Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 484

რელაქსერბე – RELAXERBE – РЕЛАКСЕРБЕ

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი რელაქსაციური ეფექტით.

აქტიური ნივთიერება:

L-თეანინი 50 მგ.
სამკურნალო მელისას ფოთლის მშრალი ექსტრაქტი 50 მგ .
მაგნოლიას ქერქის ფხვნილი 50 მგ .
სვიის გირჩების ექსტრაქტი 30 მგ.
ლავანდას ყვავილი 20 მგ.
მაგნიუმი 50 მგ

L-თეანინი
აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერ და ზრდს ორი მნიშვნელოვანი ტრანსმიტერის დონეს -დოფამინი და გამა-ამინო-ბუტირის მჟავა,რომელებიც პასუხისმგებლები არიან გუნება- განწყობაზე, რელაქსაცია და სიმშვიდეზე .
თეანინის მოქმედებით თავის ტვინში იზრდება ალფა ტალღების აქტივობა.

სამკურნალო მელისა
დადებითად მოქმედებს შფოთვის, გაღიზიანებისა , ემოციური არასტაბილობის და მოუსვენრობის შემცირებაზე.

მაგნოლია ქერქის კომპონენტები მნიშვნელოვნად ამცირებენ შფოთვას,ნერვულ დაძაბულობას, აწესრიგებს ძილს. 

სვიის გირჩში არსებული ლიპულინი დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. 

ლავანდა ცნობილია, როგორც განტვირთვის, რელაქსაციის მომგვრელი მცენარე, რომელიც განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მათთვის, ვისაც ხშირად აწუხებს თავის ტკივილი, სტრესი და დაძაბულობა.

Mგ მაგნიუმი
უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონალური მდგომარეობის შენარჩუნებას.შფოთვის, უძილობის, ტკივილის რედუქციას.

ჩვენებები:
-სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
-მსუბუქი ნევროზული მდგომარეობა ,თანმხლები ანგიო და ვეგეტო ნევროზით
-ემოციური დაძაბულობა,შიში და შფოთვა, ძილის დარღვევა
-აზროვნების კონცენტრაციის დაქვეითება.

მიღების წესი და დოზები: 1-2 კაფსულა დღეში, საკმაო ოდენობით წყალთან ერთად. 

გვერდითი მოვლენები: როგორც წესი პრეპარატი გადაიტანება გვერდითი მოვლენების გარეშე.

უკუჩვენება:
მომეტებული მგრძნობელობა შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფეხმძიმობა, ლაქტაცია, ასაკი 10 წლამდე.

შენახვის პორობები და ვადები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე 

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს

მწარმოებელი: ESI s.p.a. იტალია

რელანტანი 100მგ – RELANTAN 100mg – РЕЛАНТАН 100მмг

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

პროგესტერონი;

მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები, 100 მგ.

გაუმჭვირვალე, ოვალური ფორმის, სპილოს ძვლის ფერი რბილი ჟელატინის კაფსულები, შევსებული კრემისებური ზეთოვანი პასტით;

1 კაფსულა შეიცავს:

მიკრონიზებულ პროგესტერონს  …………… 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: არაქისის ზეთი, ლეციტინი;

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, თხევადი სორბიტოლი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, საღებავი – ტიტანის დიოქსიდი (E 171).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გესტაგენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რელანტანის აქტიური ნივთიერება – მიკრონიზებული პროგესტერონი სინთეზირებულია მექსიკური ბატატის ფესვებისაგან, სტრუქტურულად და მოქმედების მექანიზმით ენდოგენური პროგესტერონის იდენტურია. არ გააჩნია ესტროგენული, ანდროგენული და მინერალოკორტიკოიდური ეფექტები. პროგესტერონი ორგანიზმში სინთეზირდება ძირითადად ყვითელი სხეულის მიერ საკვერცხეებში, აგრეთვე თირკმელზედა ჯირკვალში, ორსულობის დროს დიდი რაოდენობით წარმოიქმნება პლაცენტაში. პროგესტერონი განაპირობებს ენდომეტრიუმის პროლიფერაციული ფაზიდან სეკრეტორულ ფაზაში გადაყვანას, ამზადებს ენდომეტრიუმს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისათვის, ამცირებს საშვილოსნოს მგრძნობელობას ოქსიტოცინისადმი, იწვევს მიომეტრიუმის რელაქსაციას (ტოკოლიზური ეფექტი). ასტიმულირებს ლიპოპროტეინლიპაზას აქტივობას, ზრდის ორგანიზმში ცხიმის მარაგს. აქვს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე. ზრდის ბაზალური და ინდუცირებული ინსულინის დონეს, ზრდის გლუკოზის უტილიზაციასა და ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას, ხელს უწყობს კეტოგენეზს. პროგესტერონი მოქმედებს ჰიპოთალამუსის ტემპერატურის მარეგულირებელ ცენტრებზე და იწვევს სხეულის ტემპერატურის მომატებას. ამცირებს სისხლში ამინომჟავების  დონეს, ზრდის შარდით აზოტის ექსკრეციას, იწვევს ჰიპოაზოტემიას და აზოტურიას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას:

პერორალური მიღებისას მიკრონიზებული პროგესტერონი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მიკრონიზაცია ზრდის პროგესტერონის ბიოშეღწევადობას. 200 მგ პროგესტერონის პერორალური მიღებისას სისხლში კონცენტრაციის პიკი (Cmax) მიიღწევა 2.2 +/-1.4 სთ-ში და შეადგენს 13.8 ნგ/მლ +/- 2.9 ნგ/მლ. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 16.8 +/- 2.3 სთ-ს.

მოცირკულირე პროგესტერონის 96-99% შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან, ძირითადად შრატის ალბუმინთან (50-54%) და ტრანსკორტინთან (43-48%). პროგესტერონი უმეტესწილად მეტაბოლიზდება ღვიძლში პრეგნანედიოლად და კონიუგირდება გლუკურონის მჟავასთან. პლაზმაში ძირითადი მეტაბოლიტებია 20α-ჰიდროქსი-∆4α-პრენოლონი და 5α-დიჰიდროპროგესტერონი. პროგესტერონის ზოგიერთი მეტაბოლიტი გამოიყოფა ნაღვლით, განიცდის დეკონიუგირებას, შემდგომ მეტაბოლიზდება რედუქციის, დეჰიდროქსილირების, ეპიმერიზაციის გზით და ექსკრეტირდება განავლით. პროგესტერონის 95% ექსკრეტირდება შარდით, გლუკურონკონიუგირებული მეტაბოლიტების, ძირითადად 3α, 5ß-პრეგნანედიოლის სახით.

ინტრავაგინალური გამოყენებისას:

სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა 2-6 სთ-ში ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ. 2-ჯერ დღეში 100 მგ პრეპარატის შეყვანისას საშუალო კონცენტრაცია ნარჩუნდება 9.7 ნგ/მლ დონეზე 24 სთ-ის განმავლობაში. მეტაბოლიზმს განიცდის ძირითადად 3 α, 5ß-პრეგნანედიოლის წარმოქმნით. 5ß-პრეგნანოლონის დონე პლაზმაში არ მატულობს. პრეპარატი გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით, ძირითად ნაწილს შეადგენს 3α, 5ß-პრეგნანედიოლი (პრეგნანდიოლი).

