Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 465

სოლკოვაგინი – SOLCOVAGIN – СОЛКОВАГИН

მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH, შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ეროზიის საწინააღმდეგო ადგილობრივი გამოყენების გინეკოლოგიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი: ფლაკონში 0.5 მლ, შეფუთვაში 2 ც.

1 მლ

აზოტმჟავა 70%-იანი ……………………     537 მგ

ძმარმჟავა 99%-იანი ………………………    20.4 მგ

მჟაუნმჟავას დიჰიდრატი …………………… 58.6 მგ

თუთიის ნიტრატის ჰექსაჰიდრატი ………… 6 მგ

წყალი      1 მლ-მდე

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით. იგი განსხვავებულად მოქმედებს საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის სხვადასხვა ტიპებზე. ეროზიასა და გარდაქმნის ზონაზე პრეპარატის დატანის შემდეგ აღინიშნება ექტოპიური ცილინდრული ეპითელიუმისა და სუბეპითელიური სტრომის დაუყოვნებელი ფიქსაცია. მრავალშრიანი, ბრტყელი ეპითელიუმი საკმარისად მდგრადია პრეპარატის მოქმედების მიმართ და იგი პრაქტიკულად არ ექვემდებარება ცვლილებას. ფიქსაციის პროცესი მოიცავს რამოდენიმე წუთს და ხასიათდება ღია-ყვითელი ან რუხი შეფერვით. მუმიფიცირებული ქსოვილი წარმოადგენს დამცავ წრეს, რომლის შიგნითაც ისევ ხდება მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის წარმოქმნა. რამდენიმე დღის შემდეგ ადგილი აქვს მუმიფიცირებული ეპითელის მოცილებას.

ჩვენებები:

  • ცერვიკალური ექტოპია;
  • ტრანსფორმაციის დონა;
  • Ovula Nabothi (გახსნის შემდეგ);
  • ცერვიკალური არხის პოლიპები;
  • ოპერაციის შემდგომი გრანულები (მაგალითად ჰისტეროექტომიის შემდეგ)

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. პროცედურის დროს რეკომენდებულია მხოლოდ დაზიანებული უბნის დამუშავება. ამავე დროს, თავიდან უნდა ავიცილოთ პრეპარატის მოხვედრა გარეგან სასქესო ორგანოებსა და საშოს ეპითელიუმზე.

საშვილოსნოს ყელი უნდა გასუფთავდეს გამონადენისაგან ბამბის ტამპონის მეშვეობით. საშვილოსნოს ყელის 3%-იანი ძმარმჟავას ხსნარით დამუშავება საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს დაზიანების საზღვარი.

დაზიანებული უბანი უნდა დამუშავდეს პრეპარატით გაჟღენთილი ბამბის ტამპონით, რომელიც დახვეულია ხის პატარა ჯოხზე.

1-2 წთ-ის შემდეგ დამუშავება უნდა გავიმეოროთ ახალი ბამბის ტამპონით, რომელიც გაჟღენთილია პრეპარატით.

მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად, რომლის დროსაც არ არის საჭირო წყლის პროცედურებისა და სქესობრივი აქტის შეზღუდვა. დიდი ზომისა და საკმარისად ღრმა ეროზიის მკურნალობის პირველი კურსის შემდეგ რეკომენდებულია შემოწმების ჩატარება და მკურნალობის განმეორება 4-6 დღის შემდეგ.

მკურნალობიდან 4 კვირის შემდეგ პაციენტი ვალდებულია ხელმეორედ ჩაიტაროს საკონტროლო შემოწმება. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოწმების მაჩვენებლები არ არის დამაკმაყოფილებელი, მაშინ აუცილებელია მკურნალობის ხელმეორე კურსის  ჩატარება (2 აპლიკაცია) და 4 კვირის შემდეგ ექიმთან კონსულტაცია.

ფლაკონის თავსახურის მოხსნის შემდეგ, ბამბის ტამპონი, რომელიც დახვეულია ხის პატარა ჯოხზე იჟღინთება ფლაკონის შიგთავსით, რომლის გამოყენების შემდეგ ბამბის ტამპონი უნდა მოვათავსოთ ფლაკონში და გავტეხოთ ხის პატარა ჯოხი.

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება. მკურნალობა უმტკივნეულოა და არ იწვეს საშვილოსნოს ყელის არხის დეფორმაციასა და ნაწიბურების წარმოქმნას.

უკუჩვენებები:

* საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი ცვლილებები (ეჭვი მალიგნიზაციაზე);

* დისპლაზია;

* ორსულობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ვინაიდან პრეპარატი შეიცავს კონცენტრირებულ მჟავებს, ამიტომ თავიდან უნდა ავიცილოთ მისი არასასურველი კონტაქტი ტანსაცმელთან, კანსა და განსაკუთრებით თვალის ლორწოვანთან. პრეპარატის გარეგანი სასქესო ორგანოების კანზე ან საშოს ეპითელიუმზე მოხვედრისას საჭიროა მათი წყლით ჩამობანა. ხსნარის თვალში მოხვედრის შემთხვევაში რეკომენდებულია ამ უკანასკნელის წყლით ან მანეიტრალიზებელი 1%-იანი ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით ჩამობანა.

ჭარბი დოზირება:

არ აღინიშნება, ვინაიდან ერთი ფლაკონი შეიცავს ერთი პროცედურისათვის საკმარის დოზას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 15-250C ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ტრანსპორტირების დროს შესაძლებელია კრისტალური ნალექის წარმოქმნა, რომელიც განპირობებულია ტემპერატურული მერყეობით (მაგ. ტრანსპორტირებისას მისი დაქვეითება). ხანმოკლე გაცხელების შედეგად (1-2 წთ) 400C ტემპერატურაზე ხდება ნალექის გახსნა.

სოლკოდერმი – SOLCODERM – СОЛКОДЕРМ

მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH, შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კერატოზის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი: ამპულაში 0.2 მლ, შეფუთვაში 1 და 5 ც. აპლიკატორებთან ერთად.

1 მლ.

