკმარისი კლინიკური კვლევები.

◄ იმუნოდეპრესანტებით მკურნალობისა და სხივური თერაპიის ჩატარებისას შესაძლებელია აღინიშნოს პრეპარატის მოქმედების ეფექტურობის ნაწილობრივი ან სრული დაქვეითება.

◄ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მაშინ, როდესაც ფლაკონზე აღინიშნება ბზარები ან ამპულაზე ძნელად ამოსაცნობი მარკირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. პრეპარატის გაყინვა  დაუშვებელია.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სოლკოსერილი თვალის გელი – SOLCOSERYL EYES GELL – СОЛКОСЕРИЛ ГЛАЗНОЙ ГЕЛЬ

მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH, შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის გელი: ტუბში 5 გ

1 გ

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზებული დიალიზატი        ………………………………………………………………..8.3 მგ

კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი  …………0.1 მგ/1გ

დამხმარე ნივთიერებები:

კარბოქსიმეთილცელულოზის ნატრიუმის მარილი, ორწყლიანი ნატრიუმის ედტა, სორბიტოლი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოლკოსერილი თვალის გელის აქტიური ნივთიერება წარმოადგენს ქიმიურად და ბიოლოგიურად სტანდარტიზებულ დიალიზატს, მიღებულს ჯანმრთელი ძუძუმწოვარა ხბოების სისხლიდან დიალიზისა და ულტრაფილტრაციის გზით (ნომინალური ზომა 5000 და). შესაბამისად პრეპარატის აქტიური ნივთიერება არ შეიცავს ცილის მოლეკულებს. იგი შეიცავს დაბალმოლეკულური კომპონენტების დიდ რაოდენობას მიღებულს ძუძუმწოვარა ხბოების სისხლიდან, კერძოდ: ელექტროლიტებს, ამინომჟავებს, ნუკლეოტიდებს, ნუკლეოზიდებს, ოლიგოპეპტიდებს და ნახშირწყლოვანი ცვლის შუალედურ პროდუქტებს.

კლინიკური ეფექტურობა განპირობებულია ყველა კომპონენტის სინერგული მოქმედებით.

სოლკოსერილი თვალის გელი იცავს ქსოვილებს ჰიპოქსიისა და საკვები პროდუქტების დეფიციტისგან, ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციის აღდგენას და აჩქარებს შეხორცების პროცესს, ამავდროულად აუმჯობესებს შეხორცების ხარისხს.

სოლკოსერილი თვალის გელი არის სპეციალურად შემუშავებულ რქოვანას, განსაკუთრებით მისი სტრომის დაზიანებათა სამკურნალოდ, რადგან იწვევს ქსოვილების რეგენერაციას და ამცირებს ნაწიბურების წარმოქმნის რისკს.

თავისი ჟელესმაგვარი კონსისტენციის წყალობით, რაც განპირობებულია მასში კარბოქსიმეთილცელულოზის ნატრიუმის მარილის არსებობით, სოლკოსერილის თვალის გელს აქვს ადჰეზიური თვისებები და უზრუნველყოფს რქოვანაზე მის თანაბარ განაწილებას და შენარჩუნებას საკმაო ხნის მანძილზე, რის შედეგადაც აქტიური ნივთიერება განუწყვეტლივ იწოვება დაზიანებულ ქსოვილებში.

ფარმაკოკინეტიკა:

როგორც სხვა ბიოლოგიურად სტანდარტიზებული პრეპარატების შემთხვევაში, სოლკოსერილის თვალის გელის აქტიური ნივთიერების – დეპროტეინიზებული ჰემოდიალიზატის – აბსორბცია, განაწილება და ელიმინაცია შეუძლებელია შესწავლილ იქნას ჩვეულებრივი ფარმაკოკინეტიკური მეთოდებით (მაგ. რადიოაქტიური მარკირებით და სხვა) რადგანაც ჰემოდიალიზატმა შეიძლება მოახდინოს სხვადასხვა ფარმაკოდინამიური მოქმედება, რაც მიეწერება სხვადასხვა ფიზიკო-ქიმიური თვისებების მქონე მოლეკულებს. გარდა ამისა, ძუძუმწოვარა ხბოების დეპროტეინიზებული დიალიზატი შეიცავს სისხლის შრატისა და უჯრედების დაბალმოლეკულურ კომპონენტებსაც, რომლებიც ნორმაში ყოველთვის არიან ძუძუმწოვრების სისხლში.