ჩვენება:

პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული მდგომარეობები, მათ შორის:

პერორალური მიღებისათვის:

  • ლუთეინური უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობა;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ასოცირებული ოვულაციის დარღვევასთან ან ანოვულაციასთან;
  • მეორადი ამენორეა;
  • პრემენსტრუალური სინდრომი;Ÿ
  • ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია;
  • პრემენოპაუზა;
  • მენოპაუზური და პოსტმენოპაუზური პერიოდის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია  (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში);

ინტრავაგინალური გამოყენებისათვის:

  • ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მზადების დროს;
  • ლუთეინური ფაზის შენარჩუნება სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის დროს;
  • ლუთეინური უკმარისობით განპირობებული უნაყოფობა;
  • ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია პროგესტერონის სრული დეფიციტის დროს საკვერცხეების არაფუნქციონირების ან არარსებობისას (კვერცხუჯრედის დონორობა);
  • ნაადრევი მენოპაუზა;
  • ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში);
  • პროგესტერონის უკმარისობით გამოწვეული ჩვეული ან მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა;
  • საშვილოსნოს მიომის პროფილაქტიკა;
  • ენდომეტრიოზის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

რელანტანით მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

პერორალური მიღება:

რელანტანის კაფსულების მიღება რეკომენდებულია ძილის წინ (რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ თავბრუსა და ძილიანობასთან ასოცირებული პრობლემები), კვებისგან დამოუკიდებლად და საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს (დისმენორეა, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, პრემენოპაუზა) პრეპარატი მიიღება სადღეღამისო დოზით 200-300 მგ (2-3 კაფსულა), დაყოფილი 2 მიღებაზე (დილით და საღამოს) 10 დღის განმავლობაში (ჩვეულებრივ ციკლის მე-17-დან 26-ე დღის ჩათვლით);

მეორადი ამენორეის სამკურნალოდ რელანტანი მიიღება საღამოს, ერთჯერადი სადღეღამისო დოზით 400 მგ 10 დღის განმავლობაში;

პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ ინიშნება 100-200 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, საღამოს, 10-12 დღის განმავლობაში ციკლის მე-14 დღიდან;

პრემენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს (ესტროგენული თერაპიის ფონზე) რეკომენდებულია რელანტანის მიღება 200 მგ ერთხელ  დღეში, 10-12 დღე; მენოპაუზაში (ესტროგენების მიღების ფონზე) – 100 მგ დღეში უწყვეტ რეჟიმში.

ინტრავაგინალური გამოყენება:

რელანტანის კაფსულა თავსდება ინტრავაგინალურად, ღრმად.

პროგესტერონის სრული დეფიციტის დროს საკვერცხეების არაფუნქციონირების ან არარსებობისას (კვერცხუჯრედის დონორობა) რელანტანი მიიღება (ესტროგენული თერაპიის ფონზე) ინტრავაგინალურად 100 მგ (1 კაფსულა) დღეში ციკლის მე-13 და მე-14 დღეს, შემდეგ 100 მგ (1 კაფსულა) 2-ჯერ დღეში ციკლის მე-15 დღიდან 25-ე დღის ჩათვლით. 26-ე დღიდან და ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში დოზა იზრდება 1 კაფსულის ოდენობით ყოველი კვირის განმავლობაში მაქსიმალური დოზის (6 კაფსულა დღე-ღამეში) მიღწევამდე და იყოფა 3 მიღებაზე. აღნიშნული დოზით პრეპარატის გამოყენება დასაშვებია 60 დღის განმავლობაში;

ლუთეინური ფაზის შესანარჩუნებლად ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მზადების დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ინტრავაგინალურად დოზით 400 – 600 მგ (4-6 კაფსულა) დღეში, დაწყებული ქორიონული გონადოტროპინის ინექციის დღიდან ორსულობის მე-12 კვირამდე;

ლუთეინური ფაზის შესანარჩუნებლად სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის დროს, აგრეთვე ყვითელი სხეულის ფუნქციის დარღვევით განპირობებული უნაყოფობის დროს რეკომენდებულია რელანტანის გამოყენება ინტრავაგინალურად დოზით 2-3 კაფსულა დღეში, დაწყებული ციკლის მე-17 დღიდან 10 დღის განმავლობაში. მენსტრუალური ციკლის შეჩერების და ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება;

ორსულობის შეწყვეტის საფრთხის დროს ან თვითნებური აბორტის პროფილაქტიკის მიზნით, რომელიც გამოწვეულია პროგესტერონის უკმარისობით, ინიშნება 2-4 კაფსულა ყოველდღიურად (დილით და საღამოს) ორსულობის I და II ტრიმესტრში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ანაფილაქსია;

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპერგლიკემია, ბაზალური და ინდუცირებული ინსულინის დონის მომატება;

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპერტენზია, თრომბოფლებიტი, ღრმა ვენების თრომბოზი, თრომბოემბოლური დარღვევები, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, იშვიათად – ბადურას სისხლძარღვების თრომბოზი, ტკივილი გულმკერდის არეში, იშვიათად – სინკოპე, ორთოსტატული ჰიპოტენზია;

სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა;

სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოემბოლია, სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცირება, ლიმფური კვანძების გადიდება;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, უმადობა, მადის გაძლიერება, ქოლესტაზი, ქოლესტაზური სიყვითლე (სიყვითლე და ქავილი ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 1-8 კვირაში), ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჰეპატიტი, ჰეპატომა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ფაღარათი, პირის სიმშრალე, გულძმარვა, დისპეფსია; გრძნობათა ორგანოთა მხრივ: მხედველობის ნაწილობრივი დაქვეითება ან სრული დაკარგვა (უეცრად ან თანდათანობით), მხედველობის დაბინდვა, პროპტოზი, დიპლოპია, პაპილედემა (მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება). აღნიშნულ შემთხვევებში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და  დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

რეპროდუქციული სისტემის მხრივ: არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, მენსტრუალური ციკლის შემოკლება, ინტერმენსტრუალური სისხლდენა წვეთობით ან ნაკადით, მეტრორაგია, დისმენორეა, ამენორეა, დისპარეუნია, გალაქტორეა, ლეიკორეა, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ცერვიკალური გამონადენი, ლიბიდოს გაძლიერება ან შესუსტება, მასტალგია, სარძევე ჯირკვლის გადიდება, ვაგინალური სიმშრალე,  პრეპარატის ინტრავაგინალური გამოყენებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა ვაგინალური ირიტაცია;

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნიქტურია, ცისტიტი;

კანისა და კანის დანამატების მხრივ: ურტიკარია, გამონაყარი, ქავილი, აკნე, კანის პიგმენტაციის მომატება (ქლოაზმა), რაც ძლიერდება ულტრაიისფერი დასხივების შედეგად, ალოპეცია, ჰირსუტიზმი, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა და გარდამავალი თავბრუ (პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ში), შფოთვა, დეპრესია, კონცენტრირების უნარის დაქვეითება, უძილობა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ნერვული აგზნება, ემოციური ლაბილობა, შაკიკი;

საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრალგია;

სხვა: სხეულის წონის კლება, სხეულის წონის მატება, შეშუპება, პირექსია.

გვერდითი მოვლენები უფრო იშვიათად ვითარდება პრეპარატის ინტრავაგინალური გამოყენებისას.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, მათ შორის არაქისის ზეთის მიმართ, ექტოპიური ორსულობა, ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის სიმსივნე, სარძევე ჯირკვლის კარცინომა, რეპროდუქციული სისტემის ორგანოთა ავთვისებიანი სიმსივნეები, არასრული აბორტი, მეტრორაგია, არადიაგნოსტირებული ანომალიური ვაგინალური სისხლდენა, თრომბოზებისადმი მიდრეკილება, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლიური დარღვევები, პორფირია, ჰიპერტენზია, ცერებროვასკულური დარღვევები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

– ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელ პრეპარატებთან (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, ბარბიტურატები, რიფამპინი) ერთდროული მიღებისას ძლიერდება ორგანიზმიდან რელანტანის ელიმინაცია.

– რელანტანი აძლიერებს სისტემური კოაგულანტების, ხოლო ამცირებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას.

– არ არის რეკომენდებული რელანტანის ინტრავაგინალური გამოყენება ერთდროულად სხვა ინტრავაგინალურ პრეპარატებთან (აუცილებლობის შემთხვევაში მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 6 სთ-ს), რადგანაც შესაძლოა შეიცვალოს რელანტანის გამოთავისუფლებისა და შეწოვის ხარისხი.