აზოტმჟავა 70% ………………………………….    580.7 მგ

ძმარმჟავა 99%  ……………………………………    41.1 მგ

მჟაუნმჟავას დიჰიდრატი ………………………….. 57.4 მგ

რძის მჟავა …………………………………………….  4.8 მგ

სპილენძის ნიტრატის ტრიჰიდრატი ……………. 48 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოლკოდერმი გარეგანად გამოსაყენებელი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც აპლიკაციიდან 1-2 წუთში (ზედაპირული დაზიანებისას) და 5-10 წუთში (ძველი და გარქოვანებული დაზიანებისას) აღწევს ქსოვილში და ფერს უცვლის მას. შემდგომში პათოლოგიური ქსოვილი მუმიფიცირდება და რამდენიმე დღის შემდეგ თავისით სცილდება. შეხორცება სწრაფად ვითარდება პრაქტიკულად მეორადი ინფექციის გარეშე.

ფარმაკოკინეტკა:

სოლკოდერმის შემადგენელი მჟავები და სპილენძის ნიტრატი პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის დევიტალიზაციას და ფიქსაციას იწვევენ. პრეპარატის შეწოვას და სისტემურ მოქმედებას არა აქვს ადგილი.

ჩვენებები:

  • მარტივი მეჭეჭები;
  • ქუსლის არის მეჭეჭები;
  • მახვილწვერიანი კონდილომები;
  • სებორეული კერატოზი;
  • აქტინოკერატოზი;
  • ხალი (კეთილთვისებიანი).

მიღების წესი და დოზირება:

დაზიანებული კერის სპირტით წინასწარი დამუშავების შემდეგ პრეპარატი მინის კაპილარის და აპლიკატორის საშუალებით წაისმება. დაზიანების ზომის, სიღრმის და ლოკალიზაციის მიხედვით რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.05-0.1 მლ-მდე. გარქოვანებული კანის დამუშავებისას სასურველია გარქოვანებული ფენის მოცილება.

10 მმ-ზე მეტი ზომის კანის დაზიანება პრეპარატით მუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესი ზედაპირულია. დასაშვებია ერთდროულად 4-5 კერის დამუშავება, მაგრამ მათი ფართობი 4-5 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს.

დამუშავებიდან რამდენიმე დღეში დაზიანებული არე მუმიფიცირდება და მუქ-ყავისფერს ღებულობს. თუ მუმიფიცირება არასრულია შესაძლებელია პროცედურის გამეორება. დიდი რაოდენობით დაზიანებების არსებობისას მკურნალობა რამდენიმე სეანსად ტარდება 4 კვირიანი ინტერვალებით.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: წვის შეგრძნება, გარდამავალი ერითემა დამუშავებული არის ირგვლივ, მკრთალი რგოლი (სისხლძარღვების შევიწროების გამო), რაც მკურნალობას არ საჭიროებს.

პრეპარატით ღრმად ამოწვამ შესაძლოა დეპიგმენტაცია და ნაწიბური დატოვოს.

უკუჩვენებები:

* შესაძლო მეტასტაზების არსებობა;

* ავთვისებიანი მელანომა;

* ჭორფლი;

* კელოიდური ნაწიბური.

ორსულობა და ლაქტაცია:

კვლევები ორსულებზე არ არის ჩატარებული. ექსპერიმენტული მონაცემებით ნაყოფზე პრეპარატის არასასურველი ზემოქმედება არ არის დადასტურებული.

განსაკუთრებული მითითებები:

სოლკოდერმი მხოლოდ გარეგანად გამოსაყენებელი პრეპარატია.

სიფრთხილეა საჭირო თვალის და ლორწოვანი გარსების მოსაზღვრე კანის დამუშავების დროს. თვალში და დაუზიანებელ კანზე მოხვედრისას საჭიროა მისი წყლით ან სუსტი ტუტით ჩამორეცხვა.

ადგილობრივი ალერგიის გამოვლენის დროს გამოიყენება გლუკოკორტიკოიდების და საანესთეზიო საშუალებების შემცველი კრემები. დევიტალიზებული ქსოვილი თავისით უნდა მოცილდეს, არ შეიძლება ინსტრუმენტებით მისი მოშორება, რადგან დიდი ნაწიბური შეიძლება დარჩეს. სრულ შეხორცებამდე არასასურველია მზისა და ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედება დაზიანებულ არეზე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების დროს ძლიერდება გვერდითი მოვლენები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

სოლიდაგო კომპოზიტუმი სნ – SOLIDAGO COMPOSITUM SN – СОЛИДАГО КОМПОЗИТУМ СН

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

შარდ-სასქესო ორგანოების დაავადების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Solidago D3 …………………………………1 მლ
Berberis D4 …………………………………1 მლ
Vesica urinaria suis D8 ……………………1 მლ
Pyelon suis D10 ……………………………1 მლ
Ureter suis D10 …………………………….1 მლ
Urethra suis D10 …………………………..1 მლ
Terebinthina D6 ……………………………1 მლ
Hydrargyrum bichloratum D8 …………….1 მლ
Acidum arsenicosum D28 ………………..1 მლ
Cuprum sulfuricum D6 ……………………1 მლ
Bucco D8 …………………………………….1 მლ
Hepar sulfuris D10 …………………………1 მლ
Capsicum D6 ……………………………….1 მლ
Orthosiphon stamineus D6 ……………….1 მლ
Equisetum hiemale D4 ……………………1 მლ
Pareira brava D6 ……………………………1 მლ
Cantharis D6 ………………………………..1 მლ
Apisinum D8 ………………………………..1 მლ
Baptisia D4 ………………………………….1 მლ
Natrium pyruvicum10 ………………………1 მლ
Pyogenium D198 …………………………..1 მლ
Sarsaparilla D6 ……………………………..1 მლ
Colibacillinum D13 …………………………1 მლ
Coxcackie-Virus A9 D8 …………………….1 მლ
Argentum nitricum D6 ……………………..1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • იმუნური მექანიზმის გასააქტივებლად თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, ცისტიტი, ცისტოპიელიტი, ნეფროლითიაზი, ჰიდრონეფროზი, ღამის ენურეზი, შარდის შეუკავებლობა პროსტატის ადენომის პირველი სტადია, შარდსადინარის შევიწროვება, ნეფროზი, ნეფროსკლეროზი, ჰიპერტონია, გლომერულონეფრიტი, თირკმლის გამომყოფი ფუნქციის სტიმულაცია;
  • ჰიპერჰიდროზის, ფეხის ტერფის ოფლიანობის;
  • ეგზემის დროს. აგრეთვე,
  • როგორც დამხმარე თერაპია, ღვიძლის დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე მდგომარეობის დროს ყოველდღე Traumeel S და Echinacea compositum S-თან ერთად;

ჩვეულებრივ – 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კანქვეშ, კუნთებში, ვენაში.

