Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 466

სისტეინი – SYSTANE – СИСТЕИН

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თვალის ლუბრიკანტი (მშრალი თვალის სამკურნალო დამატენიანებელი საშუალება).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები: ფლაკონში 10 მლ

პრეპარატის შემადგენლობაში შედის:

პოლიეთილენ გლიკოლი 400, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიპროპილგუარი, ბორის მჟავა, კალციუმის ქლორიდი, მაგნიუმისქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, თუთიის ქლორიდი, პოლოქვადი 0.001%.

ჩვენებები:

სისტეინი, თვალის წვეთები – ლუბრიკანტი ატენიანებს თვალს, უზრუნველყოფს მის კომფორტს და იცავს თვალს სიმშრალისაგან, წვისა და უცხო შეგრძნებისაგან, აგრეთვე გაღიზიანებისაგან, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს გარემოს ისეთი დამაბინძურებელი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორებიცაა:

  • ბოლი, მტვერი, ულტრაიისფერი სხივები, გამაცხელებელი საშუალებები (რადიატორი, საუნა). აგრეთვე კოსმეტიკური ნივთიერებების ზემოქმედება, თვალის გახშირებული ხამხამი ტელევიზორის ხანგრძლივი ყურების ან კომპიუტერის მონიტორთან ხანგრძლივი მუშაობისას.

სისტეინს აქვს უნიკალური თვისება თვალში ჩაწვეთების შემდეგ გარდაიქმნას სითხიდან გელად. სისტენი არ იწვევს მხედველობის დაბინდვას და უზრუნველყოფს თვალის ხანგრძლივ კომფორტს ჩაწვეთების შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

მოერიდეთ ინფექციას, არ შეეხოთ საწვეთურის თავსახურს. თუ თქვენ იგრძენით დისკომფორტი, გამოგეხატათ ჭარბი ცრემლდენა ან თვალის სიწითლე, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ, არ გამოიყენოთ ხსნარი ფლაკონის პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.

სირდალუდი® – SIRDALUD® – СИРДАЛУД®

საერთაშორისო დასახელება:

TIZANIDINE

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA Produktions GmbH, გერმანია

NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარიისათვის

მოქმედი ნივთიერება: ტიზანიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ტიზანიდინის ჰიდროქლორიდი ……  2 მგ

1 ტაბ.

ტიზანიდინის ჰიდროქლორიდი …….  4 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტიზანიდინი წარმოადგენს ჩონჩხის კუნთებზე ცენტრალური მოქმედების რელაქსანტს, რომლის მოქმედების ძირითადი შეხების წერტილი მდებარეობს ზურგის ტვინში. ტინაზიდინი ახდენს პრესინაფსური ალფა2-რეცეპტორების სტიმულირებას, იგი იწვევს ამგზნები ამინომჟავების გამოთავისუფლების დათრგუნვას, რომლებიც N-მეთილო- D-ასპარტატის (NMDA-რეცეპტორები) რეცეპტორებს ასტიმულირებენ, რის შედეგადაც ზურგის ტვინის შუამდებარე ნეირონების დონეზე ხდება პოლისინაფსური გადაცემის აგზნების დათრგუნვა. ვინაიდან სწორედ ეს მექანიზმია პასუხისმგებელი კუნთების ტონუსის მომატებაში, ამიტომ მისი დათრგუნვით კუნთების ტონუსი მცირდება. ტიზანიდინი მიორელაქსანტური თვისების გარდა, ავლენს ასევე ზომიერად გამოხატულ ცენტრალურ ანალგეზიურ ეფექტს.

სირდალუდი ეფექტურია როგორც კუნთების მწვავე სპაზმის, ასევე ქრონიკული სპინალური და ცერებრალური გენეზის სპასტიური მდგომარეობის დროს. იგი ამცირებს პასიური მოძრაობისადმი წინააღმდეგობას, ამცირებს სპაზმებსა და კლონურ კრუნჩხვებს, აგრეთვე ზრდის ჩონჩხის კუნთების შეკუმშვის ძალას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ტიზანიდინი შეიწოვება სწრაფად და თითქმის მთლიანად. პრეპარატის მიღების შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება დაახლოებით 1 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა შეადგენს 34%-ს.

განაწილება: პრეპარატის ვენაში შეყვანის შემდეგ წონასწორული მდგომარეობისას ორგანიზმში მისი განაწილების მოცულობა შეადგენს 2,6 ლ/კგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 30%. ტიზანიდინის ფარმაკოკინეტიკას 4 მგ-დან 20 მგ დოზის დიაპაზონში გააჩნია ხაზოვანი ხასიათი. ტიზანიდინის პერორალურად მიღების შემთხვევაში თუკი გავითვალისწინებთ ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს შორის მცირე ინდივიდუალურ ვარიაბელობას (კონკრეტულად, როგორიცაა მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) და “კონცენტრაცია-დროს” დამოკიდებულების ფართი AUC), მაშინ შესაძლებელია პლაზმაში მისი კონცენტარციის მნიშვნელობის პროგნოზირება. ტიზანიდინის ფარმაკოკინეტიკის პარამეტრებზე სქესი არ ახდენს გავლენას.

მეტაბოლიზმი: კვლევების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ტიზანიდინი სწრაფად და მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზედა ღვიძლში. მეტაბოლიტები არ არიან აქტიურნი.