– რელანტანის მეტაბოლიზმი ითრგუნება მისი ერთდროული მიღებისას ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ციტოქრომ P450 3A4 სისტემის მაინჰიბირებელ პრეპარატებთან (მაგ., კეტოკონაზოლი, ციმეტიდინი, კლარითრომიცინი, დანაზოლი, დილთიაზემი, ერითრომიცინი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვერაპამილი, ვორიკონაზოლი).

– არ არის რეკომენდებული პროგესტერონის ერთდროული გამოყენება ბრომოკრიპტინთან ერთად, როდესაც ეს უკანასკნელი გამოიყენება ოვულაციის აღსადგენად ამენორეის დროს.

– პროგესტერონი ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიერ იოდიდის ათვისებას, ამიტომ რადიოაქტიური ნატრიუმის იოდიდით მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყდეს რელანტანის მიღება.

– რელანტანი ზრდის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციას.

ჰიპერდოზირება:

რელანტანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს სომნოლენცია, თავბრუ, ეიფორია, დისმენორეა. ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის I და II ტრიმესტრში პრეპარატი გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. რელანტანი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის III ტრიმესტრში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკის გამო. პროგესტერონი გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

გამოყენების თავისებურებები:

* რელანტანი არ გამოიყენება კონტრაცეფციის მიზნით.

* ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებამდე პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება (სასურველია ასაკობრივ რისკ-ჯგუფებში მამოგრაფიისა და ცერვიკალური ციტოლოგიური კვლევის ჩატარება), განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სარძევე ჯირკვლისა და მენჯის ორგანოების შემოწმებას, უნდა გაკეთდეს პაპანიკოლაუს ნაცხი.

* რელანტანი არ ინიშნება მოზარდებში პუბერტატულ ასაკამდე (სანამ არ არის დახურული ეპიფიზური ფირფიტა).

* რელანტანი სიფრთხილით ინიშნება შეშუპებით მიმდინარე დაავადებების, გულის დაავადებების, მათ შორის გულის ქრონიკული უკმარისობის, ნეფროზული სინდრომისა და თირკმლის სხვა დაავადებების, აგრეთვე ეპილეფსიის, შაკიკის და ბრონქული ასთმის დროს. პრეპარატი იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას, რაც შესაძლოა გახდეს ზემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობათა გამწვავების მიზეზი.

* რელანტანი სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში ეგზემის, ჰიპერტონული დაავადების, რეტრობულბური ნევრიტის, მენტალური დეპრესიის, დემენციის, ჰიპერლიპიდემიის, ანთებითი დაავადებების, ინფექციების, ფოტოსენსიტივობის არსებობის დროს.

* მკურნალობის დროს მძიმე მენტალური დეპრესიის განვითარებისას უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

* პროგესტერონით მკურნალობის დროს ინტერმენსტრუალური სისხლდენის  ან არარეგულარული ვაგინალური სისხლდენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა გამოირიცხოს სისხლდენის არაფუნქციური მიზეზები. ადეკვატური დიაგნოსტიკური პროცედურები უნდა ჩატარდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა.

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება საკვერცხის კისტის არსებობის დროს.

რელანტანი სიფრთხილით ინიშნება გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

* რელანტანის გამოყენება გერიატრიული ასაკის პაციენტებში: დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით, სასურველია მკურნალობის დაწყება უმცირესი რეკომენდებული დოზით.

პრეპარატის მიღება განსაკუთრებული კლინიკური მდგომარეობების დროს:

* თირკმლის დაქვეითებული ფუნქციონირების პირობებში რელანტანი გამოიყენება სიფრთხილით ინტენსიური მონიტორინგის ქვეშ.

* ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: რელანტანით მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე იმ ქმედებების შესრულების დროს,  რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას გარდამავალი თავბრუსა და ძილიანობის, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითების განვითარების ალბათობის გამო.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით.

რელანიუმი – RELANIUM – РЕЛАНИУМ

საერთაშორისო დასახელება:

DIAZEPAM

მწარმოებელი: Warsaw pharmaceutical work “POLFA”, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: დიაზეპამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანქსიოლიტური საშუალება. ტრანკვილიზატორი

გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5, 10 და 50 ც.

1 მლ 1 ამპ.

დიაზეპამი ……….      5 მგ 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, უწყლო ეთანოლი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ბენზოატი, ძმარმჟავა, pH -ძმარმჟავას ხსნარი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს აქვს ანქსიოლიზური, სედატიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ცენტრალური მიორელაქსაციური მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებული ცნს-ში გამა-ამინობუტირატის შემაკავებელი მოქმედების გაძლიერებასთან. მიორელაქსაციურ მოქმედებას ამასთან ერთად განაპირობებს სპინალური რეფლექსების ინჰიბირება. შეიძლება ჰქონდეს ანტიქოლინერგული ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის შეწოვა ხდება სწრაფად. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 90 წუთის შემდეგ, პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 98%-ს. დიაზეპამი აღწევს პლაცენტაში, თავ-ზურგ-ტვინის სითხეში, გამოიყოფა რძით, მეტაბოლიზდება ღვიძლში; 70% გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები:

  • კრუნჩხვები და კრუნჩხვითი მდგომარეობა;
  • შიშისა და განგაშის მდგომარეობა;
  • ალკოჰოლური აბსტინენციის მწვავე სინდრომი;
  • პრემედიკაცია ზოგადი ანესთეზიის დროს;
  • ბავშვებსა და ორსულებში ეკლამფსია;
  • კუნთების მომატებული დაძაბულობის მდგომარეობა;
  • ტეტანუსი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება სტაციონარულ პირობებში, ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის შესაბამისად.

კრუნჩხვები და კრუნჩხვითი  მდგომარეობა:

პრეპარატის გამოყენება ახალშობილებში განისაზღვრება სასიცოცხლო აუცილებლობის მიხედვით.

2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი დოზით 0.2-0.5 მგ კგ/წონაზე შეყავთ ვენაში ინექციის სახით ნელა. აუცილებლობის შემთხვევაში დოზის გამეორება დასაშვებია 10-15 წთ-ის შემდეგ.

5 წლის ასაკის ზევით ბავშვებში 1 მგ პრეპარატი შეყავთ ვენაში ინექციის სახით ნელა. აუცილებლობის შემთხვევაში დოზას იმეორებენ 10-15 წთ-ის შემდეგ.

მოზრდილებში პრეპარატი დოზით 5-10 მგ შეყავთ ვენაში ინექციის სახით ნელა. დოზის გამეორება შესაძლებელია 10-15 წთ-ის შემდეგ, ამ დროს საერთო დოზა 20 მგ-მდეა. შიშისა და განგაშის მდგომარეობის დროს საწყისი დოზა 10 მგ შეყავთ ვენაში, რომელმაც იმეორებენ 3-4 სთ-ის შემდეგ.

ალკოჰოლური აბსტინენციის მწვავე სინდრომის დროს საწყისი დოზა 10 მგ შეჰყავთ ვენაში, შემდგომში  – 5-10 მგ პრეპარატი შეყავთ ვენაში ყოველ 3-4 სთ-ში.

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად პრეპარატის 100 მგ (10 ამპულა) წინასწარ ხსნიან 500 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან 5%-იან გლუკოზის ხსნარში. შეყვანის სიჩქარე შეადგენს 2.5-5 მგ/სთ.

ზოგადი ანესთეზიის დროს პრემედიკაციისათვის ოპერაციამდე 30-60 წთ-ით ადრე 5-10 მგ შეყავთ ვენაში ინექციის სახით.

ორსულებში ეკლამფსიის დროს საწყისი დოზა 5-10 მგ შეჰყავთ ვენაში ნელა; შესაძლებელია პრეპარატის განმეორებითი შეყვანა 5-10 წთ-ის შემდეგ, საერთო დოზის 30 მგ-ის მიღწევამდე.