გვერდითი მოვლენები:

ჭარბი ნერწყვდენის დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა პრეპარატებთან ურთიეთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

სოლიანი – SOLIAN – СОЛИАН

საერთაშორისო დასახელება:

AMISULPRIDE

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფსიქოტროპული საშუალებები; ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები (100 მგ და 200 მგ დოზირება)

შემოგარს. ტაბლეტები 400 მგ დოზირება

10 ტაბლეტი ალ/პვქ ფოლგის ბლისტერში. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ამისულფრიდი სელექციურად, მაღალი აფინურობით უკავშირდება დოფამინერგული რეცეპტორების D2/D3 ქვეტიპებს, თუმცა არ ახასიათებს D1, D4 და D5 რეცეპტორების მიმართ აფინურობა. კლასიკური და ატიპიური ნეიროლეფსიურებისგან განსხვავებით, ამისულფრიდს არ გააჩნია აფინურობა სეროტონინური რეცეპტორების, H1 ჰისტამინური, ალფა-ადრენერგული და ქოლინერგული რეცეპტორების მიმართ. მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში აბლოკირებს პოსტსინაფსურ D2 რეცეპტორებს, რომლებიც ლოკალიზებულია ლიმბურ სისტემაში (არ ახდენს ზეგავლენას ანალოგიურ რეცეპტორებზე სტრიატუმში). განმეორებითი მკურნალობის შემდეგ არ იწვევს კატალეფსიას და D2-დოფამინური რეცეპტორების ჰიპერმგრძნობელობის განვითარებას. მცირე დოზებით იგი უპირატესად დოფამინის გამოთავისუფლების სტიმულირებით აბლოკირებს პრესინაფსურ D2/D3 რეცეპტორებს. ასეთ ატიპიურ ფარმაკოლოგიურ პროფილს შეუძლია მაღალ დოზებში პოსტსინაფსური დოფამინური რეცეპტორების ბლოკადის შედეგად განვითარებული ამისულფრიდის ანტიფსიქოზური ეფექტის და დაბალ დოზებში პრესინაფსური დოფამინური რეცეპტორების ბლოკადის შედეგად განვითარებული კლინიკურად ნეგატიური სიმპტომების მიმართ მისი ეფექტურობის ახსნა.

აღნიშნულის გარდა, ამისულფრიდი ნაკლებად იწვევს ექსტრაპირამიდულ გვერდით ეფექტებს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მის უპირატეს ლიმბურ აქტივობასთან.

შიზოფრენიის მწვავე შეტევების მქონე ავადმყოფებში სოლიანი მოქმედებს, როგორც კლინიკურ მეორად ნეგატიურ სიმპტომებზე, ასევე, ისეთ აფექტურ სიმპტომებზე, როგორიცაა დეპრესიული მდგომარეობა და რეტარდაცია.

ფარმაკოკინეტიკა :

ამისულფრიდს აღენიშნება ორი აბსორბციული პიკი: ერთი მიიღწევა სწრაფად, დოზის შეყვანიდან ერთ საათში, ხოლო მეორე – მიღების შემდეგ 3-4 საათის შუალედში. 50 მგ მიღების შემდეგ პლაზმაში კონცენტრაცია შეადგენს 39+3 და 54+4 ნგ/მლ შესაბამისად. განაწილების მოცულობა ტოლია 5,8 ლ/კგ. რადგან პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (16%), ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ნაკლებად სავარაუდოა. სრული ბიოშეღწევადობა შეადგენს 48%.

ამისულფრიდი მეტაბოლიზდება უმნიშვნელო ხარისხით (დაახლოებით 4%), იდენტიფიცირებულია ორი არააქტიური მეტაბოლიტი.

ამისულფრიდის დაგროვება არ ხდება და განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ მისი ფარმაკოკინეტიკა უცვლელი რჩება.

ამისულფრიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 12 საათს მისი პერორალური მიღების შემდეგ.

ამისულფრიდი გამოიყოფა შარდის საშუალებით შეუცვლელი სახით. კლირენსი შეადგენს დაახლოებით 330 მლ/წთ. ნახშირწყლებით გამდიდრებული საკვები აქვეითებს AUC (მრუდის ქვეშ ფართობი კონცენტრაცია/დრო), მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს და ამისულფრიდის მაქსიმალურ კონცენტრაციას, ხოლო ცხიმებით გამდიდრებული საკვები ზემოთაღნიშნული ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ცვლილებებს არ იწვევს. თუმცა, ყოვედლღიურ კლინიკურ პრაქტიკაში აღნიშნული დაკვირვებების მნიშვნელობა ცნობილი არ არის.

ღვიძლის უკმარისობა: იმის გამო, რომ პრეპარატი შენელებული მეტაბოლიზმით გამოირჩევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ არის აუცილებელი დოზის შემცირება.

თირკმელების უკმარისობა: თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება, ხოლო სისტემური კლირენსი ქვეითდება კოეფიციენტით 2,5-3. თირკმელების დაბალი ხარისხის უკმარისობის შემთხვევაში ამისულფრიდის AUC იზრდება ორჯერ, ხოლო ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში – ათჯერ (იხ. “გამოყენება და დოზები”). თუმცა, პრაქტიკული გამოცდილება შეზღუდულია და 50 მგ-ზე მაღალი დოზებით მიღების შედეგები არ არსებობს. ამისულფრიდი სუსტად ექვემდებარება დიალიზს.

ხანდაზმული პაციენტები ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელს ზემოთ) ფარმაკოკინეტიკური მონაცემების შეზღუდული რაოდენობა ადასტურებს, რომ პრეპარატის 50მგ შიგნით ერთჯერადი მიღების შემდეგ Cmax, T1/2 და AUC 10-30%-ით მაღალია, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში არ მოიპოვება.

