Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 489

პროსტავერნ ურტიკა ლიკვიდი – PROSTAWERN URTICA LIQUIDUM – ПРОСТАВЕРН УРТИКА ЛИКВИД

საერთაშორისო დასახელება:

URTICAE RADIX

მწარმოებელი: PHARMA WERNIGERODE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროსტატის ადენომის სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 100 მლ

1 ფლ

ჭინჭრის ფესვების თხევადი ექსტრაქტი ……    100 გ

ეთანოლი 30% …………………………………..       2 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი მცენარეული წარმოშობისაა. ახდენს რა გავლენას მეტაბოლურ პროცესებზე აქვეითებს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციას, ამუხრუჭებს წინამდებარე ჯირკვლის პროგრესულ ზრდას; აჩერებს ანთებით პროცესს ჯირკვალში. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას გამოყოფილი შარდის მოცულობას ზრდის, ზრდის მაქსიმალურ ნაკადს და ამცირებს ნარჩენი შარდის მოცულობას.

ჩვენებები:

დიზურია და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია I-II ხარისხის; არაინფიცირებული ქრონიკული პროსტატიტი;

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან სიმსივნეზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ აღდგენით პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით, 5 მლ 1–ჯერ დღეში ან 2–3 მლ 2–ჯერ დღეში. კაფსულის სახით – 1 კაფსულა 3–ჯერ დღეში, მცირე რაოდენიბის წყლის მიყოლებით. გაუმჯობესების შემდეგ 1 კაფსულა 2–ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლიობა  – 6–8 კვირა; აუცილებლობისას – იმეორებენ 6 თვის შემდეგ.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

სიფრთხილით: ღვიძლის დაავადებები, ეპილეფსია, თავის ტვინის დაზიანება, ალკოჰოლიზმი.

გვერდითი მოქმედება:

დისპეფსიური მოშლილობა, ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიისას ამსუბუქებს ტკივილის სიმპტომებს. თუმცა გაზრდილ ჯირკვალს არ ამცირებს.

პროსპანი ხველის სიროფი – PROSPAN COUCH SYRUP – ПРОСПАН СИРОП ОТ КАШЛЯ




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

პროსპანი მცენარეული წვეთები – PROSPAN HERBAL DROPS – ПРОСПАН РАСТИТЕЛЬНЫЕ КАПЛИ

საერთაშორისო დასახელება:

HEDERAE FOLIUM

მწარმოებელი: ENGELHARD ARZNEIMITTEL

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამოსახველებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალურად მიღებისათვის: ფლაკონში 20 მლ საწვეთურთან  კომპლექტში

1 მლ

ჰედერა ფოლიუმი ………    20 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი პროსპანი ხასიათდება: ამოსახველებელი, მუკოლიტიური, ბრონქოლიტური და ხველის საწინააღმდეგო მოქმედებით.

სუროს ფოთლების ექსტრაქტი ზრდის ბრონქული ჯირკველების სეკრეციას, ასევე ამცირებს ნახველის წებოვნებას, რის შედეგედაც ნახველი ხდება უფრო თხელი და ადვილად ამოსახველებელი. ამასთან ერთად, სუროს ფოთლების ექსტაქტი ხასიათდება ბრონქოსპაზმური აქტიობით, რის შედეგადაც ბრონქების გლუვი მუსკულატურა დუნდება, ბრონქული ხის სანათური იზრდება, უმჯობესდება ნახველის ამოღება და სუნთქვა ადვილდება.

სუროს ფოთლების ექსტრაქტს ასევე აქვს ხველის საწინააღმდეგო მოქმედება, ისე, რომ არ ითრგუნება მოგრძო ტვინში ხველი ცენტრი.

ჩვენებები:

  • სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებები , წებოვანი ძნელად ამოსახველებელი ნახველით:
  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავდებები, ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, პნევმონია, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი,  ფილტვების ტუბერკულოზი, გრიპი, მუკოვისციდოზი და სხვა.
  • სველი ხველის მკურნალობა;
  • მშრალი ხველის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 1–დან 3 წლამდე 10 წვეთი 3–5–ჯერ დღეში.

ბავშვებში 4–დან 7 წლამდე 15 წვეთი 3–5–ჯერ დღეში. მოზარდებში და სკოლის ასაკი ბავშვებში 20 წვეთი 3–5–ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა .

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის უკუნაჩვენები.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და სხვა.

მითითებები:

პრეპარატი პროსპანის მიღება არ არია რეკომენდებული ხველის რეფლექსის დამთრგუნველ სხვა საშუალებებთან ერთად, ისეთი როგორიცაა კოდელაკი, ტერპინკოდი, სინეკოდი, სტოპტუსინი და ლიბექსინი, რომელებიც გამიყენება მშრალი ხველისას. მათი ერთდროული გამოყენებისას იქმნება ტრაქეობრონქიალურ ხეში ნახველის შეგუბების საშიშროება, რაც ინფექციის გამომწვევების გასამრავლებლ პირობას ქმნის, შედეგად ანთებითი პროცესი ძლიერდება და ზიანდება ბრონქიალური ხის კედლები.

კომბინირებული მიღება შეიძლება მხოლოდ ამ პრეპარატების მონაცვლეობითი მიღებით: ამოსახველებელი პრეპარატები (ბრომჰექსინი, მუკალტინი და სხვა) მიიღება დილით, შემდეგ ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები მიიღბა ერთჯერადად ღამით (ღამის საათებში შედარებით სრულყოფილი დასვენებისთვის).

პროსკარი – PROSCAR – ПРОСКАР

საერთაშორისო დასახელება:

FINASTERIDE

მწარმოებელი: MERCK SHARP & DOHME IDEA, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ფინასტერიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

1 ტაბ.

ფინასტერიდი …………         5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ფერმენტა 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბირებით, რომელსაც გადაჰყავს ტესტოსტერონი უფრო აქტიურ დიჰიდროტესტოსტერონში. იგი ამცირებს დიჰიდროტესტოსტერონის შემცველობას სისხლში და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში, თრგუნავს დიჰიდროტესტოსტერონის მასტიმულირებელ მოქმედებას წინამდებარე ჯირკვლის ადენომის განვითარებაზე.

ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს წინამდებარე ჯირკვლის ზომების შემცირებას, ხელს უწყობს შარდის გამოყოფის ნორმალიზაციას. 24 სთ-ის განმავლობაში პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ სისხლმიმოქცევის სისტემაში აღინიშნება დიჰიდროტესტოსტერონის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბირების შედეგი.

დაავადების კლინიკური გამოხატულების შემცირებას შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის რამდენიმე კვირა. ადენომის ზრდის კონტროლი შენარჩუნებულია შემდგომი 5 წლის განმავლობაში, რაც მეტყველებს იმის სასარგებლოდ, რომ პროსკარით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეგრესი.

ჩვენებები:

  • წინამდებარე ჯირკვლის ადენომა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა შეიძლება შეფასებულ იქნას მინიმუმ მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ტოლერანტობით გამოირჩევა პაციენტების მხრივ.

