Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 491

პროგესტერონის ზეთოვანი ხსნარი – PROGESTERON OLEOSA – МАСЛЯНЫЙ РАСТВОР ПРОГЕСТЕРОНА

საერთაშორისო დასახელება:

PROGSTERONE

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: პროგესტერონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროგესტაგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 2.5 %: ამპულაში 1 მლ,.

შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

პროგესტერონი …………   25 მგ

 

ვრცლად პროგესტერონი (მიღების წესი, დოზირება ინდივიდუალური)

პროგესტერონი (აქტიური ნივთიერება) – PROGESTERONE – ПРОГЕСТЕРОН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროგესტერონის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში პროგესტერონის არსებობით, რომელიც წარმოადგენს ყვითელი სხეულის ჰორმონს, რომელიც ხელს უწყობს ქალებში ნორმალური სეკრეტორული ენდომეტრიუმის წარმოქმნას.

ჩვენებები

პროგესტერონის უკმარისობით გამოწვეული დარღვევები.

პერორალური გზით შეყვანა:

  • პრემენსტრუალური სინდრომი;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა დიზოვულაციის ან ანოვულაციის გამო;
  • ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია;
  • პრემენოპაუზა;
  • მენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰომონოთერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში).

ვაგინალური გზით შეყვანა:

  • არამოფუნქციონირე (არარსებული) საკვერცხეების ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია პროგესტერონის დეფიციტის შემთხვევაში (კვერცხუჯრედებით დონორობა).
  • ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მომზადებისას;
  • სპონტანური და ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის დროს.

ლუთეინური ფაზის შენარჩუნება;

  • ენდოკრინული უნაყოფობა;
  • ნაადრევი მენოპაუზა;
  • მენოპაუზა და პოსტმენოპაუზა (ესტროგენულ პრეპარატებთნ კომბინაციაში).
  • ლუტეინური უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობა;
  • ჩვეული და მოსალოდნელი მუცლის მოშლის პროფილაქტიკა პროგესტერონის უკმარისობით გამოწვეული.
  • ორსულობის შეწყვეტის საფრთხე;
  • საშვილოსნოს მიომის პროფილაქტიკა;
  • ენდომეტრიოზი.

ვაგინალური გზით პრეპარატის შეყვანა წარმოადგენს ალტერნატიულ გზას პერორალური შეყვანის გზასთან შედარებით შემდეგი მდგომარეობისათვის:

– ძილიანობის განვითარება;

– პრეპარატის პერორალური მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის შემთხვევაში.

დოზირების რეჟიმი

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების თავისებურებითა და ხასიათით.

პერორალური შეყვანის გზა:

ხშირ შემთხვევაში, პროგესტერონის უკმარისობის დროს უტროჟესტანის დღეღამური დოზა შეადგენს 200-300 მგ (2-3 კაფსულა), გაყოფილს ორ მიღებაზე (დილით და საღამოს). ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს (პრემენსტრუალური სინდრომი, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, დისმენორეა, პრემენოპაუზა) სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-3 კაფსულას, მიიღება 10 დღის განმავლობაში (ჩვეულებრივად ციკლის 17-დან 26-ე დღეს). ესტროგენების მიღების ფონზე მენოპაუზის ჰორმონოთერაპიით ჩანაცვლებით უტროჟესტანი მიიღება დღეში 2 კაფსულა 10-12 დღის განმავლობაში.

ვაგინალური გზით შეყვანა: პროგესტერონის სრული არარსებობა არამოფუნქციონირე (არარსებული) საკვერცხეების (კვერცხუჯრედით დონორობა) მქონე ქალებში:

ესტროგენული თერაპიის ფონზე მიიღება 1 კაფსულა დღეღამეში ციკლიდან მე-13 და მე-14 დღეს, შემდგომში 1 კაფსულა 2-ჯერ დღეღამეში, ციკლიდან მე-15 და 25-ე დღის ჩათვლით, 26-ე დღეს და ორსულობის განსაზღვრის შემთხვევაში დოზას ზრდიან 1 კაფსულის ოდენობით ყოველი კვირის განმავლობაში. მაქსიმუმ 6 კაფსულის მისაღწევად დღეღამის განმავლობაში. გაყოფილს სამ მიღებაზე. მოცემული დოზით პრეპარატის მიღება შესაძლებელია 60 დღის განმავლობაში.

ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ციკლის მომზადებისას: რეკომენდებულია 4-დან 6 კაფსულის მიღება დღეღამეში ქორიონული გონადოტროპინის ინექციიდან დაწყებული ორსულობის 12 კვირამდე, ლუთეინური ფაზის შენარჩუნება, სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის დროს.

უნაყოფობის დროს, რომელიც დაკავშირებულია ყვითელი სხეულის ფუნქციის დარღვევასთან: რეკომენდებულია 2-3 კაფსულის მიღება დღეღამეში დაწყებული ციკლის მე-17 დღეს 10 დღის განმავლობაში, მენსტრუალური ციკლის შეჩერების ან ორსულობის შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება.

ორსულობის შეწყვეტის საფრთხის შემთხვევაში ან ჩვეულებრივი აბორტის პროფილაქტიკის მიზნით, რომელიც გამოწვეულია პროგესტერონის უკმარისობის ფონზე: პრეპარატი მიიღება 2-4 კაფსულა ყოველდღიურად ორ მიღებად ორსულობის 12 კვირამდე.

გვერდითი მოვლენები

ძილიანობა ან თავბრუსხვევა, რომელიც ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ.

მენსტრუალური ციკლის შემოკლება და შუალედური სისხლდენა.

ზემოთჩამოთვლილი არასასურველი მოვლენები შეიმჩნევა მხოლოდ პრეპარატის პერორალური მიღების შემთხვევაში.

ძირითადი მითითებანი:

– აღნიშნული პრეპარატი არ არის კონტრაცეპტიული საშუალება;

– სიფრთხილით მიღება 2-3 თვის ორსულობის დროს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკის გამო;

– პრეპარატის მიღებამ მძღოლებში შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება.

უკუჩვენებები

პრეპარატის  მიღება პერორალური გზით ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები

პროგესტერონის პერორალურად მიღებისას რეკომენდებულია წყლის მიყოლება.

საშოში კაფსულა შეყავთ ღრმად.