ჩვენებები:

  • პროდუქტიული (მაგალითად: ბოდვა, ჰალუცინაციები, აზროვნების მხრივ დარღვევები) და/ან ნეგატიური (მაგალითად: აფექტური ეპიზოდები, ემოციურობის არარსებობა და ურთიერთობისგან თავის დაღწევა) დარღვევებით თანმხლები მწვავე და ქრონიკული შიზოფრენიის მკურნალობა, მათ შორის ჭარბი ნეგატიური სიმპტომატიკის მქონე პაციენტებში.

მიღების წესები და დოზები:

მწვავე ფსიქოტროპული ეპიზოდების შემთხვევაში რეკომენდებულია დღე-ღამეში 400-800მგ დოზის შიგნით მიღება. ცალკეულ შემთხვევებში, დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია დღე-ღამეში 1200 მგ-მდე. დოზის გაზრდა შესაძლებელია პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ.

შერეული ნეგატიური და პროდუქტიული სიმპტომების მქონე პაციენტებისათვის დოზების შერჩევა ხდება პრიდუქტიული სიმპტომების ოპტიმალური კონტროლის უზრუნველყოფით, საშუალოდ 400 მგ-დან 800 მგ-მდე დოზირების შერჩევით. შემანარჩუნებელი მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა მინიმალური ეფექტური დოზების დანიშვნით.

კლინიკურად ნეგატიური სიმპტომატიკის სიჭარბის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დღე-ღამეში 50-300 მგ დოზის შიგნით მიღება. დოზების შერჩევა ინდივიდუალურია. დღე-ღამეში 400 მგ მეტი დოზა ინიშნება 2-ჯერ მიღებით. ხანდაზმული ასაკის პაციენტები ამისულფრიდი ინიშნება სიფრთხილით არტერიული ჰიპოტენზიის ან ჭარბი სედაციის შესაძლებელი განვითარების მიზეზით. თირკმელების უკმარისობა: ამისულფრიდი გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებს, კრეატინინის კლირენსი (CRcl) 30-60 მლ/წთ, ენიშნებათ ნახევარი დოზა ხოლო CRcl 10-30 მლ/წთ დოზის 1/3.

გვერდითი მოვლენები:

დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ხშირად: უძილობა, მოუსვენრობა, აჟიტაცია. შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლენა (ტრემორი, ჰიპერტონია, ჰიპერსალივაცია, აკატიზია, ჰიპოკინეზია). შემანარჩუნებელი დოზების მიღების შემთხვევაში მათი ინტენსიურობა ჩვეულებრივ ზომიერია, სიმპტომები ნაწილობრივ შექცევადი ხასიათისაა სოლიანის მიღების შეწყვეტის გარეშე ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური საშუალებების დახმარებით.

– უპირატესად ნეგატიური სიმპტომების მკურნალობისათვის ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლენის სიხშირე (რაც დამოკიდებულია პრეპარატის დოზებზე) ძალიან დაბალია დღე-ღამეში 50-დან 300 მგ-მდე დოზის მიღების შემთხვევაში. იშვიათად: ძილიანობა დღის განმავლობაში. ძალიან იშვიათად: მწვავე დისტონია (სპასტიური კისერმრუდობა, ოკულოგენური კრიზები, ტრიზმი და ა.შ.). აღნიშნული მდგომარეობა შექცევადი ხასიათისაა სოლიანის მიღების შეწყვეტის გარეშე ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური საშუალებების დახმარებით.

– გვიანი დისკინეზია, რომელიც დახასიათებულია უპირატესად ენის და/ან სახის უნებლიე მოძრაობების უნარის დარღვევით, არის პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების მიზეზი.

– კრუნჩხვითი შეტევები. ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები ხშირად: სისხლის შრატში პროლაქტინის დონის მომატება, რომელიც შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

– ეს შეიძლება გახდეს გალაქტორეის, ამენორეის, გინეკომასტიის, სარძევე ჯირკვლების გადიდების, იმპოტენციის, ფრიგიდულობის მიზეზი. წონაში მომატება. კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები იშვიათად: შეკრულობა, გულისრევა, ღებინება, სიმშრალე პირის ღრუში.

– დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ჰიპოტენზია და ბრადიკარდია. QT ინტერვალის გახანგრძლივება და მოციმციმე არითმიის ძალიან იშვიათი შემთხევევბი (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”).

– ღვიძლის ფუნქციის დარღვევები ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, განსაკუთრებით ტრანსამინაზას.

– ზოგადი დარღვევები

ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:

* ამისულფრიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* თანმხლები პროლაქტინ-დამოკიდებული სიმსივნეები, მაგალითად: ჰიპოფიზის პროლაქტინომა და სარძევე ჯირკვლების კიბო.

* ფეოქრომოციტომა.

* ბავშვთა ასაკი (14 წლამდე).

* ლაქტაციის პერიოდი.

* თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ დაბალი)

* სულტოპრიდთან ერთად. – დოფამინერგულ აგონისტებთან (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომკრიპტინი, კაბერგოლინი, ენტაკაპონი, ლისურიდი, პერგოლიდი, პირიბედილი, პრამიპექსოლი, ქინაგოლიდი, როპინიროლი, სელეჟილინი) კომბინაციაში, პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების გარდა (იხ. “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). სიფრთხილით – ეპილეფსია, პარკინსონიზმი, ხანდაზმული ასაკი, თირკმელების უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის განმავლობაში ამისულფრიდის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური საფრთხე გაუმართლებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

– სხვა ნეიროლეფსიურების გამოყენების მსგავსად, შეიძლება განვითარდეს ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ჰიპერთერმიის, კუნთების რიგიდობის, პერიფერიული ნერვული სისტემის დისფუნქციის, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატებით. ჰიპერთერმიის განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზების მიღების ფონზე, აუცილებელია ყველა ანტიფსიქოზური პრეპარატის, განსაკუთრებით ამისულფრიდის, მიღების შეწყვეტა.

– ამისულფრიდი გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელების ფუნქციის სერიოზული დარღვევების მქონე პაციენტებში, აუცილებელია დოზის შემცირება და “გამოყენება და დოზების” ნაწილში აღწერილი თერაპიის სქემით ხელმძღვანელობა.