ტეტანუსის დროს მოზრდილებში მკურნალობის დასაწყისში პრეპარატი შეჰყავთ ვენაში დოზით 10 მგ ინექციის სახით ნელა ან კუნთებში ღრმად, შემდგომში პრეპარატი შეჰყავთ ვენაში წვეთოვანის სახით.

ბავშვთა ეკლამფსიის დროს რეკომენდებულია დიაზეპამის რექტალური ფორმით გამოყენება. ხანდაზმული პირებისა და პაციენტებისათვის ღვიძლის დაავადებებით, ცნს-ის ორგანული დაზიანებებით, სასუნთქი ორგანოების ფუნქციის დარღვევით პრეპარატის დოზა რეკომენდებულია შემცირდეს  2-ჯერ.

თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ და დიალიზზე ხანგრძლივად მყოფ პაციენტებში პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 15 მგ/დღე-ღამეში.

გამოყენების წესი:

პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთებში (პრეპარატის გამოყენების აღნიშნული წესი არ არის რეკომენდებული ექსტრემალური მდგომარეობების დროს, ვინაიდან პრეპარატი ამ დროს ძალიან ნელა შეიწოვება).

პრეპარატი ვენაში შეჰყავთ ნელა (უკიდურეს შემთხვევაში 3 წთ-ის შემდეგ) მხოლოდ ექსტრემალურ პირობებში (კრუნჩხვები, კრუნჩხვითი მდგომარეობები, ალკოჰოლური აბსტინენციის მწვავე სინდრომი).

პრეპარატი შეჰყავთ ნელა, განუზავებელი სახით სიჩქარით 0.5-1 მლ (2.5-5 მგ) წთ-ში.

პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანისას მოსალოდნელია სუნთქვის დათრგუნვა და არტერიული წნევის დაქვეითება.

პრეპარატის წვრილ ვენაში შეყვანა არ არის რეკომენდებული. სიფრთხილეა საჭირო, რათა პრეპარატი არ მოხვდეს სისხლძარღვების გარეთ.

პრეპარატი საჭიროა შევიყვანოთ სრულად გამხსნელთან ერთად შპრიცში, სწრაფად შევანჯღრიოთ და შემდეგში მოვახდინოთ მისი ინექცირება. შედარებით ხშირად იყენებენ 100 მგ (2 მლ 10 ამპულა), რომელიც განზავებულია 500 მლ გამხსნელში. იგი შეჰყავთ სიჩქარით 40 მლ/სთ.

ყურადღება! პრეპარატის განზავებისას იშვიათად მოსალოდნელია ამ უკანასკნელის შემღვრევა, რომელიც შეიძლება გაქრეს რამდენიმე წუთში. დიდი ხნის განმავლობაში შემღვრეული პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. პრეპარატის შერევა სხვა საშუალებებთან მისი ვენაში ინექციის ან წვეთოვანი გზით გამოყენებისას დაუშვებელია. პრეპარატის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გვერდითი მოვლენები:

* ძილიანობა, დაღლილობა, აპათია, მოძრაობის შენელებული რეაქციები, მეხსიერების დარღვევა, უძილობა, გაძლიერებული მადა, გულისრევა, ფაღარათი, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, კანის მხრივ ალერგიული რეაქციები, ლიბიდოს დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა.

უკუჩვენებები:

  • ბენზოდიაზეპინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
  • მიასთენია;
  • აპნოე;
  • სუნთქვის მძიმე უკმარისობა ჰიპერკაპნიით;
  • ორსულობის I ტრიმესტრი;
  • ალკოჰოლური აბსტინენციის მძიმე ფორმა;
  • ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
  • სპინალური და ცერებრული ატაქსია;
  • ახალშობილი და დღენაკლული ბავშვები;
  • ბენზილის სპირტის ან პროპილენგლიკოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ალტერნატიული საშუალების გამოყენება არ არის შესაძლებელი ან წინააღმდეგნაჩვენებია.

* ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს. იმის გამო, რომ დიაზეპამი გამოიყოფა დედის რძეში, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტი ვალდებულია ექიმს აცნობოს შემდეგი დაავადებების დროს:

ბრონქო-პულმონური დაავადებები, ღვიძლის ფუნქციის დაზიანება და თირკმელების უკმარისობა.

პრეპარატი ინექციის სახით სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით შეპყრობილ მამაკაცებში, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის დროს.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან მოსალოდნელია შეჩვევის განვითარება.

სატრანსპორტო საშუალებებით მართვის უნარზე ზემოქმედება;

პრეპარატს ახასიათებს შრომისუნარიანობის და ფსიქომოტორული აქტივობის დაქვეითება. მისი  გამოყენებისას მძღოლებმა თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისაგან პრეპარატის მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატის და ცნს-ზე მოქმედი სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება დაუშვებელია (ტრიციკლური ანტიდეპრესიული და ნეიროლეფსიური საშუალებები, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები, მაო-ს ინჰიბიტორები, ლევოდოპა, ციმეტიდინი, რიფამპიცინი);

– პრეპარატისა და ეთილის სპირტის ერთდროული გამოყენება იწვევს ცნს-ზე მომატებულ დეპრესიულ ზემოქმედებას (ძირითადად სასუნთქ ცენტრზე დეპრესიული მოქმედება).

შენახვის პირობები:

საინექციო ხსნარი ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. განზავებული პრეპარატი ვარგისია 24 სთ-ის განმავლობაში.

რელადორმი – RELADORM – РЕЛАДОРМ

საერთაშორისო დასახელება:

DIAZEPAM; CYCLOBARBITAL

მწარმოებელი: Warsaw pharmaceutical work “POLFA”, პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

დიაზეპამი ………….      10 მგ

ციკლობარბიტალი ….   100 მგ

რეკორმონი – REKORMON – РЕКОРМОН

საერთაშორისო დასახელება:

EPOETIN BETA

მწარმოებელი: F.HOFFMANN-LA ROCHE, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ეპოეტინ ბეტა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანემიის სამკურნალო პრეპარატი

შემადგენლობა და  გამოშვების ფორმა:

საინექციოდ გამზადებული ხსნარის შემცველი შპრიცები: შეფუთვაში 1 ც.

1 შპრიცი

ეპოეტინ ბეტა ……..   2000 სე

1 შპრიცი

ეპოეტინ ბეტა ………  4000 სე

ადამიანის რეკომბინატული ერითროპოეტინი (გასუფთავებული გლიკოპროტეიდი) წარმოადგენს ჰემატოპოეტურ ზრდის ფაქტორს, რომელიც მიღებულია გენური ინჟინერიის შედეგად. პრეპარატი ზრდის ერითროციტებისა და რეტიკულოციტების რაოდენობას, აგრეთვე ასტიმულირებს ქსოვილში ჰემოგლობინის სინთეზს. იგი არ მოქმედებს ლეიკოპოეზზე. ვარაუდობენ, რომ ერითროპოეტინი ურთიერთქმედებს უჯრედის ზედაპირის სპეციფიკურ ერითროპოეტინურ რეცეპტორებთან.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის კანქვეშ შეყვანის შედეგად მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 12-28 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-28 სთ-ს, ხოლო კუნთებში შეყვანის შემდეგ – 4-12 სთ-ს.

ჩვენებები:

  • რეკორმონი გამოიყენება გამოხატული ანემიის დროს, თირკმელების ქრონიკული უკმარისობისას. აგრეთვე ძვლის ტვინის დაზიანების და სხვა ქრონიკული დაავადებების (აპლასტიური ანემია, მიელოდისპლაზიური დაავადების შედეგად გამოწვეული ანემია, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, სიმსივნური დაავადებები და შიდსი) შედეგად გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ.
  • პრეპარატი გამოიყენება ანემიის სამკურნალოდ დღენაკლულ ახალშობილებში (სხეულის წონა 750-1500გ და გესტაციის 34 კვირამდე), აგრეთვე დონორთა სისხლის მოცულობის მოსამატებლად, რომელიც განკუთვნილია აუტოტრანსფუზიისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის მიღების სქემა, დოზა და ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ანემიის ფორმაზე, პაციენტის მდგომარეობასა და დაავადების ხარისხზე.