პრო-გოლა – Pro-Gola – Про-Гола

შემადგენლობა:

თაფლი 406 მგ

პროპოლისის მშრალი ექსტრაქტი, სტანდარტიზირებული 2,5 % -იან  გალანგინში 30 მგ

Galangin app.                                                                               0,75 მგ

გრეიფრუტის (Citrus paradisi) თესლის მშრალი ექსტრაქტი             10 მგ

სალბის (Salvia officinalis)ფოთლების მშრალი ექსტრაქტი                  3,75 მგ

გლერძის (Astragalus membranaceus) ფესვების მშრალი ექსტრაქტი, სტანდარტიზირებული 16%-იან პოლისაქარიდებში 3,75 მგ Polysaccharides app.                    0,6 მგ

გონგოლას (Sisymbrium officinale) ფოთლების მშრალი ექსტრაქტი       2 მგ

ევკალიპტის (Eucalyptus globulus) ფოთლების ზეთის ესენცია             1,77 მგ

პიტნის (Mentha piperita) ფოთლების ზეთის ესენცია                           1,12 მგ

B6 ვიტამინი 0,28 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
თაფლი წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ტრადიციულ სამკურნალო საშუალებას. გამოკვლეულია, რომ ბუნებრივ, გაუთბობელ თაფლს გააჩნია გარკვეული, ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული აქტივობა.
იმის რწმენა, რომ თაფლი არის საკვები, წამალი და მალამო, მოვიდა ჩვენს დრომდეც და ამგვარად, ალტერნატიული მედიცინის დარგი, რომელსაც აპითერაპია ეწოდება, ბოლო წლებში განვითარდა და გვთავაზობს თაფლზე და ფუტკრის სხვა პროდუქტებზე დაფუძნებულ მკურნალობის მეთოდებს მრავალი დაავადების, მათ შორის ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ.

პროპოლისი
შინაური ფუტკრის მიერ წარმოებული ბუნებრივი პროდუქტია. ის ათასწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში. მისი ექსტრაქტი შეიცავს ამინომჟავებს, ფენოლურ მჟავებს, ფენოლური მჟავების ეთერებს, ფლავონოიდებს, დარიჩინის მჟავას, ტერპენებსა და კოფეინის მჟავას. მას გააჩნია რამდენიმე სახის ბიოლოგიური აქტივობა, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება.

გალანგინი განეკუთვნება ფლავანოიდების ფლავონოლის კლასს, რომელსაც თაფლი და პროპოლისი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს.
გალანგინი ავლენს სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ მოქმედებას, როგორიცაა ანტი-მუტაგენური, ანტი-კლასტოგენური, ანტი-ოქსიდაციური, თავისუფალი რადიკალების მიტაცების, მეტაბოლური ფერმენტების მარეგულირებელი და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. შეუძლია შეამციროს ქიმიური ნივთიერებების გენოტოქსიურობა.

გრეიფრუტი
(Citrus paradisi) არის სუბტროპიკული ციტრუსის ხე, რომელიც ცნობილია როგორც მჟავე, ნახევრად ტკბილი, მომწარო გემოს ხილი. გრეიფრუტის თესლი შეიცავს რამოდენიმე ფენოლურ კომპონენტს, რის გამოც მას ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისება. სალბი მრავალწლიანი მცენარეა (ნახევრად ბუჩქოვანი), რომელიც ხარობს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.

სალბი
კარგად არის ცნობილი აირების საწინააღმდეგო, ანტისპაზმური და ანტისეპტიკური თვისებებით. ტრადიციულად, სალბი გამოიყენება შებერილობის, დისპეფსიის, ფარინგიტის, სტომატიტის, გინგივიტის, გლოსიტის დროს (შინაგანად ან პირის ღრუს სავლების სახით).

გონგოლა
ევრაზიული წარმოშობის ერთწლიანი მცენარეა. გონგოლა ითვლება ამოსახველებელ და დიურეზულ საშუალებად. მცენარის წვენი გამოიყენება თაფლთან შერეული სახით. ტრადიციულად გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ლარინგიტი, ფარინგიტი, ხველა და ხმის ჩახლეჩა, ასევე ხმის დაკარგვა, ქრონიკული ბრონქიტი და ასთმა.

ევკალიპტის
სამშობლოა ავსტრალია. ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება კატარისა და ხველის სიმპტომურ სამკურნალო საშუალებად. ევკალიპტის ეთერზეთი აინჰიბირებს in vitro Staphylococcus aureus, Pseudomonas aeruginosa,
Bacillus subtilis, Enterococcus faecalis და Escherichia coli-ის ზრდას. პიტნა არის მრავალწლიანი ბალახი.

პიტნა
გამოიყენება კატარისა და ხველის სიმპტომების სამკურნალოდ.

B6 ვიტამინი
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში. ის მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების სინთეზში და აქტივირდება მაგნიუმის არსებობისას; მნიშვნელოვანია ჰემოგლობინის სინთეზისათვის; მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში, როგორიცაა ადრენალინი და ინსულინი; უზრუნველყოფს ორგანიზმში ნატრიუმი/ კალიუმის მარილოვან ბალანსს.

ჩვენებები:
პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

• ფარინგიტი
• ლარინგიტი
• ტონზილიტი
• გინგივიტი
• აფტოზური და წყლულოვანი სტომატიტი
• ხმის ჩახლეჩა და ხმის დაკარგვა (აფონია). 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
უნდა ვერიდოთ სპრეის თვალში მოხვედრას. 24 საათში არა უმეტეს 6 შესხურება. პრეპარატის გამოყენებიდან 20- 30 წუთის განმავლობაში არაა მიზანშეწონილი საკვების ან სითხის მიღება.

მიღების წესი და
დოზირება: 1-2 შესხურება პირის ღრუში, დღეში 2-3-ჯერ. შეანჯღრიეთ კარგად გამოყენების წინ.

გამოშვების ფორმა:
30მლ სპრეი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
ValueMED PHARMA S.R.L იტალია

პრიორიქსი – PRIORIX – ПРИОРИКС

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE BIOLOGICALS

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

წითელას, წითურას, ყბაყურას საპროფილაქტიკო ვაქცინა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო სუსპენზია: შპრიცში 0.5 მლ

0.5 მლ (1 დოზა)

ატენუირებული წითელას ვირუსი (SCHWARZ შტამი) ……….           103.0 CCID50

ცოცხალი ატეინუირებული წითურას ვირუსის (RA27/3 შტამი) ……..  103.0 CCID50

ცოცხალი ატენუირებული ყბაყურას ვირუსი (RIT4385შტამი) …………. 103.7CCID50

პრიმოლუტ-ნორი – PRIMOLUT-NORI – ПРИМОЛУТ-НОР

საერთაშორისო დასახელება:

NORETHISTERONE

მწარმოებელი: SCHERING AG

მოქმედი ნივთიერება: ნორეთისტერონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროგესტაგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ნორეთისტერონი ………  5 მგ

 

ვრცლად ნორკოლუტი

პრიმაცეფი-ავერსი – PRIMACEF-AVERSI – ПРИМАЦЕФ-АВЕРСИ

საერთაშორისო დასახელება: CEFEPIME

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ცეფეპიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

IV თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 1 გ.

1 ფლ

ცეფეპიმის ჰიდროქლორიდი ……..   1 გ

(ცეფეპიმის ეკვივალენტური)

დამხმარე ნივთიერებები:

L-არგინინი – პრეპარატის ხსნარის pH-ის მნიშვნელობის 4.0-6.0 ინტერვალში შესანარჩუნებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცეფეპიმი წარმოადგენს IV თაობის ცეფალოსპორინს; მას გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი სხვადასხვა გრამდადებითი და გრამუარყოფიითი ბაქტერიების, მათ შორის ამინოგლიკოზიდების ან III თაობის ცეფალოსპორინებისადმი რეზისტენტული შტამების მიმართ.