-მძიმე ფორმებში თირკმელების დარღვევების მქონე ავადმყოფებში (CRcl

-პრეპარატის სუსტი მეტაბოლიზმის გამო, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების შემთხვევაში, პრეპარატის დოზა შემცირებას არ საჭიროებს.

-ამისულფრიდი აქვეითებს კრუნჩხვით მოვლენებს. ამიტომ ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებს ანამნეზში ამისულპირიდის თერაპიის დროს ესაჭიროებათ უწყვეტი დაკვირვება.

– სხვა ნეიროლეფსიურების მსგავსად, ხანდაზმულ ასაკში ამისულპირიდი სიფრთხილით ინიშნება არტერიული ჰიპოტენზიის ან ჭარბი სედაციის განვითარების რისკის გამო.

– პარკინსონის დაავადების შემთხვევაში, ანტიდოფამინერგული პრეპარატები და ამისულფრიდი ინიშნება სიფრთხილის დაცვით მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობის გამო.

– ამისულფრიდის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნეიროლეფსიური თერაპიის თავიდან აცილება შეუძლებელია.

– QT ინტერვალის გახანგრძლივება: ამისულფრიდი იწვევს QT ინტერვალის დოზადამოკიდებულ გახანგრძლივებას. თავის მხრივ, ეს ზრდის სერიოზული პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკს (“torsades de pointes”-ის სინდრომი). – პრეპარატის დანიშვნის წინ და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე დამოკიდებულებით, რეკომენდებულია რითმის შემდეგი დარღვევების განვითარების ფაქტორების კონტროლი:

– ბრადიკარდია 55-ზე ნაკლები გულისცემის სიხშირე;

– ჰიპოკალიემია;

– QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება.

გამოხატული ბრადიკარდიის (

ჭარბი დოზირება:

ამისულფრიდის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევები შეზღუდულია. არსებობს ცნობები პრეპარატის აღნიშნული ფარმაკოლოგიური თვისებების გაძლიერების შესახებ. მათში შედის ძილიანობა და სედაცია, კომა, არტერიული ჰიპოტენზია და ექსტრაპირამიდული სიმპტომები. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

– დოზის გადაჭარბების მძიმე შემთხვევაში აუცილებელია სხვა პრეპარატებთან შესაძლო კომბინაციის შესწავლა და ზომების მიღება: ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების საგულდაგულო კონტროლი; ელექტროკარდიოგრამაზე მონიტორული დაკვირვების ჩატარება (QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი). სერიოზული ექსტრაპირამიდური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტს დაენიშნოს ანტიქოლინერგული საშუალებები. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– უკუნაჩვენები კომბინაციები ლევოდოპას გარდა, დოფამინერგული აგონისტები (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომოკრიპტინი, კაბერგოლინი, ენტაკაპონი, ლისურიდი, პერგოლიდი, პირბედილი, პრამიპექსოლი, ქინაგოლიდი, როპინიროლი, სელეჟილინი), პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების გამოკლებით. დოფამინერგული აგონისტები და ნეიროლეფსიურები ავლენს ურთიერთანტაგონიზმს.

ნეიროლეპტიკებით გამოწვეული ესქტრაპირამიდული სინდრომის შემთხვევაში, დოფამინერგული აგონისტების გამოყენების ნაცვლად საჭიროა ანტიქოლინერგული პრეპარატების გამოყენება.

სულტოპრიდი – იზრდება პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით მოციმციმე არითმიის გამოვლენის რისკი. არარეკომენდებული კომბინაციები “torsades de pointes”-ის სინდრომის გამომწვევი სამკურნალო საშუალებები: Iა ჯგუფის(ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და III ჯგუფის (ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი) არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ზოგირთი ნეიროლეფსიური (ტიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი) და სხვა პრეპარატები, მაგალითად, ბეპრიდილი, ცისაპრიდი, დიფემანილი, ინტრავენური ერითრომიცინი, მიზოლასტინი, ინტრავენური ვინკამინი, ჰალოფანტრინი, სპარფლოქსაცინი, გატიფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი, ინტრავენური სპირამიცინი. იზრდება პარკუჭოვანი არითმიების რისკი, განსაკუთრებით, “torsades de pointes”-ის განვითარება. თუ პრეპარატების ერთად დანიშვნის თავიდან აცილება არ შეიძლება, დანიშვნამდე აუცილებელია ჩატარდეს QT ინტერვალის კონტროლი და ეკგ-მონიტორინგის დაწყება.

ალკოჰოლი: აძლიერებს ნეიროლეფსიურების სედატიურ ეფექტს. ალკოჰოლური სასმელების მიღება სპირტის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში არ შეიძლება.

ლევოდოპა: ლევოდოპას და ნეიროლეფსიურების მოქმედების ურთიერთანტაგონიზმი. პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ორივე პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზების დანიშვნა. სიფრთხილით დასანიშნი კომბინაციები ბრადიკარდიის გამომწვევი პრეპარატები (ბეტაადრენობლოკატორები, სოტალოლის გარდა, ბრადიკარდიის გამომწვევი კალციუმის არხების ბლოკატორები – დილთიაზემი და ვერაპამილი), კლონიდინი, გუანფაცინი; საგულე გლიკოზიდები, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები: დონეპეზილი, რივასტიგმინი, ტაკრინი, ამბენონიუმი, გალანტამინი, პირიდოსტიგმინი, ნეოსტიგმინი. შენარჩუნებულია რითმის პარკუჭოვანი დარღვევების რისკი, განსაკუთრებით, “torsades de pointes”-ის განვითარება. ჰიპოკალემიის გამომწვევი პრეპარატები: კალიუმის გამომყოფი დიურეზულები, საფაღარათო საშუალებები, ამფოტერიცინი B (ინტრავენური), გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი. შენარჩუნებულია რითმის პარკუჭოვანი დარღვევების რისკი, განსაკუთრებით, “torsades de pointes”- ის განვითარება.

მხედველობაში მისაღები კომბინაციები: ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებები: ორთოსტატური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი (ადიტიური ეფექტი). ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტები: მორფინის წარმოებულები (ანალგეზიურები, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები): ბარბიტურატები; ბენზოდიაზეპინი და სხვა ანქსიოლიზურები;

საძილე საშუალებები: სედატიური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი);

სედატიური ანტიჰისტამინები H1: ცენტრალური მოქმედების ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებები;

ნეიროლეფსიურები;

სხვა: ბაკლოფენი; ტალიდომიდი, პიზოტიფენი. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გამოხატული დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება.

ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. აღნიშნული საფრთხეს უქმნის ტრანსპორტის მძღოლებს და მემანქანეებს.

ბეტა-ბლოკატორები გულის უკმარისობის შემთხვევაში: ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი: სისხლ-ძარღვების გამაფართოებელი მოქმედება, ჰიპოტენზიის რისკი, განსაკუთრებით, ორტოსტატური (ადიტიური ეფექტი).

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება 25°C დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. ვადა 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით.

სოლვეკაინი – SOLVECAIN – СОЛВЕКАИН

გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:

ლიდოკაინი

სამკურნალო ფორმა:

საინექციო ხსნარი

შემადგენლობა:

საინექციო ხსნარის 1მლ შეიცავს:

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს – 10მგ–ს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ლიდოკაინი ძლერი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებაა, რომელიც იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეს: ტერმინალურს, ინფილტრაციულსა და გამტარს. იგი ბლოკავს ნატრიუმის იონების შეღწევას მიოკარდიუმის უჯრედებში და ამგვარად თრგუნავს იმპულსის წარმომქმნელი ექტოპიური კერების ავტომატიზმს. ამავე დროს გულის გამტარობითი ფუნქცია არ ითრგუნება. სხვა ადგილობრივი საანესთზიო საშუალების მსგავსად, ლიდოკაინი ხელს უწყობს მიოკარდიუმის უჯრედებიდან კალიუმის იონების გამოსვლას და აჩქარებს უჯრედული მემბრანის რეპოლარიზაციის პროცესს, ამოკლებს მოქმედების პოტენციალის ხანგრძლიობას და რეფრაქტერული პერიოდის ეფექტიანობას.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი და ეპიდურალური ანესთეზიისათვის ქირურგიაში, მეან–გინეკოლოგიასა და სტომატოლოგიაში.

მიღების წესი და დოზები:

პრეპარატის გამოყენებისას ქირურგიულ და სამეანო პრაქტიკაში, სტომატოლოგიაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგიაში დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია და დამოკიდებულის ჩვენებებსა და კლინიკურ სიტუაციაზე.

▪ ადგილობრივი ანესთზიიის დროს შესაძლებელია ლიდოკაინის კომბინირება ადრენალინთნ.

▪ ინფილტრაციული ანესთეზიისათვის გამოიყენება 5–300მგ პრეპარატი.

▪ პერიფერიული ნერვების ბლოკადისათვის: ნეკნთაშუა ნერვების ბლოკადისათვის გამოიყენება 30მგ; პარაცერვიკალური ბლოკადისათვის – 100მგ თითოეულ მხარეს.პრეპარატის განმეორებითი შყვანა შესაძლებელია მხოლოდ 90 წთ–ის შემდეგ. პარავერტებრალური ბლოკადისათვის – 30–50მგ; პუდენდალური ბლოკადისათვის – 100 მგ თითეულ მხარეს.

▪ სიმპათიკური ნერვების ბლოკადისათვის გამოიყენება 50–100მგ.

▪ ეპიდურალურად გამოყენება 200–300 მგ. სამეანო პრაქტიკაში კაუდალური ანალგეზიისათვის გამოიყენება 300მგ. აუცილებლობისას პრეპარატის განმეორებითი შეყვანა შესაძლებელია არა ნაკლებ 90 წთ–ის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ყურებში შუილი, ენის დაბუჟება (სტომატოლოგიაში გამოყენებისას), იშვიათად – ეიფორია, დოზის გადაჭარბებისას – დეზორიენტაცია, ტრემორი.

გულ–სისხლძრღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის გამტარობის დარღვევა.

ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში – შოკი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის მიმართ, გამოხატული ბრადიკარდია, II და III ხარისხის AV ბლოკადა, კარდიოგენური შოკი, ადამს–სტოქსისი სინდრომი, ვოლფ–პარკინსონ–უაითის საინდრომი, ღვიძლის გამოხატული დარღვევა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ლიდოკაინისა და ბეტა–ადრენობლოკატორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ლიდოკაინისა მოქმედების ეფექტის გაძლიერება. ამ შემთხვევაში ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.

ლიდოკაინისა და ნოვოკაინამიდის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცნს–ის აგზნება, ჰალუცინაციები.

ინტრავენურად ჰექსენალის ან ნატრიუმის თიოპენტალის შეყვანამ ლიდოკაინის მოქმედების ფონზე შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა გამოიწვიოს.

ციმეტიდინი ზრდის ლიდოკაინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს მისი გვერდითი ეფექტების გაძლიერებას.

ჭარბი დოზირება:

სიმტომები: ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება, არტერიული წნევის დაქვეითება, ტრემორი, ტონურ–კლონური კრუნჩხვები, კომა, კოლაფსი, AV ბლოკადა, ცნს–ის დათრგუნვა, სუნთქვის გაჩერება.

მკურნალობა: ლიდოკაინის შეყვანის შეწყვეტა, ფილტვების ვენტილაცია, ოქსიგენოთერაპია, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ვაზოკონსტრიკტორების (ნორადრენალინი, მეზატონი), ბრადიკარდიის დროს– ქოლინოლიზური საშუალებების (ატროპინი) დანიშვნა. დიალიზი არაეფექტურია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფსა და ბავშვზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობისას, არტერიული ჰიპოტონიის, თირკმელების მძიმე დაავადების დროს.

შეფუთვა: 1% საინექციო ხსნარი, 4მლ ამპულაში. 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15–250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:

ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა შ.პ.ს. „ ბათფარმა“.

სოიფემი – SOYFEM – СОИФЕМ

საერთაშორისო დასახელება:

CLYCINE MAX SEMEN EXTRACTUM SICCUM

მწარმოებელი: BIOFARM, პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კლიმაქსის საწინააღმდეგო ფიტოპრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ. მუყაოს კოლოფში 3 ან 6 ბლისტერი.

1 ტაბ.