პრეპარატი გამოიყენება როგორც კანქვეშ, ასევე ინტრავენურად. საწყისი დოზა შეადგენს 50-150 სე/კგ-ზე, შეყვანის საშუალო სიხშირე – კვირაში 3-ჯერ.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლოა არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზი.

ცნს-ის მხრივ: ენცეფალოპათია (რომელიც ხშირად ვითარდება ჰიპერტონული კრიზის დროს), აგრეთვე თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა.

სისხლმბადი სისტემების მხრივ: იშვიათად აღინიშნება თრომბოციტოზი, თრომბოზი.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალიემია, ალერგიული რეაქციები, იშვიათად – კანზე გამონაყარი, ანაფილაქსიური რეაქციები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიის, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის, არასტაბილური სტენოკარდიის, ანამნეზში თრომბოემბოლიის, აგრეთვე ეპოეტინ ბეტას მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

აღნიშნულ პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მოსალოდნელი დადებითი ეფექტი სჭარბობს პოტენციურ რისკს, როგორც ნაყოფისათვის და ბავშვისთვის, ასევე დედისთვის.

ექსპერიმენტული კვლევების შედეგად მისი ტერატოგენური მოქმედება არ არის გამოვლენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

– პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიის, თრომბოციტოზის, ღვიძლის უკმარისობის, ავთვისებიანი სიმსივნეების, სისხლძარღვოვანი უკმარისობისას.

– პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან ნეფროსკლეროზით და არ იტარებენ ჰემოდიალიზს, შესაძლოა განვითარდეს თირკმელების ფუნქციის სწრაფი გაუარესება.

– პრეპარატის ეფექტურობა მცირდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის, აგრეთვე ინფექციური და ანთებითი დაავადებების არსებობისას, აგრეთვე ჰემოლიზის დროს.

– ვინაიდან პრეპარატი მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, ამიტომ საჭიროა აღნიშნული პრეპარატის მიღების დროს თავი შევიკავოთ ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რეკორმონისა და რკინის პრეპარატების კომბინაცია იწვევს მისი მასტიმულირებელი მოქმედების გაძლიერებას.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 2-80C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

რეიტოილი – REYTOIL – РЕЙТОИЛ

მწარმოებელი: World Medicine

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

რბილი ჟელატინის კაფსულები.

აღწერილობა: გამჭვირვალე, ყვითელი ფერის, ოვალური ფორმის კაფსულები. კაფსულების შიგთავსი – ყვითელი ფერის გამჭვირვალე ცხიმოვანი სითხე სპეციფიური სუნით.

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

თევზის ქონი (EPA/DHA 30%) ……….. 1000 მგ,

ხორბლის ღივების ზეთი  ……………….100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, ანიდრისორბი, გლიცერინი 85%, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, წყალი გაწმენდილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატ რეიტოილის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია

ომეგა-3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების (ეიკოზაპენტაენის EPA და დოკოზაჰექსაენის DHA) ვიტამინ E-ს ბუნებრივ წყაროსთან კომბინაციით.

პრეპარატი ახდენს იმუნომასტიმულირებელ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიათეროსკლეროზულ, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჰიპოლიპიდემიურ ეფექტს საფუძვლად უდევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სტრუქტურის ნორმალიზაცია, უჯრედული მემბრანების თხევადობის ცვლილება და მემბრანული რეცეპტორების ფუნქციური აქტივობის მომატება, რაც აუმჯობესებს ფერმენტებთან ლიპოპროტეინების ლიპიდურ-უჯრედულ ურთიერთქმედებას და ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმს.

პრეპარატის ანტიაგრეგანტული მოქმედება დაკავშირებულია მისი ზემოქმედებით უჯრედული მემბრანების, მათ შორის, თრომბოციტების მემბრანების, ლიპიდების შემადგენლობის ცვლილებასთან, რისთვისაც დამახასიათებელია მათში არაქიდონის მჟავას შემცველობის დაქვეითება და ეიკოზაპენტაენის მჟავას დონის მომატება. ამის შედეგად ხდება თრომბოქსან A2-ის და სხვა ორმაგი უჯერი ეიკოზანოიდების (არაქიდონის მჟავას დერივატების) სინთეზის დაქვეითება, რომლებიც აძლიერებენ თრომბოციტების აგრეგაციას, და ეიკოზაპენტაენის მჟავადან თრომბოქსან A3-ის და სხვა სამმაგი უჯერი ეიკოზანოიდების სინთეზის გაძლიერება, რომლებსაც პროაგრეგანტული ეფექტი არ გააჩნია.

მჟავების აღნიშნული კომპლექსი ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას.

ომეგა-3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის, DHA ბადურის და თავის ტვინის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ელემენტია. პრეპარატის მიღება ორსულობის პერიოდში ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს და აგრეთვე, ბავშვებში ასთმის და ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს.

ხორბლის ღივების ზეთი წარმოადგენს E ვიტამინის წყაროს, რომელიც განაპირობებს პრეპარატის ანტიოქსიდანტურ თვისებებს, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში; იცავს უჯრედებს და ქსოვილებს თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების ზეჯანგური დაჟანგვის პროდუქტების ჭარბი რაოდენობის დამაზიანებელი მოქმედებისაგან.

გამოყენების ჩვენებები:

– ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ჰიპერტრიგლიცერიდემია;

– დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;

– ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;

– სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები;

– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;

– ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;

– კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

– ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკა;

– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;

– ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება;

– კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული;

– დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის (ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონა დაბადებისას).

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

მიღების წესი და დოზირება:

რეიტოილი მიიღება შიგნით 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.

მკურნალობის კურსი – არანაკლებ 3 თვისა. განმეორებითი კურსი შეიძლება დაინიშნოს ექიმის რეკომენდაციით.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).

მკურნალობა: სიმპტომური

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

A ვიტამინი, ასკორბინის მჟავა, თიამინი,რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას.

რეკომენდებული არ არის რეიტოილის მიღება ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები:

რეკომენდებული არ არის პრეპარატ რეიტოილის და E ვიტამინის შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

რეიტოილი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30º C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

რეცეპტის გარეშე.

რეზალუტ® პრო – REZALUT® PRO – РЕЗАЛЮТ® ПРО

საერთაშორისო დასახელება:

PHOSPHOLIPIDES

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE MENARINI, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

300 მგ კაფსულა #30

მოქმედი სამკურნალო კომპონენტი:

ერთი რბილი კაფსულა შეიცავს 300 მგ ცხიმგამოცლილ და გამდიდრებულ სოიოს ფოსფოლიპიდებს.

სხვა კომპონენტები: ჟელატინი, 85 %-იანი გლიცერინი, გლიცერინის და საკვები ცხიმოვანი მჟავას მონო-/დიეთერი, გასუფთავებული სოიოს ზეთი (Ph.Eur.), საშუალო სიგრძის ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, ალფა-ტოკოფეროლი (Ph.Eur.).

მითითება დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის: სამკურნალო საშუალების ერთი რბილი კაფსულა შეიცავს 0,1-ზე ნაკლებ პე (პურის ერთეულს).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სისხლში მომატებული ცხიმების შემცველობის სამკურნალო მცენარეული წარმოშობის საშუალება.

ღვიძლის დაავადებების სამკურნალო მცენარეული წარმოშობის საშუალება.

ჩვენებები:

ისეთი დარღვევების სუბიექტური სურათის შემცირების, როგორიცაა მადის დაქვეითება, სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ნეკნქვეშა არეში, რომელიც გამოწვეულია ღვიძლზე დამაზიანებელი გავლენის მქონე ნივთიერებებით (მაგალითად, ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია) არასწორი კვება (ღვიძლის მხრივ ტოქსიკო-ნუტრიციული დარღვევები), აგრეთვე ღვიძლის ქრონიკული ანთება (ჰეპატიტი).