ცეფეპიმი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი მიკრობების უმრავლესობისადმი. მას გააჩნია მსგავსება  ქრომოსომული გენების მიერ კოდირებული ბეტა-ლაქტამაზების მიმართ და სწრაფად აღწევს გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედში.

პრიმაცეფი-ავერსი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:

გრამდადებითი აერობული ბაქტერიები:

Staphylococcus aureus  (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Staphylococcus  epidermidis  (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Staphylococcus spp.-ს სხვა შტამები, მათ შორის S. hominis, S. saprophyticus; Streptococcus  pyogenes  (A-ჯგუფის სტრეპტოკოკი); Streptococcus agalactiae (B-ჯგუფის სტრეპტოკოკი); Streptococcus pneumoniae; Streptococcus bovis  (D-ჯგუფი);  Streptococcus  viridans; სხვა ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები  (C, G, F- ჯგუფები);

გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები:

Pseudomonas spp.(P. aeruginosa, P. putida, P. stutzeri); Escherichia coli; Klebsiella  spp. (K. pneumoniae, K. oxytoca,  K. ozaenae); Enterobacter spp. (E. cloacae, E. aerogenes, E. agglomerans, E. sakazakii);  Proteus  spp. (P. mirabilis, P. vulgaris); Acinetobacter calcoaceticus (A. anitratus, A. lwoffii); Aeromonas hydrophila, Capnocytophaga spp., Citrobacter spp. (C. diversus, C. freundii);  Campylobacter jejuni; Gardnerella vaginalis; Haemophilus ducreyi; Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Haemophilus parainfluenzae; Hafnia alvei, Legionella spp.; Morganella morganii; Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Neisseria gonorrhoeae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Providencia spp. (P. rettgeri, P. stuartii); Salmonella spp.;  Serratia spp. (S. marcescens, S. liquefaciens);  Shigella spp.; Yersinia enterocolitica;

ანაერობული ბაქტერიები:

Bacteroides spp. (B. melaninogenicus, Bacteroides spp.-ს სხვა შტამების ჩათვლით); Clostridium perfringens; Fusobacterium spp.; Mobiluncus spp.; Peptostreptococcus spp.; Veilonella spp.

პრეპარატის მიმართ მდგრადია: Xanthomonas maltophilia (Pseudomonas  maltophilia), Bacteroides fragilis, Clostridium difficile-ს ზოგიერთი შტამი.

მეტიცილინრეზისტენტული ენტეროკოკების უმრავლესობა (მაგ: Enterococcus faecalis)  მდგრადია ცეფალოსპორინების, მათ შორის ცეფეპიმის, მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

1 გ ცეფეპიმის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ Cmax შეადგენს 81.7 მკგ/მლ, ხოლო კუნთში შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1.5 სთ-ში და შეადგენს 29.6 მკგ/კლ.

თერაპიული კონცენტრაციით ცეფეპიმი აღინიშნება შარდში, ნაღველში, ნაღვლის ბუშტში, პერიტონეალურ სითხეში, დამწვრობით გამოწვეული ბუშტუკის შემადგენლობაში, ბრონქების ლორწოვან სეკრეტში, ნახველში, წინამდებარე ჯირკვლაში, აპენდიქსში, თავზურგტვინის სითხეში მენინგიტის დროს.

ცილებს უკავშირდება პრეპარატის 19%-ზე ნაკლები.

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ-ს. ცეფეპიმის შეყვანილი დოზის 85% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონიისა და ბრონქიტის ჩათვლით);
  • საშარდე გზების ინფექციები (როგორც გართულებული, ასევე გაურთულებელი);
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ინტრააბდომინალური ინფექციები (პერიტონიტისა და სანაღვლე გზების ინფექციების ჩათვლით);
  • გინეკოლოგიური ინფექციები;
  • სეფსისი, სეპტიცემია;
  • ფებრილური ნეიტროპენია (ემპირიული თერაპიის სახით).

მიღების წესი და დოზირება:

პრიმაცეფი-ავერსი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში. პრეპარატის დოზა და შეყვანის წესი დამოკიდებულია გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობაზე ინფექციის სიმძიმესა და თირკმლის ფუნქციურ მდგომარეობაზე.

მოზრდილებსა და 40 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს პრეპარატი ინიშნება შემდეგი დოზით:

პნევმონია: 1-2 გ ვენაში: კუნთში 12 სთ-ში ერთხელ 10 დღის განმავლობაში;

საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები: 0.5-1 გ ვენაში: კუნთში 12 სთ-ში  ერთხელ 10 დღის განმავლობაში;

ფებრილური ნეიტროპენიის ემპირიული თერაპია: 2 გ ვენაში 8 სთ-ში ერთხელ 7 დღის განმავლობაში;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: 1-2 გ ვენაში/კუთში 12 სთ-ში ერთხელ 10 დღის განმავლობაში;

გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები: 2 გ ვენაში 12 სთ-ში ერთხელ 7-10 დღის განმავლობაში.

ბავშვებში 2 თვიდან 16 წლამდე: 40 კგ-მდე სხეულის მასის მქონე ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება 50 მგ/კგ სხეულის მასაზე 12 სთ-ში ერთხელ (მძიმე ინფექციების დროს – 50 მგ/კგ სხეულის მასაზე 8 სთ-ში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 2.0 გ-ისა დღე-ღამეში).

პრიმაცეფი-ავერსით მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. მძიმე ინფექციების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს თერაპიის გახანგრძლივება.

თირკმლის დაზიანების შემთხვევაში (KK

კრეატინინის
კლირენსი
(მლ/წთ)
რეკომენდებული დოზა
2 გ ყოველ 8 სთ-ში2 გ ყოველ 12 სთ-ში1 გ ყოველ 12 სთ-ში
>30საშუალო დოზა
(კორექციას არ საჭიროებს)
11-301 გ ყოველ 12 სთ-ში1 გ ყოველ 24 სთ-ში500 მგ ყოველ 24 სთ-ში
≤101 გ ყოველ 24 სთ-ში500 მგ ყოველ 24 სთ-ში250 მგ ყოველ 24 სთ-ში

 

ჰემოდიალიზის შემთხვევაში 3 სთ-ის განმავლობაში ორგანიზმიდან გამოიყოფა ცეფეპიმის საერთო რაოდენობის დაახლოებით 68%. ამიტომ ყოველი პროცედურის დამთავრების შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს საწყისი დოზის განმეორებითი შეყვანა. მუდმივი პერიტონეალური დიალიზის პირობებში პრიმაცეფი-ავერსი ინიშნება საშუალო დოზით – 500 მგ, 1 გ ან 1 გ (ინფექციის სიმძიმიდან გამომდინარე) 48 სთ-იანი კონტროლით.