სასქესო ორგანოების მხრივ: იშვიათად აღინიშნება – იმპოტენცია, ლიბიდოს შემცირება, ეაკულაციის მოცულობის შემცირება, გინეკომასტია.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატი არ ენიშნებათ ბავშვებსა და ქალებს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პაციენტებში ნარჩენი შარდის დიდი მოცულობისა და შარდის ნაკადის მკვეთრი შემცირებისას ნაჩვენებია გულდასმითი კონტროლი ობსტრუქციული უროპათიის განვითარების შესაძლებლობის გამო.

♦ თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ, აგრეთვე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზირების რეჟიმის კორექცია არ არის საჭირო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პროსკარის კომბინაცია შესაძლებელია ანგიოტენზინგარდამქნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან, ალფა-ადრენობლოკატორკებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ნიტრატებთან, დიურეზულებთან, ჰისტამინის H2- რეცეპტორების ანტაგონისტებთან, HMG-Co რედუქტაზას ინჰიბიტორებთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, ქინოლონებთან და ბენზოდიაზეპინებთან.

ამასთან ერთად, არ არის აღმოჩენილი კლინიკურად გამოხატული უარყოფითი რეაქციები მათი კომბინირებისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პროჟესტოგელი – PROGESTOGEL – ПРОГЕСТОГЕЛЬ

საერთაშორისო დსახელება:
PROGESTERONE
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის 1%: ტუბში 80 გ (32 დოზა)

1 დოზა 1 ტუბი;

პროგესტერონი  ………………..   25 მგ  800 მგ:

დამხმარე ნივთიერებები: ოქტილდოდეკანოლი; კარბომერი 934.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გესტაგენური პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში პროგესტერონის არსებობით, რომელიც წარმოადგენს ყვითელი სხეულის ჰორმონს.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივი მოქმედება, პრაქტიკულად არ შეიწოვება.

ჩვენებები:

მასტოპათია; მასტოდინია.

დოზირების რეჟიმი:

აპლიკატორის 1 დოზა ანუ 2.5 გ გელი დაიტანება თითოეული სარძევე ჯირკვლის ზედაპირზე 2-ჯერ დღეში, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება.

საშუალოდ 5 გრამი ყოველდღიურად, მათ შორის მენსტრუალური ციკლის დროს.

გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: – 2 წელი.

პროპრანოლოლი – PROPRANOLOL – ПРОПРАНОЛОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორი, იგი წარმოადგენს არასელექტიურ ბეტა-ადრენობლოკატორს ზომიერი მემბრანომასტაბილიზირებლი ეფექტით. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ბეტა1– და ბეტა2-ადრენორეცეპტორების ბლოკადით.

იგი ამცირებს სიმპათიკური იმპულსაციის ზემოქმედებას გულის ბეტა1– ადრენორეცეპტორებზე, რაც აქვეითებს გულის ცემის სიხშირეს (უარყოფითი ქრონოტროპული მოქმედება და მისი შეკუმშვის ძალას (უარყოფითი ინოტროპული მოქმედება) იწვევს კატექოლამინების დადებითი ინო და ქრონოტროპული ეფექტების დაქვეითებას. პრეპარატის მოქმედება ამცირებს გულის კუნთის შეკუმშვის უნარს, მიოკარდიუმის მოთხოვნას ჟანგბადზე და არტერიულ წნევას. ამავე დროს, სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა ზომიერად მატულობს. ანაპრილინს გააჩნია ანტიარითმული მოქმედება. პრეპარატი იწვევს რენინის სეკრეციის შემცირებას, ხოლო ბეტა2-ადრენორეცეპტორების ბლოკადის შედეგად იზრდება ბრონქების ტონუსი და ძლიერდება საშვილოსნოს კუმშვადობა.

ფარმაკოკინეტიკა

პროპრანოლოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პერორალური მიღებისას და შედარებით სწრაფად ელიმინირდება ორგანიზმიდან.

პერორალური მიღების შემდეგ მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 30%-ს (ღვიძლში „პირველი გავლის ეფექტი“, მიკროსომული დაჟანგვა).

პროპრანოლოლის განაწილების მოცულობა შეადგენს 3.61 ლ/კგ-ზე. პრეპარატის მიღებული დოზის 90-95% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1-1.5 საათის შემდეგ. ანაპრილინი გადის პლაცენტურ ბარიერს. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს. პრეპარატი ელიმინირდება ორგანიზმიდან თირკმელებით (90%-მდე), ხოლო უცვლელი სახით – დაახლოებით მიღებული დოზის 1%.

ჩვენებები

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • დაძაბვის სტენოკარდია;
  • სინუსური ტაქიკარდია (მათ შორის ჰიპერთირეოზის დროს);
  • სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია;
  • წინაგულების ციმციმის ტაქისისტოლური ფორმა;
  • სურპავენტრიკულური და ვენტრიკულური ექსტრასისტოლები;
  • ესენციური ტრემორი;
  • შიშის სინდრომი;
  • შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა;
  • თირეოტოქსიური კრიზი.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი ინიშნება პერორალურად და მისი გამოყენება არ არის დამოკიდებული საჭმლის მიღებასთან.

მოზრდილებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს 3-4-ჯერ დღეში. არასაკმარისი ეფექტის და დამაკმაყოფილებელი ამტანიანობის შემთხვევაში დოზა 3-4 დღიანი ინტერვალით თანდათანობით იზრდება 20-40-80 მგ-მდე დღეში.

მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 320 მგ. დღეღამური დოზა იყოფა 3-4 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები

პროპრანოლოლის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს: ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქცია (კანის ქავილი), ბრონქოსპაზმი, დეპრესია, ჰიპოტენზია, თრომბოციტოპენიური პურპურა. ასეთ შემთხვევაში მცირდება პრეპარატის დოზა ან წყდება მისი მიღება.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას პერიფერიული სისხლძარღვების ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადის შედეგად შეიძლება განვითარდეს რეინოს სინდრომი.

უკუჩვენებები

* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

* სინუსური ბრადიკარდია;

* სრული და ნაწილობრივი ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;

* გულის გამოხატული მარცხენა და მარჯვენა პარკუჭოვანი უკმარისობა;

* ბრონქული ასთმა;

* თივის ცხელება;

* მიდრეკილება ბრონქოსპაზმის მიმართ;

* შაქრიანი დიაბეტი კეტოაციდოზით;

* ორსულობა;

* პერიფერიული არტერიული სისხლმიმოქცევის დარღვევა;

* სპასტიური კოლიტი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს ანაპრილინი ინიშნება სიფრთხილით, ხოლო მშობიარობამდე 48-72 საათით ადრე მისი მიღება წყდება. ლაქტაციის პერიოდში იგი ინიშნება სიფრთხილით.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ მისი მიღება წყდება თანდათანობით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, შაქრიანი დიაბეტის დროს.

♦ ავადმყოფებში ფეოქრომოციტომით ანაპრილინი ინიშნება ერთდროულად ალფა-ადრენომაბლოკირებელ საშუალებებთან.

♦ რამდენიმე დღით ადრე ოპერაციამდე, რომელიც ტარდება ქლოროფორმის ან ეთერის ნარკოზის გამოყენებით, ანაპრილინის მიღება წყდება.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი.