გამოყოფა: სისტემური სისხლმიმოქცევიდან ტიზანიდინის ნახევარგამოყოფის პერიოდის საშუალო მაჩვენებელი 2-4 სთ-ს შეადგენს, პრეპარატი გამოიყოფა უშუალოდ თირკმელებით (დოზის დაახლოებით 70%) მეტაბოლიტების სახით. უცვლელი სახით გამოიყოფა პრეპარატის დაახლოებით 2.7%.

ფარმაკოკინეტიკის თავისებურებანი ცალკეული ჯგუფის პაციენტებისათვის:

კვლევის შედეგად დადგენილ იქნა, რომ თირკმელების უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი შეადგენდა 25 მლ/წთ-ზე ნაკლებს), პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალო მაჩვენებელი 2-ჯერ აჭარბებდა ჯანმრთელი მოხალისეების მაჩვენებლებს, ხოლო ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი გახანგრძლივებული იყო დაახლოებით 14 საათამდე, რის შედეგადაც “კონცენტრაცია-დროს” დამოკიდებულების ფართი AUC საშუალოდ 6-ჯერ იყო მომატებული.

საკვების ზეგავლენა: ტიზანიდინისა და საკვების ერთდროული გამოყენება არ მოქმედებს ტიზანიდინის ფარმაკოკინეტიკაზე. მიუხედავად ამისა, მაქსიმალური კონცენტრაცია იზრდება ერთი მესამედით, ითვლება, რომ ეს კლინიკურად მნიშვნელოვანს არ წარმოადგენს.

ჩვენებები:

კუნთების მტკივნეული სპაზმი:

  • დაკავშირებული ხერხემლის სტატიკურ და ფუნქციურ დაავადებასთან (კისრისა და წელის სინდრომები);
  • ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მაგალითად: ხერხემლის მალებს შორის დისკის თიაქარი ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი.

ნევროლოგიური დაავადების შედეგად გამოწვეული ჩონჩხის კუნთების სპაზმი;

  • გაფანტული სკლეროზი;
  • ქრონიკული მიელოპათია;
  • ზურგის ტვინის დეგენერაციული დაავადებები;
  • თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევა;
  • ცერებრალური დამბლა.

მიღების წესი და დოზირება:

კუნთების მტკივნეული სპაზმის დროს პრეპარატი მიიღება დღე-ღამეში 3-ჯერ 2 ან 4 მგ-ის ოდენობით.

მძიმე შემთხვევების დროს ძილის წინ შესაძლებელია დამატებით 2 ან 4 მგ-ის მიღება.

ნევრალგიური დაავადებით გამოწვეული ჩონჩხის კუნთების სპაზმის დროს, დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. საწყისი დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 მგ, დაყოფით 3 მიღებაზე. დოზის მომატება დასაშვებია თანმიმდევრობით, 2- 4 მგ-ის 3 – 4-დან 7 დღემდე ინტერვალით.

ჩვეულებრივ თერაპიული ეფექტი მიიღწევა დღეღამური დოზით 12- 24 მგ-მდე. დაყოფილი 3 ან 4 მიღებაზე თანაბარი დროის შუალედით. დაუშვებელია დღე-ღამეში დოზის 36 მგ-ის გადაჭარბება.

ბავშვებში:

ბავშვებში პრეპარატის მიღება შეზღუდულია. სირდალუდის გამოყენება ბავშვები რეკომენდებული არ არის.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში: ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატის მიღება შეზღუდულია. ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია თირკმლის კლირენსის მნიშვნელოვანი დაქვეითება. ამასთან დაკავშირებით, ხანდაზმულ პაციენტებში სირდალუდის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

გამოყენება თირკმელების უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში:

თირკმელების უკმარისობით დაავადებული პაციენტების მკურნალობა (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 25 მლ/წთ) რეკომენდებულია დაიწყოს 2 მგ-ით დღეში ერთხელ. დოზის მომატებას იწყებენ პატარა `ნაბიჯებით~ ამტანობის და ეფექტურობის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია შედარებით გამოხატული ეფექტის მიღება, თავდაპირველად რეკომენდებულია დანიშნული დოზის მომატება დღე-ღამეში ერთხელ, შემდეგ ზრდიან დანიშვნის სიხშირეს.

გვერდითი მოვლენები:

სიხშირის მაჩვენებელი: ძალიან ხშირად ≥ 10%; ხშირად ≥ 1%-დან

პრეპარატის მცირე დოზებში მიღებისას, რომელიც რეკომენდებულია კუნთების მტკივნეული სპაზმის ტკივილის კუპირებისათვის, გვერდითი მოვლენები ვლინდება იშვიათად, გამოხატულია სუსტად და ადვილად ქრება.

ხშირად აღინიშნება: სისუსტე, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება, პირის სიმშრალე.

იშვიათად აღინიშნება: გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები, რომელიც გარდამავალია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისკენ.

პრეპარატის შედარებით მაღალ დოზებში გამოყენება, რომელიც რეკომენდებულია სპასტიური მდგომარეობის მკურნალობისათვის ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ვითარდება ხშირად და შედარებით გამოხატულად, თუმცა ისინი არ წარმოადგენენ მკურნალობის შეწყვეტის საბაბს.