თირკმლის პათოლოგიის მქონე ბავშვებში დოზის კორექცია ხდება მოზრდილების მსგავსად, ვინაიდან ორივე ასაკობრივ ჯგუფში ცეფეპიმის ფარმაკოკინეტიკა იდენტურია.

ხსნარის მომზადების წესი:

– პრიმაცეფი-ავერსის ინტრავენური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 10 მლ სტერილურ საინექციო წყალში, 5% გლუკოზის ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. ნაკადურად პრიმაცეფი-ავერსის ინტრავენური შეყვანა ხდება 3-5 წთ-ის განმავლობაში. ინტრავენური ინფუზიის შემთხვევაში მომზადებულ ხსნარს აზავებენ სხვა საინფუზიო ხსნარებთან და შეჰყავთ არანაკლებ 30 წთ-ის განმავლობაში.

პრიმაცეფი-ავერსის ხსნარები კონცენტრაციით 1 მგ/მლ-დან 40 მგ/მლ-მდე შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან: 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, 5% ან 10% გლუკოზის ხსნართან, 5% გლუკოზისა და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, რინგერის ლაქტატის ხსნართან და 5% დექსტროზის ხსნართან.

მომზადებული ხსნარი ვარგისია 72 სთ-ის განმავლობაში 2-80C ტემპერატურაზე.

– ინტრამუსკულარული ინექციისათვის ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 2.4 მლ სტერილურ საინექციო წყალში 5% გლუკოზის, 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქცია;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, გულყრა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი გულის არეში, ტაქიკარდია;

ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ: ანემია, ეოზინოფილია, ტრანზიტორული თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია;

ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი ინექციის ადგილზე, ფლებიტი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ცეფეპიმის ან L-არგინინის მიმართ.

* ალერგიული რეაქცია ცეფალოსპორინების, პენიცილინების ან სხვა ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს მონაცემები ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ. პრიმაცეფი-ავერსის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ცეფეპიმი მცირე კონცენტრაციით გადადის დედის რძეში. მიუხედადავად ამისა, ლაქტაციის პერიოდში პრიმაცეფი-ავერსი სიფრთხილით გამოიყენება.

ექსპერიმენტული კვლევების დროს არ გამოვლინდა პრეპარატის გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე და მისი ფეტოტოქსიკური მოქმედება.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ შერეული აერობული და ანაერობული მიკროფლორით გამოწვეული ინფექციის განვითარების მაღალი რისკის შემთხვევაში რეკომენდებულია პრიმაცეფი-ავერსთან ერთად ანაერობულ ფლორაზე მოქმედი სხვა ანტიბიოტიკის გამოყენება.

♦ პრიმაცეფი-ავერსი სიფრთხილით ინიშნება ალერგიულ პაციენტებში, განსაკუთრებით წამლისმიერი ალერგიის დროს. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

♦ დიარეის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა. პრიმაცეფი-ავერსის გამოყენებამ შეიძლება სუპერინფექციის განვითარება გამოიწვიოს, რაც მოითხოვს პრეპარატის მოხსნას და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას.

♦ პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 თვემდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება ენცეფალოპათიის სიმპტომები.

დოზის გადაჭარბების დროს, განსაკუთრებით თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია ჰემოდიალიზის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– დაუშვებელია პრიმაცეფი-ავერსის ხსნარის შერევა მეტრონიდაზოლის, ვანკომიცინის, გენტამიცინის, ტობრამიცინის, ნეტილმიცინის ხსნარებთან. კომბინირებული თერაპიის საჭიროების შემთხვევაში პრიმაცეფი-ავერსისა და აღნიშნული პრეპარატების შეყვანა უნდა წარმოებდეს ცალ-კალცე.

– ამინოგლიკოზიდებთან და მარყუჟოვან დიურეტიკებთან კომბინაციაში ცეფეპიმი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი.

პრიმატენი – PRIMATENE – ПРИМАТЕН

საერთაშორისო დასახელება:

GUAIFENESIN

მწარმოებელი: WHITEHALL, აშშ

მოქმედი ნივთიერება: გუაიფენეზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 24 ც.

1 ტაბ.

გუაიფენეზინი ……..    100 მგ

1 ტაბ.

გუაიფენეზინი ……       200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ამოსახველებელ საშუალებას, რომელიც ამცირებს ნახველის ზედაპირის დაჭიმულობას და მის ადჰეზიურ თვისებას. პრეპარატი აქვეითებს ნახველის სიბლანტეს და აადვილებს სასუნთქი გზებიდან მის ევაკუაციას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების დაავადებების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომელსაც თან ახლავს სველი ხველა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება პერორალურად.

ერთჯერადი დოზა შეადგენს:

მოზრდილებში – 200-400 მგ;

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100-200 მგ;

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 50-100 მგ.

მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს 4 საათს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღების შემთხვევაში შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დისკომფორტის შეგრძნება, ხოლო პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას აღინიშნება გულისრევა, ღებინება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი შესაძლოა მივიღოთ სიმპათომიმეტურ, ბრონქოლიზურ-ფოსფიდიესთერაზას ინჰიბიტორებთან, ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 20-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

პრექსიჟი – PREXIGE – ПРЕКСИЖ

საერთაშორისო დასახელება:

LUMIRACOXIB

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA

მოქმედი ნივთიერება: ლუმირაკოქსიბი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ლუმირაკოქსიბი ………        200 მგ

1 ტაბ.

ლუმირაკოქსიბი ………..      400 მგ

პრესტარიუმი კომბი – PRESTARIUM COMBI – ПРЕСТАРИУМ КОМБИ

პრესტარიუმი  კომბი არგინინი – ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” მიერ წარმოებული ორიგინალური პრეპარატი.

საერთაშორისო დასახელება:

PERINDOPRIL  ARGININE; INDAPAMIDE,

მწარმოებელი: SERVIER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: პერინდოპრილი არგინინი+ინდაპამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პერინდოპრილი არგინინი ………..     5 მგ

ინდაპამიდი …………………………….            1.25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის ოქსიდი კოლოიდური ჰიდროფობული.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს პერინდოპრილის (აგფ ინჰიბიტორს) და ინდაპამიდის (სულფონამიდის წარმოებულების ჯგუფის დიურეტიკის) შემცველ კომბინირებულ პრეპარატს. ეს ჰიპოტენზიური პრეპარატია, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. პრესტარიუმი კომბი არგინინის  ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია თითოეული კომპონენტის თვისებების შერწყმით.

პრესტარიუმი კომბი არგინინი აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას (სისხლძარღვთა გამაფართოებელი ფაქტორის წარმოების გაზრდა და არტერიულ სისხლძარღვთა შემავიწროებელი ფაქტორების წარმოების შემცირება) და არტერიულ-კაპილარულ მიკროცირკულაციას, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, ამცირებს რიგიდულობას, რასაც თან ახლავს კელასტინ/კოლაგენის თანაფარდობისა და მიკროცირკულაციის ფუნქციონალური წინააღმდეგობის ნორმალიზაცია, ხელს უწყობს თირკმლის დარღვევების (პროტეინურია, გლომერულოსკლეროზი) რეგრესიას.