მკურნალობა: გამოხატული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით მყარი ბრადიკარდიის დროს, აუცილებელია ატროპინის სულფატის ხსნარის ნელი ინტრავენური შეყვანა (1-2 მგ), ან იზადრინის (25 მგ), ან ორციპრენალინის (0.5 მგ) გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– პროპრანოლოლის ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება მისი ერთდროული გამოყენებისას ჰიპოთიაზიდთან, რეზერპინთან, აპრესინთან და სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან.

– პრეპარატი ამცირებს რენინ-ანგიოტენზინის სისტემის აქტივაციას, რომელიც გამოწვეულია თიაზიდური დიურეზული საშუალებით.

– იგი იწვევს თირეოსტატული საშუალებების მოქმედების პოტენცირებას, აძლიერებს უტეროტონური პრეპარატების მოქმედებას.

– პროპრანოლოლი სიფრთხილით ინიშნება ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (არსებობს ჰიპოგლიკემიის განვითარების საფრთხე) ერთად.

– დაუშვებელია პროპრანოლოლის კომბინაცია ნეიროლეფსიურ საშუალებებთან და ტრანკვილიზატორებთან.

პროპოფოლი ფრეზენიუსი – PROPOFOL FRESENIUS – ПРОПОФОЛ ФРЕЗЕНИУС

საერთაშორისო დასახელება:

PROPOFOL

მწარმოებელი: FRESENIUS KABI, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: პროპოფოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ზოგადი საანესთეზიო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო საინექციო ემულსია: ამპულაში 20 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

პროპოფოლი ………..    10 მგ 200 მგ

საინფუზიო და საინექციო ემულსია ამპულაში 50 მლ და 100 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ 1 ამპ.

პროპოფოლი ……….. 10 მგ 0.5 გ

1 მლ 1 ამპ.

პროპოფოლი ……….. 10 მგ 1 გ

დამხმარე ნივთიერებები:

სოიოს ზეთი, კვერცხის გაწმენდილი ფოსფატიდები, გლიცერინი, ოლეინის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ჩვენებები:

  • ბაზის ნარკოზისათვის და ზოგადი ნარკოზის შენარჩუნებისათვის.
  • იმ ავადმყოფთა სედაცია, რომლებიც ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის პალატაში.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის შეყვანის დროს უნდა არსებობდეს მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ანესთეზიის ჩატარების დროს: გულ-სისხლძარღვთა სისტემის კონტროლის აპარატურა – ეკგ, პულსი, ოქსიმეტრია და სხვა. პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პრემედიკაციაზე ავადმყოფის რეაქციის მიხედვით. როგორც წესი, საჭიროა პრეპარატის კომბინირება ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად.

ზოგადი ანესთეზია მოზრდილებში:

ბაზის ნარკოზი: ინდუქციისათვის შეჰყავთ 20-40 მგ ყოველ 10 წამში ზოგადი ანესთეზიის კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე;

საშუალო დოზა ავადმყოფებში 55 წლის ასაკამდე – 1.5-2.5 მგ 1 კგ წონაზე.

უფრო მეტი ასაკის პაციენტებში დოზა მცირდება.

ამერიკის ანესთეზიოლოგთა საზოგადოების კლასიფიკაციის (ASA) მიხედვით III და IV ჯგუფის პაციენტებში ანესთეზიის გამოწვევა შენელებულია და საჭიროა პრეპარატის შეყვანის სიჩქარის შემცირება – 2 მლ (20 მგ) ყოველ 10 წამში.

ზოგადი ანესთეზიის შენარჩუნება: ეფექტის შენარჩუნება ხორცილდება ან მუდმივი ინფუზიით ან განმეორებითი ბოლუსური შეყვანით პირველ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის ინფუზია სიჩქარით 6-12 მგ/კგ წონაზე საათში.

ნაკლებად ტრავმული ქირურგიული  ჩარევისას საკმარისია 4 მგ/კგ წონაზე საათში.

ხანდაზმულ ავადმყოფებში და პაციენტებში არასტაბილური მდგომარეობით, ან ჰიპოვოლემით და III-IV ჯგუფით ASA მიხედვით, პრეპარატის დოზა აგრეთვე უნდა შემცირდეს – 4 მგ 1 კგ წონაზე საათში.

ზოგადი ანესთეზიის შენარჩუნებისათვის განმეორებითი  ბოლუსების შეყვანისას პრეპარატის დოზა შეადგენს 25-50 მგ (2.5-5 მლ).

ანესთეზია ბავშვებში 3 წლის ასაკის ზევით:

ბაზის ნარკოზი: დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ბავშვებში 3 წლის ასაკამდე. ანესთეზიის ინდუქციისათვის პრეპარატი შეჰყავთ ნელა, განმეორებითი დოზებით ზოგადი ანესთეზიის კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე. დოზა გამოითვლება ასაკის და წონის მიხედვით.

ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით გამოიყენება 2.5 მგ პროპოფოლი 1 კგ წონაზე.

ბავშვებში 3-დან 8 წლის ასაკამდე ანესთეზიის ინდუქციის დოზა ოდნავ მეტია.

III-IV ASA ჯგუფის ბავშვებში მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს.

ანესთეზიის შენარჩუნება: ეფექტის შენარჩუნება ხორცილდება მუდმივი ინფუზიით დოზით 9-15 მგ/კგ წონაზე საათში.

პრეპარატის გამოყენება მოზრდილებში სედაციის მიზნით ინტენსიური თერაპიის პერიოდში: დოზა შეირჩევა სედაციური ეფექტის მისაღწევი სიღრმის მიხედვით. რეკომენდებელია ინფუზია სიჩქარით 1-4 მგ/კგ წონაზე საათში. დაუშვებელია დოზის 4 მგ/კგ წონაზე საათში გადაჭარბება. ლიპიდების შემცველ სხვა პრეპარატებთან კომბინირების დროს გასათვალისწინებელია ცხიმების რაოდენობა (პროპოფოლის 1 მლ შეიცავს 0.1 გ ცხიმს).

ბავშვებში 16 წლის ასაკამდე პრეპარატის გამოყენება სედაციის მიზნით არ არის რეკომენდებული.

შეყვანის მეთოდი: პროპოფოლი შეიძლება შევიყვანოთ განზავების გარეშე და აგრეთვე განზავებული 5%-იანი გლუკოზის ან ინტრავენური 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში – შუშის ფლაკონებში. შეყვანის წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ. ვინაიდან პრეპარატი წარმოადგენს ცხიმოვან ემულსიას, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს და არ გააჩნია ანტიმიკრობული აქტივობა, იგი შეიძლება გახდეს მიკროორგანიზმების ზრდისათვის ხელსაყრელი გარემო. აუცილებელია ემულსიის  შპრიცში აღების და სისტემასთან მიერთების დროს დაცული იქნას ასეპტიურობა. გამზადებული პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეყვანილი. ინფუზიის დროს აუცილებელია ასეპტიკური პირობების დაცვა. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ერთი და იგივე სისტემით პრეპარატის კომბინირებული შეყვანა, რეკომენდებულია პროპოფოლის შეყვანა კანულასთან რაც შეიძლება ახლოს. დაუშვებელია პროპოფოლის გასვლა მიკრობიოლოგიურ ფილტრში. პრეპარატის შეყვანის სისტემა გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად ერთ პაციენტში ინდივიდუალურად.