ასევე შესაძლებელია შემდეგი მოვლენების განვითარება: ხშირად – არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, იშვიათად: კუნთების სისუსტე, უძილობა, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები. ძალიან იშვიათად: მწვავე ჰეპატიტი.

უკუჩვენებები:

* ტიზანიდინის მიმართ ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ასევე

* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები.

* ტიზანიდინის და ფლუვოქსამინის ერთდროული მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ვირთაგვებში და ბოცვრებში პრეპარატის გამოყენებისას ტერატოგენული მოქმედება არ აღინიშნებოდა. ვინაიდან, ტიზანიდინის გამოყენების საკონტროლო ცდები ორსულ ქალებში ჩატარებული არ იყო.

! მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოტენციური შედეგი აღემატება შესაძლო რისკს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად ნაჩვენებია, რომ ტიზანიდინი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ მიუხედავად ამისა

! ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შესახებ, რაც დაკავშირებულია ტიზანიდინთან, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუკი პაციენტი დღე-ღამეში ღებულობს 12 მგ-მდე პრეპარატს, მაშინ ზემოთაღნიშნულ მოვლენას შეიძლება იშვიათად ჰქონდეს ადგილი. მაგრამ, 12 მგ-მდე მიღებისას დღეღამის განმავლობაში ეს შემთხვევები აღინიშნებოდა იშვიათად. აქედან გამომდინარე პაციენტებში, რომლებიც დღეღამის განმავლობაში იღებენ 12 მგ-ზე მეტ ტიზანიდინს, რეკომენდებული პირველი 4 თვის განმავლობაში თვეში ერთხელ ღვიძლის ფუნქციური სინჯების მონიტორინგი. აგრეთვე იმ დროს, როდესაც აღინიშნება კლინიკური ნიშნები, რომლებიც ხელს უწყობენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევას, ისეთი როგორიცაა: გაურკვეველი გულისრევა, ანორექსია, დაღლილობა. იმ შემთხვევაში, როდესაც შრატში ალანინტრანსფერაზას (АЛС) და ასპარაგინტრანსფერაზას (АСТ) დონე 3-ჯერ აჭარბებს ნორმას, მაშინ აუცილებელია სირდალუდის გამოყენების შეწყვეტა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პაციენტება, რომლებსაც აღენიშნებათ ძილიანობა, თავი უნდა შეიკავონ ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მანქანა-დანადგარენბთან მუშაობა.

ჭარბი დოზირება:

დღესდღეობით არსებობს რამოდენიმე ცნობა სირდალუდის გადაჭარბებული დოზის მიღების შესახებ, მათ შორის, როდესაც მიღებულმა დოზამ შეადგინა 400 მგ. ყველა შემთხვევაში მკურნალობამ ჩაიარა ყოველგვარი გართულებების გარეშე.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, არტერიული ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მიოზი, მოუსვენრობა, სუნთქვის დარღვევა, კომა.

მკურნალობა: ორგანიზმიდან პრეპარატის გამოდევნისათვის რეკომენდებულია გააქტივებული ნახშირის მრავალჯერადი გამოყენება. აგრეთვე, ფორსირებულმა დიურეზმა, შესაძლებელია, დააჩქაროს სირდალუდის გამოდევნა. შემდგომში მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ტიზანიდინის ფლუვოქსამინის, CYP4501A2 ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება დაუშვებელია. ჰიპოტენზია შესაძლებელია წარმოიშვას ძილიანობასთან, თავბრუსხვევასთან და ფსიქომოტორული მუშაობის დაქვეითებასთან ერთად.

– საჭიროა სიფრთხილის დაცვა ტიზანიდინის და სხვა CYP1A2 ინჰიბიტორების,  როგორებიც არიან ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარომი, მექსელატინი, პროპაფენონი), ციმეტიდინის, ფტორქინოლონების (ენოქსაცინი, პეფლოქსაცინი), როფეკოქსიბის, პერორალური კონტრაცეპტივების და ტიკლოპიდინის ერთდროული მიღება.

– სირდალუდისა და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, მათ შორის დიურეზული საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზია და ბრადიკარდია.

– ალკოჰოლი ან სედატიური პრეპარატები აძლიერებენ სიდალუდის სედატიურ მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებული პირობების დაცვას. უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: აღნიშნულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სიოფორი – SIOFOR – СИОФОР

საერთაშორისო დასახელება:

METFORMIN

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP

მოქმედი ნივთიერება: მეტფორმინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბიგუანიდების ჯგუფის ჰიპოგლიკემიური საშუალება პერორალური მიღებისათის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი …………..    500 მგ

1 ტაბ.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი……………    850 მგ

1 ტაბ.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი…………… 1000 მგ

 

ვრცლად გლუკოფაგი (დოზირება ინდივიდუალური)

სიორალი რეტარდი – SIORAL RETARD – СИОРАЛ РЕТАРД

საერთაშორისო დასახელება:

METFORMIN

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: მეტფორმინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი……………..  500 მგ