პრესტარიუმი კომბი არგინინის მიღების ფონზე ხდება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობის ინჰიბირება და მცირდება კალიუმის გამოდევნა, რაც განპირობებულია ინდაპამიდის მოქმედებით.

პრესტარიუმი კომბი არგინინი ახდენს გამოხატულ დოზადამოკიდებულ ჰიპონტეზიურ მოქმედებას როგორ სისტოლურ, ისე დიასტოლურ არტერიულ წნევაზე.

პრეპარატის ჰიპოტენზიური მოქმედება არ არის დამოკიდებული ასაკზე  და ავადმყოფის სხეულის მდგომარეობაზე და გრძელდება 24 საათის განმავლობაში. არტერიული წნევის დაქვეითება ხდება ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში და არ ახლავს ტაქიკარდია.

პრესტარიუმი კომბი არგინინი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას, აუმჯობესებს არტერიების ელასტიურობას, ამცირებს არტერიოლების და პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობას. არ ახდენს გავლენას ლიპიდების  მეტაბოლიზმზე (საერთო ქოლესტერინი, ქოლესტერინი/მსლ და დსლ, ტრიგლიცერიდები), აგრეთვე ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებშიც კი. პერინდოპრილის მოქმედება განპირობებულია მისი მეტაბოლიტის – პერინდოპრილატის აქტივობით.

პერინდოპრილი არგინინი ავლენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას პაციენტების სისხლში რენინის დაბალი და ნორმალური დონით.

პერინდოპრილი არგინინი ამცირებს დატვირთვას გულზე, ვენებზე სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედების შედეგად (პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმის შეცვლის გზით), მცირდება პრედატვირთვა და იკლებს საბოლოო დიასტოლური წნევა; ადგილი აქვს პერიფერიული სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირებას, რასაც პოსტდატვირთვის შემცირებამდე მივყავართ.

პერინდოპრილი ეფექტურია არტერიული ჰიპერტენზიის ნებისმიერი სტადიის დროს: საწყისი, ზომიერი, მძიმე. დიასტოლური და სისტოლური არტერიული წნევის შემცირება ხდება როგორც მწოლიარე, ისე მდგომარე მდგომარეობაში. ჰიპოტენზიური აქტივობის მაქსიმუმი შეინიშნება ერთჯერადი მიღებიდან 4-6 საათში და შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში. აღინიშნება აგფ აქტივობის მაღალი დონე პრეპარატის მიღებიდან 24 საათის შემდეგ -80%.

პრეპარტისადმი მგრძნობიარე ავადმყოფებში არტერიული წნევის ნორმალიზაციას არ ახლავს რეფლექტორული ტაქიკარდია. პრეპარატის მოხსნა არ იწვევს ჰიპოტენზიური რეაქციის განვითარებას.

პერინდოპრილი აღადგენს ძირითადი არტერიების ელასტიურობას. ახდენს რეზისტენტულ არტერიებში ჰისტომორფოლოგიური ცვლილების კორეგირებას და იწვევს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის რეგრესიას. აუცილებლობის შემთხვევაში თიაზიდური დიურეტიკის დანიშვნა იწვევს სინერგიულ რეაქციას. აგფ ინჰიბიტორისა და თიაზიდური დიურეტიკის კომბინაცია ამცირებს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს, რომელიც ახასიათებს დიურეზული პრეპარატების მიღებას.

კლინიკური კვლევების დროს, ავადმყოფებში გულის უკმარისობით, დადგენილი იქნა, რომ პერინდოპრილი იწვევს გულის მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის ავსების წნევის დაქვეითებას, სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირებას, გულის განდევნისა და კარდინალური ინდექსის ზრდას, კუნთებში რეგიონალური სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას. მნიშვნელოვნად უმჯობესდება ფიზიკური დატვირთვის სინჯის შედეგები. 3 კლინიკურ გამოკვლევაში ავადმყოფებში გულის ქრონიკული უკმარისობით, ნაჩვენები იქნა,  რომ პერინდოპრილი არგინინის მიღების საწყის ეტაპზე არტერიული წნევის შემცირება ხდება უფრო ნელა, ვიდრე იმავე ფარმაკოლოგიური კლასის სხვა პრეპარატების მიღებისას და სრულიად შეესაბამება პლაცებოს მოქმედებას.

ინდაპამიდი თიაზიდის მსგავსი დიურეტიკია. მისი მოქმედება დაკავშირებულია ნეფრონის მარყუჟის კორტიკალურ სეგმენტში ნატრიუმის რეაბსორბციის ინჰიბირებასთან, იწვევს ნატრიუმის, ქლორისა და ნაკლები დოზით – კალიუმის  და მაგნიუმის გამოყოფის დოზადამოკიდებულ მატებას, რითაც აძლიერებს დიურეზს.

ინდაპამიდი ამცირებს სისხლძარღვთა ჰიპერაქტივობას ნორადრენალინთან მიმართებაში, პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობას და წინააღმდეგობას არტერიოლებში. ინდაპამიდით მონოთერაპიის დროს აღინიშნება ხანგრძლივი ჰიპოტენზიური ეფექტი – 24 საათის განმავლობაში. ჰიპოტენზიური თვისებები ვლინდება ისეთ დოზებში, რომლებშიც ინდაპამიდის დიურეზული ეფექტი სუსტადაა გამოხატული. ინდაპამიდის ჰიპოტენზიური მოქმედების ეფექტურობა პირდაპირპროპორციულია მისი არტერიების ელასტიურობის გაუმჯობესების, არტერიოლების და პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირების თვისებასთან. ინდაპამიდი ხელს უწყობს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას.

ზღვრულ კონცენტრაციებში თიაზიდური დიურეტიკების, ან სხვა შესაბამისი ნაერთების ჰიპერტენზიული ეფექტურობა აღწევს პლატოს და აღარ იმატებს მაშინ, როცა პრეპარატის გვერდითი მოვლენები უფრო და უფრო გამოხატული ხდება. თუ მკურნალობა არ არის ეფექტური, არაა მართებული პრეპარატის დოზის გაზრდა.

ფარმაკოკინეტიკა:

პერინდოპრილის და ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები კომბინაციის დროს არ იცვლება მათ ცალ-ცალკე გამოყენებასთან შედარებით.

პერინდოპრილი არგინინის ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია და მეტაბოლიზმი: პერორალურად მიღების შემდეგ პერინდოპრილი სწრაფად აბსორბირდება. საშუალოდ აბსორბცია შეადგენს  65-70%-ს პერინდოპრილი ჰიდროლიზდება პერინდოპრილატის წარმოქმნით, რომელიც აგფ ინჰიბიტორს წარმოადგენს. მეტაბოლიზმის სხვა პროდუქტები არააქტიურია. წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა დამოკიდებულია მიღებულ საკვებზე. სისხლის პლაზმაში პერინდოპრილატის Cmax 3-4 საათის შემდეგ მიიღწევა.