პროპოფოლის გადასხმა განზავების გარეშე: ამ შემთხვევაში საჭიროა შეყვანილი პრეპარატის რაოდენობის კონტროლი მოწყობილობის (წვეთების მაჩვენებელი, შპრიცის ტუმბო, ინფუზიური ტუმბო) არსებობა. ერთი სისტემა გამოიყენება მხოლოდ 12 საათის განმავლობაში, შემდგომში სისტემა და პრეპარატი უნდა შეიცვალოს.

განზავებული პროპოფოლის გადასხმა: არსებობს პრეპარატის შეყვანის მრავალი სქემა, მაგრამ საჭიროა გადასხმული პრეპარატის რაოდენობის განმსაზღვრელი აპარატურის გამოყენება. განზავების შეფარდება არ უნდა აღემატებოდეს პროპოფოლის 1:4-თან 4% გლუკოზის ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან (აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია განზავებულ ხსნარში არ უნდა იყოს 2 მგ/მლ ნაკლები). განზავება ტარდება ასეპტიკურ პირობებში და გადასხმა უნდა დამთავრდეს არაუგვიანეს 6 საათში. დაუშვებელია განზავება სხვა ხსნარებში. 4% გლუკოზის ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში განზავებული პროპოფოლი შეჰყავთ კანულასთან რაც შეიძლება ახლოს,  ან კანულაში უშუალოდ ნემსთან.

ადგილობრივი  ტკივილის თავიდან აცილების მიზნით პროპოფოლის უშუალოდ შეყვანის წინ დასაშვებია მისი 1%-იან ლიდოკაინთან შერევა შეფარდებით 20:1-ზე. მიორელაქსანტები – ატრაკურიუმი და მივაკურიუმი შეჰყავთ პროპოფოლის შემდეგ მხოლოდ სისტემის გამორეცხვის შემდეგ.

შეყვანის ხანგრძლივობა: მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

♦ ჰიპოტენზია და აპნოე, რომლის დროსაც საჭირო ხდება დოზის შემცირება, ხოლო მძიმე შემთხვევებში მოცულობა ჩანაცვლებითი თერაპია და ვაზოპრესორული პრეპარატების გამოყენება.

♦ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მაჩვენებლების ცვლილებები განსაკუთრებით საშიშია პაციენტებში, როდესაც დარღვეულია ჟანგბადის მიწოდება მიოკარდიუმისათვის, ცერებრული სისხლმიმოქცევის დარღვევებით და ჰიპოვოლემიის დროს.

♦ პროპოფოლი არ ხასიათდება ვაგოლიზური აქტივობით და მისი გამოყენების დროს შესაძლებელია არასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობის გაზრდა, რაც იწვევს ბრადიკარდიას, ჰიპოტონიას და ასისტოლიას.

♦ ვაგუსის ტონუსის მომატებისას ან ბრადიკარდიის გამომწვევ პრეპარატებთან კომბინაციის დროს, რეკომენდებულია ანესთეზიის განმავლობაში ანტიქოლინერგული საშუალებების ინტრავენური გამოყენება.

♦ შესავალი ანესთეზიის დროს ვლინდება აგზნების სიმპტომები, შემანარჩუნებელი ანესთეზიის დროს ვლინდება ხველა.

♦ გამოღვიძების სტადიაში ვლინდება გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, შემცივნება, ეიფორია და ლიბიდოს ზრდა.

♦ იშვიათად ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები, ოპისტოტონუსი. ეპილეფსიით დაავადებულ ავადმყოფებში იზრდება კრუნჩხვების განვითარების რისკი.

♦ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ რეგისტრირებულია ცხელება და შარდის ფერის შეცვლა. იშვიათად ვლინდება ანაფილაქსია, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ერითემა  და ჰიპოტონია.

♦ ადგილობრივად ტკივილის თავიდან აცილების მიზნით საინექციოდ უნდა შეირჩეს დიდი დიამეტრის ვენა და პრეპარატს უნდა შეერიოს 1%-იანი ლიდოკაინი. შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, პირღებინება, ძილიანობა, კრუნჩხვები, ბრადიკარდია, არითმია და შოკი. თრომბოზის და ფლებიტის შემთხვევები იშვიათია. ექსტრავაზაციის შემთხვევები ვლინდება ქსოვილების სერიოზული დაზიანებით.

♦ იშვიათად აღწერილია ფილტვების შეშუპება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პროპოფოლის ან სხვა ინგრედიენტების მიმართ.

* დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე მეან-გინეკოლოგიაში (აბორტის წარმოების გარდა).

* პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხერხდეს გულის, სისხლმიმოქცევის ან ფილტვების უკმარისობის და აგრეთვე ჰიპოვოლემიის კომპენსაცია.

* დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ზოგადი ანესთეზიისათვის, ბავშვებში 3 წლის ასაკამდე და სედაციისათვის – ინტენსიურ პალატაში მკურნალობის პროცესში მყოფ ბავშვებში 16 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ინფუზიის სიჩქარე უნდა იყოს შემცირებული თანდაყოლილი ოლიგოფრენიის, აგრეთვე ეპილეფსიის, გულის, ფილტვების, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და ჰიპოვოლემიის დროს.

◄ პრეპარატის 1 მლ შეიცავს 0.1 გ ცხიმს, რაც გასათვალისწინებელია ავადმყოფებში ცხიმოვანი ცვლის მოშლით და სხვა მდგომარეობების დროს, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს ცხიმოვანი ემულსიის შეყვანისას.

◄ გულის უკმარისობის დროს პრეპარატი გამოიყენება დიდი სიფრთხილით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტებში ჭარბი წონით პრეპარატის დოზა იზრდება ფრთხილად, ჰემოდინამიკური დარღვევების რისკის გათვალისწინებით.

◄ თავის ქალას შიდა წნევის მომატების ან სისხლის წნევის დაბალი მაჩვენებლების შემთხვევაში პრეპარატი სიფრთხილით შეჰყავთ, ვინაიდან მაღალია ცერებრული პერფუზიული წნევის დაწევის რისკი.

◄ პრეპარატის გამოყენება, როგორც სედატიური საშუალებისა შეიძლება მხოლოდ ექიმ-ანესთეზიოლოგის მიერ. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება პერსონალის მიერ, რომელიც მხოლოდ დიაგნოსტიკურ ან ოპერაციულ მანიპულაციებს ახორციელებს.

◄ მიუხედავად იმისა, რომ მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ ყოფილა, აღწერილია სერიოზული გართულებელი და ლეტალური შემთხვევები პრეპარატის მიღების შემდეგ ბავშვებში, როდესაც პრეპარატი გამოყენებული იქნა სედაციის მიზნით. მსგავსი შედეგები მიღებული იქნა პრეპარატის არასანქცირებული მიღებისას ჭარბი დოზირებით ბავშვებში სასუნთქი გზების ინფექციური გართულებებით.