სოიოს თესლის ექსტრაქტი (26 მგ იზოფლავონების კომპლექსში გენისტეინზე გადაანგარიშებით) ……………..100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტალკი და გლიცერინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის მთავარ მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენენ გენისტეინი და დაიძენი, რომლებიც მიეკუთვნებიან იზოფლავონების ჯგუფს. ზემოთ აღნიშნულ ნივთიერებებს გააჩნიათ ესტროგენურ რეცეპტორებთან შეკავშირების უნარი, რაც განპირობებულია ენდოგენურ ესტროგენებთან მათ ქიმიურ სტრუქტურასთან მსგავსებით (ორგანიზმით მაპროდუცირებული), რის გამოც მათ ეწოდებეთ _ ფიტოესტროგენები.

სოიოს თესლის შემადგენლობაში არსებული ფიტესტროგენები _ გენისტეინი და დაიძენი, რომლებიც უმნიშვნელოდ მოქმედებენ ესტროგენების მსგავსად, ხელს უშლიან ენდოგენური ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული დარღვევების განვითარებას კლიმაქსურ პერიოდში მყოფ ქალებში, აგრეთვე პოსტმენოპაუზის დროს.

ჩვენებები:

  • მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ: სახის ჰიპერემია, ოფლდენა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობის შეგრძნება და ნერვული დაძაბულობა;
  • სისხლმიმოქცევის სისტემების დაავადებების პროფილაქტიკა შესაბამისი დიეტის დაცვთი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად, 1-2 ტაბლეტის ოდენობით 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენებისას მისი გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

უკუჩვენებები:

არ აღენიშნება.

ორსულობა და ლაქტაცია:

! პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

სიფრთხილეა საჭირო:

პრეპარატის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომის მიღება არ არის საჭირო იმის გამო, რომ პრეპარატს გააჩნია სუსტად გამოხატული ესტროგენული მოქმედება, რეკომენდებულია ანამნეზის შეგროვება პერორალურად მისაღები ჰორმონული კონტრაცეპტივების ერთდროულად შესაძლო გამოყენების შესახებ.

ჭარბი დოზირება:

არ აღენიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

სმექტა – SMECTA – СМЕКТА

საერთაშორისო დასახელება:

DIOSMECTITE

მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: პაკეტში 3 გ, შეფუთვაში 10 და 30 ც.

1 პაკ.

დიოქტაედრული სმექტიტი ……..     3 გ

გლუკოზა …………………………..    0.749 გ

ნატრიუმის საქარინი ………………. 0.007 გ

ვანილინი …………………………….. 0.004 გ

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული დიარეის მკურნალობა, მათ შორის ბავშვებში;
  • ეზოფაგიტით, გასტროდუოდენიტით გამოწვეული სიმპტომების და მსხვილი ნაწლავის დაავადებების მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

1 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 პაკეტი დღეში.

1-2 წლის ასაკის ბავშვებში – 1-2 პაკეტი დღეში.

ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით – 2-3 პაკეტი დღეში.

ბავშვებში პაკეტის შიგთავსის დამატება შესაძლებელია 50 მლ ტევადობის წყლიან ბოთლში, რის შემდეგაც იგი ნაწილდება რამოდენიმე მიღებაზე დღის განმავლობაში, ან შესაძლებელია მისი შერევა ნახევრად თხიერ საკვებში _ წვენში, კომპოტში, პიურეში და სხვა.

ეზოფაგიტის დროს პრეპარატის მიღება ხდება ჭამის შემდეგ, ხოლო სხვა შემთხვევებში საკვების მიღებებს შორის.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად აღინიშნება ყაბზობა. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატით 7 დღიანი მკურნალობის შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ტემპერატურის მომატებით, ან ღებინებით მიმდინარე ტკივილის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სმექტას კომბინაცია სხვა პრეპარატებთან ნებადართული არ არის.

სხვა პრეპარატების მიღება აუცილებელია 1-1.5 სთ-ით ადრე სმექტას მიღებამდე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

სლიმერი – SLIMER – СЛИМЕР

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ვაშლის ძმრის ექსტრაქტი (Apple Cider Vinegar)

მწარმოებელი:

Contract Pharmacal Corporation, USA

ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტები.

წონაში კლების ეფექტური საშუალება

შემადგენლობა:

სლიმერის ერთი ტაბლეტი შეიცავს 500მგ ვაშლის ძმრის ექსტრაქტს (Apple Cider Vinegar).

მოქმედების მექანიზმი:

სლიმერის მიღება ხელს უწყობს მადის დაქვეითებას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ხელს უწყობს ცხიმების დაშლის პროცესს, რაც განაპირობებს წონაში ეფექტურ კლებას.

სლიმერი რეკომენდებულია ცხიმების ცვლის ეფექტური რეგულაციისათვის მთელი დღე-ღამის განმავლობაში.

ცხიმოვან უჯრედებში ხშირად გროვდება ტოქსინები, რაც განაპირობებს მათი მეტაბოლური აქტივობის მკვეთრ შემცირებას და იწყება ჭარბი რაოდენობით ცხიმის დაგროვება, რისი შედეგიც გახლავთ ზედმეტი წონა. ვაშლის ძმრის ექსტრაქტი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ცხიმოვანი უჯრედებიდან და წმენდს ორგანიზმს შლაკებისაგან, რაც აადვილებს წონაში კლების პროცესს.

სლიმერს გააჩნია მაღალი ფერმენტული აქტივობა. იწვევს რა ცხიმების სრაფ დაშლას, ახდენს მათი დაშლის შედეგად გამოთავისუფლებული ენერგიის ტრანსფორმირებას უჯრედის ენერგიად, რითაც ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯებს.

ვაშლის ძმრის ექსტრაქტი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სინთეზს, მასში შემავალი პექტინი კი იწვევს ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერებას და საჭმლის მონელების პროცესის რეგულაციას, განსაკუთრებით ყაბზობის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია წონაში კლების პროცესის ეფექტური წარმართვისათვის.

ვაშლის ძმრის ექტრაქტი კვებავს ორგანიზმს მასში შემავალი ვიტამინებითა და მინერალებით.

ვაშლის ძმრის ექტრაქტი შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B6, C, E. პროვიტამინ ბეტა-კაროტინს და ბიოფლავონოიდებს; მინერალებს: ფოსფორი, კალციუმი, ნატრიუმი, ფტორი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ქლორი, სპილენძი, სხვა ნივთირებებიდან: ამინომჟავებსა და ვაშლის პექტინს.