1 ტაბ.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი …………      850 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ქსანტანის გუმფისი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიორალი რეტარდი ბიგუანიდების ჯგუფის გახანგრძლივებული მოქმედების პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებაა.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ღვიძლში გლუკონეოგენეზის დათრგუნვის გზით სისხლის პლაზმაში გლუკოზის ბაზალურ და პოსტპრანდიალურ კონცენტრაციას აქვეითებს, კერძოდ, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნას და ცხიმების ჟანგვით პროცესებს თრგუნავს. ასევე, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გლუკოზის შეწოვას ამცირებს. სიორალ რეტარდი კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილების მიერ გლუკოზის ათვისებას (უჯრედის მემბრანაში გლუკოზის ტრანსპორტირების გაზრდის გზით) და უტილიზაციას (ინსულინ-რეცეპტორების აქტივობის გაზრდის გზით) აძლიერებს, რაც ინსულინის მიმართ მგრძნობელობას აუმჯობესებს. სიორალი რეტარდი არ მოქმედებს ინსულინის სეკრეციაზე, მაგრამ მოქმედებს მის ფარმაკოდინამიკაზე, ერთის მხრივ შეკავშირებული ინსულინის თავისუფალ ინსულინთან თანაფარდობის დაქვეითებით, ხოლო მეორეს მხრივ ინსულინისა და პროინსულინის თანაფარდობის გაზრდით.

სიორალი რეტარდი ჰიპოგლიკემიურ რეაქციებს არ იწვევს.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების საერთო ქოლესტერის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს აქვეითებს. მისი ანორექსიგენული თვისება სხეულის მასის სტაბილურობას ან შემცირებას ხელს უწყობს.

პრეპარატი ამცირებს სისხლის არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ვაზოდილატაციას, აქვეითებს ფიბრინოგენის დონეს, ზრდის ფიბრინოლიზური სისტემის აქტივობას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორის აქტივობას. იგი ასევე ამცირებს C რეაქტიული ცილისა და ანდროგენების დონეს.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შეწოვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ნელი და ხანგრძლივია, ვინაიდან სიორალი რეტარდის ტაბლეტები ხასიათდება აქტიური ნივთიერების პროლონგირებული (24 სთ-ის განმავლობაში) გამოთავისუფლების უნარით, რაც ამცირებს მიღების სიხშირეს, მაღალი დოზებით მკურნალობის აუცილებლობას და გვერდით მოვლენებს.

პრეპარატი სრულად აბსორბირდება წვრილ ნაწლავში. საკვებთან ერთად პრეპარატის მიღება ზრდის მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) სისხლის პლაზმაში 30%-ით უზმოზე მიღებასთან შედარებით და შენარჩუნებულია 6.1 სთ-ის (უზმოზე – 4 სთ) განმავლობაში.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი უმნიშვნელოდ უკავშირდება პლაზმის ცილებს. ღვიძლში მეტაბოლიზმს არ განიცდის. პრეპარატის 90% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელების საშუალებით 24 სთ-ში. თირკმლის კლირენსი 3.5-ჯერ აღემატება კრეატინინის კლირენსს. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 6.2 სთ-ს.

ჩვენებები:

  • II ტიპის (ინსულინდამოუკიდებელი) შაქრიანი დიაბეტი, განსაკუთრებით თანმხლები ჭარბი წონის და ინსულინრეზისტენტობის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

სიორალი რეტარდი მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ (ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს ან დაიფშვნას). პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, სისხლში და შარდში შაქრის დონის მიხედვით, მკურნალობა მიმდინარეობს დოზის თანდათანობითი მომატებით, რათა ინდივიდუალურად განისაზღვროს მინიმალური ეფექტური დოზა და თავიდან ავიცილოთ გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ.

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 500-850 მგ დღეში ერთხელ, საღამოს. დოზის გაზრდა შესაძლებელია 1 კვირიანი ინტერვალით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 2 გ. თუ სიორალი რეტარდის საერთო დღიური დოზა აღემატება 500-850 მგ-ს, მაშინ რეკომენდებულია დოზის გაყოფა 2 მიღებაზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირში მეტალის გემო (მკურნალობის დასაწყისში), მადის დაქვეითება, ანორექსია, დისპეფსია, მეტეორიზმი, ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – მეგალობლასტური ანემია;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი;

სხვა: იშვიათად – ლაქტოაციდოზი, ჰიპოვიტამინოზი (B12 ვიტამინის შეწოვის დარღვევის გამო).

უკუჩვენებები:

* მეტფორმინის ჰიდროქლორიდის და/ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* I ტიპის (ინსულინდამოკიდებული) შაქრიანი დიაბეტი, დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური პრეკომა, კომა, დიაბეტური ტერფის სინდრომი, თვალის ბადურის დიაბეტური დაზიანება;

* ღვიძლისა და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა;  სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე ფილტვების მძიმე დაავადებები;

* მძიმე ინფექციური დაავადებები;

* ანემია;

* ლაქტოაციდოზი;

* კატაბოლური მდგომარეობები (მაგ. სიმსივნური დაავადებების დროს);

* პრე- და პოსტოპერაციული და რადიოიზოტოპურ-რენტგენოლოგიური გამოკვლევების წინა და შემდგომი პერიოდი (2-2 დღე);

* ტრავმები;

* ჰიპოქსიური და დეჰიდრატაციული მდგომარეობები;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* ჰიპოკალორიული დიეტა (

* ქრონიკული ალკოჰოლიზმი;

* 17 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სიორალი რეტარდით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში,  წელიწადში 2-ჯერ საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნცქიების განსაზღვრა.

◄ ასევე, რეკომენდებულია წელიწადში 2-ჯერ სისხლში ლაქტატის დონის შემოწმება, განსაკუთრებით მიალგიის გამოვლენისას.