◄ ინფუზიის დროს აუცილებელია მუშაობის ასეპტიურობის დაცვა. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ერთი და იგივე სისტემით პრეპარატის სხვა ხსნარებთან კომბინირებული შეყვანა, რეკომენდებულია პროპოფოლის შეყვანა კანულასთან რაც შეიძლება ახლოს. დაუშვებელია პროპოფოლის შეყვანა მიკრობიოლოგიური ფილტრის გავლით.

◄ პრეპარატი და მისი შემცველი საინფუზიო სისტემები განკუთვნილია ერთჯერადი ინექციისათვის ან ინფუზიისათვის მხოლოდ ერთი პაციენტისთვის ინდივიდუალურად.

◄ პრეპარატის გადასხმის შემდეგ ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ავადმყოფი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ მისთვის დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვა, ალკოჰოლის მიღება და სახიფათო პირობებში მუშაობა. ავადმყოფის სახლში წასვლა შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად.

◄ დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი უნდა იყოს შეყვანილი დაუყოვნებლივ. განზავების გარეშე პრეპარატი გამოიყენება გახსნიდან 12 საათის ფარგლებში, ხოლო გლუკოზის და NaCl-ში განზავების შემდეგ – 6 საათში. ნებისმიერი ნარჩენი პრეპარატი უნდა განადგურდეს. გამოყენების წინ ამპულა უნდა შეინჯღრეს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირება იწვევს სუნთქვის და გულის ფუნქციის დათრგუნვას. ამ დროს საჭიროა ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ჟანგბადის გამოყენებით.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვის დროს ავადმყოფის თავი უნდა იყოს დაშვებული, განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება სისხლის შემცვლელები და ვაზოპრესორული პრეპარატები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პროპოფოლი გამოიყენება ინჰალაციურ სანარკოზო საშუალებებთან, აგრეთვე მიორელაქსანტებთან და ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად. ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობის შემთხვევები არ არის აღწერილი. დოზის შემცირება საჭიროა, როდესაც კომბინირებულია ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზია.

– პროპოფოლის კომბინირება ბენზოდიაზეპინებთან, პარასიმპათოლიზურ და ინჰალაციურ სანარკოზო საშუალებებთან იწევს მისი საანესთეზიო ეფექტის გაძლიერას და სუნთქვის გაიშვიათებას.

– ოპიატებით პრემედიკაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს აპნოეს გახშირებული და გახანგრძლივებული ეპიზოდები.

– სუქსამეთონიუმისა და ნეოსტიგმინის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ბრადიკარდია და გულის გაჩერება.

– პროპოფოლი აძლიერებს ჰიპოტენზიური და სუნთქვაზე მოქმედი პრეპარატების ეფექტს.

– პრემედიკაციის, საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების და სხვა ანალგეზიური პრეპარატების პროპოფოლთან კომბინირების შემთხვევაში ძლიერდება მისი საანესთეზიო ეფექტი და ვლინდება გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

– ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების, ალკოჰოლის, ზოგადი საანესთეზიო საშუალებების და ნარკოტიკული ანალგეტიკების პროპოფოლთან კომბინირების დროს ძლიერდება მისი სედატიური ეფექტი. ცნს-ის დამთრგუნველ პარენტერულ საშუალებებთან კომბინირება იწვევს სუნთქვისა და სისხლმიმოქცევის მძიმე ხარისხით დათრგუნვას.

– ფენტანილის შეყვანის შემდეგ პროპოფოლის კონცენტრაცია სისხლში დროებით იზრდება.

– არსებობს მონაცემები, რომ ცხიმოვანი ემულსიების (როგორიცაა პროპოფოლი) შეყვანა ციკლოსპორინთან ერთად იწვევს ლეიკოენცეფალოპათიას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პროპიცილი – PROPYCIL – ПРОПИЦИЛ

საერთაშორისო დასახელება:

PROPYLTHIOURACIL

მწარმოებელი: SOLVAY PHARMACEUTICALS, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: პროპილთიოურაცილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტითირეოიდული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში  20 და 100 ც.

1 ტაბ.

პროპილთიოურაცილი ……………  50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, პოვიდონი, ჟელატინირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იგი ხასიათდება თირეოსტატული ეფექტით. ხელს უშლის თირეოგლობულინის იოდიზაციის პროცესს, აქვეითებს იოდის აქტიური ფორმის წარმოქმნას ფარისებრ ჯირკვალში პეროქსიდაზული სისტემის ბლოკირებით. თრგუნავს T4-ის გადასვლას T3-ში, რევერსიული T3-ის (RT3) წარმოქმნის შედეგად.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება თირეოტოქსიკოზის სამკურნალოდ დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვით ან ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიკური ადენომით შეპყრობილ პაციენტებში;
  • ფარისებრი ჯირკვლის რეზექციისათვის მოსამზადებელ პერიოდში და ოპერაციის შემდეგ;
  • თირეოტოქსიკოზის რადიაქტიული იოდით მკურნალობის დაწყების წინა პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ჩვეულებრივ ინიშნება ყოველ 6-8 სთ-ში. ტაბლეტები გამოიყენება მთლიანად დაღეჭვის გარეშე და საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით.

10 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში მკურნალობის დასაწყისში პრეპარატი ინიშნება 75-100 მგ დოზით (1.5-დან 2 ტაბლეტი) დღეში პერორალურად. მძიმე  შემთხვევების დროს და ადრე იოდით დატვირთვისას, საწყის სადღეღამისო დოზას ზრდიან 300-600 მგ-მდე (6-12 ტაბლეტი, გაყოფილი 4-6 ერთჯერად დოზად).

შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 25-150 მგ-ს (0.5-დან 3 ტაბლეტამდე) დღეში.

6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში მკურნალობის დასაწყისში პრეპარატი ინიშნება 50-150 მგ დოზით (1-დან 3 ტაბლეტი) დღეში. ხოლო შემანარჩუნებლი მკურალობისას დაახლოებით 25-50 მგ (0.5-დან 1 ტაბლეტამდე) დღეში.

ახალშობილებში თირეოტოქსიკოზის დროს პრეპარატს ნიშნავენ 5-10 მგ-ის ოდენობით სხეულის წონის მიხედვით დღეში (დღეღამურ დოზას ყოფენ 3 მიღებაზე). სასურველი შედეგის არ არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის მომატება 1.5-2-ჯერ დღეში (50-100%-ით).

შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 3-4 მგ-ს სხეულის წონაზე დღეში.

არსებული მონაცემების მიხედვით თირკმელების უკმარისობით დაავადებულ ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის აუცილებელი.

ღვიძლის დაავადების დროს: პრეპარატის მიღება შესაძლებელია რეკომენდებულ დოზებში წინააღმდეგჩვენების გათვალისწინებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად:

• თირეოტოქსიკოზის მკურნალობის ხანგრძლივობა დიფუზური ტოქსიკური ჩიყვისა და ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიკური ადენომის დროს უნდა შეადგენდეს 1.5-2 წელს.

• ქირურგიული ჩარევის ან რადიოაქტიური იოდით მკურნალობისას პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებს.