ჩვენებები:

  • რქოვანასა და კონიუნქტივის მექანიკური დაზიანებები (ეროზია, ტრავმა), მათ ოპერაციის შემდგომი ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად (კერატოპლასტიკის, კატარაქტის ამოღებისა და გლაუკომის ოპერაციების შემდეგ);
  • რქოვანას ქიმიური (მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედებით გამოწვეული), თერმული, სხივური (ულტრაიისფერი, რენტგენის და სხვა სახის მოკლეტალღური გამოსხივების ზემოქმედებით გამოწვეული) დამწვრობა;
  • რქოვანას წყლულები, კერატიტები (ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ეტიოლოგიის) ეპითელიზაციის სტადიაში ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ და სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებთან კომბინაციაში;
  • რქოვანას სხვადასხვა ეტიოლოგიის დისტროფიები (მათ შორის ნეიროპალარიტური, ლაგოფტალმური კერატიტი, მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, ბულოზური კერატოპათია);
  • მყარი და რბილი ლინზებისადმი შეგუების პერიოდის შემცირებისათვის და მათი ატანის გასაუმჯობესებლად.

მიღების წესი და დოზირება:

– ჩვეულებრივ სოლკოსერილის თვალის გელის 1 წვეთი ეწვეთება კონიუნქტიურ პარკში დღეში 3-4-ჯერ.

– მძიმე შემთხვევებში შეიძლება ერთხელ ყოველ საათში. თუ დამატებით გამოიყენება თვალის სხვა წვეთებიც, მაშინ სოლკოსერილი უნდა ჩავაწვეთოთ მათი გამოყენების შემდეგ არაუადრეს 15 წუთისა.

– მყარი ლინზების გამოყენებისას სოლკოსერილი უნდა დავაწვეთოთ ლინზაზე მისი ჩადგმის წინ და აგრეთვე თვალში ლინზის მოხსნის შემდეგ, რბილი ლინზების შემთხვევაში კი სოლკოსერილი უნდა ჩავაწვეთოთ თვალში ლინზის მოხსნის შემდეგ ძილის წინ, ამასთანავე არ უნდა შევეხოთ ტუბის ბოლოს თითებით. ტუბი უნდა დავხუროთ გამოყენებისთანავე.

გვერდითი მოვლენები:

სოლკოსერილის თვალის გელის ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს ხანმოკლე წვის შეგრძნება, რაც არ არის პრეპარატის მოხსნის მიზეზი. იშვიათად განმეორებითი ჩაწვეთებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ისეთივე ალერგიული რეაქციები რაც სხვა თვალის წვეთების გამოყენებისას.

უკუჩვენებები:

სოლკოსერილი თვალის გელი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, აგრეთვე p-ჰიდროქსიბენზოატების (E216 და E218) და თავისუფალი ბენზოის მჟავის (E210) უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებსაც იყენებენ წარმოების პროცესში. ეს ეფექტი გათვალისწინებული უნდა იქნას ამ კომპონენტებისადმი ალერგიული განწყობის მქონე ავადმყოფების მკურნალობისას.

ორსულობა და ლაქტაცია:

გამოყენება ბავშვებში, ორსულებსა და ლაქტაციის დროს:

დღემდე არ არსებობს მონაცემები სოლკოსერილის თვალის გელის კლინიკური გამოყენებისა ორსულებში, ბავშვებში და ლაქტაციის დროს. გამოკვლევებმა პრეპარატის ზემოქმედებისა რეპროდუქციულ ფუნქციაზე ცხოველებში აჩვენეს, რომ პრეპარატი არ არის საშიში ემბრიონისთვის.

სოლკოსერილის თვალის გელის გამოყენება 1 წელზე უფროს ბავშვებსა და ორსულებში შეიძლება ექიმის დანიშნულებით განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.

წინააღმდეგ ჩვენება სოლკოსერილის გამოყენებისა ლაქტაციის დროს  არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ლინზების მატარებელ პაციენტთათვის პრეპარატის გამოყენების თავისებურება განისაზღვრება ლინზების ხარისხის მიხედვით.

♦ უშუალოდ სოლკოსერილის თვალის გელის ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს მხედველობის ხანმოკლე დაქვეითება, რაც თავის მხრივ აქვეითებს ფსიქო-მოტორული რეაქციების სისწრაფეს. ამიტომ 20-30 წთ. მანძილზე პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისაგან (მანქანის ტარება, მექანიზმებთან მუშაობა და სხვა).