თუ არ იქნა მოშორებული ღვიძლის დამაზიანებელი ფაქტორების (მაგ., ალკოჰოლი) ზემოქმედება ამ პრეპარატით მკურნალობა არ ცვლის მას. ქრონიკული ჰეპატიტის მქონე პაციენტებში სოიოს ფოსფოლიპიდებით შემანარჩუნებელი მკურნალობის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარების შედეგად ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჰიპერქოლესტერინემიის (ქოლესტერინის მაჩვენებლების მომატება) უფრო მსუბუქი ფორმები, თუ მხოლოდ დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური საშუალებები (მაგალითად, ფიზიკური აქტივობა და წონაში დაკლება) არ იძლევა საკმარის ეფექტს. ორგანიზმში ლიპიდების შემცველობის დაქვეითებისკენ მიმართული სოიოს ფოსფოლიპიდებით შემანარჩუნებელი თერაპიის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარების შედეგად ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩივილების გაძლიერების, ან სხვა დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მიღების წესები და დოზები:

თუ რამე განსხვავებული დანიშნულება არ არის, მოზრდილებს და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებს ენიშნებათ 2 კაფსულა რეზალუტ® პრო სამჯერ დღეში კვების მიღებამდე, პრეპარატი მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყლის) დაყოლებით.

მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ „გამოყენების“ ნაწილში მოყვანილი ინფორმაცია.

პრეპარატის დოზის მიღების გამოტოვება:

რეზალუტ® პროს მცირე რაოდენობით მიღების ან დავიწყების შემთხვევაში პრეპარატის მიღება შემდეგ მიღებაზე ორმაგი დოზით დაუშვებელია. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის მიერ გამოწერილი ან წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში მოყვანილი წესით.

გვერდითი მოვლენები:

როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატს, რეზალუტ® პროსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. გვერდითი ეფექტების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები:

ძალიან ხშირი:
10 პაციენტიდან 1–ზე მეტს
ხშირი:10 პაციენტიდან 1–ზე ნაკლებს და
100 პაციენტიდან 1–ზე მეტს
არახშირი:100 პაციენტიდან 1–ზე ნაკლებს
და 1000 პაციენტიდან 1–ზე მეტს
იშვიათი: 1000 პაციენტიდან 1–ზე ნაკლებს და
10000 პაციენტიდან 1–ზე მეტს
ძალიან იშვიათი: 10000 პაციენტიდან 1–ზე ნაკლებს,
ცალკეული შემთხვევების ჩათვლით

ზოგჯერ შესაძლებელია აღინიშნოს ჩივილი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ, გამოხატული კუჭის მხრივ ჩივილით, თხიერი განავლით და ფაღარათით, ძალიან იშვიათია მომატებული მგრძნობელობის რეაქციის შემთხვევები, მაგალითად გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

ძალიან იშვიათია ცნობები კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევების და სისხლდენისა მენსტრუაციის პერიოდებს შორის.

რომელიმე გვერდითი ეფექტის გართულების ან ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ანოტაციაში, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მითითება:

რომელიმე ზემოთმოყვანილი გვერდითი ეფექტის გართულების, მაგალითად მომატებული მგრძნობელობის რეაქცია ან სისხლჩაქცევა/სისხლდენა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ რეზალუტ® პროს მიღება და აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც დაადგენს სიმძიმის ხარისხს და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს აუცილებელ ზომებს.

უკუჩვენება:

ფოსფოლიპიდების, მიწის თხილის, სოიოს ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის, აგრეთვე ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის არსებობის შემთხვევაში რეზალუტ® პროს მიღება აკრძალულია.

რეზალუტ® პროს მოქმედება ლაქტაციის პერიოდში არასაკმარისადაა შესწავლილი, ამიტომ მისი მიღება აღნიშნულ პერიოდში არ შეიძლება.

ორსულობა და ლაქტაცია:

საკვები პროდუქტის სახით სოიოს ფართო გამოყენების გამოცდილება არ მიუთითებს ორსულობის პერიოდში მისი მიღების საფრთხის არსებობაზე. გაუცხიმოვნებული და გამდიდრებული ფოსფოლიპიდები არასაკმარისადაა შესწავლილი. ამიტომ ორსულობის პერიოდში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

რეზალუტ® პროს ლაქტაციის პერიოდში მიღება არ შეიძლება, რადგან იგი არასაკმარისადაა შესწავლილი.

განსაკუთრებული მითითებები:

გაფრთხილება: იშვიათ შემთხვევებში სოიოს ზეთი იწვევს მძიმე ალერგიულ რეაქციებს.

ბავშვები

საკვები პროდუქტის სახით სოიოს ფართო გამოყენების გამოცდილება არ მიუთითებს ბავშვებისათვის საფრთხის არსებობაზე.

გაუცხიმოვნებული და გამდიდრებული ფოსფოლიპიდები არასაკმარისადაა შესწავლილი. ამიტომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარი.

გავლენა არ აღინიშნება.

ჭარბი დოზირება:

რეზალუტ® პროს ჭარბი დოზით მიღების და მოწამვლის შემთხვევების შესახებ ცნობები არ მოიპოვება. შესაძლებელია ქვემოთ მოყვანილი ისეთი გვერდითი ეფექტების გაძლიერების შემთხვევები, როგორიცაა დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ზომების მიღების შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შეუძლებელია რეზალუტ® პროს კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების (მაგალითად, ფენპროკუმონი, ვარფარინი) ურთიერთქმედების თავიდან აცილება. ამიტომ, შეიძლება აუცილებელი გახდეს აღნიშნული სამკურნალო საშუალების დოზის კორექტირება. პაციენტებმა, რომლებსაც ერთდროულად ენიშნებათ რეზალუტ® პრო და აღნიშნული პრეპარატები, უნდა მიმართონ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები:

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე

შენახვა: ინახება არა უმეტეს 25 ˚C ტემპერატურაზე.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეზალუტ® პრო გაიცემა ურეცეპტოდ

რევმავეკი – REVMAVEK – РЕВМАВЕК

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC

მწარმოებელი: ფარან ლაბორატორიეს; საბერძნეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; ფენილძმარჟავას წარმოებულები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

75მგ/3მლ საინიექციო ხსნარი, ამპულა #5

25მგ ტაბლეტი #30

1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 25მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს,

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 25მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.

აღწერა-შეფუთვა: საინექციო ხსნარი -კოლოფი პლასტმასის შეფუთვის, 5 ამპულა, თითოეულში 3მლ საინექციო ხსნარი;

ტაბლეტები -კოლოფში მოთავსებულია 30 ცალი ენტერული შემოგარსული ტაბლეტი 25მგ.

ჩვენებები:

დიკლოფენაკი ამცირებს ანთების სიპტომებს, როგორიცაა შეშუპება და ტკივილი. არ მოქმედებს ანთების გამომწვევ მიზეზზე.

თერაპიული ჩვენება:

• ქრონიკული, ანთებითი ართროპათიები (რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვ.)

• პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული ართროპათიები;

• მარილების დეპონირებით გამოწვეული ართრიტი (მონოსოდიუმის ურატი, კალციუმის პიროფოსფატი, კალციუმის ფოსფატი, მჟაუნმჟავა კალციუმი).

• მტკივნეული ექსტრაარტიკულარული ძვალ-კუნთოვანი სინდრომები (პერიართრიტი, ტენდოსინოვიტი, ტრავმული დაზიანებები);

• პირველადი დისმენორეა;

• ურეთრალური კოლიკა.