განაწილება: პლაზმის ცილებთან პერინდოპრილატის დაკავშირება, ჩვეულებრივ, 30%-ზე ნაკლებია და არ არის დამოკიდებული სისხლში მის კონცენტრაციაზე. პერინდოპრილი არგინინის რეგულარულად მიღებისას, ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზით, პერინდოპრილატის Css სისხლის პლაზმაში საშუალოდ 4 დღე-ღამეში მიიღწევა. პერინდოპრილატის აქტიური დაგროვების ნახევარპერიოდი – დაახლოებით 24 სთ.

აგფ ინჰიბიტორები გადალახავენ პლაცენტარულ ბარიერს.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან ხანდაზმულ პაციენტებში: პერინდოპრილატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შესაძლებელია მნიშვნელოვნად მაღალი იყოს, თუ KK ოდენობა 60 მლ/წთ-ზე ნაკლებია, გარდა ამისა, პრეპარატის გამოყოფა შენელებულია ავადმყოფებში გულის უკმარისობით.

პერინდოპრილი არგინინის კლირენსი დიალიზის დროს შეადგენს 70 მლ/წთ-ს.

პერინდოპრილი არგინინის ფარმაკოკინეტიკა იცვლება ღვიძლის ციროზით დაავადებულ ავადმყოფებში: პერინდოპრილი არგინინის თირკმლის კლირენსი 2-ჯერ მცირდება, თუმცა წარმოქმნილი პერინდოპრილატის კონცენტრაცია არ იცვლება და, შესაბამისად, არ არის საჭირო პრეპარატის დოზის შერჩევა.

ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ადამიანში სისხლის პლაზმაში Cmax მიიღება პერორალური მიღებიდან 1 საათში.

განაწილება: ინდაპამიდის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 79%-ს. პრეპარატის მეორადი მიღებისას არ ხდება ორგანიზმში მისი დაგროვება.

გამოყოფა: T1/2 შეადგენს 14-24 სთ-ს (საშუალოდ 18 სთ-ს). ძირითადად გამოიყოფა შარდით (მიღებული დოზის 70%) და ფეკალიებით (2%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს: ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით.

ჩვენებები:

  • ესენციური არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

პრესტარიუმი კომბი არგინინი განკუთვნილია შინაგანი მიღებისათვის.

უფროსებს, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით, ენიშნებათ 1 ტაბ/დღე-ღამეში, სასურველია დილის საათებში. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, KK 30მლ/წთ და მეტი, არ არის საჭირო დოზის კორექცია. შესაძლოა ჰიპონატრიემია ჰიპოვოლემიით, რამაც შეიძლება განაპირობოს დეჰიდრატაცია და ორთოსტატული ჰიპოტენზია.

გვერდითი მოვლენები:

პრესტარიუმი კომბი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:

წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალიემია ავადმყოფთა 2%-ში.

პერინდოპრილი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:

ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია თავის ტკივილი, ასთენია, თავბრუსხვევა, გუნება-განწყობის ცვლილებები და/ან ძილის დარღვევა, კრუნჩხვები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის – ორთოსტატიკური).

სასუნთქი სისტემების მხრივ: შესაძლებელია მშრალი ხველა. ხველით შეტევებს აქვთ პერსისტენტული ხასიათი, მაგრამ სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნისთანავე. ამ სიმპტომის გამოჩენა მიუთითებს პრეპარატის არასასურველ მოქმედებაზე.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, ანორექსია, გულისრევის შეგრძნება, გემოს დარღვევა.

დერმატოლოგიური რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე.

ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპება.

თირკმელის მხრივ: შესაძლებელია შარდოვანას და კრეატინის შემცველების უმნიშვნელო გაზრდა სისხლის პლაზმაში (შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ). ეს ეფექტი შედარებით გამოხატულია თირკმლის არტერიის სტენოზის, არტერიული ჰიპერტენზიის დიურეტიკებით მკურნალობისას და თირკმლის უკმარისობის დროს.

აგფ ინჰიბიტორების გამოყენებამ პაციენტებში გორგლისებური ნეფროპათიით შესაძლებელია განაპირობოს პროტეინურიის განვითარება.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციით, ჰემოდიალიზის შემდეგ აგფ ინჰიბიტორების მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ანემია.

ინდაპამიდის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები, ძირითადად, დოზადამოკიდებული ხასიათისაა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევის შეგრძნება, შეკრულობა, პირის სიმშრალე (ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირების შემდეგ). ცალკეულ შემთხვევებში – ჰეპატიტი. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია თირკმლის ენცეფალოპათიის განვითარება.

ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად თავბრუსხვევა, ასთენია, პარესთეზია, თავის ტკივილი (ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირების შემდეგ).

დერმატოლოგიური რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჰემორაგიული ვასკულიტი, წითელი მგლურას გამწვავება.

ალერგიული რეაქციები: წინასწარ განწყობილ პაციენტებში – გამოვლინებები კანზე.

წყალ –ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალემია (განსაკუთრებით რისკის ჯგუფის პაციენტებში), ნატრიუმის დონის შემცირება, რასაც თან ახლავს ჰიპოკალიემია, ორგანიზმის დეჰიდრატაცია და ორთოსტატიკური არტერიული ჰიპერტენზია. ქლორის იონების ერთდროულმა დაკარგვამ შესაძლებელია გამოიწვიოს კომპენსატორული მეტაბოლური ალკალოზი. ალკალოზის წარმოქმნის სიხშირე და მისი გამოხატულება უმნიშვნელოა. იშვიათად -კალციუმის დონის მატება.

უკუჩვენებები:

* თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (KK

*ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

* ღვიძლისმიერი ენცელფალოპათია;

* ჰიპოკალიემია;

*ორსულობა;

* ლაქტაცია (ძუძუთი კვება);

* აგფ ინჰიბიტორების მიღებით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში;

* მომატებული მგრძნობელობა პერინდოპრილზე;

* მომატებული მგრძნობელობა ინდაპამიდზე და სულფანილამიდურ პრეპარატებზე;

შედარებითი უკუჩვენებები:

* კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან, კალიუმის ან ლითიუმის მარილებთან კომბინაციაში გამოიყენება;

* თირკმლის არტერიების ბილატერალური სტენოზი ან ფუნქციონირების უნარის მქონე ერთადერთი თირკმელი;

* მომატებული კალიუმის დონე სისხლის პლაზმაში.

ორსულობა და ლაქტაცია:

! არ არის რეკომენდირებული პრესტარიუმი კომბი არგინინის მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ორსულობის მე-4 თვემდე. როდესაც ორსულობა დადასტურდება ან დაგეგმილია პაციენტის ორსულობა, აუცილებელია მკურნალობის სასწრაფოდ შეწყვეტა და მკურნალობის ალტერნატიურ კომბინაციაზე გადასვლა.