• პროპიცილი შესაძლებელია გამოვიყენოთ დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით „დათრგუნე  და ჩაანაცვლე“ სქემის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

◄ აგრანულოციტოზი წარმოადგენს მძიმე ფორმის, მაგრამ იშვიათ გვერდით მოვლენას, რომელსაც თან ახლავს სეპტიური გართულებები. ხანდახან აღინიშნება კანზე გამონაყარი, ურტიკარია, კუჭის არეში ტკივილი, ართრალგია სახსრების ანთებითი ნიშნების გარეშე, ახალშობილებში ჩიყვის განვითარება.

◄ ძალიან იშვიათად, პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტის მსგავსი რეაქციები ჰეპატოციტური ნეკროზით და გარდამავალი ქოლესტაზით), ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, წამლისმიერი ცხელება, ლიმფადენოპათია და თრომბოციტოპენია.

◄არსებობს ცალკეული მონაცემები ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევის, პოლიართრიტის გემოვნებისა და ყნოსვის შეგრძნების დარღვევის, ვასკულიტის, წითელი მგლურას სინდრომის, კვანძოვანი პერიარტერიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის (გულისრევა, ღებინება), თავბრუსხვევის, ერითროპოეზის დათრგუნვის, ჰემოლიზის, კუმბსის დადებითი რეაქციის, ინტერსტიციული პნევმონიის, პერიფერიული შეშუპების და ალოპეციის შესახებ.

◄ პროპიცილით მკურნალობის პროცესში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მომატება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი;

* ჰიპოთირეოზი;

* აქტიური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი.

* პროპიცილის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ პროპილთიოურაცილის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები (აგრანულოციტოზი, ღვიძლის მძიმე დაზიანება).

შედარებითი უკუჩვენებებია: პერსისტირებული ჰეპატიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია და კვანძოვანი ჩიყვი.

ორსულობა და ლაქტაცია:

♦ როგორც თირეოტოქსიკოზი, ასევე ჰიპოთირეოზი ორსულ ქალებში ასოცირდება სპონტანურ აბორტთან, მკვდარშობადობასთან და ანომალიების განვითარებასთან.

♦ პროპილთიოურაცილით გამოწვეული ანომალიების განვითარების რიცხვი არ განსხვავდება სპონტანურად განვითარებული ანომალიების სიხშირისაგან.

♦ პროპიცილის დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე, რათა არ გამოიწვიოს მუცლის მოშლა, აგრეთვე ნაყოფის ჰიპოთირეოზისა და ჩიყვის განვითარება.

♦ ორსულობის ბოლო ტრიმესტში ხშირად აღინიშნება თირეოტოქსიკოზის გამოხატულების სპონტანური შემცირება.

♦ ორსულებში ანტითირეოიდული საშუალებებით  მკურნალობა უნდა ჩატარდეს მკაცრი მეთვალყურეობით. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე უნდა იმყოფებოდეს ნორმის ზედა ზღვარზე, ხოლო თირეოტროპინის დონე ნორმის ქვემოთ.

♦ ლაქტაციის პერიოდში პროპილთიოურაცილი ითვლება არჩევის პრეპარატად, ვინაიდან მისი კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს მხოლოდ 1/10-ს, დედის სისხლის შრატის დონესთან შედარებით, ამასთან საჭიროა ახალშობილზე  სპეციალური დაკვირვება, ვინაიდან არსებობს მონაცემები ჰიპოთირეოზის განვითარების ცალკეული შემთხვევების  შესახებ.

♦ ორსულობისა და დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის არსებობის შემთხვევაში პროპიცილი ინიშნება მხოლოდ მონოთერაპიის სახით.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სისხლში ფორმიანი ელემენტების რიცხვის პათოლოგიური ცვლილებებისას და ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას პროპიცილი შესაძლებელია გამოვიყენოთ მხოლოდ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

◄ აგრანულოციტოზი შესაძლებელია განვითარდეს პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე სთ-ის შემდეგ. იმის გამო, რომ აგრანულოციტოზის განვითარების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მაშინაც კი, როდესაც მუდმივად ვაკონტროლებთ სისხლის მორფოლოგიურ სურათს, პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს აგრანულოციტოზის ნიშნების (ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, ანგინა, სტომატიტი) შესახებ, რაც საჭიროებს პერიფერიული სისხლის დაუყოვნებლივ გამოკვლევას.

◄ ანტითირეოიდული საშუალებებით მკურნალობისას აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი (თირეოიდული ჰორმონების და/ან სისხლში თირეოტროპინის დონის განსაზღვრა).

◄ ანტითირეოიდული საშუალებების ძალიან მაღალი დოზით გამოყენება იწვევს ჩიყვის განვითარებას, ან უკვე არსებული ჩიყვის პროგრესირებას.

პირველ რიგში ზემოთაღნიშნული მხედველობაში უნდა მივიღოთ  ჩიყვის ინტრათორაკალური ლოკალიზაციისას, რაც დაკავშირებულია შუასაყარის ანატომიური სტრუქტურის კომპრესიის საშიშროებასთან.

პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატით მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევები არ აღინიშნება.

ქრონიკული ჭარბი დოზირება იწვევს ჩიყვის განვითარებას და ჰიპოთირეოზს სიმპტომებით, რომელიც დამოკიდებულია ჰიპოთირეოზის სიმძიმეზე, რომელიც განპირობებულია ანტითირეოდული საშუალებების სპეციფიკური მოქმედებით.

ჭარბი დოზირების კუპირებისათვის სპეციალური ზომები არ არსებობს. კუჭის ამორეცხვა და ტაბლეტების ნარჩენების ენდოსკოპური მოცილება მეტად საეჭვოა, ვინაიდან აქტიური ნივთიერება სწრაფად შეიწოვება.

ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარებისას, რომელთა თანმხლები სიმპტომები კორელირებს ჰიპოთირეოზის სიმძიმესთან და განპირობებულია პრეპარატის ქრონიკული ჭარბი დოზირებით, პრეპარატით მკურნალობას წყვეტენ.

თიროქსინით ჩანაცვლებას ატარებენ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გამართლებულია ჰიპოთირეოზის სიმძიმის ხარისხით. როგორც წესი, პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სპონტანური აღდგენა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– იმ შემთხვევაში, როდესაც პროპიცილით მკურნალობა მიმდინარეობს „დათრგუნე და ჩაანაცვლე“ სქემის მიხედვით თიროქსინთან კომბინაციაში, მაშინ პროპიცილის დოზა უნდა გაიზარდოს.

– პროპიცილის თირეოსტატული ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს იოდის შემცველ, ან რენტგენოკონტრასტულ ნივთიერებებთან ერთდროულად გამოყენებისას.