◄ ოპერაციული ჩარევის, რადიოიზოტოპურ-რენტგენოლოგიური გამოკვლევების წინ და შემდგომ პერიოდში (2-2 დღე), ტრავმული, ჰიპოქსიური და დეჰიდრატაციული მდგომარეობებისას, მასიური დამწვრობისას და ინფექციური დაავადებისას აუცილებელია პაციენტის ინსულინთერაპიაზე გადაყვანა.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.

ჭარბი დოზირება:

ჰიპერდოზირების სიმპტომები ვლინდება 50 გ ან მეტი მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მიღების შემთხვევაში. შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში ვითარდება ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა (სიმპტომები: ფერმკრთალი კანი, ტაქიკარდია, შიმშილის შეგრძნება, გაძლიერებული ოფლდენა, კანკალი, მძიმე შემთხვევაში – ცნობიერების დარღვევა), ხოლო 32%-ში – ლაქტოაციდოზი (სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გამოხატული სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გახშირება, გონების დაბინდვა და დაკარგვა).

მკურნალობა: ჰემოდიალიზის საშუალებით შესაძლებელია პრეპარატის ელიმინაცია ორგანიზმიდან, რეკომენდებულია პერორალურად გლუკოზის ან წყალში გახსნილი შაქრის მიღება, თუ პაციენტს ცნობიერება შენარჩუნებული აქვს. გონების დაკარგვის შემთხვევაში საჭიროა 40%-იან გლუკოზის ხსნარის ინტრავენურად შეყვანა ცნობიერების აღდგენის შემდეგ, განმეორებითი ჰიპოგლიკემიის სიმპტომების განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან (სულფანილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი, აკარბოზა), მაოს ინჰიბიტორებთან, ოქსიტეტრაციკლინთან, აგფ ინჰიბიტორებთან, კლოფიბრატთან, ციკლოფოსფამიდთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და სალიცილატებთან ერთდროული გამოყენებისას სიორალი რეტარდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი ძლიერდება.

– გლუკოკორტიკოიდებთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან, ფენოთიაზინის წარმოებულებებთან, სიმპათომიმეტურ საშუალებებთან, გლუკაგონთან, თიაზიდურ დიურეტიკებთან, ნიკოტინის მჟავას წარმოებულებთან კომბინირებისას სიორალი რეტარდის ჰიპოგლიკემიური მოქმედება სუსტდება.

– ნიფედიპინი ზრდის მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შეწოვას, მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და თირკმელებით გამოყოფილ ოდენობას.

– კათიონურ პრეპარატებთან (განსაკუთრებით ციმეტიდინთან კომბინირებისას) და ეთანოლთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება გვერდითი მოვლენების (ჰიპოგლიკემია, ლაქტოაციდოზი) განვითარების რისკი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

სინუფორტე® ინტრანაზალური სპრეი – SINUFORTE ®SPRY – СИНУФОРТЕ® СПРЕЙ

მწარმოებელი: ივერიაფარმა, საქართველო

Hartington Business S.L. (ესპანეთი)

თანამშრომლობით

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცხვირის დანამატი ღრუების დაავადებათა სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ექსტრაქტი: ფლაკონში 35 დოზა, გამფრქვევ-დოზატორით.

შეიცავს ყოჩივარდას ლიოფილიზირებული ექსტრაქტს.

გამხსნელი: საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ადგილობრივად მოქმედებს ცხვრის ლორწოვან გარსზე და რეფლექსურად აძლიერებს სეკრეციას ცხვირისა და პარანაზალური სინუსების ამომფენი გარსებიდან. ცილოვან-ლორწოვანი სითხის ძლიერი რეფლექსური სეკრეცია იწყება პრეპარატის შეყვანიდან რამდენიმე წუთში, რაც შეიძლება ორი საათი გაგრძელდეს. ამგვარი გაძლიერებული სეკრეცია შედეგია პარანაზალური სინუსების ინტენსიური ბუნებრივი დრენაჟი (გამორეცხვა), რაც პრეპარატის მაღალ სამკურნალო ეფექტურობას განაპირობებს.

პრეპარატი არ იწვევს გაღიზიანების მნიშვნელოვან ნარჩენ მოვლენებს ცხვირის ლორწოვანში, ადვილად გამოიდევნება ცხვირის ღრუდან, არ იწოვება და ზოგადი სისტემური მოქმედება არ ახასიათებს.

ჩვენებები:

  • პარანაზალური სინუსების მწვავე და რეციდივული ანთება – კატარალური ან ჩირქოვანი ჰაიმორიტები, ფრონტიტები, ეთმოიდიტები, სფენოიდიტები ან კომბინირებული სინუსიტები; მწვავე ჩირქოვანი სინუსიტები, განერალიზებული ინფექციის ან ორბიტალურ გართულებათა გამოვლინებებით (უკანასკნელ შემთხვევაში სინუფორტეს იყენებენ ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომბინაციაში);
  • შუაყურის მწვავე ექსუდატიური ანთება (ოტიტი) და ქრონიკული ექსუდატიური ოტიტები (უკანასკნელ შემთხვევაში სინუფორტეთი მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს მირინგოტომიის შემდეგაც);
  • მწვავე ან გამწვავებული რინიტები და ალერგიული რინიტები, მათ შორის პოლინოზები, ალერგიული რინიტების შემთხვევაში სისტემური ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება დასაშვებია სინუფორტეს ინტრანაზალური შეყვანიდან არანაკლებ ორი საათის შემდეგ. ამავე დროს, სინუფორტეს შეყვანამდე 8-10 საათით ადრე ავადმყოფმა არ უნდა მიიღოს ანტიალერგიული საშუალებები;
  • პოსტოპერაციული რეაბილიტაცია ენდოსკოპიური ქირურგიული ჩარევების შემდეგ, როგორიცაა ეთმოიდოტომია, ჰაიმოროეთმოიდოტომია, ფრონტოეთმოიდოჰაიმოროტომია. აღნიშნულ შემთხვევებში სინუფორტეს ინტრანაზალურ შეყვანას იწყებენ ოპერაციიდან მეორე დღეს, საჰაერო გზების დრენაჟისა და ლორწოვანი გარსების შეშუპების შესამცირებლად სინუფორტეს გამოყენების შემთხვევაში, საჭირო აღარ არის ტრადიციული პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ზომები, როგორიცაა: ანემიზაცია, წიაღების გამორეცხვა და ცხვირის ღრუს ტუალეტი.

შენიშვნა: ყველა ზემოხსენებულ შემთხვევაში სინუფორტეს მიღების წესი და ხანგრძლივობა ერთი და იგივეა.

მიღების წესი და დოზირება:

გამფრქვევ-დოზატორზე ერთი დაჭერა გამოასხურებს 0.13 მლ (2-3 წვეთი), რაც შეადგენს ერთჯერად დოზას. აღნიშნული წესით შეყავთ აეროზოლი ნესტოში სინუსიტის მხარეს დღეში ერთხელ დღეგამოშვებით, ხოლო ორმხრივი სინუსიტის შემთხვევაში _ ორივე ნესტოში. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია, აგრეთვე, ყოველდღიური გამოყენება.

სამკურნალო ეფექტის მისაღებად საჭიროა 6-8 შესხურება, მაგრამ თავის ტკივილის შემცირება ან სრული გაქრობა უკვე 3-5 შესხურების შემდეგ აღინიშნება.

რეკომენდირებული დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ცხივრ-ხახის წვის გაძლიერებული შეგრძნება და ტკივილი; პრეპარატის დოზის გაზრდით სამკურნალო ეფექტი არ იზრდება.

გვერდითი მოვლენები:

სუსტი ზომიერამდე წვის შეგრძნება ცხვირ-ხახაში მცირე ხნით; ცემინება; რეფლექსური ნერწყვდენა, უფრო იშვიათად ხანმოკლე ცრემლდენა და სახის წამოწითლება;

ცალკეული შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს თავის ხანმოკლე ტკივილი შუბლის არეში ან მოვარდისფრო გამონადენი კაპილარული დიაპედეზის გამო. არცერთი აღნიშნული მოვლენა მკურნალობის შეწყვეტას არ მოითხოვს.

პრეპარატის უნებლიე მოხვედრამ თვალში შეიძლება ძლიერი  გაღიზიანება და მწვავე კონიუქტივიტი გამოიწვიოს.

უკუჩვენებები:

* კისტოზურ-პოლიპოზური პარანაზალური სინუსიტები;

* ჰიპერტონული დაავადების დამამძიმებელი შემთხვევები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება საკმარისად არ არის შესწავლილი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენება 5 წლისა და მეტი ასაკის ბავშვებში ხორციელდება იგივე სქემით, რაც უფროსებში.

5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში კლინიკური მონაცემები პრეპარატის ეფექტურობაზე და უსაფრთხოებაზე არასაკმარისია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– დაუშვებელია ცხვირის ღრუში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების და სინუფორტეს ერთდროული შეყვანა.

– საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია ლორწოვანი გარსის ადგილობრივი შეშუპების საწინააღმდეგო ხსნარების (ადრენალინი, ეფედრინი) ჩაწვეთება; – ჩირქოვანი ინფექციით გართულებულ შემთხვევებში დასაშვებია სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 8-100C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. მზა ხსნარის შენახვის ვადა – 16 დღე.

სინუპრეტი – SINUPRET – СИНУПРЕТ

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამოსახველებელი საშუალება.

სამკურნალო ფორმა: დრაჟე, წვეთები შიგნით მისაღებად.

შემადგენლობა:

1 დრაჟე

Gentiana lutea …………… . 6მგ

Primula veris………………… 18მგ

Rumex acetosa ………….. . 18მგ

Sambucus nigra ………… . 18მგ

Verbena officinalis …….. 18მგ

შიგნით მისაღები წვეთები:

100გ

წყლიან–სპირტიანი ექსტრაქტი  29გ

Gentiana lutea ……………………. 0,2გ

Primula veris ………………………. 0,6გ

Rumex acetosa ……………………. 0,6გ

Sambucus nigra ………………….. 0,6გ

Verbena officinalis ……………… 0,6გ

დამხმარე ნივთიერებები: გაწმენდილი წყალი – 71 გ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი, ახდენს ამოსახველებელ (სეკრეტოლიტურ და მუკოლიტიურ) ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, უზრუნველყოფს ცხვირის დანამატი წიაღებიდან ექსუდატის გამოყოფას. ამაღლებს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გამძლეობას ენდო–  და ეგზოგენური პათოგენური ფაქტორებისადმი. ახასიათებს ანტივირუსული, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.