♦ ინფიცირების შემთხვევაში არ შეიძლება სოლკოსერილის გამოყენება როგორც ერთადერთი სამკურნალო საშუალებისა.

ჭარბი დოზირება:

ინტოქსიკაციის მოვლენები სოლკოსერილის თვალის გელის დოზის გადამეტებისას არ აღინიშნებოდა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სოლკოსერილი თვალის გელი შეიძლება გამოყენებულ იქნას უმეტეს ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან კომბინაციაში.

– სოლკოსერილის ბუნებრივმა მეტაბოლიტებმა შეიძლება შეამცირონ ადგილობრივი გამოყენებული ანტინუკლეოზიდური წარმოშობის ანტივირუსული პრეპარატების ეფექტურობა, როგორებიცაა აციკლოვირი და იდოქსიურიდინი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. ტუბის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 1 თვის განმავლობაში.

სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა – SOLCOSERYL DENTAL ADHESIVE PASTE – СОЛКОСЕРИЛ ДЕНТАЛ АДГЕЗИВНАЯ ПАСТА

მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH, შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი მარეგენირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დენტალური ადჰეზიური პასტა: ტუბში 5 გ.

1 გ

ხბოს სისხლის ჰემოდიალიზატი………  2.125 მგ

სხვა ინგრედიენტები:

პოლიდოკანოლი ………………………… 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოლკოსერილი ქსოვილებში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას. ის მიიღება ხბოს სისხლისგან და წარმოადგენს დეპროტეინირებულ, არაანტიგენურ, აპიროგენულ ჰემოდიალიზატს. პრეპარატი შეიცავს დაბალმოლეკულურ ნივთიერებებს (გლიკოლიპიდებს, ნუკლეოზიდებს, ნუკლეოტიდებს, ამინომჟავებს, ოლიგოპეპტიდებს, მიკროელემენტებს, ელექტროლიტებს, ნახშირწყლების და ცხიმების დაშლის შუალედურ პროდუქტებს). სოლკოსერილი ზრდის ქსოვილების მიერ ჟანგბადის შეთვისებას, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, აუმჯობესებს გლუკოზის ტრანსპორტირებას, ზრდის ატფ-ის სინთეზს,  რითაც აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას.

პრეპარატი ასტიმულირებს ანგიოგენეზს, იწვევს იშემიური კერის რევასკულარიზაციას, ქმნის  სასურველ გარემოს კოლაგენის სინთეზის და გრანულაციური ქსოვილის ზრდისთვის; აჩქარებს ეპითელიზაციას და ჭრილობის შეხორცებას. იგი ასევე ხასიათდება მემბრანომასტაბილიზირებელი და ციტოპროტექტული მოქმედებით. პასტის შემცველ პოლიდოკანოლს გააჩნია ზედაპირული საანესთეზიო მოქმედება. პრეპარატი ქმნის პირის ღრუს ლორწოვანზე აპკს, რომელიც მექანიკური და თერმული დაზიანებისგან იცავს პირის ღრუს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:

ფარმაკოკინეტიკის შესწავლა ქიმიური ანალიზის მეთოდებით შეუძლებელია, ვინაიდან პრეპარატი შეიცავს სისხლის კომპონენტებს, რომლებიც აგრეთვე ადამიანის ორგანიზმში გვხვდება.

ჩვენებები:

  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ღრძილების და ტუჩების ანთებითი პროცესები (სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტიტი, აფტები, ტუჩების მარტივი ჰერპესი, კბილის პროთეზისგან გამოწვეული დაზიანება, ძვალში იმპლანტატის ჩადგმის შემდეგ, კბილის ექსტრაქცია, კბილების ამოჭრა).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 3-5-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ და ძილის წინ. დაზიანებული არე მშრალდება ბამბის ან ბინტის ტამპონით, წაესმება პასტა თანაბრად და ზედაპირი წყლით სველდება. პასტის ფენა 3-5 საათი ინარჩუნებს მდგრადობას.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ვითარდება ლოკალური შეშუპება, გემოს და კბილების ფერის შეცვლა.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი არ არის ტერატოგენული, მაგრამ მაინც სიფრთხილით გამოიყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

პასტის მშრალი, გრანულური კონსისტენცია უზრუნველყოფს ოპტიმალურ ადჰეზიას და არ ნიშნავს პრეპარატის უხარისხობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დენტალური პასტის არასასურველი მოქმედება სხვა პრეპარატებზე ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 20-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწდვომელ ადგილას.