– პროპილთიოურაცილს შესწევს უნარი ზემოქმედება მოახდინოს პროპრანოლოლის თავისუფალ აქტიურ ფრაქციებსა და კუმარინების წარმოებულებზე, რის გამოც შესაძლებელია საჭირო გახდეს ზემოთაღნიშნული პრეპარატების დოზის დამატებითი კორექცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პროპილთიოურაცილი – PROPYLTHIOURACIL – ПРОПИЛТИОУРАЦИЛ

საერთაშორისო დასახელება:

PROPYLTHIOURACIL

მწარმოებელი: CP PHARMACEUTICALS, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: პროპილთიოურაცილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტითირეოიდული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

პროპილთიოურაცილი ……..         50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი და ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პროპილთიოურაცილი ხასიათდება თირეოსტატული ეფექტით. ხელს უშლის თირეოგლობულინის იოდიზაციის პროცესს და აქვეითებს იოდის აქტიური ფორმის წარმოქმნას ფარისებრ ჯირკვალში. პეროქსიდაზული სისტემის ბლოკირებით. პროპილთიოურაცილი თრგუნავს T4-ის გადასვლას T3-ში, რევერსიული T3-ის (RT3) წარმოქმნით.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax აღწევს 1- სთ-ში. ბიოშეღწევადობა 80%. მიღებიდან 8 სთ-ში სისხლის პლაზმაში პროპილთიოურაცილი არ ცირკულირებს, მაქსიმალური ერთჯერადი დოზის მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 6-8 სთ-ს, რადგან პრეპარატი გროვდება ფარისებრ ჯირკვალში. 35% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით და კონიუგატების სახით 24 სთ-ში.

ჩვენებები:

  • თირეოტოქსიკოზი (დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიური ადენომა);
  • ფარისებრი ჯირკვლის რეზექციისათვის მოსამზადებელი პერიოდი და ოპერაციის შემდეგ თერაპია;
  • თირეოტოქსიკოზის რადიაქტიური იოდით მკურნალობის დაწყების წინა პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება ყოველ 6-8 საათში. ტაბლეტები მიიღება მთლიანად დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით, ჭამის შემდეგ.

19 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში მკურნალობის დასაწყისში პრეპარატი ინიშნება 75-100 მგ (1.5-2 ტაბლეტები) დღეში პერორალურად. მძიმე შემთხვევების დროს და ადრე იოდით დატვირთვისას საწყის სადღეღამისო დოზას ზრდიან 300-600 მგ-მდე (6-12 ტაბლეტები გაყოფილი 4-6 ერთჯერად დოზად). შემანარჩუნებელი დოზა 25-150 მგ (0.5-1 ტაბლეტი).

ახალშობილებში თირეოტოქსიკოზის დროს პრეპარატი ინიშნება 5-10 მგ/კგ (დღე-ღამურ დოზას ყოფენ 3 მიღებაზე). სასურველი შედეგის არ არსებობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 1.5-2-ჯერ. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 3-4 მგ/კგ-დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. თირეოტოქსიკოზის მკურნალობის ხანგრძლივობა დიფუზური ტოქსიური ჩიყვის და ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიური ადენომის დროს უნდა შეადგენდეს 1.5-2 წელს.

თირკმლის უკმარისობის დროს ან ჰემოდიალზზე მყოფ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის აუცილებელი. ღვიძლის დაავადების დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია რეკომენდებულ დოზებში წინააღმდეგჩვენების გათვალისწინებით.

ქირურგიული ჩარევის ან რადიაქტიური იოდით მკურნალობისის პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებს.

პროპილთიოურაცილი შესაძლებელია გამოვიყენოთ დიფუზური ტოქსიური ჩიყვის სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით, „დათრგუნე და ჩაანაცვლე“ სქემის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათი: აგრანულოციტოზი, ტკივილი კუჭის არეში, ართრალგია, პარესთეზია, ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მომატება, ალერგიული რეაქცია (კანზე გამონაყარი, ურტიკარია);

ძალიან იშვიათად (მაღალი დოზებით გამოყენებისას) – ღვიძლის დაზიანება, ტრანზიტორული ქოლესტაზი, თრომბოციტოპენია, ლიმფადენოპათია;

ცალკეულ შემთხვევებში – ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა, პოლიართრიტი, გემოს და ყნოსვის შეგრძნების დარღვევა, ვასკულიტი, წითელი მგლურასმაგვარი სინდრომი, კვანძოვანი პერიარტერიტი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ერითროპოეზის დარღვევა, ჰემოლიზი, კუმბსის დადებითი რეაქცია, ინტერსტიციული პნევმონია, პერიფერიული შეშუპება, ალოპეცია.

პროპილთიოურაცილით მკურნალობის პროცესში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მომატება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელბა პროპილთიურაცილის მიმართ;

* ჰიპოთირეოზი;

* ლეიკოპენია;

* აგრანულოციტოზი;

* აქტიური ჰეპატიტი;

*  ღვიძლის ციროზი;

შედარებითი უკუჩვენებები: პერსისტირებული ჰეპატიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, კვანძოვანი ჩიყვი.

ორსულობა და ლაქტაცია:

• ორსულებში ანტითირეოდული საშუალებებით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე უნდა იყოს ნორმის ზედა ზღვარზე, ხოლო თირეოტროპინის დონე ნორმას ქვემოთ.

• თუ ორსულობის დროს აუცილებელია პროპილთიოურაცილის მიღება, საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა ყოველ 4-6 კვირაში ერთხელ. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ხშირად აღინიშნება თირეოტოქსიკოზის გამოხატულების სპონტანური შემცირება.

• ლაქტაციის პერიოდში პროპილთიოურაცილი ითვლება არჩევის პრეპარატად, რადგან მისი კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს მხოლოდ 1/10-ს დედის სისხლის შრატის დონესთან შედარებით (საჭიროა ახალშობილზე სპეციალური დაკვირვება, ვინაიდან არსებობს მონაცემები ჰიპოთირეოზის განვითარების ცალკეული შემთხვევების შესახებ).

• ორსულობის და დიფუზური ტოქსიური ჩიყვის არსებობის შემთხვევაში პროპილთიოურაცილი ინიშნება მხოლოდ მონოთერაპიის სახით.

• ორსულობის დროს პროპილთიოურაცილის დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე, რათა არ გამოიწვიოს მუცლის მოშლა, აგრეთვე ნაყოფის ჰიპოთირეოზის და ჩიყვის განვითარება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ მკურნალობისას აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი (თირეოიდული ჰორმონების და/ან სისხლის თირეოტროპინის დონის განსაზღვრა).

◄ სისხლში ფორმიანი ელემენტების რიცხვის პათოლოგიური ცვლილებისას და ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას პროპილთიოურაცილი შესაძლებელია გამოვიყენოთ მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

◄ აგრანულოციტოზი შესაძლებელია განვითარდეს პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე სთ-ის შემდეგ. იმის გამო, რომ აგრანულოციტოზის განვითარების წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია მაშინაც კი, როდესაც მუდმივად ვაკონტროლებთ სისხლის მორფოლოგიურ სურათს, ამიტომ პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს აგრანულოციტოზის ნიშნების (ცხელება, სისუსტე, ტონზილური ანგინა, სტომატიტი) შესახებ, რაც საჭიროებს სისხლის სურათის დაუყოვნებლივ გამოკვლევას.

◄ ძალიან მაღალი დოზით გამოყენება იწვევს ჩიყვის განვითარებას ან უკვე არსებული ჩიყვის მომატებას. პირველ რიგში ზემოთაღნიშნული მხედველობაში უნდა მივიღოთ ჩიყვის ინტრათორაკალური ლოკალიზაციისას, რაც დაკავშირებულია შუასაყრის ანატომიური სტრუქტურის კომპრესიის საშიშროებასთან.