ჩვენებები:

▪ მწვავე და ქრონიკული სინუსიტები და ტრაქეობრონქიტები;

▪ დამხმარე სამკურნალო საშუალებად სასუნთქი გზების ინფექციის სპეციფიური მკურნალობის დროს.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

იშვიათ შემთხვევაში – დისპეფსია (წვა, ღებინება, გულისრევა) და კანის ალერგიული რეაქციები.

მიების წესი და დოზირება:

მოზრდილებში  შიგნით, 2–2– დრაჟე ან 50 წვეთი 3–ჯერ დღეში,

ჩვილ ბავშვებში –  7-10– წვეთი 3–ჯერ დღეში;

1–დან 5 წლამდე  – 15 წვეთი 3–ჯერ დღეში;

სკოლის ასაკის ბავშვებში – 25 წვეთი ან 1 დრაჟე 3–ჯერ დღეში.

წვეთები ჩვეულებრივ მიიღება გაუზავებელი სახით, ბავშვებს შეიძლება მიეცეთ ჩაის ან წვენის დამატებით.

დრაჟე მიიღება დაუღეჭავად , მცირე რაოდენობით წყლით.

განსაკუთრებული მითითებები:

ინსტრუქციის დაცვით უსაფრთხოა ორსულთთავის. შეიცავს 19% ეთნოლს. შენახვისას შესაძლებელია წვეთების შემღვრევა ან ნალექის გაჩენა, რაც გავლენას არ ახდენს პრეპარატის აქტიობაზე.

ურთიერთქმედება:

აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვადა: 3 წელი.

სინტომიცინის ლინიმენტი 5% და 10% – SINTOMYCIN LINIMENT 5% & 10% – СИНТОМИЦИНА ЛИНИМЕНТ 5% и 10%

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ქლორამფენიკოლი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტუბში ან ქილაში.

5% და 10% სინტომიცინის ლინიმენტი შეიცავს: სინტომიცინს, აბუსალათინის ზეთს, ემულგატორს, გასუფთავებულ წყალს, კონსერვანტს, გასუფთავებულ ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზას. პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის, დამახასიათებელი სუნის მქონე ლინიმენტს.

გამოყენების ჩვენება:

პრეპარატს გააჩნია მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობა ჭრილობის ინფექციების და ჩირქოვან-ანთებითი პროცესების სხვადასხვა ფორმის გამომწვევების მიმართ. იგი გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების, კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების, ფურუნკულების, ხანგრძლივად შეუხორცებელი ტროფიკული წყლულების, II და III ხარისხის დამწვრობების დროს.

წინააღმდეგჩვენება:

პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა. ლაქტაციის პერიოდში დვრილების დაზიანების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციების განვითარება.

მიღების წესი და დოზირება:

მარლას გაჟღენთავენ პრეპარატით, ან ამ უკანასკნელს წაისმევენ უშუალოდ დაზიანების უბანზე ან ჭრილობაზე და ზემოდან აფიქსირებენ დამცავ ნახვევს, პერგამენტის ან კომპრესულ ქაღალდს. გადახვევას აწარმოებენ ჩვენების მიხედვით 1-3 დღის, ხანდახან 4-5 დღის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილა

სინტეფორტი – SINTEFORT – СИНТЕФОРТ

საერთაშორისო დასახელება:

BILBERRY EXTRACT

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თვალის დაავადებების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 20 ც.

1 კაფს.

მოცვის მშრალი ექსტრაქტი (Bilberry extract 25%)B სტანდარტიზებული 25%

ანტოციანოზიდებზე ……………..  177 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სინტეფორტი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია.

მოცვის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები _ ანტოციანოზიდები ხელს უწყობენ თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის _ როდოპსინის სინთეზს, რითაც აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს; თრგუნავენ თვალის ბროლის ქსოვილებში პათოლოგიურ ალდოზო-რედუქტაზულ აქტივობას, ხელს უშლიან კატარაქტის განვითარების პროცესს. უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზის გზით ანტოციანოზიდები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას.

ჩვენებები:

სინტეფორტი გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება შემდეგი დაავადებების დროს:

  • საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია;
  • შეძენილი ჰემერალოპია;
  • დიაბეტური რეტინოპათია;
  • სიბნელისადმი მხედველობის (ღამის და საღამოს მხედველობის), ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა;
  • კუნთების ასტენოპათია;
  • ბადურის დისტროფია;
  • ბადურის მაკულარული დისტროფია;
  • ბადურის კუნტ-იუნიუსის ტიპის ცენტრალური ათეროსკლეროზული დეგენერაცია;
  • ბადურის ტაპეტორეტინული აბიოტროფია (ბადურის პიგმენტური დეგენერაცია);
  • კატარაქტა, გლაუკომა, რეტინოპათია, პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა.

მიღების წესი და დოზირება:

სინტეფორტი ინიშნება თითო კაფსულა დღეში 3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქის მხრივ (ყაბზობის სახით) ან ერთეულ შემთხვევაში პრეპარატის კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქციის გამოვლინება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;

* ორსულობა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

– პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

– სინტეფორტის აქტიური ნივთიერების სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სინტე – SINTE – СИНТЕ

საერთაშორისო დასახელება:

BILBERRY XTRACT; LUTEIN; ZEAXANTIN

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თვალის დაავადებების სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 60 ც.