სოლკოსერილი – SOLCOSERYL – СОЛКОСЕРИЛ

მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH,

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი, მარეგენირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი……………………    200 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 25 ც.

1 მლ 1 ამპ.

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი ……………………………………..  42.5 მგ 85 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი ………………………………………. 42.5 მგ 212.5 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი ………………………………………  42.5 მგ 425 მგ

საინფუზიო ხსნარი 10% და 20%: ფლაკონში 25 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ 1 ფლ

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი …………………………………….  8.5 მგ 2.125 გ

გელი: ტუბში 20 გ

1 გ

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი ………………………………..      8.3 მგ

მალამო: ტუბში 20 გ

1 გ

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი …………………………………… 2.07 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოლკოსერილი ქსოვილებში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას. იგი მიიღება ხბოს სისხლისგან და წარმოადგენს დეპროტეინირებულ, არაანტიგენურ, აპიროგენულ ჰემოდიალიზატს. პრეპარატი შეიცავს დაბალმოლეკულურ ნივთიერებებს (გლიკოლიპიდებს, ნუკლეოზიდებს, ნუკლეოტიდებს, ამინომჟავებს, ოლიგოპეპტიდებს, მიკროელემენტებს, ელექტროლიტებს, ნახშირწყლების და ცხიმების დაშლის შუალედურ პროდუქტებს).

სოლკოსერილი ზრდის ქსოვილების მიერ ჟანგბადის შეთვისებას, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, აუმჯობესებს გლუკოზის ტრანსპორტს, ზრდის ატფ-ის სინთეზს, რითაც  აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას.

პრეპარატი ასტიმულირებს ანგიოგენეზს, იწვევს იშემიური კერის რევასკულარიზაციას, ქმნის სასურველ გარემოს კოლაგენის სინთეზის და გრანულოაციური ქსოვილის ზრდისათვის, აჩქარებს ეპითელიზაციას და ჭრილობის შეხორცებას. იგი ასევე ხასიათდება მემბრანომასტაბილიზირებელი და ციტოპროტექტული მოქმედებით.

ჩვენებები:

სისტემური გამოყენებისათვის:

  • სისხლძარღვთა პერიფერიული დაავადება (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, ქვედა კიდურების ათეროსკლეროზი, დიაბეტური ანგიოპათია, ვენების ვარიკოზული გაგანიერება), რომელთაც თან ერთვის ტროფიკული დარღვევები (ტროფიკული წყლული, განგრენის საწყისი სტადია);
  • ცერებრალური სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევა (იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი, თავის ქალას ტრავმა);
  • გულის იშემიური დაავადება (არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა);
  • კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • გამოიყენება მეტაბოლური პროცესების და ქსოვილების რეგენერაციის დასაჩქარებლად, წვივის ტროფიკული წყლულის დროს, ნაწოლების, დამწვრობების, რადიაციული წყლულების, კანის გადანერგვის შემთხვევაში.

გარეგანი გამოყენებისათვის:

  • ძნელად მიმდინარე შეხორცებითი პროცესები ჭრილობების და ნაწოლების დროს;
  • ქიმიური და თერმიული დამწვრობა, მოყინვა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 1 წლის ასაკის ზევით მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 20 მგ/კგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 40 მგ/კგ.

ბავშვებში 1 წლის ასაკამდე მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 100 მგ/კგ, სადღეღამისო დოზა – 20 მგ/კგ.

პრეპარატი ინიშნება 1-2-ჯერ დღეში.

პერორალურად 1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში.

პეპტიური წყლულების დროს – 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

მალამო და გელი ინიშნება თხელი ფენით დაზიანებულ ზედაპირზე 2-3-ჯერ დღეში. სველი ჭრილობის დამუშავება უნდა დაიწყოს გელით, შემდგომში შეხორცებითი პროცესების განვითარებისას კვლავ წარმოშობილ ეპითელიუმზე და მოსაზღვრე კანზე გამოიყენება მალამო.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, ანაფილაქსიური რეაქციები.

ადგილობრივი რეაქციები: მსუბუქი ხარისხის წვის შეგრძნება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამ შემთხვევებში პრეპარატის მიღება არ არის სასურველი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

Don`t copy text!