მიღების წესები და დოზები:

ნორმალური დოზირება: პაციენტმა პრეპარატი უნდა მიიღოს რეგულარულად და ექიმის რჩევის მიხედვით. ეს ხელს შეუწყობს მის მაღალეფექტურობას და შეამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს. პაციენტის პრობლემა შეიძება მოითხოვდეს რამდენიმე დღის, კვირის ან უფრო ხანგრძლივ მკურნალობას.

მოზრდილები: დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, პაციენტის მდგომარეობასა და მის რეაქციაზე.

საინექციო ხსნარი – ჩვეულებრივ, საწყისი დოზაა 75-150მგ დღეში. შემანარჩუნებელი სამკურნალო დოზაა 50-100მგ/დღეში და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ექიმის გადაწყვეტილებაზე და პაციენტის მდგომარეობაზე.

ტაბლეტები – 50-100მგ დღეში;

მწვავე შემთხვევებისას, რომლებიც ხანმოკლე მკურნალობას მოითხოვს უპირატესობა ენიჭება სწრაფად აბსორბირებად ფორმებს. ურეთრალური კოლიკის დროს უპირატესობა ენიჭება საინექციო ფორმებს დოზით 150მგ-მდე. გულის, ღვიძლის და თირკმლის დაავადების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს უმცირესი დოზით და უნდა გაგრძელდეს უმცირესი ეფექტური დოზებით.

ბავშვები: ბავშვებში რევმავეკის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, დიკლოფენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც სასარგებლო, ისე არასასურველი ეფექტები. ესენია: კუჭის მხრივ დისკომფორტი, სისუსტე, გულძმარვა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და კანის ქავილი.

1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში აღინიშნება შემდეგი არასასურველი ეფექტები: ჰემატემეზი, შავი განავალი, კუჭის ან ინტესტინური წყლული, სისხლიანი დიარეა, შეკრულობა, ძილიანობა, კიდურების დაბუჟება, დეზორიენტაცია, მხედველობის დარღვევები (მაგ, დაბინდული მხედველობა ან დიპლოპია), სმენის დარღვევები, ტინიტუსი, ინსომნია, გაღიზიანებადობა, კრუნჩხვები, დეპრესია, ტრემორი, ურტიკარია, კანის მწვავე რეაქციები, თმის ცვენა, მზის სინათლის მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობა, კანიდან სისხლდენა, თირკმლის დაავადებები, რასაც მოჰყვება სახის, კიდურების ან წვივების შეშუპება, შარდის რაოდენობის უეცარი შემცირება, ჰემატურია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, რაც კანის და თვალების სიყვითლით ვლინდება, ზოგჯერ აღინიშნება ცხელება, მუცლის ზედა ნაწილის შეშუპება და მგრძნობელობის მომატება, სისხლის სერიოზული დარღვეები, ყელის მუდმივი ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქოშინი, სუნთქვის დარღვევები, გულისწასვლა, სისხლის მაღალი წნევა.

თუ პაციენტი პრეპარატს იღებს რამდენიმე კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მან ექიმს უნდა მიმართოს რეგულარული შემოწმებისთვის, რათა გამოირიცხოს მოულოდნელი გვერდითი ეფექტები.

უკუჩვენება:

• კუჭის ან ინტესტინალური წყლული;

• ანამნეზში ალერგიული რეაქციები (ქავილი, ქოშინი) დიკლოფენაკის ან მსგავსი ნივთიერებების შემცველი წამლების მიმართ, მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან იბუპროფენი;

• ალერგიული რეაქციები სამედიცინო პროდუქტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;

• სისხლიანი ან შავი განავალი;

• ორსულობა, ორსულობის დაგეგმვა ან ლაქტაციის პერიოდი;

• პრეპარატი უკუნაჩვენებია 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის;

თუ პაციენტს აღენიშნება ჩამოთვლილ მდგომარეობათაგან რომელიმე, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ექიმს.

სპეციალური უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილებები:

ზოგადი: რევმავეკის მსგავსი პრეპარატების გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევების რისკის მცირედ ზრდასთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტთან. რისკი უფრო მაღალია დიდი დოზებით და ხანგრძლივად მკურნალობის შემთხვევაში. პაციენტმა არ უნდა გადააჭარბოს რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს პრეპარატის მიღებამდე, თუ:

• აღენიშნება კუჭის ან სანაღვლე გზების დაავადება ან კუჭის დისკომფორტი ან ანამნეზში გულძმარვა ასას-ის მიღების შემდეგ.

• აღენიშნებოდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება:

– ასთმა;

– გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;

– მაღალი წნევა;

– სისხლდენები ან სისხლისმიერი სხვა დარღვევები.

ექიმი აღნიშნულ მდგომარეობებს გაითვალისწინებს მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას.

ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება პრეპარატის მიმართ უფრო მძაფრი რეაქცია ქონდეთ ვიდრე სხვა მოზრდილებს. მათ უნდა მიიღონ პრეპარატის უფრო დაბალი ეფექტური დოზა. აუცილებელია, რომ ხანდაზმულმა პაციენტებმა დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს არასასურველი ეფექტების შემთხვევაში.

ორსულობა: პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შესახებ. რევმავეკის გამოყენება ორსულობს დროს უკუნაჩვენებია.

ლაქტაცია: პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ლაქტაციის შესახებ. რევმავეკის გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.

ბავშვები: რევმავეკის გამოყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში უკუნაჩვენებია.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში: დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა პრეპარატი უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოა, ე.ი. თუ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩა ინტერვალის ნახევარზე ნაკლები დრო, პაციენტმა გამოტოვებული დოზა აღარ უნდა მიიღოს და მკურნალობა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძოს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რევმავეკის მიღებისას პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია ან რომელიმე პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ეს ეხება როგორც რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს.

დილოფენაკით შეიძლება შეფერხდეს შემდეგი პრეპარატების ეფექტი:

• ლითიუმი, დიგოქსინი, მეტოტრექსატი და ციკლოსპორინი;

• დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები ინსულინის გარდა;

• შარდის ექსკრეციის გამაძლიერებელი პრეპარატები (დიურეტიკები);

• სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (ანტი-კოაგულანტები, მაგ. ვარფარინი);

• სხვა ასას მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან იბუპროფენი;

• ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები;

• კორტიკოსტეროიდები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები.

შენახვის პირობები და ვადები:

დაბეჭდილია გარეთა და შიგნითა შეფუთვაზე. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25ºC, მზის სინათლისგან დაცულ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტით.

რევალიდი – REVALID – РЕВАЛИД

საერთაშორისო დასახელება:

MULTIVITAMINE+OTER SUBSTANSES

მწარმოებელი: TEVA Pharmaceutical works CO LTD,უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: პოლივიტამინები და სხვა პრეპარატები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინური საშუალება და სხვა პრეპარატები.  თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღმდგენი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 კაფს.