ავტოტრანსპორტის მართვა

პრესტარიუმი კომბი არგინინი არ მოქმედებს სიფხიზლის ხარისხზე. თუმცა არტერიული წნევის დაქვეითებასთან დაკავშირებით ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა რეაქციები, მაგალითად, თავბრუსხვევა ან სისუსტე. შესაბამისად, შეიძლება დარღვეული იყოს ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრესტარიუმი კომბი არგინინით მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში საჭიროა დეჰიდრატაციის და მარილების დაკარგვის მანიშნებელი კლინიკური ნიშნების სისტემატური კონტროლი. ეს მდგომარეობა შეიძლება წარმოიქმნას დიარეას ან გულისრევის დროს. ასეთ ავადმყოფებში რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს ელექტროლიტების შემცველობა სისხლის პლაზმაში.

◄ დროებითი არტერიული ჰიპოტენზიის დროს არ არის ნაჩვენები მკურნალობის შეწყვეტა. არტერიული წნევის აღდგენის შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება, ამასთან პრეპარატი უნდა დაინიშნოს ნაკლები დოზით ან დაინიშნოს მის კომპონენტთაგან მხოლოდ ერთ-ერთი.

◄ პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინირებული მიღება არ ახდენს კალიუმის  იონების დაკარგვის პრევენციას. როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს, საჭიროა სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: უფრო სავარაუდოა არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომები, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, უძილობა, გუნება-განწყობის ცვალებადობა, პოლიურია ან ოლიგურია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ანურიაში (ჰიპოვოლემიის შედეგად).

მკურნალობა: პირველადად საჭიროა პრეპარატის სწრაფი გამოყვანა ორგანიზმიდან კუჭის ამორეცხვის ან გააქტივირებული ნახშირის შეყვანის მეშვეობით, შემდეგ – წყალ-ელექტროლიტური ბალანის აღდგენა.

არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანა და ქვედა კიდურების სიმაღლეზე აწევა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იზოტონური მარილხსნარის ინტრავენურად შეყვანა ან სისხლის მოცულობის აღმდგენი ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენება. პერინდოპრილატი – პერინდოპრილის აქტიური ფორმა – შეიძლება გამოყვანილ იქნას ორგანიზმიდან დიალიზის მეშვეობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არასასურველია პრესტარიუმი კომბი არგინინის მიღება ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან და კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან ერთად.

– განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როდესაც პაციენტი ერთდროულად იღებს პრესტარიუმი კომბი არგინინის და შემდეგ პრეპარატებს: არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო სხვა საშუალებები, პროკაინამიდი;

– ალოპირონოლი, ტერფენადინი ან ასტემოზილი. კორტიკოსტეროიდები; იმუნოდეპრესანტები, მაგალითად ციკლოსპორინი. სიმსივნის სამკურნალო პრეპარატები; ინტრავენური ერითრომიცინი; გალოფანტრინი; პენიტამიდინი; ვინკამინი; ბეპრიდილი; სულტოპრიდი; ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი); დიგოქსინი; ბაკლოფენი; ანტიდიაბეტური საშუალებები – ინსულინი, მეთფორმინი; კალციუმი; საფაღარათო საშუალებები, მაგალითად სენადე; ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგალითად, იბუპროფენი); სალიცილატების მაღალი დოზა (მაგალითად, ასპირინი); ამფოტერიცინი ბ ინტრავენური ინიექციის სახით; ანტიდეპრესანტები; ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები); ტეტრაკოზაკრიდი (კრონის დაავადების მკურნალობისას).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პრესტარიუმი – PRESTARIUM – ПРЕСТАРИУМ

პრესტარიუმი – ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ მიერ  წარმოებული ორიგინალური პრეპარატი

საერთაშორისო დასახელება:

PERINDOPRIL ARGININE

მწარმოებელი: SERVIER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება:

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აგფ ინჰიბიტორი. ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პერინოდოპრილი არგინინი ……. 5 მგ

1 ტაბ.

პერინოდოპრილი არგინინი …… 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრესტარიუმი წარმოადგენს II თაობის ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს. პრეპარატი ამცირებს არტერიულ წნევას, რაც ძირითადად დაკავშირებულია ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის დათრგუნვასთან, რის გამოც მცირდება ამ უკანასკნელის არტერიულ სისხლძარღვებზე შემავიწროვებელი ზემოქმედება. იგი ამცირებს ანგიოტენზინ II-ის მასტიმულირებელ ზემოქმედებას ალდოსტერონის სეკრეციაზე. პრესტარიუმის ხანგრძლივად გამოყენების შედეგად შესაძლებელია მსხვილი ყალიბრის არტერიული სისხლძარღვების ელასტიურობის აღდგენა და მარცხენა პარკუჭის ჰიპეტროფიის შემცირება.

გულის ქრონიკული უკმარისობით შეპრობილ პაციენტებში პრეპარატი ამცირებს მიოკარდიუმის ჰიპერტროფიას, აქვეითებს სუბენდოკარდიული კოლაგენის ჭარბ რაოდენობას, ხელს უწყობს მიოზინის იზოენზიმური ფუნქციის ნორმალიზებას. პრეპარატი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამცირებს მის პრე- და პოსტდატვირთვას. პრესტარიუმის მიღებისას აღინიშნება მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების ავსების წნევის დაქვეითება, პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობის დაქვეითება, გულის შეკუმშვის სიხშირის ზომიერი შემცირება.

მკურნალობის პერიოდში გულის უკმარისობის კლინიკური სიმპტომები მნიშვნელოვნად მცირდება და იზრდება ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობა (ველოერგომეტრიული სინჯის მონაცემებით). პრესტარიუმის რეკომენდებული დოზებით გულის უკმარისობის მკურნალობისას არ აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება 1 დოზის მიღებისას.

პრესტარიუმის ხანგრძლივი დროით მიღება არ იწვევს თირკმელების ფუნქციის დარღვევას და არ მოქმედებს სისხლში კალიუმის კონცენტრაციაზე.

პრესტარიუმის პერორალურად საშუალო ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი აღინიშნება 4-6 საათის შემდეგ, რომელიც შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში. არტერიული წნევის სტაბილიზაცია აღინიშნება მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ და შენარჩუნებულია დიდი ხნის განმავლობაში. პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ პრესტარიუმი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი Cmax აღინიშნება 1 საათის შემდეგ. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 65-70%-ს. მეტაბოლიზმის პერიოდში იგი განიცდის ბიოტრანსფორმაციას და წარმოქმნის აქტიურ  მეტაბოლიტს – პერინდოპრილატს (დაახლოებით 20%) და 5 არააქტიური შენაერთს. პერინდოპრილატის Cmax სისხლის პლაზმაში აღინიშნება პრესტარიუმის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. პერინდოპრილატის დაკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან უმნიშვნელოა (30%-ზე ნაკლები) და დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე.