1 კაფს.

მოცვის მშრალი ექსტრაქტი (Bilberry extract 25%B) სტანდარტიზებული 25%

ანტოციანოზიდებზე …………    100 მგ

ლუტეინი ………………………        6 მგ

ზეაქსანტინი ……………………       1.5 მგ

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

სინტე მცენარული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.

მოცვის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები _ ანტოციანოზიდები ხელს უწყობენ თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის _ როდოპსინის სინთეზს, რითაც აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს; თრგუნავენ თვალის ბროლის ქსოვილებში პათოლოგიურ ალდოზო-რედუქტაზულ აქტივობას, ხელს უშლიან კატარაქტის განვითარების პროცესს. უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზის გზით ანტოციანოზიდები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას.

ლუტეინი და ზეაქსანტინი კაროტინოიდებია, რომლებიც ბადურის ყვითელი ხალის (მაკულას) ძირითად პიგმენტებს წარმოადგენენ. ისინი იცავენ ბადურას მზის სხივების რადიაციული და სხვა სახის პათოლოგიური ზემოქმედებით გამოწვეული ჟანგვითი დეგენერაციისგან. ასევე, იცავენ თვალის ბროლს არასასურველი ზემოქმედებისგან, რითაც აფერხებენ კატარაქტის განვითარებას.

ჩვენებები:

სინტე გამოიყენება, როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:

  • საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია;
  • შეძენილი ჰემერალოპია;
  • დიაბეტური რეტინოპათია;
  • სიბნელისადმი მხედველობის (ღამის და საღამოს მხედველობის) ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა;
  • კუნთების ასტენოპათია;
  • ბადურის დისტროფია;
  • ბადურის მაკულარული დისტროფია.
  • ბადურის კუნტ-იუნიუსის ტიპის ცენტრალური ათეროსკლეროზული დეგენერაცია;
  • კატარაქტა, გლაუკომა, რეტინოპათია, პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა;
  • კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობისას, მხედველობის დატვირთვის ფონზე;
  • მზეზე ხანგრძლივად ყოფნის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

სინტე ინიშნება თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ, უპირატესად საკვებთნ ერთად.

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 თვეს, შემდგომში მისი გამოყენების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ყაბზობის სახით) ან ერთეულ შემთხვევაში პრეპარატის კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქციის გამოვლინება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;

* ორსულობა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

– პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

– სინტეს აქტიური ნივთიერების სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სინომარინი – SINOMARIN – СИНОМАРИН

მწარმოებელი: საბერძნეთი,S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სპრეი 100 მლ ფლაკონი

სპრეი 125 მლ ფლაკონი

სინომარინი დამზადებულია საფრანგეთში St. Malo ახლოს, ატლანტიკის ოკეანის სანაპიროდან ამოტუმბული ზღვის წყალით. რომელიც სუფთავდება, იფილტრება და ერევა გამწმენდ წყალს. არ შეიცავს კონსერვანტებს.

ბავშვთა და მოზარდთა 100 მლ ფლაკონი შეიცავს გაფილტრულ ზღვის წყალს 70მლ, ინერტული წნევის ქვეშ ჩატუმბულია გაზი-აზოტი, რომელიც არ არის პირდაპირ კონტაქტში სითხესთან.

ზრდასრულთა 125 მლ ფლაკონი შეიცავს გაფილტრულ ზღვის წყალს 87,5 მლ, ინერტული წნევის ქვეშ ჩატუმბულია გაზი-აზოტი, რომელიც არ არის პირდაპირ კონტაქტში სითხესთან.

ჩვენებები:

სინომარინი შეიცავს ბუნებრივ ზღვის წყალს, რომელიც მდიდარია მინერალური მარილებით, აქედან გამომდინარე სინომარინი ოპტიმალურად ასუფთავებს ცხვირის ღრუს გარქოვანებული და ზედმეტი ლორწოსაგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნესტოების გადავსება და გაჭედვა. სინომარინის მეშვეობით ნესტოების გამორეცხვა ბუნებრივად მიმდინარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს, ავიცილოთ აირწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციები, რომელთა სიმპტომებია ცხვირის ღრუს ობსტრუქცია.

სინომარინი შეუცვლელია რინიტების, სინუსიტების, რინოსინუსიტების დროს, როგორც მწვავე ასევე ქრონიკულ პერიოდში.

სინომარინი არის ცხვირში შესასხურებელი რბილი სპრეი ანატომიურად ადვილად მოსარგები თავით, ნებისმიერ პოზიციაში ხმარებისთვის.

მიღების წესები და დოზები:

ბავშვები და მოზარდები: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 2-3ჯერ დღეში. ყოველი ხმარების შემდეგ გარეცხეთ აპლიკატორი სუფთა წყლით

ზრდასრულები: 1-3 შესხურება თითოეულ ნესტოში 2-3ჯერ დღეში. ყოველი ხმარების შემდეგ გარეცხეთ აპლიკატორი სუფთა წყლით.

უკუჩვენება:

* არ არის რეკომენდირებული მათთვის ვინც ჰიპერმგრძნობიარეა ზღვის წყალის მიმართ. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ ინიშნება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.

Don`t copy text!