D,L  მეთიონინი …………………………..100 მგ
L-ცისტინი …………………………………50 მგ
კალციუმის პანთოთენატი …………………50 მგ
თიამინის ჰიდროქლორიდი ………………1.5 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ………..10 მგ
P-პარამინობეზოინის მჟავა ……………….20 მგ
მინერალების ქელატონაერთები ………….65 მგ
რკინა ………………………………………2 მგ
თუთია ……………………………………..2 მგ
სპილენძი ………………………………….0.5 მგ
ბუჩხის ექსტრაქტი …………………………50 მგ
ხორბლის თავთავის ექსტრაქტი …………..50 მგ
სამედიცინო საფუარა ………………………50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი ….   45მგ

კაფსულის გარსი:

ჟელატინი …… ………………..    98 მგ,

წითელი ინდიგო(E132) ………  0.05 მგ,

ყვითელი ქვინოლინი(E104) …. 0.11 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნივთიერებები, რომლებიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში ხელს უწყობს მეტაბოლიზური პროცესების ნორმალიზაციას.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავთ თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის დაზიანებები და თმის ცვენა და ხელს უწყობს:

  • თმის გარეგანი სტრუქტურის გაუმჯობესება და მათი მტვრევადობის შემცირება;
  • თმის ძირების და ფრჩხილების ტროფიკის გაუმჯობესება;
  • მდგრადობის მომატება და თმის ცვენის შენელება გარემოს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად (მექანიკური დაზიანება, ქიმიური ზემოქმედებით – თმის შეღებვა, რენტგენული და ულტრაიისფერი დასხივებით, განპირობებული).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებისათვის – ერთი კაფსულა დღეში 3-ჯერ ჭამის დროს ან ჭამის წინ. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ გრძელდება 2-3 თვე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება ან განმეორება ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში (ინტენსიური ან დიფუზური თმის ცვენისას) რეკომენდებულია გაძლიერებული მკურნალობა: 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში პირველი თვის განმავლობაში. შემდეგ შესაძლებელია გადასვლა მკურნალობის ჩვეულებრივ კურსზე: ერთი კაფსულა დღეში 3-ჯერ, ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

დღეში 6 კაფსულის მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უმნიშვნელო დარღვევა. ასეთ შემთხვევაში დოზა უნდა შევამციროთ 3 კაფსულამდე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* არ არის რეკომენდებული მიღება ჰორმონალური დარღვევის შედეგად გამოწვეული თმის ცვენისას;

* ფრჩხილების ბაქტერიული დაავადებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აქვეითებს სულფანილამიდების მოქმედების აქტიურობას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-120C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

რეგულონი – REGULON – РЕГУЛОН

საერთაშორისო დასახელება:

ETHINYIESTRADIOL; DESOGESTREL

მწარმოებელი ქვეყანა: GEDEON RICHTER,უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ეთინიესტრადიოლი+დეზოგესტრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერორალური ჰორმონული კონტრაცეპტივი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 21 ც.

1 ტაბ.

ეთინიესტრადიოლი …………       30 მკგ

დეზოგესტრელი …………….        150 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რეგულონი წარმოადგენს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ საშუალებას. პრეპარატი შედგება ესტროგენისა და გესტოგენისაგან. იგი უკუკავშირის პრინციპით თრგუნავს გონადოტროპული ჰორმონების პროდუქციას, იწვევს ოვულაციის პროცესის დათგუნვას და ხელს უშლის განაყოფიერების პროცესს.

რეგულონის მიღება ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატის მკურნალობის დაწყებამდე ქალებში რეკომენდებულია საერთო სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევების გულდასმით ჩატარება (არტერიული წნევის კონტროლი, სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრა, საშვილოსნოდან აღებული ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი).

მიღების წესი და დოზირება:

– პრეპარატის გამოყენება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს ერთსა და იმავე დროს, 1 აპკით დაფარული ტაბლეტის მიღებით 21 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად. შემდგომში საჭიროა 7 დღიანი შესვენება. აღნიშნული შესვენების დროს იწყება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. 7 დღიანი შესვენების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის, ან მისი შემდგომი გაგრძელების მიუხედავად საჭიროა მე-8 დღიდან აპკით დაფარული ტაბლეტების მიღების გაგრძელება მეორე შეფუთვიდან.

– შეფუთვაზე მითითებული ციფრი და ისრები ტაბლეტების სწორად მიღების შესაძლებლობა იძლევა. წინასწარ საჭიროა აპკით დაფარული ტაბლეტის მიღების დაწყების დღის აღნიშვნა, რაც ყოველდღიურად მიღებული ტაბლეტების შემოწმების საშუალებას იძლევა. ამისათვის საჭიროა ფოლგის გახვრეტა კვირის შესაბამისი დღის ადგილზე.

– ტაბლეტის მიღების დავიწყების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება არა უგვიანეს 12 სთ-ის განმავლობაში. 36 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის მიღების დაგვიანების შემთხვევაში, კონტრაცეპცია აღნიშნული ციკლის დროს სუსტდება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ჩასახვისსაწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული მეთოდების გამოყენება (კალენდარული და ტემპერატურული მეთოდების გამოკლებით). ამავე დროს, საჭიროა აპკით დაფარული ტაბლეტების მიღების გაგრძელება დაწყებული შეფუთვიდან ერთსა და იმავე დროს, დავიწყებული ტაბლეტების გამოტოვებით.

– ღებინების და დიარეის შემთხვევაში პრეპარატთან ერთად აუცილებელია ჩასახვისსაწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული მეთოდების გამოყენება. მკურნალობის პერიოდში მენსტრუაციებს შორის სისხლდენისას საჭიროა პრეპარატის მიღების გაგრძელება, ვინაიდან სისხლდენა მალე ქრება. ძლიერი სისხლდენის დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და ადექვატური ზომების მიღება. ერთეულ შემთხვევებში, როდესაც ტაბლეტების რეგულარულად მიღებიდან მომდევნო 7 დღიანი შესვენების შემდეგ არ აღინიშნება მენსტრუაცია, საჭიროა ტაბლეტის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

– მშობიარობის ან აბორტის შემდეგ, ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება რეკომენდებულია არა უგვიანეს პირველივე დღეს მეორე მენსტრუაციის დაწყებიდან.

– არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება წარმოებს პირველი მენსტრუაციის პირველ დღეს, თუმცა პირველი ორი კვირის განმავლობაში აუცილებელია მისი კომბინაცია სხვა არაჰორმონულ მეთოდებთან.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლებელია – გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, სხეულის წონის ცვლილება, საშოს ინფექციები, ხასიათის დათრგუნვა, დისკომფორტის შეგრძნება კონტაქტური ლინზების გამოყენების დროს, მენსტრუაციებს შორის სისხლდენა, სახეზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნა, არტერიული წნევის მომატება, სისხლში შაქრის შემცველობის მომატება, კანზე გამონაყარი, გადაღლილობა, დიარეა.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას ზოგიერთი პაციენტში იზრდება თრომბოემბოლიების, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკი. აღნიშნული რისკი ძლიერდება ასაკთან ერთად (30 წლის ზემოთ), განსაკუთრებით კი თამბაქოს მწველებში. ამიტომ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას აღნიშნული ასაკის ქალებს ეკრძალებათ თამბაქოს მოწევა.

პრეპარატის მკურნალობის შეწყვეტის მიზეზები:

  • ორსულობა;
  • შაკიკის მსგავსი, ან ძლიერი ხასიათის თავის ტკივილი;
  • მხედველობის და მგრძნობელობის დარღვევა;
  • კიდურებში ძლიერი ხასიათის ტკივილები;
  • ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის არეში.
  • სიყვითლე და ქავილი;
  • არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება;
  • ეპილეფსიური კრუნჩხვები.

პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება კეთილთვისებიანი, ან უფრო იშვიათად -ავთვისებიანი ცვლილებები ღვიძლში, რომელიც ერთეულ შემთხვევებში იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სისხლჩაქცევებს მუცლის ღრუში. ამიტომ მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ხასიათის ტკივილების შემთხვევაში, რომლებიც ხანმოკლე დროის განმავლობაში დამოუკიდებლად არ ქრება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* ორსულობა;

* თრომბოზების მიმართ მიდრეკილება;

*  ღვიძლის მძიმე დაავადებები;

* გულის უკმარისობა;

* არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება;,

* შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა;

*  სარძევე ჯირკვლის ან საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეები;

* ლიპიდური ცვლის დარღვევა;

* უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან;

* ორსულობით გამოწვეული სიყვითლე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატის აქტიური ნივთიერებები გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში რეგულონის მიღება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰეპატიტის გადატანის შემდეგ ორალური ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატების გამოყენება 6 თვის მანძილზე რეკომენდებული არ არის.

რეგულონის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა ყოველ 6 თვეში საკონტროლო გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება.

სხვა პრეპარატების მიღება (მაგ. ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები, ანტიდიაბეტური საშუალებები) შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კონსულტაციის შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Don`t copy text!