დოზირება და მიღების წესი:

სლიმერი უნდა მიიღოთ 1 ან 2 ტაბლეტი 2 ჯერ ან 3 ჯერ დღე-ღამეში, უმჯობესია კვებამდე.

მიღების ხანგრძლივობა ინდივიდულურად ირჩევა გაცხიმოვნების ხარისხიდან გამომდინარე. შესაძლებელია მისი მიღება ხანგრძლივად დიეტოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე.

განსაკუთრებული მითითება:

არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს, საღებავებს და დამატკბობელ საშუალებებს. არ შეიცავს კონსერვანტებს, რძის პროდუქტებს, სოიოს, ხორბალს, გლუტეინს, და საფუარს.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა სლიმერში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15ºC-დან 25ºC-მდე.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სკინორენი – SKINOREN – СКИНОРЕН

საერთაშორისო დასახელება:

AZELANIC ACID

მწარმოებელი: Schering S. p. A., იტალია

მოქმედი ნივთიერება: აზელაინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აკნესა და ჰიპერპიგმენტაციის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 20%: ტუბში 30 გ

1 გ

აზელაინის მჟავა ………..  200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ცხიმოვანი მჟავის ეთოქსილირებული ეთერი, გლიცერილსტეარატის, ცეტილის სპირტის, ცეტილის ეთერებისა და ქოქოსის გლიცერიდის ნარევი, ცეტეარინლაქტანატი, პროპილენგლიკოლი, 85%-იანი გლიცეროლი, ბენზოის მჟავა, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული, აკნეს საწინააღმდეგო და და მადეპიგმენტირებელი ეფექტები. პრეპარატის მთავარი მოქმედი ნივთიერება აზელაინის მჟავა აინჰიბირებს აკნეს წარმომშობ პროპიონის ბაქტერიებს როგორც კანის ზედაპირზე, ასევე ცხიმის ჯირკვლებში. გააჩნია აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (ამცირებს ნეიტროფილური გრანულოციტების მეტაბოლიზმს და მათ მიერ ჟანგბადის თავისუფალი ფორმების გამომუშავებას, რომლებიც წარმოადგენენ ანთებითი პროცესის მხარდამჭერ მნიშვნელოვან ფაქტორებს).

აზელაინის მჟავას ეპიდერმისის უჯრედის კერატინიზაციის პროცესზე ზემოქმედება განაპირობებს აკნეს წარმოშობასთან დაკავშირებულ კომედონებზე დადებით თერაპიულ ეფექტს. აზელაინის მჟავა აინჰიბირებს მელანოციტების ზრდასა და ანომალურ აქტივობას, რომლებიც იწვევენ მელაზმების ტიპის ჰიპერპიგმენტაციას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: კრემი სკინორენის კანზე დატანის შემდეგ, აზელაინის მჟავა მიაღწევს ეპიდერმისსა და დერმაში, საერთო დოზის 3.6% აბსორბირდება სისხლში.

გამოყოფა: შეწოვილი აზელაინის მჟავას ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით, ხოლო ნაწილი დიკარბონული მჟავების (C5, C7)  სახით, რომლებიც წარმოიქმნება აზელაინის მჟავის დებატ დაჟანგვით.

ჩვენებები:

  • acne vulgaris;
  • სებორეული დერმატიტის;
  • პათოლოგიური ჰიპერპიგმენტაცია (მათ შორის პიგმენტური ლაქები ორსულობის პერიოდში).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა კანის ზედაპირის წყლით საგულდაგულო გასუფთავება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევში შესაძლებელია მსუბუქი ფორმის კოსმეტიკურ საშუალებებთან კომბინაციაში მსგავსი პროცედურის ჩატარება.

პრეპარატი დაიტანება დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს) სხეულის დაზიანებულ ზედაპირზე. დიდი რაოდენობით მალამოს დატანება არ არის რეკომენდებული.

მკურნალობის დაწყებისას კანის ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში საჭიროა კრემის რაოდენობის ან მისი გამოყენების სიხშირის შემცირება. გამოიყენება დღეში ერთხელ გაღიზიანების სინდრომის მოხსნამდე. მკურნალობა შესაძლებელია შეწყდეს რამდენიმე დღით. სასურველი ეფექტის მისაღებად აუცილებელია პრეპარატის რეგულარული გამოყენება.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შესაძლებელია ვარირებდეს დაავადების ინდივიდუალური სურათის მიხედვით და განისაზღვრება მისი გამოხატულების ხარისხით.

აკნეს მკურნალობისას სასურველი ეფექტი, როგორც წესი, აღინიშნება დაახლოებით 4 კვირის შემდეგ. ამ დროს დასაშვებია მზის სხივების ზემოქმედება.

მელაზმების მკურნალობისას პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ 3 თვის განმავლობაში. სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა პრეპარატის რეგულარული გამოყენება. მკურნალობის დროს საჭიროა მოვერიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია გარდამავალი ხასიათის კანის ზედაპირის ადგილობრივი გაღიზიანება, რომელიც არ საჭიროებს მკურნალობას.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. თვალთან პრეპარატის შემთხვევითი კონტაქტის დროს საჭიროა მისი წყლით ჩამობანა.

მელაზმა რომელიც განლაგებულია ეპიდერმისში ან ერთდროულად ეპიდერმისსა და დერმაში ექვემდებარება მკურნალობას. ამავე დროს თუკი მელაზმა განლაგებულია მხოლოდ დერმაში, მაშინ მკურნალობა არაეფექტურია.

მელაზმას ტიპის დიფერენცირებული დიაგნოსტიკის ჩასატარებლად რეკომენდებულია ვუდის ნათურის გამოყენება.

სკინორენის გამოყენება შეიძლება აკნეს სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სიფლოქსი – SIFLOKX – СИФЛОКС

საერთაშორისო დასახელება:

CIPROFLOXACIN

მწარმოებელი: ECZACIBASI ILAC SANAYI

მოქმედი ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება, ფტორქინოლონი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ციპროფლოქსაცინი ………………..  250 მგ

1 ტაბ.

ციპროფლოქსაცინი ………………… 500 მგ

 

ვრცლად ციპრინოლი

Don`t copy text!