◄ პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ცხელება, ართრალგია, ქავილი, შეშუპება, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, დერმატიტი, ჰეპატიტი, ნეიროპათია, აგზნება/დეპრესია.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება; კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის გამოყენების ეფექტურობა საეჭვოა, რადგან აქტიური ნივთიერება სწრაფად  შეიწოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– იმ შემთხვევაში, როდესაც პროპილთიოურაცილით მკურნალობა მიმდინარეობს „დართგუნე და ჩაანაცვლე“ სქემის მიხედვით თიროქსინთან კომბინაციაში, მაშინ პროპილთიოურაცილის დოზა უნდა გაიზარდოს.

– პროპილთიოურაცილის თირეოსტატულ ეფექტს ამცირებს იოდის შემცველი პრეპარატები და რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები.

– პროპილთიოურაცილს შესწევს უნარი ზემოქმედება მოახდინოს პროპრანოლოლის თავისუფალ აქტიურ ფრაქციებსა და კუმარინის წარმოებულებზე, რის გამოც შესაძლებელია საჭირო გახდეს ზემოთაღნიშნული პრეპარატების დოზის დამატებით კორექცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

პროპანორმი – PROPANORM – ПРОПАНОРМ

საერთაშორისო დასახელება:

PROPAFENONE

მწარმოებელი: PRO.MED.CS.Praha, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: პროპაფენონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიარითმიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

პროპაფენონის ჰიდროქლორიდი ………. 150 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პროპანორმი წარმოადგენს I ჯგუფის ანტიარითმულ პრეპარატს. დოზადამოკიდებული სახით ნატრიუმის არხების ბლოკირებით იგი იწვევს სწრაფი დეპოლარიზაციის (მოქმედების პოტენციულის ნულოვანი ფაზის) სიჩქარის დაქვეითებას.

პრეპარატი იწვევს ეფექტური რეფრაქტერული პერიოდის პროლონგირებას, წინაგულებში, ატრიოვენტრიკულურ კვანძში (AV- კვანძი) და მცირე ხარისხით პარკუჭებში. პროპაფენონის გამოყენების დროს ადგილი აქვს P-Q ინტერვალის გახანგრძლივებას და, QRS კომპლექსის გაფართოებას. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს Q-T ინტერვალის მხრივ ადგილ არა აქვს. იგი თრგუნავს სინო-ატრიული კვანძის და ექოტოპიური უბნების ავტომატიზმს.

ახასიათებს სუსტად გამოხატული ბეტა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:

ორგანიზმში შეიწოვება პრეპარატის დაახლოებით 95%, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება დაახლოებით 2-3 სთ-ის შემდეგ.

პროპაფენონს ახასიათებს დოზადამოკიდებული ბიოშეღწევადობა, რომელიც იზრდება არასწორხაზოვნად დოზის გადიდებასთან დაკავშირებით. კერძოდ ერთჯერადი დოზის მომატებით 150 მგ-დან 300 მგ-მდე ბიოშეღწევადობა იზრდება 5%-დან 12%-მდე, ხოლო 450 მგ დოზის გამოყენებისას 40-50%-მდე.

აღწერილია პრეპარატის 11 მეტაბოლიტი, მაგრამ მათგან მნიშვნელოვანია მხოლოდ ორი, 5-ჰიდროქსიპროპაფენონი და N-დეპროპილპროპაფენონი.

პრეპარატის ჟანგვითი მეტაბოლიზმი დამოკიდებული სპეციფიკურ ციტოქრომ-450-ის იზოენზიმზე, რომლის აქტივობაც გენეტიკურად დეტერმინირებულია.

პროპანორმის თერაპიული კონცენტრაციის დიაპაზონი პლაზმაში შეადგენს 0.5-2.0 მგ/ლ-ში. იგი მთლიად მეტაბოლიზდება. მისი 1% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6.2 სთ-ს და იგი მერყეობს 2.3 სთ-დან 11.8 სთ-მდე.

ჩვენებები:

  • პარკუჭოვანი და სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლიების პროფილაქტიკა და მკურნალობა, გულის რითმის პაროქსიზმული დარღვევები, წინაგულების თრთოლვა ან ციმციმი, ვოლფპარკინსონ-უაიტის სინდომი, პარკუჭოვანი ტაქიკარდია.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და საჭიროებს კორექციას.

პერორალურად მიღებისას პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 450 მგ 3 მიღებაზე დღეში. 3-4 დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის მომატება 675 მგ-მდე ან 900 მგ-მდე დღეში. ტაბლეტებს იღებენ ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

დოზის ცვლილება დამოკიდებულია პრეპარატის ეფექტურობაზე და არა პლაზმაში მის კონცენტრაციაზე.

მკურნალობის დასაწყისში საჭიროა ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლების მონიტორინგი.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, მწარე გემო და დაბუჟების შეგრძნება პირის ღრუში, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, ანორექსია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია ბრადიკარდიის განვითარება, სინოატრიული, ატრიოვენტრიკულური და ინტრავენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა. პრეპარატის მაღალ დოზებში მიღებისას ვითარდება ორთოსტატული ჰიპოტენზია.

ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, ექსტრაპირამიდული დარღვევები.

იშვიათად აღინიშნება კანზე გამონაყარი, ღვიძლის  ფუნქციის დაქვეითება, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ოლიგოსპერმია, არითმოგენული ეფექტი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმები;

* კარდიოგენული შოკი (არითმიით გამოწვეულის გარდა);

* მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდია;

* სინოატრიული, ატრიოვენტრიკულური და ინტრავენტრიკულური გამტარებლობის დარღვევის თანხლებით მიმდინარე პროცესები;

* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

* ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა;

* ფილტვების მძიმე ობსტრუქციული დაავადებები;

* მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპოტონია;

* მიასთენია;

* ორსულობა;

* ბავშვთა ასაკში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პაციენტები, კარდიოსტიმულატორით მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას.

◄ პაციენტებში, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევით გამოწვეული დაავადებების დროს საჭიროა დოზის შემცირება. პროპანორმით მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი.

◄ ხანშიშესულ ავადმყოფებში, აგრეთვე ავადმყოფებში 70 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით პრეპარატი ინიშნება შედარებით მცირე დოზებში.

◄ სიფრთხილით ინიშნება ორსულობის დროს, სხვა ანტიარითმულ პრეპარატთან კომბინაციაში აგრეთვე სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომლებსაც უხდებათ ისეთი სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას, ფსიქიური და მოძრაობითი რეაქციების სისწრაფეს.

◄ დოზის გადაჭარბების, ან ბავშვების მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღების დროს, საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პროპანორმის ანტიარითმიული მოქმედება ძლიერდება ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან, ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან, ციმეტიდინთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან მისი ერთდროული დანიშვნით.

– პრეპარატი აძლიერებს არაპირდაპირ ანტიკოაგულანტების მოქმედების ეფექტს, აგრეთვე ზრდის სისხლში პროპრანოლოლის, მეტოპროლოლის და დიგოქსინის კონცენტრაციებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

Don`t copy text!