თავისუფალი პერინდოპრილატის Vd (განაწილების მოცულობა) დაახლოებით 0.2 ლ/კგ ტოლია. პრესტარიუმი არ კუმულირდება ორგანიზმში. მისი მიღება ჭამის დროს აფერხებს პერინდოპრილი არგინინის მეტაბოლიზმს.

პერინდოპრილი არგინინის T1/2 შეადგენს 1 საათს. პერინდოპრილატი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით; პერინდოპრილატის თავისუფალი ფრაქციის T1/2 3-4 საათის ტოლია.

გულისა და თირკმელების უკმარისობით დაავადებულ და ხანდაზმულ პაციენტებში პერინდოპრილატის გამოყოფა შენელებულია.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალო და გულის იშემიური დაავადების დროს გულ-სისხლძარღვოვანი გართულებების შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზირება:

არტერიული ჰიპერტენზიის დროს პრეპარატი ინიშნება დილას. მისი ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გავზარდოთ მაქსიმალურად 10 მგ-მდე (1 მიღებაზე). შემდგომში ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მისაღებად შესაძლებელია პრეპარატის კომბინაცია დიურეზულ საშუალებებთან (კალიუმის შემანარჩუნებლების გარდა).

70 წლის ასაკის ზევით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია და რომლებიც წინასწარ იღებდნენ დიურეზულ საშუალებას, აგრეთვე რენოვასკულური ჰიპერტეზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღე-ღამის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ დღე-ღამური დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 5 მგ-მდე.

თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში დოზა დგინდება ინდივიდუალურად, რაც დამოკიდებულია თირკმელების უკმარისობის ხარისხსა და კრეატინინის კლირენსზე.

კრეატინინის კლირენსიდოზირება
60 მლ/შთ-ზე მეტი5 მგ-დღე-ღამეში
30-60 მლ-წთ2.5 მგ-დღე-ღამეში
15-30 მლ/წთ-ში2.5 მგ ორ დღეში ერთხელ
15 მლ/წთ-ზე ნაკლები
პაციენტი იმყოფება ჰემოდიალიზზე
2.5 მგ დიალიზის დღეს

გულის ქრონიკული უკმარისობისას მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 2.5 მგ-დღე-ღამეში 1 მიღებაზე დილას. მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 5 მგ-მდე ერთხელ დღეში, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ რეკომენდირებულ დოზას გულის უკმარისობის შემთხვევაში.

გულის იშემიური დაავადება: ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 10 მგ-მდე ერთხელ დღეში, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ რეკომენდირებულ დოზას ამ ჩვენების დროს.

65 წლის ან უფრო მეტი ასაკისას, ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში. მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 5 მგ-მდე დღეში ერთხელ, ხოლო შემდეგ, კიდევ ერთი კვირის შემდეგ, 10 მგ-მდე დღეში ერთხელ. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე.

გვერდითი მოვლენები:

სასუნთქი სისტემის მხრივ: შესაძლებელია მშრალი ხველა.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, პირის სიმშრალე, გემოს დარღვევა.

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, ძილის დარღვევა და/ან ხასიათის შეცვლა, თავბრუსხვევა.

ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კრუნჩხვები.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ჰემოგლობინის შემცირება (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). იშვიათად – ერითროციტებისა და/ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

თირკმელების მხრივ: კრეატინინის და შარდმჟავას დონის მომატება (პროცესი შექცევადია).

ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ერითემა.

სხვადასხვა: სექსუალური დარღვევები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების არსებობისას ანამნეზში; პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

* ბავშვებში პრეპარატი არ მიიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმელების უკმარისობითა და არტერიული ჰიპოტენზიით შეპყრობილ პაციენტებში.

◄ ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება იმის შესახებ, რომ პაციენტი ღებულობს პრესტარიუმის.

◄ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს პრესტარიუმთან ერთად უნდა დაენიშნოს სხვა სამკურნალო საშუალება, საჭიროა ექიმს აცნობოს არსებული მკურნალობის შესახებ განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს პრეპარატი მიეკუთვნება დიურეზულ საშუალებას.

◄ პაციენტები, რომლებიც ადრე იღებდნენ დიურეზულ საშუალებას, აუცილებელია ამ უკანასკნელის მიღება შეწყვიტონ პრესტარიუმით მკურნალობის დაწყებამდე 3 დღით ადრე. შემდგომში, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დიურეზული საშუალებების მიღების განახლება.

◄ პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, რომლის დროსაც გამოყენებულია მაღალგამტარიანი მემბრანა (პოლიაკრილონიტრილი), ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. ამიტომ მსგავსი კომბინაცია არის რეკომენდებული. პრესტარიუმით მკურნალობისას თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები სისტემატურად საჭიროებენ სისხლში კალიუმისა და კრეატინინის მონიტორინგს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომები აღწერილი არ არის. შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება.

მკურნალობა: საჭიროა კუჭის ამორეცხვა, შემდგომში ვენაში ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა. პერინდოპრილი არგინინი ექვემდებარება დიალიზს (70 მლ/წთ-ში).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სალურეზული საშუალებებისა და პრესტარიუმის კომბინაციისას ძლიერდება ამ უკანასკნელის ჰიპოტენზიური მოქმედება.

– პრესტარიუმისა და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების, აგრეთვე კალიუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღებისას არსებობს ჰიპერკალიემიის განვითარების საშიშროება.

– ლითიუმის შემცველი პრეპარატებისა და პრესტარიუმის კომბინაცია იწვევს ორგანიზმიდან ლითიუმის გამოყოფის შემცირებას (აუცილებელია პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის შემოწმება).

– პრეპარატის კომბინაცისას სულფანილშარდოვანას ნაწარმებთან ან ინსულინთან იზრდება ამ უკანასკნელთა ეფექტურობა (გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის გაზრდის ხარჯზე).

– პრესტარიუმისა და მიორელაქსანტების ან იმ საშუალებებთან მისი კომბინაციისას, რომლებიც ზოგადი ანესთეზიისათვის გამოიყენება შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

– პოსტურალური ჰიპოტენზიის გამოწვევის რისკი იზრდება პრესტარიუმისა და იმიპრამინის ჯგუფის ანტიდეპრესანტების, აგრეთე ნეიროლეფსიური საშუალებების კომბინაციის დროს პრესტარიუმის და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული მიღებისას ძლიერდება მათი მოქმედება.

– პრესტარიუმის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან კომბინაციის შემთხვევაში მცირდება მისი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. დადგენილია, რომ აგფ ინჰიბიტორებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის რაოდენობის გაზრდა და თირკმელების ფუნქციის დაქვეითება რაც შექცევადი ხასიათისაა და ჩვეულებრივ აღინიშნება თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.

– პრესტარიუმის და სიმპათომიმეტური საშუალებების ერთდროული მიღებისას შესაძლებელია პრესტარიუმის ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Don`t copy text!